A-1103

[279v]თუესა აპრილსა კ˜ა წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორესი და მის თანა წამებულთა მოწამეთაჲ, რომელნი იწამნეს პერგე ქალაქსა, ქუეყანასა პანფილიისასა

მათ ჟამთა იყო ჰრომს მეფე ანტონინე, ხოლო ქუეყანასა ფრიგიისასა, ქალაქსა პერგეს, მთავრობდა დიოდორე ვინმე, კაცი უკეთური. მდევარი იყო და მტერი ქრისტეანეთაჲ. ხოლო მოვიდა მისა ბრძანებაჲ მეფისაგან, რაჲთა შეკრიბნეს ჭაბუკნი მჴნენი და შუენიერნი და შეჰმზადოს დასი მჴედრებისაჲ, მისცეს მათ საფასე და საჭურველი და საჴედრები და ჯინიბები და ყოველი, რაჲცა უჴმს მჴედართა, და დაუდგინოს ერთი ათასისთავი და მიავლინნეს ჰრომდ.
ხოლო მთავარი იგი მოსწრაფე იყო ბრძანებისა მის აღსრულებად. განავლინნა მჴედარნი, რაჲთა, ვინცა პოონ [280r]ჭაბუკი მჴნე, მიიყვანონ მისა. განვიდეს რაჲ იგინი ძიებად, შეემთხჳნეს ჭაბუკსა შუენიერსა, სახელით თეოდორე, მონაჲ ქრისტესი. და მივიდოდა ლოცვისა შეწირვად ჩუეულებისაებრ. იხილეს რაჲ იგი მჴედართა მათ, ჰრქუეს ურთიერთას: „აჰა, ჭაბუკი, რომელსა ძალუც სხუათაცა ჴსნაჲ ჟამსა ბრძოლისასა.“
და მეყსეულად შეიპყრეს იგი და ჰრქუეს: „მთავარი გიწოდს შენ.“ ხოლო ნეტარმან თეოდორე სიხარულით აღიხილნა ზეცად და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, გმადლობ შენ, რამეთუ მოიწია ჟამი მოღუაწებისა ჩემისაჲ, რომლისათჳს სურვიელ ვიყავ და დღითიდ დღე მოველოდე.“
და წარვიდა მათ თანა. შევიდეს მჴედარნი და აუწყეს მთავარსა, ვითარმედ: „ვპოეთ ერთი ჭაბუკი რჩეული.“ და ბრძანა შეყუანებაჲ მისი. შეიყუანეს რაჲ, განიხარა მთავარმან და ყოველთა მის თანა მსხდომარეთა შუენიერებასა ზედა და სიკეთესა ხილვისა მისისასა და წესიერებასა ჰასაკისა მისისასა. და თქუეს: „ჭე[შ]მარიტად ღირს არს ეგე წინაშე მეფისა დგომასა.“ ჰრქუა მას მთავარმან: „რაჲ გეწოდების შენ, ჭაბუკო?“ მიუგო ახოანმან მან: „თეოდორე მეწოდების.“ მთავარმან თქუა: „მადლი დიდთა ღმერთთა! სახელიცა კეთილი გაქუს.“ და ბრძანა დადებად მის ზედა ბეჭედი.
ხოლო ნეტარმან თეოდორე განკუეთა ბეჭედი იგი და განაგდო და თქუა: „მე საშოჲთგანვე დედისა ჩემისაჲთ აღბეჭდულ ვარ მჴედრად მეუფისა ჩემისა.“ მთავარმან თქუა: „რომლისა მეუფისა ხარ მჴედარი?“ თეოდორე თქუა: „რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, მისი მჴედარი ვარ.“
მთავარმან თქუა: „რაჲ არს სახელი მისი?“ თეოდორე თქუა: „იესუ ქრისტე - მეუფე საუკუნეთაჲ!“ დიოდორე მთავარმან თქუა: „და არა გნებავსა, რაჲთა იქმნა მჴედარ ანტონინე მეფისა?“ თეოდორე თქუა: „არცა მჴედარ მისა ვიქმნები, [280v] არცა ბრძანებასა მისსა ვერჩი!“ მთავარმან თქუა: „უკუეთუ ბრძანებასა მეფისასა არა ერჩი, ღმერთთაცა სადმე არა უზორავ, ვითარცა სხუანი იგი, რომელთა ეწოდებოდა ქრისტეანე, არა უზორვიდეს და ფერად-ფერადითა სატანჯველითა მოსწყდეს და წარწყმდეს. აწ უკუე შენცა, თეოდორე, უკუეთუ არა უზორო, ბოროტად წარწყმდეს სიჭაბუკე შენი. ხოლო, მისმინო თუ და უზორო, გყო შენ კომსად და დიდითა პატივითა მიგავლინო მეფისა.“
თეოდორე თქუა: „ვისა მიბრძანებ ზორვად?“ მთავარმან თქუა: „უბიწოსა მას ჰაერთა მეუფესა - დიოსს.“ თეოდორე თქუა: „უბიწოჲ არსა დიოს, რომელი ჴელოვნებითა გრძნებისაჲთა ემსგავსა ვეშაპსა და აღიტაცა ულუმპია და განჴრწნა იგი და მერმე ემსგავსა ვარხუსა და განჴრწნა ქალწულებაჲ ლიდაჲსი?“ მთავარმან თქუა: „ნუ ჰზრახავ ცუდად და შეასმენ დიდსა მას ღმერთსა!“
თეოდორე თქუა: „არაოდეს გიკითხავსა, თუ ვინაჲ არიან ეშმაკნი ეგე, რომელთა ჰმსახურებთ, რომელთაცა თანა დასჯად ხარ?“ მთავარმან თქუა: „უზორე ქალწულსა არტემას!“ თეოდორე თქუა: „არტემას იტყჳ, რომელი-იგი მთათა და ჴურელთა იარებინ ნადირობად. იგი არსა ქალწული? ისმინე ცხორებაჲ მისი: ჰყვეს თანაშემწედ საქმეთა თჳსთა ეშმაკნი და ეტრფიალა ათორმეტთა კაცთა და იყვნეს იგინი შემწეთა მათ მისთა ეშმაკთა თანამყოლელ მისა და აღმასრულებელ გულისთქუმათა მისთა და იქმნეს ცნობამიღებულ და ბოროტად მოსწყდეს და წარწყმდეს.“ მთავარმან თქუა: „განდგომილო, ტაძართა მკრეხველო! თუ ზორვაჲ არა გნებავს, რაჲსათჳს ჰგმობღა ღმერთთა, არამედ მე ვარ მიზეზი, რომელ მიგიშჳ ესევითართა სიტყუათა თქუმად.“
მაშინ ბრძანა განრთხმაჲ მისი და გუემაჲ ზროხის ტყავებითა, ვიდრემდე აღუთქუას… [281r] დიუსკორე თქუა: „ნუ მაიძულებ მე საქმესა მას, არამედ თავადი ზევდიოს აღიღე ბომონისაგან და დადევ ცეცხლსა მას ზედა და, უკუეთუ შეუძლოს დაცვად თავი თჳსი, სცნა, ვითარმედ სხუათაცა შეწევნად ჴელეწიფების.“
მთავარმან თქუა: „და ვინ იკადროს ქმნად ეგე, ვითარ სთქუ სიტყუაჲ ეგე?“ დიოსკორე თქუა: „მე მიბრძანე და ვქმნა და, უკუეთუ მავნოს რაჲ, ვცნათ ძალი მისი.“ მთავარმან თქუა: „ვითარ ვხედავ, ურწმუნოებაჲ გაქუს ღმერთთაჲ, ვითარ უკუე ჰმსახურებ?“ დიოსკორე თქუა: „სარწმუნოებაჲ არაოდეს მქონებია, არამედ ნაკლულევანებისაგან და სიგლახაკისა [ვ]მსახურებ ნაყროვნებისათჳს, ხოლო აწ ვიხილე ნეტარი თეოდორე, ვითარ მძლე ექმნა ღმერთთა ჩუენთა და წადიერ ვარ მოყუასყოფად მისა.“
მთავარმან თქუა: „უკუეთუ შენცა მჴედარ იესუსა იქმნები, ყოვლისა პირველად დაწევ ლანძუსა მას ზედა!“ დიოსკორე თქუა: „გევედრები, უფალო ჩემო თეოდორე, მილოცე გლახაკსა ამას, რაჲთა ვპოო წყალობაჲ!“ მაშინ განაჴურვეს ლანძჳ იგი შჳდ წილად და დააწვინეს დიოსკორე მას ზედა და იწყო ჴმობად: „უფალო იესუ ქრისტე, ლოცვითა მონისა შენისა თეოდორესითა შეივედრე მშჳდობით სული ჩემი!“ და ესე რაჲ თქუა, აღესრულა. მაშინ მუნ მდგომარეთა მორწმუნეთა მოითხოეს გუამი მისი და შემურეს, ვითარცა ჭეშმარიტი მოწამე, და პატიოსნად დაჰმარხეს.
ხოლო ნეტარისა თეოდორესი ბრძანა მთავარმან საპყრობილეს შეწყუდევაჲ. და იყო იგი დილეგსა მას შინა და ილოცვიდა სულისათჳს დიოსკორესა, რაჲთა შეიყვანოს იგი უფალმან კრებულსა მართალთასა.
მას ღამესა მოვიდა პიღასე ებისკოპოსი და ევედრა მესაპყრობილესა, რაჲთა იხილოს წმიდაჲ თეოდორე. შეიყვანა სიხარულითა და პოვა მართალი იგი კრულებათა შინა და ევედრებოდა იგი ღმერთსა.
ხოლო ებისკოპოსი შეუვრდა ფერჴთა მისთა და ამბორს [281v] უყოფდა და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო იესუ ქრისტე, რამეთუ შემიწყალე უღირსი ესე და ცხოვართა მათგან, რომელნი მომცენ მე, გამოირჩიე ტარიგი წმიდაჲ, რომელმან წარუძღუეს ყოველსა მას სამწყსოსა შენდა მომართ.“ და ჰრქუა წმიდა თეოდორეს: „ნეტარ ხარ შენ, შვილო ჩემო, რომელმან იღუაწე ქრისტესთჳს. არამედ გევედრები, სრულყავ სრბაჲ შენი, რაჲთა ჩუენთჳსცა მეოხ იყო, რაჲთა შეუდგეთ კუ[ა]ლსა შენსა.“ და სხუაჲ მრავალი საღმრთოჲ სწავლაჲ მიუთხრა და მისცა მშჳდობაჲ და წარვიდა.
ხვალისა დღე იყო დღე ხუთშაბათი. ბრძანა მთავარმან მიყვანებაჲ წმიდისა თეოდორესი და, ვითარცა დადგა მის წინაშე, ჰკითხა მთავარმან: „რაჲ არს, თეოდორე, არა უზორავა ღმერთთა?“ თეოდორე თქუა: „უკუეთუ მიბრძანო, ვჰკითხო გამოქანდაკებულსა მას დიოსისსა, უკუეთუ ჰნებავს შეწირვად ჩემგან შესაწირავი.“
მთავარმან დაუყენებელად უბრძანა. მაშინ ნეტარი თეოდორე მოუჴდა კერპსა მას და ჰრქუა: „შენ გეტყჳ, უტყო და ყრუო, რომელი-ეგე გქმნეს კაცთა. თქუნ უტყჳთ პირით შენით ეშმაკმან მან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის, გნებავსა, რაჲთა შევწირო შენდა ზორვაჲ?“
და მეყსეულად ჴმაყო ეშმაკმან მან ჴმითა დიდითა: „ისმინე, მთავარო, ისმინეთ ყოველთა მკჳდრთა ამის ქალაქისათა: უწინარეს სამისა წლისა ვეძიებდი ბრძოლად ამის ჭაბუკისა, რაჲთამცა შევიყვანე სამეძვოდ, რაჲთა განეშოროს სამწყსოსა ქრისტესსა. მივედ და ვპოე სიწმინდით მძინარე და განვაჴურვენ თირკუმელნი მისნი და გული. ხოლო იგი მეყსეულად აღდგა და ილოცა და ხადოდა სახელსა ჯუარცუმულისასა და შევძრწუნდი და ვივლტოდე მისგან. აწ უკუე მე მაგისგან ზორვაჲ არა მნებავს, არცა შესაწირავი, არამედ უწყი, ვითარმედ მაგის მიერ მეგულების სივლტოლაჲ ამიერ და ვერღარა ვარ აქა. მაკედონიას ვიყავ და გამოჩნდეს მრავალნი მბრძოლნი ჩემნი და მაოტეს მიერ. ნიკომიდიას მივედ და ტრი[282r]ფონ გამომდევნა, სხუასა ადგილსა თჳრსო მოწამემან დაარღჳა საყოფელი ჩემი. აქა მოვედ და თეოდორესგან ვიდევნები. სადა წარვიდე, არა უწყი, რამეთუ ყოველი სოფელი და ყოველი სული დაემორჩილნეს ჯუარცუმულსა. წარვიდე მე ცეცხლსა მას საუკუნესა. თეოდორე, შემინდვე, გევედრები!“
ხოლო წმიდამან თეოდორე შეჰრისხნა მას და დაწყევა ეშმაკი იგი და ჰრქუა მას: „დუმენ, საძაგელო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა! განხეთქე სამკჳდრებელი შენი და კაცსა ნუვის ავნებ. არამედ წარვედ, სადა თჳთ სთქუ!“
მაშინ ეშმაკმან მან შემუსრა კერპი იგი და მტუერყო იგი და ივლტოდა და ჰრქუა მთავარსა: „მთავარო ბოროტო, რაჲსათჳს შეიპყარ ჭაბუკი ეგე წარსაწყმედელად ჩემდა? აწ უკუე მსწრაფლ განიყვანე ამის ცხორებისაგან! ნუუკუე განრისხნეს და ილოცოს ჯუარცუმულისა მიმართ და შენ და ყოველნი შენნი დაგწუნეს ცეცხლითა. მე და მოყუასნი ჩემნი სიყრმითგანვე ვხედევდით, ვითარმედ მაოტებელ ჩუენდა იქმნების.“
მოუწოდა მთავარმან წმიდასა თეოდორეს და ჰრქუა: „მითხარ, რაჲ არს შენ თანა, რომელ ღმერთთა იოტებ და სატანჯველთაგან არა გეშინის და ცეცხლმან ვერაჲ გავნო? მაუწყენ საიდუმლონი შენისა ქრისტესნი და განგიტეო.“
მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „მიქადებ განტეობასა, ვითარმცა სურვიელ ვიყავ ყოფად ნივთთა შინა ამის საწუთროჲსათა, გარნა ყოველივე სოფელი შეურაცხ არს ჩემ წინაშე და საუკუნეთა მათ კეთილთა
მიმთხუევად მოსწრაფე ვარ. ხოლო ვითარ გაუწყო შენ სახარებაჲ უფლისა ჩემისაჲ, რამეთუ ვხედავ გულსა შენსა გულარძნილსა და დრკუსა? წერილ არს: „ნუ მისცემთ სიწმინდესა თქუენსა ძაღლთა, ნუცა დაასხამთ
მარგალიტსა წინაშე ღორთა!“ ვითარ უკუე შეუძლო სმენად საიდუმლოთა ღმრთისათა, უკუეთუ არა იყოს გული შენი წრფელ?“
განრისხნა მთავა[282v]რი იგი და ბრძანა მობმაჲ მისი კიცუთა უმწყთა და გაქცევაჲ, რაჲთა თრევასა მას შინა განილიოს. მოიყვანნეს მჴედართა კიცუნი იგი საგდებლითა და მოაბმიდეს მას. ხოლო წმიდამან თეოდორე ითხოა დროებაჲ, რაჲთა ილოცოს. ჰრქუეს მას მჴედართა: „ილოცე ჩუენთჳსცა, წმიდაო თეოდორე!“
აღიხილნა ახოანმან მან თუალნი ზეცას და თქუა: „ნათელო ჭეშმარიტო, ქრისტე ღმერთო ჩუენო, სასოო განწირულთაო, წინამძღუარო შეცთომილთაო, მჴსნელო წარტყუენულთაო, აღდგომაო მკუდართაო! გევედრები, სახიერო უფალო, რომელმან ელია ეტლითა ცეცხლისაჲთა აღამაღლე, რომელმან დანიელ პირისაგან ლომთაჲსა იჴსენ, აღადგინე აწცა ძალი შენი და მოედ შეწევნად ჩემდა, რომელი ჰზი ქერობინთა, განცხადენ, ყავ ჩემთანა სასწაულ კეთილ, რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის. მოიჴსენენ, უფალო, ორნიცა ესე მჴედარნი და ლმობიერყვენ გულნი მათნი, რაჲთა ჰრწმენე შენ და ცხონდენ უკუნისამდე.“
მერმე ჰრქუა მჴედართა მათ: „ქმენით, რაჲ-იგი ბრძანებულ არს თქუენდა!“ ხოლო მათ არა ინებეს შეკრვაჲ მისი. მოვიდეს სხუანი მტარვალნი, მოვლინებულნი მთავრისა მიერ, და მოაბეს წმიდაჲ იგი მოწამე უმწყთა მათ კიცუთა და სცეს მათ შოლტითა და განაქცინეს ველად. და ზიდვიდეს იგინი წმიდასა მას. ხოლო მან ჴმაყო და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, უწყის სახიერებამან შენმან, თუ რაოდენ სურვიელ ვარ განსლვად სოფლისა ამისგან და მოსლვად შენ წინაშე. არამედ ამისთჳს, რაჲთა უმეტესად იდიდოს სახელი შენი წმიდაჲ, მიჴსენ ამის სიკუდილისაგან, რაჲთა ჰრწმენეს მრავალთა, ვითარმედ შენ ხარ მეუფე მეუფეთაჲ, ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათაჲ.“
ესე რაჲ თქუა ნეტარმან მან, ვიხილეთ ყოველთა ეტლი ცეცხლისაჲ, მომავალი [283r] ზეცით, და აღიღო წმიდაჲ იგი მოწამე და დაადგინა წინაშე კარსა ურჩულოჲსა მის მთავრისასა. ხოლო ცხენნი იგი, რომელნი ზიდვიდეს წმიდასა თეოდორეს, შეაძრწუნნეს ანგელოზთა და ივლტოდეს იგინი და შთაცჳვეს პარეხსა დიდსა და წარწყმდეს.
