ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბისნუს­ხა­თა
ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბი­სა და ბერ­ძნულ ტექ­სტთან მა­თი
და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კით­ხი­სათ­ვის

ნა­თარ­გმნი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ცე­მის დროს კვლე­ვის სფე­რო­ში ბუ­ნებ­რი­ვად შე­მო­დის ორი­გი­ნა­ლურ ვერ­სი­ას­თან მი­მარ­თე­ბის სა­კით­ხე­ბის შეს­წავ­ლა, რო­მელ­თა გა­დაწ­ყვე­ტა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლია მთე­ლი რი­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო. მათ შო­რის უმ­თავ­რე­სი კი ის არის, რომ ორი­გი­ნა­ლუ­რი ტექ­სტი ან და­კარ­გუ­ლია, ან კი­დევ გა­მო­უ­ცე­მე­ლი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით კი­მე­ნუ­რი რე­დაქ­ცი­ის ძეგ­ლებ­ზე ით­ქმის, რო­მელ­თა დედ­ნე­ბის მო­ძებ­ნაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ქარ­თვე­ლი მთარ­გმნე­ლე­ბი თუ გა­დამ­წე­რე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უდ­გე­ბოდ­ნენ ტექ­სტებს, მათ ცვლიდ­ნენ თა­ვი­ან­თი ენობ­რი­ვი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ას­ხვა­ფე­რებ­დნენ, რა­ღა­ცას აკ­ლებ­დნენ ან უმა­ტებ­დნენ და ა. შ.

ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ის შეს­წავ­ლის საქ­მე­ში პრობ­ლე­მად მი­იჩ­ნე­ვა აგ­რეთ­ვე თხზუ­ლე­ბის დედ­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბის გან­საზ­ღვრა. მარ­თა­ლია, ბი­ზან­ტი­უ­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი ჰა­გი­ოგ­რა­ფია ერთ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე და პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნულ ქვეყ­ნებ­ში და ძა­ლი­ან ბევ­რგან შე­აღ­წია კი­დეც თარ­გმა­ნე­ბის სა­ხით, მაგ­რამ თა­ვად ბერ­ძნე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ძეგ­ლე­ბით და ისი­ნი თა­ვი­ანთ ენა­ზე გა­დაჰ­ქონ­დათ. ამ­დე­ნად, ქარ­თუ­ლად ან რო­მე­ლი­მე სხვა ენა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და ეთარ­გმნათ ბერ­ძნუ­ლი­დან, მაგ­რამ არა ყო­ველ­თვის ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ძეგ­ლე­ბი, არა­მედ, სი­რი­უ­ლი, კოპ­ტუ­რი, ეთი­ო­პუ­რი, ლა­თი­ნუ­რი, სომ­ხუ­რი თუ სხვა.

ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის არ­სე­ბო­ბა აად­ვი­ლებს ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის მას­თან მი­მარ­თე­ბის კვლე­ვის საქ­მეს, თუმ­ცა სა­კით­ხი იმის შე­სა­ხებ, ბერ­ძნუ­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სი­აა თუ შუ­ა­მა­ვა­ლი ტექ­სტი, გა­დაწ­ყვე­ტი­ლად ით­ვლე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვი­ცით, ვინ არის ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რი. ასე­თი ტექ­სტე­ბის ავ­ტორ­თა ვი­ნა­ო­ბა კი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უც­ნო­ბია.

რო­გორც შე­სა­ვალ­ში აღ­ვნიშ­ნეთ, წი­ნამ­დე­ბა­რე ტომ­ში და­ბეჭ­დი­ლი სა­მი ტექ­სტი­დან მხო­ლოდ ერთს (`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა­სა და წა­მე­ბას~) მო­ე­პო­ვე­ბა ბერ­ძნუ­ლი ვერ­სია. ამ სა­მი ტექ­სტი­დან არც ერ­თის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი არ არის, რაც ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნიშ­ნავს იმას, რომ არ ვი­ცით, ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტე­ბი, სა­ი­და­ნაც ექ­ვთი­მე ათო­ნელ­მა ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი შე­ას­რუ­ლა, ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სია იყო თუ შუ­ა­მა­ვა­ლი ტექ­სტი.

ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის მი­ერ ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი თხზუ­ლე­ბა „ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბა და წა­მე­ბა“ ჩვე­ნამ­დე ორი, ერ­თმა­ნე­თი­სა­გან 7-სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი დრო­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლით და­შო­რე­ბუ­ლი, ნუს­ხით არის მოღ­წე­უ­ლი. პირ­ვე­ლი _ ათო­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის, XI სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა და შე­დის Cod. Iviron georg-17 კრე­ბულ­ში, რო­მე­ლიც ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის აღ­წე­რი­ლო­ბის მი­ხედ­ვით მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც Ath-17, ხო­ლო მე­ო­რე ნუს­ხა XVIII სა­უ­კუ­ნეს ეკუთ­ვნის და არის H-2077 კრე­ბუ­ლის ნა­წი­ლი.

თხზუ­ლე­ბის ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის გარ­კვე­ვის დროს უაღ­რე­სად ყუ­რად­სა­ღე­ბი სა­კით­ხია ბერ­ძნულ ორი­გი­ნა­ლურ ტექ­სტთან მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დად­გე­ნა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის არც ერ­თი ნუს­ხა არ არის თავ­და­პირ­ვე­ლი დე­და­ნი, ჩვენს ყუ­რად­ღე­ბას იპ­ყრობს კონ­კრე­ტუ­ლი სა­კით­ხი _ ამ ორი ხელ­ნა­წე­რი­დან რო­მე­ლი ამ­ჟღავ­ნებს მეტ სი­ახ­ლო­ვეს ბერ­ძნულ­თან. ცნო­ბი­ლია, რომ ნუს­ხის სიძ­ვე­ლე ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს იმას, რომ უცი­ლობ­ლად ის არის ამო­სა­ვა­ლი შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ხელ­ნა­წე­რე­ბის­თვის. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოგ­ვი­ა­ნო პე­რი­ო­დის ნუს­ხის­თვის წყა­რო სხვა, კი­დევ უფ­რო ად­რინ­დე­ლი, ხელ­ნა­წე­რი იყოს.

