`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ნუს­ხე­ბი

ტექ­სტი ორი ხელ­ნა­წე­რით არის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი: მათ­გან პირ­ვე­ლი (Cod. Iviron Georg-17) XI ს-ს ეკუთ­ვნის, ხო­ლო მე­ო­რე (H-2077) _ XVIII ს-ს.

  1. Iviron Georg-17.

გა­და­წე­რის ად­გი­ლი: სა­ვა­რა­უ­დოდ, ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტე­რი (ბლე­ი­კი).

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი. შე­ი­ცავს, ძი­რი­თა­დად, ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის მი­ერ თარ­გმნილ ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ტექ­სტებ­სა და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის `მარ­გა­ლიტს.~ ხელ­ნა­წე­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი _ `გა­მოკ­რე­ბილ­ნი სა­დაჲთვე სიტ­ყუ­ა­ნი წმი­და­თა მა­მა­თა­ნი” (261r-348v) წარ­მო­ად­გენს სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თის ას­კე­ტი­კურ კრე­ბულს, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბოდ აქვს შეს­წავ­ლი­ლი ბ. უტი­ეს. მი­სი აზ­რით, XI სა­უ­კუ­ნის ეს კრე­ბუ­ლი შე­ი­ცავს აპოფ­თეგ­მე­ბის რო­გორც ად­რინ­დელ (წი­ნა­ა­თო­ნურ), ასე­ვე ეფ­თვი­მე ათო­ნე­ლის თარ­გმა­ნებს. იგი წარ­მო­ად­გენს შინ. 35 ანა­ლო­გი­ურ, ოღონდ უფ­რო სრულ ნუს­ხას.[1]

თა­რი­ღი: XI სა­უ­კუ­ნე.

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წე­რი: ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტე­რი, Cod. Iviron Georg-17; მიკ­რო­ფი­რი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, Ath-17 (ძვე­ლი #50).

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 348 (ბლე­ი­კის აღ­წე­რი­ლო­ბით, 346).

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: აქვს რვე­უ­ლებ­რი­ვი პა­გი­ნა­ცია. შე­ი­ცავს 47 რვე­ულს. ბო­ლო, 47-ე, რვე­უ­ლი ხუთ­ფურ­ცლი­ა­ნია. ბო­ლო­ნაკ­ლუ­ლი: აკ­ლია 102v-სა და 103r-ს, 139v-სა და 140r ფურ­ცლებს შო­რის.

`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია მე-2 თხზუ­ლე­ბად: 103r-115r.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ხა­რის­ხი­ა­ნი მო­თეთ­რო ეტ­რა­ტი; ფი­ცარ­ზე დაკ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი შა­ვი ტყა­ვის ყდა. და­წე­რი­ლია მო­ყა­ვის­ფრო მელ­ნით. და­საწ­ყი­სე­ბი და სა­ზე­დაო ასო­ე­ბი მთავ­რუ­ლით, სინ­გუ­რით. ზო­გი სა­ზე­დაო ასო ჩა­მოგ­რძე­ლე­ბუ­ლი კონ­ტუ­რე­ბი­თაა გა­მოყ­ვა­ნი­ლი. და­ქა­რაგ­მე­ბულ სა­ზე­დაო ასო­ებ­სა და რვე­უ­ლის აღ­მნიშ­ვნელ ასო­ებს უზის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ქა­რაგ­მა.

ფურ­ცლის ზო­მა: 32,5X26 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: თი­თო­ე­ულ სვეტ­ში 24 სტრი­ქო­ნია.

ნა­წე­რის ზო­მა: 28,5X22,5 სმ.

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

თი­თო­­­ლი სვე­ტის ზო­მა: 25,5X8,9.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 15 მმ.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: ძი­რი­თა­დი ტექ­სტი და­წე­რი­ლია მომ­სხო, მწყობ­რი, არა­კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ნუს­ხუ­რით, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი ან­დერ­ძე­ბი კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლია.

