`თეოდორე პერგელის წამება~

გვ.: 50, 1-4. `წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა და დი­დე­ბუ­ლი­სა მო­წა­მი­სა თე­­დო­რე­სი და მის თა­ნა წა­მე­ბულ­თა მო­წა­მე­თაჲ, რო­მელ­ნი იწამ­ნეს პერ­გე ქა­ლაქ­სა~ _ თე­ო­დო­რე პერ­გე­ლი ჯვარ­ზე გაკ­ვრით მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა II სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია.

გვ.: 50, 5. `მათ ჟამ­თა იყო ჰრომს მე­ფე ან­ტო­ნი­ნე~ _ სა­უ­ბა­რია ან­ტო­ნი­ნე­ზე (86-161 წწ.) _ რო­მის იმ­პე­რა­ტორ­ზე 138-161 წლებ­ში.

გვ.: 50, 5-6. `ხო­ლო ქუ­­ყა­ნა­სა ფრი­გი­­სა­სა, ქა­ლაქ­სა პერ­გეს~ _ სა­უ­ბა­რია ფრი­გი­ა­ზე, კა­პა­დო­კი­ა­სა და ლი­დი­ას შო­რის მდე­ბა­რე რე­გი­ონ­ზე. `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ მი­ხედ­ვით, ფრი­გი­ა­ში პავ­ლე და ტი­მო­თე მო­ცი­ქუ­ლებ­მა იქა­და­გეს: `და მოვ­ლეს ფრიგჳაჲ და გა­ლა­ტელ­თა სო­ფე­ლი…~ (საქ. მო­ციქ. 16. 6]. პერ­გე კი ფრი­გი­ის ერთ-ერ­თი ქა­ლა­ქია, რო­მელ­შიც, `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ თა­ნახ­მად, პავ­ლე და ბარ­ნა­ბა მო­ცი­ქუ­ლებ­მა იქა­და­გეს: `წარ-რაჲ-ვი­დეს პა­ფოჲთ პავ­ლე და მის­თა­ნა­ნი იგი, წიაჴდეს პერ­გედ~ (საქ. მო­ციქ. 13. 13). ტექ­სტში ნახ­სე­ნე­ბი დი­ო­დო­რეს შე­სა­ხებ სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

გვ.: 52, 17-18. `გყო შენ კომ­სად და დი­დი­თა პა­ტი­ვი­თა მი­გავ­ლი­ნო მე­ფი­სა~ _ კომ­სი ძველ ქარ­თულ­ში ნიშ­ნავს `მთა­ვარს.~ თუ­კი თე­ო­დო­რე და­თან­ხმდე­ბო­და კერ­პე­ბი­სად­მი მსხვერ­პლშე­წირ­ვა­ზე, მას მთავ­რის ტი­ტულს გა­დას­ცემ­დნენ ძღვნად.

გვ.: 52, 19-20. `უბი­წო­სა მას ჰა­ერ­თა მე­­ფე­სა _ დი­ოსს~ _ დი­ო­სი იგი­ვე ზევ­სია, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ელ­ვის, ქუ­ხი­ლი­სა და ცის ღმერ­თი.

გვ.: 52-53. `და აღი­ტა­ცა ულუმ­პია და განჴრწნა იგი და მერ­მე ემ­სგავ­სა ვარ­ხუ­სა და განჴრწნა ქალ­წუ­ლე­ბაჲ ლი­დაჲსი?~ _ ულუმ­პია მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟია, რო­მე­ლიც ზევ­სმა გახ­რწნა, ლი­და (ბერძ. Λήδα) _ ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, მე­ფე ფეს­ტი­ო­სის ასუ­ლი. ნახ­სე­ნე­ბია ჰო­მე­რო­სის `ილი­ა­და­სა~ და `ოდი­სე­ა­ში.~

გვ.: 53, 5-6. `უზო­რე ქალ­წულ­სა არ­ტე­მას!~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა არ­ტე­მა, იგი­ვე არ­ტე­მი­დე, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ნა­დი­რო­ბი­სა და მთვა­რის ქალ­ღმერ­თი.

