პირთა და მითოლოგიურ პერსონაჟთა

ანოტირებული საძიებელი

აბ­რაჰ­­მი (აბ­რა­­მი) _ ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი მა­მამ­თა­ვა­რი.

ათი­ნა _ ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ზევ­სის (ძვე­ლი ქარ­თუ­ლით, დი­ო­სის) ერთ-ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, სიბ­რძნის, სა­ო­მა­რი სტრა­ტე­გი­ი­სა და ტაქ­ტი­კის ქალ­ღმერ­თი.

აკა­კი _ მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი გვხვდე­ბა მხო­ლოდ `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში.~ თხზუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ჯა­რის­კა­ცი, წმინ­და ევ­სტა­თის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტორ­მა გაგ­ზავ­ნა მის მო­სა­ძებ­ნად.

აკჳლი­ნე (აკჳლი­­ნე) _­ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მხე­დარ­თმთა­ვა­რი. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

ან­დრი­­ნე _ პუბ­ლი­უს ელი­უს ტრა­ი­ა­ნუს ად­რი­ა­ნე (76-138), რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 117-138 წლებ­ში, იმ­პე­რა­ტორ ტრა­ი­ა­ნეს აღ­ზრდი­ლი და შვი­ლო­ბი­ლი.

ან­თი­მო­ ნი­კო­მი­დი­­ლი _ III-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მოღ­ვა­წე, ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­ის ეპის­კო­პო­სი. იმ­პე­რა­ტორ მაქ­სი­მი­ა­ნეს ბრძა­ნე­ბით, მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 303 წელს. ხსე­ნე­ბა 3/16 სექ­ტემ­ბერს და 28 დეკ/10 იან­ვარს. ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ად­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის, მის ეპის­კო­პო­სო­ბის პე­რი­ოდ­ზე, ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, ჩვენ ნამ­დვი­ლად ვი­ცით, რომ ის ცოც­ხა­ლი იყო III ს-ის ბო­ლო­სა და IV ს-ის და­საწ­ყის­ში. ასე­ვე ვი­ცით, რომ მი­სი ამ­ბა­ვი პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნი­კო­მი­დი­ის წა­მე­ბულ­თა ამ­ბავ­თან. იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე­სა (284-305) და მაქ­სი­მი­ა­ნეს (286-305) მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქრის­ტი­ა­ნე­ბი გა­ნიც­დიდ­ნენ სა­ში­ნელ დევ­ნას. მა­თი შე­ვიწ­რო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რდა ნი­კო­მი­დი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კარ­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შემ­დეგ. წარ­მარ­თებ­მა ქრის­ტი­ა­ნე­ბი ცეც­ხლის გა­ჩა­ღე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და მათ სა­ში­ნე­ლი სი­სას­ტი­კით გა­უს­წორ­დნენ. მხო­ლოდ ნი­კო­მი­დი­ა­ში, ქრის­ტეს შო­ბის დღეს, ეკ­ლე­სი­ა­ში ოცი ათა­სი ქრის­ტი­ა­ნი დაწ­ვეს, რის შემ­დე­გაც ეპის­კო­პოს­მა ან­თი­მოზ­მა სო­ფელს შე­ა­ფა­რა თა­ვი, რა­თა თა­ვის გა­დარ­ჩე­ნილ სამ­წყსო­ზე ეზ­რუ­ნა. მან გა­ბე­დუ­ლად აღი­ა­რა თა­ვი­სი რწმე­ნა მაქ­სი­მი­ა­ნეს წი­ნა­შე, რის გა­მოც სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბის შემ­დეგ თა­ვი მოჰ­კვე­თეს 303/304 // 311-312 წელს. მი­სი ხსე­ნე­ბის დღედ და­წე­სე­ბუ­ლია 3 სექ­ტემ­ბე­რი.

თხზუ­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი

ან­ტი­­ხო­სი _ მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი გვხვდე­ბა მხო­ლოდ `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში.~ თხზუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ჯა­რის­კა­ცი, წმინ­და ევ­სტა­თის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტორ­მა გაგ­ზავ­ნა მის მო­სა­ძებ­ნად.

ან­ტო­ნი­ნე _ ან­ტო­ნი­ნუს ტი­ტუს ავ­რე­ლი­უს ფულ­ვუს პი­უ­სი (86-161 წწ.) _ რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 138-161 წლებ­ში.

