[103r] ცხორებაჲ და წამებაჲ  წმიდათა მოწამეთა – ევსტათისი და მეუღლისა მისისა თეოპისტისი და შვილთა მათთა -აღაპისი და თეოპისტესი. კირიელეისონ!

არს კაცთა თანა წინამდებარე ბუნებითიცა სწავლაჲ გამოსარჩეველად კეთილისა და ქმნად სათნოებათა, რომელი ასწავლის კაცსა, რაჲთა, რაჲ-იგი თჳთ ენებოს სხჳსაგან, იგი სხუასა უყოფდეს ეგრეთვე, და რაჲთა ესრეთ ჰმადლობდეს ქველისმოქმედსა ღმერთსა, ვითარ-იგი თჳთ მოელოდის სხუათაგან, რომელთა თანა კეთილი ექმნას, რაჲთა ჰმადლობდენ. ხოლო არს საღმრთოთაცა წერილთაგან წინამდებარე სწავლაჲ კეთილისაჲ და საქმენი წმიდათანი, რომელნი, ვითარცა ხატნი სულიერნი, არიან და მიუწოდენ კაცთა მსგავსებად მათთა სათნოებათა.
ხოლო სწავლისა მისთჳს წერილთაგანისა არად საჴმარ არს თქუმად, ვითარ მრავალ და ურიცხუ არიან. არამედ ბუნებითისათჳს ვინებე მრავალთა პირველ აღწერილთაგან ამისიცა აღწერაჲ, რომელსა-ესე ჴელვყავ, რომელი-ესე იქმნა ჟამთა ჩუენთა სარგებელად, რომელთა ესმოდის და გულისჴმის საყოფელად მათა, რომელნი იტყჳან, თუ აწ ვერ შესაძლებელ არს ქმნაჲ ესევითართა სათნოებათა, ვითარ იქმოდეს პირველნი იგი, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარ არცა ჟამი, არცა განსაცდელი, არცა ზრდილობაჲ სხუათა სახითა შემძლებელ არს დახრწევად კეთილთა საქმეთაგან, არამედ, უკუეთუ ვის ენებოს [103v] შედგომაჲ ბუნებითსა რჩულსა და სწავლასა მამათასა, ადვილად პოოს გზაჲ ცხორებისაჲ, ვითარ-ესე ქმნეს ამათცა, რომელთათჳს ვიტყჳ, რომელთა ცხორებაჲცა ვთქუა და აღსასრულცა კეთილთაჲ საქმეთაჲ მიგითხრა.
დღეთა მათ ტრაიანე მეფისათა, რაჟამს კერპთა მსახურებასა დაეპყრა სოფელი, დაადგინა მეფემან სტრატილატი ვინმე, სახელით პლაკიდა, რომელი-იგი იყო ჴორციელად ნათესავთა დიდთაჲ და მდიდარი ფრიად. უზეშთაეს იყო ყოველთა მთავართა მონაგებითა ოქროჲსა და ვეცხლისა და მონათა და სხჳთა ყოვლითავე სიმდიდრითა და იყო წარმართ რჩულითა. ხოლო საქმითა სიმართლისაჲთა შემკულ იყო, რამეთუ ჴელსა აღუპყრობდა ჭირვეულთა, შეეწეოდა დაშჯილთა და მრავალთა იჴსნიდა სამშჯავროთაგან საფასითა, შიშუელთა შეჰმოსდა, მშიერთა ზრდიდა; ყოველთა, რომელთა რაჲ ეჴმარებინ მისგან, მისცემნ. და იყო ახალი კორნილიე მათ ჟამთა შინა.
ხოლო ესუა მეუღლე ეგევითარისავე კეთილისა გონებისაჲ და ესხნეს მათ ორნი ძენი, რომელთა მასვე გონებასა ზედა ზრდიდეს. და იყო კაცი იგი განთქუმულ და სახელოან განმარჯუებასა ზედა და ბრძოლასა, ვიდრეღა ბარბაროზნი სახელისაგან ოდენ მისისა იშიშვოდეს, რამეთუ განმარჯუებულ იყო ყოველსა ზედა და იყო ნადირობასაცა ზედა მოსწრაფე. არამედ კაცთმოყუარემან და სახიერმან ღმერთმან, რომელი მის თჳსთა სათნოთა მოუწოდს მისა, არა უგულებელსყვნა მისნიცა ქველის საქმენი, არცა ინება, რაჲთამცა კეთილი იგი გონებაჲ მისი და ღირსი ღმრთისაჲ დაშთა ბნელსა რომელთათჳს ვიტყჳ, რომელთა ცხორებაჲცა ვთქუა და აღსასრულცა კეთილთაჲ საქმეთაჲ მიგითხრა. დღეთა მათ ტრაიანე მეფისათა, რაჟამს კერპთა მსახურებასა დაეპყრა სოფელი, დაადგინა მეფემან სტრატილატი ვინმე, სახელით პლაკიდა, რომელი-იგი იყო ჴორციელად ნათესავთა დიდთაჲ და მდიდარი ფრიად. უზეშთაეს იყო ყოველთა მთავართა მონაგებითა ოქროჲსა და ვეცხლისა და მონათა და სხჳთა ყოვლითავე სიმდიდრითა და იყო წარმართ რჩულითა. ხოლო საქმითა სიმართლისაჲთა შემკულ იყო, რამეთუ ჴელსა აღუპყრობდა ჭირვეულთა, შეეწეოდა დაშჯილთა და მრავალთა იჴსნიდა სამშჯავროთაგან საფასითა, შიშუელთა შეჰმოსდა, მშიერთა ზრდიდა; ყოველთა, რომელთა რაჲ ეჴმარებინ მისგან, მისცემნ. და იყო ახალი კორნილიე მათ ჟამთა შინა. ხოლო ესუა მეუღლე ეგევითარისავე კეთილისა გონებისაჲ და ესხნეს მათ ორნი ძენი, რომელთა მასვე გონებასა ზედა ზრდიდეს. და იყო კაცი იგი განთქუმულ და სახელოან განმარჯუებასა ზედა და ბრძოლასა, ვიდრეღა ბარბაროზნი სახელისაგან ოდენ მისისა იშიშვოდეს, რამეთუ განმარჯუებულ იყო ყოველსა ზედა და იყო ნადირობასაცა ზედა მოსწრაფე. არამედ კაცთმოყუარემან და სახიერმან ღმერთმან, რომელი მის თჳსთა სათნოთა მოუწოდს მისა, არა უგულებელსყვნა მისნიცა ქველის საქმენი, არცა ინება, რაჲთამცა კეთილი იგი გონებაჲ მისი და ღირსი ღმრთისაჲ დაშთა ბნელსა შინა კერპთმსახურებისასა, [104r] ვითარცა წერილ არს, ვითარმედ ყოველთა წარმართთა შორის, რომელსა ეშინოდის მისა და იქმოდის სიმართლესა, შეწყნარებულ არს მის მიერ. და მიიწია მისა ზედა წყალობაჲ ღმრთისაჲ, რომელმან ინება ცხორებაჲ მისი ესრე სახედ.
რამეთუ განვიდა იგი დღესა ერთსა ნადირობად მჴედრებითურთ მისით ჩუეულებისაებრ მისისა. და პოეს სიმრავლე ირემთაჲ და განაწესნა ერნი თჳსნი წესისაებრ და სდევდა მათ და შექცეულიყვნეს ყოველნი ნადირობასა მას ირემთასა. იხილა მან ერთი ირემი, დიდი და შუენიერი, რომელი განეშორა სიმრავლისა მისგან და ივლტოდა მაღნარით კერძო. და იხილა რაჲ-იგი პლაკიდა, სდევდა მას მცირედთა მჴედართა თანა. ხოლო ყოველნი მის თანა დაშურეს და მოსწყდეს და იგი ხოლო სდევდა, რამეთუ განგებითა ღმრთისაჲთა არცა ცხენი მისი დაშურა, არცა თჳთ უდებ იქმნა სიძნელეთა მათ შინა.
და ესრეთ დევნასა მას შინა განეშორა ერსა თჳსსა, ხოლო ირემმან მან პოვა კლდე ერთი, მაღალი და ავიდა მას ზედა. და მიიწია სტრატილატი მახლობელად მისა და იგონებდა, თუ რომლითა ღონითა შეიპყრას იგი. ხოლო სახიერმან და ყოვლად ბრძენმან ღმერთმან, რომელმან თითოფერნი გზანი მოიპოვნა ცხორებისათჳს კაცთაჲსა, მოინადირა იგი ნადირისა მის მიერ, არა ვითარცა კორნილიე პეტრეს მიერ, არამედ ვითარცა პავლე თჳსითა გამოჩინებითა, რამეთუ, მიხედვიდა რაჲ პლაკიდა ირემსა მას, დაუკჳრდა სიდიდე და შუენიერებაჲ მისი და იგონებდა, ვითარ სახედმცა შეიპყრა იგი.
უჩუენა მას ღმერთმან სასწაული არაშეუმსგავსებელი ძალისა მისისა, არამედ, ვითარცა ბალამის ზე მისცა ვირსა სიტყუაჲ და ამხილა მას, ეგრეთვე აქა ყო. რამეთუ უჩუენა რქათა ზედა მის ირმისათა სახჱ პატიოსნისა ჯუარისაჲ, უბრწყინვალესი ნათელსა მზისასა და შორის რქათა მისთა ხატი პატიოსნისა გუამისა მისისაჲ, რომელი ჩუენისა [104v] ცხორებისათჳს შეიმოსა და ჴმაჲ კაცობრივი მისცა ირემსა მას. და უწოდდა მას და ეტყოდა ირემისა მის მიერ: „ჵ, პლაკიდა, რაჲსა მდევნი? აჰა ესერა, შენთჳს მოსრულვარ ცხოველსა ამას ზედა, რაჲთა გეჩუენო. მე ვარ იესუ ქრისტე, რომელი არა მიცი და მსახურებ, რამეთუ ქველისმოქმედებანი შენნი, რომელსა იქმ კაცთა მიმართ, წარმომიდგეს წინაშე ჩემსა და მოვედ, რაჲთა გიჩუენო თავი ჩემი და მოგინადირო ნადირისა ამის წილ, რომელსა შენ ეძიებ და შეგაწყუდიო ბადეთა შინა კაცთმოყუარებისა ჩემისათა, რამეთუ არა ჯერარს, რაჲთამცა მოქმედი ეგე საქმეთა კეთილთაჲ ჰმონებდი ეშმაკთა არაწმიდათა და კერპთა მკუდართა, ყრუთა და უსულოთა, რამეთუ ამისთჳს გარდამოვჴედ ქუეყანად, რაჲთამცა ვაცხოვნე ნათესავი კაცთაჲ.“
ხოლო ესმა რაჲ ესე პლაკიდას სტრატილატსა, შეშინდა და გარდმოვარდა ცხენისაგან ქუეყანად და, გარდაჰჴდა რაჲ ჟამი ერთი, მოეგო გონებასა თჳსსა და აღდგა, რაჲთამცა კეთილად რაჲ განიცადა ხილული იგი სასწაული და თქუა: „რაჲ არს ჴმაჲ ესე, რომელი მესმის? გამომიცხადე თავი შენი კეთილად, რომელი-ეგე იტყჳ, რაჲთა მრწმენეს მე შენი!“ და ჰრქუა მას უფალმან: „გულისჴმაყავ, ჵ, პლაკიდა, მე ვარ ქრისტე, რომელმან ცანი და ქუეყანაჲ არაარსისაგან არსად მოვიყვანენ, რამეთუ განუყოფელი იგი ნივთი განვყავ, რომელმან ნათელი გამოვაჩინე და ბნელი უჩინოვყავ; მე ვარ, რომელმან ვქმენ მზჱ განმანათლებლად დღისა და [105r] მთოვარე და ვარსკულავნი მფლობელად ღამისა; მე ვარ, რომელმან ჟამნი და დღენი და წუთნი დავჰბადენ; მე ვარ, რომელმან ვქმენ კაცი ქუეყანისაგან, რომელი ცხორებისათჳს კაცთაჲსა მოვედ ქუეყანად, ჴორციელად გამოვჩნდი, ჯუარს ვეცჳ, დავეფალ და მესამესა დღესა აღვდეგ.“
ესე რაჲ ესმა სტრატილატსა პლაკიდას, დავარდა ქუეყანად და თქუა: „მრწმენა შენი, უფალო, ვითარმედ შენ ხარ შემოქმედი ყოველთაჲ, მომქცეველი შეცთომილთაჲ და აღმადგინებელი დაცემულთაჲ და ცხოველსმყოფელი მკუდართაჲ.“ ჰრქუა მას უფალმან: „უკუეთუ გრწამს ჩემი, წარვედ და მოუჴედ ქალაქად მღდელსა ქრისტეანეთასა და ითხოვე მისგან მადლი ნათლისღებისაჲ.“ და ჰრქუა მას პლაკიდა: „უფალო, თუ ჰბრძანო, მიუთხრა ესე მეუღლესაცა ჩემსა და შვილთაცა ჩემთა, რაჲთა მათცა ჰრწმენე შენ.“ ჰრქუა მას უფალმან: „მიუთხარ და მიიღეთ ბეჭედი იგი ნათლისღებისაჲ და წმიდა იქმნენით ცოდვათაგან თქუენთა და კუალად მოვედ აქა და გეჩუენო შენ და გითხრა ყოველი მომავალი და გამოგიცხადნე საიდუმლონი ცხორებისანი.“
და გარდამოჴდა პალაკიდა მთით და მწუხრსა მიუთხრა ყოველივე ცოლსა მისა. და ვითარცა აღასრულა თხრობაჲ იგი ხილვისა მის, ჰრქუა მას ცოლმან მისმან: „ჵ, უფალო ჩემო, ჯუარცმული გიხილავს, რომელსა ქრისტეანენი აღიარებენ, რამეთუ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი, რომელი ესევითართა სასწაულთა მიერ მოუწოდს მორწმუნეთა მისთა.“ და იტყოდა იგი: „შემიწყალე მე, [105v] იესუ ქრისტე, და ორნი ესე ჩჩჳლნი ჩემნი.“ და ჰრქუა ქმარსა თჳსსა: „გარდასრულსა ამას ღამესა მეცა ვიხილე იგი და მეტყოდა: „ხვალე შენ და ქმარი შენი და შვილნი შენნი მოხჳდეთ ჩემდა და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი იესუ ქრისტე.“ და გეჩუენა შენცა ამით საკჳრველითა ხილვითა, რაჲთა დაგიკჳრდეს ძალი მისი და გრწმენეს მისი. მოვედ უკუე ამას ღამესა და მოვიღოთ ნათლისღებაჲ, რამეთუ მის მიერ შეეწყნარებიან მას სრულიად მორწმუნენი მისნი.“ და ჰრქუა მას პალაკიდა: „ეგრეთ არს, რამეთუ ეგრეცა მრქუა მე, რომელი-იგი მეჩუენა მე.“