გვ.: 53, 6-11. „არ­ტე­მას იტყჳ, რო­მე­ლიიგი მთა­თა და ჴურელ­თა ია­რე­ბინ ნა­დი­რო­ბად. იგი არ­სა ქალ­წუ­ლი? ის­მი­ნე ცხო­რე­ბაჲ მი­სი: ჰყვეს თა­ნა­შემ­წედ საქ­მე­თა თჳსთა ეშ­მაკ­ნი და ეტ­რფი­­ლა ათორ­მეტ­თა კაც­თა და იყ­ვნეს იგი­ნი შემ­წე­თა მათ მის­თა ეშ­მაკ­თა თა­ნამ­ყო­ლელ მი­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ გუ­ლის­თქუ­მა­თა მის­თა~ _ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მამ­ხი­ლე­ბე­ლი სიტ­ყვა უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში არ­სე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბაა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის ოლიმ­პო­ე­ლი ღმერ­თე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში ოდეს­ღაც მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი, საგ­მი­რო თუ სხვა რამ საქ­მე­ე­ბის გა­მო მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომ გა­აღ­მერ­თეს. წარ­მო­ვად­გენთ რამ­დე­ნი­მე შე­სა­ბა­მის წყა­როს: კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლი შრო­მა­ში _ `შე­მა­გო­ნე­ბე­ლი სიტ­ყვა ელი­ნე­ბი­სად­მი~ შე­ნიშ­ნავს: `ისი­ნი, ვი­საც თქვენ ეთაყ­ვა­ნე­ბით, ოდეს­ღაც ადა­მი­ა­ნე­ბად შო­ბილ­ნი (a)/nqrwpoi geno/menoi/ pote), შემ­დგომ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ, მი­თებ­მა და დრომ კი პა­ტი­ვით გა­ნა­დი­და ისი­ნი~ (PG. t. 8; col. 152 A); ამა­ვე სა­კითხს ეხე­ბა წმი­და ათა­ნა­სე ალექ­სან­დრი­ე­ლი დოგ­მა­ტუ­რი ში­ნა­არ­სის ნაშ­რომ­ში: `სიტ­ყვის გან­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ და სხე­უ­ლით ჩვენ­და­მი გა­მო­ჩი­ნე­ბი­სათ­ვის.~ ავ­ტო­რი ერ­თგან წერს: „ძვე­ლად პო­ე­ტე­ბის მი­ერ ხსე­ნე­ბულ ზევსს, კრო­ნოსს, აპო­ლონ­სა და გმი­რებს ღმერ­თე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდო­მი­ლე­ბით ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ მათ. ამ­ჟა­მად კი, კაც­თა შო­რის მხსნე­ლის გა­მო­ჩე­ნი­სას, მოკ­ვდავ ადა­მი­ა­ნე­ბად გან­შიშ­ვლდნენ ისი­ნი (e)kei=noi me\n e)gumnw/qhsan o(/ntej a(/nqropoi qnitoi\), რად­გან მხო­ლოდ ქრის­ტე შე­იც­ნო­ბა კაც­თა შო­რის, რო­გორც ღმერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი. ამი­ტო­მაც იშ­ვა და ადა­მი­ა­ნად გა­მოჩ­ნდა, ივ­ნო და აღ­დგა, მო­ა­უძ­ლუ­რა და გა­ნა­ქარ­ვა ოდეს­ღაც მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი­თურთ~ (PG. t. 25; col. 180 C); ალექ­სან­დრი­ე­ლი მღვდელ­მთა­ვა­რი იმა­ვე შრო­მა­ში სხვა­გან შე­ნიშ­ნავს: „თუ­კი მა­თი გო­ნე­ბა[1] მკვდარ­თა მი­მართ (ei)j nekrou\j) იყო დატ­ყვე­ვე­ბუ­ლი და, რო­გორც გმი­რებს, საღ­მრთო პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ ღმერ­თე­ბად სა­ხელ­დე­ბუ­ლებს,[2] ხე­და­ვენ რა აღ­დგო­მას მხსნე­ლი­სას, აღი­ა­რე­ბენ, რომ ცრუ­ნი არი­ან ისი­ნი (e)kei/nouj ei)=nai yeudei=j) და მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტი უფა­ლი _ სიტ­ყვა მა­მი­სა მე­უ­ფებს სიკ­ვდილ­ზე“ (PG. t. 25; col. 124 AB).