გა­დამ­წე­რი: ბა­სი­ლი (348v).[2]

ან­დერძ(ებ): (გა­დამ­წე­რის): 1. `ქრის­ტეს მო­ყუ­ა­რე­ნო მა­მა­ნო, ღმერ­თმან და­გა­ჯე­როს, უკუ­ე­თუ რაჲმე აკ­ლდეს, შენ­დო­ბა ყავთ და შრო­მი­სათჳს ლოც­ვა ყავთ უც­ბად მწე­რა­ლი­სა და მწა­რედ ცოდ­ვი­ლი­სა ბა­სი­ლისთჳს. ამენ იყავნ~ (348v); 2. `ქრის­ტე, ადი­დე სუ­ლი­თა მა­მაჲ ეგ­ნა­ტი, ამენ~ (348v). ან­დერ­ძე­ბი გა­მო­ყო­ფი­ლია ტექ­სტის­გან, რაც მ. კა­რა­ნა­ძის (2005) აზ­რით, სკო­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ა­ზე უნ­და მი­ა­ნიშ­ნებ­დეს.

მი­ნა­წერ(ებ):

  1. ჩვე­ნი ტექ­სტის ბო­ლოს იმა­ვე ხე­ლით მი­წე­რი­ლია: „თუ­ე­სა სეკ­ტემ­ბერ­სა კგ, და­დუ­მე­ბაჲ ზა­ქა­რი­ა­ი­სი ჰპო­ოთ მრა­ვალ­თავ­სა“ (115r).

სხვა მი­ნა­წე­რე­ბი (მხედ­რუ­ლით):

  1. `უფა­ლო იე­სო ქრის­ტე, ძეო და სიტ­ყვაო ღვთი­საო, შე­იწ­ყა­ლე სა­სუ­ფე­ველ­სა შენ­სა ცოდ­ვი­ლი და გლა­ხა­კი ბე­რი ვე­ნე­დიკ­ტონ, ამინ, ქო­რო­ნი­კონს ჩყკგ~ (165r).
  2. `უფა­ლო იე­სო ქრის­ტე, ძეო ღვთი­საო, შე­იწ­ყა­ლე ცოდ­ვი­ლი და გლა­ხა­კი ბე­რი ვე­ნე­დიკ­ტონ, ამენ, წელ­თა ჩყკგ~ (170r, 185r).
  3. `უფა­ლო იე­სო ქრის­ტე, ძეო ღვთი­საო, შე­იწ­ყა­ლე ცოდ­ვი­ლი და გლა­ხა­კი ბე­რი ვე­ნე­დიკ­ტონ, ბე­სა­რი­ონ­ყო­ფი­ლი, ოდეს მოხ­ვი­დე სუფ[ე]ვი­თა შე­ნი­თა, ამინ. ქო­რო­ნი­კონ. ჩყკდ~ (341r). იხ. აგ­რეთ­ვე 343r.

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: Марр, Н. (1900). Агиографические Материалы по Грузинским Рукописям Ивера // Записки Восточного Отделения Императорского Русского Археологического Общества, ч. I, СПб., Типография Императорской Академии Наук, с. 3-15; Цагарели, А. А. (1889). Сведения о памятниках грузинской письменности вып., III, СПБ. с. 82-83; Blake, R. (1932). Catalogue des manuscrits géorgiens de la Bibliotèque de la Laure d’Iviron au Mont Athos, Revue de L’Orient chretien, 3 Série, t. VIII-IX, p. 114. ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა, ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცია, ნაკ­ვე­თი I, რედ. ელ. მეტ­რე­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, `მეც­ნი­ე­რე­ბა~, თბ., 1986, გვ. 10, 57-63 (აღ­მწე­რე­ლი მ. დვა­ლი); ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ონ­ლა­ინ კა­ტა­ლო­გი და სრუ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა (ხელ­ნა­წე­რი ვერ­სია. შემ­დგენ­ლე­ბი: ხევ­სუ­რი­ა­ნი, ლ., კიკ­ნა­ძე, ლ., გრი­გო­ლია ც., ქავ­თა­რია მ., ასა­თი­ა­ნი, ქ.).