და შუვაღამე ოდენ აღიხუნეს შვილნი იგი მათნი და მცირედნი მონანი და მივიდეს მღდელისა ქრისტეანეთაჲსა. და დაუტევნეს გარე მონანი მათნი და მიუთხრეს მღდელსა ყოველი იგი ხილვაჲ. და აღიარეს უფალი იესუ ქრისტე და ითხოვდეს მისგან ნათლისღებასა. ხოლო მან განიხარა და ადიდებდა უფალსა იესუ ქრისტეს, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ. და ასწავა მათ საიდუმლოჲ ქრისტეანობისაჲ. და ნათელსცა მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და უწოდა პალაკიდა „ევსტათი“ და ცოლსა მისას ტატიანეს „თეოპისტია“ და შვილთა მათთა - პირველსა უწოდა „აღაპი“ და მეორესა „თეოპისტე“. და აზიარნა იგინი პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. და წარ-რაჲ-ვიდოდეს, ჰრქუა მათ: [106r] „ქრისტე იყავნ თქუენ თანა და მოგმადლენ სასუფეველი მისი და, თქუენ იქცეოდით რაჲ სამოთხესა შინა, მოიჴსენეთ სული ჩემი გლახაკისა იოვანესი. ჰე, გევედრები!“
ხოლო განთიად წარიყვანნა ევსტათი მცირედნი ცხენოსანნი მის თანა და ავიდა მთად და მიე[ა]ხლა ადგილსა მას, სადა-იგი ეხილვა ხილვაჲ იგი. წარავლინნა მჴედარნი ძიებად ნ[ა]დირისა და დაშთა მხოლოჲ და მიეახლა ადგილსა მას, სადა ეხილვა ხილვაჲ იგი. და დავარდა პირსა ზედა და იტყოდა: „გევედრები შენ, იესუ ქრისტე, მიცნობიეს, ვითარმედ შენ ხარ ძე ღმრთისა ცხოელისაჲ და მრწამს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ. და აწ მოსრულვარ ვედრებად ღმრთაებისა შენისა, რაჲთა მიჩუენო, რაჲ-იგი აღმითქუ.“
და ჰრქუა მას უფალმან: „ნეტარ ხარ შენ, ევსტათი, რამეთუ მიიღე საბანელი მადლისა ჩემისაჲ და შეიმოსე უკუდავებაჲ. აწ გიძლევიეს უკეთურისა და აწ დაგითრგუნავს დამთრგუნველი შენი. აწ აღგიძრცჳეს ხრწნილი და შეგიმოსიეს უხრწნელი, რომელი ეგოს უკუნითი უკუნისამდე. აწ გამოჩნდეს საქმე სარწმუნოებისა შენისაჲ, რამეთუ შურითა აღძრულ არს ეშმაკი შენ ზედა, რამეთუ დაუტევე იგი და ისწრაფის აღძრვად შენ ზედა ყოვლისა ბოროტისა. და ჯერარს შენდა მოთმენაჲ სატანჯველისა რაჲსამე, რომელ-იგი, უკუეთუ მოითმინო, მიიღო გჳრგჳნი ძლევისაჲ. აჰა ესერა, აჰმაღლდი აწ მ[თ]ამდე საქმეთა შინა ამის საწუთროჲსათა. ჯერარს უკუე დამდაბ [106v] [ლებ]აჲ შენი სიმაღლისა მისგან ამაოჲსა და მეყსა შინა კუალად ამაღლებად სიმა[რ]თლითა მით სულიერითა. ნუუკუე შეშინდები, ნუცა მიხედავ ჴორციელთა მონაგებთა შენთა, არამედ, ვითარცა ჰბრძოდე რაჲ კაცთა, ახოვან იყავ და ისწრაფდი სათნოყოფად მეფისა მოკუდავისა, ეგრეთვე ისწრაფე აწ ძლევად ეშმაკისა, რაჲთა სათნომეყო მე, მეუფესა უკუდავსა. რამეთუ ჯერარს ამათცა ჟამთა გამოჩინებად მეორისა იობისი განსაცდელთა შინა მძლედ ეშმაკისა. და იხილე, ნუუკუე გულად შენდა გულისსიტყუაჲ რაჲმე გმობისაჲ მოვიდეს, რამეთუ, ოდეს დამსდაბლდე, მოვიდე კუალად შენდა და პირველსავე დიდებასა მიგაქციო. აწ უკუე გინებს მოსლვაჲ შენ ზედა განსაცდელისაჲ მის, ანუ უკუანაჲსკნელ?“
ჰრქუა მას ევსტათი: „გევედრები, უფალო, უკუეთუ არა არს თანაწარსლვაჲ განსაცდელისაჲ მის, აწ უფროჲსად ბრძანე მოსლვაჲ მისი და მოგუეც ძალი მოთმინებისაჲ, რაჲთა არა მოვიდეს გულისსიტყუაჲ რაჲმე ბოროტი და შეგუარყინეს სარწმუნოებისაგან შენისა.“ ჰრქუა მას უფალმან: „მჴნე იყავ და განძრიელდი, ევსტათი,
ვითარმედ მოწევნულ არს განსაცდელი იგი.“ და ჰმადლობდა უფალსა და ევედრებოდა ცოლსა თჳსსა, რაჲთა არა სულმოკლე იქმნას.
და შემდგომად მცირედისა შევიდა სენი იგი ცხენთა და საცხოვართა მისთა და ყოველნივე მოსწყდეს [107r] და ყოველივე შეიწყნარა მადლობით. ხოლო ერთსა დღესა განვიდა ცოლით და შვილითურთ განშორებულად ლოცვად ადგილსა განშორებულსა. და იხილეს კაცთა ვიეთმე უკეთურთა და მოვიდეს და წარიპარეს ყოველივე, რაჲცა ედვა სახლსა მათსა ოქროჲ და ვეცხლი და სამოსელი და მცველნი სახლისანი მოსწყჳდნეს და არარაჲ დარჩა სიმდიდრისა მათისაგან, გარნა რაჲ-იგი ემოსა. და ესრეთ წარჴდა ყოველი სიმდიდრე მათი და განეშორნეს იგინი სახლისაგან თჳსისა.
და იყო მათ დღეთა შინა დღესასწაული დიდი ძლევისათჳს სპარსთაჲსა. და იხარებდა მეფე და ჯერიყო მუნ მისლვაჲ ევსტათისიცა, რამეთუ სტრატილატი იყო და თავი ყოველთა მთავართაჲ. და ეძიებდეს მას და ვერ ჰპოებდეს. და ყოველნი განკჳრვებულ იყვნეს, თუ ვითარ ესრეთ მეყსა შინა მისი სიმდიდრე ესრეთ წარჴდა და არცაღა თჳთ იპოების. და შეწუხნა მეფე და ყოველნი მთავარნი მისნი მისთჳს და ყოველნივე განკჳრვებულ იყვნეს.
მაშინ ჰრქუა ევსტათის ცოლმან მისმან: „ვიდრემდის ვდგათ აქა, უფალო ჩემო, მოვედ, აღვიხუნეთ ორნი ესე ჩჩჳლნი ჩუენნი, რამეთუ ესენიღა დარჩომილ არიან ჩუენდა, და წარვიდეთ ამათ ქუეყანათაგან, რამეთუ საყუედრელ ვიქმნენით მეცნიერთა ჩუენთა.“
და ესრეთ ღამით წარემართნეს გზასა მას ეგჳპტისასა ორთა მათ შვილთა მათთა თანა. და შემდგომად მცირედთა დღეთა [107v] მივიდეს ზღჳს კიდედ და პოვეს ნავი და შევიდეს მას შინა. და იყო მენავეთმოძღუარი მის ნავისაჲ უკეთური და ბარბაროზი კაცი. და იხილა რაჲ ცოლი ევსტათისი, რამეთუ შუენიერ იყო, შეუჴდა ეშმაკი გულსა და, განვლეს რაჲ ზღუაჲ, ეძიებდა მათგან სასყიდელსა წარყვანებისა მათისათჳს. და ვითარცა არა აქუნდა, დაიმჭირა ცოლი ევსტათისი მიზეზითა სასყიდლისაჲთა. ხოლო ყოველი იყო, რაჲთამცა ჰყვა იგი თავისა თჳსისა თანა, რამეთუ ესრეთ განეზრახა პირველითგან. ხოლო ევსტათი სიტყუაუგებდა რაჲ, წამუყო მან მენავეთა მისი შთაგდებაჲ ზღუად. და ცნა რაჲ ევსტათი განზრახვაჲ მათი, იძულებით დაუტევა ცოლი თჳსი და აღიხუნა ჩჩჳლნი იგი და წარვიდა და მწუხარებით იტყოდა: „ჵ მე და თქუენ, რამეთუ დედაჲ თქუენი მიეცა კაცსა უცხოთესლსა.“
და ესრეთ ვიდოდა რაჲ სულთქუმით და მწუხარებით, მიემთხჳა მდინარესა ერთსა და სიმდიდრისათჳს წყლისა მის შეეშინა ორთავე ტჳრთვად და ესრეთ წიაღსლვაჲ და დაუტევა ერთი მუნ და აღიქუა ერთი მჴართა ზედა და წიაღიყვანა და დასუა ქუეყანასა ზედა და მოიქცა წარყვანებად მეორისაცა. და მოვიდა რაჲ შორის მდინარესა, მიხედნა და იხილა, ვითარმედ ლომმან წარიტაცა შვილი მისი და წარვიდა და წარიკუეთა მისთჳს სასოებაჲ. და მოიქცა მეორისა მის შვილისა მიმართ და იხილა, რამეთუ იგიცა წარიტაცა მგელმან. ხოლო იხილნა რაჲ შვილნი თჳსნი [108r] მჴეცთა მიერ წარტაცებულ, უპყრა თმათა თჳსთა და იფხურიდა და ენება შთაგდებაჲ თავისა თჳსისაჲ წყალსა მას მდინარისასა, არამედ დაიცვა იგი განგებულებამან ღმრთისამან, რომელმან იცის ყოველივე მომავალი და განვიდა იგი წყლისაგან.
ხოლო ლომმან მან აღიღო ყრმაჲ იგი და დაიცვა უვნებელად და წიაღვლო მდინარე იგი ზემო კერძო რაჲ და მივიდოდა უდაბნოდ, და იხილეს მწყემსთა ვიეთმე ყრმაჲ იგი, ემჭირა რაჲ ლომსა, ცნეს, ვითარმედ უვნებელად არს იგი. და განმჴნდეს განგებულებითა ღმრთისაჲთა და მისდევდეს მას ძაღლებითა და ნებითა ღმრთისაჲთა შეშინდა ლომი იგი და დააგდო ყრმაჲ და ივლტოდა.
და კუალად რომელი-იგი მგელსა წარეტაცა, ეგრეთვე უვნებელად ეგო, რომელი-იგი იხილეს მუშაკთა ვიეთმე და ქმნეს ამბოხებაჲ და მისდევდეს მას და გამოუღეს ყრმაჲ იგი. ხოლო ორნივე მწყემსნიცა და მუშაკნიცა ერთისა დაბისანი იყვნეს. და აღიხუნეს ყრმანი იგი და აღზარდნეს. და ესე ევსტათი არა იცოდა, არამედ მივიდოდა გოდებით და იტყოდა: „ვაჲმე, რომელი ოდესმე შუებულ ვიყავ, ვითარცა ხჱ, ხოლო აწ განშიშულებულ ვარ; რომელი ოდესმე დიდებულ ვიყავ, ხოლო აწ, ვითარცა ტყუე, ვარ; რომელი ოდესმე მჴედართა მთავარი ვიყავ და ბევრეულთა მიერ ვიდიდებოდე და აწ მარტოჲ დარჩომილ ვარ, არცა თუ შვილნი ჩემნი არიან ჩემთანა, არამედ შენ, უფალო, უფალო, სრულიად ნუ დამიტევებ, [108v] ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა ჩემთა. მაჴსო[ვ]ს, უფალო, ვითარმედ სთქუ: „ჯერარს გამოცდაჲ შენი, ვითარცა იობ.“ და, აჰა ესერა, უმეტესსაცა ვხედავ, რამეთუ, დაღაცათუ მას მონაგებნი არა აქუნდეს, არამედ ადგილი ერთი აქუნდა, სადა ჯდა სკორეთა ზედა, ხოლო მე უცხოებასა ამას ამათ ბოროტთა თავსვიდებ. მას მეგობარნი ჰყვეს ნუგეშინისმცემელად, ხოლო მე უდაბნოსა ამას მყვანან მჴეცნი, რომელთა ნუგეშინისცემაჲ შვილთა ჩემთაჲ მიმიღეს. იგი დაღაცათუ რტოთაგან გამოეჴუა, არამედ ძირი ჰყვა, ხოლო მე ყოვლით კერძო აღმოფხურილ ვარ და არცაღა კუალი ჩანს ნათესავისა ჩემისაჲ, არამედ, ვითარცა რტოჲ უდაბნოსა ზედა, ქართაგან ბოროტთა ვირყევი. ნუ მოიწყინებ, იესუ ქრისტე, მონასა შენსა, რამეთუ მრავლისვმეტყუელებ, რამეთუ ტკივილთაგან გულისა ვი[ი]ძულები თქუმად: „დასდევ, უფალო, სასოჲ პირსა ჩემსა და კარი მცველი ბაგეთა ჩემთა, რაჲთა არა მისდრკეს გული ჩემი სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა და განვარდე პირისა შენისაგან და მომეც ამიერითგან დაცხრომაჲ მრავალთა მათ ჭირთა ჩემთაჲ.“
და ამას რაჲ იტყოდა სულთქუმითა სულისაჲთა, მოვიდა დაბასა ერთსა, რომელსა ეწოდებოდა ვადისონ. და შევიდა მას შინა. დაშურებოდა და მოირეწდა საზრდელსა თჳსსა. და დაყო მუნ ჟამი მრავალი და ევედრებოდა მის დაბისათა და და[ა]დგინის [109r] ვენაჴისა მცველად და აღიღებდა სასყიდელსა თჳსსა. და დაყო ესრეთ ათხუთმეტი წელი. და ძენი, ვითარცა ვთ[ქ]უ, აღეზარდნეს სხუასა მას დაბასა და არა იცოდეს, თუ ძმანი არიან.
