გამოცემის შესახებ

ქარ­თუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­სათ­ვის ფას­და­უ­დე­ბე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს ათო­ნის მწიგ­ნობ­რულ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სკო­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბას. სა­ბერ­ძნეთ­ში, ათო­ნის მთა­ზე, ქარ­თვე­ლე­ბის მი­ერ აშე­ნე­ბულ ივი­რო­ნის მო­ნას­ტერ­ში, X-XII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში თა­ვი მო­ი­ყა­რეს ქარ­თველ­თა სა­უ­კე­თე­სო კულ­ტუ­რულ­მა ძა­ლებ­მა და მიზ­ნად და­ი­სა­ხეს თა­ვი­ან­თი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სათ­ვის გა­ეც­ნოთ და­სავ­ლე­თის მო­წი­ნა­ვე კულ­ტუ­რა და ლი­ტე­რა­ტუ­რა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ამო­ევ­სოთ სი­ცა­რი­ე­ლე ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და მწერ­ლო­ბა­ში.
   სწო­რედ ამ სკო­ლას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქარ­თულ-ბერ­ძნუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა. ბი­ზან­ტი­უ­რი კულ­ტუ­რის ათ­ვი­სე­ბის მიზ­ნით, ნა­ყო­ფი­ე­რი მთარ­გმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა იქ­ცა ათო­ნის სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მოღ­ვა­წე­ო­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად. ისი­ნი არა მხო­ლოდ მო­წი­ნა­ვე ბი­ზან­ტი­უ­რი მწერ­ლო­ბის ნი­მუ­შებს თარ­გმნიდ­ნენ ქარ­თუ­ლად და ამით ხელს უწ­ყობ­დნენ ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში მო­წი­ნა­ვე და­სა­ვ­­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ნა­კა­დე­ბის შე­მოღ­წე­ვას, რა­მაც უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, არა­მედ ქარ­თულ თხზუ­ლე­ბებ­საც თარ­გმნიდ­ნენ ბერ­­ძნუ­ლად და ამით ამ­დიდ­რებ­დნენ ბი­ზან­ტი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას.
   ბერ­ძნუ­ლი თხზუ­ლე­ბე­ბის ქარ­თულ თარ­გმა­ნებს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ევ­რო­პუ­ლი ფეს­ვე­ბის შეს­წავ­ლი­სა და თა­ვად ბი­ზან­ტი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის შეს­წავ­ლის ის­ტო­რი­ი­სათ­ვის. ამ მნიშ­ვნე­ლო­ბას აძ­ლი­ე­რებს ის ფაქ­ტი, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ბერ­ძნუ­ლი ორი­გი­ნა­ლე­ბი და­კარ­გუ­ლია და ისი­ნი მხო­ლოდ ქარ­თულ თარ­გმა­ნებ­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რაც მათ ორი­გი­ნა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს.
   შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბი­ზან­ტი­ა წარ­მო­ად­გენ­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მსოფ­ლიო სა­აზ­როვ­ნო თუ კულ­ტუ­რულ ცენ­ტრს, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის წარ­მმარ­თველს, რო­მელ­მაც დრო­ში გა­უს­წრო ევ­რო­პის კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ამ­ზა­და კი­დეც ნი­ა­და­გი და­სავ­ლუ­რი რე­ნე­სან­სის­თვის. ასეთ ცენ­ტრთან მჭიდ­რო კავ­შირ­მა უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ქარ­თუ­ლი მწიგ­ნობ­რო­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა და ხა­სი­ა­თის გან­საზ­ღვრა­ზე შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში.
   ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მი­უ­თი­თებ­დნენ ათო­ნუ­რი სკო­ლის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბის აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ დღე­საც, 21-ე სა­უ­კუ­ნის 20-ია­ნი წლე­ბის და­საწ­ყის­ში, ეს პრობ­ლე­მა ისევ გა­და­უწ­ყვე­ტე­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლა­ზე ით­ქმის. მარ­თა­ლია, არ­სე­ბობს ცალ­კე­ული ძეგ­ლე­ბის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ არა მთე­ლი კორ­პუ­სი­სა ერ­თი აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის სა­ხით.
   ჰა­გი­ოგ­რა­ფია ის­ტო­რი­უ­ლი მწერ­ლო­ბის ერთ-ერ­თი დარ­გია, რო­მელ­საც არა­ნაკ­ლე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, ვიდ­რე წმინ­და ის­ტო­რი­ულ მწერ­ლო­ბას. წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბა-მარ­ტვი­ლო­ბის შემ­ცველ ძეგ­ლებ­ში ხში­რად ისე­თი დე­ტა­ლე­ბი და ცნო­ბე­ბი გად­მო­ი­ცე­მო­და, რო­მე­ლიც ჟამ­თა­აღ­მწერ­ლებს უყუ­რად­ღე­ბოდ რჩე­ბო­დათ ხოლ­მე.
   ჩვენ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუფ­მა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მიზ­ნად და­ი­სა­ხა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ტექ­სტო­ლო­გი­ის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ამ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა და ათო­ნის მწიგ­ნობ­რულ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სკო­ლის ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რის მთარ­გმნე­ლო­ბი­თი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი შეს­წავ­ლა.
პრო­ექ­ტის I ნა­წი­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს ათო­ნის სკო­ლის ერთ-ერ­თი და­მა­არ­სებ­ლი­სა და თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლის _ ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის (მთაწ­მი­დე­ლის) მი­ერ ნა­თარ­გმნი კი­მე­ნუ­რი რე­დაქ­ცი­ის ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­სტე­ბის შეს­წავ­ლა-გა­მო­ცე­მას. პრო­ექ­ტის მომ­დევ­ნო ნა­წი­ლე­ბი და­ეთ­მო­ბა გი­ორ­გი ათო­ნე­ლი­სა და ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე სხვა წმინ­და მა­მა­თა ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­სტე­ბის კვლე­ვა-პუბ­ლი­კა­ცი­ას.
   ექ­ვთი­მეს ღვაწლს ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის, კულ­ტუ­რი­სა და მწერ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. სწო­რედ მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად იქ­ცა ათო­ნის სკო­ლა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და მწიგ­ნობ­რო­ბის მძლავრ კე­რად. მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბის თით­ქმის ყვე­ლა დარგს მო­ი­ცავ­ს: ბიბ­ლი­ო­ლო­გი­ას, ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ას, ეგ­ზე­გე­ტი­კას, ჰო­მი­ლე­ტი­კას, დოგ­მა­ტი­კას, პო­ლე­მი­კას, ლი­ტურ­გი­კას, ას­კე­ტი­კას, აპოკ­რი­ფებს, სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თალს. ექ­ვთი­მეს თარ­გმა­ნე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ნა­წე­რე­ბის სა­ხით ვრცელ­დე­ბო­და და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მო­და.
   მის ბერ­ძნულ ენა­ში გან­სწავ­ლი­სა და მთარ­გმნე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის დი­დად უღ­ვა­წია მა­მა­მისს _ იო­ა­ნე ათო­ნელს (მთაწ­მი­დელს). ამი­სი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი ქარ­თლის წიგ­ნი­ე­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა ყო­ფი­ლა. იო­ა­ნე წერს: `ამისთKს მე, გლა­ხა­კი ესე და ნარ­ჩე­ვი ყო­ველ­თა მო­ნა­ზონ­თა _ იო­ვა­ნე, მწუ­ხა­რე ვი­ყავ ამის საქ­მი­სათKს, რო­მელ ქუ­ე­ყა­ნაჲ ქარ­თლი­საჲ ეს­რეთ ნაკ­ლუ­ლე­ვან იყო წიგ­ნთა­გან და დი­დი ხარ­კე­ბაჲ და მოღ­ვა­წე­ბაჲ ვა­ჩუ­ე­ნე და შვი­ლი ჩე­მი ეფთKმი გან­ვსწავ­ლე სწავ­ლი­თა ბერ­ძუ­ლი­თა სრუ­ლად და გა­მო­თარ­გმა­ნე­ბაჲ წარ­ვჰმარ­თე წიგ­ნთა ბერ­ძუ­ლი­სა­გან ქარ­თუ­ლად და აღი­წერ­ნეს ჩუ­ენ მი­ერ სა­ხე­ლი­თა მა­მი­საჲთა და ძი­საჲთა და სუ­ლი­სა წმი­დი­საჲთა, ძლი­ე­რე­ბი­თა ცხო­ველ­სმყო­ფე­ლი­სა პა­ტი­ოს­ნი­სა ჯუ­ა­რი­საჲთა, მე­ო­ხე­ბი­თა წმი­დი­სა ღმრთის­მშო­ბე­ლი­საჲთა და ყო­ველ­თა წმი­და­თა, წიგ­ნნი, რა­ო­დე­ნი­ცა უძ­ლეთ წე­რად.~[1]
   რო­გორც ცი­ტა­ტი­დან ჩანს, იო­ა­ნე მრავ­ლო­ბი­თის ფორ­მას იყე­ნებს: `აღი­წერ­ნეს ჩუ­ენ მი­ერ~-ო, რაც ბერ­ძნუ­ლი­დან თარ­გმნის პრო­ცეს­ში მის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ადას­ტუ­რებს.
   მთარ­გმნე­ლო­ბი­თი მოღ­ვა­წე­ო­ბა ექ­ვთი­მეს იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის `იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბის~ გან­მარ­ტე­ბის თარ­გმნით და­უწ­ყია. 1002 წელს უთარ­გმნია მა­თეს თა­ვის გან­მარ­ტე­ბა.[2] მან შექ­მნა ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სტი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ თარ­გმანს ეფუძ­ნე­ბო­და. მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მკა­ფიო და­ხა­სი­ა­თე­ბა ეფ­რემ მცი­რეს ეკუთ­ვნის: „მას მად­ლი­თა სუ­ლი­სა წმი­დი­საჲთა Pელე­წი­ფე­ბო­და შე­მა­ტე­ბაჲცა და დაკ­ლე­ბაჲცა,“ _ წერს იგი.[3] სწო­რედ ამ შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ათო­ნე­ლი მა­მის მთარ­გმნე­ლო­ბით სტილს სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში „კლე­ბა-მა­ტე­ბა“ ეწო­და, რაც სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ სა­თარ­გმნი მა­სა­ლის გან­ვრცო­ბას ან შე­მოკ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით ექ­ვთი­მე ქარ­თვე­ლი მკით­ხვე­ლის­თვის ტექსტს მარ­ტივ აღ­საქ­მელს ხდი­და და მე­ტად მოქ­მე­დებ­და მის რე­ლი­გი­ურ-ემო­ცი­ურ მხა­რე­ზე.
   მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ თარ­გმნის აღ­ნიშ­ნუ­ლი ხერ­ხი შე­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო არა იმ­დე­ნად ენობ­რი­ვი, რამ­დე­ნა­დაც კულ­ტუ­რულ-რე­ლი­გი­უ­რი კონ­ტექ­სტით. ექ­ვთი­მე ცდი­ლობ­და ქარ­თვე­ლი მკით­ხვე­ლის­თვის აე­რი­დე­ბი­ნა სა­ვა­რა­უ­დო სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი საფ­რთხე­ე­ბი, გა­უ­გებ­რო­ბე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც თან ახ­ლდა რე­ლი­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის ტექ­სტე­ბის ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ას შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. მი­სი თარ­გმა­ნე­ბი, ერ­თი მხრივ, ქრის­ტი­ა­ნულ რწმე­ნა­ში გა­ნამ­ტკი­ცებ­და ქარ­თვე­ლებს, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, მო­წი­ნა­ვე და­სავ­ლურ აზ­როვ­ნე­ბას აზი­ა­რებ­და მათ.
ექ­ვთი­მეს თარ­გმა­ნე­ბის სა­ხით საქ­მე გვაქვს უნი­კა­ლურ მოვ­ლე­ნას­თან, რო­მე­ლიც ნა­თელს ჰფენს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მთარ­გმნელ­მა ენობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქ­ცი­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ ვექ­ტო­რე­ბად, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ ის­ტო­რი­ულ ეპო­ქა­ში, არა­მედ შემ­დგო­მაც, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­საზ­ღვრავ­დნენ ერის სუ­ლი­ე­რი თუ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად ხაზს.
   მდი­და­რი ბერ­ძნუ­ლი საღ­ვთის­მეტ­ყვე­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლი სა­თარგმნ მა­სა­ლად იმ ნაშ­რო­მებს არ­ჩევ­და,  რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე უკეთ ასა­ხავ­და იმ დრო­ის­თვის ამ სფე­რო­ში დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ხო­ლო მათ თარ­გმა­ნე­ბის სა­ხით იმ­გვა­რად წა­რუდ­გენ­და საღ­ვთის­მეტ­ყვე­ლო სა­კით­ხებ­ში ჯერ კი­დევ ნაკ­ლე­ბად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ ქარ­თველ მკით­ხველს, რო­გო­რა­დაც ყვე­ლა­ზე უკეთ წა­ად­გე­ბო­და მას.[4] ამი­თაც აიხ­სნე­ბა მი­სი თარ­გმა­ნე­ბის უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბა.
თა­ვი­სი თარ­გმა­ნე­ბით ექ­ვთი­მემ ხე­ლი შე­უწ­ყო არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი კუთ­ხით ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გან­მტკი­ცე­ბის საქ­მეს, არა­მედ ქარ­თულ-ბი­ზან­ტი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ექ­ვთი­მე ათო­ნელ­მა მტკი­ცე სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რის ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, რო­მე­ლიც მის­მა შთა­მო­მავ­ლებ­მა ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რძე­ლეს.
   ექ­ვთი­მეს მი­ერ თარ­გმნი­ლი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე წყა­რო­შია შე­მო­ნა­ხუ­ლი. ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მა­მა­მი­სის, იო­ა­ნე მთაწ­მი­დე­ლის, ან­დერ­ძი. მი­სი მოკ­ლე ვერ­სია და­ცუ­ლია იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის `მა­თეს თა­ვის თარ­გმა­ნე­ბის~ ექ­ვთი­მე­სე­უ­ლი თარ­გმა­ნის ათო­ნუ­რი ხელ­ნა­წე­რის პირ­ველ წიგ­ნში[5] (#13), სა­დაც ის უძ­ღვის თარ­გმა­ნის ტექსტს, ხო­ლო სრუ­ლად შე­მო­ნა­ხუ­ლია სწავ­ლა­თა `ზან­დუკ­თან~ ერ­თად (ათო­ნუ­რი ხელ­ნა­წე­რის მე­სა­მე წიგ­ნი, #10).[6]
   იო­ა­ნეს ან­დერ­ძი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ათო­ნის ხელ­ნა­წერ­თა შემ­სწავ­ლე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია `ორი­ო­ნის~ სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუფ­მა მზე­ქა­ლა შა­ნი­ძის რე­დაქ­ტო­რო­ბით 1996 წელს, სა­დაც ის უძ­ღვის იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის მა­თეს სა­ხა­რე­ბის გან­მარ­ტე­ბის ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლი­სე­ულ თარ­გმანს.
იო­ა­ნე მთაწ­მი­დე­ლი ჩა­მოთ­ვლის ექ­ვთი­მეს მი­ერ ნა­თარგმნ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ, ეგ­ზე­გე­ტი­კურ თუ ჰო­მი­ლე­ტი­კურ თხზუ­ლე­ბებს.
ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ძეგ­ლებ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია:
`წა­მე­ბაჲ და სას­წა­ულ­ნი წმი­დი­სა მო­წა­მი­სა დი­მიტ­რის­ნი~;
`ცხო­რე­ბაჲ და წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა სტე­ფა­ნე ახ­ლი­სა~;
`ცხო­რე­ბაჲ და წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა კლე­მენ­ტი­ოს ჰრო­მა­ელ­თა პა­პი­საჲ~;
`წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა კლი­მი ანკKრე­ლი­საჲ~;
`ცხო­რე­ბაჲ წმი­დი­სა ბა­სი­ლი კე­სა­რი­ე­ლი­საჲ~;
`ცხო­რე­ბაჲ წმი­დი­სა გრი­გოლ ღმრთის­მეტ­ყუ­ე­ლი­საჲ და თქუ­მულ­ნი მის­ნი~
`ცხო­რე­ბაჲ წმი­დი­სა ბაგ­რა­ტი­სი~;
`წა­მე­ბაჲ წმი­და­თა მი­ნა ერ­მო­გი­ნე­თი~;
`ცხო­რე­ბაჲ დი­დი­სა ათა­ნა­სე­სი~;
`წა­მე­ბაჲ წმი­და­თა სამ­თა ყრმა­თა: ალ­ფი­ოს, ფი­ლა­დელ­ფოს და კKრი­ნე­სი~;
`ცხო­რე­ბაჲ წმი­დი­სა ონოფ­რი მძოვ­რი­საჲ~;
`ცხო­რე­ბაჲ მა­რი­ამ მეგKპტე­ლი­საჲ სრუ­ლად~;
`წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა და ყოვ­ლად­ქე­ბუ­ლი­სა მო­წა­მი­სა პრო­კო­პი­სი.~[7]
გი­ორ­გი მთაწ­მი­დე­ლი თხზუ­ლე­ბა­ში `ცხო­რე­ბაჲ იო­ვა­ნე­სი და ეფთKმე­სი~ ასე აფა­სებს ექ­ვთი­მეს მთარ­გმნე­ლო­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბას:       `თარ­გმა­ნე­ბი­თა წმი­და­თა წე­რილ­თაჲთა გა­ნა­ნათ­ლა და შე­ამ­კო ნა­თე­სა­ვი და ენაჲ ჩუ­ე­ნი და ჟამ­თა მრა­ვალ­თა კე­თი­ლად დამ­წყსო სამ­წყსოჲ ესე მის­და რწმუ­ნე­ბუ­ლი…~; `გა­მოჩ­ნდა სამ­კა­უ­ლად ნა­თე­სა­ვი­სა ჩუ­ე­ნი­სა და მო­ბა­ძა­ვად წმი­და­თა მო­ცი­ქულ­თა…~; `თარ­გმა­ნე­ბაჲ წიგ­ნთაჲ აქუნ­და ნა­მეტ­ნა­ვად ყო­ველ­თა სათ­ნო­ე­ბა­თა და გKრგKნად და გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლად ნა­თე­სა­ვი­სა ჩუ­ე­ნი­სა…~ `არა სცემ­და გან­სუ­ე­ნე­ბა­სა თავ­სა თKსსა, არა­მედ დღე და ღა­მე ტკბილ­სა მას თაფ­ლსა წიგ­ნთა საღ­მრთო­თა­სა შუ­რე­ბო­და, რომ­ლი­სა მი­ერ და­ატ­კბო ენაჲ ჩუ­ე­ნი და ეკ­ლე­სიაჲ. რა­მე­თუ თარ­გმნნა წიგ­ნნი საღ­მრთო­ნი, რო­მელ­თა აღ­რიც­ხუ­ვაჲ კნინ­ღა-და შე­უძ­ლე­ბელ არს, რო­მელ­თა­გან­ნი რა­ო­დენ­ნი­მე მო­ვიPსენ­ნეთ, რაჲთა მათ მი­ერ სხუ­ა­თათKსცა ეუწ­ყოს ქრის­ტეს მორ­წმუ­ნე­თა. რა­მე­თუ არა თუ ულუმ­ბა­თა და მთაწ­მი­დას ოდენ თარ­გმნნა, რაჲთამ­ცა აღ­ვრიც­ხუ­ე­ნით თი­თო­ე­უ­ლად, არა­მედ სა­მე­უ­ფოს­ცა და გზა­სა და სხუ­ა­თა ესე­ვი­თარ­თა ად­გილ­თა.~[8]
   ამის შემ­დეგ გი­ორ­გი მთაწ­მი­დე­ლი ჩა­მოთ­ვლის ექ­ვთი­მეს მი­ერ ნა­თარგმნ თხზუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია იო­ვა­ნეს მი­ერ. გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ გი­ორ­გის `ბა­სი­ლი კე­სა­რი­ე­ლის ცხოვ­რე­ბის~ შემ­დეგ და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს `წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა აკეფ­სი­მაჲსი~, `პრო­კო­პის წა­მე­ბის~ შემ­დეგ კი სი­ას აგ­რძე­ლებს და ასა­ხე­ლებს შემ­დეგ თხზუ­ლე­ბებს:
`წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა ფებ­რო­ნიაჲსი~;
`წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა ან­თი­მოჲსი და წმი­დი­სა ვლა­სი­სი და ორ­თა ბევ­რთაჲ~;
`წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა თე­ო­დო­რე სტრა­ტე­ლა­ტი­საჲ და თე­ო­დო­რე პKრგე­ლი­საჲ და წმი­და­თა ევ­სტრა­ტე­თი; და წმი­დი­სა ევ­სტა­თი­სი და შვილ­თა მის­თაჲ~;
`ცხო­რე­ბაჲ წმი­დი­სა ნი­კო­ლა­ო­ზი­სი~;
`ცხო­რე­ბაჲ წმი­დი­სა დი­დი­სა ან­ტო­ნი­სი.~[9]
   რო­გორც გი­ორ­გი მთაწ­მი­დე­ლის თხზუ­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ექ­ვთი­მეს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი შრო­მა უნ­და ეთარ­გმნა: `ესე ყო­ველ­ნი და ამათ­სა ფრი­ად უმ­რავ­ლეს­ნი წიგ­ნნი თარ­გმნნა ღმერ­თშე­მო­სილ­მან მა­მა­მან ჩუ­ენ­მან და ეს­რეთ აღა­ორ­ძი­ნა მის­და რწმუ­ნე­ბუ­ლი იგი ტა­ლან­ტი. და უმ­რავ­ლეს­ნი ზე­მოთ­ქუ­მულ­თა ამათ წიგ­ნთა­გან­ნი თარ­გმნნა, ვიდ­რე-ღა მა­მაჲ მი­სი იო­ვა­ნე ცოც­ხალ იყო.~[10]
   ჩანს ისიც, რომ გი­ორ­გი მთაწ­მი­დე­ლის მი­ერ და­მა­ტე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი მან მა­მა­მი­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თარ­გმნა.
   ექ­ვთი­მეს მი­ერ ნა­თარგმნ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ თხზუ­ლე­ბებს კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე ორ დარ­გად ყოფს: კი­მე­ნურ და მე­ტაფ­რა­სულ რე­დაქ­ცი­ე­ბად. იგი წერს, რომ უმე­ტე­სად მას ძვე­ლი, კი­მე­ნუ­რი რე­დაქ­ცი­ის, ძეგ­ლე­ბი აქვს თარ­გმნი­ლი. ასა­ხე­ლებს 19 ასეთ ნა­წარ­მო­ებს, რო­მელ­თა­გან 10 მა­მის სი­ცოც­ხლე­ში უნ­და ეთარ­გმნა, ხო­ლო 9 _ მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ. რამ­დე­ნა­დაც ავ­ტო­რი თხზუ­ლე­ბებს რე­დაქ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით აჯ­გუ­ფებს, წარ­მო­ვად­გენთ მის მო­ნა­ცე­მებს.
მა­მის სი­ცოც­ხლე­ში თარ­გმნილ ძეგ­ლებს შო­რი­საა:
`წა­მე­ბაჲ და სას­წა­უ­ლი წმი­დი­სა მთა­ვარ­მო­წა­მი­სა დი­მიტ­რი­სა~;
`ცხო­რე­ბაჲ და წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა სტე­ფა­ნე ახ­ლი­სა~;
`ცხოვ­რე­ბა ბა­სი­ლი დი­დი­სა, ამ­ფი­ლო­ქე იკო­ნი­ე­ლის მი­ერ აღ­წე­რი­ლი~;
`ცხოვ­რე­ბა წმი­დი­სა აკეფ­სი­მაჲსი~;
`წა­მე­ბა წმი­და­თა მი­ნა და ერ­მო­გი­ნე­სი~, `ცხოვ­რე­ბა ათა­ნა­სე ათო­ნე­ლი­სა~;
`წა­მე­ბა წმი­და­თა სამ­თა ყრმა­თა _ ალ­ფი­ოს, ფი­ლა­დელ­ფი­ოს და კKრი­ნე­სი~;
`ცხოვ­რე­ბა წმი­დი­სა ონოფ­რე მძოვ­რი­სა~;
`ცხოვ­რე­ბა და მო­ქა­ლა­ქო­ბა წმი­დი­სა მაქ­სი­მე აღ­მსა­რებ­ლი­სა~;
`ცხოვ­რე­ბა იო­ა­ნე სი­ნე­ლი­სა.~
მომ­დევ­ნო 9 ნა­წარ­მო­ე­ბია:
`წა­მე­ბა წმი­დი­სა ფებ­რო­ნიაჲსი~;
`წა­მე­ბა წმი­დი­სა ან­თი­მოჲსი~;
`წა­მე­ბა წმი­დი­სა ვლა­სი­სი~;
`წა­მე­ბა წმი­დი­სა თე­ო­დო­რე სტრა­ტი­ლა­ტი­საჲ~ (­თარ­გმნი­ლი 1013 წელს);
`წა­მე­ბა წმი­დი­სა თე­ო­დო­რე პერ­გი­ე­ლი­სა~ (თარ­გმნი­ლი იმა­ვე წელს);
`წა­მე­ბა წმი­დი­სა ევ­სტა­თი­სი და შვილ­თა მის­თაჲ~;
`წმი­და­თა მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა სას­წა­ულ­ნი, გერ­მა­ნე კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლე­ლის მი­ერ აღ­წე­რილ­ნი~;
`ცხოვ­რე­ბა გრი­გოლ დი­ო­ლო­ღო­ნი­სა, ჰრომ­თა პა­პი­სა~ (1011).
გარ­და ამი­სა, ეფ­რემ მცი­რის ცნო­ბით, ექ­ვთი­მეს უთარ­გმნია სვი­მე­ონ მე­ტაფ­რას­ტის ორი ნა­წარ­მო­ე­ბი: `წა­მე­ბა წმი­დი­სა კლე­მენ­ტოს, ჰრომ­თა პა­პი­სა~ და `წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა მო­წა­მი­სა პრო­კო­პი დუქ­სი­საჲ.~[11] მეც­ნი­ე­რი და­მა­ტე­ბით ასა­ხე­ლებს 7 ნა­წარ­მო­ებს, რო­მელ­თა მე­ტაფ­რა­სუ­ლი რე­დაქ­ცი­აც უნ­და ეთარ­გმნა ექ­ვთი­მეს:
`წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა გი­ორ­გი­სი, აღ­წე­რი­ლი სვი­მე­ონ ლო­ღო­თე­ტის მი­ერ~;
`მა­რი­ამ მეგ­ვიპ­ტე­ლი­სა, სოფ­რონ იე­რუ­სა­ლი­მე­ლის მი­ერ აღ­წე­რი­ლი~;
`ან­ტო­ნი დი­დი­სა~;
`ევ­სტრა­ტე­სი, ავ­ქსენ­ტი­სი, ევ­გე­ნი­სი, ორეს­ტი­სა და მარ­და­რი­სა~;
`კლი­მი ან­კვი­რე­ლი­სა~;
`ცხოვ­რე­ბა გრი­გოლ ღვთის­მეტ­ყვე­ლი­სა, გრი­გოლ ხუ­ცის მი­ერ აღ­წე­რი­ლი~;
`ორ­თა ბევ­რთაჲ.~
   კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე წერს, რომ ექ­ვთი­მეს მი­ერ ნა­თარგმნ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ თხზუ­ლე­ბა­თა­გან ხელ­ნა­წე­რებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს `ცხოვ­რე­ბა და წა­მე­ბა ფებ­რო­ნი­ა­სი და ათა­ნა­სე ათო­ნე­ლი­სა.~[12] ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შევ­ნიშ­ნავთ, რომ `ფებ­რო­ნი­ას წა­მე­ბის~ ექ­ვთი­მე­სე­უ­ლი თარ­გმა­ნი და­ცუ­ლია ათო­ნის კო­ლექ­ცი­ა­ში (Ath-79), ხო­ლო `ათა­ნა­სე ათო­ნე­ლის ცხოვ­რე­ბის~ ტექ­სტი არ არის შე­მო­ნა­ხუ­ლი. იო­ა­ნე და გი­ორ­გი მთაწ­მი­დე­ლე­ბი ამ თხზუ­ლე­ბას მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც `ცხო­რე­ბაჲ დი­დი­სა ათა­ნა­სე­სი~, ხო­ლო კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე, რო­გორც _ `ცხოვ­რე­ბა ათა­ნა­სე ათო­ნე­ლი­სა.~ რო­გორც ჩანს, ამ უკა­ნას­კნელ­მა ათა­ნა­სე ათო­ნე­ლად წი­ნა შრო­მებ­ში ნახ­სე­ნე­ბი ათა­ნა­სე დი­დი ჩათ­ვა­ლა. ენ­რი­კო გა­ბი­ძაშ­ვილ­მა ვა­რა­უ­დი გა­მოთ­ქვა, რომ ეს ათა­ნა­სე უნ­და იყოს არა ათო­ნე­ლი, არა­მედ ალექ­სან­დრი­ე­ლი,[13] რომ­ლის ცხოვ­რე­ბის კი­მე­ნუ­რი რე­დაქ­ცი­აც  შე­მო­ნა­ხუ­ლია ხელ­ნა­წერ­ში _ Jer-2.[14]
რო­გორც ზე­მოთ აღი­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტის I ნა­წი­ლის მი­ზა­ნი ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის მი­ერ ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის შეს­წავ­ლა-გა­მო­ცე­მაა. ელექტრონულ გამოცემაში ამ ეტაპზე წარმოდგენილია მის მი­ერ თარ­გმნილი სამი ტექსტი. ესე­ნია: `ცხო­რე­ბაჲ და წა­მე­ბაჲ  წმი­და­თა მო­წა­მე­თა _ ევ­სტა­თი­სი და მე­უღ­ლი­სა მი­სი­სა თე­ო­პის­ტი­სი და შვილ­თა მათ­თა _ აღა­პი­სი და თე­ო­პის­ტე­სი~; `წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა და დი­დე­ბუ­ლი­სა მო­წა­მი­სა თე­ო­დო­რე­სი და მის თა­ნა წა­მე­ბულ­თა მო­წა­მე­თაჲ, რო­მელ­ნი იწამ­ნეს პერ­გე ქა­ლაქ­სა, ქუ­ე­ყა­ნა­სა პან­ფი­ლი­ი­სა­სა~; `წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა და ნე­ტა­რი­სა ან­თი­მოს ნი­კო­მი­დი­ელ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­საჲ.~ 
   სა­მი­ვე ტექ­სტის ავ­ტო­რი უც­ნო­ბია. `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ შე­სა­ხებ ოქ­სფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ­გვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს თხზუ­ლე­ბა და­წე­რი­ლი უნ­და იყოს IV ს-ში და თარ­გმნი­ლი კოპ­ტურ ენა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, VI-VII სს-ებ­ში.[15] აქ­ვე, დო­კუ­მენ­ტე­ბის სი­ა­ში, რაც ამ თხზუ­ლე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს, მი­თი­თე­ბუ­ლია შემ­დე­გი: პერ­გა­მენ­ტზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გვი­ა­ნი ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის ორი­გი­ნა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბი; ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით _ მარ­ტვი­ლო­ბის აღ­წე­რა, ასე­ვე _ კო­ლო­ფო­ნე­ბი, მარ­გი­ნა­ლე­ბი, სხვა წმინ­და­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი.
   ენ­რი­კო გა­ბი­ძაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, `ევ­სტა­თის, მი­სი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის წა­მე­ბა~ ექ­ვთი­მე ათო­ნელს X ს-ში უნ­და ეთარ­გმნა. ქარ­თუ­ლი ტექ­სტი შე­მო­ნა­ხუ­ლია XI და XVIII სს-ების ხელ­ნა­წერ კრე­ბუ­ლებ­ში. XI ს-ის ხელ­ნა­წე­რე­ბი­დან მეც­ნი­ე­რი ასა­ხე­ლებს Ath-28 (65v-87v) და Ath-17 (103r-115v) ნუს­ხებს და მი­უ­თი­თებს, რომ ძეგ­ლი გა­მო­უ­ცე­მე­ლია, მი­სი ბერ­ძნუ­ლი დე­და­ნი კი და­ბეჭ­დი­ლია გა­მო­ცე­მა­ში: Migne, Patrologia Graeca, 105, 376-417.[16]
   მეც­ნი­ე­რის მსჯე­ლო­ბის მი­ხედ­ვით, Ath-28-ც ექ­ვთი­მეს თარ­გმა­ნი გა­მო­დის. მი­თი­თე­ბულ ხელ­ნა­წერ­ში და­ცუ­ლი ტექ­სტი იწ­ყე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად: `ზ, თუ­ე­სა სეკ­დენ­ბერ­სა კე, სიმPნე და მოთ­მი­ნე­ბაჲ წმი­დი­სა ევ­სტა­თი­სი, შვილ­თა და ცო­ლი­სა მი­სი­საჲ და მერ­მე შემ­დგო­მად წა­მე­ბაჲ _ მე­სა­მე­სა წელ­სა მარ­კი­ა­ნე მე­ფი­სა­სა იყო სპაჲპე­ტი ერ­თი მPნე ფრი­ად, რო­მე­ლი მძლე იყო მა­რა­დის ყო­ველ­თა მბრძოლ­თა ზე­და, გა­მოც­დი­ლი ფრი­ად და მო­ნა­დი­რე ირემ­თა და ქურ­ციკ­თა …~. და მთავ­რდე­ბა ასე: `…ხო­ლო Pსე­ნე­ბაჲ წმი­და­თაჲ მათ და კე­თი­ლად მძლე­თა მო­წა­მე­თაჲ აღეს­რუ­ლე­ბის […] თთუ­ე­სა სეკ­დენ­ბერ­სა ოც­და­ხუთ­სა ქრისტH იე­სუს მი­ერ უფ­ლი­სა ჩუ­ე­ნი­სა, რომ­ლი­საჲ არს დი­დე­ბაჲ უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამენ~ (65r-78r).
   Ath-17 ხელ­ნა­წერ­ში და­ცუ­ლი ექ­ვთი­მეს ნა­თარ­გმნი ტექ­სტი არ თან­ხვდე­ბა Ath-28 ხელ­ნა­წერ­ში შე­სულ ტექსტს, მა­შა­სა­და­მე, სხვა რე­დაქ­ცი­ი­საა. ამი­ტო­მაც, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნუ­ლი თხზუ­ლე­ბის ორ რე­დაქ­ცი­ას უთი­თებს: პირ­ვე­ლი რე­დაქ­ცია და­ცუ­ლია Sin-25-სა (ცა­გარ­ე­ლის კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით, 74) და Ath-53-ში (ბლე­ი­კით, Ath-28), ხო­ლო მე­ო­რე _ Ath-17-ში.[17] ბო­ლო ხელ­ნა­წერ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი ტექ­სტის მთარ­გმნე­ლად ავ­ტო­რი ასა­ხე­ლებს ექ­ვთი­მე ათო­ნელს. სხვა ხელ­ნა­წე­რებ­თან კი მთარ­გმნე­ლის მი­თი­თე­ბა არ გვაქვს. იქ­ვე ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის გა­მო­ცე­მად ნაჩ­ვე­ნე­ბია: BHG 641.[18]
   ევ­სტა­თის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­სტი `ლე­გენ­და წმი­და ევ­სტა­თი­ზე~ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით XIII-XIV სს-ების საფ­რან­გეთ­ში. იგი და­წე­რი­ლი ყო­ფი­ლა რამ­დე­ნი­მე ენა­ზე: ლა­თი­ნუ­რად, ბერ­ძნუ­ლად, ფრან­გუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და ან­გლო-საქ­სუ­რად. ტექ­სტის ძი­რი­თა­დი მო­მენ­ტე­ბი ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­ტი­ვე­ბი ყო­ფი­ლა ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გის­თვის. ისი­ნი ასახ­ვას პო­ვებ­და სკულ­პტუ­რა­ში, კედ­ლის მხატ­ვრო­ბა­ში, ხელ­ნა­წერ წიგ­ნებ­ში, ფე­რად შუ­შა­ზე, მი­ნან­ქარ­ზე, სპი­ლოს ძვალ­ზე.
   თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, თა­ვად ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­სტის გარ­და, თით­ქმის არ არ­სე­ბობს არც ქარ­თულ და არც ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. უც­ნო­ბია ნა­წარ­მო­ე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა, ავ­ტო­რი და და­წე­რის დრო. შე­სა­ბა­მი­სად, არ ვი­ცით, ბერ­ძნუ­ლია მი­სი ორი­გი­ნა­ლუ­რი ენა თუ სხვა რო­მე­ლი­მე ენი­დან არის ბერ­ძნუ­ლად თარ­გმნი­ლი და შემ­დეგ იქი­დან _ ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის მი­ერ გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბუ­ლი.
   არ ვი­ცით თე­ო­დო­რეს მო­წა­მებ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლის ზუს­ტი თა­რი­ღიც. მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო დროდ მიჩ­ნე­უ­ლია იმ­პე­რა­ტორ ან­ტო­ნი­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის წლე­ბი _ 138-161.
   `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ თარ­გმნის დროდ კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე 1013 წელს მი­იჩ­ნევს,[19] ენ­რი­კო გა­ბი­ძაშ­ვი­ლი _ X ს-ს და აღ­ნიშ­ნავს, რომ არ არის გა­მო­ცე­მუ­ლი არც ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი (A-382, A-1103 და სხვა) და არც ბერ­ძნუ­ლი (უთი­თებს შემ­დეგ წყა­რო­ებს: Bibliotheca Hagiographica Graeca, F. Halkin, ტ. II, გვ. 276 §1747- 1747a-1747b).[20]
   `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ის ეპის­კო­პო­სის (+302 წ., 3. IX) წა­მე­ბის~ შე­სა­ხებ კი წერს, რომ ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი (Jer. 2, 22-30) გა­მო­ცე­მუ­ლია, თუმ­ცა არ ასა­ხე­ლებს, სად.[21] ლი­ტე­რა­ტუ­რას ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის შე­სა­ხებ უთი­თებს შემ­დეგ წყა­როს: Acta Sanct., Apr. III, 482… და აღ­ნიშ­ნავს, რომ `წა­მე­ბის~ სხვა ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტე­ბი ხელ­ნა­წე­რე­ბით არის ცნო­ბი­ლი და გა­მო­უ­ცე­მე­ლია (Catal. Paris 195 (8), vatic. 544 (X-XI) და სხვა). აქ­ვე წერს, რომ არც ერ­თი მათ­გა­ნი არ უნ­და იყოს ქარ­თუ­ლის დე­და­ნი.[22]
   ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ერთ-ერთ მი­ზანს შე­ად­გენს ქარ­თულ თარ­გმა­ნებ­თან ერ­თად ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბაც (არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში). აღნიშნული სამი თხზულებიდან მხო­ლოდ ერთს (`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა და წა­მე­ბა~) ეძებ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ბერ­ძნუ­ლი ვერ­სია. ამი­ტომ, გა­მო­ცე­მა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ მას ახ­ლავს პა­რა­ლე­ლუ­რი ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტი.
   ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი ტრა­დი­ცი­ი­სად­მი უც­ხო­ელ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ტომ­ში შე­ტა­ნი­ლია ტექ­სტე­ბის ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნე­ბიც.
   პრო­ექ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბა­ზა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ძი­რი­თად პერ­სო­ნალს შე­ად­გე­ნენ წამ­ყვა­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის _ ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჰუ­მა­ნი­ტა­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის _ წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, ამა­ვე დროს, წარ­მო­ად­გე­ნენ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ვა­სა­ხე­ლებთ ცო­ტა ქვე­მოთ).
   სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ პრო­ექ­ტი პრო­დუქ­ტია ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ბირ­მინ­ჰე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტექ­სტო­ლო­გი­ი­სა და ელექ­ტრო­ნუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის ინ­სტი­ტუტს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტნი­ო­რო­ბი­სა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის[23] _ `ტექ­სტო­ლო­გია და გა­მო­ცე­მათ­მცოდ­ნე­ო­ბა~ _ ფარ­გლებ­ში. ამ ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი 2005-2017 წლებ­ში, ბრი­ტა­ნე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევ­რი დე­ვიდ ჩარლზ პარ­კე­რი, აღ­ნიშ­ნუ­ლი და აგ­რეთ­ვე წი­ნამ­დე­ბა­რე პრო­ექ­ტის უც­ხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტია.
   ტექ­სტე­ბი გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­დეს, გა­მოკ­ვლე­ვა და კრი­ტი­კუ­ლი აპა­რა­ტი და­ურ­თეს ლია კიკ­ნა­ძემ (კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი), ქე­თე­ვან გი­გაშ­ვილ­მა (ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჰუ­მა­ნი­ტა­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის  სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი), ირაკ­ლი ორ­ჟო­ნი­ამ (თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­სა და სე­მი­ნა­რი­ი­ს პატ­რის­ტი­კი­სა და დოგ­მა­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გის თა­ნა­შემ­წე, გე­ლა­თის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­სა და სე­მი­ნა­რი­ის პრო­ფე­სო­რი, თე­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი), გრი­გოლ ბენ­დე­ლი­ან­მა (თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­სა და სე­მი­ნა­რი­ი­ს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ი­სა  და ას­კე­ტი­კის კა­თედ­რის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი, ამა­ვე სას­წავ­ლებ­ლის დოქ­ტო­რან­ტი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით) და მა­ია ჯან­გი­ძემ (ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი). პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­სუ­ლი­ე­რო ჟან­რის თხზუ­ლე­ბა­თა კვლე­ვის პრო­ცეს­ში ფი­ლო­ლო­გე­ბი­სა და თე­ო­ლო­გე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.
   გამოცემის მომ­ზა­დე­ბა­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებთ ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის ბერს, ბიბ­ლი­ო­თე­კის მეს­ვე­ურს _ თე­ო­ლო­გოსს, რო­მელ­მაც ათო­ნუ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბის ციფ­რუ­ლი ვერ­სი­ე­ბი მოგ­ვა­წო­და და მა­თი ელექ­ტრო­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბა  მოგ­ვცა; ასე­ვე  _ შო­თა რუს­თა­ვე­ლის  ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის მთა­ვარ მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელს _ მა­ია ნი­ნი­ძეს, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ფონ­დე­ბის დაც­ვის, აღ­რიც­ხვი­სა და ექ­სპო­ნი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, მთა­ვარ მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელს _ თა­მარ აბუ­ლა­ძეს, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელს _ ეს­მა მა­ნი­ას, ამა­ვე ცენ­ტრის ბიბ­ლი­ო­თე­კა-მუ­ზე­უ­მის უფ­როსს _ ეკა გო­გი­ჩა­იშ­ვილს, სა­ფი­ნან­სო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის საქ­მის­წარ­მო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლისტს _ ნა­თია ვე­კუ­ას, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნელს _ ნა­ნა ყა­რა­უ­ლაშ­ვილს, რომ­ლებ­მაც გაგ­ვი­ად­ვი­ლეს პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა.


[1] ოქ­რო­პი­რი, 1996: 14.
[2] ოქ­რო­პი­რი, იქვე: 6.
[3]  დამასკელი, 1976: 67.
[4] Orzhonia, 2021: #11.
[5] ოქ­რო­პი­რი, 1996: 7-8.
[6] იქვე: 8.
[7] ოქ­რო­პი­რი, 1996: 14-15.
[8] მთაწმიდელი, 1967.
[9] იქვე.
[10] იქვე: 64.
[11] კეკელიძე, 1980: 207.
[12] კეკელიძე, 1980: 207-208.
[13] გაბიძაშვილი, 2007: 93-96.
[14] გაბიძაშვილი, 2004: 121.

[15] Eustathius, his wife Theopiste, and their sons Agapius and Theopistus, martჲrs in Rome under the earlჲ daჲs of Hadrian: The Cult of Saints in Late Antiquitჲ from its origins to circa AD 700, across the entire Christian world: http://csla.historჲ.ox.ac.uk/record.php?recid=S01804

[16] გაბიძაშვილი, 2010: 158.
[17] კეკელიძე, 1957: 125.
[18] იქვე.
[19] კეკელიძე, 1980: 207.
[20] გაბიძაშვილი, 2010: 158.
[21] ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ამ ძეგლის პუბლიკაციას.
[22] გაბიძაშვილი, იქვე: 175.
[23] განხორციელდა 2016-2019 წლებში (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ქეთევან გიგაშვილი და მაია ნინიძე).

`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~
ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის გა­მო­ცე­მის შე­სა­ხებ

`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია Patrologia Graeca’’-ს 105-ე ტომ­სა[1] და Acta Sanctorum-ის მე-6 ტომ­ში.[2] მა­თი შე­და­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ ეს გა­მო­ცე­მე­ბი არ­სე­ბი­თად იდენ­ტუ­რია, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბულ მო­ნა­ცემს გვთა­ვა­ზობს.
წარ­მო­ვად­გენთ შე­სა­ბა­მის მა­გა­ლი­თებს:

  1. Acta Sanctorum’-ში წმინ­და ევ­სტა­ტის მარ­ტვი­ლო­ბის და­საწ­ყი­სი ცალ­კე გა­მო­ი­ყო­ფა და წარ­მოდ­გე­ნი­ლია პრო­ლო­გის სა­ხით[3], ხო­ლო Patrologia Graeca-ში ის ძი­რი­თად ტექ­სტთან არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.[4]
  2. Acta Sanctorum: ἘΝ ταῖς ἡμέραις τῆς βασιλείας Τραἳανοῦ, τῆς εἰδωλολατρείας κρατούσης, προήχθη παρὰ τοῦ βασιλέως στρατηλάτης, ὀνόματι Πλακίδας.

          თარ­გმა­ნი: `ტრა­ი­ა­ნე მე­ფის დღე­ებ­ში, კერ­პმსა­ხუ­რე­ბის მძლავ­რე­ბი­სას, დად­გე­ნილ იქ­ნა მე­ფის მი­ერ სტრა­ტი­ლა­ტი, სა­ხე­ლით პლა­კი­და.~

  1. t. 105; col. 377 C: ἘΝ ταῖς ἡμέραις τῆς βασιλείας Τραἳανοῦ, τῆς εἰδωλολατρείας κρατούσης, ἦν ti\j στρατηλάτης, o(/noma tou/t%= Πλακίδας.

           თარ­გმა­ნი: `ტრა­ი­ა­ნე მე­ფის დღე­ებ­ში, კერ­პმსა­ხუ­რე­ბის მძლავ­რე­ბი­სას, იყო ვინ­მე სტრა­ტი­ლა­ტი, სა­ხე­ლი მი­სი _ პლა­კი­და.~

და­მოწ­მე­ბულ ბერ­ძნულ ცი­ტა­ტებ­ში რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მი ფიქ­სირ­დე­ბა. კერ­ძოდ, ‘Acta Sanctorum’-ში და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლია, რომ სტრა­ტი­ლა­ტო­ბა პლა­კი­დას მე­ფემ უბო­ძა, რაც არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი Patrologia Graeca-ში. ამას­თან, იმა­ვე ‘Acta’-ში პლა­კი­დას სტრა­ტი­ლა­ტო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ვნე­ბი­თი გვა­რის ზმნა προήχθη, რაც კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ასე ითარ­გმნე­ბა: `დად­გე­ნილ იქ­ნა~, ხო­ლო Patrologia Graeca-ს შე­სა­ბა­მის ად­გილ­ას გვხვდე­ბა ზმნა `იყო~ (შდრ. ბერძ. ἦν). ამავ­დრო­უ­ლად, ‘Acta’-ს მო­ნა­ცე­მი _ ὀνόματι Πλακίδας _ ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით ითარ­გმნე­ბა, რო­გორც `სა­ხე­ლით პლა­კი­და~, ხო­ლო Patrologia Graeca-ში და­ცულ იმა­ვე ტერ­მინს ნაც­ვალ­სა­ხე­ლი აქვს შეწ­ყო­ბი­ლი (შდრ. o(/noma tou/t%= Πλακίδας) და ასე ითარ­გმნე­ბა: `სა­ხე­ლი მი­სი _ პლა­კი­და.~

   ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის მი­ერ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი ასეა თარ­გმნი­ლი: „დღე­თა მათ ტრა­ი­ა­ნე მე­ფი­სა­თა, რა­ჟამს კერ­პთა მსა­ხუ­რე­ბა­სა და­ეპ­ყრა სო­ფე­ლი, და­ად­გი­ნა მე­ფე­მან სტრა­ტი­ლა­ტი ვინ­მე, სა­ხე­ლით პლა­კი­და.“

წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამო­ნა­რი­დი ცხად­ყოფს, რომ ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლი სიტ­ყვა­სიტ­ყვით მიჰ­ყვე­ბა ‘Acta-ს ბერ­ძნულ რე­დაქ­ცი­ას, რად­გან და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი სა­ხით უწ­ყე­ბა სა­კუთ­რივ მე­ფის მი­ერ სტრა­ტი­ლა­ტად პლა­კი­დას დად­გი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე (შდრ. ბერძ. προήχθη παρὰ τοῦ βασιλέως) არ გვხვდე­ბა Patrologia Graeca’-ში.

  1. Acta’-ს ტექ­სტი პლა­კი­დას შე­სა­ხებ შემ­დეგ ვრცელ ცნო­ბებს გვაწ­ვდის: ἀντιλαμβανόμενος τῶν καταπονουμενῶν, συνηγορῶν τοῖς ἀδικουμένοις καὶ πολλοὺς ἐκ τῶν δικαστηρίων χρήμασιν ἀνακαλούμενος, γυμνητεύουσι περιβόλαια χαριζόμενος, πεινώντας διατρέφων, καὶ ἁπαξαπλῶς, πᾶσι τοῖς ἐπιδεομένοις τὰ κατὰ τὸν βίον οἰκονομῶν, νέος τις Κορνήλιος ἐν τοῖς καιροῖς ἀνεφαίνετο. Εἶχε δὲ Γυναῖκα καὶ αὐτὴν μὲν τῆς τῶν εἰδώλων θρησκείας ἐπάρχουσαν, ὁμοιότροπον δὲ τῆς ἀγαθῆς αὐτου γνώμης. Τίκτονται οὖν αὐτοῖς Παῖδες δύο, οὓς ἀνέτρεφον ὁμοίους τῆς ἑαυτῶν προαιρέσεως· ἦν δὲ τοσοῦτον περιφανὴς ὁ ἀνὴρ καὶ διαβόητος ἐπὶ ταῖς εὐπραγίαις καὶ δυναστείαις, ὡς καὶ αὐτοὺς τοὺς βαρβάρους ἐκ τοῦ ὀνόματος μόνον φοβεῖσθαι αὐτὸν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 123-124).

   თარ­გმა­ნი: `და­მაშ­ვრალ­თა შემ­წყნა­რე­ბე­ლი, უსა­მარ­თლოდ მოპ­ყრო­ბილ­თა დამ­ცვე­ლი, სა­სა­მარ­თლო­თა­გან მრა­ვალ­თა სა­ფა­სით დამ­ხსნე­ლი, შიშ­ველ­თათ­ვის სა­მო­სელ­თა მბო­ძე­ბე­ლი, მში­ერ­თა დამ­პუ­რე­ბე­ლი და, ზო­გა­დად, ყვე­ლა შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი [ადა­მი­ა­ნის] ცხოვ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­მგე­ბე­ლი, ახა­ლი ვინ­მე კორ­ნე­ლი­ო­სი, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დო დროს გა­მოჩ­ნდა. ჰყავ­და მე­უღ­ლე და ის, ერ­თი მხრივ, კერ­პე­ბის მსა­ხუ­რე­ბას მიჰ­ყვე­ბო­და, მე­ო­რე მხრივ კი, მსგავ­სად­ვე (ევ­სტა­თის) სა­ხი­ერ გო­ნე­ბას. შე­ე­ძი­ნათ მათ ორი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღ­ზარ­დეს. ესო­დენ სა­ხე­ლო­ვა­ნი და ცნო­ბი­ლი კა­ცი იყო, კე­თილ­მოქ­მე­დი და მე­უ­ფებ­რი­ვი, რომ თა­ვად ბარ­ბა­რო­სებს მხო­ლოდ მი­სი სა­ხე­ლი­საც კი ეში­ნო­დათ.~[5]
აი, ექ­ვთი­მე­სე­უ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი თარ­გმა­ნის სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი: `ჭირ­ვე­ულ­თა შე­ე­წე­ო­და, დაშ­ჯილ­თა და მრა­ვალ­თა იჴსნი­და სამ­შჯავ­რო­თა­გან სა­ფა­სი­თა, ში­შუ­ელ­თა შეჰ­მოს­და, მში­ერ­თა ზრდი­და; ყო­ველ­თა, რო­მელ­თა რაჲ ეჴმა­რე­ბინ მის­გან, მის­ცემნ. და იყო ახა­ლი კორ­ნი­ლიე მათ ჟამ­თა ში­ნა. ხო­ლო ესუა მე­უღ­ლე ეგე­ვი­თა­რი­სა­ვე კე­თი­ლი­სა გო­ნე­ბი­საჲ და ეს­ხნეს მათ ორ­ნი ძე­ნი, რო­მელ­თა მას­ვე გო­ნე­ბა­სა ზე­და ზრდი­დეს. და იყო კა­ცი იგი გან­თქუ­მულ და სა­ხე­ლო­ან გან­მარ­ჯუ­ე­ბა­სა ზე­და და ბრძო­ლა­სა, ვიდ­რე­ღა ბარ­ბა­როზ­ნი სა­ხე­ლი­სა­გან ოდენ მი­სი­სა იშიშ­ვო­დეს.~
   აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი არ გვხვდე­ბა ‘‘Patrologia Graeca-ში.[6]
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექ­ვთი­მე მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ერთ-ერთ ხერხს, კლე­ბას, მი­მარ­თავს და და­მოწ­მე­ბუ­ლი ად­გი­ლის თარ­გმნი­სას ზო­გი­ერთ წი­ნა­და­დე­ბას გვერდს უვ­ლის (მა­გა­ლი­თად, გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს ის მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც ქრის­ტეს რჯულ­ზე მოქ­ცე­ვამ­დე კერ­პე­ბის მი­მართ ევ­სტა­თის ცო­ლის ლტოლ­ვაა ნაჩ­ვე­ნე­ბი), სრუ­ლი­ად ცხა­დია, რომ მის მი­ერ სა­თარ­გმნად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბერ­ძნუ­ლი ვერ­სია ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და Patrologia Graeca-ში და­ცუ­ლი ტექ­სტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ცნო­ბას არ შე­ი­ცავს.
   ორი­გი­ნა­ლურ ტექ­სტებ­თან ექ­ვთი­მეს თარ­გმა­ნე­ბის შე­და­რე­ბა ცხად­ყოფს, რომ იგი სრუ­ლად არ სცილ­დე­ბა პირ­ველ­წყა­რო­ებს. სა­ა­ნა­ლი­ზო ტექ­სტის ბერ­ძნუ­ლი ვერ­სია, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ‘Acta Sanctorum-ის VI ტომ­ში, გა­მომ­ცე­მელ­თა მი­ერ აბ­ზა­ცე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ოც­და­ორ მუხ­ლა­დაა და­ნომ­რი­ლი. ექ­ვთი­მეს ქარ­თულ თარ­გმან­ში იდენ­ტუ­რად ოც­და­ო­რი­ვე აბ­ზა­ცი იძებ­ნე­ბა.
წარ­მოდ­გე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ექ­ვთი­მე­სე­უ­ლი თარ­გმა­ნის წყა­რო ‘Acta Sanctorum’-ში და­ცუ­ლი ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტია, რა­საც ვაქ­ვეყ­ნებთ კი­დეც წი­ნამ­დე­ბა­რე გა­მო­ცე­მა­ში.

`ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­­ლის წა­მე­ბის~

ბერ­ძნუ­ლი გა­მო­ცე­მის შე­სა­ხებ

   `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის წა­მე­ბის~ ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ‘Acta Sanctorum’-ის III ტომ­ში.[7] ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი­სა და ხსე­ნე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის ურ­თი­ერ­თშე­და­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ცალ­სა­ხად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თუ­ლი ტექ­სტის პირ­ველ­წყა­რო ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და ‘Acta’-ში და­ცუ­ლი ტექ­სტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი ერ­თსა და იმა­ვე ის­ტო­რი­ა­ზე მოგ­ვით­ხრობს და ცალ­კე­ულ ად­გი­ლებ­ში რი­გი მოვ­ლე­ნე­ბის თან­ხვედ­რა შე­ი­ნიშ­ნე­ბა (რაც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა და არა­ნა­ი­რად არ აი­სა­ხე­ბა სა­კუთ­რივ თარ­გმა­ნის იდენ­ტუ­რო­ბა­ზე), მათ შო­რის საკ­მა­ოდ დი­დი გან­სხვა­ვე­ბაა.
   ‘Acta’-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტი თხუთ­მე­ტი აბ­ზა­ცი­თა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ­დე­ნი­ვე მუხ­ლი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ის იმ­დე­ნად სხვა­ობს ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის­გან, რომ არ გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, აბ­ზა­ცე­ბი აქაც ანა­ლო­გი­უ­რად გა­მო­ი­ყოს.
რო­გორც ჩანს, ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლი ნი­კო­მი­დი­ე­ლი მღვდელ­მთავ­რის მარ­ტვი­ლო­ბის თარ­გმნი­სას დღე­ის­თვის უც­ნო­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი რე­დაქ­ცი­ით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამი­ტო­მაც წი­ნამ­დე­ბა­რე გა­მო­ცე­მა­ში არ ვაქ­ვეყ­ნებთ ‘Acta Sanctorum-ში და­ცულ ბერ­ძნულ ტექსტს.


[1] იხ. Migne J. P., 1862: col. 376-417.

[2] იხ. Acta Sanctorum, 1867: 125-135.

[3] იქ­ვე: 123.

[4] იხ. Migne J. P., 1862: col. 376 B – 377 BC.

[5] შდრ. Acta Sanctorum, 1867: 123-124.

[6] შდრ. Migne J. P., 1862: col. 377 CD.

[7] Acta Sanctorum, 1866: L-LIII.

ტექსტისათვის

 

   რო­გორც ყვე­ლა აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მა, ჩვე­ნი გამოცემაც ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: ტექ­სტე­ბის­გან და სა­მეც­ნი­ე­რო აპა­რა­ტის­გან. ტექ­სტე­ბის ნა­წილ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, ანუ ჩვე­ნი კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მა­სა­ლა, ისე მა­თი ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნე­ბი და ერ­თი ტექ­სტის შემ­თხვე­ვა­ში _ ბერ­ძნუ­ლი ვერ­სი­აც. გა­მო­ცე­მა­ში ისი­ნი შემ­დე­გი თან­მიმ­დევ­რო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი:  ქარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბი, ბერ­ძნუ­ლი ვერ­სია და ბო­ლოს _  ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნე­ბი.
   ძი­რი­თა­დი ტექ­სტის პუნ­ქტუ­ა­ცი­უ­რი, ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი და ენობ­რი­ვი კუთ­ხით მო­წეს­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ შემ­დეგს:
სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ აღე­ბუ­ლი გვაქვს თა­ნა­მედ­რო­ვე პუნ­ქტუ­ა­ცი­ის წე­სე­ბი, რო­გორც ეს ძვე­ლი ტექ­სტე­ბის აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის პრაქ­ტი­კა­შია მი­ღე­ბუ­ლი.
   იმა­ვე პრინ­ციპს ვა­ტა­რებთ ორ­თოგ­რა­ფი­ის სფე­რო­შიც, კერ­ძოდ: სიტ­ყვებს, რომ­ლე­ბიც დღეს იწე­რე­ბა ერ­თად, ვწერთ ერ­თად, რომ­ლე­ბიც იწე­რე­ბა ცალ-ცალ­კე, ვწერთ ცალ-ცალ­კე.
მაგ., ორი ან მე­ტი სხვა­დას­ხვა ფუ­ძის­გან მი­ღე­ბუ­ლ კომ­პო­ზი­ტე­ბს ვწერთ ერ­თად: ნათ­ლის­ღე­ბა და არა ნათ­ლის ღე­ბა ან ნათ­ლისღე­ბა, ნათ­ლის­მცე­მე­ლი და არა ნათ­ლის მცე­მე­ლი ან ნათ­ლისმცე­მე­ლი, წი­ნამ­დე­ბა­რე და არა წი­ნა მდე­ბა­რე ან წი­ნამდე­ბა­რე, ასე­ვე თა­ყუ­­ნის­ცე­მა, თა­ყუ­­ნის­მცე­მე­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა, პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი, ნუ­გე­ში­ნის­ცე­მა, ნუ­გე­ში­ნის­მცე­მე­ლი, ქვე­ლის­მოქ­მე­დი, და ა. შ.
   ნათ­ქვა­მი ეხე­ბა რთუ­ლი აგე­ბუ­ლე­ბის ზმნებ­საც. ძვე­ლი ტექ­სტე­ბის აკა­დე­მი­ურ გა­მო­ცე­მებ­ში და­ნერ­გი­ლი პრაქ­ტი­კა ერ­თი და იმა­ვე ენობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მი­სად­მი სხვა­დას­ხვაგ­ვარ (არა­ერ­თგვა­რო­ვან) მიდ­გო­მას გვთა­ვა­ზობს. კერ­ძოდ, კომ­პო­ზი­ტუ­რი აგე­ბუ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი (ორი ან მე­ტი ფუ­ძის­გან შემ­დგა­რი) თუ იწე­რე­ბა ერ­თად (იგი­ვე ნათ­ლის­მცე­მე­ლი, ან ნათ­ლის­მღე­ბე­ლი), ასე­თი­ვე შედ­გე­ნი­ლო­ბის ზმნე­ბი იწე­რე­ბა დე­ფი­სით (მაგ., ნა­თელიღო, სრულყო, ცხადყოფს, ჴელეწი­ფე­ბის, ძალუძს და ა. შ.). თუ ამო­სავ­ლად ის­ტო­რი­ულ ვი­თა­რე­ბას ავი­ღებთ (ანუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გვქონ­და კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­ნა­წე­რის შეს­რუ­ლე­ბის დროს), მა­შინ სა­ხე­ლე­ბიც არ უნ­და დავ­წე­როთ ერ­თად. ჩვენ ვე­ცა­დეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ენობ­რი­ვი მოვ­ლე­ნის მი­მართ ერ­თი სა­ერ­თო პრინ­ცი­პი გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა და ანა­ლო­გი­უ­რი აგე­ბუ­ლე­ბის სიტ­ყვე­ბი დაგ­ვე­წე­რა ერ­თად, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, რო­მელ მორ­ფო­ლო­გი­ურ ოდე­ნო­ბას­თან გვქონ­და საქ­მე _ სა­ხე­ლებ­თან თუ ზმნებ­თან. ასე რომ, რთულ ზმნებს ვწერთ ასე: ნა­თე­ლი­ღო, ცხად­ყოფს, ჴელე­წი­ფე­ბის, ძა­ლუძს, გუ­ლისჴმავ­ყავ, ამ­ბორ­სუ­ყოფ­და და სხვ. მაგ­რამ პა­ტი­ვი სცა, თა­ყუ­­ნი სცა, ნუ­გე­ში­ნი სცა.
   აღ­წე­რი­თი (პე­რიფ­რას­ტუ­ლი) წარ­მო­ე­ბის ზმნებ­საც, რომ­ლე­ბიც მარ­ტივ შე­მას­მენ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, ვწერთ ერ­თად, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­ცა ისი­ნი მო­ცე­მუ­ლია აწ­მყოს III პი­რის (მხო­ლო­ბი­თი თუ მრავ­ლო­ბი­თი რიც­ხვის) ფორ­მით, მაგ., აღ­სრუ­ლე­ბულ არს, აღ­სრუ­ლე­ბულ არი­ან, დარ­ჩო­მილ არი­ან, მაგ­რამ დაჯ­დო­მი­ლი­ყო და არა დაჯ­დო­მილ იყო ან დაჯ­დო­მილიყო.
   შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მენ­ლის ნა­წი­ლებს ვწერთ ცალ-ცალ­კე, მაგ., `გან­მარ­ჯუ­­ბულ იყო ყო­ველ­სა ზე­და~ (= გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო), რო­გორც ამას თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ­ში ვა­კე­თებთ, ასე­ვე _ უდებ იქ­მნა, უჩი­ნო იქ­მნა, სრულ იქ­მნა (მაგ­რამ უდებ­ყო, სრულ­ყო, რად­გან ესე­ნი რთუ­ლი ზმნე­ბია და არა შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მენ­ლე­ბი).
   გა­რეგ­ნუ­ლად (აგე­ბუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით), რო­გორც ცნო­ბი­ლია, შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მე­ნე­ლი და მარ­ტი­ვი, მაგ­რამ აღ­წე­რი­თი წარ­მო­ე­ბის ზმნე­ბის III სე­რი­ის მწკრი­ვე­ბი ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა წი­ნა­და­დე­ბა­ში მა­თი ფუნ­ქცი­ე­ბი კონ­ტექ­სტის მი­ხედ­ვით გა­ნირ­ჩე­ვა. შე­იძ­ლე­ბა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლებ­საც წი­ნამ­დე­ბა­რე გა­მო­ცე­მის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ ვი­ყე­ნებთ, გა­და­იკ­ვე­თოს კი­დეც (ანუ, თან­ხვდეს ერ­თმა­ნეთს). მაგ., `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ტექ­სტში გვხვდე­ბა ასე­თი ფრა­ზა: `რა­მე­თუ შუ­რი­თა აღ­ძრულ არს ეშ­მა­კი შენ ზე­და, რა­მე­თუ და­უ­ტე­ვე იგი და ის­წრა­ფის აღ­ძრვად შენ ზე­და ყოვ­ლი­სა ბო­რო­ტი­სა.~ სა­ა­ნა­ლი­ზო ფორ­მა აქ შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მე­ნე­ლია (= აღ­ძრუ­ლია) და არა ვნე­ბი­თი გვა­რის ზმნის I თურ­მე­ო­ბი­თის ფორ­მა (აღიძ­ღვრის _ აღ­ძრულ არს), რა­საც ის­წრაფ­ვის ფორ­მაც ადას­ტუ­რებს (ორი­ვე ახ­ლან­დელ დრო­შია), თუმ­ცა, I თურ­მე­ო­ბი­თიც რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­ინც ცალ-ცალ­კე უნ­და და­წე­რი­ლი­ყო იმ გა­მო­ნაკ­ლი­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ.
   ესე ეგე, იგი ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბი, სა­დაც ისი­ნი ნა­წი­ლა­კის როლს ას­რუ­ლე­ბენ და კით­ხვით ნაც­ვალ­სა­ხე­ლებ­სა თუ ზმნი­ზე­დებს მი­მარ­თე­ბი­თო­ბის ფუნ­ქცი­ას ანი­ჭე­ბენ, დე­ფი­სით გა­მო­ე­ყო­ფი­ან იმ სიტ­ყვას, რო­მელ­საც და­ერ­თვი­ან, მაგ.: რო­მელ­საესე, რო­მე­ლიეგე, ვი­თარიგი, სა­დაიგი და ა. შ.
   `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ კრი­ტი­კუ­ლი ტექ­სტი ეფუძ­ნე­ბა Ath-17 ნუს­ხას, `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ კრიტიკული ტექსტი –  ­ A-1103 ნუსხას. `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის წა­მე­ბის~ შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ ერ­თი ნუს­ხა გვაქვს – Jer-2.
   სა­მეც­ნი­ე­რო აპა­რა­ტი, თა­ვის მხრივ, რამ­დე­ნი­მე ნა­წილს მო­ი­ცავს. სა­ნამ მათ შე­ვე­ხე­ბით, მა­ნამ­დე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ას, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი მწერ­ლო­ბის ერთ-ერთ ჟანრს, გარ­და­მა­ვა­ლი სა­ფე­ხუ­რი უკა­ვია მხატ­ვრულ მწერ­ლო­ბა­სა და დო­კუ­მენ­ტურ ჟანრს შო­რის. სა­გა­მომ­ცემ­ლო კონ­ცეფ­ცი­აც სწო­რედ მი­სი სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ვი­მუ­შა­ვეთ და გამოცემას და­ვურ­თეთ შე­სა­ბა­მი­სი, ჟან­რის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს მორ­გე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი აპა­რა­ტი. იგი მო­ი­ცავს ფი­ლო­ლო­გი­ურ-ტექ­სტო­ლო­გი­ურ გა­მოკ­ვლე­ვას, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლია ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბი­სა და `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ შემ­თხვე­ვა­ში _ ბერ­ძნულ ტექ­სტთან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კით­ხი და ახ­სნი­ლია ამა თუ იმ ნუს­ხის ძი­რი­თად ტექ­სტად შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი. ცალ­კეა გან­ხი­ლუ­ლი ძი­რი­თა­დი ხელ­ნა­წე­რის ენი­სა და ტექ­სტის სა­კით­ხე­ბი თი­თო­ე­უ­ლი თხზუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის წა­მე­ბის~ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ტექ­სტის სა­კით­ხე­ბი გვაქვს მო­ცე­მუ­ლი, რად­გან ის ერ­თა­დერთ ნუს­ხა­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი და, მა­შა­სა­და­მე, აქ არ დგას ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გარ­კვე­ვის სა­კით­ხი.
   სა­მეც­ნი­ე­რო აპა­რა­ტის ნა­წილს შე­ად­გენს ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რუბ­რი­კე­ბის სა­ხით გვაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აღ­წე­რი­ლო­ბის ჩვე­ნე­უ­ლი სქე­მა იმ მო­დელს ეყ­რდნო­ბა, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლია 2018 წელს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში _ „უც­ხო­ეთ­ში გა­და­წე­რი­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ვე­ლეთ­სა­ცა­ვებ­ში.“[1] აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი ნი­მუ­შად ავი­ღეთ იმის გა­მო, რომ ის სა­უ­კე­თე­სოდ გვაწ­ვდის ამა თუ იმ ხელ­ნა­წე­რის ირ­გვლივ არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სეგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი და მოქ­ნი­ლი სა­ხით.
   ჩვენ მხო­ლოდ მცი­რე­ო­დე­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ მას­ში, კერ­ძოდ, რუბ­რი­კა `რა­ო­ბის~ ნაც­ვლად ვარ­ჩი­ეთ `ჟან­რი~, `შიფ­რის~ ნაც­ვლად _ `ფონ­დი~, ცალ­კე რუბ­რი­კე­ბად გა­მოვ­ყა­ვით: `პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­ო­ბა~, `ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში~ და `წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი.~ შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ ის სქე­მა, რო­მელ­შიც მოქ­ცე­უ­ლია ჩვე­ნი ხელ­ნა­წე­რე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი. იგი შემ­დეგ რუბ­რი­კე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა:
გა­და­წე­რის ად­გი­ლი
ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა
ჟან­რი
თა­რი­ღი
თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა და ფონ­დი
ფურ­ცელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა
პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­ო­ბა
ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში
სა­წე­რი მა­სა­ლა
ფურ­ცლის ზო­მა
სტრი­ქონ­თა რა­ო­დე­ნო­ბა
ნა­წე­რის ზო­მა
სვე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა
თი­თო­ე­უ­ლი სვე­ტის ზო­მა
სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი
დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი
გა­დამ­წე­რი
ან­დერძ(ებ)ი
მი­ნა­წერ(ებ)ი
წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი
ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია.
   შე­ნიშ­ვნის სა­ხით და­ვა­მა­ტებთ, რომ ზო­გი­ერ­თი რუბ­რი­კა (მაგ., `ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა~) შე­იძ­ლე­ბა არ ახ­ლდეს რო­მე­ლი­მე ხელ­ნა­წერ­ს. ამას­თან, იმის გა­მო, რომ ათო­ნუ­რი და იე­რუ­სა­ლი­მუ­რი ნუს­ხე­ბი ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში მიკ­რო­ფი­რე­ბის სა­ხით გვაქვს და არა ორი­გი­ნა­ლე­ბის, ის რუბ­რი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი­გი­ნალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კო­დი­კო­ლო­გი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს, ვერ იქ­ნე­ბა შევ­სე­ბუ­ლი, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­ცა სა­ჭი­რო ცნო­ბე­ბი წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბებ­შია მო­ცე­მუ­ლი.
   სა­მეც­ნი­ე­რო აპა­რა­ტის მომ­დევ­ნო ნა­წი­ლია კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც თხზუ­ლე­ბა­თა სა­ყუ­რად­ღე­ბო ად­გი­ლე­ბი და ფრა­ზე­ბია გან­მარ­ტე­ბუ­ლი. თუ ტექ­სტში ჩა­ნარ­თე­ბია რო­მე­ლი­მე ბიბ­ლი­უ­რი წიგ­ნი­დან, კო­მენ­ტარ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი წიგ­ნი, თა­ვი თუ მუხ­ლი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ახ­სნი­ლია მი­სი და­მოწ­მე­ბის კონ­ტექ­სტი.
გა­მო­ცე­მას ერ­თვის შე­ნიშ­ვნე­ბი, სა­დაც კალ­მის­მი­ე­რი ლაფ­სუ­სე­ბია აღ­ნუს­ხუ­ლი გვერ­დი­სა და სტრი­ქო­ნის მი­თი­თე­ბით. ენობ­რი­ვი ცდო­მი­ლე­ბე­ბი აქ არ შე­მო­დის, რად­გან მათ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რა­დაა სა­უ­ბა­რი სტა­ტი­ა­ში _ `ტექ­სტის გა­მო­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კით­ხე­ბი.~
ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი თხზუ­ლე­ბე­ბის გმი­რე­ბი რე­ა­ლუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ დრო­ში ცხოვ­რობ­დნენ და ღვთის სათ­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბით სხვა­თა­გან გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­ერ წმინ­და­ნად შე­ი­რაც­ხა. მათ აქვთ თა­ვი­ან­თი ხსე­ნე­ბის სად­ღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბი, არ­სე­ბობს მა­თი ხა­ტე­ბი და ა. შ. ანუ, მა­თი სა­ხე­ლე­ბი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია.
   ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ თხზუ­ლე­ბებ­ში, წმინ­და­ნე­ბის გვერ­დით, სხვა ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბიც გვხვდე­ბა, იქ­ნე­ბი­ან ესე­ნი მთავ­რე­ბი, მე­ფე­ე­ბი, იმ­პე­რა­ტო­რე­ბი, მხე­დარ­თმთავ­რე­ბი თუ სხვ. გარ­და ამი­სა, ამ ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ხში­რად იხ­სე­ნი­ე­ბი­ან აგ­რეთ­ვე მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­ცე­მას და­ვურ­თეთ პირ­თა და მი­თო­ლო­გი­ურ პერ­სო­ნაჟ­თა ანო­ტი­რე­ბუ­ლი და არა ან­ბა­ნუ­რი სა­ძი­ე­ბე­ლი. აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ გვერ­დე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლი არა გვაქვს მხო­ლოდ ევ­სტა­თის, თე­ო­დო­რე პერ­გე­ლი­სა და ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის­თვის, რად­გან ისი­ნი თხზუ­ლე­ბებ­ში თით­ქმის ყვე­ლა გვერ­დზე მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან. და­ნარ­ჩენ პი­რებს, მოქ­მე­დი გმი­რე­ბის ჩათ­ვლით, გვერ­დე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.
   მოქ­მე­დე­ბე­ბი ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ებ­ში კონ­კრე­ტულ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში ხდე­ბა და, ბუ­ნებ­რი­ვია, ავ­ტო­რის მი­ერ სა­ხელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა, ქა­ლა­ქი, და­ბა, მდი­ნა­რე თუ სხვა რო­მე­ლი­მე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლი. რამ­დე­ნა­დაც თხზუ­ლე­ბა­ში აღ­წე­რი­ლი ამ­ბე­ბი ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის ად­რე­ულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხდე­ბო­და, ტო­პო­ნიმ­თა სა­ხე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა­ობ­დეს მა­თი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი­სა­გან და სა­ჭირ­ო­ებ­დეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას. ამი­ტომ, პირ­თა და მი­თო­ლო­გი­ურ პერ­სო­ნაჟ­თა ანო­ტი­რე­ბუ­ლი სა­ძი­ებ­ლის შემ­დეგ ტომს ერ­თვის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლ სა­ხე­ლთა ანო­ტი­რე­ბუ­ლი სა­ძი­ე­ბე­ლიც.
   სა­მეც­ნი­ე­რო აპა­რა­ტის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი ნა­წი­ლია ლექ­სი­კო­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კო­ნე­ბი, მის დარ­თვას წი­ნამ­დე­ბა­რე ტო­მის­თვის თა­ვი­სი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი აქვს: და­ა­ფიქ­სი­როს სა­ლექ­სი­კო­ნო ერ­თე­უ­ლე­ბის მხო­ლოდ ის მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მო­ცე­მულ გა­მო­ცე­მა­ში შე­სულ თხზუ­ლე­ბებ­ში აქვთ. გარ­და ამი­სა, ზოგ­ჯერ ესა თუ ის სიტ­ყვა რო­მე­ლი­მე კონ­ტექ­სტში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სე­მან­ტი­კუ­რი ელ­ფე­რით არის ნახ­მა­რი, რაც აფარ­თო­ებ­ს მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სფე­როს. ეს კი ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მო­შობს ძვე­ლი ტექ­სტე­ბის­თვის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნის დარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. მა­გა­ლი­თის­თვის და­ვი­მოწ­მებთ ორი­ო­დე ნი­მუშს: `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში~ გვხვდე­ბა ასე­თი ფრა­ზა: `აქუნ­და ქედ­სა მის­სა სას­წა­­ლი წყლუ­ლე­ბი­საჲ.~ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში სიტ­ყვა სას­წა­­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად ევ­სტა­თის კი­სერ­ზე დარ­ჩე­ნილ ნი­შანს _ ნა­წი­ბურს გუ­ლის­ხმობს. ამა­ვე ნა­წარ­მო­ებ­ში სიტ­ყვა ზი­­რე­ბა ნიშ­ნავს თა­ნამ­ყო­ფო­ბას, თა­ნა­ზი­ა­რო­ბას, ხორ­ცი­ელ ერ­თო­ბას: `ამას ით­ხოვ­და ღმრთი­სა­გან დე­და­კა­ცი იგი, რაჲთა და­იც­ვას ზი­­რე­ბი­სა­გან უც­ხო თეს­ლი­სა მის.~
   ცხა­დია, ასე­თი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის გვერ­დით ლექ­სი­კონ­ში შე­ტა­ნი­ლია ისე­თი სიტ­ყვე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.


[1] უც­ხო­ეთ­ში გა­და­წე­რი­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი… 2018:  16-18.

ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბისნუს­ხა­თა
ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბი­სა და ბერ­ძნულ ტექ­სტთან მა­თი
და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კით­ხი­სათ­ვის

   ნა­თარ­გმნი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ცე­მის დროს კვლე­ვის სფე­რო­ში ბუ­ნებ­რი­ვად შე­მო­დის ორი­გი­ნა­ლურ ვერ­სი­ას­თან მი­მარ­თე­ბის სა­კით­ხე­ბის შეს­წავ­ლა, რო­მელ­თა გა­დაწ­ყვე­ტა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლია მთე­ლი რი­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო. მათ შო­რის უმ­თავ­რე­სი კი ის არის, რომ ორი­გი­ნა­ლუ­რი ტექ­სტი ან და­კარ­გუ­ლია, ან კი­დევ გა­მო­უ­ცე­მე­ლი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით კი­მე­ნუ­რი რე­დაქ­ცი­ის ძეგ­ლებ­ზე ით­ქმის, რო­მელ­თა დედ­ნე­ბის მო­ძებ­ნაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ქარ­თვე­ლი მთარ­გმნე­ლე­ბი თუ გა­დამ­წე­რე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უდ­გე­ბოდ­ნენ ტექ­სტებს, მათ ცვლიდ­ნენ თა­ვი­ან­თი ენობ­რი­ვი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ას­ხვა­ფე­რებ­დნენ, რა­ღა­ცას აკ­ლებ­დნენ ან უმა­ტებ­დნენ და ა. შ.
   ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ის შეს­წავ­ლის საქ­მე­ში პრობ­ლე­მად მი­იჩ­ნე­ვა აგ­რეთ­ვე თხზუ­ლე­ბის დედ­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბის გან­საზ­ღვრა. მარ­თა­ლია, ბი­ზან­ტი­უ­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი ჰა­გი­ოგ­რა­ფია ერთ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე და პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნულ ქვეყ­ნებ­ში და ძა­ლი­ან ბევ­რგან შე­აღ­წია კი­დეც თარ­გმა­ნე­ბის სა­ხით, მაგ­რამ თა­ვად ბერ­ძნე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ძეგ­ლე­ბით და ისი­ნი თა­ვი­ანთ ენა­ზე გა­დაჰ­ქონ­დათ. ამ­დე­ნად, ქარ­თუ­ლად ან რო­მე­ლი­მე სხვა ენა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და ეთარ­გმნათ ბერ­ძნუ­ლი­დან, მაგ­რამ არა ყო­ველ­თვის ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ძეგ­ლე­ბი, არა­მედ, სი­რი­უ­ლი, კოპ­ტუ­რი, ეთი­ო­პუ­რი, ლა­თი­ნუ­რი, სომ­ხუ­რი თუ სხვა.
   ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის არ­სე­ბო­ბა აად­ვი­ლებს ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის მას­თან მი­მარ­თე­ბის კვლე­ვის საქ­მეს, თუმ­ცა სა­კით­ხი იმის შე­სა­ხებ, ბერ­ძნუ­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სი­აა თუ შუ­ა­მა­ვა­ლი ტექ­სტი, გა­დაწ­ყვე­ტი­ლად ით­ვლე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვი­ცით, ვინ არის ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რი. ასე­თი ტექ­სტე­ბის ავ­ტორ­თა ვი­ნა­ო­ბა კი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უც­ნო­ბია.
   რო­გორც შე­სა­ვალ­ში აღ­ვნიშ­ნეთ, წი­ნამ­დე­ბა­რე ტომ­ში და­ბეჭ­დი­ლი სა­მი ტექ­სტი­დან მხო­ლოდ ერთს (`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბას~) მო­ე­პო­ვე­ბა ბერ­ძნუ­ლი ვერ­სია. ამ სა­მი ტექ­სტი­დან არც ერ­თის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი არ არის, რაც ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნიშ­ნავს იმას, რომ არ ვი­ცით, ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტე­ბი, სა­ი­და­ნაც ექ­ვთი­მე ათო­ნელ­მა ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი შე­ას­რუ­ლა, ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სია იყო თუ შუ­ა­მა­ვა­ლი ტექ­სტი.
   ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის მი­ერ ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი თხზუ­ლე­ბა „ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა და წა­მე­ბა“ ჩვე­ნამ­დე ორი, ერ­თმა­ნე­თი­სა­გან 7-სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი დრო­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლით და­შო­რე­ბუ­ლი, ნუს­ხით არის მოღ­წე­უ­ლი. პირ­ვე­ლი _ ათო­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის, XI სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა და შე­დის Cod. Iviron georg-17 კრე­ბულ­ში, რო­მე­ლიც ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის აღ­წე­რი­ლო­ბის მი­ხედ­ვით მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც Ath-17, ხო­ლო მე­ო­რე ნუს­ხა XVIII სა­უ­კუ­ნეს ეკუთ­ვნის და არის H-2077 კრე­ბუ­ლის ნა­წი­ლი.
   თხზუ­ლე­ბის ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის გარ­კვე­ვის დროს უაღ­რე­სად ყუ­რად­სა­ღე­ბი სა­კით­ხია ბერ­ძნულ ორი­გი­ნა­ლურ ტექ­სტთან მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დად­გე­ნა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის არც ერ­თი ნუს­ხა არ არის თავ­და­პირ­ვე­ლი დე­და­ნი, ჩვენს ყუ­რად­ღე­ბას იპ­ყრობს კონ­კრე­ტუ­ლი სა­კით­ხი _ ამ ორი ხელ­ნა­წე­რი­დან რო­მე­ლი ამ­ჟღავ­ნებს მეტ სი­ახ­ლო­ვეს ბერ­ძნულ­თან. ცნო­ბი­ლია, რომ ნუს­ხის სიძ­ვე­ლე ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს იმას, რომ უცი­ლობ­ლად ის არის ამო­სა­ვა­ლი შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ხელ­ნა­წე­რე­ბის­თვის. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოგ­ვი­ა­ნო პე­რი­ო­დის ნუს­ხის­თვის წყა­რო სხვა, კი­დევ უფ­რო ად­რინ­დე­ლი, ხელ­ნა­წე­რი იყოს.
   ნუს­ხებს შო­რის ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის დად­გე­ნა შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია ნა­თარ­გმნი ტექ­სტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­სე­ბობს ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სია, სა­ი­და­ნაც შეს­რულ­და თარ­გმა­ნი. ის გვეხ­მა­რე­ბა, გა­ვარ­კვი­ოთ რო­მე­ლი ხელ­ნა­წე­რი მის­დევს მას მე­ტად, ანუ რო­მე­ლია უფ­რო ძვე­ლი თუ ძვე­ლი ვი­თა­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­და­ვო სა­კით­ხი ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით ვერ წყდე­ბა, რამ­დე­ნა­დაც ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სი­აც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ნუს­ხი­დან ნუს­ხამ­დე ისე იც­ვლე­ბა, რო­გორც ნა­თარ­გმნი ტექ­სტი. ამ­დე­ნად, რო­დე­საც ნა­თარგმნ ძეგ­ლთან გვაქვს საქ­მე, აქ ორ­მა­გად ის­მის ძი­რი­თა­დი ტექ­სტის სა­კით­ხი.
   სა­ა­ნა­ლი­ზო თხზუ­ლე­ბის ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის შეს­წავ­ლი­სას გა­მოვ­ლინ­და, რომ XVIII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი (H-2077) მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის და­მა­ტე­ბით ტექსტს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც ბერ­ძნულ­შიც იკით­ხე­ბა, მაგ­რამ XI სა­უ­კუ­ნის ნუს­ხა­ში (Ath-17) არ ჩანს.

ეს და­მა­ტე­ბი­თი ტექ­სტია:
   „… რა­მე­თუ მად­ლი ჩე­მი იყოს თქუ­ენ თა­ნა მცვე­ლად სულ­თა თქუ­ენ­თა და, ესე რაჲ თქუაჲ უფალ­მან, აღ­ვი­და ზე­ცად და გარ­და­მოჴდა ევ­სტა­თი მთით და უთ­ხრა  ცოლ­სა თჳსსა ყო­ვე­ლი­ვე იგი. და მო­უდ­რიკ­ნეს მუჴლნი და ევედ­რე­ბო­დეს უფალ­სა და იტ­ყო­დეს: `ნე­ბაჲ შე­ნი იყავნ, უფა­ლო!~ ხო­ლო შემ­დგო­მად მცი­რედ­თა დღე­თა შე­მო­ვი­და სე­ნი სა­სი­კუ­დი­ნე სხე­ულ­სა მის­სა. და მოს­წყდეს მო­ნა­ნი და მჴევალ­ნი მის­ნი. და ცნა ევ­სტა­თი…~
   H ნუს­ხის ბერ­ძნულ­თან თან­ხვედ­რის ფაქ­ტმა ამ ნა­წილ­ში სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და კვლე­ვის პრო­ცე­სი იმის გა­სარ­კვე­ვად, ბო­ლომ­დე ინარ­ჩუ­ნებ­და თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სია ორი­გი­ნა­ლურ ძეგ­ლთან სი­ახ­ლო­ვეს და ამ მხრივ უპი­რა­ტე­სო­ბას Ath ნუს­ხას­თან მი­მარ­თე­ბით.
   თა­ვი­დან­ვე შევ­ნიშ­ნავთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ნა­თარ­გმნი ტექ­სტის ხელ­ნა­წე­რებს შო­რის სხვა­ო­ბა ორი­გი­ნა­ლი ტექ­სტის სა­ფუძ­ველ­ზე აიხ­სნე­ბა მხო­ლოდ მორ­ფო­სინ­ტაქ­სი­სა და ლექ­სი­კის დო­ნე­ებ­ზე (მორ­ფო­ლო­გი­ის დო­ნე­ზე კი­დევ იმ­დე­ნად არა, რამ­დე­ნა­დაც სინ­ტაქ­სის), ფო­ნე­ტი­კი­სა და ორ­თოგ­რა­ფი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი კი ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას არ შე­ი­ცავს.
   მა­გა­ლი­თად, ის ფაქ­ტი, რომ ჩვე­ნი ნუს­ხე­ბი არ­ცთუ იშ­ვი­­თად სიტ­ყვა­თა გან­სხვა­ვე­ბულ რიგს გვთა­ვა­ზო­ბენ, რო­გო­რი­ცაა, მაგ.: „რაჲ ეჴმა­რე­ბინ“ // „ეჴმა­რე­ბინ რაჲ“; „წარ­ვედ და მოუჴედ ქა­ლა­ქად მღდელ­სა ქრის­ტე­ა­ნე­თა­სა“ // „წარ­ვედ ქა­ლა­ქად და მოუჴედ მღდელ­სა ქრის­ტე­ა­ნე­თა­სა“; „ესე­ვი­თარ­თა სას­წა­ულ­თა მი­ერ“ // „ესე­ვი­თარ­თა მი­ერ სას­წა­ულ­თა“; „ის­წრა­ფე აწ“ // „აწ ის­წრა­ფე“; „გა­მო­ჩი­ნე­ბად მე­ო­რი­სა იო­ბი­სი“ // „მე­ო­რი­სა იო­ბის გა­მო­ჩი­ნე­ბაჲ“; „უფა­ლო, სრუ­ლი­ად ნუ და­მი­ტე­ვებ“ // „უფა­ლო, ნუ სრუ­ლი­ად და­მი­ტე­ობ“; „და­ღა­ცა­თუ მას მო­ნა­გებ­ნი“ // „მას და­ღა­ცა­თუ მო­ნა­გებ­ნი“; „წა­რიყ­ვა­ნა ცო­ლი მი­სი თჳსა ქუ­ე­ყა­ნა­სა“ // „წა­რიყ­ვა­ნა ცო­ლი მი­სი ქუ­ე­ყა­ნა­სა თჳსა“; „რო­მელ­მან პო­ოს იგი, პა­ტი­ვი დი­დი მივ­სცე“ // „რო­მელ­მან პო­ოს იგი, მივ­სცე მას პა­ტი­ვი დი­დი“; „რა­მე­თუ უბად­რუკ­ნი შვილ­ნი ჩემ­ნი ვი­ცი, რო­მელ“ // „ვი­ცი რო­მელ უბად­რუკ­ნი იგი შვილ­ნი ჩემ­ნი“; „მან მის­ცა ყო­ვე­ლი­ვე სი­ხა­რუ­ლით“ // „მან ყო­ვე­ლი­ვე მის­ცა სი­ხა­რუ­ლით“; „ეს­მა რაჲ ესე საქ­მე“ // „ეს­მა რაჲ საქ­მე ესე“; „უკე­თუ­რი და ბარ­ბა­რო­ზი კა­ცი“ // „კა­ცი უკე­თუ­რი და ბარ­ბა­რო­ზი“; „ინე­ბა ში­ნა­გან შეს­ლვაჲ“ // „ინე­ბაჲ შეს­ლვად ში­ნა­გან“; „არა იცო­დეს, თუ მა­თი დე­დაჲ არს“ // „არა იცო­დეს, თუ დე­და მა­თი არს“; „წი­აღ­მიყ­ვა­ნა მა­მა­მან ჩემ­მან მა­შინ წყალ­სა მას“ // „წი­აღ­მიყ­ვა­ნა მა­შინ მა­მა­მან ჩემ­მან წყალ­სა მას“ და ა. შ;
   ან კი­დევ, ხელ­ნა­წე­რე­ბი რომ ერ­თმა­ნე­თი­სა­გან ხში­რად ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­­ლე­ბის შერ­ჩე­ვის კუთ­ხით სხვა­­ბენ (ეს შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს სა­ხე­ლებს, ზმნებს, კავ­ში­რებს, იშ­ვი­ა­თად შო­რის­დე­ბუ­ლებ­საც კი), მაგ.: ჩჩჳლნი // ყრმა­ნი; ძე­ნი // შვილ­ნი­ცა; გო­ნე­ბა­სა // ბუ­ნე­ბა­სა; სა­ტან­ჯვე­ლი­სა // გან­საც­დე­ლი­საჲ;  შვილ­თა // ძე­თა; უმ­რწე­მე­სი // უმ­ცი­რე­სი; წარ­ტა­ცე­ბულ // შეჭ­მულ; გან­ბნე­ვაჲ // გან­პე­ბაჲ; მახ­ლო­ბე­ლად // მსა­ხუ­რად; დახ­რწე­ვად // დაბ­რკო­ლე­ბაჲდ; ვდგათ // ვართ; გი­ნებს // გნე­ბაჲვსა; იგო­ნებ­და // გა­ნიზ­რახ­ვი­და; მირ­ბი­ო­დეს // სრბით მი­ვი­დეს; უდებ იქ­მნა // მოწ­ყი­ნე­ბულ იქ­მნა; იხილ­ნა // იც­ნნა; მო­ვი­და // შე­ვი­და; მოსწყჳდა // მოს­რნა; ად­რო­ონ // აცა­დონ; განმჴნდე // გან­ძლი­ერ­დეს; წა­რი­ტაც­ნეს // შე­ი­ჭამ­ნეს; „გა­ნი­ცა­დეს და იხი­ლეს“ // „გა­ნი­ხი­ლეს და პო­ვეს“; შე­შინ­და // შეძ­რწუნ­და; მის­წა­ვი­ეს //  მრწამს;  შო­რის // სა­შუ­ალ; რაჲ // ვი­თარ; ვი­თარ // რა­მე­თუ; ვი­თარ­მედ // რა­მე­თუ;  ნუ­თუ // ნუ­უ­კუჱ;  რო­მელ // ვი­თარ­მედ; ჵ // ვაჲ, და სხვა მრა­ვა­ლი;
   და ის ფაქ­ტიც, რომ რო­მე­ლი­მე ხელ­ნა­წერ­ში სიტ­ყვა ან ფრა­ზა და­მა­ტე­ბუ­ლია, ან დაკ­ლე­ბუ­ლი და . ., ხში­რად სწო­რედ ბერ­ძნუ­ლის გავ­ლე­ნით აიხ­სნე­ბა.
   ნუს­ხე­ბის ბერ­ძნულ­თან შე­და­რე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვა. კერ­ძოდ:
ბერ­ძნულ ტექსტს მხარს უჭერს:

  1. XVIII სა­უ­კუ­ნის (H) ნუს­ხა (უფ­რო ხში­რად);
  2. XI ს-ის (Ath) ნუს­ხა (უფ­რო ნაკ­ლებ);

III.   ბერ­ძნულ ტექსტს არც ერ­თი ნუს­ხა არ მიჰ­ყვე­ბა;

  1. ან გარ­კვე­ულ­წი­ლად ორი­ვე ნუს­ხა ავ­ლენს მსგავ­სე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ფრა­ზე­ბის ფარ­გლებ­ში.

ქვე­მოთ დაწ­ვრი­ლე­ბით გან­ვი­ხი­ლავთ ოთ­ხი­ვე შემ­თხვე­ვას.

  1. ბერ­ძნულს მხარს უჭერს XVIII ის ნუს­ხა.

   უმ­თავ­რე­სი სა­კით­ხის _ ნუს­ხა­თა ბერ­ძნულ ტექ­სტთან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის _ შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ მას­თან გა­ცი­ლე­ბით მეტ მსგავ­სე­ბას ავ­ლენს XVIII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი, ვიდ­რე XI ს-ისა. ნუს­ხებს შო­რის სხვა­ო­ბე­ბიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ბერ­ძნუ­ლი ვერ­სი­ის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით იხ­სნე­ბა. კერ­ძოდ, მას­თან H ნუს­ხის მრა­ვალ­მხრი­ვი თან­ხვედ­რა გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ:

  1. `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ორ ნუს­ხას შო­რის სხვა­ო­ბა სა­ერ­თო სე­მან­ტი­კურ ველს (შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს სი­ნო­ნი­მე­ბიც ან სე­მან­ტი­კუ­რად ახ­ლოს მდგო­მი სიტ­ყვე­ბი) ან გრა­მა­ტი­კუ­ლი ფუნ­ქცი­ის სა­ერ­თო სივ­რცეს არ სცილ­დე­ბა და ბერ­ძნულ ტექსტს მხარს უჭერს H ნუს­ხის ჩვე­ნე­ბა:

   ამ­დე­ნად, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში ორი მოვ­ლე­ნა უნ­და გა­მოვ­ყოთ: ა) რო­დე­საც ხელ­ნა­წე­რე­ბი კონ­კრე­ტულ კონ­ტექ­სტში სი­ნო­ნი­მუ­რი წყვი­ლი­დან ან სა­ერ­თო სე­მან­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან სხვა­დას­ხვა ვა­რი­ანტს ირ­ჩე­ვენ და ბ) რო­დე­საც ხელ­ნა­წე­რე­ბი სა­ერ­თო გრა­მა­ტი­კუ­ლი ფუნ­ქცი­ის მქო­ნე სიტ­ყვებს იყე­ნე­ბენ. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ბერ­ძნულ ვერ­სი­ას ემ­თხვე­ვა H ხელ­ნა­წე­რის ჩვე­ნე­ბა.
   ქვე­მოთ და­მოწ­მე­ბულ ნი­მუ­შებ­ში ვე­ცა­დეთ ორი­ვე ნუს­ხის ჩვე­ნე­ბა აგ­ვე­სა­ხა. ამი­სათ­ვის ფრჩხი­ლებ­ში მო­ვა­თავ­სეთ H ხელ­ნა­წე­რის იკით­ხვი­სი. ცხა­დია, ის სიტ­ყვე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი ცვლი­ან, Ath ხელ­ნა­წე­რის მო­ნა­ცემს გვიჩ­ვე­ნე­ბენ, ხო­ლო სიტ­ყვის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი სა­ერ­თოა ორი­ვე ნუს­ხის­თვის. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა და­მოწ­მე­ბულ მა­გა­ლით­ში ბერ­ძნულ ვერ­სი­ას თან­ხვდე­ბა ფრჩხი­ლებ­ში მო­ცე­მუ­ლი სა­ა­ნა­ლი­ზო სიტ­ყვა:
ა) „უჩუ­ე­ნა მას ღმერ­თმან (უფალ­მან) სას­წა­უ­ლი“ (შდრ. ბერ­ძნუ­ლი: ὁ Κύριος (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 124); „ეგ­რეთ­ვე ძე­ნი (შვილ­ნი­ცა) ჩუ­ენ­ნი მო­გუც­ნეს“ (τὰ Τέκνα ἡμῶν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 133); „ჯერ-არს შენ­და მოთ­მე­ნაჲ სა­ტან­ჯვე­ლი­სა (გან­საც­დე­ლი­საჲ)“ (πειρασμὸν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126); „შენ და ქმა­რი შე­ნი და შვილ­ნი შენ­ნი (თქუ­ენ­ნი) მოხჳდეთ ჩემ­და“ (ὑμῶν (Acta  Sanctorum, tomus sextus, p. 125); „მი­უთ­ხრა ყო­ვე­ლი­ვე ცოლ­სა მის­სა (თჳსსა)“ (τῇ Γυναικὶ αὐτοῦ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125); „ (ვაჲ) მე და თქუ­ენ, რა­მე­თუ დე­დაჲ თქუ­ე­ნი მი­ე­ცა კაც­სა უც­ხო თეს­ლსა“ (Οὐαί  (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 127);
ბ) „იხილ­ნა რაჲ ჭა­ბუკ­ნი იგი უფ­როჲს ყო­ველ­თა შუ­ე­ნი­ერ­ნი, და­ად­გინ­ნა მახ­ლო­ბე­ლად (მსა­ხუ­რად)“ (εἰς … ὑπερεσίαν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „მო­ე­ახ­ლნეს რაჲ, იხილ­ნა (იც­ნნა) იგი­ნი“ (ἐπέγνω (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „კუ­ა­ლად ამაღ­ლე­ბად სი­მარ­თლი­თა მით სუ­ლი­­რი­თა (სუ­ლი­­რი­თა მით სიმ­დიდ­რი­თა)“ (ἐν τῷ πνευματικῷ πλούτῳ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126).

  1. ნუს­ხობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა სცილ­დე­ბა ზე­მოთ (პირ­ველ პუნ­ტში) მი­თი­თე­ბულ ფარ­გლებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სხვა­დას­ხვა ნუს­ხა­ში პოვ­ნი­ე­რი სიტ­ყვე­ბი არც სე­მან­ტი­კუ­რად და არც გრა­მა­ტი­კუ­ლად არ თან­ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს:

   „კაც­თმო­ყუ­ა­რე­მან და სა­ხი­ერ­მან ღმერ­თმან, რო­მე­ლი მის (მა­რა­დის) თჳსთა სათ­ნო­თა მო­უ­წოდს“ (πάντοτε  (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 124); „იტყჳედ თჳსა­გან ურ­თი­ერ­თას: ვი­თარ­მედ (ფრი­ად)“ (Πάνυ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „არ­ცა მის­წა­ვი­ეს (მრწამს).“ ბერ­ძნულ­შია ზმნა σέβομαι, რაც ნიშ­ნავს ვე­თაყ­ვა­ნე­ბი, ქედს ვუხ­რი; ალ­ბათ, რწმე­ნის ში­ნა­არ­სიც შე­იძ­ლე­ბა ვი­გუ­ლის­ხმოთ ამ კონ­ტექ­სტში, თუმ­ცა სწავ­ლი­სა _ არა (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 134).

  1. H ნუს­ხა­ში რო­მე­ლი­მე სიტ­ყვა ან სიტ­ყვე­ბი ბერ­ძნუ­ლის გავ­ლე­ნით ზედ­მე­ტა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი Ath-სთან შე­და­რე­ბით:

   „ტყუ­ე­ყო ყო­ვე­ლი გა­რე­მო სოფ­ლე­ბი“ (κύκλῳ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 134); „გე­ვედ­რე­ბი შენ, უფა­ლო“ (Κύριε (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126); „რაჲთა გი­ჩუ­ე­ნო შენ თა­ვი ჩე­მი“ (σοι (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 124); „შენ ხარ შე­მოქ­მე­დი ყო­ველ­თაჲ და მომ­ქცე­ვე­ლი შეც­თო­მილ­თაჲ“ (καὶ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125); „საკჳრვე­ლი­თა ხილ­ვი­თა ირ­მი­სა მი­ერ“ (διὰ τοῦ ἐλάφου (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125); „და ყო­ვე­ლი მო­წევ­ნუ­ლი მის ზე­და მი­უთ­ხრა მათ“ (πάντα  τὰ συμβάντα αὐτῷ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „მის­გან და მო­მიყ­ვა­ნეს და აღ­ვი­ზარ­დე და­ბა­სა მას“ (καὶ ἀνετράφην (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „ძე­ნი მის­ნი, ვი­თარ­ცა ვთქუ, აღე­ზარ­დნეს“ (Υἱοὶ αὐτοῦ = (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 130); „ვერ მი­ე­ახ­ლა მას უც­ხო თეს­ლი“ (αὐτῇ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 130); „სამ­ნი ყრმა­ნი ბა­ბი­ლონს ში­ნა“ (ἐν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 134) და სხვ.

  1. H ნუს­ხა­ში Ath-ს­თან მი­მარ­თე­ბით ზედ­მე­ტად გა­მო­ყე­ნე­ბულ სიტ­ყვა­თა­გან მხო­ლოდ ნა­წი­ლი ემ­თხვე­ვა ბერ­ძნულს, ნა­წი­ლი კი H ნუს­ხის სა­კუთ­რე­ბაა:

„ხრწნი­ლი იგი კა­ცი.“ ბერ­ძნულ­ში კა­ცი არის, მაგ­რამ იგი _ არა (ἄνθρωπον (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126).

  1. Ath ნუს­ხა­ში ზედ­მე­ტად ხმა­რე­ბულ სიტ­ყვას ან ფრა­ზას მხარს არ უჭერს ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტი, რაც H ნუს­ხის ბერ­ძნულ­თან სი­ახ­ლო­ვეს უს­ვამს ხაზს.

   ქვე­მოთ და­მოწ­მე­ბულ მა­გა­ლი­თებ­ში მო­ნიშ­ნუ­ლი სიტ­ყვე­ბი Ath ხელ­ნა­წე­რის ჩვე­ნე­ბას ასა­ხავს და არ არის ბერ­ძნულ ტექ­სტში: „შე­წუხ­ნა მე­ფე და ყო­ველ­ნი მთა­ვარ­ნი მის­ნი მისთჳს“; „მო­იქ­ცა მე­ო­რი­სა მის შვი­ლი­სა მი­მართ“; „და კუ­ა­ლად“; „და მის­დევ­დეს მას“; „და იჴსე­ნებ­და პლა­კი­და“; „ეტ­ყო­და მათ“; „ესე რაჲ ეს­მა ევ­სტა­თის, შე­ე­ში­ნა ფრი­ად“; „და ჰრქუაჲ მათ ევ­სტა­თი“; „ხო­ლო იც­ნეს რაჲ იგი კე­თი­ლად… იძუ­ლე­ბით აღი­ა­რა“; „უფა­ლო ჩე­მო, მე ქუ­ე­ყა­ნი­სა­გან ჰრომ­თაჲსა ვარ“; „ვიდ­რე იგი­ღა მო­ვი­და და ლომ­მან წარ­მი­ტა­ცა მე.“

  1. ხელ­ნა­წე­რე­ბი ერ­თსა და იმა­ვე ზმნას სხვა­დას­ხვა ფორ­მით წარ­მო­ად­გე­ნენ და ბერ­ძნუ­ლის ჩვე­ნე­ბას იმე­ო­რებს H ნუს­ხა:

   „მო­ვე­დით სად­გუ­რად ჩემ­და და გა­ნი­სუ­­ნეთ (გან­გი­სუჱნო თქუ­ენ)“ (ξενίζομαι (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „ანუ რაჲ მო­­წია (მო­წევ­ნილ არს) მათ ზე­და.“ ბერ­ძნულ­ში მიმ­ღე­ო­ბუ­რი ფორ­მაა: მო­წევ­ნი­ლი (συμβάντα (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 133); „თქუაჲ: „მრწმე­ნა (მრწამს) შე­ნი“ (Πιστεύω (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125).

  1. სხვა­ო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა სიტ­ყვა­თა რი­გის მი­ხედ­ვით. და­მოწ­მე­ბულ ნი­მუ­შებ­ში იტა­ლი­კით მო­ცე­მუ­ლია H ნუს­ხის იკით­ხვი­სი, ხო­ლო ბოლ­დით _ Ath ნუს­ხი­სა:

   „წარ­ვედ ქა­ლა­ქად და მოუჴედ ქა­ლა­ქად მღდელ­სა ქრის­ტე­ა­ნე­თა­სა.“  ბერ­ძნულ­შია: `თუ გწამს ჩე­მი, წა­დი ქა­ლაქ­ში და მი­დი ქრის­ტი­ან­თა მღვდელ­თან~ (Εἰ πιστεύεις εἰς ἐμὲ, ἄπελθε εἰς τὴν πόλιν καὶ πρόσελθε τῷ ἱερεῖ τῶν Χριστιανῶν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125); „მო­ვი­დე კუ­­ლად შენ­და და კუ­­ლად პირ­ველ­სა­ვე დი­დე­ბაჲსა მი­გაქ­ციო.“ ბერ­ძნულ­შია: `მო­ვალ შენ­თან და კვლავ …~; ἐλεύσομαι πρός σε, καὶ πάλιν… (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126); „რო­მელ­მან პო­ოს იგი, პა­ტი­ვი დი­დი მივ­სცე მას პა­ტი­ვი დი­დი და სა­ფა­სე ფრი­ა­დი.“ ბერ­ძნულ­შია: `მას პა­ტი­ვი დი­დი~ (αὐτῷ τιμὴν μείζονα (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 130); „ვფუ­ცავ ძალ­სა ქრის­ტე­სა ძალ­სა.“ ბერ­ძნულ­შია: `ძალ­სა ქრის­ტეს­სა~ (τὴν δύναμιν τοῦ Χριστοῦ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 133).

  1. ბერ­ძნულს მხარს უჭერს XI ის ნუს­ხა.