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: კე­კე­ლი­ძე, კ. (1957). ეტი­უ­დე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან, V ტო­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, თბ., გვ. 125; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ.: 186-187; გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2010). შრო­მე­ბი, II, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ტექ­სტო­ლო­გი­უ­რი ნარ­კვე­ვე­ბი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, რედ. ეთერ ბე­რუ­აშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, თბ., გვ. 158; კა­რა­ნა­ძე, მ. (2005). ათო­ნუ­რი კო­ლექ­ცი­ის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი (X-XIII სს. 28 ნუს­ხის სა­ფუძ­ველ­ზე), მრა­ვალ­თა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, 21. თბ., გვ.: 413-433; Outtier, B. (1980). La plus ancienne traduction Georgienne des apophtegmes. Son etendue et son origine: მრა­ვალ­თა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძი­ე­ბა­ნი, VII, გვ. 7-17.

  1. H-2077.

ხელ­ნა­წე­რის ძვე­ლი ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა: კრე­ბუ­ლი H-2077 მი­ღე­ბუ­ლია მოს­კო­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი არ­ქი­ვი­დან 1922 წელს.

ჟან­რი: ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი კრე­ბუ­ლი (აღ­წე­რი­ლო­ბა­ში და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლია, რო­გორც `წმი­და­თა ცხოვ­რე­ბა~).

თა­რი­ღი: 1736 წ. (334v).

თა­ნა­მედ­რო­ვე ად­გილ­მდე­ბა­რე­­ბა და ფონ­დი: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, H-2077 (ძვე­ლი #1260).

ფურ­ცელ­თა რა­­დე­ნო­ბა: 335.

პა­გი­ნა­ცია და ხელ­ნა­წე­რის მდგო­მა­რე­­ბა: ფურ­ცლობ­რი­ვი. ნუ­მე­რა­ცია _ მარ­ჯვე­ნა ფურ­ცელ­ზე ლურ­ჯი ფე­რის მსხვი­ლი ასო­ე­ბით. ხელ­ნა­წე­რი კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ფურ­ცლე­ბი არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

`ევ­სტა­თის ცხოვ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის~ ტექ­სტის ად­გი­ლი კრე­ბულ­ში: შე­სუ­ლია 28-ე თხზუ­ლე­ბად: 294v-299v.

სა­წე­რი მა­სა­ლა: ეტ­რა­ტი; ტვიფ­რუ­ლი ხის ყდა. და­წე­რი­ლია შა­ვი მელ­ნით, სა­თა­უ­რე­ბი და და­საწ­ყი­სი ასო­ე­ბი _ ასომ­თავ­რუ­ლი სინ­გუ­რით.

ფურ­ცლის ზო­მა: 29,8X20,5 სმ.

სტრი­ქონ­თა რა­­დე­ნო­ბა: 40.

ნა­წე­რის ზო­მა: 21,5X 14 სმ.

სტრი­ქო­ნებს შო­რის მან­ძი­ლი: 2 მმ. (ივა­რა­უ­დე­ბა ზე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ქვე­და წერ­ტილ­სა და ქვე­და სტრი­ქო­ნის უკი­დუ­რეს ზე­და წერ­ტილს შო­რის).

სვე­ტე­ბის რა­­დე­ნო­ბა: და­წე­რი­ლია 2 სვე­ტად.

სვე­ტებს შო­რის მან­ძი­ლი: 1.2 სმ. თუ სვე­ტებს შო­რის დი­დი ასოა მო­თავ­სე­ბუ­ლი, მა­შინ _ 0.6 სმ.

დამ­წერ­ლო­ბის ტი­პი: ნუს­ხუ­რი.

გა­ფორ­მე­ბა: 226-231 ფურ­ცლებ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლია წმინ­და­ნე­ბის 26 სუ­რა­თი.

გა­დამ­წე­რი: სვე­ტიც­ხოვ­ლის დე­კა­ნო­ზი ალექ­სი (334v).

