I ტომის ტექსტისათვის

რო­გორც ყვე­ლა აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მა, ჩვე­ნი გამოცემაც ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: ტექ­სტე­ბის­გან და სა­მეც­ნი­ე­რო აპა­რა­ტის­გან. ტექ­სტე­ბის ნა­წილ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, ანუ ჩვე­ნი კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მა­სა­ლა, ისე მა­თი ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნე­ბი და ერ­თი ტექ­სტის შემ­თხვე­ვა­ში – ბერ­ძნუ­ლი ვერ­სი­აც. გა­მო­ცე­მა­ში ისი­ნი შემ­დე­გი თან­მიმ­დევ­რო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი: ქარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბი, ბერ­ძნუ­ლი ვერ­სია და ბო­ლოს – ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნე­ბი.

ძი­რი­თა­დი ტექ­სტის პუნ­ქტუ­ა­ცი­უ­რი, ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი და ენობ­რი­ვი კუთ­ხით მო­წეს­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ შემ­დეგს:

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ აღე­ბუ­ლი გვაქვს თა­ნა­მედ­რო­ვე პუნ­ქტუ­ა­ცი­ის წე­სე­ბი, რო­გორც ეს ძვე­ლი ტექ­სტე­ბის აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის პრაქ­ტი­კა­შია მი­ღე­ბუ­ლი.

იმა­ვე პრინ­ციპს ვა­ტა­რებთ ორ­თოგ­რა­ფი­ის სფე­რო­შიც, კერ­ძოდ: სიტ­ყვებს, რომ­ლე­ბიც დღეს იწე­რე­ბა ერ­თად, ვწერთ ერ­თად, რომ­ლე­ბიც იწე­რე­ბა ცალ-ცალ­კე, ვწერთ ცალ-ცალ­კე.

მაგ., ორი ან მე­ტი სხვა­დას­ხვა ფუ­ძის­გან მი­ღე­ბუ­ლ კომ­პო­ზი­ტე­ბს ვწერთ ერ­თად: ნათ­ლის­ღე­ბა და არა ნათ­ლის ღე­ბა ან ნათ­ლის-ღე­ბა, ნათ­ლის­მცე­მე­ლი და არა ნათ­ლის მცე­მე­ლი ან ნათ­ლის-მცე­მე­ლი, წი­ნამ­დე­ბა­რე და არა წი­ნა მდე­ბა­რე ან წი­ნა-მდე­ბა­რე, ასე­ვე თა­ყუ­­ნის­ცე­მა, თა­ყუ­­ნის­მცე­მე­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა, პა­ტი­ვის-მცე­მე­ლი, ნუ­გე­ში­ნის­ცე­მა, ნუ­გე­ში­ნის­მცე­მე­ლი, ქვე­ლის­მოქ­მე­დი, და ა. შ.

ნათ­ქვა­მი ეხე­ბა რთუ­ლი აგე­ბუ­ლე­ბის ზმნებ­საც. ძვე­ლი ტექ­სტე­ბის აკა­დე­მი­ურ გა­მო­ცე­მებ­ში და­ნერ­გი­ლი პრაქ­ტი­კა ერ­თი და იმა­ვე ენობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მი­სად­მი სხვა­დას­ხვაგ­ვარ (არა­ერ­თგვა­რო­ვან) მიდ­გო­მას გვთა­ვა­ზობს. კერ­ძოდ, კომ­პო­ზი­ტუ­რი აგე­ბუ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი (ორი ან მე­ტი ფუ­ძის­გან შემ­დგა­რი) თუ იწე­რე­ბა ერ­თად (იგი­ვე ნათ­ლის­მცე­მე­ლი, ან ნათ­ლის­მღე­ბე­ლი), ასე­თი­ვე შედ­გე­ნი­ლო­ბის ზმნე­ბი იწე­რე­ბა დე­ფი­სით (მაგ., ნა­თელ-იღო, სრულ-ყო, ცხად-ყოფს, ჴელ-ეწი­ფე­ბის, ძალ-უძს და ა. შ.). თუ ამო­სავ­ლად ის­ტო­რი­ულ ვი­თა­რე­ბას ავი­ღებთ (ანუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გვქონ­და კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­ნა­წე­რის შეს­რუ­ლე­ბის დროს), მა­შინ სა­ხე­ლე­ბიც არ უნ­და დავ­წე­როთ ერ­თად. ჩვენ ვე­ცა­დეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ენობ­რი­ვი მოვ­ლე­ნის მი­მართ ერ­თი სა­ერ­თო პრინ­ცი­პი გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა და ანა­ლო­გი­უ­რი აგე­ბუ­ლე­ბის სიტ­ყვე­ბი დაგ­ვე­წე­რა ერ­თად, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, რო­მელ მორ­ფო­ლო­გი­ურ ოდე­ნო­ბას­თან გვქონ­და საქ­მე _ სა­ხე­ლებ­თან თუ ზმნებ­თან. ასე რომ, რთულ ზმნებს ვწერთ ასე: ნა­თე­ლი­ღო, ცხად­ყოფს, ჴელე­წი­ფე­ბის, ძა­ლუძს, გუ­ლისჴმავ­ყავ, ამ­ბორ­სუ­ყოფ­და და სხვ. მაგ­რამ პა­ტი­ვი სცა, თა­ყუ­­ნი სცა, ნუ­გე­ში­ნი სცა.

