`ევსტათის ცხოვრება და წამება~

გვ.: 25, 1-3. `ცხო­რე­ბაჲ და წა­მე­ბაჲ წმი­და­თა მო­წა­მე­თა _ ევ­სტა­თი­სი და მე­უღ­ლი­სა მი­სი­სა თე­­პის­ტი­სი და შვილ­თა მათ­თა _ აღა­პი­სი და თე­­პის­ტე­სი. კი­რი­­ლე­­სონ!~ _ ევ­სტა­თი _ I-II სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მოღ­ვა­წე, მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 118 წელს რო­მა­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის, ად­რი­ა­ნეს, ბრძა­ნე­ბით.

გვ.: 25, 4-7. `არს კაც­თა თა­ნა წი­ნამ­დე­ბა­რე ბუ­ნე­ბი­თი­ცა სწავ­ლაჲ გა­მო­სარ­ჩე­ვე­ლად კე­თი­ლი­სა და ქმნად სათ­ნო­­ბა­თა, რო­მე­ლი ას­წავ­ლის კაც­სა, რაჲთა, რაჲიგი თჳთ ენე­ბოს სხჳსა­გან, იგი სხუ­­სა უყოფ­დეს ეგ­რეთ­ვე~ _ ჰა­გი­ოგ­რა­ფის მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი `ბუ­ნე­ბი­თი­ცა სწავ­ლაჲ~ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის მოძ­ღვრე­ბას ეფუძ­ნე­ბა `ბუ­ნე­ბი­თი რჯუ­ლის~ შე­სა­ხებ. შდრ.: `რა­მე­თუ არა მსმე­ნელ­ნი შჯუ­ლი­სა­ნი მარ­თალ წი­ნა­შე ღმრთი­სა, არა­მედ მოქ­მედ­ნი შჯუ­ლი­სა­ნი გან­მარ­თლდე­ბი­ან, რა­მე­თუ წარ­მარ­თთა, რო­მელ­თა შჯუ­ლი არა აქუნ და ბუ­ნე­ბით­სა მას შჯულ­სა ჰყოფ­დეს, ამათ, რა­მე­თუ შჯუ­ლი არა აქუს, თა­ვი­სა თჳსი­სათჳს შჯულ არი­ან, რო­მელ­ნი გა­მო­ა­ჩი­ნე­ბენ საქ­მე­სა შჯუ­ლი­სა­სა, და­წე­რილ­სა გულ­თა ში­ნა მათ­თა თა­ნა­მო­წა­მე­ბი­თა მათ­და სჳნი­დი­სი­სა მა­თი­საჲთა~ (რომ. 2. 13-15). ამ­დე­ნად, ბუ­ნე­ბი­თი სჯუ­ლი (`ბუ­ნე­ბი­თი სწავ­ლაჲ~), მო­ცი­ქუ­ლის მი­თი­თე­ბით, სინ­დი­სია, რომ­ლის მი­მართ გუ­ლის­ხმი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძ­ღვრე­ბის თა­ნახ­მად, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას შე­ა­მეც­ნე­ბი­ნებს ადა­მი­ანს. ხო­ლო ჰა­გი­ოგ­რა­ფის სიტ­ყვე­ბი: `რაჲიგი თჳთ ენე­ბოს სხჳსა­გან, იგი სხუ­­სა უყოფ­დეს ეგ­რეთ­ვე~, იე­სო ქრის­ტეს მი­ერ მთა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი ქა­და­გე­ბი­სას სა­ხა­რე­ბის ოქ­როს წე­სის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი მოძ­ღვრე­ბის პე­რიფ­რა­ზია. შდრ.: `ყო­ვე­ლი, რო­მე­ლი გინ­დეს თქუ­ენ, რა­ი­თა გი­ყონ კაც­თა, ეგ­რეთ­ცა თქუ­ენ ჰყავთ მათ­და მი­მართ~ (მათ. 7. 12).

