H-341

[1r] [თუესა] დეკენბერსა ი. წამებაჲ წმიდისა მენაჲსი და ერმოგინესი და ბარაფორისი,  კირიელეისონ!

ქრისტჱს მადლ[თა მოფ]ენასა და ეკლესია[თა აღო]რძინებასა სიკუდილი განქარდა და ადგომაჲ გამოჩნდა, რომელსა შინა ჭეშმარიტებისა მოწამენი მრავალსახეთა სატანჯველთა მათ ზედა მოწევნულთა შეიწყნარებდეს და მტერსა თჳსსა სძლეს. [რომ]ლისათჳსცა მე, საწყალობელმან ათანა[ს]ჱ ალექსანდრისა ეპისკოპოზმან, ღირს ვიქმენ მადლითა ქრისტესითა მითხრობად შემდგომითი შემდგომად აქა ყოფილი საქმჱ. და ჴელითა მოყუსისა ჩემისა, მალიად მწერალისაჲთა დავაწესე სახელგანთქუმულთა მათ კაცთაჲ, რომელნი აქა ქრისტეს მიერ იწამნეს, რომელთაცა სხურებაჲ სისხლთა მათთაჲ აქამომდე იხილვების და სურნელებაჲ ყოველთა მიეფინების, ხოლო ყოველთა კაცთა, რომელნი სენითა სნეულებისაჲთა შეპყრობილ იყვნენ და შეემთხუინენ ნაწილთა მათთა, მუნთქუესვე განიკურნებიან. შემდგომად გარდამუსლვისა კაცთმო[ყუა]რისა ქრისტესა ჩუენდა, წელთა ორას სამე[ოც]დამეექუსესა, სა[რწმუნოებისათჳს იქმნა] საშჯე[ლი ალექსანდრიას] [1v] საქმეთათჳს კ[აცთ]ა შორის საჩინოთა. და მრავალგზის თჳთმპყრობელმან მაქსიმიანოზ ინება დაჴსნაჲ, ვიდრე რამეთუ შეუძლო. უკუანაჲსკნელ მოწერა წიგნი მასვე სამეუფოსა ჴელმწიფებისა მისისა მისვე საქმისათჳს საშჯელი მოწევნად. და უკუანაჲსკ[ნელ გულისჴმაყო] მაქსიმიანოს და წარმოავლინა კაცი ვინმე ბრძენი და გულისჴმისმყოფელი და ფრიად ჴელოვანი სწავლითა, რომელსა ეწოდა მენა, რაჲთა მის მიერ აღესრულოს ფიცხელი ს[აშჯელი]. და ვითარცა მოიწი[ა] ალექსანდრიად ქალაქსა, რაჲთა წარჰმართოს გზაჲ საქმისათჳს და მიწერა მეფისა მაქსიმიანესა დაჴსნაჲ საშჯელისაჲ მის. ხოლო მენა ფრიად მურწმუნე იყო ქრისტეს მიმართ, არამედ არა გამოაცხადებდა თავსა თჳსსა ქრისტეანედ. და დაყო ქალაქსა შინა წელიწადი ერთი და ნაწილი რაჲმე ქრისტეანობისაჲ განაცხადის და მოიხილავნ სნეულთა. და ჴელის დადებითა ნიში ჯუარისაჲ გამოსახის და მუნთქუესვე განიკურნებოდეს ბოროტისა სნეულებისაგან. და მრავალნი კელობელნი განკურნეს, ხოლო კერპნი დაამჴუნა. მაშინ მოძღუარმან კერპთმსახურებ[ისა]მან, მჴეცებრ განრისხებულმან მის ზედა, [მიწე]რა წი[გ]ნი მეფისა და აუწყა საქმჱ. და [ვითარცა აღმოიკითხა წიგნი იგი] მაქსიმიანო[ს, აღივსო გულისწყრომითა] და გან[იზრახა], [2r] რაჲთა წარავლინოს მისა ერთი ვინმე წარჩინებულთა მისთაგან, და სათნო უჩნდა თანამზრახვალთა მისთა. ამისთჳს წარავლინა ერმოგინე დიდებული ეპრახოსი, რამეთუ ყოვლითა გულისჴმისყოფათა შინაგან მხედველ იყო, ათენელი ნათესავით, რამეთუ გამოცდილ იყო ყოველსა ჴელოვნებასა სიბრძნისასა და კეთილისმყოფელ იყო გლახაკთა მიმართ ნაკლულევანთა. რამეთუ ვითარცა მოიწია მაქსიმიანეს მიერ მეფისა, იხილა ჩუენებით ღამესა შინა სამნი კაცნი შემოსილნი ბრწყინვალებითა, რომელნი ეტყოდეს მას, ვითარმედ: „წარვედ და იცან ჭეშმარიტი მეფჱ, რომლისა იქმნებიან მისსა ღჳნის მიმღებელ და მრავალნი მისსა მიიყვანნე სადიდებელად მისდა.“ და ვითარ განეღუიძა ძილისა მისგან, ჰგონებდა, ვითარმედ ქუეყანისა დიდებისაჲ არს ჩუენებაჲ ესე. და სასტიკებით მოუწოდა მსახურთა თჳსთა და განვიდა გულისწყრომითა დიდითა და ენება აღსრულებად ბრძანებაჲ მეფისაჲ. და მოსწრაფებით შფოთისა მისგან აღიძრა ყოველი ქუეყანაჲ და ნავნი, რომელნი ზღჳით მოვიდოდეს, ვითარცა არმულისაგან ღელვათაჲსა. გულისჴმაყვეს შიში იგი და წარემართნეს, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, აღიძრა ანბოხუი დიდი, სტჳრითა და ბობღნითა და მრავალსახითა მოყურებითა განვიდეს გარეშჱ ქალაქსა შემთხუევად მისსა. და ესევითარ შევიდა ქალაქად შემთხუევად მისა. [რა]ჟ[ამს] დამწუხრდა, [2v] განიყარა კრებული იგი და დაშთა მარტოჲ. მას ჟამსა ღუნე იძია მენა და ევედრა მეკარესა და შევიდა მისსა. და ვიდრე ჯდაღა მსაჯული იგი, მოუდრიკა თავი თჳსი მენა და თაყუანისცემაჲ შეწირა მისსა და ჰრქუა: „გიკითხავ შენ, ჵ, უფალო მსაჯულო, რაჲსა მიზეზისათჳს იყო მოსლვაჲ ეგე შენი აქა მამულსა შენსა სამკჳდრებელს?“ ხოლო მსაჯულმან მან გარემიიქცია პირი თჳსი მისგან და ჰრქუა მას: „რაჲსა, ვითარცა სიყუარულით, სიტყჳსა ჴელოვნებისასა წარმოიღებ და რეცა ლიქნით მეტყჳ? მცირედღა მაცალე და გან-რაჲ-თენდეს, განვაცხადო, რომელი წინააღმდგომი იყოს მეფისა წინაშე ურაკპარაკთა სახილავსა და პოვო შენ, რომელნი გელიან ძლევად.“ და ბრძანა მისი მცველითა დაკრძალვაჲ. და ვითარცა განთენდა, ბრძანა წინაწარმოდგინებად ქრისტეს მჴედარი იგი. და ქადაგნი ჴმობდეს, რაჲთა ყოველი სიმრავლჱ მოვიდეს ერთად. ხოლო ერისა მის სიმრავლჱ, ვითარცა ქჳშაჲ წულილი არმულისაგან აღძრული, მოკრბა მუნ. მაშინ წარდგა მენა წინაშე მსაჯულისა, არა ვითარცა საშჯელად, არამედ ვითარცა მსაჯული. და განუყარა ჴელი და დაწყნარებულისა სიტყჳთა ეტყოდა სამ ჟამითგან ვიდრე მეშჳდედ ჟამამდე და მრავალსახე შეზავებული იგი მიდევნებაჲ ამაოჲსაჲ დაჰჴსნა და მურჩილებაჲ. ხოლო ქრისტესი კაცთა თანა გარდამუსლვაჲ აუწყა ჭეშმარიტებით, ვითარმედ ღაღატყო ყოველმან სიმ[რავ]ლემან ე[რისა]მ[ან] და თქუეს: „ერთ არს ღმერთ, დიდ და ძლი[ერ, რომელი] მაუწყა ჩუენ [3r] მენა და გუარწამს ჩუენ ყოველთა თქუმული იგი.“ და ვითარცა იხილა მსაჯულმან უფროჲსი ერისა მის, ვითარ ჰრწმენა მენაჲსი, განოტევა ერი. და განთიად მოუწოდა მენას და დაადგინა ურაკპარაკსა მას და კუალად სამგზის ამხილა მას და წინააღუდგა მას სიტყჳთა. და უბრძანა მსაჯულმან მოკუეთაჲ ტერფთა მისთაჲ და აღმოჴდაჲ თუალთაჲ და ენაჲ აღმოკუეთაჲ ძირითურთ. ხოლო დაშთუმილი გუამი დამარხვად ბრძანა, რაჲთა გან-რაჲ-თენდეს, მიუგდოს მფრინველთა ჴურცისმჭამელთა და მათ მიერ განილიოს და არარაჲ ნაწილთაგანი იპუვოს მისთაჲ ყოვლადვე. ხოლო ღამესა მას, მესამესა ჟამსა, ბრწყინვალჱ იქმნა საპყრობილე იგი და გარდამოჴდა თავადი ქრისტჱ კაცთმოყუარებითა თჳსითა. და აღადგინა ახუვანი იგი თჳსი მენა და განცხოველებული უვნებულყო. ხოლო შთაჰბერა მას სული ცხოველი და განმხიარულყო იგი ყოვლითურთ და განაძრიელა გუამი მისი და ჰრქუა მას: „ნუ გეშინინ! და მოახლედ შენ და ვიყო შენ თანა. ხოლო მსაჯული ერმოგინე, რომელსა ჰგონებ მტერ შენდა, ვყო იგი მოყუას შენდა, რამეთუ მოეჴსენა მეცნიერებისა ესე ზრახვაჲ და წინაშე ჩემსა ყო ნებაჲ ჩემი. და იგი განმიწესებია შენდა მოგზაურად მოქალაქე. და არღარა მიიღო გამოცდილებაჲ სატანჯველთაჲ, რამეთუ სახელები თქუენი დაწერილ არს წიგნსა მას ცხოველთასა. ხოლო მსაჯული იგი ერმოგინე მღუძარე იქმნა ღამესა მას და გულისჴმაყო რაჲ-იგი შეემთხჳა [წმიდასა] მას ქრისტესა მენას. [3v] ტიროდა მწარედ და იტყოდა: „ფრიად უსამართლო ყავ მართალსა მას და არცა ერთი რაჲ სარგებელი სულისა ჩემისაჲ მოვიგე.