[წამებაჲ წმიდისა ფებრონიაჲსი]

[167-9r]თუესა ივნისსა ჱ, წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორე სტრატელატისაჲ1

ვითარცა მზჱ განანათლებს მხილველთა მისთა, ეგრეთვე თხრობაჲ მოწამეთა წამებისაჲ – მსმენელთა მისთა. და ვითარცა-იგი ცაჲ შემკობილ არს ვარსკულავითა, ეგრეთვე ეკლესიაჲ ღმრთისაჲ ბრწყინავს მოწამეთა მიერ, რამეთუ, ვითარცა შროშანნი და ყუავილნი განაშუენებენ ველთა, ეგრეთვე მოწამენი განაშუენებენ ეკლესიათა.
ჴსენებაჲ მოწამეთაჲ მომტევებელ არს თანამდებთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ კურნებაჲ არს სენთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ მომატყუებელი არს სიმრთელისა და მშჳდობისაჲ; დიდ არიან მოღუაწებანი წმიდათანი; ბრწყინვალე არიან გჳრგჳნნი მოწამეთანი, რამეთუ მისცნეს მათ სატანჯველად ჴორცნი მათნი სიყუარულისათჳს ქრისტესისა, [167-9v] შეჰრაცხეს ყოველი დიდებაჲ და საშუებელი სოფლისაჲ ნაგევად სახელისათჳს უფლისა, აღიარეს ქრისტე უშიშად წინაშე მეფეთა და მთავართა. და არა ჰრიდეს ჴორცთა თჳსთა, არამედ მისცნეს იგინი სატანჯველად და სიკუდილად, რაჲთა არა უვარყონ უფალი. ამისთჳსცა მისცა მათ ღმერთმან მისაგებელად სასუფეველი ცათაჲ და შუებაჲ მჴედრობასა თანა ანგელოზთასა.
რამეთუ ჰგონებდა დასაბამითგანი იგი მტერი ნათესავისა ჩუენისაჲ დაბრკოლებად მათა გზისა მისგან ცხორებისა და ვერ უძლო, არამედ უფროჲსღა მკჳდრად სამოთხისა გამოაჩინნა. ამისთჳს არა დასცხრა უკეთური იგი აღდგინებად მბრძოლთა ეკლესიასა ზედა ქრისტესსა, ვითარცა ესერა ჩუენზედაცა აღადგინა მჴეცი იგი მძჳნვარე სამწყსოთა ზედა ქრისტესთა, უშჯულოჲ ლიკინიოს, დისიძე დიდისა კოსტანტინე მეფისა, ღმრთისმსახურისა და წმიდისაჲ.
რამეთუ ოდეს-იგი შემუსრა უფალმან უკეთური იგი ჰრომთა მეფჱ მაქსენტი წინაშე პირსა ღმრთისმსახურისა მეფისა კოსტანტინესსა და დაუმტკიცა მეფობაჲ მონასა თჳსსა კოსტანტინეს, მაშინ ღმრთისმსახურმან მეფემან წარავლინა დისიძე თჳსი, ლიკინიოს, მეფედ კერძოთა აღმოსავალისათა ბრძოლად უღმრთოჲსა მის მეფისა მაქსიმიანესა, რომელი-იგი იყო მეფჱ აღმოსავალისაჲ, განდგომილი და მტერი ჭეშმარიტისა მეუფისა ქრისტესი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ.
ხოლო მიიწია რაჲ ლიკინიოს აღმოსავალად, იოტა და მძლე ექმნა მაქსიმიანეს, რომელი-იგი იძლია რაჲ და განიდევნა მძლავრებისაგან მისისა, იწყლა ზეგარდამოჲთა მახჳლითა და ყოველივე ბილწი იგი გუამი მისი საჭმელ მატლთა იქმნა. და ესრეთ ბოროტად აღმოჰჴდა ბილწი იგი სული მისი ტანჯვითა დიდითა, [170r] რამეთუ, ვიდრემდის არა აღიარა და ცნა, ვითარმედ უშჯულოთა საქმეთა მისთათჳს და ტანჯვისათჳს ქრისტეანეთაჲსა მოიწია მის ზედა რისხვაჲ იგი, არა მოკუდა. ხოლო ოდეს ურიცხუთა მათ სალმობათაგან შეჭირვებულმან აღიარა მიზეზი დაქცევისა მისისაჲ, მაშინღა აღმოჰჴდა უბადრუკი იგი სული მისი.
ხოლო ლიკინიოს ძლევითა და დიდებითა დიდითა მოვიდა ნიკომიდია ქალაქად და მცირედჟამ დრო სცა ბრძოლასა ქრისტეანეთასა და მეყსეულად გამოაჩინა გესლი ბილწისა მის გულისა მისისაჲ, ვითარ ზაკუვით ეცრუა დიდსა კოსტანტინეს და უვარყო აღსაარებაჲ მხოლოჲსა მის და ჭეშმარიტისა ყოველთა ღმრთისაჲ და აღთქუმაჲ იგი, რომელ ექმნა ღმრთისმოყუარისა მეფისა კოსტანტინეს მიმართ, შეურაცხყო. რამეთუ ღირსსა მას მეფესა დიდნი ფიცნი მოეჴადნეს მისდა, რაჲთა მიუდრეკელად ეგოს ქრისტეანეთა სარწმუნოებისაგან და რაჲთა იღუაწოს ძლიერად დამტკიცებად ქრისტეს აღსაარებასა.
ხოლო ესე ყოველი დაივიწყა გულარძნილმან მან და დრკუმან და მიექცა კუალად ზორვასა კერპთასა, მსგავსად უშჯულოჲსა მის მაქსიმიანესა, და წარავლინა ბრძანებაჲ ყოველთა ქალაქთა და სოფელთა ზორვად კერპთა მათ უსოლოთა და მცბიერთა.
ამან უღმრთომან ლიკინიოს მოსწყჳდნა წმიდანი ორმეოცნი მჴედარნი ჴელითა ბილწთა მთავართა მისთაჲთა, ლუსია და აღრიკო ლაოჲისითა. ამან მოსწყჳდნა სამეოცდაათნი იგი სპაჲპეტნი და სამასნი იგი მჴედარნი მაკედონიას. ამან უშჯულომან დიდი ბასილეოს ამასელ მთავარეპისკოპოსი მოკლა, კაცი მიმსგავსებული მოციქულთაჲ.
ხოლო იხილა რაჲ ბილწმან მან, ვითარმედ სიმრავლე აურაცხელი იყო ქრისტეანეთაჲ და არა ერჩდეს ბრძა [170r] ნებასა მისსა, არამედ მისცემდეს თავთა თჳსთა სიკუდილად სახელისათჳს ქრისტესისა, განიზრახა უფროჲსღა წარჩინებულთა ერისმთავართა და ჴელმწიფეთა იძულებად და ზორვად კერპთა მათ, რაჲთა მათითა მით მიქცევითა ერნი და სპასალარნი მიაქცინეს.
ხოლო იყო მას ჟამსა წარჩინებულ უმეტეს ყოველთა მთავართა, დიდებული და სანატრელი წმიდაჲ თეოდორე სტრატილატი, რომელ არს მჴედართა მფლობელი, შუენიერი ხილვითა და სავსე სიბრძნითა და სიტყჳთა გონიერად მეტყუელი. ამისთჳსცა „წყარო სიბრძნისა“ ეწოდებოდა მას. ჭაბუკ იყო ჰასაკითა და მოხუცებულ საღმრთოჲთა მოქალაქობითა, რომელმან-იგი საშინელი ვეშაპი მოკლა ევხაიტას, რამეთუ მუნ მკჳდრ იყო ბოროტი იგი, მჴეცი ვეშაპი, და ვერვის ეძლო წინააღდგომად მისა, ანუ სლვად გზასა მას. რამეთუ ოდეს გამოვიდის ბუდით თჳსით, იძრვინ ქუეყანაჲ იგი სლვასა მისსა. და გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ შეემთხჳის, შთაინთქის მის მიერ.
ესე რაჲ ესმა ახოვანსა მას მჴედარსა ქრისტესსა, წმიდასა თეოდორეს, არა ქმნა ამბოხებაჲ მჴედრობასა შორის თჳსსა, არცა ვის აუწყა, არამედ მხოლოჲ წარვიდა სიბრძნითა და ახოვნებითა თჳსითა. თანა ჰყვა პატიოსანი ჯუარი ქრისტესი და საჭურველი მჴედრობისა თჳსისაჲ. და იტყოდა: „სახელითა ქრისტესითა განვათავისუფლო მამული იგი, სოფელი ჩემი, ბოროტისა ამის მჴეცისაგან.“
ხოლო მიიწია რაჲ ადგილსა მას, ჩრდილოჲთ კერძო ევხაინისა, პოვა მწუანვილი თივისაჲ და დააბა ცხენი თჳსი და თავადი მიწვა და დაიძინა, რამეთუ არა უწყოდა, თუ მას ადგილსა მკჳდრ არს ვეშაპი იგი. ხოლო დედაკაცმან ვინმე, [170r] მსახურმან ქრისტესმან, სახელით ევსევია, რომელ გამოითარგმანების „კეთილად მორწმუნე“, იხილა წმიდაჲ თეოდორე მძინარე. მოვიდა შიშით და უპყრა ჴელსა მისსა და განაღჳძა და ჰრქუა: „აღდეგ, ძმაო, და წარვედ სწრაფით ადგილისა ამისგან, რამეთუ უმეცარ ხარ, რაბამი შიში არს ადგილსა ამას. წარვედ ამიერ, გევედრები!“
მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „რაჲ არს შიში ამის ადგილისაჲ, დედაო?“ ჰრქუა მას მჴევალმან მან ღმრთისამან: „შვილო, ვერვინ იკადრებს მოახლებად ადგილსა ამას, რამეთუ ვეშაპი ბოროტი მკჳდრ არს აქა. და ოდეს გამოვიდეს გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ, პოვოს, შთანსთქამს.“
მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა დედაკაცსა მას: „წარვედ, დედაო, შორს ამიერ და ილოცევდი ჩემთჳს ღმრთისა მიმართ და იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ.“ ხოლო დედაკაცი იგი განეშორა მიერ და დავარდა პირსა ზედა და ცრემლით იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შემწე ეყავ მონასა მას შენსა!“
მაშინ წმიდამან თეოდორე გამოსახა პირსა ზედა თჳსსა სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ და აღიპყრნა ზეცად ჴელნი თჳსნი და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, თანაარსო და თანადაუსაბამოო მამისაო, მოვედ შეწევნად ჩემდა და მომმადლე თხოვაჲ ჩემი, რომელი შემწჱ მეყავ მარადის ბრძოლათა შინა და მომეც ძლევაჲ მტერთა ზედა, აწცა შენვე ხარ შემწე ჩემი, ქრისტე ღმერთო, მომეც მე ძალი ძლევად ეშმაკისა და მჴეცისა ამის ბოროტისა.“
და შემდგომად ლოცვისა მოიქცა და ჰრქუა ვეშაპსა მას: „სახელითა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესითა, რომელი გარდამოჴდა ზეცით და განკაცნა ცხორებისათჳს ჩუენისა და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი თავსიდვა, შენ გეტყჳ და გიბრძანებ, ვეშაპო ბოროტო, გამოვედ ადგილით შენით და მოვედ ჩემდა!“
მაშინ ესმა ვეშაპსა მას [171v] და გამოვიდა და მოჰმართა წმიდასა თეოდორეს, ხოლო სლვასა მისსა ლოდნი მის ადგილისანი შეიმუსრვოდეს და ხენი ირყეოდეს. ხოლო წმიდამან თეოდორე, იხილა რაჲ ვეშაპი იგი მომავალი, გამოსახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა თჳსსა და ცხენსა ზედა თჳსსა ამჴედრდა და მიჰმართა ვეშაპსა მას ახოვნად და სცა ჰორლითა თავსა მისსა. და მეყსეულად შეიღლუარჭნა იგი სასტიკად და დაეცა მკუდარი.
ხოლო ნეტარმან თეოდორე აღიხილნა ზეცად და თქუა: „გმადლობ, შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, რამეთუ ისმინე ვედრებაჲ ჩემი და განმაძლიერე მე, მონაჲ შენი, ძლევად ბოროტისა ამის მტერისა მჴეცისა. ეგრეთვე, უფალო, განმაძლიერე ძლევად უხილავსა მას ვეშაპსა და აღსრულებად სრბაჲ ჩემი წამებითა.“
ესე თქუა და წარემართა გზასა თჳსსა სიხარულით და მივიდა მჴედრობისა თჳსისა. და წარემართა მისლვად არაკლიად პონტოჲსა, რამეთუ მუნ იყო სამთავროჲ მისი.
განითქუა სასწაული იგი ყოველსა მას ქუეყანასა და, რომელთაცა ესმა, ჰრწმენა ქრისტე და იტყოდეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ!“ და მრავალმან ერმან ნათელიღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
ესმა ჰამბავი წმიდისა თეოდორესი ლიკინიოზ მეფესაცა და საქმენი ახოვნებისა მისისანი ეუწყნეს მას. და მიავლინნა მისა მოციქულნი და მიუწერა მისლვად მის წინაშე ნიკომიდიად ქალაქად. ხოლო წმიდამან თეოდორე, წარიკითხა რაჲ ებისტოლე იგი, შეიწყნარნა მოციქულნი მეფისანი პატივით და სამ დღჱ კეთილად იღუაწნა იგინი. ხოლო მისლვაჲ მეფისა არა სათნო იყო ესე ამისთჳს, რაჲთა თჳსი ქუეყანაჲ მამული შეამკოს თჳსითა წამებითა. ამისთჳს მიუწერა მეფესა ებისტოლე ესევითარი:
„თეოდორე სტრატელატი ლიკინიოზს, ძლევით შემო[172r]სილსა მეფესა გახარებ. ბრძანა მპყრობელობამან შენმან მოსლვაჲ ჩემი ნიკომიდიად, წინაშე მეფობისა შენისა, განზრახვად საქმეთათჳს საიდუმლოთა მეფობისა შენისათა. და არს ესე ნამდჳლვე შემსგავსებული სამეუფოჲსა სიბრძნისა წოდებაჲ მონათა შენთაჲ შენ წინაშე. ვარ უკუჱ მეცა დიდად წადიერ თაყუანისცემად მეფობისა შენისა, არამედ ვიკადრებ მოჴსენებასა, ვითარმედ ჟამსა ამას არა ჯერარს ჩემი ამიერ ქუეყანით წარსლვაჲ მრავალფერთა საქმეთათჳს, რომელთა წიგნითა ვერ გაუწყებ. აწ უკუჱ ჰნებავს თუ მეფობასა შენსა მონისა ამის შენისა განზრახვისა სმენად, ინებენ მოსლვაჲ ქალაქსა ამას და შემკობად ქუეყანაჲ ესე მოსლვითა დიდებისა შენისაჲთა, რამეთუ არიან აქა მრავალნი საქმენი, რომელთა უჴმს მოსლვაჲ შარავანდედობისა შენისაჲ, რაჲთა იხილო და კეთილად განაგო თითოეული, მეფეო დიდებულო.“
ესე ებისტოლე მისცა მოციქულთა და წარავლინნა. ხოლო ლიკინ(ი)ოზ, წარიკითხა რაჲ ებისტოლე ღირსისა თეოდორესი, არა ურჩ ექმნა თხოვასა მისსა, რამეთუ დიდად პატივს ცემდა მას და სწადოდა ხილვაჲ მისიცა და ქალაქისა მის არაკლიისაჲ.
მაშინ შეიკრიბა მჴედრები და წარემართა არაკლიად. ხოლო მოწამჱ ქრისტესი, თეოდორე, ქრისტეანეთა მშობელთა შვილი იყო და სიყრმითგანვე ღმრთისმსახურებასა შინა აღზრდილი. და სწადოდა მარადის გჳრგჳნსა მას წამებისასა მიმთხუევად, არამედ არა ენება თავით თჳსით ჴელყოფად ღუაწლსა მას, უკუეთუ არა გულსავსე იქმნას, ვითარმედ არს ამას ზედა ნებაჲ ღმრთისაჲ თანაშემწედ მისა. ამისთჳს ყოვლადვე ევედრებინ ღმერთსა განმარჯუებად მისა.
ხოლო შემდგომად მიწერისა ებისტოლისა მის მეფისა[172v] მიმართ, ღამესა ერთსა ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა მჴურვალითა, რაჲთა აღუსრულოს წადიერებაჲ მისი, რომელი აქუნდა წამებისათჳს.
და შემდგომად ფრიადისა ლოცვისა და ვედრებისა, მცირედ მიერულა. და იხილა, ვითარმედ სართული სახლისაჲ მის ორად განიპო და ნათელი დიდი ზეცით მოეფინა და განანათლა ყოვლითურთ სახლი იგი. და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას: „მჴნჱ იყავ, თეოდორე, რამეთუ მე შენ თანა ვარ, უფალი ღმერთი შენი და მეუფჱ, რომელი გრწამ სიყრმით შენითგან.“
ესე ჴმაჲ ესმა რაჲ, სავსე შიშითა და სიხარულითა, აღდგა კუალად, ილოცვიდა და ჰმადლობდა უფალსა ვიდრე განთიადმდე. ხოლო ეუწყა რაჲ, ვითარმედ მოახლებულ არს მეფჱ ლიკინიოს, შევიდა სახედ თჳსა და განიპყრნა ჴელნი ზეცად და თქუა: „ღმერთო და მეუფეო ცისა და ქუეყანისაო, შესავედრებელო ტკბილო მოსავთა შენთაო, მოხედენ სიმდაბლესა ზედა ჩემსა თუალითა მოწყალითა და ნუ დამიტეობ მე, არამედ განმაძლიერე მე წინააღდგომად გულისწყრომასა და რისხვასა მეფისა მის მოკუდავისასა, მეფისა დრკუჲსა და უკეთურისასა, რომელმან არა ინება მსახურებაჲ შენი, ყოველთა ღმრთისაჲ და მეუფისაჲ. ჰჱ, გევედრები, ჩუენ თანა იყავ, რომელთა გიცით შენ და აღგიარებთ დამბადებელად და დამამყარებელად ყოველთა დაბადებულთა. აღმოეცენენ ჩემ შორის წყალი იგი სამარადისოჲ მადლისა შენისაჲ და მომეც სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა და გონებაჲ კეთილად დამყარებული სარწმუნოებასა ზედა შენსა, ლოდო საკიდურო, დამიცევ, მეუფეო, აღსაარებასა შინა შენსა, ვიდრე აღსასრულადმდე. და ანგელოზმან ნათლისამან შეიწყნარენ სული ჩემი და მოიყვანენ [173v] შენ წინაშე განწმედილი ყოვლისაგან ბიწისა სისხლითა მით წამებისაჲთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი და შენდა შევსწირავ დიდებასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!“
ესრეთ ილოცა და შეჰვედრა თავი თჳსი უფალსა. მერმე შეიმოსა სამოსელი წმიდაჲ და შუენიერი და ამჴედრდა ცხენსა თჳსსა ზედა და განვიდა ერითურთ თჳსით მიგებებად მეფისა. და ვითარ-იგი შეემთხჳა, მოიკითხა მეფემან სიყუარულითა დიდითა და პატივითა ფრიადითა. ხოლო ყოველსა მას ერსა და თჳთ მეფესაცა უკჳრდა სიკეთე იგი და ჰაეროვნებაჲ წმიდისა თეოდორესი, რამეთუ იყო პირი მისი ბრწყინვალე და სავსე მადლითა ღმრთისაჲთა და ჰასაკი მისი – შუენიერ და სიტყუაჲ მისი – ტკბილ და საწადელ.
ხოლო შევიდა რაჲ მეფჱ ქალაქად წმიდისა თეოდორეს თანა, განუმზადეს მას დალიჭი შორის ქალაქსა და დაჯდა მას ზედა და იწყო სიტყუად ერისა მის მიმართ მოქალაქისა და ეტყოდა: „კეთილ არს ყოვლით კერძო ქალაქი ესე, კაცნო, ქალაქი რჩეული და სახელოვანი, და ერი კეთილი მსახური ღმერთთაჲ და მორჩილი მეფეთაჲ, არამედ უმეტესად შემკობილ ხართ, მჳვდრნო ამის ქალაქისანო, რომელ შუენიერი ესე და ახოვანი, ბრძენი თეოდორე, მთავრობს თქუენ ზედა, რომლისა ჰამბავიცა საკჳრველი მოვიდა სასმენელთა ჩუენთა. ხოლო უმეტეს ჰამბვისა ვიხილე საქმჱ მისი.“
ესევითარითა ქებითა პატივს ცემდა ნეტარსა მას და მოწლედ ამბორსუყოფდა. მერმე ჰრქუა: „მოვედ, საყუარელო, ზოგად შევწიროთ შესაწირავი ღმერთთა, მერმე ვიღუაწოთ საქმენი ერისანი.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ჯეროვნად ჰბრძანე, მეფეო, არამედ ერთი ხოლო სავედრებელი მაქუს შენ წინაშე.“ ჰრქუა მას მეფემან: [173v] „ყოველი, რაჲცა ითხოვო მეფობისაგან ჩემისა, უშურველად მოგეცეს.“ წმიდამან თეოდორე ჰრქუა: „მიბრძანე პირველად თჳსაგან ლოცვად ღმერთთა წინაშე და მერმე – ზოგად შენ თანა.“ ჰრქუა მას მეფემან: „და რაჲ დაყენებაჲ არს ორთავე ზოგად ვედრებაჲ?“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა: „პირველად მწადის, რაჲთა სახედ ჩემდა შევიყვანნე ღმერთნი და ჯერისაებრ პატივ [ვ]სცე და მსხუერპლები შევწირო და, ვითარცა მწადის, ვევედრო და მერმეღა შენ წინაშე ვყო ესე ზოგად ყოვლისა ერისა.“
მაშინ ლიკინიოზ გამოიყვანნა ღმერთნი მისნი, ოქროჲთა და ვეცხლითა ქმნულნი, და მისცნა წმიდასა თეოდორეს და ჰრქუა: „ყავ, ვითარცა გწადის, და ჩემთჳსცა ევედრე.“
მიიხუნა დიდმან თეოდორე მცბიერნი იგი და საბასრობელნი კერპნი და წარვიდა სახედ თჳსა. და შემუსრნა იგინი წულილ-წულილად და განუყო გლახაკთა და უჴმარნი იგი კეთილად გან(ი)ჴმარნა. ხოლო შემდგომად ორისა დღისა მოუწოდა მეფემან წმიდასა თეოდორეს და ჰრქუა: „მოიყვანენ ღმერთნი, საყუარელო თეოდორე, რაჲთა ჩუენ თანა და ყოვლისა ერისა თანა შესწირო შესაწირავი.“
მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „უკუეთუ ნამდჳლვე ღმერთნი არიან, თავით თჳსით მოვიდენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „არა თავთა თჳსთა მსახურებად უჴმს მათ, არამედ ჩუენ მიერ, რამეთუ ღმერთნი არიან.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „არცა თავით თჳსით იქმან რას, არცა სხუათა მიერ მსახურებასა აგრძნობენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „ამათ ესევითართა საქმეთა გამოძიებაჲ ჩუენ არა გჳღირს, თეოდორე, რამეთუ მიუწუდომელ არიან ჩუენგან, გარნა ესე ხოლო გჳჴმს ქმნად: მსახურებად ღმერთთა და მსხუერპლთა და შესაწირავთა შეწირვად წესისაებრ და ჩუეულებისა.“
ხოლო წმიდამან თეოდორე ნელიად განიღიმნა [174r] და დუმილით დადგა. ჰრქუა მას ლიკინიოზ: „რასა ჰყოვნი და სდროებ, თეოდორე?“ ხოლო მან არარაჲ მიუგო. მაშინ მეფჱ მიექცა მუნ მდგომარეთა და ჰრქუა: „რაჲ შეემთხჳა, რად დადუმნა?“
განკჳრდეს ყოველნი საქმესა მას ზედა და განიცდიდეს წმიდასა მას. მაშინ მაქსენტი ვინმე სახელით, პატივით ასისთავი, წარდგა წინაშე მეფისა და თქუა: „მეფეო, რაჲ-იგი მინახავს, ვერ დაგიფარავ, რამეთუ დიდი ძჳრი შეამთხჳა ღმერთთა ამან კაცმან.“ ჰრქუა მას მეფემან: „მითხარ ყოველივე ჭეშმარიტებით.“ ასისთავმან თქუა: „ესე კაცი, ჵ, მეფეო, არცა შენი ერთგული არს, არცა ღმერთთაჲ, რამეთუ ვიხილე მე გუშინ თავი დიდისა არტემისი, შემუსრვილი და დაჭრილი და უბანთა ზედა სასყიდლად მდებარე. და ესე არს მოქმედი ამის საქმისაჲ.“
ესმა რაჲ ესე ლიკინიოზს, აღივსო რისხვითა და მწუხარებითა და მიხედნა წმიდასა თეოდორეს მკსინვარითა თუალითა და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, რომელ მესმის? სადა არიან ღმერთნი, რომელ გარწმუნენ შენ? შესწირეა მათა შესაწირავები, ვითარცა აღმითქუ?“
მაშინ წმიდამან თეოდორე გამოაჩინა ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ არღარა არს ჟამი დაფარვისაჲ, არცა სანთლისაჲ ჴჳმირსა ქუეშჱ დადებისაჲ, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა გამობრწყინდეს ნათელი მართლაღსაარებისა მისისაჲ.
მიუგო ლიკინიოზს და ჰრქუა: „ნუ იყოფინ, ძალმან ჭეშმარიტებისამან, არცა მიზორავს კერპთა შენთა და არცა უზორო, არამედ ძლიერად შევჰნერწყუე ბილწთა მათ პირთა მათთა და ცუდნი იგი და უჴმარნი საჴმარ ვყვენ, რამეთუ დავაწურილენ იგინი და გლახაკთა განუყავ. აწ უკუჱ, რაჲცა გნებავს, იქმოდე, რამეთუ მე პირველითგან უწყოდე უძლურებაჲ და [174v] ამაოებაჲ მათი და ვსწყალობდ უგუნურებასა მათსა, რომელნი ჰმსახურებენ მათ. და უმეტეს ყოველთა შენ გწყალობ, მეფეო, რომელი წინამძღუარ ხარ ბოროტისა მის საცთურისა. აწ უკუჱ თავსიდევ სიტყუაჲ ჩემი და ისმინე კეთილი ესე განზრახვაჲ ჩემი, რამეთუ ამის ჯერისა მოჴსენებად გიწოდე აქა. ნუღარა სცთები, ნუცა ჰმსახურებ ეშმაკთა, არამედ იცან ჭეშმარიტი იგი და სახიერი ღმერთი, ვითარცა იცნა დიდმან კოსტანტინე. გულისხმაყავ მეუფჱ იგი – ყოველთა დამბადებელი, რამეთუ ღმრთისა მიერ ცხოველ ხარ, რომლისა მიერ ჰმეფობ განგებითა მიუწუდომელითა. ხოლო შენ ჭეშმარიტი იგი ღმერთი შეურაცხგიყოფიეს და კერპთა უსულოთა ჰმონებ და არა გრცხუენის, რომელთა-იგი არცათუ თავთა თჳსთა ჴელეწიფების შეწევნად, არათუმცა მსახურთა მათთა, არცა მაგინებელთა და შეურაცხისმყოფელთა მათთა ძალუც ვნებად, ვითარცა ესერა მე, რომელმან შეურაცხვყვენ და შევჰნერწყუე და შევმუსრენ იგინი. აწ შემძლებელ თუ არიან, მტანჯენ მე მაგინებელი და შემმუსრველი მათი.“
ხოლო ვიდრეღა ენება წმიდასა თეოდორეს სიტყუათა მათ განგრძობაჲ, მოუწყჳდა მეფემან სიტყუაჲ მისი და იწყო რისხვით და გულისწყრომით სიტყუად და თქუა: „ჵ, ცთომილებაჲ, რაბამისა პატივისა ჩემისა წილ რაბამი შეურაცხებაჲ მომაგო ბოროტმან ამან. არა ხოლოთუ მე, არამედ ღმერთნიცა განკიცხნა, არამედ მე ვიძიო შური ჩემისაცა ორგულებისაჲ და ღმერთთა შეურაცხებისაჲ.“
და მეყსეულად ჰრქუა მტარვალთა: „განძუარცეთ განდგომილი ეგე და განაშიშულეთ პატივისაგან ერისმთავრობისა მისისა და [175r] შოლტითა მწარედ გუემეთ და სახუეტლებითა ხუეტენით ჴორცნი მისნი. ნუმცა გიჩუენებიეს ყოვლადვე წყალობაჲ და კუერებითა რკინისაჲთა შემუსრეთ ქედი მისი!“
მაშინ განძარცუეს ნეტარი იგი და განართხეს კაცთა ძლიერთა და ჰგუემდეს უწყალოდ. ხოლო უშჯულოჲ იგი ბორგდა გულისწყრომისაგან და უზახებდა მტარვალთა, რაჲთა ძლიერად სცემდენ. მაშინ ჴორცნი მის ახოვნისანი დაიბძარვოდეს, ასონი დაიჭრებოდეს, გუერდნი იხუეტებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს, ნაწევარნი ქედისანი შეიმუსრვოდეს კუერებითა ბრპენისაჲთა. და არა იყო ლხინებაჲ, არცა წყალობაჲ. ხოლო ქველი იგი დგა, ვითარცა გურდემლი შეურყეველი, დაფუძნებული კლდესა ზედა სარწმუნოებისასა. და ჰმადლობდა უფალსა და უგალობდა ანგელოზთაებრ.
ხოლო მოუძლურდეს რაჲ მგუემელნი და დაშურეს მტარვალნი და საგონებელ იყო აღმოსლვად სული ნეტარისაჲ მის, ძლით დამდოვრდა გულისწყრომაჲ ლიკინიოზისი და ბრძანა დაცხრომაჲ მტანჯველთაჲ. ხოლო მოიქცა რაჲ თავად თჳსა ქრისტეს მოწამე და ცხოველ იყო მადლითა ღმრთისაჲთა, კუალად შეუჴდა რისხვაჲ გულსა მძლავრისასა და ჴმაყო: „ცოცხალღა არსა? წუთღა სული უთქს მტერსა ღმერთთასა, იხუეტებოდენ კუალადცა და ლამპრებითა დაიწუებოდენ წყლულნი იგი ასონი მისნი.“
ესე თქუა და მეყსეულად ზოგნი ხუეტდეს ასოთა მისთა და ზოგნი სწუვიდეს ლამპრებითა. ხოლო მოწამე იგი ცუარითა სულისა წმიდისაჲთა უხილავად შეიცურვოდა.
კუალადცა მძლავრი იგი ჰბასრობდა მჴნესა მას და იტყოდა: „ქვები, [175v] მახჳლები განჰფინეთ და მას ზედა ითრევდით მას, რაჲთა უმეტესად იხარებდეს, რამეთუ ვხედავ, ვითარმედ მოხარულად თავსიდებს ყოველსავე.“ და ეტყოდა მოწამესა მას ქრისტესსა: „უწყი, თეოდორე, ვითარმედ დიდად გელმის შენ, დაღაცათუ იჩემებ ულმობელობასა, რაჲთა მიაჩემო ესე ძალსა ღმრთისა შენისასა, საოცრად უგუნურთა, გარნა სიმახჳლემანცა ამან ქვათამან ამხილოს ღონისძიებასა შენსა.“
ამას იტყოდა ლიკინიოზ, ბოროტი იგი უშჯულოჲ, განშორებული ღმრთისაგან. ხოლო მოწამე ქრისტესი, შემოსილი ძალითა ზეგარდამოჲთა, უძლეველ იყო. და თრევასა მას შინა და დაბძარვასა ჴორცთასა არცა სიტყუაჲ თქუა, არცა კუნესოდა, არცა სულთითქუმიდა, ვიდრემდის ბრძანა ლიკინიოზ ლხინებაჲ მისი რეცა წყალობით და ჰრქუა მას: „ჰგიევე, თეოდორე, პირველსავე მას განდგომილებასა, ანუ მოიქცა გონებაჲ შენი უმჯობესსა?“ მიუგო მოწამემან და ჰრქუა მას: „და ჰგონება შერყევად ჩემდა საფუძველისაგან ქრისტეს სარწმუნოებისა? ჵ, უგუნურებაჲ შენი, მძლავრო, ანუ რაჲ მავნე მე ტანჯვითა ამით და წყლულებითა? უფროჲსღა განმამტკიცე და განმაძლიერე.“
ხოლო ერთმან ვინმე, წინაშე მდგომელმან მეფისამან, ჰრქუა წმიდასა მას: „დაუტევე, თეოდორე, ფრიადი ეგე თავჴედობაჲ და ნუ ესრე ეტყჳ მეფესა.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ვიდრემდის სული ჩემ თანა იყოს, არა რომელი კაცობრივი შიში შემძლებელ არს ჩემდა დაყენებად სიტყუათაგან ჭეშმარიტებისათა, რომელი-ესე თაყუანისმცემელი ვარ ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ.“ მეფემან თქუა: „უგუნურებაჲ არს და სიცოფჱ კეთილისა რაჲსამე მოლოდებაჲ უკეთურისა ამისგან. აწ უკუჱ წარიყვანეთ ეგე და შეაყენეთ დილეგსა!“
[176r] აღიქუეს ახოვანი იგი, ქრისტეს მჴედარი, და წარიყვანეს საპყრობილედ. და მდებარე იყო წმიდაჲ იგი დილეგსა შინა და ევედრებოდა ღმერთსა მტანჯველთა მისთათჳს, რაჲთა ყოს უფალმან მათ ზედა წყალობაჲ და წუეთი ღმრთისმეცნიერებისაჲ აწუთიოს გულთა მათთა.
ხოლო ლიკინიოზ არცა საპყრობილესა შინა სცა მას განსუენებაჲ, არამედ უბრძანა ვიეთმე მისლვად მისა და სიტყჳთა ლიქნისაჲთა და ყოვლითავე ღონისძიებითა ხარკებად, რაჲთა შეარყიონ აღსაარებისაგან ქრისტესისა. არამედ ნეტარი იგი გრძელთა მათ და ამაოთა ზრახვათა მათთა მიმართ სიტყუასა დავითისსა აღასრულებდა: „იყო, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ.“
ხოლო წარჴდეს რაჲ ხუთნი დღენი და ეუწყა ლიკინიოზს, ვითარმედ შეურყეველ არს თეოდორე ქრისტეს სარწმუნოებისაგან, უბრძანა აღმართებაჲ ჯუარისაჲ ადგილსა მას, რომელსა ეწოდებოდა „ბასილიკე“, და დამშჭუალვაჲ ნეტარისაჲ მის მას ზედა განპყრობითა ჴელთაჲთა და ძლიერად განრთხმითა. და ესეცა განაჩინა უღმრთომან მან, რაჲთა მოისარნი დადგენ პირისპირ მისა და ჰგუემდენ ისრითა. „და სხუაჲცა, თუ ვინ მოიგონოს ტანჯვაჲ მწარე და ტანჯოს, იგი იყოს მეგობარ ჩემდა. და ნუღარამცა ხილულ არს იგი ცხოველი თუალითა ჩემითა, რამეთუ საწერტელ არს გულისა ჩემისა ხილვაჲ მისი.“
ესევითარი რაჲ განჩინებაჲ გამოჴდა უშჯულოჲსა მის მეფისაგან, გამოიყვანეს მოწამჱ ქრისტესი საპყრობილით და მიჰყვანდა განწესებულსა მას ადგილსა ცემით და გუემით და ძჳრ-ძჳრად ტანჯვითა.
ხოლო მიიწინეს რაჲ ადგილსა მას, აღჰმართეს ჯუარი და მოწამჱ იგი ახოვანი განართხეს მას ზედა და დამშჭუალეს გუამითა [176v] შიშულითა და იწყეს ისრითა გუემად მისა, ვიდრეღა ყოველი გუამი მისი აღავსეს ისრითა.