გვ.: 25, 15-17. `ბუ­ნე­ბი­თი­სათჳს ვი­ნე­ბე მრა­ვალ­თა პირ­ველ აღ­წე­რილ­თა­გან ამი­სი­ცა აღ­წე­რაჲ, რო­მელ­საესე ჴელ­ვყავ~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ავ­ტორ­მა სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მი ისეთ პი­როვ­ნე­ბას მი­უძ­ღვნა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად წარ­მარ­თი იყო და, პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის კვა­ლო­ბა­ზე, ბუ­ნე­ბი­თი შჯუ­ლით (ე. ი. სინ­დი­სით) ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სწო­რედ ამ შჯულს მი­დევ­ნე­ბულ ევ­სტა­თის გა­ნეც­ხა­და იე­სო ქრის­ტე.

გვ.: 26, 6. `დღე­თა მათ ტრა­­­ნე მე­ფი­სა­თა~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა ტრა­ი­ა­ნე (53-117 წწ.), რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 98-117 წლებ­ში.

გვ.: 26, 7-8. `და­ად­გი­ნა მე­ფე­მან სტრა­ტი­ლა­ტი ვინ­მე, სა­ხე­ლით პლა­კი­და~ _ სტრა­ტი­ლა­ტი ბერ­ძნუ­ლი სიტ­ყვაა და ქარ­თუ­ლად ითარ­გმნე­ბა, რო­გორც `მხე­დარ­თმთა­ვა­რი.~

გვ.: 26, 16-17. `და იყო ახა­ლი კორ­ნი­ლიე მათ ჟამ­თა ში­ნა~ _ სა­უ­ბა­რია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძ­ღვრე­ბის გულ­მოდ­გი­ნედ შემ­წყნა­რე­ბელ რო­მა­ელ კორ­ნი­ლი­ოს ასის­თავ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხებ ვრცე­ლი თხრო­ბა გვხვდე­ბა `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ წიგ­ნში (იხ. საქ. მო­ციქ. 10. 1-45).

გვ.: 27, 3-5. `ყო­ველ­თა წარ­მარ­თთა შო­რის, რო­მელ­სა ეში­ნო­დის მი­სა და იქ­მო­დის სი­მარ­თლე­სა, შეწ­ყნა­რე­ბულ არს მის მი­ერ~ _ ტექ­სტში მი­თი­თე­ბის გა­რე­შე და­მოწ­მე­ბუ­ლი სიტ­ყვე­ბი ცი­ტი­რე­ბუ­ლია ახა­ლი აღ­თქმის ერთ-ერ­თი წიგ­ნი­დან _ `საქ­მე მო­ცი­ქულ­თა~ (საქ. მო­ციქ. 10. 35).

გვ.: 27, 24-25. `არა ვი­თარ­ცა კორ­ნი­ლიე პეტ­რეს მი­ერ, არა­მედ ვი­თარ­ცა პავ­ლე თჳსი­თა გა­მო­ჩი­ნე­ბი­თა~ _ აქ ნახ­სე­ნე­ბი პეტ­რე იე­სო ქრის­ტეს თორ­მეტ მო­ცი­ქულ­თა­გან ერთ-ერ­თია, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით `მო­ცი­ქულ­თა თა­ვი~ ეწო­და. კორ­ნი­ლი­ო­სის მოქ­ცე­ვა სწო­რედ პეტ­რეს სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა და ვრცლად არის აღ­წე­რი­ლი `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ წიგ­ნში (იხ. საქ. მო­ციქ. 10. 1.45). რაც შე­ე­ხე­ბა პავ­ლეს, ის არ აღი­რიც­ხე­ბა იე­სო ქრის­ტეს თორ­მეტ მო­წა­ფე­ში, თუმ­ცა და­მას­კო­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ნა­ნა­ხი გა­მოც­ხა­დე­ბის შემ­დეგ ისიც მო­ცი­ქუ­ლად იქ­ნა გა­მორ­ჩე­უ­ლი (იხ. 9. 1-19). სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის თა­ნახ­მად, სწო­რედ პეტ­რე­სა და პავ­ლეს გა­ნე­კუთ­ვნათ სა­ხელ­წო­დე­ბა _ `თავ­ნი მო­ცი­ქულ­თა­ნი.~

