თხზულებათა ნუსხები და მათი აღწერილობები

გამოცემაში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი სხვა­დას­ხვა ფონ­დში და­ცულ ხელ­ნა­წერ კრე­ბუ­ლებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი: ესე­ნია ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცია (Cod. Iviron Georg), ასე­ვე A, H და Jer ფონ­დე­ბი.

ათო­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სკო­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბა სრულ­ყო­ფი­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი მას შემ­დეგ გახ­და, რაც 1982 წელს კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა გუ­რამ პა­ტა­რი­ძემ და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელ­მა ავ­თან­დილ მი­ქა­ბე­რი­ძემ ათო­ნი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლის მიკ­რო­ფი­რე­ბი და კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს (მა­შინ­დელ ინ­სტი­ტუტს) გა­დას­ცეს.

მა­ნამ­დე, XVIII ს-ის 50-იან წლებ­ში, ათონს სტუმ­რობ­და მწე­რა­ლი, მეც­ნი­ე­რი და დიპ­ლო­მა­ტი ტი­მო­თე გა­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თა­ვის სა­მოგ­ზა­უ­რო ჟან­რის თხზუ­ლე­ბა­ში `მი­მოს­ლვა~ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია შე­მოგ­ვი­ნა­ხა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კე­რის შე­სა­ხებ.[1]

ათო­ნის ხელ­ნა­წე­რე­ბის პირ­ვე­ლი კა­ტა­ლო­გი, და­ვით და­დი­ა­ნი­სა და ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის თხოვ­ნით, შე­ად­გი­ნა წმინ­და ილა­რი­ონ ქარ­თველ­მა (სო­ლო­მონ II-ის სუ­ლი­ერ­მა მოძ­ღვარ­მა) 1836 წელს.

1849 წელს ივი­რო­ნის მო­ნას­ტერს ეწ­ვია ის­ტო­რი­კო­სი პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნი, რო­მელ­მაც 39 ხელ­ნა­წე­რი აღ­წე­რა (ძი­რი­თა­დად, მოკ­ლედ).[2]

1883 წელს ათონ­ზე სა­მეც­ნი­ე­რო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე ცა­გა­რე­ლი. სწო­რედ მას ეკუთ­ვნის ათო­ნის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა პირ­ვე­ლი სრუ­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა, რო­მე­ლიც 1886-1889 წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.[3]

ამის შემ­დეგ, 1898 წელს, ათონ­ს ეს­ტუმ­რა ნი­კო მა­რი, რო­მე­ლიც იქ რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ექ­სპე­დი­ცი­ას ახ­ლდა. მან აღ­წე­რა X-XI სს-ების 5 ხელ­ნა­წე­რი და, ამას­თან, გა­ას­წო­რა ალ. ცა­გა­რე­ლის მი­ერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბის სა­ხით და­ურ­თო თა­ვის აღ­წე­რი­ლო­ბას.[4]

უც­ხო­ელ მეც­ნი­ერ­თა­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ამე­რი­კე­ლი ბი­ზან­ტი­ო­ლო­გი­სა და ქარ­თვე­ლო­ლო­გის, რ. ბლე­ი­კის, წვლი­ლი ათო­ნის ხელ­ნა­წე­რე­ბის კვლე­ვის საქ­მე­ში.[5]

ათო­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ის, მი­სი მწიგ­ნობ­რულ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლის საქ­მე ნა­ყო­ფი­ე­რად გა­აგ­რძე­ლეს შემ­დგო­მი თა­ო­ბის მკვლევ­რებ­მა. გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და აღი­ნიშ­ნოს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელ­თა წვლი­ლი ამ საქ­მე­ში. 1986 წელს გა­მო­ი­ცა მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცი­ის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა ელ. მეტ­რე­ვე­ლის რე­დაქ­ტო­რო­ბით.

სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ (2013-2016) შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით მომ­ზად­და ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ონ­ლა­ინ კა­ტა­ლო­გი და სრუ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა (შემ­დგენ­ლე­ბი: ხევ­სუ­რი­ა­ნი, ლ., კიკ­ნა­ძე, ლ., გრი­გო­ლია ც., ქავ­თა­რია მ., ასა­თი­ა­ნი ქ.). ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი იყო გერ­მა­ნე­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი იოსტ გი­პერ­ტი.

ათო­ნუ­რი ხელ­ნა­წე­რის აღ­წე­რი­ლო­ბა (Cod. Iviron Georg-17) წი­ნამ­დე­ბა­რე გა­მო­ცე­მა­ში სწო­რედ მათ კვლე­ვებს ეყ­რდნო­ბა.

A ფონ­დი შე­ი­ცავს თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი და­არ­სდა თბი­ლის­ში 1889 წელს დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით. მი­სი ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცია შე­ნა­ძე­ნე­ბი­სა და კერ­ძო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის ხარ­ჯზე ივ­სე­ბო­და. 1921 წელს სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მი გა­უქ­მდა და მი­სი ხელ­ნა­წერ­თა ფონ­დი გა­და­ე­ცა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, 1930 წელს — სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წერ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი _ ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუტს (დღე­ვან­დელ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს).

H ფონ­დი შე­ი­ცავს იმ ხელ­ნა­წე­რებს, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია და­არ­სდა თბი­ლის­ში 1907 წელს, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სის, აკა­დე­მი­კოს ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის, ინი­ცი­ა­ტი­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დიც ივ­სე­ბო­და შე­ნა­ძე­ნე­ბი­თა და კერ­ძო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ კო­ლექ­ცი­ა­მაც ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუტ­ში და­ი­დო ბი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა იუ­რუ­სა­ლი­მის (Jer) ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­ებს, 1757-1758 წლებ­ში პა­ლეს­ტი­ნის ქარ­თუ­ლი კე­რე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა ტი­მო­თე გა­ბაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც აღ­წე­რა მი­სი სიძ­ვე­ლე­ე­ბი. XVIII ს-ის 80-იან წლებ­ში მო­ნას­ტერს სტუმ­რობ­და იო­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, 1820 წელს _ გი­ორ­გი ავა­ლიშ­ვი­ლი. 1883 წელს _ ალექ­სან­დრე ცა­გა­რე­ლი[6] (რო­მელ­მაც, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ამ დროს ათონ­ზეც იმოგ­ზა­უ­რა), 1902 წელს _ ნ. მა­რი. იე­რუ­სა­ლი­მის ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის შეს­წავ­ლა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა რ. ბლე­იკ­მაც.[7]

მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა ჯ. გა­რი­ტის კუ­რა­ტო­რო­ბით, იუ­ნეს­კოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, 1950 წელს მო­ამ­ზა­და იე­რუ­სა­ლი­მის სხვა­დას­ხვა­ე­ნო­ვა­ნ ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცი­ის მიკ­რო­ფი­რე­ბი (სი­ნა­ზე და­ცულ ხელ­ნა­წე­რებ­თან ერ­თად) და გა­დას­ცა ამე­რი­კის კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კას. ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცი­ის მიკ­რო­ფი­რე­ბი ამ ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან 1956 წელს შე­ის­ყი­და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კამ. ისი­ნი ინა­ხე­ბა აგ­რეთ­ვე ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრშიც.

დღე­ი­სათ­ვის იე­რუ­სი­ლი­მის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცი­ას ისევ იე­რუ­სა­ლი­მის ბერ­ძნუ­ლი სა­პატ­რი­არ­ქო გან­კარ­გავს, რო­გორც მი­სი კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლი.

ქვე­მოთ თან­მიმ­დევ­რო­ბით წარ­მო­ვად­გენთ სა­მი­ვე თხზუ­ლე­ბის შემ­ცველ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბებს.


[1] გა­ბაშ­ვი­ლი, 1956.

[2] ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა, ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცია… 1986: 4.

[3] Цагарели, 1886-1889.

[4] Марр, 1899.

[5] Blake, 1931-1934.

[6] Цагарели, 1888.

[7] Blake, 1922-1923.