იხილეთ გარდამატებული უწყალოებაჲ, რამეთუ ისრები იგი ისრის პირებითურთ აღმოსწუადიან ჴორცთაგან წმიდისა მის და ორგზის და სამგზის კუალად შემშჭუალნიან. არცა ესე კმა ეყო შვილთა მათ ბნელისათა, მოქმედთა უშჯულოებისათა, არამედ ჯერიყო მათა ახლისაცა რაჲსამე სატანჯველისა მოპოვნებაჲ, ბრძანებისაებრ ლიკინიოზისა, რამეთუ მოაგონა მათ პირველითგან კაცისმკლველმან და მტერმან ნათესავისა კაცთაჲსამან სატანჯველი ბოროტი, სატანჯველი სასმენელადცა სასტიკი. და იხილეთ, რაჲ-იგი უყვეს მეგობართა და მახლობელთა და მოწაფეთა ეშმაკისათა.
რამეთუ მოსძარცუეს საბლარდნელი იგი, რომელი იყო წელთა ზედა მოწამისათა და სამშჭუალი რკინისაჲ, მახჳლი, ფრიად შემსჭუალეს დაფარულსა მას ასოსა მისსა. ჵ, ჴელნი იგი ბილწნი! ჵ, სულნი იგი ცხარნი და უწყალონი, რამეთუ არაერთგზის ხოლო შემსჭუალეს, არამედ მრავალგზის შემშჭუალიან და კუალად აღმოსწუადიან და კუალად შემშჭუალიან ნაპრალსა მას ჴორცთასა და ესე მრავალგზის. და არა შეიკდიმეს, არა შეიწყალეს, არცა ჰრიდეს ესევითარი ტანჯვაჲ ნეტარისაჲ მის. ამის სატანჯველისა გარდამატებულითა ტკივილითა ფრიად ელმოდა წმიდასა მას მოწამესა უმეტეს ყოველთა მათ, მის ზედა მოსრულთა ტანჯვათასა.
ამისთჳს ღაღადყო ძლიერად: „იესუ ქრისტე, შემწჱ მეყავ. ჰხედავ, ვითარ-ესე ვიტანჯები და ვითარ ღუაწლთა ფიცხელთა მოუცავ. და შეაიწრებენ სულსა ჩემსა? გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ჭირთა ჯოჯოხეთის(ა)თა მომიცვეს მე [177r]და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღადვყავ, სახარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა მოუცავ მე და მეყავ მე ლხინება და განსუენება გამოჩინებითა მადლისა და ძლიერებისა შენისაჲთა. ოდესმე მოვიდე და გეჩუენო პირსა შენსა, ღმერთო ჩემო.“
ესრეთ ილოცა რაჲ ყოვლადქებულმან მან და დადუმნა და გონებითა ევედრებოდა უფალსა. ხოლო უღმრთონი იგი ჰბასრობდეს. და რაჟამს იგი ფრიად ტანჯეს და ძჳრ-ძჳრად გუემეს, დადუმებასა მას მისსა ჰგონებდეს, თუ მოკუდა. დაუტევეს იგი ჯუარსა შემშჭუალული და ისრებითა განგურემული და წარვიდეს, რამეთუ მწუხრი იყო.
მაშინ მოვიდა მისა ძალი საღმრთოჲ და ჴმაჲ ისმა სავსე სიხარულითა, რომელი იტყოდა: „გიხაროდენ, ახოვანო მჴედარო ქრისტესო, ადიდე ასოთა შენთა ღუაწლითა შენთჳს ჯუარცუმული იგი მეუფჱ. სრბაჲ აღგისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს და აწ დამარხულ არს შენდა გჳრგჳნი იგი სიმ(ა)რთლისაჲ და საუკუნოჲ სიხარული და ცხორებაჲ წარუვალი განმზადებულ არს შენდა.“
ესე ჴმაჲ ესმა რაჲ წმიდასა მას მოწამესა, მეყსეულად მოისპო მისგან ყოველი სალმობაჲ და ტკივილი და აღიჴოცა გუამისა მისისაგან ყოველი წყლულებაჲ და იქმნა სრულიად ძლიერ და მრთელ და უვნებელ. და არღარა იპოებოდა ბრძჳლი წყლულებისაჲ ასოთა შინა მისთა. და განიჴსნა შემშჭუალვისა მისგან ჯუარისა და დადგა ქუეყანასა ზედა ფლობილად და სავსე სიხარულითა და მხიარულებითა საღმრთოჲთა უგალობდა ღმერთსა და იტყოდა: „აგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო [177v] და მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე, რამეთუ მწუხრი იყო ჩემ ზედა ტირილი და ცისკარსა სიხარული. დიდ არს უფალი, ქებულ ფრიად და სიმდიდრისა მისისა არა არს დასასრულ.“
ხოლო განთიად აღდგა ლიკინიოზ ცხედრით თჳსით და წარავლინნა ორნი ასისთავნი, სახელით ანტიოხოს და პატრიკ, და ჰრქუა მათ: „წარვედით და გარდამოჰჴსენით გუამი მაცთურისა თეოდორესი და თრევით მოიღეთ აქა, რაჲთა შთავდვათ კიდობანსა ბრპენისასა და შთავაგდოთ გულსა ზღჳსასა, რაჲთა ვერ პოვონ უგუნურთა ქრისტეანეთა.“
ამას იტყოდა ამაოჲ იგი, რამეთუ ჰგონებდა, თუ ადრევე მომკუდარ არს თეოდორე და ვითარმცა მოიგონა ცოცხალყოფაჲ მისი, რომელი-იგი ყოვლით კერძო წყლული და დაგურემული ისართაგან და ყოვლითა სატანჯველითა დაბძარული დაეტევა.
წარვიდეს რაჲ ასისთავნი იგი და მიეახლნეს ადგილსა მას, ძელსა მას ხედვიდეს და წმიდაჲ იგი გუამი მოწამისაჲ არასადა ჩნდა. ჰრქუა ანტიოხოს პატრიკსა: „ნუუკუჱ, ვითარცა იტყჳან ქრისტეანენი, ვითარმედ ჯუარცუმული ქრისტე აღდგა მკუდრეთით, ესეცა სადმე მსახური თჳსი აღადგინა მან, რამეთუ მე ვიხილე გუშინ თეოდორე – ძელსა ამას დამშჭუალული და ისრითა მრავლითა დაგურემული და მკუდრად შერაცხილი, რომლისა თანა არღარა იყო ცოცხლობისა სასწაული. და აწ სადა არს გუამი მისი, ანუ თუ წარიპარეს იგი ვიეთმე?“
ხოლო იგინი რაჲ ამას იტყოდეს, აჰა ესერა, იხილეს წმიდაჲ თეოდორე, მდგომარე ლოცვასა შინა. და მოიქცა მათა პირითა მხიარულითა და ჰრქუა მათ: „შვილნო ჩემნო, მე ვარ თეოდორე, რომელი მკუდრად გეგონე. ღმერთი შურისმეძიებელი, უფალი ღმერთი შურისმეძიებელი განცხადნა და [178r] უაღრეს ცნობისა აღმადგინა ბჭეთაგან სიკუდილისათა და მკუდართა თანა შერაცხილი განმაცხოველა ცხორებისათჳს თქუენისა. აწ უკუჱ გრწამს, თუ იგი უმეტესი ამისსა იხილოთ.“
ამას იტყოდა რაჲ ნეტარი თეოდორე, იგინი განცჳბრებულ იქმნნეს და იჭუეულ, უკუეთუ ნანდჳლვე თეოდორე არს იგი, სტრატელატი.
ხოლო წმიდამან მოწამემან დასწერა მათ სასწაული ჯუარისაჲ და აღივსნეს მადლითა და განეხუნეს თუალნი გულთა მათთანი და ღაღადყვეს ჴმითა მაღლითა: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ!“ და მეყსეულად შეუვრდეს ფერჴთა მოწამისათა და ევედრებოდეს, რაჲთა მის მიერ იცნან ქრისტე და არღარა მიაქციონ მონებად საცთურისა, არამედ ჰმონებდენ მხოლოსა მას ჭეშმარიტსა ღმერთსა.
იხილა რაჲ წმიდამან თეოდორე შეუორგულებელი გულსმოდგინებაჲ და სარწმუნოებაჲ მათი, შეიტკბნა და ამბორსუყო მათ და ჰრქუა მხიარულითა პირითა: „გრწმენინ ჩემი, ძმანო, თქუენისა ცხორებისათჳს და მოქცევისა იქმნა სასწაული ესე ჩემ ზედა, რაჲთა გულისხმაჰყოთ და სთქუათ: „ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მის მაღლისაჲ.“ იგი სახიერი აწცა თქუენ შორის მდგომარე არს უხილავად და აღთქუმასა თქუენსა აღსწერს. იყვნედ უკუჱ სანთელნი სულთა თქუენთანი აღნთებულ მარადის, რაჲთა ვერ უძლოს მტერმან ვნებად თქუენდა.“
ესრეთ ასწავა და განამტკიცნა სულნი მათნი საფუძველსა მას ზედა ქრისტეს სარწმუნოებისასა.
ხოლო განითქუა რაჲ ჰამბავი ესე, ვითარმედ წმიდაჲ თეოდორე ცოცხალ არს, შემოკრბეს სხუანიცა კაცნი, რჩეულნი ოთხმეოცდახუთნი. და იხილეს რაჲ ნეტარი იგი, ჰრწმენა მათ ქრისტე და შეირაცხნეს კრებულსა მას თანა [178v] მოწამეთასა და ესმოდა კეთილი იგი სწავლაჲ სანატრელისაჲ მის და იხარებდეს სულითა.
ესმა ესე ყოველი ლიკინიოზს და უბრძანა ერთსა დიდებულსა პატრიკსა, სახელით კესტოსს, რაჲთა წარვიდეს სიმრავლითა მჴედრებისაჲთა და, რომელთაცა ჰრწმენა ქრისტე, მოსწყჳდნეს მახჳლითა. ესე განაჩინა უშჯულომან მან.
ხოლო კესტოს წარვიდა რაჲ და იხილა წმიდაჲ თეოდორე, მეყსეულად ნათელი საღმრთოჲ გამოუბრწყინდა გულსა მისსა და ჰრწმენა მას და მისთანათა მათ მჴედართა და ზოგად ღაღადყვეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ. ერთ არს ღმერთი, შემოქმედი ყოველთაჲ, და იგი მხოლოჲ გურწამს.“
ესევითარი ჴმაჲ ისმა რაჲ, იქმნა კრებაჲ ერისაჲ ფრიადი და წარავლინნა მეფემან სხუანიცა მჴედარნი და ზედა მიუჴდეს ბრძოლად. და, აჰა ესერა, ერთმან ვინმე იწუადა მახჳლი და მიყო ჴელი მოკლვად წმიდისა თეოდორესა. იხილა იგი კესტოს პატრიკმან და მეყსეულად სცა მახჳლითა და მოაკუდინა უკეთური იგი. სხუამან კუალად ლახურითა სცა კესტოსს პატრიკსა და ერთითა წყლულებითა წარგზავნა იგი მოწამედ უფლისა.
მაშინ იქმნა შფოთი მჴედართა მათ შორის და ეგულებოდა მოწყუედაჲ ურწმუნოთაჲ მათ, არამედ მოწამემან ქრისტესმან თეოდორე დააწყნარა შფოთი იგი და ასწავა მორწმუნეთა, რაჲთა არა მიაგონ ბოროტი ბოროტისა წილ, არამედ თავსიდვან ყოველივე ვნებაჲ და სიკუდილი სახელისათჳს ქრისტესა.
ესე რაჲ ესმა მათ, გულსმოდგინედ მისცნეს მათ თავნი თჳსნი სიკუდილად, რაჲთა შეიწირნენ მსხუერპლად შესაწირავად ქრისტესა, რომელმან-იგი შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად [179r] მამისა საჴსრად ჩუენდა.
ეუწყა ლიკინიოზს, ვითარმედ მრავალნი მჴედარნი შეეწყნარნეს ქრისტესა წმიდისა თეოდორეს მიერ. გამოაჩინნა სხუანი მჴედარნი, რომელნიცა იყვნეს საკუთარ მისა, და წარავლინნა მოკლვად წმიდისა და ყოვლადქებულისა თეოდორესა, რამეთუ ცნა, ვითარმედ ერი ნეტარისაჲ მის აღორძნდების და უშჯულონი იგი მოაკლდებიან.
მოიწინეს რაჲ მჴედარნი ლიკინიოზისნი მოკლვად ნეტარისა მის, არა შეუნდობდა ერი იგი მორწმუნეთაჲ შეხებად მისა, არამედ კაცად-კაცადი მზა იყო თავისა თჳსისა მიცემად ნაცვალად მისა სიკუდილად.
ხოლო წმიდამან თეოდორე შეჰრისხნა მათ და დააყენნა განზრახვისა მისგან და ჰრქუა მათ: „შვილნო ჩემნო, ნუ იქმნებით დამახრწეველ საწადელისა ამის საქმისაგან, რომლისა მრავლით ჟამითგან მსურის, ნუ დამაბრკოლებთ მე დიდისა ამისგან კეთილისა, რამეთუ რაჲმცა იყო უკეთესი და უსაწადელეს ქრისტესთჳს წამებისა? აწ უკუჱ წარმგზავნეთ მე სიხარულით და იყავნ თქუენთანა მშჳდობაჲ ქრისტესი, რომელი მისცა მოწაფეთა, აღვიდოდა რაჲ თჳსისა მამისა, და მათ მიერ მიჰფინა ყოველთა ზედა მორწმუნეთა მისთა, რომელნი უკუჱ მოქცეულხართ საცთურისაგან კერპთაჲსა და შეწყნარებულხართ უფლისა, დამბადებელისა ყოველთაჲსა. დაიცევით აღსასრულამდე აღსაარებაჲ სარწმუნოებისაჲ შეუცვალებელად, რამეთუ, რომელმან მოითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. უკუეთუ მეფეთა და მთავართა წინაშე წარსდგეთ, ნუ გეშინინ, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან აღმითქუა ჩუენ და თქუა: „არა დაგიტეო შენ, არცა დაგაგდო შენ.“
ესრეთ განამტკიცნა წმიდამან მოწამემან მორწმუნენი იგი. ხოლო ჰრქუა მათცა, რომელნი არა მოქცეულიყვნეს [179v] საცთურისაგან კერპთაჲსა: „თქუენცა გეტყჳ, რომელთა არა მოგიძურციეს საბურველი უშჯულოებისაჲ გულთაგან თქუენთა. არამედ ვესავ სახიერსა ღმერთსა, ვითარმედ მრავალთა თქუენ შორის მოჰფინოს მადლი თჳსი და წარგიძღუეს ცხორებად საუკუნოდ. და რაჟამს-იგი მოვიდეს თქუენ ზედა მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ, შეიკრძალეთ მშჳდობაჲ ურთიერთას და სიყუარული და მოწყალებაჲ გლახაკთაჲ და სიწმიდჱ.“
ესე ყოველი რაჲ წარმოთქუა ნეტარმან მან და წმიდამან ქრისტეს მოწამემან და აკურთხა ერი იგი მორწმუნე და ურწმუნოთა ულოცა მოქცევაჲ და სინანული, ჰრქუა მსახურსა თჳსსა, რომელი იყო მარადის მის თანა, რაჲთა შემდგომად აღსრულებისა მისისა ყოველი მონაგები მისი მისცეს გლახაკთა, ობოლთა და ქურივთა. ხოლო პატიოსანი იგი და ღუაწლით შემოსილი გუამი მისი ბრძანა დამარხვად ევხაინას, რომელი-იგი იყო მამული სოფელი მისი.
ესე ყოველი განაწესა რაჲ, განიპყრნა ჴელნი და მადლი შეწირა უფლისა და თქუა: „უფალო ღმერთო, სამებით დიდებულო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა.“ ესე თქუა და შუენიერად მოიდრიკა თავი და წარჰკუეთა მეჴრმლემან მახჳლითა სანატრელი თავი მისი.
მაშინ მოიღეს გუამი მისი მსახურთა მისთა და დაჰმარხეს ევხაინას, ბრძანებისაებრ მისისა, საუნჯჱ წარუპარველი, სიმდიდრე წარმოუცარიელებელი, საკურნებელი უძლურთაჲ და მაოტებელი ვნებათაჲ.
აღესრულა წმიდაჲ და ყოვლადქებული მოწამჱ ქრისტესი, თეოდორე სტრატილატი, რომელ არს თარგმანებით „მჴედართა მფლობელი“, თუესა ივნისსა ჱ, სადიდებელად დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანადაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!

[97v-108v]

[97v]თუესა ივნისსა ჱ, წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა თეოდორე სტრატელატისა ვითარცა მზე განანათლებს მხილველთა მისთა, ეგრეთვე თხრობაჲ მოწამეთა წამებისაჲ - მსმენელთა მისთა. და ვითარცა-იგი ცაჲ შემკობილ არს ვარსკულავითა, ეგრეთვე ეკლესიაჲ ღმრთისაჲ ბრწყინავს მოწამეთა მიერ, რამეთუ, ვითარცა შროშანნი და ყუავილნი ველთა განაშუენებენ, ეგრეთვე მოწამენი შეამკობენ ეკლესიათა. ჴსენებაჲ მოწამეთაჲ მოტევებაჲ არს თანამდებთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ კურნებაჲ არს სენთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ მომატყუებელი არს სიმრთელისა და მშჳდობისაჲ; დიდ არიან მოღუაწებანი წმიდათანი; ბრწყინვალე არიან გჳრგჳნნი მოწამეთანი, რამეთუ მისცნეს მათ სატანჯველად ჴორცნი მათნი სიყუარულისათჳს ქრისტესისა, შეჰრაცხეს ყოველი დიდებაჲ და საშუებელნი სოფლისანი ნაგევად სახელისათჳს უფლისა, აღიარეს ქრისტე უშიშად წინაშე მეფეთა და მთავართა. და არა ჰრიდეს ჴორცთა თჳსთა, არამედ მისცნეს იგინი სატანჯველად და სიკუდილად, რაჲთა არა უვარყონ უფალი. ამისთჳსცა მისცა მათ ღმერთმან მისაგებელად სასუფეველი ცათაჲ და შუებაჲ მჴედრობასა თანა ანგელოზთასა. რამეთუ ჰგონებდა დასაბამითგანი იგი მტერი ნათესავისა ჩუენისაჲ დაბრკოლებად მათდა გზისა მისგან ცხორებისა და ვერ უძლო, არამედ უფროჲსღა მკჳდრად სამოთხისა გამოაჩინნა. ამისთჳს არა დასცხრა უკეთური იგი აღდგინებად მბრძოლთა ეკლესიასა ზედა ქრისტესსა, ვითარცა აწ [98r]ესერა ჩუენ ზედაცა აღადგინა მჴეცი იგი მძჳნვარე სამწყსოთა ზედა ქრისტესთა, უსჯულოჲ ლიკინიოზ, დისიძე დიდისა კოსტანტინე მეფისა, ღმრთისმსახურისაჲ. რამეთუ ოდეს-იგი შემუსრა უფალმან უკეთური იგი ჰრომთა მეფე, მაქსენტი, წინაშე პირსა ღმრთისმსახურისა მეფისა კოსტანტინესსა და დაუმტკიცა მეფობაჲ მონასა თჳსსა კოსტანტინეს, მაშინ ღმრთისმსახურმან მეფემან წარავლინა დისიძე თჳსი, ლიკინიოზ, მეფედ კერძოთა აღმოსავალისათა ბრძოლად უღმრთოჲსა მეფისა მაქსიმიანესსა, რომელი-იგი იყო მეფე აღმოსავალისაჲ, განდგომილი და მტერი ჭეშმარიტისა მეუფისა ქრისტესი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ. ხოლო მიიწია რაჲ ლიკინიოზ აღმოსავალად, იოტა და მძლე ექმნა მაქსიმიანეს, რომელი-იგი იძლია რაჲ და განიდევნა მძლავრებისაგან თჳსისა, იწყლა ზეგარდამოჲთა მახჳლითა და ყოველი ბილწი იგი გუამი მისი საჭმელ მატლთა იქმნა. და ესრეთ ბოროტად აღმოჰჴდა ბილწი იგი სული მისი ტანჯვითა დიდითა, რამეთუ, ვიდრემდის არა აღიარა და ცნა, ვითარმედ უსჯულოთა საქმეთა მისთათჳს და ტანჯვისათჳს ქრისტეანეთაჲსა მოიწია მის ზედა რისხვაჲ იგი, არა მოკუდა. ხოლო ოდეს ურიცხუთა მათ სალმობათაგან შეჭირვებულმან აღიარა მიზეზი დაქცევისა მისისაჲ, მაშინღა აღმოჰჴდა უბადრუკი იგი სული მისი. ხოლო ლიკინიოზ ძლევითა და დიდებითა მოვიდა ნიკომიდიად ქალაქად და მცირედჟამ დრო სცა ბრძოლასა ქრისტეანეთასა და მეყსეულად გამოაჩინა გესლი ბილწისა მის [98v] გულისა მისისაჲ, ვითარ ზაკუვით ეცრუვა დიდსა კოსტანტინეს და უვარყო აღსარებაჲ მხოლოჲსა მის და ჭეშმარიტისა ღმრთისა ყოველთაჲსა და აღთქუმაჲ იგი, რომელ ექმნა ღმრთისმოყუარისა მეფისა კოსტანტინეს მიმართ, შეურაცხყო. რამეთუ ღირსსა მას მეფესა დიდნი ფიცნი მოეჴადნეს მისდა, რაჲთა მიუდრეკელად ეგოს ქრისტეანეთა სარწმუნოებისაგან და რაჲთა იღუაწოს ძლიერად დამტკიცებად ქრისტეს აღსაარებისა. ხოლო ესე ყოველი დაივიწყა გულარძნილმან მან და დრკუმან და მიექცა კუალად ზორვასა კერპთასა, მსგავსად უსჯულოჲსა მის მაქსიმიანესსა. და წარავლინა ბრძანებაჲ ყოველთა ქალაქთა და სოფელთა ზორვად კერპთა მათ უსულოთა და მცბიერთა. ამან უღმრთომან ლიკინიოზ მოსწყჳდნა წმიდანი ორმეოცნი მჴედარნი ჴელითა ბილწთა მათ მთავართა თჳსთაჲთა, ლუსია და აღრიკო ლაოზისითა. ამან მოსწყჳდნა სამეოცდაათნი იგი სპაჲსპეტნი და სამასნი იგი მჴედარნი მაკედონიას. ამან უსჯულომან მოკლა დიდი ბასილეოს ამასიელ მთავარეპისკოპოსი, კაცი მიმსგავსებული მოციქულთაჲ. ხოლო იხილა რაჲ ბილწმან მან, ვითარმედ სიმრავლე აურაცხელი იყო ქრისტეანეთაჲ და არა ერჩდეს ბრძანებასა მისსა, არამედ მისცემდეს თავთა თჳსთა სიკუდილად სახელისათჳს ქრისტესისა, განიზრახა უფროჲსღა წარჩინებულთა ერისმთავართა და ჴელმწიფეთა იძულებად ზორვად კერპთა, რაჲთა მათითა მით მიქცევითა ერნი და სპანი მიაქცინეს. ხოლო იყო მას ჟამსა წარჩინებული უმეტეს ყოველთა მთავართა, დიდებული და სანა [99r]ტრელი თეოდორე სტრატელატი, რომელ არს მჴედართ მფლობელი, შუენიერი ხილვითა და სავსე სიბრძნითა და სიტყჳთა გონიერად მეტყუელი. ამისთჳსცა „წყარო სიბრძნისა“ ეწოდებოდა მას. ჭაბუკი იყო ჰასაკითა და მოხუცებულ საღმრთოჲთა მოქალაქობითა, რომელმან-იგი ვეშაპი საშინელი მოკლა ევხაიანას, რამეთუ მუნ მკჳდრ იყო ბოროტი იგი, მჴეცი ვეშაპი, და ვერვის ეძლო წინააღდგომად მისსა, რამეთუ ოდეს გამოვიდის ბუდით თჳსით, იძრვინ ქუეყანაჲ იგი სლვასა მისსა. და გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ შეემთხჳის, შთაინთქის მის მიერ. ესე რაჲ ესმა ახოვანსა მას მჴედარსა ქრისტესსა, თეოდორეს, არა ქმნა ამბოხებაჲ მჴედრობასა შორის თჳსსა, არცა ვის აუწყა, არამედ მხოლოჲ წარვიდა სიბრძნითა და ახოვნებითა თჳსითა. თანა ჰყვა პატიოსანი ჯუარი ქრისტესი და საჭურველი მჴედრობისა თჳსისაჲ. და იტყოდა: „წარვიდე სახელითა ქრისტესითა და განვათავისუფლო მამული იგი, სოფელი ჩემი, ბოროტისა მის მჴეცისაგან.“ ხოლო მიიწია რაჲ ადგილსა მას, ჩრდილოჲთ კერძო ევხაინისა, პოვა მწუანვილი თივისაჲ. დააბა ცხენი თჳსი და თავადი მიწვა და დაიძინა, რამეთუ არა უწყოდა, თუ ამას ადგილსა მკჳდრ არს ვეშაპი იგი. ხოლო დედაკაცმან ვინმე, მსახურმან ქრისტესმან, სახელითა ევსევა, რომელი გამოითარგმანების „კეთილად მორწმუნე“, იხილა წმიდაჲ თეოდორე მძინარე. მივიდა შიშით და უპყრა ჴელსა მისსა და განაღჳძა და ჰრქუა: „აღდეგ, ძმაო, და წარვედ სწრაფით ადგილისა ამისგან, რამეთუ უმეცარ ხარ, რაბამი შიში არს ადგილსა ამას. წარვედ ამიერ, გევედრები!“ [99v] მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „რაჲ არს შიში ადგილსა ამას, დედაო?“ ჰრქუა მას მჴევალმან ღმრთისამან: „შვილო, ვერვინ იკადრებს მოახლებად ადგილსა ამას, რამეთუ ვეშაპი ბოროტი მკჳდრ არს აქა. და ოდეს გამოვიდეს გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ, პოოს, შთანსთქამს.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა დედაკაცსა მას: „წარვედ, დედაო, შორს ამიერ და ილოცევდი ჩემთჳს ღმრთისა მიმართ და იხილო დიდებაჲ მისი.“ ხოლო დედაკაცი იგი განეშორა მიერ და დავარდა პირსა ზედა და ცრემლით იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შემწე ეყავ მონასა მას შენსა!“ მაშინ წმიდამან თეოდორე გამოისახა პირსა ზედა თჳსსა სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ და აღიპყრნა ზეცად ჴელნი თჳისნი და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო და თანადაუსაბამოო მამისაო, მოვედ შეწევნად ჩემდა და მომმადლე თხოვაჲ ჩემი, რომელი შემწე მეყავ მარადის ბრძოლათა შინა და მომეც ძლევაჲ მტერთა ზედა. აწცა შენვე ხარ შემწე ჩემი, ქრისტე ღმერთო, მომეც ძალი ძლევად ეშმაკისა და მჴეცისა ამის ბოროტისა.“ და შემდგომად ლოცვისა მოიქცა და ჰრქუა ვეშაპსა მას: „სახელითა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესითა, რომელი გარდამოჴდა ზეცით და განკაცნა ცხორებისათჳს ჩუენისა და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი თავსიდვა, შენ გეტყჳ და გიბრძანებ, ვეშაპო ბოროტო, გამოვედ ადგილით შენით და მოვედ ჩემდა!“ მაშინ ესმა ვეშაპსა მას და გამოვიდა და მოჰმართა წმიდა თეოდორეს, ხოლო სლვასა მისსა ლოდნი მის ადგილისანი შეიმუსრვოდეს და ხენი ირყეოდეს. ხოლო წმიდამან თეოდორე, იხილა რაჲ ვეშაპი იგი მომავალი, გამოისახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა ზედა თჳსსა და ცხენსა თჳსსა ამჴედრდა და მიჰ [100r]მართა ვეშაპსა მას ახოვნად და სცა ჰოროლი თავსა მისსა. და მეყსეულად შეიღულარჭნა იგი სასტიკად და დაეცა მკუდარი. ხოლო ნეტარმან თეოდორე აღიხილნა ზეცად და თქუა: „გმადლობ, შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ისმინე ვედრებაჲ ჩემი და განმაძლიერე მე, მონაჲ შენი, ძლევად ბოროტისა ამის მჴეცისა. ეგრეთვე, უფალო, განმაძლიერე ძლევად უხილავისა მის ვეშაპისა და აღსრულებად სრბაჲ ჩემი წამებითა.“ ესე თქუა და წარემართა გზასა თჳსსა სიხარულით და მივიდა მჴედრობისა თჳსისა. და წარემართა მისლვად არაკლიად პონტოჲსა, რამეთუ მუნ იყო სამთავროჲ მისი. განითქუა სასწაული იგი ყოველსა მას ქუეყანასა და, რომელთაცა ესმა, ჰრწმენა ქრისტე და იტყოდეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ!“ და მრავალმან ერმან ნათელიღო სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. ესმა ჰამბავი წმიდისა თეოდორესი ლიკინიოზ მეფესაცა და საქმენი ახოვნებისა მისისანი ეუწყნეს მას. და მიავლინნა მისა მოციქულნი და მიუწერა მისლვად მის წინაშე ნიკომიდიად ქალაქად. ხოლო წმიდამან თეოდორე, წარიკითხა რაჲ ებისტოლე იგი, შეიწყნარნა მოციქულნი მეფისანი პატივით და სამ დღე კეთილად იღუაწნა იგინი. ხოლო მისლვაჲ მეფისა არა სათნო იყო ესე ამისთჳს, რაჲთა თჳსი მამული ქუეყანაჲ შეამკოს წამებითა თჳსითა. ამისთჳს მიუწერა მეფეს ებისტოლე ესევითარი: „ლიკინიოზ, ძლევით შემოსილსა მეფესა თეოდორე სტრატელატი გახარებ. ბრძანა მპყრობელობამან შენმან მოსლვაჲ ჩემი ნიკომიდიად, წინაშე მეფობისა შენისა, განზრახვად საქმეთათჳს მეფობი [100v]სა შენისათა. და არს ესე ნამდჳლვე შემსგავსებულ სამეუფოჲსა სიბრძნისა წოდებაჲ მონათა შენთაჲ შენ წინაშე. ვარ უკუჱ მეცა დიდად წადიერ თაყუანისცემად მეფობისა შენისა, არამედ ვიკადრებ მოჴსენებასა, ვითარმედ ჟამსა ამას არა ჯერარს ჩემი ამიერ ქუეყანით წარმოსლვაჲ მრავალფერთა საქმეთათჳს, რომელთა წიგნითა ვერ გაუწყებ. აწ უკუე ჰნებავს თუ მეფობასა თქუენსა მონისა ამის შენისაგან ზრახვასა სმენად, ინებენ მოსლვაჲ ქალაქსა ამას და შემკობად ქუეყანაჲ ესე მოსლვითა დიდებისა შენისაჲთა, რამეთუ არიან აქა მრავალნი, რომელთა უჴმს მოსლვაჲ შარავანდედობისა შენისაჲ, რაჲთა იხილო და კეთილად განაგო თითოეული, მეფეო დიდებულო.“ ესე ებისტოლე მისცა მოციქულთა მათ და წარავლინნა. ხოლო ლიკინიოზ, წარიკითხა რაჲ ებისტოლე ღირსისა თეოდორესი, არა ურჩ ექმნა თხოვათა მისთა, რამეთუ დიდად პატივს ცემდა და სწადოდა ხილვაჲ მისიცა და ქალაქისა მის არაკლიისაჲ. მაშინ შეიკრიბა მჴედრები და წარემართა არაკლიად. ხოლო მოწამე ქრისტესი, თეოდორე, ქრისტეანეთა მშობელთა შვილი იყო და სიყრმითგანვე ღმრთისმსახურებასა შინა აღზრდილი. და სწადოდა მარადის გჳრგჳნსა მას წამებისასა მიმთხუევად, არამედ არა ენება თავით თჳსით ჴელყოფად ღუაწლსა ამას, უკუეთუ არა გულსავსე იქმნას, ვითარმედ არს ამას ზედა ნებაჲ ღმრთისაჲ თანაშემწედ მისდა. ამისთჳს ყოვლადვე ევედრებინ ღმერთსა განმარჯუებად მისდა. ხოლო შემდგომად მიწერისა ებისტოლისა მის მეფისა მიმართ, ღამესა ერთსა ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა მჴუ [101r]რვალითა, რაჲთა აღუსრულოს წადიერებაჲ მისი, რომელი აქუნდა წამებისათჳს. და შემდგომად ფრიადისა ლოცვისა და ვედრებისა მცირედ მიერულა. და იხილა, ვითარმედ სართული სახლისაჲ მის ორად განიყო და ნათელი დიდი ზეცით მოეფინა და განანათლა ყოვლითურთ სახლი იგი. და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას: „მჴნე იყავ, თეოდორე, მე შენ თანა ვარ, ღმერთი შენი და მეუფჱ, რომელი გრწამ სიყრმით შენითგან.“ ესე ჴმაჲ ესმა რაჲ, სავსე შიშითა და სიხარულითა, აღდგა კუალად, ილოცვიდა და ჰმადლობდა ღმერთსა განთიადადმდენ. ხოლო ეუწყა, ვითარმედ მოახლებულ არს მეფე ლიკინიოზ, შევიდა საუნჯედ თჳსად და განიპყრნა ჴელნი ზეცად და თქუა: „ღმერთო და მეუფეო ზეცისა და ქუეყანისაო, შესავედრებელო ტკბილო მოსავთა შენთაო, მოხედენ სიმდაბლესა ზედა ჩემსა თუალითა მოწყალითა და ნუ დამიტეობ, არამედ განმაძლიერე მე წინააღდგომად გულისწყრომასა მეფისა მის მოკუდავისასა, მეფისა დრკუჲსა და უკეთურისასა, რომელმან არა ინება მსახურებაჲ შენი, ყოველთა ღმრთისა და მეუფისაჲ. ჰე, გევედრები, ჩუენ თანა იყავ, რომელთა გიცით შენ და აღგიარებთ დამბადებელად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. აღმოეცენენ ჩემ შორის წყალი იგი სამარადისოჲ მადლისაჲ შენისაჲ და მომეც სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა და გონებაჲ კეთილად დამყარებული სარწმუნოებასა შენსა ზედა, ლოდო საკიდურო, დამიცევ, მეუფეო, აღსარებასა შინა შენსა ვიდრე აღსასრულამდე. და ანგელოზმან ნათლისამან შეიწყნარენ სული ჩემი და მოიყვანენ შენ წინაშე განწმედილი ყოვლისაგან ბიწისა სისხლითა მით წამებისაჲთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი და შენდა შევსწირავ დიდებასა მამისა, ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!“ [101v] ესრეთ ილოცა და შეჰვედრა თავი თჳსი უფალსა. მერმე შეიმოსა სამოსელი წმიდაჲ და შუჱნიერი, აღმჴედრდა ცხენსა თჳსსა და განვიდა ერითურთ თჳსით მიგებებად მეფისა. და ვითარ-იგი შეემთხჳა, მოიკითხა მეფემან სიყუარულითა დიდითა და პატივითა ფრიადითა. ხოლო ყოველსა მას ერსა და თჳთ მეფესაცა დაუკჳრდა სიკეთე იგი წმიდისა თეოდორესი, რამეთუ იყო პირი მისი ბრწყინვალე და სავსე მადლითა ღმრთისაჲთა და ჰასაკი მისი - შუენიერ და სიტყუაჲ მისი - ტკბილ და საწადელ. ხოლო შევიდა რაჲ მეფე წმიდისა თეოდორეს თანა ქალაქად, განუმზადეს მას დალიჭი შორის ქალაქსა და დაჯდა მას ზედა და იწყო სიტყუად ერისა მიმართ მოქალაქისა და იტყოდა: „კეთილ არს ყოვლით კერძო ქალაქი ესე, კაცნო, ქალაქი რჩეული და სახელოვანი, და ერი კეთილი და მსახური ღმერთთაჲ და მორჩილი მეფეთაჲ, არამედ უმეტესად შემკობილ ხართ, მჳვდრნო ამის ქალაქისანო, რომელ შუენიერი ესე და ახოვანი, ბრძენი თეოდორე, მთავრობს თქუენ ზედა, რომლისაცა ჰამბავი საკჳრველი მოვიდოდა სასმენელთა ჩუენთა. ხოლო უმეტეს ჰამბვისა ვიხილე საქმე მისი.“ ესევითარითა ქებითა პატივს ცემდა წმიდა მას და მოწლედ ამბორსუყოფდა. მერმე ჰრქუა: „მოვედ, საყუარელო, ზოგად შევწიროთ შესაწირავი ღმერთთაჲ და მერმე ვიღუაწნეთ საქმენი ერისანი.