“ და ცრემლოვოდა ვიდრე ცისკრამდე და იტყოდა თავით თჳსით: „დაღაცათუ განრისხებით აღვასრულე და ვითარ მოვაკუდინე ესევითარი მლევანი კაცი. არამედ აწ უწყი, ვითარ რაჲ ვყო: და წინაშე ურაკპარაკსა დავსხნე წმიდანი ჴორჴნი მისნი და ვტიროდი მას ზედა და საცნაურსა ადგილსა და ვბრძანო დამარხვაჲ მისი, რაჲთა მცირედ რაჲმე დავაცხრო მწუხარებაჲ ჩემი.“ და ბრძანა და ჴმაყვეს ქადაგთა და შემოკრბა სიმრავლჱ იგი, რომელსა ვერ იტევდა თეატრონი იგი. და დაჯდა მსაჯული იგი და უბრძანა, რაჲთა მოიღონ დაშთომილი წმიდათა მათ ჴორცთა მისთაჲ. და წარავლინნეს ხუთნი მტარვალთაგანნი კაცნი. და მი-რაჲ-იწინეს, პოვნეს იგი უფროჲს განბრწყინვებული და მხიარული, ვიდრე გუშინ და ძუღუან და ანგელოზნი ღმრთისანი დგეს წინაშე მისსა. ხოლო კაცნი იგი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და აღიარეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და არა ინებეს გამოსლვაჲ საპყრობილისა მისგან. და ვითარცა დაყუვნდა, მრავალი ჟამი წარჴდა, წარავლინნა სხუანი მსახურთაგანნი. და მი-რაჲ-ვიდეს, იხილნეს მათცა ანგელოზნი იგი, შეუვრდეს წინაშე მათსა და ევედრნეს წმიდასა მას წარსლვად თეატრუნსა მას. ხოლო [წმიდაჲ] იგი წინაუძღოდა მათ და ვიდოდა ფერჴითა მტკიცედ და თუალითა ხედვიდა ბრწყინვალედ და ენითა იტყოდა მალიად ჴმითა მაღლითა. და მო-რაჲ-იწია, მიე[ა]ხ[ლა მსაჯულ]სა მას და ანბურ [4r] უყო და ჰრქუა მას: „გიხაროდენ, დიდებულუ ნეტარო, კეთილთა საქმეთა მიერ! აწ მოიხილჱ და მიხილჱ და მიცან და გულისჴმაყავ ძლიერებაჲ ქრისტეს, ღმრთისა ჩემისაჲ, რამეთუ შენ გუშინ იწყე, ვითარცა მგელმან მტაცებელმან, აღჭრად ასუთა ჩემთა და უფალი იგი ჩემი მოვიდა ჩემდა ზეგარდამო და განმაახლა მე და შენიცა ჰნებავს თჳსისა სახლეულყოფად. აწ იხილჱ, რომელმან გუშინ დაშჭრენ ფერჴნი ჩემნი უჯეროდ, დღეს ხედავ მცირედ სლვითა და აღმოჰჴადენ თუალნი ჩემნი და აწ უმახულესად მხედველ არიან. და ენაჲ, რომელ ძირითუთ აღმოჰჴადე, ესერა, მალიად მეტყუელებით ვჴმობ. და ნუღარა წინააღუდგები მას, რომელსა ჰნებავს ცნობაჲ შენი და მეცნიერებისა ჭეშმარიტებისა მოსლვაჲ, რამეთუ ჯერარს შენდაცა შესუმად სასუმელი ესე.“ მაშინ ჴმაყვეს სიმრავლემან მან ერისამან და ღაღადებით იტყოდეს: „სიბრძნისმოყუარეო, აქებდ, რომელი გუშინ მახჳლითა დაიჭრებუდე და დღეს ჴმითა ტკბილითა მაღლად იტყჳ ძალითა ქრისტესითა და ვიცანთ ჭეშმარიტი ღმერთი, შენ მიერ ქადაგებული.“ და დაადრგა ვიდრე სამ ჟამამდე სიმრავლჱ იგი ერისაჲ მის და არა უნდა წარსლვის და აღივსებუდეს მოძღურებითა წმიდისა მის მიერ. მაშინ მსაჯულმან მან და მთავართა ერისათა იხილნეს ორნი ანგელოზნი ბრწყინვალენი, რომელნი ჰფარვიდეს ფრთეებითა და აგრილობდეს ნეტარსა მენას. ხოლო მსაჯული იგი ძრწუდა და იტყოდა გულს[ა შინა] თჳსა, ვითარმედ: „ჭეშმარიტი უფალი [4v] გუაუწყა ჩუენ ტკბილად მეტყუელებითა თჳსითა მენა, რამეთუ კეთილ არს ქრისტეს მიმართ სარწმუნოებაჲ საცხორებელად. ხოლო მე აღვიარებ მას ღმერთად, რომელმან ესევითარნი შემწენი განომზადნა მოყუარეთა თჳსთა. ამაოდ დავშუერ ცუდთა კერპთა ღმერთად შერაცხად და შეტყჳვილი მათი ჭეშმარიტებად შევჰრაცხი. ხოლო აწ შეუვრდები წმიდისა ამის და კეთილადმოქალაქისა ჩემისა, რაჲთა ამის მიერ მივიწიო გზასა სამართლისასა.“ და აღდგა საყდრისა მისგან და მიისწრაფა წინაშე წმიდისა მოწამისა მენაჲსა და ვერ იკადრა მიახლებად, რამეთუ მახლობელად მისსა დგეს ანგელოზნი და მცირედრე განშორებულად უკმოიქცა. ხოლო სიმრავლე იგი მჴედართაჲ იტყოდეს: „დაითმინე, მსაჯულო, ნუ წარხუალ, ვითარმედ ვცნათ ჩუენ ჭეშმარიტისა სიტყუანი სიბრძნისმოყუარისა მისგან.“ მას ჟამსა მსაჯულმან მან დაიმდაბლა თავი თჳსი და თაყუანი სცა წმიდასა მას და მიეახლა და ანბურსუყო. და უპყრა ჴელი წმიდასა მას და განაშორა სიმრავლისა მისგან და ეტყოდა: „გევედრები წმიდასა მაგას ქნარსა, სულიერსა ტკბილადმეტყუელსა მოწამესა და შუენიერსა მწყემსსა და ჭეშმარიტებისა ნათელსა და ღელვაგუემულთა ნავთსაყუდელსა, რაჲთა ლოცვა ჰყო ჩემთჳს, რამეთუ ვიხილჱ განსაკჳრვებელი სასწაული და შენ მიერ დღეს მრწამს უფალი, რომელსა შენ ჰქადაგებ, არამედ ურგულებ, ნუუკუე არა შემიწყნაროს მე ქრისტემან, რამეთუ პირველად [ვ]მსახურებდი მე კერპთა.“ ჰრქუა მას წმიდამან მენა: [5r] „ნუ შეურგულდები, არამედ გრწმენინ ხოლო წადიერებით, რამეთუ ღმერთი კაცთმოყუარე არს და ძჳრუჴსენებელ და მოწყალჱ. და მეცა გამომიცხადა უფალმან სიმტკიცე სარწმუნოებისა შენისა, ხოლო სახელი შენი დაწერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.“ და შე-რაჲ-იტკბნეს და ანბურსუყვეს ურიერთას. და უბრძანა მსაჯულმან მან განტევებაჲ ერისაჲ მის და ამცნო, რაჲთა ხვალისა კუალად შემოკრბენ ერთად. და დაშთდეს მარტუნი მსაჯული ხოლო და წმიდაჲ იგი. მერმე ღამე ყოველ, ვიდრე განთენებამდე, განოცხადა მას ჭეშმარიტად სარწმუნოებაჲ ქრისტეს მიმართ. და გან-რაჲ-თენდა, ქადაგნი ჴმობდეს და სიმრავლჱ იგი ერისაჲ მის კუალად შეკრბეს ერთად. და ესმა საკჳრველებაჲ ათცამეტთა ეპისკოპოსთა. და მოვიდეს ერთობით წმიდისა მის. ხოლო მრავალნი წარმართთაგანნი მოვიდეს ხილვად და სმენად ყოფილი იგი საქმე ჴსნისაჲ, რომელსა გამოუჭეშმარიტებდა მათ წმიდაჲ იგი მოწამჱ. მაშინ აღდგა მსაჯული იგი და ჴმაყო წმიდისა მოწამისა მიმართ და ეტყოდა მას: „ფრიად კეთილისათჳს დაისაჯე, რამეთუ სიბრძნითა მასწავებ ჩუენ სარწმუნუვებასა ქრისტესსა, ჵ, ყოვლადკეთილო მოწამეო.“ და ესე რაჲ თქუა მსაჯულმან მან, ღაღატყვეს ყოველმან მან კრებულმან და ჰრქუეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ, რომელცა მსაჯული ესე გამომზრდელი გლახაკთაჲ მოიყვანა მეცნიერებას ჭეშმარიტებისასა.“ მას ჟამსა წარავლინა ნეტარმან მენა თჳსი მწიგნობარი, რაჲთა მოიღოს წყალი. და აღიღო [წყა]ლი იგი და მიუპყრა ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოსთა. [5v] ხოლო მსაჯული იგი წარდგა წინაშე მათსა და მოუდრიკა თავი თჳსი და აკურთხეს და დაასხეს მი[ს] ზედა წყალი იგი. და ნეტარმან ერმოგინე მადლითა ქრისტესმიერითა და ლოცვითა მით წმიდათაჲთა მოიღო სული ზეგარდამო შობისაჲ მოსატევებელად ცოდვათა და აღდგომასა ცხორებაჲ საუკუნოჲ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, ჴელთა დასხმითა ათცამეტთა ეპისკოპოსთაჲთა. და მუნთქუესვე შეიწყნარა პატივი ეპისკოპოსობისაჲ. ხოლო დღესა მეექუსესა განყო ყოველი მონაგები და საფასენი თჳსნი გლახაკთა და ასწავებდა სარწმუნუებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. და ნათელსცემდა და ყოველთა დღეთა ასწავებდა და ათასეულთა და რომელნი გუემულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა, მუნთქუესვე განჰკურნებდა და დაშთუმილთა კერპთა შეჰმუსრვიდა. და ბაგინნი დაამჴუნა და დასცნა და მადლითა ქრისტესითა განბნეული შჯული ერთად შემოკრიბა. ხოლო ერთმან ვინმე კრებულისგანმან უშჯულომან, სახელით ოსტიკოს, მიისწრაფა და მიუთხრა მეფესა მაქსიმიანოსს ესე ყოველი ყოფილი, ვითარმედ: „მსაჯული და სიკლიტოზი სიბრძნისმოყუარენი ქრისტეანე იქმნეს და ყოველი ქალაქი და სოფლები აღმოსავალით კერძონი მიაქცინეს თაყუანისცემად ჯუარცუმულისა და შუენიერად შემკულნი ტაძარნი ღმერთთანი დაჰჴსნნეს და დაარღუნეს. და უკუეთუ არა ისწრაფ[ოს] თჳთმყპრობელობამან მეფობამან შენმან, არა აღმოსავალით კერძუნი ხოლო, არამედ ყოველსა [6r] სოფელსა, რომელი ჰრომათ საჴელმწიფოსა არიან, თჳსად მიაქცინენ ყოველნი.