ეუწყა მთავარსა მას ესე ყოველი. იგონებდა, თუ ვითარითა სახითა მოკლას ახოვანი იგი. მაშინ შეაყენეს იგი დილეგსა და მთავარმან ყო განზრახვაჲ საკუთართა თჳსთა თანა, თუ რომლითა სიკუდილითა მოკლას იგი. მოუწოდა საპყრობილით და ჰრქუა: „ნუ ჰგონებ, თეოდორე, თუმცა ცოცხალი განერი ჴელთაგან ჩემთა, უკუეთუ არა უზორო ღმერთთა. აწ ისმინე ჩემი, რამეთუ დიდად მეწყალის სიჭაბუკე შენი.“
წმიდამან თეოდორე ჰრქუა მას: „და მეცა დიდად ვიგლოვ შენთჳს, მთავარო, რამეთუ მიმავალ ხარ ცეცხლსა მას საუკუნესა. აწ ისმინე ჩემი და შეინანე ურჩულოებაჲ შენი და სცხონდე. უკუეთუ კულა შენ დაგიც თავი შენი წარსაწყმედელად ჩემთჳს, ვითარი გნებავს სიკუდილი, განმზადე, რამეთუ მე ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებ, არცა უზორავ უსულოთა მათ და ყრუთა და მრავლისა ბოროტისა მოქმედთა.“
მაშინ მიავლინა იგი საპყრობილედვე და ბრძანა აღშენებაჲ თორნისა დიდისაჲ და შთაგდებად შეშაჲ ფრიადი და სამ დღე განჴურვებაჲ და შთაგდებაჲ მას შინა წმიდისა თეოდორესი. და ფიცა მთავარმან, ვითარმედ, უკუეთუ იპოოს ვინ, რომელ სიტყუაჲ ხუეიშნისაჲ მისთჳს თქუას, ანუ სულთ-ოდენ-ითქუნეს, იგიცა შთავარდეს საჴუმილსა მას.
ხოლო წმიდაჲ თეოდორე ილოცვიდა საპყრობილესა შინა და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, სახიერო და კაცთმოყუარეო! მინდა, რაჲთამცა ჰყავ სასწაულ კეთილ და განაგე მოსლვად დედისა ჩემისა, რაჲთა ვიხილოთ ურთიერთას, რამეთუ არარაჲ არს შეუძლებელ შენ წინაშე.“ რამეთუ დედაჲ მისი უცხო თესლთა ვიეთ[283v]განმე წარტყუენულ იყო.
ამას რაჲ ილოცვიდა, ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: „ნუ მწუხარე ხარ ამის ჯერისათჳს. აჰა ესერა, ბრძანა უფალმან, რაჲთა იხილო დედაჲ შენი პირველ აღსრულებისა.“
ხოლო წარჴდეს რაჲ სამნი დღენი და საშინელი იგი თორნე ეგზებოდა, ბრძანა მთავარმან მოყვანებაჲ წმიდისა თეოდორესი. მოიყვანეს და შეკრეს და შთააგდეს საჴუმილსა მას.
ხოლო მჴედარნი იგი, რომელთათჳს პირველ ილოცა წმიდამან თეოდორე, რომელთა სახელები არს სოკრატე და დიონოსი, მწუხარე იქმნეს ფრიად და ჰრქუეს ურჩულოსა მას: „ჵ, მთავარო, სავსეო მრავლითა უგუნურებითა, რაჲ ბოროტი უქმნიეს შუენიერსა ამას ჭაბუკსა, რომელ ესოდენნი სატანჯველნი წარჰჴადენ მას და ყოველთავე ზედა მძლედ იპოვა და ჯერეთ ვერ შეიგონე? ვაჲ შენდა, ურჩულოო, რამეთუ დიდნი სატანჯველნი მიგელიან შენ.“ ჰრქუა მათ მთავარმან: „ვაჲ თქუენდა, უბადრუკნო, რამეთუ დღეს დააკლდებით ნათელსა მზისასა.“ და ბრძანა შთაყრაჲ მათი საჴუმილსა მას.
შეიყარნეს რაჲ საჴუმილად მჴედარნი იგი, პოეს: წმიდაჲ თეოდორე ილოცვიდა და უგალობდა უფალსა და ჰრქუეს მას: „წმიდაო თეოდორე, შემწე გუეყავ, რამეთუ დავიწუვით.“ ჰრქუა მათ ნეტარმან მან: „ნუ გეშინ[ინ], ძმანო, არამედ ესერა მე ვგალობ, თქუენ იტყ[ო]დეთ ალილუჲასა.“
და იწყო წმიდამან მან გალობად: „წმიდაო ღმერთო!“ მჴედართა თქუეს: „ალილუჲაჲ!“ „წმიდაო ძრიელო!“ „ალილუჲაჲ!“ „წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ!“ „ალილუჲაჲ!“ „წმიდა არს მამაჲ!“ „ალილუჲაჲ!“ „და წმიდა არს ძე!“ „ალილუჲაჲ!“ „წმიდა არს წმიდაჲ იგი და ნუგეშინისმცემელი სული!“ „ალილუჲაჲ!“ „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა!“ „ალილუჲაჲ!“ და შემდგომი ამისი და ყოველსა მუჴლსა ზედა იტყოდეს იგინი ალილუჲასა. მერმე თქუა წმიდამან თეოდორე: „მოვედ, უფალო, და იხილე სიგლახაკე ჩუენი და მიმოდაყარე ალი ესე ცეცხლისაჲ ჩუენგან, ვითარცა მიავლინე ანგელოზი და დაშრიტა საჴუმილი იგი სამთა ყრმათაჲ ბაბილონს და დანიელ იჴსენ პირისაგან ლომთაჲსა. ჩუენ ზედაცა აჩუენე ძრიელე[284r]ბაჲ შენი და ღირსმყვენ სრულყოფად წამებისა ამის ჩუენისა!“
ესრეთ ილოცა რაჲ წმიდამან თეოდორე, ალი იგი დაშრტა და წმიდათა მათ მიერულა ძილითა ჰამოჲთა. ხოლო მას ოდენ დღესა მოიწია მადლითა ღმრთისაჲთა დედაჲ წმიდისა თეოდორესი, ნეტარი ფილიპა, შორიელთა სოფელთაგან. და ესმა რაჲ ძისა მისისათჳს, ვითარმედ საჴუმილსა შინა არს, დაიპო სამოსელი თჳსი და დაიფხურნა თმანი თჳსნი და სრბით მივიდა საჴუმილსა მას და იტყოდა: „ჵ, მეუფეო, ქრისტე ღმერთო ჩემო! რად ესრეთ მიყავ მჴევალსა შენსა? ვიდრეღა იყო საშოსა ჩემსა მონაჲ ესე შენი, ესრეთ მიბრძანე, ვითარმედ: „თეოდორე უწოდე მას, რამეთუ დიდსა დიდებასა მიიწევის“, და ვითარ აწ საჴუმილსა შინა ცეცხლისასა იტანჯების?“
ხოლო წმიდამან თეოდორე იხილა რაჲ დედაჲ თჳსი თავუბურველი და სამოსელდაპებული, ჰრქუა მას: „ჵ, დედაო, რაჲ ეგე ჰქმენ შენ? მე ვევედრე ღმერთსა, რაჲთა მოხჳდე და იხილო ღუაწლი წამებისა ჩემისაჲ და განიხარო, და ვითარ სოფლიოჲ და საწუთროჲსა საქმე ჰქმენ? აწ უკუე მსწრაფლ წარვედ და შეიმოსე სამოსელი წმიდაჲ და დაიბურე თავი, ვითარცა სძალმან ქრისტესმან, რაჲთა არა განიხაროს ეშმაკმან შენ ზედა.“ მეყსეულად წარვიდა და შეიმკო, ვითარცა სძალი ქრისტესი და მოვიდა საჴუმილსა მას თანა. შეუვრდა უფალსა და იტყოდა: „იხილე, უფალო იესუ ქრისტე, ნაყოფი ესე მუცლისა ჩემისაჲ და შეიწირე შესაწირავად მსხუერპლად სულად სურნელად!“ მერმე ჰრქუა წმიდასა თეოდორეს: „შვილო ჩემო, გამომეცხ[ა]და მე, ვითარმედ ჯუარითა აღესრულები.“
ხოლო განთიად აღდგა ურჩულოჲ იგი მთავარი და ჰრქუა მისთანათა: „ვჰგონებ, თუ მათ უბადრუკთაჲ არცათუ ძუალი დაშთომილიყოს საჴუმილსა მას შინა.“ მიუგო ერთმან მსახურთაგანმან და ჰრქუა: „უწყებულ იყავნ შენდა, უფალო, ყოვლადვე ვერ შეუძლო მათ ცეცხლმან მან, რამეთუ, შე-რაჲ-ვაგდეთ თეოდორე საჴუმილსა, ხადოდა სახელსა ქრისტესსა და მეყსეულად ესოდენი იგი ძალი საჴუმილისაჲ მის დაშრტა და დედაჲცა [284v] მისი მოვიდა აწ და ასწავლის მოთმინებასა და ესრეთ იხარებს, ვითარმცა ქორწილსა აღასრულებდა ძისა თჳსისასა.“
ესე რაჲ ესმა მთავარსა, მივიდა საჴუმილსა მას ზედა და პოვა დედაჲ თეოდორესი ერითა მრავლითა. მოუწოდა მას და ჰრქუა: „შენ ხარა დედაჲ თეოდორესი?“ მიუგო და ჰრქუა: „ჰე, მე ვარ.“ ჰრქუა მას მთავარმან: „ამცენ, რაჲთა მისმინოს და უზოროს ღმერთთა და ცხონდეს, რაჲთა არა უშვილოჲ დაშთე შენ სოფელსა შინა.“ მიუგო ნეტარმან ფილიპა და ჰრქუა: „ისმინე, მთავარო! ჩუენ ეშმაკთა არა უზორავთ. ნუ სცთები! ხოლო მე გამომიცხადა უფალმან, ვითარმედ ჯუარითა სრულ იქმნების ძე ჩემი და უწყი, სიტყუაჲ უფლისაჲ ჭეშმარიტ არს.“ მთავარმან თქუა: „ვინაჲთგან შენ თჳთ ჰპოე სიკუდილი ძისა შენისაჲ, ვბრძანებ ეგრე მოკლვად.“
და გამოიყვანეს თეოდორე თორნისა მისგან და წარიყვანეს ჯუარცუმად. ხოლო ორნი იგი მჴედარნი ლახურებითა დაგურიმნეს მტარვალთა თორნესა მას შინა და მოკლნეს და დედისა წმიდისა თეოდორესი ბრძანა მახჳლითა თავისა წარკუეთაჲ.
ხოლო წმიდაჲ თეოდორე მივიდა რაჲ ადგილსა მას, სადა აღემართა ჯუარი, იხილა ჯუარი იგი და თქუა: „გიხაროდენ, ჯუარო, სიქადულო ქრისტეანეთაო; გიხაროდენ, ჯუარო, აღმჴოცველო ცოდვათაო; გიხაროდენ, ჯუარო, სიქადულო მართალთაო, კიბეო, ზეცად აღმყვანებელო, სუეტო ნათლისაო, ქადაგებაო
წინაწარმეტყუელთაო, ნავთსაყუდელო კაცთაო, კუერთხო ძრიელებისაო, გზაო უცთომელო, მახჳლო მტერთა ზედა, მაოტებელო ეშმაკთაო, ქადაგო ქრისტეს ვნებათაო, ნელსაცხებელო სურნელო, აღდგომაო მორწმუნეთაო! შემიწყნარე მე, სიხარულით შენდა მოსრული, რაჲთა ვადიდებდე ჴორცითა შენ ზედა დამოკიდებულსა ქრისტესა ღმერთსა [285r] და უგალობდე მას უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“
და აღასრულა რაჲ მოკითხვაჲ იგი ჯუარისაჲ, ჰრქუა მტარვალთა: „ნუ დამკიდებთ მე მსგავსად უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესა, არამედ თავდაქცევით ჯუარს მაცჳთ.“ ხოლო მათ არა უსმინეს, არამედ ჰრქუეს, ვითარმედ: „ესრეთ ბრძანებულ ვართ, რაჲთა მართლიად ჯუარს გაცუათ.“ და დამსჭუ[ა]ლეს იგი ჯუარსა მას ზედა. ხოლო ნეტარმან მან ჴმაყო და თქუა: „აწ დაგთრგუნე შენ, ეშმაკო, აწ სირცხჳლეულ იქმენ შენ, სამაელ. ამიერითგან არღარა მეშინის შენგან, რამეთუ აღვჴედ გოდოლსა მაღალსა.“
მას ოდენ ჟამსა მოიყვანეს დედაჲ მის ნეტარისაჲ, ფილიპა, რაჲთა წინაშე ძისა მისისა წარჰკუეთონ თავი და იტყოდა იგი: „იხილე, უფალო იესუ ქრისტე, რამეთუ სასუმელი, რომელ სუ შენ კაცთა ცხორებისათჳს, სუამს შვილი ჩემი თეოდორე სახელისა შენისათჳს. მოგჳჴსენენ, უფალო, ცოდვილნი ესე და მოავლინე ჩუენ ზედა წყალობაჲ შენი!“
ესე თქუა და აღესრულა მახჳლითა. ხოლო წმიდამან თეოდორე დაყო სამი დღე ჯუარსა ზედა. მერმე ჴმაყო ღმრთისა მიმართ: „მამაო მოწყ[ა]ლებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშინისცემისაო! შეივედრე სული ჩემი მადლითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლად წმიდით სახიერით, ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“ და ესე რაჲ თქუა, მისცა სული თჳსი უფალსა. ხოლო ძმანი შეკრბეს და აღიხუნეს ნაწილნი იგი მოწამეთანი და დაჰმარხნეს პატიოსნად. ამისა შემდგო[მა]დ ტაძარიცა შუენიერი აღაშენეს სამარხოსა მათსა ზედა სადიდებელად ღმრთისა.
აღესრულა წმიდაჲ თეოდორე და დედაჲ მისი ფილიპა და მჴედარნი იგი თუესა აგჳსტოსსა კ., მეფობასა ანტონინესსა. ხოლო ჩუენ ზედა მეუფე არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!

H-1347

[448v]თუესა ფებერვალსა ი˜ზ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორესი და მის თანა წამებულთა წმიდათაჲ, რომელნი იწამნეს პერგი ქალაქსა, ქუჱყანასა პანფილისასა. გუაკურთხენ!

მათ ჟამთა იყო ჰრომს მეფე ანტონინე, ხოლო ქუჱყანასა ფრიგჳისსა, ქალაქსა პერგეს, მთავრად დეოდორე ვინმე, კაცი უკეთური. მდევარი იყო და მტერი ქრისტეანეთაჲ.
ხოლო მოვიდა მისა ბრძანებაჲ მეფისაგან, რაჲთა შეკრიბნეს ჭაბუკნი და მჴედარნი და შუჱნიერნი ერნი და შეჰმზადოს [დასი] მჴედრებისაჲ და სცეს [მათ] საფასე და საჭურველი და ს[ა]ჴედრები და ჯინიბები და ყოველივე, რაჲცა უნდეს მჴედართა, და დაუდგინოს ერთი ასისთავი და მიავლინნეს ჰრომედ.
ხოლო მთავარი იგი მ[ო]სწრაფე იყო ბრძანებისა მისისა აღსრულებად. გაავლინნა მჴედარნი, რაჲთა, ვინცა პოონ ჭაბუკი მჴნე, მიიყვანუნ მისსა. განვიდეს რაჲ იგინი ძიებად, შეემთხჳნეს ჭაბუკსა შუჱნიერსა, სახელი[თ] თეოდორეს, მონასა ქრისტესსა, რამეთუ მივიდოდა იგი ლოცვისა შეწირვად ჩუჱულებისაებრ. იხილეს რაჲ იგი მჴედართა მათ, ჰრქუეს ურთიერთას: „აჰა, ჭაბუკი, რომელსა ძალუც სხუათაცა ჴსნაჲ ჟამსა ბრძო[ლისასა].“ და მეყსეულად შეიპყრეს იგი და ჰრქუეს: „მთავარი გიწოდს შენ.“
ხოლო ნეტარმან თეოდორე სიხარულით აღიხილნა ზეცად და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, გმადლობ შენ, რამეთუ მოიწია ჟამი მოღუაწებისა ჩემისაჲ, რომლისათჳს მოსწრაფე ვიყავ და დღითი დღე მოველოდე.“
და წარვიდა მათ თანა. და შევიდეს მ[ჴე]დარნი იგი და აუწყეს მთავარსა, ვითარმედ: „ვპოეთ ერთი ჭაბუკი რჩეული.“ და ბრძანა შეყ[ვა]ნებაჲ მისი. შეიყვანეს რაჲ, განი[449r]ხ[არა] მთავარმან მან და ყოველთა მი[ს] თანა მსხდომარეთა შუჱნიერებასა ზედა და სიკეთესა ხილვისა მისისასა და წესიერებასა ჰასაკისა მისისასა. და თქუეს: „ჭეშმარიტად ღირს ეგე წინაშე მეფისა მდგომელად.“ ჰრქუა მას მთავარმან: „რაჲ გეწოდების შენ, ჭაბუკო?“ მიუგო ახოვანმან: „თეოდორე მეწოდების.“ მთავარმან ჰრქუა: „მადლი დიდთა ღმერთთა! სახელიცა კეთილი გაქუს.“ ბრძანა მას ზედა დადებად ბეჭედი.