აღ­წე­რი­თი (პე­რიფ­რას­ტუ­ლი) წარ­მო­ე­ბის ზმნებ­საც, რომ­ლე­ბიც მარ­ტივ შე­მას­მენ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, ვწერთ ერ­თად, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­ცა ისი­ნი მო­ცე­მუ­ლია აწ­მყოს III პი­რის (მხო­ლო­ბი­თი თუ მრავ­ლო­ბი­თი რიც­ხვის) ფორ­მით, მაგ., აღ­სრუ­ლე­ბულ არს, აღ­სრუ­ლე­ბულ არი­ან, დარ­ჩო­მილ არი­ან, მაგ­რამ დაჯ­დო­მი­ლი­ყო და არა დაჯ­დო­მილ იყო ან დაჯ­დო­მილ-იყო.

შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მენ­ლის ნა­წი­ლებს ვწერთ ცალ-ცალ­კე, მაგ., `გან­მარ­ჯუ­­ბულ იყო ყო­ველ­სა ზე­და~ (= გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო), რო­გორც ამას თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ­ში ვა­კე­თებთ, ასე­ვე _ უდებ იქ­მნა, უჩი­ნო იქ­მნა, სრულ იქ­მნა (მაგ­რამ უდებ­ყო, სრულ­ყო, რად­გან ესე­ნი რთუ­ლი ზმნე­ბია და არა შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მენ­ლე­ბი).

გა­რეგ­ნუ­ლად (აგე­ბუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით), რო­გორც ცნო­ბი­ლია, შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მე­ნე­ლი და მარ­ტი­ვი, მაგ­რამ აღ­წე­რი­თი წარ­მო­ე­ბის ზმნე­ბის III სე­რი­ის მწკრი­ვე­ბი ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა წი­ნა­და­დე­ბა­ში მა­თი ფუნ­ქცი­ე­ბი კონ­ტექ­სტის მი­ხედ­ვით გა­ნირ­ჩე­ვა. შე­იძ­ლე­ბა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლებ­საც წი­ნამ­დე­ბა­რე გა­მო­ცე­მის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ ვი­ყე­ნებთ, გა­და­იკ­ვე­თოს კი­დეც (ანუ, თან­ხვდეს ერ­თმა­ნეთს). მაგ., `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ტექ­სტში გვხვდე­ბა ასე­თი ფრა­ზა: `რა­მე­თუ შუ­რი­თა აღ­ძრულარს ეშ­მა­კი შენ ზე­და, რა­მე­თუ და­უ­ტე­ვე იგი და ის­წრა­ფის აღ­ძრვად შენ ზე­და ყოვ­ლი­სა ბო­რო­ტი­სა.~ სა­ა­ნა­ლი­ზო ფორ­მა აქ შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მე­ნე­ლია (= აღ­ძრუ­ლია) და არა ვნე­ბი­თი გვა­რის ზმნის I თურ­მე­ო­ბი­თის ფორ­მა (აღიძ­ღვრის – აღ­ძრულ არს), რა­საც ის­წრაფ­ვის ფორ­მაც ადას­ტუ­რებს (ორი­ვე ახ­ლან­დელ დრო­შია), თუმ­ცა, I თურ­მე­ო­ბი­თიც რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­ინც ცალ-ცალ­კე უნ­და და­წე­რი­ლი­ყო იმ გა­მო­ნაკ­ლი­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ.

ესე ეგე, იგი ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბი, სა­დაც ისი­ნი ნა­წი­ლა­კის როლს ას­რუ­ლე­ბენ და კით­ხვით ნაც­ვალ­სა­ხე­ლებ­სა თუ ზმნი­ზე­დებს მი­მარ­თე­ბი­თო­ბის ფუნ­ქცი­ას ანი­ჭე­ბენ, დე­ფი­სით გა­მო­ე­ყო­ფი­ან იმ სიტ­ყვას, რო­მელ­საც და­ერ­თვი­ან, მაგ.: რო­მელ­სა-ესე, რო­მე­ლი-ეგე, ვი­თარ-იგი, სა­და-იგი და ა. შ.