“ და ვითარცა ესმა ესე მეფესა მაქსიმიანეს, აღივსო გულისწყრომითა უსაზომოდ. და აღირჩია მჴედარი ათი ათასი ძლიერი და წარვიდა ეგჳპტით. და შეიპყრა ნეტარი ეპისკოპოსი ერმოგინე და ახუვანი ქრისტესი მენა. და წინაშე ურაკპარაკსა წარმოადგინნა იგინი განშიშულებულნი და ეტყოდა მათ რისხვით: „რაჲ შეგამთხუე შენ, ერმოგინე, ანუ არა ყოველთა შემწედ დაგადგინე შენ და ჴელმწიფჱ ზღჳასა და ჴმელსა ზედა გყავ შენ და მთავართა ჩემთა ზედა დაგადგინე უმთავრეს ყოველთასა და წარმოგავლინე შენ, რაჲთა კაცი ეგე განთქუმული და საცნაური მოაქციო? და შენ მაგის მიერ შეცთუმილ იქმენ სწავლათაგან მისთა, რაჲმე იხილჱ ამაუჲსა და ცუდისა სწავლისა მისისაჲ. და ესრჱთ დაემურჩილე და წარსწყ[მ]იდე საჩინოებაჲ შენი და დიდებულებაჲ მთავრო[ბის]ა შენისაჲ. და ემსგავსჱ შენ მათ, რომელნი თეატ[რონ]სა შინა საბასრობელ იქმნიან.“ და ვითარცა იწყო მეფემან სიტყუად მათდა მიმართ და, აჰა, ესერა, ორნი იგი ანგელოზნი, რომელნი იყვნეს პირველითგანვე მენაჲს თანა, გამოჩნდეს ელვარენი ნათლისად და მოწამეთა ზედა ქრისტესთა და ეტყოდეს მათ: „განძლიერდით, რამეთუ მოვივლნენით შემწედ თქუენდა.“ მაშინ მიუგო სამგზის სანატრელმან ერმოგინე და ჰრქუა: „მნებავს გულისჴმისყოფაჲ შენდა, თჳთმპყრობელო მეფჱ, რომელი ვიხილჱ მის მიერ, ვყავ ესე. [6v] მეცა მეწამების ესე ყოველი და წინაშე შენსა გაუწყო ყოველი იგი ყოფილი. რამეთუ ვითარცა-ესე სასტიკებით და გულისწყრომით მოიწია თჳთმპყრობელობაჲ შენი ჩუენ ზედა, ეგრჱთვე მსგავსად სასტიკებით და წარმდებებით, შინებითა და ზარითა მოვიდოდე მართლისა ამის და წმიდისა კაცისა ზედა. და მეწამებიან მე სიმრავლენი ესე ერნი. და ვპოვე კაცი ესე განსრულებული ქრისტეანე და ვისწრაფე აღსრულებაჲ ბრძანებისა შენისაჲ. და ამისნი მუვჰკუეთენ ფერჴნი და აღმოვჰჴადენ თუალნი და ენაჲ ძირითურთ აღმოვჰფხუარ. და მენება განთიად ადრე მიცემაჲ დაშთუმილთა ჴორცთა მისთაჲ მფრინველთა. და განთენდა, ვპუვე ეგე უფროჲსად შუენიერი პირველისა, და რომელმანმცა იხილა ესევითარი საკჳრველებაჲ და უგრულებდამცა აღსრულებად ღმრთისა ცათაჲსა, რომელმან ესევითარი სასწაული ქმნა. და აწ რომელი გეგულების ჩუენდა ყოფად მომართ, ადრე ყავ და რომელი არა მოგიგონებია სატანჯველი, შეგაჴსენო: მჴეცთა მიგუეცე[ნ] შესაჭმელად, გინა სიღრმესა ზღჳათასა შ[თა]გუთხიენ, გინა ასუნი ჩუენნი განათჳსენ, ვითარცა მე უყავ განმანათლებელსა ჩემსა მენას, რომელი-ესე განანათლებს დაბნელებულთა თუალთა, რომელმანცა ჭეშმარიტებისა მეცნიერებითა განმანათლა მე.“ მაშინ განრისხნა მეფჱ იგი და ბრძანა ლახჳრითა განგურემად მუცელი მისი და ჴელნი მისნი მჴართაჲთგან ჩამოკუეთად და ფერჴნი მუჴლთაჲთგან მოკუეთად, ხოლო იგი მიცემად ცეცხლსა და დაჭრილთა მათ ასუთაჲ ბრძან[ა] [7r] მდინარესა შთაყრაჲ, რომელი მახლობელ იყო მუნ. ხოლო წმიდაჲ მენა შთამოჰკიდა საპყრობილესა შინა ბნელსა და ლოდი ფრიად მძიმე დამოჰკიდა ფერჴთა მისთა და უბრძანა ქალაქსა შეურაცხებაჲ მისი. ხოლო ღამესა მას მოიწინეს ანგელოზნი ღმრთისანი და შეკრიბნეს ჴორცნი სამგზის სანატრელისა ერმოგინესნი მდინარისა მისგან. და მოვიდეს საპყრობილესა მას, სადა დამოეკიდა ნეტარი მენა. და გარდამოჰჴსნეს იგი დაკიდებისაგან და განაცხოველნეს ორნივე იგი და ძლიერ ყვნეს იგინი უფროჲს გულსმოდგინეყოფად. და ვიდრე ცისკრამდე ზრახვიდეს იგინი ურთიერთას და ესრჱთ ეტყოდეს, ვითარმედ: „განძლიერდით და ნუ გეშინინ, რამეთუ ჩუენ თქუენ თანა ვართ ფარულად, და ნუ ჰგონებთ, ვითარმცა განგეშორენით თქუენგან და ნუ შესძრწუნდებით ყოვლადვე.“ ხოლო მეფჱ მას ჟამსა დაჯდა და შჯული დაწერა შეურაცხებად ქალაქი იგი. და ტყეებაჲ დიდი იქმნა ბრძანებისათჳს მეფისა, რამეთუ ეტყოდა მაქსიმიანე სიმრავლესა მას ერისასა: „სადა უკუე არს ძალი იგი გალილეველთაჲ? აჰა, ესერა, ერმოგინე შეურაცხ იქმნა და მდინარესა შთაითხია, ხოლო მენა მიიღო სიკუდილი ძაღლებრ, რომლისათჳსცა თქუენცა შეურაცხ იქმნებით, რამეთუ მათ ესევდით. მისთჳსცა ქალაქი თქუენი შეურაცხ იქმნა.“ მას ჟამსა წარდგეს პირისპირ ნეტარნი იგი მოწამენი და ჰრქუეს, ვითარცა ერთითა პირითა: „დაეყენენ სიტყუაჲ შენი, მეფჱ, რამეთუ ჩუენ ქრისტეს უხრწნელისა მჴედარნი ვიქმნენით და არა დავემურჩილებით განხრწნადსა მეფესა. [7v] რამეთუ არცა ცეცხლმან, არცა მახულმან, არცა შუვანი მჴეცთანი და არცა სხუანი სატანჯველნი შემძლებელ არიან ჩუენდა სიყუარულსა მას ქრისტესა. ამის გამო, რომელსა გეგულების ყოფად, იქმოდე ადრე, რამეთუ ვისწრავით მისლვად მეუფისა ჩუენისა ქრისტესა.“ მას ჟამსა მწიგნობარმან მან წმიდისა მენაჲსმან და გრაფოს მიუგეს და ჰრქუეს: „შენდა, ჵ, მეფჱ, მოსლვითა შენითა ჩუენ თანა, რამეთუ არარაჲ შეჰსძინე, რომლისათჳს მოხუედი. რამეთუ მო-რაჲ-ხუედ ჩუენ ზედა, ვითარცა ლომი, იზახდი, ხოლო აწ მიიქეც, ვითარცა მელი მოშიშებითა უსოსორად. არამედ დასცხერ წარმდებებისა მაგისგან ზრახვისა შენისაგან და აღიმცირე ამაუებისა ეგე გულისსიტყუაჲ შენი, რამეთუ ვერ შემძლებელ ხარ დასასრულსა საქმისასა. ამის გამო თანაგაც მწუხარებაჲ მარადის, ხოლო ჩუენ - სიხარული სამარადისოჲ.