ხოლო უცხო თესლმან მან წარიყვანა ცოლი მისი თჳსა ქუეყანასა. და ესევითარი მადლი მოვიდა დედაკაცსა მას ზედა, რომელ ყოვლადვე ვერ მიეახლა უცხო თესლი იგი, რამეთუ ამას ითხოვდა ღმრთისაგან დედაკაცი იგი, რაჲთა დაიცვას ზიარებისაგან უცხო თესლისა მის. და შემდგომად ჟამისა რავდენისამე მოკუდა უცხო თესლი იგი. და იყო ცოლი ევსტათისი თავისუფლებით.
და მათ დღეთა შინა აღდგეს უცხო თესლნი იგი, რომელთა შორის იყო ცოლი ევსტათისი. და გამოვიდეს და წარტყუენეს ქუეყანაჲ ფრიადი ჰრომთაჲ. და იყო მწუხარებასა შინა მეფე და იჴსენებდა პლაკიდას, ვითარ მრავალგზის ეძლია უცხო თესლთადა და უკჳრდა მისთჳს. შეჰკრებდა უკუე ერსა და განემზადებოდა ბრძოლად. და იკითხვიდა ყოველთაგან, თუ ვიდრე წარვიდა პლაკიდა, გინათუ ცოცხალ არს, ანუ მოკუდა. და განავლინნა კაცნი ყოველსა სოფელსა, რომელი იყო სამეუფოსა მისსა ქუეშე, და ეტყოდა მათ: „რომელმან პოოს იგი, პატივი დიდი მივსცე და საფასე ფრიადი.“
ხოლო წარვიდეს ორნი მჴედარნი ძიებად მისა, რომელთა სახელები აკაკი და ანტიოხოს, რომელნი ოდესმე მსახურნი იყვნეს მისნი და მოვლეს ფრიადი ქუეყანაჲ [109v] და მრავალნი სოფელნი და მიიწინეს მასცა დაბასა, სადა იყო ევსტათი. ხოლო ევსტათი იხილნა რაჲ იგინი, შორით იცნნა. და მოეჴსენა პირველი ცხორებაჲ თჳსი და და[დ]გა ლოცვად და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, მოწყალეო, რომელი ყოვლისა ჭირისაგან იჴსნი მვედრებელთა შენთა, რომელნი შენ გესვენ, ვითარცა-ესე ვიხილენ, მოუგონებელად ღირსმყავ ხილვად მეუღლისაცა ჩემისა, რამეთუ უბადრუკნი შვილნი ჩემნი, ვიცი, რომელ ცოდვათა ჩემთაგან მჴეცთაგან წარტაცებულ იქმნნეს. არამედ ღირსმყავ, უფალო ღმერთო, მოწყალეო იესუ ქრისტე, მას დღესა ხილვად ასოთა ჩემთა.“
და ამას რაჲ იტყოდა, ესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი ეტყოდა: „მჴნე იყავ, ევსტათი, რამეთუ ამასვე საწუთროსა მოხჳდე პირველსავე დიდებასა შენსა და იხილო ცოლი შენი და შვილნი შენნი. ხოლო აღდგომასა მას უმეტესი იხილო და საუკუნენი კეთილნი დაიმკჳდრნე და სახელი შენი იდიდოს თესლითი თესლამდე.“
ესე რაჲ ესმა ევსტათის, შეეშინა ფრიად. ხოლო მოეახლნეს რაჲ მჴედარნი იგი, გარდამოვიდა ადგილით თჳსით, სადა სცვიდა ვენაჴსა და დადგა გზასა ზედა. და მოეახლნეს რაჲ, იხილნა იგინი კეთილად, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი და ჰრქუეს მას: „გიხაროდენ, მოყუასო!“ და მან ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენდა, ძმანო!“ და ჰრქუეს მას: „გჳთხარ ჩუენ, უკუეთუ გინახავს აქა კაცი, სახელით პლაკიდა ცოლისა თანა და ორთა შვილთა და, უკუეთუ გჳჩუ[ე]ნო [110r] იგი, მოგცეთ შენ საფასე.“ და ჰრქუა მათ ევსტათი: „და რაჲსათჳს ეძიებთ მას?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „მეგობარი არს ჩუენი და გჳნებს ხილვაჲ მისი მრავლით ჟამითგან.“ მიუგო მათ ევსტათი: „არა მინახავს ესევითარი კაცი აქა, გარნა მოვედით სადგურად ჩემდა და განისუენეთ, რამეთუ მეცა უცხოჲ ვარ“.
და წარიყვანნა იგინი სადგურად თჳსად და ჰრქუა უფალსა მის სახლისასა: „მეცნიერნი ჩემნი არიან კაცნი ესე და ჩემთჳს მოსრულ არიან. მომეც მე ღჳნოჲ და სხუაჲ საჴმარი, რაჲთა განუსუენო, და მიგცე ყოველივე, რაჟამს მოვიღო სასყიდელი საქმისა ჩემისაჲ.“ ხოლო მან მისცა ყოველივე სიხარულით. და ჰმსახურებდა რაჲ ევსტათი კაცთა მათ, ვერ მოითმენდა, მოეჴსენის რაჲ პირველი ცხორებაჲ თჳსი, არამედ აღივსის ცრემლითა და განვიდის გარე და იტირის და დაიბანის პირი და შემოვიდის და ჰმსახურებნ.
ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ, იწყეს მცირედ-მცირედ ცნობად სახესა მისა და იტყჳედ თჳსაგან ურთიერთას, ვითარმედ: „მსგავს არს კაცი ესე ჩუენ მიერ საძიებელსა მას.“ და ჰრქუა ერთმან მეორესა: „ფრიად მსგავს არს მისა, ხოლო მე ვიცი, ვითარმედ აქუნდა ქედსა მის[ს]ა სასწაული წყლულებისაჲ და განვიცადოთ, უკუეთუ არს იგი მის თანა, ესე არს, რომელსა ვეძიებთ.“
და განიცადეს და იხილეს სასწაული იგი ქედსა მის[ს]ა და მეყსეულად შეიტკბეს და ანბორსუყოფდეს [110v] და ეტყოდეს, ვითარმედ: „შენ ხარ პლაკიდა სტრატილატი.“ და უჩუენებდეს სასწაულსა მას ქედისა მისისასა, რაჟამს იგი უვარჰყოფდა და ფიცვიდეს, ვითარმედ: „იგი არს სტრატილატი პლაკიდა.“
ხოლო იცნეს რაჲ იგი კეთილად, მაშინ იძულებით აღიარა. და ჰკითხვიდეს ცოლისათჳს და შვილთა მისთათჳს. და ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ზღუასა შინა მოკუდეს.“ და შემოკრბა ყოველი იგი დაბაჲ, ესმა რაჲ ესე საქმე. მაშინ მჴედართა მათ მიუთხრეს ყოველთა სიკეთე მისი, პატივი და დიდებაჲ. და ესმა რაჲ დაბისათა, გოდებდეს და იტყოდეს: „ჵ, ვითარიღა კაცი მიზდურად გუყვა ჩუენ.“
მაშინ მჴედართა გამოუცხადეს ბრძანებაჲ მეფისაჲ და შემოსეს სამოსელთა მათ მიერ, რომელ აქუნდა. და წარიყვანეს მათ თანა და წარჰგზავნიდეს მას ცრემლით კაცნი მის დაბისანი. და მი-რაჲ-ვიდოდეს, მიუთხრა მჴედართა მათ, ვითარ იხილა ღმერთი იესუ ქრისტე და ვითარმედ ევსტათი ეწოდა ნათლისღებისა მიერ. და ყოველი მოწევნული მიუთხრა მათ.
და ვლეს რაჲ ათხუთმეტი დღე, მიიწინეს მეფისა. და ეუწყა რაჲ მეფესა მისთჳს, გამოვიდა შემთხუევად მისდა და ამბორსუყოფდა მას. და ცრემლო[ო]და მის ზედა და ჰკითხვიდა მიზეზსა წარსლვისა მისისასა. ხოლო მან მიუთხრა მეფესა და მთავართა მისთა ყოველი მოწევნული მის ზედა და ვითარ წარწყმიდა ცოლი და შვილნი მისნი და იქმნა სიხარული დიდი პოვნასა მისა და ნუგეშინი სცა მეფემან და მისცა პირველი პატივი სტრატილატობისაჲ [111r] და მიუთუალა მჴედრობაჲ.
ხოლო მან იხილა მჴედრობაჲ, რამეთუ არა კმაიყო ბრძოლად ბარბაროზთა, განავლინა ყოველთა სოფელთა კრებად ერისა. ხოლო მიიწინეს ამას ზედა დადგინებულნი იგი ამასცა დაბასა, სადა აღზრდილიყვნეს ძენი ევსტათისნი, და კაცთა მის დაბისათა მისცნეს ჭაბუკნი იგი მჴედართა მათ, ვითარცა უცხონი. და შემოკრბა რაჲ ყოველი ერი წინაშე სტრატილატისა, განაწესნა იგინი და, იხილნა რაჲ ჭაბუკნი იგი უფროჲს ყოველთა შუენიერნი, დაადგინნა მახლობელად თჳსა და ხედვიდა სიკეთესა მათსა და ბუნებითითა სიყუარულითა აღიძრვოდა მათა მიმართ.
და ყვნა მეპურის[მ]ტე ტაბლისა მისისა და, წარვიდა რაჲ ბრძოლად, განათავისუფლა ქუეყანაჲ იგი, რომელი წარეღო ბარბაროზთა. და მათ სძლო და დევნნა და განავლნა მდინარესა, რომელსა ეწოდების ედასპი. და შევიდა შინაგანთა სოფელთა ბარბაროზთასა და მოსწყჳდნა და აღაოხრა ქუეყანაჲ მათი. და ინება შინაგან შესლვაჲ განგებითა ღმრთისაჲთა, სადა-იგი იყო ცოლი მისი, რომელი დაცვულ იყო, ვითარცა ზემო ვთქუ, უცხო თესლისაგან უვნებელად და მომკუდარიყო რაჲ იგი, დაჯდომილიყო მტილსა ერთსა შინა ტალავრითა ერთითა და სცვიდა მას.
და მივიდა რაჲ სტრატილატი მას სოფელსა და ტყუეყო იგი და ბრძანა მუნ დადგომაჲ ერისაჲ. და დაყო მუნ სამი დღე, რაჲთა განისუენონ მჴედართა, რამეთუ მარჯუე იყო ადგილი. და აღჰმართეს კარავი მისი მახლობელად მტილისა მის, სადა იყო ცოლი მისი. [111v] და მივიდეს ჭაბუკნი იგი - ძენი მისნი - ტალავარსა მას, სადა იყო დედაჲ მათი და არა იცოდეს, თუ მათი დედაჲ არს.
და შუადღე ოდენ სხდეს და მიუთხრობდეს ურთიერთას სიჩჩოჲსა მათისა საქმეთა, რამეთუ მცირედ რაჲმე აჴსო[ვ]და და დედასა მათსა ესმოდეს სიტყუანი მათნი, რამეთუ იტყოდა უხუცესი იგი ძმაჲ, ვითარმედ: „მე ფრიად ჩჩჳლი ვიყავ და სხუაჲ არაჲ მაჴსო[ვ]ს, გარნა ესე, ვითარმედ მამაჲ ჩემი სტრატილატი იყო და დედაჲ ჩემი შუენიერი იყო ფრიად. და ვესხენით ორნი შვილნი: მე და ერთი სხუაჲ, უმრწემესი ჩემსა, მოწაბლე თმითა და შუენიერი ხატითა.
და აღგჳხუნეს ჩუენ ორნივე და შევიდეს ნავად. არა უწყი, თუ სადა ენება წარსლვად და, გან-რაჲ-ვედით ქუეყანად, დედაჲ ჩუენი არღარა ჩუენ თანა იყო. არა უწყი, თუ ვითარ დარჩა ზღუასა შინა და მამასა ჩუენსა ვეტჳრთენით ჩუენ და ვიდოდა და მიიწია მდინარესა ზედა. და დამსუა მე და აღიღო მეორე იგი ყრმაჲ და წიაღვლო. და მოიქცა, რაჲთამცა მეცა წარმიყვანა, ხოლო ვიდრე იგიღა მოვიდა და ლომმან წარმიტაცა მე. და წარვიდა მაღნარით კერძო და მწყემსთა მიჴსნეს მისგან, მომიყვანეს დაბასა მას, სადა შენცა უწყი.