ნუს­ხებს შო­რის ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის დად­გე­ნა შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია ნა­თარ­გმნი ტექ­სტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­სე­ბობს ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სია, სა­ი­და­ნაც შეს­რულ­და თარ­გმა­ნი. ის გვეხ­მა­რე­ბა, გა­ვარ­კვი­ოთ რო­მე­ლი ხელ­ნა­წე­რი მის­დევს მას მე­ტად, ანუ რო­მე­ლია უფ­რო ძვე­ლი თუ ძვე­ლი ვი­თა­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­და­ვო სა­კით­ხი ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით ვერ წყდე­ბა, რამ­დე­ნა­დაც ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სი­აც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ნუს­ხი­დან ნუს­ხამ­დე ისე იც­ვლე­ბა, რო­გორც ნა­თარ­გმნი ტექ­სტი. ამ­დე­ნად, რო­დე­საც ნა­თარგმნ ძეგ­ლთან გვაქვს საქ­მე, აქ ორ­მა­გად ის­მის ძი­რი­თა­დი ტექ­სტის სა­კით­ხი.

სა­ა­ნა­ლი­ზო თხზუ­ლე­ბის ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის შეს­წავ­ლი­სას გა­მოვ­ლინ­და, რომ XVIII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი (H-2077) მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის და­მა­ტე­ბით ტექსტს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც ბერ­ძნულ­შიც იკით­ხე­ბა, მაგ­რამ XI სა­უ­კუ­ნის ნუს­ხა­ში (Ath-17) არ ჩანს.

ეს და­მა­ტე­ბი­თი ტექ­სტია:

„… რა­მე­თუ მად­ლი ჩე­მი იყოს თქუ­ენ თა­ნა მცვე­ლად სულ­თა თქუ­ენ­თა და, ესე რაჲ თქუაჲ უფალ­მან, აღ­ვი­და ზე­ცად და გარ­და­მოჴდა ევ­სტა­თი მთით და უთ­ხრა ცოლ­სა თჳსსა ყო­ვე­ლი­ვე იგი. და მო­უდ­რიკ­ნეს მუჴლნი და ევედ­რე­ბო­დეს უფალ­სა და იტ­ყო­დეს: `ნე­ბაჲ შე­ნი იყავნ, უფა­ლო!~ ხო­ლო შემ­დგო­მად მცი­რედ­თა დღე­თა შე­მო­ვი­და სე­ნი სა­სი­კუ­დი­ნე სხე­ულ­სა მის­სა. და მოს­წყდეს მო­ნა­ნი და მჴევალ­ნი მის­ნი. და ცნა ევ­სტა­თი…~

H ნუს­ხის ბერ­ძნულ­თან თან­ხვედ­რის ფაქ­ტმა ამ ნა­წილ­ში სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და კვლე­ვის პრო­ცე­სი იმის გა­სარ­კვე­ვად, ბო­ლომ­დე ინარ­ჩუ­ნებ­და თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სია ორი­გი­ნა­ლურ ძეგ­ლთან სი­ახ­ლო­ვეს და ამ მხრივ უპი­რა­ტე­სო­ბას Ath ნუს­ხას­თან მი­მარ­თე­ბით.

თა­ვი­დან­ვე შევ­ნიშ­ნავთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ნა­თარ­გმნი ტექ­სტის ხელ­ნა­წე­რებს შო­რის სხვა­ო­ბა ორი­გი­ნა­ლი ტექ­სტის სა­ფუძ­ველ­ზე აიხ­სნე­ბა მხო­ლოდ მორ­ფო­სინ­ტაქ­სი­სა და ლექ­სი­კის დო­ნე­ებ­ზე (მორ­ფო­ლო­გი­ის დო­ნე­ზე კი­დევ იმ­დე­ნად არა, რამ­დე­ნა­დაც სინ­ტაქ­სის), ფო­ნე­ტი­კი­სა და ორ­თოგ­რა­ფი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი კი ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას არ შე­ი­ცავს.

მა­გა­ლი­თად, ის ფაქ­ტი, რომ ჩვე­ნი ნუს­ხე­ბი არ­ცთუ იშ­ვი­­თად სიტ­ყვა­თა გან­სხვა­ვე­ბულ რიგს გვთა­ვა­ზო­ბენ, რო­გო­რი­ცაა, მაგ.: „რაჲ ეჴმა­რე­ბინ“ // „ეჴმა­რე­ბინ რაჲ“; „წარ­ვედ და მოუჴედ ქა­ლა­ქად მღდელ­სა ქრის­ტე­ა­ნე­თა­სა“ // „წარ­ვედ ქა­ლა­ქად და მოუჴედ მღდელ­სა ქრის­ტე­ა­ნე­თა­სა“; „ესე­ვი­თარ­თა სას­წა­ულ­თა მი­ერ“ // „ესე­ვი­თარ­თა მი­ერ სას­წა­ულ­თა“; „ის­წრა­ფე აწ“ // „აწ ის­წრა­ფე“; „გა­მო­ჩი­ნე­ბად მე­ო­რი­სა იო­ბი­სი“ // „მე­ო­რი­სა იო­ბის გა­მო­ჩი­ნე­ბაჲ“; „უფა­ლო, სრუ­ლი­ად ნუ და­მი­ტე­ვებ“ // „უფა­ლო, ნუ სრუ­ლი­ად და­მი­ტე­ობ“; „და­ღა­ცა­თუ მას მო­ნა­გებ­ნი“ // „მას და­ღა­ცა­თუ მო­ნა­გებ­ნი“; „წა­რიყ­ვა­ნა ცო­ლი მი­სი თჳსა ქუ­ე­ყა­ნა­სა“ // „წა­რიყ­ვა­ნა ცო­ლი მი­სი ქუ­ე­ყა­ნა­სა თჳსა“; „რო­მელ­მან პო­ოს იგი, პა­ტი­ვი დი­დი მივ­სცე“ // „რო­მელ­მან პო­ოს იგი, მივ­სცე მას პა­ტი­ვი დი­დი“; „რა­მე­თუ უბად­რუკ­ნი შვილ­ნი ჩემ­ნი ვი­ცი, რო­მელ“ // „ვი­ცი რო­მელ უბად­რუკ­ნი იგი შვილ­ნი ჩემ­ნი“; „მან მის­ცა ყო­ვე­ლი­ვე სი­ხა­რუ­ლით“ // „მან ყო­ვე­ლი­ვე მის­ცა სი­ხა­რუ­ლით“; „ეს­მა რაჲ ესე საქ­მე“ // „ეს­მა რაჲ საქ­მე ესე“; „უკე­თუ­რი და ბარ­ბა­რო­ზი კა­ცი“ // „კა­ცი უკე­თუ­რი და ბარ­ბა­რო­ზი“; „ინე­ბა ში­ნა­გან შეს­ლვაჲ“ // „ინე­ბაჲ შეს­ლვად ში­ნა­გან“; „არა იცო­დეს, თუ მა­თი დე­დაჲ არს“ // „არა იცო­დეს, თუ დე­და მა­თი არს“; „წი­აღ­მიყ­ვა­ნა მა­მა­მან ჩემ­მან მა­შინ წყალ­სა მას“ // „წი­აღ­მიყ­ვა­ნა მა­შინ მა­მა­მან ჩემ­მან წყალ­სა მას“ და ა. შ;