`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ კრი­ტი­კუ­ლი ტექ­სტი ეფუძ­ნე­ბა Ath-17 ნუს­ხას, `თე­ო­დო­რე პერ­გე­ლის წა­მე­ბის~ კრიტიკული ტექსტი – A-1103 ნუსხას. `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის წა­მე­ბის~ შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ ერ­თი ნუს­ხა გვაქვს – Jer-2.

სა­მეც­ნი­ე­რო აპა­რა­ტი, თა­ვის მხრივ, რამ­დე­ნი­მე ნა­წილს მო­ი­ცავს. სა­ნამ მათ შე­ვე­ხე­ბით, მა­ნამ­დე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ას, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი მწერ­ლო­ბის ერთ-ერთ ჟანრს, გარ­და­მა­ვა­ლი სა­ფე­ხუ­რი უკა­ვია მხატ­ვრულ მწერ­ლო­ბა­სა და დო­კუ­მენ­ტურ ჟანრს შო­რის. სა­გა­მომ­ცემ­ლო კონ­ცეფ­ცი­აც სწო­რედ მი­სი სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ვი­მუ­შა­ვეთ და გამოცემას და­ვურ­თეთ შე­სა­ბა­მი­სი, ჟან­რის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს მორ­გე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი აპა­რა­ტი. იგი მო­ი­ცავს ფი­ლო­ლო­გი­ურ-ტექ­სტო­ლო­გი­ურ გა­მოკ­ვლე­ვას, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლია ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბი­სა და `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ შემ­თხვე­ვა­ში _ ბერ­ძნულ ტექ­სტთან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კით­ხი და ახ­სნი­ლია ამა თუ იმ ნუს­ხის ძი­რი­თად ტექ­სტად შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი. ცალ­კეა გან­ხი­ლუ­ლი ძი­რი­თა­დი ხელ­ნა­წე­რის ენი­სა და ტექ­სტის სა­კით­ხე­ბი თი­თო­ე­უ­ლი თხზუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. `ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის წა­მე­ბის~ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ტექ­სტის სა­კით­ხე­ბი გვაქვს მო­ცე­მუ­ლი, რად­გან ის ერ­თა­დერთ ნუს­ხა­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი და, მა­შა­სა­და­მე, აქ არ დგას ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გარ­კვე­ვის სა­კით­ხი.

სა­მეც­ნი­ე­რო აპა­რა­ტის ნა­წილს შე­ად­გენს ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რუბ­რი­კე­ბის სა­ხით გვაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აღ­წე­რი­ლო­ბის ჩვე­ნე­უ­ლი სქე­მა იმ მო­დელს ეყ­რდნო­ბა, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლია 2018 წელს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში _ „უც­ხო­ეთ­ში გა­და­წე­რი­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ვე­ლეთ­სა­ცა­ვებ­ში.“[1] აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი ნი­მუ­შად ავი­ღეთ იმის გა­მო, რომ ის სა­უ­კე­თე­სოდ გვაწ­ვდის ამა თუ იმ ხელ­ნა­წე­რის ირ­გვლივ არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სეგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი და მოქ­ნი­ლი სა­ხით.

ჩვენ მხო­ლოდ მცი­რე­ო­დე­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნეთ მას­ში, კერ­ძოდ, რუბ­რი­კა `რა­ო­ბის~ ნაც­ვლად ვარ­ჩი­ეთ `ჟან­რი~, `შიფ­რის~ ნაც­ვლად _ `ფონ­დი~, ცალ­კე რუბ­რი­კე­ბად გა­მოვ­ყა­ვით: `პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­ო­ბა~, `ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში~ და `წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი.~ შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ ის სქე­მა, რო­მელ­შიც მოქ­ცე­უ­ლია ჩვე­ნი ხელ­ნა­წე­რე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი. იგი შემ­დეგ რუბ­რი­კე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა:

გა­და­წე­რის ად­გი­ლი

ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა

ჟან­რი

თა­რი­ღი

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა და ფონ­დი

ფურ­ცელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­ო­ბა

ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში

სა­წე­რი მა­სა­ლა

ფურ­ცლის ზო­მა

სტრი­ქონ­თა რა­ო­დე­ნო­ბა

ნა­წე­რის ზო­მა

სვე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა

თი­თო­ე­უ­ლი სვე­ტის ზო­მა

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი

გა­დამ­წე­რი

ან­დერძ(ებ)ი

მი­ნა­წერ(ებ)ი

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია.

შე­ნიშ­ვნის სა­ხით და­ვა­მა­ტებთ, რომ ზო­გი­ერ­თი რუბ­რი­კა (მაგ., `ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა~) შე­იძ­ლე­ბა არ ახ­ლდეს რო­მე­ლი­მე ხელ­ნა­წერ­ს. ამას­თან, იმის გა­მო, რომ ათო­ნუ­რი და იე­რუ­სა­ლი­მუ­რი ნუს­ხე­ბი ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში მიკ­რო­ფი­რე­ბის სა­ხით გვაქვს და არა ორი­გი­ნა­ლე­ბის, ის რუბ­რი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი­გი­ნალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კო­დი­კო­ლო­გი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავს, ვერ იქ­ნე­ბა შევ­სე­ბუ­ლი, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­ცა სა­ჭი­რო ცნო­ბე­ბი წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბებ­შია მო­ცე­მუ­ლი.

