`ანთიმოზ ნიკომიდიელის წამება~

გვ.: 72, 1-2. `თუ­­სა სეკ­ტემ­ბერ­სა g̃̃ წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა და ნე­ტა­რი­სა ან­თი­მოს ნი­კო­მი­დი­ელ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­საჲ~ _ წმინ­და ან­თი­მო­ზი _ III-IV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მოღ­ვა­წე, ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­ის ეპის­კო­პო­სი, მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 302 წლის 3 სექ­ტემ­ბერს.

გვ.: 72, 4-5. `ქუ­­ყა­ნა­სა ბითჳნი­­სა­სა, წი­აღ კერ­ძო ბი­ზან­ტი­­სა, ქა­ლა­ქი არს, სა­ხე­ლით ნი­კო­მი­დიაჲ~ _ ბით­ვი­ნია, ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მის იმ­პე­რი­ის პრო­ვინ­ცია იყო, რო­მელ­საც მცი­რე აზი­ის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი ეკა­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­მი­დი­ას, ნი­კე­ას­თან ერ­თად ის ბით­ვი­ნი­ის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბო­და და თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და.

გვ.: 72, 15-16. `რა­მე­თუ ყო­ველ­სა ქუ­­ყა­ნა­სა განჴდა ჴმაჲ მო­ღუ­­წე­ბი­სა მი­სი­საჲ და კი­დე­თა სოფ­ლი­სა­თა სას­წა­ულ­ნი მის­ნი~ _ და­ვი­თის ერთ-ერ­თი ფსალ­მუ­ნის პე­რიფ­რა­ზია: `ყო­ველ­სა ქუ­ე­ყა­ნა­სა განჴდა ჴმაჲ მა­თი და კი­დე­თა სოფ­ლი­სა­თა _ სიტ­ყუ­ა­ნი მათ­ნი~ (ფს. 18. 4).

გვ.: 72, 27-29. `ხო­ლო დე­დაჲ იგი სათ­ნო­­ბა­თაჲ _ სი­ყუ­­რუ­ლი ყოვ­ლი­თა სუ­ლი­თა და ყოვ­ლი­თა გო­ნე­ბი­თა მო­­გო ღმრთი­სა მი­მართ~ _ სიყ­ვა­რუ­ლის, რო­გორც ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი სათ­ნო­ე­ბის, შე­სა­ხებ სა­ეკ­ლე­სიო ტექ­სტებ­ში გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი მსგავ­სი სა­ხის სწავ­ლე­ბა­ნი წმინ­და წე­რილს ეფუძ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლე­ში ვკით­ხუ­ლობთ: `აწ ესე­რა ჰგი­ეს სარ­წმუ­ნო­ე­ბაჲ, სა­სო­ე­ბაჲ და სი­ყუ­ა­რუ­ლი, სა­მი ესე; ხო­ლო უფ­როჲს ამათ­სა სი­ყუ­ა­რუ­ლი არს~ (1 კორ. 13. 13); იო­ა­ნე ღვთის­მეტ­ყვე­ლი კი სიყ­ვა­რუ­ლის უფ­რო აღ­მა­ტე­ბულ გან­მარ­ტე­ბას გვთა­ვა­ზობს და სა­კუ­თარ სა­ხე­ლად გა­ნუ­კუთ­ვნებს მას ღმერთს: `ღმერ­თი სი­ყუ­ა­რუ­ლი არს~ (1 იო­ან. 4. 16).

გვ.: 73, 11-12. `წე­რილ არს, საყ­დრებ­სა მო­ხუ­ცე­ბულ­თა­სა აქებ­დენ უფალ­სა~ _ ამო­ნა­რი­დი პა­რა­ლელს პო­ვებს ფსალ­მუნ­ში: `საყ­დრებ­სა მო­ხუ­ცე­ბულ­თა­სა აქებ­დენ მას~ (ფს. 106. 32).

გვ.: 73, 19-20. `მო­­წო­და უფალ­მან მღდელ­თმოძ­ღუ­არ­სა მას ქა­ლა­ქი­სა­სა ამი­ერ სოფ­ლით, ნე­ტარ­სა კჳრი­ლეს~ _ სა­უ­ბა­რია ნი­კო­მი­დი­ელ მღვდელ­მთა­ვარ­ზე, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იმა­ვე საყ­დარ­ზე წმინ­და ან­თი­მო­ზი გა­მო­ირ­ჩა.