ისე­ვე, რო­გორც ზე­მოთ გან­ხი­ლულ შემ­თხვე­ვებ­ში, აქაც რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა უნ­და გა­მოვ­ყოთ:

  1. ნუს­ხებს შო­რის სხვა­ო­ბა სა­ერ­თო სე­მან­ტი­კურ ველს (შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს სი­ნო­ნი­მე­ბიც ან სე­მან­ტი­კუ­რად ახ­ლოს მდგო­მი სიტ­ყვე­ბი) ან გრა­მა­ტი­კუ­ლი ფუნ­ქცი­ის სა­ერ­თო სფე­როს არ სცილ­დე­ბა და ბერ­ძნულ ტექსტს მხარს უჭერს Ath ნუს­ხის ჩვე­ნე­ბა:

   „და შვილ­თა (ძე­თა) მის­თაჲ“ (τῶν Τἐκνων αὐτοῦ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 134); „იძუ­ლე­ბით და­უ­ტე­ვა ცო­ლი თჳსი (მი­სი)“ (ἑαυτοῦ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 127); „ქრის­ტე­ა­ნე­ნი აღი­ა­რე­ბენ, რა­მე­თუ (და) იგი არს ღმერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი“ (γάρ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125); „მჴეც­თა წა­რი­ტაც­ნეს (მი­ერ შე­­ჭამ­ნეს)“ (θηριάλωτα γεγόνασι (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 133); „ევ­სტა­თი არა იცო­და (ვე­რა­რაჲ ცნა)“ (οὐκ ἤδει (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 127).

  1. ნუს­ხობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა სცილ­დე­ბა ზე­მოთ (პირ­ველ პუნ­ტში) მი­თი­თე­ბულ ფარ­გლებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სხვა­დას­ხვა ნუს­ხა­ში პოვ­ნი­ე­რი სიტ­ყვე­ბი არც სე­მან­ტი­კუ­რად და არც გრა­მა­ტი­კუ­ლად არ თან­ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს:

   „ფრი­ად მსგავს არს მი­სა, ხო­ლო (ეგ­რეთ არს არა­მედ“) (Πάνυ ὅμοιος αὐτῷ  (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131). ბერ­ძნულ­ში ხო­ლო კავ­ში­რიც არის (δὲ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „მე­წა­მე­ბის მე­­ფე (მე) ქრის­ტე“ (ὁ δεσπότης (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 133).

  1. Ath ნუს­ხა­ში რო­მე­ლი­მე სიტ­ყვა ან სიტ­ყვე­ბი ზედ­მე­ტა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი H ნუს­ხას­თან შე­და­რე­ბით ბერ­ძნუ­ლის გავ­ლე­ნით:

   „ხო­ლო მან იხი­ლა მჴედ­რო­ბაჲ, რა­მე­თუ არა კმა­ი­ყო ბრძო­ლად ბარ­ბა­როზ­თა“ (Καὶ επισκεψάμενος τὸν στρατὸν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „აღი­ხუ­ნეს ყრმა­ნი იგი და აღ­ზარ­დნეს (აღ­ზარ­დნეს იგი­ნი).“ ბერ­ძნულ­შია: „აიყ­ვა­ნეს ყრმე­ბი და თა­ვი­ან­თთვის აღ­ზარ­დეს“ (καὶ λαβόντες τὰ Παιδία ἀνεθρέψαντο παρ᾽ ἑαυτοῖς  (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 127); „იტ­ყო­და უხუ­ცე­სი იგი ძმაჲ, ვი­თარ­მედ“ (Ὅτι (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „ვი­თარ­ცა ხე, ხო­ლო აწ გან­ში­შუ­ლე­ბულ ვარ“ (δὲ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 128); „იგი არს სტრა­ტი­ლა­ტი პლა­კი­და“ (ὁ στρατηλάτης Πλακίδας (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „შუ­ად­ღე ოდენ სხდეს და მი­უთ­ხრობ­დეს ურ­თი­ერ­თას“ (ἀλλήλοις (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); ბერ­ძნულ­ში ურ­თი­ერ­თას არის: „ნა­თელ­სცა მათ სა­ხე­ლი­თა მა­მი­საჲთა და ძი­საჲთა და სუ­ლი­სა წმი­დი­სა­თა“ (αὐτοὺς (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125)  // καὶ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125).

  1. H ნუს­ხა­ში ზედ­მე­ტად ხმა­რე­ბულ სიტ­ყვას ან ფრა­ზას მხარს არ უჭერს ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტი:

   „მო­ვედ (და) აღ­ვი­ხუ­ნეთ ორ­ნი ესე ჩჩჳლნი“; „ვი­თარ­ცა არაჲ აქუნ­და (მათ)“; „ვი­თარ­მედ სთქუ: (თუ) „ჯე­რარს გა­მოც­დაჲ“; „რო­მელ აქუნ­და (მათ)“; „მის­ცა (კუ­­ლად) პირ­ვე­ლი პა­ტი­ვი“; „ევ­სტა­თი ეწო­და (წმი­დი­სა) ნათ­ლის­ღე­ბი­სა მი­ერ“; „ჰრქუა მას ცოლ­მან (მის­მან)“; „დაჯ­დო­მი­ლი­ყო (იგი) მტილ­სა ერ­თსა“; „შე­წირ­ვად მსხუ­ერ­პლი­სა ძლე­ვი­სა მისთჳს (ბარ­ბა­როზ­თა­სა)“; „თა­ნა მა­მით და სუ­ლით წმი­დი­თურთ (აწ და მა­რა­დის და)“; „უკუ­ე­თუ (ვინ) ზღუ­ა­სა ში­ნა“; „მო­ი­პარ­ნეს გუ­ამ­ნი წმი­და­თა­ნი (მო­წა­მე­თა­ნი)“; „(აწ) უკუ­ე­თუ დღე­სა­მომ­დე უმე­ცარ ხარ (მათთჳს).“

  1. სხვა­ო­ბა სიტ­ყვა­თა რი­გის მი­ხედ­ვით ფიქ­სირ­დე­ბა.

   „თჳსა ქუ­ე­ყა­ნა­სა“ // „ქუ­ე­ყა­ნა­სა თჳსსა“; „არა არს სხუაჲ “ // „სხუაჲ არა არს“ (οὐκ ἔστιν ἄλλος (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 135).
გვაქვს ერთ ფრა­ზა­ში ზე­მოთ გან­ხი­ლუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბის მა­გა­ლი­თე­ბიც:
   „განჴდა ჴმაჲ ესე ყო­ველ­სა ერ­სა, ვიდ­რე­ღა (და) ყო­ველ­ნი შე­მოკ­რბეს.“ ყო­ველ­სა არის ბერ­ძნულ­ში (καθόλου (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 134), და _ არა.
   „მი­უ­გო მათ ევ­სტა­თი (და ჰრქუაჲ).“ მათ არის ბერ­ძნულ­ში (αὐτοὺς (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131), და ჰრქუ­ათ _ არა.
„რო­მელ­სა იქმ კაც­თა მი­მართ (თა­ნა).“ ბერ­ძნულ­შია: `მსა­ჭი­რო­ე­ბელ­თა მი­მართ~ (εἰς τοὺς δεομένους (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125). თან­დე­ბუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის მხრივ ბერ­ძნულ­თან სი­ახ­ლო­ვეს Ath ნუს­ხა ამ­ჟღავ­ნებს, ხო­ლო სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის მხრივ ორი­ვე ნუს­ხა­ში სა­ერ­თო სუ­რა­თია, რო­მე­ლიც ბერ­ძნულ ვერ­სი­ას არ ემ­თხვე­ვა.
„მჴედარ­თა მათ მი­უთ­ხრეს ყო­ველ­თა სი­კე­თე მი­სი (და) პა­ტი­ვი (პირ­ვე­ლი) და დი­დე­ბაჲ.“ ბერ­ძნულ­ში ყო­ველ­თა არ არის, პირ­ვე­ლი და კი არის (καὶ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131). ამას­თან, გვაქვს „მი­სი უწინ­დე­ლი (პირ­ვე­ლი) დი­დე­ბა“ (τῆς προτέρας αὐτοῦ δόξης (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131).
   III. ბერ­ძნულ ტექსტს არც ერ­თი ნუს­ხა არ მიჰ­ყვე­ბა.
ქარ­თულ თარ­გმან­ში დას­ტურ­დე­ბა ცალ­კე­უ­ლი სიტ­ყვე­ბი, ფრა­ზე­ბი ან იშ­ვი­ა­თად აბ­ზა­ცე­ბიც, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტე­ბი არ ეძებ­ნე­ბათ ბერ­ძნულ­ში.
   მა­გა­ლი­თად, ძეგ­ლის სა­თა­ურ­ში­ვე, წმინ­დან­თა სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ, ერთ ნუს­ხა­ში იკით­ხე­ბა „გვა­კურ­თხენ, მა­მაოჲ“, მე­ო­რე­ში _ „კი­რი­ე­ლე­ი­სონ“, თუმ­ცა ბერ­ძნულ­ში სა­თა­უ­რი წმინ­დან­თა სა­ხე­ლებ­თან მთავ­რდე­ბა.
   „ვი­თარ იხი­ლა ღმერ­თი იე­სუ (უფა­ლი) ქრის­ტე.“ ბერ­ძნულ­შია მხო­ლოდ ქრის­ტე, ხო­ლო ღმერ­თი, უფა­ლი და იე­სო არაა (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „მი­უთ­ხრა მე­ფე­სა და (ყო­ველ­თა) მთა­ვარ­თა მის­თა ყო­ვე­ლი მო­წევ­ნუ­ლი.“ ყო­ველ­თა და მის­თა არ არის  ბერ­ძნულ­ში; „ღა­მე­სა მე­ცა ვი­ხი­ლე იგი და (რა­მე­თუ) მეტ­ყო­და.“ და და რა­მე­თუ ბერ­ძნულ­ში არ არის. აქ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მიმ­ღე­ო­ბა და წი­ნა­და­დე­ბა სიტ­ყვა­სიტ­ყვით ითარ­გმნე­ბა, რო­გორც: „ვი­ხი­ლე ის მეტ­ყვე­ლი ჩემ­და­მი.“ იმის გა­მო, რომ მთარ­გმნელ­მა თა­ვი­დან აი­ცი­ლა მიმ­ღე­ო­ბუ­რი კონ­სტრუქ­ცია, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და კავ­ში­რის და­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ნუს­ხა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. „და­უ­სა­ბაჲმო­სა და ყოვ­ლად დი­დე­ბულ­სა (სა­გა­ლო­ბელ­სა) სა­მე­ბაჲსა.“ ბერ­ძნულ­შია: „უხ­რწნელ­სა და ყოვ­ლად­ქე­ბულ­სა სა­მე­ბა­სა“ (τὴν ἄχραντον καὶ πανύμνητον Τριάδα (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 135).

  1. გარ­კვე­ულ­წი­ლად ორი­ვე ნუს­ხა ავ­ლენს მსგავ­სე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ფრა­ზე­ბის ფარ­გლებ­ში.

აქაც რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვას გა­მოვ­ყოფთ:
ა) რო­დე­საც ნუს­ხებ­ში სა­ერ­თო სიტ­ყვა ან სიტ­ყვე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ბერ­ძნულ­ში მათ შე­სატ­ყვი­სი არ მო­ე­პო­ვე­ბათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სიტ­ყვა­თა რი­გი ხელ­ნა­წე­რებ­ში ემ­თხვე­ვა თუ არა ერ­თმა­ნეთს:
   „რა­მე­თუ გან­ვი­და იგი დღე­სა ერ­თსა ნა­დი­რო­ბაჲდ მჴედ­რე­ბი­თურთ მი­სით ჩუ­­­ლე­ბი­სა­ებრ მი­სი­სა“; „ყო­ველ­ნი მის თა­ნა (მის­თა­ნა­ნი) და­შუ­რეს“; „ლოც­ვად ად­გილ­სა (ლოც­ვად)“; „(კა­ცი) უკე­თუ­რი და ბარ­ბა­რო­ზი კა­ცი“; „ში­ნა­გან შეს­ლვაჲ (ში­ნა­გან) გან­გე­ბი­თა ღმრთი­საჲთა.“ მო­ნიშ­ნუ­ლი სიტ­ყვე­ბი ბერ­ძნულ­ში არ გვხვდე­ბა;
ბ) რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ნუს­ხა­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ლექ­სი­კურ ერ­თე­ულს ბერ­ძნულ­ში სხვა სიტ­ყვა ან სიტ­ყვე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა:
„წა­რი­პა­რეს ყო­ვე­ლი­ვე.“ ბერ­ძნულ­შია „მთე­ლი ქო­ნე­ბა“ (πάντων τῶν ὑπαρχόντων (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126);
გ) სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბას გვიჩ­ვე­ნებს წი­ნა­და­დე­ბის კლე­ბის მა­გა­ლი­თიც:
„და იყო კა­ცი იგი გან­თქუ­მულ და სა­ხე­ლო­ან გან­მარ­ჯუ­ე­ბა­სა ზე­და და ბრძო­ლა­სა“; ბერ­ძნულ­შია: `ესო­დენ სა­ხე­ლო­ვა­ნი და ცნო­ბი­ლი კა­ცი იყო, კე­თილ­მოქ­მე­დი და მე­უ­ფებ­რი­ვი, რომ თა­ვად ბარ­ბა­რო­სებს მხო­ლოდ მი­სი სა­ხე­ლი­საც კი ეში­ნო­დათ~ (შდრ. Acta Sanctorum, tomus sextus, p. 124).
დ) თი­თო­ე­ულ ნუს­ხა­ში მო­ცე­მუ­ლი სიტ­ყვა შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს ბერ­ძნულ­თან მი­მარ­თე­ბით:
„ყვნა მე­პუ­რისმ­ტე ტაბ­ლი­სა მი­სი­სა (თჳსი­სა).“ ბერ­ძნუ­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ითარ­გმნოს: მი­სი, თა­ვი­სი (αύτοῦ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „აღი­ხუ­ნა ჩჩჳლნი (ყრმა­ნი).“ ბერ­ძნულ­შია Νήπια, რაც ორი­ვეს (ჩვილ­საც და ყრმა­საც) აღ­ნიშ­ნავს (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 127).
   კვლე­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ H ნუს­ხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ XVIII სა­უ­კუ­ნი­საა და 7 სა­უ­კუ­ნით ჩა­მორ­ჩე­ბა Ath ნუს­ხას, მეტ თან­ხვედ­რას ავ­ლენს ბერ­ძნულ ტექ­სტთან, ვიდ­რე ეს უკა­ნას­კნე­ლი. ეს გვა­ვა­რა­უ­დე­ბი­ნებს, რომ H ნუს­ხის გა­დამ­წე­რი, რო­მე­ლიც, ან­დერ­ძის მი­ხედ­ვით, ყო­ფი­ლა  სვე­ტიც­ხოვ­ლის დე­კა­ნო­ზი, ქარ­თუ­ლი ნუს­ხუ­რი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ოს­ტა­ტი ალექ­სი მეს­ხიშ­ვი­ლი, ეყ­რდნო­ბო­და სხვა ვერ­სი­ას, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფ­რო ძველს, რო­მე­ლიც დღე­ი­სათ­ვის და­კარ­გუ­ლად მო­ჩანს და სა­დაც ის მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის და­მა­ტე­ბი­თი ტექ­სტი უნ­და არ­სე­ბუ­ლი­ყო, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ. რაც შე­ე­ხე­ბა XI სა­უ­კუ­ნის ნუს­ხას, აქ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­სტი გა­დამ­წერს ან მე­ქა­ნი­კუ­რად უნ­და ჰქონ­დეს გა­მორ­ჩე­ნი­ლი, ან მი­სი ჩა­რე­ვის შე­დე­გი უნ­და იყოს. Ath ნუს­ხის თან­ხვედ­რა ბერ­ძნულ­თან კი (მარ­თა­ლია, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბ, მაგ­რამ მა­ინც) გვი­დას­ტუ­რებს, რომ მის­მა გა­დამ­წერ­მა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბე­ბი ტექ­სტში: ზო­გი­ერ­თი სიტ­ყვა სი­ნო­ნი­მით ან მას­თან ახ­ლოს მდგო­მი სიტ­ყვით ჩა­ა­ნაც­ვლა, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში შეც­ვა­ლა სიტ­ყვა­თა რი­გი, სხვა­გან სიტ­ყვა თუ ფრა­ზა და­ა­მა­ტა ან და­აკ­ლო და ა. შ.
   ბერ­ძნულ ტექ­სტთან ნუს­ხე­ბის შე­და­რე­ბით გა­მოვ­ლინ­და, რომ მათ შო­რის სხვა­ო­ბე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ რო­მე­ლი­მე მათ­გან­ზე ბერ­ძნუ­ლის გავ­ლე­ნით აიხ­სნე­ბა.

ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბისნუს­ხა­თა

ენი­სა და ძი­რი­თა­დი ტექ­სტის სა­კით­ხე­ბი

   გა­მოკ­ვლე­ვა­ში  – `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბი­სა და ბერ­ძნულ ტექ­სტთან მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კით­ხი­სათ­ვის~ – აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ორ­თოგ­რა­ფი­ის, ფო­ნე­ტი­კი­სა და ხში­რად მორ­ფო­ლო­გი­ის სფე­როც შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლია ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის გავ­ლე­ნის­გან. ნუს­ხებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბე­ბი ამ ნა­წილ­ში ენის ის­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით უნ­და აიხ­სნას. ქვე­მოთ წარ­მო­ვად­გენთ ძი­რი­თად სხვა­ო­ბებს, რაც ხელ­ნა­წერ­თა ურ­თი­ერ­თშე­და­რე­ბი­სას გა­მოვ­ლინ­და და აგ­რეთ­ვე შე­ვე­ხე­ბით ძი­რი­თა­დი ტექ­სტის შერ­ჩე­ვის სა­კითხს. მკით­ხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­ნა­ლი­ზო ძეგ­ლის შემ­ცვე­ლი ორი ხელ­ნა­წე­რი­დან ერ­თი XI ს-ში გა­და­ი­წე­რა, ხო­ლო მე­ო­რე _ XVIII ს-ში.
   ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის შეს­წავ­ლა ღი­რე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ ენა­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის კუთ­ხით, არა­მედ იმი­თაც, რომ ის გვეხ­მა­რე­ბა მა­თი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გარ­კვე­ვა­ში: რო­გორ მუ­შავ­დე­ბო­და ისი­ნი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლი ნუს­ხის­თვის რო­მე­ლი ვერ­სია იყო ძი­რი­თა­დი და რო­მე­ლი დამ­ხმა­რე და ესა თუ ის გა­დამ­წე­რი ამა თუ იმ ნუს­ხას უპი­რა­ტე­სო­ბას რის სა­ფუძ­ველ­ზე ანი­ჭებ­და და ა. შ. ამ­დე­ნად, აქ სა­კით­ხთა ფარ­თო წრე იჩენს თავს.
   ამ კონ­ტექ­სტში გვინ­და შე­ვე­ხოთ ერთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც სა­ა­ნა­ლი­ზო თხზუ­ლე­ბის ნუს­ხებ­ში იძებ­ნე­ბა და ააშ­კა­რა­ვებს, რომ მე-18 ს-ის ნუს­ხის გა­დამ­წერს ხელთ ჰქო­ნდა Ath-17 ნუს­ხაც და მას­შიც იხე­დე­ბო­და. ამ უკა­ნას­კნე­ლი ნუს­ხის გა­დამ­წერს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ნუს­ხი­დან (ცხა­დია, უფ­რო ძვე­ლი­დან) ერ­თი ფრა­ზა შეც­დო­მით ორ­ჯერ აქვს გა­და­წე­რი­ლი ერ­თმა­ნე­თის მიმ­ყოლ წი­ნა­და­დე­ბებ­ში: `ავი­და მთად და მი­­ახ­ლა ად­გილ­სა მას, სა­დაიგი ეხილ­ვა ხილ­ვაჲ იგი. წა­რავ­ლინ­ნა მჴედარ­ნი ძი­ე­ბად ნა­დი­რი­სა და დაშ­თა მხო­ლოჲ და მი­­ახ­ლა ად­გილ­სა მას, სა­და ეხილ­ვა ხილ­ვაჲ იგი. და და­ვარ­და პირ­სა ზე­და.~ H ნუს­ხა­ში ეს მო­ნაკ­ვე­თი შემ­დეგ­ნა­ი­რა­დაა მო­ცე­მუ­ლი: `აღ­ვი­და მთად და მი­­ახ­ლა რაჲ ად­გილ­სა მას, სა­და ხილ­ვა ეჩუჱნა, წა­რავ­ლინ­ნა მჴედარ­ნი ძი­ე­ბაჲდ ნა­დირ­სა და დაშ­თა მხო­ლოჲ და მი­­ახ­ლა ად­გილ­სა მას და და­ვარ­და პირ­სა ზე­და.~ ნა­თე­ლია, რომ მე-18 ს-ის ნუს­ხის გა­დამ­წერს მე­ქა­ნი­კუ­რად და­უწ­ყია გან­მე­ო­რე­ბუ­ლი ფრა­ზის გა­და­წე­რა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, შე­ამ­ჩნია, რომ ის მე­ორ­დე­ბო­და და ბო­ლომ­დე აღარ და­ამ­თავ­რა. ჩვენს გა­მო­ცე­მა­ში მე­ო­რე ფრა­ზა ამო­ღე­ბუ­ლია.
   ორ­თოგ­რა­ფი­­სა და ფო­ნე­ტი­კის სა­კით­ხე­ბი.
XVIII ს-ის (H-2077) ნუს­ხის­თვის მკვეთ­რად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბია ე.წ. „იო­ტა­მე­ტო­ბა“ და უჱ და­წე­რი­ლო­ბა. ზ. სარ­ჯვე­ლა­ძე „იო­ტა­მე­ტო­ბის“ შემ­თხვე­ვებს IX-XI სა­უ­კუ­ნე­თა წე­რი­ლო­ბით ძეგ­ლებ­ში შე­ნიშ­ნავს, რაც, მი­სი აზ­რით, ენა­ში [ჲ]-ს შემ­ცვე­ლი და­მა­ვა­ლი დიფ­თონ­გე­ბის მოშ­ლის ფაქ­ტზე მი­უ­თი­თებს. გრა­ფი­კა­ში დარ­ჩა [ჲ] გრა­ფე­მა, რომ­ლის ფუნ­ქცი­აც ზოგ გა­დამ­წერს (მწე­რალს) აღარ ეს­მო­და, მაგ­რამ წერ­და, რად­გან იცო­და, რომ ძველ ქარ­თულ­ში ის ხმოვ­ნის მომ­დევ­ნო პო­ზი­ცი­ა­ში იწე­რე­ბო­და. ამის გა­მო -ს ხში­რად ვხვდე­ბით იქაც, სა­დაც და­მა­ვა­ლი დიფ­თონ­გი არას­დროს ყო­ფი­ლა. მეც­ნი­ე­რი -ს უფუნ­ქციო გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თებს პო­უ­ლობს რო­გორც სიტ­ყვის შიგ­ნით, ისე ბო­ლოს, სა­დაც აჲ  გრა­ფე­მა­თა ჯგუ­ფი -ს გა­მო­ხა­ტავს, ეჲ _ -ს, ოჲ _ -ს, უჲ _ -ს. „ეს ფაქ­ტე­ბი ასა­ხა­ვენ [ჲ]-ს შემ­ცველ და­მა­ვალ დიფ­თონ­გთა მოშ­ლის ერთ-ერთ გზას: [ჲ]-ს და­კარ­გვის შე­დე­გად [აჲ] [ეჲ] [ოჲ] [უჲ] დიფ­თონ­გე­ბი ემ­თხვე­ვი­ან მარ­ტივ [ა] [ე] [ო] [უ] ხმოვ­ნებს,“[1] _ წერს მეც­ნი­ე­რი.
   H ნუს­ხა­ში უფუნ­ქცი­ოდ იხ­მა­რე­ბა -სთან (ხში­რად) და -სთან (შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ) ერ­თად და გად­მოს­ცემს მარ­ტივ და ხმოვ­ნებს. არ შეგ­ვხვედ­რია მი­სი -სთან ან -სთან გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი.
სიტ­ყვის ბო­ლოს აჲ გრა­ფე­მა­თა ჯგუ­ფი -ს გა­მო­ხა­ტავს:
ა) ზმნურ ფორ­მებ­ში, სა­დაც მოს­დევს III სუ­ბი­ექ­ტუ­რი პი­რის – სუ­ფიქსს ან მწკრი­ვის ნი­შანს. მაგ., ჰრქუა ზმნას­თან ის და­დას­ტურ­და ყვე­ლა შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა­ში (24 მა­გა­ლი­თი): „ჰრქუაჲ მას უფალ­მან“; „ჰრქუაჲ მას ცოლ­მან მის­მან“; „ჰრქუაჲ ქმარ­სა თჳსსა“ და ა. შ. თქუა ზმნა 3-ჯერ და­ირ­თავს -ს: „თქუაჲ: „მრწამს შე­ნი, უფა­ლო“; „ესე რაჲ თქუაჲ უფალ­მან“; „შე­ურ­და და თქუაჲ.“ სხვა ზმნებ­თა­ნაც მო­ჩანს: დაშ­თაჲინე­ბაჲ, ივ­ლტო­დაჲ, მი­გით­ხრაჲ.
ბ) მი­ცე­მით ბრუნ­ვა­ში მდგარ სა­ხელ­თან, სა­დაც მოს­დევს ემ­ფა­ტი­კურ ხმო­ვანს: „რო­მელ­საჲ ქრის­ტე­ა­ნე­ნი აღი­ა­რე­ბენ“…
ფუ­ძის შიგ­ნით აჲ და­წე­რი­ლო­ბა ხში­რად მარ­ტივ -ს გად­მოს­ცემს:
ა) სა­ხე­ლებ­ში, სა­დაც ფუ­ძი­სე­უ­ლი ან მორ­ფე­მი­სე­უ­ლია: წი­ნამ­დე­ბაჲრე; სხუაჲთა­გან; ნა­დი­რო­ბაჲსა­ცა; გო­ნე­ბაჲსა; სათ­ნო­­ბაჲთა; მსა­ხუ­რე­ბაჲსა; დაბ­რკო­ლე­ბაჲდ; მსგავ­სე­ბაჲდ.
ბ)  ზმნურ ფორ­მებ­ში: გნე­ბაჲვსა.
ოჲ გრა­ფე­მა­თა კომ­პლექ­სი გა­მო­ხა­ტავს მარ­ტივ ხმო­ვანს სიტ­ყვის ბო­ლოს, სა­დაც მოს­დევს:
ა) III სუ­ბი­ექ­ტუ­რი პი­რის – სუ­ფიქსს ან მწკრი­ვის ნი­შანს: და­აგ­დოჲიყოჲგი­ჩუჱნოჲ.
ბ) წარ­მო­შო­ბით წო­დე­ბი­თი ბრუნ­ვის ნი­შანს მი­მარ­თვის ფორ­მა­ში: „გვა­კურ­თხენ, მა­მაოჲ.“
ზოგ­ჯერ H ნუს­ხა­ში -ს სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბიც იძებ­ნე­ბა (ეს ის შემ­თხვე­ვე­ბია, სა­დაც ის გრა­ფე­მას­თან ერ­თად გად­მოს­ცემს აჲ დიფ­თონგს) და ამათ­გან ისე­თე­ბიც, სა­დაც Ath ნუს­ხის შე­სა­ბა­მის ფორ­მა­ში ის არ ჩანს: „მო­ნა­გე­ბი­თა ოქ­როჲსა და ვეც­ხლი­სა.“ შდრ. Ath ხელ­ნა­წე­რი: „მო­ნა­გე­ბი­თა ოქ­რო­სა და ვეც­ხლი­სა.“
უფ­რო ხში­რად კი H ნუს­ხა­ში არ გვაქვს იქ, სა­დაც Ath-­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა:
ა) სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში: სწავ­ლაჲ; შდრ. სწავ­ლაგზაჲ; შდრ.  გზა  და ა. შ.
ბ) ნა­თე­სა­ო­ბით ბრუნ­ვა­ში: „ცხო­რე­ბი­სათჳს კაც­თაჲსა“; შდრ. „ცხო­რე­ბი­სათჳს კაც­თა­სა“;
გ)  მოქ­მე­დე­ბით ბრუნ­ვა­ში: „საქ­მი­თა სი­მარ­თლი­საჲთა“, შდრ. „საქ­მი­თა სი­მარ­თლი­სა­თა“; „გან­გე­ბი­თა ღმრთი­საჲთა“, შდრ. „გან­გე­ბი­თა ღმრთი­სა­თა.“
   Ath ნუს­ხის უე კომ­პლექ­სი H-­ში უჱ მიმ­დევ­რო­ბით არის მო­ცე­მუ­ლი შემ­თხვე­ვა­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში: „შუჱნი­ერ იყო“; „ქუჱლის­მოქ­მედ­სა ღმერ­თსა“; „ში­შუჱლთა შეჰ­მოს­და“ და სხვ. გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს 2 მა­გა­ლი­თი: „მო­მაქ­ცია ტყუ­­­ბი­სა­გან“; „თუ­­სა სეკ­დენ­ბერ­სა.“
   ზ. სარ­ჯვე­ლა­ძე უჱ და­წე­რი­ლო­ბას გრა­ფე­მის „უწე­სო“ ხმა­რე­ბის ერთ-ერთ გა­მოვ­ლე­ნად გა­ნი­ხი­ლავს. ძველ ტექ­სტებ­ში მი­სი თავ­და­პირ­ვე­ლი ფუნ­ქცი­ის მი­ვიწ­ყე­ბის შემ­დეგ საკ­მა­ოდ ხში­რად ენაც­ვლე­ბა გრა­ფე­მას. „უჱ და­წე­რი­ლო­ბა ერთ-ერთ ამ­გვარ დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს, ოღონდ, რო­გორც ჩანს, მან მე­ტი გავ­რცე­ლე­ბუ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. არაა გა­მო­რიც­ხუ­ლი, რომ ამ­გვა­რი და­წე­რი­ლო­ბა გარ­კვე­ულ მწიგ­ნობ­რულ კე­რა­თათ­ვის ყო­ფი­ლი­ყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ის იწე­რე­ბა რო­გორც უმარ­ცვლო, ისე მარ­ცვლო­ვა­ნი -ს შემ­დეგ,“[2] _ აღ­ნიშ­ნავს იგი.
ნუს­ხა­თა შო­რის გვაქვს ვი // და­წე­რი­ლო­ბა­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბის მა­გა­ლი­თი: „სცვი­და ვე­ნაჴსა“ // „სცჳდა ვე­ნაჴსა.“[3]
Ath ხელ­ნა­წე­რი ერ­თგან გრა­ფე­მას არ­ჩევს, H ხელ­ნა­წე­რი _ გრა­ფე­მას: აღა­ოხ­რა // აღაოჴრა.
   თან­ხმოვ­ნებს ან თან­ხმო­ვან­სა და ხმო­ვანს შო­რის პო­ზი­ცი­ა­ში H ნუს­ხა­ში არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი უმარ­ცვლო , გან­სხვა­ვე­ბით Ath ნუს­ხის­გან: გან­თქუ­მულ // გან­თქმულ; სულ­თქუ­მით // სულ­თქმით; ქუ­­ყა­ნაჲ // ქვე­ყაჲნა.
Ath ნუს­ხა­ში ოა და ოე ხმოვ­ნებს შო­რის პო­ზი­ცი­ა­ში და­კარ­გუ­ლია თან­ხმო­ვა­ნი, H ნუს­ხა­ში კი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია: სა­ხე­ლო­ან // სა­ხე­ლო­ვან; ცხო­­ლი­საჲ // ცხო­ვე­ლი­სა; ვპო­ეთ // ვპო­ვეთ.
   ზოგ­ჯერ პი­რი­ქით არის: ოე ხმოვ­ნებს შო­რის Ath ხელ­ნა­წე­რი იცავს თან­ხმო­ვანს, ხო­ლო  H ხელ­ნა­წე­რი _ არა: „ით­ხო­ვე მის­გან“ // „ით­ხოე მის­გან“; „კუ­ა­ლად მო­ვედ აქა“ // „კუ­ა­ლად მო­ედ აქა.“
სა­შუ­ა­ლი გვა­რის ცრემ­ლო­­და ფორ­მა­ Ath ნუს­ხა­ში ცრემ­ლო­და სა­ხით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შდრ. H ხელ­ნა­წე­რის იკით­ხვი­სი: ცრემ­ლო­­და.
Ath ნუს­ხა წარ­მოგ­ვიდ­გენს რავ­დენს, უვარს, H ნუს­ხა _ რა­­დენს, უარს ფორ­მებს: რავ­დე­ნი­სა­მე // რაოჲდე­ნი­სა­მე; უვარ­ჰყოფ­და // უარ­ჰყოფ­და.
   სა­მა­გი­ე­როდ, H ნუს­ხა­ში უა ხმოვ­ნებს შო­რის თან­ხმო­ვა­ნია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი: შუ­ვად­ღეს. შდრ. Ath ხელ­ნა­წე­რის მო­ნა­ცე­მი: შუ­ად­ღეს.
H ხელ­ნა­წერ­ში პოვ­ნი­ერ შჯ და შთ ბგე­რა­თა კომ­პლექ­სებს Ath ნუს­ხა­ში ცვლის რჩ ბგე­რათ­მიმ­დევ­რო­ბა: შჯუ­ლი­თა // რჩუ­ლი­თა; „მო­ვი­და უშ­ჯუ­ლო იგი“ // „მო­ვი­და ურ­ჩუ­ლოჲ იგი“; „უშ­ჯუ­ლო იგი“ // „ურ­ჩუ­ლოჲ იგი“; „არა­რაჲ დაშ­თა“ // „არა­რაჲ დარ­ჩა“; // „დაშ­თო­მილ არი­ან“ // „დარ­ჩო­მილ არი­ან“; „აწ მხო­ლო დაშ­თო­მილ ვარ“ // „აწ მარ­ტოჲ დარ­ჩო­მილ ვარ“; „დაშ­თა ზღუაჲსა“// „დარ­ჩა ზღუ­ა­სა.“
ერ­თგან H ხელ­ნა­წერ­ში სჯ კომ­პლექ­სიც დას­ტურ­დე­ბა: სამ­სჯავ­რო­თა­გან, რო­მელ­საც Ath ნუს­ხა­ში შჯ კომ­პლექ­სი შე­ე­სა­ბა­მე­ბა: სამ­შჯავ­რო­თა­გან.
  რჩ მიმ­დევ­რო­ბას ზ. სარ­ჯვე­ლა­ძე შჯ-სგან მომ­დი­ნა­რედ თვლის  შჩ სა­ფე­ხუ­რის გავ­ლის გზით: შჯ > შჩ (ასი­მი­ლა­ცი­უ­რი დაყ­რუ­ე­ბა) > რჩ (დი­სი­მი­ლა­ცია წარ­მო­ე­ბის რაგ­ვა­რო­ბის მი­ხედ­ვით).[4] მი­სი­ვე აზ­რით, იგი­ვე რჩ კომ­პლექ­სი ზმნურ ფორ­მებ­ში (დაშ­თო­მა, მოშ­თო­ბა) მი­ღე­ბუ­ლია შთ მიმ­დევ­რო­ბის­გან იმა­ვე შჩ ეტა­პის გავ­ლით: შთ > შჩ (ასი­მი­ლა­ცია სა­წარ­მოთ­ქმო ად­გი­ლის მი­ხედ­ვით) > რჩ (დი­სი­მი­ლა­ცია წარ­მო­ე­ბის რაგ­ვა­რო­ბის მი­ხედ­ვით).[5]
   Ath ნუს­ხა­ში სიტ­ყვა ამ­ბო­რი დი­სი­მი­ლი­რე­ბუ­ლია, გან­სხვა­ვე­ბით H ნუს­ხის­გან: „ან­ბორ­­ყოფ­დეს“ // „ამ­ბორ­­ყოფ­დეს“; „ან­ბორ­­ყოფ­დეს ურ­თი­ერ­თას“ // „ამ­ბორ­­ყოფ­დეს ურ­თი­ერ­თას.“
ძლი­ერ ფუ­ძე მე­ტა­თე­ზი­რე­ბუ­ლი სა­ხით არის მო­ცე­მუ­ლი Ath ნუს­ხა­ში: გან­ძრი­ელ­დი. შდრ. H ხელ­ნა­წე­რი: გან­ძლი­ერ­დი.
   ირე­მი და მღვდე­ლი არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლე­ბის ნა­თე­სა­ო­ბი­თი ბრუნ­ვის უკუმ­შველ ფორ­მებს H ხელ­ნა­წერ­ში კუმ­შვა­დი ფორ­მე­ბი ანაც­ვლებს: „ეტ­ყო­და ირე­მი­სა მის მი­ერ“ // „ეტ­ყო­და ირ­მი­სა მის მი­ერ“; „მღდე­ლი­სა ქრის­ტე­ა­ნე­თაჲსა“; // „მღდლი­სა ქრის­ტე­ა­ნე­თა­სა.“
Ath ნუს­ხა­ში იკ­ვე­ცე­ბა გარ­და ზმნის­წი­ნი: „გარ­დმო­ვარ­და ცხე­ნი­სა­გან.“ შდრ. H ხელ­ნა­წე­რი: „გარ­და­მო­ვარ­და ცხე­ნი­სა­გან.“
სა­ხე­ლის მორ­ფო­ლო­გი­ის სა­კით­ხე­ბი.
   პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბი ხან ერთ ნუს­ხა­ში იხ­მა­რე­ბა ზედ­მე­ტად, ხან მე­ო­რე­ში: „გი­ჩუ­ე­ნო თა­ვი ჩე­მი“ // „გი­ჩუ­ე­ნო შენ თა­ვი ჩე­მი“; „გა­მო­მიც­ხა­დე თა­ვი შე­ნი კე­თი­ლად“ // „გა­მო­მიც­ხა­დე მე თა­ვი შე­ნი კე­თი­ლად“; „რაჲთა მრწმე­ნეს მე შე­ნი“ // „რაჲთა მრწმე­ნეს შე­ნი“; „რო­მე­ლი-იგი მე­ჩუ­ე­ნა მე“ // „რო­მე­ლი-იგი მე­ჩუჱნა“; „უფა­ლო ჩე­მო, მე ქუ­ე­ყა­ნი­სა­გან ჰრომ­თაჲსა ვარ“ // „უფა­ლო ჩე­მო, ქუ­ე­ყა­ნი­სა­გან ჰრომ­თა­სა ვარ“; „წარჴდა ყო­ვე­ლი სიმ­დიდ­რე მა­თი“ // „წარჴდა ყო­ვე­ლი იგი სიმ­დიდ­რე მა­თი.“
   ნუს­ხე­ბი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად სხვა­დას­ხვა ვი­თა­რე­ბას გვიჩ­ვე­ნე­ბენ ემ­ფა­ტი­კუ­რი ხმოვ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით: „მი­ი­წია მი­სა ზე­და წყა­ლო­ბაჲ“ // „მი­ი­წია მის ზე­და წყა­ლო­ბაჲ“; „ცოლ­სა მი­სას“ // „ცოლ­სა მის­სა.“
   Ath ხელ­ნა­წერ­ში სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით გად­მო­ცე­მუ­ლი პოს­ტპო­ზი­ცი­უ­რი მარ­თუ­ლი მსაზ­ღვრე­ლი სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში ემ­ფა­ტი­კურ ხმო­ვანს არ და­ირ­თავს, გან­სხვა­ვე­ბით H ხელ­ნა­წე­რის­გან: „და­იმ­ჭი­რა ცო­ლი ევ­სტა­თი­სი“ // „და­იმ­ჭი­რა ცო­ლი ევ­სტა­თი­სა.“
   Ath ნუს­ხის მათ­თა (მა­თა) ფორ­მას H ნუს­ხა­ში ცვლის მათ­და ფორ­მა:
„მი­უ­წო­დენ კაც­თა მსგავ­სე­ბად მათ­თა სათ­ნო­ე­ბა­თა“ // „მი­უ­წო­დენ კაც­თა მსგავ­სე­ბაჲდ მათ­და სათ­ნო­ე­ბაჲთა“; „გუ­ლისჴმის სა­ყო­ფე­ლად მა­თა“ // „გუ­ლისჴმის სა­ყო­ფე­ლად მათ­და.“ სა­მა­გი­ე­როდ, Ath ხელ­ნა­წე­რის მის­და ფორ­მას H ნუს­ხა­ში ენაც­ვლე­ბა მი­სა ფორ­მა: „გა­მო­ვი­და შემ­თხუ­ე­ვად მის­და“ // „გა­მო­ვი­და შემ­თხუჱვად მი­სა.“
ერთ შემ­თხვე­ვა­ში Ath ხელ­ნა­წე­რის ენობ­რი­ვად არას­წო­რი ფორ­მა H ხელ­ნა­წერ­ში სწო­რა­დაა მო­ცე­მუ­ლი:
   „არ­ცა ზრდი­ლო­ბაჲ სხუ­­თა სა­ხი­თა შემ­ძლე­ბელ არს“ // „არ­ცა ზრდი­ლო­ბაჲ სხჳთა სა­ხი­თა შემ­ძლე­ბელ არს.“
Ath ნუს­ხა ზოგ­ჯერ უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს წრფე­ლო­ბით ბრუნ­ვას, H კი _ სა­ხე­ლო­ბითს:
   „აღ­სას­რულ­ცა კე­თილ­თაჲ საქ­მე­თაჲ“ // „აღ­სას­რუ­ლი­ცაჲ კე­თილ­თა საქ­მე­თა“; „და იყო წარ­მართ“ // „და იყო წარ­მარ­თი.
წარ­სუ­ლი დრო­ის ვნე­ბი­თი გვა­რის მიმ­ღე­ო­ბის მა­წარ­მო­ებ­ლად Ath ნუს­ხა –ულ მორ­ფე­მას არ­ჩევს, H _ –ილ მორ­ფე­მას: „მო­წევ­ნულ არს“ // „მო­წევ­ნილ არს“; „მო­წევ­ნუ­ლი მის ზე­და“ // „მო­წევ­ნი­ი მის ზე­და“; „მან­ქა­ნე­ბით ქმნუ­ლი“ // „მან­ქა­ნე­ბით ქმნი­ლი“; „აღ­თქუ­მულ არი­ან“ // „აღ­თქუ­მილ არი­ან.“
   ნა­წე­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა Ath ნუს­ხა­ში ახ­ლდეს სა­ხელს, H-­ში არა, ან პი­რი­ქით: „იხილ­ნა რაჲ ჭა­ბუკ­ნი იგი“ // „იხილ­ნა რაჲ ჭა­ბუკ­ნი“ // „მარ­ჯუე იყო ად­გი­ლი“ // „მარ­ჯუე იყო ად­გი­ლი იგი.“
ერ­თგან H ნუს­ხა, Ath ნუს­ხის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ინარ­ჩუ­ნებს ვი­თა­რე­ბი­თი ბრუნ­ვის ნი­შანს –მდე თან­დე­ბუ­ლის წინ: „ზღუაჲდ შეს­ლვად­მდე.“
ზმნის მორ­ფო­ლო­გი­ის სა­კით­ხე­ბი.
   პი­რის ნი­შან­თა უფუნ­ქცი­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი ორი­ვე ნუს­ხა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა მა­თი ხმა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ნუს­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა­ობ­დეს ერ­თმა­ნე­თი­სა­გან. კერ­ძოდ, Ath ხელ­ნა­წერ­ში ნი­შა­ნი უფუნ­ქცი­ოდ იყოს ნახ­მა­რი და H ხელ­ნა­წერ­ში არა, ან პი­რი­ქით: „გარ­დაჰჴდა რაჲ ჟა­მი ერ­თი“ // „გარ­დაჴდა რაჲ ჟა­მი ერ­თი“; „ჴორ­ცი­ე­ლად გა­მოვ­ჩნდი“ // „ჴორ­ცი­ე­ლად გა­მოვ­სჩნდი“; „არა მის­დრკეს გუ­ლი ჩე­მი“ // „… მიდ­რკეს“…
   ერთ ფორ­მა­ში Ath ხელ­ნა­წერ­ში II სუ­ბი­ექ­ტუ­რი პი­რის ნიშ­ნად – პრე­ფიქ­სია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი (მე­ტა­თე­ზი­რე­ბუ­ლი სა­ხით), H ხელ­ნა­წერ­ში კი _ – პრე­ფიქ­სი: „ოდეს დამ­სდაბ­ლდე“ // „ოდეს დაჰ­მდაბ­ლდე.“
Ath ხელ­ნა­წერ­ში ზმნა არ­ქა­უ­ლი ფორ­მით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი: მი­ხედ­ნა. შდრ. H ხელ­ნა­წე­რი: მი­ხე­და.
   აქ­ვე II ხოლ­მე­ო­ბი­თის მწკრი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია წყვე­ტი­ლის ნაც­ვლად: „ვეცჳ, და­ვე­ფალ.“  შდრ. H ხელ­ნა­წე­რი: „ვე­ცუ, და­ვე­ფალ.“ ამ მწკრივ­თა ურ­თი­ერ­თმო­ნაც­ვლე­ო­ბის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ეს მოვ­ლე­ნა ენა­ში II ხოლ­მე­ო­ბი­თის მოშ­ლის ფაქ­ტით არის ახ­სნი­ლი.[6]  წარ­მოდ­გე­ნილ მა­გა­ლით­ში XVIII ს-ის ნუს­ხა უფ­რო ძველ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავს.
   II კავ­ში­რე­ბი­თის მწკრივს Ath ხელ­ნა­წერ­ში – მორ­ფე­მა გა­მო­ხა­ტავს, H ხელ­ნა­წერ­ში _ – მორ­ფე­მა: „ევედ­რე­ბო­და ცოლ­სა თჳსსა, რაჲთა არა სულ­მოკ­ლე იქ­მნას“ // „…იქ­მნეს.“
   ზმნის­წინ­თა გა­მო­ყე­ნე­ბის მხრი­ვაც შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი გვქონ­დეს. მაგ., ერთ ნუს­ხა­ში ზმნის­წი­ნის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი იყო ნახ­მა­რი და მე­ო­რე­ში ძვე­ლი ან პი­რი­ქით: გან­მარ­ჯუ­­ბა­სა // გა­მარ­ჯუჱბა­სა; „ავი­და მთად“ // „აღ­ვი­და მთად“; „რაჲ-იგი აღ­მით­ქუ“ // „რაჲ-იგი ამით­ქუ“; „აი­ღო მე­უღ­ლე თჳსი“ // „აღი­ღო მე­უღ­ლე თჳსი.“ ან ერთ ხელ­ნა­წერ­ში ზმნის­წი­ნი ერ­თო­დეს ფორ­მას და მე­ო­რე­ში არა: მი­უთ­ხრა // უთ­ხრა. ან­ კი­დევ სხვა­დას­ხვა ზმნის­წი­ნე­ბი იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი: „ლომ­მან წარ­მი­ტა­ცა“ // „ლომ­მან მი­მი­ტა­ცა“; „შე­მიწ­ყა­ლა და შე­მაქ­ცია ტყუ­ე­ო­ბი­სა­გან“ // „შე­მიწ­ყა­ლა და მო­მაქ­ცია ტყუ­ე­ო­ბი­სა­გან.“
გვაქვს თე­მის ნი­შან­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბის მა­გა­ლი­თე­ბიც: და­მი­ტე­ვებ // და­მი­ტე­ობ.
   H ხელ­ნა­წე­რი II პირ­თან სა­ი­ქე­თო ორი­ენ­ტა­ცი­ის გა­მომ­ხატ­ველ ზმნის­წინს იყე­ნებს: „მიგ­ცეთ შენ სა­ფა­სე.“ შდრ. Ath ნუს­ხა: „მოგ­ცეთ შენ სა­ფა­სე.“
   ზოგ­ჯერ ზმნე­ბი ნუს­ხებ­ში სხვა­დას­ხვა მწკრი­ვი­სა თუ გვა­რის ფორ­მით არის მო­ცე­მუ­ლი: „ევედ­რე­ბო­და მის და­ბი­სა­თა და და­ად­გი­ნის ვე­ნაჴისა მცვე­ლად“ // „ევედ­რა მის და­ბი­სა­თა და და­ად­გი­ნეს ვე­ნაჴის მცვე­ლად“; „რაჲ მო­­წია მათ ზე­და“ // „რაჲ მო­წევ­ნილ არს მათ ზე­და“; „შე­­ხო ცეც­ხლი“ // „შე­ხე­ბუ­ლი­ყო ცეც­ხლი“; „შე­­ში­ნა“ // „ეში­ნო­და“; „მრწმე­ნა შე­ნი, უფა­ლო“ // „მრწამს შე­ნი, უფა­ლო“; „ძე­ნი, ვი­თარ­ცა ვთქუ, აღე­ზარ­დნეს სხუ­ა­სა მას და­ბა­სა“ // „ძე­ნი მის­ნი, ვი­თარ­ცა ვთქუ, აღი­ზარ­დნეს სხუაჲსა მას და­ბა­სა.“
სინ­ტაქ­სის სა­კით­ხე­ბი.
   H ნუს­ხა­ში პოს­ტპო­ზი­ცი­უ­რი წყო­ბის მარ­თუ­ლი მსაზ­ღვრე­ლი რიც­ხვში ეთან­ხმე­ბა საზ­ღვრულს, გან­სხვა­ვე­ბით Ath-ის­გან: „ტკი­ვილ­თა­გან გუ­ლი­სა“ // „ტკი­ვილ­თა­გან გუ­ლი­სა­თა.“
   საწ­ყი­სი ქვემ­დე­ბა­რის ფუნ­ქცი­ით Ath ნუს­ხა­ში ვი­თა­რე­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მით არის მო­ცე­მუ­ლი, H-ში _ სა­ხე­ლო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მით: „არად საჴმარ არს თქუ­მად“ // „არად საჴმარ არს თქუ­მაჲ“; „ჯე­რარს… კუ­ა­ლად ამაღ­ლე­ბად“ // „ჯე­რარს… კუ­ა­ლად ამაღ­ლე­ბა“; „შე­ე­ში­ნა ორ­თა­ვე ტჳრთვად“ // „შე­ე­ში­ნა ორ­თა­ვე ტჳრთვაჲ.“
   საწ­ყი­სით­ვე გად­მო­ცე­მუ­ლი პირ­და­პი­რი და­მა­ტე­ბა ნუს­ხებ­ში შე­იძ­ლე­ბა სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­შიც იდ­გეს და ვი­თა­რე­ბით­შიც: „ინე­ბა ში­ნა­გან შეს­ლვა“ // „ინე­ბაჲ შეს­ლვად ში­ნა­გან“; „ბრძა­ნა განჴურ­ვე­ბად კუ­როჲ რვა­ლი­საჲ და მუნ შეყ­რად“ // „ბრძა­ნა განჴურ­ვე­ბაჲდ კუ­რო რვა­ლი­სა და მუნ შეყ­რაჲ.“
   შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მენ­ლის სა­ხე­ლა­დი ნა­წი­ლი Ath ნუს­ხა­ში ერ­თგან სა­ხე­ლო­ბით­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მე­ო­რე ნუს­ხა­ში _ წრფე­ლო­ბით­ში: „ჩჩჳლი ვი­ყავ“ // „ჩჩჳლ ვი­ყავ.“
   და­მო­კი­დე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის წევრ-კავ­ში­რი H ნუს­ხა­ში მრავ­ლო­ბით რიც­ხვში ეთან­ხმე­ბა მი­სა­მართ წევრს, გან­სხვა­ვე­ბით Ath-ის­გან: „ქვე­ლის­მოქ­მე­დე­ბა­ნი შენ­ნი, რო­მელ­სა იქმ კაც­თა მი­მართ…“ // „ქუჱლის­მოქ­მე­დე­ბა­ნი შენ­ნი, რო­მელ­თა იქმ კაც­თა თა­ნა…“
Ath ხელ­ნა­წერ­ში ზმნა-შე­მას­მე­ნე­ლი ზოგ­ჯერ რიც­ხვში არ ეთან­ხმე­ბა ნარ-იან მრავ­ლო­ბით­ში მდგარ პირ­და­პირ და­მა­ტე­ბას: „წარ­წყმი­და ცო­ლი და შვილ­ნი მის­ნი.“ შდრ. H ნუს­ხა: „წარ­წყმიდ­ნა ცო­ლი და შვილ­ნი მის­ნი.“ ამ უკა­ნას­კნელ­ში ზმნა-შე­მას­მე­ნე­ლი მა­ში­ნაც მარ­კი­რე­ბუ­ლია, რო­დე­საც პირ­და­პი­რი და­მა­ტე­ბის მრავ­ლო­ბი­თო­ბა ნა­გუ­ლის­ხმე­ვია: „გა­ნავ­ლინ­ნა ყო­ველ­თა სო­ფელ­თა კრე­ბაჲდ ერი­სა“; შდრ. Ath ნუს­ხა: „გა­ნავ­ლი­ნა ყო­ველ­თა სო­ფელ­თა კრე­ბად ერი­სა.“ H ნუს­ხა­ში ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში გვხვდე­ბა რიც­ხვში შე­თან­ხმე­ბი­სა და შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის ნი­მუ­შე­ბი: „დევ­ნნა და გა­ნავ­ლო მდი­ნა­რე.“ შდრ. Ath ხელ­ნა­წე­რის ჩვე­ნე­ბა: „დევ­ნნა და გა­ნავ­ლნა მდი­ნა­რე­სა.“
   არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ერთ ნუ­ხა­ში წი­ნა­და­დე­ბის რო­მე­ლი­მე მთა­ვა­რი წევ­რი მრავ­ლო­ბი­თის ფორ­მი­თაა მო­ცე­მუ­ლი, მე­ო­რე­ში _ მხო­ლო­ბი­თის: „დე­და­სა მათ­სა ეს­მო­დეს სიტ­ყუ­­ნი მათ­ნი“ // „დე­და­სა მათ­სა ეს­მო­და სიტ­ყუაჲ მა­თი“; „ყო­ვე­ლი მო­ი­წია მას ზე­და“ // „ყო­ვე­ლი მო­ი­წია მათ ზე­და“; „ყო­ვე­ლი­ვე შე­იწ­ყნა­რა“ // „ყო­ველ­ნი­ვე შე­იწ­ყნა­რა მად­ლო­ბით.“
ერ­თი და იგი­ვე სიტ­ყვა სხვა­დას­ხვა ხელ­ნა­წერ­ში ამა თუ იმ წი­ნა­და­დე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მით იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და წი­ნა­და­დე­ბის სხვა­დას­ხვა წევ­რის როლს ას­რუ­ლებ­დეს: „მო­გუ­ეც ძა­ლი მოთ­მი­ნე­ბი­საჲ“ // „მო­გუჱც ძა­ლი მოთ­მი­ნე­ბაჲდ“; „ეძი­ებ­და მათ­გან სას­ყი­დელ­სა წარ­ყვა­ნე­ბი­სა მა­თი­სათჳს“ // „ეძი­ებ­და მათ­გან სას­ყი­დელ­სა წარ­ყვა­ნე­ბი­სა მა­თი­სა­სა“; „ვი­თარ­ცა-ესე ვი­ხი­ლენ“ // „ვი­თარ­ცა ესე­ნი ვი­ხი­ლენ“; „დე­დაჲ მა­თი იც­ნობ­და თხრო­ბა­სა მათ­სა“ // „დე­და მა­თი იც­ნობ­და თხრო­ბა­სა მას“; „ერთ არს ჭეშ­მა­რი­ტად ღმერ­თი“ // „ერთ არს ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი.“
   ერ­თგვარ წევ­რთა­გან –ურთ ნა­წი­ლა­კი Ath ნუს­ხა­ში მე­ო­რე წევრს და­ერ­თვის, H-­ში _ პირ­ველს: „გან­ვი­და ცო­ლით და შვი­ლი­თურთ“ // „გან­ვი­და ცო­ლი­თურთ და შვი­ლით“; –გან თან­დე­ბუ­ლი Ath ხელ­ნა­წერ­ში­ვე სინ­ტაგ­მის მე­ო­რე წევრს ახ­ლავს, გან­სხვა­ვე­ბით H-ის­გან: „სიმ­დიდ­რი­სა მა­თი­სა­გან“ // „სიმ­დიდ­რი­სა­გან მა­თი­სა“; „უც­ხო თეს­ლი­სა­გან მის“ // „უც­ხო თეს­ლი­სა მის­გან“; –ღა ნა­წი­ლა­კი Ath ხელ­ნა­წერ­ში იგი ნაც­ვალ­სა­ხე­ლით გად­მო­ცე­მულ ქვემ­დე­ბა­რეს და­ერ­თვის, H ხელ­ნა­წერ­ში _ კავ­შირს: „ვიდ­რე იგი­ღა მო­ვი­და“ // „ვიდ­რე­ღა მო­ვი­დო­და.“
   ამ­რი­გად, „ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის“ ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ ორი­ვე ხელ­ნა­წე­რი ერ­თი რე­დაქ­ცი­ის ნუს­ხე­ბია. მარ­თა­ლია, მათ შო­რის არ გვაქვს ენობ­რი­ვი თან­ხვედ­რა და ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო მათ შო­რის შვიდ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი და­შო­რე­ბის გა­მო, მაგ­რამ ეს არ სცილ­დე­ბა ნუს­ხის ფარ­გლებ­ში და­საშ­ვე­ბი სხვა­ო­ბე­ბის ზღვარს.
   ახა­ლი ენობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბი XI სა­უ­კუ­ნის ნუს­ხა­ში­ცაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც XVIII სა­უ­კუ­ნის ნუს­ხა­ში არ­ქა­უ­ლი ფორ­მე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ან პი­რი­ქით: XI სა­უ­კუ­ნის ნუს­ხა ძველ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავ­ს და XVIII სა­უ­კუ­ნი­სა _ ახალს.
   ძი­რი­თად ტექ­სტად ჩვენ, ცხა­დია, XI ს-ის ნუს­ხა შე­ვარ­ჩი­ეთ, რო­მლის ნაკ­ლუ­ლი ად­გი­ლი შე­ვავ­სეთ XVIII სა­უ­კუ­ნის ნუს­ხი­დან. მი­სი ენა უფ­რო ახ­ლოა ძვე­ლი, კლა­სი­კუ­რი ქარ­თუ­ლის ენას­თან, ვიდ­რე XVIII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი­სა, სა­დაც აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის­თვის თუნ­დაც ისე­თი მი­უ­ღე­ბე­ლი ენობ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის დო­მი­ნი­რე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა `იო­ტა­მე­ტო­ბა~ თუ უჱ და­წე­რი­ლო­ბა.
   გა­მო­ცე­მა­ში გა­ვას­წო­რეთ გა­დამ­წე­რის უნებ­ლიე თუ ხელ­ნა­წე­რის არას­წო­რად ამო­კით­ხვის შე­დე­გად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, ხო­ლო ის ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ცოც­ხალ სა­სა­უბ­რო მეტ­ყვე­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებს ასა­ხა­ვენ, უც­ვლე­ლი დავ­ტო­ვეთ.
   მაგ., ფსალ­მუ­ნი­დან მოხ­მო­ბილ ცი­ტა­ტა­ში არას­წო­რად წე­რია სიტ­ყვა სა­სო: „დას­დევ, უფა­ლო, სა­სოჲ პირ­სა ჩემ­სა და კა­რი მცვე­ლი ბა­გე­თა ჩემ­თა“, რაც H ნუს­ხის გა­დამ­წე­რის მი­ერ შე­ნიშ­ნუ­ლია და შეს­წო­რე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სიტ­ყვით _ სა­ცო, რო­მე­ლიც ჩვენს გა­მო­ცე­მა­შიც აი­სა­ხა, ოღონდ -ს დარ­თვით, რა­თა შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სა­სოჲ ფორ­მის სტრუქ­ტუ­რა.
   ხელ­ნა­წერ­ში წე­რია: `მი­ემთხჳა მდი­ნა­რე­სა ერ­თსა და სიმ­დიდ­რი­სათჳს წყლი­სა მის შე­ე­ში­ნა.~ XVIII ს-ის ნუს­ხა­ში წე­რია: `სი­დი­დი­სათ­ვის,~, რო­მე­ლიც ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა კონ­ტექსტს. წი­ნამ­დე­ბა­რე ტომ­ში ეს სიტ­ყვაც გას­წო­რე­ბუ­ლია.
   წმინ­და­ნის სა­ხე­ლი `პლა­კი­და~ ტექ­სტში ამ სა­ხით 8-ჯერ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ხო­ლო 9 შემ­თხვე­ვა­ში იხ­მა­რე­ბა, რო­გორც `პა­ლა­კი­და.~ რად­გან ბერ­ძნულ ტექ­სტში ყველ­გან არის `პლა­კი­და~, ჩვენც გა­მო­ცე­მა­ში სის­ტე­მუ­რად გა­ვა­ტა­რეთ ამ­გვა­რი და­წე­რი­ლო­ბა.
   ხელ­ნა­წერ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ასოს ან ასო­თა კლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. მაგ., მიე[]ხლა; []დი­რი­სა; სი­მა[]თლი­თა; ქრი[]ტეს­სა; ჭეშმ[]რი­ტად; დღე­სასწ[]ული­სა; მოჲ[]ეს; დამ­დაბ[ლებ]აჲ; ბარ[ბარ]ოზ­თა და სხვ. შე­საძ­ლოა, ბო­ლო ორ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წერს ქა­რაგ­მის ნი­შა­ნიც ჰქონ­დეს გა­მორ­ჩე­ნი­ლი.  ჩვენ ეს ასო­ე­ბი, ცხა­დია, აღ­ვად­გი­ნეთ.
გვაქვს სა­პი­რის­პი­რო _ ასო­თა ზედ­მე­ტად ხმა­რე­ბის _ ნი­მუ­შიც, მაგ., `ამათ­ცა ჟამ­თა გა­მო­ჩი­ნი­ნე­ბად.~ ჩვენ დავ­წე­რეთ სწო­რი ფორ­მა _ გა­მო­ჩი­ნე­ბად.
   ერთ ფრა­ზა­ში სიტ­ყვის ზედ­მე­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი დას­ტურ­დე­ბა: `გან­ვი­და ცო­ლით და შვი­ლი­თურთ გან­შო­რე­ბუ­ლად ლოც­ვად ად­გილ­სა გან­შო­რე­ბულ­სა.~ ამ ორი მო­ნიშ­ნუ­ლი სიტ­ყვი­დან ერ­თი ზედ­მე­ტია. მე­ო­რე ხელ­ნა­წერ­ში პირ­ვე­ლი სიტ­ყვა არ წე­რია და ჩვენც ის ამო­ვი­ღეთ.
   ენობ­რი­ვი სა­კით­ხე­ბი­დან აღ­ვნიშ­ნავთ შემ­დეგს:
ხე­ლუხ­ლებ­ლად დავ­ტო­ვეთ ენის ის­ტო­რი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­გა­ლი­თე­ბი. მაგ., ცნო­ბი­ლია, რომ ენის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­კრე­ტულ ეტაპ­ზე წრფე­ლო­ბი­თი და სა­ხე­ლო­ბი­თი ბრუნ­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბა: ერ­თი ბრუნ­ვა მე­ო­რის მა­გივ­რად იხ­მა­რე­ბა და ა. შ. ჩვენს ტექ­სტში გვაქვს ასე­თი ნი­მუ­ში: `აღ­სას­რულ­ცა კე­თილ­თაჲ საქ­მე­თაჲ მი­გით­ხრა.~ მო­ნიშ­ნუ­ლი სიტ­ყვა წრფე­ლო­ბი­თის ფორ­მით არის მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა მი­სი მსაზ­ღვრე­ლე­ბი სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში დგას. ჩვენ ის არ ჩაგ­ვის­წო­რე­ბია, რად­გან იმ ჭი­დილს ასა­ხავს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და წრფე­ლო­ბით­სა და სა­ხე­ლო­ბითს შო­რის პირ­ვე­ლის და­სუს­ტე­ბი­სა და ბრუ­ნე­ბის სის­ტე­მი­დან გას­ვლის დროს და შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც.
ხელ­ნა­წერ­ში გვაქვს: `სას­წა­უ­ლი არაჲშე­უმ­სგავ­სე­ბე­ლი ძა­ლი­სა მი­სი­სა~, სა­დაც ზედ­მე­ტა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი (ანუ, ის არ გა­მო­ხა­ტავს აჲ დიფ­თონგს). ჩვენ დავ­წე­რეთ მე­ო­რე ნუს­ხის მო­ნა­ცე­მი _ არა­შე­უმ­სგავ­სე­ბე­ლი. `იო­ტა­მე­ტო­ბის~ კი­დევ ერ­თი მა­გა­ლი­თი ათო­ნის ხელ­ნა­წერ­ში (რო­მე­ლიც ძი­რი­თად ტექ­სტად გვაქვს აღე­ბუ­ლი) და­დას­ტურ­და ზმნურ ფორ­მა­შიც: `ესე რაჲ თქუაჲ უფალ­მან.~ ეს მოვ­ლე­ნა, რო­გორც ზე­მოთ უკ­ვე აღ­ვნიშ­ნეთ, XVIII ს-ის ხელ­ნა­წე­რის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. გა­მო­ცე­მა­ში ის გა­ვას­წო­რეთ და წარ­მო­ვად­გი­ნეთ სწო­რი ფორ­მა _ თქუა.
   ხში­რად არას­წო­რა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­თი ნაც­ვალ­სა­ხე­ლით გად­მო­ცე­მუ­ლი ატ­რი­ბუ­ტუ­ლი  პოს­ტპო­ზი­ცი­უ­რი მსაზ­ღვრე­ლის მი­ცე­მი­თი ბრუნ­ვის ფორ­მა: `იქ­მნა სი­ხა­რუ­ლი დი­დი პოვ­ნა­სა მი­სა~; „მი­უთ­ხრა ყო­ვე­ლი­ვე ცოლ­სა მი­სა“ (ამ მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში H ხელ­ნა­წერ­ში გვაქვს თჳსსა); `აქუნ­და ქედ­სა მი­სა სას­წა­უ­ლი წყლუ­ლე­ბი­საჲ~; `სას­წა­უ­ლი იგი ქედ­სა მი­სა.~ ჩვენ ყველ­გან დავ­წე­რეთ მის­სა.
   გა­დამ­წერს უწე­რია: `მი­ი­წია მი­სა ზე­და წყა­ლო­ბაჲ.~ მე­ო­რე ხელ­ნა­წე­რი გვთა­ვა­ზობს მის ფორ­მას, რო­მე­ლიც უფ­რო გა­მარ­თლე­ბუ­ლია და ჩვენც ის ვარ­ჩი­ეთ.
   კით­ხვი­თი ზმნი­ზე­და რაჲსა მო­ცე­მუ­ლია -ს გა­რე­შე _  რა­სა, რაც მე­ო­რე ხელ­ნა­წერ­შიც და ჩვენს გა­მო­ცე­მა­შიც გას­წო­რე­ბუ­ლია: `ჵ, პლა­კი­და, რაჲსა მდევ­ნი?~
   დას­ტურ­დე­ბა სა­ხელ­თა მხო­ლო­ბი­თი რიც­ხვის ფორ­მით გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი მა­შინ, რო­დე­საც კონ­ტექ­სტი მათ­გან მრავ­ლო­ბით რიცხვს მო­ით­ხოვს: `ნუ­თუ იგი არი­ან ძე­ნი მის­ნი და ესე ყო­ვე­ლი მო­ი­წია მას ზე­და?~ `ვი­თარ­მედ იგი არი­ან ძე­ნი მის­ნი.~ აქ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო იგი­ნი, მათ, იგი­ნი, რაც ავ­სა­ხეთ კი­დეც წი­ნამ­დე­ბა­რე ტომ­ში.
   იძებ­ნე­ბა ზმნის მრავ­ლო­ბი­თი რიც­ხვის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თი: `შე­ვი­და ში­ნა­გან­თა სო­ფელ­თა ბარ­ბა­როზ­თა­სა და მოსწყჳდნა და აღა­ოხ­რა ქუ­ე­ყა­ნაჲ მა­თი.~ პირ­და­პი­რი და­მა­ტე­ბა აქ მხო­ლო­ბით რიც­ხვშია და არ სა­ჭი­რო­ებს ზმნის მრავ­ლო­ბით­ში შე­თან­ხმე­ბას. ამი­ტომ ჩვენ ის მხო­ლო­ბი­თის ფორ­მით წარ­მო­ვად­გი­ნეთ: მოსწყჳდა.
   ორი­ვე ნუს­ხა­ში ვკით­ხუ­ლობთ: `აწ აღ­გიძრცჳეს ხრწნი­ლი და შე­გი­მო­სი­ეს უხ­რწნე­ლი.~ აღ­ძარ­ცუ­ვაავ თე­მის­ნიშ­ნი­ა­ნი ზმნაა და I თურ­მე­ო­ბით­ში ის უნ­და გა­დაჰ­ყვეს: აღ­გი­ძარ­ცუ­ავს. მაგ­რამ გა­დამ­წერ­მა, რო­გორც ჩანს, ის ძვე­ლი ქარ­თუ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი –იეს და­ბო­ლო­ე­ბით აწარ­მო­ვა, რო­გორც ეს მე­ო­რე ზმნის შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს. ამ­დე­ნად, ჩვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა გა­დამ­წე­რის ცდო­მი­ლე­ბად მი­ვიჩ­ნი­ეთ და ჩა­ვას­წო­რეთ. სქო­ლი­ო­ში კი ჩა­ვი­ტა­ნეთ და მი­ვუ­თი­თეთ ორი­ვე ნუს­ხა: AB.
   ტექ­სტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და­ქა­რაგ­მე­ბუ­ლია. თუ რო­მე­ლი­მე სიტ­ყვა ყვე­ლა ხმა­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში ქა­რაგ­მის სა­ხით არის მო­ცე­მუ­ლი, მი­სი გახ­სნი­სას, ცხა­დია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ნორ­მე­ბი. თუ ქა­რაგ­მი­თაც არის მო­ცე­მუ­ლი და მის გა­რე­შეც, ქა­რაგ­მა და­უ­ქა­რაგ­მე­ბე­ლი სიტ­ყვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით გავ­ხსე­ნით.
   შეგ­ვხვდა ისე­თი შემ­თხვე­ვაც, რო­დე­საც ერ­თი ფორ­მა გახ­და ამო­სა­ვა­ლი სხვა და­ქა­რაგ­მე­ბუ­ლი სიტ­ყვე­ბის გახ­სნის დროს. მაგ., ზმნი­ზე­და უფ­როჲს ოთ­ხჯერ არის ტექ­სტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და ოთ­ხჯერ­ვე და­ქა­რაგ­მე­ბუ­ლია, მაგ­რამ ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჩანს , რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამი­ტომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ის უფ­როჲს სა­ხით გავ­ხსე­ნით.


