`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ნუს­ხე­ბი

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბა~ 4 ხელ­ნა­წე­რი­თაა მოღ­წე­­ლი. ესე­ნია:

A-1103 (XI) _ 279v-285r

H-1347 (XI-XII) _ 448v-454r

A-128 (XII-XIII) _ 434r-441v

A-382 (XV) _ 83r-86v.

  1. A-1103.

გა­და­წე­რის ად­გი­ლი: სა­ვა­რა­უ­დოდ, ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტე­რი.

ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა: A-1103 კრე­ბუ­ლი სა­ბერ­ძნე­თი­დან, ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის ბიბ­ლი­ო­თე­კი­და­ნ, არის შე­მო­სუ­ლი სხვა კრე­ბუ­ლებ­თან ერ­თად (## 1101, 1104, 1105) ილია ფან­ცუ­ლა­ი­ას (`ბან­ძე­ლის~) მი­ერ.[1]

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი. შემ­დგე­ნელს კრე­ბუ­ლის ზო­გად ში­ნა­არ­სად მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს: `გრი­გოლ, ჰრომ­თა პა­პი. დი­ა­ლო­ღო­ნი და სხვ.~

თა­რი­ღი: ხელ­ნა­წე­რი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია XI სა­უ­კუ­ნით. ილია აბუ­ლა­ძის აზ­რით, კრე­ბუ­ლი გა­და­წე­რი­ლი უნ­და იყოს 1011-1019 წლებ­ში.[2]

ხელ­ნა­წე­რის გა­და­წე­რის თა­რი­ღი მო­ცე­მუ­ლია ან­დერ­ძში, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია 286r გვერ­დზე და 1 ფურ­ცლი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ტექ­სტი­დან:

`ხო­ლო და­ი­წე­რა მთაწ­მი­დას, ათო­ნას, მო­ნას­ტერ­სა წ˜თა მა­მა­თა აშე­ნე­ბულ­სა იო­ვა­ნე და ეფთჳმე­სა, სა­ყო­ფელ­სა წ˜ისა დე­დოფ­ლი­სა ჩuენი­სა ღ˜თის­მშო­ბე­ლი­სა.

ბერ­ძუ­ლად და­სა­ბა­მით­გან­ნი წელ­ნი იყუ­ნეს: ხფ.

ინ­დიკ­ტი­ო­ნი:

ჯუ­არ­ცმით­გან: შ˜პ

ქარ­თუ­ლად და­სა­ბა­მით­გან­ნი წელ­ნი: ხ˜ქ.

ქრო­ნი­კო­ნი იყო მე­ცა­მე­ტედ მოქ­ცე­უ­ლი s̃.

აქ მო­ცე­მუ­ლი თა­რი­ღე­ბი რა­ტომ­ღაც ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა. მაგ., ბერ­ძნუ­ლი და­სა­ბა­მით­გა­ნი ხფ ნიშ­ნავს 992 წელს (6500-5508), ქარ­თუ­ლი და­სა­ბა­მით­გა­ნი ხქ _ 996 წელს (6600-5604). ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში მო­დის მხო­ლოდ ჯვარ­ცმი­დან შპ და მე­ცა­მე­ტედ მოქ­ცე­უ­ლი : ორი­ვე გვაძ­ლევს 980 წელს. მე­თორ­მე­ტე ინ­დიქ­ტი­ო­ნი დას­რულ­და 780 წელს, მე­ცა­მე­ტე მოქ­ცე­ვის ნიშ­ნავს 200-ს და მა­თი შეკ­რე­ბით ვი­ღებთ 980-ს (შპ-ს). სა­ერ­თო ამ რიც­ხვებს შო­რის ის არის, რომ ყვე­ლა X ს-ს ეკუთ­ვნის.

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, A-1103.

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 286.

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: ფურ­ცლობ­რი­ვი. I ფ-ს აკ­ლია ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი ვერ­ტი­კა­ლუ­რად ჩა­მოჭ­რი­ლი ნა­წი­ლი; 1-26, 278-286 ფფ. ჭი­ი­სა­გან დაჩ­ვრე­ტი­ლია.

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია მე-15 თხზუ­ლე­ბად: 279v-285r.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ეტ­რა­ტი; ყდა მე­ტად სქე­ლი, მა­გა­რი, ხი­სა, ტყა­ვით შე­მო­სი­ლი, ტყა­ვი­სა­ვე შე­საკ­რა­ვე­ბით. ტექ­სტე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და­წე­რი­ლია ღია ყა­ვის­ფე­რი მელ­ნით; სა­თა­უ­რე­ბი სინ­გუ­რით.

ფურ­ცლის ზო­მა: 36X29,2 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: თი­თო­ე­ულ სვეტ­ში 30 სტრი­ქო­ნია.

ნა­წე­რის ზო­მა: 29,5X22 სმ.

სტრი­ქო­ნებს შო­რის მან­ძი­ლი: 1 მმ. (ივა­რა­უ­დე­ბა ზე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ქვე­და წერ­ტილ­სა და ქვე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ზე­და წერ­ტილს შო­რის).

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 2-დან 2.5 სმ-მდე.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: მსხვი­ლი ნუს­ხუ­რი, ორი სხვა­დას­ხვა ხე­ლით: I _ მსხვი­ლი, კუთ­ხო­ვა­ნი ნუს­ხუ­რით _ 1v-118v, 286r-v; II _ X-XI სს. ლა­მა­ზი, გა­მარ­თუ­ლი ნუს­ხუ­რით _ 119v-285v. 2r-ზე, II სვე­ტის ცა­მეტ სტრი­ქონ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლია `ზან­დუ­კი ამის წიგ­ნი­სა~, და­წე­რი­ლი ხსე­ნე­ბუ­ლი ორი ხე­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხე­ლით.