ოქ­ტომ­ბრის მე­ტაფ­რა­სებ­ში, წმინ­და დიდ­მო­წა­მე ეკა­ტე­რი­ნეს მარ­ტვი­ლო­ბის ამ­სახ­ველ ძველ ქარ­თულ ძეგ­ლში, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კით­ხი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რჯუ­ლის უარ­ყო­ფის მი­ზე­ზით, რო­მის იმ­პე­რა­ტორ მაქ­სენ­ტის წი­ნა­შე წარ­დგე­ნი­ლი წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე უარს გა­ნაც­ხა­დებს წარ­მარ­თუ­ლი ღმერ­თე­ბის პა­ტივ­მი­გე­ბა­ზე და მე­ფეს მი­ზეზს გა­ნუ­მარ­ტავს: „გიჴმდა, _ ჰრქუა, _ გიჴმდა შენ თა­ვით თჳსით გუ­ლისჴმის­ყო­ფაჲ საც­თუ­რი­საჲ, ჵ მე­ფე, ვი­თარ­მედ გან­ხრწნად­თა კაც­თა კერ­პე­ბი­სა, ვი­თარ­ცა ღმერ­თთა, მსხუ­ერ­პლსა შეს­წი­რავ და ეს­რეთ გან­გდე­ბად ელე­ნებ­რსა ამას სი­სუ­ლე­ლე­სა და სირცხჳლსა.“[3] ეკა­ტე­რი­ნე რო­მა­ელ მო­ნარქს ელი­ნუ­რი სი­სუ­ლე­ლი­სა და სირ­ცხვი­ლის უარ­ყო­ფის­კენ მო­უ­წო­დებს, რაც მოკ­ვდავ, ხრწნას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ კაც­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი­სად­მი პა­ტივ­მი­გე­ბა­ში ვლინ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბა, თა­ვის მხრივ, ზე­მო­და­მოწ­მე­ბულ შრო­მებ­ში გან­ხი­ლულ მოვ­ლე­ნას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ელინ­თა ღმერ­თე­ბი ოდეს­ღაც მცხოვ­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე იმ­პე­რა­ტო­რის მხი­ლე­ბას აგ­რძე­ლებს: „ხო­ლო, ვი­ნაჲთგან მზა­კუ­ვა­რი­სა გრწმე­ნა ეშ­მა­კი­საჲ და ესო­დენ გან­ცხა­დე­ბუ­ლად და­აბ­რმობ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­სა, უეჭ­ვე­ლად გიჴმდა თქუ­ე­ნი­სა­ღა სად­მე ბრძნი­სა დი­ო­დო­რე­სი რწმუ­ნე­ბაჲ ცნო­ბად ღმერ­თთა თქუ­ენ­თა, ვი­თარ-იგი არი­ან და არა ეს­რეთ ლი­ტო­ნად და პი­რუტ­ყუ­ლად ესე­ვი­თარ­თა უშუ­ე­რე­ბა­თა აღ­რჩე­ვაჲ და ღმრთად გო­ნე­ბაჲ კერ­პებ­სა კაც­თა ამის ცხო­რე­ბი­სა საწ­ყა­ლო­ბე­ლად და­მას­რუ­ლე­ბელ­თა­სა. რად­გან იგი იტყჳს კაც­თა ღმერ­თქმნა­სა და ქვე­ლის­მოქ­მე­დე­ბი­თა რაჲთმე უკუ­და­ვად სა­ხელ­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მოგჳთხრობ­სცა თი­თო­ე­უ­ლი­სა მა­თი­სა ქო­ნე­ბა­სა სა­ხე­ლის­წო­დე­ბი­სა­სა და რო­მელ­თა სოფ­ლებ­თა და ქა­ლა­ქებ­თა მთავ­რობ­დეს, ხო­ლო კაც­თათჳს იტყჳს უმეც­რე­ბით შეც­თო­მი­ლე­ბა­სა ღმრთად წო­დე­ბი­თა მა­თი­თა და უკუ­და­ვე­ბი­სა პა­ტივ­თა გა­რე­შე­მო­სი­თა.“[4] თუ­კი სიტ­ყვის პირ­ველ ნა­წილ­ში ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის გან­ხილ­ვა იყო მო­ცე­მუ­ლი, ამ­ჯე­რად წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე რო­მა­ელ იე­რარქს კონ­კრე­ტულ წყა­რო­ზე, კერ­ძოდ, ვინ­მე დი­ო­დო­რე­ზე მი­უ­თი­თებს და წარ­მართ ბრძნად მო­იხ­სე­ნი­ებს მას (შდრ. „თქუ­ე­ნი­სა­ღა სად­მე ბრძნი­სა დი­ო­დო­რე­სი“), რომ­ლის სწავ­ლე­ბაც, მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი ნა­თე­სა­ო­ბის მი­ზე­ზით, მაქ­სენ­ტის­თვის გა­ცი­ლე­ბით სან­დო უნ­და იყოს. თუმ­ცა, წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს თქმით, სწო­რედ ხსე­ნე­ბუ­ლი წარ­მარ­თი დი­ო­დო­რეს სიტ­ყვე­ბით იმ­ხი­ლე­ბა ელი­ნურ-რო­მა­უ­ლი რე­ლი­გია, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ამა­სო­ფელ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ან­თა კერ­პებს აღი­ა­რებს ღმერ­თე­ბად. ანა­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის ცნო­ბაა და­ცუ­ლი წმინ­და თე­ო­დო­რეს ზე­მოთ და­მოწ­მე­ბულ სიტ­ყვა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ბერ­ძენ­თა ქალ­ღმერ­თი არ­ტე­მი­დე სი­ნამ­დვი­ლე­ში ეშ­მა­კე­ბის არაწ­მინ­და ნე­ბას შედ­გო­მი­ლი და თორ­მეტ მა­მა­კაც­თან ტრფი­ა­ლე­ბით გუ­ლის­თქმის აღ­მსრუ­ლე­ბე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რად არ უნ­და მი­ე­გოს სა­უფ­ლო პა­ტი­ვი.