სა­მეც­ნი­ე­რო აპა­რა­ტის მომ­დევ­ნო ნა­წი­ლია კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც თხზუ­ლე­ბა­თა სა­ყუ­რად­ღე­ბო ად­გი­ლე­ბი და ფრა­ზე­ბია გან­მარ­ტე­ბუ­ლი. თუ ტექ­სტში ჩა­ნარ­თე­ბია რო­მე­ლი­მე ბიბ­ლი­უ­რი წიგ­ნი­დან, კო­მენ­ტარ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი წიგ­ნი, თა­ვი თუ მუხ­ლი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ახ­სნი­ლია მი­სი და­მოწ­მე­ბის კონ­ტექ­სტი.

გა­მო­ცე­მას ერ­თვის შე­ნიშ­ვნე­ბი, სა­დაც კალ­მის­მი­ე­რი ლაფ­სუ­სე­ბია აღ­ნუს­ხუ­ლი გვერ­დი­სა და სტრი­ქო­ნის მი­თი­თე­ბით. ენობ­რი­ვი ცდო­მი­ლე­ბე­ბი აქ არ შე­მო­დის, რად­გან მათ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რა­დაა სა­უ­ბა­რი სტა­ტი­ა­ში _ `ტექ­სტის გა­მო­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კით­ხე­ბი.~

ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი თხზუ­ლე­ბე­ბის გმი­რე­ბი რე­ა­ლუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ დრო­ში ცხოვ­რობ­დნენ და ღვთის სათ­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბით სხვა­თა­გან გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­ერ წმინ­და­ნად შე­ი­რაც­ხა. მათ აქვთ თა­ვი­ან­თი ხსე­ნე­ბის სად­ღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბი, არ­სე­ბობს მა­თი ხა­ტე­ბი და ა. შ. ანუ, მა­თი სა­ხე­ლე­ბი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია.

ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ თხზუ­ლე­ბებ­ში, წმინ­და­ნე­ბის გვერ­დით, სხვა ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბიც გვხვდე­ბა, იქ­ნე­ბი­ან ესე­ნი მთავ­რე­ბი, მე­ფე­ე­ბი, იმ­პე­რა­ტო­რე­ბი, მხე­დარ­თმთავ­რე­ბი თუ სხვ. გარ­და ამი­სა, ამ ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ხში­რად იხ­სე­ნი­ე­ბი­ან აგ­რეთ­ვე მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­ცე­მას და­ვურ­თეთ პირ­თა და მი­თო­ლო­გი­ურ პერ­სო­ნაჟ­თა ანო­ტი­რე­ბუ­ლი და არა ან­ბა­ნუ­რი სა­ძი­ე­ბე­ლი. აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ გვერ­დე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლი არა გვაქვს მხო­ლოდ ევ­სტა­თის, თე­ო­დო­რე პერ­გე­ლი­სა და ან­თი­მოზ ნი­კო­მი­დი­ე­ლის­თვის, რად­გან ისი­ნი თხზუ­ლე­ბებ­ში თით­ქმის ყვე­ლა გვერ­დზე მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან. და­ნარ­ჩენ პი­რებს, მოქ­მე­დი გმი­რე­ბის ჩათ­ვლით, გვერ­დე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

მოქ­მე­დე­ბე­ბი ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ებ­ში კონ­კრე­ტულ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში ხდე­ბა და, ბუ­ნებ­რი­ვია, ავ­ტო­რის მი­ერ სა­ხელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა, ქა­ლა­ქი, და­ბა, მდი­ნა­რე თუ სხვა რო­მე­ლი­მე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლი. რამ­დე­ნა­დაც თხზუ­ლე­ბა­ში აღ­წე­რი­ლი ამ­ბე­ბი ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის ად­რე­ულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხდე­ბო­და, ტო­პო­ნიმ­თა სა­ხე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა­ობ­დეს მა­თი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი­სა­გან და სა­ჭირ­ო­ებ­დეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას. ამი­ტომ, პირ­თა და მი­თო­ლო­გი­ურ პერ­სო­ნაჟ­თა ანო­ტი­რე­ბუ­ლი სა­ძი­ებ­ლის შემ­დეგ ტომს ერ­თვის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლ სა­ხე­ლთა ანო­ტი­რე­ბუ­ლი სა­ძი­ე­ბე­ლიც.