გვ.: 74, 10-14. `კა­ცი იგი საკჳრვე­ლი და დი­დე­ბუ­ლი ინ­დე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი პა­ლატ­სა ში­ნა მე­ფი­სა­სა, რო­მელ­მან სწავ­ლი­თა დი­დი­სა ან­თი­მოჲსი­თა  და­­ტე­ვა მე­ფე და სა­მე­­ფო­ნი შუ­­ბა­ნი დომ­ნაჲს თა­ნა, დი­დე­ბუ­ლი­სა მის სე­ფე ქა­ლი­სა~ _ ინ­დე და დომ­ნა, რო­გორც ტექ­სტი­დან ირ­კვე­ვა, სა­მე­ფო კარ­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფი­ლან და წმინ­და ან­თი­მოზს მო­უქ­ცე­ვია ისი­ნი ქრის­ტეს რჯულ­ზე, რის შემ­დე­გაც მო­წა­მებ­რი­ვად აღ­სრუ­ლე­ბუ­ლან.

გვ.: 74, 17-20. `წა­მებს მოძ­ღუ­რე­ბა­სა ან­თი­მოჲსსა სიმ­რავ­ლე ორ­თა მათ ბევ­რთაჲ, რო­მელ­ნი ცეც­ხლი­თა სრულ იქ­მნნეს და სა­კუ­ერ­თხად შე­­წირ­ნეს უფ­ლი­სა ამათ თა­ნა: მარ­დო­ნი­ოს­ცა და მიღ­დო­ნი­ოს პეტ­რე და დო­რო­თე და ზე­ნონ ახო­ვან­ნი~ იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ გარ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორი მო­წა­მი­სა (ინ­დე­სა და დომ­ნა­სი), ან­თი­მო­ზის მარ­ტვი­ლუ­რი აღ­სას­რუ­ლი სხვებ­მაც გა­ი­ზი­ა­რეს და და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ხუ­თი ადა­მი­ა­ნი.

გვ.: 74, 26-27. „და­იპ­ყრა მე­ფო­ბაჲ მაქ­სი­მი­­ნე~ _ მაქ­სი­მი­ა­ნე (ლათ. Marcus Aurelius Valerius Maximianus Herculius) რო­მის იმ­პე­რი­ას გა­ნა­გებ­და 286-305 წლებ­ში.

გვ.: 75, 5-6 „ხო­ლო იყო მა­შინ ნე­ტა­რი იგი და­ბა­სა, რო­მელ­სა ეწო­დე­ბო­და სი­მა­ნე“ _ იგუ­ლის­ხმე­ბა და­ბა სი­მა­ნი, ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­ის ერთ-ერ­თი მო­მიჯ­ნა­ვე გა­რე­უ­ბა­ნი, რო­მე­ლიც უდა­ბუ­რი ად­გი­ლი იყო (შდრ. `იყო და­ბაჲ იგი ად­გილ­სა უდაბ­ნო­სა~).

გვ.: 76, 16-17. `რა­მე­თუ უფა­ლი მწე ჩემ­და არს, არა შე­მე­ში­ნოს, რაჲ მი­ყოს მე კაც­მან~ _ და­მოწ­მე­ბუ­ლი ცი­ტა­ტა ფსალ­მუ­ნი­და­ნაა: `უფა­ლი არს მწე ჩემ­და, არა შე­მე­ში­ნოს, რაჲ მი­ყოს მე კაც­მან~ (ფს. 117. 6).

გვ.: 77, 31-32. `მზა იყ­ვე­ნით მი­ცე­მად სიტყჳსა ყო­ველ­თა, რო­მელ­ნი ეძი­ებ­დენ თქუ­ენ­გან სიტ­ყუ­­თა~ _ ნაწ­ყვე­ტი ახა­ლი აღ­თქმი­დან, კერ­ძოდ, პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის პირ­ვე­ლი კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლი­და­ნაა (1 პეტრ. 3. 15).

გვ.: 77-78. `მიგ­ცე თქუ­ენ სიტ­ყუაჲ და სიბ­რძნე, რო­მელ­სა ვერ უძ­ლონ წი­ნა­აღ­დგო­მად ყო­ველ­თა წი­ნა­აღ­მდგომ­თა თქუ­ენ­თა~ _ ცი­ტა­ტა ლუ­კას სა­ხა­რე­ბი­და­ნაა (ლუკ. 21. 15).