ან­დერძ(ებ): 1. „წმინ­და­ნო მო­წა­მე­ნო, მე­ოხ მე­ყუჱნით ცოდ­ვილს მწე­რალს, მხატ­ვრის ძეს, დე­კა­ნოზს ალექ­სის, შენ­დო­ბად ურიც­ხუ­თა ბრალ­თა ჩემ­თა მოღ­ვა­წეთ წი­ნა­შე სა­მე­ბი­სა დღე­სა მას დიდ­სა გან­კით­ხვი­სა­სა“ (213r); 2. „დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალ­სა ღმერ­თსა მჴსნელ­სა და მაც­ხო­ვარ­სა კაც­თა ნ[ა]თე­სა­ვი­სა­სა და მი­ზეზ­სა ყოვ­ლი­სა კე­თი­ლი­სა­სა, მხო­ლო­სა სა­ხი­ერ­სა და მი­უწ­დო­მელ­სა და გა­მო­უთ­ქმელ­სა ღთა­ე­ბა­სა, რო­მელ­სა აქუს უკ­ვდა­ვე­ბა და მკჳდრ არს ნა­თელ­სა ში­ნა სა­მა­რა­დი­სო­სა. რა­მე­თუ კაც­თა­გან­მან არა­ვინ იხი­ლა და ვერ­ცა შემ­ძლე­ბელ არს ხილ­ვად, რო­მე­ლი მო­ვი­და ქვეყ­ნად და შე­ი­მოს­ნა ჴორ­ცნი კა­ცობ­რივ­ნი წმი­დი­სა და ყოვ­ლად უბი­წო­სა ღვთის­მშო­ბე­ლი­სა მა­რი­ა­მი­სა­გან და იჴსნა ბუ­ნე­ბა ჩ˜ნი ხრწნი­ლე­ბი­სა­გან და სიკ­ვდი­ლი­სა და შე­ერ­თე­ბი­თა კა­ცობ­რი­ვი­სა ბუ­ნე­ბი­სა­თა სიგ­ლა­ხა­კე ჩ˜ნი არა უღირ­სი­ჩი­ნა; რო­მე­ლი ღვთა­ე­ბი­სა თვი­სი­სა ძლი­ე­რე­ბი­თა იპ­ყრობს ყო­ველ­თა მარ­თალს (sic) და გა­ნა­გებს. რო­მელ­მან მე­ცა, ცოდ­ვი­ლი ესე და ყოვ­ლად უბად­რუ­კი გლა­ხა­კი მო­ნა, ცა­თა მე­ფი­სა ჴელო­ან მხა­ტუ­რის მღვდლის ძე, მღუ­დე­ლი, დე­კა­ნო­ზი ალექ­სი, სა­კუ­თა­რი სვე­ტის­ცხოვ­ლი­სა, ზაკჳთ აღ­სავ­სე და ურ­ჩი ბრძა­ნე­ბი­სა სა­ხა­რე­ბი­სა, ცოდ­ვა­თა მი­ერ დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი და მწვედ შებ­ღა­ლუ­ლი მღუ­დე­ლი, მწყემ­სო­ბი­სა არა­ღირ­სი, რა­მე­თუ არა უგუ­ლე­ბელ­სჰყოფს უფა­ლი ცოდ­ვილ­თა, არა­მედ უწესს სი­ნა­ნუ­ლად. და აწ მე­ცა მად­ლმან და სა­ხი­ე­რე­ბა­მან მის­მან აღ­მძრა გულ­სმოდ­გი­ნე­ბად და სურ­ვი­ლად წიგ­ნი­სა ამის და შე­წევ­ნი­თა ღ˜თი­სა­თა აღ­ვწე­რე ცხოვ­რე­ბა და მო­ქა­ლა­ქო­ბა წმი­და­თა და ქარ­თველ­თა მა­ნა­თობ­თა, ღ˜თშე­მო­სილ­თა წმი­და­თა მა­მა­თა და მო­წა­მე­თა საჴსრად ცოდ­ვი­ლი­სა სუ­ლი­სა ჩე­მი­სა­სა და მო­სა­ტე­ვე­ბე­ლად ბრალ­თა და შე­ცო­დე­ბა­თა ჩემ­თა. გე­ვედ­რე­ბი ყო­ველ­თა წმი­და­თა სა­ნატ­რელ­თა და შჳლთა ეკ­ლე­სი­ა­თა ქრის­ტი­ა­ნე­თა­სა, რო­მელ­ნი­ცა ჴელად მი­ი­ღებ­დეთ და წა­რი­კითხჳდეთ სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის უფ­ლი­სა, რა­თა წმი­დი­თა პი­რი­თა თქვე­ნი­თა შენ­დო­ბას ჰყოფ­დეთ ჩემ­თვის უფ­ლი­სა მი­ერ.“