ხოლო ნეტარმან თეოდორე განკუჱთა ბეჭედი იგი განაგდო და ჰრქუა: „მე საშოჲთგანვე დედისა ჩემისაჲთ აღბეჭდულ ვარ მჴედრად მეუფისა ჩემისა.“ მთავარმან თქუა: „რომლისა მეუფისაჲ ხარ მჴედარი?“ თეოდორე თქუა: „რომელმან ქმნნა ცანი და ქუჱყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, მისი მჴედარი.“ მთავარმან თქუა: „რაჲ არს სახელი?“ თეოდორე თქუა: „იესუ ქრისტე - მეუფე საუკუნოჲ!“ დიოდორე თქუა: „და არა გნებავსა, რაჲთა იქმნა მჴედარ ა[ნ]ტონინე მეფისა?“ თეოდორე თქუა: „არცა მისსა მჴედარ ვიქმნები და არცა ბრძანებასა მისსა ვერჩი!“ მთა[ვ]არმან თქუა: „უკუჱთუ ბრძანებასა მეფისასა არა ერჩთ, ღმერთთაცა სამე არა უზორვთ, ვითარცა სხუანი იგი, რომელთა ეწოდებოდა ქრისტეანე, არა უზორვიდეს და ფერად-ფერადითა სატანჯველითა მოსწყჳდნეს და წარწყმდეს. აწ უკუჱ შენცა, თეოდორე, უკუჱთუ არა უზორო, ბოროტად წარსწყმდეს სიჭაბუკე შენი. ხოლო, მისმინო თუ [უზ]ორო, გყო შენ კომსად და დიდითა პატივითა მიგავლინო შენ მეფისა.“
თეოდორე თქუა: „ვისსა მიბრძანებ ზორვად?“ მთავარმან თქუა: „უბიწოსა მას ჰაერთა მეუფესა - დიოსს.“ თეოდორე თქუა: „[უ]ბიწო არსა დიოს, რომელი ჴელოვნებითა გრძნებისაჲთა ემსგავსა ვეშაპსა და აღიტაცა ულუნპია და მერმე ემსგავსა ვარხუსა და განხრწნა ქალწულებაჲ ლიაჲსი?“ მთავარმან თქუა: „ნუ ჰზრახავ ცუდად და შეასმენ დედასა მას ღვთისასა!“
თეოდორე თქუა: „არაოდეს გიკითხავსა, თუ ვინაჲ არიან ეშმაკნი ეგე, რომელთა თქუჱნ ჰმსახურებთ, რომელთაცა თანა დასჯად ხართ?“ მთავარმან თქუა: „უზორე ქალწულსა არტემის!“ თეოდორე თქუა: „არტემის იტყჳი, რომელი-იგი მთათა და ჴმელთა იარებინ ნადირობად. იგი არსა ქალწული? ისმინე ცხორებაჲ მისი: ჰყვეს თანაშემწედ საქმეთა თჳსთა ეშმაკნი და ეტრფიალა ათურმეტთა კაცთა და იყუნენ იგინი შემწეთა მათ მისთა თანა ეშმაკთა თანამყოლელ მისსა და აღმა[449v][სრუ]ლებელ გულისთქუმათა მისთა და იქმნეს ცნობამიღებულ და ბოროტად მოსწყდეს და წარწყმდეს.“ მთავარმან თქუა: „განდგომილო, ტაძართა მკრეხველო! თუ ზორვაჲ არა გნებავს, რაჲსათჳს ჰგმობღა ღმერთთა, არამედ მე ვარ მიზეზი, რომელ მიგიშუჱბ ესევითართა სიტყუათა თქუმად.“
მაშინ ბრძანა განრთხმაჲ მისი და გუჱმაჲ ზროხისა ტყავითა, ვიდრე აღუთქუას ზორვაჲ. ხოლო წმიდაჲ თეოდორე იტანჯებოდა რაჲ, ესრეთ იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, გიგალობ შენ და გაკურთხევ, რომელმან ღირსმყავ მიმთხუჱვად ნაწილსა წმიდათასა. შენ აღგიარებ და შენ გხადი მეუფედ და ღმერთად და მაცხოვრად, რომელმან ჰქმნენ საუკუნითგან საკჳრველებანი მიუთხრობელნი და გამოუთქუმელნი, რომელი შემწე ეყავ აბრაჰამს, ისააკს და იაკობს და ყოველთა მართალთა. გევედრები, ყავ ჩემთანა სასწაულ კეთილ და აღჴოცე ჩემგან ყოველი ბილწებაჲ და არმური ამის სოფლისაჲ და ღირსმყავ აღსრულებად სრბასა ჩემსა, რაჲთა ვაქებდე და ვადიდებდე სახელსა შენსა უკუნისამდე.“
ესოდენ ტანჯეს იგი, ვიდრე დაშურეს ცემითა მტარვალნი იგი. ჰრქუა მას მთავარმან: „რასა იტყჳ, თეოდორე, უზორეა და სცხოვნდე, რაჲთა არა უზომოდ წარწყმდეს სიჭაბუკე შენი.“ თეოდორე ჰრქუა: „მე ესერა გამოვირჩიე, რაჲთა თავი ჩემი შევწირო ღმრთისა ჩემისა და დავთრგუნო თავი მამისა თქუჱნისა ეშმაკისა!“ დიოდორე მთავარმან ჰრქუა: „მოიღე ლანძჳ რკინისაჲ, განაჴურვეთ და დააწვინეთ მას ზედა და ვიხილო, თუ რასა ერგოს ღმერთი მისი. და მეყსეულად მოიღეს ლანძჳ დიდი, რომელსა ზედა დაეტეოდა წოლით მამაკაცი და დაჰფინეს მის ქუჱშე ცეცხლი და ასხურებდეს ზედა მისსა ცმელსა და ცჳლსა და წონწობასა და, აღეტყინა რაჲ ალი სასტიკი და დააწვინეს მას ზედა ნეტარი თეოდორე შიშუჱლი, მირბიოდა იგი, ვითარცა ტარიგი უმანკოჲ და წადიერად განირთხა ცეცხლსა მას ზედა და, ვითარცა ცუარსა ზედა, ესრეთ განისუჱნებდა. აღიხილნა ზეცად თუალითა მხიარულითა და თქუა: „უფალო, ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელი იქები ქერობინთა მიერ საყდართა ზედა დიდებისა შენისათა, რომელი იქები ყოველთა დაბადებულთაგან, რომელმან მიხედნა ქუეყანასა და შეაძრწუნა იგი და შეახი მთათა და კმოდიან, ისმინე ჴმაჲ მონისა შენისაჲ, უფალო იესო ქრისტე, მოა[450r][ვლინ]ე ანგელოზი შენი და მიჴსენ ცეცხლისა მისგან და კუამლისა, რამეთუ სახელისა შენისათჳს მელმის ესე ყოველი.“
ესე რაჲ თქუა, ვიხილეთ სასწაული დიდი: იქმნა ოხრაჲ სიღრმითგან და იძრა ქუეყანაჲ და აღმოეცენა წყალი ლანძუსა მას ქუჱშე და დაშრიტა ცეცხლი იგი და მოწამე აღდგა, ვითარცა ძილისაგან, და ჰრქუა მთავარსა მას: „აწ ისმინე, დიოდორე, და ერთი მჴედართა შენთაგანი დააწვინე ლანძუსა მას ზედა სახელითა ღმერთთა შენთაჲთა და ვიხილოთ, ვითარძი შეეწინენ იგინი.“
ხოლო ერთმან მჴედართაგანმან, სახელით აკჳლინე, ჰრქუა მთავარსა: „ნუ ისმენ, უფალო, ნუცა მოიგონებ მჴედართაგანსა მიცემად სატანჯველსა ამას, არამედ, უკუეთუ გამოცდაჲ გნებავს, მღდელთაგანი დააწვინე და, უკუეთუ აქუს ღმერთთა ძლიერებაჲ, დაიცვან მსახური თჳსი უვნებელად.“
მოუწოდა მთავარმან მღდელსა ერთსა და ჰრქუა: „რაჲ გეწოდების შენ?“ მიუგო და ჰრქუა მას: „დიოსკორე არს სახელი ჩემი.“ მთავარმან ჰრქუა: „რომელთა ღმერთთა ჰმსახურებ?“ დიოსკორე ჰრქუა: „დიოსს და ათინას.“ მთავარმან ჰრქუა: „თეოდორე ქრისტიანე, ურჩი ბრძანებასა მეფისასა, დავაწვინეთ ლანძუსა ზედა და ცეცხლი არა შე[ე]ხო მას. აწ მითხარ, თუ რომლითა ჴელოვნებითა შეგრძნობა ცეცხლი?“
დიოსკორე თქუა: „ესე უწყოდე, მთავარო, რომელ ქრისტეანეთა თანა გრძნებაჲ არა იპოების, არამედ, სადაცა სახელედვას სახელსა ქრისტესსა, ყოველი ჴელოვნებაჲ გრძნებისაჲ დაიჴსნების და ეშმაკნი იდევნებიან, რამეთუ საშინელ არს სახელი იგი.“ მთავარმან თქუა: „და ქრისტე უძლიერეს არსა დიოდისისსა?“ დიოსკორე თქუა: „ზევდიოს კერპი არს, კაცთაგან გამოქანდაკებული არს.“
მთავარმან თქუა: „დაგაწვინოთ ლა[ნ]ძუსა მას ზედა და ხადოდეთ ღმერთთა და ჰრცხუჱნეს თეოდორეს.“ დიოსკორე თქუა: „ნუ მაიძულებ საქმისა ამის, არამედ თავადი ზევდიოს აღიღე ბომონისაგან და დადევ ცეცხლსა მას ზედა და, უკუჱთუ შეუძლოს დაცვად თავი თჳსი, სცნა, ვითარმედ სხუათა შეწევნად ჴელეწიფების.“ მთავარმან თქუა: „და ვინ იკადროს ქმნად ეგე, ვითარ სთქუ სიტყუაჲ ეგე?“ დიოსკორე ჰრქუა: „მე მიბრძანე და ვქმნა და, უკუჱთუ მავნოს რაჲ, ვცნათ ძალი მისი.“ მთავარმან ჰრქუა: „ვითარ ვხედავ, ურწმუნოებაჲ [გაქუს ღმერთთაჲ], [450v] [ვითარ[ უკუჱ ჰმსახურებ?“ დიოსკურე თქუა: „სარწმუნოებაჲ არაოდეს მქონებია, არამედ ნაკლულევანებისაგან და სიგლახაკისა ვჰმსახურებდ ნაკლულოვანებისათჳს. ხოლო აწ ვიხილე ნეტარი თეოდორე, ვითარ მძლე ექმნა ღმერთთა ჩუჱნთა და წადიერ ვარ მოყუასყოფად მისსა.“
მთავარმან თქუა: „უკუჱთუ შენცა მჴედარ იქმნები იესუჲსა, ყოვლისა პირველად დაწევ ლანძუსა მას ზედა!“ დიოსკორე ჰრქუა: „გევედრები, უფალო ჩემო თეოდორე, მილოცე, რაჲთა ვპოო წყალობაჲ!“
მაშინ განაჴურვეს ლანძჳ იგი დიდძალად და დააწვინეს დიოსკორე მას ზედა და იწყო ჴმობად: „უფალო იესუ ქრისტე, ლოცვითა მონისა შენისა თეოდორესითა შეივედრე მშჳდობით სული ჩემი!“ და ესე რაჲ თქუა, აღესრულა. მაშინ მუნ მდგომარეთა მორწმუნეთა მოითხოვეს გუამი მისი და შემორეს, ვითარცა ჭეშმარიტი მოწამე, და პატიოსნად დაჰმარხეს.
ხოლო ნეტარისა თეოდორესი ბრძანა მთავარმან საპყრობილესა შეწყუდევაჲ. და იყო იგი დილეგსა შინა და ილოცვიდა სულისათჳს დიოსკორესისა, რაჲთა შეიყვანოს იგი უფალმან კრებულსა თანა მართალთასა. მას ღამესა მოვიდა პიღასე ეპისკოპოსი და ევედრა მესაპყრობილესა, რაჲთა იხილოს წმიდაჲ თეოდორე. ხოლო მან შეიყვანა იგი სიხარულით და პოვა მართალი იგი კრულებათა შინა და ევედრებოდა იგი ღმერთსა.
ხოლო ეპისკოპოსი იგი შეუვრდა ფერჴთა მისთა და ამბორსუყოფდა და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო იესუ ქრისტე, რამეთუ შემიწყალე უღირსი ესე და ცხოვართა მათგან, რომელ მომცენ, გამოირჩიე ტარიგი წმიდაჲ, რომელი წარუძღუჱს ყოველსა მას სამწყსოსა შენდა მომართ.“ და ჰრქუა წმიდასა თეოდორეს: „ნეტარ ხარ შენ, შვილო ჩემო, რომელმან იღუაწე ქრისტესთჳს. არამედ გევედრები, სრულყავ სრბაჲ შენი, რაჲთა ჩუჱნთჳსცა მეოხ იყო, რაჲთა შეუდგეთ კუალსა შენსა.“ და სხუაჲ მრავალი სწავლაჲ მიუთხრა და მისცა მშჳდობაჲ.
ხვალისა დღე იყო დღე ხუთშაბათი. ბრძანა მთავარმან მიყვანებაჲ წმიდისა თეოდორესი და, ვითარცა დადგა მის წინაშე, ჰკითხა მთავარმან მან: „რაჲ არს, თეოდორე, არა უზორავა ღმერთთა?“ თეოდორე ჰრქუა: „უკუჱთუ მიბრძანო, ვჰკითხო დიოსისა, უკუჱთუ ჰნებავს შეწირვად ჩემ მიერ შესაწირავი.“
მთავარმან დაუყენებელად ბრძანა. მაშინ ნეტარი თეოდორე მოუჴდა კერპსა მას და ჰრქუა: „შენ გეტყჳ, უტყუ და ყრუო, რომელი-იგი გქმნეს კაცთა. თქუნ უტყჳთ პირით შენით ეშმაკმან, რომელი დამკჳდრებულ არს შენ შორის, გნებავსა, რაჲთა შევწირო შენდა ზო[451r]რვაჲ?“
და მეყსეულად ჴმაყო ეშმაკმან ჴმითა დიდითა: „ისმინე, მთავარო, და ისმინეთ ყოველთა მკჳდრთა ამის ქალაქისათა: უწინარეს სამისა წლისა ვეძიებ ბრძოლად ამის ჭაბუკისა, რაჲთამცა შევიყვანე სამეძვოდ, რაჲთა განეშოროს სამწყსოსა ქრისტესსა. მივედ და ვპოე სიწმიდით მძინარე და განვაჴურვენ თირკუმელნი მისნი და გული. ხოლო იგი მეყსეულად აღდგა და ილოცა და ხადოდა სახელსა ჯუარცმულისასა და შევძრწუნდი და ვივლტოდე მისგან. აწ უკუჱ უწყოდეთ: მაგის მიერ მეგულების სივლტოლაჲ ამიერ და ვერღარა ვარ აქა.
მაკედონიას ვიყავ და გამოჩნდეს მრავალნი მბრძოლნი ჩემნი და მაოტეს მიერ. ნიკომიდიას მივედ და ტჳრიფონ გამომდევნა და სხუასა ადგილსა თჳრსო მოწამემან დაარღჳა საფუძველი ჩემი. აქა მოვედ და თეოდორესგან ვიდევნები. სადა წარვიდე, არა უწყი, რამეთუ ყოველი სოფელი და ყოველი სული დაემორჩილნეს
ჯუარცმულსა. წარვიდე მე ცეცხლსა მას საუკუნესა. თეოდორე, შემინდვე, გევედრები!“ ხოლო წმიდამან თეოდორე დაწყევა ეშმაკი იგი და ჰრქუა მას: „დადუმენ, საძაგელო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა! განხეთქე სამკჳდრებელი შენი და კაც[სა ნუ ავნებ. არამედ] წარვედ, სადა სთქუ!“
მაშინ ეშმაკმან მან შემუსრა კერპი იგი და მტუჱრყო იგი და ივლტოდა და ჰრქუა მთავარსა მას: „მთავარო ბოროტო, რაჲსა შეიპყარ ჭაბუკი ეგე წარსაწყმედელად ჩემდა? აწ უკუჱ მსწრაფლ განიყვანე ამის ცხორებისაგან! ნუუკუჱ განრისხნეს და ივლტოდეს ჯუარცმულისა მიმართ და ეშმაკნი ყოველნი დაიწუნეს ცეცხლითა. მე და მოყუასნი ჩემნი სიყრმითგანვე ვხედევდით, ვითარმედ მავნებელ ჩუჱნდა იქმნების.“
მოუწოდა მთავარმან წმიდა თეოდორეს [დ]ა ჰრქუა: „მითხარ, რაჲ არს შენ თანა, რომელი ღმერთთა იოტებ და სატანჯველთაგან არაჲ გეშინის და ცეცხლმან ვერაჲ გავნო? მაუწყენ საიდუმლონი შენნი საქმენი და განგიტეო.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „მიქადებ განტევებასა, ვითარმცა სურვიელ ვიყავ ყოფად ნივთთა შინა ამის საწუთოჲსათა, გარნა ყოველივე სოფელი შეურაცხ არს ჩემ წინაშე და საუკუნეთა მათ კეთილთა მოსწრაფე ვარ მიმთხუჱვად. ხოლო ვითარ გაუწყო შენ სახიერებაჲ უფლისა ჩემისაჲ, რამეთუ ვხედავ გულსა შენსა გულარძნილსა და დრკუსა? რამეთუ წერილ არს: „ნუ მისცემთ [451v] სიწმიდესა [თქუენსა] ძაღლთა, ნუ დაუსხამთ მარგალიტსა წინაშე ღორთა!“ ვითარ უკუჱ უძლო საჲდუმლოთა ღმრთისათა უწყებად შენდა, უკუჱთუ არა იყოს გული შენი წრფელ?“
განრისხნა მთავარი იგი და ბრძანა მობმაჲ მისი კიცუთა უმწყსთა და გაქცევაჲ, რაჲთა დათრევასა მას შინა განილიოს. მიიყვანნეს მჴედართა კიცუნი იგი საბლებითა და მოაბმიდეს მათ. ხოლო წმიდამან თეოდორე ითხოვა მარტოებაჲ, რაჲთა ილოცოს. ჰრქუჱს მჴედართა: „ილოცე ჩუენთჳსცა, წმიდაო თევდორე!“
აღიხილნა ახოვანმან მან თუალნი ზეცად და თქუა: „ნათელო ჭეშმარიტო, ქრისტე ღმერთო ჩემო, სასოო განწირულთაო, წინამძღუარო შეცთომილთაო, მჴსნელო წარტყუჱნულთაო, აღდგომაო მკუდართაო! გევედრები, სახიერო უფალო, რომელმან ელია ეტლითა ცეცხლისაჲთა აღამაღლე, რომელმან დანიელ პირთაგან ლომთაჲსა იჴსენ, აღადგინე აწცა ძალი შენი და მოვედ შეწევნად ჩემდა, რომელი ჰზი ზედა ქერობინთა, განცხადენ, ყავ ჩემთანა სასწაულ კეთილ, რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩუჱნთა და ჰრცხუჱნოდის. მოიჴსენენ, უფალო, ორნიცა ესე მჴედარნი და ლმობიერყვენ გულნი მათნი, რაჲთა ჰრწმენე შენ და სცხოვნდენ უკუნისამდე.“
მერმე ჰრქუა მჴედართა მეფე: „ქმენით, რაჲ-იგი ბრძანებულ არს თქუჱნდა!“ ხოლო მათ არა ინებეს შეკრვაჲ მისი. მოვიდეს სხუანი მტარვალნი, მოვლინებულნი მთავრისა მიერ, და მოაბეს წმიდაჲ იგი მოწამე უმწ[ყ]სთა მათ კიცუთა და სცეს შოლტითა და განაქცინეს ველად. და ზიდვიდეს იგინი წმიდასა მას. ხოლო მან ჴმაყო და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, უწყის სახიერებამან შენმან, თუ რაოდენ სურვიელ ვარ განსლვად სოფლისა ამისგან და მოსლვად შენ წინაშე. არამედ ამისთჳს, რაჲთა უმეტესად იდიდოს სახელი წმიდაჲ შენი, მიჴსენ სიკუდილისა ამისგან რაჲთა ჰრწმენეს მრავალთა, ვითარმედ შენ ხარ მეუფე მეუფეთაჲ, ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათაჲ.“
ესე რაჲ თქუა ნეტარმან მან, ვიხილეთ ყოველთა ეტლი ცეცხლისაჲ, მომავალი ზეცით, და აღიღო წმიდაჲ იგი მოწამე და დაადგინა კარსა უსჯულოჲსა მის მთავრისასა. ხოლო ცხენნი იგი, რომელნი ჰზიდვიდეს წმიდასა თეოდორეს, [452r], შეაძრწუნნეს ანგელოზთა და ივლტოდეს იგინი და შთაცჳივეს პარეხსა დიდსა და წარწყმდეს. ეუწყა მთავარსა მას და ესე ყოველი. იგონებდა, თუ ვითარითა საცთურითა მოკლას ახოვანი იგი. მაშინ შეაყენეს იგი დილეგსა და მთავარმან ყო განზრახვაჲ საკუთართა თჳსთა თანა, თუ რომლითა სიკუდილითა მოკლას იგი. მოუწოდა საპყრობილით და ჰრქუა: „ჰგონებ, თეოდორე, თუმცა ცოცხალი განერი ჴელთაგან ჩემთა, უკუჱთუ არა უზორო [ღ]მერთთა? აწ ისმინე ჩემი, რამეთუ დიდად მეწყალის სიჭაბუკე შენი.“
წმიდამან თეოდორე ჰრქუა მას: „და მეცა შენთჳს დიდად ვიგლოვ, მთავარო, რამეთუ მიმავალ ხარ ცეცხლსა მას საუკუნესა. აწ ისმინე ჩემი და შეინანე უსჯულოებაჲ შენი და სცხოვნდე. უკუჱთუ კულა შენ დაგიც თავი შენი წარსაწყმედელად ჩემთჳს, ვითარ გნებავს სიკუდილი, განჰმზადე, რამეთუ მე ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებ და არცა უზორავ უსულოთა მათ და ყრუთა და მრავლისა ბოროტისა მოქმედთა.“
მაშინ მიავლინა იგი საპყრობილედვე და ბრძანა აღშენებაჲ თორნისა დიდისაჲ და შთაგდებად შეშაჲ დიდძალი ფრიად და სამ დღე განჴურვებაჲ და შთაგდებაჲ მას შინა წმიდისა თეოდორესი. და ფიცა მთავარმან, ვითარმედ, უკუჱთუ იპოოს ვინმე სიტყუაჲ ხუაიშნისაჲ და მისთჳს თქუას, ანუ თუ სულთ-ოდენ-ითქუნეს, იგიცა შთავარდეს საჴუმილსა მას შინა.