აპო­ლო­ნი _ ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ღვთა­ე­ბა ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში, სი­ნათ­ლი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ღმერ­თი, ზევ­სი­სა და ქალ­ღმერთ ლე­ტოს ვა­ჟი.

არ­ტე­მა _ იგი­ვე არ­ტე­მი­დე, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ნა­დი­რო­ბი­სა და მთვა­რის ქალ­ღმერ­თი.

აღა­პი _ წმინ­და ევ­სტა­თი პლა­კი­დას შვი­ლი. აღეს­რუ­ლა მო­წა­მებ­რი­ვად II სა­უ­კუ­ნე­ში.

ბა­ბი­ლო­ნე­ლი სა­მი ყრმა _ ანა­ნია, აზა­რია და მი­სა­ე­ლი. ძვე­ლი აღ­თქმის მოღ­ვა­წე­ე­ბი. ცნო­ბე­ბი მათ შე­სა­ხებ მო­ცე­მუ­ლია ძვე­ლი აღ­თქმის წიგ­ნში _ `და­ნი­ე­ლის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა.~ რჯუ­ლის­დამ­ცვე­ლი ყრმე­ბი მე­ფე ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორ­მა ცეც­ხლით გა­ვარ­ვა­რე­ბულ ღუ­მელ­ში გა­მო­კე­ტა, თუმ­ცა წმინ­და­ნე­ბი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩნენ.

ბა­ლა­მი (ბა­ლა­­მი) _ ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი მი­სა­ნი, რო­მე­ლიც ღვთის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის გა­მო სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ალა­პა­რა­კე­ბულ­მა ვირ­მა ამ­ხი­ლა. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი მო­ცე­მუ­ლია ძვე­ლი აღ­თქმის წიგ­ნში _ `რიც­ხვნი.~

და­ნი­­ლი ­­_ ძვე­ლი აღ­თქმის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი.

დი­­დო­რე _ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბის~ მი­ხედ­ვით, ფრი­გი­ის ქა­ლაქ პერ­გეს მთა­ვა­რი, რომ­ლის ბრძა­ნე­ბი­თაც, წმინ­და თე­ო­დო­რე აწა­მეს. დი­ო­დო­რეს შე­სა­ხებ სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

დი­­ნო­სი (დი­ო­ნო­სი­ოს, დი­ო­ნო­სე, დი­ო­ნი­სე) ­_ სა­ხე­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია დი­ო­ნი­სეს ფორ­მით. დი­ო­დო­რეს ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.~ წმინ­და თე­ო­დო­რეს ღვაწ­ლის შემ­ყუ­რემ ირ­წმუ­ნა ქრის­ტე და მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა წმინ­და სოკ­რა­ტეს­თან ერ­თად. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

დი­­სი _ იგი­ვე ზევ­სი. ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ელ­ვის, ქუ­ხი­ლი­სა და ცის ღმერ­თი.

დი­ოს­კო­რე _ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი წარ­მარ­თი ღვთის­მსა­ხუ­რი, რო­მელ­მაც შე­ი­ნა­ნა და შემ­დგომ ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბის დაც­ვის­თვის აწა­მეს. ამ უკა­ნას­კნე­ლის ვი­ნა­ო­ბა სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში უც­ნო­ბია.

დომ­ნა _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბის~ მი­ხედ­ვით, სე­ფე ქა­ლი, სა­მე­ფო კა­რის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც წმინ­და ან­თი­მოზ­მა ქრის­ტეს რჯულ­ზე მო­აქ­ცია, რის შემ­დე­გაც მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

დო­რო­თე _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სხვა ნი­კო­მი­დი­ელ მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