ესე რაჲ ესმა უმრწემესსა უხუცესისაგან, ახლდა და მოეხჳა მას და ეტყოდა: „ვფუცავ ქრისტეს ძალსა, ძმაჲ შენი ვარ მე, რამეთუ ყოველი ეგე, რომელსა იტყჳ, მაჴსო[ვ]ს მეცა და, რაჟამს წიაღმიყვანა მამამან ჩემმან მაშინ წყალსა მას და მოიქცა შენდა, მოვიდა მგელი და წარმიტაცა და, რომელთა აღმზარდეს, მითხრობდეს, [112r] ვითარმედ მგელისაგან გიჴსენით შენო.“ და ესრეთ ანბორსუყოფდეს ურთიერთას.
ხოლო დედაჲ მათი იცნობდა თხრობასა მათსა ვიდრე ზღუად შესლვამდე და იგონებდა, ვითარმედ: ნუთუ იგი არიან ძენი მისნი და ესე ყოველი მოიწია მას ზედა და ელმოდა სულსა მის[ს]ა და უფროჲსად, რამეთუ იტყოდეს, რამეთუ მამაჲ ჩუენი სტრატილატი იყო და დედაჲ ჩუენი ზღუასა შინა დარჩაო.
და ხვალისა დღე მოუჴდა დედაკაცი იგი სტრატილატსა და ეტყოდა: „გევედრები, უფალო ჩემო, მე ქუეყანისაგან ჰრომთაჲსა ვარ და ტყუე ვიქმენ აქა. მიმიყვანე მამულსავე ჩემსა.“
და ამას რაჲ იტყოდა, განიცდიდა იგი და იცნა იგი და შეეშინა კითხვად. ხოლო ვერ უძლო ტჳრთვად, შეუვრდა და ჰრქუა: „გევედრები, უფალო ჩემო, ნუ განჰრისხნები მჴევალსა შენსა ზედა, არამედ ტკბილად ისმინე ჩემი, რამეთუ ვჰგონებ, თუ შენ ხარ სტრატილატი პლაკიდა, რომელსა გეწოდა წმიდისა ნათლისღებისა მიერ „ევსტათი“, რომელსა ეჩუენა ქრისტე ირემსა ზედა და ჰრწმენა მას იგი და მოიწია მის ზედა განსაცდელი. და აიღო მეუღლე თჳსი, რომელი-ესე მე ვარ, და ორნი ძენი: აღაპი და თეოპისტე. და მივიდოდეთ ეგჳპტით კერძო და, გან-რაჲ-ვედით ქუეყანად, დავშთი მე ნავსა მას შინა, რამეთუ მენავეთმოძღუარი იგი ბარბაროზი იყო და დამიმჭირა და მომიყვანა აქა. და მეწამების მეუფე ქრისტე, რომელ ვერცა მან შემაგინა, ვერცა სხუამან ვინ, არამედ დამიმარხავს აქ[ა]მომდე სიწმიდე ჩემი. აწ უკუეთუ შენ ხარ იგი, ვითარ მე ვჰგონებ, მითხარ მე ძალსა ქრისტესსა.“
[112v] ესმა რაჲ ესე ევსტათის, მანცა იცნა იგი და აღი[ვ]სო სიხარულითა და ჰრქუა: „მე ვარ, რომელსა იტყჳ.“ და იცნეს ერთმანერთი და ჰმადლობდეს ქრისტესა. და ჰრქუა მას ცოლმან მისმან: „უფალო, სადა არიან შვილნი ჩუენნი?“ ხოლო მან ჰრქუა მას: „მჴეცთა წარიტაცნეს იგინი.“ და მიუთხრა ყოველი, ვითარ მოიწია მათ ზედა. ჰრქუა მას ცოლმან: „ვჰმადლობდეთ ქრისტესა ქველისმოქმედსა, რამეთუ, ვითარცა ჩუენ ესე ვპოეთ ერთმანერთი, ეგრეთვე ძენი ჩუენნი მოგუცნეს.“ ჰრქუა მას ევსტათი: „გარქუ შენ, ვითარმედ მჴეცთა წარიტაცნეს.“ ხოლო მან მიუგო, ვითარმედ: „გუშინ მესმა ორთა ჭაბუკთაჲ, რამეთუ უთხრობდეს ურთიერთას სიჩჩოჲსა მათისა საქმეთა და ვიცნენ, ვითარმედ ძენი ჩუენნი არიან. და არცა მათ იცოდეს, თუ ძმანი არიან, გარნა სიტყუათაგან უხუცესისათა იცნეს ურთიერთას და, უკუეთუ დღესამომდე უმეცარ ხარ, აწ ცან სახიერებაჲ ქრისტესი, ვითარ შეგუკრიბნა და ჰკითხე მათ და თჳთ გითხრან.“
და მოუწოდა ევსტათი ჭაბუკთა მათ და ჰკითხვიდა, თუ ვინანი არიან, ანუ რაჲ მოიწია მათ ზედა. და მათ უთხრეს ყოველივე. და იცნნა, ვითარმედ იგი არიან ძენი მისნი და შეიტკბნა და ანბორსუყოფდა მათ და ეგრეთვე დედაჲ მათი. და დავარდეს ქედთა ზედა შვილთა მათთასა და ცრემლით ჰმადლობდეს კაცთმოყუარესა ღმერთსა პოვნისა მისთჳს მათისა საკჳრველისა. და ორ ჟამითგან ვიდრე ექუს ჟამამდე [113r] განჴდა ჴმაჲ ესე ყოველსა ერსა, ვიდრეღა ყოველნი შემოკრბეს. და უხაროდა პოვნასა ზედა მათსა უფროჲსღა, ვიდრეღა ძლევასა ზედა ბარბაროზთასა.
და ყო დღესასწაული დიდი ევსტათი პოვნისა მისთჳს მათისა და მადლობით უგალობდეს სახიერსა ქრისტეს. და ტყუეყო ყოველი სოფლები, გარე მოჲ[ღ]ეს ბარბაროზთაჲ და ძლევითა და ნატყუენავითა დიდითა მიიქცა სამეფოდ.
ხოლო პირველ მისლვისა მისისა მოკუდა მეფე ტრაიანე და დაჯდა მის წილ სხუაჲ მეფე, სახელით ანდრიანე, წარმართი იგიცა და ურჩულოეს ყოველთა პირველ მისა ყოფილთა მეფეთაჲსა. ხოლო ცნა რაჲ მოსლვაჲ ევსტათისი ესევითარითა ძლევითა, მიეგება მას და ყო დღესასწაული დიდი ძლევისა მისისათჳს, რომელი ექმნა, და პოვნისათჳს ცოლისა და შვილთა მისთა.
და მივიდა საკერპოდ, რაჲთამცა შეწირა მსხუერპლი კერპთა და, შე-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრად აპოლონისსა, ევსტათი არა შევიდა მის თანა, არამედ გარე დადგა და მოუწოდა მას მეფემან და ჰრქუა, ვითარ: „არა მოხუედ შეწირვად მსხუერპლისა ძლევისა მისთჳს, რომელი გაგემარჯუა და პოვნისათჳს ცოლისა და შვილთა შენთაჲსა?“
ხოლო ევსტათი ჰრქუა მეფესა: „მე ღმრთისა ჩემისა იესუ ქრისტესსა შემიწირავს და შევწირო მას ლოცვაჲ და მადლობაჲ, რამეთუ შემიწყალა და შემაქცია ტყუეობისაგან და მომცა მეუღლე და შვილნი ჩემნი და სხუაჲ ღმერთი არა ვიცი, [113v] არცა მისწავიეს, გარნა ღმერთი, რომელმან სიტყჳთა შექმნა ყოველივე.“
მაშინ ბრძანა მეფემან აღძრცუაჲ პატივისა მისისაჲ და დადგინებაჲ, ვითარცა გლახაკისაჲ მისი და ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ. და ესრეთ იქმოდა განკითხვასა მათსა.
და იხილა რაჲ მეფემან შეუცვალებელობაჲ გონებისა მისისაჲ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა, ბრძანა შეყვანებაჲ მათი ცხენთა სარბიელსა და გამოყვანებად მათ ზედა ლომნი. ხოლო მოიყვანეს რაჲ ლომნი, მირბიოდეს და თაყუანი სცეს მათ ნეტართასა წინაშე და შეიქცეს და განვიდოდეს მიერ.
ხოლო იხილა რაჲ ესე მეფემან, ვითარმედ არა შეეხნეს მათ მჴეცნი, განკჳრდა და ბრძანა განჴურვებად კუროჲ რვალისაჲ და მუნ შეყრად წმიდათაჲ მათ.
და შეკრბებოდა ყოველი ერი მაშინ ხილვად ღუაწლისა მათისა და, განაჴურვეს რაჲ კუროჲ იგი, მანქანებით ქმნული, და მიიყვანნეს წმიდანი მუნ შეყრად, ევედრნეს იგინი მტარვალთა, რაჲთა ადროონ ლოცვად. და განიპყრნეს ჴელნი ზეცად და ილოცეს და თქუეს: „უფალო, ღმერთო ძალთაო, რომელი ყოველთა მიერ უხილავ ხარ და ჩუენ გუეჩუენე, ვითარცა ინებე, ისმინე ვედრებაჲ ჩუენი, რამეთუ, აჰა ესერა, ლოცვაჲ ჩუენი აღსრულებულ არს, რამეთუ ვპოეთ და ვიხილეთ ურთიერთას და ღირს ვიქმნენით ნაწილსა წმიდათა შენთასა. ვითარცა სამნი ყრმანი ბაბილონს ცეცხლითა გამოიცადნეს და არა უარგყვეს, ეგრეთვე ჩუენ აღვესრულნეთ ცეცხლისა ამის მიერ და შე-მცა- [114r]წირულვართ შენდა ცეცხლითა ამით შეწირულნი და მოეც, უფალო, მადლი ნაწილთა ჩუენთა, რაჲთა ყოველი, რომელი გუაჴსენებდეს, აქუნდეს ნაწილი სასუფეველსა ცათასა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ; და უკუეთუ ზღუასა შინა, გინა მდინარესა გხადოს სახელითა ჩუენითა, იჴსენ ჭირისაგან; და ცოდვილთა, რომელნი ჩუენისასა სიგლახაკისა სახელითა შეგივრდებოდიან, ეც შენდობაჲ ცოდვათაჲ; და ყოველნი, რომელნი გუაჴსენებდენ ჩუენ და შენ გადიდებდენ, შემწე ეყავ; და სიმძაფრე ამის საჴუმილისაჲ შეცვალე, უფალო, ცუარად; და ჩუენი მას შინა აღსრულებაჲ სათნოიყავ; და გუამნი ჩუენნი ნუმცა განიყოფვიან, არამედ ზოგად სათნოიყავ დადებაჲ მათი, რამეთუ შენი არს სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“
და ესე რაჲ ილოცეს მათ, მოვიდა ჴმაჲ ზეცით, რომელი ეტყოდა: „ეგრეთ იყოს თქუენდა ყოველი, რავდენი ითხოეთ და უმეტესიცა მაგისი, რამეთუ მოღუაწე იქმნენით ყოველსავე ცხორებასა თქუენსა; და მრავალნი და დიდნი განსაცდელნი მოითმინენით და არა იძლიენით; და აწ მოვედით მშჳდობით და მიიხუენით გჳრგჳნნი ძლევისა თქუენისანი და წარმავალისა წილ ჭირისა უკუნითი უკუნისამდე იშუებდეთ კეთილთა მათ შინა წმიდათათჳს განმზადებულთა.“
და ესე რაჲ ესმა წმიდათა, გულსმოდგინედ მისცნეს თავნი მათნი ცეცხლსა. და შე-რაჲ-ყარნეს იგინი რვალსა მას შინა, მეყსეულად სიმძაფრე იგი დასცხრა და ადიდებდეს იგინი დაუსაბამოსა და ყოვლად დიდებულსა სამებასა [114v] და გალობდეს ძლევისა გალობასა და ესრეთ მისცნეს მშჳდობით ღმრთისმეტყუელნი იგი სულნი მათნი უფალსა. და არა შეეხო ცეცხლი იგი არცა თუ თმასა მათსა.
და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ურჩულოჲ იგი მეფე ადგილსა მას და ბრძანა განბნევაჲ რვალისა მის, რაჲთამცა იხილა, თუ რაჲ იქმნეს გუამნი იგი წმიდათანი. და პოვნეს მრთელად და შეუხებელად გუამნი მათნი და ჰგონებდეს, თუ ცოცხალ არიან, ვიდრე მიეახლნეს და ცნეს, ვითარმედ აღსრულებულ არიან. და გამოიხუნეს და დასხნეს ქუეყანასა ზედა და საკჳრველებამან შეიპყრნა იგინი, თუ ვითარ არცათუ თმასა მათსა შეეხო ცეცხლი, არამედ იყვნეს გუამნი მათნი შუენიერ და ბრწყინვალე. და შეშინდა არაწმიდაჲ იგი მეფე და წარვიდა.
ხოლო სიმრავლენი იგი ღაღადებდეს ჭეშმარიტად: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ. ერთ არს ჭეშმარიტად იესუ ქრისტე და არა არს სხუაჲ ღმერთი, რომელმან დაიცვნა წმიდანი მისნი და არცა თმასა მათსა ეუფლა ცეცხლი.“
ხოლო ფარულად ქრისტეანეთა მოიპარნეს გუამნი წმიდათანი და დაჰმარხნეს იგინი ადგილსა პატიოსანსა. და შემდგომად დევნულებისა დაცხრომისა აღაშენეს ეკლესიაჲ და დაუსუენნეს მას შინა სადიდებელად დღესასწაულისა მათისა, რომელი აღესრულების თუესა სეკდებერსა კ̃.