“ მაშინ მეფჱ განრისხნა გულისწყრომითა დიდითა სიტყჳსგებისა მისთჳს. და წმიდაჲ იგი მწიგნობარი და გრაფოს აღასრულნა მახჳლითა ჴელითა თჳსითა და წმიდათა მათ პირველ დაშჯილთაჲ ბრძანა მახჳლითა აღსრულებაჲ. ხოლო წმიდამან მენა ითხუვა მისგან სათხოველი, რაჲთა დაიმარხოს გუამი მისი ბიზინტია ქალაქსა. და მაქსიმიანე არაჲ ინება სათხუველი მისი აღსრულებად, და დასხნა გუამნი მათნი რკინისა გუადროცთა და უბრძანა მათი ზღჳასა შთაბნევაჲ. და თუთ [8r] წარვიდა სირცხულითა ბიზინტიად. ხოლო შემდგომად ოცისა დღისა მოიწია კიდობანი იგი ბიზინტიად ქალაქად, დღესა კჳრიაკესა, მახლობელად ქალაქისა, კიდესა ზღჳსასა. და შუვაღამეს ოდენ ქალკიდოვნით კერძო და შეეკრა ლოსკუმასა მას, სადა წმიდანი იგი ესუენნეს. სუეტი ნათლისაჲ ბრწყინვალჱ და ორნი ანგელოზნი ბრწყინვალენი ხილვითა ნათლისაჲთა დგეს ნაწილთა თანა მოწამეთასა. და ანგელოზთა მათ აუწყეს ეპისკოპოსსა ქალაქისასა მუსლვაჲ წმიდათა მათ და ასწრაფებდეს მასვე ჟამსა მიყვანებასა მოწამეთასა. ხოლო ეპისკოპოზმან შემოკრიბნა მღდელნი მოსწრაფედ და კაცნი სარწმუნონი და სათნონი. და იხილეს ნათელი იგი და მივიდეს და დადგეს კიდესა ზღჳსასა ყოველნივე იგი ერთობით, ხედვიდეს ანგელოზთა მათ ღმრთისათა, რომელნი მსახურებდეს კიდობანსა მას. და მოსცეს იგი ეპისკოპოსა მას და მღდელთა და ეტყოდეს მათ, თუ ვითარ ჯერარს განსუენებაჲ წმიდათა მათ ნაწილთაჲ. ხოლო მათ მიიხუნეს და დასხნეს დაფარულსა ადგილსა საუნჯეთა შინა ეკლესიისათა, ვიდრე აღსრულებამდე მაქსიმიანესსა, რომელი შემდგომად ურისა თუსა ტანჯული ანგელოზისა მიერ მიეღო სული მისი მისგან. სწრაფითა დიდითა მაშინ დასხნეს პატიოსანნი იგი საფასენი, წმიდათა იგი ნაწილნი, მახლობელად კიდესა ზღჳსასა საცნაურად [8v] ქალაქისა და ყოვლისა სოფ(ე)ლი, საკჳრნებელად სნეულთა და ცოდვათა მოსატევებელად და მოგზაურთა კუერთხი ძლიერებისაჲ, მენ(ა)ვეთა ნავთსაყუდელი, შესავედრებელი და ყოვლისა სოფლისა განმათავისუფლებელი და ჭირისა განმარინებელად. და ესრჱთ ერთობით წინაბრძულთა მიიღეს წამალი ჴსნისაჲ და გჳრგჳნი ძლევისაჲ ასპარესსა მას კეთილად მსახურებისასა. და აღესრულნეს თუესა დეკენბერსა ათსა ქრისტჱს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა შუენის დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ! აწ ვისმინოთ, ძმანო, საკჳრველებანი, რომელნი ქმნნა ღმერთმან ჴელითა წმიდისა მოწამისა თჳსისა მენაჲსითა: I. კაცი ვინმე იყო ფრიად მდიდარი და მოვიდა ალექსანდრია ქალაქად საჴმრად ვაჭრობისა. და ესმნეს საკჳრველებანი, რომელთა ჰყოფდა წმიდაჲ მენა. და თქუა თავით თჳსით, ვითარმედ: „მეცა მნებავს მისლვად და ლოცვად ტაძარსა წმიდისა მოწამისა მენაჲსა და თაყუანისცემად წმიდათა ნაწილთა მისთა და მიცემად მუნ მცირედი რაჲმე ევლოგიაჲ საფასეთაგან ჩემთა, რაჲთა შემეწიოს მე ღმერთი მეუხებითა მის წმიდისაჲთა.“ და აღდგა და მიიღო მის თანა კისაკი უქროჲთა და შევიდა ნავსა და წიაღჴდა ზღჳსა. და ვითარცა გამოვიდა ნავით, მიემთხუა პანდოქიონსა ერთსა და ჰრქუა და ითხოვ[ა] სადგური, რამეთუ მიმწუხ(რ) იყო დღჱ. [9r] და ჰრქუა მეპანდოქსესა: „მოყუას, ყავ ჩემ თანა წყალობაჲ და შემიყვანე მე სახლად შენდა, რამეთუ უჟამო არს და ვერ ვიკადრებ მარტოდ სლად გზასა ჩემსა.“ ჰრქუა მეპანდოქსემან მან: „შევედ, ძმაო, და განისუენე ცისკრამდე.“ და შევიდა კაცი იგი და დაჯდა. ხოლო მეპანდოქსემან მან მოიღო ტაბლაჲ და დაუგო წინაშე მისსა. და ვითარცა ჭამაჲ ენება და დაძინების. და იხილა მეპანდოქსემან მან კისაკი იგი ოქროჲთა კაცისა მის თანა. მას ჟამსა შევიდა ეშმაკი გულსა მის კაცისასა, რომელი მარადის ჰბრძავს ნათესავსა კაცთასა. და ვითარცა დაიძინა კაცმან მან, აღდგა მეპანდოქსე იგი და აღიღო მახჳლი და მუკლა კაცი იგი. და მოიღო კისაკი იგი ყოვლითა მით საფასითა და თქუა გულსა შინა თჳსა: „რაჲ უკუე ვყო გუამი ესე? ნუუკუჱ იხილოს ვინმე, რომელი-ესე ვყავ და აუწყოს მეფესა. არამედ დავჭრნე ასუნი მისნი და შთავსხნე გოდორსა და შთავაგდო ტბასა.“ და ყო ეგრჱთ, რაჲთა პუვუს ჟამი და შთააგდოს ტბასა. და ვიდრე ამას ჰყოფდა, განთენდა და აღმოჰჴდა მზჱ. და აღიღო თავი მისი, რაჲთა დამოსროს, და შთადვა გუდორსა მას. და, აჰა, ესერა, მოვიდოდა წმიდაჲ მოწამჱ ქრისტესი, მენა, ცხენებითა სრბით ერითა მრავლითა, ვითარცასახედ მეფისა მიერ მოვნილებული. და ვიდრე მოვიდოდა წმიდაჲ იგი, იხილა მეპანდოქსემან მან. და შეშინდა, მწრაფლ აღიღო თავი იგი და დამუჰკიდა შორის პანდოქსა მას [9v] და არა უწოდა, რაჲმცა ყო შიშითა. და მო-ხოლო-იწია წმიდაჲ მოწამჱ მენა და განაღო კარი სახლისაჲ მისისაჲ და შეიპყრა მეპანდოქსე იგი და ეტყოდა მას: „მითხა(რ) მე ჭეშმარიტად, რაჲ იქმნა კაცი იგი, რომელი სადგურსა შენსა დგა წუხელის?“ ხოლო მან უარყო და თქუა, ვითარმედ: „არავინ დადგომილ არს აქა.“ ჰრქუა მას წმიდამან: „და უკუეთუ შენ არა გნებავს აღსარებად , მე ვპუვო იგი.“ და მასვე ჟამსა წმიდამან აღიღო გოდორი იგი და პუვა მას შინა თავი კაცისაჲ მის სხუათა ასუთა თანა და სიმრავლჱ მჴედართაჲ მის თანა. და მეპანდოქსესა მას შეეშინა ფრიად და ჰგუნებდა, ვითარმედ ეუწყა მეფესა სიკუდილი კაცისაჲ მის. ევედრებუდა წმიდასა მას და ეტყოდა: „შემიწყალჱ, რამეთუ დიდად ვცოდე და აღვიარებ შეცუდებათა ჩემთა, რამეთუ ფრიად მრავალ არიან შეცოდებანი ჩემნი, რომლისათჳსცა მეფისა მიერ მოივლინე ჩემდა, საწყალობელისა ამის. და ვხედავ მადლსა ღმრთისასა შენ თანა და მიგითხრნე უწესუებისა ჩემისა საქმენი, რამეთუ ვიხილჱ რაჲ კისაკი კაცისა ამის თანა ფრიად დიდად. აღივსუ გული ჩემი უგუნორებითა და ჰვგებდი, ვიდრემდის დაიძინოს. მაშინ აღვდეგ და მოვაკუდინე, რაჲთა დავიმკუდრო საფასე მისი. და, აჰა, ესერა, არს კისაკი მისი საფასითა მისითა და მიგცე იგი წინაშე უფლებისა შენისა და მოგცე მონაგებთა ჩემთაგანი ასი დრაჰკანი და მე ხოლო განმათავისუფლჱ მოკულვისა მისგან.“ მიუგო წმიდამან მან და ჰრქუა მას: „შენ ხოლო ინანე და მიგეტევნენ შეცუდებანი შენნი.“ და მან ჰრქუა: „უფალო [10r] ჩემო, ვითარცა მიბრძანო, ვყო. უკუეთუ მიჴსნე ხოლო მეფისაგან, წარვიდე ტაძარსა წმიდისა მენაჲსა და შევინანო მუნ და მოვიღო საქმე მოწესეუბისაჲ.“ და ვითარცა იხილა წმიდამან სინანული მისი, ჰრქუა: „დადგი აქა შუვა გოდორი იგი, რომელსა შინა არიან ასონი კაცისა მის, რაჲთა განცხადნეს დიდებაჲ ქრისტესი წმიდათა მისთა მიერ.“ ამან აღიღო გოდორი იგი და დადგა წინაშე წმიდისა მის. და მოიდრიკნა მოჴლნი წმიდამან მენა მრავალ ჟამ და ითხოვდა ღმრთისაგან, რაჲთა აღადგინოს მკუდარი იგი არა ხოლო კაცისა მისთჳს, რომელმან მუკლა იგი, არამედ ჟამისა მისთჳს და მწვალებელთა მათთჳს და წარმართა მათ, რომელნი ურწმუნო იყვნეს წმიდისა მენაჲსთჳს. და ჰრქუა მუკლულსა მას: „შენ გეტყჳ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან დამამტკიცა კლდესა ზედა სარწმუნოებისასა. აღდეგი სიმტკიცითა ყოვლითა ასოჲთა შენითა, რაჲთა ცნან შენ მიერ წარმართთა და მწვალებელთა დიდებაჲ ღმრთისაჲ და ისწაუნცა შენ მიერ, ვითარმედ მე ვარ მონაჲ ღმრთისაჲ მენა.“ და მუთქუესვე აღდგა კაცი იგი ცოცხალი სულითა, ვითარცა პირველად იყო. და მუიდრიკნა მუჴლნი და თაყუანი სცა წმიდასა მოწამესა მენას და სიმრავლესა მას, რომელნი მის თანა იყვნეს, და ჰრქუა: „ვჰმადლო(ბ) ღმერთსა, რომელმან ყო წყალობაჲ ჩემ თანა მოსლვითა შენითა, წმიდაო ღმრთისაო, რამეთუ დამძიმებულ ვიყავ ძილითა და მოხუედ, უფალო, ძალითა მრავლითა და განმაღუიძჱ მე.