ან­დერძ(ებ): ჩვენს ტექსტს და­ერ­თვის შემ­დე­გი ან­დერ­ძე­ბი:

  1. `ქრის­ტე, წარ­მი­მარ­თე, ქრის­ტე, შე­იწ­ყა­ლე წმი­დაჲ მა­მაჲ ჩუ­ე­ნი ეფთჳმე, თარ­გმა­ნი და თა­ნა­ზი­ა­რი ყო­ველ­თა წმი­და­თა მის­თაჲ.~ 279v, II სვ., სა­თა­უ­რის ტექ­სტში.
  2. `წმი­დაო თ˜ე, მე­ოხ გუ­ე­ყავ წი­ნა­შე უფ­ლი­სა.~
  3. `ლოც­ვა ყავთ ცოდ­ვი­ლი­სა ეფთჳმესთჳს.~ 285v, I სვ.
  4. `ესე სიმ­დაბ­ლი­თა სა[ვ]სე­ნი სიტყ˜ნი თჳთ ეფთჳმეს­ნია. ვი­თა თარ­გმა­ნე­ბულ­სა მათ­სა ნუს­ხა­სა ეწე­რა, ეგ­რეთ­ვე მე, უღირ­სმან არ­სე­ნი, აღ­ვწე­რე.~
  5. `აწ ვინ აღ­მო­ი­კით­ხვი­დეთ წმი­და[სა] ამას წიგ­ნსა, ყო­ველ­ნი აკურ­თხევ­დით უს­ხე­უ­ლო­თა მიმ­სგავ­სე­ბულ­სა მა­მა­სა ჩ˜ნსა ეფთჳმეს, რო­მელ­მან აღავ­სო ყოვ­ლი­თა სუ­ლი­ე­რი­თა კე­თი­ლი­თა ესე წიგ­ნი და ყო­ველ­ნი ქარ­თველ­თა ენა­ნი თარ[გ]მა­ნე­ბი­თა მა­თი­თა.~
  6. `ქრის­ტე! შე­იწ­ყა­ლე და აკურ­თხე ნე­ტა­რი მა­მაჲ ჩ˜ნი ეფთჳმე, კურ­თხე­უ­ლით მშობ­ლით მა­თი­თურთ.~
  7. `ლოც­ვა ყავთ ნე­ტა­რი­სა ბე­რი­სა იო­ვა­ნე გრძე­ლის­ძი­სა და სუ­ლი­ე­რი­სა შვი­ლი­სა მა­თი­სა იო­ვა­ნე ოქ­რო­პი­რი­სათჳს, რო­მელ­ნი ფრი­ად და­შუ­რეს შრო­მა­სა და წე­რა­სა ამის წმი­დის წიგ­ნი­სა­სა.~
  8. `ქრის­ტე! სრულ­ყავ წყა­ლო­ბაჲ შე­ნი ია­კობს და იო­ვა­ნე გა­რერ­ჩელ­სა ზე­და!~ 285v, I სვ.

კრე­ბუ­ლის სხვა ან­დერ­ძე­ბი:

  1. `ვინ აღ­დგო­მილ არს ესო­დენ მარ­გი და ნუ­გე­ში­ნის­მცე­მე­ლი და სი­ქა­დუ­ლი ქარ­თვე­ლო­ბი­საჲ და ყ˜ლთა სწო­რად გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ამით წიგ­ნე­ბი­თა და სხჳთა ყოვ­ლი­თა საქ­მი­თა სუ­ლი­ე­რი­თა და ჴორ­ცი­ე­ლი­თა. და ნა­წი­ლი ამა­თი პირ­ველ­თა წმი­და­თა თა­ნა არს, მო­ღუ­ა­წე­ბი­სა მა­თი­სათჳს.

ეგ­რეთ­ვე საჴსე­ნე­ბე­ლი ჯე­რარს, r̃ საკჳრვე­ლი შრო­მაჲ თავს იდ­ვა წ˜ნ მა­მა­მან ეფთჳმე და ოც­და­ა­თი წიგ­ნი და­თარ­გმა­ნა ბერ­ძუ­ლი­სა­გან ქარ­თუ­ლად. და მერ­მე­ღა მა­თეს თა­ვი სა­ხა­რე­ბაჲ და­თარ­გმა­ნა სა­მად წიგ­ნად. ჭი­რი­თა შევ­მო­სეთ უფ­როჲსი შრო­მაჲ ესე, სულ­კურ­თხე­უ­ლი­სა მა­მი­სა იო­ვა­ნეს ცხო­რე­ბა­სა­ვე და წუ­რი­ლად სხუ­ა­ნი­ცა თარ­გმან­ნეს.

ხო­ლო შემ­დგო­მად ღ˜თშე­მო­სი­ლი­სა მა­მი­სა იო­ვა­ნეს მიც­ვა­ლე­ბი­სა ესე წ˜სა გრი­გოლ პა­პი­საჲ და სხუ­ა­ნი ესე გჳთარ­გმა­ნეს სა­ნატ­რელ­მან მა­მა­მან ეფთჳმე, რ˜ისათჳს მი­ა­გენ ღმერ­თმან დი­დე­ბი­სა­მან ორ­სა­ვე ცხო­რე­ბა­სა ქარ­თველ­თა გა­ნათ­ლე­ბი­სათჳს.~

`ქრის­ტე, შე­იწ­ყა­ლე და აკურ­თხე მა­მაჲ მი­ქა­ელ და მა­მაჲ გ[იორგ]ი.~

1ფ. II სვ. და 2 ფ. I სვ. 1 ფ. I სვ. ჩა­მოჭ­რი­ლია (გვ. 83).