სა­მეც­ნი­ე­რო აპა­რა­ტის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი ნა­წი­ლია ლექ­სი­კო­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კო­ნე­ბი, მის დარ­თვას წი­ნამ­დე­ბა­რე ტო­მის­თვის თა­ვი­სი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი აქვს: და­ა­ფიქ­სი­როს სა­ლექ­სი­კო­ნო ერ­თე­უ­ლე­ბის მხო­ლოდ ის მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მო­ცე­მულ გა­მო­ცე­მა­ში შე­სულ თხზუ­ლე­ბებ­ში აქვთ. გარ­და ამი­სა, ზოგ­ჯერ ესა თუ ის სიტ­ყვა რო­მე­ლი­მე კონ­ტექ­სტში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სე­მან­ტი­კუ­რი ელ­ფე­რით არის ნახ­მა­რი, რაც აფარ­თო­ებ­ს მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სფე­როს. ეს კი ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მო­შობს ძვე­ლი ტექ­სტე­ბის­თვის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნის დარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. მა­გა­ლი­თის­თვის და­ვი­მოწ­მებთ ორი­ო­დე ნი­მუშს: `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში~ გვხვდე­ბა ასე­თი ფრა­ზა: `აქუნ­და ქედ­სა მის­სა სას­წა­­ლი წყლუ­ლე­ბი­საჲ.~ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში სიტ­ყვა სას­წა­­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად ევ­სტა­თის კი­სერ­ზე დარ­ჩე­ნილ ნი­შანს _ ნა­წი­ბურს გუ­ლის­ხმობს. ამა­ვე ნა­წარ­მო­ებ­ში სიტ­ყვა ზი­­რე­ბა ნიშ­ნავს თა­ნამ­ყო­ფო­ბას, თა­ნა­ზი­ა­რო­ბას, ხორ­ცი­ელ ერ­თო­ბას: `ამას ით­ხოვ­და ღმრთი­სა­გან დე­და­კა­ცი იგი, რაჲთა და­იც­ვას ზი­­რე­ბი­სა­გან უც­ხო თეს­ლი­სა მის.~

ცხა­დია, ასე­თი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის გვერ­დით ლექ­სი­კონ­ში შე­ტა­ნი­ლია ისე­თი სიტ­ყვე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.


[1] უც­ხო­ეთ­ში გა­და­წე­რი­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი… 2018: 16-18.

II  ტომის ტექსტისათვის

წინამდებარე ტომში შემავალ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს, I ტომის მსგავსად, ახლავს ინგლისური თარგმანები და „ბასილი კესარიელის ცხოვრების“ შემთხვევაში – ბერძნული ვერსიაც. გამოცემაში ისინი შემდეგი თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი: ქართული ტექ-სტები, ბერძნული ვერსია და ბოლოს – ინგლისური თარგმანები.
კრიტიკული ტექსტის პუნქტუაციური, ორთოგრაფიული და ენობრივი კუთხით მოწეს-რიგებასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ შემდეგს:
სახელმძღვანელოდ აღებული გვაქვს თანამედროვე პუნქტუაციის წესები, როგორც ეს ძველი ტექსტების აკადემიური გამოცემის პრაქტიკაშია მიღებული.
იმავე პრინციპს ვატარებთ ორთოგრაფიის სფეროშიც, კერძოდ: სიტყვებს, რომლებიც დღეს იწერება ერთად, ვწერთ ერთად, რომლებიც იწერება ცალ-ცალკე, ვწერთ ცალ-ცალკე.

მაგ., კომპოზიტებს ვწერთ ერთად: ნათლისღება და არა ნათლის ღება ან ნათლის-ღება, ნათლისმცემელი და არა ნათლის მცემელი ან ნათლის-მცემელი, წინამდებარე და არა წინა მდებარე ან წინა-მდებარე, ასევე თაყუანისცემა, თაყუანისმცემელი, პატივისცემა, პატივის-მცემელი, ნუგეშინისცემა, ნუგეშინისმცემელი, ქველისმოქმედი, და ა. შ.

ნათქვამი ეხება რთული აგებულების ზმნებსაც. ძველი ტექსტების აკადემიურ გამოცე-მებში დანერგილი პრაქტიკა ერთი და იმავე ენობრივი მონაცემისადმი სხვადასხვაგვარ (არა-ერთგვაროვან) მიდგომას გვთავაზობს. კერძოდ, კომპოზიტური აგებულების სახელები თუ იწერება ერთად (იგივე ნათლისმცემელი, ან ნათლისმღებელი), ასეთივე შედგენილობის საწყი-სური ფორმები და ზმნები იწერება დეფისით (მაგ., ნათლის-ცემა, ნათლის-ღება, ნათელ-იღო, სრულ-ყო, ცხად-ყოფს, ჴელ-ეწიფების, ძალ-უძს და ა. შ.).