ან კი­დევ, ხელ­ნა­წე­რე­ბი რომ ერ­თმა­ნე­თი­სა­გან ხში­რად ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­­ლე­ბის შერ­ჩე­ვის კუთ­ხით სხვა­­ბენ (ეს შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს სა­ხე­ლებს, ზმნებს, კავ­ში­რებს იშ­ვი­ა­თად შო­რის­დე­ბუ­ლებ­საც კი), მაგ.: ჩჩჳლნი // ყრმა­ნი; ძე­ნი // შვილ­ნი­ცა; გო­ნე­ბა­სა // ბუ­ნე­ბა­სა; სა­ტან­ჯვე­ლი­სა // გან­საც­დე­ლი­საჲ შვილ­თა // ძე­თა; უმ­რწე­მე­სი // უმ­ცი­რე­სი; წარ­ტა­ცე­ბულ // შეჭ­მულ; გან­ბნე­ვაჲ // გან­პე­ბაჲ; მახ­ლო­ბე­ლად // მსა­ხუ­რად; დახ­რწე­ვად // დაბ­რკო­ლე­ბაჲდ; ვდგათ // ვართ; გი­ნებს // გნე­ბაჲვსა; იგო­ნებ­და // გა­ნიზ­რახ­ვი­და; მირ­ბი­ო­დეს // სრბით მი­ვი­დეს; უდებ იქ­მნა // მოწ­ყი­ნე­ბულ იქ­მნა; იხილ­ნა // იც­ნნა; მო­ვი­და // შე­ვი­და; მოსწყჳდა // მოს­რნა; ად­რო­ონ // აცა­დონ; განმჴნდე // გან­ძლი­ერ­დეს; წა­რი­ტაც­ნეს // შე­ი­ჭამ­ნეს; „გა­ნი­ცა­დეს და იხი­ლეს“ // „გა­ნი­ხი­ლეს და პო­ვეს“; შე­შინ­და // შეძ­რწუნ­და; მის­წა­ვი­ეს // მრწამს; შო­რის // სა­შუ­ალ; რაჲ // ვი­თარ; ვი­თარ // რა­მე­თუ; ვი­თარ­მედ // რა­მე­თუ; ნუ­თუ // ნუ­უ­კუჱ; რო­მელ // ვი­თარ­მედ; ჵ // ვაჲ, და სხვა მრა­ვა­ლი;

და ის ფაქ­ტიც, რომ რო­მე­ლი­მე ხელ­ნა­წერ­ში სიტ­ყვა ან ფრა­ზა და­მა­ტე­ბუ­ლია, ან დაკ­ლე­ბუ­ლი და . ., ხში­რად სწო­რედ ბერ­ძნუ­ლის გავ­ლე­ნით აიხ­სნე­ბა.

ნუს­ხე­ბის ბერ­ძნულ­თან შე­და­რე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვა. კერ­ძოდ:

ბერ­ძნულ ტექსტს მხარს უჭერს:

  1. XVIII სა­უ­კუ­ნის (H) ნუს­ხა (უფ­რო ხში­რად);
  2. XI ს-ის (Ath) ნუს­ხა (უფ­რო ნაკ­ლებ);

III. ბერ­ძნულ ტექსტს არც ერ­თი ნუს­ხა არ მიჰ­ყვე­ბა;

  1. ან გარ­კვე­ულ­წი­ლად ორი­ვე ნუს­ხა ავ­ლენს მსგავ­სე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ფრა­ზე­ბის ფარ­გლებ­ში.

ქვე­მოთ დაწ­ვრი­ლე­ბით გან­ვი­ხი­ლავთ ოთ­ხი­ვე შემ­თხვე­ვას.

  1. ბერ­ძნულს მხარს უჭერს XVIII ს-ის ნუს­ხა.