გვ.: 54, 17-19. „მეყ­სე­­ლად მო­­ღეს ლანძჳ დი­დი, რო­მელ­სა ზე­და და­­ტე­­და წო­ლით მა­მა­კა­ცი და დაჰ­ფი­ნეს მის ქუჱშე ცეც­ხლი“ _ ლანძჳ გა­ნი­მარ­ტე­ბა, რო­გორც `სამ­ფე­ხი.~ მო­ცე­მულ კონ­ტექ­სტში იგუ­ლის­ხმე­ბა ბა­დი­სებ­რი ფორ­მის მქო­ნე დი­დი სამ­ფე­ხი, რო­მელ­ზეც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ა­ნის გან­თავ­სე­ბა (დაწ­ვე­ნა) და ქვე­მოთ ცეც­ხლის შენ­თე­ბა.

გვ.: 55, 2-3. `რო­მე­ლი იქე­ბი ქე­რო­ბინ­თა მი­ერ საყ­დარ­თა ზე­და დი­დე­ბი­სა შე­ნი­სა­თა~ _ სა­უ­ბა­რია პირ­ვე­ლი ტრი­ა­დის ან­გე­ლოზ­თა ორ დას­ზე _ ქე­რუ­ბი­მებ­სა და საყ­დარ­ზე. ხსე­ნე­ბუ­ლი და­სის ან­გე­ლო­ზე­ბის თა­ო­ბა­ზე წმინ­და წე­რილ­ში მრა­ვა­ლი მი­თი­თე­ბა გვხდე­ბა.