გვ.: 28, 1-3. `უჩუ­­ნა მას ღმერ­თმან სას­წა­­ლი არა­შე­უმ­სგავ­სე­ბე­ლი ძა­ლი­სა მი­სი­სა, არა­მედ, ვი­თარ­ცა ბა­ლა­მის ზე მის­ცა ვირ­სა სიტ­ყუაჲ და ამ­ხი­ლა მას~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა ბა­ლა­ა­მი _ ერთ-ერ­თი ბიბ­ლი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტი­დან ებ­რა­ელ­თა გა­მოს­ვლის ეპო­ქა­ში შუ­ამ­დი­ნა­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და (იხ. რიცხ. 22). წმინ­და წე­რი­ლის თა­ნახ­მად, ღვთის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ებ­რა­ე­ლი ერის და­საწ­ყევ­ლად მი­მა­ვა­ლი ბა­ლა­ა­მი ადა­მი­ა­ნუ­რი ენით ამეტ­ყვე­ლე­ბულ­მა სა­კუ­თარ­მა სა­ხე­დარ­მა ამ­ხი­ლა (შდრ. რიცხ. 22. 21-30). წი­ნამ­დე­ბა­რე უწ­ყე­ბა­ში პა­რა­ლე­ლია გავ­ლე­ბუ­ლი ხსე­ნე­ბულ ბიბ­ლი­ურ ის­ტო­რი­ა­სა და ევ­სტა­თის თავს გა­დამ­ხდარ მოვ­ლე­ნას შო­რის, რად­გან, ჰა­გი­ოგ­რა­ფის თა­ნახ­მად, მსგა­ვ­სად ბა­ლა­ა­მის შემ­თხვე­ვი­სა, იე­სო ქრის­ტე ადა­მი­ა­ნის ენით მო­სა­უბ­რე ირ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თავს ევ­სტა­თის (შდრ. `და უწოდ­და მას და ეტ­ყო­და ირე­მი­სა მის მი­ერ~).

გვ.: 28, 4-7. `უჩუ­­ნა რქა­თა ზე­და მის ირ­მი­სა­თა სახჱ პა­ტი­ოს­ნი­სა ჯუ­­რი­საჲ, უბ­რწყინ­ვა­ლე­სი ნა­თელ­სა მზი­სა­სა და შო­რის რქა­თა მის­თა ხა­ტი პა­ტი­ოს­ნი­სა გუ­­მი­სა მი­სი­საჲ, რო­მე­ლი ჩუ­­ნი­სა ცხო­რე­ბი­სათჳს შე­­მო­სა~ _ ტექ­სტის თა­ნახ­მად, ევ­სტა­თიმ ირ­მის რქებს შო­რის ორი რამ იხი­ლა:: 1. გაბ­რწყი­ნე­ბუ­ლი ჯვა­რი; 2. სა­ხე­ლის მო­უხ­სე­ნებ­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი `ხა­ტი პა­ტი­ოს­ნი­სა გუ­ა­მი­სა მი­სი­საჲ.~ და­მოწ­მე­ბულ ნაც­ვალ­სა­ხელ­ში `მი­სი­საჲ~ იე­სო ქრის­ტეა ნა­გუ­ლის­ხმე­ვი, ხო­ლო ტერ­მინ­ში `ხა­ტი~ _ მაც­ხოვ­რის ადა­მი­ა­ნუ­რი გა­რეგ­ნო­ბა, რა­საც წი­ნა­და­დე­ბის მომ­დევ­ნო ნა­წი­ლი ცხად­ყოფს: `რო­მე­ლი ჩუ­­ნი­სა ცხო­რე­ბი­სათჳს შე­­მო­სა.~ სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ცოდ­ვით და­ცე­მუ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­სნის მიზ­ნით ძე ღმერ­თმა სა­კუ­თარ ჰი­პოს­ტას­ში შე­ი­ერ­თა კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბა და მა­რა­დი­უ­ლად, და­უ­სა­ბა­მოდ მყო­ფი ბეთ­ლემ­ში შო­ბის გზით მო­ევ­ლი­ნა ქვეყ­ნი­ე­რე­ბას, რო­გორც სრუ­ლი ღმერ­თი და სრუ­ლი ადა­მი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ირ­მის რქებს შო­რის ევ­სტა­თის, ერ­თი მხრივ, მო­ელ­ვა­რე ჯვა­რი და, მე­ო­რე მხრივ, მაც­ხო­ვა­რი გა­ნეც­ხა­და კა­ცობ­რი­ვი გა­რეგ­ნო­ბით.