უმ­თავ­რე­სი სა­კით­ხის – ნუს­ხა­თა ბერ­ძნულ ტექ­სტთან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის – შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ მას­თან გა­ცი­ლე­ბით მეტ მსგავ­სე­ბას ავ­ლენს XVIII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი, ვიდ­რე XI ს-ისა. ნუს­ხებს შო­რის სხვა­ო­ბე­ბიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ბერ­ძნუ­ლი ვერ­სი­ის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით იხ­სნე­ბა. კერ­ძოდ, მას­თან H ნუს­ხის მრა­ვალ­მხრი­ვი თან­ხვედ­რა გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ:

  1. `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ორ ნუს­ხას შო­რის სხვა­ო­ბა სა­ერ­თო სე­მან­ტი­კურ ველს (შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს სი­ნო­ნი­მე­ბიც ან სე­მან­ტი­კუ­რად ახ­ლოს მდგო­მი სიტ­ყვე­ბი) ან გრა­მა­ტი­კუ­ლი ფუნ­ქცი­ის სა­ერ­თო სივ­რცეს არ სცილ­დე­ბა და ბერ­ძნულ ტექსტს მხარს უჭერს H ნუს­ხის ჩვე­ნე­ბა:

ამ­დე­ნად, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში ორი მოვ­ლე­ნა უნ­და გა­მოვ­ყოთ: ა) რო­დე­საც ხელ­ნა­წე­რე­ბი კონ­კრე­ტულ კონ­ტექ­სტში სი­ნო­ნი­მუ­რი წყვი­ლი­დან ან სა­ერ­თო სე­მან­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან სხვა­დას­ხვა ვა­რი­ანტს ირ­ჩე­ვენ და ბ) რო­დე­საც ხელ­ნა­წე­რე­ბი სა­ერ­თო გრა­მა­ტი­კუ­ლი ფუნ­ქცი­ის მქო­ნე სიტ­ყვებს იყე­ნე­ბენ. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ბერ­ძნულ ვერ­სი­ას ემ­თხვე­ვა H ხელ­ნა­წე­რის ჩვე­ნე­ბა.

ქვე­მოთ და­მოწ­მე­ბულ ნი­მუ­შებ­ში ვე­ცა­დეთ ორი­ვე ნუს­ხის ჩვე­ნე­ბა აგ­ვე­სა­ხა. ამი­სათ­ვის ფრჩხი­ლებ­ში მო­ვა­თავ­სეთ H ხელ­ნა­წე­რის იკით­ხვი­სი. ცხა­დია, ის სიტ­ყვე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი ცვლი­ან, Ath ხელ­ნა­წე­რის მო­ნა­ცემს გვიჩ­ვე­ნე­ბენ, ხო­ლო სიტ­ყვის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი სა­ერ­თოა ორი­ვე ნუს­ხის­თვის. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა და­მოწ­მე­ბულ მა­გა­ლით­ში ბერ­ძნულ ვერ­სი­ას თან­ხვდე­ბა ფრჩხი­ლებ­ში მო­ცე­მუ­ლი სა­ა­ნა­ლი­ზო სიტ­ყვა:

ა) „უჩუ­ე­ნა მას ღმერ­თმან (უფალ­მან) სას­წა­უ­ლი“ (შდრ. ბერ­ძნუ­ლი: ὁ Κύριος (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 124); „ეგ­რეთ­ვე ძე­ნი (შვილ­ნი­ცა) ჩუ­ენ­ნი მო­გუც­ნეს“ (τὰ Τέκνα ἡμῶν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 133); „ჯერ-არს შენ­და მოთ­მე­ნაჲ სა­ტან­ჯვე­ლი­სა (გან­საც­დე­ლი­საჲ)“ (πειρασμὸν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126); „შენ და ქმა­რი შე­ნი და შვილ­ნი შენ­ნი (თქუ­ენ­ნი) მოხჳდეთ ჩემ­და“ (ὑμῶν (Acta  Sanctorum, tomus sextus, p. 125); „მი­უთ­ხრა ყო­ვე­ლი­ვე ცოლ­სა მის­სა (თჳსსა)“ (τῇ Γυναικὶ αὐτοῦ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125); (ვაჲ) მე და თქუ­ენ, რა­მე­თუ დე­დაჲ თქუ­ე­ნი მი­ე­ცა კაც­სა უც­ხო თეს­ლსა“ (Οὐαί  (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 127);

ბ) „იხილ­ნა რაჲ ჭა­ბუკ­ნი იგი უფ­როჲს ყო­ველ­თა შუ­ე­ნი­ერ­ნი, და­ად­გინ­ნა მახ­ლო­ბე­ლად (მსა­ხუ­რად)“ (εἰς … ὑπερεσίαν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „მო­ე­ახ­ლნეს რაჲ, იხილ­ნა (იც­ნნა) იგი­ნი“ (ἐπέγνω (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „კუ­ა­ლად ამაღ­ლე­ბად სი­მარ­თლი­თა მით სუ­ლი­­რი­თა (სუ­ლი­­რი­თა მით სიმ­დიდ­რი­თა)“ (ἐν τῷ πνευματικῷ πλούτῳ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126).

  1. ნუს­ხობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა სცილ­დე­ბა ზე­მოთ (პირ­ველ პუნ­ტში) მი­თი­თე­ბულ ფარ­გლებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სხვა­დას­ხვა ნუს­ხა­ში პოვ­ნი­ე­რი სიტ­ყვე­ბი არც სე­მან­ტი­კუ­რად და არც გრა­მა­ტი­კუ­ლად არ თან­ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს:

„კაც­თმო­ყუ­ა­რე­მან და სა­ხი­ერ­მან ღმერ­თმან, რო­მე­ლი მის (მა­რა­დის) თჳსთა სათ­ნო­თა მო­უ­წოდს“ (πάντοτε  (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 124); „იტყჳედ თჳსა­გან ურ­თი­ერ­თას: ვი­თარ­მედ (ფრი­ად)“ (Πάνυ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „არ­ცა მის­წა­ვი­ეს (მრწამს).“ ბერ­ძნულ­შია ზმნა σέβομαι, რაც ნიშ­ნავს ვე­თაყ­ვა­ნე­ბი, ქედს ვუხ­რი; ალ­ბათ, რწმე­ნის ში­ნა­არ­სიც შე­იძ­ლე­ბა ვი­გუ­ლის­ხმოთ ამ კონ­ტექ­სტში, თუმ­ცა სწავ­ლი­სა _ არა (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 134).