ჩვენ ვეცადეთ აღნიშნული ენობრივი მოვლენის მიმართ ერთი საერთო პრინციპი გაგვე-ტარებინა და ანალოგიური აგებულების სიტყვები დაგვეწერა ერთად, განურჩევლად იმისა, რომელ მორფოლოგიურ ოდენობასთან გვქონდა საქმე – სახელებთან თუ ზმნებთან. ასე რომ, რთულ ზმნებს ვწერთ ასე: ნათელიღო, ცხადყოფს, ჴელეწიფების, ძალუძს, გულისჴმავყავ, ამბორსუყოფდა და სხვ. ეს ის შემთხვევებია, როდესაც წარმოშობით პირდაპირი ობიექტი თუ სუბიექტი ზმნასთან არის შერწყმული და ის ცალკე პირად აღარ გაიგება, მაგრამ ისეთ ფორმებს, სადაც პირდაპირი ობიექტი შენარჩუნებულია, ვწერთ ცალ-ცალკე: მაგალითად, პატივს სცემს / პატივი სცა, თაყუანს სცემს / თაყუანი სცა, ნუგეშს სცემს / ნუგეში (ნუგეშინი) სცა და ა. შ.

აღწერითი (პერიფრასტული) წარმოების ზმნებს, რომლებიც მარტივ შემასმენლად მიიჩ-ნევა, ვწერთ ერთად: მოქცეულხართ, შეწყნარებულხართ, დაჯდომილიყო და არა მოქცეულ ხართ, მოქცეულ-ხართ, შეწყნარებულ ხართ, შეწყნარებულ-ხართ, დაჯდომილ იყო ან დაჯდო-მილ-იყო. ნიმუშები: „რომელნიცა… მოქცეულხართ საცთურისაგან… და შეწყნარებულხართ უფლისა“; „რომელსა დაეყო ქმრისა თანა მისისა ექუს თუე და დაქურივებულიყო და ამისთჳს მოქცეულიყო თჳსადვე ქალაქად.“ მონიშნული ზმნები ამ მაგალითებში დინამიკური ვნებითი გვარის I და II თურმეობითის ფორმებია (აღწერითად ნაწარმოები), ამიტომ მათ ვწერთ ერ-თად.

შედგენილი შემასმენლის ნაწილებს ვწერთ ცალ-ცალკე, როგორც ამას თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები გვავალდებულებს. მაგ., „არღარა მოსწრაფე იყო პყრობად ქრისტეანეთა“, „არა შესაძლებელ იყო უმეტესობაჲ კაცთა შორის“, „აღივსო ყოვ-ლითავე სწავლულებითა, ვიდრეღა განკჳრვებულ იყო ბრენიცა სწავლულებასა მისსა“, ასევე – უდებ იქმნა, უჩინო იქმნა, სრულ იქმნა (მაგრამ უდებყო, სრულყო, რადგან ესენი რთული ზმნებია და არა შედგენილი შემასმენლები).

ზოგჯერ შედგენილი შემასმენლისა და დინამიკური ვნებითი გვარის აღწერითი ფორმე-ბი გარეგნულად ერთმანეთს ემთხვევა. ორთოგრაფიის საკითხი ასეთ შემთხვევაში წყდება მათი ფუნქციის გათვალისწინებით: თუ შედგენილ შემასმენელთან გვაქვს საქმე, მის ნაწი-ლებს ვწერთ ცალ-ცალკე, ხოლო, თუ დინამიკური ვნებითი გვარის აღწერითი ფორმა გვაქვს, ვწერთ ერთად, მაგ., „ამას რაჲ ხედვიდეს ერნი იგი, განცჳბრებულ იყვნეს, ვიდრეღა მრავალთა ვერ თავსიდვეს“; ამ შემთხვევაში მონიშნული ფორმა შედგენილი შემასმენელია (= განცვიფრებულები იყვნენ) და ამიტომ ვწერთ ცალ-ცალკე.

ესე, ეგე, იგი ნაცვალსახელები, სადაც ისინი ც ნაწილაკის როლს ასრულებენ და კით-ხვით ნაცვალსახელებსა თუ ზმნიზედებს მიმართებითობის ფუნქციას ანიჭებენ, დეფისით გამოეყოფიან იმ სიტყვას, რომელსაც დაერთვიან, მაგ.: რომელსა-ესე, რომელი-ეგე, ვითარ-იგი, სადა-იგი და ა. შ.