[1] სარჯველაძე, 1984: 285-287.
[2] სარჯველაძე,  1984: 281.
[3] დამოწმებულ პარალელურ მაგალითებში პირველი ყოველთვის Ath ნუსხის ჩვენებას ასახავს, ხოლო მეორე _ H ნუსხისას.
[4] სარჯველაძე, 1984: 315.
[5] იქვე.
[6] სარჯველაძე, 1984: 449.

თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის
ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბი­სათ­ვის

 
   `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტი ოთ­ხ ხელ­ნა­წერ კრე­ბულ­შია და­ცუ­ლი. ამათ­გან უძ­ვე­ლე­სი XI სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა (A-1103), ხო­ლო მომ­დევ­ნო­ე­ბი _ XI-XII (H-1347), XII-XIII (A-128) და XV სა­უ­კუ­ნე­ე­ბით (A-382). A-1103 ნუს­ხას აღ­ვნიშ­ნავთ A ლი­ტე­რით, H-1347 ნუს­ხას _ B ლი­ტე­რით, A-128  ნუს­ხას C და A-382 ნუს­ხას _ D ლი­ტე­რით.
ნუს­ხა­თა სიმ­რავ­ლის პი­რო­ბებ­ში, ცხა­დია, ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის მა­თი ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის სა­კით­ხი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ა­ნა­ლი­ზო ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ძეგ­ლის ბერ­ძნუ­ლი ვერ­სია გა­მო­ცე­მუ­ლი არ არის და სა­კით­ხის შეს­წავ­ლა გვი­წევს მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის შე­და­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.
   `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ზე­მოთ გან­ხი­ლულ ნუს­ხა­თა შე­და­რე­ბამ ბერ­ძნულ ტექ­სტთან გა­არ­კვია, რომ XVIII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი უფ­რო მეტ თან­ხვედ­რას ავ­ლენ­და მას­თან, ვიდ­რე XI სა­უ­კუ­ნი­სა.  ანუ, ამ ტექ­სტის შემ­თხვე­ვა­ში და­დას­ტურ­და, რომ ად­რინ­დე­ლი თა­რი­ღი ყო­ველ­თვის არ მიგ­ვა­ნიშ­ნებს ძველ ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტის შემ­თხვე­ვა­ში მოკ­ლე­ბულ­ნი ვართ.
   უძ­ვე­ლე­სი, XI სა­უ­კუ­ნის, ნუს­ხა, რო­მე­ლიც A-1103 კრე­ბულ­ს წარ­მო­ად­გენს, ათო­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა და გან­სა­კუთ­რე­ბით ფა­სე­უ­ლია ჩვენ­თვის. სხვა ნუს­ხებ­თან შე­და­რე­ბის გზით გა­მო­ირ­კვა, რომ აღ­ნიშ­ნულ ნუს­ხას, რო­მელ­შიც ჩვე­ნი ტექ­სტი, ფურ­ცლობ­რი­ვი პა­გი­ნა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 279v-285r გვერ­დებ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ერ­თი ფურ­ცე­ლი აკ­ლია. ხელ­ნა­წერს ასო­ებ­რი­ვი და­ნომ­ვრაც აქვს (ნუს­ხუ­რად), სა­ვა­რა­უ­დოდ, ათონ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც თან­მიმ­დევ­რუ­ლია და გვი­დას­ტუ­რებს, რომ ფურ­ცე­ლი ათონ­ზე­ვეა და­კარ­გუ­ლი. თბი­ლის­ში ჩა­მო­ტა­ნის შემ­დეგ ხელ­ნა­წერს რიც­ხობ­რი­ვი და­ნომ­ვრაც და­ურ­თეს, რო­მე­ლიც ერ­თი ერ­თე­უ­ლით უს­წრებს ასო­ებ­რივს. მაგ., ასო­ებ­რი­ვი ნუ­მე­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ა­ნა­ლი­ზო ტექ­სტი იწ­ყე­ბა 278ვ-ზე და არა 279ვ-ზე, რო­გორც ეს მი­წე­რი­ლი აქვს არ­ქი­ვა­რი­უსს, და რო­გორც არის მო­ცე­მუ­ლი ხელ­ნა­წე­რის აღ­წე­რი­ლო­ბა­ში. გვერდს, რო­მელ­საც ნუს­ხუ­რი ასო­ე­ბით აწე­რია სოთ (279), ფან­ქრით აწე­რია 280, რო­მელ­საც ასო­ე­ბით აწე­რია სპ (280), ფან­ქრით აწე­რია 281 და ა. შ.
   ხელ­ნა­წე­რის 280ვ გვერ­დი მთავ­რდე­ბა ფრა­ზით: `მა­შინ ბრძა­ნა გან­რთხმაჲ მი­სი და გუ­ე­მაჲ ზრო­ხის ტყა­ვე­ბი­თა, ვიდ­რემ­დე აღუთ­ქუ­ას…~ რის შემ­დე­გა­ცაა და­კარ­გუ­ლი ის 1 ფურ­ცე­ლი, თუმ­ცა მომ­დევ­ნო გვერდს აწე­რია არა 282, არა­მედ 281. ანუ ასო­ებ­რივ და­ნომ­ვრა­შიც არ ირ­ღვე­ვა გვერ­დე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა. ამის გა­მო ხელ­ნა­წე­რის აღ­მწე­რე­ლი ერ­თი ფურ­ცლის დაკ­ლე­ბის ფაქტს, ცხა­დია, ვერ შე­ამ­ჩნევ­და, თუ ში­ნა­არსს არ ჩა­უღ­რმავ­დე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დის სა­მი­ვე ნუს­ხა ამ და­კარ­გულ ტექსტს შე­ი­ცავს, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, ის გა­მო­ცე­მა­ში შეგ­ვე­ტა­ნა.
   ძი­რი­თა­დი ნუს­ხის დაკ­ლე­ბუ­ლი ტექ­სტის შე­სავ­სე­ბად, ცხა­დია, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდგო­მი ნუს­ხა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ეს არის H-1347. ამ ხელ­ნა­წე­რის ტექ­სტზე დაკ­ვირ­ვე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რომ იგი ენობ­რი­ვად შე­და­რე­ბით მდა­რე ხა­რის­ხი­საა _ გვხვდე­ბა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლე­ბი და ზედ­სარ­თა­ვი სა­ხე­ლე­ბი: დე­­დო­რე (დი­ო­დო­რე _ და­ნარ­ჩენ სამ ნუს­ხა­ში); ტჳრი­ფონ _ ტრი­ფონ (და­ნარ­ჩენ ნუს­ხებ­ში); უმ­წყსთა (D-შიც ასეა) _ უმ­წყთა და სხვ. გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნულ ხელ­ნა­წერ­ში ხში­რად სიტ­ყვე­ბია გა­მორ­ჩე­ნი­ლი; გვხვდე­ბა არას­წო­რი გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბიც; ზოგ­ჯერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია კონ­ტექ­სტის­თვის შე­უ­სა­ბა­მო ლექ­სი­კა. მაგ., აქ იკით­ხე­ბა ჭა­ბუკ­ნი და მჴედარ­ნი. სხვა ხელ­ნა­წე­რებ­ში გვაქვს ჭა­ბუკ­ნი მჴნე­ნი; `ღირს არს წი­ნა­შე მე­ფი­სა მდგო­მე­ლად~ _ `… დგო­მა­სა~ (სა­მი­ვე ნუს­ხა­ში); `უზო­მოდ წარ­წყმდეს სი­ჭა­ბუ­კე შე­ნი~ _ `უჟა­მოდ…~ (სა­მი­ვე ნუს­ხა­ში); `ით­ხო­ვა მარ­ტო­­ბაჲ~ _ `ით­ხო­ვა დრო­­ბაჲ~ (სა­მი­ვე ნუს­ხა­ში); `ნუ…. შე­ას­მენ დე­და­სა მას ღვთი­სა­სა~ _ `…. დიდ­სა მას ღმერ­თსა (სა­მი­ვე ნუს­ხა­ში) და სხვ.
   გარ­და ამი­სა, H-1347 კრე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი გრა­მა­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით არ ტო­ვებს XI-XII სს-ების ნუს­ხის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, მაგ., გვხვდე­ბა ზმნის­წი­ნის გა­მარ­ტი­ვე­ბის (`გა­ავ­ლინ­ნა მჴედარ­ნი~ _ `გა­ნავ­ლინ­ნა…~ (სა­მი­ვე ნუს­ხა­ში)), ზე­და თან­დე­ბულ­ის მი­ერ პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლის მი­ცე­მით ბრუნ­ვა­ში მარ­თვის (ბრძა­ნა მას ზე­და _ ბრძა­ნა მის ზე­და (სა­მი­ვე ნუს­ხა­ში)), კით­ხვით ნაც­ვალ­სა­ხელ­თან ორი -ს ხმა­რე­ბის (`ვის­სა მიბ­რძა­ნებ ზორ­ვად~ _ `ვი­სა… (სა­მი­ვე­ში)), უარ­ყო­ფით ნა­წი­ლაკ­თან იო­ტას გა­მო­ყე­ნე­ბის (`სა­ტან­ჯველ­თა­გან არაჲ გე­ში­ნის~ _ `… არა გე­ში­ნის~))  მა­გა­ლი­თე­ბი.
   ყვე­ლა­ფე­რი ეს გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ H-1347 ნუს­ხის ანო­ნიმ გა­დამ­წერს ხელთ ჰქო­ნია მდა­რე ხა­რის­ხის დე­და­ნი, ან თა­ვად ყო­ფი­ლა არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მე­ლიც გა­და­წე­რი­სას არ აკ­ვირ­დე­ბო­და დედ­ნის ტექსტს და უშ­ვებ­და შეც­დო­მებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სიჩ­ქა­რის გა­მოც.
   აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბი, რომ­ლე­ბიც მორ­ფო­ლო­გი­უ­რი თუ სინ­ტაქ­სუ­რი მყა­რი წე­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მოგ­ვი­ა­ნო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­დამ­წე­რე­ბის მი­ერ უც­ვლე­ლად არის გა­და­სუ­ლი ახალ ნუს­ხებ­ში. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, თუ კა­ლიგ­რა­ფი­აც მიმ­სგავ­სე­ბუ­ლია ძვე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რო­მე­ლი­მე ხელ­თან, ჭირს გა­და­წე­რის დრო­ის გან­საზ­ღვრა. ხდე­ბა პი­რი­ქი­თაც: არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­დამ­წე­რი გა­და­წე­რის პრო­ცეს­ში ისე ამა­ხინ­ჯებს ენობ­რი­ვად კარ­გი ხა­რის­ხის ტექსტს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა დედ­ნის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბის ამოც­ნო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასე­თი ვი­თა­რე­ბა გვქონ­დეს H-1347 ნუს­ხის შემ­თხვე­ვა­შიც.
   ეს ისე არ უნ­და გა­ვი­გოთ, თით­ქოს ხელ­ნა­წე­რი მთლი­ა­ნად გა­მო­უ­სა­დე­გა­რია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა. ამი­ტომ ძი­რი­თა­დი ხელ­ნა­წე­რის დაკ­ლე­ბულ ტექსტს, უმ­თავ­რე­სად, ამ ნუს­ხი­დან ვავ­სებთ, თუმ­ცა გარ­კვე­ულ ად­გი­ლებს მომ­დევ­ნო (C) ნუს­ხი­დან ვი­ღებთ.
   ტექ­სტის და­კარ­გულ ნა­წილ­ში C ნუს­ხა­შიც გვხვდე­ბა სიტ­ყვის დაკ­ლე­ბის, და­მა­ტე­ბის, ან სი­ნო­ნი­მით შეც­ვლის შემ­თხვე­ვე­ბი. ასე რომ, ის ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რათს გვიჩ­ვე­ნებს B ხელ­ნა­წე­რის­გან. იშ­ვი­ა­თად D ხელ­ნა­წე­რი C-ს ჩვე­ნე­ბას იმე­ო­რებს, თუმ­ცა ის, ძი­რი­თა­დად, B ნუს­ხას მიჰ­ყვე­ბა. მაგ., თუ B ხელ­ნა­წერ­ში გვაქვს: `რო­მელ­მან მი­ხედ­ნა ქუ­ე­ყა­ნა­სა და შე­აძ­რწუ­ნა იგი~, CD ხელ­ნა­წერ­ში არის მო­ხედ­ნი; C-ში _ შე­აძ­რწუ­ნი; D-ში _ შე­აძ­რწუნ­ვი. სხვა მა­გა­ლი­თი: B: `დაშ­რი­ტა ცეც­ხლი~ // CD: `დაშ­რტა ცეც­ხლი.~
   გან­სხვა­ვე­ბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა ტექ­სტის სხვა ნა­წი­ლებ­შიც. მაგ., ABD ხელ­ნა­წე­რე­ბი ზევ­დი­ოსს ერთ კერ­პად წარ­მოგ­ვიდ­გენს, `ზევ­დი­ოს კერ­პი არს~, C ნუს­ხა კი _ ცალ-ცალ­კე კერ­პე­ბად: `ზევ და დი­ოს კერ­პნი არი­ან~; ასე­ვე:  `ზევ­დი­ოს აღი­ღე~ // `ზევ და დი­ოს აღი­ღე.~
ზო­გა­დად კი, ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ CD ნუს­ხე­ბი XI სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წერ­თან უფ­რო ახ­ლოს დგა­ნან, ვიდ­რე B ნუს­ხას­თან. ეს ზო­გა­დი სუ­რა­თია, თუმ­ცა არის კონ­კრე­ტუ­ლი სა­კით­ხე­ბი, სა­დაც BCD ნუს­ხე­ბი ერ­თად ჯგუფ­დე­ბა და სა­მი­ვე კი A-ს უპი­რის­პირ­დე­ბა. გვაქვს სხვა­დას­ხვა კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი ნუს­ხე­ბის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის კუთ­ხით, რა­საც ქვე­მოთ გან­ვი­ხი­ლავთ.
სა­თა­ურ­ში­ვე თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის დროდ A ნუს­ხა­ში 21 აპ­რი­ლია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი,  BC ნუს­ხებ­ში _ 17 თე­ბერ­ვა­ლი, ხო­ლო D  ნუს­ხა­ში _ 21 სექ­ტემ­ბე­რი. თხზუ­ლე­ბის და­სას­რულს თე­ო­დო­რეს, მი­სი დე­დი­სა და მხედ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის დროდ ABC ხელ­ნა­წე­რებ­ში 20 აგ­ვის­ტოა მო­ცე­მუ­ლი, ხო­ლო D  ხელ­ნა­წერ­ში _ 21 სექ­ტემ­ბე­რი. ანუ, სა­თა­ურ­სა და ნა­წარ­მო­ე­ბის და­სას­რულს მხო­ლოდ D ნუს­ხა ინარ­ჩუ­ნებს თან­მიმ­დევ­რო­ბას, და­ნარ­ჩენ სა­მი­ვე ნუს­ხა­ში სხვა­დას­ხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა გვაქვს.
   D ხელ­ნა­წე­რი ავ­ლენს `იო­ტა­მე­ტო­ბის~ მა­გა­ლი­თებს რო­გორც სიტ­ყვის ბო­ლოს, ისე შუ­ა­ში:
   აჲ = : ცნო­ბაჲმი­ღე­ბულ; აღ­სრუ­ლე­ბაჲდ; მა­მაჲკა­ცი; სრბაჲსა; გნე­ბაჲვს; შეგ­რძნი­ბაჲ; სხუაჲთა­ცა; ჰნე­ბაჲვს; ით­ხო­ვაჲ; სხუაჲნი; შთაგ­ზნე­ბაჲდ; ფი­ცაჲ;
   ოჲ = : მი­გავ­ლი­ნოჲ; ბო­რო­ტოჲ; იხი­ლოჲს; გან­გი­ტეოჲ; უსუ­ლოჲთა;
   ერ­თგან ეს მოვ­ლე­ნა B ნუს­ხა­შიც ვლინ­დე­ბა: `არა გე­ში­ნის~ // `არაჲ…~
   D ნუს­ხა გრა­ფე­მის ნაც­ვლად გრა­ფე­მას გვიჩ­ვე­ნებს: განჴრწნა // გან­ხრწნა; მოგჳჴსე­ნენ // მოგჳხსე­ნენ.
   BCD ნუს­ხე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია უჱ და­წე­რი­ლო­ბა, გან­სხვა­ვე­ბით A-ს­გან. ის გვხვდე­ბა შემ­თხვე­ვა­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, B-ში მხო­ლოდ 12 მა­გა­ლით­შია უე და­წე­რი­ლო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, C-ში _ 3-ში და D-ში _ 14-ში.
   უჱ და­წე­რი­ლო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი: თქუჱნი­სა; ქუჱშე; ში­შუჱლი; გა­ნი­სუჱნებ­და და სხვა მრა­ვა­ლი.
   ე.წ. შებ­რუ­ნე­ბუ­ლი და­წე­რი­ლო­ბის მა­გა­ლითს გვიჩ­ვე­ნებს D ხელ­ნა­წე­რი, სა­დაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია -ს ნაც­ვლად: `მე­უფჱ მე­უფჱთაჲ.~
ნუს­ხე­ბის მი­ხედ­ვით შე­ი­ნიშ­ნე­ბა უმარ­ცვლო -სა და თან­ხმოვ­ნის მო­ნაც­ვლე­ო­ბის ფაქ­ტე­ბი. მაგ., ზოგ­ჯერ AC ნუს­ხე­ბი თან­ხმო­ვან­სა და ხმო­ვანს შო­რის პო­ზი­ცი­ა­ში გვიჩ­ვე­ნე­ბენ უმარ­ცვლო -ს (შე­ყუ­­ნე­ბაჲ; შე­­ყუ­­ნეს), BD ნუს­ხე­ბი კი _ თან­ხმო­ვანს (შეყ­ვა­ნე­ბაჲ; შე­იყ­ვა­ნეს). ზოგ­ჯერ B ხელ­ნა­წე­რი გვიჩ­ვე­ნებს უმარ­ცვლო -ს (იყუ­ნენ) და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი _ თან­ხმო­ვანს (იყ­ვნეს).
   ხა­ნაც ACD ხელ­ნა­წე­რე­ბში თან­ხმოვ­ნებს შო­რის პო­ზი­ცი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უმარ­ცვლო ბგე­რა, გან­სხვა­ვე­ბით B ნუს­ხის­გან: ჯუ­არ­ცუ­მუ­ლი­სა­სა // ჯუ­არ­ცმუ­ლი­სა­სა; ჯუ­არ­ცუ­მულ­სა // ჯუ­არ­ცმულ­სა; B ხელ­ნა­წერს ზოგ­ჯერ D-ც უბამს მხარს: ჯუ­არ­ცუ­მუ­ლი­სა // ჯუ­არ­ცმუ­ლი­სა. საჴუმილ­სა // საჴმილ­სა.
   ორ­გან B ნუს­ხა­ში ხმოვ­ნის ხმოვ­ნით შეც­ვლის მა­გა­ლი­თი დას­ტურ­დე­ბა: ათ­მეტ­თა // ათ­მეტ­თა; უტ­ყ // უტ­ყ.
   ნუს­ხა­თა მი­ხედ­ვით ოო, ოა და ოე ხმოვ­ნებს შო­რის პო­ზი­ცი­ა­ში კბილ-ბა­გის­მი­ე­რი თან­ხმოვ­ნის და­კარ­გვი­სა თუ  შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მხრივ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სუ­რა­თი გვაქვს. მაგ., ის ხან ABC ნუს­ხებ­ში იკარ­გე­ბა და D-ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია: `პო­ონ ჭა­ბუ­კი მჴნე~ // `პო­ვონ…~; ვპოე // ვპო­ვე; ჰპოე // ჰპო­ვე;  იპო­ოს // იპო­ვოს. ხან AC ნუს­ხებ­შია და­კარ­გუ­ლი და BD-ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი: ახო­ან­მან // ახო­ვან­მან; მო­ით­ხო­ეს // მო­ით­ხო­ვეს; ხან AB-შია და­კარ­გუ­ლი და CD-ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი:  პო­ეს // პო­ვეს; ხან მხო­ლოდ A-შია და­კარ­გუ­ლი: ით­ხოა; ახო­ან­მან; მო­ედ; ხა­ნაც _ მხო­ლოდ B-ში: პოა.
   აო ხმოვ­ნებს შო­რის და­კარ­გუ­ლია AD ნუს­ხებ­ში, ხო­ლო და­ცუ­ლია BC-­ში:  `წმი­დაო უკუ­დაო~ // `წმი­დაო უკუ­და­ვო.~ ბგე­რის მე­ზობ­ლად თან­ხმოვ­ნის და­კარ­გვის ფაქ­ტე­ბი დი­სი­მი­ლა­ცი­ის ფო­ნე­ტი­კუ­რი პრო­ცე­სით აიხ­სნე­ბა.
   რა­­დენ ზმნი­ზე­დას რავ­დენ ვა­რი­ან­ტით იყე­ნებს C ხელ­ნა­წე­რი: `რა­­დენ სურ­ვი­ელ ვარ~ // შდრ. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ნუს­ხა: `რავ­დენ…~
სჯ, ან რჩ ბგე­რათ­კომ­პლექსს D ნუს­ხა შჯ ბგე­რათ­კომ­პლექ­სით წარ­მო­ად­გენს:[1] `დას­ჯად ხარ~ // `დაშ­ჯად ხარ~; `ურ­ჩუ­ლო­­ბაჲ შე­ნი~ // `უშ­ჯუ­ლო­­ბაჲ…~; `კარ­სა ურ­ჩუ­ლოჲსა~ //: `…უშ­ჯუ­ლო­სა;~ `ურ­ჩუ­ლო­სა მას~ // `უშ­ჯუ­ლო­სა…~ `ვაჲ შენ­და, ურ­ჩუ­ლოო~ // `… უშ­ჯუ­ლოო.~ BC ხელ­ნა­წე­რებ­ში ბო­ლო სამ მა­გა­ლით­ში პირ­ვე­ლა­დი ფორ­მე­ბია: უს­ჯუ­ლოჲსა, უს­ჯუ­ლო­სა, უს­ჯუ­ლოო.
გვხვდე­ბა სჭ > შჭ ასი­მი­ლა­ცი­ის მა­გა­ლი­თი: `დამ­შჭუ­­ლეს იგი ჯუ­არ­სა~ (D).
   AC ნუს­ხებ­ში დას­ტურ­დე­ბა დი­სი­მი­ლა­ცი­ის მა­გა­ლი­თე­ბი: `პი­ღა­სე ების­კო­პო­სი~ // `…ეპის­კო­პო­სი~ (BD); `ების­კო­პო­სი შე­უვ­რდა~ // `ეპის­კო­პო­სი…~ (BD);
სა­ურ­თი­ერ­თო მე­ტა­თე­ზი­სის ნი­მუ­ში იძებ­ნე­ბა A ნუს­ხა­ში: ძრი­­ლე­ბაჲ; ძრი­­ლე­ბი­საო.
სა­ხე­ლის მორ­ფო­ლო­გი­ის სა­კით­ხე­ბი.
   D ნუს­ხა­ში ზოგ­ჯერ გვხვდე­ბა – ხმო­ვან­ზე და­ბო­ლო­ე­ბუ­ლი სა­ხე­ლებ­ის სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში: `შენ ხარ მე­უფჱ მე­უფჱთაჲ~; `ჩუ­ენ ზე­და მე­უფჱ არს ქრის­ტე~; პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში სუბ­სტან­ტი­უ­რი მსაზ­ღვრე­ლი გა­დამ­წერს სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რაც საზ­ღვრულ­ში -ს ეჲ დიფ­თონ­გად მიჩ­ნე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, სა­დაც სა­ხე­ლო­ბი­თი ბრუნ­ვის ნი­შა­ნია. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა სხვა ხელ­ნა­წერ­ში მე­­ფე იკით­ხე­ბა. მე­უფჱთაჲ ფორ­მა­ში რომ შებ­რუ­ნე­ბუ­ლი და­წე­რი­ლო­ბის ნი­მუ­შია, ამა­ზე ზე­მოთ უკ­ვე მი­ვუ­თი­თეთ.
   D ნუს­ხა ზოგ­ჯერ ამ­ჟღავ­ნებს -ზე უა­რის თქმის ტენ­დენ­ცი­ას იქ, სა­დაც სხვა ხელ­ნა­წე­რებ­ში ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და გა­მო­ხა­ტავს სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვას: `უფა­ლი უფ­ლე­ბა­თა~; შდრ.:  `უფა­ლი უფ­ლე­ბა­თაჲ~; `ეტ­ლი ცეც­ხლი­სა~; შდრ.: `ეტ­ლი ცეც­ხლი­საჲ~  და სხვ. ასე­ვე გვაქვს: ჴსნა; ჩე­მი­სა; სა­­კუ­ნე­თა; სივ­ლტო­ლა და ა. შ. სხვა ხელ­ნა­წე­რებ­ში არის: ჴსნაჲ; ჩე­მი­საჲ; სა­­კუ­ნე­თაჲ; სივ­ლტო­ლაჲ. რო­გორც ვხე­დავთ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია რო­გორც საზ­ღვრუ­ლებ­ში, ისე მსაზ­ღვრე­ლებ­ში.
   იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა ამა­ვე ნუს­ხა­ში აღ­მოჩ­ნდეს სა­ხე­ლო­ბით­ში სრუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ნი­მუ­ში: `გა­ნა­გე მოს­ლვაჲ დე­დი­სა ჩე­მი­საჲ.~
D ნუს­ხა­ში­ვე ვინც() მი­მარ­თე­ბი­თი ნაც­ვალ­სა­ხე­ლი განვ­რცო­ბი­ლია () ნა­წი­ლა­კის წი­ნაც: `ვი­ნა­ცა პო­ვონ.~ სხვა ხელ­ნა­წე­რე­ბი ხმა­რო­ბენ ვინ­ცა ფორ­მას. გავ­რცო­ბის მხრივ სხვა ხელ­ნა­წე­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რათს D ნუს­ხა სხვა შემ­თხვე­ვებ­შიც გვიჩ­ვე­ნებს: `სა­ხე­ლით თე­ო­დო­რე~ (ABC) // `სა­ხე­ლი­თა თე­ო­დო­რე~ (D); ზოგ­ჯერ სხვა ნუს­ხებ­შიც გვაქვს გავ­რცო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი:  `ზრო­ხის ტყა­ვე­ბი­თა~ (AC) // `ზრო­ხი­სა ტყა­ვე­ბი­თა~ (BD); `საპ­ყრო­ბი­ლეს შეწ­ყუ­დე­ვაჲ~ // `საპ­ყრო­ბი­ლე­სა შეწ­ყუ­დე­ვაჲ~ (BCD); `შე­იყ­ვა­ნა სი­ხა­რუ­ლი­თა~ (A) / `შე­იყ­ვა­ნა სი­ხა­რუ­ლით~ (BCD). ქა­ლა­ქი­სა­თა (ABC) // ქა­ლა­ქის­თა (D).
ვი­თა­რე­ბით ბრუნ­ვა­ში –მდე თან­დე­ბუ­ლი ჩანს ABD ნუს­ხებ­ში, ხო­ლო –მდის თან­დე­ბუ­ლი _ C-ში: `ვიდ­რემ­დე აღუთ­ქუ­ას~ // `ვიდ­რემ­დის აღუთ­ქუ­ას.~
ზმნის მორ­ფო­ლო­გი­ის სა­კით­ხე­ბი.
   III სუ­ბი­ექ­ტუ­რი პი­რი­სა და რიც­ხვის ნიშ­ნად B ნუს­ხა­ში  –ნენ სუ­ფიქ­სია წარ­მოდ­გე­ნი­ლი: `იყუ­ნენ იგი­ნი.~ და­ნარ­ჩენ­ში –ეს სუ­ფიქ­სი: „იყ­ვნეს იგი­ნი.“
ABC ნუს­ხებ­ში ე.წ. `დაჰ­ბა­და~ ტი­პის ზმნებ­თან ფუ­ძი­სე­უ­ლი თან­ხმოვ­ნის წინ ობი­ექ­ტუ­რი პი­რის პრე­ფიქ­სი იხ­მა­რე­ბა: `შეჰ­მზა­დოს და­სი მჴედ­რე­ბი­საჲ~; D ნუს­ხა­ში კი ის არ ჩანს: `შემ­ზა­დოს.~ და­მარ­ხვა ზმნის შემ­თხვე­ვა­ში პი­რის ნი­შა­ნი ოთ­ხი­ვე ხელ­ნა­წერ­ში გვაქვს: `დაჰ­მარ­ხნეს პა­ტი­ოს­ნად.~
   ირი­ბი ობი­ექ­ტის ნიშ­ნად ამა­ვე თან­ხმოვ­ნის წინ – პრე­ფიქ­სი ყვე­ლა ნუს­ხა­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი: `მე ღმერ­თთა შენ­თა არა ვჰმსა­ხუ­რებ.~
დამ­სჭუ­ალ­ვა ზმნა­ში BC ხელ­ნა­წე­რე­ბი – პი­რის ნი­შანს ასა­ხა­ვენ: `დაჰ­მსჭუ­­ლეს იგი ჯუ­არ­სა~ (B) // `დაჰ­მჭუ­­ლეს…~ (C). შდრ.: დამ­შჭუ­­ლეს (D) // დამ­სჭუ[]ლეს (A).
   ჰ– პრე­ფიქ­სი­ვეა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ირი­ბი ობი­ექ­ტის მარ­კე­რად D ხელ­ნა­წერ­ში შემ­დეგ მა­გა­ლით­ში: `აღვჰჴედ გო­დოლ­სა.~
D ნუს­ხის გა­დამ­წე­რი ბრძა­ნე­ბით კი­ლო­ში ერ­თგან II სუ­ბი­ექ­ტუ­რი პი­რის ნი­შანს წარ­მო­ად­გენს, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ხელ­ნა­წე­რე­ბის­გან: `გე­ვედ­რე­ბი, სრულ­ჰყავ სრბაჲ შე­ნი~ // შდრ.: `…სრულ­ყავ…~ (ABC). სხვა­გან ანა­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვა­ში პი­რის ნი­შანს ყვე­ლა ხელ­ნა­წე­რი იყე­ნებს, A-ს გარ­და: `ვი­თა­რი გნე­ბავს სი­კუ­დი­ლი, გან­ჰმზა­დე~ // `…გან­მზა­დე~ (A).
   AD ნუს­ხებ­ში აო­რის­ტის II სუ­ბი­ექ­ტურ პირს ერ­თგან ნი­შა­ნი არ და­ერ­თვის, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ხელ­ნა­წე­რე­ბის­გან:  `სა­სუ­მე­ლი… სუ შენ~ // `… ჰსუ~ (BC).
   B ნუს­ხა ერ­თპი­რი­ან ზმნა­ში უფუნ­ქციო პი­რის ნი­შანს იყე­ნებს: წარ­სწყმდეს, სხვა და­ნარ­ჩენ­ში კი გვაქვს წარ­წყმდესასე­ვე აქ არის სცხოვ­ნდენ; სხვა­გან გვაქვს ცხონ­დენ.
   BD ნუს­ხებ­ში ზოგ­ჯერ პირ­და­პი­რი ობი­ექ­ტის ნი­შა­ნია ასა­ხუ­ლი III პირ­ში: ჰბრძა­ნა (D); ჰზიდ­ვი­დეს (BD).
   II კავ­ში­რე­ბი­თის მწკრი­ვის ნიშ­ნად CD ნუს­ხე­ბი AB ნუს­ხე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ზოგ­ჯერ – სუ­ფიქსს გვიჩ­ვე­ნებს: `რაჲთა იქ­მნა~ // `რაჲთა იქ­მნე.~
   AD  ხელ­ნა­წე­რე­ბი გან­ტე­ვე­ბა ფორ­მას დი­ა­ლექ­ტუ­რი გან­ტე­­ბა სა­ხით იყე­ნე­ბენ: `მი­ქა­დებ გან­ტე­­ბა­სა~; შდრ. `…გან­ტე­ვე­ბა­სა~ (BC).
   –მცა ნა­წი­ლა­კის შემ­ცველ წი­ნა­და­დე­ბა­ში C ნუს­ხა ხმა­რობს II კავ­ში­რე­ბი­თის ფორ­მას: `ნუ ჰგო­ნებ, თე­ო­დო­რე, თუმ­ცა ცოც­ხა­ლი გა­ნე­რე ჴელ­თა­გან ჩემ­თა~, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ნუს­ხე­ბის­გან, სა­დაც აო­რის­ტია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი (გა­ნე­რი).
   C ხელ­ნა­წერ­ში –ოდ სავ­რცო­ბი­ან ზმნა­ს უწ­ყვეტ­ლის მწკრი­ვის ნიშ­ნად – სუ­ფიქ­სი და­ერ­თვის: `… ვივ­ლტო­დი…~, ნაც­ვლად ძვე­ლი ქარ­თუ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი – სუ­ფიქ­სი­სა, რო­გორც არის ყვე­ლა და­ნარ­ჩენ ნუს­ხა­ში: `შევ­ძრწუნ­დი და ვივ­ლტო­დე მის­გან.~
   –ოდ სავ­რცო­ბი­ა­ნი ზმნა­ვე I ბრძა­ნე­ბით­ში – მწკრი­ვის ნი­შანს და­ირ­თავს D ხელ­ნა­წერ­ში: `არა­მედ ესე­რა მე ვგა­ლობ, თქუ­ენ იტ­ყო­დით ალი­ლუჲასა~, რაც, ერ­თი მხრივ, –ოდ სავ­რცო­ბი­ა­ნი ზმნე­ბის – სავ­რცო­ბი­ა­ნებ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ას გვიჩ­ვე­ნებს, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, ბრძა­ნე­ბი­თე­ბის სის­ტე­მის და­სუს­ტე­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. სხვა ნუს­ხებ­ში აქ იტ­ყო­დეთ ფორ­მა გვაქვს,
   ძვე­ლი ქარ­თუ­ლის ნორ­მას მიჰ­ყვე­ბა D ნუს­ხა, რო­დე­საც II ბრძა­ნე­ბით­ში იყე­ნებს მა­ცუთ ფორ­მას, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ხელ­ნა­წე­რე­ბის­გან: `თავ­დაქ­ცე­ვით ჯუ­არს მა­ცუთ~ // `…მაცჳთ~ (ABC).
   ზოგ­ჯერ გვხვდე­ბა ზმნა­თა არ­ქა­უ­ლი და ახა­ლი ფორ­მე­ბის შე­ნაც­ვლე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი: `მთა­ვა­რი გი­წესს შენ~  D) // `…გი­წოდს…~; ჰრქუ­ეს ურ­თი­ერ­თას~ // `თქუ­ეს ~ (D); შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქი­თაც იყოს: D ნუს­ხამ ჰრქუა // ჰრქუ­ეს ფორ­მე­ბი გვიჩ­ვე­ნოს და სხვა ნუს­ხებ­მა _ თქუა // თქუ­ეს: `მთა­ვარ­მან ჰრქუა~ // `… თქუა.~
   უფ­რო ხში­რად კი D ხელ­ნა­წე­რი ზმნა­თა პა­რა­ლე­ლურ ფორ­მა­თა­გან ახალ ვა­რი­ანტს ირ­ჩევს, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ხელ­ნა­წე­რე­ბის­გან: `მირ­ბო­და იგი.~ სხვა­გან გვაქვს მირ­ბი­­და.
   გვაქვს გვარ­ში მო­ნაც­ვლე­ო­ბის შემ­თხვე­ვაც: მოს­წყდეს (ACD) // მოსწყჳდნეს (B).
სინ­ტაქ­სის სა­კით­ხე­ბი.
   D ნუს­ხა­ში შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მენ­ლის სა­ხე­ლა­დი ნა­წი­ლი სა­ხე­ლო­ბი­თის ფორ­მი­თაა მო­ცე­მუ­ლი: `არა­რაჲ არს შე­უძ­ლე­ბე­ლი.~ სხვა ნუს­ხებ­ში აქ წრფე­ლო­ბი­თია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი: შე­უძ­ლე­ბელ.
   B ხელ­ნა­წერ­ში შე­იძ­ლე­ბა პრე­პო­ზი­ცი­უ­რი წყო­ბის მარ­თულ მსაზ­ღვრელ­თა­ნაც და­დას­ტურ­დეს სრუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ნი­მუ­ში: `რო­მელ­თაჲ სა­ხე­ლე­ბი.~
   BCD ნუს­ხე­ბი ხში­რად მსაზ­ღვრელ-საზ­ღვრუ­ლის წყვილ­ში ხმო­ვან­ფუ­ძი­ა­ნი მსაზ­ღვრე­ლის ფუ­ძის სა­ხით შეწ­ყო­ბის მა­გა­ლითს გვიჩ­ვე­ნე­ბენ:: `წმი­და თე­ო­დო­რეს.~ შდრ.: A ნუს­ხა: `წმი­და­სა თე­ო­დო­რეს.~
საწ­ყი­სით გად­მო­ცე­მუ­ლი პირ­და­პი­რი და­მა­ტე­ბა A ნუს­ხა­ში ვი­თა­რე­ბი­თი ბრუნ­ვი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, BCD ნუს­ხებ­ში _ სა­ხე­ლო­ბი­თით: `გა­ნა­გე მოს­ლვად დე­დი­სა ჩე­მი­სა~ // `… მოს­ლვაჲ …~
D ნუს­ხა­ში, ზო­გა­დად, ზმნებ­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა პირ­და­პი­რი ობი­ექ­ტის მრავ­ლო­ბი­თო­ბა: `და­იფ­ხუ­რა თმა­ნი თჳსნი.~ შდრ.: და­იფ­ხურ­ნა (AB), აიფ­ხურ­ნა (C).
ლექ­სი­კის სა­კით­ხე­ბი.
   ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ნუს­ხა­ში სიტ­ყვა ან სიტ­ყვე­ბი და­მა­ტე­ბუ­ლი ან დაკ­ლე­ბუ­ლია. ამ ნა­წილ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი სუ­რა­თი გვაქვს: შე­იძ­ლე­ბა ერთ მა­გა­ლით­ში რო­მე­ლი­მე ნუს­ხა­ში ფრა­ზას სიტ­ყვა აკ­ლდეს და მას მხარს უჭერ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი ნუს­ხა თუ ნუს­ხე­ბი და სხვა შემ­თხვე­ვა­ში მას სიტ­ყვა ჰქონ­დეს და­მა­ტე­ბუ­ლი და ეს ვი­თა­რე­ბა გა­მე­ო­რე­ბუ­ლი იყოს სულ სხვა ნუსხ(ებ)ში ან იყოს მხო­ლოდ მო­ცე­მუ­ლი ნუს­ხის ჩვე­ნე­ბა.
   ნუს­ხე­ბის მი­ხედ­ვით გვაქვს სიტ­ყვა­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბის ნი­მუ­შე­ბიც. მაგ., A ხელ­ნა­წერ­ში იკით­ხე­ბა `წა­მე­ბულ­თა მო­წა­მე­თაჲ~; B ნუს­ხა ამ ად­გი­ლას იყე­ნებს სიტ­ყვას წმი­და­თა, ხო­ლო მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დის ნუს­ხე­ბი A ნუს­ხის იკით­ხვისს იმე­ო­რებს. ასე­ვე A ნუს­ხა­ში გვაქვს: `სურ­ვი­ელ ვი­ყავ.~ B ნუს­ხა სურ­ვი­ელ-ს ცვლის სიტ­ყვით მოს­წრა­ფე, მაგ­რამ C და D  ნუს­ხე­ბი მხარს უჭერს A ნუს­ხას და არა B-ს. სხვა მა­გა­ლი­თე­ბი: `ჭა­ბუკ­ნი მჴნე­ნი~ (ACD) // `და მჴედარ­ნი~ (B); პერ­გე (ACD) // პერ­გი (B); დი­­დო­რე (ACD)  // დე­­დო­რე (B); უჴმს (ACD) // უნ­დეს  (B); დგო­მა­სა (ACD)  // მდგო­მე­ლად (B) და ა. შ.
არის ისე­თი მა­გა­ლი­თე­ბიც, რო­დე­საც C და D  ნუს­ხე­ბი B-ს მიჰ­ყვე­ბა და არა A-ს: ათა­სის­თა­ვი (A) // // ასის­თა­ვი (BCD).
   ზოგ­ჯერ ასე­თი თან­ხვედ­რე­ბიც გვაქვს: AD  // BC. ანუ რო­დე­საც გვი­ა­ნი პე­რი­ო­დის ხელ­ნა­წე­რი იმე­ო­რებს უად­რე­სი პე­რი­ო­დის ხელ­ნა­წე­რის იკით­ხვისს და არა მათ შო­რის პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი ნუს­ხე­ბის მო­ნა­ცემს. მაგ.: ყო­ვე­ლი (AD) // ყო­ვე­ლი­ვე (BC); `შე­ემთხჳნეს ჭა­ბუკ­სა შუ­ე­ნი­ერ­სა, სა­ხე­ლით თე­­დო­რე, მო­ნაჲ ქრის­ტე­სი~ // `… თე­­დო­რეს, მო­ნა­სა ქრის­ტეს­სა~ (BC). შუა პე­რი­ო­დის ხელ­ნა­წერ­თა გა­დამ­წე­რებ­მა წი­ნა­და­დე­ბის გა­უ­მარ­თა­ვი წყო­ბა გა­ას­წო­რეს, ხო­ლო D ხელ­ნა­წე­რის გა­დამ­წერ­მა პირ­ვე­ლი ხელ­ნა­წე­რის ჩვე­ნე­ბა უც­ვლე­ლი და­ტო­ვა.
შე­იძ­ლე­ბა ნუს­ხე­ბის მი­ხედ­ვით ზოგ­ჯერ 3 სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტიც და­ფიქ­სირ­დეს: ჴურელ­თა (A) // ჴმელ­თა (BC) // ჴევ­თა (D); წონ­წო­ბა­სა (AB) // წუნ­წო­ბა­სა (C) // წუმ­წუ­ბა­სა (D); მი­გიშჳ (A) // მი­გი­შუჱბ (B) // მი­გი­შუ (CD).
   მა­სა­ლა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დის გა­დამ­წერს ხელთ ჰქონ­და წი­ნა პე­რი­ო­დის ნუს­ხე­ბი და სარ­გებ­ლობ­და მა­თით. CD ნუს­ხე­ბი უფ­რო ძველ ენობ­რივ მო­დელს არ­ჩე­ვენ და მხარს არ უბა­მენ B ნუს­ხას ახა­ლი ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, A ხელ­ნა­წე­რის ჩვე­ნე­ბას მიჰ­ყვე­ბი­ან.
   ძი­რი­თად ტექ­სტად, ცხა­დია, შე­ვარ­ჩი­ეთ A-1103  ნუს­ხა, რო­გორც ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და, ამა­ვე დროს, ათო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბი­სა. მას­ში და­კარ­გუ­ლი ერ­თი ფურ­ცლის ტექ­სტი კი, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, შე­ვავ­სეთ, ძი­რი­თა­დად, B და ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში _ C ნუს­ხი­დან.
გა­მო­ცე­მის ენობ­რივ პრინ­ცი­პებს აქ აღარ გა­ვი­მე­ო­რებთ. ისი­ნი ახ­სნი­ლი გვაქვს ზე­მოთ, წი­ნა თხზუ­ლე­ბის ენობ­რივ მი­მო­ხილ­ვა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­სტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კით­ხებს, შევ­ნიშ­ნავთ შემ­დეგს:
გა­მო­ცე­მა­ში გა­ვას­წო­რეთ გა­დამ­წე­რის უნებ­ლიე შეც­დო­მე­ბი, რო­გო­რიც არის:
   ასოს დაკ­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. მაგ., ხელ­ნა­წერ­ში წე­რია (ცხა­დია, ვგუ­ლის­ხმობთ ძი­რი­თა­დი ტექ­სტის შემ­ცველ ნუს­ხას): კმო­დი­ან. ჩვენ გა­ვას­წო­რეთ და დავ­წე­რეთ: კუ­მო­დი­ან, რო­გორც არის CD ნუს­ხებ­ში.
ასოს დაკ­ლე­ბის სხვა მა­გა­ლი­თე­ბია: ჭე[]მა­რი­ტად; კუ[]ლსა; გე­შინ[ინ]; იტყ[]დეთ; გა­მო­მეცხ[]და; დამ­სჭუ[]ლეს; მოწყ[]ლე­ბი­საო; შემ­დგო[მა].
   გა­ვას­წო­რეთ აგ­რეთ­ვე არას­წო­რი და­წე­რი­ლო­ბე­ბი. მაგ., სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი დი­ოს­კო­რე ერ­თგან წე­რია, რო­გორც დი­უს­კო­რე: `დი­უს­კო­რე თქუა.~ ჩვენ, ცხა­დია, ის სწო­რი ფორ­მით შევ­ცვა­ლეთ. სხვა მა­გა­ლით­ში სა­პი­რის­პი­რო ფაქ­ტი შე­ი­ნიშ­ნე­ბა: ხმოვ­ნის ად­გი­ლას გვაქვს ხმო­ვა­ნი: `მოვ­ლი­ნე­ბოლ­ნი მთავ­რი­სა მი­ერ~, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩას­წორ­და.
   სიტ­ყვა ხუ­ეშ­ნა ერ­თგან ასე­თი სა­ხი­თაა მო­ცე­მუ­ლი: `სიტ­ყუაჲ ხუ­­იშ­ნი­საჲ~, რო­მე­ლიც  მე­ორ­დე­ბა B ხელ­ნა­წერ­შიც. C-ში იკით­ხე­ბა ხუ­­იშ­ნი­საჲ, ხო­ლო D-ში ხუ­ეშ­ნი­სა. ჩვენ ავ­სა­ხეთ D ნუს­ხის მო­ნა­ცე­მი, ოღონდ და­ვურ­თეთ, რა­თა ძი­რი­თა­დი ხელ­ნა­წე­რის გრა­მა­ტი­კუ­ლი მო­დე­ლი შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.
   გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ხე­ლი ჰრო­მი ვი­თა­რე­ბით ბრუნ­ვა­ში გა­ფორ­მე­ბუ­ლია ედ ნიშ­ნით _ `მი­ავ­ლინ­ნეს ჰრო­მედ~ (ამას იმე­ო­რებს მომ­დევ­ნო სა­მი­ვე ხელ­ნა­წე­რი), ნაც­ვლად ან ად ნიშ­ნე­ბი­სა.  ცნო­ბი­ლია, რომ ძველ ქარ­თულ­ში ერთ-ერთ სო­ნორ თან­ხმო­ვან­ზე და­ბო­ლო­ე­ბუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ხე­ლე­ბი ვი­თა­რე­ბით­ში – მორ­ფე­მას და­ირ­თავ­დნენ და, შე­სა­ბა­მი­სად, აქ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ჰრომდ, რაც დავ­წე­რეთ კი­დეც. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ედ ნი­შა­ნი ვი­თა­რე­ბით ბრუნ­ვას არას­დროს აწარ­მო­ებ­და, გან­ხი­ლუ­ლი შემ­თხვე­ვა უნებ­ლიე შეც­დო­მე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს, რო­მე­ლიც მე­ქა­ნი­კუ­რად გან­მე­ორ­და სხვა ნუს­ხებ­შიც.
   გა­ვას­წო­რეთ `იო­ტა­მე­ტო­ბის~ ამ­სახ­ვე­ლი ნი­მუ­ში _ სხუ­­თაჲცა _ და შევ­ცვა­ლეთ სწო­რი ფორ­მით: `რო­მელ­სა ძალ-უც სხუ­­თა­ცა ჴსნაჲ.~
ვნე­ბი­თი გვა­რის ზმნის II კავ­ში­რე­ბითს სუ­ბი­ექ­ტი მოთ­ხრო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მით შე­ეწ­ყო­ბა _ `გა­მო­ირ­ჩიე ტა­რი­გი წმი­დაჲ, რო­მელ­მან წა­რუძ­ღუ­ეს ყო­ველ­სა მას სამ­წყსო­სა.~ BC ნუს­ხებ­ში სა­ა­ნა­ლი­ზო სიტ­ყვა სა­ხე­ლო­ბით­შია მო­ცე­მუ­ლი, რაც ჩვენს ტომ­შიც ავ­სა­ხეთ.
   ერ­თგან ძი­რი­თად ტექ­სტში ასე­თი ენობ­რი­ვი შე­უ­სა­ბა­მო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა: `შე­ემთხჳნეს ჭა­ბუკ­სა შუ­ე­ნი­ერ­სა, სა­ხე­ლით თე­­დო­რე, მო­ნაჲ ქრის­ტე­სი.~ და­ნარ­ჩენ ნუს­ხებ­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს გა­მო­ცე­მა­შიც ეს ად­გი­ლი სწო­რა­დაა მო­ცე­მუ­ლი: `…თე­­დო­რეს, მო­ნა­სა ქრის­ტეს­სა.~
   ძი­რი­თად ნუს­ხა­ში დრო­ის ზმნი­ზე­და დღი­თიდღე არას­წო­რი ფორ­მი­თაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი: „რომ­ლი­სათჳს სურ­ვი­ელ ვი­ყავ და დღი­თიდდღე მო­ვე­ლო­დე~, რო­მე­ლიც ყვე­ლა სხვა ნუს­ხა­ში იკით­ხე­ბა, რო­გორც დღი­თიდღე, რაც ავ­სა­ხეთ კრი­ტი­კულ ტექ­სტში.
   AD ნუს­ხებ­ში იკით­ხე­ბა გან­ტე­­ბა: `მი­ქა­დებ გან­ტე­­ბა­სა.~ ჩვენ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ BC ნუს­ხე­ბის ჩვე­ნე­ბას: გან­ტე­ვე­ბა­სა.
   გა­მოვ­ლინ­და მა­გა­ლი­თი, სა­დაც I პი­რის ფორ­მას არა აქვს დარ­თუ­ლი – პრე­ფიქ­სი: `სარ­წმუ­ნო­ე­ბაჲ არა­ო­დეს მქო­ნე­ბია, არა­მედ ნაკ­ლუ­ლე­ვა­ნე­ბი­სა­გან და სიგ­ლა­ხა­კი­სა მსა­ხუ­რებ ნაყ­როვ­ნე­ბისთჳს.~ ვერ და­ვუშ­ვებთ, რომ გა­დამ­წერს I და II პი­რის ფორ­მე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში არე­ო­და. უფ­რო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მას უნებ­ლი­ეთ გა­მორ­ჩა პი­რის ნი­შა­ნი, რაც უყუ­რად­ღე­ბოდ არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დის გა­დამ­წე­რებს. შდრ.: B: ვჰმსა­ხუ­რებდ; C: ვჰმსა­ხუ­რებ. D: ვმჰსა­ხუ­რებდ. ჩვენ უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭეთ B ნუს­ხის იკით­ხვისს