ხოლო წმიდაჲ თეოდორე ილოცვიდა საპყრობილესა შინა და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, სახიერო და კაცთმოყუარეო! მინდა, რაჲთამცა ჰყავ სასწაულ კეთილ და განაგე მოსლვაჲ დედისა ჩემისაჲ, რაჲთა ვიხილოთ ურთიერთას, რაჲთა არარაჲ არს შეუძლებელი შენ წინაშე.“ რამეთუ დედაჲ მისი უცხო თესლთა ვიეთგანმე წარტაცებულ იყო.
ამას რაჲ ილოცვიდა წმიდაჲ იგი, ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: „ნუ მწუხარე ხარ ამის ჯერისათჳს. აჰა ესერა, ინება უფალმან, რაჲთა იხილო დედაჲ შენი პირველ აღსრულებისა.“
ხოლო წარჴდეს რაჲ სამნი დღენი და საშინელი იგი თორნე ეგზებოდა, ბრძანა მთავარმან მან მოყვანებაჲ თეოდორესი. ხოლო მათ მოჲყვანეს და შეკრეს და შთააგდეს საჴმილსა მას შინა.
ხოლო მჴედართა შორის, რომელთათჳს პირველ ილოცა წმიდამან თეოდორე, რომელთაჲ სახელები არს სოკრატე და დიონოსიოს, მწუხარე იქმნეს ფრიად და ჰრქუ[ჱს] [452v] უსჯულოს[ა] მას: „ჵ, მთავარო, სავსეო მრავლითა უგუნურებითა, რაჲ ბოროტი უქმნიეს შუჱნიერსა ამას ჭაბუკსა, რომელ ესოდენნი სატანჯველნი წარჰჴადენ მას და ყოველთავე ზედა მრთელად იპოვა და ჯერეთ ვერ შეიგონე? ვაჲ შენდა, უსჯულოო, რამეთუ დიდნი სატანჯველნი მიგელიან შენ.“ ჰრქუა მათ მთავარმან: „ვაჲ თქუჱნდა, უბადრუკნო, რამეთუ დღეს დააკლდებით ნათელსა მზისასა.“ და ბრძანა შთაყრაჲ მათი საჴუმილსა მას.
შეიყარნეს რაჲ საჴუმილად მჴედარნი იგი, პოეს: წმიდაჲ თეოდორე ილოცვიდა და უგალობდა უფალსა და ჰრქუჱს მას: „წმიდაო თეოდორე, შემწე გუჱყავ, რამეთუ დავიწუვით.“ ჰრქუა მათ ნეტარმან მან: „ნუ გეშინინ, ძმანო, არამედ მე ვგალობ, თქუჱნ იტყოდეთ ალელუსა.“
და იწყო წმიდამან გალობად: „წმიდაო ღმერთო!“ მჴედართა მათ თქუჱს: „ალელუჲ!“ „წმიდაო ძლიერო!“ „ალელუჲ!“ „წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუჱნ!“ „ალელუჲ!“ „წმიდა არს მამაჲ!“ „ალელუიაჲ!“ „წმიდა არს ძე!“ „ალელუიაჲ!“ „და წმიდა არს წმიდაჲ [იგი] და ნუგეშინისმცემელი სული!“ „ალელუიაჲ!“ „და დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა!“ „ალელუიაჲ!“ და შემდგომის ამისი და ყოველსა მუჴლსა ზედა იტყოდეს ალელუსა. მერმე [რმე] თქუა წმიდამან თეოდორე: „მოვედ, უფალო, მოიხილე სიგლახე ჩუჱნი და მიმოდაყარე ალი ესე ცეცხლისაჲ ჩუჱნგან, ვითარცა მიავლინე ანგელოზი და დაშრტა საჴუმილი იგი სამთა ყრმათაჲ ბაბილოვნს და დანიელ იჴსენ პირისაგან ლომთაჲსა. ჩუჱნ ზედაცა აჩუჱნე ძლიერებაჲ შენი და ღირსმყვენ სრულყოფად წამებისა ამის ჩუჱნისა!“
ესრეთ ილოცა რაჲ წმიდამან თეოდორე, ალი იგი დაშრტა და წმიდათა მათ მიერულა ძილითა ჰამოჲთა. ხოლო მას ოდენ დღესა მოიწია მადლითა ღმრთისაჲთა დედაჲ წმიდისა თეოდორესი, ნეტარი ფილიპია, შორიელთა სოფელთაგან. და ესმა რაჲ ძისა მისისათჳს, ვითარმედ საჴუმილსა შინა არს, დაიპო სამოსელი თჳსი და დაიფხურნა თმანი თჳსნი და სრბით მივიდა საჴუმილსა მას და იტყოდა: „ჵ, მეუფეო, ქრისტე ღმერთო ჩემო! რად ესრეთ მიყავ მჴევალსა შენსა? ვიდრეღა იყო საშოსა ჩემსა მონაჲ ესე შენი, ესრეთ მიბრძანე, ვითარმედ: „თეოდორე უწოდე მაგას, რამეთუ დიდსა დიდებასა მიიწევის“, და ვითარ აწ საჴუმილსა შინა ცეცხლისასა იტანჯების?“
ხოლო წმიდამან თეოდორე იხილა რაჲ დედაჲ თჳსი თავუბურავი და სამოსელდაპებული, ჰრქუა მას: „ჵ, დედაო, რაჲ ეგე ჰქმენ[453r]შენ? ევედრე ღმერთსა, რაჲთა მოხჳდე და იხილო ღუაწლი წამებისა ჩემისაჲ და განიხარო, და ვითარ სოფლისა და საწუთროჲსა საქმე ჰქმენ? აწ უკუჱ სწრაფით წარვედ და შეიმოსე სამოსელი წმიდაჲ და დაიბურე თავი, ვითარცა სძალმან ქრისტესმან, რაჲთა არა განიხაროს ეშმაკმა მან შენ ზედა.“
ხოლო იგი მეყსეულად წარვიდა და შეიმოსა, ვითარცა სძალი ქრისტესი და მოვიდა საჴუმილსა მას თანა. შეუვრდა უფალსა და იტყოდა: „იხილე, უფალო იესუ ქრისტე, ნაყოფი ესე მუცლისა ჩემისაჲ და შეიწირე შესაწირავად მსხუჱრპლად სათნოდ სულად სურნელად!“ მერმე ჰრქუა წმიდასა თეოდორეს: „შვილო ჩემო, გამომეცხადე მე, რამეთუ ჯუარითა აღესრულები.“
ხოლო განთიად აღდგა უსჯულოჲ იგი მთავარი და ჰრქუა მისთანათა: „ვჰგონებ, თუ მათ უბადრუკთა არცაღათუ ძუალი დაშთომილიყოს საჴმილსა მას შინა.“ მიუგო ერთმან მსახურთაგანმან და ჰრქუა: „უწყებულ იყავნ შენდა, უფალო, რამეთუ ყოვლადვე ვერ შეუძლო მათ ცეცხლმან, რამეთუ, შე-რაჲ-ვაგდეთ თეოდორე საჴუმილსა, ხადოდა სახელსა ქრისტესსა და მეყსეულად ესოდენი ძალი საჴუმილისაჲ დაშრტა და დედაჲცა მისი მოვიდა აწ და ასწავლის მოთმინებასა და ესრეთ იხარებს, ვითარმცა ქორწილსა აღასრულებდა ძისა თჳსისასა.“
ესე რაჲ ესმა მთავარსა, მივიდა საჴუმილსა ზედა და პოა დედაჲ თეოდორესი ერითა მრავლითა. მოუწოდა მას და ჰრქუა: „შენ ხარა დედაჲ თეოდორესი?“ მიუგო და ჰრქუა: „ჰე, მე ვარ.“ ჰრქუა მას მთავარმან: „ამცენ, რაჲთა მისმინოს: უზოროს ღმერთთა და ცხოვნდეს, რაჲთა არა უშვილოჲ დაშთე შენ სოფელსა შინა.“ მიუგო ნეტარმან ფილიპია და ჰრქუა: „ჩუჱნ ეშმაკთა არა უზორავთ. ნუ სცთები! ხოლო მე გამომიცხადა უფალმან, ვითარმედ ჯუარითა სრულ იქმნების ძე ჩემი და უწყი, რამეთუ სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს.“ მთავარმან ჰრქუა: „ვინაჲთგან შენ თჳთ ჰპოე სიკუდილი ძისა შენისაჲ, ვბრძანებ ესრეთ მოკლვად.“
და ჰრქუა მსახურთა: „გამოიყვანეთ თორნისაგან და წარიყვანეთ ჯუარცუმად!“ ხოლო ორნი იგი მჴედარნი ლახურებითა დაგურიმნეს მტარვალთა თორნესა მას შინა და მოკლნეს და დედისა წმიდისა თეოდორესი ბრძანა მახჳლითა თავისა წარკუჱთაჲ.
ხოლო წმიდაჲ თეოდორე მივიდოდა რაჲ ადგილსა მას, სადა აღემართა ჯუარი, იხილა ჯუარი იგი და ჰრქუა: „გიხაროდენ, ჯუარო, სიქადუ[453v][ლო] ქრისტეანეთაო; გიხაროდენ, ჯუარო, აღმჴოცველო ცოდვათაო; გიხაროდენ, ჯუარო, სიქადულო მართალთაო, კიბეო, ცად აღმყვანებელო, სუჱტო ნათლისაო, ქადაგებაო წინაწარმეტყუჱლთაო, ნავთსაყუდელო კაცთაო, კუჱრთხო ძლიერებისაო, გზაო უცთომელო და მახჳლო მტერთა ზედა; გიხაროდენ, ჯუარო, მაოტებელო ეშმაკთაო, ქადაგო ქრისტეს ვნებათაო, ნელსაცხებელო სურნელო, აღდგომაო მორწმუნეთაო! შემიწყნარე მე, სიხარულით შენდა მოსრული, რაჲთა ვადიდებდე ჴორცითა შენ ზედა დამოკიდებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუჱნსა და უგალობდე მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“
და აღასრულა რაჲ მოკითხვაჲ ჯუარისაჲ, ჰრქუა მტარვალთა მათ: „ნუ დამკიდებთ მსგავსად უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესა, არამედ თავდამოქცევით ჯუარს მაცჳთ მე.“ ხოლო არა უსმინეს, არამედ ჰრქუეს, ვითარმედ: „ესრეთ ბრძანებულ არს, რაჲთა მართლიად ჯუარს გაცუათ.“ და დაჰმსჭუალეს იგი ჯუარსა.
ხოლო ნეტარმან ჴმაყო და ჰრქუა: „აწ დაგთრგუნე შენ, ეშმაკო, აწ სირცხჳლეულ იქმენ შენ, სამაელ. ამიერითგან არღარა მეშინის მე შენგან, [რამეთუ აღვ]ჴედ გოდოლსა მაღალსა.“
მას ოდენ ჟამსა მოიყვანეს დედაჲ მის ნეტარისაჲ, ფილიპია, რაჲთა წინაშე ძისა მისისა წარჰკუჱთონ თავი და იტყოდა იგი: „იხილე, უფალო იესუ ქრისტე, რამეთუ სასუმელი, რომელი ჰსუ შენ კაცთა ცხორებისათჳს, სუამს შვილი ჩემი თეოდორე სახელისა შენისათჳს. მოგჳჴსენენ, უფალო, ცოდვილნი ესე და მოავლინე ჩუჱნ ზედა წყალობაჲ შენი!“
ესე რაჲ თქუა და აღასრულეს მახჳლითა. ხოლო წმიდამან თეოდორე დაყო სამი დღე ჯუარსა ზედა. მერმე ჴმაყო ღმრთისა მიმართ: „მამაო მოწყალებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშინისმცემელო! შეივედრე სული ჩემი მადლითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ შენ ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“
და ესე რაჲ თქუა, მისცა სული თჳსი უფალსა. ხოლო ძმანი შემოკრბეს და მოიხუნეს ნაწილნი იგი მოწამეთანი და დაჰმარხნეს პატიოსნად. ამისა შემდგომად ტაძარიცა შუჱნიერი აღაშენეს სამარხოსა მათსა ზედა სადიდებელად ღმრთისა.
[454r] აღესრულა წმიდაჲ თეოდორე და დედაჲ მისი ფილიპია და მჴედარნი იგი თუჱსა აგჳსტოსსა ოცსა, მეფობასა ანტონინესსა. ხოლო ჩუჱნ ზედა მეუფე არს ქრისტე ღმერთი ჩუჱნი, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

A-128

[434r]თუესა ფებერვალსა ი˜ზ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა თეოდორესი და მის თანა წამებულთა მოწამეთაჲ, რომელნი იწამნეს პერგე ქალაქსა, ქუეყანასა პანფილისასა. გუაკურთხენ!

მათ ჟამთა შინა იყო მეფე ჰრომს, ანტონინე, ხოლო ქუჱყანასა ფრიგჳსასა, ქალაქსა პერგეს, მთავრობდა დიოდორე ვინმე, კაცი უკეთური. მდევარი იყო და მტერი ქრისტეანეთაჲ.
ხოლო მოვიდა მისა ბრძანებაჲ მეფისაგან, რაჲთა შეკრიბნეს ჭაბუკნი მჴნენი და შუჱნიერნი და შეჰმზადოს დასი მჴედრებისაჲ და მისცეს მათ საფასე და საჭურველი, საჴედრები და ჯინიბები და ყოველივე, რაჲცა უჴმს მჴედართა, და დაუდგინოს ერთი ასისთავი და მიავლინოს ჰრომედ.
ხოლო მთავარი იგი მოსწრაფე იყო ბრძანებისა მისისა აღსრულებად. განავლინნა მჴედარნი, ვინცა პოოს ჭაბუკი მჴნე, მოიყვანენ მისა. განვიდეს იგინი ძიებად, შეემთხჳნეს ჭაბუკსა შუჱნიერსა, სახელით თეოდორეს, მონასა ქრისტესსა, რამეთუ მივიდოდა ლოცვისა შეწირვად ჩუჱულებისაებრ. იხილეს რაჲ იგი მჴედართა მათ, ჰრქუჱს ურთიერთას: „აჰა, ჭაბუკი, რომელსა ძალუც სხუათაჲცა ჴსნაჲ ჟამსა ბრძოლისასა.“
და მეყსეულად შეიპყრეს იგი და ჰრქუჱს: „მთავარი გიწოდს შენ.“ ხოლო ნეტარმან თეოდორე სიხარულით აღიხილნა ზეცად და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, გმადლობ შენ, რამეთუ მოიწია ჟამი მოღუაწებისა ჩემისაჲ, რომლისათჳს სურვიელ ვიყავ, დღითი დღე მოველოდე.“
და წარვიდა მათ თანა. შევიდეს მჴედარნი და აუწყეს მთავარსა, ვითარმედ: „ვპოვეთ ერთი ჭაბუკი რჩეული.“ და ბრძანა შეყუანებაჲ მისი. შეიყვანეს რაჲ, განიხარა მთავარმან და ყოველთა მის თანა მსხდომარეთა შუჱნიერებასა ზედა და სიკეთესა ხილვისა მისისასა და წე[434v]სიერებ[ა]სა ჰასაკისა მისისასა. და თქუჱს: „ჭეშმარიტად ღირსარს ეგე წინაშე მეფისა დგომასა.“ ჰრქუა მას მთავარმან: „რაჲ გეწოდების შენ, ჭაბუკო?“ მიუგო მას ახოვანმან: „თეოდორე მეწოდების.“ მთავარმან თქუა: „მადლი დიდთა ღმერთთა! სახელიცა კეთილი გაქუს.“ და ბრძანა მის ზედა ბეჭედი დადებად.