ევ­სტა­თი _ ნათ­ლის­ღე­ბამ­დე პლა­კი­და. გა­მო­ჩე­ნი­ლი რო­მა­ე­ლი გე­ნე­რა­ლი, სამ­ხედ­რო მხე­დარ­თმთა­ვა­რი. მოღ­ვა­წე­ობ­და იმ­პე­რა­ტო­რე­ბის _ ტი­ტუ­სა (79-81) და ტრა­ი­ა­ნეს (98-117) _ მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. სამ­ხედ­რო საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბა­საც ეწე­ო­და: ეხ­მა­რე­ბო­და გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა II სა­უ­კუ­ნე­ში. ზოგ წყა­რო­ში 117 წე­ლია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ზოგ­ში _ 118, ზოგ­შიც _ 126. ოქ­სფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ­გვერ­დზე მი­თი­თე­ბუ­ლია 117 წე­ლი, რო­გორც ზუს­ტი თა­რი­ღი: ‘Reported Death Not Before 117 // Reported Death Not After.’ იმ­პე­რა­ტორ­მა ად­რი­ა­ნემ, ტრა­ი­ა­ნეს მემ­კვიდ­რემ, ის და მი­სი ცოლ-შვი­ლი ხა­რის ფორ­მის ბრინ­ჯა­ოს მოწ­ყო­ბი­ლო­ბა­ში მო­ა­თავ­სა და ქვე­მო­დან ცეც­ხლი შე­უნ­თო. რო­დე­საც იქი­დან მა­თი წმი­და ნა­წი­ლე­ბი ამო­ი­ღეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ უვ­ნე­ბელ­ნი იყ­ვნენ. მა­თი ხსე­ნე­ბის დღე არის 3 ოქ­ტომ­ბე­რი (ძვე­ლი სტი­ლით, 20 სექ­ტემ­ბე­რი).

თხზუ­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი

ელია ­_ ძვე­ლი აღ­თქმის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი.

ზევ­დი­­სი _ იგი­ვე ზევ­სი _ ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ელ­ვის, ქუ­ხი­ლის, ცის და, ამავ­დრო­უ­ლად, მსოფ­ლი­ოს მმარ­თვე­ლი ღმერ­თი.

ზე­ნო­ნი _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სხვა ნი­კო­მი­დი­ელ მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

თე­­დო­რე პერ­გე­ლი _ ჯვარ­ზე გაკ­ვრით მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა ფრი­გი­ის რე­გი­ონ­ში (მცი­რე აზი­ის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რია) II სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. მი­სი წმინ­და თა­ვის ქა­ლა ინა­ხე­ბა ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტერ­ში.

თხზუ­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი

თე­­პის­ტე _ წმინ­და ევ­სტა­თი პლა­კი­დას შვი­ლი, აღეს­რუ­ლა მო­წა­მებ­რი­ვად II სა­უ­კუ­ნე­ში.

თე­­პის­ტია _ ნათ­ლო­ბამ­დე ტა­ტი­ა­ნა, წმინ­და ევ­სტა­თი პლა­კი­დას მე­უღ­ლე. აღეს­რუ­ლა მო­წა­მებ­რი­ვად II სა­უ­კუ­ნე­ში.

თჳრსო _ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მო­წა­მე, რო­მელ­მაც გან­დევ­ნა ეშ­მა­კი. ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლია III სა­უ­კუ­ნე­ში იმ­პე­რა­ტორ დე­კი­უ­სის (249-251 წწ.) დროს ბით­ვი­ნი­ა­ში მო­წა­მებ­რი­ვად აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი წმინ­და მო­წა­მე თვირ­სო (თვირ­სე), ხო­ლო თხზუ­ლე­ბა­ში ნახ­სე­ნე­ბი თვირ­სოს შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ას ცნო­ბე­ბი არ შე­მო­უ­ნა­ხავს.

ია­კო­ბი ­_ ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი მა­მამ­თა­ვა­რი.

ინ­დე _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რი, სა­მე­ფო კარ­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წმინ­და ან­თი­მოზ­მა ქრის­ტეს რჯულ­ზე მო­აქ­ცია, რის შემ­დე­გაც მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

იოვ­­ნე _ `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მღვდე­ლი, რო­მელ­მაც წმინ­და ევ­სტა­თი და მი­სი ოჯა­ხი მო­ნათ­ლა.

იო­ბი _ ძვე­ლი აღ­თქმის მოღ­ვა­წე, `იობ მრა­ვალ­ვნე­ბუ­ლად~ წო­დე­ბუ­ლი იმ მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის გა­მო, რო­მე­ლიც მას შე­ემ­თხვა _ და­კარ­გა შვი­ლე­ბი, მთე­ლი ქო­ნე­ბა, შე­ე­ყა­რა მძი­მე სე­ნი. იობ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ით­მი­ნა და უფალ­მა მას კვლავ მი­ა­ნი­ჭა სიმ­დიდ­რე, შვი­ლე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბა. მი­სი ცხოვ­რე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლია ბიბ­ლი­ის ერთ-ერთ წიგ­ნში _ `იო­ბის წიგ­ნი.~

ისა­­კი _ ძვე­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი მა­მამ­თა­ვა­რი.