[1] ამ ფაქტის ახსნა იხ. ზემოთ წარმოდგენილ სტატიაში: `ევსტათის ცხოვრებისა და წამების~ ნუსხათა ენისა და ძირითადი ტექსტის საკითხები.~

`ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­­ლის წა­მე­ბის~

ტექ­სტის სა­კით­ხე­ბი

 

ისე­ვე, რო­გორც წი­ნა ტექ­სტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აქაც გა­ვას­წო­რეთ:

კალ­მის­მი­ე­რი ლაფ­სუ­სე­ბი, კერ­ძოდ:

ხელ­ნა­წერ­ში წე­რია ბი­ზინ­ტი­­სა ნაც­ვლად ბი­ზან­ტი­­სა; შო­რო­შა­ნი ნაც­ვლად შრო­შა­ნი­სა.

ასოს დაკ­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბია: და­ემ[[კი­ცე­ბო­და; წარ­თქუნ[]; წარ­მოთ­ქუნ[].

ასო(ები)ს ზედ­მე­ტო­ბის მა­გა­ლი­თე­ბია: მწყე­მი­სი­სა­გან; მზრახ­ვა­ვალ­მან.

გა­დამ­წე­რი და­უ­ქა­რაგ­მე­ბელ ვა­რი­ან­ტებ­ში ხმა­რობს მღდელ­თმოძ­ღუ­რე­ბას და და­ქა­რაგ­მე­ბუ­ლიც, ცხა­დია, ამ სა­ხით გავ­ხსე­ნით.

ენობ­რი­ ნა­წილ­ში, წი­ნა თხზუ­ლე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნაკ­ლე­ბი ცდო­მი­ლე­ბა და­ფიქ­სირ­და _ მხო­ლოდ ორი­ო­დე მა­გა­ლი­თი, კერ­ძოდ:

შე­წირ­ვა ზმნას­თან III პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლი არას­წო­რა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ორი -თი, რაც მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ გა­დამ­წერ­მა ის აღიქ­ვა, რო­გორც კუთ­ვნი­ლე­ბი­თი და არა პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლი. `მე ნე­ბი­თა ჩე­მი­თა მსხუ­ერ­პლი შევ­წი­რო მის­სა.~ გა­მო­ცე­მა­ში ფორ­მა გას­წორ­და (შევ­წი­რო მი­სა). ასე­ვე, ორი ერ­თით შევ­ცვა­ლეთ შემ­დეგ ფორ­მებ­ში: `წა­რავ­ლი­ნა მაქ­სი­მი­ა­ნე ოცი ცხე­ნო­სა­ნი ძი­ე­ბად და მოყ­ვა­ნე­ბად მის­სა~; `გა­ნამ­რავ­ლებ­და ტა­ლან­ტსა მას, რო­მელ რწმუ­ნე­ბულ იყო მისს­.~

და­ბო­ლოს, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ხელ­ნა­წე­რის ბო­ლო ორ გვერ­დზე მე­ლა­ნი გა­და­სუ­ლია და ტექ­სტი  საკ­მა­ოდ ცუ­დად იკით­ხე­ბა. ჩვენ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუფ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თა ხელ­ნა­წე­რის გა­შიფ­ვრის­თვის. აღ­დგე­ნი­ლი სიტ­ყვე­ბი კვად­რა­ტულ ფრჩხი­ლებ­ში მო­ვა­თავ­სეთ.

 

თხზულებათა ნუსხები და მათი აღწერილობები

გამოცემაში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი სხვა­დას­ხვა ფონ­დში და­ცულ ხელ­ნა­წერ კრე­ბუ­ლებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი: ესე­ნია ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცია (Cod. Iviron Georg),  ასე­ვე A, H და Jer ფონ­დე­ბი.

ათო­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სკო­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბა სრულ­ყო­ფი­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი მას შემ­დეგ გახ­და, რაც 1982 წელს კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა გუ­რამ პა­ტა­რი­ძემ და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელ­მა ავ­თან­დილ მი­ქა­ბე­რი­ძემ ათო­ნი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლის მიკ­რო­ფი­რე­ბი და კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს (მა­შინ­დელ ინ­სტი­ტუტს) გა­დას­ცეს.

მა­ნამ­დე, XVIII ს-ის 50-იან წლებ­ში, ათონს სტუმ­რობ­და მწე­რა­ლი, მეც­ნი­ე­რი და დიპ­ლო­მა­ტი ტი­მო­თე გა­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თა­ვის სა­მოგ­ზა­უ­რო ჟან­რის თხზუ­ლე­ბა­ში `მი­მოს­ლვა~ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია შე­მოგ­ვი­ნა­ხა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კე­რის შე­სა­ხებ.[1]

ათო­ნის ხელ­ნა­წე­რე­ბის პირ­ვე­ლი კა­ტა­ლო­გი, და­ვით და­დი­ა­ნი­სა და ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის თხოვ­ნით, შე­ად­გი­ნა წმინ­და ილა­რი­ონ ქარ­თველ­მა (სო­ლო­მონ II-ის სუ­ლი­ერ­მა მოძ­ღვარ­მა) 1836 წელს.

1849 წელს ივი­რო­ნის მო­ნას­ტერს ეწ­ვია ის­ტო­რი­კო­სი პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნი, რო­მელ­მაც 39 ხელ­ნა­წე­რი აღ­წე­რა (ძი­რი­თა­დად, მოკ­ლედ).[2]

1883 წელს ათონ­ზე სა­მეც­ნი­ე­რო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე ცა­გა­რე­ლი. სწო­რედ მას ეკუთ­ვნის ათო­ნის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა პირ­ვე­ლი სრუ­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა, რო­მე­ლიც 1886-1889 წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.[3]

ამის შემ­დეგ, 1898 წელს, ათონ­ს ეს­ტუმ­რა ნი­კო მა­რი, რო­მე­ლიც იქ რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ექ­სპე­დი­ცი­ას ახ­ლდა. მან აღ­წე­რა X-XI სს-ების 5 ხელ­ნა­წე­რი და, ამას­თან, გა­ას­წო­რა ალ. ცა­გა­რე­ლის მი­ერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბის სა­ხით და­ურ­თო თა­ვის აღ­წე­რი­ლო­ბას.[4]

უც­ხო­ელ მეც­ნი­ერ­თა­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ამე­რი­კე­ლი ბი­ზან­ტი­ო­ლო­გი­სა და ქარ­თვე­ლო­ლო­გის, რ. ბლე­ი­კის, წვლი­ლი ათო­ნის ხელ­ნა­წე­რე­ბის კვლე­ვის საქ­მე­ში.[5]

ათო­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ის, მი­სი მწიგ­ნობ­რულ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლის საქ­მე ნა­ყო­ფი­ე­რად გა­აგ­რძე­ლეს შემ­დგო­მი თა­ო­ბის მკვლევ­რებ­მა. გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და აღი­ნიშ­ნოს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელ­თა წვლი­ლი ამ საქ­მე­ში. 1986 წელს გა­მო­ი­ცა მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცი­ის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა ელ. მეტ­რე­ვე­ლის რე­დაქ­ტო­რო­ბით.

სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ (2013-2016) შო­თა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით მომ­ზად­და ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ონ­ლა­ინ კა­ტა­ლო­გი და სრუ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა (შემ­დგენ­ლე­ბი: ხევ­სუ­რი­ა­ნი, ლ., კიკ­ნა­ძე, ლ., გრი­გო­ლია ც., ქავ­თა­რია მ., ასა­თი­ა­ნი ქ.). ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი იყო გერ­მა­ნე­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი იოსტ გი­პერ­ტი.

ათო­ნუ­რი ხელ­ნა­წე­რის აღ­წე­რი­ლო­ბა (Cod. Iviron Georg-17) წი­ნამ­დე­ბა­რე გა­მო­ცე­მა­ში სწო­რედ მათ კვლე­ვებს ეყ­რდნო­ბა.

A ფონ­დი შე­ი­ცავს თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი და­არ­სდა თბი­ლის­ში 1889 წელს დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით. მი­სი ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცია შე­ნა­ძე­ნე­ბი­სა და კერ­ძო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის ხარ­ჯზე ივ­სე­ბო­და. 1921 წელს სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მი გა­უქ­მდა და მი­სი ხელ­ნა­წერ­თა ფონ­დი გა­და­ე­ცა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, 1930 წელს — სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წერ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი _ ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუტს (დღე­ვან­დელ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს).

H ფონ­დი შე­ი­ცავს იმ ხელ­ნა­წე­რებს, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია და­არ­სდა თბი­ლის­ში 1907 წელს, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სის, აკა­დე­მი­კოს ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის, ინი­ცი­ა­ტი­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დიც ივ­სე­ბო­და შე­ნა­ძე­ნე­ბი­თა და კერ­ძო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ კო­ლექ­ცი­ა­მაც ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუტ­ში და­ი­დო ბი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა იუ­რუ­სა­ლი­მის (Jer) ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­ებს, 1757-1758 წლებ­ში პა­ლეს­ტი­ნის ქარ­თუ­ლი კე­რე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა ტი­მო­თე გა­ბაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც აღ­წე­რა მი­სი სიძ­ვე­ლე­ე­ბი. XVIII ს-ის 80-იან წლებ­ში მო­ნას­ტერს სტუმ­რობ­და იო­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, 1820 წელს _ გი­ორ­გი ავა­ლიშ­ვი­ლი. 1883 წელს _ ალექ­სან­დრე ცა­გა­რე­ლი[6]  (რო­მელ­მაც, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ამ დროს ათონ­ზეც იმოგ­ზა­უ­რა), 1902 წელს _ ნ. მა­რი. იე­რუ­სა­ლი­მის ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის შეს­წავ­ლა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა რ. ბლე­იკ­მაც.[7]

მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა ჯ. გა­რი­ტის კუ­რა­ტო­რო­ბით, იუ­ნეს­კოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, 1950 წელს მო­ამ­ზა­და იე­რუ­სა­ლი­მის სხვა­დას­ხვა­ე­ნო­ვა­ნ ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცი­ის მიკ­რო­ფი­რე­ბი (სი­ნა­ზე და­ცულ ხელ­ნა­წე­რებ­თან ერ­თად) და გა­დას­ცა ამე­რი­კის კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კას. ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცი­ის მიკ­რო­ფი­რე­ბი ამ ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან 1956 წელს შე­ის­ყი­და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კამ. ისი­ნი ინა­ხე­ბა აგ­რეთ­ვე ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრშიც.

დღე­ი­სათ­ვის იე­რუ­სი­ლი­მის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა  კო­ლექ­ცი­ას ისევ იე­რუ­სა­ლი­მის ბერ­ძნუ­ლი სა­პატ­რი­არ­ქო გან­კარ­გავს, რო­გორც მი­სი კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლი.

ქვე­მოთ თან­მიმ­დევ­რო­ბით წარ­მო­ვად­გენთ სა­მი­ვე თხზუ­ლე­ბის შემ­ცველ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბებს.

 

`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ნუს­ხე­ბი

ტექ­სტი ორი ხელ­ნა­წე­რით არის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი: მათ­გან პირ­ვე­ლი (Cod. Iviron Georg-17) XI ს-ს ეკუთ­ვნის, ხო­ლო მე­ო­რე (H-2077) _ XVIII ს-ს.

 

  1. Iviron Georg-17.

 

გა­და­წე­რის ად­გი­ლი: სა­ვა­რა­უ­დოდ, ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტე­რი (ბლე­ი­კი).

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი. შე­ი­ცავს, ძი­რი­თა­დად, ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის მი­ერ თარ­გმნილ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ტექ­სტებ­სა და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის `მარ­გა­ლიტს.~ ხელ­ნა­წე­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი _ `გა­მოკ­რე­ბილ­ნი სა­დაჲთვე სიტ­ყუ­ა­ნი წმი­და­თა მა­მა­თა­ნი” (261r-348v) წარ­მო­ად­გენს სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თის ას­კე­ტი­კურ კრე­ბულს, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბოდ აქვს შეს­წავ­ლი­ლი ბ. უტი­ეს. მი­სი აზ­რით, XI სა­უ­კუ­ნის ეს კრე­ბუ­ლი შე­ი­ცავს აპოფ­თეგ­მე­ბის რო­გორც ად­რინ­დელ (წი­ნა­ა­თო­ნურ), ასე­ვე ეფ­თვი­მე ათო­ნე­ლის თარ­გმა­ნებს. იგი წარ­მო­ად­გენს შინ. 35 ანა­ლო­გი­ურ, ოღონდ უფ­რო სრულ ნუს­ხას.[8]

თა­რი­ღი: XI სა­უ­კუ­ნე.

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წე­რი:  ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტე­რი, Cod. Iviron Georg-17; მიკ­რო­ფი­რი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, Ath-17 (ძვე­ლი #50).

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 348 (ბლე­ი­კის აღ­წე­რი­ლო­ბით, 346).

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: აქვს რვე­უ­ლებ­რი­ვი პა­გი­ნა­ცია. შე­ი­ცავს 47 რვე­ულს. ბო­ლო, 47-ე, რვე­უ­ლი ხუთ­ფურ­ცლი­ა­ნია. ბო­ლო­ნაკ­ლუ­ლი: აკ­ლია 102v-სა და 103r-ს, 139v-სა და 140r ფურ­ცლებს შო­რის.

`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია მე-2 თხზუ­ლე­ბად: 103r-115r.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ხა­რის­ხი­ა­ნი მო­თეთ­რო ეტ­რა­ტი; ფი­ცარ­ზე დაკ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი შა­ვი ტყა­ვის ყდა. და­წე­რი­ლია მო­ყა­ვის­ფრო მელ­ნით. და­საწ­ყი­სე­ბი და სა­ზე­დაო ასო­ე­ბი მთავ­რუ­ლით, სინ­გუ­რით. ზო­გი სა­ზე­დაო ასო ჩა­მოგ­რძე­ლე­ბუ­ლი კონ­ტუ­რე­ბი­თაა გა­მოყ­ვა­ნი­ლი. და­ქა­რაგ­მე­ბულ სა­ზე­დაო ასო­ებ­სა და რვე­უ­ლის აღ­მნიშ­ვნელ ასო­ებს უზის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ქა­რაგ­მა.

ფურ­ცლის ზო­მა: 32,5X26 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: თი­თო­ე­ულ სვეტ­ში 24 სტრი­ქო­ნია.

ნა­წე­რის ზო­მა: 28,5X22,5 სმ.

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

თი­თო­­­ლი სვე­ტის ზო­მა: 25,5X8,9.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 15 მმ.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: ძი­რი­თა­დი ტექ­სტი და­წე­რი­ლია მომ­სხო, მწყობ­რი, არა­კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ნუს­ხუ­რით, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი ან­დერ­ძე­ბი კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლია.

გა­დამ­წე­რი: ბა­სი­ლი (348v).[9]

ან­დერძ(ებ):  (გა­დამ­წე­რის): 1. `ქრის­ტეს მო­ყუ­ა­რე­ნო მა­მა­ნო, ღმერ­თმან და­გა­ჯე­როს, უკუ­ე­თუ რაჲმე აკ­ლდეს, შენ­დო­ბა ყავთ და შრო­მი­სათჳს ლოც­ვა ყავთ უც­ბად მწე­რა­ლი­სა და მწა­რედ ცოდ­ვი­ლი­სა ბა­სი­ლისთჳს. ამენ იყავნ~ (348v); 2. `ქრის­ტე, ადი­დე სუ­ლი­თა მა­მაჲ ეგ­ნა­ტი, ამენ~ (348v). ან­დერ­ძე­ბი გა­მო­ყო­ფი­ლია ტექ­სტის­გან, რაც მ. კა­რა­ნა­ძის (2005) აზ­რით, სკო­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ა­ზე უნ­და მი­ა­ნიშ­ნებ­დეს.

მი­ნა­წერ(ებ):

  1. ჩვე­ნი ტექ­სტის ბო­ლოს იმა­ვე ხე­ლით მი­წე­რი­ლია: „თუ­ე­სა სეკ­ტემ­ბერ­სა კგ, და­დუ­მე­ბაჲ ზა­ქა­რი­ა­ი­სი ჰპო­ოთ მრა­ვალ­თავ­სა“ (115r).

სხვა მი­ნა­წე­რე­ბი (მხედ­რუ­ლით):

  1. `უფა­ლო იე­სო ქრის­ტე, ძეო და სიტ­ყვაო ღვთი­საო, შე­იწ­ყა­ლე სა­სუ­ფე­ველ­სა შენ­სა ცოდ­ვი­ლი და გლა­ხა­კი ბე­რი ვე­ნე­დიკ­ტონ, ამინ, ქო­რო­ნი­კონს ჩყკგ~ (165r).
  2. `უფა­ლო იე­სო ქრის­ტე, ძეო ღვთი­საო, შე­იწ­ყა­ლე ცოდ­ვი­ლი და გლა­ხა­კი ბე­რი ვე­ნე­დიკ­ტონ, ამენ, წელ­თა ჩყკგ~ (170r, 185r).
  3. `უფა­ლო იე­სო ქრის­ტე, ძეო ღვთი­საო, შე­იწ­ყა­ლე ცოდ­ვი­ლი და გლა­ხა­კი ბე­რი ვე­ნე­დიკ­ტონ, ბე­სა­რი­ონ­ყო­ფი­ლი, ოდეს მოხ­ვი­დე სუფ[ე]ვი­თა შე­ნი­თა, ამინ. ქო­რო­ნი­კონ. ჩყკდ~ (341r). იხ. აგ­რეთ­ვე 343r.

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: Марр, Н. (1900). Агиографические Материалы по Грузинским Рукописям Ивера // Записки Восточного Отделения Императорского Русского Археологического Общества, ч. I, СПб., Типография Императорской Академии Наук, с. 3-15; Цагарели, А. А. (1889). Сведения о памятниках грузинской письменности вып., III, СПБ. с. 82-83; Blake, R. (1932). Catalogue des manuscrits géorgiens de la Bibliotèque de la Laure d’Iviron au Mont Athos, Revue de L’Orient chretien, 3 Série, t. VIII-IX, p. 114. ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა, ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცია, ნაკ­ვე­თი I, რედ. ელ. მეტ­რე­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, `მეც­ნი­ე­რე­ბა~, თბ., 1986, გვ. 10, 57-63 (აღ­მწე­რე­ლი მ. დვა­ლი); ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ონ­ლა­ინ კა­ტა­ლო­გი და სრუ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა (ხელ­ნა­წე­რი ვერ­სია. შემ­დგენ­ლე­ბი: ხევ­სუ­რი­ა­ნი, ლ., კიკ­ნა­ძე, ლ., გრი­გო­ლია ც., ქავ­თა­რია მ., ასა­თი­ა­ნი, ქ.).

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 125; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია,  სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ.: 186-187; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2010). შრო­მე­ბი, II, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ტექ­სტო­ლო­გი­უ­რი ნარ­კვე­ვე­ბი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, რედ. ეთერ ბე­რუ­აშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, თბ., გვ. 158; კა­რა­ნა­ძე, მ. (2005). ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცი­ის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი (X-XIII სს. 28 ნუს­ხის სა­ფუძ­ველ­ზე), მრა­ვალ­თა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, 21. თბ., გვ.: 413-433; Outtier, B. (1980). La plus ancienne traduction Georgienne des apophtegmes. Son etendue et son origine: მრა­ვალ­თა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, VII, გვ. 7-17.

  1. H-2077.

ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა: კრე­ბუ­ლი H-2077 მი­ღე­ბუ­ლია მოს­კო­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი არ­ქი­ვი­დან 1922 წელს.

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი (აღ­წე­რი­ლო­ბა­ში და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლია, რო­გორც `წმი­და­თა ცხოვ­რე­ბა~).

თა­რი­ღი: 1736 წ. (334v).

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, H-2077 (ძვე­ლი #1260).

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 335.

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: ფურ­ცლობ­რი­ვი. ნუ­მე­რა­ცია _ მარ­ჯვე­ნა ფურ­ცელ­ზე ლურ­ჯი ფე­რის მსხვი­ლი ასო­ე­ბით. ხელ­ნა­წე­რი კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ფურ­ცლე­ბი არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში:  შე­სუ­ლია 28-ე თხზუ­ლე­ბად: 294v-299v.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ეტ­რა­ტი; ტვიფ­რუ­ლი ხის ყდა. და­წე­რი­ლია შა­ვი მელ­ნით, სა­თა­უ­რე­ბი და და­საწ­ყი­სი ასო­ე­ბი _ ასომ­თავ­რუ­ლი სინ­გუ­რით.

ფურ­ცლის ზო­მა: 29,8X20,5 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: 40.

ნა­წე­რის ზო­მა: 21,5X 14 სმ.

სტრი­ქო­ნებს შო­რის მან­ძი­ლი: 2 მმ. (ივა­რა­უ­დე­ბა ზე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ქვე­და წერ­ტილ­სა და ქვე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ზე­და წერ­ტილს შო­რის).

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 1.2 სმ. თუ სვე­ტებს შო­რის დი­დი ასოა მო­თავ­სე­ბუ­ლი, მა­შინ _ 0.6 სმ.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: ნუს­ხუ­რი.

გა­ფორ­მე­ბა: 226-231 ფურ­ცლებ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლია წმინ­და­ნე­ბის 26 სუ­რა­თი.

გა­დამ­წე­რი: სვე­ტიც­ხოვ­ლის დე­კა­ნო­ზი ალექ­სი (334v).

ან­დერძ(ებ): 1. „წმინ­და­ნო მო­წა­მე­ნო, მე­ოხ მე­ყუჱნით ცოდ­ვილს მწე­რალს, მხატ­ვრის ძეს, დე­კა­ნოზს ალექ­სის, შენ­დო­ბად ურიც­ხუ­თა ბრალ­თა ჩემ­თა მოღ­ვა­წეთ წი­ნა­შე სა­მე­ბი­სა დღე­სა მას დიდ­სა გან­კით­ხვი­სა­სა“ (213r); 2. „დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალ­სა ღმერ­თსა მჴსნელ­სა და მაც­ხო­ვარ­სა კაც­თა ნ[ა]თე­სა­ვი­სა­სა და მი­ზეზ­სა ყოვ­ლი­სა კე­თი­ლი­სა­სა, მხო­ლო­სა სა­ხი­ერ­სა და მი­უწ­დო­მელ­სა და გა­მო­უთ­ქმელ­სა ღთა­ე­ბა­სა, რო­მელ­სა აქუს უკ­ვდა­ვე­ბა და მკჳდრ არს ნა­თელ­სა ში­ნა სა­მა­რა­დი­სო­სა. რა­მე­თუ კაც­თა­გან­მან არა­ვინ იხი­ლა და ვერ­ცა შემ­ძლე­ბელ არს ხილ­ვად, რო­მე­ლი მო­ვი­და ქვეყ­ნად და შე­ი­მოს­ნა ჴორ­ცნი კა­ცობ­რივ­ნი წმი­დი­სა და ყოვ­ლად უბი­წო­სა ღვთის­მშო­ბე­ლი­სა მა­რი­ა­მი­სა­გან და იჴსნა ბუ­ნე­ბა ჩ˜ნი ხრწნი­ლე­ბი­სა­გან და სიკ­ვდი­ლი­სა და შე­ერ­თე­ბი­თა კა­ცობ­რი­ვი­სა ბუ­ნე­ბი­სა­თა სიგ­ლა­ხა­კე ჩ˜ნი არა უღირ­სი­ჩი­ნა; რო­მე­ლი ღვთა­ე­ბი­სა თვი­სი­სა ძლი­ე­რე­ბი­თა იპ­ყრობს ყო­ველ­თა მარ­თალს (sic) და გა­ნა­გებს. რო­მელ­მან მე­ცა, ცოდ­ვი­ლი ესე და ყოვ­ლად უბად­რუ­კი გლა­ხა­კი მო­ნა, ცა­თა მე­ფი­სა ჴელო­ან მხა­ტუ­რის მღვდლის ძე, მღუ­დე­ლი, დე­კა­ნო­ზი ალექ­სი, სა­კუ­თა­რი სვე­ტის­ცხოვ­ლი­სა, ზაკჳთ აღ­სავ­სე და ურ­ჩი ბრძა­ნე­ბი­სა სა­ხა­რე­ბი­სა, ცოდ­ვა­თა მი­ერ დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი და მწვედ შებ­ღა­ლუ­ლი მღუ­დე­ლი, მწყემ­სო­ბი­სა არა­ღირ­სი, რა­მე­თუ არა უგუ­ლე­ბელ­სჰყოფს უფა­ლი ცოდ­ვილ­თა, არა­მედ უწესს სი­ნა­ნუ­ლად. და აწ მე­ცა მად­ლმან და სა­ხი­ე­რე­ბა­მან მის­მან აღ­მძრა გულ­სმოდ­გი­ნე­ბად და სურ­ვი­ლად წიგ­ნი­სა ამის და შე­წევ­ნი­თა ღ˜თი­სა­თა აღ­ვწე­რე ცხოვ­რე­ბა და მო­ქა­ლა­ქო­ბა წმი­და­თა და ქარ­თველ­თა მა­ნა­თობ­თა, ღ˜თშე­მო­სილ­თა წმი­და­თა მა­მა­თა და მო­წა­მე­თა საჴსრად ცოდ­ვი­ლი­სა სუ­ლი­სა ჩე­მი­სა­სა და მო­სა­ტე­ვე­ბე­ლად ბრალ­თა და შე­ცო­დე­ბა­თა ჩემ­თა. გე­ვედ­რე­ბი ყო­ველ­თა წმი­და­თა სა­ნატ­რელ­თა და შჳლთა ეკ­ლე­სი­ა­თა ქრის­ტი­ა­ნე­თა­სა, რო­მელ­ნი­ცა ჴელად მი­ი­ღებ­დეთ და წა­რი­კითხჳდეთ სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის უფ­ლი­სა, რა­თა წმი­დი­თა პი­რი­თა თქვე­ნი­თა შენ­დო­ბას ჰყოფ­დეთ ჩემ­თვის უფ­ლი­სა მი­ერ.“

`და­ი­წე­რა წიგ­ნი ესე ქრის­ტეს აქათ ათას შვი­დას ოც­და­ა­თე­ქუს­მეტ­სა, ქო­რო­ნი­კონ­სა უკდ, მე­ფო­ბა­სა კახ­თბა­ტო­ნის იმან­ყუ­ლის ძი­სა, მე­ფეთ­მე­ფი­სა ალექ­სან­დრეს­სა, ეკ­ლე­სი­ა­თა მპყრო­ბე­ლო­ბა­სა კა­თა­ლი­კო­ზი­სა ბე­სა­რი­ო­ნი­სა­სა. დი­დე­ბა ღმერ­თსა, სა­მე­ბით დი­დე­ბულ­სა და ერ­თარ­სე­ბით ქე­ბულ­სა, მა­მა­სა და ძე­სა და წმი­და­სა სულ­სა, სრულ­მყო­ფელ­სა ყოვ­ლი­სა კე­თი­ლი­სა­სა, აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!“ (334v).

მი­ნა­წერ(ებ): ასოხ­ვე­უ­ლი ასომ­თავ­რუ­ლით: „უუ­სა­სო­ე­სო წმი­დაო ღვთის­მშო­ბე­ლო, ნუ უგუ­ლე­ბელ­სჰყოფ წი­ნა­სა ნა­წილ­სა შრო­მა­სა ჩემ­სა, უღირ­სი დე­კა­ნო­ზი ალექ­სი“ (224r).

კრიპ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მი­ნა­წე­რი (22r), გახ­სნი­ლი აკ. შა­ნი­ძის მი­ერ: „ღმერ­თო, შენ წარ­მი­მარ­თე. _ გო­ნე­ბათ რჩე­ულ მეჴელოვ­ნე­სა ძე­სა. ვიტ­ყვი უუთ­ქვსა სათ­ქვოდ საწ­ყუ­რად ზე­სა უუც­ნა­ურ­სა ზესთ გო­ნე­ბა­თა მზე­სა, მაგ­რა მა­ცუ­რე­ვად სურ­ვი­სა წი­ნა გთქვე­სა, იო­სებ ვით­ხოვ შე­წევ­ნა­სა ჰრთუ­ლედ­სა.“

„მე­ფის ძის ბაგ­რა­ტი­სა ვარ“ (3r). სხვა­დას­ხვა მი­ნა­წე­რი: 1r, 102r და 197r (სა­ბი­ნი­ნი­სა).

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, აკად. ს. ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი, ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყოფ. მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი (კო­ლექ­ცია H), ტო­მი V, შედ­გე­ნი­ლია და და­სა­ბეჭ­დად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ლუ­კა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მი­ერ, ალ. ბა­რა­მი­ძის რე­დაქ­ცი­ით. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბ., 1949, გვ. 44.[10]

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია,  სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ.: 186-187.

 

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ნუს­ხე­ბი

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბა~ 4 ხელ­ნა­წე­რი­თაა მოღ­წე­­ლი. ესე­ნია:

A-1103 (XI) _ 279v-285r

H-1347 (XI-XII) _ 448v-454r

A-128 (XII-XIII)  _ 434r-441v

A-382 (XV) _ 83r-86v.

  1. A-1103.

გა­და­წე­რის ად­გი­ლი: სა­ვა­რა­უ­დოდ, ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტე­რი.

ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა: A-1103 კრე­ბუ­ლი სა­ბერ­ძნე­თი­დან, ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის ბიბ­ლი­ო­თე­კი­და­ნ, არის შე­მო­სუ­ლი სხვა კრე­ბუ­ლებ­თან ერ­თად (## 1101, 1104, 1105) ილია ფან­ცუ­ლა­ი­ას (`ბან­ძე­ლის~) მი­ერ.[11]

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი. შემ­დგე­ნელს კრე­ბუ­ლის ზო­გად ში­ნა­არ­სად მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს: `გრი­გოლ, ჰრომ­თა პა­პი. დი­ა­ლო­ღო­ნი და სხვ.~

თა­რი­ღი: ხელ­ნა­წე­რი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია XI სა­უ­კუ­ნით. ილია აბუ­ლა­ძის აზ­რით, კრე­ბუ­ლი გა­და­წე­რი­ლი უნ­და იყოს 1011-1019 წლებ­ში.[12]

ხელ­ნა­წე­რის გა­და­წე­რის თა­რი­ღი მო­ცე­მუ­ლია ან­დერ­ძში, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია 286r გვერ­დზე და 1 ფურ­ცლი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ტექ­სტი­დან:

`ხო­ლო და­ი­წე­რა მთაწ­მი­დას, ათო­ნას, მო­ნას­ტერ­სა წ˜თა მა­მა­თა აშე­ნე­ბულ­სა იო­ვა­ნე და ეფთჳმე­სა, სა­ყო­ფელ­სა წ˜ისა დე­დოფ­ლი­სა ჩuენი­სა ღ˜თის­მშო­ბე­ლი­სა.

ბერ­ძუ­ლად და­სა­ბა­მით­გან­ნი წელ­ნი იყუ­ნეს: ხფ.

ინ­დიკ­ტი­ო­ნი:

ჯუ­არ­ცმით­გან: შ˜პ

ქარ­თუ­ლად და­სა­ბა­მით­გან­ნი წელ­ნი: ხ˜ქ.

ქრო­ნი­კო­ნი იყო მე­ცა­მე­ტედ მოქ­ცე­უ­ლი s̃.

აქ მო­ცე­მუ­ლი თა­რი­ღე­ბი რა­ტომ­ღაც ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა. მაგ., ბერ­ძნუ­ლი და­სა­ბა­მით­გა­ნი ხფ ნიშ­ნავს 992 წელს (6500-5508), ქარ­თუ­ლი და­სა­ბა­მით­გა­ნი ხქ _ 996 წელს (6600-5604). ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში მო­დის მხო­ლოდ ჯვარ­ცმი­დან შპ და მე­ცა­მე­ტედ მოქ­ცე­უ­ლი : ორი­ვე გვაძ­ლევს 980 წელს. მე­თორ­მე­ტე ინ­დიქ­ტი­ო­ნი დას­რულ­და 780 წელს, მე­ცა­მე­ტე მოქ­ცე­ვის ნიშ­ნავს 200-ს და მა­თი შეკ­რე­ბით ვი­ღებთ 980-ს (შპ-ს). სა­ერ­თო ამ რიც­ხვებს შო­რის ის არის, რომ ყვე­ლა X ს-ს ეკუთ­ვნის.

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, A-1103.

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 286.

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: ფურ­ცლობ­რი­ვი. I ფ-ს აკ­ლია ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი ვერ­ტი­კა­ლუ­რად ჩა­მოჭ­რი­ლი ნა­წი­ლი; 1-26, 278-286 ფფ. ჭი­ი­სა­გან დაჩ­ვრე­ტი­ლია.

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია მე-15 თხზუ­ლე­ბად: 279v285r.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ეტ­რა­ტი; ყდა მე­ტად სქე­ლი, მა­გა­რი, ხი­სა, ტყა­ვით შე­მო­სი­ლი, ტყა­ვი­სა­ვე შე­საკ­რა­ვე­ბით. ტექ­სტე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და­წე­რი­ლია ღია ყა­ვის­ფე­რი მელ­ნით; სა­თა­უ­რე­ბი სინ­გუ­რით.

ფურ­ცლის ზო­მა: 36X29,2 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: თი­თო­ე­ულ სვეტ­ში 30 სტრი­ქო­ნია.

ნა­წე­რის ზო­მა: 29,5X22 სმ.

სტრი­ქო­ნებს შო­რის მან­ძი­ლი: 1 მმ. (ივა­რა­უ­დე­ბა ზე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ქვე­და წერ­ტილ­სა და ქვე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ზე­და წერ­ტილს შო­რის).

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 2-დან 2.5 სმ-მდე.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: მსხვი­ლი ნუს­ხუ­რი, ორი სხვა­დას­ხვა ხე­ლით: I _ მსხვი­ლი, კუთ­ხო­ვა­ნი ნუს­ხუ­რით _ 1v-118v, 286r-v; II _ X-XI სს. ლა­მა­ზი, გა­მარ­თუ­ლი ნუს­ხუ­რით _ 119v-285v. 2r-ზე, II სვე­ტის ცა­მეტ სტრი­ქონ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლია `ზან­დუ­კი ამის წიგ­ნი­სა~, და­წე­რი­ლი ხსე­ნე­ბუ­ლი ორი ხე­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხე­ლით.

ან­დერძ(ებ): ჩვენს ტექსტს და­ერ­თვის შემ­დე­გი ან­დერ­ძე­ბი:

  1. `ქრის­ტე, წარ­მი­მარ­თე, ქრის­ტე, შე­იწ­ყა­ლე წმი­დაჲ მა­მაჲ ჩუ­ე­ნი ეფთჳმე, თარ­გმა­ნი და თა­ნა­ზი­ა­რი ყო­ველ­თა წმი­და­თა მის­თაჲ.~ 279v, II სვ., სა­თა­უ­რის ტექ­სტში.
  2. `წმი­დაო თ˜ე, მე­ოხ გუ­ე­ყავ წი­ნა­შე უფ­ლი­სა.~
  3. `ლოც­ვა ყავთ ცოდ­ვი­ლი­სა ეფთჳმესთჳს.~ 285v, I სვ.
  4. `ესე სიმ­დაბ­ლი­თა სა[ვ]სე­ნი სიტყ˜ნი თჳთ ეფთჳმეს­ნია. ვი­თა თარ­გმა­ნე­ბულ­სა მათ­სა ნუს­ხა­სა ეწე­რა, ეგ­რეთ­ვე მე, უღირ­სმან არ­სე­ნი, აღ­ვწე­რე.~
  5. `აწ ვინ აღ­მო­ი­კით­ხვი­დეთ წმი­და[სა] ამას წიგ­ნსა, ყო­ველ­ნი აკურ­თხევ­დით უს­ხე­უ­ლო­თა მიმ­სგავ­სე­ბულ­სა მა­მა­სა ჩ˜ნსა ეფთჳმეს, რო­მელ­მან აღავ­სო ყოვ­ლი­თა სუ­ლი­ე­რი­თა კე­თი­ლი­თა ესე წიგ­ნი და ყო­ველ­ნი ქარ­თველ­თა ენა­ნი თარ[გ]მა­ნე­ბი­თა მა­თი­თა.~
  6. `ქრის­ტე! შე­იწ­ყა­ლე და აკურ­თხე ნე­ტა­რი მა­მაჲ ჩ˜ნი ეფთჳმე, კურ­თხე­უ­ლით მშობ­ლით მა­თი­თურთ.~
  7. `ლოც­ვა ყავთ ნე­ტა­რი­სა ბე­რი­სა იო­ვა­ნე გრძე­ლის­ძი­სა და სუ­ლი­ე­რი­სა შვი­ლი­სა მა­თი­სა იო­ვა­ნე ოქ­რო­პი­რი­სათჳს, რო­მელ­ნი ფრი­ად და­შუ­რეს შრო­მა­სა და წე­რა­სა ამის წმი­დის წიგ­ნი­სა­სა.~
  8. `ქრის­ტე! სრულ­ყავ წყა­ლო­ბაჲ შე­ნი ია­კობს და იო­ვა­ნე გა­რერ­ჩელ­სა ზე­და!~ 285v, I სვ.

კრე­ბუ­ლის სხვა ან­დერ­ძე­ბი:

  1. `ვინ აღ­დგო­მილ არს ესო­დენ მარ­გი და ნუ­გე­ში­ნის­მცე­მე­ლი და სი­ქა­დუ­ლი ქარ­თვე­ლო­ბი­საჲ და ყ˜ლთა სწო­რად გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ამით წიგ­ნე­ბი­თა და სხჳთა ყოვ­ლი­თა საქ­მი­თა სუ­ლი­ე­რი­თა და ჴორ­ცი­ე­ლი­თა. და ნა­წი­ლი ამა­თი პირ­ველ­თა წმი­და­თა თა­ნა არს, მო­ღუ­ა­წე­ბი­სა მა­თი­სათჳს.

ეგ­რეთ­ვე საჴსე­ნე­ბე­ლი ჯე­რარს, r̃ საკჳრვე­ლი შრო­მაჲ თავს იდ­ვა წ˜ნ მა­მა­მან ეფთჳმე და ოც­და­ა­თი წიგ­ნი და­თარ­გმა­ნა ბერ­ძუ­ლი­სა­გან ქარ­თუ­ლად. და მერ­მე­ღა მა­თეს თა­ვი სა­ხა­რე­ბაჲ და­თარ­გმა­ნა სა­მად წიგ­ნად. ჭი­რი­თა შევ­მო­სეთ უფ­როჲსი შრო­მაჲ ესე, სულ­კურ­თხე­უ­ლი­სა მა­მი­სა იო­ვა­ნეს ცხო­რე­ბა­სა­ვე და წუ­რი­ლად სხუ­ა­ნი­ცა თარ­გმან­ნეს.

ხო­ლო შემ­დგო­მად ღ˜თშე­მო­სი­ლი­სა მა­მი­სა იო­ვა­ნეს მიც­ვა­ლე­ბი­სა ესე წ˜სა გრი­გოლ პა­პი­საჲ და სხუ­ა­ნი ესე გჳთარ­გმა­ნეს სა­ნატ­რელ­მან მა­მა­მან ეფთჳმე, რ˜ისათჳს მი­ა­გენ ღმერ­თმან დი­დე­ბი­სა­მან ორ­სა­ვე ცხო­რე­ბა­სა ქარ­თველ­თა გა­ნათ­ლე­ბი­სათჳს.~

`ქრის­ტე, შე­იწ­ყა­ლე და აკურ­თხე მა­მაჲ მი­ქა­ელ და მა­მაჲ გ[იორგ]ი.~

1ფ. II სვ. და 2 ფ. I სვ. 1 ფ. I სვ. ჩა­მოჭ­რი­ლია (გვ. 83).

  1. `…[უს­ხე­უ­ლო­თა] მიმ­სგავ­სე­ბუ­ლი­სა მა­მი­სა ეფთჳმი­სა და წ˜დი­სა მა­მი­სა მი­ქა­ე­ლი­სა, მწყა­ლო­ბე­ლი­სა ჩ˜ნი­სა და წ˜დი­სა მა­მი­სა გი­ორ­გი­სა და ყ˜ლთა ცოც­ხალ­თა და შე­სუ­ე­ნე­ბულ­თა მოძ­ღუ­არ­თა, მშო­ბელ­თა და ძმა­თა სუ­ლი­ერ­თა და ჴორ­ცი­ელ­თა ჩ˜ნთათჳს.

აწ ვინ­ცა იკით­ხვი­დეთ და ირ­გებ­დეთ წ˜თა ამათ წიგ­ნთა, სცნობ­დით ძალ­სა ამათ­სა და ნუ დას­ცხრე­ბით ლოც­ვად და კურ­თხე­ვად, შემ­დგო­მად ღ˜თი­სა, ამა წიგ­ნთა ჩ˜ნდა მომ­ცე­მელ­თა და ჩ˜ნ, გლა­ხა­კი­სათჳს არ­სე­ნი მა­მად­მთავ­რი­სა _ უმე­ტე და­შუ­რა _ და ჩემ, გლა­ხა­კი­სა ბე­რი­სა­და ოქ­რო­პი­რი­სათჳს და კე­თი­ლი­სა ძმი­სა ზა­ქა­რიაჲსთჳნ, წ˜ნო ღ˜თი­სა­ნო, ნა­თე­სავ­ნო მო­მა­ვალ­ნო! რა­თა ღმერ­თმან თქ˜ნცა სას­ყი­დე­ლი მო­გა­ნი­ჭოს ჩუ­ე­ნი­სა ლოც­ვი­სა და ჴსე­ნე­ბი­სათჳს.~

ცხრა სტრი­ქო­ნის ჩაგ­დე­ბით:

`ხო­ლო და­ი­წე­რა მთაწ­მი­დას, ათო­ნას, მო­ნას­ტერ­სა წ˜თა მა­მა­თა აშე­ნე­ბულ­სა იო­ვა­ნე და ეფთჳმე­სა, სა­ყო­ფელ­სა წ˜ისა დე­დოფ­ლი­სა ჩუ­ე­ნი­სა ღ˜თის­მშო­ბე­ლი­სა.

ბერ­ძუ­ლად და­სა­ბა­მით­გან­ნი წელ­ნი იყუ­ნეს: ხფ.

ინ­დიკ­ტი­ო­ნი:

ჯუ­არ­ცმით­გან: შ˜პ

ქარ­თუ­ლად და­სა­ბა­მით­გან­ნი წელ­ნი: ხ˜ქ.

ქრო­ნი­კო­ნი იყო მე­ცა­მე­ტედ მოქ­ცე­უ­ლი s̃.

ჯ˜რცმით­გან _ (წაშ­ლი­ლია სინ­გუ­რით და­წე­რი­ლი ასო­ე­ბი).