“ და არა ცნა კაცმან მან, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა და არცა მეპანდოქსემან გამოუცხადა მას. და აკურთხა წმიდამან მოწამემან მუკ [10v] ლული იგი და მკლველი და მიეფარა მათგან. და აღიღო მეპანდოქსემან მან ასი დრაჰკანი და ვაჭარმან - თჳსი კისაკი და მივიდეს წმიდისა მოწამისა მენაჲსა და მიუძღუანეს, რომელი-იგი აღეთქუა. და აღიარა, რაჲ-იგი უყო ვაჭარსა მას და ვითარ-იგი წმიდამან ლოცვითა თჳსითა აღადგინა. და ყოველნივე იგი ადიდებდეს ღმერთსა. და განკურდებოდა ვაჭარი იგი სმენისა მისთჳს, ვითარ-იგი მოკუდა და კუალად აღდგა და ადიდებდა ღმერთსა. და მოწესე იქმნა მეპანდოქსე იგი. და დაადრგა მუნ ხუთ წელ და აღესრულა, რამეთუ შეწირულ იქმნა ლოცვაჲ მისი. და ვაჭარი იგი მიიქცა სახედ თჳსად სიხარულითა დიდითა და მიუთხრა ყოველსა ალექსანდრიასა დიდებაჲ ღმრთისაჲ და საკჳრველებანი წმიდისა მოწამისა მენაჲსი. და ჰრწმენა მრავალსა ერსა წარმართთასა და მწვალებელთასა მას დღესა შინა. განკჳრვებულნი ადიდებდეს ღმერთსა, ვითარ-იგი მეუხებითა მის წმიდისაჲთა განჰკურნებდა ყოველთა სნეულებათა ვიდრე აღდგინებამდე მკუდრეთით, სასწაულნი იქმნეს. და კუალად სხუაჲ საკჳრველი წმიდისა მენაჲსი მეგულების მითხრობად თქუენდა, რომელი იქმნა ალექსანდრია ქალაქსა: II. კაცი ვინმე, სახელით ევპრაპიოს, და განიზრახა გულსა შინა თჳსსა და თქუა, ვითარმედ: „ღმერთმან აღმავსო მე ნიჭთაგან თჳსთა და მომცა მე საფასე დიდძალი. შევქმნნე მე ორნი ბარძიმნი ვეცხლისანი. ერთი მივსცე ტაძარსა წმიდისა მოწამისა მენაჲსა და ერთი იგი დავიყენო სამსახურებელად ჩემდა და შემ(დ)გომად სიკჳდილისა ჩემისა მივსცე იგი გ[ლა]ხაკთა.“ [11r] და მოუწოდა ვეცხლისმჭედელსა ერთსა ჴელოვნებითა და ჰრქუა მას: „მიიღე ჩემი ვეცხლი რჩეული და შექმნენ ორნი ბარძიმნი ერთსახენი, რაჲთა არა ჰმატდეს ერთიერთსა. და ერთსა ზედა დაწერე სახელი მოწამისა მენაჲსი და მეორესა ზედა - ჩემი. და მწრაფლ აღასრულენ და მომართუენ იგინი მე.“ და მან ყო ეგრჱთ, ვითარცა უბრძანა მას და დაწერა თითუეულსა ზედა სახელები. და დაემთხუია წმიდისა მენაჲსი უშუენიერესი მეორისა. და ვითარცა იხილა კაცმან მან, შეშურდა ჭურჭელი იგი წმიდისაჲ მის და თქუა გულსა შინა თჳსა: „მივიდე წმიდისა მის და შევწირო მისსა ჩემი ესე და წმიდისაჲ მის დავეყენო სამსახურებელად ჩემდა და შემდგომად სიკუდილილისა ჩემისა მივსცე იგიცა ტაძარსა წმიდისასა.“ და შევიდა ნავსა და წარვიდა. და ვითარცა ჟამი სამხრისაჲ იყო, მოვიდა მონაჲ მისი და დაუგო ტაბლაჲ და დაუდგა ბარძიმი წმიდისაჲ მის სამსახურებელად უფალსა თჳსსა. და ვითარცა შემდგომად სამხრისა, აღიღო მუნამან ბარძიმი იგი და მოვიდა ზღჳად, რაჲთა განრცხას იგი. და მოჴდა ღელვაჲ და მოუღო ბარძიმი იგი ჴელთაგან მისთა. ხოლო მონასა მას შეეშინა უფლისა თჳსისაგან, ნუუკუე ტანჯოს იგი. და შაიგდო თავი თჳსი ზღჳასა შემდგომად ჭურჭლისა მის. და ვითარცა ცნა კაცმან მან, შეწუხდა ფრიად და იტყოდა: „ვაჲ ჩემდა, რამეთუ ვცოდე ფრიად და შევიშურვე ბარძიმი წმიდისაჲ მის. და ამით წარვწყმიდე მონაჲ იგი ჩემი და დიდად საყუედრელ ვიქმენ ესე ჩემდა. [11v] უკუეთუ ცნან ესე კაცთა, ვითარმედ დავიყენე ჭურჭელი იგი წმიდისაჲ მის სამსახურებელად ჩემდა, რავდენ არა მაყუედრედრებდენ მე. და უკუეთუმცა პირველ მეცნა მე, უმჯობეს იყო ჩემდა ერთისათჳს სამი წილი მიცემად წმიდისა მის და არა შერდომად ესევითარსა სირცხულსა და ყუედრებასა და არამცა წარმეწყმიდა მონაჲ იგი ჩემი უფროჲს ხოლო მწარითა სიკუდილითა. და აწ, უკუეთუ ღირსმყოს ღმერთმან და ვპოვნე ჴორცნი მისნი და დავჰმარხნე, მივსცნე ურნივე იგი ბარძიმნი ტაძარსა წმიდისა მენაჲსა და წარწყმედილისა მის ფასი.“ და ამას რაჲ იტყოდა, მოიწია ნავი ნავთსაყუდელსა. ხოლო იგი ხედვიდა კიდესა ზღჳსასა იმიერ და ამიერ, ჰგონებდა: „ნუუკუე ღელვამან გამოაგდოს გუამი მისი კიდესა ზღჳსასა ჴმელად, ვპუვო და დავჰმარხო იგი.“ ხოლო მენავენი იგი ეტყოდეს მას: „რაჲ არს უგუნორებაჲ ეგე შენი, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ნავითა სლვასა ჩუენსა არასადა გუნახავს და შენ ეძიებ გუამსა მკუდრისასა?“ და კაცმან მან ჰრქუა მათ: „შენდობა ყავთ ჩემთჳს, ძმანო, ვესა(ვ) ღმერთსა და მეუხებასა წმიდისა მენაჲსა, რომელმან დაჭრილნი ჴურცნი აღადგინნა, ვითარცა ძილისაგან. ვინ უწყის, თუ გუამი მისი მიჩუენოს პირველ სიკჳდილისა ჩემისა და არა საყუედრელ ვიქმნე?“ ამას რაჲ იტყოდა, აჰა, ესერა, მონაჲ იგი მისი მოვიდოდა და აქუნდა ბარძიმი იგი ჴელთა მისთა და ჰკითხვიდა მენავეთა მათ თჳსსა უფალსა. იხილეს რაჲ მენავეთა მათ მონაჲ იგი, მიუტ [12r] ყორცეს ნავისა საბელი. და მან შეიპყრა იგი და გამოვიდა ჴმელად. და ვითარცა იხილა იგი უფალმან მისმან, შეიტკბო და ანბურსუყოფდა მას და ეტყოდა: „აჰა, მონაჲ ჩემი სარწმუნოჲ მომკუდარ იყო და აღდგა.“ და ცრემლოოდა ამას ყოველსა ზედა ყოფილსა და იგინი ნუგეშინის ცემდეს სიხარულით და ჰრქუა: „მიხარის და მხიარულ ვარ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან წმიდისა მენაჲს მიერ.“ და მიუთხრეს ყოველთა საკჳრველებაჲ და სასწაულნი ესე, რამეთუ: „მეშინის და ვძრწი, დაღაცათუ შევწირო ყოველი საფასჱ ჩემი ტაძარსა წმიდისა მენაჲსა, არა ესწურებიან ყოველთა შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ არა მოვიჴსენე თქუმული იგი, რომელი წერილ არს, ვითარმედ: ნუ გული გითქუამს მოყუსისა შენისასა. უკუეთუ მოყუსისაჲ არა სათნო არს, რავდენ უფროჲს აწ წმიდისაჲ მის? და აწ, შვილო ჩემო, მითხარ მე, ვითარ შთაჰვარდი შენ ზღჳად და ვითარ იჴსენ?“ ჰრქუა ყრმამან მან: „უფალო ჩემო, ვითარ მივედი მე ზღჳს კიდესა და განვრცხიდი ჭურჭელსა მას, მოჴდა ღელვაჲ და მომიღო იგი ჴელთაგან ჩემთა და ვთქუ, თუ რაჲ სიტყუაჲ მიუგო უფალსა ჩემსა. შემეშინა ფრიად და შთავიგდე თავი ჩემი ზღჳასა. და შთა-რაჲ-ვარდი, ვიხილჱ კაცი ერთი, შემოსილი ნათლითა, და ურნი კაცი მის თანა. და ეტყოდა მათ: „რომელი უდიდებულეს იყო მათსა, შეიპყართ ეგე.“ და მიერ ჟამითგან არღარა განმეშორნეს იგინი ჩემგან, ვიდრემდის მოვიწიე აქა ადგილსა ამას.“ მაშინ ცნა კაცმან მან, ვითარმედ შეეწია იგი მას მოსწრაფედ ჟამსა მას ჭირისასა: „მოწამემან ქრისტესმან, [12v] მენა, გიჴსნა შენ.