`ანთიმოზ ნიკომიდიელის წამების~ ხელნაწერი
კიმენური რედაქციის ექვთიმე ათონელისეული თარგმანის ტექსტი შემონახულია ერთადერთ ხელნაწერ კრებულში _ Jer-2.
ჟანრი: ჰაგიოგრაფიული კრებული.
თარიღი: XI საუკუნე (1000-1099).
თანამედროვე ადგილმდებარეობა და ფონდი: ხელნაწერი: იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკა, Gეორგიან-2; მიკროფირი: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Jer-2.
ფურცელთა რაოდენობა: 269 (მიკროფირის თავფურცლის მიხედვით) (ბლეიკის აღწერილობაში მითითებულია 268 ფურცელი).[1]
ხელნაწერის მდგომარეობა: ხელნაწერის ორ გვერდზე (29v-30r) მელანი გადასულია და ტექსტი რთულად ირჩევა. ზოგიერთი ადგილი მთლიანად წაშლილია.
`ანთიმოზ ნიკომიდიელის წამების~ ტექსტის ადგილი კრებულში: შესულია მე-4 თხზულებად: 23r-30r (ბლეიკის აღწერილობაში მითითებულია 22v-30r).
საწერი მასალა: თხელი პერგამენტი.
ფურცლის ზომა: 39,5X27,2 სმ. (ბლეიკის მიხედვით, 39,8X27).
სტრიქონთა რაოდენობა: 34.
ნაწერის ზომა: 29,8X18,5 სმ.
სვეტების რაოდენობა: დაწერილია 1 სვეტად.
დამწერლობის ტიპი: ნუსხური.
გადამწერი: `მწერალი ნიკოლოზ~ (81v).
მინაწერები: `ღმერთო, შემიწყალე ბესარიონ, ამინ!~ (მხედრული, 17r); `წმიდაო ღმერთო და ჯუარო ქრისტესო, შეიწყალე ცოლი რუთი და მელქიზედეკ და მისნი შვილნი უცოცხლენ~ (27v); `ეგრეთვე ღლჳკერი და თეოფილე მადლითა მისითა მოწამეთა შეერთნეს;~ `ღმერთო მოწყალეო, შენის მწყალობის მადლსა, დამიჴსენ საუკუნოსა სასჯელისაგან მე მონა, ბერი, ცოდვილი, მე მონაზონი ესაია, ამინ!~ (47v); `ვინ იკადრეთ ამისი აღმოჴევა, სჯულისა გარდამხდარ ხართ წესიერსა, მროველყოფილი იონა შეიწყალეთ და შენდობა ინებეთ ნებისაებრ თქუენისა~ (68v).
წინა აღწერილობა: Blake, R. (1922-1923). Catalogue des manuscrits géorgiens de la Bibliotèque patriarcale grecque à Jerusalme, O. C. #304, pp.: 13-18.
ბიბლიოგრაფია: კეკელიძე, კ. (1957). ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, V ტომი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბ., გვ. 120; გაბიძაშვილი, ე. (2004). ქართული ნათარგმნი ჰაგიოგრაფია / ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, 1, ჰაგიოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბ., გვ.: 137-138; გაბიძაშვილი, ე. (2010). შრომები, II, ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური ნარკვევები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რედ. ეთერ ბერუაშვილი, ხათუნა გაფრინდაშვილი, თბ., გვ. 175
[1] Blake, 1922-1923: 13.
დაუშვებელია ამ გამოცემის ან მისი რომელიმე ნაწილის რაიმე ფორმით გამოყენება ან გამოქვეყნება საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე.
This edition or any part thereof may not be used or published in any form without the prior permission of the copyright holder.