წინამდებარე გამოცემას ტექსტების შემდეგ მოსდევს სამეცნიერო აპარატი, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ნაწილს აერთიანებს. სანამ მათ შევეხებით, მანამდე აღვნიშნავთ, რომ ჰაგიოგრაფიას, როგორც ისტორიული მწერლობის ერთ-ერთ ჟანრს, გარდამავალი საფეხური უკავია მხატვრულ მწერლობასა და დოკუმენტურ ჟანრს შორის. საგამომცემლო კონცეფციაც სწორედ მისი სპეციფიკის გათვალისწინებით შევიმუშავეთ და ტომს დავურთეთ შესაბამისი, ჟანრის მახასიათებლებს მორგებული კრიტიკული აპარატი. იგი მოიცავს ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიურ გამოკვლევას, სადაც გაანალიზებული გვაქვს ნუსხათა ურთიერ-თმიმართებისა და „ბასილი კესარიელის ცხოვრების“ შემთხვევაში – ბერძნულ ტექსტთან დამოკიდებულების საკითხი. ცალკე სტატიაში განვიხილავთ თითოეული თხზულების კრიტიკული ტექსტის დადგენის საკითხებს. „ფებრონიას წამებისა“ და „ათანასე ალექსან-დრიელის ცხოვრების“ შემთხვევაში მხოლოდ ტექსტის დადგენის თემაზე ვმსჯელობთ, რად-გან ისინი ერთადერთ ნუსხაშია შემორჩენილი და, მაშასადამე, აქ არ დგას ნუსხათა ურთი-ერთდამოკიდებულების გარკვევის საკითხი.

სამეცნიერო აპარატის ნაწილს შეადგენს ხელნაწერთა აღწერილობები, რომლებიც რუბ-რიკების სახით გვაქვს წარმოდგენილი. აღწერილობის ჩვენეული სქემა იმ მოდელს ეყრდნო-ბა, რომელიც მოცემულია 2018 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში – „უცხოეთში გადაწერილი ქართული ხელნაწერები საქართველოს სიძვე-ლეთსაცავებში.“ აღნიშნული მოდელი ნიმუშად ავიღეთ იმის გამო, რომ ის საუკეთესოდ გვაწვდის ამა თუ იმ ხელნაწერის ირგვლივ არსებულ ინფორმაციას სეგმენტირებული და მოქნილი სახით.

ჩვენ მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებები შევიტანეთ მასში, კერძოდ, რუბრიკა „რაობის“ ნაცვლად ვარჩიეთ „ჟანრი“, ცალკე რუბრიკებად გამოვყავით: „პაგინაცია და ხელნაწერის მდგომარეობა“, „ტექსტის ადგილი კრებულში,“ „წინა აღწერილობები.“ წინამდებარე ტომში დავამატეთ ასევე რუბრიკები: „მხატვრული გაფორმება“, „მომგებელი (დამკვეთი)“ და „ზოგა-დი შენიშვნები.“ სპეციფიკის გათვალისწინებით, ცხადია, ისინი ყველა ხელნაწერთან ვერ იქ-ნება წარმოდგენილი.

შედეგად, მივიღეთ ის სქემა, რომელშიც მოქცეულია ჩვენი ხელნაწერების აღწერილო-ბები. იგი შემდეგი რუბრიკებისგან შედგება:

გადაწერის ადგილი

ხელნაწერის ძველი ადგილმდებარეობა

ჟანრი

თარიღი

თანამედროვე ადგილმდებარეობა

ფურცელთა რაოდენობა

პაგინაცია და ხელნაწერის მდგომარეობა

ტექსტის ადგილი კრებულში

საწერი მასალა

მხატვრული გაფორმება

ფურცლის ზომა

სტრიქონთა რაოდენობა

ნაწერის ზომა

სვეტების რაოდენობა

თითოეული სვეტის ზომა

სვეტებს შორის მანძილი

დამწერლობის ტიპი

მომგებელი (დამკვეთი):

გადამწერი

ზოგადი შენიშვნები

ანდერძ(ებ)ი

მინაწერ(ებ)ი

წინა აღწერილობები

ბიბლიოგრაფია.

შენიშვნის სახით დავამატებთ, რომ ზოგიერთი რუბრიკა შეიძლება არ ახლდეს რომელი-მე ხელნაწერს (სათანადო ინფორმაციის უქონლობის გამო). ამასთან, იმის გამო, რომ ათონური და იერუსალიმური ნუსხები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიკროფირების სახით გვაქვს და არა ორიგინალების, ის რუბრიკები, რომლებიც ორიგინალთან დაკავშირებულ კო-დიკოლოგიურ ინფორმაციას შეიცავს, ვერ იქნება შევსებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საჭირო ცნობები წინა აღწერილობებშია მოცემული.

სამეცნიერო აპარატის მომდევნო ნაწილია კომენტარები, სადაც თხზულებათა საყუ-რადღებო ადგილები და ფრაზებია განმარტებული. თუ ტექსტში ჩანართებია რომელიმე ბიბლიური წიგნიდან, კომენტარში მითითებულია შესაბამისი წიგნი, თავი თუ მუხლი. საჭი-როების შემთხვევაში ახსნილია მისი დამოწმების კონტექსტი.