გვ.: 30, 20-22. `რო­მელ­სა ჰნე­ბავს ყო­ველ­თა კაც­თა ცხო­რე­ბაჲ და მეც­ნი­­რე­ბა­სა ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­სა მოს­ლვაჲ~ _ და­მოწ­მე­ბუ­ლი ფრაგ­მენ­ტი წმინ­და წე­რი­ლი­დან, კერ­ძოდ, ტი­მო­თეს მი­მართ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის პირ­ვე­ლი ეპის­ტო­ლი­დან, არის ცი­ტი­რე­ბუ­ლი (1 ტი­მოთ. 2. 3-4).

გვ.: 30, 24-26. `უწო­და პლა­კი­დას `ევ­სტა­თი~ და ცოლ­სა მი­სას ტა­ტი­­ნეს `თე­­პის­ტია~ და შვილ­თა მათ­თა _ პირ­ველ­სა უწო­და `აღა­პი~ და მე­­რე­სა `თე­­პის­ტე~ _ `ევ­სტა­თი~ ბერ­ძნუ­ლი სიტ­ყვაა და ქარ­თუ­ლად ითარ­გმნე­ბა, რო­გორც `კე­თი­ლად­მდგო­მე­ლი~; `თე­ო­პი­ს­ტია~ ქარ­თუ­ლად `ღვთის­მორ­წმუ­ნეს~ ნიშ­ნავს, `აღა­პი~ _ `სიყ­ვა­რულს~, ხო­ლო `თე­ო­პის­ტე~ _ `ღვთის­მორ­წმუ­ნეს.~ რო­გორც ვხე­დავთ, ევ­სტა­თის მე­უღ­ლი­სა და უმ­ცრო­სი შვი­ლის სა­ხე­ლე­ბი ქარ­თუ­ლად თარ­გმნი­სას იდენ­ტუ­რია, თუმ­ცა ბერ­ძნუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­დან (იგუ­ლის­ხმე­ბა სქე­სის კა­ტე­გო­რია) გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბით გად­მო­ი­ცე­მა. მდედ­რო­ბი­თი სქე­სის სა­ხე­ლე­ბი –ია-ზე ბო­ლოვ­დე­ბა, მამ­რო­ბი­თი სქე­სი­სა _ –ს-ზე.~ ხში­რად ძვე­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი მამ­რო­ბი­თი სქე­სის სა­ხე­ლებს ფორ­მას უც­ვლიდ­ნენ და მი­სი და­ბო­ლო­ე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ნორ­მებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოჰ­ყავ­დათ, რი­სი დას­ტუ­რიც არის გან­ხი­ლუ­ლი შემ­თხვე­ვა, სა­დაც ნაც­ვლად დედ­ნი­სე­უ­ლი `თე­ო­პის­ტოს~-ისა გვაქვს `თე­ო­პის­ტე.~

გვ.: 31, 4-5. `მოიჴსე­ნეთ სუ­ლი ჩე­მი გლა­ხა­კი­სა იო­ვა­ნე­სი. ჰე, გე­ვედ­რე­ბი!~ _ ევ­სტა­თი­სა და მი­სი ოჯა­ხის მომ­ნათ­ლა­ვი მღვდლის სა­ხე­ლი იო­ა­ნე ყო­ფი­ლა. ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.