ხოლო ნეტარმან თეოდორე განკუჱთა ბეჭედი იგი და განაგდო და თქუა: „მე საშოჲთგანვე დედისა ჩემისაჲთ აღბეჭდულ ვარ მჴედრად მეუფისა ჩემისა.“ მთავარმან თქუა: „რომლისა მეუფისაჲ ხარ, მჴედარო?“ თეოდორე თქუა: „რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, მისი მჴედარი ვარ.“
მთავარმან თქუა: „რაჲ არს სახელი მისი?“ თეოდორე თქუა: „იესუ ქრისტე - მეუფე საუკუნეთაჲ!“ დიოდორე თქუა: „და არა გნებავსა, რაჲთა იქმნე მჴედარ ანტონინე მეფისა?“ თეოდორე თქუა: „არცა მჴედარ მისა ვიქმნები და არცა ბრძანებასა მისსა ვერჩი!“ მთავარმან თქუა: „უკუჱთუ ბრძანებასა მეფისასა არა ერჩი, ღმერთთაცა სადმე არა უზორავ, ვითარცა სხუანი იგი, რომელთა ეწოდა ქრისტეანე, რამეთუ არა უზორვიდეს და ფერად-ფერადითა სატანჯველითა მოსწყდეს და წარწყმდეს. აწ უკუჱ შენცა, თეოდორე, უკუჱთუ არა უზორო, ბოროტად წარწყმდეს სიჭაბუკე შენი. ხოლო, მისმინო თუ და უზორო, გყო შენ კუმსად და დიდითა პატივითა მიგავლინო მეფისა.“
თეოდორე თქუა: „ვისა მიბრძანებ ზორვად?“ მთავარმან თქუა: „უბიწოსა მას ჰაერთა მეუფესა - დიოსს.“ თეოდორე თქუა: „უბიწოჲ არსა დიოს, რომელი ჴელოვნებითა გრძნებისაჲთა ემსგავსა ვეშაპსა და აღიტაცა ულუმპია და განჴრწნა იგი და მერმე ემსგავსა ვარხუსა და განჴრწნა ქალწულებაჲ ლიაჲსი?“ მთავარმან თქუა: „ნუ[435r]ჰზრახავ ცუდად და შეასმენ დიდსა მას ღმერთსა!“
თეოდორე თქუა: „არაოდეს გიკითხავსა, თუ ვინაჲ არიან ეშმაკნი ეგე, რომელთა ჰმსახურებთ, რომელთაცა თანა დასჯად ხართ?“ მთავარმან თქუა: „უზორე ქალწულსა არტემს!“ თეოდორე თქუა: „არტემს იტყჳა, რომელი-იგი მთათა და ჴმელთა იარებინ ნადირობად, იგი არსა ქალწული? ისმინე ცხორებაჲ მისი: ჰყვეს თანაშემწედ საქმეთა მისთა ეშმაკნი და ეტ[რ]ფიალა ათორმეტთა კაცთა და იყვნეს იგინი შემწეთა მისთა ეშმაკთა თანამყოფელ მისა და აღმასრულებელ გულისთქუმათა მისთა და იქმნეს ცნობამიღებულ და ბოროტად მოსწყდეს.“ მთავარმან თქუა: „განდგომილო, ტაძართა მკრეხელო! თუ ზორვაჲ არა გნებავს, რაჲსათჳს ჰგმობ ღმერთთა, არამედ მე ვარ მიზეზი, რომელ მიგიშუ ესევითართა სიტყუათა თქუმად.“
მაშინ ბრძანა განრთხმაჲ მისი და გუჱმაჲ ზროხის ტყავებითა, ვიდრემდის აღუთქუას ზორვაი ღმერთთაჲ. ხოლო წმიდაჲ თეოდორე იტანჯებოდა რაჲ, ესრეთ იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, გიგალობ შენ და გაკურთხევ, რომელმან ღირსმყავ მე მიმთხუჱვად ნაწილსა წმიდათასა. შენ აღგიარებ და შენ გხადი მეუფედ და ღმერთად და მაცხოვრად, რომელმან ჰქმნენ საუკუნითგან საკჳრველებანი მიუთხრობელნი და გამოუთქუმელნი, რომელი შემწე ეყავ აბრაჰამს, ისააკს და იაკობს და ყოველთა მართალთა. გევედრები, ყავ ჩემთანაცა სასწაულ კეთილ და აღჴოცე ჩემგან ყოველი ბილწებაჲ და არმური ამის სოფლისაჲ და ღირსმყავ აღსრულებად სრბასა ჩემსა, რაჲთა ვაქებდე სახიერებასა შენსა.“
ესოდენ უკუჱ ტანჯეს წმიდაჲ იგი, ვიდრეღა დაშურეს მტარვალნი იგი ცემითა. ჰრქუა მას მთავარმან: „რასა იტყჳ, თეოდორე, უზორო და სცხოვნდე, რაჲთა არა უჟამოდ წარწყმდეს სიჭაბუკე შენი.“ თეოდორე ჰრქუა: „მე ესე გამომირჩევიეს, რაჲთა თავი ჩემი შევწირო ღმრთისა ჩემისა[435v] და დავთრგუნო თავი მამისა შენისა ეშმაკისაჲ!“
დიოდორე მთავარმან თქუა: „მოიღეთ ლანძჳ რკინისაჲ, განაჴურვეთ და დააწვინეთ მას ზედა და ვიხილო, თუ რასა ერგოს ღმერთი მისი.“ და მეყსეულად მოიღეს ლანძჳ დიდი, რომელსა ზედა ეტეოდა წოლად მამაკაცი და დაჰფინეს ქუჱშე მისა ცეცხლი და ას[ხ]ურებდეს ზედა ცჳლსა და ცმელსა და წუნწობასა და, აღეტყინა რაჲ ალი სასტიკი და დააწვინეს მას ზედა ნეტარი თეოდორე შიშველი და მირბიოდა იგი, ვითარცა ტარიგი უმანკოჲ, და წადიერად განირთხა ცეცხლსა მას ზედა და, ვითარცა ცუარსა ზედა, ესრეთ განისუჱნებდა.
და აღიხილნა ზეცად თუალითა მხიერულითა და თქუა: „უფალო, ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელი იქები ქერობინთა მიერ საყდართა ზედა დიდებისა შენისათა, რომელი იქები ყოველთა დაბადებულთაგან, რომელმან მოხედნი ქუჱყანასა და შეაძრწუნი იგი, შეახი მთათა და კუმოდიან. ისმინე ჴმაჲ მონისა შენისაჲ, გევედრები შენ, უფალო იესუ ქრისტე, მოავლინე ანგელოზი შენი და მიჴსენ ცეცხლისა ამისგან და კუამლისა, რამეთუ სახელისა შენისათჳს მელმის ესე ყოველი.“
ესე რაჲ თქუა, ვიხილეთ სასწაული დიდი: იქმნა ოჴრაჲ სიღრმისაგან და იძრა ქუჱყანაჲ და აღმოეცენა წყალი ლანძუსა მას ქუჱშე და დაშრტა ცეცხლი იგი და მოწამე აღდგა, ვითარცა ძილისაგან, და ჰრქუა მთავარსა: „აწ ისმინე, დიოდორე: ერთი მჴედართა შენთაგანი დააწვინე ლანძუსა მას ზედა სახელითა ღმრთისა შენისაჲთა და ვიხილოთ, ვითარძი შეეწინენ.“
ხოლო ერთმან მჴედართაგანმან, სახელით აკჳლიანე, ჰრქუა მთავარსა: „ნუ უსმენ, უფალო, ნუცა მოიგონებ მჴედართაგან მიცემად სატანჯველსა მას, არამედ, უკუჱთუ გამოცდაჲ გნებავს, მღდელთაგანი [436r] დააწვინე და, უკუჱთუ აქუს ღმერთთა ძლიერებაჲ, დაიცვან მსახური თჳსი უვნებელად.“
მოუწოდა მთავარმან მღდელსა ერთსა და ჰრქუა: „რაჲ გეწოდების შენ?“ მიუგო და ჰრქუა: „დიოსკორე არს სახელი ჩემი.“ მთავარმან თქუა: „რომელთა ღმერთთა ჰმსახურებ?“ დიოსკორე თქუა: „დიოს და ათინას.“ მთავარმან თქუა: „თეოდორე ქრისტიანე, ურჩი ბრძანებასა მეფისასა, დავაწვინე ლანძუთა ზედა. ცეცხლი არა შეეხო მას. აწ მითხარ, თუ რომლითა ჴელოვნებითა შეგრძნიბა ცეცხლი?“
დიოსკორე თქუა: „ესე უწყოდე, მთავარო, რომელ ქრისტიანეთა თანა გრძნებაჲ არა იპოების, არამედ, სადაცა სახელსდვას ქრისტესა, ყოველი ჴელოვნებაჲ გრძნებისაჲ დაიჴსნების და ეშმაკნი იდევნებიან, რამეთუ საშინელ არს სახელი იგი მისი.“ მთავარმან თქუა: „და იესო უძლიერეს არსა დიოჲსსა?“ დიოსკორე თქუა: „ზევ და დიოს კერპნი არიან, კაცთაგან გამოქანდაკებულნი.“
მთავარმან თქუა: „დაგაწვინო ლანძუთა მათ ზედა და ხადოდე ღმერთთა და, ნუთუ კულა და არაჲ გევნოს და ჰრცხუჱნეს თეოდორეს.“ დიოსკორე თქუა: „ნუ მაიძულებ მე საქმესა ამას, არამედ თავადი ზევ და დიოს აღიღე ბუმონისაგან და დადევ ცეცხლსა მას ზედა და, უკუჱთუ შეუძლოს დაცვად თავი თჳსი, სცნა, ვითარმედ სხუათაცა შეწევნად ჴელეწიფების.“
მთავარმან თქუა: „და ვინ იკადროს ქმნად ეგე, ანუ ვითარ სთქუ სიტყუაჲ ეგე?“ დიოსკორე თქუა: „მე მიბრძანე და ვქმნა და, უკუჱთუ მავნონ რაჲ, ვცნათ ძალი მისი.“ მთავარმან თქუა: „ვითარ ვხედავ, ურწმუნოებაჲ გაქუს ღმერთთაჲ, ვითარ უკუჱ ჰმსახურებ.“ დიოსკორე თქუა: „მე სარწმუნოებაჲ არაოდეს მქონებია, არამედ ნაკლ[436v]ულევანებისაგან და სიგლახაკისა ვჰმსახურებ ნაყრუვანებისათჳს, ხოლო აწ ვიხილე ნეტარი თეოდორე, ვითარ-იგი მძლე ექმნა ღმერთთა ჩუჱნთა და წადიერ ვარ მოყუასყოფად მისა.“
მთავარმან თქუა: „უკუჱთუ შენცა მჴედარ იესუჲსა იქმნებია, ყოვლისა პირველად დაწევ ლანძუსა მას ზედა!“ დიოსკორე თქუა: „გევედრები, უფალო ჩემო თეოდორე, მილოცე გლახაკსა ამას, რაჲთა ვპოო წყალობაჲ!“
მაშინ განაჴურვეს ლანძჳ იგი შჳდ წილად და დააწვინეს დიოსკორე მას ზედა და იწყო ჴმობად: „უფალო იესუ ქრისტე, ლოცვითა მონისა შენისა თეოდორესითა შეივედრე მშჳდობით სული ჩემი!“ და ესე რაჲ თქუა, აღესრულა. მაშინ მუნ მდგომარეთა მორწმუნეთა მოითხოვეს გუამი მისი და შემურეს, ვითარცა ჭეშმარიტი მოწამე, და პატიოსნად დაჰმარხეს.
ხოლო ნეტარისა თეოდორესი ბრძანა მთავარმან საპყრობილესა შეწყუდევაჲ. და იყო იგი დილეგსა მას შინა და ილოცვიდა სულისათჳს დიოსკორესისა, რაჲთა შეიყვანოს იგი უფალმან კრებულსა მას მართალთასა.
მას ღამესა მოვიდა პიღასეოს ებისკოპოსი და ევედრა მესაპყრობილესა, რაჲთა იხილოს წმიდაჲ თეოდორე. ხოლო მან შეიყვანა სიხარულით და პოვა მართალი იგი კრულებათა შინა და ევედრებოდა იგი ღმერთსა.
ხოლო ებისკოპოსი შეუვრდა ფერჴთა მისთა და ამბორსუყოფდა და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო იესუ ქრისტე, რამეთუ შემიწყალე უღირსი ესე და ცხოვართა მათგან, რომელნი მომცენ მე, გამოირჩიე ტარიგი წმიდაჲ, რომელი წარუძღუჱს ყოველსა სამწყსოსა მას შენდა მომართ.“ და ჰრქუა წმიდა თეოდორეს: „ნეტარ ხარ შენ, შვილო ჩემო, რომელმან იღუაწე ქრისტესთჳს. არამედ გევედრები, სრულყავ [437r]სრბაჲ შენი, რაჲთა ჩუჱნთჳსცა მეოხ იყო, რაჲთა შეუდგეთ კუალსა შენსა.“ და სხუაჲ მრავალი სწავლაჲ საღმრთოჲ მიუთხრა და მისცა მშჳდობაჲ და წარვიდა.
ხოლო ხვალისა დღე იყო დღე ხუთშაბათი. და ბრძანა მთავარმან მოყვანებაჲ წმიდისა თეოდორესი და, ვითარცა დადგა მის წინაშე, ჰკითხა მთავარმან მან: „რაჲ არს, თეოდორე, არა უზორავა ღმერთთა?“ თეოდორე თქუა: „უკუჱთუ მიბრძანო, ვჰკითხო გამოქანდაკებულსა მას დიოსისსა, უკუჱთუ ჰნებავს შეწირვად ჩემგან შესაწირავი.“
მთავარმან დაუყენებელად უბრძანა. მაშინ ნეტარი თეოდორე მოუჴდა კერპსა მას და ჰრქუა: „შენ გეტყჳ, უტყო და ყრუო, რომელი-ეგე გქმნეს კაცთა. თქუ უტყჳთ პირით შენით ეშმაკმან, რომელი დამკჳდრებულ არს შენ შორის, გნებავსა, რაჲთა შევწირო შენდა ზორვაჲ?“
და მეყსეულად ჴმაყო ეშმაკმან ჴმითა დიდითა: „ისმინე, მთავარო, ისმინეთ ყოველთა მკჳდრთა ამის ქალაქისათა: უწინარეს სამისა წლისა ვეძიებდი ბრძოლად ამის ჭაბუკისა, რაჲთამცა შეიყვანე სამეძვოდ, რაჲთა განეშოროს სამწყსოსა ქრისტესსა. მივედ და ვპოვე ესე სიწმიდით მძინარე და განვაჴურვენ თირკუმელნი მისნი და გული. ხოლო იგი მეყსეულად აღდგა და ილოცა და ხადოდა სახელსა ჯუარცუმულისასა და ფრიად შევძრწუნდი და ვივლტოდი მისგან. აწ უკუჱ მაგისგან ზორვაჲ არა მნებავს, არცა შესაწირავი, არამედ უწყი, ვითარმედ მაგის მიერ მეგულების სივლტოლაჲ ამიერ და ვერღარა ვარ აქა. მაკედონიას ვიყავ და გამოჩნდეს მრავალნი მბრძოლნი ჩემნი და მაოტეს მიერ. ნიკომიდიას მივედ და ტრიფონ გამომდევნა სხუასა ადგილსა. თჳრსო მოწამემან და[437v]არღჳა საყოფელი ჩემი. აქა მოვედ და თეოდორესგან ვიდევნები. სადა წარვიდე, არა უწყი, რამეთუ ყოველი სოფელი და ყოველი სული დაემორჩილნეს ჯუარცუმულსა. ხოლო მე წარვიდე ცეცხლსა მას საუკუნესა.