  1. `…[უს­ხე­უ­ლო­თა] მიმ­სგავ­სე­ბუ­ლი­სა მა­მი­სა ეფთჳმი­სა და წ˜დი­სა მა­მი­სა მი­ქა­ე­ლი­სა, მწყა­ლო­ბე­ლი­სა ჩ˜ნი­სა და წ˜დი­სა მა­მი­სა გი­ორ­გი­სა და ყ˜ლთა ცოც­ხალ­თა და შე­სუ­ე­ნე­ბულ­თა მოძ­ღუ­არ­თა, მშო­ბელ­თა და ძმა­თა სუ­ლი­ერ­თა და ჴორ­ცი­ელ­თა ჩ˜ნთათჳს.

აწ ვინ­ცა იკით­ხვი­დეთ და ირ­გებ­დეთ წ˜თა ამათ წიგ­ნთა, სცნობ­დით ძალ­სა ამათ­სა და ნუ დას­ცხრე­ბით ლოც­ვად და კურ­თხე­ვად, შემ­დგო­მად ღ˜თი­სა, ამა წიგ­ნთა ჩ˜ნდა მომ­ცე­მელ­თა და ჩ˜ნ, გლა­ხა­კი­სათჳს არ­სე­ნი მა­მად­მთავ­რი­სა _ უმე­ტე და­შუ­რა _ და ჩემ, გლა­ხა­კი­სა ბე­რი­სა­და ოქ­რო­პი­რი­სათჳს და კე­თი­ლი­სა ძმი­სა ზა­ქა­რიაჲსთჳნ, წ˜ნო ღ˜თი­სა­ნო, ნა­თე­სავ­ნო მო­მა­ვალ­ნო! რა­თა ღმერ­თმან თქ˜ნცა სას­ყი­დე­ლი მო­გა­ნი­ჭოს ჩუ­ე­ნი­სა ლოც­ვი­სა და ჴსე­ნე­ბი­სათჳს.~

ცხრა სტრი­ქო­ნის ჩაგ­დე­ბით:

`ხო­ლო და­ი­წე­რა მთაწ­მი­დას, ათო­ნას, მო­ნას­ტერ­სა წ˜თა მა­მა­თა აშე­ნე­ბულ­სა იო­ვა­ნე და ეფთჳმე­სა, სა­ყო­ფელ­სა წ˜ისა დე­დოფ­ლი­სა ჩუ­ე­ნი­სა ღ˜თის­მშო­ბე­ლი­სა.

ბერ­ძუ­ლად და­სა­ბა­მით­გან­ნი წელ­ნი იყუ­ნეს: ხფ.

ინ­დიკ­ტი­ო­ნი:

ჯუ­არ­ცმით­გან: შ˜პ

ქარ­თუ­ლად და­სა­ბა­მით­გან­ნი წელ­ნი: ხ˜ქ.

ქრო­ნი­კო­ნი იყო მე­ცა­მე­ტედ მოქ­ცე­უ­ლი s̃.

ჯ˜რცმით­გან _ (წაშ­ლი­ლია სინ­გუ­რით და­წე­რი­ლი ასო­ე­ბი).

მე­ფო­ბა­სა ბერ­ძენ­თა ზე­და ვა­სი­ლის­სა და ძმი­სა მა­თი­სა კოს­ტან­ტი­სა ძე­თა კოს­ტან­ტი­ნე­პოვ­ლეს პატ­რი­ა­ქო­ბა­სა.~

ოთ­ხი სტრი­ქო­ნის ჩაგ­დე­ბით:

`ხო­ლო ჩ˜ნ ზე­და მე­უ­ფე­ბა­სა უფ­ლი­სა ჩ˜ნი­სა იე­სუ ქრის­ტეს­სა, რ[ომ­ლი]საჲ არს დი­დე­ბაჲ მა­მი­სა, თა­ნა სუ­ლით წმი­დი­თურთ, აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!~

`ქრის­ტე! კუ­ა­ლად­ცა აკურ­თხე და ადი­დე დი­დი ესე მო­ღუ­ა­წე მა­მაჲ ეფთჳმე და ახა­ლი მა­მად­მთა­ვა­რი სა­ბა კხ˜ლი.~

I ხე­ლით, 286r-v (რო­გორც ჩანს, ეს ან­დერ­ძი იწ­ყე­ბო­და წი­ნა ფურ­ცელ­ზე, რო­მე­ლიც და­კარ­გუ­ლია).

მი­ნა­წერ(ებ): II r-ზე, XIX-XX სს. ათო­ნის მთა­ზე მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ბე­რე­ბის: ვე­ნე­დიკ­ტე ქი­ო­ტიშ­ვი­ლის, გრი­გოლ რა­ტი­ა­ნის, ბე­სა­რი­ონ ქი­ქო­ძის, ქრის­ტე­ფო­რე ახ­ვლე­დი­ა­ნი­სა და თე­ო­დო­სი ერის­თა­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღე­ბი.

II v. ამ­კინ­ძა­ვის მო­ნა­ზო­ნი მა­კა­რი ქარ­თვე­ლის მი­ნა­წე­რი.

3რ. ილა­რი­ონ ბე­რის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი.

4r. ილია ფან­ცუ­ლა­ი­ას მი­ნა­წე­რი (იხ. აგ­რეთ­ვე 148v).

იხ. აგ­რეთ­ვე 17r, 37v, 285v.

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: აბუ­ლა­ძე, ი. (1949). ქარ­თუ­ლი წე­რის ნი­მუ­შე­ბი, პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ალ­ბო­მი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, გვ. 306; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა / ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი (A კო­ლექ­ცია). (1954). კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ერ­თო რე­დაქ­ცი­ით, ტო­მი IV, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, აკად. ს. ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი. შე­ად­გი­ნა ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძემ. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბ., გვ.: 82-83.[3]

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან~, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 127; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ. 213; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2010). შრო­მე­ბი, II, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ტექ­სტო­ლო­გი­უ­რი ნარ­კვე­ვე­ბი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, რედ. ეთერ ბე­რუ­აშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, თბ., გვ. 158.