`და­ი­წე­რა წიგ­ნი ესე ქრის­ტეს აქათ ათას შვი­დას ოც­და­ა­თე­ქუს­მეტ­სა, ქო­რო­ნი­კონ­სა უკდ, მე­ფო­ბა­სა კახ­თბა­ტო­ნის იმან­ყუ­ლის ძი­სა, მე­ფეთ­მე­ფი­სა ალექ­სან­დრეს­სა, ეკ­ლე­სი­ა­თა მპყრო­ბე­ლო­ბა­სა კა­თა­ლი­კო­ზი­სა ბე­სა­რი­ო­ნი­სა­სა. დი­დე­ბა ღმერ­თსა, სა­მე­ბით დი­დე­ბულ­სა და ერ­თარ­სე­ბით ქე­ბულ­სა, მა­მა­სა და ძე­სა და წმი­და­სა სულ­სა, სრულ­მყო­ფელ­სა ყოვ­ლი­სა კე­თი­ლი­სა­სა, აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!“ (334v).

მი­ნა­წერ(ებ): ასოხ­ვე­უ­ლი ასომ­თავ­რუ­ლით: „უუ­სა­სო­ე­სო წმი­დაო ღვთის­მშო­ბე­ლო, ნუ უგუ­ლე­ბელ­სჰყოფ წი­ნა­სა ნა­წილ­სა შრო­მა­სა ჩემ­სა, უღირ­სი დე­კა­ნო­ზი ალექ­სი“ (224r).

კრიპ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მი­ნა­წე­რი (22r), გახ­სნი­ლი აკ. შა­ნი­ძის მი­ერ: „ღმერ­თო, შენ წარ­მი­მარ­თე. _ გო­ნე­ბათ რჩე­ულ მეჴელოვ­ნე­სა ძე­სა. ვიტ­ყვი უუთ­ქვსა სათ­ქვოდ საწ­ყუ­რად ზე­სა უუც­ნა­ურ­სა ზესთ გო­ნე­ბა­თა მზე­სა, მაგ­რა მა­ცუ­რე­ვად სურ­ვი­სა წი­ნა გთქვე­სა, იო­სებ ვით­ხოვ შე­წევ­ნა­სა ჰრთუ­ლედ­სა.“

„მე­ფის ძის ბაგ­რა­ტი­სა ვარ“ (3r). სხვა­დას­ხვა მი­ნა­წე­რი: 1r, 102r და 197r (სა­ბი­ნი­ნი­სა).

წი­ნა აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, აკად. ს. ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი, ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყოფ. მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წე­რე­ბი (კო­ლექ­ცია H), ტო­მი V, შედ­გე­ნი­ლია და და­სა­ბეჭ­დად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ლუ­კა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მი­ერ, ალ. ბა­რა­მი­ძის რე­დაქ­ცი­ით. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბ., 1949, გვ. 44.[3]

ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია: გა­ბი­ძაშ­ვი­ლი, ე. (2004). ქარ­თუ­ლი ნა­თარ­გმნი ჰა­გი­ოგ­რა­ფია / ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნა­თარ­გმნი ძეგ­ლე­ბი, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1, ჰა­გი­ოგ­რა­ფია, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, თბ., გვ.: 186-187.


[1] Outtier, 1980: 7-17.

[2] ხელ­ნა­წე­რის აღ­მწე­რე­ბი (ათო­ნის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი ონ­ლა­ინ კა­ტა­ლო­გი… ) ამ ად­გი­ლას შე­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამა­ვე ბა­სი­ლის გა­და­წე­რი­ლი უნ­და იყოს Ath. 68 (იხ. Blake, 1931-1934: 254).

[3] V ტო­მი მო­ი­ცავს #2001-2500 ხელ­ნა­წერ­თა აღ­წე­რი­ლო­ბებს.