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ჯეროვნად ჰბრძანე, მეფეო, არამედ ერთი ხოლო მაქუს სავედრებელი შენ წინაშე.“ ჰრქუა მას მეფემან: „ყოველი, რაჲცა ითხოო მეფობისაგან ჩემისა, [102r] უშურველად მოგეცეს.“ წმიდამან თეოდორე ჰრქუა: „პირველად თჳსაგან ლოცვად ღმერთთა წინაშე და მერმეღა - ზოგად შენ თანა.“ ჰრქუა მას მეფემან: „და რაჲ დაყენებაჲ არს ორთაჲვე ზოგად ვედრებაჲ?“ მიუგო და ჰრქუა მას წმიდამან თეოდორე: „პირველად მწადის, რაჲთა სახედ ჩემდა შევიყვანნე ღმერთნი და ჯერისაებრ პატივ (ვ)სცე და მსხუერპლები შევწირო და, ვითარცა მწადის, ვევედრო და მერმეღა შენ წინაშე ვყო ესე ზოგად ყოვლისა ერისა.“ მაშინ ლიკინიოზ გამოიყვანნა ღმერთნი თჳსნი, ოქროჲთა და ვეცხლითა ქმნილნი, და მისცნა წმიდა თეოდორეს და ჰრქუა: „ყავ, ვითარცა გწადის, და ჩემთჳსცა ევედრე!“ მიიხუნა დიდმან თეოდორე მცბიერნი იგი და საბასრობელნი კერპნი და წარვიდა სახიდ თჳსად. და შემუსრნა იგინი წულილ-წულილად და განუყო გლახაკთა და უჴმარნი იგი კეთილად განიჴმარნა. ხოლო შემდგომად ორისა დღისა მოუწოდა მეფემან წმიდა თეოდორეს და ჰრქუა: „მოიყვანენ ღმერთნი, საყუარელო თეოდორე, რაჲთა ჩუენ თანა და ყოვლისა ერისა თანა შესწირო მსხუერპლი.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „უკუეთუ ნამდჳლვე ღმერთნი არიან, თავით თჳსით მოვიდენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „არა თავთა თჳსთა მსახურებად უჴმს მათ, არამედ ჩუენ მიერ, რამეთუ ღმერთნი არიან.“ მიუგო და ჰრქუა წმიდამან თეოდორე: „არცა თავით თჳსით იქმან რას, არცა სხუათა მიერ მსახურებასა აგრძნობენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „ესევითართა საქმეთა ჩუენ არა გჳჴმს გამოძიებად, რამეთუ მიუწდომელ არიან ჩუენ მიერ, გარნა ესე ხოლო გჳჴმს ქმნად: მსახურებად ღმერთთა და მსხუერპლთა და შესაწირავთა შეწირვად წესისა [102v]ებრ და ჩუეულებისა.“ ხოლო წმიდამან თეოდორე ნელიად განიღიმა და დუმილით დადგა. ჰრქუა მას ლიკინიოზ: „რასა ჰყოვნი და სდროებ, თეოდორე?“ ხოლო მან არარაჲ მიუგო. მაშინ მეფე მიექცა მუნ მდგომარეთა და ჰრქუა: „რაჲ შეემთხჳა, რად დუმნა?“ განკჳრდეს ყოველნი საქმესა მას ზედა და განიცდიდეს წმიდა(სა) მას. მაშინ მაქსენტი ვინმე სახელით, პატივითა ასისთავი, წარდგა წინაშე მეფისა და ჰრქუა: „მეფეო, რაჲ-იგი მიხილავს, ვერ დაგიფარავ, რამეთუ დიდი ძჳრი შეამთხჳა ღმერთთა ამან კაცმან.“ ჰრქუა მეფემან: „მითხარ ყოველივე ჭეშმარიტებით.“ ასისთავმან თქუა: „ესე კაცი, ჵ, მეფეო, არცა შენი ერთგული არს, არცა ღმერთთაჲ, რამეთუ ვიხილე მე გუშინ თავი დიდისა არტემისი, შემუსრვილი და დაჭრილი და უბანთა ზედა სასყიდლად მდებარე. და ესე არს მოქმედი ამის საქმისაჲ.“ ესმა რაჲ ესე ლიკინიოზს, აღივსო იგი გულისწყომითა და მიხედნა წმიდა თეოდორეს მკსინვარითა თუალითა და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, რომელი მესმის? სადა არიან ღმერთნი, რომელნი გარწმუნენ შენ? შესწირეა მათდა შესაწირავები, ვითარცა აღმითქუ მე?“ მაშინ წმიდამან თეოდორე გამოაჩინა ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ არღარა არს ჟამი დაფარვისაჲ, არცა სანთლისაჲ ჴჳმირსა ქუეშე დადებისაჲ, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა გამობრწყინდეს ნათელი მართლაღსარებისა მისისაჲ. მიუგო ლიკინიოზს და ჰრქუა: „ნუ იყოფინ, ძალმან ჭეშმარიტებისამან! არა მიზორავს ღმერთთა შენთა და არცა უზორო, არამედ ძლიერად შევჰნერწყუე ბილწთა [103r] მათ პირთა მათთა და ცუდნი იგი და უჴმარნი საჴმარ ვყვენ, რამეთუ დავაწულილენ იგინი და გლახაკთა განუყავ. აწ უკუე, რაჲცა გნებავს, იქმოდე, რამეთუ მე პირველითგან უწყოდე უძლურებაჲ და ამაოებაჲ მათი და ვსწყალობდ უგუნურებასა მათსა, რომელნი ჰმსახურებენ მათ. და უმეტეს ყოველთა შენ გწყალობ, მეფეო, რამეთუ წინამძღუარი ხარ ბოროტისა ამის საცთურისაჲ. აწ უკუჱ თავსიდევ სიტყუაჲ ჩემი და ისმინე კეთილი ესე განზრახვაჲ ჩემი, რამეთუ ამის ჯერისა მოჴსენებად მოგიწოდე აქა. ნუღარა სცთები და ნუცა ჰმსახურებ ეშმაკთა, არამედ იცან ჭეშმარიტი იგი და სახიერი ღმერთი, ვითარცა იცნა დიდმან კოსტანტინე. გულისჴმაყავ მეუფჱ იგი ყოველთაჲ და დამბადებელი, რომლისა მიერ ცხოველ ხარ, რომლისა მიერ ჰმეფობ განგებითა მიუწდომელითა. ხოლო შენ ჭეშმარიტი იგი ღმერთი შეურაცხგიყოფიეს და კერპთა უსულოთა ჰმონებ და არა გრცხუენის, რომელთა-იგი არცათუ თავთა თჳსთათჳს ჴელეწიფების შეწევნად, არათუმცა მსახურთა მათთა, არცა მაგინებელთა და შეურაცხისმყოფელთა მათთა ძალუც ვნებად, ვითარცა ესერა მე, რომელმან შეურაცხვყვენ და შევჰნერწყუე და შევმუსრენ იგინი. აწ შემძლებელ თუ არიან, მტანჯონ მე მაგინებელი და შემმუსრველი მათი.“ ხოლო ვიდრეღა-იგი ენება წმიდა(სა) თეოდორეს სიტყუათა მათ განგრძობაჲ, მოუწყჳდა მეფე [103v] მან სიტყუაჲ მისი და იწყო რისხვით და გულისწყრომით სიტყუად და ჰრქუა: „ჵ, უგუნურებაჲ ჩემი, ჵ, ცთომილებაჲ, რაბამისა პატივისა წილ ჩემისა რაბამი შეურაცხებაჲ მომაგო ბოროტმან ამან. არა ხოლოთუ მე, არამედ ღმერთნიცა განკიცხნა, არამედ მე ვიძიო შური ჩემისაცა ორგულებისაჲ და ღმერთთა შეურაცხებისაჲ.“ და მეყსეულად ჰრქუა მტარვალთა: „განძარცუეთ განდგომილი ეგე და განაშიშულეთ პატივისაგან ერისმთავრობისა მისისა და შოლტებითა მწარედ გუემეთ და სახუეტლებითა ხუეტენით ჴორცნი მისნი. და ნუმცა გიჩუენებიეს ყოვლად წყალობაჲ და კუერებითა ბრპენისაჲთა შემუსრეთ ქედი მისი!“ მაშინ განძარცუეს ნეტარი იგი და განართხეს კაცთა ძლიერთა და ჰგუემდეს უწყალოდ. ხოლო უსჯულოჲ იგი ბორგდა გულისწყრომისაგან და უზახებდა მტარვალთა, რაჲთა ძლიერად სცემდენ. მაშინ ჴორცნი მის ახოვნისანი დაიბძარვოდეს და ასონი დაიჭრებოდეს, გუერდნი იხუეტებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს, ნაწევარნი ქედისანი შეიმუსრვოდეს კუერებითა ბრპენისაჲთა. არაჲ იყო ლხინებაჲ, არცა წყალობაჲ. ხოლო ქველი იგი დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, დაფუძნებული კლდესა ზედა სარწმუნოებისასა. ჰმადლობდა უფალსა და უგალობდა ანგელოზებრ. ხოლო მოუძლურდეს რაჲ მგუემელნი და დაშურეს მტარვალნი და საგონებელ იყო აღმოსლვად სული ნეტარისაჲ მის, ძლით დამდოვრდა [104r] გულისწყრომაჲ ლიკინიოზისი და ბრძანა დაცხრომაჲ მტანჯველთაჲ. ხოლო მოიქცა რაჲ თავად თჳსად ქრისტეს მოწამე და ცხოველ იყო მადლითა ღმრთისაჲთა, კუალად შეუჴდა რისხვაჲ გულსა მძლავრისასა და ჴმაყო: „ცხოველღა არსა? წუთღა სული უთქს მტერსა ღმერთთასა, იხუეტებოდენ კუალადცა და ლამპრებითა დაიწუებოდენ წყლულნი იგი ასონი მისნი.“ ესე თქუა და მეყსეულად ზოგნი ხუეტდეს ასოთა მისთა და ზოგნი სწუვიდეს ლამპრებითა. ხოლო მოწამე იგი ცუარითა სულისა წმიდისაჲთა უხილავად შეიცურვოდა. კუალადცა მძლავრი იგი ჰბასრობდა მჴნესა მას და ეტყოდა: „ქვები, მახჳლები განჰფინეთ და მას ზედა ითრევდით მას, რაჲთა უმეტესად იხარებდეს, რამეთუ ვხედავ, ვითარმედ მოხარულად თავსიდებს ყოველსავე.“ და ეტყოდა მოწამესა ქრისტესსა: „უწყი, თეოდორე, ვითარმედ დიდად გელმის შენ, დაღაცათუ იჩემებ ულმობელობასა, რაჲთა მიაჩემო ძალსა ღმრთისა შენისასა, საოცრად უგუნურთა, გარნა სიმახჳლემანცა ამან ქვათამან ამხილოს ღონისძიებათა შენთა.“ ამას იტყოდა ლიკინიოზ, ბოროტი იგი და უსჯულოჲ და განშორებული ღმრთისაგან. ხოლო მოწამე, შემოსილი ძალითა ზეგარდამოჲთა, უძლეველ იყო. და თრევასა მას შინა და დაბძარვასა ჴორცთასა არცა სიტყუაჲ თქუა და არცა კუნესოდა და არცა სულთითქუმიდა, ვიდრემდის ბრძანა ლიკინიოზ ლხინებაჲ მისი რეცა წყალობით და ჰრქუა მას: „ჰგიევე, თეოდორე, პირველსა მას განდგომილებასა, ანუ მოიქცა გონებაჲ შენი უმჯობესსა?“ მიუგო მოწამემან და ჰრქუა მას: „და [104v] ჰგონებაა შერყევად ჩემდა საფუძველისაგან ქრისტეს სარწმუნოებისა? ჵ, უგუნურებაჲ შენი, მძლავრო, ანუ რაჲ მავნე მე, ტანჯვითა ამით და წყლულებითა? უფროჲსღა განმამტკიცე და განმაძლიერე.“ ხოლო ერთმან ვინმე, წინაშე მდგომელმან მეფისამან, ჰრქუა წმიდა(სა) მას: „დაუტევე, თეოდორე, ფრიადი ეგე თავჴედობაჲ და ნუ ესრეთ ეტყჳ მეფესა.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ვიდრემდის სული ჩემი ჩემ თანა იყოს, არა რომელი კაცობრივი ბრძანებაჲ შემძლებელ არს ჩემდა დაყენებად სიტყუათაგან ჭეშმარიტებისათა, რომელი-ესე თაყუანისმცემელი ვარ ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ.“ მეფემან თქუა: „უგუნურება და სიცოფე არს კეთილისა რაჲსამე მოლოდებაჲ უკეთურისა ამისგან. აწ უკუე წარიყვანეთ ეგე და შეაყენეთ დილეგსა!“ აღიქუეს ახოვანი იგი, ქრისტეს მჴედარი, და წარიყვანეს საპყრობილედ. მდებარე იყო იგი დილეგსა მას შინა და ევედრებოდა ღმერთსა მტანჯველთა მათთჳს, რაჲთა ყოს უფალმან მათ ზედა წყალობაჲ და წუეთი ღმრთისმეცნიერებისაჲ და აწთოს გულთა მათთა. ხოლო ლიკინიოზ არცა საპყრობილესა შინა სცა მას განსუენებაჲ, არამედ ვიეთმე უბრძანა მისლვაჲ მისდა სიტყჳთა ლიქნისაჲთა და ყოვლითავე ხარკებითა, რაჲთა შეარყიონ აღსარებისაგან ქრისტესისა. არამედ ნეტარი გრძელთა მათ და ამაოთა ზრახვათა მათთა მიმართ სიტყუასა დავითისსა აღასრულებდა: „იყო, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ.“ ხოლო წარჴდეს რჲ ხუთნი დღენი და ეუწყა ლიკინიოზს, ვითარმედ შეურყეველ არს თეოდორე ქრისტეს სარწმუნოებისაგან, ბრძანა აღმართებაჲ ჯუარისაჲ [105r] ადგილსა მას, რომელსა ეწოდებოდა „ბასილიკე“, და დამსჭუალვაჲ ნეტარისაჲ მის მას ზედა განპყრობითა ჴელთაჲთა და ძლიერად განრთხმითა. და ესეცა განაჩინა უღმრთომან მან, რაჲთა მოისარნი დადგენ პირისპირ მისსა და ჰგუემდენ ისრითა. „და სხუაჲცა, თუ ვინ მოიგონოს ტანჯვაჲ მწარე და ტანჯოს იგი, იყოს იგი მეგობარ ჩემდა. და ნუღარამცა ხილულ არს იგი ცხოელი თუალითა ჩემითა, რამეთუ საწერტელ არს გულისა ჩემისა ხილვაჲ მისი.“ ესევითარი რაჲ განჩინებაჲ გამოჴდა უსჯულოჲსა მის მეფისაგან, გამოიყვანეს მოწამე ქრისტესი საპყრობილით და მიჰყვანდა განწესებულსა მას ადგილსა ცემითა და გუემითა და ძჳრ-ძჳრად ტანჯვითა. ხოლო მიიწინეს რაჲ ადგილსა მას, აღჰმართეს ჯუარი და მოწამე იგი, ახოვანი, განართხეს მას ზედა და დამსჭუალეს გუამითა შიშულითა და იწყეს ისრითა გურემად მისდა, ვიდრეღა ყოველი გუამი მისი აღავსეს ისრითა. ხოლო იხილეთ გარდამატებული უწყალოებაჲ, რამეთუ ისრები იგი ისრის პირებითურთ აღმოსწუადიან ჴორცთაგან წმიდისათა და ორგზის და სამგზის კუალად შემსჭუალიან. არცა ესე კმა ეყო შვილთა მათ ბნელისათა, მოქმედთა უსჯულოებისათა, არამედ ჯერიყო მათდა ახლისაცა რაჲსამე სატანჯველისა მოპოვნებად, ბრძანებისაებრ ლიკინიოზისსა, რამეთუ მოაგონა მათ პირველითგან კაცისმკლველმან და მტერმან სატანჯველი ბოროტი, [105v] სატანჯველი სასმენელადცა სასტიკი. და იხილეთ, რაჲ-იგი ყვეს მეგობართა და მსახურთა და მოწაფეთა ეშმაკისათა. მოსძარცუეს საბლარდნელი იგი, რომელი იყო წელთა ზედა მოწამისათა და სამსჭუალი რკინისაჲ, მახჳლი, ფრიად შემსჭუალეს დაფარულსა მას ასოსა მისსა. ჵ, ჴელნი იგი ბილწნი! ჵ, სულნი იგი ცხარნი და უწყალონი, რამეთუ არაერთგზის ხოლო შემსჭუალეს, არამედ მრავალგზის შემსჭუალიან და კუალად შემსჭუალიან ნაპრალსა მას ჴორცთასა და ესე მრავალგზის. და არა შეიკდიმეს და არცა შეიწყალეს, არცა ჰრიდეს ესევითარი ტანჯვაჲ ნეტარისაჲ მის ამის სატანჯველისაგან. გარდამატებულითა ტკივილითა ფრიად ელმოდა წმიდასა მას მოწამესა, უმეტესად ყოველთა, მის ზედა მოსრულთა ტანჯვათა. ამისთჳს ღაღადყო ძლიერად: „იესუ ქრისტე, შემწე მეყავ. ჰხედავ, ვითარ-ესე ვიტანჯები და ვითარ ღუაწლთა ფიცხელთა გარემოუცავ და შეაიწრებენ სულსა ჩემსა? გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, ჭირთა და ღუაწლთა მპოეს და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღადვყავ, სახარულო ჩემო, მიჴსენ მათგან, რომელთა მოუცავ მე, მეყავნ მე ლხინება და განსუენება გამოჩინებითა მადლისა შენისაჲთა. ოდესმე მოვიდე და გეჩუენო პირსა შენსა, ღმერთო ჩემო.“ ესრეთ ილოცა რაჲ ყოვლადქებულმან და დადუმნა და გონებითა ევედრებოდა უფალსა. ხოლო უღმრთონი [106r]

[97v]თუესა ივნისსა ჱ, წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა თეოდორე სტრატელატისა

ვითარცა მზე განანათლებს მხილველთა მისთა, ეგრეთვე თხრობაჲ მოწამეთა წამებისაჲ – მსმენელთა მისთა. და ვითარცა-იგი ცაჲ შემკობილ არს ვარსკულავითა, ეგრეთვე ეკლესიაჲ ღმრთისაჲ ბრწყინავს მოწამეთა მიერ, რამეთუ, ვითარცა შროშანნი და ყუავილნი ველთა განაშუენებენ, ეგრეთვე მოწამენი შეამკობენ ეკლესიათა.
ჴსენებაჲ მოწამეთაჲ მოტევებაჲ არს თანამდებთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ კურნებაჲ არს სენთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ მომატყუებელი არს სიმრთელისა და მშჳდობისაჲ; დიდ არიან მოღუაწებანი წმიდათანი; ბრწყინვალე არიან გჳრგჳნნი მოწამეთანი, რამეთუ მისცნეს მათ სატანჯველად ჴორცნი მათნი სიყუარულისათჳს ქრისტესისა, შეჰრაცხეს ყოველი დიდებაჲ და საშუებელნი სოფლისანი ნაგევად სახელისათჳს უფლისა, აღიარეს ქრისტე უშიშად წინაშე მეფეთა და მთავართა. და არა ჰრიდეს ჴორცთა თჳსთა, არამედ მისცნეს იგინი სატანჯველად და სიკუდილად, რაჲთა არა უვარყონ უფალი. ამისთჳსცა მისცა მათ ღმერთმან მისაგებელად სასუფეველი ცათაჲ და შუებაჲ მჴედრობასა თანა ანგელოზთასა.
რამეთუ ჰგონებდა დასაბამითგანი იგი მტერი ნათესავისა ჩუენისაჲ დაბრკოლებად მათდა გზისა მისგან ცხორებისა და ვერ უძლო, არამედ უფროჲსღა მკჳდრად სამოთხისა გამოაჩინნა. ამისთჳს არა დასცხრა უკეთური იგი აღდგინებად მბრძოლთა ეკლესიასა ზედა ქრისტესსა, ვითარცა აწ [98r]ესერა ჩუენ ზედაცა აღადგინა მჴეცი იგი მძჳნვარე სამწყსოთა ზედა ქრისტესთა, უსჯულოჲ ლიკინიოზ, დისიძე დიდისა კოსტანტინე მეფისა, ღმრთისმსახურისაჲ.
რამეთუ ოდეს-იგი შემუსრა უფალმან უკეთური იგი ჰრომთა მეფე, მაქსენტი, წინაშე პირსა ღმრთისმსახურისა მეფისა კოსტანტინესსა და დაუმტკიცა მეფობაჲ მონასა თჳსსა კოსტანტინეს, მაშინ ღმრთისმსახურმან მეფემან წარავლინა დისიძე თჳსი, ლიკინიოზ, მეფედ კერძოთა აღმოსავალისათა ბრძოლად უღმრთოჲსა მეფისა მაქსიმიანესსა, რომელი-იგი იყო მეფე აღმოსავალისაჲ, განდგომილი და მტერი ჭეშმარიტისა მეუფისა ქრისტესი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ.
ხოლო მიიწია რაჲ ლიკინიოზ აღმოსავალად, იოტა და მძლე ექმნა მაქსიმიანეს, რომელი-იგი იძლია რაჲ და განიდევნა მძლავრებისაგან თჳსისა, იწყლა ზეგარდამოჲთა მახჳლითა და ყოველი ბილწი იგი გუამი მისი საჭმელ მატლთა იქმნა. და ესრეთ ბოროტად აღმოჰჴდა ბილწი იგი სული მისი ტანჯვითა დიდითა, რამეთუ, ვიდრემდის არა აღიარა და ცნა, ვითარმედ უსჯულოთა საქმეთა მისთათჳს და ტანჯვისათჳს ქრისტეანეთაჲსა მოიწია მის ზედა რისხვაჲ იგი, არა მოკუდა. ხოლო ოდეს ურიცხუთა მათ სალმობათაგან შეჭირვებულმან აღიარა მიზეზი დაქცევისა მისისაჲ, მაშინღა აღმოჰჴდა უბადრუკი იგი სული მისი.
ხოლო ლიკინიოზ ძლევითა და დიდებითა მოვიდა ნიკომიდიად ქალაქად და მცირედჟამ დრო სცა ბრძოლასა ქრისტეანეთასა და მეყსეულად გამოაჩინა გესლი ბილწისა მის [98v] გულისა მისისაჲ, ვითარ ზაკუვით ეცრუვა დიდსა კოსტანტინეს და უვარყო აღსარებაჲ მხოლოჲსა მის და ჭეშმარიტისა ღმრთისა ყოველთაჲსა და აღთქუმაჲ იგი, რომელ ექმნა ღმრთისმოყუარისა მეფისა კოსტანტინეს მიმართ, შეურაცხყო. რამეთუ ღირსსა მას მეფესა დიდნი ფიცნი მოეჴადნეს მისდა, რაჲთა მიუდრეკელად ეგოს ქრისტეანეთა სარწმუნოებისაგან და რაჲთა იღუაწოს ძლიერად დამტკიცებად ქრისტეს აღსაარებისა.
ხოლო ესე ყოველი დაივიწყა გულარძნილმან მან და დრკუმან და მიექცა კუალად ზორვასა კერპთასა, მსგავსად უსჯულოჲსა მის მაქსიმიანესსა. და წარავლინა ბრძანებაჲ ყოველთა ქალაქთა და სოფელთა ზორვად კერპთა მათ უსულოთა და მცბიერთა.
ამან უღმრთომან ლიკინიოზ მოსწყჳდნა წმიდანი ორმეოცნი მჴედარნი ჴელითა ბილწთა მათ მთავართა თჳსთაჲთა, ლუსია და აღრიკო ლაოზისითა. ამან მოსწყჳდნა სამეოცდაათნი იგი სპაჲსპეტნი და სამასნი იგი მჴედარნი მაკედონიას. ამან უსჯულომან მოკლა დიდი ბასილეოს ამასიელ მთავარეპისკოპოსი, კაცი მიმსგავსებული მოციქულთაჲ.
ხოლო იხილა რაჲ ბილწმან მან, ვითარმედ სიმრავლე აურაცხელი იყო ქრისტეანეთაჲ და არა ერჩდეს ბრძანებასა მისსა, არამედ მისცემდეს თავთა თჳსთა სიკუდილად სახელისათჳს ქრისტესისა, განიზრახა უფროჲსღა წარჩინებულთა ერისმთავართა და ჴელმწიფეთა იძულებად ზორვად კერპთა, რაჲთა მათითა მით მიქცევითა ერნი და სპანი მიაქცინეს.
ხოლო იყო მას ჟამსა წარჩინებული უმეტეს ყოველთა მთავართა, დიდებული და სანა [99r]ტრელი თეოდორე სტრატელატი, რომელ არს მჴედართ მფლობელი, შუენიერი ხილვითა და სავსე სიბრძნითა და სიტყჳთა გონიერად მეტყუელი. ამისთჳსცა „წყარო სიბრძნისა“ ეწოდებოდა მას. ჭაბუკი იყო ჰასაკითა და მოხუცებულ საღმრთოჲთა მოქალაქობითა, რომელმან-იგი ვეშაპი საშინელი მოკლა ევხაიანას, რამეთუ მუნ მკჳდრ იყო ბოროტი იგი, მჴეცი ვეშაპი, და ვერვის ეძლო წინააღდგომად მისსა, რამეთუ ოდეს გამოვიდის ბუდით თჳსით, იძრვინ ქუეყანაჲ იგი სლვასა მისსა. და გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ შეემთხჳის, შთაინთქის მის მიერ.
ესე რაჲ ესმა ახოვანსა მას მჴედარსა ქრისტესსა, თეოდორეს, არა ქმნა ამბოხებაჲ მჴედრობასა შორის თჳსსა, არცა ვის აუწყა, არამედ მხოლოჲ წარვიდა სიბრძნითა და ახოვნებითა თჳსითა. თანა ჰყვა პატიოსანი ჯუარი ქრისტესი და საჭურველი მჴედრობისა თჳსისაჲ. და იტყოდა: „წარვიდე სახელითა ქრისტესითა და განვათავისუფლო მამული იგი, სოფელი ჩემი, ბოროტისა მის მჴეცისაგან.“
ხოლო მიიწია რაჲ ადგილსა მას, ჩრდილოჲთ კერძო ევხაინისა, პოვა მწუანვილი თივისაჲ. დააბა ცხენი თჳსი და თავადი მიწვა და დაიძინა, რამეთუ არა უწყოდა, თუ ამას ადგილსა მკჳდრ არს ვეშაპი იგი. ხოლო დედაკაცმან ვინმე, მსახურმან ქრისტესმან, სახელითა ევსევა, რომელი გამოითარგმანების „კეთილად მორწმუნე“, იხილა წმიდაჲ თეოდორე მძინარე. მივიდა შიშით და უპყრა ჴელსა მისსა და განაღჳძა და ჰრქუა: „აღდეგ, ძმაო, და წარვედ სწრაფით ადგილისა ამისგან, რამეთუ უმეცარ ხარ, რაბამი შიში არს ადგილსა ამას. წარვედ ამიერ, გევედრები!“
[99v] მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „რაჲ არს შიში ადგილსა ამას, დედაო?“ ჰრქუა მას მჴევალმან ღმრთისამან: „შვილო, ვერვინ იკადრებს მოახლებად ადგილსა ამას, რამეთუ ვეშაპი ბოროტი მკჳდრ არს აქა. და ოდეს გამოვიდეს გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ, პოოს, შთანსთქამს.“
მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა დედაკაცსა მას: „წარვედ, დედაო, შორს ამიერ და ილოცევდი ჩემთჳს ღმრთისა მიმართ და იხილო დიდებაჲ მისი.“ ხოლო დედაკაცი იგი განეშორა მიერ და დავარდა პირსა ზედა და ცრემლით იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შემწე ეყავ მონასა მას შენსა!“
მაშინ წმიდამან თეოდორე გამოისახა პირსა ზედა თჳსსა სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ და აღიპყრნა ზეცად ჴელნი თჳისნი და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო და თანადაუსაბამოო მამისაო, მოვედ შეწევნად ჩემდა და მომმადლე თხოვაჲ ჩემი, რომელი შემწე მეყავ მარადის ბრძოლათა შინა და მომეც ძლევაჲ მტერთა ზედა. აწცა შენვე ხარ შემწე ჩემი, ქრისტე ღმერთო, მომეც ძალი ძლევად ეშმაკისა და მჴეცისა ამის ბოროტისა.“
და შემდგომად ლოცვისა მოიქცა და ჰრქუა ვეშაპსა მას: „სახელითა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესითა, რომელი გარდამოჴდა ზეცით და განკაცნა ცხორებისათჳს ჩუენისა და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი თავსიდვა, შენ გეტყჳ და გიბრძანებ, ვეშაპო ბოროტო, გამოვედ ადგილით შენით და მოვედ ჩემდა!“
მაშინ ესმა ვეშაპსა მას და გამოვიდა და მოჰმართა წმიდა თეოდორეს, ხოლო სლვასა მისსა ლოდნი მის ადგილისანი შეიმუსრვოდეს და ხენი ირყეოდეს. ხოლო წმიდამან თეოდორე, იხილა რაჲ ვეშაპი იგი მომავალი, გამოისახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა ზედა თჳსსა და ცხენსა თჳსსა ამჴედრდა და მიჰ [100r]მართა ვეშაპსა მას ახოვნად და სცა ჰოროლი თავსა მისსა. და მეყსეულად შეიღულარჭნა იგი სასტიკად და დაეცა მკუდარი.
ხოლო ნეტარმან თეოდორე აღიხილნა ზეცად და თქუა: „გმადლობ, შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ისმინე ვედრებაჲ ჩემი და განმაძლიერე მე, მონაჲ შენი, ძლევად ბოროტისა ამის მჴეცისა. ეგრეთვე, უფალო, განმაძლიერე ძლევად უხილავისა მის ვეშაპისა და აღსრულებად სრბაჲ ჩემი წამებითა.“
ესე თქუა და წარემართა გზასა თჳსსა სიხარულით და მივიდა მჴედრობისა თჳსისა. და წარემართა მისლვად არაკლიად პონტოჲსა, რამეთუ მუნ იყო სამთავროჲ მისი.
განითქუა სასწაული იგი ყოველსა მას ქუეყანასა და, რომელთაცა ესმა, ჰრწმენა ქრისტე და იტყოდეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ!“ და მრავალმან ერმან ნათელიღო სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
ესმა ჰამბავი წმიდისა თეოდორესი ლიკინიოზ მეფესაცა და საქმენი ახოვნებისა მისისანი ეუწყნეს მას. და მიავლინნა მისა მოციქულნი და მიუწერა მისლვად მის წინაშე ნიკომიდიად ქალაქად. ხოლო წმიდამან თეოდორე, წარიკითხა რაჲ ებისტოლე იგი, შეიწყნარნა მოციქულნი მეფისანი პატივით და სამ დღე კეთილად იღუაწნა იგინი. ხოლო მისლვაჲ მეფისა არა სათნო იყო ესე ამისთჳს, რაჲთა თჳსი მამული ქუეყანაჲ შეამკოს წამებითა თჳსითა. ამისთჳს მიუწერა მეფეს ებისტოლე ესევითარი:
„ლიკინიოზ, ძლევით შემოსილსა მეფესა თეოდორე სტრატელატი გახარებ. ბრძანა მპყრობელობამან შენმან მოსლვაჲ ჩემი ნიკომიდიად, წინაშე მეფობისა შენისა, განზრახვად საქმეთათჳს მეფობი [100v]სა შენისათა. და არს ესე ნამდჳლვე შემსგავსებულ სამეუფოჲსა სიბრძნისა წოდებაჲ მონათა შენთაჲ შენ წინაშე. ვარ უკუჱ მეცა დიდად წადიერ თაყუანისცემად მეფობისა შენისა, არამედ ვიკადრებ მოჴსენებასა, ვითარმედ ჟამსა ამას არა ჯერარს ჩემი ამიერ ქუეყანით წარმოსლვაჲ მრავალფერთა საქმეთათჳს, რომელთა წიგნითა ვერ გაუწყებ. აწ უკუე ჰნებავს თუ მეფობასა თქუენსა მონისა ამის შენისაგან ზრახვასა სმენად, ინებენ მოსლვაჲ ქალაქსა ამას და შემკობად ქუეყანაჲ ესე მოსლვითა დიდებისა შენისაჲთა, რამეთუ არიან აქა მრავალნი, რომელთა უჴმს მოსლვაჲ შარავანდედობისა შენისაჲ, რაჲთა იხილო და კეთილად განაგო თითოეული, მეფეო დიდებულო.“
ესე ებისტოლე მისცა მოციქულთა მათ და წარავლინნა. ხოლო ლიკინიოზ, წარიკითხა რაჲ ებისტოლე ღირსისა თეოდორესი, არა ურჩ ექმნა თხოვათა მისთა, რამეთუ დიდად პატივს ცემდა და სწადოდა ხილვაჲ მისიცა და ქალაქისა მის არაკლიისაჲ.
მაშინ შეიკრიბა მჴედრები და წარემართა არაკლიად. ხოლო მოწამე ქრისტესი, თეოდორე, ქრისტეანეთა მშობელთა შვილი იყო და სიყრმითგანვე ღმრთისმსახურებასა შინა აღზრდილი. და სწადოდა მარადის გჳრგჳნსა მას წამებისასა მიმთხუევად, არამედ არა ენება თავით თჳსით ჴელყოფად ღუაწლსა ამას, უკუეთუ არა გულსავსე იქმნას, ვითარმედ არს ამას ზედა ნებაჲ ღმრთისაჲ თანაშემწედ მისდა. ამისთჳს ყოვლადვე ევედრებინ ღმერთსა განმარჯუებად მისდა.
ხოლო შემდგომად მიწერისა ებისტოლისა მის მეფისა მიმართ, ღამესა ერთსა ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა მჴუ [101r]რვალითა, რაჲთა აღუსრულოს წადიერებაჲ მისი, რომელი აქუნდა წამებისათჳს.
და შემდგომად ფრიადისა ლოცვისა და ვედრებისა მცირედ მიერულა. და იხილა, ვითარმედ სართული სახლისაჲ მის ორად განიყო და ნათელი დიდი ზეცით მოეფინა და განანათლა ყოვლითურთ სახლი იგი. და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას: „მჴნე იყავ, თეოდორე, მე შენ თანა ვარ, ღმერთი შენი და მეუფჱ, რომელი გრწამ სიყრმით შენითგან.“
ესე ჴმაჲ ესმა რაჲ, სავსე შიშითა და სიხარულითა, აღდგა კუალად, ილოცვიდა და ჰმადლობდა ღმერთსა განთიადადმდენ. ხოლო ეუწყა, ვითარმედ მოახლებულ არს მეფე ლიკინიოზ, შევიდა საუნჯედ თჳსად და განიპყრნა ჴელნი ზეცად და თქუა: „ღმერთო და მეუფეო ზეცისა და ქუეყანისაო, შესავედრებელო ტკბილო მოსავთა შენთაო, მოხედენ სიმდაბლესა ზედა ჩემსა თუალითა მოწყალითა და ნუ დამიტეობ, არამედ განმაძლიერე მე წინააღდგომად გულისწყრომასა მეფისა მის მოკუდავისასა, მეფისა დრკუჲსა და უკეთურისასა, რომელმან არა ინება მსახურებაჲ შენი, ყოველთა ღმრთისა და მეუფისაჲ. ჰე, გევედრები, ჩუენ თანა იყავ, რომელთა გიცით შენ და აღგიარებთ დამბადებელად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. აღმოეცენენ ჩემ შორის წყალი იგი სამარადისოჲ მადლისაჲ შენისაჲ და მომეც სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა და გონებაჲ კეთილად დამყარებული სარწმუნოებასა შენსა ზედა, ლოდო საკიდურო, დამიცევ, მეუფეო, აღსარებასა შინა შენსა ვიდრე აღსასრულამდე. და ანგელოზმან ნათლისამან შეიწყნარენ სული ჩემი და მოიყვანენ შენ წინაშე განწმედილი ყოვლისაგან ბიწისა სისხლითა მით წამებისაჲთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი და შენდა შევსწირავ დიდებასა მამისა, ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!“
[101v] ესრეთ ილოცა და შეჰვედრა თავი თჳსი უფალსა. მერმე შეიმოსა სამოსელი წმიდაჲ და შუჱნიერი, აღმჴედრდა ცხენსა თჳსსა და განვიდა ერითურთ თჳსით მიგებებად მეფისა. და ვითარ-იგი შეემთხჳა, მოიკითხა მეფემან სიყუარულითა დიდითა და პატივითა ფრიადითა. ხოლო ყოველსა მას ერსა და თჳთ მეფესაცა დაუკჳრდა სიკეთე იგი წმიდისა თეოდორესი, რამეთუ იყო პირი მისი ბრწყინვალე და სავსე მადლითა ღმრთისაჲთა და ჰასაკი მისი – შუენიერ და სიტყუაჲ მისი – ტკბილ და საწადელ.