  1. H-1347.

ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა: კრე­ბუ­ლი H-1347 ჩა­მო­ტა­ნი­ლია და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტრი­დან ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის მი­ერ 1917 წელს.

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი.

თა­რი­ღი: XI-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი.

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, H-1347.

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 527.

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: ფურ­ცლობ­რი­ვი. და­ნომ­რი­ლია მარ­ჯვე­ნა გვერ­დის ზე­და მხა­რე. ასე­ვე გვერ­დე­ბიც, თუმ­ცა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ხელ­ნა­წე­რის კუთ­ხის და­ზი­ა­ნე­ბის გა­მო, გვერ­დე­ბის ნუ­მე­რა­ცია არ იკით­ხე­ბა, ფურ­ცლე­ბის ნუ­მე­რა­ცია კი თით­ქმის ყვე­ლა სა­ჭი­რო ად­გი­ლა­საა. 449-ე ფურ­ცე­ლი 907-ე გვერდს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ყუა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია; 2, 3, 4, 19, 20, 25, 26, 51, 58, 91, 98, 99, 147, 154, 439, 440, 447, 448, 455, 464, 470, 471, 472, 520, 526, 527 ფფ. ამო­ვარ­დნი­ლია. და­ნარ­ჩე­ნე­ბი _ მე­ტად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით 368, 369. რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლია თეთ­რი ქა­ღალ­დის და­წე­ბე­ბით.

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია 57-ე თხზუ­ლე­ბად: 448v-454r.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ბომ­ბი­ცი­ნი; ხის სქე­ლი ყდა, ტყავ­გა­დაკ­რუ­ლი. სა­თა­უ­რე­ბი სინ­გუ­რით.

ფურ­ცლის ზო­მა: 45X32 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: თი­თო­ე­ულ სვეტ­ში 36 სტრი­ქო­ნია.

ნა­წე­რის ზო­მა: 35 სმ. თუ დი­დი ასო პირ­ვე­ლი­ვე სტროფ­შია მოქ­ცე­უ­ლი, მა­შინ _ 36.5X23 სმ.

სტრი­ქო­ნებს შო­რის მან­ძი­ლი: ძი­რი­თა­დად, 1 მმ. (ივა­რა­უ­დე­ბა ზე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ქვე­და წერ­ტილ­სა და ქვე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ზე­და წერ­ტილს შო­რის).

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 1.7 სმ-დან 2 სმ-მდე, ძი­რი­თა­დად, 2 სმ. თუ აბ­ზა­ცს დი­დი ასო იწ­ყებს, მა­შინ სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი 2 მმ.-ია.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: მსხვი­ლი კლა­სი­კუ­რი ნუს­ხუ­რი.

გა­ფორ­მე­ბა: შიგ­ნით არის რამ­დე­ნი­მე გვი­ან­დე­ლი შავ-თეთ­რი ჩა­ნა­ხა­ტი, შე­და­რე­ბით მდა­რე მხატ­ვრუ­ლი სტი­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

გა­დამ­წე­რი: კრე­ბუ­ლის გა­დამ­წე­რი ჩანს ვინ­მე არ­სე­ნი, რო­მე­ლიც ერ­თგან თავს `იყალ­თო­ე­ლად~ იხ­სე­ნი­ებს (72r, 159r).

ან­დერძმი­ნა­წე­რე­ბი (ტექ­სტის ხე­ლით):

`ვაჲ, ქა­ღალ­დო, გაგ­სუ­ა­რე! ეგ­რე­ვე ღჳძლსა მე გარ­დამ­კრვია გჳსტი (?) შენ­ცა იჭირ­ვო­დი~ (67r);

`ეკ­რძა­ლე, მკით­ხვე­ლო! იყალთ[ო]ელ­სა ჰლოც­ვი­დი~ (72r);

`დე­დაო ღ˜ისაო! შე­მიწ­ყა­ლე მე ცოდ­ვი­ლი [ესე]~ (159r);

`წმი­დაო ღ˜ის მშო­ბე­ლო, რო­მე­ლი [და­ბა­დე­ბულ­ხარ] იო­ვა­კიმ და ან­ნაჲსა­გან! მე­ოხ მე­ყავ წი­ნა­შე ძი­სა შე­ნი­სა ფრი­ად ცოდ­ვილ­სა არ­სე­ნის დღე­სა მას სა­ში­ნელ­სა სას­ჯე­ლი­სა­სა~ (159r);

`წმი­დაო პირ­ველ­დი­ა­კო­ნო სტე­ფა­ნე და აწ პირ­ვე­ლო მო­წა­მე­თა შო­რის, მე­ოხ მე­ყავ წი­ნა­შე ღ˜ისა ფრი­ად ცოდ­ვილ­სა არ­სე­ნის~ (203r).

მი­ნა­წერ(ებ): ხელ­ნა­წე­რი გა­მო­ირ­ჩე­ვა უამ­რა­ვი მი­ნა­წე­რე­ით, ალის (სამ­ცხე­ში) მთა­ვარ­მო­წა­მი­სად­მი შე­წი­რუ­ლე­ბის სა­ბუ­თე­ბით და აღა­პე­ბით. მი­ნა­წე­რებ­ში მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლია: ალი, ოპი­ზა, `ვა­ლე ნაოჴარი.~ გვი­ან­დელ მი­ნა­წე­რებ­ში მოხ­სე­ნე­ბულ ზო­გი­ერთ პირ­თა სა­ხე­ლია: ეს­ტა­ტე (7v), ვარ­ძი­გუ­ლა (236v), [სა­სა­ტი] (244v), გი­ორ­გი ჯუ­მა­თე­ლი (დარ­ჩია) (212v, 228 და სხვ.), ელია (30r).