ესე არს მოქალაქობაჲ წმიდათა ამათ და სანატრელთა მოწამეთაჲ! ესე არს აღსასრული დიდებულისა ღუა [115r] წლისა მათისაჲ! ყოველნი, რომელნი უკუე ღირს იქმნებიან ჴსენებისა მათისა აღსრულებად და ხადიან მათ შემწედ, ჰპოებენ კეთილთა მათ, რომელნი აღთქუმულ არიან წმიდათა და მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდით უკუნითი უკუნისამდე, ამენ!

[294v] ცხორებაჲ და წამებაჲ  წმიდათა მოწამეთა –  ევსტათისი და მეუღლისაჲ მისისა თეოპისტიასი და შვილთა მათთა  აღაპისი და თეოპისტესიგვაკურთხენ, მამაოჲ!

არს კაცთა თანა წინამდებაჲრე ბუნებითიცა სწავლა გამოსარჩეველად კეთილისა და ქმნად სათნოებათა, რომელი ასწავლის კაცსა, რაჲთა, რაჲ-იგი თჳთ ენებოს სხჳსაგან, იგი სხუაჲსა უყოფდეს ეგრეთვე და, რაჲთა ესრეთ ჰმადლობდეს ქუჱლისმოქმედსა ღმერთსა, ვითარ-იგი თჳთ მოელოდის სხუაჲთაგან, რომელთა თანა კეთილი ექმნას, რაჲთა ჰმადლობდეს. ხოლო არს საღმრთოთაცა წერილთაგან წინამდებაჲრე სწავლა კეთილისა და საქმენი წმიდათანი, რომელნი, ვითარცა ხატნი სულიერნი, არიან და მიუწოდენ კაცთა მსგავსებაჲდ მათდა სათნოებაჲთა.
ხოლო სწავლისა მისთჳს წერილთაგანისა არად საჴმარ არს თქუმაჲ, ვითარ მრავალ და ურიცხუ არიან. არამედ ბუნებითისათჳს ვინებე მრავალთა პირველ აღწერილთაგან ამისიცა აღწერა, რომელსა-ესე ჴელვყავ, რომელი-ესე იქმნა ჟამთა ჩუჱნთა სარგებელად, რომელთა ესმოდის და გულისჴმის საყოფელად მათდა, რომელნი იტყჳან, თუ აწ ვერ შესაძლებელ არს ქმნაჲ ესევითართა სათნოებაჲთა, ვითარ იქმოდეს პირველნი იგი. რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარ არცა ჟამი, არცა განსაცდელი, არცა ზრდილობაჲ სხჳთა სახითა შემძლებელ არს დაბრკოლებაჲდ კეთილთა საქმეთაგან, არამედ, უკუჱთუ ვის ენებოს შედგომა ბუნებითსა შჯულსა და სწავლასა მამათასა, ადვილად პოოს გზა ცხორებისა, ვითარ-ესე ქმნეს ამათცა, რომელთათჳს ვიტყჳ, რომელთა ცხორებაჲცა ვთქუა და აღსასრულიცაჲ კეთილთა საქმეთა მიგითხრაჲ.
დღეთა მათ ტრაიანე მეფისათა, რაჟამს კერპთმსახურებაჲსა დაეპყრა სოფელი, დაადგინა მეფემან სტრატილატი ვინმე, სახელით პლაკიდა, რომელი-იგი იყო ჴორციელად ნათესავთა დიდთა და მდიდარი ფრიად. უზეშთაეს იყო ყოველთა მთავართა მონაგებითა ოქროსა და ვეცხლისა და მონათათა და სხჳთა ყოვლითავე სიმდიდრითა და იყო წარმართი შჯულითა. ხოლო საქმითა სიმართლისათა შემკულ იყო, რამეთუ ჴელსა აღუპყრობდა ჭირვეულთა, შეეწეოდა დაშჯილთა და მრავალთა იჴსნიდა სამსჯავროთაგან საფასითა, შიშუჱლთა შეჰმოსდა, მშიერთა ზრდიდა; ყოველთა, რომელთა ეჴმარებინ რაჲ მისგან, მისცემნ. და იყო ახალი კორნილიე მათ ჟამთა შინა.
ხოლო ესუა მეუღლე ეგევითარი სავსე კეთილისა გონებისაჲ და ესხნეს მათ ორნი ძენი, რომელთა მასვე ბუნებასა ზედა ზრდიდეს. და იყო კაცი იგი განთქმულ და სახელოვან გამარჯუჱბასა ზედა და ბრძოლასა, ვიდრეღა ბარბაროზნი სახელისაგან ოდენ მისისა იშიშვოდეს. რამეთუ განმარჯუჱბულ იყო ყოველსა ზედა და იყო ნადირობაჲსაცა ზედა მოსწრაფე. არამედ კაცთმოყუარემან და სახიერმან ღმერთმან, რომელი მარადის თჳსთა სათნოთა მოუწოდს მისა, არა უგულებელსყვნა მისნიცა ქველის საქმენი, არცა ინება, რაჲთამცა კეთილი იგი გონებაჲ მისი და ღირსი ღმრთისა დაშთაჲ ბნელსა შინა კერპთმსახურებისასა, ვითარცა [295r] წერილ არს, ვითარმედ ყოველთა წარმართთა შორის, რომელსა ეშინოდის მისა და იქმოდის სიმართლესა, შეწყნარებულ არს მის მიერ. და მიიწია მის ზედა წყალობაჲ ღმრთისაჲ, რომელმან ინებაჲ ცხორებაჲ მისი ესრე სახედ.
რამეთუ განვიდა იგი დღესა ერთსა ნადირობაჲდ მჴედრებითურთ მისით ჩუჱულებისაებრ. და პოეს სიმრავლე ირემთა და განაწესნა ერნი თჳსნი წესისაებრ და სდევდა მათ და შექცეულიყვნეს ყოველნი ნადირობაჲსა მას ირემთასა. იხილა მან ერთი ირემი, დიდი და შუჱნიერი, რომელი განეშორა სიმრავლისა მისგან და ივლტოდა მაღნარით კერძო. და იხილა რაჲ-იგი პლაკიდა, სდევდა მას მცირედთა მჴედართა თანა. ხოლო ყოველნი მისთანანი დაშურეს და მოსწყდეს და იგი ხოლო სდევდა, რამეთუ განგებითა ღმრთისათა არცა ცხენი მისი დაშურა, არცა იგი მოწყინებულ იქმნა სიძნელეთა მათ შინა.
და ესრეთ დევნასა მას შინა განეშორა ერსა თჳსსა. ხოლო ირემმან მან პოვა კლდე ერთი მაღალი და ავიდა მას ზედა. და მიიწია სტრატილატი მახლობელად მისა და იგონებდა, თუ რომლითა ღონითა შეიპყრას იგი. ხოლო სახიერმან და ყოვლად ბრძენმან ღმერთმან, რომელმან თითოფერნი გზანი მოიპოვნა ცხორებისათჳს კაცთასა, მოინადირა იგი ნადირისა მის მიერ, არა ვითარცა კორნილიე პეტრეს მიერ, არამედ ვითარცა პავლე თჳსითა გამოჩინებითა, რამეთუ, მიხედვიდა რაჲ პლაკიდა ირემსა მას, დაუკჳრდა სიდიდე და შუჱნიერებაჲ მისი და განიზრახვიდა, ვითარ სახედმცა შეიპყრა იგი.
უჩუჱნა მას უფალმან სასწაული არაშეუმსგავსებელი ძალისა თჳსისა, არამედ ვითარცა ბალამის ზე მისცა ვირსა სიტყუაჲ და ამხილა მას, ეგრეთვე აქა ყო. რამეთუ უჩუჱნა რქათა ზედა მის ირმისათა სახე პატიოსნისა ჯუარისა, უბრწყინვალეს ნათელსა მზისასა და შორის რქათა მისთაჲ ხატი პატიოსნისა გუამისა მისისა, რომელი ჩუჱნისა ცხორებისათჳს შეიმოსა და ჴმაჲ კაცობრივი მისცა ირემსა მას. და უწოდდა მას და ეტყოდა ირმისა მის მიერ: „ჵ, პლაკიდა, რაჲსა მდევნი? აჰა ესერა, შენთჳს მოსრულვარ ცხოველსა ამას ზედა, რაჲთა გეჩუჱნო. მე ვარ იესუ ქრისტე, რომელი არა მიცი და მსახურებ, რამეთუ ქუჱლისმოქმედებანი შენნი, რომელთა იქმ კაცთა თანა, წარმოდგეს წინაშე ჩემსა და მოვედ, რაჲთა გიჩუჱნოჲ შენ თავი ჩემი და მოგინადირო ნადირისა ამის წილ, რომელსა შენ ეძიებ და შეგაწყუდიო ბადეთა შინა კაცთმოყუარებისა ჩემისათა, რამეთუ არა ჯერ-არს, რაჲთამცა მოქმედი ეგე საქმეთა კეთილთა ჰმონებდი ეშმაკთა არაწმიდათა და კერპთა მკუდართა, ყრუთა და უსულოთა; რამეთუ ამისთჳს გარდამოვჴედ ქუჱყანად, რაჲთამცა ვაცხოვნე ნათესავი კაცთა.“
ხოლო ესმა რაჲ ესე პლაკიდას სტრატილატსა, შეშინდა და გარდამოვარდა ცხენისაგან ქუჱყანად და, გარდაჴდა რაჲ ჟამი ერთი, მოეგო გონებაჲსა თჳსსა და აღდგა, რაჲთამცა კეთილადრე განიცადა ხილული იგი სასწაული და თქუაჲ: „რაჲ არს ჴმაჲ ესე, რომელი მესმის? გამომიცხადე მე თავი შენი კეთილად, რომელი-ეგე იტყჳ, რაჲთა მრწმენეს შენი!“ და ჰრქუაჲ მას უფალმან: „გულისჴმაჲყავ, ჵ, პლაკიდა, მე ვარ ქრისტე, რომელმან ცანი და ქუჱყანაჲ არაარსისაგან არსად მოვიყვანენ, რამეთუ განუყოფელი იგი ნივთი განვყავ, რომელმან ნათელი გამოვაჩინე და ბნელი უჩინოვყავ; მე ვარ, რომელმან ვქმენ მზე მნათობად დღისა და მთოვარე და ვარსკულავნი მნათობაჲდ ღამისა; მე ვარ, რომელმან ჟამნი და დღენი და წუთნი დავჰბადენ; მე ვარ, რომელმან ვქმენ კაცი ქუჱყანისაგან; რომელი ცხორებისათჳს კაცთასა მოვედ ქუჱყანად, ჴორციელად გამოვსჩნდი, ჯუარს [295v] ვეცუ, დავეფალ და მესამესა დღესა აღვდეგ.“
ესე რაჲ ესმა სტრატილატსა პლაკიდას, დავარდა კუალად ქუჱყანად და თქუაჲ: „მრწამს შენი, უფალო, ვითარმედ შენ ხარ შემოქმედი ყოველთა და მომქცეველი შეცთომილთა და აღმადგინებელი დაცემულთა და ცხოველსმყოფელი მკუდართა.“ ჰრქუაჲ მას უფალმან: „უკუჱთუ გრწამს ჩემი, წარვედ ქალაქად და მოუჴედ მღდელსა ქრისტეანეთასა და ითხოე მისგან მადლი ნათლისღებისაჲ.“ და ჰრქუაჲ მას პლაკიდა: „უფალო, უკეთუ ჰბრძანო, მიუთხრა ესე მეუღლესაცა ჩემსა და შვილთა ჩემთა და რაჲთა მათცა ჰრწმენე შენ.“ ჰრქუაჲ მას უფალმან: „მიუთხარ და მიიღეთ ბეჭედი იგი ნათლისღებისა და წმიდაჲ იქმენით ცოდვათაგან თქუჱნთა და კუალად მოედ აქა და გეჩუჱნო შენ და გითხრა ყოველი მომავალი და გამოგიცხადნე საჲდუმლონი ცხორებისანი.“
და გარდამოჴდა პლაკიდა მთით და მწუხრსა უთხრა ყოველივე ცოლსა თჳსსა. და ვითარცა აღასრულა თხრობაჲ იგი ხილვისა მის, ჰრქუაჲ მას ცოლმან მისმან: „ჵ, უფალო ჩემო, ჯუარცმული გიხილავს, რომელსაჲ ქრისტეანენი აღიარებენ, და იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი, რომელი ესევითართა მიერ სასწაულთა მოუწოდს მორწმუნეთა მისთა.“ და იტყოდა იგი: „შემიწყალე მე, იესუ ქრისტე, და ორნი ესე ჩჩჳლნი ჩემნი.“ და ჰრქუაჲ ქმარსა თჳსსა: „გარდასრულსა მას ღამესა მეცა ვიხილე იგი, რამეთუ მეტყოდა: „ხვალე შენ და ქმარი შენი და შვილნი თქუჱნნი მოხჳდეთ ჩემდა და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი იესუ ქრისტე.“ და გეჩუჱნა შენცა ამით საკჳრველითა ხილვითა ირმისა მიერ, რაჲთა დაგიკჳრდეს ძალი მისი და გრწმენეს. მოვედ უკუჱ და მივიდეთ ამას ღამესა და მოვიღოთ ნათლისღებაჲ, რამეთუ მის მიერ შეეწყნარებიან მას სრულიად მორწმუნენი მისნი. და ჰრქუაჲ მას პლაკიდა: „ეგრეთ არს, რამეთუ ეგეცა მრქუაჲ მე, რომელი-იგი მეჩუჱნა.“