გვ.: 55, 4-5. `რო­მელ­მან მი­ხედ­ნი ქუ­­ყა­ნა­სა და შე­აძ­რწუ­ნი იგი და შე­­ხი მთა­თა და კუ­მო­დი­ან~ _ ცი­ტა­ტა ფსალ­მუ­ნი­და­ნაა და იუ­დე­ველ მე­ფე და­ვითს ეკუთ­ვნის: `რო­მე­ლი მო­ხე­დავს ქუ­ე­ყა­ნა­სა ზე­და და ჰყოფს მას შეძ­რწუ­ნე­ბულ, რო­მე­ლი შე­ა­ხებს მთა­თა და კუ­მო­დი­ან~ (ფს. 103. 32) (ვი­მოწ­მებთ ოშ­კის ბიბ­ლი­ას).

გვ.: 55, 22-24. `მო­­წო­და მთა­ვარ­მან მღდელ­სა ერ­თსა და ჰრქუა: `რაჲ გე­წო­დე­ბის შენ?~ მი­­გო და ჰრქუა მას: `დი­ოს­კო­რე არს სა­ხე­ლი ჩე­მი~ _ წარ­მარ­თი დი­ოს­კო­რე თხზუ­ლე­ბა­ში მღვდლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, თუმ­ცა ის არის არა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდელ­მსა­ხუ­რი, არა­მედ წარ­მარ­თი. მის შე­სა­ხებ სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

გვ.: 55, 25. `დი­ოს­კო­რე ჰრქუა: `დი­ოსს და ათი­ნას~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა ათი­ნა, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ზევ­სის (ძვე­ლი ქარ­თუ­ლით დი­ო­სის) ერთ-ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, სიბ­რძნის, სა­ო­მა­რი სტრა­ტე­გი­ი­სა და ტაქ­ტი­კის ქალ­ღმერ­თი.

გვ.: 56, 8-10. `მთა­ვარ­მან თქუა: `და ქრის­ტე უძ­ლი­­რეს არ­სა დიოჲსსა?~ დი­ოს­კო­რე თქუა: `ზევ­დი­ოს კერ­პი არს, კაც­თა­გან გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლი~ _ წარ­მოდ­გე­ნილ დი­ა­ლოგ­ში ორი სა­ხე­ლია და­მოწ­მე­ბუ­ლი _ `დი­ო­სი~ და `ზევ­დი­ო­სი.~ ორი­ვე მათ­გა­ნი ერ­თსა და იმა­ვე კერპს მი­ე­მარ­თე­ბა, რა­საც დი­ა­ლო­გის ში­ნა­არ­სიც ცხად­ყოფს. კერ­ძოდ, მთავ­რის შე­კით­ხვა­ზე, არის თუ არა ქრის­ტი­ან­თა ღმერ­თი დი­ოს­ზე უფ­რო ძლი­ე­რი, დი­ოს­კო­რე პა­სუ­ხობს, რომ ზევ­დი­ო­სი (ანუ მთავ­რის მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი ღვთა­ე­ბა დი­ო­სი) მხო­ლოდ და მხო­ლოდ კერ­პია. ორი­ვე სა­ხელ­ში კი, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, სა­კუთ­რივ ელ­ვის, ქუ­ხი­ლი­ს, ცი­სა და, იმავ­დრო­უ­ლად, მსოფ­ლი­ოს მმარ­თვე­ლი ღმერ­თი _ ზევ­სი იგუ­ლის­ხმე­ბა. ბერ­ძნულ­ში `დი­ო­სი~ `ზევ­სის~ გე­ნე­ტი­ვის ფორ­მაა: Ζεύς (სახ.) _ Διός [ι^] (ნათ.).[5] ზევ­დი­ო­სის სა­ხით კი ის ბერ­ძნულ წყა­რო­ებ­ში არ გვხვდე­ბა. რო­გორც ჩანს, სა­ხე­ლი `ზევ­დი­ო­სი~ ქარ­თულ თარ­გმან­ში ექ­ვთი­მეს შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­ყო­ფია და იგი ზევ­სის სა­ხე­ლის ნო­მი­ნა­ტი­ვი­სა და გე­ნე­ტი­ვის ფორ­მა­თა კონ­ტა­მი­ნა­ცი­ის შე­დე­გად არის მი­ღე­ბუ­ლი.

გვ.: 57, 18-19. `მას ღა­მე­სა მო­ვი­და პი­ღა­სე ების­კო­პო­სი და ევედ­რა მე­საპ­ყრო­ბი­ლე­სა~ _ მღვდელ­მთა­ვა­რ პი­ღა­სეს შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.