`თარ­გმნი­ლი ეფ­რე­მი­სი~ (203v. ტექ­სტის I სტრი­ქო­ნე­ბის გას­წვრივ, მარ­ცხე­ნა არ­ში­ა­ზე);

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა / სა­ქარ­თვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყოფ. მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი (H კო­ლექ­ცია). კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ერ­თო რე­დაქ­ცი­ით. ტო­მი III. შედ­გე­ნი­ლია და და­სა­ბეჭ­დად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და რე­დაქ­ცი­ით. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბ., 1948, გვ. 293.[4]

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 127; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ. 213.

A-128.

ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა: A ფონ­დი შე­ი­ცავს თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცი­ას.

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი.

თა­რი­ღი: XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი. კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე ხელ­ნა­წერს XIII-XIV სა­უ­კუ­ნის ნუს­ხად მი­იჩ­ნევს.[5]

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, A-128.

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 475.

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: ფურ­ცლობ­რი­ვი. და­ნომ­რი­ლია ფურ­ცლის ზე­და მარ­ჯვე­ნა მხა­რე. ნომ­რე­ბი ახ­ლავს გვერ­დებ­საც. გვერ­დე­ბის და­ნომ­ვრა ხელ­ნა­წე­რის სტრი­ქო­ნებს ზე­მოთ არის მო­თავ­სე­ბუ­ლი. 434-ე ფურ­ცელს (სა­ი­და­ნაც ჩვე­ნი ტექ­სტი იწ­ყე­ბა) 873-ე გვერ­დი შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

გარ­და ამი­სა, და­ნომ­რი­ლი ფურ­ცლე­ბის ზე­მოთ ხელ­ნა­წერს კი­დევ აქვს ნომ­რე­ბი, თუმ­ცა გა­და­ხა­ზუ­ლი. ზოგ­ჯერ ერ­თი და იგი­ვე ნო­მე­რი ორ­ჯერ წე­რია და ორ­ჯერ­ვე გა­და­ხა­ზუ­ლია. სხვა­ო­ბა 10 ციფ­რშია. მაგ., 434 გვერ­დის თავ­ზე 444-ე ფურ­ცე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი და გა­და­ხა­ზუ­ლი.

ხელ­ნა­წერს ზო­გი­ერთ გვერ­დ­ზე აქვს ავ­თენ­ტუ­რი ნუ­მე­რა­ცია ასო­თა შე­სა­ბა­მი­სი ციფ­რე­ბით, რო­მელ­საც ყველ მერ­ვე ფურ­ცელ­ზე ერ­თი რიც­ხვი ემა­ტე­ბა. `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბა~ ასე­თი სა­ხის ნზ ფურ­ცლი­დან იწ­ყე­ბა.

ხელ­ნა­წე­რი თავ-ბო­ლო ნაკ­ლუ­ლია.

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია 28-ე თხზუ­ლე­ბად: 434r-441v.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ქა­ღალ­დი; რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი; ლი­დე­რინ­გა­დაკ­რუ­ლი მუ­ყა­ოს ყდა. და­წე­რი­ლია შა­ვი მელ­ნით; სა­თა­უ­რე­ბი სინ­გუ­რით.

ფურ­ცლის ზო­მა: 32,5X24 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: თი­თო­ე­ულ სვეტ­ში 32 სტრი­ქო­ნია.

ნა­წე­რის ზო­მა: 23.8X15,5 სმ.

სტრი­ქო­ნებს შო­რის მან­ძი­ლი: უკი­დუ­რე­სი წერ­ტი­ლის მი­ხედ­ვით, მან­ძი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ერ­თოდ არ არის. თუ უშუ­ა­ლოდ ერ­თად ხვდე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ბა­ლი და უკი­დუ­რე­სად მა­ღა­ლი ასო­ე­ბი, მა­შინ 0.5. 1 მმ ან 2 მმ.-ია. ზოგ­ჯერ აქაც არ რჩე­ბა მან­ძი­ლი.

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 1.3 მმ-დან 2 მმ-დე. ძი­რი­თა­დად _ 1.5 მმ.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: ნუს­ხუ­რი.

შემ­კაზ­მვე­ლი: გულ­ქან დი­ა­სა­მი­ძე (174r, 420v).

მი­ნა­წერ(ებ): ყვე­ლა ტექ­სტთან, სა­თა­უ­რის გას­წვრივ, მი­წე­რი­ლია იამ­ბი­კო­ე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც არ იკით­ხე­ბა. თე­დო ჟორ­და­ნი­ას მი­აჩ­ნდა, რომ იამ­ბი­კო­ებს ჰქონ­დათ სა­ნო­ტო ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს თით­ქოს აღარ ჩანს.

XVII ს-ის მხედ­რუ­ლით: `წ. ამის­სა შემ­კაზ­მავ­სა დი­ა­სა­მი­ძი­სა ასულ­სა გულ­ქანს ცოდ­ვა­ნი მის­ნი შე­უნ­დვენ ღმერ­თმან. და მის­ნი შვილ­ნი ად­ღეგ­რძე­ლენ, წმი­დაო ნი­ნო მო­ცი­ქუ­ლო~ (174r). ეს წარ­წე­რა მცი­რე­ო­დე­ნი სხვა­ო­ბით მე­ორ­დე­ბა 420v-ზე.

`სულ­სა ში­ო­სა შე­უნ­დოს ღმერ­თმან, ამინ, უფა­ლო~ (428r) (XVII-XVIII ს. მხედ­რუ­ლით).

`პარ­თე­ნო­სი. პავ­ლე~ (429v) (XVIII ს. მხედ­რუ­ლით) და სხვ.