და შუვაღამესა ოდენ აღიხუნეს შვილნი მათნი და მცირედნი მონანი და მივიდეს მღდლისა ქრისტეანეთასა. და დაუტევნეს გარე მონანი მათნი და მიუთხრეს მღდელსა ყოველი იგი ხილვა. და აღიარეს უფალი იესუ ქრისტე და ითხოვდეს მისგან ნათლისღებაჲსა. ხოლო მან განიხარა და ადიდებდა უფალსა იესუ ქრისტეს, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებაჲსა ჭეშმარიტებისასა მოსლვა. და ასწავა მათ საჲდუმლო ქრისტეანობისა. და ნათელსცა სახელითა მამისათა, ძისათა და სულითა წმიდისათა და უწოდა პლაკიდას „ევსტათი“ და ცოლსა მისსა ტატიანეს „თეოპისტია“ და შვილთა მათთა - პირველსა უწოდა „აღაპი“ და მეორესა „თეოპისტე.“ და აზიარნა იგინი პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა უფლისაჲ ჩუჱნისა იესუ ქრისტესსა. და წარ-რა-ვიდოდეს, ჰრქუაჲ მათ: „ქრისტე იყავნ თქუჱნ თანა და მოგმადლენ სასუფეველი მისი და, თქუჱნ იქცეოდით რაჲ სამოთხესა შინა, მოიჴსენეთ სული ჩემ გლახაკისა იოვანესი. ჰე, გევედრები!“
ხოლო განთიად წარიყვანნა ევსტათი მცირედნი ცხენოსანნი მის თანა და აღვიდა მთად და, მიეახლა რაჲ ადგილსა მას, სადა ხილვა იგი ეჩუჱნა, წარავლინნა მჴედარნი ძიებაჲდ ნადირსა და დაშთა მხოლოჲ და მიეახლა ადგილსა მას. და დავარდა პირსა ზედა და იტყოდა: „გევედრები შენ, უფალო იესუ ქრისტე, მიცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ ცხოველისა და მრწამს მამა, ძე და სული წმიდაჲ. და აწ მოსრულვარ ვედრებაჲდ ღმრთაებისა შენისა, რაჲთა მიჩუჱნო, რაჲ-იგი აღმითქუ.“
და ჰრქუაჲ მას უფალმან: „ნეტარ ხარ შენ, ევსტათი, რამეთუ მიიღე საბანელი მადლისა ჩემისა და შეიმოსე უკუდავებაჲ. აწ გიძლევიეს უკეთურისა და აწ დაგითრგუნავს დამთრგუნველი შენი. აწ აღგიძრცჳეს ხრწნილი იგი კაცი და შეგ [296r] იმოსიეს უხრწნელი, რომელი ეგოს უკუნითი უკუნისამდე. აწ გამოჩნდეს საქმე სარწმუნოებისა შენისა, რამეთუ შურითა აღძრულ არს ეშმაკი შენ ზედა, რამეთუ დაუტევე იგი და ისწრაფის აღძრვად შენ ზედა ყოვლისა ბოროტისა. და ჯერ-არს შენდა მოთმენა განსაცდელისაჲ რაჲსამე, რომელი-იგი, უკუჱთუ მოითმინო, მიიღო გჳრგჳნი ძლევისა. აჰა ესერა, აჰმაღლდი აქამომდე საქმეთა შინა ამის საწუთროსათა. ჯერარს უკუჱ დამდაბლება შენი სიმაღლისა ამისგან ამაოსა და მეყსა შინა კუალად ამაღლება სულიერითა მით სიმდიდრითა. ნუუკუჱ შეშინდები, ნუცა მიხედავ ჴორციელთა მონაგებთა შენთა, არამედ, ვითარცა ჰბრძოდე რაჲ კაცთა, ახოვან იყავ და ისწრაფდი სათნოყოფად მეფისა მოკუდავისა, ეგრეთვე აწ ისწრაფე ძლევად ეშმაკისა, რაჲთა სათნომეყო მე მეუფჱსა უკუდავსა, რამეთუ ჯერარს ამათცა ჟამთაჲ მეორისა იობის გამოჩინებაჲ განსაცდელთა შინა მძლედ ეშმაკისა. და იხილე, ნუუკუჱ გულად შენდა გულისსიტყუაჲ რაჲმე გმობისა მოვიდეს, რამეთუ, ოდეს დაჰმდაბლდე, მოვიდე შენდა და კუალად პირველსავე დიდებაჲსა მიგაქციო. აწ უკუჱ გნებაჲვსა მოსლვა შენ ზედა განსაცდელისა მის, ანუ უკუანაჲსკნელ?“
ჰრქუაჲ მას ევსტათი: „გევედრები, უფალო, უკეთუ არა არს თანაწარსლვა განსაცდელისა მის, აწ უფროსად ბრძანე მოსლვა მისი და მოგუჱც ძალი მოთმინებაჲდ, რაჲთა არა მოვიდეს გულისსიტყუაჲ რაჲმე ბოროტი და შეგუარყინეს სარწმუნოებისაგან შენისა.“ ჰრქუაჲ მას უფალმან: „მჴნე იყავ და განძლიერდი, ევსტათი, რამეთუ მადლი ჩემი იყოს თქუჱნ თანა მცველად სულთა თქუჱნთა.“
და ესე რაჲ თქუაჲ უფალმან, აღვიდა ზეცად და გარდამოჴდა ევსტათი მთით და უთხრა ცოლსა თჳსსა ყოველივე იგი. და მოუდრიკნეს მუჴლნი და ევედრებოდეს უფალსა და იტყოდეს: „ნებაჲ შენი იყავნ, უფალო!“ ხოლო შემდგომად მცირედთა დღეთა შემოვიდა სენი სასიკუდინე სხეულსა მისსა. და მოსწყდეს მონანი და მჴევალნი მისნი. და ცნა ევსტათი, ვითარმედ მოწევნილ არს განსაცდელი იგი. და ჰმადლობდა უფალსა და ევედრებოდა ცოლსა თჳსსა, რაჲთა არა სულმოკლე იქმნეს.
და შემდგომად მცირედისა შევიდა სენი იგი ცხენთა და საცხოვართა მისთა და ყოველნივე შეიწყნარა მადლობით. ხოლო ერთსა დღესა განვიდა ცოლითურთ და შვილით განშორებულსა ადგილსა ლოცვად და იხილეს კაცთა ვიეთმე უკეთურთა და მოვიდეს და წარიპარეს ყოველი, რაჲ იყო სახლსა მათსა: ოქრო და ვეცხლი და სამოსელი და მცველნი სახლისანი მოსწყჳდნეს და არარაჲ დაშთა სიმდიდრისაგან მათისა, გარნა რაჲ-იგი ემოსა. და ესრეთ წარჴდა ყოველი იგი სიმდიდრე მათი და განეშორნეს იგინი სახლისაგან თჳსისა.
და იყო მათ დღეთა შინა დღესასწაული დიდი ძლევისათჳს სპარსთასა. და იხარებდა მეფე და ჯერიყო მუნ მისლვა ევსტათისიცა, რამეთუ სტრატილატი იყოჲ და თავი ყოველთა მთავართა და ეძიებდეს მას და ვერ ჰპოებდეს. და ყოველნი განკჳრვებულ იყვნეს, თუ ვითარ ესრეთ მეყსა შინა ყოველი სიმდიდრე მისი წარჴდა და არცაღა თჳთ იპოების. და შეწუხნა მეფე და ყოველნი მთავარნი მისთჳს და ყოველნი განკჳრვებულ იყვნეს.
მაშინ ჰრქუაჲ ევსტათის ცოლმან მისმან: „ვიდრემდის ვართ აქა, უფალო ჩემო, მოვედ და აღვიხუნეთ ორნი ესე ჩჩჳლნი ჩუჱნნი, რამეთუ ესენი ოდენ დაშთომილ არიან ჩუჱნდა, და წარვიდეთ ამათ ქუჱყანათაგან, რამეთუ საყუჱდრელ ვიქმნენით მეცნიერთა ჩუჱნ [296v] თა.“
და ესრეთ ღამით წარემართნეს გზასა მას ეგჳპტისასა ორთა მათ შვილთა მათთა თანა. და შემდგომად მცირედთა დღეთა მივიდეს ზღჳს კიდედ და პოვეს ნავი და შევიდეს მას შინა. და იყოჲ მენავეთმოძღუარი მის ნავისა - კაცი უკეთური და ბარბაროზი. და იხილა რაჲ ცოლი ევსტათისი, რამეთუ შუჱნიერ იყო, შეუჴდა ეშმაკი გულად და, განვლეს რაჲ ზღუაჲ, ეძიებდა მათგან სასყიდელსა წარყვანებისა მათისასა. და ვითარცა არაჲ აქუნდა მათ, დაიმჭირა ცოლი ევსტათისა მიზეზითა სასყიდლისათა. ხოლო ყოველი ყო, რაჲთამცა ჰყვა იგი თავისა თჳსისა თანა, რამეთუ ესრეთ განეზრახა პირველითგან. ხოლო ევსტათი სიტყუაჲ უგებდა რაჲ, წამუყო მან მენავეთა შთაგდებაჲდ მისა ზღუაჲდ. და ცნა რაჲ ევსტათი განზრახვა მათი, იძულებით დაუტევა ცოლი მისი და აღიხუნა ყრმანი იგი და წარვიდა. მწუხარებით იტყოდა: „ვაჲ მე და თქუჱნ, რამეთუ დედაჲ თქუჱნი მიეცა კაცსა უცხო თესლსა.“
და ესრეთ ვიდოდა რაჲ სულთქმით და მწუხარებით, მიემთხჳა მდინარესა ერთსა და სიდიდისათჳს წყლისა მის შეეშინა ორთავე ტჳრთვაჲ და ესრეთ წიაღსლვა და დაუტევა ერთი მუნ და აღიქუა ერთი მჴართა ზედა და წიაღიყვანა და დასუა ქუჱყანასა ზედა და მოიქცა წარყვანებაჲდ მეორისაცა. და ვითარ შევიდა საშუალ მდინარისა, მიხედა და იხილა, ვითარმედ ლომმან წარიტაცა შვილი მისი და წარვიდა და წარიკუჱთა მისთჳს სასოებაჲ და მოიქცა მეორისა მის მიმართ და იხილა, რამეთუ იგიცა ეგრეთვე წარიტაცა მგელმან. ხოლო იხილნა რაჲ შვილნი თჳსნი მჴეცთა მიერ წარტაცებულ, უპყრა თმათა თჳსთა და იფხურიდა და ენება შთაგდება თავისა თჳსისა წყალსა მას მდინარისასა, არამედ დაიცვაჲ იგი განგებულებაჲმან ღმრთისაჲმან, რომელმან იცის ყოველივე მომავალი და განვიდა იგი წყლისაგან.
ხოლო ლომმან მან აღიღო ყრმა იგი და დაიცვა უვნებელად და წიაღვლო მდინარე იგი ზემო კერძორე და მივიდოდა უდაბნოდ. და იხილეს მწყემსთა ვიეთმე ლომი იგი და ცნეს, ვითარმედ უვნებელად არს ყრმაჲ იგი. და განძლიერდეს განგებულებითა ღმრთისათა და მისდევდეს მას ძაღლებითა და ნებითა ღმრთისაჲთა შეშინდა ლომი იგი და დააგდოჲ ყრმა და ივლტოდაჲ.
კუალად რომელი-იგი მგელსა წარეტაცა, ეგრეთვე უვნებელად ეგო, რომელი-იგი იხილეს მუშაკთა ვიეთმე და ჴმაჲყვეს და მისდევდეს და მოუღეს ყრმაჲ იგი. ხოლო ორნივე მწყემსნიცა და მუშაკნი იგი ერთისა დაბისანი იყვნეს. და აღზარდნეს იგინი და ევსტათი ვერარაჲ ცნა, არამედ მივიდოდა გოდებით და იტყოდა: „ვაჲმე, რომელი ოდესმე შუჱბულ ვიყავ, ვითარცა ხე, აწ განშიშულებულ ვარ; რომელი ოდესმე დიდებულ ვიყავ, ხოლო აწ, ვითარცა ტყუჱ, ვარ; რომელი ოდესმე მჴედართა მთავარი ვიყავ და ბევრეულთა მიერ ვიდიდებოდე და აწ მხოლო დაშთომილ ვარ, არცა თუ შვილნი ჩემნი არიან ჩემ თანა, არამედ შენ, უფალო, უფალო, ნუ სრულიად დამიტეობ, ნუ უგულებელსჰყოფ ცრემლთა ჩემთა. მაჴსოვს, უფალო, ვითარმედ სთქუ თუ: „ჯერარს გამოცდა შენი, ვითარცა იობისი.“ და, აჰა ესერა, უმეტესსაცა ვხედავ, რამეთუ, მას დაღაცათუ მონაგებნი არა აქუნდეს, არამედ ადგილი ერთი აქუნდა, სადა ჯდა სკორეთა ზედა, ხოლო მე უცხოებაჲსა ამათ ბოროტთაჲ თავსვიდებ. მას მეგობაჲრნი ჰყვნეს ნუგეშინის მცემელად, ხოლო მე უდაბნოსა ამას მყვანან მჴეცნი, რომელთა ნუგეშინისცემაჲ შვილთა ჩემთა მიმიღეს. [297r] იგი დაღაცათუ რტოთაგან გამოეჴუა, არამედ ძირი ჰყვა, ხოლო მე ყოვლით კერძო აღმოფხურილ ვარ და არცაღა კუალი ჩანს ნათესავისა ჩემისა, არამედ, ვითარცა რტო უდაბნოსა ზედა, ქართაგან ბოროტთა ვირყევი. ნუ მოიწყინებ, იესუ ქრისტე, მონასა შენსა, რამეთუ მრავლისვმეტყუჱლებ, რამეთუ ტკივილთაგან გულისათა ვი[ი]ძულები თქუმად: „დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი მცველი ბაგეთა ჩემთა, რაჲთა არა მიდრკეს გული ჩემი სიტყუაჲთა მიმართ უკეთურებისათა და განვარდე პირისა შენისაგან და მომეც ამიერითგან დაცხრომა მრავალთა მათ ჭირთა ჩემთა.“
და ამას რაჲ იტყოდა სულთქუმითა სულისათა, მივიდა დაბასა ერთსა, რომელსა ეწოდებოდა ვადისონ. და შევიდა მას შინა. დაშურებოდა და მოირეწდა საზრდელსა თჳსსა. და დაყო მუნ ჟამი მრავალი და ევედრა მის დაბისათა და დაადგინეს ვენაჴის მცველად და აღიღებდა სასყიდელსა თჳსსა და დაყო ესრეთ ათხუთმეტი წელი. და ძენი მისნი, ვითარცა ვთქუ, აღიზარდნეს სხუაჲსა მას დაბასა და არა იცოდეს, თუ ძმანი არიან.