გამოცემას ერთვის შენიშვნები, სადაც კალმისმიერი ლაფსუსებია აღნუსხული გვერდისა და სტრიქონის მითითებით. ენობრივი ცდომილებები აქ არ შემოდის, რადგან მათზე სპეცია-ლურადაა საუბარი სტატიაში – „თხზულებათა კრიტიკული ტექსტის დადგენასთან დაკავში-რებული საკითხები.“ გარდა ამისა, ენობრივად არასწორი ფორმები ჩატანილია სქოლიოშიც, კრიტიკულ ტექსტში კი ისინი ჩანაცვლებულია რომელიმე სხვა ნუსხის მონაცემით. შენიშ-ვნების ცალკე სამეცნიერო რუბრიკის სახით დართვა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ, ჯერ ერთი, სქოლიოები ზედმეტად არ გადაგვეტვირთა და, მეორეც, მისი ნომრები ვარიანტული იკითხვისის ნომრებში არ აგვერია. ამდენად, ტექსტებში ამა თუ იმ სიტყვის ზემოთ მიწერი-ლი ნომერი მხოლოდ ამა თუ იმ ნუსხის მონაცემზე მიგვითითებს.

ჰაგიოგრაფიული თხზულებების გმირები რეალური, ისტორიული პიროვნებები არიან, რომლებიც რეალურ დროში ცხოვრობდნენ და ღვთის სათნო მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ. უმეტესი ნაწილი მოწამებრივად აღესრულა და ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანად შე-ირაცხა. მათ აქვთ თავიანთი ხსენების სადღესასწაულო დღეები, არსებობს მათი ხატები და ა. შ. ანუ, მათი სახელები ეკლესიის ისტორიის ნაწილია.

ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში, წმინდანების გვერდით, სხვა ისტორიული პიროვნებე-ბიც გვხვდებიან, იქნებიან ესენი მთავრები, მეფეები, იმპერატორები, მხედართმთავრები თუ სხვ. გარდა ამისა, ამ ჟანრის ნაწარმოებებში ხშირად იხსენიებიან მითოლოგიური პერსონაჟე-ბიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოცემას დავურთეთ პირთა და მითოლოგიურ პერ-სონაჟთა ანოტირებული და არა ანბანური საძიებელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ გვერდები მი-თითებული არა გვაქვს მხოლოდ ფებრონიასთვის, ბასილი კესარიელისთვის, თეოდორე სტრატილატისთვის და ათანასე ალექსანდრიელისთვის, რადგან ისინი თხზულებებში თით-ქმის ყველა გვერდზე მოიხსენიებიან. დანარჩენ მოქმედ პერსონაჟებს გვერდები აღენიშნებათ.

მოქმედებები ამა თუ იმ ნაწარმოებში კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ხდება და, ბუნებრივია, ავტორის მიერ სახელდება ქვეყანა, ქალაქი, დაბა, მდინარე თუ სხვა რომელიმე გეოგრაფიული ადგილი. რამდენადაც თხზულებაში აღწერილი ამბები ქრისტიანობის გავ-რცელების ადრეულ საუკუნეებში ხდებოდა, ტოპონიმთა სახელები შეიძლება სხვაობდეს მა-თი თანამედროვე სახელწოდებებისაგან და საჭიროებდეს ახსნა-განმარტებას. ამიტომ, პირთა და მითოლოგიურ პერსონაჟთა ანოტირებული საძიებლის შემდეგ ტომს ერთვის გეოგრაფი-ულ სახელთა ანოტირებული საძიებელიც.

სამეცნიერო აპარატის დამამთავრებელი ნაწილია ლექსიკონი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძველი ქართული ენის ლექსიკონები, მის დართვას წინამდებარე ტომისთვის თავი-სი კონკრეტული მიზანი აქვს: დააფიქსიროს სალექსიკონო ერთეულების მხოლოდ ის მნიშ-ვნელობები, რომლებიც მათ მოცემულ გამოცემაში შესულ თხზულებებში აქვთ. გარდა ამისა, ზოგჯერ ესა თუ ის სიტყვა რომელიმე კონტექსტში განსხვავებული სემანტიკური ელფერით არის ნახმარი, რაც აფართოებს მისი გამოყენების სარეალიზაციო სფეროს. ეს კი ბუნებრივად წარმოშობს ძველი ტექსტებისთვის განმარტებითი ლექსიკონის დართვის აუცილებლობას.

ცხადია, ასეთი ლექსიკური ერთეულების გვერდით ლექსიკონში შეტანილია ისეთი სიტ-ყვებიც, რომლებიც ცნობილი მნიშვნელობით არის გამოყენებული. ლექსიკონის მომზადებისას ვისარგებლეთ შემდეგი ლექსიკონებით: აბულაძე, 1973; სარჯველაძე, 2001; სინური ოთხთავი, 2010.