ჩვე­ნი ტექ­სტის ბო­ლო გვერ­დზე, ქვე­და არ­ში­ა­ზე, შა­ვი მელ­ნით XVII ს-ის მხედ­რუ­ლით წე­რია: `ქ. მკერ­ვალ­სა თეთ­რი­სა კა­ბი­სა­თი­ი­ნა ორი თა­ნაგ­თი. ქა­ნა­და­ქი­სა­ი­ი­ნა სა­მი თა­ნა­გა, ნა­ქა­სო­ვი­სა­თი­ნა ოთ­ხი თა­ნა­გაი. ფე­ი­ქარ­სა ლიტ­რი­სა­თათ­ვის ერ­თი თა­ნა­გა~ (ახა­ლი პა­გი­ნა­ცი­ით, 441v (ძვე­ლი 450v). მი­ნა­წე­რე­ბია აგ­რეთ­ვე ჩვე­ნი ტექ­სტის პირ­ველ 5 გვერ­დზე. ჭირს ამ მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი მხედ­რუ­ლი მი­ნა­წე­რე­ბის სრუ­ლი ამო­კით­ხვა. რაც იკით­ხე­ბა, აჩ­ვე­ნებს, რომ მი­ნა­წე­რე­ბი უნ­და იყოს სამ­კურ­ნა­ლო რჩე­ვე­ბი `კა­რა­ბა­დი­ნი­დან.~

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის (A) კო­ლექ­ცი­ი­სა, ტო­მი I2. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი. შე­ად­გი­ნეს და და­სა­ბეჭ­დად მო­ამ­ზა­დეს: თ. ბრე­გა­ძემ, ც. კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა, თ. მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა, მ. ქავ­თა­რი­ამ, ლ. ქუ­თა­თე­ლა­ძემ და ც. ჯღა­მა­ი­ამ ელ. მეტ­რე­ვე­ლის რე­დაქ­ცი­ით. გა­მომ­ცემ­ლო­ბა `მეც­ნი­ე­რე­ბა~, 1976, თბ., გვ.: 128-130.[6] კრე­ბუ­ლი A-128 აღ­წე­რი­ლია მი­ხე­ილ ქავ­თა­რი­ას მი­ერ.

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 127; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ. 213.

  1. A-382.

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი.

თა­რი­ღი: XV სა­უ­კუ­ნე.

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: A-382.

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 382.

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: აქვს გვი­ან­დე­ლი რვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­რიც­ხვა ასომ­თავ­რუ­ლით და არა­ბუ­ლი ციფ­რე­ბით. ეს აღ­რიც­ხვე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა. ზოგ­ჯერ ფურ­ცელ­თა რი­გი არე­უ­ლია. აქვს ყდის სა­ცა­ვი ფურ­ცე­ლი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა დრო­ის, ახა­ლი რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი. ნაკ­ლუ­ლი. ჩა­მო­ხე­უ­ლი აქვს მარ­ჯვე­ნა სვე­ტე­ბი ფ.ფ. 51 და 52-ს. ფ.ფ. 242, 307, 368 გაბ­მი­თაა და­წე­რი­ლი. და­უ­წე­რე­ლია 97v-98r, 308r, 309r-v, 373v. ფ. 382 ეკუთ­ვნის სხვა ხელ­ნა­წერს. ყო­ველ თხზუ­ლე­ბას­თან დას­მუ­ლია რი­გი­თი ნო­მე­რი ძვე­ლი და ახა­ლი, XVIII ს-ში ხელ­მე­ო­რედ გა­კე­თე­ბუ­ლი. ძვე­ლი იწ­ყე­ბა ლზ რიც­ხვით, ახა­ლი ბ-თი. ძვე­ლი რი­გი­თი ნო­მე­რი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ეს კრე­ბუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბაა რო­მე­ლი­ღაც კრე­ბუ­ლი­სა და იგი წარ­მო­ად­გენს დი­დი კრე­ბუ­ლის მე­ო­რე ნა­წილს. ხელ­ნა­წე­რი დაშ­ლი­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა. იგი შე­უ­კინ­ძავთ და შე­უვ­სი­ათ XVIII ს-ში. რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს ზე­მო კი­დე­ებ­ზე გა­უ­კე­თე­ბი­ათ ქუ­დე­ბი. აქვს ჭვირ­ნი­შა­ნი.

`თე­­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია 23-ე თხზუ­ლე­ბად: 83r-86v.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ქა­ღალ­დი; გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი; ყა­ვის­ფე­რი ლე­დე­რინ­გა­დაკ­რუ­ლი მუ­ყა­ოს ყდა, ახა­ლი შე­კინ­ძუ­ლი. სა­თა­უ­რე­ბი და და­საწ­ყი­სე­ბი სინ­გუ­რით.

ფურ­ცლის ზო­მა: 38,5X27 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: თი­თო­ე­ულ სვეტ­ში 46 სტრი­ქო­ნია.

ნა­წე­რის ზო­მა: 32.5X19 სმ.

სტრი­ქო­ნებს შო­რის მან­ძი­ლი: 2 მმ.

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 0.9-დან 1.2 მმ-მდე.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: ნუს­ხუ­რი. კრე­ბუ­ლის ბო­ლო თხზუ­ლე­ბა _ `დი­მიტ­რის ცხოვ­რე­ბა და წა­მე­ბა~ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი (XVI-XVII სს.) ხე­ლი­თაა და­წე­რი­ლი. იგი უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით უნ­და იყოს შე­ტა­ნი­ლი ამ კრე­ბულ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით (XVII ს-ში) არის შედ­გე­ნი­ლი ამ წიგ­ნზე დარ­თუ­ლი ზან­დუ­კიც (380r-381r), რო­მე­ლიც და­წე­რი­ლია მხედ­რუ­ლით.