ხოლო წმიდამან თეოდორე შეჰრისხნა მას, დაწყევა ეშმაკი იგი და ჰრქუა მას: „დუმენ, საძაგელო, სახელითა უფლისა ჩუჱნისა იესუ ქრისტესითა! განხეთქე სამკჳდრებელი შენი და კაცსა ნუ ავნებ. არამედ წარვედ, სადაცა თჳთ სთქუ!“
მაშინ ეშმაკმან მან შემუსრა კერპი იგი, ვითარცა მტუჱრი, და ივლტოდა და ჰრქუა მთავარსა ეშმაკმან: „მთავარო ბოროტო, რაჲსათჳს შეიპყარ ჭაბუკი ესე წარსაწყმედელად ჩემდა? აწ უკუჱ მსწრაფლ განიყვანე ამის ცხორებისაგან! ნუუკუჱ განრისხნეს და ილოცოს ჯუარცუმულისა მიმართ და შენ და ყოველნი შენთანანი დაგწუნეს ცეცხლითა, რამეთუ მე და მოყუასნი ჩემნი სიყრმითგანვე ვხედევდით, ვითარმედ მაოტებელ ჩუჱნდა იქმნების.“
მოუწოდა მთავარმან წმიდასა თეოდორეს და ჰრქუა: „მითხარ, რაჲ არს შენ თანა, რომელ ღმერთთა იოტებ და სატანჯველთაგან არა გეშინის და ცეცხლმან ვერაჲ გავნო? მაუწყენ საიდუმლონი შენისა ქრისტესნი და განგიტეო.“
მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „მიქადებ განტევებასა, ვითარმცა სურვიელ ვიყავ ყოფად ნივთთა შინა ამის საწუთროჲსათა, გარნა ყოველივე სოფელი შეურაცხ არს ჩემ წინაშე და საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუჱვად მოსწრაფე ვარ. ხოლო ვითარ გაუწყო შენ სახარებაჲ ღმრთისა ჩემისაჲ, რამეთუ ვხედავ გულსა შენსა გულარძნილსა და დრკუსა? და რამეთუ წერილ არს: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ჩემსა ძაღლთა, ნუცა დაუსხ[438r]ამთ მარგალიტსა ჩემსა წინაშე ღორთა!“ ვითარ უკუჱ შეუძლო საიდუმლოთა ღმრთისათა, უკუჱთუ არა იყოს გული შენი წრფელ?“
განრისხნა მთავარი იგი და ბრძანა მობმაჲ მისი კჳცთა უმწყთა და განქცევაჲ, რაჲთა თრევასა მას შინა განილიოს. მოიყვანნეს მჴედართა მათ კიცუნი საგდებლითა და მოაბმიდეს მას. ხოლო წმიდამან თეოდორე ითხოვა დროებაჲ, რაჲთა ილოცოს. ჰრქუჱს მჴედართა: „ილოცე ჩუჱნთჳსცა, წმიდაო თეოდორე!“
აღიხილმა ახოვანმან მან თუალნი ზეცას და თქუა: „ნათელო ჭეშმარიტო, ქრისტე ღმერთო ჩუჱნო, სასოო განწირულთაო, წინამძღუარო შეცთომილთაო, მჴსნელო წარტყუჱნულთაო, აღდგომაო მკუდართაო! გევედრები, სახიერო უფალო, რომელმან ელია ეტლითა ცეცხლისაჲთა აღამაღლე, რომელმან დანიელ პირისაგან ლომთაჲსა იჴსენ, აღადგინე აწცა ძალი შენი და მოვედ შეწევნად ჩემდა, რომელი ჰზი ქერაბინთა, განაცხადენ, ყავ სასწაულ კეთილ, რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუჱნოდის. მოიჴსენენ, უფალო, ორნიცა ესე მჴედარნი და ლმობიერყვენ გულნი მათნი და რაჲთა ჰრწმენე შენ და ცხონდენ უკუნისამდე.“
მერმე ჰრქუა მჴედართა მათ: „ქმენით, რაჲ-იგი ბრძანებულ არს თქუჱნდა!“ ხოლო მათ არა ინებეს შეკრვაჲ მისი. მოვიდეს სხუანიცა მტარვალნი მოვლინებულნი მთავრისა მიერ და მოაბეს წმიდაჲ იგი მოწამე უმწყთა მათ კიცუთა და სცეს მათ შოლტითა და განაქცინეს ველად. და ზიდვიდეს იგინი წმიდასა მას. ხოლო მან ჴმაყო და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, უწყის სახიერებამან შენმან, თუ რავდენ სურვიელ ვარ განსლვად სოფლისა ამისგან და მოსლვად შენ წინაშე. არამედ ამისთჳს, რაჲთა უმეტესად იდიდოს სახელი შენი წმიდაჲ, მიჴსენ ამის სიკუდილისაგან, რაჲთა ჰრწმე[438v]ნეს მრავალთა, ვითარმედ შენ ხარ მეუფე მეუფეთაჲ და ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათაჲ.“
ესე რაჲ თქუა ნეტარმან, ვიხილეთ ყოველთა ეტლი ცეცხლისაჲ, მომავალი ზეცით, და აღიღო წმიდაჲ იგი მოწამე და დაადგინა წინაშე კარსა უსჯულოჲსა მის მთავრისასა. ხოლო ცხენნი იგი, რომელნი ზიდვიდეს წმიდასა თეოდორეს, შეაძრწუნეს ანგელოზთა, ივლტოდეს იგინი და შთაცჳვეს პარეხსა დიდსა და წარწყმდეს.
ეუწყა მთავარსა მას ესე ყოველი. და იგონებდა, თუ ვითარითა სახითა მოკლას ახოვანი იგი. მაშინ შეაყენეს იგი დილეგსა და მთავარმან ყო განზრახვაჲ საკუთართა თჳსთა თანა, თუ რომლითა სიკუდილითა მოკლას იგი. მოუწოდა საპყრობილით და ჰრქუა: „ნუ ჰგონებ, თეოდორე, თუმცა ცოცხალი განერე ჴელთაგან ჩემთა, უკუჱთუ არა უზორო ღმერთთა. აწ ისმინე ჩემი, რამეთუ დიდად მეწყალის სიჭაბუკე შენი.“
წმიდამან თეოდორე ჰრქუა მას: „და მეცა დიდად ვიგლოვ შენთჳს, მთავარო, რამეთუ მიმავალ ხარ ცეცხლსა მას საუკუნესა. აწ ისმინე ჩემი და შეინანე უსჯულოებაჲ შენი და სცხონდე. უკუჱთუ კუალად შენ დაგიც თავი შენი წარსაწყმედელად ჩემთჳს, ვითარცა გნებავს სიკუდილი, განჰმზადე, რამეთუ მე ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებ, არცა უზორავ უსულოთა მათ და ყრუთა და მრავლისა ბოროტისა მოქმედთა.“
მაშინ მიავლინა იგი საპყრობილედვე და ბრძანა აღშენებაჲ თორნისა დიდისაჲ და შთაგზნებად შეშაჲ ფრიადი და სამ დღე განჴურვებაჲ და შთაგდებაჲ მას შინა წმიდისა თეოდორესი. და ფიცა მთავარმან, ვითარმედ, უკუჱთუ იპოოს ვინ, რომელმან სიტყუაჲ ხუაიშნისაჲ მისთჳს თქუას, ანუ სულთ-ოდენ-ითქუნეს, იგიცა შთავა[439r]რდეს საჴუმილსა მას.
ხოლო წმიდაჲ თეოდორე ილოცვიდა საპყრობილესა შინა და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, სახიერო და კაცთმოყუარეო! მინდა, რაჲთამცა ჰყავ სასწაულ კეთილ და განაგე მოსლვაჲ დედისა ჩემისაჲ, რაჲთა ვიხილოთ ურთიერთარს, რამეთუ არარაჲ არს შეუძლებელ შენ წინაშე.“ რამეთუ დედაჲ მისი უცხო თესლთა ვიეთგანმე წარტყუჱნულ იყო.
ამას რაჲ ილოცვიდა, ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: „ნუ მწუხარე ხარ ამის ჯერისათჳს. აჰა ესერა, ბრძანა უფალმან, რაჲთა იხილო დედაჲ შენი პირველ აღსრულებისა.“
ხოლო წარჴდეს რაჲ სამნი დღენი და საშინელი იგი თორნე ეგზებოდა, ბრძანა მთავარმან მოყვანებაჲ წმიდისა თეოდორესი. მოიყვანეს და შეკრეს და შთააგდეს საჴუმილსა მას.
ხოლო მჴედარნი იგი, რომელთათჳს პირველ ილოცა წმიდამან თეოდორე, რომელთა სახელები ესე არს სოკრატე და დიონოსე, მწუხარე იქმნნეს ფრიად და ჰრქუჱს უსჯულოსა მას: „ჵ, მთავარო, სავსეო მრავლითა უგუნურებითა, რაჲ ბოროტი უქმნიეს შუჱნიერსა მას ჭაბუკსა, რომელ ესოდენნი სატანჯველნი წარჰჴადენ მას და ყოველთავე ზედა მძლედ იპოვა და ჯერთ ვერ შეიგონე? ვაჲ შენდა, უსჯულოო, რამეთუ დიდნი სატანჯველნი მიგელიან შენ.“ ჰრქუა მათ მთავარმან: „ვაჲ თქუჱნდა, უბადრუკნო, რამეთუ დღეს დააკლდებით ნათელსა მზისასა.“ და ბრძანა შთაყრაჲ მათი საჴუმილსა მას.
შთაიყარნეს რაჲ საჴუმილად მჴედარნი იგი, პოვეს წმიდაჲ თეოდორე, რამეთუ ილოცვიდა და უგალობდა უფალსა. ჰრქუჱს მას: „წმიდაო თეოდორე, შემეწიე, გუჱყავ, რამეთუ დავიწუვით.“ ჰრქუა მათ ნეტარმან: „ნუ გეშინინ, ძმაო, არამედ ესერა მე ვგალობ, თქუჱნ იტყოდეთ ალილუასა.“
და იწყო წმიდამან გალობად: „წმიდაო ღმერთო!“ და მჴედართა მათ თქუჱს: „ალილუჲა!“[439v] „წმიდაო ძლიერო!“ „ალილუჲა!“ „წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუჱნ!“ „ალილუჲა!“ „წმიდა არს მამაჲ!“ „ალილუჲა!“ „წმიდა არს ძე!“ „ალილუჲა!“ „წმიდა არს წმიდაჲ იგი და ნუგეშინისმცემელი სული!“ „ალილუჲა!“ „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა!“ „ალილუჲა!“ და შემდგომი ამისი და ყოველსა მუჴლსა ზედა იტყოდეს იგინი ალილუასა.
მერმე თქუა წმიდამან თეოდორე: „მოვედ, უფალო, შეწევნად ჩუჱნდა და იხილე სიგლახაკე ჩუჱნი და მიმოდაყარე ალი ესე ჩუჱნგან ცეცხლისაჲ, ვითარცა მიავლინე ანგელოზი და დაშრიტა საჴუმილი იგი ცეცხლისაჲ სამთა ყრმათაჲ ბაბილონს და დანიელ იჴსენ პირისაგან ლომთაჲსა. ჩუჱნ ზედაცა აჩუჱნე ძლიერებაჲ შენი და ღირსმყვენ ჩუჱნ სრულყოფად წამებისა ამის ჩუჱნისა!“
ესრეთ ილოცა რაჲ წმიდამან თეოდორე, ალი იგი დაშრტა და წმიდათა მათ მიერულა ძილითა ჰამოჲთა.
ხოლო მას ოდენ დღესა მოიწია მადლითა ღმრთისაჲთა დედაჲ წმიდისა თეოდორესი, ნეტარი ფილიპია, შორიელთა სოფელთაგან. და ესმა რაჲ ძისა მისისათჳს, ვითარმედ საჴუმილსა შინა, დაიპო სამოსელი თჳსი და აიფხურნა თმანი თჳსნი და სრბით მოვიდა საჴუმილსა მას და იტყოდა: „ჵ, მეუფეო, ქრისტე ღმერთო ჩემო! რად ესრეთ მიყავ მჴევალსა შენსა? რამეთუ, ვიდრეღა იყო საშოსა ჩემსა მონაჲ ესე შენი, ესრეთ მიბრძანე, ვითარმედ: „თეოდორე უწოდე მას, რამეთუ დიდსა დიდებასა მიიწევის“, და ვითარ აწ საჴუმილსა შინა ცეცხლისასა იტანჯების?“
წმიდამან თეოდორე იხილა დედაჲ თჳსი თავუბურველი და სამოსელდაპებული, ჰრქუა მას: „ჵ, დედაო, რაჲ ეგე ჰქმენ შენ? მე ვევედრე ღმერთსა, რაჲთა მოხჳდე და იხილო ღუაწლი წამებისა ჩემისაჲ და განიხარო, და ვითარ სოფლიოჲ და საწუთროჲ საქმე ჰქმენ? აწ უკუჱ მსწრაფლ წარვედ და შეიმოსე სამოსელი წმიდაჲ და დაიბურე თავი, ვითარცა სძალმან ქრისტესმან, რაჲთა არა განიხაროს[440r] ეშმაკმან შენ ზედა.“
ხოლო იგი მეყსეულად წარვიდა და შეიმოსა, ვითარცა სძალი ქრისტესი და მოვიდა საჴუმილსა მას თანა. შეუვრდა უფალსა და იტყოდა: „იხილე, უფალო იესუ ქრისტე, ნაყოფი ესე მუცლისა ჩემისაჲ და შეწირე შესაწირავად მსხუჱრპლად სულად სულნელად!“ მერმე ჰრქუა წმიდა თეოდორეს: „შვილო ჩემო, გამომეცხადა მე, ვითარმედ ჯუარითა აღესრულები შენ.“
ხოლო განთიად აღდგა უსჯულოჲ იგი მძლავრი და ჰრქუა მისთანათა: „ვჰგონებ, თუ მათ უბადრუკთაჲ არცათუ ძუალი დაშთომილიყოს საჴუმილსა მას შინა.“ მიუგო ერთმან მსახურთაგანმან და თქუა: „უწყებულ იყავნ შენდა, უფალო, ყოვლად ვერ უძლო მათ ცეცხლმან, რამეთუ, შე-რაჲ-ვაგდეთ თეოდორე საჴუმილსა, ხადოდა სახელსა ქრისტესსა და მეყსეულად ესოდენი ძალი საჴუმილისაჲ მის დაშრტა და დედაჲცა მისი მოვიდა აწ და ასწავლის მოთმინებასა და ესრეთ იხარებს, ვითარმცა ქორწილსა აღასრულებდა ძისა თჳსისასა.“
ესე რაჲ ესმა მთავარსა, მოვიდა საჴუმილსა მას ზედა და პოვა დედაჲ თეოდორესი ერითა მრავლითა. მოუწოდა მას და ჰრქუა: „შენ ხარა დედაჲ თეოდორესი?“ მიუგო და ჰრქუა: „ჰე, მე ვარ.“ ჰრქუა მას მთავარმან: „ამცენ, რაჲთა მისმინოს და უზოროს ღმერთთა და ცხონდეს, რაჲთა არა უშვილოჲ დაშთე შენ სოფელსა შინა.“ მიუგო ნეტარმან ფილიპია და ჰრქუა: „ისმინე, მთავარო, რამეთუ ჩუჱნ ეშმაკთა არა უზორავთ. ნუ სცთები! ხოლო მე გამომიცხადა უფალმან, რამეთუ ჯუარითა სრულ იქმნების ძე ჩემი და უწყი, სიტყუაჲ უფლისაჲ ჭეშმარიტ არს.“ მთავარმან მან ჰრქუა: „ვინაჲთგან შენ თჳთ ჰპოე სიკუდილი ძისა შენისაჲ, ვბრძანებ ეგრეთ მოკლვად.“
და გამოიყვანეს წმიდაჲ თეოდორე თორნისა მისგან და წარმოიყვანეს ჯუარცუმად. ხოლო ორნი იგი მჴედარნი [440v]ლახურებითა დაგურიმნეს მტარვალთა თორნესავე მას შინა და მოკლნეს და დედისა წმიდისა თეოდორესი ბრძანა მახჳლითა თავისა წარკუჱთაჲ.
ხოლო წმიდაჲ თეოდორე მოვიდა რაჲ ადგილსა მას, სადა აღემართა ჯუარი, იხილა ჯუარი იგი და თქუა:
„გიხაროდენ, ჯუარო, სიქადულო მართალთაო, კიბეო, ცად აღმყვანებელო, სუჱტო ნათლისაო, ქადაგებაო წინაწარმეტყუჱლთაო, კუჱრთხო ძლიერებისაო, გზაო უცთომელო და მახჳლო მტერთა ზედა, მაოტებელო ეშმაკთაო, ქადაგო ქრისტეს ვნებათაო, ნელსაცხებელო სულნელო, აღდგომაო მორწმუნეთაო! შემიწყნარე მე, სიხარულით შენდა მოსრული, რაჲთა ვადიდებდე ჴორცითა შენ ზედა დამოკიდებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუჱნსა და უგალობდე მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
და აღასრულა რაჲ მოკითხვაჲ ჯუარისაჲ, ჰრქუა მტარვალთა: „ნუ დამკიდებთ მე მსგავსად უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესა, არამედ თავდაქცევით ჯუარს მაცჳთ.“ ხოლო მათ არა უსმინეს, არამედ ჰრქუჱს, ვითარმედ: „ესრეთ ბრძანებულ ვართ, რაჲთა მართლიად ჯუარს გაცუათ.“ და დაჰმჭუალეს იგი ჯუარსა მას ზედა.
ხოლო ნეტარმან მან ჴმაყო და თქუა: „აწ დაგთრგუნე შენ, ეშმაკო, აწ სირცხჳლეულ იქმენ შენ, სამაელ. ამიერითგან არღარა მეშინის შენგან, რამეთუ აღვჴედ გოდოლსა მაღალსა.“
მას ოდენ ჟამსა მოიყვანეს დედაჲ მის ნეტარისაჲ, ფილიპია, რაჲთა წინაშე ძისა მისისა წარჰკუჱთონ თავი და იტყოდა იგი: „იხილე, უფალო იესუ ქრისტე, რამეთუ სასუმელი, რომელი ჰსუ შენ კაცთა ცხორებისათჳს, სუამს შვილი ჩემი თეოდორე სახელისა შენისათჳს. მოგჳჴსენენ, უფალო, ცოდვილნი ესე და მოავლინე ჩუჱნ ზედა წყალობაჲ შენი!“
ესე თქუა და აღესრულა მახჳლითა. ხოლო წმიდამან თეოდორე დაყო სამი დღე ჯუარსა ზედა. მერმე ჴმაყო ღმრთისა მიმართ[441r]: „მამაო მოწყალებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშინისმცემელო! შეივედრე სული ჩემი მადლითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
და ესე რაჲ თქუა, მისცა სული თჳსი უფალსა. ხოლო ძმანი შეკრბეს და აღიხუნეს ნაწილნი იგი მოწამეთანი და დაჰმარხნეს პატიოსნად. ამისა შემდგომად ტაძარიცა შუჱნიერი აღაშენეს სამარხოსა მათსა ზედა სადიდებელად ღმრთისა.
აღესრულა წმიდაჲ თეოდორე და დედაჲ მისი ფილიპია და მჴედარნი იგი თუჱსა აგჳსტოსსა ოცსა, მეფობასა ანტონინესა. ხოლო ჩუჱნ ზედა მეუფე არს ქრისტე ღმერთი ჩუჱნი, რომლისაჲ არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

A-382

[83r] თუესა სეკდენბერსა კ˜ა წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა [მოწამის]ა თეოდორესი და მის თანა [წა]მებულთა მოწამეთა, რომელნი იწამნეს პერგე ქალაქს, ქუჱყანასა პამფილიისასა.

მათ ჟამთა იყო ჰრომს მეფე ანტონინე, ხოლო ქუჱყანასა ფრიგიისასა, ქალაქისა პერგეს, მთავრობდა დიოდორე ვინმე, კაცი უკეთური. მდევარი იყო და მტერი ქრისტეანეთაჲ.
ხოლო მოვიდა მისა ბრძანებაჲ მეფისაგან, რაჲთა შეკრიბნეს ჭაბუკნი მჴნენი და შუჱნიერნი და შემზადოს დასი მჴედრებისა და მისცეს მათ საფასე და საჭურველი და საჴედრები და ჯინიბები და ყოველი, რაჲცა უჴმს მჴედართა, და დაუდგინოს ერთი ასისთავი და მიავლინნეს ჰრომედ.