  1. H ნუს­ხა­ში რო­მე­ლი­მე სიტ­ყვა ან სიტ­ყვე­ბი ბერ­ძნუ­ლის გავ­ლე­ნით ზედ­მე­ტა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი Ath-სთან შე­და­რე­ბით:

„ტყუ­ე­ყო ყო­ვე­ლი გა­რე­მო სოფ­ლე­ბი“ (κύκλῳ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 134); „გე­ვედ­რე­ბი შენ, უფა­ლო“ (Κύριε (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126); „რაჲთა გი­ჩუ­ე­ნო შენ თა­ვი ჩე­მი“ (σοι (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 124); „შენ ხარ შე­მოქ­მე­დი ყო­ველ­თაჲ და მომ­ქცე­ვე­ლი შეც­თო­მილ­თაჲ“ (καὶ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125); „საკჳრვე­ლი­თა ხილ­ვი­თა ირ­მი­სა მი­ერ“ (διὰ τοῦ ἐλάφου (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125); „და ყო­ვე­ლი მო­წევ­ნუ­ლი მის ზე­და მი­უთ­ხრა მათ“ (πάντα  τὰ συμβάντα αὐτῷ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „მის­გან და მო­მიყ­ვა­ნეს და აღ­ვი­ზარ­დე და­ბა­სა მას“ (καὶ ἀνετράφην (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „ძე­ნი მის­ნი, ვი­თარ­ცა ვთქუ, აღე­ზარ­დნეს“ (Υἱοὶ αὐτοῦ = (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 130); „ვერ მი­ე­ახ­ლა მას უც­ხო თეს­ლი“ (αὐτῇ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 130); „სამ­ნი ყრმა­ნი ბა­ბი­ლონს ში­ნა“ (ἐν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 134) და სხვ.

  1. H ნუს­ხა­ში Ath-ს­თან მი­მარ­თე­ბით ზედ­მე­ტად გა­მო­ყე­ნე­ბულ სიტ­ყვა­თა­გან მხო­ლოდ ნა­წი­ლი ემ­თხვე­ვა ბერ­ძნულს, ნა­წი­ლი კი H ნუს­ხის სა­კუთ­რე­ბაა:

„ხრწნი­ლი იგი კა­ცი.“ ბერ­ძნულ­ში კა­ცი არის, მაგ­რამ იგი _ არა (ἄνθρωπον (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126).

  1. Ath ნუს­ხა­ში ზედ­მე­ტად ხმა­რე­ბულ სიტ­ყვას ან ფრა­ზას მხარს არ უჭერს ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტი, რაც H ნუს­ხის ბერ­ძნულ­თან სი­ახ­ლო­ვეს უს­ვამს ხაზს.

ქვე­მოთ და­მოწ­მე­ბულ მა­გა­ლი­თებ­ში მო­ნიშ­ნუ­ლი სიტ­ყვე­ბი Ath ხელ­ნა­წე­რის ჩვე­ნე­ბას ასა­ხავს და არ არის ბერ­ძნულ ტექ­სტში: „შე­წუხ­ნა მე­ფე და ყო­ველ­ნი მთა­ვარ­ნი მის­ნი მისთჳს“; „მო­იქ­ცა მე­ო­რი­სა მის შვი­ლი­სა მი­მართ“; „და კუ­ა­ლად“; „და მის­დევ­დეს მას“; „და იჴსე­ნებ­და პლა­კი­და“; „ეტ­ყო­და მათ“; „ესე რაჲ ეს­მა ევ­სტა­თის, შე­ე­ში­ნა ფრი­ად“; „და ჰრქუაჲ მათ ევ­სტა­თი“; „ხო­ლო იც­ნეს რაჲ იგი კე­თი­ლად… იძუ­ლე­ბით აღი­ა­რა“; „უფა­ლო ჩე­მო, მე ქუ­ე­ყა­ნი­სა­გან ჰრომ­თაჲსა ვარ“; „ვიდ­რე იგი­ღა მო­ვი­და და ლომ­მან წარ­მი­ტა­ცა მე.“

  1. ხელ­ნა­წე­რე­ბი ერ­თსა და იმა­ვე ზმნას სხვა­დას­ხვა ფორ­მით წარ­მო­ად­გე­ნენ და ბერ­ძნუ­ლის ჩვე­ნე­ბას იმე­ო­რებს H ნუს­ხა:

„მო­ვე­დით სად­გუ­რად ჩემ­და და გა­ნი­სუ­­ნეთ (გან­გი­სუჱნო თქუ­ენ)“ (ξενίζομαι (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „ანუ რაჲ მო­­წია (მო­წევ­ნილ არს) მათ ზე­და.“ ბერ­ძნულ­ში მიმ­ღე­ო­ბუ­რი ფორ­მაა: მო­წევ­ნი­ლი (συμβάντα (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 133); „თქუაჲ: „მრწმე­ნა (მრწამს) შე­ნი“ (Πιστεύω (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125).

  1. სხვა­ო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა სიტ­ყვა­თა რი­გის მი­ხედ­ვით. და­მოწ­მე­ბულ ნი­მუ­შებ­ში იტა­ლი­კით მო­ცე­მუ­ლია H ნუს­ხის იკით­ხვი­სი, ხო­ლო ბოლ­დით _ Ath ნუს­ხი­სა:

„წარ­ვედ ქა­ლა­ქად და მოუჴედ ქა­ლა­ქად მღდელ­სა ქრის­ტე­ა­ნე­თა­სა.“ ბერ­ძნულ­შია: `თუ გწამს ჩე­მი, წა­დი ქა­ლაქ­ში და მი­დი ქრის­ტი­ან­თა მღვდელ­თან~ (Εἰ πιστεύεις εἰς ἐμὲ, ἄπελθε εἰς τὴν πόλιν καὶ πρόσελθε τῷ ἱερεῖ τῶν Χριστιανῶν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125); „მო­ვი­დე კუ­­ლად შენ­და და კუ­­ლად პირ­ველ­სა­ვე დი­დე­ბაჲსა მი­გაქ­ციო.“ ბერ­ძნულ­შია: `მო­ვალ შენ­თან და კვლავ …~; ἐλεύσομαι πρός σε, καὶ πάλιν… (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126); „რო­მელ­მან პო­ოს იგი, პა­ტი­ვი დი­დი მივ­სცე მას პა­ტი­ვი დი­დი და სა­ფა­სე ფრი­ა­დი.“ ბერ­ძნულ­შია: `მას პა­ტი­ვი დი­დი~ (αὐτῷ τιμὴν μείζονα (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 130); „ვფუ­ცავ ძალ­სა ქრის­ტე­სა ძალ­სა.“ ბერ­ძნულ­შია: `ძალ­სა ქრის­ტეს­სა~ (τὴν δύναμιν τοῦ Χριστοῦ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 133).