გვ.: 31, 15-16. `მი­­ღე სა­ბა­ნე­ლი მად­ლი­სა ჩე­მი­საჲ და შე­­მო­სე უკუ­და­ვე­ბაჲ~ _ ეს სიტ­ყვე­ბი ორ მოვ­ლე­ნას აერ­თი­ა­ნებს: `სა­ბა­ნე­ლი მად­ლი­საჲ~ ევ­სტა­თი­ზე აღ­სრუ­ლე­ბულ ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს გუ­ლის­ხმობს, ხო­ლო `შე­ი­მო­სე უკუ­და­ვე­ბაჲ~ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ფუ­ძე მოძ­ღვრე­ბაა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ქვეყ­ნი­ე­რე­ბა­ზე მო­სულ­მა ძე ღმერ­თმა, იე­სო ქრის­ტემ, მი­უ­ხე­და­ვად ფი­ზი­კუ­რი სიკ­ვდი­ლის არ­სე­ბო­ბი­სა, სა­კუ­თარ მორ­წმუ­ნე­ებს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ მა­რა­დი­უ­ლი სი­ცოც­ხლის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ა­ნი­ჭა.

გვ.: 31, 16-17. `აწ გიძ­ლე­ვი­ეს უკე­თუ­რი­სა და აწ და­გით­რგუ­ნავს დამ­თრგუნ­ვე­ლი შე­ნი~ _ უკე­თურ­სა და დამ­თრგუნ­ველ­ში და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზი _ ეშ­მა­კი იგუ­ლის­ხმე­ბა.

გვ.: 31, 18-21. `აწ გა­მოჩ­ნდეს საქ­მე სარ­წმუ­ნო­­ბი­სა შე­ნი­საჲ, რა­მე­თუ შუ­რი­თა აღ­ძრულ არს ეშ­მა­კი შენ ზე­და, რა­მე­თუ და­­ტე­ვე იგი და ის­წრა­ფის აღ­ძრვად შენ ზე­და ყოვ­ლი­სა ბო­რო­ტი­სა~ _ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­ნიზ­რა­ხავს, უკუ­აგ­დოს ცოდ­ვა და საღ­მრთო ცხოვ­რე­ბას შე­უდ­გეს, ეშ­მა­კი (და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზი) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შუ­რით აღიძ­ვრის მის წი­ნა­აღ­მდეგ და ყვე­ლა ხერხს იყე­ნებს სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი გზი­დან მის გა­და­საც­დე­ნად. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ამ­ცნობს გა­მოც­ხა­დე­ბა­ში იე­სო ქრის­ტე ევ­სტა­თის.

გვ.: 31-32. `ჯე­რარს უკუე დამ­დაბ­ლე­ბაჲ შე­ნი სი­მაღ­ლი­სა მის­გან ამაოჲსა და მეყ­სა ში­ნა კუ­­ლად ამაღ­ლე­ბად სი­მარ­თლი­თა მით სუ­ლი­­რი­თა~ _ `ამაო სი­მაღ­ლე­ში~ იგუ­ლის­ხმე­ბა ევ­სტა­თის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა _ რო­მა­უ­ლი არ­მი­ის სტრა­ტი­ლა­ტო­ბა (მხე­დარ­თმთავ­რო­ბა), რო­მელ­საც, იე­სო ქრის­ტეს მი­ერ გაც­ხა­დე­ბუ­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის თა­ნახ­მად, და­კარ­გავს ევ­სტა­თი, თუმ­ცა სა­ნაც­ვლოდ სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლდე­ბა, ე. ი. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სათ­ნო­ე­ბე­ბით შე­ი­მო­სე­ბა, რაც, სა­ეკ­ლე­სიო თვალ­თა­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი­ვე ამ­ქვეყ­ნი­ურ დი­დე­ბა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი პა­ტი­ვია.