“ და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან ესევითარი ჴელმწიფებაჲ მისცა წმიდათა მისთა. და მივიდა ტაძარსა წმიდისა მენაჲსა და მისცნა მუნ ორნივე იგი ბარძიმნი და მონაჲ იგი მისცა მსახურად ეკლესიასა მისსა. და მოიქცა სიხარულით თჳსად ქალაქად ქებითა და კუერთხევითა უფლისა მიმართ. და კუალად სხუაჲ საკჳრველი მეგულების მითხრობად წმიდისა ამის, საყუარელნო: III. ჰურიაჲ ვინმე იყო ალექსანდრია ქალაქსა, ვაჭარი, და ქრისტეანისა ვისთანამე დამკჳდრებულ იყო. და უყუარდა ფრიად ურთიერთას ურთავე. და განემზადა ჰურიაჲ იგი წარსლვად ვაჭრობად და მოვიდა სახიდ მოყუსისა მის თჳსისა. და მისცა მას კისაკი თჳსი დაკრძალული საფასითა და დაბეჭდული ბეჭდითა თჳსითა დამარხვად, ვიდრემდის მოიქცეს იგი სახიდ თჳსად და წარვიდა გზასა თჳსსა. და მო-რაჲ-იქცა გზისა მისგან, წარს(ც)ა ქრისტეანისა მისთჳს ძღუენი დამარხვისა მისთჳს საფასეთა თჳსთაჲსა. ხოლო მან მიიღო ძღუენი იგი და განიცინნა და იტყუდა გულსა შინა თჳსსა: „მე აღვიღო მუძღუნებული ესე და უკუეთუ თჳსი იგი ითხოვოს, არარაჲ მიიღოს მისგანი.“ და ჰრქუა ცოლსა თჳსსა: „უკუეთუ შესაძლებელ არს უარისყოფად კისაკი იგი ჰურიისაჲ მის, და უკუეთუ გუაფიცებდეს, ვფიცოთ, რამეთუ ჰურიასა ვეფუცებით და არარაჲ გუევნების.“ და განზრახვითა ეშმაკისაჲთა ურთიერთას ჰბრძოდეს, ვიდრემდის შემოაკრბა მათ ქალაქი იგი და [13r] [მოე]გონა ჰურიასა მას. და მივიდა, ჰრქუა ქრისტეანესა [მ]ას: „მესმა, ძმაო, წმიდისა მენაჲსი, ვითარმედ დიდ არს დიდებაჲ მისი და არცხუენს მათ, რომელნი ცილად ფიცვიდენ. მოვედი და მივიდეთ მუნ, და უკუეთუ არარაჲ მიგეც შენ, წარვიდე მე მშჳდობით.“ ჰრქუა ქრისტეანემან მან: „ვითარ იყოს ეგე, რამეთუ არა შევალს ჰურიაჲ ეკლესიასა ქრისტეანეთასა?“ ჰრქუა ჰურიამან მან ქრისტეანესა: „დაღაცათუ შინა არა შევიდე, დავდგე გარეშჱ, ხოლო შენ შევედ და მეფუცე.“ და ქრისტეანემან მან არაჲ შეჰრაცხა ფიცი იგი და იტყოდა გუნებასა თჳსსა, ვითარმედ: „შემინდოს ფიცი ესე წმიდამან მენა.“ და მასვე დღესა მივიდეს ორნივე ტაძრად წმიდისა მენაჲსა აღსრულებად ფიცისა თჳსისა. ჰრქუა ჰურიამან მან: „გეშინოდენ, ძმაო, ფიც(ი)სა მისთჳს უფლისა და შეიწყალე თავი შენი და რავდენიცა გნებავს, აღიღჱ საფასისა მისგან შენთჳს და ზოგი იგი, რომელი დაგიშთდეს, მომეც მე და ჰფუცავ ნუ.“ ხოლო ქრისტეანემან მან ყოვლადვე არა ინება. მაშინ მოიდრიკნა მუჴლნი თჳსნი ჰურიამან მან და ცრემლით იწყო ვედრებად და იტყოდა: „ღმერთო, რომელმან ღირსმყავ მე შესლვად ტაძარსა წმიდისა და დიდებულისა მოწამისა შენისა მენაჲსა, შენ შუვამდგომელ მექმენ მე ჟამსა ამას შორის ჩემსა და ქრისტეანისა ამის.“ და ჴმაყო ჴმითა დიდითა და იტყოდა: „წმიდაო მოწამეო მენა, დაღაცათუ არა ღირსვარ წოდებად ტაძარსა შენსა და წოდებად სახელსა შენსა, მაჩუენე დღეს ძალი შენი, რაჲთა მეცა გადიდო შენ.“ ხოლო ქრისტეანე იგი შევიდა და არა დაიმარხა შიში ღმრთისაჲ გულსა შინა თჳსსა და ფიცა. და ხედვიდა ჰურიაჲ იგი, რაჲთამცა იხილა სასწაული [13v] ფიცისა მისთჳს და სულგრძელ ექმნა წ[მიდაჲ მენა]. და ვითარცა აღასრულა ფიცი იგი, წარვიდეს ორნივე და წარვლეს მილიონი ერთი. ხლდა ცხენი ქრისტეანისაჲ მის და გარდამოაგდო იგი ქუეყანად. და დაჰვარდა მას ბეჭედი და კლიტჱ, რომელსა შინა იდვა კისაკი ჰურიისაჲ მის. და ძებნა ქრისტეანემან მან ბეჭედი იგი და არა პოვა. განიხარა ფრიად, რამეთუ გარდავარდა ცხენისაგან და აღდგა მრთელი ასოჲთა და ჰგონებდა, ვითარმედ ესე იყო მისაგებელი ფიცისაჲ მის. დააჯდა ცხენსა თჳსსა და წარვიდეს ორნივე ზოგად გზასა ჟამსა სამხრისასა. შეინანა ჰურიამან მან და იტყოდა: „რაჲსა მრწმენა წმიდისა მენაჲსი, რამეთუ საკჳრველებისა საქმენი, რომელნი მესმნეს, არცა ერთი რაჲ ვიხილჱ მათგანი? უკუეთუმცა არა მეფიცა მისდა, ვინ უწყის, თუმცა მცირედთა დღეთა შემდგომად მომცა რაჲმეცა მცირედი მისგან?“ და ცრემლითა იტყოდა: „ვაჲმე, ვითარ ესრჱთ წარწყმიდე ყოველი საფასჱ ჩემი და არა უწყი.“ და მარტოჲ იტყოდა: „მიუტევო ყოველი ზრუნვაჲ ჩემი უფალსა და წმიდისა მოწამესა მენას, ვითარცა სათნო ვარ წინაშე მისსა, ეგრჱთ იყავნ.“ და ვითარცა დასხდეს ორნივე ზოგად, აჰა, ესერა, მოვიდოდა მონაჲ ქრისტეანისაჲ მის და აქუნდა კისაკი იგი საფასითურთ. და იხილა რაჲ იგი, განკჳრდეს ორნივე. და უფალი იგი მ[ო]ნ[ი]საჲ მის შეძრწუნდა ფრიად და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: „ვინაჲ მოხუალ, ანუ რაჲ არს, რომელი-ეგე გაქუს შენ?“ ჰრქუა მონამან: „მოვედ ძალისათჳსცა, მოავლინე უფალმან ჩემმან აღსრულებად ბრძანებისა შენისა.“ ჰრქუა მას უფალმან მისმან: [14r] „ვინაჲ მოგივლინე და რომელსა ბრძანებასა მოხუედ აღსრულებად?“ ჰრქუა მონამან, ვითარმედ: „დღეს მოვიდა მჴედარი ერთი, უფალო ჩემო, ვითარმედ მაღალი და საშინელი დედოფლისა ჩემისა, და აქუნდა ბეჭედი და კლიტე, რომელსა შინა დაგეკრძალა საფასჱ იგი. და ჰრქუა დედოფალსა ჩემსა: „იცნობ ამას?“ და ჰრქუა: „ჵ!“ და ჰრქუა მჴედარმან მან: „ქმარი შენი მევედრა და მომავლინა შენდა და მრქუა: „წარმოეც ჩემდა კისაკი იგი ჰურიისაჲ ჴელითა მონისა შენისაჲთა, რამეთუ ვიგუემები წმიდისა მოწამისა მენაჲს მიერ.“ და მით სრბით მოვიღე კისაკი ესე და, აჰა, ესერა, არს ბეჭედი და კლიტე საფასისაჲ მის, რომელი მოიღო მჴედარმან მან დედოფლისა ჩემისა.“ აღდგა ჰურიაჲ იგი და აღიღო კისაკი იგი მ[ით]ვე ბეჭდითა. ჴმობდა სიხარულით და იტყოდა: „დიდ არს ღმერთი და წმიდაჲ მოწამჱ მისი მენა! და საკჳრველ არს სარწმუნოებაჲ ქრისტეანეთაჲ! და ვინაჲ არს, რომელი არა გესვიდეს შენ, უფალო, და მეოხებასა წმიდისა მოწამისა შენისა მენაჲსა და ჰრწმენეს? აჰა, ესერა, უფალო, მეცა ქრისტეანე ვიქმნე საკჳრველებათათჳს წმიდისა მენაჲსთა.“ [დ]ა მისც[ა] მან მესამჱ ნაწილი საფასისაჲ [მის, რომელი აღ]რაცხა სასწურითა ათასი [დრაჰკანი] და იტყუდა: „შენ თუთ უწყი, [14v] მოწამეო ქრისტესო, რამეთუ წინაშე შენსა ვეტყოდე მას: „რავდენი გნებავს, აღიღე შენთჳს და სხუაჲ იგი მომეც მე“, და არა ინება. აწ მიგცე ესე წინაშე სიწმიდისა შენისა. “ და განეყენა ჰურიაებასა და ნათელიღო მან და ყოველთა სახლეულთა მისთა და შეირაცხნეს საყოფელნი მისნი ქრისტეანეთა თანა. და კეთილად მსახურებითა ადიდებდეს ღმერთსა და წმიდასა მოწამესა მენას, რომელი არცხუენ ყოველთა ცრუთა. და მიერითგან არღარავინ იკადრებდა ფიცად ტაძარსა მისსა არცა სამართლივ, არცა სიცრუვით. ხოლო ქრისტეანე იგი წარვიდა სახიდ თჳსად მწუხარებითა დიდითა. და აღიღო ზოგი მონაგებისა თჳსისაჲ და შეწირა წმიდისა მოწამისა მენაჲსა. და მუნ შეინანა შეცოდებაჲ თჳსი და არა განეშორა ტაძრისაგან მის წმიდისა, ვიდრემდის გამოეცხადა შეწყნარებაჲ სინანულისა მისისაჲ. და ადიდებდა ღმერთსა და წმიდასა მოწამესა მენას. და დაიძინა მშჳდობით ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!

A-70

[446r] თუესა დეკენბერსა ი. წამებაჲ წმიდისა მინაჲსი და ერმოგინე და ევღრაფოჲსი, გუაკურთხენ, მამაო!

