`ანთიმოზ ნიკომიდიელის წამების~
ტექსტის საკითხები
ისევე, როგორც წინა ტექსტების შემთხვევაში, აქაც გავასწორეთ:
კალმისმიერი ლაფსუსები, კერძოდ:
ხელნაწერში წერია ბიზინტიისა ნაცვლად ბიზანტიისა; შოროშანი ნაცვლად შროშანისა.
ასოს დაკლების შემთხვევებია: დაემ[ტ[კიცებოდა; წართქუნ[ნ]ა; წარმოთქუნ[ნ]ა.
ასო(ები)ს ზედმეტობის მაგალითებია: მწყემისისაგან; მზრახვავალმან.
გადამწერი დაუქარაგმებელ ვარიანტებში ხმარობს მღდელთმოძღურებას და დაქარაგმებულიც, ცხადია, ამ სახით გავხსენით.
ენობრივ ნაწილში, წინა თხზულებებისგან განსხვავებით, ნაკლები ცდომილება დაფიქსირდა _ მხოლოდ ორიოდე მაგალითი, კერძოდ:
შეწირვა ზმნასთან III პირის ნაცვალსახელი არასწორადაა წარმოდგენილი ორი ს-თი, რაც მიგვანიშნებს, რომ გადამწერმა ის აღიქვა, როგორც კუთვნილებითი და არა პირის ნაცვალსახელი. `მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო მისსა.~ გამოცემაში ფორმა გასწორდა (შევწირო მისა). ასევე, ორი ს ერთით შევცვალეთ შემდეგ ფორმებში: `წარავლინა მაქსიმიანე ოცი ცხენოსანი ძიებად და მოყვანებად მისსა~; `განამრავლებდა ტალანტსა მას, რომელ რწმუნებულ იყო მისსა.~
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ხელნაწერის ბოლო ორ გვერდზე მელანი გადასულია და ტექსტი საკმაოდ ცუდად იკითხება. ჩვენმა სამეცნიერო ჯგუფმა მაქსიმალური გააკეთა ხელნაწერის გაშიფვრისთვის. აღდგენილი სიტყვები კვადრატულ ფრჩხილებში მოვათავსეთ.
დაუშვებელია ამ გამოცემის ან მისი რომელიმე ნაწილის რაიმე ფორმით გამოყენება ან გამოქვეყნება საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე.
This edition or any part thereof may not be used or published in any form without the prior permission of the copyright holder.