გვ.: 32, 6-8. `ჯე­რარს ამათ­ცა ჟამ­თა გა­მო­ჩი­ნე­ბად მე­­რი­სა იო­ბი­სი გან­საც­დელ­თა ში­ნა მძლედ ეშ­მა­კი­სა~ _ სა­უ­ბა­რია იობ­ზე _ ქრის­ტე­შო­ბამ­დე­ლი ეპო­ქის მოღ­ვა­წე­ზე, `იო­ბის წიგ­ნის~ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ერთ-ერ­თი ბიბ­ლი­უ­რი წიგ­ნის მთა­ვარ პერ­სო­ნაჟ­სა და სა­ვა­რა­უ­დო ავ­ტორ­ზე, რო­მელ­მაც შუ­რით მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი ეშ­მა­კის ძა­ლის­ხმე­ვით მრა­ვა­ლი უმ­ძი­მე­სი გან­საც­დე­ლი და­ით­მი­ნა, თუმ­ცა არ უარ­ყო ღმერ­თი, რის­თვი­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სუ­ლი­ე­რი თუ ხორ­ცი­ე­ლი წყა­ლო­ბა მი­ე­მად­ლა.

გვ.: 36, 16-19. `დას­დევ, უფა­ლო, სა­ცოჲ პირ­სა ჩემ­სა და კა­რი მცვე­ლი ბა­გე­თა ჩემ­თა, რაჲთა არა მის­დრკეს გუ­ლი ჩე­მი სიტ­ყუ­­თა მი­მართ უკე­თუ­რე­ბი­სა­თა და გან­ვარ­დე პი­რი­სა შე­ნი­სა­გან~ _ ლოც­ვის ეს ნა­წი­ლი ფსალ­მუ­ნი­და­ნაა (იხ. ფსალმ. 140. 3-4).

გვ.: 36, 21-22. `მო­ვი­და და­ბა­სა ერ­თსა, რო­მელ­სა ეწო­დე­ბო­და ვა­დი­სონ~ _ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პუნ­ქტის თა­ნა­მედ­რო­ვე მდე­ბა­რე­ო­ბა ვერ და­ვად­გი­ნეთ.

გვ.: 37, 22-24. `რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი აკა­კი და ან­ტი­­ხოს, რო­მელ­ნი ოდეს­მე მსა­ხურ­ნი იყ­ვნეს მის­ნი~ _ ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი (აკა­კი და ან­ტი­ო­ქო­სი) სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში უც­ნო­ბი რო­მა­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან.

გვ.: 39, 15-16. `აქუნ­და ქედ­სა მის­სა სას­წა­­ლი წყლუ­ლე­ბი­საჲ~ _ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში სიტ­ყვა სას­წა­­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად ევ­სტა­თის კი­სერ­ზე დარ­ჩე­ნილ ნი­შანს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­წი­ბურს გუ­ლის­ხმობს.

გვ.: 40, 5. `, ვი­თა­რი­ღა კა­ცი მიზ­დუ­რად გუყ­ვა ჩუ­ენ~ _ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სიტ­ყვა `მიზ­დუ­რი~ `და­ქი­რა­ვე­ბულს~ ნიშ­ნავს. შე­სა­ბა­მი­სად, წი­ნა­და­დე­ბის ში­ნა­არ­სი ასე­თია: `ვაი, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი გვყო­ლია ჩვენ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.~

გვ.: 41, 9-10. `გა­ნავ­ლნა მდი­ნა­რე­სა, რო­მელ­სა ეწო­დე­ბის ედას­პი~ _ დი­დი ალ­ბა­თო­ბით, სა­უ­ბა­რია ჯა­ლა­მის სა­ხე­ლით ცნო­ბილ მდი­ნა­რე­ზე, რო­მე­ლიც ინ­დო­ეთ­სა და პა­კის­ტან­ში მდე­ბა­რე­ობს. მი­სი არ­ქა­უ­ლი სა­ხე­ლი იყო ჰი­დას­პი (ძვე­ლი ქარ­თუ­ლით, `ედას­პი~).

გვ.: 45, 3-4. `მო­კუ­და მე­ფე ტრა­­­ნე და დაჯ­და მის წილ სხუაჲ მე­ფე, სა­ხე­ლით ან­დრი­­ნე~ _ იგუ­ლის­ხმე­ბა ტრა­ი­ა­ნე (53-117 წწ.), რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 98-117 წლებ­ში და ად­რი­ა­ნე (76-138 წწ.), რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი 117-138 წლებ­ში.