გა­ფორ­მე­ბა: 178v-ს კი­დე­ზე შა­ვი ფან­ქრით და­ხა­ტუ­ლია სა­სუ­ლი­ე­რო ტან­საც­მელ­ში ჩაც­მუ­ლი კა­ცი, რო­მელ­საც ქვე­ვით მხედ­რუ­ლად მი­წე­რი­ლი აქვს `ბაგ­რატ~ (ბაგ­რატ ტავ­რო­მე­ნე­ლი). ნა­ხა­ტიც და წარ­წე­რაც გვი­ან­დე­ლია. ასე­ვე, 307v-ზე შა­ვი ფან­ქრით და­ხა­ტულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას აწე­რია `იო­ა­ნე მოწ­ყა­ლე.~ წარ­წე­რა XIX ს. ხე­ლი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

გა­დამ­წერ(ებ): `ეპი­ფა­ნე~ (54r, 138v, 141v), `იე­რე­მია~ (67v, 100v, 107v, 108v), `რუ­თი~ (138r), `დი­მიტ­რი~ (310r).

ან­დერძ(ებ):

  1. `ეს ოთ­ხი სა­კით­ხა­ვი ვერ შე­ვიტ­ყევ, რო­მელ­სა თუჱსა ში­ნა იყო: სა­კით­ხა­ვი ქალ­წუ­ლი­სა კა­ნო­ნი­კე­სი, რო­მე­ლი იყო ასუ­ლი მთავ­რი­სა ერ­თი­სა კოს­ტან­ტი­ნე­პო­ლე­ლი­სა და იქ­მნა მძო­ვარ და, ამას­თა­ნა­ვე, და­ნი­ელ პატ­რი­კი­სა, რო­მელ­მან გარ­და­იც­ვა­ლა სა­ხე­ლი სა­ჭუ­რი­სად, სა­კით­ხა­ვი ბ, თა­ვი ივ. `ცხოვ­რე­ბაჲ წმი­დი­სა ნი­სი­მე­სი~ და, ამას­თა­ნა­ვე, მოთ­ხრო­ბაჲ `მა­მა­თაჲ სა­კით­ხა­ვი ბ, თა­ვი კბ.~ (ერ­თვის სა­ძი­ე­ბელს);
  2. `ღმერ­თო, შე­იწ­ყა­ლე სუ­ლი ეპი­ფა­ნე­სი~ (სა­თა­ურ­ში სინ­გუ­რით, 54r);
  3. `ღმერ­თო, შე­იწ­ყა­ლე იე­რე­მია, აც­ხოვ­ნე სუ­ლი­თა, ამინ~ (67r);
  4. ღმერ­თო, შე­იწ­ყა­ლე ფრი­ად ცოდ­ვი­ლი იე­რე­მია და აც­ხოვ­ნე წმი­დაო ნი­სი­მე~ (100v);
  5. `ღმერ­თო, შე­იწ­ყა­ლე ცოდ­ვი­ლი იე­რე­მია, ჯუ­ა­რო პა­ტი­ო­სა­ნო~ (107v);
  6. `ღმერ­თო, შე­იწ­ყა­ლე ცოდ­ვი­ლი იე­რე­მია~ (108v);
  7. `რუ­თის მო­ნა­ზონ­სა და მის­თა მშო­ბელ­თა შე­უნ­დნეს ღმერ­თმან ამინ~ (138v);
  8. (სინ­გუ­რით სა­თა­ურ­თან): `… ეპი­ფა­ნე~ (138v);
  9. `ჯუ­ა­რო პა­ტი­ო­სა­ნო, შე­იწ­ყა­ლე ეპი­ფა­ნე~ (141v);
  10. `ღმერ­თო უფა­ლო, შე­იწ­ყა­ლე…~ (ჩა­მო­ხე­უ­ლია) (283v);
  11. `დი­მიტ­რის შე­უნ­დნეს ღმერ­თმან, ამინ!~ (310r).

მი­ნა­წერ(ებ):

