გეოგრაფიულ სახელთა ანოტირებული საძიებელი

ბი­ზან­ტია _ აქ: პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა ბი­ზან­ტი­ო­ნი, სა­დაც შემ­დგომ­ში კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლი და­არ­სდა.

ბითჳნია (ბით­ვი­ნია) _ ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მის იმ­პე­რი­ის პრო­ვინ­ცია, რო­მელ­საც მცი­რე აზი­ის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი ეკა­ვა.

ეგჳპტე (ეგ­ვიპ­ტე) _ უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში.

ედას­პი _ სა­ვა­რა­უ­დოდ, იგო­ვე ჯა­ლა­მი _ მდი­ნა­რე ინ­დო­ეთ­სა და პა­კის­ტან­ში. მი­სი არ­ქა­უ­ლი სა­ხე­ლია ჰი­დას­პი (ძვე­ლი ქარ­თუ­ლით `ედას­პი~).

ვა­დი­სო­ნი _ `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბის~ მი­ხედ­ვით, და­ბა რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, სა­დაც წმინ­და ევ­სტა­თი ცოლ-შვი­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ 15 წე­ლი ცხოვ­რობ­და. მის შე­სა­ხებ სხვა ცნო­ბე­ბი არ იძებ­ნე­ბა.

მა­კე­დო­ნია _ ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე მხა­რე.

ნი­კო­მი­დია _ მცი­რე აზი­ის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქი, ბით­ვი­ნი­ის მთა­ვა­რი პო­ლი­სი. მდე­ბა­რე­ობ­და თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მარ­მა­რი­ლოს ზღვის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. ნი­კე­ას­თან ერ­თად ის ბით­ვი­ნი­ის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბო­და.

პან­ფი­ლია (პამ­ფი­ლია) _ რე­გი­ო­ნი მცი­რე აზი­ა­ში, კი­ლი­კი­ა­სა და ლი­კი­ას შო­რის. უძ­ვე­ლეს დრო­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი იყო სა­ბერ­ძნე­თი­დან ჩა­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბით. შე­დი­ო­და აქი­მე­ნი­დე­ბის სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. შემ­დგომ შე­ვი­და რო­მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

პერ­გე _ `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ თა­ნახ­მად, ქა­ლა­ქი, სა­დაც პავ­ლე და ბარ­ნა­ბა მო­ცი­ქუ­ლებ­მა იქა­და­გეს: `წარ-რაჲ-ვი­დეს პა­ფოჲთ პავ­ლე და მის­თა­ნა­ნი იგი, წიაჴდეს პერ­გედ~ (საქ. მო­ციქ. 13.13). დღეს შე­დის ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

სი­მა­ნე (სი­მა­ნი) _ ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­ის ერთ-ერ­თი მო­მიჯ­ნა­ვე გა­რე­უ­ბა­ნი.

ფრი­გია _ რე­გი­ო­ნი მცი­რე აზი­ის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, კა­პა­დო­კი­ა­სა და ლი­დი­ას შო­რის. `საქ­მე მო­ცი­ქულ­თას~ მი­ხედ­ვით, ფრი­გი­ა­ში პავ­ლე და ტი­მო­თე მო­ცი­ქუ­ლებ­მა იქა­და­გეს: `და მოვ­ლეს ფრიგჳაჲ და გა­ლა­ტელ­თა სო­ფე­ლი…~ (საქ. მო­ციქ. 16. 6).

ჰრო­მი (რო­მი) _ რო­მის უძ­ვე­ლე­სი იმ­პე­რია. აღ­მო­ცენ­და ძვ. წ. 753 წელს და­არ­სე­ბუ­ლ ქა­ლაქ რო­მის სა­ფუძ­ველ­ზე. IV სა­უ­კუ­ნე­ში გა­ი­ყო აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ იმ­პე­რი­ე­ბად. და­სავ­ლე­თის იმ­პე­რია და­ე­ცა 476 წელს, ხო­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა _ 1453 წელს.