გვ.: 45, 11-12. `შერაჲვი­დო­და იგი ტაძ­რად აპო­ლო­ნის­სა …~ _ სა­უ­ბა­რია აპო­ლონ­ზე, ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, სი­ნათ­ლი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ღმერ­თზე. აპო­ლო­ნის ტა­ძა­რი მდე­ბა­რე­ობს სა­ბერ­ძნეთ­ში და 1986 წლი­დან შე­ტა­ნი­ლია იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის სი­ა­ში.

გვ.: 46, 10-11. `ბრძა­ნა განჴურ­ვე­ბად კუ­როჲ რვა­ლი­საჲ და მუნ შეყ­რად წმი­და­თაჲ მათ~ _ სპი­ლენ­ძის ხა­რი ადა­მი­ან­თა სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ია­რა­ღი იყო: ბრალ­დე­ბულს ხა­რის შიგ­ნით გა­ნა­თავ­სებ­დნენ და ქვე­მო­დან ცეცხლს შე­უნ­თებ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც ადა­მი­ა­ნი ცოც­ხლად იწ­ვო­და.

გვ.: 46, 21-22. `ვი­თარ­ცა სამ­ნი ყრმა­ნი ბა­ბი­ლონს ცეც­ხლი­თა გა­მო­­ცად­ნეს~ _ ძლე­ვა­მო­სილ­მა ქალ­დე­ველ­მა მე­ფე ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორ­მა სამ ებ­რა­ელ ყრმას ღმერ­თის უარ­ყო­ფა და ერთ-ერ­თი ბა­ბი­ლო­ნუ­რი კერ­პის თაყ­ვა­ნის­ცე­მა უბ­რძა­ნა. ებ­რა­ელ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა უა­რი გა­ნაც­ხა­დეს, რის შემ­დე­გაც ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სო­რის ბრძა­ნე­ბით ისი­ნი ცეც­ხლის ღუ­მელ­ში ჩა­აგ­დეს, თუმ­ცა საღ­ვთო სას­წა­უ­ლის შე­დე­გად იქი­დან სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბელ­ნი გა­მო­ვიდ­ნენ (იხ. დან. 3).

გვ.: 47, 5-6. `სიმ­ძაფ­რე ამის საჴუმი­ლი­საჲ შეც­ვა­ლე, უფა­ლო, ცუ­­რად~ _ ლოც­ვის ამ ნა­წილს პა­რა­ლე­ლი ეძებ­ნე­ბა წმინ­და წე­რილ­ში: „ხო­ლო ან­გე­ლო­ზი უფ­ლი­საჲ თა­ნა შთა­ვი­და მყის აზა­რი­ა­ეთ­სა საჴმი­ლად მი­მართ და გან­ყა­რა ალი ცეც­ხლი­სა საჴმი­ლი­სა­გან. და ყო შო­რის საჴმი­ლი­სა, ვი­თარ­ცა სუ­ლი ცუ­ა­რი­სა, ვი­თარ­ცა რაჲ მსტუ­ე­ნა­ვი. და არა შე­ე­ხო მათ ყოვ­ლი­თურთ ცეც­ხლი მათ­და და არ შე­ა­წუხ­ნა იგი­ნი და არ აღაშ­ფოთ­ნა იგი­ნი~ (დან. 3. 49-50).

გვ.: 48, 16-17. `და­­სუ­ენ­ნეს მას ში­ნა სა­დი­დე­ბე­ლად დღე­სას­წა­­ლი­სა მა­თი­სა, რო­მე­ლი აღეს­რუ­ლე­ბის თუ­­სა სეკ­დე­ბერ­სა k̃~ _ მო­წა­მებ­რი­ვად აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი ევ­სტა­თი­სა და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ხსე­ნე­ბის დღედ სა­მი ოქ­ტომ­ბე­რი (ძვე­ლი სტი­ლით, ოცი სექ­ტემ­ბე­რი) გა­ნი­საზ­ღვრა.