გვ.: 59, 8-9. `მა­კე­დო­ნი­ას ვი­ყავ და გა­მოჩ­ნდეს მრა­ვალ­ნი მბრძოლ­ნი ჩემ­ნი და მა­­ტეს მი­ერ~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე მხა­რე.

გვ.: 59, 9-10. `ნი­კო­მი­დი­ას მი­ვედ~ _ სა­უ­ბა­რია ნი­კო­მი­დი­ა­ზე _ მცი­რე აზი­ის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ქა­ლაქ­ზე.

გვ.: 59, 10-11. `ტრი­ფონ გა­მომ­დევ­ნა, სხუ­­სა ად­გილ­სა თჳრსო მო­წა­მე­მან და­არღჳა სა­ყო­ფე­ლი ჩე­მი~ _ იმ­პე­რა­ტორ ან­ტო­ნი­ნეს პე­რი­ოდ­ში მოღ­ვა­წე ტრი­ფონ­სა და თვირ­სო­ზე სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა, თუმ­ცა აქ და­ცუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია ამ სა­ხე­ლე­ბის მქო­ნე იმ მოღ­ვა­წე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რულ­ნენ იმ­პე­რა­ტორ დე­კი­უ­სის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში 249-251 წლებ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტრი­ფო­ნი იმა­ვე რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ, ფრი­გი­ის ქა­ლაქ აპა­მე­ის მახ­ლობ­ლად, აწა­მეს, ხო­ლო თვირ­სო _ ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­ა­ში. რო­გორც ვხე­დავთ, მა­თი აღ­სას­რუ­ლის ად­გი­ლი ახ­ლო ლო­კა­ცი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. წმინ­და ტრი­ფო­ნის ცხოვ­რე­ბის თა­ნახ­მად, მან იმ­პე­რა­ტორ გორ­დი­ა­ნეს ასუ­ლის­გან ეშ­მა­კი გან­დევ­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, ერ­თი სა­ხე­ლის მქო­ნე მო­წა­მე­ე­ბი II სა­უ­კუ­ნე­შიც ყო­ფი­ლიყ­ვნენ, თა­ნაც, ზუს­ტად იმა­ვე რე­გი­ონ­ში, ის უფ­რო რთუ­ლი ასახ­სნე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორ მოხ­ვდა იმ­პე­რა­ტორ ან­ტო­ნი­ნეს სა­ხე­ლი `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბა­ში.~ რომც და­ვუშ­ვათ, რომ ავ­ტორს შე­ე­შა­ლა (რაც ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია: რო­გორ შე­ეშ­ლე­ბო­და იმ იმ­პე­რა­ტო­რის სა­ხე­ლი, რომ­ლის დრო­საც მი­სი თხზუ­ლე­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი აწა­მეს), ექ­ვთი­მე მას უეჭ­ვე­ლად შე­ამ­ჩნევ­და და გა­მო­ას­წო­რებ­და, მით უმე­ტეს, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბი მი­სი მთარ­გმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის უც­ხო არ არის. ჩვენ ის­ღა დაგ­ვრჩე­ნია, და­ვუშ­ვათ, რომ ტრი­ფო­ნი და თვირ­სო ან­ტო­ნი­ნეს პე­რი­­ოდ­შიც ცხოვ­რობ­დნენ და მა­თი სა­ხე­ლე­ბი არ შე­მორ­ჩა ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ას.

გვ.: 60, 17-19. `ნუ მის­ცემთ სიწ­მინ­დე­სა თქუ­ენ­სა ძაღ­ლთა, ნუ­ცა და­ას­ხამთ მარ­გა­ლიტ­სა წი­ნა­შე ღორ­თა!~ _ ცი­ტა­ტა სა­ხა­რე­ბი­და­ნაა. კერ­ძოდ, იგი მთა­ზე იე­სო ქრის­ტეს მი­ერ წარ­მოთ­ქმუ­ლი ქა­და­გე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია (იხ. მათ. 7. 6).

გვ.: 61, 11-12. `რო­მელ­მან ელია ეტ­ლი­თა ცეც­ხლი­საჲთა აღა­მაღ­ლე, რო­მელ­მან და­ნი­ელ პი­რი­სა­გან ლომ­თაჲსა იჴსენ~ _ სა­მარ­ტვი­ლოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი თე­ო­დო­რე წმინ­და წე­რილ­ში აღ­წე­რილ ორ შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, ღმერ­თმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა მი­სი სიტ­ყვის ერ­თგუ­ლი მო­საგ­რე­ე­ბის მი­მართ. პირ­ვე­ლი ცეც­ხლო­ვა­ნი ეტ­ლით ელია წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის სას­წა­უ­ლებ­რივ ზე­ცად ამაღ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა (იხ. 2 მეფ. 2. 11-14), ხო­ლო მე­ო­რე _ ლო­მე­ბის ხა­რო­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი და­ნი­ელ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის ის­ტო­რი­ას (იხ. დან. 6. 17-29). რაც შე­ე­ხე­ბა სიტ­ყვებს: `რო­მე­ლი ჰზი ქე­რო­ბინ­თა, გან­ცხა­დენ~, წმინ­და თე­ო­დო­რე მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში და­ვი­თის ფსალ­მუ­ნის ცი­ტი­რე­ბას ახ­დენს (შდრ. `რო­მე­ლი ჰზი ზე­და ქე­რუ­ბინ­თა, გან­სცხა­დენ~ ([ფს. 79.2]).

გვ.: 62, 9-12. `ესე რაჲ თქუა ნე­ტარ­მან მან, ვი­ხი­ლეთ ყო­ველ­თა ეტ­ლი ცეც­ხლი­საჲ მო­მა­ვა­ლი ზე­ცით და აღი­ღო წმი­დაჲ იგი მო­წა­მე და და­ად­გი­ნა წი­ნა­შე კარ­სა ურ­ჩუ­ლოჲსა მის მთავ­რი­სა­სა~ _ თხრო­ბის თა­ნახ­მად, ღმერ­თმა შე­ის­მი­ნა წმინ­და თე­ო­დო­რეს ლოც­ვა და მის მი­ერ ვედ­რე­ბა­ში ნახ­სე­ნე­ბი ორი ბიბ­ლი­უ­რი სას­წა­უ­ლი­დან ერთ-ერ­თი, კერ­ძოდ, ელია წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის მსგავ­სი საკ­ვირ­ვე­ლე­ბა აღას­რუ­ლა _ ცეც­ხლო­ვა­ნი ეტ­ლით გა­მო­ი­ტა­ცა იგი მტარ­ვალ­თა ხე­ლი­დან.

გვ.: 63, 14-18. `მინ­და, რაჲთამ­ცა ჰყავ სას­წა­ულ კე­თილ და გა­ნა­გე მოს­ლვად დე­დი­სა ჩე­მი­სარა­მე­თუ დე­დაჲ მი­სი უც­ხო თეს­ლთა ვი­ეთ­გან­მე წარ­ტყუ­­ნულ იყო~ _ წი­ნამ­დე­ბა­რე ტექ­სტში წმინ­და თე­ო­დო­რეს ოჯა­ხის შე­სა­ხებ ცნო­ბა პირ­ვე­ლად არის გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი და მი­სი დე­დის თა­ო­ბა­ზე გვამ­ცნობს, რო­მე­ლიც უც­ხო ადა­მი­ა­ნებს ჰყავ­დათ ტყვედ.

გვ.: 64, 6-7. `რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი არს სოკ­რა­ტე და დი­­ნო­სი~ _ სოკ­რა­ტე და დი­ო­ნი­სე პერ­გე­ლი მთავ­რის, დი­ო­დო­რეს, ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან. მათ შე­სა­ხებ სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.

გვ.: 65, 1-3. `და იწ­ყო წმი­და­მან მან გა­ლო­ბად: `წმი­დაო ღმერ­თო!.. წმი­დაო ძრი­­ლო!.. წმი­დაო უკუ­დაო…~ _ ამ ლოც­ვას, სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, `სამ­წმინ­და­ო­ბის სა­გა­ლო­ბე­ლი~ ეწო­დე­ბა, ხო­ლო თე­ო­დო­რეს თა­ნა­მარ­ტვილ მხე­დარ­თა მი­ერ მი­გე­ბუ­ლი პა­სუ­ხი: `ალი­ლუჲაჲ~ ებ­რა­უ­ლი სიტ­ყვაა, რო­მე­ლიც უც­ვლე­ლად შე­ნარ­ჩუნ­და თავ­და­პირ­ვე­ლად ბერ­ძნუ­ლე­ნო­ვან, ხო­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა სხვა ენა­ზე თარ­გმნილ შე­სა­ბა­მის ტექ­სტებ­ში და ასე გა­ნი­მარ­ტე­ბა: `აქებ­დით იაჰ­ვეს.~

გვ.: 65, 10-12. „მი­მო­და­ყა­რე ალი ესე ცეც­ხლი­საჲ ჩუ­ენ­გან, ვი­თარ­ცა მი­ავ­ლი­ნე ან­გე­ლო­ზი და დაშ­რი­ტა საჴუმი­ლი იგი სამ­თა ყრმა­თაჲ ბა­ბი­ლონს“ _ წარ­მოდ­გე­ნილ ლოც­ვა­ში წმინ­და თე­ო­დო­რე და­ნი­ე­ლის წიგ­ნში გად­მო­ცე­მულ სას­წა­უ­ლებ­რივ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც ბა­ბი­ლონ­ში გა­და­სახ­ლე­ბულ სამ ებ­რა­ელ ყრმას _ ანა­ნი­ას, აზა­რი­ა­სა და მი­სა­ელს _ უკავ­შირ­დე­ბა (იხ. დან. 3).

გვ.: 66, 3-6. `ვიდ­რე­ღა იყო სა­შო­სა ჩემ­სა მო­ნაჲ ესე შე­ნი, ეს­რეთ მიბ­რძა­ნე, ვი­თარ­მედ: `თე­­დო­რე უწო­დე მას, რა­მე­თუ დიდ­სა დი­დე­ბა­სა მი­­წე­ვის~, და ვი­თარ აწ საჴუმილ­სა ში­ნა ცეც­ხლი­სა­სა იტან­ჯე­ბის?~ _ ირ­კვე­ვა, რომ დე­და­მისს სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის სა­ხე­ლი საღ­ვთო შთა­გო­ნე­ბით და­ურ­ქმე­ვია და მას­ში ერ­თგვა­რი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა ყო­ფი­ლა და­ფა­რუ­ლი, კერ­ძოდ, ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლი `თე­ო­დო­რე~ კომ­პო­ზი­ტია და ითარ­გმნე­ბა, რო­გორც `ღვთის ძღვე­ნი.~ შე­სა­ბა­მი­სად, ზე­გარ­დმო შთა­გო­ნე­ბით, იგი მო­წა­მებ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლის შე­დე­გად ღვთის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის მიძ­ღვნის იდუ­მა­ლე­ბას აც­ხა­დებ­და.

გვ.: 70, 1-2. „აღეს­რუ­ლა წმი­დაჲ თე­­დო­რე და დე­დაჲ მი­სი ფი­ლი­პა და მჴედარ­ნი იგი თუ­­სა აგჳსტოს­სა ~ _ ტექ­სტის თა­ნახ­მად, წმინ­და თე­ო­დო­რეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღედ 20 აგ­ვის­ტოა გან­საზ­ღვრუ­ლი.


[1] იგუ­ლის­ხმე­ბი­ან უწი­ნა­რეს ჟამს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის უარ­მყო­ფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

[2] იგუ­ლის­ხმე­ბი­ან ძველ ბერ­ძნულ სამ­ყა­რო­ში ღმერ­თე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი ზევ­სი, კრო­ნო­სი, აპო­ლო­ნი.

[3] ძვე­ლი მე­ტაფ­რა­სუ­ლი კრე­ბუ­ლე­ბი, 2017: 766-767.

[4] იქ­ვე: 767.

[5] Liddell, and Scott., 1940: 754.