გვ.: 80, 17-22. `აჰა ესე­რა, ღმერ­თი შემ­წე ჩემ­და არს და უფა­ლი შემ­წყნა­რე­ბელ არს სუ­ლი­სა ჩე­მი­სა. მი­აქ­ცი­ოს ბო­რო­ტი მტერ­თა ჩემ­თა ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­თა მი­სი­თა. მოს­რნეს იგი­ნი და მე ნე­ბი­თა ჩე­მი­თა მსხუ­ერ­პლი შევ­წი­რო მი­სა და აღუ­­რო სა­ხელ­სა მის­სა, რა­მე­თუ კე­თილ, რა­მე­თუ ყოვ­ლი­სა ჭი­რი­სა ჩე­მი­სა­გან მიჴსნა მე. და მტერ­თა ჩემ­თაჲ იხი­ლოს თუ­ალ­მან ჩემ­მან~ _ აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი ფსალ­მუ­ნი­დან და­მოწ­მე­ბუ­ლი ცი­ტა­ტაა (ფს. 53. 6-9).

გვ.: 81, 26-27. `რაჲთა მსწრაფლ წარ­ვი­დე ამი­ერ და მი­ვი­წიო კრე­ბულ­სა მას ოც­და­ათ­თა ათას­თა მო­წა­მე­თა­სა~ _ უაღ­რე­სად სა­ყუ­რად­ღე­ბოა წმინ­და ან­თი­მო­ზის მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მო­წა­მე­ე­ბის რიც­ხვი, რომ­ლებ­მაც ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­მო იმარ­ტვი­ლეს. ტექ­სტის თა­ნახ­მად, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა ოც­და­ა­თი ათა­სია. რო­მის იმ­პე­რი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა რო­მა­უ­ლი იუ­რის­პრუ­დენ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­და, რაც, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი პა­ტიმ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­ნუს­ხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­და. სა­ვა­რა­უ­დე­ბე­ლია, რომ ამ­გვა­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მი წმინ­და ან­თი­მოზ­მა მის მი­ერ ქრის­ტეს რჯულ­ზე მოქ­ცე­უ­ლი რო­მა­ე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა­გან მო­ის­მი­ნა, თუმ­ცა კი ტექ­სტში არაა და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი, სა­კუთ­რივ ვის, რო­მელ ეპო­ქა­სა და რო­მელ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში აღ­სრუ­ლე­ბულ მარ­ტვი­ლებს მო­ი­აზ­რებს ნი­კო­მი­დი­ე­ლი მღვდელ­მთა­ვა­რი და­სა­ხე­ლე­ბულ რა­ო­დე­ნო­ბა­ში. ვერც იმას გა­მოვ­რიც­ხავთ, რომ ეს რიც­ხვი შეც­დო­მით იყოს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი და სი­ნამ­დვი­ლე­ში ის ოცი ათა­სი ქრის­ტი­ა­ნი იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ის­ტო­რი­ი­დან არის ცნო­ბი­ლი, ქრის­ტეს შო­ბის დღეს ნი­კო­მი­დი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში დაწ­ვეს.

გვ.: 81, 27-29. `რაჲთა ვთქუა კად­ნი­­რე­ბით: `აჰა ესე­რა მე და ყრმა­ნი, რო­მელ­ნი მომ­ცნა მე უფალ­მან [ღმერ­თმან]~ _ და­მოწ­მე­ბუ­ლი სიტ­ყვე­ბი პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლი­დან არის ცი­ტი­რე­ბუ­ლი (იხ. ებრ. 2. 13).

გვ.: 82, 30-32. `წარ­ვე­დით და უქა­და­გეთ ყო­ველ­თა წარ­მარ­თთა და ნა­თელ­სცემ­დით მათ სა­ხე­ლი­თა მა­მი­საჲთა და ძი­საჲთა და სუ­ლი­სა წმი­დი­საჲთა!~ _ და­მოწ­მე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რომ­ლი­თაც წმინ­და ან­თი­მო­ზი მსა­ჯულს მი­მარ­თავს, სა­ხა­რე­ბი­დან არის ცი­ტი­რე­ბუ­ლი (იხ. მათ. 28. 19).