ხოლო მთავარი იგი მოსწრაფე იყო ბრძანებისა მის აღსრულებად. განავლინნა მჴედარნი, რაჲთა, ვინაცა პოვონ ჭაბუკი მჴნე, მიიყვანონ მისა. და განვიდეს რაჲ იგინი ძიებად, შეემთხჳნეს ჭაბუკსა შუჱნიერსა, სახელითა თეოდორეს, მონასა ქრისტესა. და მივიდოდა ლოცვისა შეწირვად ჩუჱულ[ებ]ისაებრ, იხილეს რაჲ მჴედართა მათ. და თქ[უ]ეს ურთიერთიეთას: „აჰა, ჭაბუკი, რომელსა ძალუც სხუათაჲცა ჴსნა ჟამსა ბრძოლისასა.“ და მეყსეულად შეიპყრეს იგი და ჰრქუეს მას: „მთავარი გიწეს შენ.“
ხოლო ნეტარმან თეოდორე სიხარულით აღიხილნა ზეცად და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, გმადლობ შენ, რამეთუ მოიწია ჟამი მოღუაწებისა ჩემისა, რომლისათჳს სურვიელ ვიყავ, დღითი დღე მოველოდე.“ და წარვიდა მათ თანა.
შევიდეს მჴედარნი და აუწყეს მთავარსა, ვითარმედ: „ვჰპოეთ ერთი ჭაბუკი რჩეული.“ [ბრ][83v]ძანა შეყვანებაჲ მისი. შეიყვანეს რაჲ, განიხარა მძლავრმან და ყოველთა მის თანა მსხდომარეთა შუჱნიერებასა ზედა და სიკეთესა ხილვისა მისისასა და წესიერებასა ჰასაკისა მისისასა. და თქუეს: „ჭეშმარიტად ღირსარს ეგე წინაშე მეფისა დგომასა.“ ჰრქუა მას მძლავრმან: „რაჲ გეწოდების შენ, ჭაბუკო?“ მიუგო ახოვანმან: „თეოდორე მეწოდების.“ მთავარმან თქუა: „მადლი დიდთა ღმერთთა! სახელიცა კეთილი გაქუს.“ და ბრძანა დადებად მის ზედა ბეჭედი.
ხოლო ნეტარმან თეოდორე განკუჱთა ბეჭედი იგი და განაგდო და თქუა: „მე საშოჲთგანვე დედისა ჩემისაჲთ აღბეჭდულ ვარ მჴედრად მეუფისა ჩემისა.“ „რომლისა მეუფისა ხარ მჴედარი?“ თეოდორე ჰრქუა: „რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, მისი მჴედარი ვარ.“
მთავარმან ჰრქუა: „რაჲ არს სახელი მისი?“ თეოდორე თქუა: „იესუ ქრისტე - მეუფჱ საუკუნეთა!“ დიოდორე მთავარმან თქუა: „და არა გნებავსა, რაჲთა იქმნე მჴედარ ანტონინე მეფისა?“ თეოდორე თქუა: „არცა მჴედარ მისა ვიქმნები, არცა ბრძანებასა მისსა ვერჩი!“ მთავარმან თქუა: „უკუჱთუ ბრძანებასა მეფისასა არა ერჩი, ღმერთთაცა სადმე არა უზორავ, ვითარცა სხუანი იგი, რომელთა ეწოდებოდა ქრისტეანე, არა უზორვიდეს და ფერად-ფერადითა სატანჯველითა მოსწყდეს და წარწყმდეს. აწ უკუჱ შენცა, თეოდორე, უკუჱთუ არა უზორო, ბოროტად წარწყმდეს სიჭაბუკე შენი. ხოლო, მისმინო თუ და უზორო, გყო შენ კომისად და დიდითა პატივითა მიგავლინოჲ მეფისა.“
თეოდორე თქუა: „ვისა მიბრძანებ ზორვად?“ მთავარმან ჰრქუა: „უბიწოსა მას ჰაერთა მეუფჱსა - დიოსს.“ თეოდორე თქუა: „უბიწოჲ არ[სა დი]ოს, რომელი ჴელოვნებითა გრძნებისაჲთა ემსგავსა ვეშაპსა და აღიტაცა ულონპია და განხრწნა იგი და მერმე ემსგავსა ვარხუსა და განჴრწნა ქალწულებაჲ ლიასი?“ მთავარმან თქუა: „[ნუ ჰ]ზრახავ ცუდად და შეასმენ დიდსა მას ღმერთსა!“
თეოდორე თქუა: „არაოდეს გიკითხავსა, თუ ვინ არიან ეშმაკნი, რომელთა-ეგე ჰმსახურებთ, რომელთაცა თანა დაშჯად ხართ?“ მთავარმან თქუა: „უზორე ქალწულსა არტემს!“ თეოდორე თქუა: „არტემს იტყჳ, რომელი-იგი მთათა და ჴევთა იარებინ ნადირობად. იგი არსა ქალწული? ისმინე ცხორებაჲ მისი: ჰყვეს თანაშემწედ საქმეთა თჳსთა ეშმაკნი და ეტრფიალა ათორმეტთა კაცთა და იყვნეს იგინი შემწეთა მათ მისთა ეშმაკთა თანამყოლელ მისა და აღმასრულებელ გულისთქუმათა მისთა და იქმნნეს ცნობაჲმიღებულ და ბოროტად მოსწყდეს და წარწყმდეს.“ მთავარმან თქუა: „განდგომილო, ტაძართა მკრეხველო! თუ ზორვაჲ არა გნებავს, რაჲსათჳსღა ჰგმობ ღმერთთა, არამედ მე ვარ მიზეზი, რომელ მიგიშუ ესევითართა სიტყუათა თქუმად.“
მაშინ ბრძანა განრთხმაჲ მისი და გუჱმაჲ ზროხისა ტყავებითა, ვიდრემდე აღუთქუას ზორვაჲ. ხოლო თეოდორე იტანჯებოდა რაჲ, ესრეთ იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, გიგალობ შენ და გაკურთხევ, რომელმან ღირსმყავ მიმთხუევად ნაწილსა მართალთასა. შენ აღგიარებ და შენ გხადი მეუფჱდ და ღმერთად და მაცხოვრად, რომელმან ჰქმნენ საუკუნითგან საკჳრველებანი მიუთხრობელნი და გამოუთქმელნი, რომელი შემწე ეყავ აბრაჰამს, ისააკს და იაკობს და ყოველთა მართალთა. გევედრები, ყავ ჩემთაცა სასწაულ კეთილ და აჴოცე ჩემგან სრულიად ყოველი ბილწ[84r]ებაჲ და ალმური ამის სოფლისა და ღირსმყავ აღსრულებაჲდ სრბაჲსა ჩემსა, რაჲთა ვაქებდე და ვადიდებდე სახელსა შენსა უკუნისამდე!“
ესოდენ უკუჱ ტანჯეს იგი, ვიდრე დაშურეს ცემითა მტარვალნი იგი. ჰრქუა მას მთავარმან: „რასა იტყჳ, თეოდორე, უზოროა და სცხონდე, რაჲთა არა უჟამოდ წარწყმდეს სიჭაბუკე შენი.“ თეოდორე თქუა: „მე ესე გამოვირჩიე, რაჲთა თავი ჩემი შევწირო ღმრთისა ჩემისა და დავთრგუნო თავი მამისა შენისა ეშმაკისაჲ!“
დიდორე მთავარმან თქუა: „მოიღეთ ლანძჳ რკინისა, განაჴურვეთ და დააწვინეთ მას ზედა და ვიხილოთ, თუ რასა ერგოს ღმერთი მისი.“ და მეყსეულად მოიღეს ლანძჳ დიდი, რომელსა ზედა დაეტეოდა წოლად მამაჲკაცი. დაჰფინეს ქუეშჱ ცეცხლი და ასხურებდეს ზედა ცჳლსა და ცმ[ე]ლსა და წუმწუბასა და, აღეტყინა რაჲ ალი სასტიკი, დააწვინეს მას ზედა ნეტარი თეოდორე შიშუჱლი. მირბოდა იგი, ვითარცა ტარიგი უმანკოჲ და წადიერად განირთხა ცეცხლსა მას ზედა და, ვითარცა ცუარსა ზედა, ესრეთ განისუჱნებდა.
და აღიხილნა ზეცად თუალითა მხიარულითა და თქუა: „უფალო, ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელი იქები ქერობინთა მიერ საყდართა ზედა დიდებისა შენისათა, რომელი იქები ყოველთა დაბადებულთაგან, რომელმან მოხედნი ქუჱყანაჲსა და შეაძრწუნვი იგი, შეახე მთათა და კუმოდიან, ისმინე ჴმაჲ მონისა შენისა, გევედრები, უფალო იესო ქრისტე, მოავლინე ანგელოზი შენი და მიჴსენ ცეცხლისა ამისგან და კუამლისა, რამეთუ სახელისა შენისათჳს მელმის ესე ყოველი.“
ესე რაჲ თქუა, ვიხილეთ სასწაული დიდი: იქმნა ოჴრაჲ სიღრმითგან და იძრა ქუეყანაჲ და აღმოეცენა წყალი ლანძუსა მას ქუჱშე და დაშრტა ცეცხლი იგი და მოწამე აღდგა, ვითარცა ძილისაგან, და ჰრქუა მთავარსა: „აწ ისმინე, დიოდორე, ერთი მჴედართა შენთაგანი დააწჳვინე ლანძუსა მას ზედა სახელითა ღმერთთა შენთაჲთა და ვიხილოთ, ვითარძი შეეწინენ.“
ხოლო ერთმან მჴედართაგანმან, სახელით აკჳლინე, ჰრქუა მთავარსა: „ნუ უსმენ, უფალო, ნუცა მოიგონებ მჴედართაგანსა მიცემად სატანჯველსა მას, არამედ, უკუჱთუ გამოცდა გნებაჲვს, მღდელთაგანი დააწვინე და, უკუჱთუ აქუს ღმერთთა ძლიერებაჲ, დაიცვან მსახური თჳსი უვნებელად.“
მოუწოდა მთავარმან მღდელსა ერთსა და ჰრქუა: „რაჲ გეწოდების შენ?“ მიუგო და ჰრქუა: „დიოსკორე არს სახელი ჩემი.“ მთავარმან ჰრქუა: „რომელთა ღმერთთა ჰმსახურებ?“ დიოსკორე თქუა: „დიოს და ათინას.“ მთავარმან თქუა: „თეოდორე ქრისტიანე, ურჩი ბრძანებასა მეფისასა, დავაწვინეთ ლანძუსა ზედა და ცეცხლი არა შეეხო მას. აწ მითხარ, თუ რომლითა ჴელოვნებითა შეგრძნიბაჲ ცეცხლი?“
დიოსკორე თქუა: „ესე უწყოდე, მთავარო, რომელ ქრისტეანეთა თანა გრძნებაჲ არა იპოების, არამედ, სადაცა სახელედვის სახელსა ქრისტესსა, ყოველი ჴელოვნებაჲ გრძნებისა დაიჴსნების და ეშმაკნი იდევნებიან, რამეთუ საშინელ არს სახელი იგი.“ მთავარმან თქუა: „იესო უძლიერეს არსა დიოსისა?“ დიოსკორე თქუა: „ზევდიოს კერპი არს, კაცთაგან გამოქანდაკებული.“
მთავარმან თქუა: „დაგაწვინოთ ლანძუსა მას ზედა და ხადოდე ღმერთთა და არა გევნოს და ჰრცხუჱნეს თეოდორეს.“ დიოსკორე თქუა: „ნუ მაიძულებ საქმესა მას, არამედ თავადი ზევდიოს აღიღე ბომონისაგან [84v] და დადევ ცეცხლსა მას ზედა და, უკუჱთუ შეუძლოს დაცვად თავი თჳსი, სცნა, ვითარმედ სხუაჲთაცა შეწევნად ჴელეწიფების.“
მთავარმან თქუა: „და ვინ იკადროს ქმნად ეგე, ვითარ სთქუ სიტყუაჲ ეგე?“ დიოსკორე თქუა: „მე მიბრძანე და ვქმნა და, უკუჱთუ მავნოს რაჲ, ვცნათ ძალი მისი.“ მთავარმან თქუა: „ვითარ ვხედავ, ურწმუნოებაჲ გაქუს ღმერთთაჲ, ვითარ უკუჱ ჰმსახურებ შენ?“ დიოსკორე თქუა: „სარწმუნოებაჲ არაოდეს მქონებია, არამედ ნაკლულევანებისაგან და სიგლახაკისა ვმჰსახურებდ ნაყროვნებისათჳს, ხოლო აწ ვიხილე ნეტარი თეოდორე, ვითარ მძლე ექმნა ღმერთთა ჩუჱნთა და წადიერ ვარ მოყუსყოფად მისა.“
მთავარმან თქუა: „უკუჱთუ შენცა მჴედარ იესუჲსა იქმნები, ყოვლისა პირველად დაწევ ლანძუსა მას ზედა!“ დიოსკორე თქუა: „გევედრები, უფალო ჩემო თეოდორე, მილოცე გლახაკსა ამას, რაჲთა ვპოო წყალობაჲ!“ მაშინ განაჴურვეს ლანძჳ იგი შჳდ წილად და დააწვინეს დიოსკორე მას ზედა და იწყო ჴმობად: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო, ლოცვითა მონისა შენისა თეოდორესითა შეივედრე სული ჩემი მშჳდობით!“ და ესე რაჲ თქუა, აღესრულა. მაშინ მუნ მდგომარეთა მორწმუნეთა მოითხოვეს გუამი მისი და შემურეს, ვითარცა ჭეშმარიტი მოწამე, და პატიოსნად დაჰმარხეს.
ხოლო ნეტარისა თეოდორესი ბრძანა მთავარმან საპყრობილესა შეწყუდევაჲ. და იყო იგი დილეგსა მას შინა და ილოცვიდა სულისათჳს დიოსკორესა, რაჲთა შეიყვანოს იგი უფალმან კრებულსა მას მართალთასა.
მას ღამესა მოვიდა პიღასე ეპისკოპოსი და ევედრა მესაპყრობილესა, რაჲთა იხილოჲს წმიდაჲ თეოდორე და შეიყვანა სიხარულით და პოვა მართალი იგი კრულებათა შინა და ევედრებოდა იგი ღმერთსა.
ხოლო ეპისკოპოსი შეუვრდა ფერჴთა მისთა და ამბო[რ[სუყოფდა და თქუა: „გმადლობ შენ, იესუ ქრისტე, რამეთუ შემიწყალე უღირსი ესე და ცხოვართა მათგან, რომელნი მომცენ მე, გამოირჩიე ტარიგი წმიდაჲ, რაჲთა მან წარუძღუეს ყოველსა მას სამწყსოსა შენდა მომართ.“ და ჰრქუა წმიდა თეოდორეს: „ნეტარ ხარ შენ, შვილო ჩემო, რომელმან იღუაწე ქრისტესთჳს. არამედ გევედრები, სრულჰყავ სრბაჲ შენი, რაჲთა ჩუჱნთჳს მეოხ იყო, რაჲთა შეუდგეთ კუალსა შენსა.“ და სხუაჲ მრავალი საღმრთო სწავლაჲ მიუთხრა და მისცა მშჳდობაჲ და წარვიდა.