მე­ფო­ბა­სა ბერ­ძენ­თა ზე­და ვა­სი­ლის­სა და ძმი­სა მა­თი­სა კოს­ტან­ტი­სა ძე­თა კოს­ტან­ტი­ნე­პოვ­ლეს პატ­რი­ა­ქო­ბა­სა.~

ოთ­ხი სტრი­ქო­ნის ჩაგ­დე­ბით:

`ხო­ლო ჩ˜ნ ზე­და მე­უ­ფე­ბა­სა უფ­ლი­სა ჩ˜ნი­სა იე­სუ ქრის­ტეს­სა, რ[ომ­ლი]საჲ არს დი­დე­ბაჲ მა­მი­სა, თა­ნა სუ­ლით წმი­დი­თურთ, აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!~

`ქრის­ტე! კუ­ა­ლად­ცა აკურ­თხე და ადი­დე დი­დი ესე მო­ღუ­ა­წე მა­მაჲ ეფთჳმე და ახა­ლი მა­მად­მთა­ვა­რი სა­ბა კხ˜ლი.~

I ხე­ლით, 286r-v (რო­გორც ჩანს, ეს ან­დერ­ძი იწ­ყე­ბო­და წი­ნა ფურ­ცელ­ზე, რო­მე­ლიც და­კარ­გუ­ლია).

მი­ნა­წერ(ებ): II r-ზე, XIX-XX სს. ათო­ნის მთა­ზე მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ბე­რე­ბის: ვე­ნე­დიკ­ტე ქი­ო­ტიშ­ვი­ლის, გრი­გოლ რა­ტი­ა­ნის, ბე­სა­რი­ონ ქი­ქო­ძის, ქრის­ტე­ფო­რე ახ­ვლე­დი­ა­ნი­სა და თე­ო­დო­სი ერის­თა­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღე­ბი.

II v. ამ­კინ­ძა­ვის მო­ნა­ზო­ნი მა­კა­რი ქარ­თვე­ლის მი­ნა­წე­რი.

3რ. ილა­რი­ონ ბე­რის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი.

4r. ილია ფან­ცუ­ლა­ი­ას მი­ნა­წე­რი (იხ. აგ­რეთ­ვე 148v).

იხ. აგ­რეთ­ვე 17r, 37v, 285v.

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: აბუ­ლა­ძე, ი. (1949). ქარ­თუ­ლი წე­რის ნი­მუ­შე­ბი, პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ალ­ბო­მი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, გვ. 306; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა / ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი (A კო­ლექ­ცია). (1954). კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ერ­თო რე­დაქ­ცი­ით, ტო­მი IV, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, აკად. ს. ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი. შე­ად­გი­ნა ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძემ. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბ., გვ.: 82-83.[13]

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან~, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 127; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ. 213; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2010). შრო­მე­ბი, II, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ტექ­სტო­ლო­გი­უ­რი ნარ­კვე­ვე­ბი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, რედ. ეთერ ბე­რუ­აშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, თბ., გვ. 158.

  1. H-1347.

ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა: კრე­ბუ­ლი H-1347 ჩა­მო­ტა­ნი­ლია და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტრი­დან ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის მი­ერ 1917 წელს.

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი.

თა­რი­ღი: XI-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი.

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, H-1347.

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 527.

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: ფურ­ცლობ­რი­ვი. და­ნომ­რი­ლია მარ­ჯვე­ნა გვერ­დის ზე­და მხა­რე. ასე­ვე გვერ­დე­ბიც, თუმ­ცა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ხელ­ნა­წე­რის კუთ­ხის და­ზი­ა­ნე­ბის გა­მო, გვერ­დე­ბის ნუ­მე­რა­ცია არ იკით­ხე­ბა, ფურ­ცლე­ბის ნუ­მე­რა­ცია კი თით­ქმის ყვე­ლა სა­ჭი­რო ად­გი­ლა­საა. 449-ე ფურ­ცე­ლი 907-ე გვერდს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ყუა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია; 2, 3, 4, 19, 20, 25, 26, 51, 58, 91, 98, 99, 147, 154, 439, 440, 447, 448, 455, 464, 470, 471, 472, 520, 526, 527 ფფ. ამო­ვარ­დნი­ლია. და­ნარ­ჩე­ნე­ბი _ მე­ტად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით 368, 369. რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლია თეთ­რი ქა­ღალ­დის და­წე­ბე­ბით.

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია 57-ე თხზუ­ლე­ბად: 448v-454r.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ბომ­ბი­ცი­ნი; ხის სქე­ლი ყდა, ტყავ­გა­დაკ­რუ­ლი. სა­თა­უ­რე­ბი სინ­გუ­რით.

ფურ­ცლის ზო­მა: 45X32 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: თი­თო­ე­ულ სვეტ­ში 36 სტრი­ქო­ნია.

ნა­წე­რის ზო­მა: 35 სმ. თუ დი­დი ასო პირ­ვე­ლი­ვე სტროფ­შია მოქ­ცე­უ­ლი, მა­შინ _ 36.5X23 სმ.

სტრი­ქო­ნებს შო­რის მან­ძი­ლი: ძი­რი­თა­დად, 1 მმ. (ივა­რა­უ­დე­ბა ზე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ქვე­და წერ­ტილ­სა და ქვე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ზე­და წერ­ტილს შო­რის).

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 1.7 სმ-დან 2 სმ-მდე, ძი­რი­თა­დად, 2 სმ. თუ აბ­ზა­ცს დი­დი ასო იწ­ყებს, მა­შინ სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი 2 მმ.-ია.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: მსხვი­ლი კლა­სი­კუ­რი ნუს­ხუ­რი.

გა­ფორ­მე­ბა: შიგ­ნით არის რამ­დე­ნი­მე გვი­ან­დე­ლი შავ-თეთ­რი ჩა­ნა­ხა­ტი, შე­და­რე­ბით მდა­რე მხატ­ვრუ­ლი სტი­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

გა­დამ­წე­რი: კრე­ბუ­ლის გა­დამ­წე­რი ჩანს ვინ­მე არ­სე­ნი, რო­მე­ლიც ერ­თგან თავს `იყალ­თო­ე­ლად~ იხ­სე­ნი­ებს (72r, 159r).

ან­დერძმი­ნა­წე­რე­ბი (ტექ­სტის ხე­ლით):

`ვაჲ, ქა­ღალ­დო, გაგ­სუ­ა­რე! ეგ­რე­ვე ღჳძლსა მე გარ­დამ­კრვია გჳსტი (?) შენ­ცა იჭირ­ვო­დი~ (67r);

`ეკ­რძა­ლე, მკით­ხვე­ლო! იყალთ[ო]ელ­სა ჰლოც­ვი­დი~ (72r);

`დე­დაო ღ˜ისაო! შე­მიწ­ყა­ლე მე ცოდ­ვი­ლი [ესე]~ (159r);

`წმი­დაო ღ˜ის მშო­ბე­ლო, რო­მე­ლი [და­ბა­დე­ბულ­ხარ] იო­ვა­კიმ და ან­ნაჲსა­გან! მე­ოხ მე­ყავ წი­ნა­შე ძი­სა შე­ნი­სა ფრი­ად ცოდ­ვილ­სა არ­სე­ნის დღე­სა მას სა­ში­ნელ­სა სას­ჯე­ლი­სა­სა~ (159r);

`წმი­დაო პირ­ველ­დი­ა­კო­ნო სტე­ფა­ნე და აწ პირ­ვე­ლო მო­წა­მე­თა შო­რის, მე­ოხ მე­ყავ წი­ნა­შე ღ˜ისა ფრი­ად ცოდ­ვილ­სა არ­სე­ნის~ (203r).

მი­ნა­წერ(ებ): ხელ­ნა­წე­რი გა­მო­ირ­ჩე­ვა უამ­რა­ვი მი­ნა­წე­რე­ით, ალის (სამ­ცხე­ში) მთა­ვარ­მო­წა­მი­სად­მი შე­წი­რუ­ლე­ბის სა­ბუ­თე­ბით და აღა­პე­ბით. მი­ნა­წე­რებ­ში მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლია: ალი, ოპი­ზა, `ვა­ლე ნაოჴარი.~ გვი­ან­დელ მი­ნა­წე­რებ­ში მოხ­სე­ნე­ბულ ზო­გი­ერთ პირ­თა სა­ხე­ლია: ეს­ტა­ტე (7v), ვარ­ძი­გუ­ლა (236v), [სა­სა­ტი] (244v), გი­ორ­გი ჯუ­მა­თე­ლი (დარ­ჩია) (212v, 228 და სხვ.), ელია (30r).

`თარ­გმნი­ლი ეფ­რე­მი­სი~ (203v. ტექ­სტის I სტრი­ქო­ნე­ბის გას­წვრივ, მარ­ცხე­ნა არ­ში­ა­ზე);

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა / სა­ქარ­თვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყოფ. მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი (H კო­ლექ­ცია). კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ერ­თო რე­დაქ­ცი­ით. ტო­მი III. შედ­გე­ნი­ლია და და­სა­ბეჭ­დად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქრის­ტი­ნე  შა­რა­ში­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და რე­დაქ­ცი­ით. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბ., 1948, გვ. 293.[14]

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 127; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ. 213.

  • A-128.

ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა: A ფონ­დი შე­ი­ცავს თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცი­ას.

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი.

თა­რი­ღი: XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი. კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე ხელ­ნა­წერს XIII-XIV სა­უ­კუ­ნის ნუს­ხად მი­იჩ­ნევს.[15]

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, A-128.

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 475.

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: ფურ­ცლობ­რი­ვი. და­ნომ­რი­ლია ფურ­ცლის ზე­და მარ­ჯვე­ნა მხა­რე. ნომ­რე­ბი ახ­ლავს გვერ­დებ­საც. გვერ­დე­ბის და­ნომ­ვრა ხელ­ნა­წე­რის სტრი­ქო­ნებს ზე­მოთ არის მო­თავ­სე­ბუ­ლი. 434-ე ფურ­ცელს (სა­ი­და­ნაც ჩვე­ნი ტექ­სტი იწ­ყე­ბა) 873-ე გვერ­დი შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

გარ­და ამი­სა, და­ნომ­რი­ლი ფურ­ცლე­ბის ზე­მოთ ხელ­ნა­წერს კი­დევ აქვს ნომ­რე­ბი, თუმ­ცა გა­და­ხა­ზუ­ლი. ზოგ­ჯერ ერ­თი და იგი­ვე ნო­მე­რი ორ­ჯერ წე­რია და ორ­ჯერ­ვე გა­და­ხა­ზუ­ლია. სხვა­ო­ბა 10 ციფ­რშია. მაგ., 434 გვერ­დის თავ­ზე 444-ე ფურ­ცე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი და გა­და­ხა­ზუ­ლი.

ხელ­ნა­წერს ზო­გი­ერთ გვერ­დ­ზე აქვს ავ­თენ­ტუ­რი ნუ­მე­რა­ცია ასო­თა შე­სა­ბა­მი­სი ციფ­რე­ბით, რო­მელ­საც ყველ მერ­ვე ფურ­ცელ­ზე ერ­თი რიც­ხვი ემა­ტე­ბა. `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბა~ ასე­თი სა­ხის ნზ ფურ­ცლი­დან იწ­ყე­ბა.

ხელ­ნა­წე­რი თავ-ბო­ლო ნაკ­ლუ­ლია.

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია 28-ე თხზუ­ლე­ბად: 434r-441v.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ქა­ღალ­დი; რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი; ლი­დე­რინ­გა­დაკ­რუ­ლი მუ­ყა­ოს ყდა. და­წე­რი­ლია შა­ვი მელ­ნით; სა­თა­უ­რე­ბი სინ­გუ­რით.

ფურ­ცლის ზო­მა: 32,5X24 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: თი­თო­ე­ულ სვეტ­ში 32 სტრი­ქო­ნია.

ნა­წე­რის ზო­მა: 23.8X15,5 სმ.

სტრი­ქო­ნებს შო­რის მან­ძი­ლი: უკი­დუ­რე­სი წერ­ტი­ლის მი­ხედ­ვით, მან­ძი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ერ­თოდ არ არის. თუ უშუ­ა­ლოდ ერ­თად ხვდე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ბა­ლი და უკი­დუ­რე­სად მა­ღა­ლი ასო­ე­ბი, მა­შინ 0.5. 1 მმ ან 2 მმ.-ია. ზოგ­ჯერ აქაც არ რჩე­ბა მან­ძი­ლი.

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 1.3 მმ-დან 2 მმ-დე. ძი­რი­თა­დად _ 1.5 მმ.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: ნუს­ხუ­რი.

შემ­კაზ­მვე­ლი: გულ­ქან დი­ა­სა­მი­ძე (174r, 420v).

მი­ნა­წერ(ებ): ყვე­ლა ტექ­სტთან, სა­თა­უ­რის გას­წვრივ, მი­წე­რი­ლია იამ­ბი­კო­ე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც არ იკით­ხე­ბა. თე­დო ჟორ­და­ნი­ას მი­აჩ­ნდა, რომ იამ­ბი­კო­ებს ჰქონ­დათ სა­ნო­ტო ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს თით­ქოს აღარ ჩანს.

XVII ს-ის მხედ­რუ­ლით: `წ. ამის­სა შემ­კაზ­მავ­სა დი­ა­სა­მი­ძი­სა ასულ­სა გულ­ქანს ცოდ­ვა­ნი მის­ნი შე­უნ­დვენ ღმერ­თმან. და მის­ნი შვილ­ნი ად­ღეგ­რძე­ლენ, წმი­დაო ნი­ნო მო­ცი­ქუ­ლო~ (174r). ეს წარ­წე­რა მცი­რე­ო­დე­ნი სხვა­ო­ბით მე­ორ­დე­ბა  420v-ზე.

`სულ­სა ში­ო­სა შე­უნ­დოს ღმერ­თმან, ამინ, უფა­ლო~ (428r) (XVII-XVIII ს. მხედ­რუ­ლით).

`პარ­თე­ნო­სი. პავ­ლე~ (429v) (XVIII ს. მხედ­რუ­ლით) და სხვ.

ჩვე­ნი ტექ­სტის ბო­ლო გვერ­დზე, ქვე­და არ­ში­ა­ზე, შა­ვი მელ­ნით XVII ს-ის მხედ­რუ­ლით წე­რია: `ქ. მკერ­ვალ­სა თეთ­რი­სა კა­ბი­სა­თი­ი­ნა ორი თა­ნაგ­თი. ქა­ნა­და­ქი­სა­ი­ი­ნა სა­მი თა­ნა­გა, ნა­ქა­სო­ვი­სა­თი­ნა ოთ­ხი თა­ნა­გაი. ფე­ი­ქარ­სა ლიტ­რი­სა­თათ­ვის ერ­თი თა­ნა­გა~ (ახა­ლი პა­გი­ნა­ცი­ით, 441v (ძვე­ლი 450v). მი­ნა­წე­რე­ბია აგ­რეთ­ვე ჩვე­ნი ტექ­სტის პირ­ველ 5 გვერ­დზე. ჭირს ამ მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი მხედ­რუ­ლი მი­ნა­წე­რე­ბის სრუ­ლი ამო­კით­ხვა. რაც იკით­ხე­ბა, აჩ­ვე­ნებს, რომ მი­ნა­წე­რე­ბი უნ­და იყოს სამ­კურ­ნა­ლო რჩე­ვე­ბი `კა­რა­ბა­დი­ნი­დან.~

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის (A) კო­ლექ­ცი­ი­სა, ტო­მი I2. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი. შე­ად­გი­ნეს და და­სა­ბეჭ­დად მო­ამ­ზა­დეს: თ. ბრე­გა­ძემ, ც. კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა, თ. მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა, მ. ქავ­თა­რი­ამ, ლ. ქუ­თა­თე­ლა­ძემ და ც. ჯღა­მა­ი­ამ ელ. მეტ­რე­ვე­ლის რე­დაქ­ცი­ით. გა­მომ­ცემ­ლო­ბა `მეც­ნი­ე­რე­ბა~, 1976, თბ., გვ.: 128-130.[16] კრე­ბუ­ლი A-128 აღ­წე­რი­ლია მი­ხე­ილ ქავ­თა­რი­ას მი­ერ.

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 127; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ. 213.

  1. A-382.

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი.

თა­რი­ღი: XV სა­უ­კუ­ნე.

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: A-382.

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 382.

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: აქვს გვი­ან­დე­ლი რვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­რიც­ხვა ასომ­თავ­რუ­ლით და არა­ბუ­ლი ციფ­რე­ბით. ეს აღ­რიც­ხვე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა. ზოგ­ჯერ ფურ­ცელ­თა რი­გი არე­უ­ლია. აქვს ყდის სა­ცა­ვი ფურ­ცე­ლი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა დრო­ის, ახა­ლი რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი. ნაკ­ლუ­ლი. ჩა­მო­ხე­უ­ლი აქვს მარ­ჯვე­ნა სვე­ტე­ბი ფ.ფ. 51 და 52-ს. ფ.ფ. 242, 307, 368 გაბ­მი­თაა და­წე­რი­ლი. და­უ­წე­რე­ლია 97v-98r, 308r, 309r-v, 373v. ფ. 382 ეკუთ­ვნის სხვა ხელ­ნა­წერს. ყო­ველ თხზუ­ლე­ბას­თან დას­მუ­ლია რი­გი­თი ნო­მე­რი ძვე­ლი და ახა­ლი, XVIII ს-ში ხელ­მე­ო­რედ გა­კე­თე­ბუ­ლი. ძვე­ლი იწ­ყე­ბა ლზ რიც­ხვით, ახა­ლი ბ-თი. ძვე­ლი რი­გი­თი ნო­მე­რი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ეს კრე­ბუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბაა რო­მე­ლი­ღაც კრე­ბუ­ლი­სა და იგი წარ­მო­ად­გენს დი­დი კრე­ბუ­ლის მე­ო­რე ნა­წილს. ხელ­ნა­წე­რი დაშ­ლი­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა. იგი შე­უ­კინ­ძავთ და შე­უვ­სი­ათ XVIII ს-ში. რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს ზე­მო კი­დე­ებ­ზე გა­უ­კე­თე­ბი­ათ ქუ­დე­ბი. აქვს ჭვირ­ნი­შა­ნი.

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია 23-ე თხზუ­ლე­ბად: 83r-86v.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ქა­ღალ­დი; გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი; ყა­ვის­ფე­რი ლე­დე­რინ­გა­დაკ­რუ­ლი მუ­ყა­ოს ყდა, ახა­ლი შე­კინ­ძუ­ლი. სა­თა­უ­რე­ბი და და­საწ­ყი­სე­ბი სინ­გუ­რით.

ფურ­ცლის ზო­მა: 38,5X27 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: თი­თო­ე­ულ სვეტ­ში 46 სტრი­ქო­ნია.

ნა­წე­რის ზო­მა: 32.5X19 სმ.

სტრი­ქო­ნებს შო­რის მან­ძი­ლი: 2 მმ.

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 0.9-დან 1.2 მმ-მდე.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: ნუს­ხუ­რი. კრე­ბუ­ლის ბო­ლო თხზუ­ლე­ბა _ `დი­მიტ­რის ცხოვ­რე­ბა და წა­მე­ბა~ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი (XVI-XVII სს.) ხე­ლი­თაა და­წე­რი­ლი. იგი უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით უნ­და იყოს შე­ტა­ნი­ლი ამ კრე­ბულ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით (XVII ს-ში) არის შედ­გე­ნი­ლი ამ წიგ­ნზე დარ­თუ­ლი ზან­დუ­კიც (380r-381r), რო­მე­ლიც და­წე­რი­ლია მხედ­რუ­ლით.

გა­ფორ­მე­ბა: 178v-ს კი­დე­ზე შა­ვი ფან­ქრით და­ხა­ტუ­ლია სა­სუ­ლი­ე­რო ტან­საც­მელ­ში ჩაც­მუ­ლი კა­ცი, რო­მელ­საც ქვე­ვით მხედ­რუ­ლად მი­წე­რი­ლი აქვს `ბაგ­რატ~ (ბაგ­რატ ტავ­რო­მე­ნე­ლი). ნა­ხა­ტიც და წარ­წე­რაც გვი­ან­დე­ლია. ასე­ვე, 307v-ზე შა­ვი ფან­ქრით და­ხა­ტულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას აწე­რია `იო­ა­ნე მოწ­ყა­ლე.~ წარ­წე­რა XIX ს. ხე­ლი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

გა­დამ­წერ(ებ): `ეპი­ფა­ნე~ (54r, 138v, 141v), `იე­რე­მია~ (67v, 100v, 107v, 108v), `რუ­თი~ (138r), `დი­მიტ­რი~ (310r).

ან­დერძ(ებ):

  1. `ეს ოთ­ხი სა­კით­ხა­ვი ვერ შე­ვიტ­ყევ, რო­მელ­სა თუჱსა ში­ნა იყო: სა­კით­ხა­ვი ქალ­წუ­ლი­სა კა­ნო­ნი­კე­სი, რო­მე­ლი იყო ასუ­ლი მთავ­რი­სა ერ­თი­სა კოს­ტან­ტი­ნე­პო­ლე­ლი­სა და იქ­მნა მძო­ვარ და, ამას­თა­ნა­ვე, და­ნი­ელ პატ­რი­კი­სა, რო­მელ­მან გარ­და­იც­ვა­ლა სა­ხე­ლი სა­ჭუ­რი­სად, სა­კით­ხა­ვი ბ, თა­ვი ივ. `ცხოვ­რე­ბაჲ წმი­დი­სა ნი­სი­მე­სი~ და, ამას­თა­ნა­ვე, მოთ­ხრო­ბაჲ `მა­მა­თაჲ სა­კით­ხა­ვი ბ, თა­ვი კბ.~ (ერ­თვის სა­ძი­ე­ბელს);
  2. `ღმერ­თო, შე­იწ­ყა­ლე სუ­ლი ეპი­ფა­ნე­სი~ (სა­თა­ურ­ში სინ­გუ­რით, 54r);
  3. `ღმერ­თო, შე­იწ­ყა­ლე იე­რე­მია, აც­ხოვ­ნე სუ­ლი­თა, ამინ~ (67r);
  4. ღმერ­თო, შე­იწ­ყა­ლე ფრი­ად ცოდ­ვი­ლი იე­რე­მია და აც­ხოვ­ნე წმი­დაო ნი­სი­მე~ (100v);
  5. `ღმერ­თო, შე­იწ­ყა­ლე ცოდ­ვი­ლი იე­რე­მია, ჯუ­ა­რო პა­ტი­ო­სა­ნო~ (107v);
  6. `ღმერ­თო, შე­იწ­ყა­ლე ცოდ­ვი­ლი იე­რე­მია~ (108v);
  7. `რუ­თის მო­ნა­ზონ­სა და მის­თა მშო­ბელ­თა შე­უნ­დნეს ღმერ­თმან ამინ~ (138v);
  8. (სინ­გუ­რით სა­თა­ურ­თან): `… ეპი­ფა­ნე~ (138v);
  9. `ჯუ­ა­რო პა­ტი­ო­სა­ნო, შე­იწ­ყა­ლე ეპი­ფა­ნე~ (141v);
  10. `ღმერ­თო უფა­ლო, შე­იწ­ყა­ლე…~ (ჩა­მო­ხე­უ­ლია) (283v);
  11. `დი­მიტ­რის შე­უნ­დნეს ღმერ­თმან, ამინ!~ (310r).

მი­ნა­წერ(ებ):

  1. `[წმი­და მო]წა­მევ გი­ორ­გი, შე­იწ­ყა­ლე ცოდ­ვი­ლი მღდელ-მო­ნა­ზო­ნი, უღირ­სი რო­მა­ნოზ~ (5v);
  2. `ქ. წმინ­დის გი­ორ­გის ალა­ვერ­დი­სა ვარ~ (16r);
  3. `რვა ფურ­ცე­ლი~ (44v);
  4. (XVIII ს. ნუს­ხუ­რით): `ივ­ლის­სა ივ სხუ­ა­გან სწე­რია~ (54r);
  5. `ქ. ი მა­თერ ბო­ღო ნა­შე­ღო~ (56r);
  6. `… ბა­ტონ­სა და ბა­ტო­ნო­ბი­სა დი­დად შე­სა­ფერ­სა მაწ­ყვე­რელ მთ[ავარ] ეპის­კო­პოზ­სა წი­ნა­შე მრა­ვა­ლი და აუ­რაც­ხე­ლი აწ… ყოფ­ნა და წმი­და­თა და ნათ­ლით შე­მო­სილ­თა ჴელ­სა მო­ნა…~ (57r);
  7. `წმინ­დაო მა­რი­ნავ, მე­ოხ მე­ყავ ან­ნას, წელ­თა ჩყლბ დე­კენ­ბერ­სა დ გან­ვა­თა­ვე მე­ტაფ­რა­სი ესე ორ­ჯელ ამ რიც­ხვში~ (58v);
  8. `ქ. სა­ხი­ე­რო, კაც­თმოყ­ვა­რეო ქრი­სტე ღმერ­თო… რა­ნიც წმინ­და­ნი მა­მა­ნი ანუ დე­და­ნი ამა მე­ტაფ­რა­სა ში­ნა სწე­რია… წე­რილ­ნი ანუ…~ (59v);
  9. `ქ. იე­სო ქრის­ტეო, წმინ­დაო ათა­ნა­სი, სევ­და ცოდ­ვი­ლი მე გან­მი­ქარ­ვე შე­ნის სა­ხა­რე­ბის..~ (61r);
  10. `ქ. წმინ­დაო ონი­ფან­ტე, გა­ა­ხა­რე ჩე­მი გუ­ლი, ნუ გამჴდი მტე­რათ~ (64r);
  11. (XVI-XVII სს. მხედ­რუ­ლით): `ქ. უფა­ლო იე­სო ქრის­ტეო, წმინ­დაო, ჴორ­ცი­ელ­თა ან­გე­ლო­ზო, გვირ­გვი­ნო­სა­ნო, გან­ბრწყინ­ვე­ბუ­ლო წმინ­დაო [ქ]რის­ტი­ნე შე­ნის იე­სოს ქრის­ტეს სიყ­ვა­რუ­ლი­სათ[ვის] გა­უ­მარ­ჯვე მე­ფე თე­ი­მუ­რაზს… დე­დო­ფალ…~ (67v);
  12. `ქ. ვი[ნ]ცა ჴელთ იყუ­ნენ პა­ტი­ო­სა­ნი წიგ­ნი ესე, ამისთჳს ნუ მწყევთ შემ­ვედ­რე­ბულ…~ (68r);
  13. (ნუს­ხუ­რით): `წმი­დაო ზა­ქა­რია, აც­ხოვ­ნე დო­მენ­ტი~ (91r);
  14. `წმი­დაო ეგ­ნა­ტე წა­მე­ბუ­ლო, მე­ოხ მე­ყავნ ცოდ­ვილ­სა ან­ნას~ (108r);
  15. (ნუს­ხუ­რით): `წმი­დაო ღვთის­მშო­ბე­ლო, შე­უნ­დვენ, უწი­ნამ­ძღუ­ა­რე ცოდ­ვილს მღდელ­მო­ნა­ზონს დო­მენ­ტის~ (238r);
  16. (ნუს­ხუ­რით): `ღმერ­თო, ნუ წ[აა]ჴდენ მო­ნას, შენს მზისთ[ა]ნ[ა]დ[ა]რს, ამინ! უფა­ლო, ორივ ცხოვ­რე­ბა და­უმ­კვიდ­რე. ღმერ­თო, შა­მინ­დევ ჩე­მი ბრნწო­და­რი (!) ქმა­რი­თა, ძმე­ბით და მაზ­ლე­ბით. გა­მა­ხა­რე მოწ­ყა­ლევ ღმერ­თო~ (368v);
  17. `შემ­დე­გი წიგ­ნი­სა ამი­სა არა ეკუთ­ნის წიგ­ნსა ამას, არა­მედ არს სხვი­სა, რომ­ლი­სა­მე წიგ­ნი­სა და­ნაშ­თე­ნი, მა­რად ფრი­ად ცუ­დად არე­უ­ლი და გარ­ყვნი­ლი. დი­მიტ­რი ფურ­ცე­ლა­ძე, 1855 года, Августа 9~ (331v), და სხვ.

1რ-ზე მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­კით­ხა­ვე­ბის სათ­ვეო სა­ძი­ე­ბე­ლი.

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის (A) კო­ლექ­ცი­ი­სა, ტო­მი I4. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი. შე­ად­გი­ნეს და და­სა­ბეჭ­დად მო­ამ­ზა­დეს: თ. ბრე­გა­ძემ, მ. ქავ­თა­რი­ამ, ლ. ქუ­თა­თე­ლა­ძემ ელ. მეტ­რე­ვე­ლის რე­დაქ­ცი­ით. გა­მომ­ცემ­ლო­ბა `მეც­ნი­ე­რე­ბა~, თბ., 1985.[17] კრე­ბუ­ლი A-382 აღ­წე­რი­ლია თ. ბრე­გა­ძის მი­ერ.

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 127;  გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ. 213; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2010). შრო­მე­ბი, II, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ტექ­სტო­ლო­გი­უ­რი ნარ­კვე­ვე­ბი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, რედ. ეთერ ბე­რუ­აშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, თბ., გვ. 158; კე­კე­ლი­ძე, კ. (1947). ბი­ზან­ტი­უ­რი მე­ტაფ­რას­ტი­კა და ქარ­თუ­ლი აგი­ოგ­რა­ფია (თსუ შრო­მე­ბი, ტ. 30ბ-31ბ), გვ. 35; ქავ­თა­რია, მ. (1966). თე­ო­დო­რე სტრა­ტი­ლა­ტის წა­მე­ბის რე­დაქ­ცი­ე­ბი (შო­თა რუს­თა­ვე­ლი, ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტის სა­ი­უ­ბი­ლეო კრე­ბუ­ლი, გვ. 199; პა­ტა­რი­ძე, რ. (1969). ‘The lune’ (პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, II, გვ. 71).

 

`ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­­ლის წა­მე­ბის~ ხელნაწერი

კი­მე­ნუ­რი რე­დაქ­ცი­ის ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლი­სე­უ­ლი თარ­გმა­ნის ტექ­სტი შე­მო­ნა­ხუ­ლია ერ­თა­დერთ ხელ­ნა­წერ კრე­ბულ­ში _ Jer-2.

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი.

თა­რი­ღი: XI სა­უ­კუ­ნე (1000-1099).

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წე­რი: იე­რუ­სა­ლი­მის ბერ­ძნუ­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს ბიბ­ლი­ო­თე­კა, Gეორგიან-2; მიკ­რო­ფი­რი: კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, Jer-2.

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 269 (მიკ­რო­ფი­რის თავ­ფურ­ცლის მი­ხედ­ვით) (ბლე­ი­კის აღ­წე­რი­ლო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია 268 ფურ­ცე­ლი).[18]

ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: ხელ­ნა­წე­რის ორ გვერ­დზე (29v-30r) მე­ლა­ნი გა­და­სუ­ლია და ტექ­სტი რთუ­ლად ირ­ჩე­ვა. ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი მთლი­ა­ნად წაშ­ლი­ლია.

`ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია მე-4 თხზუ­ლე­ბად: 23r-30r (ბლე­ი­კის აღ­წე­რი­ლო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია 22v-30r).

სა­წე­რი მა­სა­ლა: თხე­ლი პერ­გა­მენ­ტი.

ფურ­ცლის ზო­მა: 39,5X27,2 სმ. (ბლე­ი­კის მი­ხედ­ვით, 39,8X27).

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: 34.

ნა­წე­რის ზო­მა: 29,8X18,5 სმ.

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 1 სვე­ტად.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: ნუს­ხუ­რი.

გა­დამ­წე­რი: `მწე­რა­ლი ნი­კო­ლოზ~ (81v).

მი­ნა­წე­რე­ბი: `ღმერ­თო, შე­მიწ­ყა­ლე ბე­სა­რი­ონ, ამინ!~ (მხედ­რუ­ლი, 17r); `წმი­დაო ღმერ­თო და ჯუ­ა­რო ქრის­ტე­სო, შე­იწ­ყა­ლე ცო­ლი რუ­თი და მელ­ქი­ზე­დეკ და მის­ნი შვილ­ნი უცოც­ხლენ~ (27v); `ეგ­რეთ­ვე ღლჳკე­რი და თე­ო­ფი­ლე მად­ლი­თა მი­სი­თა მო­წა­მე­თა შე­ერ­თნეს;~ `ღმერ­თო მოწ­ყა­ლეო, შე­ნის მწყა­ლო­ბის მად­ლსა, და­მიჴსენ სა­უ­კუ­ნო­სა სას­ჯე­ლი­სა­გან მე მო­ნა, ბე­რი, ცოდ­ვი­ლი, მე მო­ნა­ზო­ნი ესა­ია, ამინ!~ (47v); `ვინ იკად­რეთ ამი­სი აღ­მოჴევა, სჯუ­ლი­სა გარ­დამ­ხდარ ხართ წე­სი­ერ­სა, მრო­ველ­ყო­ფი­ლი იო­ნა შე­იწ­ყა­ლეთ და შენ­დო­ბა ინე­ბეთ ნე­ბი­სა­ებრ თქუ­ე­ნი­სა~ (68v).

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბა: Blake, R. (1922-1923). Catalogue des manuscrits géorgiens de la Bibliotèque patriarcale grecque à Jerusalme, O. C. #304, pp.: 13-18.

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 120; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ.: 137-138; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2010). შრო­მე­ბი, II, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ტექ­სტო­ლო­გი­უ­რი ნარ­კვე­ვე­ბი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, რედ. ეთერ ბე­რუ­აშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, თბ., გვ. 175.

 

კომენტარები

 

`ევსტათის ცხოვრება და წამება~

გვ.: 25, 1-3. `ცხო­რე­ბაჲ და წა­მე­ბაჲ  წმი­და­თა მო­წა­მე­თა _ ევ­სტა­თი­სი და მე­უღ­ლი­სა მი­სი­სა თე­­პის­ტი­სი და შვილ­თა მათ­თა _ აღა­პი­სი და თე­­პის­ტე­სი. კი­რი­­ლე­­სონ!~ _ ევ­სტა­თი _ I-II სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მოღ­ვა­წე, მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 118 წელს რო­მა­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის, ად­რი­ა­ნეს, ბრძა­ნე­ბით.

გვ.: 25, 4-7. `არს კაც­თა თა­ნა წი­ნამ­დე­ბა­რე ბუ­ნე­ბი­თი­ცა სწავ­ლაჲ გა­მო­სარ­ჩე­ვე­ლად კე­თი­ლი­სა და ქმნად სათ­ნო­­ბა­თა, რო­მე­ლი ას­წავ­ლის კაც­სა, რაჲთა, რაჲიგი თჳთ ენე­ბოს სხჳსა­გან, იგი სხუ­­სა უყოფ­დეს ეგ­რეთ­ვე~ _ ჰა­გი­ოგ­რა­ფის მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი `ბუ­ნე­ბი­თი­ცა სწავ­ლაჲ~ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის მოძ­ღვრე­ბას ეფუძ­ნე­ბა `ბუ­ნე­ბი­თი რჯუ­ლის~ შე­სა­ხებ. შდრ.: `რა­მე­თუ არა მსმე­ნელ­ნი შჯუ­ლი­სა­ნი მარ­თალ წი­ნა­შე ღმრთი­სა, არა­მედ მოქ­მედ­ნი შჯუ­ლი­სა­ნი გან­მარ­თლდე­ბი­ან, რა­მე­თუ წარ­მარ­თთა, რო­მელ­თა შჯუ­ლი არა აქუნ და ბუ­ნე­ბით­სა მას შჯულ­სა ჰყოფ­დეს, ამათ, რა­მე­თუ შჯუ­ლი არა აქუს, თა­ვი­სა თჳსი­სათჳს შჯულ არი­ან, რო­მელ­ნი გა­მო­ა­ჩი­ნე­ბენ საქ­მე­სა შჯუ­ლი­სა­სა, და­წე­რილ­სა გულ­თა ში­ნა მათ­თა თა­ნა­მო­წა­მე­ბი­თა მათ­და სჳნი­დი­სი­სა მა­თი­საჲთა~ (რომ. 2. 13-15). ამ­დე­ნად, ბუ­ნე­ბი­თი სჯუ­ლი (`ბუ­ნე­ბი­თი სწავ­ლაჲ~), მო­ცი­ქუ­ლის მი­თი­თე­ბით, სინ­დი­სია, რომ­ლის მი­მართ გუ­ლის­ხმი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძ­ღვრე­ბის თა­ნახ­მად, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას შე­ა­მეც­ნე­ბი­ნებს ადა­მი­ანს. ხო­ლო ჰა­გი­ოგ­რა­ფის სიტ­ყვე­ბი: `რაჲიგი თჳთ ენე­ბოს სხჳსა­გან, იგი სხუ­­სა უყოფ­დეს ეგ­რეთ­ვე~, იე­სო ქრის­ტეს მი­ერ მთა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი ქა­და­გე­ბი­სას სა­ხა­რე­ბის ოქ­როს წე­სის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი მოძ­ღვრე­ბის პე­რიფ­რა­ზია. შდრ.: `ყო­ვე­ლი, რო­მე­ლი გინ­დეს თქუ­ენ, რა­ი­თა გი­ყონ კაც­თა, ეგ­რეთ­ცა თქუ­ენ ჰყავთ მათ­და მი­მართ~ (მათ. 7. 12).

გვ.: 25, 15-17. `ბუ­ნე­ბი­თი­სათჳს ვი­ნე­ბე მრა­ვალ­თა პირ­ველ აღ­წე­რილ­თა­გან ამი­სი­ცა აღ­წე­რაჲ, რო­მელ­საესე ჴელ­ვყავ~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ავ­ტორ­მა სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მი ისეთ პი­როვ­ნე­ბას მი­უძ­ღვნა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად წარ­მარ­თი იყო და, პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის კვა­ლო­ბა­ზე, ბუ­ნე­ბი­თი შჯუ­ლით (ე. ი. სინ­დი­სით) ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სწო­რედ ამ შჯულს მი­დევ­ნე­ბულ ევ­სტა­თის გა­ნეც­ხა­და იე­სო ქრის­ტე.

გვ.: 26, 6. `დღე­თა მათ ტრა­­­ნე მე­ფი­სა­თა~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა ტრა­ი­ა­ნე (53-117 წწ.), რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 98-117 წლებ­ში.

გვ.:  26, 7-8. `და­ად­გი­ნა მე­ფე­მან სტრა­ტი­ლა­ტი ვინ­მე, სა­ხე­ლით პლა­კი­და~ _ სტრა­ტი­ლა­ტი ბერ­ძნუ­ლი სიტ­ყვაა და ქარ­თუ­ლად ითარ­გმნე­ბა, რო­გორც `მხე­დარ­თმთა­ვა­რი.~

გვ.: 26, 16-17. `და იყო ახა­ლი კორ­ნი­ლიე მათ ჟამ­თა ში­ნა~ _ სა­უ­ბა­რია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძ­ღვრე­ბის გულ­მოდ­გი­ნედ შემ­წყნა­რე­ბელ რო­მა­ელ კორ­ნი­ლი­ოს ასის­თავ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხებ ვრცე­ლი თხრო­ბა გვხვდე­ბა `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ წიგ­ნში (იხ. საქ. მო­ციქ. 10. 1-45).

გვ.: 27, 3-5. `ყო­ველ­თა წარ­მარ­თთა შო­რის, რო­მელ­სა ეში­ნო­დის მი­სა და იქ­მო­დის სი­მარ­თლე­სა, შეწ­ყნა­რე­ბულ არს მის მი­ერ~ _ ტექ­სტში მი­თი­თე­ბის გა­რე­შე და­მოწ­მე­ბუ­ლი სიტ­ყვე­ბი ცი­ტი­რე­ბუ­ლია ახა­ლი აღ­თქმის ერთ-ერ­თი წიგ­ნი­დან _ `საქ­მე მო­ცი­ქულ­თა~ (საქ. მო­ციქ. 10. 35).

გვ.: 27, 24-25. `არა ვი­თარ­ცა კორ­ნი­ლიე პეტ­რეს მი­ერ, არა­მედ ვი­თარ­ცა პავ­ლე თჳსი­თა გა­მო­ჩი­ნე­ბი­თა~ _ აქ ნახ­სე­ნე­ბი პეტ­რე იე­სო ქრის­ტეს თორ­მეტ მო­ცი­ქულ­თა­გან ერთ-ერ­თია, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით `მო­ცი­ქულ­თა თა­ვი~ ეწო­და. კორ­ნი­ლი­ო­სის მოქ­ცე­ვა სწო­რედ პეტ­რეს სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა და ვრცლად არის აღ­წე­რი­ლი `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ წიგ­ნში (იხ. საქ. მო­ციქ. 10. 1.45). რაც შე­ე­ხე­ბა პავ­ლეს, ის არ აღი­რიც­ხე­ბა იე­სო ქრის­ტეს თორ­მეტ მო­წა­ფე­ში, თუმ­ცა და­მას­კო­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ნა­ნა­ხი გა­მოც­ხა­დე­ბის შემ­დეგ ისიც მო­ცი­ქუ­ლად იქ­ნა გა­მორ­ჩე­უ­ლი (იხ. 9. 1-19). სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის თა­ნახ­მად, სწო­რედ პეტ­რე­სა და პავ­ლეს გა­ნე­კუთ­ვნათ სა­ხელ­წო­დე­ბა _ `თავ­ნი მო­ცი­ქულ­თა­ნი.~

გვ.: 28, 1-3. `უჩუ­­ნა მას ღმერ­თმან სას­წა­­ლი არა­შე­უმ­სგავ­სე­ბე­ლი ძა­ლი­სა მი­სი­სა, არა­მედ, ვი­თარ­ცა ბა­ლა­მის ზე მის­ცა ვირ­სა სიტ­ყუაჲ და ამ­ხი­ლა მას~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა  ბა­ლა­ა­მი _ ერთ-ერ­თი ბიბ­ლი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტი­დან ებ­რა­ელ­თა გა­მოს­ვლის ეპო­ქა­ში შუ­ამ­დი­ნა­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და (იხ. რიცხ. 22). წმინ­და წე­რი­ლის თა­ნახ­მად, ღვთის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ებ­რა­ე­ლი ერის და­საწ­ყევ­ლად მი­მა­ვა­ლი ბა­ლა­ა­მი ადა­მი­ა­ნუ­რი ენით ამეტ­ყვე­ლე­ბულ­მა სა­კუ­თარ­მა სა­ხე­დარ­მა ამ­ხი­ლა (შდრ. რიცხ. 22. 21-30). წი­ნამ­დე­ბა­რე უწ­ყე­ბა­ში პა­რა­ლე­ლია გავ­ლე­ბუ­ლი ხსე­ნე­ბულ ბიბ­ლი­ურ ის­ტო­რი­ა­სა და ევ­სტა­თის თავს გა­დამ­ხდარ მოვ­ლე­ნას შო­რის, რად­გან, ჰა­გი­ოგ­რა­ფის თა­ნახ­მად, მსგა­ვ­სად ბა­ლა­ა­მის შემ­თხვე­ვი­სა, იე­სო ქრის­ტე ადა­მი­ა­ნის ენით მო­სა­უბ­რე ირ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თავს ევ­სტა­თის (შდრ. `და უწოდ­და მას და ეტ­ყო­და ირე­მი­სა მის მი­ერ~).

გვ.: 28, 4-7. `უჩუ­­ნა  რქა­თა ზე­და მის ირ­მი­სა­თა სახჱ პა­ტი­ოს­ნი­სა ჯუ­­რი­საჲ, უბ­რწყინ­ვა­ლე­სი ნა­თელ­სა მზი­სა­სა და შო­რის რქა­თა მის­თა ხა­ტი პა­ტი­ოს­ნი­სა გუ­­მი­სა მი­სი­საჲ, რო­მე­ლი ჩუ­­ნი­სა ცხო­რე­ბი­სათჳს შე­­მო­სა~ _ ტექ­სტის თა­ნახ­მად, ევ­სტა­თიმ ირ­მის რქებს შო­რის ორი რამ იხი­ლა:: 1. გაბ­რწყი­ნე­ბუ­ლი ჯვა­რი; 2. სა­ხე­ლის მო­უხ­სე­ნებ­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი `ხა­ტი პა­ტი­ოს­ნი­სა გუ­ა­მი­სა მი­სი­საჲ.~ და­მოწ­მე­ბულ ნაც­ვალ­სა­ხელ­ში `მი­სი­საჲ~ იე­სო ქრის­ტეა ნა­გუ­ლის­ხმე­ვი, ხო­ლო ტერ­მინ­ში `ხა­ტი~ _ მაც­ხოვ­რის ადა­მი­ა­ნუ­რი გა­რეგ­ნო­ბა, რა­საც წი­ნა­და­დე­ბის მომ­დევ­ნო ნა­წი­ლი ცხად­ყოფს: `რო­მე­ლი ჩუ­­ნი­სა ცხო­რე­ბი­სათჳს შე­­მო­სა.~ სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ცოდ­ვით და­ცე­მუ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­სნის მიზ­ნით ძე ღმერ­თმა სა­კუ­თარ ჰი­პოს­ტას­ში შე­ი­ერ­თა კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბა და მა­რა­დი­უ­ლად, და­უ­სა­ბა­მოდ მყო­ფი ბეთ­ლემ­ში შო­ბის გზით მო­ევ­ლი­ნა ქვეყ­ნი­ე­რე­ბას, რო­გორც სრუ­ლი ღმერ­თი და სრუ­ლი ადა­მი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ირ­მის რქებს შო­რის ევ­სტა­თის, ერ­თი მხრივ, მო­ელ­ვა­რე ჯვა­რი და, მე­ო­რე მხრივ, მაც­ხო­ვა­რი გა­ნეც­ხა­და კა­ცობ­რი­ვი გა­რეგ­ნო­ბით.

გვ.: 30, 20-22. `რო­მელ­სა ჰნე­ბავს ყო­ველ­თა კაც­თა ცხო­რე­ბაჲ და მეც­ნი­­რე­ბა­სა ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­სა მოს­ლვაჲ~ _ და­მოწ­მე­ბუ­ლი ფრაგ­მენ­ტი წმინ­და წე­რი­ლი­დან, კერ­ძოდ, ტი­მო­თეს მი­მართ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის პირ­ვე­ლი ეპის­ტო­ლი­დან, არის ცი­ტი­რე­ბუ­ლი (1 ტი­მოთ. 2. 3-4).

გვ.: 30, 24-26. `უწო­და პლა­კი­დას `ევ­სტა­თი~ და ცოლ­სა მი­სას ტა­ტი­­ნეს `თე­­პის­ტია~ და შვილ­თა მათ­თა _ პირ­ველ­სა უწო­და `აღა­პი~ და მე­­რე­სა `თე­­პის­ტე~ _ `ევ­სტა­თი~ ბერ­ძნუ­ლი სიტ­ყვაა და ქარ­თუ­ლად ითარ­გმნე­ბა, რო­გორც `კე­თი­ლად­მდგო­მე­ლი~; `თე­ო­პი­ს­ტია~ ქარ­თუ­ლად  `ღვთის­მორ­წმუ­ნეს~ ნიშ­ნავს, `აღა­პი~  _ `სიყ­ვა­რულს~, ხო­ლო `თე­ო­პის­ტე~  _ `ღვთის­მორ­წმუ­ნეს.~ რო­გორც ვხე­დავთ,  ევ­სტა­თის მე­უღ­ლი­სა და უმ­ცრო­სი შვი­ლის სა­ხე­ლე­ბი ქარ­თუ­ლად თარ­გმნი­სას იდენ­ტუ­რია, თუმ­ცა ბერ­ძნუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­დან (იგუ­ლის­ხმე­ბა სქე­სის კა­ტე­გო­რია) გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბით გად­მო­ი­ცე­მა. მდედ­რო­ბი­თი სქე­სის სა­ხე­ლე­ბი –ია-ზე ბო­ლოვ­დე­ბა, მამ­რო­ბი­თი სქე­სი­სა _ –ს-ზე.~ ხში­რად ძვე­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი მამ­რო­ბი­თი სქე­სის სა­ხე­ლებს ფორ­მას უც­ვლიდ­ნენ და მი­სი და­ბო­ლო­ე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ნორ­მებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოჰ­ყავ­დათ, რი­სი დას­ტუ­რიც არის გან­ხი­ლუ­ლი შემ­თხვე­ვა, სა­დაც ნაც­ვლად დედ­ნი­სე­უ­ლი `თე­ო­პის­ტოს~-ისა გვაქვს `თე­ო­პის­ტე.~

გვ.: 31, 4-5.  `მოიჴსე­ნეთ სუ­ლი ჩე­მი გლა­ხა­კი­სა იო­ვა­ნე­სი. ჰე, გე­ვედ­რე­ბი!~ _ ევ­სტა­თი­სა და მი­სი ოჯა­ხის მომ­ნათ­ლა­ვი მღვდლის სა­ხე­ლი იო­ა­ნე ყო­ფი­ლა. ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.

გვ.: 31, 15-16.  `მი­­ღე სა­ბა­ნე­ლი მად­ლი­სა ჩე­მი­საჲ და შე­­მო­სე უკუ­და­ვე­ბაჲ~ _ ეს სიტ­ყვე­ბი ორ მოვ­ლე­ნას აერ­თი­ა­ნებს: `სა­ბა­ნე­ლი მად­ლი­საჲ~ ევ­სტა­თი­ზე აღ­სრუ­ლე­ბულ ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს გუ­ლის­ხმობს, ხო­ლო `შე­ი­მო­სე უკუ­და­ვე­ბაჲ~ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ფუ­ძე მოძ­ღვრე­ბაა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ქვეყ­ნი­ე­რე­ბა­ზე მო­სულ­მა ძე ღმერ­თმა, იე­სო ქრის­ტემ, მი­უ­ხე­და­ვად ფი­ზი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის არ­სე­ბო­ბი­სა, სა­კუ­თარ მორ­წმუ­ნე­ებს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ მა­რა­დი­უ­ლი სი­ცოც­ხლის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ა­ნი­ჭა.

გვ.: 31, 16-17. `აწ გიძ­ლე­ვი­ეს უკე­თუ­რი­სა და აწ და­გით­რგუ­ნავს დამ­თრგუნ­ვე­ლი შე­ნი~ _ უკე­თურ­სა და დამ­თრგუნ­ველ­ში და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზი _ ეშ­მა­კი იგუ­ლის­ხმე­ბა.

გვ.: 31, 18-21. `აწ გა­მოჩ­ნდეს საქ­მე სარ­წმუ­ნო­­ბი­სა შე­ნი­საჲ, რა­მე­თუ შუ­რი­თა აღ­ძრულ არს ეშ­მა­კი შენ ზე­და, რა­მე­თუ და­­ტე­ვე იგი და ის­წრა­ფის აღ­ძრვად შენ ზე­და ყოვ­ლი­სა ბო­რო­ტი­სა~ _ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­ნიზ­რა­ხავს, უკუ­აგ­დოს ცოდ­ვა და საღ­მრთო ცხოვ­რე­ბას შე­უდ­გეს, ეშ­მა­კი (და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზი) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შუ­რით აღიძ­ვრის მის წი­ნა­აღ­მდეგ და ყვე­ლა ხერხს იყე­ნებს სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი გზი­დან მის გა­და­საც­დე­ნად. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ამ­ცნობს გა­მოც­ხა­დე­ბა­ში იე­სო ქრის­ტე ევ­სტა­თის.

გვ.: 31-32. `ჯე­რარს უკუე დამ­დაბ­ლე­ბაჲ შე­ნი სი­მაღ­ლი­სა მის­გან ამაოჲსა და მეყ­სა ში­ნა კუ­­ლად ამაღ­ლე­ბად სი­მარ­თლი­თა მით სუ­ლი­­რი­თა~ _ `ამაო სი­მაღ­ლე­ში~ იგუ­ლის­ხმე­ბა ევ­სტა­თის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა _ რო­მა­უ­ლი არ­მი­ის სტრა­ტი­ლა­ტო­ბა (მხე­დარ­თმთავ­რო­ბა), რო­მელ­საც, იე­სო ქრის­ტეს მი­ერ გაც­ხა­დე­ბუ­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის თა­ნახ­მად, და­კარ­გავს ევ­სტა­თი, თუმ­ცა სა­ნაც­ვლოდ სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლდე­ბა, ე. ი. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სათ­ნო­ე­ბე­ბით შე­ი­მო­სე­ბა, რაც, სა­ეკ­ლე­სიო თვალ­თა­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი­ვე ამ­ქვეყ­ნი­ურ დი­დე­ბა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი პა­ტი­ვია.

გვ.: 32, 6-8. `ჯე­რარს ამათ­ცა ჟამ­თა გა­მო­ჩი­ნე­ბად მე­­რი­სა იო­ბი­სი გან­საც­დელ­თა ში­ნა მძლედ ეშ­მა­კი­სა~ _ სა­უ­ბა­რია იობ­ზე _ ქრის­ტე­შო­ბამ­დე­ლი ეპო­ქის მოღ­ვა­წე­ზე, `იო­ბის წიგ­ნის~ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ერთ-ერ­თი ბიბ­ლი­უ­რი წიგ­ნის მთა­ვარ პერ­სო­ნაჟ­სა და სა­ვა­რა­უ­დო ავ­ტორ­ზე, რო­მელ­მაც შუ­რით მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი ეშ­მა­კის ძა­ლის­ხმე­ვით მრა­ვა­ლი უმ­ძი­მე­სი გან­საც­დე­ლი და­ით­მი­ნა, თუმ­ცა  არ უარ­ყო ღმერ­თი, რის­თვი­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სუ­ლი­ე­რი თუ ხორ­ცი­ე­ლი წყა­ლო­ბა მი­ე­მად­ლა.

გვ.: 36, 16-19. `დას­დევ, უფა­ლო, სა­ცოჲ პირ­სა ჩემ­სა და კა­რი მცვე­ლი ბა­გე­თა ჩემ­თა, რაჲთა არა მის­დრკეს გუ­ლი ჩე­მი სიტ­ყუ­­თა მი­მართ უკე­თუ­რე­ბი­სა­თა და გან­ვარ­დე პი­რი­სა შე­ნი­სა­გან~ _ ლოც­ვის ეს ნა­წი­ლი ფსალ­მუ­ნი­და­ნაა (იხ. ფსალმ. 140. 3-4).

გვ.: 36, 21-22. `მო­ვი­და და­ბა­სა ერ­თსა, რო­მელ­სა ეწო­დე­ბო­და ვა­დი­სონ~ _ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პუნ­ქტის თა­ნა­მედ­რო­ვე მდე­ბა­რე­ო­ბა ვერ და­ვად­გი­ნეთ.

გვ.: 37, 22-24. `რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი აკა­კი და ან­ტი­­ხოს, რო­მელ­ნი ოდეს­მე მსა­ხურ­ნი იყ­ვნეს მის­ნი~ _ ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი (აკა­კი და ან­ტი­ო­ქო­სი) სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში უც­ნო­ბი რო­მა­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან.

გვ.: 39, 15-16. `აქუნ­და ქედ­სა მის­სა სას­წა­­ლი წყლუ­ლე­ბი­საჲ~ _ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში სიტ­ყვა სას­წა­­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად ევ­სტა­თის კი­სერ­ზე დარ­ჩე­ნილ ნი­შანს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­წი­ბურს გუ­ლის­ხმობს.

გვ.: 40, 5. `, ვი­თა­რი­ღა კა­ცი მიზ­დუ­რად გუყ­ვა ჩუ­ენ~ _ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სიტ­ყვა `მიზ­დუ­რი~ `და­ქი­რა­ვე­ბულს~ ნიშ­ნავს. შე­სა­ბა­მი­სად, წი­ნა­და­დე­ბის ში­ნა­არ­სი ასე­თია: `ვაი, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი გვყო­ლია ჩვენ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.~

გვ.: 41, 9-10. `გა­ნავ­ლნა მდი­ნა­რე­სა, რო­მელ­სა ეწო­დე­ბის ედას­პი~ _ დი­დი ალ­ბა­თო­ბით,  სა­უ­ბა­რია ჯა­ლა­მის სა­ხე­ლით ცნო­ბილ მდი­ნა­რე­ზე, რო­მე­ლიც ინ­დო­ეთ­სა და პა­კის­ტან­ში მდე­ბა­რე­ობს. მი­სი არ­ქა­უ­ლი სა­ხე­ლი იყო ჰი­დას­პი (ძვე­ლი ქარ­თუ­ლით, `ედას­პი~).

გვ.: 45, 3-4. `მო­კუ­და მე­ფე ტრა­­­ნე და დაჯ­და მის წილ სხუაჲ მე­ფე, სა­ხე­ლით ან­დრი­­ნე~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა ტრა­ი­ა­ნე (53-117 წწ.), რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 98-117 წლებ­ში და ად­რი­ა­ნე (76-138 წწ.), რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 117-138 წლებ­ში.

გვ.: 45, 11-12. `შერაჲვი­დო­და იგი ტაძ­რად აპო­ლო­ნის­სა …~ _ სა­უ­ბა­რია აპო­ლონ­ზე, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, სი­ნათ­ლი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ღმერ­თზე. აპო­ლო­ნის ტა­ძა­რი მდე­ბა­რე­ობს სა­ბერ­ძნეთ­ში და 1986 წლი­დან შე­ტა­ნი­ლია იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის სი­ა­ში.

გვ.: 46, 10-11. `ბრძა­ნა განჴურ­ვე­ბად კუ­როჲ რვა­ლი­საჲ და მუნ შეყ­რად წმი­და­თაჲ მათ~ _ სპი­ლენ­ძის ხა­რი ადა­მი­ან­თა სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ია­რა­ღი იყო: ბრალ­დე­ბულს ხა­რის შიგ­ნით გა­ნა­თავ­სებ­დნენ და ქვე­მო­დან ცეცხლს შე­უნ­თებ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც ადა­მი­ა­ნი ცოც­ხლად იწ­ვო­და.

გვ.: 46, 21-22. `ვი­თარ­ცა სამ­ნი ყრმა­ნი ბა­ბი­ლონს ცეც­ხლი­თა გა­მო­­ცად­ნეს~ _ ძლე­ვა­მო­სილ­მა ქალ­დე­ველ­მა მე­ფე ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორ­მა სამ ებ­რა­ელ ყრმას ღმერ­თის უარ­ყო­ფა და ერთ-ერ­თი ბა­ბი­ლო­ნუ­რი კერ­პის თაყ­ვა­ნის­ცე­მა უბ­რძა­ნა. ებ­რა­ელ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა უა­რი გა­ნაც­ხა­დეს, რის შემ­დე­გაც ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სო­რის ბრძა­ნე­ბით ისი­ნი ცეც­ხლის ღუ­მელ­ში ჩა­აგ­დეს, თუმ­ცა საღ­ვთო სას­წა­უ­ლის შე­დე­გად იქი­დან სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბელ­ნი გა­მო­ვიდ­ნენ (იხ. დან. 3).

გვ.: 47, 5-6. `სიმ­ძაფ­რე ამის საჴუმი­ლი­საჲ შეც­ვა­ლე, უფა­ლო, ცუ­­რად~ _ ლოც­ვის ამ ნა­წილს პა­რა­ლე­ლი ეძებ­ნე­ბა წმინ­და წე­რილ­ში: „ხო­ლო ან­გე­ლო­ზი უფ­ლი­საჲ თა­ნა შთა­ვი­და მყის აზა­რი­ა­ეთ­სა საჴმი­ლად მი­მართ და გან­ყა­რა ალი ცეც­ხლი­სა საჴმი­ლი­სა­გან. და ყო შო­რის საჴმი­ლი­სა, ვი­თარ­ცა სუ­ლი ცუ­ა­რი­სა, ვი­თარ­ცა რაჲ მსტუ­ე­ნა­ვი. და არა შე­ე­ხო მათ ყოვ­ლი­თურთ ცეც­ხლი მათ­და და არ შე­ა­წუხ­ნა იგი­ნი და არ აღაშ­ფოთ­ნა იგი­ნი~ (დან. 3. 49-50).

გვ.: 48, 16-17. `და­­სუ­ენ­ნეს მას ში­ნა სა­დი­დე­ბე­ლად დღე­სას­წა­­ლი­სა მა­თი­სა, რო­მე­ლი აღეს­რუ­ლე­ბის თუ­­სა სეკ­დე­ბერ­სა k̃~ _ მო­წა­მებ­რი­ვად აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი ევ­სტა­თი­სა და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ხსე­ნე­ბის დღედ სა­მი ოქ­ტომ­ბე­რი (ძვე­ლი სტი­ლით, ოცი სექ­ტემ­ბე­რი) გა­ნი­საზ­ღვრა.

 

`თეოდორე პერგელის წამება~

გვ.: 50, 1-4.  `წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა და დი­დე­ბუ­ლი­სა მო­წა­მი­სა თე­­დო­რე­სი და მის თა­ნა წა­მე­ბულ­თა მო­წა­მე­თაჲ, რო­მელ­ნი იწამ­ნეს პერ­გე ქა­ლაქ­სა~ _ თე­ო­დო­რე პერ­გე­ლი  ჯვარ­ზე გაკ­ვრით მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა II სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია.

გვ.: 50, 5.  `მათ ჟამ­თა იყო ჰრომს მე­ფე ან­ტო­ნი­ნე~ _ სა­უ­ბა­რია ან­ტო­ნი­ნე­ზე (86-161 წწ.) _ რო­მის იმ­პე­რა­ტორ­ზე 138-161 წლებ­ში.

გვ.: 50, 5-6. `ხო­ლო ქუ­­ყა­ნა­სა ფრი­გი­­სა­სა, ქა­ლაქ­სა პერ­გეს~ _ სა­უ­ბა­რია ფრი­გი­ა­ზე, კა­პა­დო­კი­ა­სა და ლი­დი­ას შო­რის მდე­ბა­რე რე­გი­ონ­ზე. `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ მი­ხედ­ვით, ფრი­გი­ა­ში პავ­ლე და ტი­მო­თე მო­ცი­ქუ­ლებ­მა იქა­და­გეს: `და მოვ­ლეს ფრიგჳაჲ და გა­ლა­ტელ­თა სო­ფე­ლი…~ (საქ. მო­ციქ. 16. 6]. პერ­გე კი ფრი­გი­ის ერთ-ერ­თი ქა­ლა­ქია, რო­მელ­შიც, `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ თა­ნახ­მად, პავ­ლე და ბარ­ნა­ბა მო­ცი­ქუ­ლებ­მა იქა­და­გეს: `წარ-რაჲ-ვი­დეს პა­ფოჲთ პავ­ლე და მის­თა­ნა­ნი იგი, წიაჴდეს პერ­გედ~ (საქ. მო­ციქ. 13. 13). ტექ­სტში ნახ­სე­ნე­ბი დი­ო­დო­რეს შე­სა­ხებ სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

გვ.: 52, 17-18.  `გყო შენ კომ­სად და დი­დი­თა პა­ტი­ვი­თა მი­გავ­ლი­ნო მე­ფი­სა~ _ კომ­სი ძველ ქარ­თულ­ში ნიშ­ნავს `მთა­ვარს.~ თუ­კი თე­ო­დო­რე და­თან­ხმდე­ბო­და კერ­პე­ბი­სად­მი მსხვერ­პლშე­წირ­ვა­ზე, მას მთავ­რის ტი­ტულს გა­დას­ცემ­დნენ ძღვნად.

გვ.: 52, 19-20. `უბი­წო­სა მას ჰა­ერ­თა მე­­ფე­სა _ დი­ოსს~ _ დი­ო­სი იგი­ვე ზევ­სია, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ელ­ვის, ქუ­ხი­ლი­სა და ცის ღმერ­თი.

გვ.: 52-53. `და აღი­ტა­ცა ულუმ­პია და განჴრწნა იგი და მერ­მე ემ­სგავ­სა ვარ­ხუ­სა და განჴრწნა ქალ­წუ­ლე­ბაჲ ლი­დაჲსი?~ _ ულუმ­პია მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟია, რო­მე­ლიც ზევ­სმა გახ­რწნა,  ლი­და (ბერძ. Λήδα) _ ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, მე­ფე ფეს­ტი­ო­სის ასუ­ლი. ნახ­სე­ნე­ბია ჰო­მე­რო­სის `ილი­ა­და­სა~ და `ოდი­სე­ა­ში.~

გვ.: 53, 5-6. `უზო­რე ქალ­წულ­სა არ­ტე­მას!~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა არ­ტე­მა, იგი­ვე არ­ტე­მი­დე, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ნა­დი­რო­ბი­სა და მთვა­რის ქალ­ღმერ­თი.

გვ.: 53, 6-11. „არ­ტე­მას იტყჳ, რო­მე­ლიიგი მთა­თა და ჴურელ­თა ია­რე­ბინ ნა­დი­რო­ბად. იგი არ­სა ქალ­წუ­ლი? ის­მი­ნე ცხო­რე­ბაჲ მი­სი: ჰყვეს თა­ნა­შემ­წედ საქ­მე­თა თჳსთა ეშ­მაკ­ნი და ეტ­რფი­­ლა ათორ­მეტ­თა კაც­თა და იყ­ვნეს იგი­ნი შემ­წე­თა მათ მის­თა ეშ­მაკ­თა თა­ნამ­ყო­ლელ მი­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ გუ­ლის­თქუ­მა­თა მის­თა~ _ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მამ­ხი­ლე­ბე­ლი სიტ­ყვა უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში არ­სე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბაა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის ოლიმ­პო­ე­ლი ღმერ­თე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში ოდეს­ღაც მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი, საგ­მი­რო თუ სხვა რამ საქ­მე­ე­ბის გა­მო მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომ გა­აღ­მერ­თეს. წარ­მო­ვად­გენთ რამ­დე­ნი­მე შე­სა­ბა­მის წყა­როს: კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლი შრო­მა­ში _ `შე­მა­გო­ნე­ბე­ლი სიტ­ყვა ელი­ნე­ბი­სად­მი~ შე­ნიშ­ნავს: `ისი­ნი, ვი­საც თქვენ ეთაყ­ვა­ნე­ბით, ოდეს­ღაც ადა­მი­ა­ნე­ბად შო­ბილ­ნი (a)/nqrwpoi geno/menoi/ pote), შემ­დგომ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ, მი­თებ­მა და დრომ კი პა­ტი­ვით გა­ნა­დი­და ისი­ნი~ (PG. t. 8; col. 152 A); ამა­ვე სა­კითხს ეხე­ბა წმი­და ათა­ნა­სე ალექ­სან­დრი­ე­ლი დოგ­მა­ტუ­რი ში­ნა­არ­სის ნაშ­რომ­ში: `სიტ­ყვის გან­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ და სხე­უ­ლით ჩვენ­და­მი გა­მო­ჩი­ნე­ბი­სათ­ვის.~ ავ­ტო­რი ერ­თგან წერს: „ძვე­ლად პო­ე­ტე­ბის მი­ერ ხსე­ნე­ბულ ზევსს, კრო­ნოსს, აპო­ლონ­სა და გმი­რებს ღმერ­თე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდო­მი­ლე­ბით ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ მათ. ამ­ჟა­მად კი, კაც­თა შო­რის მხსნე­ლის გა­მო­ჩე­ნი­სას, მოკ­ვდავ ადა­მი­ა­ნე­ბად გან­შიშ­ვლდნენ ისი­ნი (e)kei=noi me\n e)gumnw/qhsan o(/ntej a(/nqropoi qnitoi\), რად­გან მხო­ლოდ ქრის­ტე შე­იც­ნო­ბა კაც­თა შო­რის, რო­გორც ღმერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი. ამი­ტო­მაც იშ­ვა და ადა­მი­ა­ნად გა­მოჩ­ნდა, ივ­ნო და აღ­დგა, მო­ა­უძ­ლუ­რა და გა­ნა­ქარ­ვა ოდეს­ღაც მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი­თურთ~ (PG. t. 25; col. 180 C); ალექ­სან­დრი­ე­ლი მღვდელ­მთა­ვა­რი იმა­ვე შრო­მა­ში სხვა­გან შე­ნიშ­ნავს: „თუ­კი მა­თი გო­ნე­ბა[19] მკვდარ­თა მი­მართ (ei)j nekrou\j) იყო დატ­ყვე­ვე­ბუ­ლი და, რო­გორც გმი­რებს, საღ­მრთო პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ ღმერ­თე­ბად სა­ხელ­დე­ბუ­ლებს,[20] ხე­და­ვენ რა აღ­დგო­მას მხსნე­ლი­სას, აღი­ა­რე­ბენ, რომ ცრუ­ნი არი­ან ისი­ნი (e)kei/nouj ei)=nai yeudei=j) და მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტი უფა­ლი _ სიტ­ყვა მა­მი­სა მე­უ­ფებს სიკ­ვდილ­ზე“ (PG. t. 25; col. 124 AB).

ოქ­ტომ­ბრის მე­ტაფ­რა­სებ­ში, წმინ­და დიდ­მო­წა­მე ეკა­ტე­რი­ნეს მარ­ტვი­ლო­ბის ამ­სახ­ველ ძველ ქარ­თულ ძეგ­ლში, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კით­ხი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რჯუ­ლის უარ­ყო­ფის მი­ზე­ზით, რო­მის იმ­პე­რა­ტორ მაქ­სენ­ტის წი­ნა­შე წარ­დგე­ნი­ლი წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე უარს გა­ნაც­ხა­დებს წარ­მარ­თუ­ლი ღმერ­თე­ბის პა­ტივ­მი­გე­ბა­ზე და მე­ფეს მი­ზეზს გა­ნუ­მარ­ტავს: „გიჴმდა, _ ჰრქუა, _ გიჴმდა შენ თა­ვით თჳსით გუ­ლისჴმის­ყო­ფაჲ საც­თუ­რი­საჲ, ჵ მე­ფე, ვი­თარ­მედ გან­ხრწნად­თა კაც­თა კერ­პე­ბი­სა, ვი­თარ­ცა ღმერ­თთა, მსხუ­ერ­პლსა შეს­წი­რავ და ეს­რეთ გან­გდე­ბად ელე­ნებ­რსა ამას სი­სუ­ლე­ლე­სა და სირცხჳლსა.“[21] ეკა­ტე­რი­ნე რო­მა­ელ მო­ნარქს ელი­ნუ­რი სი­სუ­ლე­ლი­სა და სირ­ცხვი­ლის უარ­ყო­ფის­კენ მო­უ­წო­დებს, რაც მოკ­ვდავ, ხრწნას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ კაც­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი­სად­მი პა­ტივ­მი­გე­ბა­ში ვლინ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბა, თა­ვის მხრივ, ზე­მო­და­მოწ­მე­ბულ შრო­მებ­ში გან­ხი­ლულ მოვ­ლე­ნას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ელინ­თა ღმერ­თე­ბი ოდეს­ღაც მცხოვ­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე იმ­პე­რა­ტო­რის მხი­ლე­ბას აგ­რძე­ლებს: „ხო­ლო, ვი­ნაჲთგან მზა­კუ­ვა­რი­სა გრწმე­ნა ეშ­მა­კი­საჲ და ესო­დენ გან­ცხა­დე­ბუ­ლად და­აბ­რმობ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­სა, უეჭ­ვე­ლად გიჴმდა თქუ­ე­ნი­სა­ღა სად­მე ბრძნი­სა დი­ო­დო­რე­სი რწმუ­ნე­ბაჲ ცნო­ბად ღმერ­თთა თქუ­ენ­თა, ვი­თარ-იგი არი­ან და არა ეს­რეთ ლი­ტო­ნად და პი­რუტ­ყუ­ლად ესე­ვი­თარ­თა უშუ­ე­რე­ბა­თა აღ­რჩე­ვაჲ და ღმრთად გო­ნე­ბაჲ კერ­პებ­სა კაც­თა ამის ცხო­რე­ბი­სა საწ­ყა­ლო­ბე­ლად და­მას­რუ­ლე­ბელ­თა­სა. რად­გან იგი იტყჳს კაც­თა ღმერ­თქმნა­სა და ქვე­ლის­მოქ­მე­დე­ბი­თა რაჲთმე უკუ­და­ვად სა­ხელ­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მოგჳთხრობ­სცა თი­თო­ე­უ­ლი­სა მა­თი­სა ქო­ნე­ბა­სა სა­ხე­ლის­წო­დე­ბი­სა­სა და რო­მელ­თა სოფ­ლებ­თა და ქა­ლა­ქებ­თა მთავ­რობ­დეს, ხო­ლო კაც­თათჳს იტყჳს უმეც­რე­ბით შეც­თო­მი­ლე­ბა­სა ღმრთად წო­დე­ბი­თა მა­თი­თა და უკუ­და­ვე­ბი­სა პა­ტივ­თა გა­რე­შე­მო­სი­თა.“[22] თუ­კი სიტ­ყვის პირ­ველ ნა­წილ­ში ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის გან­ხილ­ვა იყო მო­ცე­მუ­ლი, ამ­ჯე­რად წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე რო­მა­ელ იე­რარქს კონ­კრე­ტულ წყა­რო­ზე, კერ­ძოდ, ვინ­მე დი­ო­დო­რე­ზე მი­უ­თი­თებს და წარ­მართ ბრძნად მო­იხ­სე­ნი­ებს მას (შდრ. „თქუ­ე­ნი­სა­ღა სად­მე ბრძნი­სა დი­ო­დო­რე­სი“), რომ­ლის სწავ­ლე­ბაც, მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი ნა­თე­სა­ო­ბის მი­ზე­ზით, მაქ­სენ­ტის­თვის გა­ცი­ლე­ბით სან­დო უნ­და იყოს. თუმ­ცა, წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს თქმით, სწო­რედ ხსე­ნე­ბუ­ლი წარ­მარ­თი დი­ო­დო­რეს სიტ­ყვე­ბით იმ­ხი­ლე­ბა ელი­ნურ-რო­მა­უ­ლი რე­ლი­გია, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ამა­სო­ფელ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ან­თა კერ­პებს აღი­ა­რებს ღმერ­თე­ბად. ანა­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის ცნო­ბაა და­ცუ­ლი წმინ­და თე­ო­დო­რეს ზე­მოთ და­მოწ­მე­ბულ სიტ­ყვა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ბერ­ძენ­თა ქალ­ღმერ­თი არ­ტე­მი­დე სი­ნამ­დვი­ლე­ში ეშ­მა­კე­ბის არაწ­მინ­და ნე­ბას შედ­გო­მი­ლი და თორ­მეტ მა­მა­კაც­თან ტრფი­ა­ლე­ბით გუ­ლის­თქმის აღ­მსრუ­ლე­ბე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რად არ უნ­და მი­ე­გოს სა­უფ­ლო პა­ტი­ვი.

გვ.: 54, 17-19. „მეყ­სე­­ლად მო­­ღეს ლანძჳ დი­დი, რო­მელ­სა ზე­და და­­ტე­­და წო­ლით მა­მა­კა­ცი და დაჰ­ფი­ნეს მის ქუჱშე ცეც­ხლი“ _ ლანძჳ გა­ნი­მარ­ტე­ბა, რო­გორც `სამ­ფე­ხი.~ მო­ცე­მულ კონ­ტექ­სტში იგუ­ლის­ხმე­ბა ბა­დი­სებ­რი ფორ­მის მქო­ნე დი­დი სამ­ფე­ხი, რო­მელ­ზეც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ა­ნის გან­თავ­სე­ბა (დაწ­ვე­ნა) და ქვე­მოთ ცეც­ხლის შენ­თე­ბა.

გვ.: 55, 2-3.  `რო­მე­ლი იქე­ბი ქე­რო­ბინ­თა მი­ერ საყ­დარ­თა ზე­და დი­დე­ბი­სა შე­ნი­სა­თა~ _ სა­უ­ბა­რია პირ­ვე­ლი ტრი­ა­დის ან­გე­ლოზ­თა ორ დას­ზე _ ქე­რუ­ბი­მებ­სა და საყ­დარ­ზე. ხსე­ნე­ბუ­ლი და­სის ან­გე­ლო­ზე­ბის თა­ო­ბა­ზე წმინ­და წე­რილ­ში მრა­ვა­ლი მი­თი­თე­ბა გვხდე­ბა.

გვ.: 55, 4-5. `რო­მელ­მან მი­ხედ­ნი ქუ­­ყა­ნა­სა და შე­აძ­რწუ­ნი იგი და შე­­ხი მთა­თა და კუ­მო­დი­ან~ _ ცი­ტა­ტა ფსალ­მუ­ნი­და­ნაა და იუ­დე­ველ მე­ფე და­ვითს ეკუთ­ვნის: `რო­მე­ლი მო­ხე­დავს ქუ­ე­ყა­ნა­სა ზე­და და ჰყოფს მას შეძ­რწუ­ნე­ბულ, რო­მე­ლი შე­ა­ხებს მთა­თა და კუ­მო­დი­ან~ (ფს. 103. 32) (ვი­მოწ­მებთ ოშ­კის ბიბ­ლი­ას).

გვ.: 55, 22-24. `მო­­წო­და მთა­ვარ­მან მღდელ­სა ერ­თსა და ჰრქუა: `რაჲ გე­წო­დე­ბის შენ?~ მი­­გო და ჰრქუა მას: `დი­ოს­კო­რე არს სა­ხე­ლი ჩე­მი~ _ წარ­მარ­თი დი­ოს­კო­რე თხზუ­ლე­ბა­ში მღვდლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, თუმ­ცა ის არის არა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდელ­მსა­ხუ­რი, არა­მედ წარ­მარ­თი. მის შე­სა­ხებ სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

გვ.: 55, 25. `დი­ოს­კო­რე ჰრქუა: `დი­ოსს და ათი­ნას~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა ათი­ნა, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ზევ­სის (ძვე­ლი ქარ­თუ­ლით დი­ო­სის) ერთ-ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, სიბ­რძნის, სა­ო­მა­რი სტრა­ტე­გი­ი­სა და ტაქ­ტი­კის ქალ­ღმერ­თი.

გვ.: 56, 8-10. `მთა­ვარ­მან თქუა: `და ქრის­ტე უძ­ლი­­რეს არ­სა დიოჲსსა?~ დი­ოს­კო­რე თქუა: `ზევ­დი­ოს კერ­პი არს, კაც­თა­გან გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლი~ _ წარ­მოდ­გე­ნილ დი­ა­ლოგ­ში ორი სა­ხე­ლია და­მოწ­მე­ბუ­ლი _ `დი­ო­სი~ და `ზევ­დი­ო­სი.~ ორი­ვე მათ­გა­ნი ერ­თსა და იმა­ვე კერპს მი­ე­მარ­თე­ბა, რა­საც დი­ა­ლო­გის ში­ნა­არ­სიც ცხად­ყოფს. კერ­ძოდ, მთავ­რის შე­კით­ხვა­ზე, არის თუ არა ქრის­ტი­ან­თა ღმერ­თი დი­ოს­ზე უფ­რო ძლი­ე­რი, დი­ოს­კო­რე პა­სუ­ხობს, რომ ზევ­დი­ო­სი (ანუ მთავ­რის მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი ღვთა­ე­ბა დი­ო­სი) მხო­ლოდ და მხო­ლოდ კერ­პია. ორი­ვე სა­ხელ­ში კი, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, სა­კუთ­რივ ელ­ვის, ქუ­ხი­ლი­ს, ცი­სა და, იმავ­დრო­უ­ლად, მსოფ­ლი­ოს მმარ­თვე­ლი ღმერ­თი _ ზევ­სი იგუ­ლის­ხმე­ბა. ბერ­ძნულ­ში `დი­ო­სი~ `ზევ­სის~ გე­ნე­ტი­ვის ფორ­მაა: Ζεύς (სახ.) _ Διός [ι^] (ნათ.).[23] ზევ­დი­ო­სის სა­ხით კი ის ბერ­ძნულ წყა­რო­ებ­ში არ გვხვდე­ბა. რო­გორც ჩანს, სა­ხე­ლი `ზევ­დი­ო­სი~ ქარ­თულ თარ­გმან­ში ექ­ვთი­მეს შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­ყო­ფია და იგი ზევ­სის სა­ხე­ლის ნო­მი­ნა­ტი­ვი­სა და გე­ნე­ტი­ვის ფორ­მა­თა კონ­ტა­მი­ნა­ცი­ის შე­დე­გად არის მი­ღე­ბუ­ლი.

გვ.: 57, 18-19. `მას ღა­მე­სა მო­ვი­და პი­ღა­სე ების­კო­პო­სი და ევედ­რა მე­საპ­ყრო­ბი­ლე­სა~ _ მღვდელ­მთა­ვა­რ პი­ღა­სეს შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.

გვ.: 59, 8-9. `მა­კე­დო­ნი­ას ვი­ყავ და გა­მოჩ­ნდეს მრა­ვალ­ნი მბრძოლ­ნი ჩემ­ნი და მა­­ტეს მი­ერ~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე მხა­რე.

გვ.: 59, 9-10. `ნი­კო­მი­დი­ას მი­ვედ~ _ სა­უ­ბა­რია ნი­კო­მი­დი­ა­ზე _ მცი­რე აზი­ის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ქა­ლაქ­ზე.

გვ.: 59, 10-11. `ტრი­ფონ გა­მომ­დევ­ნა, სხუ­­სა ად­გილ­სა თჳრსო მო­წა­მე­მან და­არღჳა სა­ყო­ფე­ლი ჩე­მი~ _ იმ­პე­რა­ტორ ან­ტო­ნი­ნეს პე­რი­ოდ­ში მოღ­ვა­წე ტრი­ფონ­სა და თვირ­სო­ზე სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა, თუმ­ცა აქ და­ცუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია ამ სა­ხე­ლე­ბის მქო­ნე იმ მოღ­ვა­წე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რულ­ნენ იმ­პე­რა­ტორ დე­კი­უ­სის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში 249-251 წლებ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტრი­ფო­ნი იმა­ვე რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ, ფრი­გი­ის ქა­ლაქ აპა­მე­ის მახ­ლობ­ლად, აწა­მეს, ხო­ლო თვირ­სო _ ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­ა­ში. რო­გორც ვხე­დავთ, მა­თი აღ­სას­რუ­ლის ად­გი­ლი ახ­ლო ლო­კა­ცი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. წმინ­და ტრი­ფო­ნის ცხოვ­რე­ბის თა­ნახ­მად, მან იმ­პე­რა­ტორ გორ­დი­ა­ნეს ასუ­ლის­გან ეშ­მა­კი გან­დევ­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, ერ­თი სა­ხე­ლის მქო­ნე მო­წა­მე­ე­ბი II სა­უ­კუ­ნე­შიც ყო­ფი­ლიყ­ვნენ, თა­ნაც, ზუს­ტად იმა­ვე რე­გი­ონ­ში, ის უფ­რო რთუ­ლი ასახ­სნე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორ მოხ­ვდა იმ­პე­რა­ტორ ან­ტო­ნი­ნეს სა­ხე­ლი `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბა­ში.~ რომც და­ვუშ­ვათ, რომ ავ­ტორს შე­ე­შა­ლა (რაც ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია: რო­გორ შე­ეშ­ლე­ბო­და იმ იმ­პე­რა­ტო­რის სა­ხე­ლი, რომ­ლის დრო­საც მი­სი თხზუ­ლე­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი აწა­მეს), ექ­ვთი­მე მას უეჭ­ვე­ლად შე­ამ­ჩნევ­და და გა­მო­ას­წო­რებ­და, მით უმე­ტეს, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბი მი­სი მთარ­გმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის უც­ხო არ არის. ჩვენ ის­ღა დაგ­ვრჩე­ნია, და­ვუშ­ვათ, რომ ტრი­ფო­ნი და თვირ­სო ან­ტო­ნი­ნეს პე­რი­­ოდ­შიც ცხოვ­რობ­დნენ და მა­თი სა­ხე­ლე­ბი არ შე­მორ­ჩა ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ას.

გვ.: 60, 17-19.  `ნუ მის­ცემთ სიწ­მინ­დე­სა თქუ­ენ­სა ძაღ­ლთა, ნუ­ცა და­ას­ხამთ მარ­გა­ლიტ­სა წი­ნა­შე ღორ­თა!~ _ ცი­ტა­ტა სა­ხა­რე­ბი­და­ნაა. კერ­ძოდ, იგი მთა­ზე იე­სო ქრის­ტეს მი­ერ წარ­მოთ­ქმუ­ლი ქა­და­გე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია (იხ. მათ. 7. 6).

გვ.: 61, 11-12. `რო­მელ­მან ელია ეტ­ლი­თა ცეც­ხლი­საჲთა აღა­მაღ­ლე, რო­მელ­მან და­ნი­ელ პი­რი­სა­გან ლომ­თაჲსა იჴსენ~ _ სა­მარ­ტვი­ლოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი თე­ო­დო­რე წმინ­და წე­რილ­ში აღ­წე­რილ ორ შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, ღმერ­თმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა მი­სი სიტ­ყვის ერ­თგუ­ლი მო­საგ­რე­ე­ბის მი­მართ. პირ­ვე­ლი ცეც­ხლო­ვა­ნი ეტ­ლით ელია წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის სას­წა­უ­ლებ­რივ ზე­ცად ამაღ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა (იხ. 2 მეფ. 2. 11-14), ხო­ლო მე­ო­რე _ ლო­მე­ბის ხა­რო­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი და­ნი­ელ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის ის­ტო­რი­ას (იხ. დან. 6. 17-29). რაც შე­ე­ხე­ბა სიტ­ყვებს: `რო­მე­ლი ჰზი ქე­რო­ბინ­თა, გან­ცხა­დენ~, წმინ­და თე­ო­დო­რე მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში და­ვი­თის ფსალ­მუ­ნის ცი­ტი­რე­ბას ახ­დენს (შდრ. `რო­მე­ლი ჰზი ზე­და ქე­რუ­ბინ­თა, გან­სცხა­დენ~ ([ფს. 79.2]).

გვ.: 62, 9-12. `ესე რაჲ თქუა ნე­ტარ­მან მან, ვი­ხი­ლეთ ყო­ველ­თა ეტ­ლი ცეც­ხლი­საჲ მო­მა­ვა­ლი ზე­ცით და აღი­ღო წმი­დაჲ იგი მო­წა­მე და და­ად­გი­ნა წი­ნა­შე კარ­სა ურ­ჩუ­ლოჲსა მის მთავ­რი­სა­სა~ _ თხრო­ბის თა­ნახ­მად, ღმერ­თმა შე­ის­მი­ნა წმინ­და თე­ო­დო­რეს ლოც­ვა და მის მი­ერ ვედ­რე­ბა­ში ნახ­სე­ნე­ბი ორი ბიბ­ლი­უ­რი სას­წა­უ­ლი­დან ერთ-ერ­თი, კერ­ძოდ, ელია წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის მსგავ­სი საკ­ვირ­ვე­ლე­ბა აღას­რუ­ლა _ ცეც­ხლო­ვა­ნი ეტ­ლით გა­მო­ი­ტა­ცა იგი მტარ­ვალ­თა ხე­ლი­დან.

გვ.: 63, 14-18. `მინ­და, რაჲთამ­ცა ჰყავ სას­წა­ულ კე­თილ და გა­ნა­გე მოს­ლვად დე­დი­სა ჩე­მი­სარა­მე­თუ დე­დაჲ მი­სი უც­ხო თეს­ლთა ვი­ეთ­გან­მე წარ­ტყუ­­ნულ იყო~ _ წი­ნამ­დე­ბა­რე ტექ­სტში წმინ­და თე­ო­დო­რეს ოჯა­ხის შე­სა­ხებ ცნო­ბა პირ­ვე­ლად არის გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი და მი­სი დე­დის თა­ო­ბა­ზე გვამ­ცნობს, რო­მე­ლიც უც­ხო ადა­მი­ა­ნებს ჰყავ­დათ ტყვედ.

გვ.: 64, 6-7. `რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი არს სოკ­რა­ტე და დი­­ნო­სი~ _ სოკ­რა­ტე და დი­ო­ნი­სე პერ­გე­ლი მთავ­რის, დი­ო­დო­რეს, ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან. მათ შე­სა­ხებ სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.

გვ.: 65, 1-3. `და იწ­ყო წმი­და­მან მან გა­ლო­ბად: `წმი­დაო ღმერ­თო!.. წმი­დაო ძრი­­ლო!.. წმი­დაო უკუ­დაო…~ _ ამ ლოც­ვას, სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, `სამ­წმინ­და­ო­ბის სა­გა­ლო­ბე­ლი~ ეწო­დე­ბა, ხო­ლო თე­ო­დო­რეს თა­ნა­მარ­ტვილ მხე­დარ­თა მი­ერ მი­გე­ბუ­ლი პა­სუ­ხი: `ალი­ლუჲაჲ~ ებ­რა­უ­ლი სიტ­ყვაა, რო­მე­ლიც უც­ვლე­ლად შე­ნარ­ჩუნ­და თავ­და­პირ­ვე­ლად ბერ­ძნუ­ლე­ნო­ვან, ხო­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა სხვა ენა­ზე თარ­გმნილ შე­სა­ბა­მის ტექ­სტებ­ში და ასე გა­ნი­მარ­ტე­ბა: `აქებ­დით იაჰ­ვეს.~

გვ.: 65, 10-12. „მი­მო­და­ყა­რე ალი ესე ცეც­ხლი­საჲ ჩუ­ენ­გან, ვი­თარ­ცა მი­ავ­ლი­ნე ან­გე­ლო­ზი და დაშ­რი­ტა საჴუმი­ლი იგი სამ­თა ყრმა­თაჲ ბა­ბი­ლონს“ _ წარ­მოდ­გე­ნილ ლოც­ვა­ში წმინ­და თე­ო­დო­რე და­ნი­ე­ლის წიგ­ნში გად­მო­ცე­მულ სას­წა­უ­ლებ­რივ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც ბა­ბი­ლონ­ში გა­და­სახ­ლე­ბულ სამ ებ­რა­ელ ყრმას _ ანა­ნი­ას, აზა­რი­ა­სა და მი­სა­ელს _ უკავ­შირ­დე­ბა (იხ. დან. 3).

გვ.: 66, 3-6. `ვიდ­რე­ღა იყო სა­შო­სა ჩემ­სა მო­ნაჲ ესე შე­ნი, ეს­რეთ მიბ­რძა­ნე, ვი­თარ­მედ: `თე­­დო­რე უწო­დე მას, რა­მე­თუ დიდ­სა დი­დე­ბა­სა მი­­წე­ვის~, და ვი­თარ აწ საჴუმილ­სა ში­ნა ცეც­ხლი­სა­სა იტან­ჯე­ბის?~ _ ირ­კვე­ვა, რომ დე­და­მისს სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის სა­ხე­ლი საღ­ვთო შთა­გო­ნე­ბით და­ურ­ქმე­ვია და მას­ში ერ­თგვა­რი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა ყო­ფი­ლა და­ფა­რუ­ლი, კერ­ძოდ, ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლი `თე­ო­დო­რე~ კომ­პო­ზი­ტია და ითარ­გმნე­ბა, რო­გორც `ღვთის ძღვე­ნი.~ შე­სა­ბა­მი­სად, ზე­გარ­დმო შთა­გო­ნე­ბით, იგი მო­წა­მებ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლის შე­დე­გად ღვთის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის მიძ­ღვნის იდუ­მა­ლე­ბას აც­ხა­დებ­და.

გვ.: 70, 1-2. „აღეს­რუ­ლა წმი­დაჲ თე­­დო­რე და დე­დაჲ მი­სი ფი­ლი­პა და მჴედარ­ნი იგი თუ­­სა აგჳსტოს­სა ~ _ ტექ­სტის თა­ნახ­მად, წმინ­და თე­ო­დო­რეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღედ 20 აგ­ვის­ტოა გან­საზ­ღვრუ­ლი.

 

`ანთიმოზ ნიკომიდიელის წამება~

გვ.: 72, 1-2. `თუ­­სა სეკ­ტემ­ბერ­სა g̃̃ წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა და ნე­ტა­რი­სა ან­თი­მოს ნი­კო­მი­დი­ელ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­საჲ~ _ წმინ­და ან­თი­მო­ზი _ III-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მოღ­ვა­წე, ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­ის ეპის­კო­პო­სი, მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 302 წლის 3 სექ­ტემ­ბერს.

გვ.: 72, 4-5. `ქუ­­ყა­ნა­სა ბითჳნი­­სა­სა, წი­აღ კერ­ძო ბი­ზან­ტი­­სა, ქა­ლა­ქი არს, სა­ხე­ლით ნი­კო­მი­დიაჲ~ _ ბით­ვი­ნია, ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მის იმ­პე­რი­ის პრო­ვინ­ცია იყო, რო­მელ­საც მცი­რე აზი­ის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი ეკა­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­მი­დი­ას, ნი­კე­ას­თან ერ­თად ის ბით­ვი­ნი­ის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბო­და და თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და.

გვ.: 72, 15-16.  `რა­მე­თუ ყო­ველ­სა ქუ­­ყა­ნა­სა განჴდა ჴმაჲ მო­ღუ­­წე­ბი­სა მი­სი­საჲ და კი­დე­თა სოფ­ლი­სა­თა სას­წა­ულ­ნი მის­ნი~ _ და­ვი­თის ერთ-ერ­თი ფსალ­მუ­ნის პე­რიფ­რა­ზია: `ყო­ველ­სა ქუ­ე­ყა­ნა­სა განჴდა ჴმაჲ მა­თი და კი­დე­თა სოფ­ლი­სა­თა _ სიტ­ყუ­ა­ნი მათ­ნი~ (ფს. 18. 4).

გვ.: 72, 27-29. `ხო­ლო დე­დაჲ იგი სათ­ნო­­ბა­თაჲ _ სი­ყუ­­რუ­ლი ყოვ­ლი­თა სუ­ლი­თა და ყოვ­ლი­თა გო­ნე­ბი­თა მო­­გო ღმრთი­სა მი­მართ~ _ სიყ­ვა­რუ­ლის, რო­გორც ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი სათ­ნო­ე­ბის, შე­სა­ხებ სა­ეკ­ლე­სიო ტექ­სტებ­ში გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი მსგავ­სი სა­ხის სწავ­ლე­ბა­ნი წმინ­და წე­რილს ეფუძ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლე­ში ვკით­ხუ­ლობთ: `აწ ესე­რა ჰგი­ეს სარ­წმუ­ნო­ე­ბაჲ, სა­სო­ე­ბაჲ და სი­ყუ­ა­რუ­ლი, სა­მი ესე; ხო­ლო უფ­როჲს ამათ­სა სი­ყუ­ა­რუ­ლი არს~ (1 კორ. 13. 13); იო­ა­ნე ღვთის­მეტ­ყვე­ლი კი სიყ­ვა­რუ­ლის უფ­რო აღ­მა­ტე­ბულ გან­მარ­ტე­ბას გვთა­ვა­ზობს და სა­კუ­თარ სა­ხე­ლად გა­ნუ­კუთ­ვნებს მას ღმერთს: `ღმერ­თი სი­ყუ­ა­რუ­ლი არს~ (1 იო­ან. 4. 16).

გვ.: 73, 11-12.  `წე­რილ არს, საყ­დრებ­სა მო­ხუ­ცე­ბულ­თა­სა აქებ­დენ უფალ­სა~ _ ამო­ნა­რი­დი პა­რა­ლელს პო­ვებს ფსალ­მუნ­ში:  `საყ­დრებ­სა მო­ხუ­ცე­ბულ­თა­სა აქებ­დენ მას~ (ფს. 106. 32).

გვ.: 73, 19-20. `მო­­წო­და უფალ­მან მღდელ­თმოძ­ღუ­არ­სა მას ქა­ლა­ქი­სა­სა ამი­ერ სოფ­ლით, ნე­ტარ­სა კჳრი­ლეს~ _ სა­უ­ბა­რია ნი­კო­მი­დი­ელ მღვდელ­მთა­ვარ­ზე, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იმა­ვე საყ­დარ­ზე წმინ­და ან­თი­მო­ზი გა­მო­ირ­ჩა.

გვ.: 74, 10-14.  `კა­ცი იგი საკჳრვე­ლი და დი­დე­ბუ­ლი ინ­დე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი პა­ლატ­სა ში­ნა მე­ფი­სა­სა, რო­მელ­მან სწავ­ლი­თა დი­დი­სა ან­თი­მოჲსი­თა  და­­ტე­ვა მე­ფე და სა­მე­­ფო­ნი შუ­­ბა­ნი დომ­ნაჲს თა­ნა, დი­დე­ბუ­ლი­სა მის სე­ფე ქა­ლი­სა~ _ ინ­დე და დომ­ნა, რო­გორც ტექ­სტი­დან ირ­კვე­ვა, სა­მე­ფო კარ­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფი­ლან და წმინ­და ან­თი­მოზს მო­უქ­ცე­ვია ისი­ნი ქრის­ტეს რჯულ­ზე, რის შემ­დე­გაც მო­წა­მებ­რი­ვად აღ­სრუ­ლე­ბუ­ლან.

გვ.: 74, 17-20. `წა­მებს მოძ­ღუ­რე­ბა­სა ან­თი­მოჲსსა სიმ­რავ­ლე ორ­თა მათ ბევ­რთაჲ, რო­მელ­ნი ცეც­ხლი­თა სრულ იქ­მნნეს და სა­კუ­ერ­თხად შე­­წირ­ნეს უფ­ლი­სა ამათ თა­ნა: მარ­დო­ნი­ოს­ცა  და მიღ­დო­ნი­ოს პეტ­რე და დო­რო­თე და ზე­ნონ ახო­ვან­ნი~ იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ გარ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორი მო­წა­მი­სა (ინ­დე­სა და დომ­ნა­სი), ან­თი­მო­ზის მარ­ტვი­ლუ­რი აღ­სას­რუ­ლი სხვებ­მაც გა­ი­ზი­ა­რეს და და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ხუ­თი ადა­მი­ა­ნი.

გვ.: 74, 26-27. „და­იპ­ყრა მე­ფო­ბაჲ მაქ­სი­მი­­ნე~ _ მაქ­სი­მი­ა­ნე (ლათ. Marcus Aurelius Valerius Maximianus Herculius) რო­მის იმ­პე­რი­ას გა­ნა­გებ­და 286-305 წლებ­ში.

გვ.: 75, 5-6 „ხო­ლო იყო მა­შინ ნე­ტა­რი იგი და­ბა­სა, რო­მელ­სა ეწო­დე­ბო­და სი­მა­ნე“ _ იგუ­ლის­ხმე­ბა და­ბა სი­მა­ნი, ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­ის ერთ-ერ­თი მო­მიჯ­ნა­ვე გა­რე­უ­ბა­ნი, რო­მე­ლიც უდა­ბუ­რი ად­გი­ლი იყო (შდრ. `იყო და­ბაჲ იგი ად­გილ­სა უდაბ­ნო­სა~).

გვ.: 76, 16-17. `რა­მე­თუ უფა­ლი მწე ჩემ­და არს, არა შე­მე­ში­ნოს, რაჲ მი­ყოს მე კაც­მან~ _ და­მოწ­მე­ბუ­ლი ცი­ტა­ტა ფსალ­მუ­ნი­და­ნაა: `უფა­ლი არს მწე ჩემ­და, არა შე­მე­ში­ნოს, რაჲ მი­ყოს მე კაც­მან~ (ფს. 117. 6).

გვ.: 77, 31-32. `მზა იყ­ვე­ნით მი­ცე­მად სიტყჳსა ყო­ველ­თა, რო­მელ­ნი ეძი­ებ­დენ თქუ­ენ­გან სიტ­ყუ­­თა~ _ ნაწ­ყვე­ტი ახა­ლი აღ­თქმი­დან, კერ­ძოდ, პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის პირ­ვე­ლი კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლი­და­ნაა (1 პეტრ. 3. 15).

გვ.: 77-78. `მიგ­ცე თქუ­ენ სიტ­ყუაჲ და სიბ­რძნე, რო­მელ­სა ვერ უძ­ლონ წი­ნა­აღ­დგო­მად ყო­ველ­თა წი­ნა­აღ­მდგომ­თა თქუ­ენ­თა~ _ ცი­ტა­ტა ლუ­კას სა­ხა­რე­ბი­და­ნაა (ლუკ. 21. 15).

გვ.: 80, 17-22. `აჰა ესე­რა, ღმერ­თი შემ­წე ჩემ­და არს და უფა­ლი შემ­წყნა­რე­ბელ არს სუ­ლი­სა ჩე­მი­სა. მი­აქ­ცი­ოს ბო­რო­ტი მტერ­თა ჩემ­თა ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­თა მი­სი­თა. მოს­რნეს იგი­ნი და მე ნე­ბი­თა ჩე­მი­თა მსხუ­ერ­პლი შევ­წი­რო მი­სა და აღუ­­რო სა­ხელ­სა მის­სა, რა­მე­თუ კე­თილ, რა­მე­თუ ყოვ­ლი­სა ჭი­რი­სა ჩე­მი­სა­გან მიჴსნა მე. და მტერ­თა ჩემ­თაჲ იხი­ლოს თუ­ალ­მან ჩემ­მან~ _ აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი ფსალ­მუ­ნი­დან და­მოწ­მე­ბუ­ლი ცი­ტა­ტაა (ფს. 53. 6-9).

გვ.: 81, 26-27. `რაჲთა მსწრაფლ წარ­ვი­დე ამი­ერ და მი­ვი­წიო კრე­ბულ­სა მას ოც­და­ათ­თა ათას­თა მო­წა­მე­თა­სა~ _ უაღ­რე­სად სა­ყუ­რად­ღე­ბოა წმინ­და ან­თი­მო­ზის მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მო­წა­მე­ე­ბის რიც­ხვი, რომ­ლებ­მაც ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­მო იმარ­ტვი­ლეს. ტექ­სტის თა­ნახ­მად, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა ოც­და­ა­თი ათა­სია. რო­მის იმ­პე­რი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა რო­მა­უ­ლი იუ­რის­პრუ­დენ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­და, რაც, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი პა­ტიმ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­ნუს­ხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­და. სა­ვა­რა­უ­დე­ბე­ლია, რომ ამ­გვა­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მი წმინ­და ან­თი­მოზ­მა მის მი­ერ ქრის­ტეს რჯულ­ზე მოქ­ცე­უ­ლი რო­მა­ე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა­გან მო­ის­მი­ნა, თუმ­ცა კი ტექ­სტში არაა და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი, სა­კუთ­რივ ვის, რო­მელ ეპო­ქა­სა და რო­მელ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში აღ­სრუ­ლე­ბულ მარ­ტვი­ლებს მო­ი­აზ­რებს ნი­კო­მი­დი­ე­ლი მღვდელ­მთა­ვა­რი და­სა­ხე­ლე­ბულ რა­ო­დე­ნო­ბა­ში. ვერც იმას გა­მოვ­რიც­ხავთ, რომ ეს რიც­ხვი შეც­დო­მით იყოს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი და სი­ნამ­დვი­ლე­ში ის ოცი ათა­სი ქრის­ტი­ა­ნი იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ის­ტო­რი­ი­დან არის ცნო­ბი­ლი, ქრის­ტეს შო­ბის დღეს ნი­კო­მი­დი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში დაწ­ვეს.

გვ.: 81, 27-29. `რაჲთა ვთქუა კად­ნი­­რე­ბით: `აჰა ესე­რა მე და ყრმა­ნი, რო­მელ­ნი მომ­ცნა მე უფალ­მან [ღმერ­თმან]~ _ და­მოწ­მე­ბუ­ლი სიტ­ყვე­ბი პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლი­დან არის ცი­ტი­რე­ბუ­ლი (იხ. ებრ. 2. 13).

გვ.: 82, 30-32. `წარ­ვე­დით და უქა­და­გეთ ყო­ველ­თა წარ­მარ­თთა და ნა­თელ­სცემ­დით მათ სა­ხე­ლი­თა მა­მი­საჲთა და ძი­საჲთა და სუ­ლი­სა წმი­დი­საჲთა!~ _ და­მოწ­მე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რომ­ლი­თაც წმინ­და ან­თი­მო­ზი მსა­ჯულს მი­მარ­თავს, სა­ხა­რე­ბი­დან არის ცი­ტი­რე­ბუ­ლი (იხ. მათ. 28. 19).

 

 

პირთა და მითოლოგიურ პერსონაჟთა

ანოტირებული საძიებელი

აბ­რაჰ­­მი (აბ­რა­­მი) _ ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი მა­მამ­თა­ვა­რი.

ათი­ნა _ ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ზევ­სის (ძვე­ლი ქარ­თუ­ლით, დი­ო­სის) ერთ-ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, სიბ­რძნის, სა­ო­მა­რი სტრა­ტე­გი­ი­სა და ტაქ­ტი­კის ქალ­ღმერ­თი.

აკა­კი _ მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი გვხვდე­ბა მხო­ლოდ `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში.~ თხზუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ჯა­რის­კა­ცი, წმინ­და ევ­სტა­თის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტორ­მა გაგ­ზავ­ნა მის მო­სა­ძებ­ნად.

აკჳლი­ნე (აკჳლი­­ნე) _­ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მხე­დარ­თმთა­ვა­რი. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

ან­დრი­­ნე _ პუბ­ლი­უს ელი­უს ტრა­ი­ა­ნუს ად­რი­ა­ნე (76-138), რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 117-138 წლებ­ში, იმ­პე­რა­ტორ ტრა­ი­ა­ნეს აღ­ზრდი­ლი და შვი­ლო­ბი­ლი.

ან­თი­მო­ ნი­კო­მი­დი­­ლი _ III-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მოღ­ვა­წე, ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­ის ეპის­კო­პო­სი. იმ­პე­რა­ტორ მაქ­სი­მი­ა­ნეს ბრძა­ნე­ბით, მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 303 წელს. ხსე­ნე­ბა 3/16 სექ­ტემ­ბერს და 28 დეკ/10 იან­ვარს. ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ად­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის, მის ეპის­კო­პო­სო­ბის პე­რი­ოდ­ზე, ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, ჩვენ ნამ­დვი­ლად ვი­ცით, რომ ის ცოც­ხა­ლი იყო III ს-ის ბო­ლო­სა და IV ს-ის და­საწ­ყის­ში. ასე­ვე ვი­ცით, რომ მი­სი ამ­ბა­ვი პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნი­კო­მი­დი­ის წა­მე­ბულ­თა ამ­ბავ­თან. იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე­სა (284-305) და მაქ­სი­მი­ა­ნეს (286-305) მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქრის­ტი­ა­ნე­ბი გა­ნიც­დიდ­ნენ სა­ში­ნელ დევ­ნას. მა­თი შე­ვიწ­რო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რდა ნი­კო­მი­დი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კარ­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შემ­დეგ. წარ­მარ­თებ­მა ქრის­ტი­ა­ნე­ბი ცეც­ხლის გა­ჩა­ღე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და მათ სა­ში­ნე­ლი სი­სას­ტი­კით გა­უს­წორ­დნენ. მხო­ლოდ ნი­კო­მი­დი­ა­ში, ქრის­ტეს შო­ბის დღეს, ეკ­ლე­სი­ა­ში ოცი ათა­სი ქრის­ტი­ა­ნი დაწ­ვეს, რის შემ­დე­გაც ეპის­კო­პოს­მა ან­თი­მოზ­მა სო­ფელს შე­ა­ფა­რა თა­ვი, რა­თა თა­ვის გა­დარ­ჩე­ნილ სამ­წყსო­ზე ეზ­რუ­ნა. მან გა­ბე­დუ­ლად აღი­ა­რა თა­ვი­სი რწმე­ნა მაქ­სი­მი­ა­ნეს წი­ნა­შე, რის გა­მოც სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბის შემ­დეგ თა­ვი მოჰ­კვე­თეს 303/304 // 311-312 წელს. მი­სი ხსე­ნე­ბის დღედ და­წე­სე­ბუ­ლია 3 სექ­ტემ­ბე­რი.

თხზუ­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი

ან­ტი­­ხო­სი _ მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი გვხვდე­ბა მხო­ლოდ `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში.~ თხზუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ჯა­რის­კა­ცი, წმინ­და ევ­სტა­თის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტორ­მა გაგ­ზავ­ნა მის მო­სა­ძებ­ნად.

ან­ტო­ნი­ნე _ ან­ტო­ნი­ნუს ტი­ტუს ავ­რე­ლი­უს ფულ­ვუს პი­უ­სი (86-161 წწ.) _ რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 138-161 წლებ­ში.

აპო­ლო­ნი _ ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ღვთა­ე­ბა ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში, სი­ნათ­ლი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ღმერ­თი, ზევ­სი­სა და ქალ­ღმერთ ლე­ტოს ვა­ჟი.

არ­ტე­მა _ იგი­ვე არ­ტე­მი­დე, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ნა­დი­რო­ბი­სა და მთვა­რის ქალ­ღმერ­თი.

აღა­პი _ წმინ­და ევ­სტა­თი პლა­კი­დას შვი­ლი. აღეს­რუ­ლა მო­წა­მებ­რი­ვად II სა­უ­კუ­ნე­ში.