ქრისტეს მადლთა მოფენასა და ეკლესიათა აღორძინებასა სიკუდილი განქარდა და აღდგომაჲ გამოჩნდა, რომლისა მოწაფენი მსწრაფლ სახეთა სატანჯველთა მათ ზედა მწევნულთა შეიწყნარებდეს და მტერსა თჳსსა სძლეს. რომლისათჳსცა მე, საწყალობელმან ათანასი ალექსანდრისა ეკლესიისა ებისკობოსი, ღირს ვიქმენ მადლითა ქრისტესითა მითხრობად კათოლიკე ეკლესიათა მიმართ შემდგომითი შემდგომად აქა ყოფილი საქმე. და ჴელითა მოყუსისა ჩემისა, მალიად მწერლისაჲთა დავაწესე სახელით განთქუმულთა მათ კაცთა, რომელნი აწ ქრისტეს მიერ იწამნეს, რომელთაცა სხურებაჲ სისხლთა მათთაჲ აქამომდე იხილვების და სურნელებაჲ ყოველთა მიეფინების, ხოლო ყოველნი კაცნი, რომელნი სენითა სნეულებისაჲთა შეპყრობილ იყვნიან, ნაწილთა მათთაჲ მუნთქუჱსვე განიკურნებიან.
ხოლო შემდგომად გარდამოსლ[446v]ვისა კაცთმოყუარისა ქრისტესა ჩუენდა, წელსა ორას სამეოცდამეექუსესა, სარწმუნოებისათჳს იქმნა საშჯელი ალექსანდრიას საქმეთათჳს კაცთა შორის საჩინოთა ქალაქისათა. და მრავალგზის თჳთმპყრობელმან მაქსიმიანოს ინება დაჴსნაჲ და ვერ შეუძლო. უკანაჲსკნელ მოწერა წიგნი სამეფოსა ჴელმწიფებისა მისისასა მისვე საქმისათჳს სასჯელი მოწევნად. და უკუანაჲსკნელ გულისჴმაყო მაქსიმიანოს და წარმოავლინა კაცი ვინმე ბრძენი და გულისჴმისმყოფელი და ფრიად მეცნიერი სწავლითა, რომელსა ეწოდა მენა, რაჲთა მის მიერ აღესრულოს ფიცხელი სასჯელი, რომელ ვითარცა მოიწია ალექსანდრია ქალაქსა, რაჲთა წარჰმართოს გზაჲ საქმისათჳს და მიწეროს მეფისა მაქსიმიანესსა დაჴსნაჲ სასჯელისაჲ მის.
ხოლო მენა ფრიად მორწმუნე იყო ქრისტეს მიმართ, არამედ არა გამოაცხადებდა თავსა თჳსსა ქრისტეანედ. და იყო ქალაქსა შინა წელიწადი ერთი და ნაწილი რაჲმე ქრისტეანობისაჲ განაცხადის და მოიხილავნ სნეულთა. ჴელის დადებითა ნიში ჯუარისაჲ გამოსახის და მუნთქუჱსვე განიკურნებოდეს ბოროტისა სენისაგან. და მრავალნი მკელობელნი განკურნნა და კერპნი დაამჴუნა.
მაშინ მოძღუარმან ღმრთისმსახურებისამან, მჴეცებრ განძჳნებულმან მას ზედა, მიწერა წიგნი მეფისა და აუწყა საქმე მისი. და ვითარცა აღმოიკითხა წიგნი იგი მაქსიმიანოს, აღივსო გულისწყრომითა და განიზრახა, რაჲთა წარავლინოს მისსა ერთი წარჩინებულთაგანი, და სათნო უჩნდა თანამზრახვალთა მისთა. და წარმოავლინა ერმოგინე დიდებული ეპარახოზი [447r] თჳსი, რამეთუ ყოვლითა გულისჴმისყოფითა შინაგან მხედველ იყო ათინელი ნათესავით, რამეთუ გამოცდილ იყო ყოველსა ჴელოვნებასა სიბრძნისასა და კეთილისმყოფელ იყო გლახაკთა მიმართ და ნაკლულევანთა.
რომელი ვითარცა მოიწია მაქსიმიანეს მიერ მეფისა, იხილა ღამით ჩუენებასა სამნი კაცნი შემოსილნი ბრწყინვალებითა, რომელნი ეტყოდეს, ვითარმედ: „წარვედ, წარვედ, იცან მეფე ქრისტე, ღმერთი ჭეშმარიტი, რომლისა იქმენ შენ მისსა ძღუნის მიმღებელ და მრავალნი მოიყვანენ მისსა სადიდებელად შენდა.
ვითარცა განიღჳძა, ჰგონებდა, ვითარმედ ქუეყანისა დიდებისაჲ არს ჩუჱნებაჲ ესე და სასტიკებით მოუწოდა მსახურთა და განვიდა გულისწყრომითა დიდითა და ენება აღსრულებად ბრძანებაჲ მეფისაჲ. და მოსწრაფებითა შფოთისა მისგან აღიძრა ყოველი ქუეყანაჲ და ნავნი, რომელნი ზღჳთ მოვიდოდეს, ვითარცა არმურისაგან ვნებათაჲსა. გულისჴმაყვეს შიში იგი ჰამბვისაგან და წარმოემართნეს. და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, აღიძრა ამბოხი დიდძალი, საყჳრითა და ბობღნითა მრავლითა სახიობითა განვიდეს გარეშე ქალაქსა შემთხუჱვად მისსა. და ესრეთ შევიდა ქალაქად. რაჟამს დამწუხრდა და განიყარა კრებული იგი, დაშთა მარტოჲ.
მას ჟამსა ღონე იძია მენა, ევედრა მეკარესა და შევიდა მისსა. და ვიდრე დაჯდა მსაჯული, მოიდრიკა თავი თჳსი მენა, თაყუანისცემაჲ შეწირა და ჰრქუა: „გიკითხავ, ჵ, მსაჯულო, რაჲსა მიზეზისათჳს იყო მოსლვაჲ შენი აქა მამულსა შენსა სამკჳდრებელსა? ხოლო მსაჯულმან გარემიიქცია პირი თჳსი და ჰრქუა: „რაჲსა სიყუარულითა, ვითარცა სიტყუა ჴელოვნებასა წარმოიღებ, რეცა ლიქნით მეტყჳ? მცირედღა [447v] დამაცალე და გან-რაჲ-თენდეს, განვაცხადო, რომელი წინააღმდგომი იყოს წინაშე ურაკპარაკთა სახილავსა და ჰპოო შენ, რომელნი გელიან შენ ძნელად.
და უბრძანა მისი მცველითა დაკრძალვაჲ და კრძალვაჲ აუწყა ჭეშმარიტებით. და ვითარცა განთენა, უბრძანა წინაწარმოდგინებად ქრისტეს მჴედარი იგი. და ქადაგნი ჴმობდეს, რაჲთა ყოველი სიმრავლე მოვიდეს ერთად. ხოლო ერისა მის სიმრავლე, ვითარცა ქჳშაჲ წულილი არმულისაგან აღძრული, შემოკრბა.
მაშინ წარდგა მენა წინაშე მსაჯულისა, არა თუ ვითარცა სასჯელსა, არამედ თჳთ ვითარცა მსაჯული. განუყარა ჴელი, დაწყნარებულითა სიტყჳთა ეტყოდა სამ ჟამითგან ვიდრე მეშჳდედ ჟამადმდე მრავალსახე იგი შეზავებული მიდევნებაჲ ამაოჲსაჲ მორჩილებისაჲ დაჰჴსნა. ხოლო ქრისტესი კაცთა თანა გარდამოსლვაჲ აუწყა ჭეშმარიტებით, ვიდრემდის ღაღად-ყო ყოველმან ერმან და თქუეს: „ერთ არს ღმერთი, დიდ და ძლიერ, რომელი მაუწყა ჩუენ მენა, და გურწამს ყოველთა მის მიერ თქუმული. ვითარცა იხილა მსაჯულმან უფროჲსი ერისაჲ მის, ვითარმედ ჰრწმენა მენაჲსი, განუტევა ერი.
და განთიად მოუწოდა მენას, დაადგინა ურაკპარაკსა მას და კუალად სამგზის ამხილა და წინააღუდგა მას სიტყჳთა. და უბრძანა მსაჯულმან მოკუჱთაჲ ტერფთა მისთაჲ და აღმოჴდაჲ თუალთაჲ და ენაჲ აღმოკუჱთად ძირითურთ. და დაშთომილი იგი გუამი ბრძანა დამარხვად, რაჲთა გან-რაჲ-თენდეს, მიუგდოს მფრინველთა ჴორცისმჭამელთა, მათ მიერ განილიოს და არა იპოს ნაწილთა მისთაგანი.
ხოლო ღამესა მას, მესამესა ოდენ ჟამსა, ბრწყინვალე [448r] იქმნა საპყ[რო]ბ[ილ]ე და გარდამოჴდა თავადი ქრისტე ბრწყინვალებითა თჳსითა. და აღადგინა ახოვანი იგი მოწამე თჳსი მენა და უვნებულყო განცხოველებული. და შთაჰბერა მას სული ცხოველი, განამხიარულა ყოვლითურთ, განა ძრიელა გუამი მისი და ჰრქუა: „ნუ გეშინინ! მე ვარ და ვიყო შენ თანა. ხოლო მსაჯული ერმოგინე, რომელსა ჰგონებ მტერ შენდა, ვყავ იგი მოყუარე შენდა, რამეთუ მოიჴსენა მეცნიერებისა ესე ზრახვაჲ და წინაშე ჩემსა ყო ნებაჲ მისი. და იგი განმიწესებიეს მოყუას შენდა მოქალაქე. და არღარა მოიღო გამოცდილებაჲ სატანჯველთაჲ, ხოლო სახელი თქუენი დაწერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.
ხოლო მსაჯული ერმოგინე მღჳძარე იქმნა ღამესა მას და გულისჴმაყო, რაჲ-იგი შეემთხჳა წმიდასა მოწამესა მენას. და ტ[იროდა მწარედ და იტ]ყოდა, ვითარმედ: „უსამართლო უყავ მართალსა მას და არცა ერთი რაჲ სარგებელი სულისა ჩემისაჲ მოვიგე. და ცრემლოოდა ვიდრე ცისკრამდე და იტყოდა თავით თჳსით: „დაღაცათუ განრისხებითა აღვავსე და ვითარ მოვაკუდინე ესევითარი მლევანი კაცი. არამედ აწ უწყი, ვითარ ვყო: წინაშე ურაკპარაკსა დავსხნე წმიდანი ჴორცნი მისნი, ვტიროდი მათ ზედა და საცნაურსა ადგილსა და ბრძანო დამარხვაჲ მისი, რაჲთა მცირედ რაჲმე დავაცხრო მწუხარებაჲ მისი.