ხოლო შევიდა რაჲ მეფე წმიდისა თეოდორეს თანა ქალაქად, განუმზადეს მას დალიჭი შორის ქალაქსა და დაჯდა მას ზედა და იწყო სიტყუად ერისა მიმართ მოქალაქისა და იტყოდა: „კეთილ არს ყოვლით კერძო ქალაქი ესე, კაცნო, ქალაქი რჩეული და სახელოვანი, და ერი კეთილი და მსახური ღმერთთაჲ და მორჩილი მეფეთაჲ, არამედ უმეტესად შემკობილ ხართ, მჳვდრნო ამის ქალაქისანო, რომელ შუენიერი ესე და ახოვანი, ბრძენი თეოდორე, მთავრობს თქუენ ზედა, რომლისაცა ჰამბავი საკჳრველი მოვიდოდა სასმენელთა ჩუენთა. ხოლო უმეტეს ჰამბვისა ვიხილე საქმე მისი.“
ესევითარითა ქებითა პატივს ცემდა წმიდა მას და მოწლედ ამბორსუყოფდა. მერმე ჰრქუა: „მოვედ, საყუარელო, ზოგად შევწიროთ შესაწირავი ღმერთთაჲ და მერმე ვიღუაწნეთ საქმენი ერისანი.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ჯეროვნად ჰბრძანე, მეფეო, არამედ ერთი ხოლო მაქუს სავედრებელი შენ წინაშე.“ ჰრქუა მას მეფემან: „ყოველი, რაჲცა ითხოო მეფობისაგან ჩემისა, [102r] უშურველად მოგეცეს.“ წმიდამან თეოდორე ჰრქუა: „პირველად თჳსაგან ლოცვად ღმერთთა წინაშე და მერმეღა – ზოგად შენ თანა.“ ჰრქუა მას მეფემან: „და რაჲ დაყენებაჲ არს ორთაჲვე ზოგად ვედრებაჲ?“ მიუგო და ჰრქუა მას წმიდამან თეოდორე: „პირველად მწადის, რაჲთა სახედ ჩემდა შევიყვანნე ღმერთნი და ჯერისაებრ პატივ (ვ)სცე და მსხუერპლები შევწირო და, ვითარცა მწადის, ვევედრო და მერმეღა შენ წინაშე ვყო ესე ზოგად ყოვლისა ერისა.“
მაშინ ლიკინიოზ გამოიყვანნა ღმერთნი თჳსნი, ოქროჲთა და ვეცხლითა ქმნილნი, და მისცნა წმიდა თეოდორეს და ჰრქუა: „ყავ, ვითარცა გწადის, და ჩემთჳსცა ევედრე!“
მიიხუნა დიდმან თეოდორე მცბიერნი იგი და საბასრობელნი კერპნი და წარვიდა სახიდ თჳსად. და შემუსრნა იგინი წულილ-წულილად და განუყო გლახაკთა და უჴმარნი იგი კეთილად განიჴმარნა. ხოლო შემდგომად ორისა დღისა მოუწოდა მეფემან წმიდა თეოდორეს და ჰრქუა: „მოიყვანენ ღმერთნი, საყუარელო თეოდორე, რაჲთა ჩუენ თანა და ყოვლისა ერისა თანა შესწირო მსხუერპლი.“
მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „უკუეთუ ნამდჳლვე ღმერთნი არიან, თავით თჳსით მოვიდენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „არა თავთა თჳსთა მსახურებად უჴმს მათ, არამედ ჩუენ მიერ, რამეთუ ღმერთნი არიან.“ მიუგო და ჰრქუა წმიდამან თეოდორე: „არცა თავით თჳსით იქმან რას, არცა სხუათა მიერ მსახურებასა აგრძნობენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „ესევითართა საქმეთა ჩუენ არა გჳჴმს გამოძიებად, რამეთუ მიუწდომელ არიან ჩუენ მიერ, გარნა ესე ხოლო გჳჴმს ქმნად: მსახურებად ღმერთთა და მსხუერპლთა და შესაწირავთა შეწირვად წესისა [102v]ებრ და ჩუეულებისა.“
ხოლო წმიდამან თეოდორე ნელიად განიღიმა და დუმილით დადგა. ჰრქუა მას ლიკინიოზ: „რასა ჰყოვნი და სდროებ, თეოდორე?“ ხოლო მან არარაჲ მიუგო. მაშინ მეფე მიექცა მუნ მდგომარეთა და ჰრქუა: „რაჲ შეემთხჳა, რად დუმნა?“
განკჳრდეს ყოველნი საქმესა მას ზედა და განიცდიდეს წმიდა(სა) მას. მაშინ მაქსენტი ვინმე სახელით, პატივითა ასისთავი, წარდგა წინაშე მეფისა და ჰრქუა: „მეფეო, რაჲ-იგი მიხილავს, ვერ დაგიფარავ, რამეთუ დიდი ძჳრი შეამთხჳა ღმერთთა ამან კაცმან.“ ჰრქუა მეფემან: „მითხარ ყოველივე ჭეშმარიტებით.“ ასისთავმან თქუა: „ესე კაცი, ჵ, მეფეო, არცა შენი ერთგული არს, არცა ღმერთთაჲ, რამეთუ ვიხილე მე გუშინ თავი დიდისა არტემისი, შემუსრვილი და დაჭრილი და უბანთა ზედა სასყიდლად მდებარე. და ესე არს მოქმედი ამის საქმისაჲ.“
ესმა რაჲ ესე ლიკინიოზს, აღივსო იგი გულისწყომითა და მიხედნა წმიდა თეოდორეს მკსინვარითა თუალითა და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, რომელი მესმის? სადა არიან ღმერთნი, რომელნი გარწმუნენ შენ? შესწირეა მათდა შესაწირავები, ვითარცა აღმითქუ მე?“
მაშინ წმიდამან თეოდორე გამოაჩინა ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ არღარა არს ჟამი დაფარვისაჲ, არცა სანთლისაჲ ჴჳმირსა ქუეშე დადებისაჲ, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა გამობრწყინდეს ნათელი მართლაღსარებისა მისისაჲ.
მიუგო ლიკინიოზს და ჰრქუა: „ნუ იყოფინ, ძალმან ჭეშმარიტებისამან! არა მიზორავს ღმერთთა შენთა და არცა უზორო, არამედ ძლიერად შევჰნერწყუე ბილწთა [103r] მათ პირთა მათთა და ცუდნი იგი და უჴმარნი საჴმარ ვყვენ, რამეთუ დავაწულილენ იგინი და გლახაკთა განუყავ. აწ უკუე, რაჲცა გნებავს, იქმოდე, რამეთუ მე პირველითგან უწყოდე უძლურებაჲ და ამაოებაჲ მათი და ვსწყალობდ უგუნურებასა მათსა, რომელნი ჰმსახურებენ მათ. და უმეტეს ყოველთა შენ გწყალობ, მეფეო, რამეთუ წინამძღუარი ხარ ბოროტისა ამის საცთურისაჲ. აწ უკუჱ თავსიდევ სიტყუაჲ ჩემი და ისმინე კეთილი ესე განზრახვაჲ ჩემი, რამეთუ ამის ჯერისა მოჴსენებად მოგიწოდე აქა. ნუღარა სცთები და ნუცა ჰმსახურებ ეშმაკთა, არამედ იცან ჭეშმარიტი იგი და სახიერი ღმერთი, ვითარცა იცნა დიდმან კოსტანტინე. გულისჴმაყავ მეუფჱ იგი ყოველთაჲ და დამბადებელი, რომლისა მიერ ცხოველ ხარ, რომლისა მიერ ჰმეფობ განგებითა მიუწდომელითა. ხოლო შენ ჭეშმარიტი იგი ღმერთი შეურაცხგიყოფიეს და კერპთა უსულოთა ჰმონებ და არა გრცხუენის, რომელთა-იგი არცათუ თავთა თჳსთათჳს ჴელეწიფების შეწევნად, არათუმცა მსახურთა მათთა, არცა მაგინებელთა და შეურაცხისმყოფელთა მათთა ძალუც ვნებად, ვითარცა ესერა მე, რომელმან შეურაცხვყვენ და შევჰნერწყუე და შევმუსრენ იგინი. აწ შემძლებელ თუ არიან, მტანჯონ მე მაგინებელი და შემმუსრველი მათი.“
ხოლო ვიდრეღა-იგი ენება წმიდა(სა) თეოდორეს სიტყუათა მათ განგრძობაჲ, მოუწყჳდა მეფე [103v] მან სიტყუაჲ მისი და იწყო რისხვით და გულისწყრომით სიტყუად და ჰრქუა: „ჵ, უგუნურებაჲ ჩემი, ჵ, ცთომილებაჲ, რაბამისა პატივისა წილ ჩემისა რაბამი შეურაცხებაჲ მომაგო ბოროტმან ამან. არა ხოლოთუ მე, არამედ ღმერთნიცა განკიცხნა, არამედ მე ვიძიო შური ჩემისაცა ორგულებისაჲ და ღმერთთა შეურაცხებისაჲ.“
და მეყსეულად ჰრქუა მტარვალთა: „განძარცუეთ განდგომილი ეგე და განაშიშულეთ პატივისაგან ერისმთავრობისა მისისა და შოლტებითა მწარედ გუემეთ და სახუეტლებითა ხუეტენით ჴორცნი მისნი. და ნუმცა გიჩუენებიეს ყოვლად წყალობაჲ და კუერებითა ბრპენისაჲთა შემუსრეთ ქედი მისი!“
მაშინ განძარცუეს ნეტარი იგი და განართხეს კაცთა ძლიერთა და ჰგუემდეს უწყალოდ. ხოლო უსჯულოჲ იგი ბორგდა გულისწყრომისაგან და უზახებდა მტარვალთა, რაჲთა ძლიერად სცემდენ. მაშინ ჴორცნი მის ახოვნისანი დაიბძარვოდეს და ასონი დაიჭრებოდეს, გუერდნი იხუეტებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს, ნაწევარნი ქედისანი შეიმუსრვოდეს კუერებითა ბრპენისაჲთა. არაჲ იყო ლხინებაჲ, არცა წყალობაჲ. ხოლო ქველი იგი დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, დაფუძნებული კლდესა ზედა სარწმუნოებისასა. ჰმადლობდა უფალსა და უგალობდა ანგელოზებრ.
ხოლო მოუძლურდეს რაჲ მგუემელნი და დაშურეს მტარვალნი და საგონებელ იყო აღმოსლვად სული ნეტარისაჲ მის, ძლით დამდოვრდა [104r] გულისწყრომაჲ ლიკინიოზისი და ბრძანა დაცხრომაჲ მტანჯველთაჲ. ხოლო მოიქცა რაჲ თავად თჳსად ქრისტეს მოწამე და ცხოველ იყო მადლითა ღმრთისაჲთა, კუალად შეუჴდა რისხვაჲ გულსა მძლავრისასა და ჴმაყო: „ცხოველღა არსა? წუთღა სული უთქს მტერსა ღმერთთასა, იხუეტებოდენ კუალადცა და ლამპრებითა დაიწუებოდენ წყლულნი იგი ასონი მისნი.“
ესე თქუა და მეყსეულად ზოგნი ხუეტდეს ასოთა მისთა და ზოგნი სწუვიდეს ლამპრებითა. ხოლო მოწამე იგი ცუარითა სულისა წმიდისაჲთა უხილავად შეიცურვოდა.
კუალადცა მძლავრი იგი ჰბასრობდა მჴნესა მას და ეტყოდა: „ქვები, მახჳლები განჰფინეთ და მას ზედა ითრევდით მას, რაჲთა უმეტესად იხარებდეს, რამეთუ ვხედავ, ვითარმედ მოხარულად თავსიდებს ყოველსავე.“ და ეტყოდა მოწამესა ქრისტესსა: „უწყი, თეოდორე, ვითარმედ დიდად გელმის შენ, დაღაცათუ იჩემებ ულმობელობასა, რაჲთა მიაჩემო ძალსა ღმრთისა შენისასა, საოცრად უგუნურთა, გარნა სიმახჳლემანცა ამან ქვათამან ამხილოს ღონისძიებათა შენთა.“
ამას იტყოდა ლიკინიოზ, ბოროტი იგი და უსჯულოჲ და განშორებული ღმრთისაგან. ხოლო მოწამე, შემოსილი ძალითა ზეგარდამოჲთა, უძლეველ იყო. და თრევასა მას შინა და დაბძარვასა ჴორცთასა არცა სიტყუაჲ თქუა და არცა კუნესოდა და არცა სულთითქუმიდა, ვიდრემდის ბრძანა ლიკინიოზ ლხინებაჲ მისი რეცა წყალობით და ჰრქუა მას: „ჰგიევე, თეოდორე, პირველსა მას განდგომილებასა, ანუ მოიქცა გონებაჲ შენი უმჯობესსა?“ მიუგო მოწამემან და ჰრქუა მას: „და [104v] ჰგონებაა შერყევად ჩემდა საფუძველისაგან ქრისტეს სარწმუნოებისა? ჵ, უგუნურებაჲ შენი, მძლავრო, ანუ რაჲ მავნე მე, ტანჯვითა ამით და წყლულებითა? უფროჲსღა განმამტკიცე და განმაძლიერე.“
ხოლო ერთმან ვინმე, წინაშე მდგომელმან მეფისამან, ჰრქუა წმიდა(სა) მას: „დაუტევე, თეოდორე, ფრიადი ეგე თავჴედობაჲ და ნუ ესრეთ ეტყჳ მეფესა.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ვიდრემდის სული ჩემი ჩემ თანა იყოს, არა რომელი კაცობრივი ბრძანებაჲ შემძლებელ არს ჩემდა დაყენებად სიტყუათაგან ჭეშმარიტებისათა, რომელი-ესე თაყუანისმცემელი ვარ ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ.“ მეფემან თქუა: „უგუნურება და სიცოფე არს კეთილისა რაჲსამე მოლოდებაჲ უკეთურისა ამისგან. აწ უკუე წარიყვანეთ ეგე და შეაყენეთ დილეგსა!“
აღიქუეს ახოვანი იგი, ქრისტეს მჴედარი, და წარიყვანეს საპყრობილედ. მდებარე იყო იგი დილეგსა მას შინა და ევედრებოდა ღმერთსა მტანჯველთა მათთჳს, რაჲთა ყოს უფალმან მათ ზედა წყალობაჲ და წუეთი ღმრთისმეცნიერებისაჲ და აწთოს გულთა მათთა.
ხოლო ლიკინიოზ არცა საპყრობილესა შინა სცა მას განსუენებაჲ, არამედ ვიეთმე უბრძანა მისლვაჲ მისდა სიტყჳთა ლიქნისაჲთა და ყოვლითავე ხარკებითა, რაჲთა შეარყიონ აღსარებისაგან ქრისტესისა. არამედ ნეტარი გრძელთა მათ და ამაოთა ზრახვათა მათთა მიმართ სიტყუასა დავითისსა აღასრულებდა: „იყო, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ.“
ხოლო წარჴდეს რჲ ხუთნი დღენი და ეუწყა ლიკინიოზს, ვითარმედ შეურყეველ არს თეოდორე ქრისტეს სარწმუნოებისაგან, ბრძანა აღმართებაჲ ჯუარისაჲ [105r] ადგილსა მას, რომელსა ეწოდებოდა „ბასილიკე“, და დამსჭუალვაჲ ნეტარისაჲ მის მას ზედა განპყრობითა ჴელთაჲთა და ძლიერად განრთხმითა. და ესეცა განაჩინა უღმრთომან მან, რაჲთა მოისარნი დადგენ პირისპირ მისსა და ჰგუემდენ ისრითა. „და სხუაჲცა, თუ ვინ მოიგონოს ტანჯვაჲ მწარე და ტანჯოს იგი, იყოს იგი მეგობარ ჩემდა. და ნუღარამცა ხილულ არს იგი ცხოელი თუალითა ჩემითა, რამეთუ საწერტელ არს გულისა ჩემისა ხილვაჲ მისი.“
ესევითარი რაჲ განჩინებაჲ გამოჴდა უსჯულოჲსა მის მეფისაგან, გამოიყვანეს მოწამე ქრისტესი საპყრობილით და მიჰყვანდა განწესებულსა მას ადგილსა ცემითა და გუემითა და ძჳრ-ძჳრად ტანჯვითა.
ხოლო მიიწინეს რაჲ ადგილსა მას, აღჰმართეს ჯუარი და მოწამე იგი, ახოვანი, განართხეს მას ზედა და დამსჭუალეს გუამითა შიშულითა და იწყეს ისრითა გურემად მისდა, ვიდრეღა ყოველი გუამი მისი აღავსეს ისრითა.
ხოლო იხილეთ გარდამატებული უწყალოებაჲ, რამეთუ ისრები იგი ისრის პირებითურთ აღმოსწუადიან ჴორცთაგან წმიდისათა და ორგზის და სამგზის კუალად შემსჭუალიან. არცა ესე კმა ეყო შვილთა მათ ბნელისათა, მოქმედთა უსჯულოებისათა, არამედ ჯერიყო მათდა ახლისაცა რაჲსამე სატანჯველისა მოპოვნებად, ბრძანებისაებრ ლიკინიოზისსა, რამეთუ მოაგონა მათ პირველითგან კაცისმკლველმან და მტერმან სატანჯველი ბოროტი, [105v] სატანჯველი სასმენელადცა სასტიკი. და იხილეთ, რაჲ-იგი ყვეს მეგობართა და მსახურთა და მოწაფეთა ეშმაკისათა.
მოსძარცუეს საბლარდნელი იგი, რომელი იყო წელთა ზედა მოწამისათა და სამსჭუალი რკინისაჲ, მახჳლი, ფრიად შემსჭუალეს დაფარულსა მას ასოსა მისსა. ჵ, ჴელნი იგი ბილწნი! ჵ, სულნი იგი ცხარნი და უწყალონი, რამეთუ არაერთგზის ხოლო შემსჭუალეს, არამედ მრავალგზის შემსჭუალიან და კუალად შემსჭუალიან ნაპრალსა მას ჴორცთასა და ესე მრავალგზის. და არა შეიკდიმეს და არცა შეიწყალეს, არცა ჰრიდეს ესევითარი ტანჯვაჲ ნეტარისაჲ მის ამის სატანჯველისაგან. გარდამატებულითა ტკივილითა ფრიად ელმოდა წმიდასა მას მოწამესა, უმეტესად ყოველთა, მის ზედა მოსრულთა ტანჯვათა.
ამისთჳს ღაღადყო ძლიერად: „იესუ ქრისტე, შემწე მეყავ. ჰხედავ, ვითარ-ესე ვიტანჯები და ვითარ ღუაწლთა ფიცხელთა გარემოუცავ და შეაიწრებენ სულსა ჩემსა? გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, ჭირთა და ღუაწლთა მპოეს და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღადვყავ, სახარულო ჩემო, მიჴსენ მათგან, რომელთა მოუცავ მე, მეყავნ მე ლხინება და განსუენება გამოჩინებითა მადლისა შენისაჲთა. ოდესმე მოვიდე და გეჩუენო პირსა შენსა, ღმერთო ჩემო.“
ესრეთ ილოცა რაჲ ყოვლადქებულმან და დადუმნა და გონებითა ევედრებოდა უფალსა. ხოლო უღმრთონი [106r]იგი ჰბასრობდეს. და რაჟამს იგი ფრიად ტანჯეს და ძჳრ-ძჳრად გუემეს და დადუმებასა მისსა ჰგონებდეს, თუ მოკუდა. დაუტევეს იგი ჯუარსა შემსჭუალული და ისრებითა განგურემული და წარვიდეს, რამეთუ მწუხრი იყო.
მაშინ მოვიდა მის ზედა ძალი საღმრთოჲ და ჴმაჲ ისმა, სავსე სიხარულითა, რომელი ეტყოდა: „გიხაროდენ, ახოვანო მჴედარო ქრისტესო, ადიდე ასოთა შენთა ღუაწლითა შენთჳს ჯუარცუმული იგი მეუფჱ. სრბაჲ აღგისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს. აწ დამარხულ არს შენთჳს გჳრგჳნი იგი სიმართლისაჲ და საუკუნოჲ სიხარული და ცხორებაჲ წარუვალი განმზადებულ არს შენდა.“
ესე ჴმაჲ ესმა რაჲ წმიდა(სა) მოწამესა, მეყსეულად მოისპო მისგან ყოველი სალმობაჲ და ყოველი ტკივილი და აღიჴოცა გუამისა მისისაგან ყოველი წყლულებაჲ და იქმნა სრულიად მრთელ და უვნებელ. და არღარა იპოებოდა ბრძჳლი წყლულებისაჲ ასოთა შინა მისთა. და განიჴსნა დამსჭუალვისა მისგან ჯუარისა და დადგა ქუეყანასა ზედა ფლობილად და სავსე სიხარულითა და მხიარულებითა საღმრთოჲთა უგალობდა ღმერთსა და თქუა: „აგ(ა)მაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუე, რამეთუ მიმწუხრი იყო ჩემ ზედა ტირილი და ცისკარსა სიხარული. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და სიმდიდრისა მისისა არა არს დასასრულ.“
ხოლო განთიად აღდგა ლიკინიოზ ცხედრით თჳსით და წარავლინნა ორნი ასისთავნი, ანტიოხოს და პატრიკ, და ჰრქუა მათ: „გარდამოჰჴსენით გუამი მაცთურისა თეოდორესი [106v] და თრევით მოიღეთ აქა, რაჲთა შთავდვათ კიდობანსა ბრპენისასა და შთავაგდოთ გულსა ზღჳსასა, რაჲთა ვერ პოონ უგუნურთა ქრისტეანეთა.“
ამას იტყოდა ამაოჲ იგი, რამეთუ ჰგონებდა, თუ ადრე მომკუდარ არს თეოდორე და ვითარმცა მოიგონა ცოცხალყოფაჲ მისი, რომელი ყოვლით კერძო წყლული და დაგურემული ისართაგან და ყოველთა სატანჯველთა დაბძარული დაეტევა.
წარვიდეს რაჲ ასისთავნი იგი და მიეახლნეს ადგილსა მას, ძელსა მას ხედვიდეს და წმიდაჲ იგი გუამი მოწამისაჲ არასადა ჩნდა. ჰრქუა ანტიოხოზ პატრიკსა: „ნუუკუე, ვითარცა იტყჳან ქრისტეანენი, ვითარმედ ჯუარცმული ქრისტე აღდგა მკუდრეთით, ესეცა სამე მსახური თჳსი აღადგინა მან, რამეთუ მე ვიხილე გუშინ თეოდორე – ძელსა ამას ზედა დამსჭუალული და ისრითა მრავლითა დაგურემული და მკუდრად შერაცხილი, რომლისა თანა არღარა იყო ცოცხლებისა სასწაული. და აწ სადა არს გუამი იგი მისი, ანუ თუ წარიპარეს ვიეთმე.“
ხოლო იგინი რაჲ ამას იტყოდეს, აჰა ესერა, იხილეს წმიდაჲ თეოდორე, მდგომარე ლოცვასა შინა. და მოიქცა და პირითა მხიარულითა ჰრქუა მათ: „შვილნო ჩემნო, მე ვარ თეოდორე, რომელი მკუდრად გეგონე. ღმერთი შურისმეძიებელი, უფალი ღმერთი შურისმეძიებელი განცხადნა და უაღრეს ბუნებათა აღმადგინა ბჭეთაგან სიკუდილისათა და მკუდართა თანა შერაცხილი განმაცხოველა ცხორებისათჳს თქუენისა. აწ უკუეთუ გრწმენეს იგი, უმეტესიცა ამისსა იხილოთ.“
[107r] ამას რაჲ იტყოდა ნეტარი თეოდორე, იგინი განცჳბრებულ იყვნეს და იჭუეულ, უკუეთუ თეოდორე არს, სტრატელატი.
ხოლო წმიდამან მოწამემან დასწერა მათ ჯუარი და აღივსნეს მადლითა და განეხუნეს თუალნი გულთა მათთანი და ღაღადყვეს ჴმითა მაღლითა: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ!“ და მეყსეულად შეურდეს ფერჴთა მოწამისათა და ევედრებოდეს, რაჲთა მის მიერ იცნან ქრისტე და არღარა მიაქციონ მონებად საცთურისა, არამედ ჰმსახურებდენ მხოლოსა მას და ჭეშმარიტსა ღმერთსა.
იხილა რაჲ წმიდამან თეოდორე შეუორგულებელი გულსმოდგინებაჲ და სარწმუნოებაჲ მათი, შეიტკბნა და ამბორსუყო მათ და ჰრქუა მხიარულითა პირითა: „გრწმენინ ჩემი, ძმანო, თქუენისა ცხორებისა და მოქცევისათჳს იქმნა სასწაული ესე ჩემ ზედა, რაჲთა გულისჴმაჰყოთ და სთქუათ: „ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მის მაღლისაჲ.“ იგი სახიერი აწ თქუენ შორის მდგომარე არს უხილავად და აღთქუმასა თქუენსა აღსწერს. იყვნედ უკუე სანთელნი სულთა თქუენთანი აღნთებულ მარადის, რაჲთა ვერ უძლოს მტერმან ვნებად თქუენდა.“
ესრეთ ასწავა და განამტკიცნა სულნი მათნი საფუძველსა მას ზედა ქრისტეს სარწმუნოებისასა.
ხოლო განითქუა რაჲ ჰამბავი ესე, ვითარმედ წმიდაჲ თეოდორე ცოცხალ არს, შემოკრბეს სხუანიცა კაცნი, რჩეულნი ოთხმეოცდაათნი. და იხილეს რაჲ ნეტარი იგი, ჰრწმენა მათ ქრისტე და შეირაცხნეს კრებულსა მათ მორწმუნეთასა თანა და ესმოდა კეთილი იგი სწავლაჲ სანატრელისაჲ მის და იხარებდეს სულითა.
[107v] ესმა ესე ყოველი ლიკინიოს. უბრძანა ერთსა დიდებულსა პატრიკსა, სახელით კესტოს, რაჲთა წარვიდეს სიმრავლითა მჴედრებისაჲთა და ყოველნი, რომელთა ჰრწმენა ქრისტე, მოსწყჳდნეს მახჳლითა. ესე განაჩინა უსჯულომან მან.
ხოლო კესტოს წარვიდა რაჲ და იხილა წმიდაჲ თეოდორე, მეყსეულად საღმრთოჲ ნათელი გამობრწყინდა გულსა მისსა და ჰრწმენა მას და მისთანათა მათ მჴედართა და ზოგად ღაღადყვეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ. ერთ არს ღმერთი, შემოქმედი ყოველთაჲ, და იგი მხოლოჲ გურწამს.“
ესევითარი ჴმაჲ ისმა რაჲ, იქმნა კრებაჲ ერისაჲ ფრიადი და წარავლინნა მეფემან სხუანიცა მჴედარნი და ზედა მიუჴდეს ბრძოლად. და, აჰა ესერა, ერთმან ვინმე იწუადა მახჳლი და მიყო ჴელი მოკლვად წმიდისა თეოდორესა. იხილა იგი კესტოს პატრიკმან და მეყსეულად სცა მას მახჳლითა და მოაკუდინა უკეთური იგი. სხუამან კუალად ლახურითა სცა კესტოს პატრიკსა და ერთითა წყლულებითა წარგზავნა მოწამედ ქრისტესა.
მაშინ იქმნა შფოთი მჴედართა მათ შორის და ეგულებოდა მოწყუედაჲ ურწმუნოთაჲ მათ, არამედ მოწამემან ქრისტესმან, თეოდორე, დააწყნარა შფოთი იგი და ასწავა მორწმუნეთა, რაჲთა არა მიაგონ ბოროტი ბოროტისა წილ, არამედ თავსიდვან ყოველი ვნებაჲ და სიკუდილი სახელისათჳს ქრისტესა.
ესე რაჲ ესმა მათ, გულსმოდგინედ მისცნეს თავნი თჳსნი სიკუდილსა, რაჲთა შეიწირნენ მსხუერპლად შესაწირავად ქრისტესა, რომელმან-იგი შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად მამისა.
ეუწყა ლიკინიოს, ვითარმედ მრავალნი მჴედარნი [108r] შეეწყნარნეს ქრისტესა წმიდისა თეოდორეს მიერ. გამოარჩინა სხუანიცა მჴედარნი, რომელნიცა იყვნეს საკუთარ მისა, და წარავლინნა მოკლვად წმიდისა და ყოვლადქებულისა თეოდორესა, რამეთუ ცნა, ვითარმედ ერი ნეტარისაჲ მის აღო[რ]ძინდების და უსჯულონი იგი დააკლდებიან.
მიიწინეს რაჲ მჴედარნი ლიკინიოზისნი მოკლვად ნეტარისა მის, არა შეუნდობდა ერი იგი მორწმუნეთაჲ შეხებად მისა, არამედ კაცად-კაცადი მზა იყო თავისა თჳსისა მიცემად ნაცვალად მისსა სიკუდილად.
ხოლო წმიდამან თეოდორე შეჰრისხნა და დააყენა განზრახვისა მისგან და ჰრქუა მათ: „შვილნო ჩემნო, ნუ მექმნებით დამახრწეველ საწადელისა ამის საქმისაგან, რომლისა მრავლით მსურის, ნუ დამაბრკოლებთ მე დიდისა მის კეთილისაგან, რამეთუ რაჲმცა იყო უკეთეს და უსაწადელეს ქრისტესთჳს წამებისა? აწ უკუჱ წარმგზავნეთ მე სიხარულით და იყავნ თქუენ თანა მშჳდობაჲ ქრისტესი, რომელი მისცა მოწაფეთა, აღვიდოდა რაჲ თჳსისა მამისა, და მათ მიეფინა ყოველთა მორწმუნეთა ზედა მისთა, რომელნიცა უკუჱ მოქცეულხართ საცთურისაგან კერპთაჲსა და შეწყნარებულხართ უფლისა, დამბადებელისა ყოველთაჲსა. დაიცევით აღსასრულამდე აღსარებაჲ სარწმუნოებისაჲ შეუცვალებელად, რამეთუ, რომელმან-იგი მოითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. უკუეთუ მეფეთა და მთავართა წინაშე წარგადგინონ, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან აღმითქუა ჩუენ და თქუა: „არა დაგიტეო შენ და არცა დაგაგდო შენ.“
ესრეთ განამტკიცნა წმიდამან მოწამემან მორწმუნენი იგი. ხოლო ჰრქუა მათცა, რომელნი არღა მოქცეულიყვნეს საცთუ [108v] რისაგან კერპთაჲსა: „თქუენცა გეტყჳ, რომელთა არღა მოგიძარცუავს საბურველი იგი უსჯულოებისაჲ გულთაგან თქუენთა. არამედ ვესავ სახიერსა ღმერთსა, ვითარმედ მრავალთა თქუენ შორის მოჰფინოს მადლი თჳსი და წარგიძღუეს ცხორებად საუკუნოდ. და რაჟამს მოვიდეს თქუენ ზედა მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ, შეიკრძალეთ მშჳდობაჲ ურთიერთას და სიყუარული და მოწყალებაჲ გლახაკთაჲ და სიწმიდე.“
ესე ყოველი რაჲ წარმოთქუა ნეტარმან მან, წმიდამან ქრისტეს მოწამემან, და აკურთხა ერი იგი მორწმუნე და ურწმუნოთა ულოცა მოქცევაჲ და სინანული, ჰრქუა მსახურსა თჳსსა, რომელი იყო მარადის მის თანა, რაჲთა შემდგომად აღსრულებისა მისისა ყოველი მონაგები მისი მისცეს გლახაკთა და ქურივთა. ხოლო პატიოსანი იგი გუამი მისი ბრძანა დამარხვად ევხაინას, რომელი იყო მამული სოფელი მისი.
ესე ყოველი განაწესა რაჲ, განიპყრნა ჴელნი და მადლი შეწირა ღმრთისა და თქუა: „უფალო ღმერთო, სამებით დიდებულო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა.“ ესე თქუა და შუენიერად მოიდრიკა თავი და წარჰკუჱთა მეჴრმლემან მახჳლითა სანატრელი თავი მისი.
მაშინ მიიღეს გუამი მისი მსახურთა მისთა და დაჰმარხეს ევხაინას, ბრძანებისაებრ მისისა, საუნჯე წარუპარველი, სიმდიდრე წარმოუცარიელებელი, საკურნებელი უძლურთაჲ, მაოტებელი ვნებათაჲ.
აღესრულა წმიდაჲ და ყოვლადქებული მოწამე თეოდორე სტრატელატი, რომელ არს თარგმანებით „მჴედართ მფლობელი“, თუჱსა ივნისსა რვასა, სადიდებელად დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელსა ჰშუჱნის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანადაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით სახიერით, ცხოველსმყოფელით სულით აწ…

   [181v-186v]

[181v] თუესა ივნისსა ჱ, წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორე სტრატილატისაჲ 1 ვითარცა მზე განანათლებს მხილველთა მისთა, ეგრეთვე თხრობაჲ მოწამეთა წამებისაჲ - მსმენელთა მისთა. და ვითარცა ცაჲ შემკობილ (ა)რს ვარსკულ(ა)ვითა, ეგრეთვე ეკლესია ღმრთისაჲ ბრწყინავს მოწამეთა მიერ, რამეთუ, ვითარცა შროშანნი და ყუავილნი ველთა განაშუენებენ, ეგრეთვე მოწამენი განაშუენებენ ეკლესიათა და შეამკობენ. ჴსენებაჲ მოწამეთა მოტევებაჲ არს თანა(მ)დებთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ კურნებაჲ არს სენთა; ჴსენებაჲ მოწამეთა მომატყუჱბელი არს სიმრთელისა და მშჳდობისა; დიდ არიან მოღუაწებანი წმიდათანი; ბრწყინვალე არიან გჳრგჳნნი მოწამეთანი, რამეთუ მისცნეს მათ სატანჯველად ჴ(ო)რცნი მათნი სიყუარულისათჳს ქრისტესისა, შეჰრაცხეს ყოველი დიდებაჲ და საშუებელი სოფლისა ნაგევად სახელისათჳს უფლჲსა და აღიარეს ქრისტე უშიშად წინაშე მეფეთა და მთავართა. და არა ჰრიდეს ჴორცთა თჳსთა, არამედ მისცნეს იგინი სატანჯველთა და სიკუდილად, რაჲთა არა უარყონ უფალი. ამისთჳსცა 2 მისცა მათ ღმერთმან 1 სათაურის ქვეშ მინაწერია: „მამაო, გუაკურთხენ!“ 2 ამ სიტყვის წინ ხელნაწერში წერია „ამისთჳს.“ 2 სასუფეველი ცათა და შუებაჲ მჴედრობ(ა)სა თანა ანგელოზთასა. რამეთუ ჰგონებდა დასაბამითგანი იგი მტერი ნათესავისა ჩუენისა დაბრკოლებად მათდა გზისა მისგან ცხორებისა და ვერ უძლო, არამედ უფროჲსღა მკჳდრად სამოთხისა გ(ა)მოაჩინნა. ამისთჳსცა არა დასცხრა უკეთური იგი აღდგინებად ბრძოლთა ეკლესიასა ზედაცა, აღადგინა მჴეცი იგი მძჳნვარე სამწყსოთა ზედა ქრისტესთა, უსჯულოჲ ლიკინოზ, დისიძე დიდისა კოსტანტინე მეფისა, ღმრთისმსახურისა. რამეთუ ოდეს-იგი შემუსრა უფალმან უკეთური იგი ჰრომთა მეფე, მაქსენტი, წინაშე პირსა ღმრთისმსახურისა მეფისა კოსტანტინესსა და დაუმტკიცდა მეფობაჲ მონაჲსა ღმრთის(ა)სა კოსტანტინეს, მაშინ ღმრთისმსახურმან მეფემან წარავლინა დისიძე თჳსი, ლიკინოზ, მეფედ კერძოთა აღმოსავალისთა ბრძოლად უღმრთოსა მის მეფისა მაქსიმიანესსა, რომელი-იგი იყო მეფე აღმოსავალისა, განდგომილი და მტერი ჭეშმარიტისა მეუფ [182r]ისაჲ ქრისტესი და მომწყუჱდელი ქრისტეანეთა. ხოლო მიიწია რაჲ ლიკინოზ აღმოსავალად, იოტა და მძლე ექმნა მაქსიმიანეს, რომელი-იგი, იძლია რაჲ, განიდევნა მძლაჲვრებისაგან თჳსისა, იწყლაჲ ზეგარდამოჲთა მახჳლითა და ყოველივე იგი ბილწი გუამი მისი შესაჭმელ მატლთა იქმნა. ესრეთ ბოროტად აღმოჰჴდა ბილწი იგი სული მისი ტანჯვითა დიდითა, რამეთუ, ვიდრემდის არა აღიარა და ცნა, რამეთუ უსჯულოთა საქმეთა მისთჳსა და ტანჯვისათჳს ქრისტეანეთაჲსა 3 მოიწია მის ზედა რისხვაჲ იგი, არა მოკუდა. ხოლო ოდეს ურიცხუთა მათ სალმობათაგან შეჭირვებულმან აღიარა მიზეზი დაქცევისა მისისაჲ, მაშინღა აღმოჰჴდა უბადრუკი იგი სული მისი. ხოლო ლიკინოზ ძლევითა და დიდებითა მივიდა ნიკომიდიად ქალაქად და მცირედჟამ დრო სცა ბრძოლასა ქრისტეანეთ(ა)სა და მეყსეულად გამოაჩინა გესლი ბილწისა მის გულისა თჳსისაჲ, ვითარ-იგი ზაკუვით ეცრუვა დიდსა კოსტანტინეს და უვარყო აღსარებაჲ მხოლოჲსა მის და ჭეშმარიტისა ყოველთა ღმრთისა და აღთქუმაჲ იგი, რომელი ექმნა ღმრთისმოყუარისა მეფისა კოსტანტინეს მიმართ, შეურაცხყო. რამეთუ ღირსსა მას მეფესა დიდნი ფიცნი მოეჴადნეს მისდა, რაჲთა მიუდრეკელად ეგოს ქრისტეანეთა სარწმუნოებისაგან და რაჲთა იღუაწოს ძლიერად დამტკიცე(ბა)დ ქრისტეს აღსარებისა. ხოლო ესე ყოველი დაივიწყა გულარძნილმან მან და დრკუმან და მიექცა კუალად ზორვასა კერპთასა, მსგავსად უსჯულოჲსა მის მაქსიმიანესსა, და წარავლინა ბრძანებაჲ ყოველთა ქალაქთა და სოფელთა ზორვად კერპთა მათ უსულოთა და მცბიერთა. ამან უღმრთომან ლიკინოზ მოსწყჳდნა წმიდანი ორმეოცნი მჴედ(ა)რნი ჴელითა ბილწთა მათ მთავართა თჳსთაჲთა, ლუსია და აღრიკო ლაოზისითა. ამან მოსწყჳდნა სამეოცდაათნი იგი სპაჲსპეტნი და სამასნი მჴედარნი მაკედონიას. და ამან უსჯულომან მოკლაჲ დიდი ბასილეოს ამასელ მთავარეპისკოპოსი, კაცი მიმსგავსებული მოციქულთა. 4 ხოლო იხილაჲ რაჲ ბილწმან მან, ვითარმედ სიმრ(ა)ვლე აურ(ა)ცხელი იყო ქრისტეანეთა და არა ერჩდეს ბრძანებ(ა)სა მისსა, არამედ მისცემდეს თავთა თჳსთა სიკუდილად სახელისათჳს ქრისტესისა, განიზრახა უფროჲსღა წარჩინებულთა ერისმთავართა და ჴელმწიფეთა ზორვად კერპთა, რაჲთა მათითა მიქცევითა ერნი და სპანიცა მი(ე)]ქცნენ. ხოლო იყო მას ჟამსა წარჩინებული უმეტეს ყოველთა მთავართა, დიდებული და სანატრელი თეოდორე სტრატილატი, რომელ არს მჴედართ მფლობელი, შუენიერი ხილვითა და სავსე სიბრძნითა და გონიერად მეტყუჱლი სიტყჳთა. ამისთჳსცა „წყაროჲ სიბრძნისა“ ეწოდებოდა მას. ჭაბუკი იყო ჰასაკითა და მოხუცებული საღმრთოჲთა მოქალაქობითა, რომელმან-იგი ვეშაპი საშინელი მოკლაჲ ევხაინას, რამეთუ მუნ მკჳდრ იყო ბოროტი იგი, მჴეცი ვეშაპი, და ვერვის ეძლო წინააღდგომად მისა, ანუ სლვად გზასა მას. რამეთუ ოდეს გამოვიდის ბუდით თჳსით, იძრვინ ქუეყანა სლვასა მისსა. და გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ შეემთხჳის, შთაინთქის მის მიერ. ესე რაჲ ესმაჲ ახოვანსა მას მჴედარსა ქრისტესსა, თეოდორეს, არა ქმნა ამბუხებაჲ მჴედრობასა შორის თჳსსა, არცა ვის აუწყაჲ, არამედ მარტოდ წარვიდა სიბრძნითა და ახოვნებითა თჳსითა და თანა ჰყვა პატიოსანი ჯუარი ქრისტესი და საჭურველი მჴედრობისა თჳსისა. და იტყოდა: „წარვიდე სახელითა უფლისაჲთა და განვათავისუფლო მამული იგი, ჩემი სოფელი, ბოროტისა მის მჴეცისაგან.“ 5 ხოლო მიიწია რაჲ ადგილსა მას, ჩრდილოჲთ კერძო ევხაინისა, პოვა მწუანვილი თივ(ი)სა. და დააბა ცხენი თჳსი და თავადი მიწვა და დაიძინა, რამეთუ არა უწყოდა, [182v] თუ მას ადგილსა მკჳდრ არს ვეშაპი იგი. ხოლო დედაკაცი ვინმე, მსახურმან ქრისტესმან, სახელით ევსევია, რომელი გამოით(ა)რგმანების „კეთილად მორწმუნე“, იხილაჲ წმიდაჲ თეოდორე მძინარე. მივიდა შიშით და უპყრა ჴელსა მისსა და განაღჳძა და ჰრქუა: „აღდეგ, ძმაო, და წარვედ სწრაფით ადგილისა ამისგან, რამეთუ უმეცარ ხარ, რამეთუ რაბამი შიში არს ადგილსა ამას. წარვედ ამიერ, გევედრები!“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „რაჲ არს შიში ამის ადგილისაჲ, დედაო?“ ჰრქუა მჴევალმან მან ღმრთისამან: „შვილო, ვერვინ იკადრებს ადგილსა მას მოახლებად, რამეთუ ვეშაპი ბოროტი მკჳდრ არს აქა. და ოდეს გამოვიდეს გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ, პოოს, შთანსთქამს.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა დედაკაცსა მას: „წარვედ, დედ(ა)ო, შორს ამიერ და მილოცევდი ღმრთისა მიმართ და იხილო დიდებაჲ მისი.“ ხოლო დედაკაცი იგი განეშორა მიერ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და ცრემლით იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შემწე ეყავ მონასა მას შენსა!“ მაშინ წმიდამან თეოდორე გამოისახა პირსა ზედა თჳსსა სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ და აღიპყრნა ზეცად ჴელნი თჳისნი და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთის(ა)ო, თანაარსო მამის(ა)ო, მოვედ შეწევნად ჩემდა და მომმადლე თხოვაჲ ჩემი, რომელი შემწე მეყავ 6 მარადის ბრძოლ(ა)თა შინა და მომეც ძლევაჲ მტერთა ზედა. და აწცა შენ ხარ შემწე ჩემი, ქრისტე ღმერთო, და ეშმაკისა და მჴეცისა მის ბოროტისა.“ და შემდგომად ლოცვისა მოექცა და ჰრქუა ვეშაპსა მას: „სახელითა ღმრთისა ჩემისა იესუ ქრისტესითა, რომელი გარდამოჴდა ზეცით და განკაცნა ცხორებისათჳს ჩუენისა და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი თავსიდვა, შენ გეტყჳ და გიბრძანებ, ვეშაპო ბოროტო, გამოვედ ადგილით შენით და მოვედ ჩემდა!“ მაშინ ესმაჲ ვეშაპსა მას, გამოვიდოდა და მოჰმართა წმიდა(სა) თეოდორეს, ხოლო სლვასა მისსა ლოდნი მის ადგილისანი შეიმუსრვოდეს და ხენი ირყეოდეს. ხოლო წმიდამან თეოდორე, იხილაჲ რაჲ ვეშაპი იგი მომავალი, გამოსახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა თჳსსა და ცხენსა ზედა თჳსსა და ამჴედრდა და მიჰმართა ვეშ(ა)პსა მას ახოვნად და დასცა ჰოროლი თავსა მისსა. და მეყსეულად შეიღულარჭნა იგი სასტიკად და დაეცა მკუდარი. ხოლო ნეტარმან თეოდორე აღიხილნა ზეცად და თქუა: „გმადლობ, შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ისმინე ვედრებისა ჩემისა და განმაძლიერე მე, მონაჲ შენი, ძლევად ბოროტისა ამის მჴეცისა. ეგრეთვე, უფალო, განმაძლიერე მე, მონაჲ შენი, ძლევად ბოროტისა ამის მჴეცისა. ეგრეთვე, უფალო, განმაძლიერე ძლევად უხილავისა მის ვეშაპისა და აღსრულებად სრბაჲ ჩემი წამებითა.“ და ესე თქუა და წარემართა გზასა თჳსსა სიხარულით და მიიწია მჴედრობისა თჳსისა. და 7 წარემართა მისლვად არაკლიად პონტოჲსა, რამეთუ მუნ იყო სამთავროჲ მისი. განითქ(უ)ა სასწაული მისი ყოველსა მას ქუეყანასა და, რომელთაცა ესმაჲ, ჰრწმენა ქრისტე და იტყოდეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა!“ და მრავალმან ერმან ნათელიღო სახელითა მამის(ა)თა, ძის(ა)თა და სულისა წმიდისათა. ესმაჲ ჰამბავი წმიდისა თეოდორესი ლიკინოზ მეფესაცა და საქმენი ახოვნებისა მისისანი ეუწყნეს მას. და მიავლინნა მისა მოციქულნი და მიუწერა მისლვად მი(ს) წინაშე ნიკომიდიად ქალაქად. ხოლო წმიდამან თეოდორე, წარიკითხა რაჲ ებისტოლე იგი, შეიწყნარა რაჲ მოციქულნი მეფის(ა)ნი პატივით და სამ დღე კეთილად იღუაწნა იგინი. ხოლო მისლვაჲ მეფისასა არა სათნო იყო, რაჲთა მამული ქუეყანა შიამკოს წამებითა თჳსითა. ამისთჳს მიუწერა მეფესა ებისტოლე ესევითარი: „ლიკინოზ, ძლევით შემოსილსა მეფესა თეოდორე სტრატილატი გახარებ. ბრძანა მპყრობელობამან შენმან მოსლვაჲ ჩემი ნიკომიდიად, წინაშე მეფობისა შენისა განზრახვად საქმეთათჳს საჲდუმლოთა მეფობისა შენისა, [183r] განზრახვად საქმეთათჳს საჲდუმლოთა მეფობისა შენისათა. და არს ესე ნანდჳლვე შემსგავსებულ სამეუფოჲსა სიბრძნისა წოდებაჲ მონათა შენთა შორის წინაშე. ვარ უკუე მეცა წადიერ თაყუანისცემად მეფობისა შენისა, არამედ ვიკადრებ მოჴსენებასა, ვითარმედ ჟამსა ამას არა ჯერარს ჩემი ამით ქუეყანით წარმოსლვაჲ მრავ(ა)ლფერთა საქმეთათჳს, რომელთა წიგნითა ვერ გაუწყებ. აწ უკეთუ ჰნებავს მეფობასა შენსა მონისა ამის 8 შენისაგან ზრახვისა სმენად, ინებე მოსლვად ქალაქსა ამას და შემკობად ქუეყანაჲ ესე მოსლვითა დიდებისა შენისათა, რამეთუ არიან აქა მრავალნი საქმენი, რომელთა უჴმს მოსლვაჲ შარავანდედობისა შენისა, რაჲთა იხილო და კეთილად განაგო თითოეული, მეფეო დიდებულო.“ ესე ებისტოლე მისცა მოციქულთა მათ და წარავლინნა. ხოლო ლიკინოზ, წარიკითხა რაჲ ებისტოლე ღირსისა თეოდორესი, არა ურჩ ექმნა თხოასა მისსა, რამეთუ დიდად პატივს ცემდა მას და სწადოდა ხილვაჲ მისიცა და ქალაქისა არაკლიისაჲ. მაშინ შეიკრიბაჲ მჴედრები და წარემართა არაკლიად. ხოლო მოწამე ქრისტესი, თეოდორე, ქრისტეანეთა მშობელთა შვილი იყო და სიყრმითგანვე ღმრთისმსახურებასა შინა აღზრდილი. და სწადოდა მარადის გჳრგჳნსა მას წამებისასა მიმთხუევად, არამედ არა ენებაჲ თავით თჳსით ჴელყოფად ღუაწლსა მას, ვითარმედ არა გულსავსე იქმნას, ვითარმედ, უკუეთუ არს ნებაჲ ღმრთისაჲ ამას ზედა თანაშემწედ მისა. ამისთჳს ყოვლადვე ევედრებინ ღმერთსა განმარჯუებად მისდა. ხოლო შემდგომად მიწერისა ებისტოლისა მის მეფისა მიმართ, ღამესა ერთსა ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა მჴურვ(ა)ლითა, რაჲთა აღუსრულოს წადიერებაჲ მისი, რომელი აქუნდა წამებისათჳს. და შემდგომად ფრიადისა ლოცვისა და ვედრებისა მცირედ მიერულაჲ. და იხილაჲ, ვითარმედ სართული სახლისაჲ ორად განიყო და ნათელი დიდი მოეფინა ზეცით და განანათლაჲ ყოვლითურთ სახლი იგი. და ესმაჲ ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას: „მჴნე იყავ, თეოდორე, რამეთუ მე 9 შენ თანა ვარ, ღმერთი შენი და მეუფჱ, რომელი გრწამს სიყრმით შენითგან.“ ესე ჴმაჲ ესმაჲ რაჲ, სავსე შიშითა და სიხარულითა, აღდგაჲ და კუალად ილოცვიდა და ჰმადლობდა უფალსა ვიდრე განთიადამდე. ხოლო ეუწყა რაჲ, ვითარმედ მოახლებულ არს მეფე ლიკინიოზ, შევიდა საუნჯედ თჳსად და განიპყრნა ჴელნი ზეცად და თქუა: „ღმერთო და მეუფეო ცისა და ქუეყანის(ა)ო, შესავედრებელო ტკბილო მოსავთა შენთ(ა)ო, მოხედენ სიმდაბლესა ზედა ჩემსა თუალითა მოწყალითა და ნუ დამიტეობ მე, არამედ განმაძლიერე წინააღმდგომად გულისწყრომასა მეფისა მის მოკუდავისასა, მეფისა და დრკუსა და უკეთურის(ა)სა, რომელმან არა ინებაჲ მსახურებაჲ შენი, ყოველთა ღმრთისა და მეუფისა. ჰჱ, გევედრები, ჩუენ თანა იყავ, რომელთა გიცით შენ და აღგიარებთ დამბადებელად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა და აღმოეცენენ ჩემ შორის წყალი იგი სამარადისოჲ მადლისა შენისა და მომეც სიტყუაჲ აღიარებასა პირისა ჩემისასა და გონებაჲ კეთილად დამყარებული სარწმუნოებასა შენსა ზედა, ლოდო საკიდუროჲ, დამიცევ, მეუფეო, აღსარებასა შინა შენსა, ვიდრე აღსასრულამდე. და ანგელოზმან ნათლისამან შეიწყნარენ სული ჩემი და მოიყვანენ შენ წინაშე განწმედილი ყოვლისაგან ბიწისა სისხლითა მით წამებისათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი და შენდა შევსწირავ დიდებასა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ ესრეთ ილოცა და შეჰვედრა თავი თჳსი ღმერთსა. მერმე შეიმოსა სამოსელი წმიდაჲ და შუენიერი, ამჴედრდა 10 ცხენსა თჳსსა ზედა და განვიდა ერითურთ თჳსით მიგებებად მეფისა. და ვითარ-იგი შე(ე)მთხჳა, მოიკითხა მეფემან სიყუარულითა დიდითა და პატივითა ფრიადითა. ხოლო ყოველსა მას ერსა და თჳთ მეფესაცა უკჳრდა სიკეთე [183v] იგი და ჰაეროვნებაჲ წმიდისა თეოდორესი, რამეთუ იყო პირი მისი ბრწყინვალე და სავსე მადლითა ღმრთისაჲთა და ჰასაკი მისი - შუენიერ და სიტყუაჲ მისი - ტკბილ და საწადელ. ხოლო შევიდა რაჲ მეფე ქალაქად წმიდისა თეოდორეს თანა, განუმზადეს მას დალიჭი შორის ქალაქსა და დაჯდა მას ზედა და იწყო სიტყუად ერისა მის მიმართ მოქალაქისა და ეტყოდა: „კეთილ არს ყოვლით კერძო ქალაქი ესე, კაცნო, ქალაქი რჩეული და სახელ(ო)ვანი, და ერი კეთილი და მსახური ღმერთთა და მორჩილი მეფეთაჲ, არამედ უმეტეს შემკობილ ხართ, მკჳდრნო ამის ქალაქისანო, რომელ შუენიერი ესე და ახოვანი და ბრძენი თეოდორე მსთავრობს თქუენ ზედა, რომლისა ჰანბ(ა)ვიცა საკჳრველი მოვიდოდა სასმენელთა ჩუენთა. ხოლო უმეტესი ჰანბვისა ვიხილე საქმე მისი.“ ესევითარითა ქებითა პატივ სცა მას და მოწლედ ამბორსუყოფდა. მერმე ჰრქუა: „მოვედ, საყუარელო, და ზოგად შევსწიროჲთ შესაწირავი ღმერთთა და მერმე ვიღუაწოთ საქმენი ერისანი.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ჯეროვნად ჰ(ბ)რძანე, მეფეო, არამედ ერთი ხოლო მაქუს სავედრებელი შენ წინაშე.“ ჰრქუა მას მეფემან: „ყოველი, რაჲ ითხოო მეფობისაგან ჩემისა, უშურველად მოგეცეს.“ წმიდამან თეოდორე ჰრქუა: „მიბრძანე პირველად თჳსაგან ლოცვაჲდ ღმერთთა წინაშე 11 და მერმეღა - ზოგად შენ თანა.“ ჰრქუა მეფემან: „და რაჲ დაყენებაჲ არს შენ თანა ორთაჲვე ზოგად ვედრებაჲ?“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა: „პირველად მწადის, რაჲთა სახიდ ჩემდა შევიყვანნე ღმერთნი და ჯერისაებრ პატივ (ვ)სცე და მსხუჱრპლი შევწირო და, ვითარცა მწადის, ვევედრო და მერმეღა შენ წინაშე ვყო ესე ზოგად ყოვლისა ერისა.“ მაშინ ლიკინოზ გამოიყვ(ა)ნნა ღმერთნი მისნი, ოქროჲთა და ვეცხლითა ქმნულნი, და მისცნა წმიდა თეოდორეს და: „ყავ, ვითარცა გწადის, და ჩემთჳსცა ევედრე.“ მიიხუნა დიდმან თეოდორე მცბიერნი იგი და საბასრობელნი კერპნი და წარვიდა სახიდ თჳსა. და შემუსრნა იგინი წურილ-წურილად და განუყო გლახაკთა და უჴმარნი იგი კეთილად განიჴმარნა. ხოლო შემდგომად ორისა დღისა მოუწოდა მეფემან წმიდა თეოდორეს და ჰრქუა: „მოიყვანენ ღმერთნი, საყუარელო თეოდორე, რაჲთა ჩუენ თანა და ყოვლისა ერისა თანა შევწიროთ შეს(ა)წირავი, ვითარცა ჯერარს.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „უკუეთუ ნანდჳლვე ღმერთნი არიან, თავით თჳსით მოვიდენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „არა თავთა თჳსთა მსახურებად უჴმს მას, არამედ ჩუენ მიერ, რამეთუ ღმერთნი არიან.“ მიუგო წმიდამან თეოდორე: „არცა თავით თჳსით იქმან მას, არცა სხუათა მიერ მსახურებასა იგრძნობენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „ამათ ესევითართა საქმეთა გამოძიებაჲ ჩუენ არა გჳღირს, თეოდორე, მიუწდომელ არიან ჩუენ მიერ, გარნა ესე ხოლო გჳღირს ქმნად: მსახურებად ღმერთთა და 12 მსხუჱრპლთა და შესაწირ(ა)ვთა შეწირვად წესისაებრ და ჩუჱულებისა.“ ხოლო წმიდამან თეოდორე ნელიად განიღიმნა და დუმილით დგა. ჰრქუა მას ლიკინოზ: „რაჲსა ჰყოვნი და სდროებ, თეოდორე?“ ხოლო მან არარაჲ მიუგო. მაშინ მეფე მიექცა მუნ მდგომარეთა და ჰრქუა: „რაჲ შეემთხჳა, რად დადუმნა?“ განკჳრდეს ყოველნი საქმესა მას ზედა და განიცდიდეს წმიდა(სა) მას. მაშინ მაქსენტი ვინმე სახელით, პატივით ასისთავი, წარდგაჲ წინაშე მეფისა და ჰრქუა: „მეფეო, რაჲ მიხილავს, ვერ დაგიფარავ, რამეთუ დიდი ძჳრი შეამთხჳა ღმერთთა ამან კაცმან.“ ჰრქუა მას: „მითხარ ყოველი ჭეშმარიტებით.“ ასისთავმან ჰრქუა მეფესა: „ესე კაცი, ჵ, მეფეო, არცა შენი ერთგული არს, არცა ღმერთთა, რამეთუ ვიხილე მე გუშინ თავი დიდისა არტემისი, შემუსრვილი და დაჭრილი და უბანთა ზედა სასყიდლად მდებარე. და ესე არს მოქმედი ამის საქმისაჲ.“ [184r] ესმაჲ რაჲ ესე ლიკინოზს, აღივსო რისხვითა და მწუხარებითა და მიხედნა წმიდა თეოდორეს მკსინვარითა თუალითა და: „რაჲ არს ესე, რომელ მესმის? სადა არიან ღმერთნი, რომელნი გარწმუნენ შენ? შესწირეა მათდა შესაწირავები, ვითარცა აღმითქუ?“ მაშინ წმიდამან თეოდორე გამოუჩინა ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ არღარა არს ჟამი დაფარვისა, არცა სანთლისა ჴჳმირსა ქუეშე დადებისაჲ, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა გამობრწყინდეს ნათელი მართლაღსარებისა თჳსისა. 13 მიუგოჲ მეფესა და ჰრქუა: „ნუ იყავნ, ძალმან ჭეშმარიტებისამან! არცა მიზორავს კერპთა შენთა და არცა უზორო, არამედ ძლიერად შევჰნერწყუე ბილწთა მათ პირთა მათთა და ცუდნი იგი და უჴმარნი საჴმარ ვყვენ და დავაწულილენ იგინი და გლახაკთა განუყვენ. აწ უკუჱ, რაჲცა გნებავს, იქმოდე, რამეთუ მე პირველითგან უწყოდე უძლურებაჲ და ამაოებაჲ მათი და ვსწყალობდ უგუნურებასა მათსა, რომელნი მსახურებენ მათ. და უმეტეს ყოველთასა შენ გწყალობ, მეფეო, რამეთუ წინამძღუარი ხარ ბოროტისა ამის საცთურისა. აწ უკუჱ თავსიდევ სიტყუაჲ ჩემი და ისმინე კეთილი ესე განზრახვა ჩემი, რამეთუ ამის ჯერისა მოჴსენებაჲდ გიწოდე აქა. ნუღარა სცთები და ნუღარა ჰმსახურებ ეშმაკთა, არამედ იცან სახიერი იგი და ჭეშმარიტი ღმერთი, ვითარცა იცნა დიდმან კოსტანტინე. გულისჴმაჲყავ მეუფჱ იგი ყოველთა და დამბადებელი, რომლისა მიერ ჰმეუფებ შენ განგებითა მიუწდომელითა. ხოლო შენ ჭეშმარიტი ღმერთი შეურ(ა)ცხგიყოფიეს და კერპთა უსულოთა მონებად არა გრცხუჱნის, რომელთა-იგი არცათუ თავთა თჳსთა ჴელეწიფების შეწევნად, არათუმცა მსახურთა მათთა, არცა მაგინებელთა და შეურაცხისმყოფელთა მათთა ძალუც ვნებად, ვითარცა ესერა მე, რომელმან შეურაცხვყვენ და შევნერწყუე და შევმ(უ)სრენ იგინი. აწ შემძლებელ თუ არიან, მტანჯონ მე, მაგინებელი და შეურაცხისმყოფელი მათი.“ ხოლო ვიდრეღა-იგი ენებაჲ წმიდა(სა) თეოდორეს სიტყუათა მათ განგრძობაჲ, მაუწყე (sic) და მეფემან სიტყუაჲ მისი და იწყო რისხვით და გულისწყრომით 14 სიტყუად და თქუა: „ჵ, უგუნურებაჲ ჩემი, ჵ, ცთომილებაჲ ჩემი, რაბამისა პატივისა ჩემისა წილ რაბაჲმი შეურაცხებაჲ მომაგო ბოროტმან ამან კაცმან. არა ხოლოთუ მე, არამედ ღმერთნიცა განკიცხნა, არამედ მე ვიძიო შური ჩემისაცა ორგულებისა და ღმერთთა შეურაცხებისა.“ და მეყსეულად ჰრქუა მტარვალთა: „განძარცუეთ განდგომილი ეგე და განაშიშულეთ პატივისაგან ერისმთავრობისა მისისა და შოლტებითა მწარედ გუემეთ და სახუჱტლებითა ხუჱტენით ჴორცნი მისნი. ნუმცა გიჩუენებს ყოვლადვე წყალობაჲ და კუერებითა ბრპენისაჲთა შემუსრეთ ქედი მისი!“ მაშინ განძარცუეს ნეტარი იგი და განართხეს კაცთა ძლიერთა და ჰგუჱმდეს უწყალოდ. ხოლო უსჯულოჲ იგი ბორგდა გულისწყრომისაგან და უზახებდა, რაჲთა ძლიერად სცემდენ. მაშინ ჴორცნი მის ახოვნისანი დაიბძ(ა)რვოდეს და ასონი დაიჭრებოდეს და გუჱრდნი იხუჱტებოდეს, სისხლის მდინარენი დიოდეს, ნაწევარნი ქედისანი შეიმუსრვოდეს კუერებითა ბრპენისათა. არა იყო ლხინებაჲ, არცა წყალობაჲ. ხოლო ქველი იგი დადგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, დაფუძნებული კლდესა ზედა სარწმუნოებისასა. ჰმადლობდა უფალსა და უგალობდა ანგელოზებრ. ხოლო მოუძლ(უ)რდეს რაჲ მგუემელნი და დაშურეს მტარვალნი და საგონებელ იყო აღმოსლვად სული ნეტარისა მის და ძლით დამდოვრდა გული ლიკინოზისი და ბრძანა დაცხროჲმაჲ მტარვალთა. ხოლო მოიქცა რაჲ თავად თჳსად ქრისტეს მოწამე და ცხოველ იყო მადლითა 15 ქრისტესითა, კუალად შეუჴდა რისხვაჲ გულსა მძლავრისასა: „სული უთქს მტერსა [184v] ღმერთთასა, იხუეტებდენ კუალადცა, - ჴმობდა ძლიერად, - ლამპრ(ე)ბითა მოიწუებოდენ წყლულნი იგი ასონი მისნი.“ ესე თქუა და მეყსეულად ზოგნი ხუეტდეს ასოთა მისთა და ზოგნი სწუვიდეს ლამპრ(ე)ბითა. ხოლო მოწამე იგი ცუარითა სულისა წმიდისათა უხილავად შეცურვიდა. კუალადცა მძლავრი იგი ჰბასრვიდა მჴნესა მას და ეტყოდა: „ქვები, მახჳლები განჰფინეთ და მათ ზედა ითრევდით მას, რაჲთა უმეტესად იხარებდეს, რამეთუ ვხედავ, მოხარულად თავსიდებს ყოველსავე.“ და ეტყოდა მოწამესა მას ქრისტესსა: „უწყი, თეოდორე, რამეთუ დიდად გელმის შენ, დაღაცათუ იჩემებ ულმობელობასა, რაჲთა მიაჩემო ესე ძალსა ღმრთისა შენისასა, საოცრად უგუნურთა, გარნა სიმ(ა)ხჳლემანცა ამან ქვათამან ამხილოს ღონისძიებასა შენსა.“ ამას იტყოდა ლიკინოზ, ბოროტი იგი და უსჯულოჲ, განშორებული ღმრთისაგან. ხოლო მოწამე ქრისტესი, შემოსილი ძ(ა)ლითა ზეგარდამოჲთა, უძლეველ იყო. და თრევასა მას შინა და დაბძარვ(ა)სა ჴორც(თა)სა არცა სიტყუაჲ თქუა, არცა კუნესოდა, არცა სულთითქუმიდა, ვიდრემდის ბრძანა ლიკინოზ ლხინებაჲ მისი რეცა წყალობით და ჰრქუა მას: „ჰგიევე, თეოდორე, პირველსავე მას ზედა განდგომილებასა, ანუ მოიქცა გონებაჲ შენი უმჯობესისა?“ მიუგო მოწამემან და ჰრქუა მას: „და ჰგონებაჲ შერყევად ჩემდა საფუძველისაგან ქრისტეს სარწმუნოებისა? ჵ, უგუნურებაჲ შენი, მძლავრო, ანუ რაჲ 16 მავნე მე ტანჯვითა ამით და წყლულებითა? უფროჲსღა განმამტკიცე და განმაძლი(ე)რე.“ ხოლო ერთმან ვინმე, წინაშე მდგომელმან მეფისამან, ჰრქუა წმიდასა მას: „დაუტევე, თეოდორე, ფრიადი ეგე თავჴედობაჲ და ნუ ესრეთ ეტყჳ მეფესა.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ვიდრემდის სული ჩემი ჩემ თანა იყოს, არა რომელი კაცობრივი შიში შემძლებელ არს ჩემდა დაყენებად სიტყუათაგან ჭეშმარიტებისა, რომელი-ესე თაყუანისმცემელი ვარ ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ.“ მეფემან თქუა: „უგუნურებაჲ არს და სიცოფე კეთილისა რაჲსამე მოლოდებაჲ უკეთურისა ამისგან. აწ უკუჱ წარიყვანეთ ეგე და შეაყენეთ დილეგსა!“ აღიქუჱს ახოვანი იგი, ქრისტეს მჴედარი, და წარიყვანეს საპყრობილედ. და მდებაჲრე იყო წმიდაჲ იგი დილეგსა შინა და ევედრებოდა ღმერთსა მტანჯველთა მისთათჳს, რაჲთა ყოს უფალმან მათ ზედა წყალობაჲ და წუეთი ღმრთისმსახურებასაჲ აწუთიოს გულთა მათთა. ხოლო ლიკინოზ არცა საპყრობილესა შინა სცა მას განსუენებაჲ, არამედ უბრძანა ვიეთმე მისლვად მისა და სიტყჳთა ლიქნისათა და ყოვლითვე ღონისძიებითა ხარკებად, რაჲთა შეარყიონ აღსარებისაგან ქრისტესისა. არამედ ნეტარი იგი გრძელთა მათ და ამაოთა ზრახვათა მათთა მიმართ სიტყუათა დავითისთა აღასრულებდა: „იყო, ვითარცა კაცი უსმი, რომელსა არა არს სიტყუაჲ პირსა მისსა.“ ხოლო წარჴდეს რაჲ ხუთნი დღენი და ეუწყაჲ ლიკინოზს, ვითარმედ შეურყეველ არს თეოდორე 17 ქრისტეს სარწმუნოებისაგან, ბრძანა აღმ(ა)რთებაჲ ჯუარისაჲ ადგილსა მას, რომელსა ეწოდებოდა „ბასილიკე“, დამსჭუალვა ნეტარისა მის მას ზედა განპყ[რ]ობითა ჴელთაჲთა და ძლიერად განრთხმითა. და ესეცა განაჩინა უღმრთომან მან, რაჲთა მოისარნი დადგენ პირისპირ მისა და ჰგუემდენ ისრითა. „და სხუაცა, თუ ვინ მოიგონოს ტანჯვაჲ მწარე და ტანჯოს, იგი იყოს იგი მეგობარ ჩემდა. და ნუღარამცა ხილულ არს ცხოველი თუალითა ჩემითა, რამეთუ საწერტელ არს გულისა ჩემისა ხილვაჲ მისი.“ ესევითარი რაჲ განჩინებაჲ გამოჴდა უსჯულოსაჲ მის მეფისაგან, გამოიყვანეს მოწამე ქრისტესი საპყრობილით და მიჰყვანდა განწესებულსა მას ადგილსა ცემით და გუჱმით და ძჳ(რ)-ძჳრად ტანჯვითა. [185r] ხოლო მიიწინეს რაჲ ადგილსა მას, აღჰმართეს ჯუარი და მოწამე იგი, ახოვანი, განართხეს მას ზედა და დამსჭუალეს გუამითა შიშულითა და იწყეს ისრითა გუემად მისა, ვიდრეღა ყოველი გუამი მისი აღავსეს ისრითა. იხილეთ გარდამ(ა)ტებული უწყალოებაჲ, რამეთუ ისრები იგი ისრის პირითურთ აღმოსწუადიან ჴორცთაგან წმიდისა მის და ორგზის და ს(ა)მგზის კუალად შემსჭუალიან. არცა ესე კმაჲ ეყო შვილთა მათ ბნელისათა, მოქმედთა უსჯულოების(ა)თა, არამედ ჯერიყო მათდა ახლისაცა რაჲსამე სატანჯველისა მოპოვნებითა, ბრძანებისაებრ ლიკინოზისა, რამეთუ მოაგონა მათ პირველითგან კაცისმკულელმან მან და მტერმან ნათესავისა კაცთამან სატანჯველი ბოროტი, 18 სასმენელადცა სატანჯველი სასტიკი. და იხილეთ, რაჲ-იგი ყვეს მეგობართა და მსახურთა და მოწაფეთა ეშმაკისათა. მოსძარცუეს საბლარდნელი იგი, რომელი იყო წელთა ზედა მოწამის(ა)თა და სამსჭუალი რკინისა, მახჳლი, ფრიად შემსჭუალეს დაფარულსა მას ასოსა მისსა. ჵ, ჴელნი იგი ბილწნი! ჵ, სულნი იგი ცხარნი და უწყალონი და არა ხოლო ერთგზის შემსჭუალეს, არამედ მრავალგზის შემსჭუალიან და კუალად აღმოსწუადიან და კუალად შემსჭუალიან ნაპრალსა მას ჴორცთ(ა)სა და ესე მრავალგზის ქნეს. და არა შეიკდიმეს, არა შეიწყნარეს, არცა ჰრიდეს ესევითარი ტანჯვა ნეტარისა მის ამის სატანჯველისაგან. გარდამატებულითაჲსა ტკივილითა ფრიად ელმოდა წმიდა(სა) მას მოწამესა, უმეტესად ყოველთასა მათ, 3 მის ზედა მოსრულთა ტანჯვ(ა)თასა. ამისთჳს ღაღადყო ძლიერად: „იესუ ქრისტე, შემწე მეყავ. ხედავ, ვითარ-ესე ვიტანჯებ(ი) და ვითარ-ესე ღუაწლთა ფიცხელთა მოუცავ და შია(ი)წრებენ სულსა ჩემსა? გა(რე) მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, ჭირთა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღადვყავ, სიხარულო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა მოუცავ მე და მეყავნ მე ლხინებაჲ და განსუენებაჲ გამოჩინებითა მადლისა და ძლიერებისა შენის(ა)თა. ოდესმე მოვიდე და გეჩუჱნო შენ პირსა შენსა, ღმერთო ჩემო.“ 3 ხელნაწერში ეს სიტყვა ორჯერ წერია. 19 ესრეთ ილოცაჲ რაჲ ყოვლადქებულმან მან, დადუმნა და გონებითა ევედრებოდა უფალსა. ხოლო უღმრთონი იგი ჰბასრობდეს. და რაჟამს იგი ფრიად ტანჯეს და ძჳრ- ძჳრად გუჱმეს, დადუმებასა მისსა ჰგონებდეს, თუ მოკუდა. დაუტევეს იგი ჯუარსა შემსჭუალული და ისრებითა განგურემული და წარვიდეს, რამეთუ მწუხრი იყო. მაშინ მივიდა მას ზედა ძალი საღმრთოჲო და ჴმაჲ ისმაჲ, სავსე სიხარულითა, რომელი იტყოდა: „გიხაროდენ, ახოვანო მჴედარო ქრისტესო, ადიდე ასოთა შენთა ღუაწლითა შენთჳს ჯუარცმ(უ)ლი იგი მეუფჱ. სრბაჲ აღგისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს და აწ დამარხულ არს შენდა გჳრგჳნი იგი სიმართლისა და საუკუნოჲ იგი სიხარული და ცხორებაჲ წარუვალი განმზადებული შენდა.“ ესე ჴმაჲ ესმაჲ რაჲ წმიდასა მას მოწამესა, მეყსეულად მოისპო მისგან ყოველი სალმობაჲ და ყოველი ტკივილი და აღიჴოცა გუამისა მისისაგან ყოველი წყლულებაჲ და იყო ყოვლითურთ მრთელ და უვნებელ. და არღარა იპოებოდა ბრძჳლი წყლულებისა ასოთა შინა მისთა. და განიჴსნა დამსჭუალვისა მისგან ჯუარისა და დადგა ქუეყანასა ზედა ფლობილად და სავსე სიხარულითა და მხიარ(უ)ლ(ე)ბითა საღმრთოჲთა უგალობდა ღმერთსა და იტყოდა: „აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი 4 უკუნისამდე, რამეთუ მწუხრი იყო ჩემდა ტირილი 4 ხელნაწერში ეს სიტყვა ორჯერ წერია. 20 და ცისკარსა სიხარული. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და სიდიდისა მისისა არა არს დასასრული.“ ხოლო განთიად აღდგა ლიკინოზ ცხედრით თჳსით და წარავლინნა ორნი ასისთავნი, სახელით ანტიოხოზ და პატრიკ, და: „გარდამოჴ [185v]სენით გუამი მაცთურისა თეოდორესი და თრევით მოიღეთ აქა, რაჲთა შთავდვათ კიდობანსა ბრპენისასა და შთავაგდოთ გულსა ზღჳსასა, რაჲთა ვერ პოონ უგუნურთა.“ ამას იტყოდა უგუნური და ამაოჲ მეფე და ჰგონებდა, თუ ადრევე მომკუდარ არს თეოდორე და ვითარმცა მოიგონა ცოცხალყოფაჲ მისი, რომელი-იგი ყოვლით კერძო დაგურემული და წყლული ის(ა)რთაგან და ყოველთა სატანჯველთა დაბძარული დაეტევა. წარვიდეს რაჲ ასისთავნი იგი და მიეახლნეს ადგილსა მას, ძელსა მას ხედვიდეს და წმიდაჲ იგი გუამი მოწამისა არასადა ჩნდა. ჰრქუა ანტიოხოზ პატრიკსა: „ნუუკუჱ, ვითარცა იტყჳნ ქრისტეანენი, ჯუარცმული ქრისტე აღდგა მკუდრეთით, ესე სამე მსახური თჳსი აღადგინა მან, რამეთუ მე ვიხილე გუშინ თეოდორე - ძელსა ამას დამსჭუალული და ისრითა მრავლითა დაგურემული და მკუდრად შერაცხილი, რომლისა თანა არა იყო ცხორებისა და ცოცხლებისა სასწაული. და აწ სადა არს გუამი მისი, ანუ თუ წარიპარეს იგი ვიეთმე?“ ხოლო იგინი რაჲ ამას იტყოდეს, აჰა ესერა, იხილეს წმიდაჲ მოწამე თეოდორე, მდგომარე ლოცვასა შინა. და მოექცა მათდა პირითა მხიარულითა და ჰრქუა მათ: „შვილნო ჩემნო, მე ვარ თეოდორე, რომელი მკუდრად გიგონე. ღმერთი შურისმეძიებელი, უფალი ღმერთი 21 შურისმეძიებელი განცხადნა და უვაღრეს ბუნებისა აღმადგინა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა და მკუდართა თანა შერაცხითა განმაცხოელა ცხორებისათჳს თქუენისა. აწ უკუჱ გრწმენეს თუ იგი, უმეტესი ამისა იხილოთ.“ ამას იტყოდა რაჲ ნეტარი თეოდორე, იგინი განცუბრებულ იყვნეს და იჭუეულ, ნანდჳლვე თეოდორე არს იგი სტრატილატი. ხოლო წმიდამან თეოდორე დასწერა მათ სასწაული ჯუარისაჲ და აღივსნეს მადლითა და განეხუნეს თუალნი გულთა მათთანი და ღაღადყვეს ჴმითა მაღლითა: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა!“ და მეყსეულად შეუვრდეს ფერჴთა მოწამის(ა)თა და ევედრებოდეს, რაჲთა მის მიერ იცნან ქრისტე და არღარა მიაქციონ მონებად საცთურისა, არამედ ჰმსახურებდე(ნ) მხოლოჲსა მას და ჭეშმარიტსა ღმერთსა. იხილაჲ რაჲ წმიდამან თეოდორე შეუორგულებელი გულსმოდგინებაჲ და სარწმუნოებაჲ მათი, შეიტკბნა და ამბორსუყოფდა მათ და ჰრქუა მხიარულითა პირითა: „გრწმენა ჩემი, ძმანო, თქუენისა ცხორებისა და მოქცევისათჳს იქმნა სასწაული ესე ჩემ ზედა, რაჲთა გულისჴმაჲჰყოთ და სთქუათ: „ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მის მაღლისა.“ იგი სახიერი აწცა თქუენ შორის მდგომარე არს უხილავად და აღთქუმასა თქუენსა აღსწერს. იყვნედ უკუჱ სანთელნი სულთა თქუენთანი აღნთებულ მარადის, რაჲთა ვერ უძლოს მტერმან ვნებად თქუენდა.“ ესრეთ ასწავა და განამტკიცნა სულნი მათნი საფუძველსა მას ზედა ქრისტეს სარწმუნოების(ა)სა. 22 ხოლო განითქუა რაჲ ჰანბავი ესე, ვითარმედ წმიდაჲ თეოდორე ცოცხალ არს, შემოკრბეს სხუანიცა კაცნი, რჩეულნი ოთხმეოცდახუთნი. და იხილეს რაჲ ნეტარი იგი, ჰრწმენა მათ ქრისტე და შეირაცხნეს კრებულსა თანა მორწმუნეთასა და ესმოდა კეთილი იგი სწავლაჲ სანატრელისა მის და იხარებდეს სულითა. ესმაჲ ესე ყოველი ლიკინოზს და უბრძანა ერთსა დიდებულსა პატრიკსა, სახელით კესტოს, რაჲთა წარვიდეს სიმრავლითა მჴედრებისათა და ყოველნი იგი, რომელთაცა ჰრწმენა ქრისტე, მოსწყჳდნეს მახჳლითა. ესე განაჩინა უსჯულომან მან. ხოლო კესტოს წარვიდა რაჲ, იხილაჲ წმიდაჲ თეოდორე, მეყსეულად ნათელი საღმრთოჲო გამობრწყინდა გულსა მისსა და ჰრწმენა მას და მისთანათა მათ მჴედართა და ზოგად ღაღადყვეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა და ერთ არს ღმერთი, შემოქმედი ყოველთა, და იგი მხოლოჲ გურწამს.“ ესევითარი ჴმაჲ ისმაჲ რაჲ, იქმნა კრებაჲ ერისა ფრიადი და წარავლინნა მეფემან მჴედარნი სხუანიცა და ზედა მიუჴდეს ბრძოლად. და, აჰა ესერა, ერთმან ვინმე იჴა [186r] და მახჳლი და მიყო ჴელი მოკლვად წმიდისა თეოდორესა. იხილაჲ იგი კესტოს პატრიკმან და მეყსეულად სცა მას მახჳლითა და მოაკუდინა უკეთური იგი. სხუაჲმან კუალად სცა ლახურითა კესტოს პატრიკსა და ერთითა წყლულებითა წარგზავნა მოწამედ უფლისა. მაშინ უკუჱ იქმნა შფოთი მჴედართა მათ შორის და ეგულებოდა მოწყუჱდაჲ ურწმუნოთაჲ მათ. მოწამემან ქრისტესმან, თეოდორე, დააწყნარა შფოთი იგი და ასწავა 23 მორწმუნეთა, რაჲთა არა მიაგონ ბოროტი ბ(ო)რ(ო)ტისა წილ, არამედ თავსიდვან ყოველივე ვნებაჲ და სიკუდილი სახელისათჳს ქრისტესისა. ეს რაჲ ესმაჲ მათ, გულსმოდგინედ მისცნეს თავნი მათნი სიკუდილად, რაჲთა შეიწ(ი)რნენ მსხუერპლ(ა)დ და შეს(ა)წირავად ქრისტესა, რომელმან შეწირა თავი თჳსი მამისა საჴსრად ჩუენდა. ეუწყაჲ ლიკინოზს, ვითარმედ მრავალნი მჴედარნი შეეწყნარნეს ქრისტესა წმიდისა თეოდორეს მიერ. გამოარჩინა სხუანი მჴედარნი, რომელნიცა იყვნეს საკუთარ მისა, და წარავლინნა მოკლვად წმიდისა და ყოვლადქებულისა თეოდორესა, რამეთუ ერი ნეტარისა მის აღორძინდების და უსჯულონი იგი და(ა)კლდებიან. მიიწინეს რაჲ მჴედარნი ლიკინოზისნი მოკლვად ნეტარისა მის, არა შეუნდობდა ერი იგი მორწმუნეთა შეხებად მისა, არამედ კაცად-კაცადი მზა იყო თავსა თჳსსა მიცემად ნაცვალად მისა სიკუდილად. ხოლო წმიდამან თეოდორე შეჰრისხნა მათ და დააყენნა განზრახვისა მისგან და ჰრქუა მათ: „შვილნო ჩემნო, ნუ იქმნებით დამ(ა)ხრწეველ საწადელისა ამის საქმისაგან, რომლისა მრავლით ჟამითგან მსურის, ნუ დამ(ა)ბრკოლებთ მე დიდისა ამის კეთილისაგან, რამეთუ რაჲმცა იყო უკეთეს და უსაწადელეს ქრისტესთჳს წამებისა? აწ უკუჱ წარმგზავნეთ მე სიხარულით და იყავნ თქუენ თანა მშჳდობაჲ ქრისტესი, რომელი მისცა მოწაფეთა, აღვიდოდა რაჲ თჳსისა მამისა, და მათ მიერ მიჰფინა ყოველთა ზედა მორწმუნეთა მისთა, რომელნიცა უკუჱ მოქცეულხართ საცთურისაგან კერპთასა და 24 შეწყნარებულხართ უფლჲსა, დამბადებლისა ყოველთასა. დაიცევით აღსასრულ(ა)მდე აღსარებაჲ სარწმუნოებისა შეუცვალებელად, რამეთუ, რომელმან მოითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. უკუეთუ მეფეთა და მთავართა წინა წარგადგინონ, ნუ გეშინინ, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან აღმითქუა ჩუენ და თქუა: „არა დაგიტეო შენ და არცა დაგაგდო შენ.“ ესრეთ განამტკიცნა წმიდამან მოწამემან მორწმუნენი იგი. ხოლო ჰრქუა მათცა, რომელნი არა მოქცეულიყვნეს საცთ(უ)რისაგან კერპთ(ა)სა: „თქუენცა გეტყჳ, რომელთა არღა მოგიძრცჳეს საბურველი უსჯულოებისა გულთაგან თქუენთა. არამედ ვესავ სახიერსა ღმერთსა, ვითარმედ მრავალთა თქუენ შორის მიჰფინოს მადლი თჳსი და წარგიძღუეს ცხორებად საუკუნოჲდ. და რაჟამს-იგი მივიდეს თქუენ ზედა მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ, შეიკრძალეთ მშჳდობაჲ ურთიერთარს და სიყუარული და მოწყალებაჲ და სიწმიდე.“ ესე ყოველი რაჲ წარმოთქუა ნეტარმან მან და წმიდამან ქრისტეს მოწამემან და აკურთხა ერი იგი მორწმუნე და ურწმუნოთა ულოცა მოქცევაჲ და სინანული, ჰრქუა მსახურსა თჳსსა, აღსრულებისა მისისა ყოველი მონაგები მისი მისცეს გლახაკთა და ობოლთა და ქურივთა, ხოლო პატიოსანი იგი და ღუაწლით შემოსილი გუამი მისი დამარხვად ევხაინას, რომელი-იგი იყო მამული სოფელი თჳსი. 5 5 ხელნაწერში ეს სიტყვა ორჯერ წერია. 25 ესე ყოველი განაწესა რაჲ, განიპყრნა ჴელნი და მადლი შეწირა ღმრთისა და თქუა: „უფალო ღმერთო, სამებით დიდებულო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა.“ ესე თქუა და შუენი(ე)რად მოიდრიკა თავი და წარკუჱთა მეჴრმლემან მახჳლითა სანატრელი თავი მისი. მაშინ მიიღეს გუამი მისი მსახურთა მისთა და დაჰმარხეს ევხაინას, ბრძანებისაებრ მისისა, საუნჯე წარუპ(ა)რველი, სიმდიდრე წარმოუცარიელებელი, საკურნებელი უძლურთა, მაოტებელი ვნებათა. აღესრულაჲ წმიდაჲ და ყოვლადქებული მოწამე თეოდორე სტრატილატი, რომელ არს თარგმანებით „მჴედართ მფლობელი“, თვესა [186v] ივნისსა რვასა, სადიდებელად დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანადაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით და სახიერით, ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!

[97v]თუესა ივნისსა ჱ, წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა თეოდორე სტრატელატისა ვითარცა მზე განანათლებს მხილველთა მისთა, ეგრეთვე თხრობაჲ მოწამეთა წამებისაჲ - მსმენელთა მისთა. და ვითარცა-იგი ცაჲ შემკობილ არს ვარსკულავითა, ეგრეთვე ეკლესიაჲ ღმრთისაჲ ბრწყინავს მოწამეთა მიერ, რამეთუ, ვითარცა შროშანნი და ყუავილნი ველთა განაშუენებენ, ეგრეთვე მოწამენი შეამკობენ ეკლესიათა. ჴსენებაჲ მოწამეთაჲ მოტევებაჲ არს თანამდებთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ კურნებაჲ არს სენთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ მომატყუებელი არს სიმრთელისა და მშჳდობისაჲ; დიდ არიან მოღუაწებანი წმიდათანი; ბრწყინვალე არიან გჳრგჳნნი მოწამეთანი, რამეთუ მისცნეს მათ სატანჯველად ჴორცნი მათნი სიყუარულისათჳს ქრისტესისა, შეჰრაცხეს ყოველი დიდებაჲ და საშუებელნი სოფლისანი ნაგევად სახელისათჳს უფლისა, აღიარეს ქრისტე უშიშად წინაშე მეფეთა და მთავართა. და არა ჰრიდეს ჴორცთა თჳსთა, არამედ მისცნეს იგინი სატანჯველად და სიკუდილად, რაჲთა არა უვარყონ უფალი. ამისთჳსცა მისცა მათ ღმერთმან მისაგებელად სასუფეველი ცათაჲ და შუებაჲ მჴედრობასა თანა ანგელოზთასა. რამეთუ ჰგონებდა დასაბამითგანი იგი მტერი ნათესავისა ჩუენისაჲ დაბრკოლებად მათდა გზისა მისგან ცხორებისა და ვერ უძლო, არამედ უფროჲსღა მკჳდრად სამოთხისა გამოაჩინნა. ამისთჳს არა დასცხრა უკეთური იგი აღდგინებად მბრძოლთა ეკლესიასა ზედა ქრისტესსა, ვითარცა აწ [98r]ესერა ჩუენ ზედაცა აღადგინა მჴეცი იგი მძჳნვარე სამწყსოთა ზედა ქრისტესთა, უსჯულოჲ ლიკინიოზ, დისიძე დიდისა კოსტანტინე მეფისა, ღმრთისმსახურისაჲ. რამეთუ ოდეს-იგი შემუსრა უფალმან უკეთური იგი ჰრომთა მეფე, მაქსენტი, წინაშე პირსა ღმრთისმსახურისა მეფისა კოსტანტინესსა და დაუმტკიცა მეფობაჲ მონასა თჳსსა კოსტანტინეს, მაშინ ღმრთისმსახურმან მეფემან წარავლინა დისიძე თჳსი, ლიკინიოზ, მეფედ კერძოთა აღმოსავალისათა ბრძოლად უღმრთოჲსა მეფისა მაქსიმიანესსა, რომელი-იგი იყო მეფე აღმოსავალისაჲ, განდგომილი და მტერი ჭეშმარიტისა მეუფისა ქრისტესი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ. ხოლო მიიწია რაჲ ლიკინიოზ აღმოსავალად, იოტა და მძლე ექმნა მაქსიმიანეს, რომელი-იგი იძლია რაჲ და განიდევნა მძლავრებისაგან თჳსისა, იწყლა ზეგარდამოჲთა მახჳლითა და ყოველი ბილწი იგი გუამი მისი საჭმელ მატლთა იქმნა. და ესრეთ ბოროტად აღმოჰჴდა ბილწი იგი სული მისი ტანჯვითა დიდითა, რამეთუ, ვიდრემდის არა აღიარა და ცნა, ვითარმედ უსჯულოთა საქმეთა მისთათჳს და ტანჯვისათჳს ქრისტეანეთაჲსა მოიწია მის ზედა რისხვაჲ იგი, არა მოკუდა. ხოლო ოდეს ურიცხუთა მათ სალმობათაგან შეჭირვებულმან აღიარა მიზეზი დაქცევისა მისისაჲ, მაშინღა აღმოჰჴდა უბადრუკი იგი სული მისი. ხოლო ლიკინიოზ ძლევითა და დიდებითა მოვიდა ნიკომიდიად ქალაქად და მცირედჟამ დრო სცა ბრძოლასა ქრისტეანეთასა და მეყსეულად გამოაჩინა გესლი ბილწისა მის [98v] გულისა მისისაჲ, ვითარ ზაკუვით ეცრუვა დიდსა კოსტანტინეს და უვარყო აღსარებაჲ მხოლოჲსა მის და ჭეშმარიტისა ღმრთისა ყოველთაჲსა და აღთქუმაჲ იგი, რომელ ექმნა ღმრთისმოყუარისა მეფისა კოსტანტინეს მიმართ, შეურაცხყო. რამეთუ ღირსსა მას მეფესა დიდნი ფიცნი მოეჴადნეს მისდა, რაჲთა მიუდრეკელად ეგოს ქრისტეანეთა სარწმუნოებისაგან და რაჲთა იღუაწოს ძლიერად დამტკიცებად ქრისტეს აღსაარებისა. ხოლო ესე ყოველი დაივიწყა გულარძნილმან მან და დრკუმან და მიექცა კუალად ზორვასა კერპთასა, მსგავსად უსჯულოჲსა მის მაქსიმიანესსა. და წარავლინა ბრძანებაჲ ყოველთა ქალაქთა და სოფელთა ზორვად კერპთა მათ უსულოთა და მცბიერთა. ამან უღმრთომან ლიკინიოზ მოსწყჳდნა წმიდანი ორმეოცნი მჴედარნი ჴელითა ბილწთა მათ მთავართა თჳსთაჲთა, ლუსია და აღრიკო ლაოზისითა. ამან მოსწყჳდნა სამეოცდაათნი იგი სპაჲსპეტნი და სამასნი იგი მჴედარნი მაკედონიას. ამან უსჯულომან მოკლა დიდი ბასილეოს ამასიელ მთავარეპისკოპოსი, კაცი მიმსგავსებული მოციქულთაჲ. ხოლო იხილა რაჲ ბილწმან მან, ვითარმედ სიმრავლე აურაცხელი იყო ქრისტეანეთაჲ და არა ერჩდეს ბრძანებასა მისსა, არამედ მისცემდეს თავთა თჳსთა სიკუდილად სახელისათჳს ქრისტესისა, განიზრახა უფროჲსღა წარჩინებულთა ერისმთავართა და ჴელმწიფეთა იძულებად ზორვად კერპთა, რაჲთა მათითა მით მიქცევითა ერნი და სპანი მიაქცინეს. ხოლო იყო მას ჟამსა წარჩინებული უმეტეს ყოველთა მთავართა, დიდებული და სანა [99r]ტრელი თეოდორე სტრატელატი, რომელ არს მჴედართ მფლობელი, შუენიერი ხილვითა და სავსე სიბრძნითა და სიტყჳთა გონიერად მეტყუელი. ამისთჳსცა „წყარო სიბრძნისა“ ეწოდებოდა მას. ჭაბუკი იყო ჰასაკითა და მოხუცებულ საღმრთოჲთა მოქალაქობითა, რომელმან-იგი ვეშაპი საშინელი მოკლა ევხაიანას, რამეთუ მუნ მკჳდრ იყო ბოროტი იგი, მჴეცი ვეშაპი, და ვერვის ეძლო წინააღდგომად მისსა, რამეთუ ოდეს გამოვიდის ბუდით თჳსით, იძრვინ ქუეყანაჲ იგი სლვასა მისსა. და გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ შეემთხჳის, შთაინთქის მის მიერ. ესე რაჲ ესმა ახოვანსა მას მჴედარსა ქრისტესსა, თეოდორეს, არა ქმნა ამბოხებაჲ მჴედრობასა შორის თჳსსა, არცა ვის აუწყა, არამედ მხოლოჲ წარვიდა სიბრძნითა და ახოვნებითა თჳსითა. თანა ჰყვა პატიოსანი ჯუარი ქრისტესი და საჭურველი მჴედრობისა თჳსისაჲ. და იტყოდა: „წარვიდე სახელითა ქრისტესითა და განვათავისუფლო მამული იგი, სოფელი ჩემი, ბოროტისა მის მჴეცისაგან.“ ხოლო მიიწია რაჲ ადგილსა მას, ჩრდილოჲთ კერძო ევხაინისა, პოვა მწუანვილი თივისაჲ. დააბა ცხენი თჳსი და თავადი მიწვა და დაიძინა, რამეთუ არა უწყოდა, თუ ამას ადგილსა მკჳდრ არს ვეშაპი იგი. ხოლო დედაკაცმან ვინმე, მსახურმან ქრისტესმან, სახელითა ევსევა, რომელი გამოითარგმანების „კეთილად მორწმუნე“, იხილა წმიდაჲ თეოდორე მძინარე. მივიდა შიშით და უპყრა ჴელსა მისსა და განაღჳძა და ჰრქუა: „აღდეგ, ძმაო, და წარვედ სწრაფით ადგილისა ამისგან, რამეთუ უმეცარ ხარ, რაბამი შიში არს ადგილსა ამას. წარვედ ამიერ, გევედრები!“ [99v] მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „რაჲ არს შიში ადგილსა ამას, დედაო?“ ჰრქუა მას მჴევალმან ღმრთისამან: „შვილო, ვერვინ იკადრებს მოახლებად ადგილსა ამას, რამეთუ ვეშაპი ბოროტი მკჳდრ არს აქა. და ოდეს გამოვიდეს გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ, პოოს, შთანსთქამს.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა დედაკაცსა მას: „წარვედ, დედაო, შორს ამიერ და ილოცევდი ჩემთჳს ღმრთისა მიმართ და იხილო დიდებაჲ მისი.“ ხოლო დედაკაცი იგი განეშორა მიერ და დავარდა პირსა ზედა და ცრემლით იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შემწე ეყავ მონასა მას შენსა!“ მაშინ წმიდამან თეოდორე გამოისახა პირსა ზედა თჳსსა სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ და აღიპყრნა ზეცად ჴელნი თჳისნი და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო და თანადაუსაბამოო მამისაო, მოვედ შეწევნად ჩემდა და მომმადლე თხოვაჲ ჩემი, რომელი შემწე მეყავ მარადის ბრძოლათა შინა და მომეც ძლევაჲ მტერთა ზედა. აწცა შენვე ხარ შემწე ჩემი, ქრისტე ღმერთო, მომეც ძალი ძლევად ეშმაკისა და მჴეცისა ამის ბოროტისა.“ და შემდგომად ლოცვისა მოიქცა და ჰრქუა ვეშაპსა მას: „სახელითა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესითა, რომელი გარდამოჴდა ზეცით და განკაცნა ცხორებისათჳს ჩუენისა და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი თავსიდვა, შენ გეტყჳ და გიბრძანებ, ვეშაპო ბოროტო, გამოვედ ადგილით შენით და მოვედ ჩემდა!“ მაშინ ესმა ვეშაპსა მას და გამოვიდა და მოჰმართა წმიდა თეოდორეს, ხოლო სლვასა მისსა ლოდნი მის ადგილისანი შეიმუსრვოდეს და ხენი ირყეოდეს. ხოლო წმიდამან თეოდორე, იხილა რაჲ ვეშაპი იგი მომავალი, გამოისახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა ზედა თჳსსა და ცხენსა თჳსსა ამჴედრდა და მიჰ [100r]მართა ვეშაპსა მას ახოვნად და სცა ჰოროლი თავსა მისსა. და მეყსეულად შეიღულარჭნა იგი სასტიკად და დაეცა მკუდარი. ხოლო ნეტარმან თეოდორე აღიხილნა ზეცად და თქუა: „გმადლობ, შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ისმინე ვედრებაჲ ჩემი და განმაძლიერე მე, მონაჲ შენი, ძლევად ბოროტისა ამის მჴეცისა. ეგრეთვე, უფალო, განმაძლიერე ძლევად უხილავისა მის ვეშაპისა და აღსრულებად სრბაჲ ჩემი წამებითა.“ ესე თქუა და წარემართა გზასა თჳსსა სიხარულით და მივიდა მჴედრობისა თჳსისა. და წარემართა მისლვად არაკლიად პონტოჲსა, რამეთუ მუნ იყო სამთავროჲ მისი. განითქუა სასწაული იგი ყოველსა მას ქუეყანასა და, რომელთაცა ესმა, ჰრწმენა ქრისტე და იტყოდეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ!“ და მრავალმან ერმან ნათელიღო სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. ესმა ჰამბავი წმიდისა თეოდორესი ლიკინიოზ მეფესაცა და საქმენი ახოვნებისა მისისანი ეუწყნეს მას. და მიავლინნა მისა მოციქულნი და მიუწერა მისლვად მის წინაშე ნიკომიდიად ქალაქად. ხოლო წმიდამან თეოდორე, წარიკითხა რაჲ ებისტოლე იგი, შეიწყნარნა მოციქულნი მეფისანი პატივით და სამ დღე კეთილად იღუაწნა იგინი. ხოლო მისლვაჲ მეფისა არა სათნო იყო ესე ამისთჳს, რაჲთა თჳსი მამული ქუეყანაჲ შეამკოს წამებითა თჳსითა. ამისთჳს მიუწერა მეფეს ებისტოლე ესევითარი: „ლიკინიოზ, ძლევით შემოსილსა მეფესა თეოდორე სტრატელატი გახარებ. ბრძანა მპყრობელობამან შენმან მოსლვაჲ ჩემი ნიკომიდიად, წინაშე მეფობისა შენისა, განზრახვად საქმეთათჳს მეფობი [100v]სა შენისათა. და არს ესე ნამდჳლვე შემსგავსებულ სამეუფოჲსა სიბრძნისა წოდებაჲ მონათა შენთაჲ შენ წინაშე. ვარ უკუჱ მეცა დიდად წადიერ თაყუანისცემად მეფობისა შენისა, არამედ ვიკადრებ მოჴსენებასა, ვითარმედ ჟამსა ამას არა ჯერარს ჩემი ამიერ ქუეყანით წარმოსლვაჲ მრავალფერთა საქმეთათჳს, რომელთა წიგნითა ვერ გაუწყებ. აწ უკუე ჰნებავს თუ მეფობასა თქუენსა მონისა ამის შენისაგან ზრახვასა სმენად, ინებენ მოსლვაჲ ქალაქსა ამას და შემკობად ქუეყანაჲ ესე მოსლვითა დიდებისა შენისაჲთა, რამეთუ არიან აქა მრავალნი, რომელთა უჴმს მოსლვაჲ შარავანდედობისა შენისაჲ, რაჲთა იხილო და კეთილად განაგო თითოეული, მეფეო დიდებულო.“ ესე ებისტოლე მისცა მოციქულთა მათ და წარავლინნა. ხოლო ლიკინიოზ, წარიკითხა რაჲ ებისტოლე ღირსისა თეოდორესი, არა ურჩ ექმნა თხოვათა მისთა, რამეთუ დიდად პატივს ცემდა და სწადოდა ხილვაჲ მისიცა და ქალაქისა მის არაკლიისაჲ. მაშინ შეიკრიბა მჴედრები და წარემართა არაკლიად. ხოლო მოწამე ქრისტესი, თეოდორე, ქრისტეანეთა მშობელთა შვილი იყო და სიყრმითგანვე ღმრთისმსახურებასა შინა აღზრდილი. და სწადოდა მარადის გჳრგჳნსა მას წამებისასა მიმთხუევად, არამედ არა ენება თავით თჳსით ჴელყოფად ღუაწლსა ამას, უკუეთუ არა გულსავსე იქმნას, ვითარმედ არს ამას ზედა ნებაჲ ღმრთისაჲ თანაშემწედ მისდა. ამისთჳს ყოვლადვე ევედრებინ ღმერთსა განმარჯუებად მისდა. ხოლო შემდგომად მიწერისა ებისტოლისა მის მეფისა მიმართ, ღამესა ერთსა ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა მჴუ [101r]რვალითა, რაჲთა აღუსრულოს წადიერებაჲ მისი, რომელი აქუნდა წამებისათჳს. და შემდგომად ფრიადისა ლოცვისა და ვედრებისა მცირედ მიერულა. და იხილა, ვითარმედ სართული სახლისაჲ მის ორად განიყო და ნათელი დიდი ზეცით მოეფინა და განანათლა ყოვლითურთ სახლი იგი. და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას: „მჴნე იყავ, თეოდორე, მე შენ თანა ვარ, ღმერთი შენი და მეუფჱ, რომელი გრწამ სიყრმით შენითგან.“ ესე ჴმაჲ ესმა რაჲ, სავსე შიშითა და სიხარულითა, აღდგა კუალად, ილოცვიდა და ჰმადლობდა ღმერთსა განთიადადმდენ. ხოლო ეუწყა, ვითარმედ მოახლებულ არს მეფე ლიკინიოზ, შევიდა საუნჯედ თჳსად და განიპყრნა ჴელნი ზეცად და თქუა: „ღმერთო და მეუფეო ზეცისა და ქუეყანისაო, შესავედრებელო ტკბილო მოსავთა შენთაო, მოხედენ სიმდაბლესა ზედა ჩემსა თუალითა მოწყალითა და ნუ დამიტეობ, არამედ განმაძლიერე მე წინააღდგომად გულისწყრომასა მეფისა მის მოკუდავისასა, მეფისა დრკუჲსა და უკეთურისასა, რომელმან არა ინება მსახურებაჲ შენი, ყოველთა ღმრთისა და მეუფისაჲ. ჰე, გევედრები, ჩუენ თანა იყავ, რომელთა გიცით შენ და აღგიარებთ დამბადებელად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. აღმოეცენენ ჩემ შორის წყალი იგი სამარადისოჲ მადლისაჲ შენისაჲ და მომეც სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა და გონებაჲ კეთილად დამყარებული სარწმუნოებასა შენსა ზედა, ლოდო საკიდურო, დამიცევ, მეუფეო, აღსარებასა შინა შენსა ვიდრე აღსასრულამდე. და ანგელოზმან ნათლისამან შეიწყნარენ სული ჩემი და მოიყვანენ შენ წინაშე განწმედილი ყოვლისაგან ბიწისა სისხლითა მით წამებისაჲთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი და შენდა შევსწირავ დიდებასა მამისა, ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!“ [101v] ესრეთ ილოცა და შეჰვედრა თავი თჳსი უფალსა. მერმე შეიმოსა სამოსელი წმიდაჲ და შუჱნიერი, აღმჴედრდა ცხენსა თჳსსა და განვიდა ერითურთ თჳსით მიგებებად მეფისა. და ვითარ-იგი შეემთხჳა, მოიკითხა მეფემან სიყუარულითა დიდითა და პატივითა ფრიადითა. ხოლო ყოველსა მას ერსა და თჳთ მეფესაცა დაუკჳრდა სიკეთე იგი წმიდისა თეოდორესი, რამეთუ იყო პირი მისი ბრწყინვალე და სავსე მადლითა ღმრთისაჲთა და ჰასაკი მისი - შუენიერ და სიტყუაჲ მისი - ტკბილ და საწადელ. ხოლო შევიდა რაჲ მეფე წმიდისა თეოდორეს თანა ქალაქად, განუმზადეს მას დალიჭი შორის ქალაქსა და დაჯდა მას ზედა და იწყო სიტყუად ერისა მიმართ მოქალაქისა და იტყოდა: „კეთილ არს ყოვლით კერძო ქალაქი ესე, კაცნო, ქალაქი რჩეული და სახელოვანი, და ერი კეთილი და მსახური ღმერთთაჲ და მორჩილი მეფეთაჲ, არამედ უმეტესად შემკობილ ხართ, მჳვდრნო ამის ქალაქისანო, რომელ შუენიერი ესე და ახოვანი, ბრძენი თეოდორე, მთავრობს თქუენ ზედა, რომლისაცა ჰამბავი საკჳრველი მოვიდოდა სასმენელთა ჩუენთა. ხოლო უმეტეს ჰამბვისა ვიხილე საქმე მისი.“ ესევითარითა ქებითა პატივს ცემდა წმიდა მას და მოწლედ ამბორსუყოფდა. მერმე ჰრქუა: „მოვედ, საყუარელო, ზოგად შევწიროთ შესაწირავი ღმერთთაჲ და მერმე ვიღუაწნეთ საქმენი ერისანი.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ჯეროვნად ჰბრძანე, მეფეო, არამედ ერთი ხოლო მაქუს სავედრებელი შენ წინაშე.“ ჰრქუა მას მეფემან: „ყოველი, რაჲცა ითხოო მეფობისაგან ჩემისა, [102r] უშურველად მოგეცეს.“ წმიდამან თეოდორე ჰრქუა: „პირველად თჳსაგან ლოცვად ღმერთთა წინაშე და მერმეღა - ზოგად შენ თანა.“ ჰრქუა მას მეფემან: „და რაჲ დაყენებაჲ არს ორთაჲვე ზოგად ვედრებაჲ?“ მიუგო და ჰრქუა მას წმიდამან თეოდორე: „პირველად მწადის, რაჲთა სახედ ჩემდა შევიყვანნე ღმერთნი და ჯერისაებრ პატივ (ვ)სცე და მსხუერპლები შევწირო და, ვითარცა მწადის, ვევედრო და მერმეღა შენ წინაშე ვყო ესე ზოგად ყოვლისა ერისა.“ მაშინ ლიკინიოზ გამოიყვანნა ღმერთნი თჳსნი, ოქროჲთა და ვეცხლითა ქმნილნი, და მისცნა წმიდა თეოდორეს და ჰრქუა: „ყავ, ვითარცა გწადის, და ჩემთჳსცა ევედრე!“ მიიხუნა დიდმან თეოდორე მცბიერნი იგი და საბასრობელნი კერპნი და წარვიდა სახიდ თჳსად. და შემუსრნა იგინი წულილ-წულილად და განუყო გლახაკთა და უჴმარნი იგი კეთილად განიჴმარნა. ხოლო შემდგომად ორისა დღისა მოუწოდა მეფემან წმიდა თეოდორეს და ჰრქუა: „მოიყვანენ ღმერთნი, საყუარელო თეოდორე, რაჲთა ჩუენ თანა და ყოვლისა ერისა თანა შესწირო მსხუერპლი.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „უკუეთუ ნამდჳლვე ღმერთნი არიან, თავით თჳსით მოვიდენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „არა თავთა თჳსთა მსახურებად უჴმს მათ, არამედ ჩუენ მიერ, რამეთუ ღმერთნი არიან.“ მიუგო და ჰრქუა წმიდამან თეოდორე: „არცა თავით თჳსით იქმან რას, არცა სხუათა მიერ მსახურებასა აგრძნობენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „ესევითართა საქმეთა ჩუენ არა გჳჴმს გამოძიებად, რამეთუ მიუწდომელ არიან ჩუენ მიერ, გარნა ესე ხოლო გჳჴმს ქმნად: მსახურებად ღმერთთა და მსხუერპლთა და შესაწირავთა შეწირვად წესისა [102v]ებრ და ჩუეულებისა.“ ხოლო წმიდამან თეოდორე ნელიად განიღიმა და დუმილით დადგა. ჰრქუა მას ლიკინიოზ: „რასა ჰყოვნი და სდროებ, თეოდორე?“ ხოლო მან არარაჲ მიუგო. მაშინ მეფე მიექცა მუნ მდგომარეთა და ჰრქუა: „რაჲ შეემთხჳა, რად დუმნა?“ განკჳრდეს ყოველნი საქმესა მას ზედა და განიცდიდეს წმიდა(სა) მას. მაშინ მაქსენტი ვინმე სახელით, პატივითა ასისთავი, წარდგა წინაშე მეფისა და ჰრქუა: „მეფეო, რაჲ-იგი მიხილავს, ვერ დაგიფარავ, რამეთუ დიდი ძჳრი შეამთხჳა ღმერთთა ამან კაცმან.“ ჰრქუა მეფემან: „მითხარ ყოველივე ჭეშმარიტებით.“ ასისთავმან თქუა: „ესე კაცი, ჵ, მეფეო, არცა შენი ერთგული არს, არცა ღმერთთაჲ, რამეთუ ვიხილე მე გუშინ თავი დიდისა არტემისი, შემუსრვილი და დაჭრილი და უბანთა ზედა სასყიდლად მდებარე. და ესე არს მოქმედი ამის საქმისაჲ.“ ესმა რაჲ ესე ლიკინიოზს, აღივსო იგი გულისწყომითა და მიხედნა წმიდა თეოდორეს მკსინვარითა თუალითა და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, რომელი მესმის? სადა არიან ღმერთნი, რომელნი გარწმუნენ შენ? შესწირეა მათდა შესაწირავები, ვითარცა აღმითქუ მე?“ მაშინ წმიდამან თეოდორე გამოაჩინა ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ არღარა არს ჟამი დაფარვისაჲ, არცა სანთლისაჲ ჴჳმირსა ქუეშე დადებისაჲ, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა გამობრწყინდეს ნათელი მართლაღსარებისა მისისაჲ. მიუგო ლიკინიოზს და ჰრქუა: „ნუ იყოფინ, ძალმან ჭეშმარიტებისამან! არა მიზორავს ღმერთთა შენთა და არცა უზორო, არამედ ძლიერად შევჰნერწყუე ბილწთა [103r] მათ პირთა მათთა და ცუდნი იგი და უჴმარნი საჴმარ ვყვენ, რამეთუ დავაწულილენ იგინი და გლახაკთა განუყავ. აწ უკუე, რაჲცა გნებავს, იქმოდე, რამეთუ მე პირველითგან უწყოდე უძლურებაჲ და ამაოებაჲ მათი და ვსწყალობდ უგუნურებასა მათსა, რომელნი ჰმსახურებენ მათ. და უმეტეს ყოველთა შენ გწყალობ, მეფეო, რამეთუ წინამძღუარი ხარ ბოროტისა ამის საცთურისაჲ. აწ უკუჱ თავსიდევ სიტყუაჲ ჩემი და ისმინე კეთილი ესე განზრახვაჲ ჩემი, რამეთუ ამის ჯერისა მოჴსენებად მოგიწოდე აქა. ნუღარა სცთები და ნუცა ჰმსახურებ ეშმაკთა, არამედ იცან ჭეშმარიტი იგი და სახიერი ღმერთი, ვითარცა იცნა დიდმან კოსტანტინე. გულისჴმაყავ მეუფჱ იგი ყოველთაჲ და დამბადებელი, რომლისა მიერ ცხოველ ხარ, რომლისა მიერ ჰმეფობ განგებითა მიუწდომელითა. ხოლო შენ ჭეშმარიტი იგი ღმერთი შეურაცხგიყოფიეს და კერპთა უსულოთა ჰმონებ და არა გრცხუენის, რომელთა-იგი არცათუ თავთა თჳსთათჳს ჴელეწიფების შეწევნად, არათუმცა მსახურთა მათთა, არცა მაგინებელთა და შეურაცხისმყოფელთა მათთა ძალუც ვნებად, ვითარცა ესერა მე, რომელმან შეურაცხვყვენ და შევჰნერწყუე და შევმუსრენ იგინი. აწ შემძლებელ თუ არიან, მტანჯონ მე მაგინებელი და შემმუსრველი მათი.“ ხოლო ვიდრეღა-იგი ენება წმიდა(სა) თეოდორეს სიტყუათა მათ განგრძობაჲ, მოუწყჳდა მეფე [103v] მან სიტყუაჲ მისი და იწყო რისხვით და გულისწყრომით სიტყუად და ჰრქუა: „ჵ, უგუნურებაჲ ჩემი, ჵ, ცთომილებაჲ, რაბამისა პატივისა წილ ჩემისა რაბამი შეურაცხებაჲ მომაგო ბოროტმან ამან. არა ხოლოთუ მე, არამედ ღმერთნიცა განკიცხნა, არამედ მე ვიძიო შური ჩემისაცა ორგულებისაჲ და ღმერთთა შეურაცხებისაჲ.“ და მეყსეულად ჰრქუა მტარვალთა: „განძარცუეთ განდგომილი ეგე და განაშიშულეთ პატივისაგან ერისმთავრობისა მისისა და შოლტებითა მწარედ გუემეთ და სახუეტლებითა ხუეტენით ჴორცნი მისნი. და ნუმცა გიჩუენებიეს ყოვლად წყალობაჲ და კუერებითა ბრპენისაჲთა შემუსრეთ ქედი მისი!“ მაშინ განძარცუეს ნეტარი იგი და განართხეს კაცთა ძლიერთა და ჰგუემდეს უწყალოდ. ხოლო უსჯულოჲ იგი ბორგდა გულისწყრომისაგან და უზახებდა მტარვალთა, რაჲთა ძლიერად სცემდენ. მაშინ ჴორცნი მის ახოვნისანი დაიბძარვოდეს და ასონი დაიჭრებოდეს, გუერდნი იხუეტებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს, ნაწევარნი ქედისანი შეიმუსრვოდეს კუერებითა ბრპენისაჲთა. არაჲ იყო ლხინებაჲ, არცა წყალობაჲ. ხოლო ქველი იგი დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, დაფუძნებული კლდესა ზედა სარწმუნოებისასა. ჰმადლობდა უფალსა და უგალობდა ანგელოზებრ. ხოლო მოუძლურდეს რაჲ მგუემელნი და დაშურეს მტარვალნი და საგონებელ იყო აღმოსლვად სული ნეტარისაჲ მის, ძლით დამდოვრდა [104r] გულისწყრომაჲ ლიკინიოზისი და ბრძანა დაცხრომაჲ მტანჯველთაჲ. ხოლო მოიქცა რაჲ თავად თჳსად ქრისტეს მოწამე და ცხოველ იყო მადლითა ღმრთისაჲთა, კუალად შეუჴდა რისხვაჲ გულსა მძლავრისასა და ჴმაყო: „ცხოველღა არსა? წუთღა სული უთქს მტერსა ღმერთთასა, იხუეტებოდენ კუალადცა და ლამპრებითა დაიწუებოდენ წყლულნი იგი ასონი მისნი.“ ესე თქუა და მეყსეულად ზოგნი ხუეტდეს ასოთა მისთა და ზოგნი სწუვიდეს ლამპრებითა. ხოლო მოწამე იგი ცუარითა სულისა წმიდისაჲთა უხილავად შეიცურვოდა. კუალადცა მძლავრი იგი ჰბასრობდა მჴნესა მას და ეტყოდა: „ქვები, მახჳლები განჰფინეთ და მას ზედა ითრევდით მას, რაჲთა უმეტესად იხარებდეს, რამეთუ ვხედავ, ვითარმედ მოხარულად თავსიდებს ყოველსავე.“ და ეტყოდა მოწამესა ქრისტესსა: „უწყი, თეოდორე, ვითარმედ დიდად გელმის შენ, დაღაცათუ იჩემებ ულმობელობასა, რაჲთა მიაჩემო ძალსა ღმრთისა შენისასა, საოცრად უგუნურთა, გარნა სიმახჳლემანცა ამან ქვათამან ამხილოს ღონისძიებათა შენთა.“ ამას იტყოდა ლიკინიოზ, ბოროტი იგი და უსჯულოჲ და განშორებული ღმრთისაგან. ხოლო მოწამე, შემოსილი ძალითა ზეგარდამოჲთა, უძლეველ იყო. და თრევასა მას შინა და დაბძარვასა ჴორცთასა არცა სიტყუაჲ თქუა და არცა კუნესოდა და არცა სულთითქუმიდა, ვიდრემდის ბრძანა ლიკინიოზ ლხინებაჲ მისი რეცა წყალობით და ჰრქუა მას: „ჰგიევე, თეოდორე, პირველსა მას განდგომილებასა, ანუ მოიქცა გონებაჲ შენი უმჯობესსა?“ მიუგო მოწამემან და ჰრქუა მას: „და [104v] ჰგონებაა შერყევად ჩემდა საფუძველისაგან ქრისტეს სარწმუნოებისა? ჵ, უგუნურებაჲ შენი, მძლავრო, ანუ რაჲ მავნე მე, ტანჯვითა ამით და წყლულებითა? უფროჲსღა განმამტკიცე და განმაძლიერე.“ ხოლო ერთმან ვინმე, წინაშე მდგომელმან მეფისამან, ჰრქუა წმიდა(სა) მას: „დაუტევე, თეოდორე, ფრიადი ეგე თავჴედობაჲ და ნუ ესრეთ ეტყჳ მეფესა.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ვიდრემდის სული ჩემი ჩემ თანა იყოს, არა რომელი კაცობრივი ბრძანებაჲ შემძლებელ არს ჩემდა დაყენებად სიტყუათაგან ჭეშმარიტებისათა, რომელი-ესე თაყუანისმცემელი ვარ ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ.“ მეფემან თქუა: „უგუნურება და სიცოფე არს კეთილისა რაჲსამე მოლოდებაჲ უკეთურისა ამისგან. აწ უკუე წარიყვანეთ ეგე და შეაყენეთ დილეგსა!“ აღიქუეს ახოვანი იგი, ქრისტეს მჴედარი, და წარიყვანეს საპყრობილედ. მდებარე იყო იგი დილეგსა მას შინა და ევედრებოდა ღმერთსა მტანჯველთა მათთჳს, რაჲთა ყოს უფალმან მათ ზედა წყალობაჲ და წუეთი ღმრთისმეცნიერებისაჲ და აწთოს გულთა მათთა. ხოლო ლიკინიოზ არცა საპყრობილესა შინა სცა მას განსუენებაჲ, არამედ ვიეთმე უბრძანა მისლვაჲ მისდა სიტყჳთა ლიქნისაჲთა და ყოვლითავე ხარკებითა, რაჲთა შეარყიონ აღსარებისაგან ქრისტესისა. არამედ ნეტარი გრძელთა მათ და ამაოთა ზრახვათა მათთა მიმართ სიტყუასა დავითისსა აღასრულებდა: „იყო, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ.“ ხოლო წარჴდეს რჲ ხუთნი დღენი და ეუწყა ლიკინიოზს, ვითარმედ შეურყეველ არს თეოდორე ქრისტეს სარწმუნოებისაგან, ბრძანა აღმართებაჲ ჯუარისაჲ [105r] ადგილსა მას, რომელსა ეწოდებოდა „ბასილიკე“, და დამსჭუალვაჲ ნეტარისაჲ მის მას ზედა განპყრობითა ჴელთაჲთა და ძლიერად განრთხმითა. და ესეცა განაჩინა უღმრთომან მან, რაჲთა მოისარნი დადგენ პირისპირ მისსა და ჰგუემდენ ისრითა. „და სხუაჲცა, თუ ვინ მოიგონოს ტანჯვაჲ მწარე და ტანჯოს იგი, იყოს იგი მეგობარ ჩემდა. და ნუღარამცა ხილულ არს იგი ცხოელი თუალითა ჩემითა, რამეთუ საწერტელ არს გულისა ჩემისა ხილვაჲ მისი.“ ესევითარი რაჲ განჩინებაჲ გამოჴდა უსჯულოჲსა მის მეფისაგან, გამოიყვანეს მოწამე ქრისტესი საპყრობილით და მიჰყვანდა განწესებულსა მას ადგილსა ცემითა და გუემითა და ძჳრ-ძჳრად ტანჯვითა. ხოლო მიიწინეს რაჲ ადგილსა მას, აღჰმართეს ჯუარი და მოწამე იგი, ახოვანი, განართხეს მას ზედა და დამსჭუალეს გუამითა შიშულითა და იწყეს ისრითა გურემად მისდა, ვიდრეღა ყოველი გუამი მისი აღავსეს ისრითა. ხოლო იხილეთ გარდამატებული უწყალოებაჲ, რამეთუ ისრები იგი ისრის პირებითურთ აღმოსწუადიან ჴორცთაგან წმიდისათა და ორგზის და სამგზის კუალად შემსჭუალიან. არცა ესე კმა ეყო შვილთა მათ ბნელისათა, მოქმედთა უსჯულოებისათა, არამედ ჯერიყო მათდა ახლისაცა რაჲსამე სატანჯველისა მოპოვნებად, ბრძანებისაებრ ლიკინიოზისსა, რამეთუ მოაგონა მათ პირველითგან კაცისმკლველმან და მტერმან სატანჯველი ბოროტი, [105v] სატანჯველი სასმენელადცა სასტიკი. და იხილეთ, რაჲ-იგი ყვეს მეგობართა და მსახურთა და მოწაფეთა ეშმაკისათა. მოსძარცუეს საბლარდნელი იგი, რომელი იყო წელთა ზედა მოწამისათა და სამსჭუალი რკინისაჲ, მახჳლი, ფრიად შემსჭუალეს დაფარულსა მას ასოსა მისსა. ჵ, ჴელნი იგი ბილწნი! ჵ, სულნი იგი ცხარნი და უწყალონი, რამეთუ არაერთგზის ხოლო შემსჭუალეს, არამედ მრავალგზის შემსჭუალიან და კუალად შემსჭუალიან ნაპრალსა მას ჴორცთასა და ესე მრავალგზის. და არა შეიკდიმეს და არცა შეიწყალეს, არცა ჰრიდეს ესევითარი ტანჯვაჲ ნეტარისაჲ მის ამის სატანჯველისაგან. გარდამატებულითა ტკივილითა ფრიად ელმოდა წმიდასა მას მოწამესა, უმეტესად ყოველთა, მის ზედა მოსრულთა ტანჯვათა. ამისთჳს ღაღადყო ძლიერად: „იესუ ქრისტე, შემწე მეყავ. ჰხედავ, ვითარ-ესე ვიტანჯები და ვითარ ღუაწლთა ფიცხელთა გარემოუცავ და შეაიწრებენ სულსა ჩემსა? გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, ჭირთა და ღუაწლთა მპოეს და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღადვყავ, სახარულო ჩემო, მიჴსენ მათგან, რომელთა მოუცავ მე, მეყავნ მე ლხინება და განსუენება გამოჩინებითა მადლისა შენისაჲთა. ოდესმე მოვიდე და გეჩუენო პირსა შენსა, ღმერთო ჩემო.“ ესრეთ ილოცა რაჲ ყოვლადქებულმან და დადუმნა და გონებითა ევედრებოდა უფალსა. ხოლო უღმრთონი [106r]

[244r]თუესა ივნისსა ჱ, წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა თეოდორე სტრატილატისაჲ 1 ვითარცა მზე განანათლებს მხილველთა მისთა, ეგრეთვე თხრობაჲ მოწამეთა წამებისაჲ – მსმენელთა მისთა. და ვითარცა-იგი ცაჲ შემკობილ არს ვარსკულავითა, ეგრეთვე ეკლესიაჲ ღმრთისაჲ ბრწყინავს მოწამეთა მიერ, რამეთუ, ვითარცა შროშანნი და ყუავილნი ველთა განაშუენებენ, ეგრეთვე მოწამენი შეამკობენ ეკლესიათა. ჴსენებაჲ მოწამეთაჲ მოტევებაჲ არს თანამდებთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ კურნებაჲ არს სენთაჲ; ჴსენებაჲ მოწამეთაჲ მომატყუებელი არს სიმრთელისა და მშჳდობისაჲ; დიდ არიან მოღუაწებანი წმიდათანი; ბრწყინვალე არიან გჳრგჳნნი მოწამეთანი, რამეთუ მისცნეს მათ სატანჯველად ჴორცნი მათნი სიყუარულისათჳს ქრისტესისა, შეჰრაცხეს ყოველი დიდებაჲ და საშუებელი სოფლისაჲ ნაგევად სახელისათჳს უფლისა, აღიარეს ქრისტე უშიშად წინაშე მეფეთა და მთავართა. და არა ჰრიდეს ჴორცთა თჳსთა, არამედ მისცნეს იგინი სატანჯველად და სიკუდილად, რაჲთა არა უარყონ უფალი. ამისთჳსცა მისცა მათ ღმერთმან 1 სათაურის ქვეშ მინაწერია: „ქრისტე, შეიწყალე მამაჲ ეფთჳმე, უფალო, წარმიმართე!“ 2 მისაგებელად სასუფეველი ცათაჲ და შუებაჲ მჴედრობასა თანა ანგელოზთასა. რამეთუ ჰგონებდა დასაბამითგანი იგი მტერი ნათესავისა ჩუენისაჲ დაბრკოლებად მათდა გზისა მისგან ცხორებისა და ვერ უძლო, არამედ უფროჲსღა მკჳდრად სამოთხისა გამოაჩინნა. ამისთჳს არა დასცხრა უკეთური იგი აღდგინებად მბრძოლთა ეკლესიასა ზედა ქრისტესსა, ვითარცა ესერა ჩუენზეცა აღადგინა მჴეცი იგი მძჳნვარე, სამწყსოთა ზედა ქრისტესთა, უშჯულოჲ ლიკინიოზ, დისიძე [244v] დიდისა კოსტანტინე მეფისა, ღმრთისმსახურისაჲ. რამეთუ ოდეს-იგი შემუსრა უფალმან უკეთური იგი ჰრომთა მეფე, მაქსენტი, წინაშე პირსა ღმრთისმსახურისა მეფისა კოსტანტინესა და დაუმტკიცა მეფობაჲ მონასა თჳსსა კოსტანტინეს, მაშინ ღმრთისმსახურმან მან მეფემან წარავლინა დისიძე თჳსი, ლიკინ(ი)ოზ, მეფედ კერძოთა აღმოსავალისათა ბრძოლად უღმრთოჲსა მის მეფისა მაქსიმინესსა, რომელი-იგი იყო მეფე აღმოსავალისაჲ, განდგომილი და მტერი ჭეშმარიტისა მეუფისა ქრისტესი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ. ხოლო მიიწია რაჲ ლიკინიოზ აღმოსავალად, იოტა და მძლე ექმნა მაქსიმინეს, რომელი-იგი, იძლია რაჲ და განიდევნა მძლავრებისაგან თჳსისა, იწყლა ზეგარდამოჲთა მახჳლითა და ყოველივე ბილწი იგი გუამი მისი საჭმელ მატლთა იქმნა. და ესრეთ ბოროტად აღმოჰჴდა ბილწი იგი სული მისი ტანჯვითა დიდითა, რამეთუ, ვიდრემდის არა აღიარა და ცნა, ვითარმედ ურჩულოთა საქმეთა მისთათჳს და ტანჯვისათჳს 3 ქრისტეანეთაჲსა მოიწია მის ზედა რისხვაჲ იგი, არა მოკუდა. ხოლო ოდეს ურიცხუთა მათ სალმობათაგან შეჭირვებულმან აღიარა მიზეზი დაქცევისა მისისაჲ, მაშინღა აღმოჰჴდა უბადრუკი იგი სული მისი. ხოლო ლიკინიოზ ძლევითა და დიდებითა მოვიდა ნიკომიდიად ქალაქად და მცირედჟამ დრო სცა ბრძოლასა ქრისტეანეთასა და მეყსეულად გამოაჩინა გესლი ბილწისა მის გულისა მისისაჲ, ვითარ ზაკუვით ეცრუა დიდსა კოსტანტინეს და უვარყო აღსაარებაჲ მხოლოჲსა მის და ჭეშმარიტისა ყოველთა ღმრთისაჲ და აღთქუმაჲ იგი, რომელ ექმნა [245r] ღმრთისმოყუარისა მეფისა კოსტანტინეს მიმართ, შეურაცხყო. რამეთუ ღირსსა მას მეფესა დიდნი ფიცნი მოეჴადნეს მისდა, რაჲთა მიუდრეკელად ეგოს ქრისტეანეთა 2 სარწმუნოებისაგან და რაჲთა იღუაწოს ძრიელად დამტკიცებად ქრისტეს აღსაარებისა. ხოლო ესე ყოველი დაივიწყა გულარძნილმან მან და დრკუმან და მიექცა კუალად ზორვასა კერპთასა, მსგავსად ურჩულოჲსა მის მაქსიმინესა. და წარავლინა ბრძანებაჲ ყოველთა ქალაქთა და სოფელთა ზორვად კერპთა მათ უსულოთა და მცბიერთა. ამან უღმრთომან ლიკინიოზ მოსწყჳდნა წმიდანი ორმეოცნი მჴედარნი ჴელითა ბილწთა მათ მთავართა თჳსთაჲთა, ლუსია და აღრიკო ლაოზისითა. ამან მოსწყჳდნა სამეოცდაათნი იგი სპაჲპეტნი და სამასნი იგი მჴედარნი მაკედონიას. ამან ურჩულომან მოკლა დიდი 2 ხელნაწერშია „ქრისტეანენეთა.“ 4 ბასილეოს ამასელ მთავარებისკოპოსი, კაცი მიმსგავსებული მოციქულთაჲ. ხოლო იხილა რაჲ ბილწმან მან, ვითარმედ სიმრავლე აურაცხელი იყო ქრისტეანეთაჲ და არა ერჩდეს ბრძანებასა მისსა, არამედ მისცემდეს თავთა თჳსთა სიკუდილად სახელისათჳს ქრისტესისა, განიზრახა უფროჲსღა წარჩინებულთა ერისმთავართა და ჴელმწიფეთა იძულებად ზორვად კერპთა, რაჲთა მათითა მით მიქცევითა ერნი და სპანიცა მიაქცინეს. ხოლო იყო მას ჟამსა წარჩინებული უმეტეს ყოველთა მთავართა, დიდებული და სანატრელი თეოდორე სტრატილატი, რომელ არს მჴედართა მფლობელი, შუენიერი ხილვითა და სავსე სიბრძნითა და სიტყჳთა გონიერად მეტყუელი. ამისთჳსცა „წყარო სიბრძნისა“ ეწოდებოდა მას. ჭაბუკ იყო ჰასაკითა და მოხუცებულ საღმრთოჲთა მოქალაქობითა, რომელმან-იგი [245v] ვეშაპი საშინელი მოკლა ევხაინას, რამეთუ მუნ მკჳდრ იყო ბოროტი იგი, მჴეცი ვეშაპი, და ვერვის ეძლო წინააღდგომად მისა, ანუ სლვად გზასა მას. რამეთუ ოდეს გამოვიდის ბუდით თჳსით, იძრვინ ქუეყანაჲ იგი სლვასა მისსა. და გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ შეემთხჳის, შთაინთქის მის მიერ. ესე რაჲ ესმა ახოვანსა მას მჴედარსა ქრისტესსა, თეოდორეს, არა ქმნა ამბოხებაჲ მჴედრობასა შორის თჳსსა, არცა ვის აუწყა, არამედ მხოლოჲ წარვიდა სიბრძნითა და ახოვნებითა თჳსითა. თანა ჰყვა პატიოსანი ჯუარი ქრისტესი და საჭურველი მჴედრობისა თჳსისაჲ. და იტყოდა: „წარვიდე სახელითა ქრისტესითა და 5 განვათავისუფლო მამული იგი, სოფელი ჩემი, ბოროტისა მის მჴეცისაგან.“ ხოლო მიიწია რაჲ ადგილსა მას, ჩრდილოჲთ კერძო ევხაინისა, პოვა მწუანვილი თივისაჲ. დააბა ცხენი თჳსი და თავადი მიწვა და დაიძინა, რამეთუ არა უწყოდა, თუ მას ადგილსა მკჳდრ არს ვეშაპი იგი. ხოლო დედაკაცმან ვინმე, მსახურმან ქრისტესმან, სახელით ევსევია, რომელ გამოითარგმანების „კეთილად მორწმუნე“, იხილა წმიდაჲ თეოდორე მძინარე. მივიდა შიშით და უპყრა ჴელსა მისსა და განაღჳძა და ჰრქუა: „აღდეგ, ძმაო, და წარვედ სწრაფით ადგილისა ამისგან, რამეთუ უმეცარ ხარ, რაბამი შიში არს ადგილსა ამას. წარვედ ამიერ, გევედრები!“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „რაჲ არს შიში ამის ადგილისაჲ, დედაო?“ ჰრქუა მას მჴევალმან მან ღმრთისამან: „შვილო, ვერვინ იკადრებს მოახლებად ადგილსა [246r] ამას, რამეთუ ვეშაპი ბოროტი მკჳდრ არს აქა. და ოდეს გამოვიდეს გინათუ კაცი, გინათუ პირუტყჳ, პოოს, შთანსთქამს.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა დედაკაცსა მას: „წარვედ, დედაო, შორს ამიერ და ილოცევდი ჩემთჳს ღმრთისა მიმართ და იხილო დიდებაჲ მისი.“ ხოლო დედაკაცი იგი განეშორა მიერ და დავარდა პირსა ზედა და ცრემლით იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შემწე ეყავ მონასა მას შენსა!“ მაშინ წმიდამან თეოდორე გამოსახა პირსა ზედა თჳსსა სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ და აღიპყრნა ზეცად ჴელნი თჳსნი და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, თანაარსო და თანადაუსაბამოო მამისაო, 6 მოვედ შეწევნად ჩემდა და მომმადლე თხოვაჲ ჩემი, რომელი შემწე მეყავ მარადის ბრძოლათა შინა და მომეც ძლევაჲ მტერთა ზედა. აწცა შენვე ხარ შემწე ჩემი, ქრისტე ღმერთო, მომეც მე ძალი ძლევად ეშმაკისა და მჴეცისა ამის ბოროტისა.“ და შემდგომად ლოცვისა მოექცა და ჰრქუა ვეშაპსა მას: „სახელითა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესითა, რომელი გარდამოჴდა ზეცით და განკაცნა ცხორებისათჳს ჩუენისა და ჯუარცუმაჲ და სიკუდილი თავსიდვა, შენ გეტყჳ და გიბრძანებ, ვეშაპო ბოროტო, გამოვედ ადგილით შენით და მოვედ ჩემდა!“ მაშინ ესმა ვეშაპსა მას და გამოვიდა და მოჰმართა წმიდასა თეოდორეს, ხოლო სლვასა მისსა ლოდნი მის ადგილისანი შეიმუსრვოდეს და ხენი ირყეოდეს. ხოლო წმიდამან თეოდორე, იხილა რაჲ ვეშაპი იგი მომავალი, გამოსახა სასწაული ჯუარისაჲ პირსა თჳსსა და ცხენსა ზედა თჳსსა და [246v]აღმჴედრდა და მიჰმართა ვეშაპსა მას ახოვნად და სცა ჰორლითა თავსა მისსა. და მეყსეულად შეიღულარჭნა იგი სასტიკად და დაეცა მკუდარი. ხოლო ნეტარმან თეოდორე აღიხილნა ზეცად და თქუა: „გმადლობ, შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ისმინე ვედრებაჲ ჩემი და განმაძრიელე მე, მონაჲ შენი, ძლევად ბოროტისა ამის მჴეცისა. ეგრეთვე, უფალო, განმაძრიელე ძლევად უხილავისა მის ვეშაპისა და აღსრულებად სრბაჲ ჩემი წამებითა.“ 7 ესე თქუა და წარემართა გზასა თჳსსა სიხარულით და მივიდა მჴედრობისა თჳსისა. და წარემართა მისლვად არაკლიად პონტოჲსა, რამეთუ მუნ იყო სამთავროჲ მისი. განითქუა სასწაული იგი ყოველსა მას ქუეყანასა და, რომელთაცა ესმა, ჰრწმენა ქრისტე და იტყოდეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ!“ და მრავალმან ერმან ნათელიღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. ესმა ჰამბავი წმიდისა თეოდორესი ლიკინიოზ მეფესაცა და საქმენი ახოვნებისა მისისანი ეუწყნეს მას. და მიავლინნა მისა მოციქულნი და მიუწერა მისლვად მის წინაშე ნიკომიდიად ქალაქად. ხოლო წმიდამან თეოდორე, წარიკითხა რაჲ ებისტოლე იგი, შეიწყნარნა მოციქულნი მეფისანი პატივით და სამ დღე კეთილად იღუაწნა იგინი. ხოლო მისლვაჲ მეფისა არა სათნო იყო ესე ამისთჳს, რაჲთა თჳსი მამული ქუეყანაჲ შეამკოს წამებითა თჳსითა. ამისთჳს მიუწერა მეფ(ე)სა ებისტოლე ესევითარი: „ლიკინიოზ, ძლევით შემოსილსა მეფესა თეოდორე სტრატილატი გახარებ. ბრძანა მპყრობელობამან შენმან მოსლვაჲ ჩემი ნიკომიდიად, წინაშე მეფობისა შენისა, განზრახვად [247r] საქმეთათჳს საიდუმლოთა მეფობისა შენისათა. და არს ესე ნანდჳლვე შემსგავსებულ სამეუფოჲსა სიბრძნისა წოდებაჲ მონათა შენთაჲ შენ წინაშე. ვარ უკუე მეცა დიდად წადიერ თაყუანისცემად მეფობისა შენისა, არამედ ვიკადრებ მოჴსენებასა, ვითარმედ ჟამსა ამას არა ჯერარს ჩემი ამიერ ქუეყანით წარმოსლვაჲ მრავალფერთა საქმეთათჳს, რომელთა წიგნითა ვერ გაუწყებ. აწ უკუე ჰნებავ(ს) თუ მეფობასა შენსა მონისა ამის შენისა განზრახვისა სმენად, ინებენ 8 მოსლვაჲ ქალაქსა ამას და შემკობად ქუეყანაჲ ესე მოსლვითა დიდებისა შენისაჲთა, რამეთუ არიან აქა მრავალნი საქმენი, რომელთა უჴმს მოსლვაჲ შარავანდობისა შენისაჲ, რაჲთა იხილო და კეთილად განაგო თითოეული, მეფეო დიდებულო.“ ესე ებისტოლე მისცა მოციქულთა მათ და წარავლინნა. ხოლო ლიკინიოზ, წარიკითხა რაჲ ებისტოლე ღირსისა თეოდორესი, არა ურჩ ექმნა თხოვასა მისსა, რამეთუ დიდად პატივს ცემდა მას და სწადოდა ხილვაჲ მისიცა და ქალაქისა მის არაკლიისა. მაშინ შეიკრიბა მჴედრები და წარემართა არაკლიად. ხოლო მოწამე ქრისტესი, თეოდორე, ქრისტეანეთა მშობელთა შვილი იყო და სიყრმითგანვე ღმრთისმსახურებასა შინა აღზრდილი. და სწადოდა მარადის გჳრგჳნსა მას წამებისასა მიმთხუევად, არამედ არა ენება თავით თჳსით ჴელყოფად ღუაწლსა მას, უკუეთუ არა გულსავსე იქმნას, ვითარმედ არს ამას ზედა ნებაჲ ღმრთისაჲ თანაშემწედ მისა. ამისთჳს ყოვლადვე ევედრებინ ღმერთსა განმარჯუებად მისდა. ხოლო შემდგომად მიწერისა ებისტოლისა მის მეფისა მიმართ, ღამესა ერთსა ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა მჴურვალითა, რაჲთა აღუს[247v]რულოს წადიერებაჲ მისი, რომელი აქუნდა წამებისათჳს. და შემდგომად ფრიადისა ლოცვისა და ვედრებისა მცირედ მიერულა. და იხილა, ვითარმედ სართული სახლისაჲ მის ორად განიყო და ნათელი დიდი ზეცით მოეფინა და განანათლა ყოვლითურთ სახლი იგი. და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას: „მჴნე იყავ, თეოდორე, რამეთუ 9 მე შენ თანა ვარ, ღმერთი შენი და მეუფე, რომელი გრწამ სიყრმით შენითგან.“ ესე ჴმაჲ ესმა რაჲ, სავსე შიშითა და სიხარულითა, აღდგა და კუალად ილოცვიდა და ჰმადლობდა უფალსა ვიდრე განთიადმდე. ხოლო ეუწყა რაჲ, ვითარმედ მოახლებულ არს მეფე ლიკინიოზ, შევიდა საუნჯედ თჳსად და განიპყრნა ჴელნი ზეცად და თქუა: „ღმერთო და მეუფეო 3 ცისა და ქუეყანისაო, 4 შესავედრებელო ტკბილო მოსავთა შენთაო, მოხედენ სიმდაბლესა ზედა ჩემსა თუალითა მოწყალითა და ნუ დამიტეობ მე, არამედ განმაძრიელე წინააღდგომად გულისწყრომასა და რისხვასა მეფისა მის მოკუდავისასა, მეფისა დრკუჲსა და უკეთურისასა, რომელმან არა ინება მსახურებაჲ შენი, ყოველთა ღმრთისაჲ და მეუფისაჲ. ჰე, გევედრები, ჩუენ თანა იყავ, რომელთა გიცით შენ და აღგიარებთ დამბადებელად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. აღმოეცენენ ჩემ შორის წყალი იგი სამარადისოჲ მადლისა შენისაჲ და მომეც სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა და გონებაჲ კეთილად დამყარებული სარწმუნოებასა ზედა შენსა, ლოდო საკიდურო, დამიცევ, მეუფეო, აღსაარებასა შინა შენსა ვიდრე აღსასრულადმდე. და ან[248r]გელოზმან ნათლისამან შეიწყნარენ სული ჩემი და მოიყვანენ შენ წინაშე განწმედილი ყოვლისაგან ბიწისა სისხლითა მით წამებისაჲთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი და შენდა 3 ხელნაწერშია „მეუუფეო.“ 4 ხელნაწერშია „ქუეყანისსაო.“ 10 შევსწირავ დიდებასა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ ესრეთ ილოცა და შეჰვედრა თავი თჳსი უფალსა. მერმე შეიმოსა სამოსელი წმიდაჲ და შუენიერი, აღმჴედრდა ცხენსა თჳსსა და განვიდა ერითურთ თჳსით მიგებებად მეფისა. და ვითარ-იგი შეემთხჳა, მოიკითხა მეფემან სიყუარულითა დიდითა და პატივითა ფრიადითა. ხოლო ყოველსა მას ერსა და თჳთ მეფესაცა უკჳრდა სიკეთე იგი და ჰაეროვნებაჲ წმიდისა თეოდორესი, რამეთუ იყო პირი მისი ბრწყინვალე და სავსე მადლითა ღმრთისაჲთა და ჰასაკი მისი – შუენიერ და სიტყუაჲ მისი – ტ(კ)ბილ და საწადელ. ხოლო შევიდა რაჲ მეფე ქალაქად წმიდისა თეოდორეს თანა, განუმზადეს მას დალიჭი შორის ქალაქსა და დაჯდა მას ზედა და იწყო სიტყუად ერისა მის მიმართ მოქალაქისა და ეტყოდა: „კეთილ არს ყოვლით კერძო ქალაქი ესე, კაცნო, ქალაქი რჩეული და სახელოვანი, და ერი კეთილი მსახური ღმერთთაჲ და მორჩილი მეფეთაჲ, არამედ უმეტესად შემკობილ ხართ, მჳვდრნო ამის ქალაქისანო, რომელ შუენიერი ესე და ახოვანი და ბრძენი თეოდორე მთავრობს თქუენ ზედა, რომლისა ჰამბავიცა საკჳრველი მოვიდოდა სასმენელთა ჩუენთა. ხოლო უმეტეს ჰამბვისა ვიხილე საქმე მისი.“ ესევითარითა ქებითა პატივს ცემდა ნეტარსა მას და მოწლედ [248v] ამბორსუყოფდა. მერმე ჰრქუა: „მოვედ, საყუარელო, ზოგად შევწიროთ შესაწირავი ღმერთთაჲ და მერმე ვიღუაწოთ საქმენი ერისანი.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ჯეროვნად ჰბრძანე, მეფეო, 11 არამედ ერთი ხოლო მაქუს სავედრებელი შენ წინაშე.“ ჰრქუა მას მეფემან: „ყოველი, რაჲცა ითხოო მეფობისაგან ჩემისა, უშურველად მოგეცეს.“ წმიდამან თეოდორე თქუა: „მიბრძანე პირველად თჳსაგან ლოცვად ღმერთთა წინაშე და მერმეღა – ზოგად შენ თანა.“ ჰრქუა მას მეფემან: „და რაჲ დაყენებაჲ არს ორთაჲვე ზოგად ვედრებაჲ?“ მიუგო წმიდამან თეოდორე და თქუა: „პირველად მწადის, რაჲთა სახედ ჩემდა შევიყვანნე ღმერთნი და ჯერისაებრ პატივ (ვ)სცე და მსხუერპლები შევწირო და, ვითარცა მწადის, ვევედრო და მერმეღა შენ წინაშე ვყო ესე ზოგად ყოვლისა ერისა.“ მაშინ ლიკინიოზ გამოიყვანნა ღმერთნი მისნი, ოქროჲთა და ვეცხლითა ქმნულნი, და მისცნა წმიდასა თეოდორეს და ჰრქუა: „ყავ, ვითარცა გწადის, და ჩემთჳსცა ევედრე!“ მიიხუნა დიდმან თეოდორე მცბიერნი იგი და საბასრობელნი კერპნი და წარვიდა სახედ თჳსად. და შემუსრნა იგინი წრჳლ-წრჳლად და განუყო გლახაკთა და უჴმარნი იგი კეთილად განიჴმრნა. ხოლო შემდგომად ორისა დღისა მოუწოდა მეფემან წმიდასა თეოდორეს და ჰრქუა: „მოიყვანენ ღმერთნი, საყუარელო თეოდორე, რაჲთა ჩუენ თანა და ყოვლისა ერისა თანა შესწირო შესაწირავი.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „უკუეთუ ნანდჳლვე ღმერთნი არიან, თავით თჳსით მოვიდენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „არა თავთა თჳსთა მსახურებად [249r] უჴმს მათ, არამედ ჩუენ მიერ, რამეთუ ღმერთნი არიან.“ მიუგო წმიდამან თეოდორე: „არცა თავით თჳსით იქმან 12 რას, არცა სხუათა მიერ მსახურებასა აგრძნობენ.“ ჰრქუა მას მეფემან: „ამათ ესევითართა საქმეთა გამოძიებაჲ ჩუენ არა გჳღირს, თეოდორე, რამეთუ მიუწთომელ არიან ჩუენ მიერ, გარნა ესე ხოლო გჳჴმს ქმნად: მსახურებად ღმერთთა და მსხუერპლთა და შესაწირავთა შეწირვად წესისაებრ და ჩუეულებისა.“ ხოლო წმიდამან თეოდორე ნელიად განიღიმა და დუმილით დადგა. ჰრქუა მას ლიკინიოზ: „რასა ჰყოვნი და სდროებ, თეოდორე?“ ხოლო მან არაჲ მიუგო. მაშინ მეფე მიექცა მუნ მდგომარეთა და ჰრქუა: „რაჲ შეემთხჳა, რად დადუმნა?“ განკჳრდეს ყოველნი საქმესა მას ზედა და განიცდიდეს წმიდა(სა) მას. მაშინ მაქსენტი ვინმე სახელით, პატივით ასისთავი, წარდგა წინაშე მეფისა და თქუა: „მეფეო, რაჲ-იგი მიხილავს, ვერ დაგიფარავ, რამეთუ დიდი ძჳრი შეამთხჳა ღმერთთა ამან კაცმან.“ ჰრქუა მას მეფემან: „მითხარ ყოველივე ჭეშმარიტებით.“ ასისთავმან თქუა: „ესე კაცი, ჵ, მეფეო, არცა შენი ერთგული არს, არცა ღმერთთაჲ, რამეთუ ვიხილე მე გუშინ თავი დიდისა არტემაჲსი, შემუსრვილი და დაჭრილი და უბანთა ზედა სასყიდლად მდებარე. და ესე არს მოქმედი ამის საქმისაჲ.“ ესმა რაჲ ესე ლიკინიოზს, აღივსო რისხვითა და მწუხარებითა და მიხედნა წმიდასა თეოდორეს მკსინვარითა თუალითა და ჰრქუა: „რაჲ არს ესე, რომელ მესმის? სადა არიან ღმერთნი, რომელნი გარწმუნენ შენ? შესწირეა მათდა შესაწირავები, ვითარცა აღმითქჳ?“ 13 მაშინ წმიდამან თეოდორე გამოაჩინა ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ არღარა არს ჟამი დაფარვისაჲ, არცა სანთლისა ჴჳმირსა [249v] ქუეშე დადებისაჲ, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა გამობრწყინდეს ნათელი მართლაღსაარებისა მისისაჲ. მიუგო ლიკინიოზს და ჰრქუა: „ნუ იყოფინ, ძალმან ჭეშმარიტებისამან! არცა მიზორავს კერპთა შენთა და არცა უზორო, არამედ ძრიელად შევჰნერწყუე ბილწთა მათ პირთა მათთა და ცუდნი იგი და უჴმარნი საჴმარ ვყვენ, რამეთუ დავაწრჳლენ იგინი და გლახაკთა განუყავ. აწ უკუე, რაჲცა გნებავს, იქმოდე, რამეთუ მე პირველითგან უწყოდე უძრულებაჲ და ამაოებაჲ მათი და ვსწყალობდ უგუნურებასა მათსა, რომელნი ჰმსახურებენ მათ. და უმეტეს ყოველთა შენ გწყალობ, მეფეო, რამეთუ წინამძღუარი ხარ ბოროტისა ამის საცთურისაჲ. აწ უკუე თავსიდევ სიტყუაჲ ჩემი და ისმინე კეთილი ესე განზრახვაჲ ჩემი, რამეთუ ამის ჯერისა მოჴსენებად გიწოდე აქა. ნუღარა სცთები, ნუცა ჰმსახურებ ეშმაკთა, არამედ იცან ჭეშმარიტი იგი და სახიერი ღმერთი, ვითარცა იცნა დიდმან კოსტანტინე. გულისჴმაყავ მეუფე იგი ყოველთაჲ და დამბადებელი, რომლისა მიერ ცხოელ ხარ, რომლისა მიერ ჰმეფობ განგებითა მიუწთომელითა. ხოლო შენ ჭეშმარიტი იგი ღმერთი შეურაცხგიყოფიეს და კერპთა უსულოთა 5 მონებად არა გრცხუენის, რომელთა-იგი არცათუ თავთა თჳსთა ჴელეწიფების შეწევნად, არათუმცა მსახურთა მათთა, არცა მაგინებელთა და 5 ხელნაწერშია „უუსულოთა.“ 14 შეურაცხისმყოფელთა მათთა ძალუც ვნებად, ვითარცა ესერა მე, რომელმან შეურაცხვყვენ და შევჰნერწყუე და შევმუსრენ იგინი. აწ შემძ [250r] ლებელ თუ არიან, მტანჯონ მე, მაგინებელი და შემმუსრველი მათი.“ ხოლო ვიდრეღა-იგი ენება წმიდასა თეოდორეს სიტყუათა მათ განგრძობაჲ, მოუწყჳდა მეფემან სიტყუაჲ მისი და იწყო რისხვით და გულისწყრომით სიტყუად და თქუა: „ჵ, უგუნურებაჲ ჩემი, ჵ, ცთომილებაჲ, რაბამისა პატივისა ჩემისა წილ რაბამი შეურაცხებაჲ მომაგო ბოროტმან ამან. არა ხოლოთუ მე, არამედ ღმერთნიცა განკიცხნა, არამედ მე ვიძიო შური ჩემისაცა ორგულებისაჲ და ღმერთთა შეურაცხებისაჲ.“ და მეყსეულად ჰრქუა მტარვალთა: „განძუარცეთ განდგომილი ეგე და განაშიშულეთ პატივისაგან ერისმთავრობისა მისისა და შოლტებითა მწარედ გუემეთ და სახუეტელებითა ხუეტენით ჴორცნი მისნი. ნუმცა გიჩუენებიეს ყოვლადვე წყალობაჲ და კუერებითა ბრპენისაჲთა შემუსრეთ ქედი მისი!“ მაშინ განძუარცეს ნეტარი იგი და განართხეს კაცთა ძრიელთა და ჰგუემდეს უწყალოდ. ხოლო ურჩულოჲ იგი ბორგდა გულისწყრომისაგან და უზახებდა მტარვალთა, რაჲთა ძრიელად სცემდენ. მაშინ ჴორცნი მის ახოვნისანი დაიბძარვოდეს, ასონი დაიჭრებოდეს, გუერდნი იხუეტებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს, ნაწევარნი ქედისანი შეიმუსრვოდეს კუერებითა ბრპენისაჲთა. არა იყო ლხინებაჲ, არცა წყალობაჲ. ხოლო ქველი იგი დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, დაფუძნებული კლდესა 15 ზედა სარწმუნოებისასა. ჰმადლობდა უფალსა და უგალობდა ანგელოზებრ. ხოლო მოუძრულდეს რაჲ მგუემელნი და დაშურეს მტარვალნი და საგონებელ იყო აღმოსლვად სული ნეტარისაჲ მის, ძლით დამდოვრდა გულისწყრომაჲ [250v] ლიკინ[ი]ოზისი და ბრძანა დაცხრომაჲ მტანჯველთაჲ. ხოლო მოიქცა რაჲ თავად თჳსად ქრისტეს მოწამე და ცხოველ იყო მადლითა ღმრთისაჲთა, კუალად შეუჴდა რისხვაჲ გულსა მძლავრისასა და ჴმაყო: „ცოცხალღა არსა? წუთღა სული უთქს მტერსა ღმერთთასა, იხუეტებოდენ კუალადცა, ლამპრებითა დაიწუებოდინ წყლულნი იგი ასონი მისნი.“ ესე თქუა და მეყსეულად ზოგნი ხუეტდეს ასოთა მისთა და ზოგნი სწუვიდეს ლამპრებითა. ხოლო მოწამე იგი ცუარითა სულისა წმიდისაჲთა უხილავად შეიცურვოდა. კუალადცა მძლავრი იგი ჰბასრვიდა მჴნესა მას და იტყოდა: „ქვები, მახჳლები განფინეთ და მათ ზედა ითრევდით მას, რაჲთა უმეტესად იხარებდეს, რამეთუ ვხედავ, ვითარმედ მოხარულად თავსიდებს ყოველსავე.“ და ეტყოდა მოწამესა მას ქრისტესსა: „უწყი, თეოდორე, ვითარმედ დიდად გელმის შენ, დაღაცათუ იჩემებ ულმობელობასა, რაჲთა მიაჩემო ესე ძალსა ღმრთისა შენისასა, საოცრად 6 უგუნურთა, გარნა სიმახჳლემანცა ამან ქვათამან ამხილოს ღონისძიებასა შენსა.“ 6 ხელნაწერშია „საუცრად.“ 16 ამას იტყოდა ლიკინიოზ, ბოროტი იგი და ურჩულოჲ და განშორებული ღმრთისაგან. ხოლო მოწამე ქრისტესი, შემოსილი ძალითა ზეგარდამოჲთა, უძლეველ იყო. და თრევასა მას შინა და დაბძარვასა ჴორც(თ)ასა არცა სიტყუაჲ თქუა, არცა კუნესოდა, არცა სულითქუმიდა, ვიდრემდის ბრძანა ლიკინიოზ ლხინებაჲ მისი რეცა წყალობით და ჰრქუა მას: „ჰგიევე, თეოდორე, პირველსა მას განდგომილებასა, ანუ, მოიქცა გონებაჲ შენი უმჯობესისა?“ მიუგო მოწამემან და ჰრქუა მას: „და ჰგონება შერყევად ჩემდა საფუძველისა [251r]გან ქრისტეს სარწმუნოებისა? ჵ, უგუნურებაჲ შენი, მძლავრო, ანუ რაჲ მავნე მე ტანჯვითა ამით და წყლულებითა? უფროჲსღა განმამტკიცე და განმაძრიელე.“ ხოლო ერთმან ვინმე, წინაშე მდგომელმან მეფისამან, ჰრქუა წმიდასა მას: „დაუტევე, თეოდორე, ფრიადი ეგე თავჴედობაჲ და ნუ ესრეთ ეტყჳ მეფესა.“ მიუგო წმიდამან თეოდორე და ჰრქუა მას: „ვიდრემდის სული ჩემი ჩემ თანა იყოს, არა რომელი კაცობრივი შიში შემძლებელ არს ჩემდა დაყენებად სიტყუათაგან ჭეშმარიტებისათა, რომელი-ესე თაყუანისმცემელი ვარ ჭეშმარიტისა ღმრთისაჲ.“ მეფემან თქუა: „უგუნურება არს და სიცოფე კეთილისა რაჲსმე მოლოდებაჲ უკეთურისა ამისგან. აწ უკუე წარიყვანეთ ეგე და შეაყენეთ დილეგსა!“ აღიქუეს ახოვანი იგი, ქრისტეს მჴედარი, და წარიყვანეს საპყრობილედ. და მდებარე იყო წმიდაჲ იგი დილეგსა შინა და ევედრებოდა ღმერთსა მტანჯველთა 17 მისთათჳს, რაჲთა ყოს ღმერთმან მათ ზედა წყალობაჲ და წუეთი ღმრთისმეცნიერებისაჲ აწუთიოს გულთა მათთა. ხოლო ლიკინიოზ არცა საპყრობილესა შინა სცა მას განსუენებაჲ, არამედ უბრძანა ვიეთმე მისლვად მისა და სიტყჳთა ლიქნისაჲთა და ყოვლითავე ღონისძიებითა ხარკებად, რაჲთა შეარყიონ აღსაარებისაგან ქრისტესა. არამედ ნეტარი გრძელთა მათ და ამაოთა ზრახვათა მათთა მიმართ სიტყუასა დავითისსა აღასრულებდა: „იყო, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა არა არს სიტყუაჲ პირსა მისსა.“ ხოლო წარჴდეს რაჲ ხუთნი დღენი და ეუწყა ლიკინიოზს, ვითარმედ შეურყეველ არს თეოდორე ქრისტეს სარწმუნოებისაგან, ბრძანა აღმართებაჲ ჯუარისაჲ ადგილსა მას [251v], რომელსა ეწოდებოდა „ბასილიკე“, და დამსჭუალვაჲ ნეტარისაჲ მის მას ზედა განპყრობითა ჴელთაჲთა და ძრიელად განრთხმითა. და ესეცა განაჩინა უღმრთომან მან, რაჲთა მოისარნი დადგენ პირისპირ მისა და ჰგუემდენ ისრითა. „და სხუაჲცა, თუ ვინ მოიგონოსო ტანჯვაჲ მწარე და ტანჯოს, იგი იყოს მეგობარ ჩემდა. და ნუღარამცა ხილულ არს იგი ცხოველი თუალთა ჩემთა, რამეთუ საწერტელ არს გულისა ჩემისა ხილვაჲ მისი. “ ესევითარი რაჲ განჩინებაჲ გამოჴდა ურჩულოჲსა მის მეფისაგან, გამოიყვანეს მოწამე ქრისტესი საპყრობილით და მიჰყვანდა განწესებულსა მას ადგილსა ცემით და გუემით და ძჳრ-ძჳრად ტანჯვითა. ხოლო მიიწინეს რაჲ ადგილსა მას, აღჰმართეს ჯუარი და მოწამე იგი, ახოვანი, განართხეს მას ზედა და 18 დამსჭუალეს გუამითა შიშულითა და იწყეს ისრითა გუემად მისა, ვიდრეღა ყოველივე გუამი მისი აღავსეს ისრითა. იხილეთ გარდამატებული უწყალოებაჲ, რამეთუ ისრები იგი ისრის პირებითურთ აღმოსწუადიან ჴორცთაგან წმიდისა მის და ორგზის და სამგზის კუალად შემშჭუალიან. არცა ესე კმა ეყო შვილთა მათ ბნელისათა, მოქმედთა ურჩულოებისათა, არამედ ჯერიყო მათდა ახლისაცა რაჲმე სატანჯველისა მოპოვნებაჲ, ბრძანებისაებრ ლიკინიოზისა, რამეთუ მოაგონა მათ პირველითგან კაცისმკლველმან და მტერმან ნათესავისა კაცთაჲსამან სატანჯველი ბოროტი, სატანჯველი სასმენელადცა სასტიკი. და იხილეთ, რაჲ-იგი ყვეს მეგობართა და მსახურთა და მოწაფეთა ეშმაკისათა. [252r],მოსძარცუეს საბლარდნელი იგი, რომელი იყო წელთა ზედა მოწამისათა და სამსჭუალი რკინისაჲ, მახჳლი, ფრიად შემსჭუალეს დაფარულსა მას ასოსა მისსა. ჵ, ჴელნი იგი ბილწნი! ჵ, სულნი იგი ცხარნი და უწყალონი, რამეთუ არაერთგზის ხოლო შემსჭუალეს, არამედ მრავალგზის შემსჭუალიან და კუალად აღმოსწუადიან და კუალად შემსჭუალიან ნაპრალსა მას ჴორცთასა და ესე მრავალგზის. და არა შეიკდიმეს, არა შეიწყალეს, არა ჰრიდეს ესევითარი ტანჯვაჲ ნეტარისაჲ მის ამის სატანჯველისა. გარდამატებულითა ტკივილითა ფრიად ელმოდა წმიდასა მას მოწამესა, უმეტესად ყოველთა მათ, მის ზედა მოსრულთა ტანჯვათასა. 19 ამისთჳს ღაღატყო ძრიელად: „იესუ ქრისტე, შემწე მეყავ. ჰხედავ, ვითარ-ესე ვიტანჯები და ვითარ ღუაწლთა ფიცხელთა მოუცავ და შეაიწრებენ სულსა ჩემსა? გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, ჭირთა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვღაღატვყავ, სახარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა მოუცავ მე და მეყავნ მე ლხინება და განსუენება გამოჩინებითა მადლისა და ძრიელებისა შენისაჲთა. ოდესმე მოვიდე და გეჩუენო პირსა შენსა, ღმერთო ჩემო.“ ესრეთ ილოცა რაჲ ყოვლადქებულმან მან, დადუმდა და გონებითა ევედრებოდა უფალსა. ხოლო უღმრთონი იგი ჰბასრობდეს. და რაჟამს იგი ფრიად ტანჯეს [252v]და ძჳრ-ძჳრად გუემეს, დადუმებასა მას მისსა ჰგონებდეს, თუ მოკუდა. დაუტევეს იგი ჯუარსა შემსჭუალული და ისრებითა განგურემული და წარვიდეს, რამეთუ მწუხრი იყო. მაშინ მოვიდა მის ზედა ძალი საღმრთოჲ და ჴმაჲ ისმა, სავსე სიხარულითა, რომელი იტყოდა: „გიხაროდენ, ახოვანო მჴედარო ქრისტესო, ადიდე ასოთა შენთა ღუაწლითა შენთჳს ჯუარცუმული იგი მეუფე. სრბაჲ აღგისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს და აწ დამარხულ არს შენდა გჳრგჳნი იგი სიმართლისაჲ და საუკუნოჲ სიხარული და ცხორებაჲ წარუვალი განმზადებულ არს შენდა.“ ესე ჴმაჲ ესმა რაჲ წმიდასა მას მოწამესა, მეყსეულად მოისპო მისგან ყოველი სალმობაჲ და ყოველი ტკივილი 20 და აღიჴოცა გუამისა მისისაგან ყოველი წყლულებაჲ და იქმნა სრულიად მრთელ და უვნებელ. და არღარა იპოებოდა 7 ბრძჳლი წყლულებისაჲ ასოთა შინა მისთა. და განიჴსნა დამსჭუალვისა მისგან ჯუარისა და დადგა ქუეყანასა ზედა ფლობილად და სავსე სიხარულითა და მხიარულებითა საღმრთოჲთა უგალობდა ღმერთსა და იტყოდა: „აგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე, რამეთუ მწუხრი იყო ჩემ ზედა ტირილი და ცისკარსა სიხარული. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და სიმდიდრისა მისისა არა არს დასასრულ.“ ხოლო განთიად აღდგა ლიკინიოზ ცხედრით თჳსით და წარავლინნა ორნი ასისთავნი, სახელით ანტიოხოზ და პატრიკ, და ჰრქუა მათ: „წარვედით, გარდამოჴსენით გუამი მაცთუ[253r]რისა თეოდორესი და თრევით მოიღეთ აქა, რაჲთა შთავდვათ კიდობანსა ბრპენისასა და შთავაგდოთ გულსა ზღჳსასა, რაჲთა ვერ პოონ უგუნურთა ქრისტეანეთა.“ ამას იტყოდა ამაოჲ იგი, რამეთუ ჰგონებდა, თუ ადრევე მომკუდარ არს თეოდორე და ვითარმცა მოიგონა ცოცხალყოფაჲ მისი, რომელი-იგი ყოვლით კერძო წყლული და დაგურემული ისართაგან და ყოვლითა სატანჯველითა დაბძარული დაეტევა. წარვიდეს რაჲ ასისთავნი იგი და მიეახლნეს ადგილსა მას, ძელსა მას ხედვიდეს და წმიდაჲ იგი გუამი მოწამისაჲ არასადა ჩნდა. ჰრქუა ანტიოხოზ პატრიკსა: 7 ხელნაწერშია „იპოებოებოდა.“ 21 „ნუუკუე, ვითარცა იტყჳან ქრისტეანენი, ვითარმედ ჯუარცუმული ქრისტე აღდგა მკუდრეთით, ესეცა სადმე მსახური თჳსი აღადგინა მან, რამეთუ მე ვიხილე გუშინ თეოდორე – ძელსა ამას დამსჭუალული და ისრითა მრავლითა დაგურემული და მკუდრად შერაცხილი, რომლისა თანა არღარაჲ იყო ცოცხლებისა სასწაული. და აწ სადა არს გუამი მისი, ანუ თუ წარიპარეს იგი ვიეთმე?“ ხოლო იგინი რაჲ ამას იტყოდეს, აჰა ესერა, იხილეს წმიდაჲ თეოდორე, მდგომარე ლოცვასა შინა. და მოიქცა მათდა პირითა მხიარულითა და ჰრქუა მათ: „შვილნო ჩემნო, მე ვარ თეოდორე, რომელი მკუდრად გეგონა. ღმერთი შურისმეძიებელი, უფალი ღმერთი შურისმეძიებელი განცხადნა და უაღრეს ბუნებისა აღმადგინა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა და მკუდართა თანა შერაცხილი განმაცხოელა ცხორებისათჳს თქუენისა. აწ უკუე გრწმენეს თუ იგი, უმეტესი ამისა იხილოთ.“ ამას იტყოდა რაჲ ნეტარი თეოდორე, იგინი განცჳბრებულ იყვნეს და იჭუეულ, უკუეთუ ნანდჳლვე თეოდორე არს იგი, სტრატილატი. [253v]ხოლო წმიდამან მან მოწამემან დასწერა მათ სასწაული ჯუარისაჲ და აღივსნეს მადლითა და განეხუნეს თუალნი გულთა მათთანი და ღაღატყვეს ჴმითა მაღლითა: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ!“ და მეყსეულად შეუვრდეს ფერჴთა მოწამისათა და ევედრებოდეს, რაჲთა მის მიერ იცნან ქრისტე და არღარა მიაქციონ მონებად საცთურისა, არამედ მსახურებდენ მხოლოსა მას და ჭეშმარიტსა ღმერთსა. 22 იხილა რაჲ წმიდამან თეოდორე შეუ(ო)რგულებელი გულსმოდგინებაჲ და სარწმუნოებაჲ მათი, შეიტკბნა და ამბორსუყო მათ და ჰრქუა მხიარულითა პირითა: „გრწმენინ ჩემი, ძმანო, თქუენისა ცხორებისა და მოქცევისათჳს იქმნა სასწაული ესე ჩემ ზედა, რაჲთა გულისჴმაჰყოთ და სთქუათ: „ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მის მაღლისაჲ.“ იგი სახიერი აწცა თქუენ შორის მდგომარე არს უხილავად და აღთქუმასა თქუენსა აღსწერს. იყვნედ უკუე სანთელნი სულთა თქუენთანი აღნთებულ მარადის, რაჲთა ვერ უძლოს მტერმან ვნებად თქუენდა.“ ესრეთ ასწავა და განამტკიცნა სულნი მათნი საფუძველსა მას ზედა ქრისტეს სარწმუნოებისასა. ხოლო განითქუა რაჲ ჰამბავი ესე, ვითარმედ წმიდაჲ თეოდორე ცოცხალ არს, შემოკრბეს სხუანიცა კაცნი, რჩეულნი ოთხმეოცდახუთნი. და იხილეს რაჲ ნეტარი იგი, ჰრწმენა მათ ქრისტე და შეირაცხნეს კრებულსა მას თანა მორწმუნეთასა და ესმოდა კეთილი იგი სწავლაჲ სანატრელისაჲ მის და იხარებდეს სულითა. ესმა ესე ყოველი ლიკინიოზს და უბრძანა ერთსა [254r] დიდებულსა პატრიკსა, სახელით კესტოს, რაჲთა წარვიდეს სიმრავლითა მჴედრებისაჲთა და ყოველნი იგი, რომელთაცა ჰრწმენა ქრისტე, მოსწყჳდნეს მახჳლითა. ესე განაჩინა ურჩულომან მან. ხოლო კესტოს წარვიდა რაჲ და იხილა წმიდაჲ თეოდორე, მეყსეულად ნათელი საღმრთოჲ გამობწყინდა გულსა მისსა და ჰრწმენა მას და მისთანათა მათ მჴედართა და ზოგად ღაღატყვეს: „დიდ არს ღმერთი 23 ქრისტეანეთაჲ. ერთ არს ღმერთი, შემოქმედი ყოველთაჲ, და იგი მხოლოჲ გურწამს.“ ესევითარი ჴმაჲ ისმა რაჲ, იქმნა კრებაჲ ერისაჲ ფრიადი და წარავლინ(ნ)ა მეფემან სხუანიცა მჴედარნი და ზედა მიუჴდეს ბრძოლად. და, აჰა ესერა, ერთმან ვინმე იწუადა მახჳლი და მიყო ჴელი მოკლვად წმიდისა თეოდორესა. იხილა იგი კესტოს პატრიკმან და მეყსეულად სცა მას მახჳლითა და მოაკუდინა უკეთური იგი. სხუამან კუალად ლახურითა სცა კესტოს პატრიკსა და ერთითა წყლულებითა წარმგზავნა იგი მოწამედ უფლისა. მაშინ იქმნა შფოთი მჴედართა მათ შორის და ეგულებოდა მოწყუედაჲ ურწმუნოთაჲ მათ, არამედ მოწამემან ქრისტესმან, თეოდორე, დააწყნარა შფოთი იგი და ასწავა მორწმუნეთა, რაჲთა არა მიაგონ ბოროტი ბოროტისა წილ, არამედ თავსიდვან ყოველივე ვნებაჲ და სიკუდილი სახელისათჳს ქრისტესა. ესე რაჲ ესმა მათ, გულსმოდგინედ მისცნეს თავნი თჳსნი სიკუდილად, რაჲთა შეიწირნენ მსხუერპლად და შესაწირავად ქრისტესა, რომელმან-იგი შეწირა თავი თჳსი მამისა საჴსრად ჩუენდა. ეუწყა ლიკინიოზს, ვითარმედ მრავალნი მჴედარნი შეეწყნარნეს ქრისტეს წმიდისა თეოდორეს მიერ.[254v] გამოარჩინა სხუანი მჴედარნი, რომელნიცა იყვნეს საკუთარ 8 მისა, და წარავლინნა მოკლვად წმიდისა და ყოვლადქებულისა თეოდორესი, რამეთუ ცნა, ვითარმედ 8 ხელნაწერშია „სასაკუთარ.“ 24 ერი ნეტარისაჲ მის აღორძნდების და ურჩულონი იგი დააკლდებიან. მიიწინეს რაჲ მჴედარნი ლიკინიოზისნი მოკლვად ნეტარისა მის, არა შეუნდობდა ერი იგი მორწმუნეთაჲ შეხებად მისა, არამედ კაცად-კაცადი მზა იყო თავსა თჳსსა მიცემად ნაცვალად მისა სიკუდილად. ხოლო წმიდამან თეოდორე შეჰრისხნა მათ და დააყენნა განზრახვისა მისგან და ჰრქუა მათ: „შვილნო ჩემნო, ნუ მექმნებით დამახრწეველ საწადელისა ამის საქმისაგან, რომლისა მრავლით ჟამითგან მსურის, ნუ დამაბრკოლებთ მე დიდისა ამის კეთილისაგან, რამეთუ რაჲმცა იყო უკეთეს და უსაწადელეს ქრისტესთჳს წამებისა? აწ უკუე წარმგზავნეთ მე სიხარულით და იყავნ თქუენ თანა მშჳდობაჲ ქრისტესი, რომელი მისცა მოწაფეთა, აღვიდოდა რაჲ თჳსისა მამისა, და მათ მიერ მიჰფინა ყოველთა ზედა მორწმუნეთა მისთა, რომელნიცა უკუე მოქცეულხართ საცთურისაგან კერპთაჲსა და შეწყნარებულხართ უფლისა, დამბადებელისა ყოველთაჲსა. დაიცევით აღსასრულადმდე აღსაარებაჲ სარწმუნოებისაჲ შეუცვალებელად, რამეთუ, რომელმან მოითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. უკუეთუ მეფეთა და მთავართა წინაშე წარგადგინონ, ნუ გეშინინ, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან აღმითქუა ჩუენ და თქუა: „არა დაგიტეო შენ, არცა დაგაგდო შენ.“ ესრეთ განამტკიცნა წმიდამან მან მოწამემან მორწმუნენი იგი. ხოლო ჰრქუა მათცა, რომელნი არღარა მოქცეულ[255r]იყვნეს საცთურისაგან კერპთაჲსა: „თქუენცა გეტყჳ, რომელთა არღა მოგიძურციეს 25 საბურველი ურჩულოებისაჲ გულთაგან თქუენთა. არამედ ვესავ სახიერსა ღმერთსა, ვითარმედ მრავალთა თქუენ შორის მოჰფინოს მადლი თჳსი და წარგიძღუეს ცხორებად საუკუნოდ. და რაჟამს-იგი მოვიდეს თქუენ ზედა მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ, შეიკრძალეთ მშჳდობაჲ ურთიერთას და სიყუარული და მოწყალებაჲ გლახაკთაჲ და სიწმიდე.“ ესე ყოველი რაჲ წარმოთქუა ნეტარმან მან და წმიდამან ქრისტეს მოწამემან და აკურთხა ერი იგი მორწმუნე და ურწმუნოთა ულოცა მოქცევაჲ და სინანული, ჰრქუა მსახურსა თჳსსა, რომელი იყო მარადის მის თანა, რაჲთა შემდგომად აღსრულებისა მისისა ყოველი მონაგები მისი მისცეს გლახაკთა, ობოლთა და ქურივთა. ხოლო პატიოსანი იგი და ღუაწლით შემოსილი გუამი მისი ბრძანა დამარხვად ევხაინას, რომელი-იგი იყო მამული სოფელი მისი. ესე ყოველი განაწესა რაჲ, განიპყრნა ჴელნი და მადლი შეწირა უფლისა და თქუა: „უფალო ღმერთო, სამებით დიდებულო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა.“ ესე თქუა და შუენიერად მოიდრიკა თავი და წარჰკუეთა მეჴრმლემან მახჳლითა სანატრელი თავი მისი. მაშინ მიიღეს გუამი მისი მსახურთა მისთა და დაჰმარხეს ევხაინას, ბრძანებისაებრ მისისა, საუნჯე წარუპარველი, სიმდიდრე წარმოუცარიელებელი, საკურნებელი უძრულთაჲ, მაოტებელი ვნებათაჲ. აღესრულა წმიდაჲ და ყოვლადქებული მოწამე თეოდორე სტრატილატი, რომელ არს თარგმანებით „მჴედართა მფლობელი“, თუესა [255v]ივნისსა ჱ, 26 სადიდებელად დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანადაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით სახიერით, ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ! ანდერძი: სახელითა ქრისტესითა აღესრუ(ლა) წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორესი, გამოთარგმნილი ახლად ბერძულთა წიგნთაგან ჴელითა გლახისა და ცოდვილისა ეფთჳმესითა. ვინცა იკითხვიდეთ, ლოცვასა მოიჴსენეთ მამაჲ იოვანე და მე ცოდვილი ესე და უღირსი ეფთჳმე, რაჲთა თქუენცა ღმერთმან მოგცეს სასყიდელი სიყუარულისაჲ, ამინ! ითარგმანა წამებაჲ წმიდისა თეოდორესი დასაბამითგანთა წელთა ხფკა მთასა ათონას. დიდებაჲ შენდა, სამებაო წმიდაო, აღმასრულებელო ყოველთა კეთილთაო. ესე ზემოწერილნი სიტყუანი, სიმდაბლითა სავსენი, თჳთ ნეტარისა მამისა ეფთჳმესნია, ვითა ნუსხასა ეწერა, ეგრეთვე აღვწერე სიმდაბლე მათი. ქრისტე, შეიწყალე და ადიდე დიდებითა მით დაუსრულებელითა უსხეულოთა მიმსგავსებული ნეტარი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე. 27 მოიჴსენეთ წმიდა ლოცვასა თქუენსა ბერი იოვანე გრძელისძე და იოვანე ოქროპი[რი] და საბა და იოვანე ბარერჩელი.