`ევსტათის ცხოვრებისა და წამების~
ბერძნული ტექსტის გამოცემის შესახებ
`ევსტათის ცხოვრებისა და წამების~ ბერძნული ტექსტი გამოქვეყნებულია Patrologia Graeca’’-ს 105-ე ტომსა[1] და ‘Acta Sanctorum’-ის მე-6 ტომში.[2] მათი შედარების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს გამოცემები არსებითად იდენტურია, თუმცა გარკვეული ადგილები ერთმანეთისაგან განსხვავებულ მონაცემს გვთავაზობს.
წარმოვადგენთ შესაბამის მაგალითებს:
თარგმანი: `ტრაიანე მეფის დღეებში, კერპმსახურების მძლავრებისას, დადგენილ იქნა მეფის მიერ სტრატილატი, სახელით პლაკიდა.~
თარგმანი: `ტრაიანე მეფის დღეებში, კერპმსახურების მძლავრებისას, იყო ვინმე სტრატილატი, სახელი მისი _ პლაკიდა.~
დამოწმებულ ბერძნულ ციტატებში რამდენიმე განსხვავებული მონაცემი ფიქსირდება. კერძოდ, ‘Acta Sanctorum’-ში დაკონკრეტებულია, რომ სტრატილატობა პლაკიდას მეფემ უბოძა, რაც არ არის მითითებული ‘Patrologia Graeca’-ში. ამასთან, იმავე ‘Acta’-ში პლაკიდას სტრატილატობაზე საუბრისას გამოყენებულია ვნებითი გვარის ზმნა προήχθη, რაც კონტექსტის გათვალისწინებით ასე ითარგმნება: `დადგენილ იქნა~, ხოლო Patrologia Graeca’-ს შესაბამის ადგილას გვხვდება ზმნა `იყო~ (შდრ. ბერძ. ἦν). ამავდროულად, ‘Acta’-ს მონაცემი _ ὀνόματι Πλακίδας _ ზედმიწევნითი სიზუსტით ითარგმნება, როგორც `სახელით პლაკიდა~, ხოლო ‘Patrologia Graeca’-ში დაცულ იმავე ტერმინს ნაცვალსახელი აქვს შეწყობილი (შდრ. o(/noma tou/t%= Πλακίδας) და ასე ითარგმნება: `სახელი მისი _ პლაკიდა.~
ექვთიმე ათონელის მიერ აღნიშნული მონაკვეთი ასეა თარგმნილი: „დღეთა მათ ტრაიანე მეფისათა, რაჟამს კერპთა მსახურებასა დაეპყრა სოფელი, დაადგინა მეფემან სტრატილატი ვინმე, სახელით პლაკიდა.“
წარმოდგენილი ამონარიდი ცხადყოფს, რომ ექვთიმე ათონელი სიტყვასიტყვით მიჰყვება ‘Acta’-ს ბერძნულ რედაქციას, რადგან დაკონკრეტებული სახით უწყება საკუთრივ მეფის მიერ სტრატილატად პლაკიდას დადგინების თაობაზე (შდრ. ბერძ. προήχθη παρὰ τοῦ βασιλέως) არ გვხვდება ‘Patrologia Graeca’-ში.
თარგმანი: `დამაშვრალთა შემწყნარებელი, უსამართლოდ მოპყრობილთა დამცველი, სასამართლოთაგან მრავალთა საფასით დამხსნელი, შიშველთათვის სამოსელთა მბოძებელი, მშიერთა დამპურებელი და, ზოგადად, ყველა შეჭირვებული [ადამიანის] ცხოვრების შესაბამისად განმგებელი, ახალი ვინმე კორნელიოსი, რომელიც სათანადო დროს გამოჩნდა. ჰყავდა მეუღლე და ის, ერთი მხრივ, კერპების მსახურებას მიჰყვებოდა, მეორე მხრივ კი, მსგავსადვე (ევსტათის) სახიერ გონებას. შეეძინათ მათ ორი შვილი, რომლებიც თავიანთი ნების შესაბამისად აღზარდეს. ესოდენ სახელოვანი და ცნობილი კაცი იყო, კეთილმოქმედი და მეუფებრივი, რომ თავად ბარბაროსებს მხოლოდ მისი სახელისაც კი ეშინოდათ.~[5]
აი, ექვთიმესეული თავისუფალი თარგმანის სათანადო ადგილი: `ჭირვეულთა შეეწეოდა, დაშჯილთა და მრავალთა იჴსნიდა სამშჯავროთაგან საფასითა, შიშუელთა შეჰმოსდა, მშიერთა ზრდიდა; ყოველთა, რომელთა რაჲ ეჴმარებინ მისგან, მისცემნ. და იყო ახალი კორნილიე მათ ჟამთა შინა. ხოლო ესუა მეუღლე ეგევითარისავე კეთილისა გონებისაჲ და ესხნეს მათ ორნი ძენი, რომელთა მასვე გონებასა ზედა ზრდიდეს. და იყო კაცი იგი განთქუმულ და სახელოან განმარჯუებასა ზედა და ბრძოლასა, ვიდრეღა ბარბაროზნი სახელისაგან ოდენ მისისა იშიშვოდეს.~
აღნიშნული ადგილი არ გვხვდება ‘‘Patrologia Graeca’-ში.[6]
მიუხედავად იმისა, რომ ექვთიმე მოცემულ შემთხვევაში მისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ხერხს, კლებას, მიმართავს და დამოწმებული ადგილის თარგმნისას ზოგიერთ წინადადებას გვერდს უვლის (მაგალითად, გამოტოვებული აქვს ის მონაკვეთი, სადაც ქრისტეს რჯულზე მოქცევამდე კერპების მიმართ ევსტათის ცოლის ლტოლვაა ნაჩვენები), სრულიად ცხადია, რომ მის მიერ სათარგმნად გამოყენებული ბერძნული ვერსია ვერანაირად ვერ იქნებოდა ‘Patrologia Graeca’-ში დაცული ტექსტი, რომელიც აღნიშნულ ცნობას არ შეიცავს.
ორიგინალურ ტექსტებთან ექვთიმეს თარგმანების შედარება ცხადყოფს, რომ იგი სრულად არ სცილდება პირველწყაროებს. საანალიზო ტექსტის ბერძნული ვერსია, გამოქვეყნებული ‘Acta Sanctorum’-ის VI ტომში, გამომცემელთა მიერ აბზაცების შესაბამისად ოცდაორ მუხლადაა დანომრილი. ექვთიმეს ქართულ თარგმანში იდენტურად ოცდაორივე აბზაცი იძებნება.
წარმოდგენილი რამდენიმე მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ `ევსტათის ცხოვრებისა და წამების~ ექვთიმესეული თარგმანის წყარო ‘Acta Sanctorum’-ში დაცული ბერძნული ტექსტია, რასაც ვაქვეყნებთ კიდეც წინამდებარე გამოცემაში
[1] იხ. Migne J. P., 1862: col. 376-417.
[2] იხ. Acta Sanctorum, 1867: 125-135.
[3] იქვე: 123.
[4] იხ. Migne J. P., 1862: col. 376 B – 377 BC.
[5] შდრ. Acta Sanctorum, 1867: 123-124.
[6] შდრ. Migne J. P., 1862: col. 377 CD.
დაუშვებელია ამ გამოცემის ან მისი რომელიმე ნაწილის რაიმე ფორმით გამოყენება ან გამოქვეყნება საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე.
This edition or any part thereof may not be used or published in any form without the prior permission of the copyright holder.