ხოლო უცხო თესლმან მან წარიყვანა ცოლი მისი ქუჱყანასა თჳსსა. და ესევითარი მადლი მოვიდა დედაკაცსა მას ზედა, რომელ ყოვლადვე ვერ მიეახლა მას უცხო თესლი იგი, რამეთუ ამას ითხოვდა ღმრთისაგან დედაკაცი იგი, რაჲთა დაიცვას შეუგინებელად. და შემდგომად ჟამისა რაჲვდენისამე მოკუდა უცხო თესლი იგი და განთავისუფლდაჲ მეუღლე ევსტათისი.
და მათ დღეთა შინა აღდგეს უცხო თესლნი იგი, რომელთა შორის იყო ცოლი ევსტათისი. და გამოვიდეს და წარტყუჱნეს ქვეყაჲნა ფრიადი ჰრომთა. და იყო მწუხარებასა შინა მეფე. მოიჴსენებდა პლაკიდას, ვითარ მრავალგზის ეძლია უცხოჲ თესლთადა და უკჳრდა მისთჳს. შეჰკრებდა უკუჱ ერსა და განემზადებოდა ბრძოლად. და იკითხვიდა ყოველთაგან, თუ ვიდრე წარვიდა პლაკიდა, ანუ თუ ცოცხალ არს, გინათუ მოკუდა. და განავლინნა კაცნი ყოველსა სოფელსა, რომელი იყო სამეუფოსა მისსა ქუჱშე, და იტყოდა: „რომელმან პოოს იგი, მივსცე მას პატივი დიდი და საფასე ფრიადი.“
ხოლო წარვიდეს ორნი მჴედარნი ძიებაჲდ მისა, რომელთა სახელები აკაკი და ანტიოხოს, რომელნი ოდესმე მსახურნი იყვნეს მისნი და მოვლეს ფრიადი ქუჱყანაჲ და მრავალნი სოფელნი და მიიწინეს მასცა დაბასა, სადა იყო ევსტათი. ხოლო ევსტათი იხილნა რაჲ იგინი, შორით იცნნა. და მოეჴსენა პირველი ცხორებაჲ თჳსი და დადგა ლოცვად და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, მოწყალეო, რომელი ყოვლისა ჭირისაგან იჴსნი მვედრებელთა შენთა, რომელნი შენ გესვენ, ვითარცა ესენი ვიხილენ, მოუგონებელად ღირსმყავ ხილვად მეუღლისაცა ჩემისა. ვიცი, რომელ უბადრუკნი იგი შვილნი ჩემნი ცოდვათა ჩემთაგან მჴეცთა მიერ შეჭმულ იქმნეს, არამედ ღირსმყავ, უფალო ღმერთო, მოწყალეო იესუ ქრისტე, მას დღესა ხილვად ასოთა მათ ჩემთა.“
და ამას რაჲ იტყოდა, ესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი ეტყოდა: „მჴნე იყავ, ევსტათი, რამეთუ ამასვე საწუთროსა მოხჳდე პირველსა დიდებაჲსა შენსა და იხილო ცოლი შენი და შვილნი შენნი. ხოლო აღდგომასა მას უმეტესი იხილო და საუკუნენი კეთილნი დაიმკჳდრნე და სახელი შენი იდიდოს თესლითი თესლამდე.“
ესე რაჲ ესმა ევსტათის, შეშინდა, ხოლო მიეახლნეს რაჲ მჴედარნი იგინი, გარდამოვიდა ადგილით თჳსით, სადა სცჳდა ვენაჴსა და დადგა გზასა ზედა. და მოეახლნეს რაჲ, იცნნა იგინი კეთილ [297v] ად, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი და ჰრქუჱს მას: „გიხაროდენ, მოყუასო!“ და მან ჰრქუაჲ მათ: „მშჳდობაჲ თქუჱნდა, ძმანო!“ და ჰრქუჱს მას: „გჳთხარ ჩუჱნ, უკუჱთუ გიხილავს აქაჲ კაცი უცხო, სახელით პლაკიდა ცოლისა თანა და ორთა შვილთა და, უკუჱთუ გჳჩუჱნო იგი, მიგცეთ შენ საფასე.“ ჰრქუაჲ მათ ევსტათი: „და რაჲსათჳს ეძიებთ მას?“ ხოლო მათ თქუჱს: „მეგობაჲრი არს ჩუჱნი და გუნებაჲვს ხილვა მისი მრავლით ჟამითგან.“ მიუგო ევსტათი და ჰრქუაჲ: „არა მიხილავს ესევითარი კაცი აქა, გარნა მოვედით სადგურად ჩემდა და განგისუჱნო თქუჱნ, რამეთუ მეცა უცხო ვარ.“
და წარიყვანნა იგინი სადგურად თჳსად და ჰრქუაჲ უფალსა მის სახლისასა: „მეცნიერნი ჩემნი არიან კაცნი ესე და ჩემთჳს მოსრულ არიან. მომეც მე ღჳნო და სხუაჲ საჴმარი, რაჲთა განუსუჱნო, და მიგცე ყოველივე, რაჟამს მოვიღო სასყიდელი საქმისა ჩემისა.“ ხოლო მან ყოველივე მისცა სიხარულით. და ჰმსახურებდა რაჲ ევსტათი კაცთა მათ, ვერ მოითმენდა, მოიჴსენის რაჲ პირველი ცხორებაჲ თჳსი, არამედ აღივსის ცრემლითა და განვიდის გარე და იტირის და დაიბანის პირი და შევიდის და ჰმსახურებნ. ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ, იწყეს მცირედ-მცირედ ცნობად სახისა მისისა და იტყჳედ თჳსაგან ურთიერთას: „ფრიად მსგავს არს კაცი ესე ჩუჱნ მიერ საძიებელისა მის.“ და ჰრქუაჲ ერთმან მეორესა: „ეგრეთ არს, არამედ მე ვიცი, ვითარმედ აქუნდა ქედსა მისსა სასწაული წყლულებისა და განვიცადოთ, უკუჱთუ არს იგი მის თანა, ესე არს, რომელსა ვეძიებთ.“
და განიხილეს და პოვეს სასწაული იგი ქედსა მისსა და მეყსეულად შეიტკბეს და ამბორსუყოფდეს და ეტყოდეს, ვითარმედ: „შენ ხარ პლაკიდა სტრატილატი.“ და უჩუჱნებდეს სასწაულსა მას ქედისა მისისასა, რაჟამს იგი უარჰყოფდა და ფიცვიდეს, ვითარმედ: „იგი არს.“ და იძულებით აღიარა. და ჰკითხვიდეს ცოლისათჳს და შვილთა მისთა. და ჰრქუაჲ მათ, ვითარმედ: „ზღუაჲსა შინა მოკუდეს.“ და შემოკრბა ყოველი იგი დაბაჲ, ესმა რაჲ საქმე ესე. მაშინ მჴედართა მათ მიუთხრეს სიკეთე მისი და პირველი დიდებაჲ. და ესმა რაჲ დაბისათა, გოდებდეს და იტყოდეს: „ჵ, ვითარიღა კაცი მიზდურად გუყვა ჩუჱნ.“
მაშინ მჴედართა გამოუცხადეს ბრძანებაჲ მეფისა და შემოსეს სამოსელთა მათ მიერ, რომელ აქუნდა მათ და წარიყვანეს თავისა თჳსისა თანა და წარჰგზავნიდეს მას ცრემლით კაცნი მის დაბისანი. და მი-რა-ვიდოდეს, მიუთხრა მჴედართა მათ, ვითარ იხილა უფალი ქრისტე და ვითარმედ ევსტათი ეწოდა წმიდისა ნათლისღებისა მიერ. და ყოველი მოწევნული მის ზედა მიუთხრა მათ.
და ვლეს რაჲ ათხუთმეტი დღე, მიიწინეს მეფისა. და ეუწყა რაჲ მეფესა მისთჳს, გამოვიდა შემთხუჱვად მისა და ამბორსუყოფდა მას. და ცრემლოოდა მის ზედა და ჰკითხვიდა მიზეზსა წარსლვისა მისისასა. ხოლო მან უთხრა მეფესა და ყოველთა მთავართა ყოველი მოწევნილი მის ზედა და ვითარ წარწყმიდნა ცოლი და შვილნი მისნი და იქმნა სიხარული დიდი პოვნასა მისსა და ნუგეშინის სცა მეფემან და მისცა კუალად პირველი პატივი სტრატილატობისაჲ და მიუთუალა მჴედრობაჲ.
რამეთუ არა კმაიყო ბრძოლად ბარბაროზთა, განავლინნა ყოველთა სოფელთა კრებაჲდ ერისა. ხოლო მიიწინეს ამას ზედა დადგინებულნი იგი მასცა დაბასა, სადა აღზრდილიყვნეს ძენი ევსტათისნი, და კაცთა მის დაბისათა მისცნეს ჭაბუკნი იგი მჴედართა მათ, ვითარცა უცხონი. და შემოკრბა რაჲ ყოველი ერი წინაშე სტრატილ [298r] ატისა, განაწესნა ყოველნი და, იხილნა რაჲ ჭაბუკნი უფროს ყოველთა შუჱნიერნი, დაადგინნა მსახურად თჳსა და ხედვიდა სიკეთესა მათსა და ბუნებითითა სიყუარულითა აღიძრვოდა მათა მიმართ.
და ყვნა მეპურისტე ტაბლისა თჳსისა და, წარვიდა რაჲ ბრძოლად, განათავისუფლა ქუჱყანა იგი, რომელი წარეღო ბარბაროზთა. და მათ სძლო და დევნნა და განავლო მდინარე, რომელსა ეწოდების იდასპი. და შევიდა შინაგანთა სოფელთა ბარბაროზთასა და მოსრნა და აღაოჴრა ქუჱყანაჲ მათი. და ინებაჲ შესლვად შინაგან განგებითა ღმრთისათა, სადა-იგი იყო ცოლი მისი, რომელი დაცვულ იყო, ვითარცა ზემო ვთქუთ, უცხო თესლისა მისგან უვნებელად და, მომკუდარიყო რაჲ იგი, დაჯდომილიყო იგი მტილსა ერთსა შინა ტალავრითა ერთითა და სცვიდა მას.
და მივიდა რაჲ სტრატილატი მას სოფელსა და ტყუჱყო იგი და ბრძანა მუნ დადგომა ერისა. და დაყო მუნ სამი დღე, რაჲთა განისუჱნონ მჴედართა, რამეთუ მარჯუჱ იყო ადგილი იგი და აღჰმართეს კარავი მისი მახლობელად მტილისა მის, სადა იყო ცოლი მისი. და მივიდეს ჭაბუკნი იგი - ძენი მისნი - ტალავარსა მას, სადა იყო დედა მათი და არა იცოდეს, თუ დედა მათი არს.
და შუვადღეს ოდენ სხდეს და მიუთხრობდეს სიყრმისა მათისა საქმეთა, რამეთუ მცირედ რაჲმე აჴსოვდა და დედასა მათსა ესმოდა სიტყუაჲ მათი, რამეთუ იტყოდა უხუცესი იგი ძმაჲ: „მე ფრიად ჩჩჳლ ვიყავ და სხუაჲ არაჲ მაჴსოვს, გარნა ესე, ვითარმედ მამა ჩემი სტრატილატი იყო და დედა ჩემი შუჱნიერ იყო ფრიად. და ვესხენით ორნი შვილნი: მე და ერთი სხუაჲ, უმცირესი ჩემსა, მოწაბლე თმითა და შუჱნიერი ხატითა.
და აღგჳხუნეს ჩუჱნ ორთავე და შევიდეს ნავად. არა უწყი, თუ სადა ენება წარსლვად და, გან-რა-ვედით ქუჱყანაჲდ, დედა ჩუჱნი არღარა ჩუჱნ თანა იყო. არა უწყი, თუ ვითარ დაშთა ზღუაჲსა შინა და მამასა ჩუჱნსა ვეტჳრთენით ჩუჱნ და ვიდოდა და მიიწია მდინარესა ზედა. და დამსუა მე და აღიღო ძმაჲ ჩემი და წიაღვლო. და მოიქცა, რაჲთამცა მეცა წარმიყვანა, ხოლო, ვიდრეღა მოვიდოდა, ლომმან მიმიტაცა მე და წარვიდა მაღნარით კერძო და მწყემსთა მიჴსნეს მისგან და მომიყვანეს და აღვიზარდე დაბასა მას, სადა შენცა უწყი.
ესე რაჲ ესმა უმწრემესსა უხუცესისაგან, აღდგა და მოეხჳა მას და იტყოდა: „ვფუცავ ძალსა ქრისტესსა, ძმაჲ შენი ვარ მე, რამეთუ ყოველი ეგე, რომელსა იტყჳ, მაჴსოვს მეცა და, რაჟამს წიაღმიყვანა მაშინ მამამან ჩუჱნმან წყალსა მას და მოიქცა შენდა, მოვიდა მჴეცმან რაჲმან მე და წარმიტაცა და, რომელთა აღმზარდეს, მითხრობდეს, ვითარმედ მგლისაგან გიჴსენით შენ.“ და ესრეთ ამბორსუყოფდეს ურთიერთას.