  1. ბერ­ძნულს მხარს უჭერს XI ს-ის ნუს­ხა.

ისე­ვე, რო­გორც ზე­მოთ გან­ხი­ლულ შემ­თხვე­ვებ­ში, აქაც რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა უნ­და გა­მოვ­ყოთ:

  1. ნუს­ხებს შო­რის სხვა­ო­ბა სა­ერ­თო სე­მან­ტი­კურ ველს (შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს სი­ნო­ნი­მე­ბიც ან სე­მან­ტი­კუ­რად ახ­ლოს მდგო­მი სიტ­ყვე­ბი) ან გრა­მა­ტი­კუ­ლი ფუნ­ქცი­ის სა­ერ­თო სფე­როს არ სცილ­დე­ბა და ბერ­ძნულ ტექსტს მხარს უჭერს Ath ნუს­ხის ჩვე­ნე­ბა:

„და შვილ­თა (ძე­თა) მის­თაჲ“ (τῶν Τἐκνων αὐτοῦ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 134); „იძუ­ლე­ბით და­უ­ტე­ვა ცო­ლი თჳსი (მი­სი)“ (ἑαυτοῦ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 127); „ქრის­ტე­ა­ნე­ნი აღი­ა­რე­ბენ, რა­მე­თუ (და) იგი არს ღმერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი“ (γάρ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125); „მჴეც­თა წა­რი­ტაც­ნეს (მი­ერ შე­­ჭამ­ნეს)“ (θηριάλωτα γεγόνασι (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 133); „ევ­სტა­თი არა იცო­და (ვე­რა­რაჲ ცნა)“ (οὐκ ἤδει (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 127).

  1. ნუს­ხობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა სცილ­დე­ბა ზე­მოთ (პირ­ველ პუნ­ტში) მი­თი­თე­ბულ ფარ­გლებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სხვა­დას­ხვა ნუს­ხა­ში პოვ­ნი­ე­რი სიტ­ყვე­ბი არც სე­მან­ტი­კუ­რად და არც გრა­მა­ტი­კუ­ლად არ თან­ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს:

ფრი­ად მსგავს არს მი­სა, ხო­ლო (ეგ­რეთ არს არა­მედ“) (Πάνυ ὅμοιος αὐτῷ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131). ბერ­ძნულ­ში ხო­ლო კავ­ში­რიც არის (δὲ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „მე­წა­მე­ბის მე­­ფე (მე) ქრის­ტე“ (ὁ δεσπότης (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 133).

  1. Ath ნუს­ხა­ში რო­მე­ლი­მე სიტ­ყვა ან სიტ­ყვე­ბი ზედ­მე­ტა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი H ნუს­ხას­თან შე­და­რე­ბით ბერ­ძნუ­ლის გავ­ლე­ნით:

ხო­ლო მან იხი­ლა მჴედ­რო­ბაჲ, რა­მე­თუ არა კმა­ი­ყო ბრძო­ლად ბარ­ბა­როზ­თა“ (Καὶ επισκεψάμενος τὸν στρατὸν (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „აღი­ხუ­ნეს ყრმა­ნი იგი და აღ­ზარ­დნეს (აღ­ზარ­დნეს იგი­ნი).“ ბერ­ძნულ­შია: „აიყ­ვა­ნეს ყრმე­ბი და თა­ვი­ან­თთვის აღ­ზარ­დეს“ (καὶ λαβόντες τὰ Παιδία ἀνεθρέψαντο παρ᾽ ἑαυτοῖς  (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 127); „იტ­ყო­და უხუ­ცე­სი იგი ძმაჲ, ვი­თარ­მედ“ (Ὅτι (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „ვი­თარ­ცა ხე, ხო­ლო აწ გან­ში­შუ­ლე­ბულ ვარ“ (δὲ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 128); „იგი არს სტრა­ტი­ლა­ტი პლა­კი­და“ (ὁ στρατηλάτης Πλακίδας (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131); „შუ­ად­ღე ოდენ სხდეს და მი­უთ­ხრობ­დეს ურ­თი­ერ­თას“ (ἀλλήλοις (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); ბერ­ძნულ­ში ურ­თი­ერ­თას არის: „ნა­თელ­სცა მათ სა­ხე­ლი­თა მა­მი­საჲთა და ძი­საჲთა და სუ­ლი­სა წმი­დი­სა­თა“ (αὐτοὺς (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125) // καὶ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125).

  1. H ნუს­ხა­ში ზედ­მე­ტად ხმა­რე­ბულ სიტ­ყვას ან ფრა­ზას მხარს არ უჭერს ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტი:

„მო­ვედ (და) აღ­ვი­ხუ­ნეთ ორ­ნი ესე ჩჩჳლნი“; „ვი­თარ­ცა არაჲ აქუნ­და (მათ)“; „ვი­თარ­მედ სთქუ: (თუ) „ჯე­რარს გა­მოც­დაჲ“; „რო­მელ აქუნ­და (მათ)“; „მის­ცა (კუ­­ლად) პირ­ვე­ლი პა­ტი­ვი“; „ევ­სტა­თი ეწო­და (წმი­დი­სა) ნათ­ლის­ღე­ბი­სა მი­ერ“; „ჰრქუა მას ცოლ­მან (მის­მან)“; „დაჯ­დო­მი­ლი­ყო (იგი) მტილ­სა ერ­თსა“; „შე­წირ­ვად მსხუ­ერ­პლი­სა ძლე­ვი­სა მისთჳს (ბარ­ბა­როზ­თა­სა)“; „თა­ნა მა­მით და სუ­ლით წმი­დი­თურთ (აწ და მა­რა­დის და)“; „უკუ­ე­თუ (ვინ) ზღუ­ა­სა ში­ნა“; „მო­ი­პარ­ნეს გუ­ამ­ნი წმი­და­თა­ნი (მო­წა­მე­თა­ნი)“; „(აწ) უკუ­ე­თუ დღე­სა­მომ­დე უმე­ცარ ხარ (მათთჳს).“

  1. სხვა­ო­ბა სიტ­ყვა­თა რი­გის მი­ხედ­ვით ფიქ­სირ­დე­ბა.

„თჳსა ქუ­ე­ყა­ნა­სა“ // „ქუ­ე­ყა­ნა­სა თჳსსა“; „არა არს სხუაჲ “ // „სხუაჲ არა არს“ (οὐκ ἔστιν ἄλλος (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 135).

გვაქვს ერთ ფრა­ზა­ში ზე­მოთ გან­ხი­ლუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბის მა­გა­ლი­თე­ბიც:

„განჴდა ჴმაჲ ესე ყო­ველ­სა ერ­სა, ვიდ­რე­ღა (და) ყო­ველ­ნი შე­მოკ­რბეს.“ ყო­ველ­სა არის ბერ­ძნულ­ში (καθόλου (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 134), და _ არა.

„მი­უ­გო მათ ევ­სტა­თი (და ჰრქუაჲ).“ მათ არის ბერ­ძნულ­ში (αὐτοὺς (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131), და ჰრქუ­ათ _ არა.

„რო­მელ­სა იქმ კაც­თა მი­მართ (თა­ნა).“ ბერ­ძნულ­შია: `მსა­ჭი­რო­ე­ბელ­თა მი­მართ~ (εἰς τοὺς δεομένους (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 125). თან­დე­ბუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის მხრივ ბერ­ძნულ­თან სი­ახ­ლო­ვეს Ath ნუს­ხა ამ­ჟღავ­ნებს, ხო­ლო სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის მხრივ ორი­ვე ნუს­ხა­ში სა­ერ­თო სუ­რა­თია, რო­მე­ლიც ბერ­ძნულ ვერ­სი­ას არ ემ­თხვე­ვა.

„მჴედარ­თა მათ მი­უთ­ხრეს ყო­ველ­თა სი­კე­თე მი­სი (და) პა­ტი­ვი (პირ­ვე­ლი) და დი­დე­ბაჲ.“ ბერ­ძნულ­ში ყო­ველ­თა არ არის, პირ­ვე­ლი და კი არის (καὶ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131). ამას­თან, გვაქვს „მი­სი უწინ­დე­ლი (პირ­ვე­ლი) დი­დე­ბა“ (τῆς προτέρας αὐτοῦ δόξης (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 131).

III. ბერ­ძნულ ტექსტს არც ერ­თი ნუს­ხა არ მიჰ­ყვე­ბა.

ქარ­თულ თარ­გმან­ში დას­ტურ­დე­ბა ცალ­კე­უ­ლი სიტ­ყვე­ბი, ფრა­ზე­ბი ან იშ­ვი­ა­თად აბ­ზა­ცე­ბიც, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტე­ბი არ ეძებ­ნე­ბათ ბერ­ძნულ­ში.

მა­გა­ლი­თად, ძეგ­ლის სა­თა­ურ­ში­ვე, წმინ­დან­თა სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ, ერთ ნუს­ხა­ში იკით­ხე­ბა „გვა­კურ­თხენ, მა­მაოჲ“, მე­ო­რე­ში _ „კი­რი­ე­ლე­ი­სონ“, თუმ­ცა ბერ­ძნულ­ში სა­თა­უ­რი წმინ­დან­თა სა­ხე­ლებ­თან მთავ­რდე­ბა.

„ვი­თარ იხი­ლა ღმერ­თი იე­სუ (უფა­ლი) ქრის­ტე.“ ბერ­ძნულ­შია მხო­ლოდ ქრის­ტე, ხო­ლო ღმერ­თი, უფა­ლი და იე­სო არაა (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „მი­უთ­ხრა მე­ფე­სა და (ყო­ველ­თა) მთა­ვარ­თა მის­თა ყო­ვე­ლი მო­წევ­ნუ­ლი.“ ყო­ველ­თა და მის­თა არ არის ბერ­ძნულ­ში; „ღა­მე­სა მე­ცა ვი­ხი­ლე იგი და (რა­მე­თუ) მეტ­ყო­და.“ და და რა­მე­თუ ბერ­ძნულ­ში არ არის. აქ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მიმ­ღე­ო­ბა და წი­ნა­და­დე­ბა სიტ­ყვა­სიტ­ყვით ითარ­გმნე­ბა, რო­გორც: „ვი­ხი­ლე ის მეტ­ყვე­ლი ჩემ­და­მი.“ იმის გა­მო, რომ მთარ­გმნელ­მა თა­ვი­დან აი­ცი­ლა მიმ­ღე­ო­ბუ­რი კონ­სტრუქ­ცია, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და კავ­ში­რის და­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ნუს­ხა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. „და­უ­სა­ბაჲმო­სა და ყოვ­ლად დი­დე­ბულ­სა (სა­გა­ლო­ბელ­სა) სა­მე­ბაჲსა.“ ბერ­ძნულ­შია: „უხ­რწნელ­სა და ყოვ­ლად­ქე­ბულ­სა სა­მე­ბა­სა“ (τὴν ἄχραντον καὶ πανύμνητον Τριάδα (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 135).

  1. გარ­კვე­ულ­წი­ლად ორი­ვე ნუს­ხა ავ­ლენს მსგავ­სე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ფრა­ზე­ბის ფარ­გლებ­ში.

აქაც რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვას გა­მოვ­ყოფთ:

ა) რო­დე­საც ნუს­ხებ­ში სა­ერ­თო სიტ­ყვა ან სიტ­ყვე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ბერ­ძნულ­ში მათ შე­სატ­ყვი­სი არ მო­ე­პო­ვე­ბათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სიტ­ყვა­თა რი­გი ხელ­ნა­წე­რებ­ში ემ­თხვე­ვა თუ არა ერ­თმა­ნეთს:

„რა­მე­თუ გან­ვი­და იგი დღე­სა ერ­თსა ნა­დი­რო­ბაჲდ მჴედ­რე­ბი­თურთ მი­სით ჩუ­­­ლე­ბი­სა­ებრ მი­სი­სა“; „ყო­ველ­ნი მის თა­ნა (მის­თა­ნა­ნი) და­შუ­რეს“; „ლოც­ვად ად­გილ­სა (ლოც­ვად)“; „(კა­ცი) უკე­თუ­რი და ბარ­ბა­რო­ზი კა­ცი“; „ში­ნა­გან შეს­ლვაჲ (ში­ნა­გან) გან­გე­ბი­თა ღმრთი­საჲთა.“ მო­ნიშ­ნუ­ლი სიტ­ყვე­ბი ბერ­ძნულ­ში არ გვხვდე­ბა;

ბ) რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ნუს­ხა­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ლექ­სი­კურ ერ­თე­ულს ბერ­ძნულ­ში სხვა სიტ­ყვა ან სიტ­ყვე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა:

„წა­რი­პა­რეს ყო­ვე­ლი­ვე.“ ბერ­ძნულ­შია „მთე­ლი ქო­ნე­ბა“ (πάντων τῶν ὑπαρχόντων (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 126);

გ) სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბას გვიჩ­ვე­ნებს წი­ნა­და­დე­ბის კლე­ბის მა­გა­ლი­თიც:

„და იყო კა­ცი იგი გან­თქუ­მულ და სა­ხე­ლო­ან გან­მარ­ჯუ­ე­ბა­სა ზე­და და ბრძო­ლა­სა“; ბერ­ძნულ­შია: `ესო­დენ სა­ხე­ლო­ვა­ნი და ცნო­ბი­ლი კა­ცი იყო, კე­თილ­მოქ­მე­დი და მე­უ­ფებ­რი­ვი, რომ თა­ვად ბარ­ბა­რო­სებს მხო­ლოდ მი­სი სა­ხე­ლი­საც კი ეში­ნო­დათ~ (შდრ. Acta Sanctorum, tomus sextus, p. 124).

დ) თი­თო­ე­ულ ნუს­ხა­ში მო­ცე­მუ­ლი სიტ­ყვა შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს ბერ­ძნულ­თან მი­მარ­თე­ბით:

„ყვნა მე­პუ­რისმ­ტე ტაბ­ლი­სა მი­სი­სა (თჳსი­სა).“ ბერ­ძნუ­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ითარ­გმნოს: მი­სი, თა­ვი­სი (αύτοῦ (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 132); „აღი­ხუ­ნა ჩჩჳლნი (ყრმა­ნი).“ ბერ­ძნულ­შია Νήπια, რაც ორი­ვეს (ჩვილ­საც და ყრმა­საც) აღ­ნიშ­ნავს (Acta Sanctorum, tomus sextus, p. 127).

კვლე­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ H ნუს­ხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ XVIII სა­უ­კუ­ნი­საა და 7 სა­უ­კუ­ნით ჩა­მორ­ჩე­ბა Ath ნუს­ხას, მეტ თან­ხვედ­რას ავ­ლენს ბერ­ძნულ ტექ­სტთან, ვიდ­რე ეს უკა­ნას­კნე­ლი. ეს გვა­ვა­რა­უ­დე­ბი­ნებს, რომ H ნუს­ხის გა­დამ­წე­რი, რო­მე­ლიც, ან­დერ­ძის მი­ხედ­ვით, ყო­ფი­ლა სვე­ტიც­ხოვ­ლის დე­კა­ნო­ზი, ქარ­თუ­ლი ნუს­ხუ­რი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ოს­ტა­ტი ალექ­სი მეს­ხიშ­ვი­ლი, ეყ­რდნო­ბო­და სხვა ვერ­სი­ას, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფ­რო ძველს, რო­მე­ლიც დღე­ი­სათ­ვის და­კარ­გუ­ლად მო­ჩანს და სა­დაც ის მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის და­მა­ტე­ბი­თი ტექ­სტი უნ­და არ­სე­ბუ­ლი­ყო, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ. რაც შე­ე­ხე­ბა XI სა­უ­კუ­ნის ნუს­ხას, აქ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­სტი გა­დამ­წერს ან მე­ქა­ნი­კუ­რად უნ­და ჰქონ­დეს გა­მორ­ჩე­ნი­ლი, ან მი­სი ჩა­რე­ვის შე­დე­გი უნ­და იყოს. Ath ნუს­ხის თან­ხვედ­რა ბერ­ძნულ­თან კი (მარ­თა­ლია, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბ, მაგ­რამ მა­ინც) გვი­დას­ტუ­რებს, რომ მის­მა გა­დამ­წერ­მა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბე­ბი ტექ­სტში: ზო­გი­ერ­თი სიტ­ყვა სი­ნო­ნი­მით ან მას­თან ახ­ლოს მდგო­მი სიტ­ყვით ჩა­ა­ნაც­ვლა, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში შეც­ვა­ლა სიტ­ყვა­თა რი­გი, სხვა­გან სიტ­ყვა თუ ფრა­ზა და­ა­მა­ტა ან და­აკ­ლო და ა. შ.

ბერ­ძნულ ტექ­სტთან ნუს­ხე­ბის შე­და­რე­ბით გა­მოვ­ლინ­და, რომ მათ შო­რის სხვა­ო­ბე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ რო­მე­ლი­მე მათ­გან­ზე ბერ­ძნუ­ლის გავ­ლე­ნით აიხ­სნე­ბა.