კჳრი­ლე _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბის~ მი­ხედ­ვით, ნი­კო­მი­დი­ე­ლი მღვდელ­მთა­ვა­რი, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იმა­ვე საყ­დარ­ზე წმინ­და ან­თი­მო­ზი გა­მო­ირ­ჩა.

კორ­ნი­ლიე _ `საქ­მე მო­ცი­ქულ­თა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი კორ­ნე­ლი­უ­სი, რო­მა­უ­ლი კო­ჰორ­ტის ასის­თა­ვი, კე­თილ­მორ­წმუ­ნე და ღვთის­მო­ში­ში კა­ცი მთე­ლი თა­ვი­სი სახ­ლე­უ­ლი­თურთ (საქ.10.1).

ლი­და (ბერძ. Λήδα) _ ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, მე­ფე ფეს­ტი­ო­სის ასუ­ლი. ნახ­სე­ნე­ბია ჰო­მე­რო­სის `ილი­ა­და­სა~ და `ოდი­სე­ა­ში.~

მარ­დო­ნი­­სი _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სხვა ნი­კო­მი­დი­ელ მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

მაქ­სი­მი­­ნე (ლათ. Marcus Aurelius Valerius Maximianus Herculius) _ რო­მის ტეტ­რარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის იმ­პე­რა­ტო­რი. დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ 286 წელს მას ავ­გუს­ტუ­სის ტი­ტუ­ლი გა­დას­ცა და თა­ნა­იმ­პე­რა­ტო­რად გა­მო­აც­ხა­და. რო­მის იმ­პე­რი­ის ნა­წილს გა­ნა­გებ­და 286-305 წლებ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 310 წელს.

მიღ­დო­ნი­­სი _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სხვა ნი­კო­მი­დი­ელ მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

პავ­ლე _ ქრის­ტეს მო­ცი­ქუ­ლი, თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხე­ლი _ სავ­ლე, ახა­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი 14 ეპის­ტო­ლის ავ­ტო­რი. თავ­და­პირ­ვე­ლად იგი დევ­ნი­და ქრის­ტი­ა­ნებს და შემ­დეგ მო­ცი­ქულ­თა თა­ვი გახ­და. 67 წელს თა­ვი მოჰ­კვე­თეს ქა­ლაქ რომ­ში.

პეტ­რე _ ქრის­ტეს 12 მო­ცი­ქულ­თა­გა­ნი, იგი­ვე სი­მო­ნი, რო­მელ­საც ქრის­ტემ პეტ­რე უწო­და. 67 წელს ქა­ლაქ რომ­ში ჯვარ­ზე გა­აკ­რეს თავ­და­ყი­რა.

პეტ­რე _ `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც სხვა ნი­კო­მი­დი­ელ მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

პი­ღა­სე _ `თე­ო­დო­რეს ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მღვდელ­მთა­ვა­რი, რო­მელ­მაც საპ­ყრო­ბი­ლე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა წმინ­და თე­ო­დო­რე. მის შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.

სა­მა­­ლი _ ეშ­მაკ­თა მთა­ვა­რი.

სოკ­რა­ტე _ დი­ო­დო­რეს ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.~ თე­ო­დო­რეს ღვაწ­ლის შემ­ყუ­რემ ირ­წმუ­ნა ქრის­ტე და მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა დი­ო­ნი­სეს­თან ერ­თად. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

ტრა­­­ნე მარ­კუს ულ­პი­­სი (53-117) _ რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 98-117 წლებ­ში.

ტრი­ფო­ნი ­_ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი წმინ­და­ნი, რო­მელ­მაც ნი­კო­მი­დი­ი­დან გან­დევ­ნა ეშ­მა­კი. ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლია III სა­უ­კუ­ნე­ში იმ­პე­რა­ტორ დე­კი­უ­სის (249-251 წწ.) დროს ფრი­გი­ის ქა­ლაქ აპა­მე­ის მახ­ლობ­ლად მო­წა­მებ­რი­ვად აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი წმინ­და მო­წა­მე ტრი­ფო­ნი, ხო­ლო თხზუ­ლე­ბა­ში ნახ­სე­ნე­ბი ტრი­ფო­ნის შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ას ცნო­ბე­ბი არ შე­მო­უ­ნა­ხავს.

ულუმ­პია _ `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც ზევ­დი­ოს­მა გახ­რწნა.

ფი­ლი­პა (ფი­ლი­პია) _ თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის დე­და. თხზუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. სხვა ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.