  1. `[წმი­და მო]წა­მევ გი­ორ­გი, შე­იწ­ყა­ლე ცოდ­ვი­ლი მღდელ-მო­ნა­ზო­ნი, უღირ­სი რო­მა­ნოზ~ (5v);
  2. `ქ. წმინ­დის გი­ორ­გის ალა­ვერ­დი­სა ვარ~ (16r);
  3. `რვა ფურ­ცე­ლი~ (44v);
  4. (XVIII ს. ნუს­ხუ­რით): `ივ­ლის­სა ივ სხუ­ა­გან სწე­რია~ (54r);
  5. `ქ. ი მა­თერ ბო­ღო ნა­შე­ღო~ (56r);
  6. `… ბა­ტონ­სა და ბა­ტო­ნო­ბი­სა დი­დად შე­სა­ფერ­სა მაწ­ყვე­რელ მთ[ავარ] ეპის­კო­პოზ­სა წი­ნა­შე მრა­ვა­ლი და აუ­რაც­ხე­ლი აწ… ყოფ­ნა და წმი­და­თა და ნათ­ლით შე­მო­სილ­თა ჴელ­სა მო­ნა…~ (57r);
  7. `წმინ­დაო მა­რი­ნავ, მე­ოხ მე­ყავ ან­ნას, წელ­თა ჩყლბ დე­კენ­ბერ­სა დ გან­ვა­თა­ვე მე­ტაფ­რა­სი ესე ორ­ჯელ ამ რიც­ხვში~ (58v);
  8. `ქ. სა­ხი­ე­რო, კაც­თმოყ­ვა­რეო ქრი­სტე ღმერ­თო… რა­ნიც წმინ­და­ნი მა­მა­ნი ანუ დე­და­ნი ამა მე­ტაფ­რა­სა ში­ნა სწე­რია… წე­რილ­ნი ანუ…~ (59v);
  9. `ქ. იე­სო ქრის­ტეო, წმინ­დაო ათა­ნა­სი, სევ­და ცოდ­ვი­ლი მე გან­მი­ქარ­ვე შე­ნის სა­ხა­რე­ბის..~ (61r);
  10. `ქ. წმინ­დაო ონი­ფან­ტე, გა­ა­ხა­რე ჩე­მი გუ­ლი, ნუ გამჴდი მტე­რათ~ (64r);
  11. (XVI-XVII სს. მხედ­რუ­ლით): `ქ. უფა­ლო იე­სო ქრის­ტეო, წმინ­დაო, ჴორ­ცი­ელ­თა ან­გე­ლო­ზო, გვირ­გვი­ნო­სა­ნო, გან­ბრწყინ­ვე­ბუ­ლო წმინ­დაო [ქ]რის­ტი­ნე შე­ნის იე­სოს ქრის­ტეს სიყ­ვა­რუ­ლი­სათ[ვის] გა­უ­მარ­ჯვე მე­ფე თე­ი­მუ­რაზს… დე­დო­ფალ…~ (67v);
  12. `ქ. ვი[ნ]ცა ჴელთ იყუ­ნენ პა­ტი­ო­სა­ნი წიგ­ნი ესე, ამისთჳს ნუ მწყევთ შემ­ვედ­რე­ბულ…~ (68r);
  13. (ნუს­ხუ­რით): `წმი­დაო ზა­ქა­რია, აც­ხოვ­ნე დო­მენ­ტი~ (91r);
  14. `წმი­დაო ეგ­ნა­ტე წა­მე­ბუ­ლო, მე­ოხ მე­ყავნ ცოდ­ვილ­სა ან­ნას~ (108r);
  15. (ნუს­ხუ­რით): `წმი­დაო ღვთის­მშო­ბე­ლო, შე­უნ­დვენ, უწი­ნამ­ძღუ­ა­რე ცოდ­ვილს მღდელ­მო­ნა­ზონს დო­მენ­ტის~ (238r);
  16. (ნუს­ხუ­რით): `ღმერ­თო, ნუ წ[აა]ჴდენ მო­ნას, შენს მზისთ[ა]ნ[ა]დ[ა]რს, ამინ! უფა­ლო, ორივ ცხოვ­რე­ბა და­უმ­კვიდ­რე. ღმერ­თო, შა­მინ­დევ ჩე­მი ბრნწო­და­რი (!) ქმა­რი­თა, ძმე­ბით და მაზ­ლე­ბით. გა­მა­ხა­რე მოწ­ყა­ლევ ღმერ­თო~ (368v);
  17. `შემ­დე­გი წიგ­ნი­სა ამი­სა არა ეკუთ­ნის წიგ­ნსა ამას, არა­მედ არს სხვი­სა, რომ­ლი­სა­მე წიგ­ნი­სა და­ნაშ­თე­ნი, მა­რად ფრი­ად ცუ­დად არე­უ­ლი და გარ­ყვნი­ლი. დი­მიტ­რი ფურ­ცე­ლა­ძე, 1855 года, Августа 9~ (331v), და სხვ.

1რ-ზე მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­კით­ხა­ვე­ბის სათ­ვეო სა­ძი­ე­ბე­ლი.

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა ყო­ფი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის (A) კო­ლექ­ცი­ი­სა, ტო­მი I4. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი. შე­ად­გი­ნეს და და­სა­ბეჭ­დად მო­ამ­ზა­დეს: თ. ბრე­გა­ძემ, მ. ქავ­თა­რი­ამ, ლ. ქუ­თა­თე­ლა­ძემ ელ. მეტ­რე­ვე­ლის რე­დაქ­ცი­ით. გა­მომ­ცემ­ლო­ბა `მეც­ნი­ე­რე­ბა~, თბ., 1985.[7] კრე­ბუ­ლი A-382 აღ­წე­რი­ლია თ. ბრე­გა­ძის მი­ერ.

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 127; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ. 213; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2010). შრო­მე­ბი, II, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ტექ­სტო­ლო­გი­უ­რი ნარ­კვე­ვე­ბი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, რედ. ეთერ ბე­რუ­აშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, თბ., გვ. 158; კე­კე­ლი­ძე, კ. (1947). ბი­ზან­ტი­უ­რი მე­ტაფ­რას­ტი­კა და ქარ­თუ­ლი აგი­ოგ­რა­ფია (თსუ შრო­მე­ბი, ტ. 30ბ-31ბ), გვ. 35; ქავ­თა­რია, მ. (1966). თე­ო­დო­რე სტრა­ტი­ლა­ტის წა­მე­ბის რე­დაქ­ცი­ე­ბი (შო­თა რუს­თა­ვე­ლი, ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტის სა­ი­უ­ბი­ლეო კრე­ბუ­ლი, გვ. 199; პა­ტა­რი­ძე, რ. (1969). ‘The lune’ (პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, II, გვ. 71).


[1] სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა… 1954: 5-6. ილია ფან­ცუ­ლა­ი­ას­ვე გად­მო­უ­წე­რია ათო­ნის ზო­გი­ერ­თი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი და შე­უდ­გე­ნია ათონ­ზე და­ცუ­ლი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა და ზო­გი­ერ­თი ნივ­თის (წარ­წე­რე­ბითურთ) აღ­წე­რი­ლო­ბა. იქ­ვე: 6.

[2] აბულაძე, 1949: 306.

[3] ამ ტომ­ში მო­ცე­მუ­ლია ##1041-1450 ხელ­ნა­წე­რე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი.

[4] ამ ტომ­ში მო­ცე­მუ­ლია 1001-1500 ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი. ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძე კრე­ბულს მე­ტაფ­რა­სად მო­იხ­სე­ნი­ებს. გვ. 293.

[5] კე­კე­ლი­ძე, 1945: 37.

[6] ეს გა­მო­ცე­მა არის I ტო­მის II ნაკ­ვე­თი და მო­ი­ცავს ##101-200 ხელ­ნა­წე­რე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბას.

[7] ეს გა­მო­ცე­მა არის I ტო­მის IV ნაკ­ვე­თი და მო­ი­ცავს ##301-400 ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბას.