ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბისნუს­ხა­თა

ენი­სა და ძი­რი­თა­დი ტექ­სტის სა­კით­ხე­ბი

გა­მოკ­ვლე­ვა­ში – `ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბი­სა და ბერ­ძნულ ტექ­სტთან მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კით­ხი­სათ­ვის~ – აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ორ­თოგ­რა­ფი­ის, ფო­ნე­ტი­კი­სა და ხში­რად მორ­ფო­ლო­გი­ის სფე­როც შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლია ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის გავ­ლე­ნის­გან. ნუს­ხებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბე­ბი ამ ნა­წილ­ში ენის ის­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით უნ­და აიხ­სნას. ქვე­მოთ წარ­მო­ვად­გენთ ძი­რი­თად სხვა­ო­ბებს, რაც ხელ­ნა­წერ­თა ურ­თი­ერ­თშე­და­რე­ბი­სას გა­მოვ­ლინ­და და აგ­რეთ­ვე შე­ვე­ხე­ბით ძი­რი­თა­დი ტექ­სტის შერ­ჩე­ვის სა­კითხს. მკით­ხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­ნა­ლი­ზო ძეგ­ლის შემ­ცვე­ლი ორი ხელ­ნა­წე­რი­დან ერ­თი XI ს-ში გა­და­ი­წე­რა, ხო­ლო მე­ო­რე – XVIII ს-ში.

ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის შეს­წავ­ლა ღი­რე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ ენა­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის კუთ­ხით, არა­მედ იმი­თაც, რომ ის გვეხ­მა­რე­ბა მა­თი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გარ­კვე­ვა­ში: რო­გორ მუ­შავ­დე­ბო­და ისი­ნი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლი ნუს­ხის­თვის რო­მე­ლი ვერ­სია იყო ძი­რი­თა­დი და რო­მე­ლი დამ­ხმა­რე და ესა თუ ის გა­დამ­წე­რი ამა თუ იმ ნუს­ხას უპი­რა­ტე­სო­ბას რის სა­ფუძ­ველ­ზე ანი­ჭებ­და და ა. შ. ამ­დე­ნად, აქ სა­კით­ხთა ფარ­თო წრე იჩენს თავს.

ამ კონ­ტექ­სტში გვინ­და შე­ვე­ხოთ ერთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც სა­ა­ნა­ლი­ზო თხზუ­ლე­ბის ნუს­ხებ­ში იძებ­ნე­ბა და ააშ­კა­რა­ვებს, რომ მე-18 ს-ის ნუს­ხის გა­დამ­წერს ხელთ ჰქო­ნდა Ath-17 ნუს­ხაც და მას­შიც იხე­დე­ბო­და. ამ უკა­ნას­კნე­ლი ნუს­ხის გა­დამ­წერს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ნუს­ხი­დან (ცხა­დია, უფ­რო ძვე­ლი­დან) ერ­თი ფრა­ზა შეც­დო­მით ორ­ჯერ აქვს გა­და­წე­რი­ლი ერ­თმა­ნე­თის მიმ­ყოლ წი­ნა­და­დე­ბებ­ში: `ავი­და მთად და მი­­ახ­ლა ად­გილ­სა მას, სა­და-იგი ეხილ­ვა ხილ­ვაჲ იგი. წა­რავ­ლინ­ნა მჴედარ­ნი ძი­ე­ბად ნა­დი­რი­სა და დაშ­თა მხო­ლოჲ და მი­­ახ­ლა ად­გილ­სა მას, სა­და ეხილ­ვა ხილ­ვაჲ იგი. და და­ვარ­და პირ­სა ზე­და.~ H ნუს­ხა­ში ეს მო­ნაკ­ვე­თი შემ­დეგ­ნა­ი­რა­დაა მო­ცე­მუ­ლი: `აღ­ვი­და მთად და მი­­ახ­ლა რაჲ ად­გილ­სა მას, სა­და ხილ­ვა ეჩუჱნა, წა­რავ­ლინ­ნა მჴედარ­ნი ძი­ე­ბაჲდ ნა­დირ­სა და დაშ­თა მხო­ლოჲ და მი­­ახ­ლა ად­გილ­სა მას და და­ვარ­და პირ­სა ზე­და.~ ნა­თე­ლია, რომ მე-18 ს-ის ნუს­ხის გა­დამ­წერს მე­ქა­ნი­კუ­რად და­უწ­ყია გან­მე­ო­რე­ბუ­ლი ფრა­ზის გა­და­წე­რა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, შე­ამ­ჩნია, რომ ის მე­ორ­დე­ბო­და და ბო­ლომ­დე აღარ და­ამ­თავ­რა. ჩვენს გა­მო­ცე­მა­ში მე­ო­რე ფრა­ზა ამო­ღე­ბუ­ლია.

ორ­თოგ­რა­ფი­­სა და ფო­ნე­ტი­კის სა­კით­ხე­ბი.

XVIII ს-ის (H-2077) ნუს­ხის­თვის მკვეთ­რად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბია ე.წ. „იო­ტა­მე­ტო­ბა“ და უჱ და­წე­რი­ლო­ბა. ზ. სარ­ჯვე­ლა­ძე „იო­ტა­მე­ტო­ბის“ შემ­თხვე­ვებს IX-XI სა­უ­კუ­ნე­თა წე­რი­ლო­ბით ძეგ­ლებ­ში შე­ნიშ­ნავს, რაც, მი­სი აზ­რით, ენა­ში [ჲ]-ს შემ­ცვე­ლი და­მა­ვა­ლი დიფ­თონ­გე­ბის მოშ­ლის ფაქ­ტზე მი­უ­თი­თებს. გრა­ფი­კა­ში დარ­ჩა [ჲ] გრა­ფე­მა, რომ­ლის ფუნ­ქცი­აც ზოგ გა­დამ­წერს (მწე­რალს) აღარ ეს­მო­და, მაგ­რამ წერ­და, რად­გან იცო­და, რომ ძველ ქარ­თულ­ში ის ხმოვ­ნის მომ­დევ­ნო პო­ზი­ცი­ა­ში იწე­რე­ბო­და. ამის გა­მო -ს ხში­რად ვხვდე­ბით იქაც, სა­დაც და­მა­ვა­ლი დიფ­თონ­გი არას­დროს ყო­ფი­ლა. მეც­ნი­ე­რი -ს უფუნ­ქციო გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თებს პო­უ­ლობს რო­გორც სიტ­ყვის შიგ­ნით, ისე ბო­ლოს, სა­დაც აჲ გრა­ფე­მა­თა ჯგუ­ფი -ს გა­მო­ხა­ტავს, ეჲ _ -ს, ოჲ _ -ს, უჲ _ -ს. „ეს ფაქ­ტე­ბი ასა­ხა­ვენ [ჲ]-ს შემ­ცველ და­მა­ვალ დიფ­თონ­გთა მოშ­ლის ერთ-ერთ გზას: [ჲ]-ს და­კარ­გვის შე­დე­გად [აჲ] [ეჲ] [ოჲ] [უჲ] დიფ­თონ­გე­ბი ემ­თხვე­ვი­ან მარ­ტივ [ა] [ე] [ო] [უ] ხმოვ­ნებს,“[1] _ წერს მეც­ნი­ე­რი.

H ნუს­ხა­ში უფუნ­ქცი­ოდ იხ­მა­რე­ბა -სთან (ხში­რად) და -სთან (შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ) ერ­თად და გად­მოს­ცემს მარ­ტივ და ხმოვ­ნებს. არ შეგ­ვხვედ­რია მი­სი -სთან ან -სთან გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი.

სიტ­ყვის ბო­ლოს აჲ გრა­ფე­მა­თა ჯგუ­ფი -ს გა­მო­ხა­ტავს:

ა) ზმნურ ფორ­მებ­ში, სა­დაც მოს­დევს III სუ­ბი­ექ­ტუ­რი პი­რის – სუ­ფიქსს ან მწკრი­ვის ნი­შანს. მაგ., ჰრქუა ზმნას­თან ის და­დას­ტურ­და ყვე­ლა შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა­ში (24 მა­გა­ლი­თი): „ჰრქუაჲ მას უფალ­მან“; „ჰრქუაჲ მას ცოლ­მან მის­მან“; „ჰრქუაჲ ქმარ­სა თჳსსა“ და ა. შ. თქუა ზმნა 3-ჯერ და­ირ­თავს -ს: „თქუაჲ: „მრწამს შე­ნი, უფა­ლო“; „ესე რაჲ თქუაჲ უფალ­მან“; „შე­ურ­და და თქუაჲ.“ სხვა ზმნებ­თა­ნაც მო­ჩანს: დაშ­თაჲ, ინე­ბაჲ, ივ­ლტო­დაჲ, მი­გით­ხრაჲ.

ბ) მი­ცე­მით ბრუნ­ვა­ში მდგარ სა­ხელ­თან, სა­დაც მოს­დევს ემ­ფა­ტი­კურ ხმო­ვანს: „რო­მელ­საჲ ქრის­ტე­ა­ნე­ნი აღი­ა­რე­ბენ“…

ფუ­ძის შიგ­ნით აჲ და­წე­რი­ლო­ბა ხში­რად მარ­ტივ -ს გად­მოს­ცემს:

ა) სა­ხე­ლებ­ში, სა­დაც ფუ­ძი­სე­უ­ლი ან მორ­ფე­მი­სე­უ­ლია: წი­ნამ­დე­ბაჲრე; სხუაჲთა­გან; ნა­დი­რო­ბაჲსა­ცა; გო­ნე­ბაჲსა; სათ­ნო­­ბაჲთა; მსა­ხუ­რე­ბაჲსა; დაბ­რკო­ლე­ბაჲდ; მსგავ­სე­ბაჲდ.

ბ) ზმნურ ფორ­მებ­ში: გნე­ბაჲვსა.

ოჲ გრა­ფე­მა­თა კომ­პლექ­სი გა­მო­ხა­ტავს მარ­ტივ ხმო­ვანს სიტ­ყვის ბო­ლოს, სა­დაც მოს­დევს:

ა) III სუ­ბი­ექ­ტუ­რი პი­რის – სუ­ფიქსს ან მწკრი­ვის ნი­შანს: და­აგ­დოჲ, იყოჲ, გი­ჩუჱნოჲ.

ბ) წარ­მო­შო­ბით წო­დე­ბი­თი ბრუნ­ვის ნი­შანს მი­მარ­თვის ფორ­მა­ში: „გვა­კურ­თხენ, მა­მაოჲ.“

ზოგ­ჯერ H ნუს­ხა­ში -ს სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბიც იძებ­ნე­ბა (ეს ის შემ­თხვე­ვე­ბია, სა­დაც ის გრა­ფე­მას­თან ერ­თად გად­მოს­ცემს აჲ დიფ­თონგს) და ამათ­გან ისე­თე­ბიც, სა­დაც Ath ნუს­ხის შე­სა­ბა­მის ფორ­მა­ში ის არ ჩანს: „მო­ნა­გე­ბი­თა ოქ­როჲსა და ვეც­ხლი­სა.“ შდრ. Ath ხელ­ნა­წე­რი: „მო­ნა­გე­ბი­თა ოქ­რო­სა და ვეც­ხლი­სა.“

უფ­რო ხში­რად კი H ნუს­ხა­ში არ გვაქვს იქ, სა­დაც Ath-­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა:

ა) სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში: სწავ­ლაჲ; შდრ. სწავ­ლა; გზაჲ; შდრ. გზა და ა. შ.

ბ) ნა­თე­სა­ო­ბით ბრუნ­ვა­ში: „ცხო­რე­ბი­სათჳს კაც­თაჲსა“; შდრ. „ცხო­რე­ბი­სათჳს კაც­თა­სა“;

გ) მოქ­მე­დე­ბით ბრუნ­ვა­ში: „საქ­მი­თა სი­მარ­თლი­საჲთა“, შდრ. „საქ­მი­თა სი­მარ­თლი­სა­თა“; „გან­გე­ბი­თა ღმრთი­საჲთა“, შდრ. „გან­გე­ბი­თა ღმრთი­სა­თა.“

Ath ნუს­ხის უე კომ­პლექ­სი H-­ში უჱ მიმ­დევ­რო­ბით არის მო­ცე­მუ­ლი შემ­თხვე­ვა­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში: „შუჱნი­ერ იყო“; „ქუჱლის­მოქ­მედ­სა ღმერ­თსა“; „ში­შუჱლთა შეჰ­მოს­და“ და სხვ. გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს 2 მა­გა­ლი­თი: „მო­მაქ­ცია ტყუ­­­ბი­სა­გან“; „თუ­­სა სეკ­დენ­ბერ­სა.“

ზ. სარ­ჯვე­ლა­ძე უჱ და­წე­რი­ლო­ბას გრა­ფე­მის „უწე­სო“ ხმა­რე­ბის ერთ-ერთ გა­მოვ­ლე­ნად გა­ნი­ხი­ლავს. ძველ ტექ­სტებ­ში მი­სი თავ­და­პირ­ვე­ლი ფუნ­ქცი­ის მი­ვიწ­ყე­ბის შემ­დეგ საკ­მა­ოდ ხში­რად ენაც­ვლე­ბა გრა­ფე­მას. „უჱ და­წე­რი­ლო­ბა ერთ-ერთ ამ­გვარ დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს, ოღონდ, რო­გორც ჩანს, მან მე­ტი გავ­რცე­ლე­ბუ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. არაა გა­მო­რიც­ხუ­ლი, რომ ამ­გვა­რი და­წე­რი­ლო­ბა გარ­კვე­ულ მწიგ­ნობ­რულ კე­რა­თათ­ვის ყო­ფი­ლი­ყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ის იწე­რე­ბა რო­გორც უმარ­ცვლო, ისე მარ­ცვლო­ვა­ნი -ს შემ­დეგ,“[2] _ აღ­ნიშ­ნავს იგი.

ნუს­ხა­თა შო­რის გვაქვს ვი // და­წე­რი­ლო­ბა­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბის მა­გა­ლი­თი: „სცვი­და ვე­ნაჴსა“ // „სცჳდა ვე­ნაჴსა.“[3]

Ath ხელ­ნა­წე­რი ერ­თგან გრა­ფე­მას არ­ჩევს, H ხელ­ნა­წე­რი _ გრა­ფე­მას: აღა­ოხ­რა // აღაოჴრა.

თან­ხმოვ­ნებს ან თან­ხმო­ვან­სა და ხმო­ვანს შო­რის პო­ზი­ცი­ა­ში H ნუს­ხა­ში არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი უმარ­ცვლო , გან­სხვა­ვე­ბით Ath ნუს­ხის­გან: გან­თქუ­მულ // გან­თქმულ; სულ­თქუ­მით // სულ­თქმით; ქუ­­ყა­ნაჲ // ქვე­ყაჲნა.

Ath ნუს­ხა­ში ოა და ოე ხმოვ­ნებს შო­რის პო­ზი­ცი­ა­ში და­კარ­გუ­ლია თან­ხმო­ვა­ნი, H ნუს­ხა­ში კი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია: სა­ხე­ლო­ან // სა­ხე­ლო­ვან; ცხო­­ლი­საჲ // ცხო­ვე­ლი­სა; ვპო­ეთ // ვპო­ვეთ.

ზოგ­ჯერ პი­რი­ქით არის: ოე ხმოვ­ნებს შო­რის Ath ხელ­ნა­წე­რი იცავს თან­ხმო­ვანს, ხო­ლო H ხელ­ნა­წე­რი – არა: „ით­ხო­ვე მის­გან“ // „ით­ხოე მის­გან“; „კუ­ა­ლად მო­ვედ აქა“ // „კუ­ა­ლად მო­ედ აქა.“

სა­შუ­ა­ლი გვა­რის ცრემ­ლო­­და ფორ­მა­ Ath ნუს­ხა­ში ცრემ­ლო­და სა­ხით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შდრ. H ხელ­ნა­წე­რის იკით­ხვი­სი: ცრემ­ლო­­და.

Ath ნუს­ხა წარ­მოგ­ვიდ­გენს რავ­დენს, უვარს, H ნუს­ხა – რა­­დენს, უარს ფორ­მებს: რავ­დე­ნი­სა­მე // რაოჲდე­ნი­სა­მე; უვარ­ჰყოფ­და // უარ­ჰყოფ­და.

სა­მა­გი­ე­როდ, H ნუს­ხა­ში უა ხმოვ­ნებს შო­რის თან­ხმო­ვა­ნია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი: შუ­ვად­ღეს. შდრ. Ath ხელ­ნა­წე­რის მო­ნა­ცე­მი: შუ­ად­ღეს.

H ხელ­ნა­წერ­ში პოვ­ნი­ერ შჯ და შთ ბგე­რა­თა კომ­პლექ­სებს Ath ნუს­ხა­ში ცვლის რჩ ბგე­რათ­მიმ­დევ­რო­ბა: შჯუ­ლი­თა // რჩუ­ლი­თა; „მო­ვი­და უშ­ჯუ­ლო იგი“ // „მო­ვი­და ურ­ჩუ­ლოჲ იგი“; „უშ­ჯუ­ლო იგი“ // „ურ­ჩუ­ლოჲ იგი“; „არა­რაჲ დაშ­თა“ // „არა­რაჲ დარ­ჩა“; // „დაშ­თო­მილ არი­ან“ // „დარ­ჩო­მილ არი­ან“; „აწ მხო­ლო დაშ­თო­მილ ვარ“ // „აწ მარ­ტოჲ დარ­ჩო­მილ ვარ“; „დაშ­თა ზღუაჲსა“// „დარ­ჩა ზღუ­ა­სა.“

ერ­თგან H ხელ­ნა­წერ­ში სჯ კომ­პლექ­სიც დას­ტურ­დე­ბა: სამ­სჯავ­რო­თა­გან, რო­მელ­საც Ath ნუს­ხა­ში შჯ კომ­პლექ­სი შე­ე­სა­ბა­მე­ბა: სამ­შჯავ­რო­თა­გან.

რჩ მიმ­დევ­რო­ბას ზ. სარ­ჯვე­ლა­ძე შჯ-სგან მომ­დი­ნა­რედ თვლის  შჩ სა­ფე­ხუ­რის გავ­ლის გზით: შჯ > შჩ (ასი­მი­ლა­ცი­უ­რი დაყ­რუ­ე­ბა) > რჩ (დი­სი­მი­ლა­ცია წარ­მო­ე­ბის რაგ­ვა­რო­ბის მი­ხედ­ვით).[4] მი­სი­ვე აზ­რით, იგი­ვე რჩ კომ­პლექ­სი ზმნურ ფორ­მებ­ში (დაშ­თო­მა, მოშ­თო­ბა) მი­ღე­ბუ­ლია შთ მიმ­დევ­რო­ბის­გან იმა­ვე შჩ ეტა­პის გავ­ლით: შთ > შჩ (ასი­მი­ლა­ცია სა­წარ­მოთ­ქმო ად­გი­ლის მი­ხედ­ვით) > რჩ (დი­სი­მი­ლა­ცია წარ­მო­ე­ბის რაგ­ვა­რო­ბის მი­ხედ­ვით).[5]

Ath ნუს­ხა­ში სიტ­ყვა ამ­ბო­რი დი­სი­მი­ლი­რე­ბუ­ლია, გან­სხვა­ვე­ბით H ნუს­ხის­გან: „ან­ბორ­­ყოფ­დეს“ // „ამ­ბორ­­ყოფ­დეს“; „ან­ბორ­­ყოფ­დეს ურ­თი­ერ­თას“ // „ამ­ბორ­­ყოფ­დეს ურ­თი­ერ­თას.“

ძლი­ერ ფუ­ძე მე­ტა­თე­ზი­რე­ბუ­ლი სა­ხით არის მო­ცე­მუ­ლი Ath ნუს­ხა­ში: გან­ძრი­ელ­დი. შდრ. H ხელ­ნა­წე­რი: გან­ძლი­ერ­დი.

ირე­მი და მღვდე­ლი არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლე­ბის ნა­თე­სა­ო­ბი­თი ბრუნ­ვის უკუმ­შველ ფორ­მებს H ხელ­ნა­წერ­ში კუმ­შვა­დი ფორ­მე­ბი ანაც­ვლებს: „ეტ­ყო­და ირე­მი­სა მის მი­ერ“ // „ეტ­ყო­და ირ­მი­სა მის მი­ერ“; „მღდე­ლი­სა ქრის­ტე­ა­ნე­თაჲსა“; // „მღდლი­სა ქრის­ტე­ა­ნე­თა­სა.“

Ath ნუს­ხა­ში იკ­ვე­ცე­ბა გარ­და ზმნის­წი­ნი: „გარ­დმო­ვარ­და ცხე­ნი­სა­გან.“ შდრ. H ხელ­ნა­წე­რი: „გარ­და­მო­ვარ­და ცხე­ნი­სა­გან.“

სა­ხე­ლის მორ­ფო­ლო­გი­ის სა­კით­ხე­ბი.

პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბი ხან ერთ ნუს­ხა­ში იხ­მა­რე­ბა ზედ­მე­ტად, ხან მე­ო­რე­ში: „გი­ჩუ­ე­ნო თა­ვი ჩე­მი“ // „გი­ჩუ­ე­ნო შენ თა­ვი ჩე­მი“; „გა­მო­მიც­ხა­დე თა­ვი შე­ნი კე­თი­ლად“ // „გა­მო­მიც­ხა­დე მე თა­ვი შე­ნი კე­თი­ლად“; „რაჲთა მრწმე­ნეს მე შე­ნი“ // „რაჲთა მრწმე­ნეს შე­ნი“; „რო­მე­ლი-იგი მე­ჩუ­ე­ნა მე“ // „რო­მე­ლი-იგი მე­ჩუჱნა“; „უფა­ლო ჩე­მო, მე ქუ­ე­ყა­ნი­სა­გან ჰრომ­თაჲსა ვარ“ // „უფა­ლო ჩე­მო, ქუ­ე­ყა­ნი­სა­გან ჰრომ­თა­სა ვარ“; „წარჴდა ყო­ვე­ლი სიმ­დიდ­რე მა­თი“ // „წარჴდა ყო­ვე­ლი იგი სიმ­დიდ­რე მა­თი.“

ნუს­ხე­ბი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად სხვა­დას­ხვა ვი­თა­რე­ბას გვიჩ­ვე­ნე­ბენ ემ­ფა­ტი­კუ­რი ხმოვ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით: „მი­ი­წია მი­სა ზე­და წყა­ლო­ბაჲ“ // „მი­ი­წია მის ზე­და წყა­ლო­ბაჲ“; „ცოლ­სა მი­სას“ // „ცოლ­სა მის­სა.“

Ath ხელ­ნა­წერ­ში სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით გად­მო­ცე­მუ­ლი პოს­ტპო­ზი­ცი­უ­რი მარ­თუ­ლი მსაზ­ღვრე­ლი სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში ემ­ფა­ტი­კურ ხმო­ვანს არ და­ირ­თავს, გან­სხვა­ვე­ბით H ხელ­ნა­წე­რის­გან: „და­იმ­ჭი­რა ცო­ლი ევ­სტა­თი­სი“ // „და­იმ­ჭი­რა ცო­ლი ევ­სტა­თი­სა.“

Ath ნუს­ხის მათ­თა (მა­თა) ფორ­მას H ნუს­ხა­ში ცვლის მათ­და ფორ­მა:

„მი­უ­წო­დენ კაც­თა მსგავ­სე­ბად მათ­თა სათ­ნო­ე­ბა­თა“ // „მი­უ­წო­დენ კაც­თა მსგავ­სე­ბაჲდ მათ­და სათ­ნო­ე­ბაჲთა“; „გუ­ლისჴმის სა­ყო­ფე­ლად მა­თა“ // „გუ­ლისჴმის სა­ყო­ფე­ლად მათ­და.“ სა­მა­გი­ე­როდ, Ath ხელ­ნა­წე­რის მის­და ფორ­მას H ნუს­ხა­ში ენაც­ვლე­ბა მი­სა ფორ­მა: „გა­მო­ვი­და შემ­თხუ­ე­ვად მის­და“ // „გა­მო­ვი­და შემ­თხუჱვად მი­სა.“

ერთ შემ­თხვე­ვა­ში Ath ხელ­ნა­წე­რის ენობ­რი­ვად არას­წო­რი ფორ­მა H ხელ­ნა­წერ­ში სწო­რა­დაა მო­ცე­მუ­ლი:

„არ­ცა ზრდი­ლო­ბაჲ სხუ­­თა სა­ხი­თა შემ­ძლე­ბელ არს“ // „არ­ცა ზრდი­ლო­ბაჲ სხჳთა სა­ხი­თა შემ­ძლე­ბელ არს.“

Ath ნუს­ხა ზოგ­ჯერ უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს წრფე­ლო­ბით ბრუნ­ვას, H კი – სა­ხე­ლო­ბითს:

აღ­სას­რულ­ცა კე­თილ­თაჲ საქ­მე­თაჲ“ // „აღ­სას­რუ­ლი­ცაჲ კე­თილ­თა საქ­მე­თა“; „და იყო წარ­მართ“ // „და იყო წარ­მარ­თი.

წარ­სუ­ლი დრო­ის ვნე­ბი­თი გვა­რის მიმ­ღე­ო­ბის მა­წარ­მო­ებ­ლად Ath ნუს­ხა –ულ მორ­ფე­მას არ­ჩევს, Hილ მორ­ფე­მას: „მო­წევ­ნულ არს“ // „მო­წევ­ნილ არს“; „მო­წევ­ნუ­ლი მის ზე­და“ // „მო­წევ­ნი­ი მის ზე­და“; „მან­ქა­ნე­ბით ქმნუ­ლი“ // „მან­ქა­ნე­ბით ქმნი­ლი“; „აღ­თქუ­მულ არი­ან“ // „აღ­თქუ­მილ არი­ან.“

ნა­წე­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა Ath ნუს­ხა­ში ახ­ლდეს სა­ხელს, H-­ში არა, ან პი­რი­ქით: „იხილ­ნა რაჲ ჭა­ბუკ­ნი იგი“ // „იხილ­ნა რაჲ ჭა­ბუკ­ნი“ // „მარ­ჯუე იყო ად­გი­ლი“ // „მარ­ჯუე იყო ად­გი­ლი იგი.“

ერ­თგან H ნუს­ხა, Ath ნუს­ხის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ინარ­ჩუ­ნებს ვი­თა­რე­ბი­თი ბრუნ­ვის ნი­შანს –მდე თან­დე­ბუ­ლის წინ: „ზღუაჲდ შეს­ლვად­მდე.“

ზმნის მორ­ფო­ლო­გი­ის სა­კით­ხე­ბი.

პი­რის ნი­შან­თა უფუნ­ქცი­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი ორი­ვე ნუს­ხა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა მა­თი ხმა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ნუს­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა­ობ­დეს ერ­თმა­ნე­თი­სა­გან. კერ­ძოდ, Ath ხელ­ნა­წერ­ში ნი­შა­ნი უფუნ­ქცი­ოდ იყოს ნახ­მა­რი და H ხელ­ნა­წერ­ში არა, ან პი­რი­ქით: „გარ­დაჰჴდა რაჲ ჟა­მი ერ­თი“ // „გარ­დაჴდა რაჲ ჟა­მი ერ­თი“; „ჴორ­ცი­ე­ლად გა­მოვ­ჩნდი“ // „ჴორ­ცი­ე­ლად გა­მოვ­სჩნდი“; „არა მის­დრკეს გუ­ლი ჩე­მი“ // „… მიდ­რკეს“…

ერთ ფორ­მა­ში Ath ხელ­ნა­წერ­ში II სუ­ბი­ექ­ტუ­რი პი­რის ნიშ­ნად – პრე­ფიქ­სია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი (მე­ტა­თე­ზი­რე­ბუ­ლი სა­ხით), H ხელ­ნა­წერ­ში კი – – პრე­ფიქ­სი: „ოდეს დამ­სდაბ­ლდე“ // „ოდეს დაჰ­მდაბ­ლდე.“

Ath ხელ­ნა­წერ­ში ზმნა არ­ქა­უ­ლი ფორ­მით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი: მი­ხედ­ნა. შდრ. H ხელ­ნა­წე­რი: მი­ხე­და.

აქ­ვე II ხოლ­მე­ო­ბი­თის მწკრი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია წყვე­ტი­ლის ნაც­ვლად: „ვეცჳ, და­ვე­ფალ.“  შდრ. H ხელ­ნა­წე­რი: „ვე­ცუ, და­ვე­ფალ.“ ამ მწკრივ­თა ურ­თი­ერ­თმო­ნაც­ვლე­ო­ბის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ეს მოვ­ლე­ნა ენა­ში II ხოლ­მე­ო­ბი­თის მოშ­ლის ფაქ­ტით არის ახ­სნი­ლი.[6]  წარ­მოდ­გე­ნილ მა­გა­ლით­ში XVIII ს-ის ნუს­ხა უფ­რო ძველ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავს.

II კავ­ში­რე­ბი­თის მწკრივს Ath ხელ­ნა­წერ­ში – მორ­ფე­მა გა­მო­ხა­ტავს, H ხელ­ნა­წერ­ში – მორ­ფე­მა: „ევედ­რე­ბო­და ცოლ­სა თჳსსა, რაჲთა არა სულ­მოკ­ლე იქ­მნას“ // „…იქ­მნეს.“

ზმნის­წინ­თა გა­მო­ყე­ნე­ბის მხრი­ვაც შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი გვქონ­დეს. მაგ., ერთ ნუს­ხა­ში ზმნის­წი­ნის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი იყო ნახ­მა­რი და მე­ო­რე­ში ძვე­ლი ან პი­რი­ქით: გან­მარ­ჯუ­­ბა­სა // გა­მარ­ჯუჱბა­სა; „ავი­და მთად“ // „აღ­ვი­და მთად“; „რაჲ-იგი აღ­მით­ქუ“ // „რაჲ-იგი ამით­ქუ“; „აი­ღო მე­უღ­ლე თჳსი“ // „აღი­ღო მე­უღ­ლე თჳსი.“ ან ერთ ხელ­ნა­წერ­ში ზმნის­წი­ნი ერ­თო­დეს ფორ­მას და მე­ო­რე­ში არა: მი­უთ­ხრა // უთ­ხრა. ან­ კი­დევ სხვა­დას­ხვა ზმნის­წი­ნე­ბი იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი: „ლომ­მან წარ­მი­ტა­ცა“ // „ლომ­მან მი­მი­ტა­ცა“; „შე­მიწ­ყა­ლა და შე­მაქ­ცია ტყუ­ე­ო­ბი­სა­გან“ // „შე­მიწ­ყა­ლა და მო­მაქ­ცია ტყუ­ე­ო­ბი­სა­გან.“

გვაქვს თე­მის ნი­შან­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბის მა­გა­ლი­თე­ბიც: და­მი­ტე­ვებ // და­მი­ტე­ობ.

H ხელ­ნა­წე­რი II პირ­თან სა­ი­ქე­თო ორი­ენ­ტა­ცი­ის გა­მომ­ხატ­ველ ზმნის­წინს იყე­ნებს: „მიგ­ცეთ შენ სა­ფა­სე.“ შდრ. Ath ნუს­ხა: „მოგ­ცეთ შენ სა­ფა­სე.“

ზოგ­ჯერ ზმნე­ბი ნუს­ხებ­ში სხვა­დას­ხვა მწკრი­ვი­სა თუ გვა­რის ფორ­მით არის მო­ცე­მუ­ლი: „ევედ­რე­ბო­და მის და­ბი­სა­თა და და­ად­გი­ნის ვე­ნაჴისა მცვე­ლად“ // „ევედ­რა მის და­ბი­სა­თა და და­ად­გი­ნეს ვე­ნაჴის მცვე­ლად“; „რაჲ მო­­წია მათ ზე­და“ // „რაჲ მო­წევ­ნილ არს მათ ზე­და“; „შე­­ხო ცეც­ხლი“ // „შე­ხე­ბუ­ლი­ყო ცეც­ხლი“; „შე­­ში­ნა“ // „ეში­ნო­და“; „მრწმე­ნა შე­ნი, უფა­ლო“ // „მრწამს შე­ნი, უფა­ლო“; „ძე­ნი, ვი­თარ­ცა ვთქუ, აღე­ზარ­დნეს სხუ­ა­სა მას და­ბა­სა“ // „ძე­ნი მის­ნი, ვი­თარ­ცა ვთქუ, აღი­ზარ­დნეს სხუაჲსა მას და­ბა­სა.“

სინ­ტაქ­სის სა­კით­ხე­ბი.

H ნუს­ხა­ში პოს­ტპო­ზი­ცი­უ­რი წყო­ბის მარ­თუ­ლი მსაზ­ღვრე­ლი რიც­ხვში ეთან­ხმე­ბა საზ­ღვრულს, გან­სხვა­ვე­ბით Ath-ის­გან: „ტკი­ვილ­თა­გან გუ­ლი­სა“ // „ტკი­ვილ­თა­გან გუ­ლი­სა­თა.“

საწ­ყი­სი ქვემ­დე­ბა­რის ფუნ­ქცი­ით Ath ნუს­ხა­ში ვი­თა­რე­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მით არის მო­ცე­მუ­ლი, H-ში _ სა­ხე­ლო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მით: „არად საჴმარ არს თქუ­მად“ // „არად საჴმარ არს თქუ­მაჲ“; „ჯე­რარს… კუ­ა­ლად ამაღ­ლე­ბად“ // „ჯე­რარს… კუ­ა­ლად ამაღ­ლე­ბა“; „შე­ე­ში­ნა ორ­თა­ვე ტჳრთვად“ // „შე­ე­ში­ნა ორ­თა­ვე ტჳრთვაჲ.“

საწ­ყი­სით­ვე გად­მო­ცე­მუ­ლი პირ­და­პი­რი და­მა­ტე­ბა ნუს­ხებ­ში შე­იძ­ლე­ბა სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­შიც იდ­გეს და ვი­თა­რე­ბით­შიც: „ინე­ბა ში­ნა­გან შეს­ლვა“ // „ინე­ბაჲ შეს­ლვად ში­ნა­გან“; „ბრძა­ნა განჴურ­ვე­ბად კუ­როჲ რვა­ლი­საჲ და მუნ შეყ­რად“ // „ბრძა­ნა განჴურ­ვე­ბაჲდ კუ­რო რვა­ლი­სა და მუნ შეყ­რაჲ.“

შედ­გე­ნი­ლი შე­მას­მენ­ლის სა­ხე­ლა­დი ნა­წი­ლი Ath ნუს­ხა­ში ერ­თგან სა­ხე­ლო­ბით­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მე­ო­რე ნუს­ხა­ში _ წრფე­ლო­ბით­ში: „ჩჩჳლი ვი­ყავ“ // „ჩჩჳლ ვი­ყავ.“

და­მო­კი­დე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის წევრ-კავ­ში­რი H ნუს­ხა­ში მრავ­ლო­ბით რიც­ხვში ეთან­ხმე­ბა მი­სა­მართ წევრს, გან­სხვა­ვე­ბით Ath-ის­გან: „ქვე­ლის­მოქ­მე­დე­ბა­ნი შენ­ნი, რო­მელ­სა იქმ კაც­თა მი­მართ…“ // „ქუჱლის­მოქ­მე­დე­ბა­ნი შენ­ნი, რო­მელ­თა იქმ კაც­თა თა­ნა…“

Ath ხელ­ნა­წერ­ში ზმნა-შე­მას­მე­ნე­ლი ზოგ­ჯერ რიც­ხვში არ ეთან­ხმე­ბა ნარ-იან მრავ­ლო­ბით­ში მდგარ პირ­და­პირ და­მა­ტე­ბას: „წარ­წყმი­და ცო­ლი და შვილ­ნი მის­ნი.“ შდრ. H ნუს­ხა: „წარ­წყმიდ­ნა ცო­ლი და შვილ­ნი მის­ნი.“ ამ უკა­ნას­კნელ­ში ზმნა-შე­მას­მე­ნე­ლი მა­ში­ნაც მარ­კი­რე­ბუ­ლია, რო­დე­საც პირ­და­პი­რი და­მა­ტე­ბის მრავ­ლო­ბი­თო­ბა ნა­გუ­ლის­ხმე­ვია: „გა­ნავ­ლინ­ნა ყო­ველ­თა სო­ფელ­თა კრე­ბაჲდ ერი­სა“; შდრ. Ath ნუს­ხა: „გა­ნავ­ლი­ნა ყო­ველ­თა სო­ფელ­თა კრე­ბად ერი­სა.“ H ნუს­ხა­ში ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში გვხვდე­ბა რიც­ხვში შე­თან­ხმე­ბი­სა და შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის ნი­მუ­შე­ბი: „დევ­ნნა და გა­ნავ­ლო მდი­ნა­რე.“ შდრ. Ath ხელ­ნა­წე­რის ჩვე­ნე­ბა: „დევ­ნნა და გა­ნავ­ლნა მდი­ნა­რე­სა.“

არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ერთ ნუ­ხა­ში წი­ნა­და­დე­ბის რო­მე­ლი­მე მთა­ვა­რი წევ­რი მრავ­ლო­ბი­თის ფორ­მი­თაა მო­ცე­მუ­ლი, მე­ო­რე­ში – მხო­ლო­ბი­თის: „დე­და­სა მათ­სა ეს­მო­დეს სიტ­ყუ­­ნი მათ­ნი“ // „დე­და­სა მათ­სა ეს­მო­და სიტ­ყუაჲ მა­თი“; „ყო­ვე­ლი მო­ი­წია მას ზე­და“ // „ყო­ვე­ლი მო­ი­წია მათ ზე­და“; „ყო­ვე­ლი­ვე შე­იწ­ყნა­რა“ // „ყო­ველ­ნი­ვე შე­იწ­ყნა­რა მად­ლო­ბით.“

ერ­თი და იგი­ვე სიტ­ყვა სხვა­დას­ხვა ხელ­ნა­წერ­ში ამა თუ იმ წი­ნა­და­დე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მით იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და წი­ნა­და­დე­ბის სხვა­დას­ხვა წევ­რის როლს ას­რუ­ლებ­დეს: „მო­გუ­ეც ძა­ლი მოთ­მი­ნე­ბი­საჲ“ // „მო­გუჱც ძა­ლი მოთ­მი­ნე­ბაჲდ“; „ეძი­ებ­და მათ­გან სას­ყი­დელ­სა წარ­ყვა­ნე­ბი­სა მა­თი­სათჳს“ // „ეძი­ებ­და მათ­გან სას­ყი­დელ­სა წარ­ყვა­ნე­ბი­სა მა­თი­სა­სა“; „ვი­თარ­ცა-ესე ვი­ხი­ლენ“ // „ვი­თარ­ცა ესე­ნი ვი­ხი­ლენ“; „დე­დაჲ მა­თი იც­ნობ­და თხრო­ბა­სა მათ­სა“ // „დე­და მა­თი იც­ნობ­და თხრო­ბა­სა მას“; „ერთ არს ჭეშ­მა­რი­ტად ღმერ­თი“ // „ერთ არს ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი.“

ერ­თგვარ წევ­რთა­გან –ურთ ნა­წი­ლა­კი Ath ნუს­ხა­ში მე­ო­რე წევრს და­ერ­თვის, H-­ში – პირ­ველს: „გან­ვი­და ცო­ლით და შვი­ლი­თურთ“ // „გან­ვი­და ცო­ლი­თურთ და შვი­ლით“; –გან თან­დე­ბუ­ლი Ath ხელ­ნა­წერ­ში­ვე სინ­ტაგ­მის მე­ო­რე წევრს ახ­ლავს, გან­სხვა­ვე­ბით H-ის­გან: „სიმ­დიდ­რი­სა მა­თი­სა­გან“ // „სიმ­დიდ­რი­სა­გან მა­თი­სა“; „უც­ხო თეს­ლი­სა­გან მის“ // „უც­ხო თეს­ლი­სა მის­გან“; –ღა ნა­წი­ლა­კი Ath ხელ­ნა­წერ­ში იგი ნაც­ვალ­სა­ხე­ლით გად­მო­ცე­მულ ქვემ­დე­ბა­რეს და­ერ­თვის, H ხელ­ნა­წერ­ში – კავ­შირს: „ვიდ­რე იგი­ღა მო­ვი­და“ // „ვიდ­რე­ღა მო­ვი­დო­და.“

ამ­რი­გად, „ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის“ ნუს­ხა­თა ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ ორი­ვე ხელ­ნა­წე­რი ერ­თი რე­დაქ­ცი­ის ნუს­ხე­ბია. მარ­თა­ლია, მათ შო­რის არ გვაქვს ენობ­რი­ვი თან­ხვედ­რა და ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო მათ შო­რის შვიდ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი და­შო­რე­ბის გა­მო, მაგ­რამ ეს არ სცილ­დე­ბა ნუს­ხის ფარ­გლებ­ში და­საშ­ვე­ბი სხვა­ო­ბე­ბის ზღვარს.

ახა­ლი ენობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბი XI სა­უ­კუ­ნის ნუს­ხა­ში­ცაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც XVIII სა­უ­კუ­ნის ნუს­ხა­ში არ­ქა­უ­ლი ფორ­მე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ან პი­რი­ქით: XI სა­უ­კუ­ნის ნუს­ხა ძველ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავ­ს და XVIII სა­უ­კუ­ნი­სა – ახალს.

ძი­რი­თად ტექ­სტად ჩვენ, ცხა­დია, XI ს-ის ნუს­ხა შე­ვარ­ჩი­ეთ, რო­მლის ნაკ­ლუ­ლი ად­გი­ლი შე­ვავ­სეთ XVIII სა­უ­კუ­ნის ნუს­ხი­დან. მი­სი ენა უფ­რო ახ­ლოა ძვე­ლი, კლა­სი­კუ­რი ქარ­თუ­ლის ენას­თან, ვიდ­რე XVIII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი­სა, სა­დაც აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის­თვის თუნ­დაც ისე­თი მი­უ­ღე­ბე­ლი ენობ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის დო­მი­ნი­რე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა `იო­ტა­მე­ტო­ბა~ თუ უჱ და­წე­რი­ლო­ბა.

გა­მო­ცე­მა­ში გა­ვას­წო­რეთ გა­დამ­წე­რის უნებ­ლიე თუ ხელ­ნა­წე­რის არას­წო­რად ამო­კით­ხვის შე­დე­გად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, ხო­ლო ის ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ცოც­ხალ სა­სა­უბ­რო მეტ­ყვე­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებს ასა­ხა­ვენ, უც­ვლე­ლი დავ­ტო­ვეთ.

მაგ., ფსალ­მუ­ნი­დან მოხ­მო­ბილ ცი­ტა­ტა­ში არას­წო­რად წე­რია სიტ­ყვა სა­სო: „დას­დევ, უფა­ლო, სა­სოჲ პირ­სა ჩემ­სა და კა­რი მცვე­ლი ბა­გე­თა ჩემ­თა“, რაც H ნუს­ხის გა­დამ­წე­რის მი­ერ შე­ნიშ­ნუ­ლია და შეს­წო­რე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სიტ­ყვით – სა­ცო, რო­მე­ლიც ჩვენს გა­მო­ცე­მა­შიც აი­სა­ხა, ოღონდ -ს დარ­თვით, რა­თა შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სა­სოჲ ფორ­მის სტრუქ­ტუ­რა.

ხელ­ნა­წერ­ში წე­რია: `მი­ემთხჳა მდი­ნა­რე­სა ერ­თსა და სიმ­დიდ­რი­სათჳს წყლი­სა მის შე­ე­ში­ნა.~ XVIII ს-ის ნუს­ხა­ში წე­რია: `სი­დი­დი­სათ­ვის,~, რო­მე­ლიც ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა კონ­ტექსტს. წი­ნამ­დე­ბა­რე ტომ­ში ეს სიტ­ყვაც გას­წო­რე­ბუ­ლია.

წმინ­და­ნის სა­ხე­ლი `პლა­კი­და~ ტექ­სტში ამ სა­ხით 8-ჯერ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ხო­ლო 9 შემ­თხვე­ვა­ში იხ­მა­რე­ბა, რო­გორც `პა­ლა­კი­და.~ რად­გან ბერ­ძნულ ტექ­სტში ყველ­გან არის `პლა­კი­და~, ჩვენც გა­მო­ცე­მა­ში სის­ტე­მუ­რად გა­ვა­ტა­რეთ ამ­გვა­რი და­წე­რი­ლო­ბა.

ხელ­ნა­წერ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ასოს ან ასო­თა კლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. მაგ., მიე[]ხლა; []დი­რი­სა; სი­მა[]თლი­თა; ქრი[]ტეს­სა; ჭეშმ[]რი­ტად; დღე­სასწ[]ული­სა; მოჲ[]ეს; დამ­დაბ[ლებ]აჲ; ბარ[ბარ]ოზ­თა და სხვ. შე­საძ­ლოა, ბო­ლო ორ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წერს ქა­რაგ­მის ნი­შა­ნიც ჰქონ­დეს გა­მორ­ჩე­ნი­ლი. ჩვენ ეს ასო­ე­ბი, ცხა­დია, აღ­ვად­გი­ნეთ.

გვაქვს სა­პი­რის­პი­რო – ასო­თა ზედ­მე­ტად ხმა­რე­ბის – ნი­მუ­შიც, მაგ., `ამათ­ცა ჟამ­თა გა­მო­ჩი­ნი­ნე­ბად.~ ჩვენ დავ­წე­რეთ სწო­რი ფორ­მა – გა­მო­ჩი­ნე­ბად.

ერთ ფრა­ზა­ში სიტ­ყვის ზედ­მე­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი დას­ტურ­დე­ბა: `გან­ვი­და ცო­ლით და შვი­ლი­თურთ გან­შო­რე­ბუ­ლად ლოც­ვად ად­გილ­სა გან­შო­რე­ბულ­სა.~ ამ ორი მო­ნიშ­ნუ­ლი სიტ­ყვი­დან ერ­თი ზედ­მე­ტია. მე­ო­რე ხელ­ნა­წერ­ში პირ­ვე­ლი სიტ­ყვა არ წე­რია და ჩვენც ის ამო­ვი­ღეთ.

ენობ­რი­ვი სა­კით­ხე­ბი­დან აღ­ვნიშ­ნავთ შემ­დეგს:

ხე­ლუხ­ლებ­ლად დავ­ტო­ვეთ ენის ის­ტო­რი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­გა­ლი­თე­ბი. მაგ., ცნო­ბი­ლია, რომ ენის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­კრე­ტულ ეტაპ­ზე წრფე­ლო­ბი­თი და სა­ხე­ლო­ბი­თი ბრუნ­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბა: ერ­თი ბრუნ­ვა მე­ო­რის მა­გივ­რად იხ­მა­რე­ბა და ა. შ. ჩვენს ტექ­სტში გვაქვს ასე­თი ნი­მუ­ში: `აღ­სას­რულ­ცა კე­თილ­თაჲ საქ­მე­თაჲ მი­გით­ხრა.~ მო­ნიშ­ნუ­ლი სიტ­ყვა წრფე­ლო­ბი­თის ფორ­მით არის მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა მი­სი მსაზ­ღვრე­ლე­ბი სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში დგას. ჩვენ ის არ ჩაგ­ვის­წო­რე­ბია, რად­გან იმ ჭი­დილს ასა­ხავს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და წრფე­ლო­ბით­სა და სა­ხე­ლო­ბითს შო­რის პირ­ვე­ლის და­სუს­ტე­ბი­სა და ბრუ­ნე­ბის სის­ტე­მი­დან გას­ვლის დროს და შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც.

ხელ­ნა­წერ­ში გვაქვს: `სას­წა­უ­ლი არაჲშე­უმ­სგავ­სე­ბე­ლი ძა­ლი­სა მი­სი­სა~, სა­დაც ზედ­მე­ტა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი (ანუ, ის არ გა­მო­ხა­ტავს აჲ დიფ­თონგს). ჩვენ დავ­წე­რეთ მე­ო­რე ნუს­ხის მო­ნა­ცე­მი – არა­შე­უმ­სგავ­სე­ბე­ლი. `იო­ტა­მე­ტო­ბის~ კი­დევ ერ­თი მა­გა­ლი­თი ათო­ნის ხელ­ნა­წერ­ში (რო­მე­ლიც ძი­რი­თად ტექ­სტად გვაქვს აღე­ბუ­ლი) და­დას­ტურ­და ზმნურ ფორ­მა­შიც: `ესე რაჲ თქუაჲ უფალ­მან.~ ეს მოვ­ლე­ნა, რო­გორც ზე­მოთ უკ­ვე აღ­ვნიშ­ნეთ, XVIII ს-ის ხელ­ნა­წე­რის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. გა­მო­ცე­მა­ში ის გა­ვას­წო­რეთ და წარ­მო­ვად­გი­ნეთ სწო­რი ფორ­მა – თქუა.

ხში­რად არას­წო­რა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­თი ნაც­ვალ­სა­ხე­ლით გად­მო­ცე­მუ­ლი ატ­რი­ბუ­ტუ­ლი პოს­ტპო­ზი­ცი­უ­რი მსაზ­ღვრე­ლის მი­ცე­მი­თი ბრუნ­ვის ფორ­მა: `იქ­მნა სი­ხა­რუ­ლი დი­დი პოვ­ნა­სა მი­სა~; „მი­უთ­ხრა ყო­ვე­ლი­ვე ცოლ­სა მი­სა“ (ამ მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში H ხელ­ნა­წერ­ში გვაქვს თჳსსა); `აქუნ­და ქედ­სა მი­სა სას­წა­უ­ლი წყლუ­ლე­ბი­საჲ~; `სას­წა­უ­ლი იგი ქედ­სა მი­სა.~ ჩვენ ყველ­გან დავ­წე­რეთ მის­სა.

გა­დამ­წერს უწე­რია: `მი­ი­წია მი­სა ზე­და წყა­ლო­ბაჲ.~ მე­ო­რე ხელ­ნა­წე­რი გვთა­ვა­ზობს მის ფორ­მას, რო­მე­ლიც უფ­რო გა­მარ­თლე­ბუ­ლია და ჩვენც ის ვარ­ჩი­ეთ.

კით­ხვი­თი ზმნი­ზე­და რაჲსა მო­ცე­მუ­ლია -ს გა­რე­შე – რა­სა, რაც მე­ო­რე ხელ­ნა­წერ­შიც და ჩვენს გა­მო­ცე­მა­შიც გას­წო­რე­ბუ­ლია: `ჵ, პლა­კი­და, რაჲსა მდევ­ნი?~

დას­ტურ­დე­ბა სა­ხელ­თა მხო­ლო­ბი­თი რიც­ხვის ფორ­მით გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი მა­შინ, რო­დე­საც კონ­ტექ­სტი მათ­გან მრავ­ლო­ბით რიცხვს მო­ით­ხოვს: `ნუ­თუ იგი არი­ან ძე­ნი მის­ნი და ესე ყო­ვე­ლი მო­ი­წია მას ზე­და?~ `ვი­თარ­მედ იგი არი­ან ძე­ნი მის­ნი.~ აქ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო იგი­ნი, მათ, იგი­ნი, რაც ავ­სა­ხეთ კი­დეც წი­ნამ­დე­ბა­რე ტომ­ში.

იძებ­ნე­ბა ზმნის მრავ­ლო­ბი­თი რიც­ხვის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მა­გა­ლი­თი: `შე­ვი­და ში­ნა­გან­თა სო­ფელ­თა ბარ­ბა­როზ­თა­სა და მოსწყჳდნა და აღა­ოხ­რა ქუ­ე­ყა­ნაჲ მა­თი.~ პირ­და­პი­რი და­მა­ტე­ბა აქ მხო­ლო­ბით რიც­ხვშია და არ სა­ჭი­რო­ებს ზმნის მრავ­ლო­ბით­ში შე­თან­ხმე­ბას. ამი­ტომ ჩვენ ის მხო­ლო­ბი­თის ფორ­მით წარ­მო­ვად­გი­ნეთ: მოსწყჳდა.

ორი­ვე ნუს­ხა­ში ვკით­ხუ­ლობთ: `აწ აღ­გიძრცჳეს ხრწნი­ლი და შე­გი­მო­სი­ეს უხ­რწნე­ლი.~ აღ­ძარ­ცუ­ვაავ თე­მის­ნიშ­ნი­ა­ნი ზმნაა და I თურ­მე­ო­ბით­ში ის უნ­და გა­დაჰ­ყვეს: აღ­გი­ძარ­ცუ­ავს. მაგ­რამ გა­დამ­წერ­მა, რო­გორც ჩანს, ის ძვე­ლი ქარ­თუ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი –იეს და­ბო­ლო­ე­ბით აწარ­მო­ვა, რო­გორც ეს მე­ო­რე ზმნის შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს. ამ­დე­ნად, ჩვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა გა­დამ­წე­რის ცდო­მი­ლე­ბად მი­ვიჩ­ნი­ეთ და ჩა­ვას­წო­რეთ. სქო­ლი­ო­ში კი ჩა­ვი­ტა­ნეთ და მი­ვუ­თი­თეთ ორი­ვე ნუს­ხა: AB.

ტექ­სტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და­ქა­რაგ­მე­ბუ­ლია. თუ რო­მე­ლი­მე სიტ­ყვა ყვე­ლა ხმა­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში ქა­რაგ­მის სა­ხით არის მო­ცე­მუ­ლი, მი­სი გახ­სნი­სას, ცხა­დია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ნორ­მე­ბი. თუ ქა­რაგ­მი­თაც არის მო­ცე­მუ­ლი და მის გა­რე­შეც, ქა­რაგ­მა და­უ­ქა­რაგ­მე­ბე­ლი სიტ­ყვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით გავ­ხსე­ნით.

შეგ­ვხვდა ისე­თი შემ­თხვე­ვაც, რო­დე­საც ერ­თი ფორ­მა გახ­და ამო­სა­ვა­ლი სხვა და­ქა­რაგ­მე­ბუ­ლი სიტ­ყვე­ბის გახ­სნის დროს. მაგ., ზმნი­ზე­და უფ­როჲს ოთ­ხჯერ არის ტექ­სტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და ოთ­ხჯერ­ვე და­ქა­რაგ­მე­ბუ­ლია, მაგ­რამ ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჩანს , რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამი­ტომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ის უფ­როჲს სა­ხით გავ­ხსე­ნით.


[1] სარჯველაძე, 1984: 285-287.

[2] სარჯველაძე 1984: 281.

[3] დამოწმებულ პარალელურ მაგალითებში პირველი ყოველთვის Ath ნუსხის ჩვენებას ასახავს, ხოლო მეორე –H ნუსხისას.

[4] სარჯველაძე, 1984: 315.

[5] იქვე.

[6] სარჯველაძე, 1984: 449.