ხოლო დედა მათი იცნობდა თხრობასა მას ვიდრე ზღუაჲდ შესლვადმდე და იგონებდა, ვითარმედ: ნუუკუჱ იგინი არიან ძენი მისნი და ესე ყოველი მოიწია მათ ზედა და ელმოდა სულსა მისსა და უფროსად, რამეთუ თქუჱს, ვითარმედ მამა ჩუჱნი სტრატილატი იყო და დედა ჩუჱნი ზღუაჲსა შინა დაშთაჲ.
და ხვალისა დღე მოუჴდა დედაკაცი იგი სტრატილატსა და ეტყოდა: „გევედრები, უფალო ჩემო, ქუჱყანისაგან ჰრომთასა ვარ და ტყუჱ ვიქმენ აქა. მიმიყვანე მამულსავე ჩემსა.“
და ამას რაჲ იტყოდა, განიცდიდა მას და იცნა იგი და ეშინოდა კითხვად. ხოლო ვერ უძლო ტჳრთვად, არამედ შეურდა და თქუაჲ: „გევედრები, უფალო ჩემო, ნუ განჰრისხნები მჴევალსა შენსა ზედა, არამედ ტკბილად ისმინე ჩემი, რამეთუ ვჰგონებ, თუ შენ ხარ სტრ [298v] ატილატი პლაკიდა, რომელსა ეწოდა წმიდისა ნათლისღებისა მიერ „ევსტათი“, რომელსა ეჩუჱნა ქრისტე ირემსა ზედა და ჰრწმენა იგი, რომელსა ზედა მოიწია განსაცდელი. და აღიღო მეუღლე თჳსი, რომელი-ესე მე ვარ, და ორნი ძენი: აღაპი და თეოპისტე. და მივიდოდა ეგჳპტით კერძო და, გან-რა-ვედით ქუჱყანაჲდ, დავშთი მე ნავსა მას შინა, რამეთუ მენავეთმოძღუარი იგი ბარბაროზი იყო და დამიმჭირა და მომიყვანა აქა. და მეწამების მე ქრისტე, ვითარმედ ვერცა მან შემაგინა, ვერცა სხუაჲმან ვინ, არამედ დამიმარხავს აქამომდე სიწმიდე ჩემი. აწ უკუჱთუ შენ ხარ იგი, ვითარცა მე ვჰგონებ, მითხარ მე ძალსა ქრისტესსა.“
ესმა რაჲ ესე ევსტათის, მანცა იცნა იგი და აღივსო სიხარულითა და ჰრქუაჲ: „მე ვარ, რომელსა იტყჳ.“ და იცნეს ერთმანერთი და ჰმადლობდეს ქრისტესა. და ჰრქუაჲ მას ცოლმან მისმან: „უფალო, სადა არიან შვილნი ჩუჱნნი?“ ხოლო მან ჰრქუაჲ მას: „მჴეცთა წარიტაცნეს იგინი.“ და მიუთხრა ყოველი, ვითარ მოიწია მათ ზედა. ჰრქუაჲ მას ცოლმან მისმან: „ვჰმადლობდეთ ქველისმოქმედსა ქრისტესა, რამეთუ, ვითარცა-ესე ჩუჱნ ვპოეთ ერთმანერთი, ეგრეთვე შვილნიცა ჩუჱნნი მოგუცნეს.“ ჰრქუაჲ მას ევსტათი: „გარქუ შენ, ვითარმედ მჴეცთა მიერ შეიჭამნეს.“ ხოლო მან მიუგო, ვითარმედ: „გუშინ მესმა ორთა ჭაბუკთა, რამეთუ უთხრობდეს ურთიერთას სიჩჩოჲსაჲ მათისა საქმეთა და ვიცნენ, ვითარმედ ძენი ჩუჱნნი არიან. და არცა მათ იცოდეს, თუ ძმანი არიან, გარნა სიტყუაჲთაგან უხუცესისათა იცნეს ურთიერთას და, აწ უკუჱ დღესამომდე უმეცარ ხარ მათთჳს, ცან აწ სახიერებაჲ ქრისტესი, ვითარ შეგუკრიბნა და ჰკითხე მათ და თჳთ გითხრან.“
და მოუწოდა ევსტათი ჭაბუკთა მათ და ჰკითხვიდა, თუ ვინანი არიან, ანუ რაჲ მოწევნილარს მათ ზედა. და მათ უთხრეს ყოველივე. და იცნნა, ვითარმედ იგი არიან ძენი მისნი და შეიტკბნა და ამბორსუყოფდა და ეგრეთვე დედაჲ მათი. და დავარდეს ქედთა ზედა შვილთა მათთასა და ცრემლით ჰმადლობდეს კაცთმოყუარესა ღმერთსა პოვნისა მისთჳს მათისა საკჳრველისა. და ორ ჟამითგან ვიდრე ექუს ჟამამდე განჴდა ჴმაჲ ესე ერსა და ყოველნი შემოკრბეს. და უხაროდა პოვნასა ზედა მათსა უფროს, ვიდრეღა ძლევასა ზედა ბარბაროზთასა.
და ყო დღესასწაული დიდი ევსტათი პოვნისა მისთჳს მათისა და მადლობით უგალობდეს სახელსა ქრისტეს[ს]ა. და ტყუჱყო ყოველი გარემო სოფლები ბარბაროზთა და ძლევითა და ნატყუჱნავითა დიდითა მიიქცა სამეფოდ.
ხოლო პირველ მოსლვისა მისისა მოკუდა მეფე ტრაიანე და დაჯდა მის წილ სხუაჲ მეფე, სახელით ანდრიანე, წარმართი იგიცა და უუშჯულოესი ყოველთა მისა პირველ ყოფილთა მეფეთა. ხოლო ცნა რაჲ მოსლვა ევსტათისი ესევითარითა ძლევითა, მიეგება მას და ყო დღესასწაული დიდი ძლევისა მისთჳს, რომელი ექმნა, და პოვნისათჳს ცოლისა და შვილთა მისთა.
და მივიდა საკერპოდ, რაჲთამცა შეწირაჲ მსხუჱრპლი კერპთა და, შე-რა-ვიდოდა იგი ტაძრად აპოლონისა, ევსტათი არა შევიდა მის თანა, არამედ გარე დადგა და მოუწოდა მას მეფემან და ეტყოდა, ვითარ: „არა მოხუჱდ შეწირვად მსხუჱრპლისა ძლევისა მისთჳს ბარბაროზთასა და პოვნისა მისთჳს ცოლისა და შვილთა შენთასა.“
ხოლო ევსტათი ჰრქუაჲ მეფესა: „მე უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესა შემიწირავს და შევსწირო მადლის ლოცვა და მადლობაჲ, რამეთუ შემიწყალა და მომაქცია ტყუეობისაგან და მომცა მეუღლე და შვილნი ჩემნი. სხუაჲ ღმერთი არა ვიცი, არცა მრწამს, გარნა ღმერთი, რომელმან სიტყჳთა შექ [299r] მნა ყოველივე.“
მაშინ ბრძანა მეფემან აღძარცუვა პატივისა მისისა და დადგინება, ვითარცა გლახაკისა მისი და ცოლისა მისისა და ძეთა მისთა. და ესრეთ იქმოდა განკითხვასა მათსა.
და იხილა რაჲ მეფემან შეუცვალებელობა გონებისა მათისა სარწმუნოებისაგან ქრისტესისა, ბრძანა შეყვანება მათი ცხენთ სარბიელსა და გამოყვანებაჲდ მათ ზედა ლომნი. ხოლო მოიყვანნეს რაჲ ლომნი, სრბით მივიდეს და თაყუანის სცეს წინაშე მათ ნეტართასა და შეიქცეს და განვიდოდეს მიერ.
ხოლო იხილა რაჲ ესე მეფემან, ვითარმედ არა შეეხნეს მათ მჴეცნი, განკჳრდა და ბრძანა განჴურვებაჲდ კურო რვალისა და მუნ შეყრაჲ წმიდათა მათ.
და შეკრბებოდა მაშინ ყოველი ერი ხილვად ღუაწლისა მათისა და, განაჴურვეს რაჲ კუროჲ იგი, მანქანებით ქმნილი, და მიიყვანნეს წმიდანი მუნ შეყრად, ევედრნეს იგინი მტარვალთა, რაჲთა აცადონ ლოცვად. და განიპყრნეს ჴელნი ზეცად და ილოცეს და თქუჱს: „უფალო, ღმერთო ძალთაო, რომელი ყოველთა მიერ უხილავ ხარ და ჩუჱნ გუჱჩუჱნე, ვითარცა ინებე, ისმინე ვედრება ჩუჱნი, რამეთუ, აჰა ესერა, ლოცვა ჩუჱნი აღსრულებულ არს, რამეთუ ვპოვეთ და ვიხილეთ ურთიერთას და ღირს ვიქმნენით ნაწილსა წმიდათა შენთასა. ვითარცა სამნი ყრმანი ბაბილონს შინა ცეცხლითა გამოიცადნეს და არა უარგყვეს, ეგრეთვე ჩუჱნ აღვესრულნეთ ცეცხლისა ამის მიერ და შე-მცა-წირულვართ შენდა ცეცხლითა ამით შეწირულნი და მოეც, უფალო, მადლი ნაწილთა ჩუჱნთა, რაჲთა ყოველი, რომელი გუაჴსენებდეს, აქუნდეს ნაწილი სასუფეველსა ცათასა და ქუჱყანასა ზედა მშჳდობა; და უკუჱთუ ვინ ზღუაჲსა შინა ანუ მდინარესა გხადოს სახელითა ჩუჱნითა, იჴსენ ჭირისაგან და ცოდვისა, რომელი ჩუჱნისაჲ სიგლახაკისა სახელითა შეგივრდებოდის, ეც შენდობაჲ ცოდვათა; და ყოველნი, რომელნი გუაჴსენებდენ ჩუჱნ და შენ გადიდებდენ, შემწე ეყავ; და სიმძაფრე ამის საჴუმილისა შეცვალე, უფალო, ცუარად; და ჩუჱნი მას შინა აღსრულებაჲ სათნოიყავ; და გუამნი ჩუჱნნი ნუმცა განიყოფიან, არამედ ზოგად სათნოიყავ დასხმა მათი, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
და ესე რაჲ ილოცეს მათ, მოვიდა ჴმაჲ ზეცით, რომელი ეტყოდა: „ეგრეთ იყოს თქუჱნდა ყოველი, რავდენიცა ითხოეთ და უმეტესიცა მოგეცეს, რამეთუ მოღუაწე იქმნენით ყოველსავე ცხორებაჲსა თქუჱნსა; და მრავალნი და დიდნი განსაცდელნი მოითმინენით და არა იძლიენით; და აწ მოვედით მშჳდობით და მიიხუჱნით გჳრგჳნნი ძლევისა თქუჱნისანი და წარმავალისა წილ ჭირისა უკუნითი უკუნისამდე იშუჱბდეთ კეთილთა მათ შინა წმიდათათჳს განმზადებულთა.“
და ესე რაჲ ესმა წმიდათა, გულსმოდგინედ მისცნეს თავნი მათნი ცეცხლსა. და შე-რა-იყარნეს იგინი რვალსა მას შინა, მეყსეულად სიმძაფრე იგი დასცხრა და ადიდებდეს იგინი დაუსაბაჲმოსა და ყოვლად საგალობელსა სამებაჲსა და გალობდეს ძლევისა გალობაჲსა და ესრეთ მისცნეს მშჳდობით ღმრთისმეტყუჱლნი იგი სულნი მათნი უფალსა. და არა შეეხო ცეცხლი იგი არცა თუ თმასა მათსა.
და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა უშჯულო იგი მეფე ადგილსა მას და ბრძანა განპებაჲ რვალისა მის, რაჲთა იხილოს, თუ რაჲ იქმნეს გუამნი იგი წმიდათანი. და პოვნეს მრთელად და შეუხებელად და ჰგონებდეს, თუ ცოცხალ არიან, ვერ მიეახლნეს და ცნეს, ვითარმედ აღსრულებულ არიან. და გამოიხუნეს და დასხნეს ქუჱყანასა ზედა და საკჳრველებაჲმან შეიპყრნა ყოველნი, რამეთუ არცა თუ თმასა მათსა შეხებულიყო ცეცხლი, არამედ იყვნეს გუამნი მათნი შუჱნიე [299v] რ და ბრწყინვალე. და შეძრწუნდა არაწმიდაჲ იგი მეფე და წარვიდა.
ხოლო სიმრავლენი იგი ღაღადებდეს ჭეშმარიტად: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა. ერთ არს ჭეშმარიტი ღმერთი იესუ ქრისტე და სხუაჲ არა არს, რომელმან დაიცვნა წმიდანი მისნი და არცა თმასა მათსა ეუფლა ცეცხლი.“
ხოლო ფარულად ქრისტეანეთა მოიპარნეს გუამნი წმიდათა მოწამეთანი და დაჰმარხნეს იგინი ადგილსა პატიოსანსა. და შემდგომად დაცხრომისა დევნულებისა აღაშენეს ეკლესიაჲ და დაუსუჱნნეს მას შინა სადიდებელად დღესასწაულისა მათისა, რომელ აღესრულების თუესა სეკდენბერსა კ.
ესე არს მოქალაქობაჲ წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა! ესე არს აღსასრული დიდებულისა ღუაწლისა მათისა! ყოველნი, რომელნი ღირს იქმნებიან ჴსენებისა მათისა აღსრულებაჲდ და ხადიან მათ შემწედ, ჰპოებენ კეთილთა მათ, რომელნი აღთქუმილ არიან წმიდათა და მადლითა უფლისა ჩუჱნისა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!