ხვალისა დღე იყო დღე ხუთშაბათი. ბრძანა მთავარმან მიყვანებაჲ წმიდისა თეოდორესი და, ვითარცა დადგა მის წინაშე, ჰკითხა მთავარმან: „რაჲ არს, თეოდორე, არა უზორავა ღმერთთა?“ თეოდორე თქუა: „უკუჱთუ მიბრძანო, ვჰკითხო გამოქანდაკებულსა მას დიოსისა, უკუჱთუ ჰნებაჲვს შეწირვად ჩემგან შესაწირავი.“
მთავარმან დაუყენებელად უბრძანა. მაშინ ნეტარი თეოდორე მოუჴდა კერპსა მას და ჰრქუა: „შენ გეტყჳ, უტყო და ყრუო, რომელი-ეგე გქმნეს კაცთა. თქუნ უტყჳთ პირით შენით ეშმაკმან, რომელი დამკჳდრებულ არს შენ თანა, გნებავსა, რაჲთა შევწირო შენდა ზორვაჲ?“
და მეყსეულად ჴმაჲყო ეშმაკმან ჴმითა დიდითა: „ისმინე, მთავარო, ისმინეთ ყოველთა მკჳდრთა ამის ქალაქისთა: უწინარეს სამისა წლისა ვეძიებდი ბრძოლად ამის ჭაბუკისა, რაჲთამცა შევიყვანე სამეძვოდ, რაჲთა განეშოროს სამწყსოსა ქრისტესსა. მოვედ და ვპოვე სიწმიდით მძინარე და განვაჴურვენ თირკუმელნი მისნი და გული. ხოლო იგი მეყს[85r]ეულად აღდგა და ილოცა და ხადოდა სახელსა ჯუარცმულისასა და შევძრწუნდი და ვივლტოდე მისგან. აწ უკუჱ მაგისგან ზორვაჲ არა მნებავს, არცა შესაწირავი, არამედ უწყი, ვითარმედ მაგის მიერ მეგულების სივლტოლა ამიერ და ვერღა ვარ აქა. მაკედონიას ვიყავ და გამოჩნდეს მრავალნი მბრძოლნი ჩემნი და მაოტეს მიერ. ნიკომიდიას მივედ და ტრიფონ გამომდევნა, სხუასა ადგილსა თჳრსო მოწამემან დაარღჳა საყოფელი ჩემი. აქა მოვედ და თეოდორესგან ვიდევნები. სადა წარვიდე, არა უწყი, რამეთუ სოფელი და ყოველი სული დაემორჩილნეს ჯუარცმულსა. წარვიდე მე ცეცხლსა მას საუკუნესა. თეოდორე, შემინდვე, გევედრები!“
ხოლო წმიდამან თეოდორე შეჰრისხნა მას და დაწყევა ეშმაკი იგი და ჰრქუა მას: „დუმენ, საძაგელო, სახელითა უფლისა ჩუჱნისა იესუ ქრისტესითა! განხეთქე სამკჳდრებელი შენი და კაცსა ნუვის ავნებ. არამედ წარვედ, სადა თჳთ სთქუ!“
მაშინ ეშმაკმან შე[მ]უსრა კერპი იგი და მტუჱრყო იგი და ივლტოდა და ჰრქუა მთავარსა: „მთავარო ბოროტოჲ, რაჲსათჳს შეიპყარ ჭაბუკი ესე წარსაწყმედელად ჩემდა?“ აწ უკუჱ მსწრაფლ განიყვანე ამის ცხორებისაგან! ნუუკუჱ განრისხნეს და ილოცოს ჯუარცმულისა მიმართ და შენ და ყოველნი შენნი დაგწუნეს ცეცხლითა. მე და მოყუასნი ჩემნი სიყრმითგანვე ვხედევდით მას, ვითარმედ მაოტებელად ჩუჱნდა იქმნების.“
მოუწოდა მთავარმან წმიდა თეოდორეს და ჰრქუა: „მითხარ, რაჲ არს შენ თანა, რომელ ღმერთთა იოტებ და სატანჯველთაგან არა გეშინის და ცეცხლმან ვერაჲ გავნო? მაუწყენ საჲდუმლონი შენისა ქრისტესნი და განგიტეოჲ.“
მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „მიქადებ განტეობასა, ვითარმცა სურვიელ ვიყავ ყოფად ნივთთა შინა ამის საწუთროჲსთა, გარნა ყოველივე სოფელი შეურაცხ არს ჩემ წინაშე და საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუევად მოსწრაფე ვარ. ხოლო ვითარ გაუწყო შორის სახარებაჲ უფლისა ჩემისაჲ, რამეთუ ვხედავ გულსა შენსა გულარძნილსა და დრკუსა? წერილ არს: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ჩუჱნსა ძაღლთა, ნუცა დაუსხამთ მარგალიტსა ჩუჱნსა წინაშე ღორთა!“ ვითარ უკუჱ შეუძლო სმენად საიდუმლ[ო]ჲთა ღმრთისათა, უკუჱთუ არა იყოს გული შენი წრფელ?“
განრისხნა მთავარი იგი და ჰბრძანა მობმაჲ მისი კიცუთა უმწყსთა და განქცევაჲ, რაჲთა თრევასა მას შინა განილიოს. მოიყვ[ა]ნნეს მჴედართა კიცუნი იგი საგდებელითა და მოაბმიდეს მას. ხოლო წმიდამან თეოდორე ითხოვაჲ დროებაჲ, რაჲთა ილოცოს. ჰრქუეს მჴედართა: „ილოცე ჩუჱნთჳსცა, წმიდაო თეოდორე!“
აღიხილნა ახოვანმან მან თუალნი ზეცად და თქუა: „ნათელო ჭეშმარიტო, ქრისტე ღმერთო ჩუჱნო, სასოოჲ განწირულთაო, წინამძღუარო შეცთომილთაო, მჴსნელო წარწყმედულთაო, აღდგომაო მკუდართაო! გევედრები, სახიერო უფალო, რომელმან ელია ეტლითა ცეცხლისაჲთა აღამაღლე, რომელმან დანიელ პირისაგან ლომთაჲსა იჴსენ, აღადგინე აწცა ძალი შენი და მოვედ შეწევნად ჩემდა, რომელი ჰზი ქერობინთა, განცხადენ, ყავ ჩემთანა სასწაულ კეთილ, რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუჱნოდის. მოიჴსენენ, უფალო, ორნიცა ესე მჴედარნი და ლმობიერყვენ გულნი მათნი, რაჲთა ჰრწმენე შენ და ცხოვნდენ უკუნისამდე.“
მერმე ჰრქუა მჴედართა მათ: „ქმენით, რაჲ-იგი ბრძანებულ არს თქუჱნდა!“ [85v] ხოლო მათ არა ინებეს შეკრვაჲ მისი. მოვიდეს სხუაჲნი მტარვალნი, მოვლინებულნი მთავრისა მიერ, და მოაბეს წმიდაჲ იგი მოწამე უმწყთა მათ კიცუთა და სცეს მათ შოლტითა და განაქცინეს ველად. და ზიდვიდეს იგინი წმიდასა, ხოლო მან ჴმაჲყო და თქუა: „უფალო იესუ ქრისტე, უწყის სახიერებაჲმან შენმან, თუ რაოდენ სურვიელ ვარ განსლვად სოფლისა ამისგან და მოსლვად შენ წინაშე. არამედ ამისთჳს, რაჲთა უმეტესად იდიდოს სახელი წმიდაჲ შენი, მიჴსენ ამის სიკუდილისაგან, რაჲთა ჰრწმენეს მრავალთა, ვითარმედ შენ ხარ მეუფჱ მეუფჱთაჲ და ღმერთი ღმერთთაჲ და უფალი უფლებათა.“
ესე რაჲ თქუა ნეტარმან მან, ვიხილეთ ყოველთა ეტლი ცეცხლისა, მომავალი ზეცით, და აღიღო წმიდაჲ იგი მოწამე და დაადგინა წინაშე კარსა უშჯულოსა მის მთავრისასა. ხოლო ცხენნი იგი, რომელნი ჰზიდვიდეს წმიდა თეოდორეს, შეაძრწუნნეს ანგელოზთა და ივლტოდეს იგინი და შთაცჳვეს პარეხსა დიდსა და წარწყმდეს.
ეუწყა მთავარსა მას ესე ყოველი. იგონებდა, თუ ვითარითა სახითა მოკლას ახოვანი იგი. მაშინ შეაყენეს იგი დილეგსა და მთავარმან ყო განზრახვაჲ საკუთართა თჳსთა თანა, თუ რომლითა სიკუდილითა მოკლას იგი. მოუწოდა საპყრობილით და ჰრქუა: „ნუ ჰგონებ, თეოდორე, თუმცა ცოცხალი განერი ჴელთაგან ჩემთა, უკუჱთუ არა უზორო ღმერთთა. აწ ისმინე ჩემი, რამეთუ დიდად მეწყალის სიჭაბუკე შენი.“
წმიდამან თეოდორე ჰრქუა მას: „და მეცა დიდად ვიგლოვ შენთჳს, მთავარო, რამეთუ მიმავალ ხარ ცეცხლსა მას საუკუნესა. აწ ისმინე ჩემი და შეინანე უშჯულოებაჲ შენი და სცხონდე. უკუჱთუ კულა შენ დაგიც თავი შენი წარსაწყმედელად ჩემთჳს, ვითარი გნებავს სიკუდილი, განჰმზადე, რამეთუ მე ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებ, არცა უზორავ უსულოჲთა მათ და ყრუთა და მრავლისა ბოროტისა მოქმედთა.“
მაშინ მიავლინა იგი საპყრობილედვე და ბრძანა აღშენებაჲ თორნისა დიდისა და შთაგზნებაჲდ შეშაჲ ფრიადი და სამ დღე განჴურვებაჲ და შთაგდებაჲ მას შინა წმიდისა თეოდორესი. და ფიცაჲ მთავარმან, უკუჱთუ იპოვოს ვინ, რომელმან სიტყუაჲ ხუეშნისა მისთჳს თქუას, ანუ სულთ-ითქუნეს, იგიცა შთავარდეს საჴუმილსა მას.
ხოლო წმიდაჲ თეოდორე ილოცვიდა საპყრობილესა შინა და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, სახიერო და კაცთმოყუარეო! მინდა, რაჲთამცა ჰყავ სასწაულ კეთილ და განაგე მოსლვაჲ დედისა ჩემისა, რაჲთა ვიხილოთ ურთიერთას, რამეთუ არარაჲ არს შეუძლებელ შენ წინაშე.“ რამეთუ დედაჲ მისი უცხოჲ თესლთა ვიეთგანმე წარტყუჱნულ იყო.
ამას რაჲ ილოცვიდა, ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: „ნუ მწუხარე ხარ ამის ჯერისათჳს. აჰა ესერა, ბრძანა უფალმან, რაჲთა იხილოჲ დედაჲ შენი პირველ აღსრულებისა.“
ხოლო წარჴდეს რაჲ სამნი დღენი და საშინელი იგი თორნე ეგზნებოდა, ბრძანა მთავარმან მოყვანებაჲ წმიდისა თეოდორესი. მოიყვანეს და შეკრეს და შთააგდეს საჴუმილსა მას.
ხოლო მჴედარნი იგი, რომელ ილოცაჲ წმიდამან თეოდორე, რომელთა სახელები არს სოკრატე და დიონოსი, მწუხარე იქმნნეს ფრიად და ჰრქუეს უშჯულოსა მას: „ჵ, მთავარო, სავსეო მრავლითა უგუნურებითა, რაჲ ბოროტი უქმნიეს შუჱნიერსა ამას ჭაბუკსა, რომელ ესოდენნი სატანჯველნი წარჰჴადენ მას და ყოველთავე ზედა მძლედ იპოვა და ჯერეთ ვერ შეიგონე? ვა[ჲ] [86r] შენდა, უშჯულოო, რამეთუ დიდნი სატანჯველნი მიგელიან შენ.“ ჰრქუა მათ მთავარმან: „ვაჲ თქუჱნდა, უბადრუკნო, რამეთუ დღეს დააკლდებით ნათელსა მზისასა.“ და ბრძანა შთაყრა მათი საჴუმილსა მას.
შეიყარნეს რაჲ საჴუმილად მჴედარნი იგი, პოვეს: წმიდაჲ თეოდორე ილოცვიდა და უგალობდა უფალსა და ჰრქუეს მას: „წმიდაო თეოდორე, შემწე გუჱყავ, რამეთუ დავიწვით.“ ჰრქუა მათ ნეტარმან მან: „ნუ გეშინინ, ძმანო, არამედ ესერა მე ვგალობ, თქუჱნ იტყოდით ალილუჲასა.“ და იწყო წმიდამან გალობად: „წმიდაო ღმერთო!“ მჴედართა თქუჱს: „ალილუჲაჲ!“ „წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუჱნ!“ „ალილუჲაჲ!“ „წმიდა არს მამაჲ!“ „ალილუჲაჲ!“ „წმიდა არს ძე!“ „ალილუჲაჲ!“ „წმიდა არს წმიდაჲ იგი და ნუგეშინისმცემელი სული!“ „ალილუჲაჲ!“ „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა!“ „ალილუჲაჲ!“ და შემდგომი ამისი და ყოველსა მუჴლსა ზედა იტყოდეს იგინი ალელუჲასა.
მერმე თქუა წმიდამან თეოდორე: „მოვედ, უფალო, და იხილე სიგლახაკე ჩუჱნი და მიმოდაყარე ალი ესე ცეცხლისა ჩუჱნგან, ვითარცა მიავლინე ანგელოზი და დაშრიტე საჴუმილი იგი სამთა ყრმათა ბაბილონს და დანიელ იჴსენ პირისაგან ლომთაჲსა. ჩუჱნ ზედაცა აჩუჱნე ძლიერებაჲ შენი და ღირსმყვენ სრულყოფად წამებისა ამის ჩუჱნისა!“
ესრეთ ილოცა რაჲ წმიდამან თეოდორე, ალი იგი დაშრტა და წმიდათა მათ მიერულა ძილითა ჰამოჲთა.
ხოლო მას ოდენ დღესა მოიწია მადლითა ღმრთისაჲთა დედაჲ წმიდისა თეოდორესი, ნეტარი ფილიპია, შორიელთა სოფელთაგან. და ესმაჲ რაჲ ძისა მისისათჳს, ვითარმედ საჴუმილსა შინა არს, დაიპო სამოსელი თკსი, დაიფხურა თმანი თჳსნი და სრბით მივიდა საჴუმილსა მას და იტყოდა: „ჵ, მეუფეო, ქრისტე ღმერთო ჩემო! რაჲდ ესრეთ მიყავ მჴევალსა შენსა? ვიდრე იყო საშოჲსა ჩემსა მონაჲ შენი, ესრეთ მიბრძანე, ვითარმედ: „თეოდორე უწოდე მას, რამეთუ დიდსა დიდებასა მიიწევის“, და ვითარ აწ საჴუმილსა შინა ცეცხლისასა იტანჯების?“
ხოლო წმიდამან თეოდორე იხილაჲ დედაჲ თჳსი თავუბურველი და სამოსელდაპებული, ჰრქუა მას: „ჵ, დედაო, რაჲ ეგე ჰქმენ შენ? მე ვევედრე ღმერთსა, რაჲთა მოხჳდე და იხილოჲ ღუაწლი წამებისა ჩემისა და განიხარო, და ვითარ სოფლიოჲ და საწუთროჲსა საქმე ჰქმენ? აწ უკუჱ მსწრაფლ წარვედ და შეიმოსე სამოსელი წმიდაჲ და დაიბურე თავი, ვითარცა სძალმან ქრისტესმან, რაჲთა არა განიხაროს ეშმაკმან შენ ზედა.“
მეყსეულად წარვიდა და შეიმოსა, ვითარცა სძალი ქრისტესი და მოვიდა საჴუმილსა მას თანა. შეუვრდა უფალსა და იტყოდა: „იხილე, უფალო იესუ ქრისტე, ნაყოფი ესე მუცლისა ჩემისა და შეიწირე შესაწირავად მსხუჱრპლად სულაჲდ სულნელად!“ და მერმე ჰრქუა წმიდა თეოდორეს: „შვილო ჩემო, გამომიცხადა მე, ვითარმედ ჯუარითა აღესრულები.“
ხოლო განთიად აღდგაჲ უშჯულოჲ იგი მთავარი და ჰრქუა მისთანათა: „ვჰგონებ, თუ მათ უბადრუკთაჲ არცათუ ძუალი დაშთომილიყოს საჴუმილსა მას შინა.“ მიუგოჲ ერთმან მსახურთაგანმან და ჰრქუა: „უწყებულ იყავნ შენდა, უფალო, ყოვლადვე ვერ შეუძლო მათ ცეცხლმან მან, რამეთუ, შე-რაჲ-ვაგდეთ თეოდორე საჴუმილსა, ხადოდა სახელსა ქრისტესსა და მეყსეულად ესოდენი ძალი საჴუმილისა მის დაშრტა და დედაცა მისი მოვიდა აწ და ასწავლის მოთმინებასა და ესრეთ იხარებს, ვითარ[86v]მცა ქორწილსა აღასრულებდა ძისა თჳსისასა.“
ესე რაჲ ესმაჲ მთავარსა, მივიდა საჴუმილსა მას ზედა და იპოვა დედაჲ თეოდორესი ერითა მრავლითა. მოუწოდა მას და ჰრქუა: „შენ ხარა დედაჲ თეოდორესი?“ მიუგო და ჰრქუა: „ჰე, მე ვარ.“ ჰრქუა მას მთავარმან: „ამცენ, რაჲთა მისმინოს და უზოროს ღმერთთაჲთა და ცხონდეს, რაჲთა არა უშვილოდ დაშთე შენ სოფელსა შინა.“ მიუგო ნეტარმან მან ფილიპია, ჰრქუა: „ისმინე, მთავარო! ჩუჱნ ეშმაკთა არა უზორავთ. ნუ სცთები! ხოლო მე გამომიცხადა უფალმან, ჯუარითა სრულ იქმნების ძე ჩემი და უწყი, სიტყუაჲ უფლისაჲ ჭეშმარიტ არს.“ მთავარმან ჰრქუა: „ვინაჲთგან შენ თჳთ ჰპოვე სიკუდილი ძისა შენისაჲ, ვბრძანებ ეგრეთ მოკლვად.“
და გამოიყვ[ა]ნეს წმიდაჲ თეოდორე თორნისა მისგან და წარიყვანეს ჯუარცუმად. ხოლო ორნი იგი მჴედარნი ლახურებითა დაგურიმნეს მტარვალთა თორნესა მას შინა და მოკლნეს და დედისა წმიდისა თეოდორესი ბრძანა მახჳლითა თავისა წარკუჱთა.
ხოლო წმიდაჲ თეოდორე მივიდა რაჲ ადგილსა მას, სადა აღემართა ჯუარი, იხილა ჯუარი იგი და თქუა:
„გიხაროდენ, ჯუარო, სიქადულო მართალთაო, კიბეო, ცად აღმყვანებელო, სუჱტო ნათლისაო, ქადაგებაო წინაწარმეტყუჱლთაო, ნავთსაყუდელო კაცთაო, კუჱრთხო ძლიერებისაო, გზაო უცთომელოჲ, მახჳლო მტერთა ზედა, მაოტებელო ეშმაკთაო, ქადაგოჲ ქრისტეს ვნებათაოჲ, ნელსაცხებლეო სულნელო, აღდგომაო მორწმუნეთაო! შემიწყნარე მე, სიხარულით შენდა მოსრული, რაჲთა ვადიდებდე ჴორცითა შენ ზედა დამოკიდებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუჱნსა და უგალობდე მას უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“
და აღასრულა რაჲ მოკითხვაჲ იგი ჯუარისა, ჰრქუა მტარვალთა: „ნუ დამკიდებთ მე მსგავსად უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესა, არამედ თავდაქცევით ჯუარს მაცუთ მე.“ ხოლო მათ არა უსმინეს, არამედ ჰრქუეს, ვითარმედ: „ესრეთ ბრძანებულ არს, რაჲთა მართლიად ჯუარს გაცუათ.“ და დამშჭუალეს იგი ჯუარსა მას ზედა.
ხოლო ნეტარმან მან ჴმაჲყო და თქუა: „აწ დაგათრგუნე შენ, ეშმაკო, აწ სირცხჳლეულ იქმენ შენ, სამოელ. ამიერითგან არღარა მეშინის მე შენგან, რამეთუ აღვჰჴედ გოდოლსა მაღალსა.“
მას ოდეს ჟამსა მოიყვანეს დედაჲ მის ნეტარისა, ფილიპია, რაჲთა წინაშე ძისა მისისა წარჰკუჱთონ თავი და იტყოდა იგი: „იხილე, უფალო იესუ ქრისტე, რამეთუ სასუმელი, რომელ სუ შენ კაცთა ცხორებისათჳს, სუამს შვილი ჩემი თეოდორე სახელისა შენისათჳს. მოგჳხსენენ, უფალო, ცოდვილნი ესე და მოავლინე ჩუჱნ ზედა წყალობაჲ შენი!“
ესე თქუა და აღესრულა მახჳლითა. ხოლო წმიდამან თეოდორე დაყო სამი დღე ჯუარსა ზედა. მერმე ჴმაჲყო უფლისა მიმართ: „მამაო მოწყალებისაოჲ და ღმერთო ყოვლისა ნუგეშინისცემისაო! შეივედრე სული ჩემი მადლითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლად წმიდით სახიერით, ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“
და ეს რაჲ თქუა, მისცა სული თჳსი უფალსა. ხოლო ძმანი შეკრბეს და აღიხუნეს ნაწილნი იგი მოწამეთანი და დაჰმარხნეს პატიოსნად. ამისა შემდგომად ტაძარიცა შუჱნიერი აღაშენეს სამარხოსა მათსა ზედა სადიდებელად ღმრთისა.
აღესრულა წმიდაჲ თეოდორე და დედაჲ მისი ფილიპია და მჴედარნი იგი თუჱსა სეკდენბერსა კ-ა, მეფობასა ანტონინესსა. ხოლო ჩუჱნ ზედა მეუფჱ არს ქრისტე ღმერთი ჩუჱნი, რომლისა არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!