ბა­ბი­ლო­ნე­ლი სა­მი ყრმა _ ანა­ნია, აზა­რია და მი­სა­ე­ლი. ძვე­ლი აღ­თქმის მოღ­ვა­წე­ე­ბი. ცნო­ბე­ბი მათ შე­სა­ხებ მო­ცე­მუ­ლია ძვე­ლი აღ­თქმის წიგ­ნში _ `და­ნი­ე­ლის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა.~ რჯუ­ლის­დამ­ცვე­ლი ყრმე­ბი მე­ფე ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორ­მა ცეც­ხლით გა­ვარ­ვა­რე­ბულ ღუ­მელ­ში გა­მო­კე­ტა, თუმ­ცა წმინ­და­ნე­ბი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩნენ.

ბა­ლა­მი (ბა­ლა­­მი) _ ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი მი­სა­ნი, რო­მე­ლიც ღვთის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის გა­მო სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ალა­პა­რა­კე­ბულ­მა ვირ­მა ამ­ხი­ლა. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი მო­ცე­მუ­ლია ძვე­ლი აღ­თქმის წიგ­ნში _ `რიც­ხვნი.~

და­ნი­­ლი ­­_ ძვე­ლი აღ­თქმის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი.

დი­­დო­რე _ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბის~ მი­ხედ­ვით, ფრი­გი­ის ქა­ლაქ პერ­გეს მთა­ვა­რი, რომ­ლის ბრძა­ნე­ბი­თაც, წმინ­და თე­ო­დო­რე აწა­მეს. დი­ო­დო­რეს შე­სა­ხებ სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

დი­­ნო­სი (დი­ო­ნო­სი­ოს, დი­ო­ნო­სე, დი­ო­ნი­სე) ­_ სა­ხე­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია დი­ო­ნი­სეს ფორ­მით. დი­ო­დო­რეს ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.~ წმინ­და თე­ო­დო­რეს ღვაწ­ლის შემ­ყუ­რემ ირ­წმუ­ნა ქრის­ტე და მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა წმინ­და სოკ­რა­ტეს­თან ერ­თად. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

დი­­სი _ იგი­ვე ზევ­სი. ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ელ­ვის, ქუ­ხი­ლი­სა და ცის ღმერ­თი.

დი­ოს­კო­რე _ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი წარ­მარ­თი ღვთის­მსა­ხუ­რი, რო­მელ­მაც შე­ი­ნა­ნა და შემ­დგომ ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბის დაც­ვის­თვის აწა­მეს. ამ უკა­ნას­კნე­ლის ვი­ნა­ო­ბა სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში უც­ნო­ბია.

დომ­ნა _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბის~ მი­ხედ­ვით, სე­ფე ქა­ლი, სა­მე­ფო კა­რის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც წმინ­და ან­თი­მოზ­მა ქრის­ტეს რჯულ­ზე მო­აქ­ცია, რის შემ­დე­გაც მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

დო­რო­თე _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სხვა ნი­კო­მი­დი­ელ მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

ევ­სტა­თი _ ნათ­ლის­ღე­ბამ­დე პლა­კი­და. გა­მო­ჩე­ნი­ლი რო­მა­ე­ლი გე­ნე­რა­ლი, სამ­ხედ­რო მხე­დარ­თმთა­ვა­რი. მოღ­ვა­წე­ობ­და იმ­პე­რა­ტო­რე­ბის _ ტი­ტუ­სა (79-81) და ტრა­ი­ა­ნეს  (98-117) _ მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. სამ­ხედ­რო საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბა­საც ეწე­ო­და: ეხ­მა­რე­ბო­და გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა II სა­უ­კუ­ნე­ში. ზოგ წყა­რო­ში 117 წე­ლია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ზოგ­ში _ 118, ზოგ­შიც _ 126. ოქ­სფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ­გვერ­დზე მი­თი­თე­ბუ­ლია 117 წე­ლი, რო­გორც ზუს­ტი თა­რი­ღი: ‘Reported Death Not Before 117 // Reported Death Not After.’ იმ­პე­რა­ტორ­მა ად­რი­ა­ნემ, ტრა­ი­ა­ნეს მემ­კვიდ­რემ, ის და მი­სი ცოლ-შვი­ლი ხა­რის ფორ­მის ბრინ­ჯა­ოს მოწ­ყო­ბი­ლო­ბა­ში მო­ა­თავ­სა და ქვე­მო­დან ცეც­ხლი შე­უნ­თო. რო­დე­საც იქი­დან მა­თი წმი­და ნა­წი­ლე­ბი ამო­ი­ღეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ უვ­ნე­ბელ­ნი იყ­ვნენ. მა­თი ხსე­ნე­ბის დღე არის 3 ოქ­ტომ­ბე­რი (ძვე­ლი სტი­ლით, 20 სექ­ტემ­ბე­რი).

თხზუ­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი

ელია ­_ ძვე­ლი აღ­თქმის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი.

ზევ­დი­­სი _ იგი­ვე ზევ­სი _ ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ელ­ვის, ქუ­ხი­ლის, ცის და, ამავ­დრო­უ­ლად, მსოფ­ლი­ოს მმარ­თვე­ლი ღმერ­თი.

ზე­ნო­ნი _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სხვა ნი­კო­მი­დი­ელ მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

თე­­დო­რე პერ­გე­ლი _ ჯვარ­ზე გაკ­ვრით მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა ფრი­გი­ის რე­გი­ონ­ში (მცი­რე აზი­ის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რია) II სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. მი­სი წმინ­და თა­ვის ქა­ლა ინა­ხე­ბა ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტერ­ში.

თხზუ­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი

თე­­პის­ტე _ წმინ­და ევ­სტა­თი პლა­კი­დას შვი­ლი, აღეს­რუ­ლა მო­წა­მებ­რი­ვად II სა­უ­კუ­ნე­ში. 

თე­­პის­ტია _ ნათ­ლო­ბამ­დე ტა­ტი­ა­ნა, წმინ­და ევ­სტა­თი პლა­კი­დას მე­უღ­ლე. აღეს­რუ­ლა მო­წა­მებ­რი­ვად II სა­უ­კუ­ნე­ში.

თჳრსო _ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მო­წა­მე, რო­მელ­მაც გან­დევ­ნა ეშ­მა­კი. ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლია III სა­უ­კუ­ნე­ში იმ­პე­რა­ტორ დე­კი­უ­სის (249-251 წწ.) დროს ბით­ვი­ნი­ა­ში მო­წა­მებ­რი­ვად აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი წმინ­და მო­წა­მე თვირ­სო (თვირ­სე), ხო­ლო თხზუ­ლე­ბა­ში ნახ­სე­ნე­ბი თვირ­სოს შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ას ცნო­ბე­ბი არ შე­მო­უ­ნა­ხავს.

ია­კო­ბი ­_ ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი მა­მამ­თა­ვა­რი.

ინ­დე _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რი, სა­მე­ფო კარ­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წმინ­და ან­თი­მოზ­მა ქრის­ტეს რჯულ­ზე მო­აქ­ცია, რის შემ­დე­გაც მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

იოვ­­ნე _ `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მღვდე­ლი, რო­მელ­მაც წმინ­და ევ­სტა­თი და მი­სი ოჯა­ხი მო­ნათ­ლა.

იო­ბი _ ძვე­ლი აღ­თქმის მოღ­ვა­წე, `იობ მრა­ვალ­ვნე­ბუ­ლად~ წო­დე­ბუ­ლი იმ მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის გა­მო, რო­მე­ლიც მას შე­ემ­თხვა _ და­კარ­გა შვი­ლე­ბი, მთე­ლი ქო­ნე­ბა, შე­ე­ყა­რა მძი­მე სე­ნი. იობ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ით­მი­ნა და უფალ­მა მას კვლავ მი­ა­ნი­ჭა სიმ­დიდ­რე, შვი­ლე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბა. მი­სი ცხოვ­რე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლია ბიბ­ლი­ის ერთ-ერთ წიგ­ნში _ `იო­ბის წიგ­ნი.~ 

ისა­­კი _ ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი მა­მამ­თა­ვა­რი.

კჳრი­ლე _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბის~ მი­ხედ­ვით, ნი­კო­მი­დი­ე­ლი მღვდელ­მთა­ვა­რი, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იმა­ვე საყ­დარ­ზე წმინ­და ან­თი­მო­ზი გა­მო­ირ­ჩა.

კორ­ნი­ლიე _ `საქ­მე მო­ცი­ქულ­თა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი კორ­ნე­ლი­უ­სი, რო­მა­უ­ლი კო­ჰორ­ტის ასის­თა­ვი, კე­თილ­მორ­წმუ­ნე და ღვთის­მო­ში­ში კა­ცი მთე­ლი თა­ვი­სი სახ­ლე­უ­ლი­თურთ (საქ.10.1).

ლი­და (ბერძ. Λήδα) _ ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, მე­ფე ფეს­ტი­ო­სის ასუ­ლი. ნახ­სე­ნე­ბია ჰო­მე­რო­სის `ილი­ა­და­სა~ და `ოდი­სე­ა­ში.~

მარ­დო­ნი­­სი _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სხვა ნი­კო­მი­დი­ელ მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

მაქ­სი­მი­­ნე (ლათ. Marcus Aurelius Valerius Maximianus Herculius) _ რო­მის ტეტ­რარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის იმ­პე­რა­ტო­რი. დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ 286 წელს მას ავ­გუს­ტუ­სის ტი­ტუ­ლი გა­დას­ცა და თა­ნა­იმ­პე­რა­ტო­რად გა­მო­აც­ხა­და. რო­მის იმ­პე­რი­ის ნა­წილს გა­ნა­გებ­და  286-305 წლებ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 310 წელს.

მიღ­დო­ნი­­სი _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სხვა ნი­კო­მი­დი­ელ მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

პავ­ლე _ ქრის­ტეს მო­ცი­ქუ­ლი, თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხე­ლი _ სავ­ლე, ახა­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი 14 ეპის­ტო­ლის ავ­ტო­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად იგი დევ­ნი­და ქრის­ტი­ა­ნებს და შემ­დეგ მო­ცი­ქულ­თა თა­ვი გახ­და. 67 წელს თა­ვი მოჰ­კვე­თეს ქა­ლაქ რომ­ში.

პეტ­რე _ ქრის­ტეს 12 მო­ცი­ქულ­თა­გა­ნი, იგი­ვე სი­მო­ნი, რო­მელ­საც ქრის­ტემ პეტ­რე უწო­და. 67 წელს ქა­ლაქ რომ­ში ჯვარ­ზე გა­აკ­რეს თავ­და­ყი­რა.

პეტ­რე _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სხვა ნი­კო­მი­დი­ელ მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. 

პი­ღა­სე _ `თე­ო­დო­რეს ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მღვდელ­მთა­ვა­რი, რო­მელ­მაც საპ­ყრო­ბი­ლე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა წმინ­და თე­ო­დო­რე. მის შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.

სა­მა­­ლი _ ეშ­მაკ­თა მთა­ვა­რი.

სოკ­რა­ტე _ დი­ო­დო­რეს ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.~ თე­ო­დო­რეს ღვაწ­ლის შემ­ყუ­რემ ირ­წმუ­ნა ქრის­ტე და მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა დი­ო­ნი­სეს­თან ერ­თად. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

ტრა­­­ნე მარ­კუს ულ­პი­­სი (53-117) _ რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 98-117 წლებ­ში.

ტრი­ფო­ნი ­_ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი წმინ­და­ნი, რო­მელ­მაც ნი­კო­მი­დი­ი­დან გან­დევ­ნა ეშ­მა­კი. ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლია III სა­უ­კუ­ნე­ში იმ­პე­რა­ტორ დე­კი­უ­სის (249-251 წწ.) დროს ფრი­გი­ის ქა­ლაქ აპა­მე­ის მახ­ლობ­ლად მო­წა­მებ­რი­ვად აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი წმინ­და მო­წა­მე ტრი­ფო­ნი, ხო­ლო თხზუ­ლე­ბა­ში ნახ­სე­ნე­ბი ტრი­ფო­ნის შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ას ცნო­ბე­ბი არ შე­მო­უ­ნა­ხავს.

ულუმ­პია _ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც ზევ­დი­ოს­მა გახ­რწნა.

ფი­ლი­პა (ფი­ლი­პია) _ თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის დე­და. თხზუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.  

 

გეოგრაფიულ სახელთა ანოტირებული საძიებელი

ბი­ზან­ტია _ აქ: პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა ბი­ზან­ტი­ო­ნი, სა­დაც შემ­დგომ­ში კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლი და­არ­სდა.

ბითჳნია (ბით­ვი­ნია) _ ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მის იმ­პე­რი­ის პრო­ვინ­ცია, რო­მელ­საც მცი­რე აზი­ის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი ეკა­ვა.

ეგჳპტე (ეგ­ვიპ­ტე) _ უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში.

ედას­პი _ სა­ვა­რა­უ­დოდ,  იგო­ვე ჯა­ლა­მი _ მდი­ნა­რე ინ­დო­ეთ­სა და პა­კის­ტან­ში. მი­სი არ­ქა­უ­ლი სა­ხე­ლია ჰი­დას­პი (ძვე­ლი ქარ­თუ­ლით `ედას­პი~).

ვა­დი­სო­ნი _ `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბის~ მი­ხედ­ვით, და­ბა რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, სა­დაც წმინ­და ევ­სტა­თი ცოლ-შვი­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ 15 წე­ლი ცხოვ­რობ­და. მის შე­სა­ხებ სხვა ცნო­ბე­ბი არ იძებ­ნე­ბა.

მა­კე­დო­ნია _ ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე მხა­რე.

ნი­კო­მი­დია _ მცი­რე აზი­ის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქი, ბით­ვი­ნი­ის მთა­ვა­რი პო­ლი­სი. მდე­ბა­რე­ობ­და თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მარ­მა­რი­ლოს ზღვის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. ნი­კე­ას­თან ერ­თად ის ბით­ვი­ნი­ის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბო­და.

პან­ფი­ლია (პამ­ფი­ლია) _ რე­გი­ო­ნი მცი­რე აზი­ა­ში, კი­ლი­კი­ა­სა და ლი­კი­ას შო­რის. უძ­ვე­ლეს დრო­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი იყო სა­ბერ­ძნე­თი­დან ჩა­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბით. შე­დი­ო­და აქი­მე­ნი­დე­ბის სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. შემ­დგომ შე­ვი­და რო­მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

პერ­გე _ `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ თა­ნახ­მად, ქა­ლა­ქი, სა­დაც პავ­ლე და ბარ­ნა­ბა მო­ცი­ქუ­ლებ­მა იქა­და­გეს: `წარ-რაჲ-ვი­დეს პა­ფოჲთ პავ­ლე და მის­თა­ნა­ნი იგი, წიაჴდეს პერ­გედ~ (საქ. მო­ციქ. 13.13). დღეს შე­დის ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

სი­მა­ნე (სი­მა­ნი) _ ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­ის ერთ-ერ­თი მო­მიჯ­ნა­ვე გა­რე­უ­ბა­ნი.

ფრი­გია _ რე­გი­ო­ნი მცი­რე აზი­ის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, კა­პა­დო­კი­ა­სა და ლი­დი­ას შო­რის. `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ მი­ხედ­ვით, ფრი­გი­ა­ში პავ­ლე და ტი­მო­თე მო­ცი­ქუ­ლებ­მა იქა­და­გეს: `და მოვ­ლეს ფრიგჳაჲ და გა­ლა­ტელ­თა სო­ფე­ლი…~ (საქ. მო­ციქ. 16. 6).

ჰრო­მი (რო­მი) _ რო­მის უძ­ვე­ლე­სი იმ­პე­რია. აღ­მო­ცენ­და ძვ. წ. 753 წელს და­არ­სე­ბუ­ლ ქა­ლაქ რო­მის სა­ფუძ­ველ­ზე. IV სა­უ­კუ­ნე­ში გა­ი­ყო აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ იმ­პე­რი­ე­ბად. და­სავ­ლე­თის იმ­პე­რია და­ე­ცა 476 წელს, ხო­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა _ 1453 წელს.

 

ლექსიკონი

ამ­ბო­რის­ყო­ფა _ კოც­ნა

არ­გა­ნი _ მსხვი­ლი ჯო­ხი

არ­გნო­სა­ნი _ არ­გნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი

არ­მუ­რი ­_ ალ­მუ­რი

აღ­ბეჭ­დუ­ლი _ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი

აღ­ტყი­ნე­ბა _ ან­თე­ბა

აღ­ქუ­მა _ აქ: აყ­ვა­ნა

აღ­ხუ­მა _ აყ­ვა­ნა

აწ­ვე _ ახ­ლა­ვე

ახო­ვა­ნი _ მხნე, მა­მა­ცი

აჰა ესე­რა _ აი

ბარ­ბა­რო­ზი _ არა­ბე­რძე­ნი, უც­ხო­ე­ლი

ბე­ჭე­დი _ ნი­შა­ნი

ბეჭ­დის და­დე­ბა _ და­ბეჭ­დვა, და­ნიშ­ვნა

ბილ­წე­ბა _ უწ­მინ­დუ­რე­ბა

ბო­მო­ნი _ წარ­მარ­თუ­ლი სა­კურ­თხე­ვე­ლი, კერ­პშე­წირ­ვის ტაბ­ლა

ბორ­გვა _ აქ: შფოთ­ვა, მღელ­ვა­რე­ბა, გაშ­მა­გე­ბა

გა­მო­ხუ­მა _ გა­მოყ­ვა­ნა 

გა­მოჴუე­ბა _ გა­მოკ­ლე­ბა

გან­ვლი­ნე­ბა _ გაგ­ზავ­ნა, მივ­ლე­ნა; დევ­ნით გაყ­ვა­ნა

გან­კუ­­თა _ გაჭ­რა

გან­რო­მა _ თა­ვის დაღ­წე­ვა

გან­სუ­­ნე­ბა _ მოს­ვე­ნე­ბა, დას­ვე­ნე­ბა

გან­ჩი­ნე­ბა _ დად­გე­ნი­ლე­ბა, გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა

გან­ცდა _ აქ: ნახ­ვა

გარ­და­მოჴდო­მა _ აქ: მოვ­ლე­ნა (გარ­და­მოვჴედ _ მო­ვევ­ლი­ნე); ჩა­მოს­ვლა

გე­ბა _ აქ: შეძ­ლე­ბა

გზე­ბა _ ნთე­ბა, ალე­ბა

გმო­ბა _ გი­ნე­ბა, შე­უ­რაც­ხყო­ფა

გრძნე­ბა _ ჯა­დოქ­რო­ბა, მის­ნო­ბა

გუ­­მა _ ცე­მა, ტან­ჯვა

გუ­ლარ­ძნი­ლი _ მრუ­დი, ფლი­დი, ბო­რო­ტი

გუ­ლის­თქუ­მა _ სურ­ვი­ლი 7

გუ­ლის­სიტ­ყვა _ ფიქ­რი, ზრახ­ვა

გუ­ლისჴმის­ყო­ფა _ მიხ­ვედ­რა, გა­გე­ბა, გა­აზ­რე­ბა

დაბ­ძარ­ვა _ დაფ­ლე­თა

და­გუ­რე­მა _ დაჭ­რა

დათ­რგუნ­ვა _ დაძ­ლე­ვა, და­ჯაბ­ნა, გა­ნად­გუ­რე­ბა

დათ­ხე­ვა _ დაღ­ვრა

და­პე­ბა _ დაგ­ლე­ჯა, და­ხეთ­ქვა

და­­სა­ბა­მო _ და­საწ­ყი­სის არ­მქო­ნე, მა­რა­დი­უ­ლი

დაფ­ხუ­რა _ დაგ­ლე­ჯა (აქ: თმის)

და­ღა­ცა­თუ _ თუმ­ცა

დაშ­თო­მა _ დარ­ჩე­ნა

დაშ­რე­ტა _ ჩაქ­რო­ბა (დაშ­რო­ბა)

და­შუ­რო­მა _ დაღ­ლა

დაც­ხრო­მა _ დამ­შვი­დე­ბა, დაწ­ყნა­რე­ბა, გა­ნავ­ლე­ბა, გაქ­რო­ბა

დრკუ _ მრუ­დი, უკე­თუ­რი

დღი­თიდღე _ ყო­ველ­დღე

ეს­რე სა­ხედ _ ამ სა­ხით, ამ­გვა­რად

ვი­ნაჲცა _ სა­ი­და­ნაც

ვლტო­ლა _ გაქ­ცე­ვა

ზე­და კერ­ძო // ზე­მო კერ­ძო _ ზე­მო­დან, ზე­მო მხა­რეს

ზი­­რე­ბა _ უფ­ლის სის­ხლი­სა და ხორ­ცის მი­ღე­ბა; თა­ნამ­ყო­ფო­ბა, თა­ნა­ზი­ა­რო­ბა, ხორ­ცი­ე­ლი ერ­თო­ბა

ზო­გად _ ერ­თად

ზორ­ვა _ წირ­ვა (წარ­მარ­თუ­ლი მსხვერ­პლშე­წირ­ვა)

ზრახ­ვა _ ჩა­ნა­ფიქ­რი, ფიქ­რი, გან­ზრახ­ვა

ზრდა _ გაზ­რდა, გა­მოკ­ვე­ბა

ზრდი­ლო­ბა _ აღ­ზრდა

ზუ­­­ბა _ ამ­პარ­ტავ­ნო­ბა

თავ­სდე­ბა _ თავ­ზე აღე­ბა, კის­რე­ბა

თა­ნა­და­­სა­ბა­მო _ უსაწ­ყი­სო

თა­ნამ­ყო­ლე­ლი _ თან­მხლე­ბი

თა­ნა­წარ­სლვა _ აქ: არი­დე­ბა, აცი­ლე­ბა

თი­თო­ფე­რი _ სხვა­დას­ხვა

კერ­ძო _ მხა­რე, მხა­რეს

კიცჳ _ კვი­ცი

კმა­­ბა _ საკ­მა­რი­სო­ბა

კომ­სი _ სა­მე­ფო კა­რის მოღ­ვა­წე, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე, მთა­ვა­რი

კუ­რო _ სპი­ლენ­ძის ხა­რის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი მოწ­ყო­ბი­ლო­ბა

ლანძჳ _ ქვა­ბი

ლმო­ბა _ ტკი­ვი­ლი

ლმო­ბი­­რე­ბა _ შემ­წყნა­რებ­ლო­ბა, თა­ნაგ­რძნო­ბა 7

ლმო­ბი­­რი _ შემ­წყნა­რე­ბე­ლი, შემ­ბრა­ლე­ბე­ლი, თა­ნამ­გრძნო­ბი; ამ­ტა­ნი

ლმო­ბი­ერ­ყო­ფა _ თა­ნაგ­რძნო­ბა

მად­ლი _ წყა­ლო­ბა, უნა­რი (ღვთის ძა­ლა, ენერ­გია), მად­ლო­ბა

მან­ქა­ნე­ბა _ ვე­რა­გო­ბა, ეშ­მა­კო­ბა, ხერ­ხი

მა­­ტე­ბე­ლი _ გან­მდევ­ნე­ლი

მაღ­ნა­რი _ მა­ღა­ლი ტყე

მგზე­ბა­რე _ ან­თე­ბუ­ლი

მე­პუ­რის­მტე _ თა­ნა­მე­სუფ­რე

მეჴრმლე _ ჯა­ლა­თი

მეყ­სე­­ლად _ მა­შინ­ვე

მეც­ნი­­რე­ბა _ ცოდ­ნა, მიხ­ვედ­რა, გა­გე­ბა

მეც­ნი­­რი _ ნაც­ნო­ბი, მცნო­ბი, მცოდ­ნე, ბრძე­ნი

მი­გე­ბა _ პა­სუ­ხის გა­ცე­მა

მი­­რით­გან _ იმ დრო­ი­დან

მიზ­დუ­რი _ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი

მიმ­თხუ­­ვა  _ შეხ­ვედ­რა, მი­ახ­ლო­ე­ბა

მი­რუ­ლე­ბა _ და­ძი­ნე­ბა, მი­ძი­ნე­ბა

მი­წი­სა­გა­ნი _ მი­წი­ე­რი

მკრეხ­ვე­ლი _ აქ: შე­მა­გი­ნე­ბე­ლი, შემ­ბილ­წვე­ლი

მო­მად­ლე­ბა _ მო­ნი­ჭე­ბა, ბო­ძე­ბა

მო­ნა­გე­ბი _ ქო­ნე­ბა

მო­ნა­დი­რე­ბა _ მო­პო­ვე­ბა

მო­რეწ­ვა _ შოვ­ნა

მორ­ჩი _ ყლორ­ტი, შტო

მოს­რვა _ მოს­პო­ბა, გა­ნად­გუ­რე­ბა

მოს­წრა­ფე _ გულ­მოდ­გი­ნე, მო­წა­დი­ნე, მოჩ­ქა­რე

მო­ქა­დუ­ლო­ბა _ კვეხ­ნა, ტრა­ბა­ხი

მო­ქა­ლა­ქო­ბა _ მოღ­ვა­წე­ო­ბა

მოქ­ცე­ვა _ მობ­რუ­ნე­ბა

მო­ღე­ბა _ მი­ღე­ბა, მო­ტა­ნა

მოღ­ვა­წე­ბა _ აქ: ღვაწ­ლი

მო­ყუ­ას­ყო­ფა _ და­მე­გობ­რე­ბა

მოწ­ყუ­­და _ ამოწ­ყვე­ტა

მოჴდო­მა _ მი­ვარ­დნა, თავ­დას­ხმა

მტი­ლი _ ბა­ღი, ბოს­ტა­ნი

მუჴლი _ მუხ­ლი; ტექ­სტის ნა­წი­ლი

მცი­რედმცი­რედ _ ნე­ლა-ნე­ლა, თან­და­თან

მწუხ­რი _ შე­ღა­მე­ბუ­ლი

მხო­ლოდ­შო­ბი­ლი _ ერ­თა­დერ­თი (შვი­ლი)

ნას­ხმა­ნი _ სხე­უ­ლის ნა­წი­ლი: თა­ვი, სახ­სა­რი, ძარ­ღვი…

ნაყ­რო­ვა­ნე­ბა _ გა­უ­მაძ­ღრო­ბა

ნი­ავ­ქა­რი _ აქ: ძლი­ე­რი ქა­რი

ორ­კერ­ძო _ ორ­მხრივ

ოტე­ბა _ აქ: გან­დევ­ნა

პა­რე­ხი _ მი­უ­ვა­ლაი ად­გი­ლი, კლდე

პი­რადპი­რა­დი _ სხვა­დას­ხვა

პირ­ველ _ ად­რე; ჯერ

პირ­ვე­ აღ­წე­რი­ლი _ ად­რე აღ­წე­რი­ლი

პყრო­ბა _ აქ: და­ჭე­რა (თმის)

ჟამ­თა პირ­ველ­თა _ ად­რე­ულ დრო­ში

ჟა­მის­წირ­ვა _ ლი­ტურ­გი­ა

სა­ბას­რო­ბე­ლი _ და­სა­ცი­ნი

საგ­დე­ბე­ლი _ თო­კი

სად­გუ­რი _ სად­გო­მი

სა­კუ­ერ­თხი _ შე­სა­წი­რა­ვი

სალ­მო­ბა _ ტკი­ვი­ლი

სამ­შჭუ­­ლი _ ლურ­სმა­ნი

სამ­შჯავ­რო _ სა­სა­მარ­თლო

სა­ნა­ხე _ მხა­რე

სა­სო _ იმე­დი, სა­ი­მე­დო

სა­სო­­ბა _ იმე­დოვ­ნე­ბა

სას­ყი­დე­ლი _ გა­სამ­რჯე­ლო

სას­წა­­ლი _­ ღვთი­უ­რი ძა­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი მოვ­ლე­ნა, საქ­მე, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რივ წეს­რიგ­ზე მაღ­ლა დგას; ნი­შა­ნი (სას­წა­უ­ლი წყლუ­ლე­ბი­საჲ)

სა­ფა­სე _ სიმ­დიდ­რე, ქო­ნე­ბა, სა­ფა­სუ­რი, გა­სამ­რჯე­ლო

სა­შუ­­ბე­ლი _ სა­სი­ხა­რუ­ლო

სა­წა­დელ­ჩე­ნა _ სა­სურ­ვე­ლად მი­ღე­ბა, მიჩ­ნე­ვა

სა­ხა­რე­ბა _ ოთ­ხთა­ვი, სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი

სა­ხი­­რი _ კე­თი­ლი

საჴმა­რი _ სა­ჭი­რო, გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი, ქო­ნე­ბა

სიგ­ლა­ხა­კე _ სი­ღა­რი­ბე, გა­ჭირ­ვე­ბა

სიმ­დაბ­ლე _ თავ­მდაბ­ლო­ბა

სიტყჳსგე­ბა _ პა­სუ­ხის გა­ცე­მა

სი­ქა­დუ­ლი _ სი­ა­მა­ყე

სიწ­რფო­­ბა _ გულ­წრფე­ლო­ბა, სი­მარ­თლე

სიჩ­ჩოე _ ჩვი­ლო­ბა

სკო­რე _ ნა­კე­ლი

სრბა _ რბე­ნა, სირ­ბი­ლი; ღვაწ­ლი, მი­სია

სულ­თქუ­მა _ ოხ­ვრა

სულ­მოკ­ლე _ აქ: უნე­ბის­ყო­ფო, მხდა­ლი

სურ­ვი­­ლი _ მო­სურ­ნე

ტაბ­ლა _ სუფ­რა

ტა­ლა­ვა­რი _ კა­რა­ვი

ტა­ლან­ტი _ გან­ძი, ფუ­ლის ერ­თე­უ­ლი, ნი­ჭი

ტა­რი­გი _ კრა­ვი

უაღ­რე­სი გო­ნე­ბი­სა _ გო­ნე­ბის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი

უბად­რუ­კი _ უბე­დუ­რი, სა­ცო­და­ვი

უგუ­ლის­ხმო _ მი­უხ­ვედ­რე­ლი, უგუ­ნუ­რი

უდებ­ყო­ფა _ და­ზა­რე­ბა, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, უარ­ყო­ფა, არაფ­რად ჩაგ­დე­ბა

უზეშ­თა­­სი _ აღ­მა­ტე­ბუ­ლი

უკე­თუ­რე­ბა _ ბო­რო­ტე­ბა

უკე­თუ­რი _ ეშ­მა­კი, ბო­რო­ტი, ცუ­დი

ულ­მო­ბე­ლი _ აქ: მშვი­დი, ტკი­ვი­ლის­გან, ტან­ჯვის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი

უმ­რწე­მე­სი _ უმ­ცრო­სი

უმ­წყი _ გა­უ­ხედ­ნა­ვი

ურ­ჩუ­ლო _ ურ­ჯუ­ლო

ურ­ჩუ­ლო­­სი _ მე­ტის­მე­ტად ურ­ჯუ­ლო

ფე­რადფე­რა­დი _ სხვა­დას­ხვა, მრა­ვალ­გვა­რი

ფიც­ხე­ლი _ სას­ტი­კი, მკაც­რი

ფიც­ხლე­ბი _ სა­წა­მე­ბე­ლი ია­რა­ღე­ბი

ფუც­ხუ _ დი­დი ჩან­გა­ლი, სა­წა­მე­ბე­ლი ია­რა­ღი

ქა­დე­ბა _ აქ: და­პი­რე­ბა

ქე­დი _ კი­სე­რი

ქვე­ლის­მოქ­მე­დი _ კე­თი­ლი

ქუ­­შე კერ­ძო _ ქვე­და მხრი­დან

ქცე­ვა (ურ­მის თვლის) _ ტრი­ა­ლი

ღმერ­თშე­მო­სი­ლი _ ღრმად მორ­წმუ­ნე

ღუ­აწ­ლი _ საღ­ვთო საქ­მის­თვის გა­წე­უ­ლი შრო­მა; სიძ­ნე­ლე

შე­გი­ნე­ბა _ აქ: შე­ბილ­წვა

შეგ­რძნიბ­ვა _ მო­ჯა­დო­ე­ბა, მო­ნუს­ხვა

შევ­რდო­მა _ და­ვარ­დნა, და­მორ­ჩი­ლე­ბა

შემ­თხუ­­ვა _ შეხ­ვედ­რა

შე­მურ­ვა _ მუ­რის წას­მა

შე­მუს­რვა _ დამ­ტვრე­ვა, მოს­პო­ბა

შე­მუს­რვი­ლი _ დამ­სხვრე­უ­ლი, მოს­პო­ბი­ლი

შემ­წე _ დამ­ხმა­რე

შემ­წუხ­რე­ბა _ შე­ღა­მე­ბა

შეტ­კბო­ბა _ მოხ­ვე­ვა

შე­­რაც­ხი _ უბ­რა­ლო, არად მი­საჩ­ნე­ვი

შექ­ცე­ვა _ მიბ­რუ­ნე­ბა

შექ­ცე­­ლი _ აქ: მი­ყო­ლი­ლი, აყო­ლი­ლი, შე­ყო­ლი­ე­ბუ­ლი, გარ­თუ­ლი

შე­ყე­ნე­ბუ­ლი _ შეგ­დე­ბუ­ლი

შე­წევ­ნა _ დახ­მა­რე­ბა

შეწ­ყნა­რე­ბა _ მი­ღე­ბა

შეწ­ყნა­რე­ბუ­ლი _ პა­ტი­ე­ბუ­ლი, შენ­დო­ბი­ლი

შეჴდო­მა _ შეს­ვლა

შუ­­ბუ­ლი _ გა­ხა­რე­ბუ­ლი, დალ­ხი­ნე­ბუ­ლი

ცნო­ბა _ შეც­ნო­ბა, ამოც­ნო­ბა

ცნო­ბა­მი­ღე­ბუ­ლი _ ცნო­ბა­მიხ­დი­ლი, უგო­ნოდ მყო­ფი

ცხო­­ლი _ აქ: ცოც­ხა­ლი, მა­რა­დი­უ­ლი

ცხო­ველ­სმყო­ფე­ლი _ მა­ცოც­ხლე­ბე­ლი, სი­ცოც­ხლის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი

ძვი­რის­მოქ­მე­დი _ ბო­როტ­მოქ­მე­დი

ძჳირძჳრად _ სას­ტი­კად

ძნვა (უძ­ნავს) _ ეძ­ნე­ლე­ბა

წა­დი­­რე­ბა _ სურ­ვი­ლი

წა­დი­­რი _ მო­სურ­ნე

წა­მყო­ფა _ მი­ნიშ­ნე­ბა, თვა­ლით ნიშ­ნე­ბა

წარ­ტყუ­ენ­ვა _ დატ­ყვე­ვე­ბა, დაპ­ყრო­ბა

წარ­ტყუ­­ნუ­ლი _ დატ­ყვე­ვე­ბუ­ლი, დაპ­ყრო­ბი­ლი

წარ­წყდო­მა // წარ­წყმე­და _ და­ღუპ­ვა

წე­სი­­რე­ბა ჰა­სა­კი­სა _ სხე­უ­ლის სიმ­წყობ­რე, სიმ­შვე­ნი­ე­რე

წი­აღ კერ­ძო _ გაღ­მა, იქით, იმ მხა­რეს

წი­აღ­სვლა _ წყალ­ზე გა­დას­ვლა

წი­ნა­დე­ბა _ წინ დე­ბა (წი­ნა­გიც)

წმი­დით მი­სით _ აქ: მი­სი სიწ­მინ­დით

წუმ­წუ­ბა _ გო­გირ­დი

წყლუ­ლე­ბა _ ჭრი­ლო­ბა

ჭირ­ვე­­ლი _ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, ჭირ­ში მყო­ფი

ხა­და/ხდა _ და­ძა­ხე­ბა, წო­დე­ბა, მო­წო­დე­ბა

ხუ­ეშ­ნა _ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, თა­ნაგ­რძნო­ბა, გა­მო­სარ­ჩლე­ბა

ჴელის აღპ­ყრო­ბა _ შე­წევ­ნა, დახ­მა­რე­ბა

ჴელოვ­ნე­ბა _ ხერ­ხი

ჴელ­ყო­ფა _ ხე­ლის მო­კი­დე­ბა

ჴნდუ­რი _ მსხვი­ლი ცერ­ცვი (ლო­ბიო)

ჯერ­ჩი­ნე­ბა _ სა­ჭი­როდ მიჩ­ნე­ვა

ჯი­ნი­ბი _ სა­მარ­ქა­ფო ცხე­ნი

 

გამოყენებული ლიტერატურა

აბუ­ლა­ძე, ი. (1949). `ქარ­თუ­ლი წე­რის ნი­მუ­შე­ბი, პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ალ­ბო­მი~, თბი­ლი­სი.

ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ონ­ლა­ინ კა­ტა­ლო­გი და სრუ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა (ხელ­ნა­წე­რი ვერ­სია. შემ­დგენ­ლე­ბი: ხევ­სუ­რი­ა­ნი, ლ., კიკ­ნა­ძე, ლ., გრი­გო­ლია ც., ქავ­თა­რია მ., ასა­თი­ა­ნი, ქ.).

ბე­ზა­რაშ­ვი­ლი, ქ., მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, მ. (1995). გრი­გოლ ღვთის­მეტ­ყვე­ლის II და III ჰო­მი­ლი­ე­ბის ეფ­თვი­მე ათო­ნე­ლი­სე­უ­ლი თარ­გმა­ნე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი და ეფ­რემ მცი­რის ერ­თი ან­დერძ-მი­ნა­წე­რი. ფი­ლო­ლო­გი­უ­რი ძი­ე­ბა­ნი II (კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი), თბი­ლი­სი.

ბე­ზა­რაშ­ვი­ლი, ქ. (2001). საღ­ვთის­მეტ­ყვე­ლო-რი­ტო­რი­კუ­ლი სტი­ლის ზო­გი­ერ­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­სათ­ვის გრი­გოლ ღვთის­მეტ­ყვე­ლის თხზუ­ლე­ბებ­სა და მათ ქარ­თულ თარ­გმა­ნებ­ში: სიღ­რმე-მი­ფა­რუ­ლე­ბა და ლა­კო­ნი­უ­რო­ბა. მრა­ვალ­თა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, XIX, თბი­ლი­სი.

ბე­ზა­რაშ­ვი­ლი, ქ. (2004). რი­ტო­რი­კი­სა და თარ­გმა­ნის თე­ო­რია და პრაქ­ტი­კა გრი­გოლ ღვთის­მეტ­ყვე­ლის თხზუ­ლე­ბა­თა ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სი.

ბე­ზა­რაშ­ვი­ლი, ქ. (2005). რი­ტო­რი­კულ-ორ­ნა­მენ­ტუ­ლი სტი­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სათ­ვის გრი­გოლ ღვთის­მეტ­ყვე­ლის თხზუ­ლე­ბებ­სა და მათ ქარ­თულ თარ­გმა­ნებ­ში, თბი­ლი­სი.

გა­ბაშ­ვი­ლი, ტ. (1956). მი­მოს­ლვა, ტექ­სტი გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და, გა­მოკ­ვლე­ვა, ლექ­სი­კო­ნი და სა­ძი­ებ­ლე­ბი და­ურ­თო ელ. მეტ­რე­ველ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, აკად. ს. ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი, რედ. კ. კე­კე­ლი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბი­ლი­სი.

გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბი­ლი­სი.

გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2007). ექ­თვი­მე მთაწ­მი­დე­ლის ერ­თი თარ­გმა­ნის ირ­გვლივ შექ­მნი­ლი გა­უ­გებ­რო­ბის გა­მო: `მრა­ვალ­თა­ვი~, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, #22, თბი­ლი­სი.

გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2010). შრო­მე­ბი II, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ტექ­სტო­ლო­გი­უ­რი ნარ­კვე­ვე­ბი, თბი­ლი­სი.

და­მას­კე­ლი, იო­ა­ნე. (1976). დი­ა­ლექ­ტი­კა. ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბის ტექ­სტი გა­მოს­ცა, გა­მოკ­ვლე­ვა და ლექ­სი­კო­ნი და­ურ­თო მ. რა­ფა­ვამ, თბი­ლი­სი.

კა­რა­ნა­ძე, მ. (2005). ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცი­ის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი (X-XIII სს. 28 ნუს­ხის სა­ფუძ­ველ­ზე), მრა­ვალ­თა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, 21. თბი­ლი­სი.

კე­კე­ლი­ძე, კ., (1945). ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის მთარ­გმნე­ლო­ბი­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის ერ­თი ნი­მუ­ში, ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან, ტ. II, თბი­ლი­სი.

კე­კე­ლი­ძე, კ. (1947). ბი­ზან­ტი­უ­რი მე­ტაფ­რას­ტი­კა და ქარ­თუ­ლი აგი­ოგ­რა­ფია (თსუ შრო­მე­ბი, ტ. 30ბ-31ბ), თბი­ლი­სი.

კე­კე­ლი­ძე, კ. (1956). მთარ­გმნე­ლო­ბი­თი მე­თო­დი ძველ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და მი­სი ხა­სი­ა­თი. ეტი­უ­დე­ბი I, თბი­ლი­სი.

კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). `ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან~, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბი­ლი­სი.

კე­კე­ლი­ძე, კ. (1980). ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია, ორ ტო­მად, ტო­მი I, რედ. ალ. ბა­რა­მი­ძე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა `მეც­ნი­ე­რე­ბა~, თბი­ლი­სი.

მარ­გი­ა­ნი, თ. (1999). გრი­გოლ ხუ­ცე­სის `გრი­გოლ ღვთის­მეტ­ყვე­ლის ცხოვ­რე­ბის~ ეფ­თვი­მე ათო­ნე­ლი­სე­უ­ლი თარ­გმა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა. მრა­ვალ­თა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, XVIII, თბი­ლი­სი.

მარ­გი­ა­ნი, თ. (2006). გრი­გოლ ნა­ზი­ან­ზე­ლის `ცხოვ­რე­ბის~ და `შეს­ხმის~ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი (გრი­გოლ ხუ­ცე­სი­სა და სოფ­რონ იე­რუ­სა­ლი­მე­ლის თხზუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით), თბი­ლი­სი.

მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ნ. (1987). რამ­დე­ნი­მე დაკ­ვირ­ვე­ბა ეფ­თვი­მე ათო­ნე­ლი­სა და ეფ­რემ მცი­რის მი­ერ მთარ­გმნე­ლო­ბით მე­თოდ­ზე, მაც­ნე, ელს, 4.

მთაწ­მი­დე­ლი, გ. (1967). ცხო­რე­ბაჲ იო­ვა­ნე­სი და ეფთჳმე­სი: ძვე­ლი ქარ­თუ­ლი აგი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი, წიგ­ნი II (XI-XV სს.), ილია აბუ­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და რე­დაქ­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა `მეც­ნი­ე­რე­ბა~, თბი­ლი­სი.

ოქ­რო­პი­რი, იო­ა­ნე. (1996). თარ­გმა­ნე­ბაჲ მა­თეს სა­ხა­რე­ბი­საჲ, თარ­გმა­ნი წმ. ეფ­თვი­მე მთაწ­მი­დე­ლი­სა, მზე­ქა­ლა შა­ნი­ძის რე­დაქ­ცი­ით, წიგ­ნი I, თბი­ლი­სი.

პა­ტა­რი­ძე, რ. (1969). ‘თჰე ლუნე’ (პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, II, თბი­ლი­სი.

სარ­ჯვე­ლა­ძე, ზ. (1984). ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ის­ტო­რი­ის შე­სა­ვა­ლი, თბი­ლი­სი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი (A კო­ლექ­ცია). (1954). კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ერ­თო რე­დაქ­ცი­ით, ტო­მი IV, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, აკად. ს. ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი. შე­ად­გი­ნა ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძემ. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბი­ლი­სი.

უც­ხო­ეთ­ში გა­და­წე­რი­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ვე­ლეთ­სა­ცა­ვებ­ში. (2018). შემ­დგენ­ლე­ბი: ვლა­დი­მერ კე­კე­ლია, ნა­თია მი­რო­ტა­ძე, თა­მარ ოთ­ხმე­ზუ­რი, და­ლი ჩი­ტუ­ნაშ­ვი­ლი, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, თბი­ლი­სი.

ქავ­თა­რია, მ. (1966). `თე­ო­დო­რე სტრა­ტი­ლა­ტის წა­მე­ბის რე­დაქ­ცი­ე­ბი~ (შო­თა რუს­თა­ვე­ლი, ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტის სა­ი­უ­ბი­ლეო კრე­ბუ­ლი, თბი­ლი­სი.

ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის (A) კო­ლექ­ცი­ი­სა, ტო­მი I2. (1976). სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი. შე­ად­გი­ნეს და და­სა­ბეჭ­დად მო­ამ­ზა­დეს: თ. ბრე­გა­ძემ, ც. კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა, თ. მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა, მ. ქავ­თა­რი­ამ, ლ. ქუ­თა­თე­ლა­ძემ და ც. ჯღა­მა­ი­ამ ელ. მეტ­რე­ვე­ლის რე­დაქ­ცი­ით. გა­მომ­ცემ­ლო­ბა `მეც­ნი­ე­რე­ბა~, თბი­ლი­სი.

ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის (A) კო­ლექ­ცი­ი­სა, ტო­მი I4. (1985). სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი. შე­ად­გი­ნეს და და­სა­ბეჭ­დად მო­ამ­ზა­დეს: თ. ბრე­გა­ძემ, მ. ქავ­თა­რი­ამ, ლ. ქუ­თა­თე­ლა­ძემ ელ. მეტ­რე­ვე­ლის რე­დაქ­ცი­ით. გა­მომ­ცემ­ლო­ბა `მეც­ნი­ე­რე­ბა~, თბი­ლი­სი.

ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა, ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცია, ნაკ­ვე­თი 1 (1986). შე­ად­გი­ნეს და და­სა­ბეჭ­დად მო­ამ­ზა­დეს: ლ. ახო­ბა­ძემ, რ. გვა­რა­მი­ამ, ნ. გო­გუ­ა­ძემ, მ. დვალ­მა, მ. დო­ლა­ქი­ძემ, მ. კვა­ჭა­ძემ, გ. კიკ­ნა­ძემ, გ. ნი­ნუ­ამ, ც. ქურ­ცი­კი­ძემ, ლ. შა­თი­რიშ­ვილ­მა, მ. შა­ნი­ძემ, ნ. ჩხიკ­ვა­ძემ. თბი­ლი­სი.

ქურ­ცი­კი­ძე, ც. (1978). ისევ ეფ­თვი­მე ათო­ნე­ლის მთარ­გმნე­ლო­ბი­თი მე­თო­დის შე­სა­ხებ, მრა­ვალ­თა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, VI, თბი­ლი­სი.

ქურ­ცი­კი­ძე, ც. (1982). ბა­სი­ლი კე­სა­რი­ე­ლის `სწავ­ლა­თა~ ეფ­თვი­მე ათო­ნე­ლი­სე­უ­ლი თარ­გმა­ნი, ტექ­სტი გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და, გა­მოკ­ვლე­ვა და ლექ­სი­კო­ნი და­ურ­თო ც. ქურ­ცი­კი­ძემ, თბი­ლი­სი.

ქურ­ცი­კი­ძე, ც. (1995). გრი­გოლ ღვთის­მეტ­ყვე­ლის XLIII ჰო­მი­ლი­ის ეფ­თვი­მე ათო­ნე­ლი­სე­უ­ლი თარ­გმა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა. ფი­ლო­ლო­გი­უ­რი ძი­ე­ბა­ნი II (კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი), თბი­ლი­სი.

ჩიკ­ვა­ტია, ნ. (1996). ეფ­თვი­მე მთაწ­მიდ­ლის `წი­ნამ­ძღუ­ა­რის~ შედ­გე­ნი­ლო­ბა და წყა­რო­ე­ბი. მაც­ნე, ელს, 1-4.

ჩიკ­ვა­ტია, ნ. (1997). ეფ­თვი­მე მთაწ­მიდ­ლის `წი­ნამ­ძღვა­რი~ (ავ­ტო­რე­ფე­რა­ტი ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად), თბი­ლი­სი.

ძვე­ლი მე­ტაფ­რა­სუ­ლი კრე­ბუ­ლე­ბი. (2017). ნო­ემ­ბრის სა­კით­ხა­ვე­ბი, ტექ­სტე­ბი გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და, კო­მენ­ტა­რე­ბი, ლექ­სი­კო­ნი და სა­ძი­ებ­ლე­ბი და­ურ­თო ლი­ა­ნა ახო­ბა­ძემ, თბი­ლი­სი.

ძვე­ლი ქარ­თუ­ლი აგი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი, წიგ­ნი II (XI-XV სს.) (1967). ილია აბუ­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და რე­დაქ­ცი­ით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა `მეც­ნი­ე­რე­ბა~, თბი­ლი­სი.

ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ძეგ­ლე­ბი XII1 (1991). კლარ­ჯუ­ლი მრა­ვალ­თა­ვი, ტექ­სტი გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და და გა­მოკ­ვლე­ვა და­ურ­თო თა­მი­ლა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა, თბი­ლი­სი.

ხო­ფე­რია, ლ. (1998). მაქ­სი­მე აღ­მსა­რებ­ლის `პი­როს­თან სიტყჳსგე­ბის~ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი (ავ­ტო­რე­ფე­რა­ტი ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად), თბი­ლი­სი.

ხო­ფე­რია, ლ. (2001). თა­ვი­სუ­ფალ და ზუსტ თარ­გმან­თა ზო­გი­ერ­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი ერ­თი ტექ­სტის ორი ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის მი­ხედ­ვით, მრა­ვალ­თა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, XIX, თბი­ლი­სი.

Марр, Н. (1899). Из поездки на Афон, Ж. М. Н. П.

Цагарели, А. А. (1889). Сведения о памятниках грузинской письменности вып., I, 1886 г., вып., II, 1889,  вып., III, СПБ..

Цагарели, А. А. (1888). Памятники грузинской старины в Святой Земле и на Синае: ППС., т. IV,  вып. I.  СПБ.

Acta Sanctorum. (1867). Quotquot Toto Orbe ColunturVel A Catholicis Scriptoribus Celebrantur Quæ Ex Latinis Et Græcis, Aliarumque Gentium Antiquis Monumentis Collecta, Digesta, Illustrata A Joanne Stiltingo, Constantio Suyskeno, Joanne Periero, Joanne Cleo, E Socetate Jesu, Editio Novissima, Curante Joanne Carnandet, Septembris tomus sextus quo dies decimus nonus, vigesimus, vigesimus primus, vigesimus secundus, vigesimus tertius et vigesimus quartus continentur, Pariis et Romae.

Acta Sanctorum. (1866). Quotquot Toto Orbe ColunturVel A Catholicis Scriptoribus Celebrantur Quæ Ex Latinis Et Græcis, Aliarumque Gentium Antiquis Monumentis Collecta, Digesta, Illustrata A Godefrido Henschenio et Daniele Papebrochio, E Socetate Jesu, Editio Novissima, Curante Joanne Carnandet, Aprilis tomus tertius, quo ultimi XI dies continentur, Pariis et Romae.

Blake, R. (1922-1923). Catalogue des manuscrits géorgiens de la Bibliotèque patriarcale grecque à Jerusalme, O. C. #304.

Blake, R., (1931-1934). Catalogue des manuscrits géorgiens de la Bibliotèque de la Laure d’Iviron au Mont Athos, Revue de L’Orient chretien, 3 Série, t. VIII-IX.

Eustathius, his wife Theopiste, and their sons Agapius and Theopistus, martyrs in Rome under the early days of Hadrian: The Cult of Saints in Late Antiquity from its origins to circa AD 700, across the entire Christian world:

http://csla.history.ox.ac.uk/record.php?recid=S01804

Orzhonia, I. (2021). Cultural-Religious Context of Translation Style (On the Example of Euthymius Atoneli’s Translations): Cultural Intertexts, Romania, #11.

Outtier, B. (1980). La plus ancienne traduction Georgienne des apophtegmes. Son etendue et son origine: მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, VII, თბილისი.

Liddell, H. G., Scott. R. A. (1940). Greek-English Lexicon. revised and augmented throughout by. Sir Henry Stuart Jones. with the assistance of. Roderick McKenzie. Oxford. Clarendon Press.

Migne J. P. (ed.) (1862). Patrologiae cursus completes. Series graeca. Volumen 105, Paris.


 

[1] გა­ბაშ­ვი­ლი, 1956.

[2] ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა, ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცია… 1986:  4.

[3] Цагарели, 1886-1889.

[4] Марр,  1899.

[5] Blake, 1931-1934.

[6] Цагарели, 1888.

[7] Blake, 1922-1923.

[8] Outtier, 1980: 7-17.

[9] ხელ­ნა­წე­რის აღ­მწე­რე­ბი (ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ონ­ლა­ინ კა­ტა­ლო­გი… ) ამ ად­გი­ლას შე­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამა­ვე ბა­სი­ლის გა­და­წე­რი­ლი უნ­და იყოს Ath. 68 (იხ. Blake, 1931-1934: 254).

[10] V ტო­მი მო­ი­ცავს #2001-2500 ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბებს.

[11] სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა… 1954: 5-6. ილია ფან­ცუ­ლა­ი­ას­ვე გად­მო­უ­წე­რია ათო­ნის ზო­გი­ერ­თი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი და შე­უდ­გე­ნია ათონ­ზე და­ცუ­ლი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა და ზო­გი­ერ­თი ნივ­თის (წარ­წე­რე­ბითურთ) აღ­წე­რი­ლო­ბა. იქ­ვე: 6.

[12] აბულაძე, 1949: 306.

[13] ამ ტომ­ში მო­ცე­მუ­ლია ##1041-1450 ხელ­ნა­წე­რე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი.

[14] ამ ტომ­ში მო­ცე­მუ­ლია 1001-1500 ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი. ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძე კრე­ბულს მე­ტაფ­რა­სად მო­იხ­სე­ნი­ებს. გვ. 293.

[15] კე­კე­ლი­ძე, 1945: 37.

[16] ეს გა­მო­ცე­მა არის I ტო­მის II ნაკ­ვე­თი და მო­ი­ცავს ##101-200 ხელ­ნა­წე­რე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბას.

 

[17] ეს გა­მო­ცე­მა არის I ტო­მის IV ნაკ­ვე­თი და მო­ი­ცავს ##301-400 ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბას.

[18] Blake, 1922-1923: 13.

[19] იგუ­ლის­ხმე­ბი­ან უწი­ნა­რეს ჟამს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის უარ­მყო­ფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

[20] იგუ­ლის­ხმე­ბი­ან ძველ ბერ­ძნულ სამ­ყა­რო­ში ღმერ­თე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი ზევ­სი, კრო­ნო­სი, აპო­ლო­ნი.

[21]ძვე­ლი მე­ტაფ­რა­სუ­ლი კრე­ბუ­ლე­ბი, 2017: 766-767.

[22] იქ­ვე: 767.

[23] Liddell, and Scott., 1940: 754.