უბრძანა და ჴმაყვეს ქადაგთა და შემოკრბა სიმრავლე იგი, რომელსა ვერ იტევდა თეატრონი. და დაჯდა მსაჯული იგი. და ვითარცა უბრძანა, რაჲთა მოიღონ დაშთომილი [წმიდათა] ჴორცთა მისთაჲ. წა[რა]ვლინნეს ხუთნი მსახურთაგანნი. მიიწინეს რაჲ, პოვეს უფროჲსა[დ] [448v] [განბრწყინვებული და მხიარული], ვიდრე გ[უ]ში[ნ და] ძოღან და ანგელოზნი ღმრთისანი დგეს წინაშე მისსა. ხოლო კაცნი იგი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და აღიარეს უფალი იესუ ქრისტე და არა ინებეს გამოსლვაჲ საპყრობილისაგან. ვითარ მრავალი ჟამი წარჴდა, წარავლინნა სხუანი მსახურთაგანნი. იხილნეს მათცა ანგელოზნი იგი, შეუვრდეს წინაშე მათსა და ევედრნეს წმიდასა მას წარსლვად თეატრონსა.
ხოლო წმიდაჲ იგი წინაუძღოდა მათ და ვიდოდა ფერჴითა მტკიცედ, თუალითა იხედვიდა ბრწყინვალედ, ენითა იტყოდა მალიად ჴმითა მაღლითა. მი-რაჲ-იწია, მიეახლა მსაჯულსა და ჰრქუა: „გიხაროდენ, დიდებულო და ნეტარო, კეთილთა საქმეთა მიერ! აწ უკუჱ მიხილე და მიცან და გულისჴმაყავ ძლიერებაჲ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისაჲ, რამეთუ შენ გუშინ იწყე, ვითარცა მგელმან, აღ[ჭრად ასოთა ჩემთა და უფალი იგი ჩემი მოვიდა ჩემდა ზეგარდა]მო და განმაახლა მე და შენიცა ჰნებავს თჳსსა სახლეულყოფაჲ. აწ იხილე, რომელმან გუშინ დაშჭრენ ჴორცნი ჩემნი უჯეროდ და დღეს ხედავ მტკიცედ სლვითა და აღმომჴადენ თუალნი და აწ უმეტესად მხედველ არიან. და ენაჲ, რომელი ძირითურთ აღმომკუჱთე, აწ, ესერა, მეტყუჱლებით ვჴმობ. და ნუ წინააღუდგები მას, რომელსა ჰნებავს ცნობაჲ შენი და მეცნიერებისა ჭეშმარიტებისსა მოსლვაჲ, რამეთუ ჯერარს შენდაცა შესუმად სასუმელი ესე. მაშინ ჴმაყო სიმრავლემან ერისამან და იტყოდეს: „სიბრძნისმოყუარებით აქებდ, რომელი გუშინ მახჳლითა დაიჭრებოდე და ჴმითა ტკბილითა დღეს მაღლად იტყჳ ძალითა ქრისტესითა და ჩუენ ვიცანთ ჭეშმარიტი ღმერთი, შენ მიერ ქადაგებული. დაადგრა ვიდრე სამ ჟამამდე სიმრავლე იგი ერისაჲ, [449r] არა უნდა წარსლვის და აღივსებოდეს მოძღურებითა წმიდისა მენაჲსითა.
მაშინ მსაჯულმან მან და მთავართა ერისათა იხილნეს ორნი ანგელოზნი ბრწყინვალენი, რომელნი ჰფარვიდეს ფრთეებითა და აგრილობდეს ნეტარსა მენას. ხოლო მსაჯული იგი ძრწოდა და იტყოდა გულისა შინა [თ]ჳსსა, ვითარმედ: „ჭეშმარიტი ღმერთი გუაუწყა ჩუენ ტკბილადმეტყუჱლებითა თჳსითა მენა, რამეთუ კეთილ არს ქრისტეს მიმართ სარწმუნოებაჲ საცხორებელად. ხოლო მე აღვიარებ მას ღმერთად, რომელნი ესევითარნი შემწენი განუმზადნა მოყუარეთა თჳსთა. ამაოდ დავშუჱრ ცუდთა კერპთა მიმართ შერაცხვად და შეტყუვილი მათი ჭეშმარიტებად შევჰრაცხე. ხოლო აწ შეუვრდები წინაშე წმიდისა ამის [და კეთილადმოქალაქისა ჩემისა, რაჲთა] მიერ მივიწიო გზასა სამართლისასა.
აღდგა საყდრისა მისგან და მიისწრაფა წინაშე წმიდისა მენაჲსსა და ვერ იკადრა მიახლებად, რამეთუ მახლობელად მისსა დგეს ანგელოზნი და მცირედ განშორებულად უკუმოიქცა იგი. ხოლო სიმრავლე ერისაჲ ჴმობდეს და იტყოდეს: „დაითმინე, მსაჯულო, და ნუ წარხუალ, ვითარმედ ვიცანთ ჭეშმარიტებისა სიტყუაჲ სიბრძნისმოყუარისა მაგისგან. მას ჟამსა მსაჯულმან მან დაიმდაბლა თავი თჳსი და თაყუანი სცა წმიდასა მას, მიეახლა და ამბორსუყო. და უპყრა ჴელი და განაშორა ერისა მისგან და ეტყოდა: „გევედრები წმიდასა მაგას ქნარსა სულიერსა, ტკბილად მეტყუჱლსა მოწამესა და შუენიერსა ჭეშმარიტებისა ნათელსა და ღელვაგუჱმულთა ნავ[თ]საყუდელსა, რაჲთა ლოცვა ჰყო ჩემთჳს, რამეთუ ვიხილე განსაკჳრვებელი სასწაული და შენ მიერ დღეს მრწამს ქრისტე ღმერთი, რომელსა შენ ჰქადაგებ, არამედ ორგულებ ნუუკუჱ არა შემიწყნაროს მე ქრისტემან, რამეთუ პირველ ვჰმსახურებდი მე კერპთა. და ჰრქუა მას წმიდამან [449v] [მე]ნ[ა]: „[ნუ შეორ]გ[ულდებ]ი, არამედ გრწმენინი, რამეთუ წადიერებით, რამეთუ ღმერთი კაცთმოყუარე არს, ძჳრუჴსენებელ და ფრიად მოწყალე. და მეცა გამომიცხადა უფალმან სიმტკიცე სარწმუნოებისა შენისაჲ, რამეთუ სახელი შენი დაწერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა. შეიტკბნეს ურიერთარს და ამბორსუყვეს.
და უბრძანა მსაჯულმან განტევებაჲ ერისაჲ და უბრძანა, რაჲთა ხვალისა კუალად შემოკრბენ ერთად. და დაშთეს მარტონი მსაჯული და წმიდაჲ იგი. და ღამე ყოველ, ვიდრე განთენებადმდე, განუცხადა ჭეშმარიტად სარწმუნოებაჲ ქრისტესი. და ვითარცა განთენა, ქადაგნი ჴმობდეს და სიმრავლე ერისაჲ კუალად შემოკრბა.
და ესმა საკჳრველებაჲ იგი ათცამეტთა ებისკოპოსთა. მოვიდეს ერთობით წმიდისა მის. და მრავალნი წარმართთაგანნი მოვიდეს ხილვად და სმენად [ყოფილი იგი საქმე ჴსნისაჲ, რომელსა] გამოუჭეშმარიტებდა მათ წმიდაჲ იგი მოწამე. აღდგა მას [ჟამსა] მსაჯული იგი და ჴმაყო წმიდისა მოწამისა მიმართ და ეტყ[ოდა], ვითარმედ: „კეთილისათჳს დაისა[ჯე], რამეთუ სიბრძნით მასწავე ჩუენ სარწმუნოებაჲ ქრისტესი, ჵ, ყოვლადკეთილო მოწამეო. ესე რაჲ თქუა მსაჯულმან, ღაღადყო ყოველმან კრებულმან და თქუჱს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ, რომელმანცა მოიყვანა მსაჯული მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა.
მას ჟამსა წარავლინა ნეტარმან მან მენა თჳსი მწიგნობარი, რაჲთა მიიღოს წყალი. აღიღო წყალი იგი და მიუპყრა ღმრთისმოყუარეთა ებისკოპოსთა. ხოლო მსაჯული იგი წარდგა წინაშე მათსა და მოუდრიკა თავი თჳსი, აკურთხეს იგი და დაასხეს მას ზედა. ხოლო ნეტარმან ერმოგინე მადლითა ქრისტესმიერითა და ლოცვითა მათ წმიდათაჲთა მოიღო სული ზეგარდამო მეორედ შობისაჲ მოსატევებელად ცოდვათა, [450r] აღდგომასა ცხ[ორებაჲ საუკუნო]ჲ სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ჴელთა დასხმითა ათცამეტთა ებისკოპოსთაჲთა და თანადგომითა ჩემ გლახაკისაჲთა. მუნთქუჱსვე მიიღო პატივი ებისკოპოსობისაჲ.
ხოლო დღესა მეექუსესა განუყო ყოველი მონაგები თჳსი და საფასე გლახაკთა და ახარებდა სარწმუნოებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. და ნათელსცემდა ყოველთა და ასწავებდა ათასეულთა. და რომელნი გუჱმულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა, მუნთქუჱსვე განჰკურნებდა და დაშთომილთა კერპთა შეჰმუსრვიდა და ბაგითა მათითა დაამჴობდა მადლითა ქრისტესითა. და განბნეული სჯული ერთად შემოკრიბა.
ხოლო ერთმან ვინმე კრებულისგან უსჯულოთაჲსა, სახელით ოსტიკოს, მიისწრაფა და უთხრა მეფესა მაქსიმიანოს ყოველი ესე ყოფილი, ვითარმედ: „მსაჯული და სიკლიტიკოსი სიბრძნისმოყუარენი ქრისტეანე იქმნნეს და ყოველი ქალაქი და სოფელი აღმოსავალით კერძონი მიაქცივნეს თაყუანისცემად ჯუარცუმულისა და შუჱნიერად შემკობილნი ტაძარნი ღმერთთანი დაჰჴსნნეს და დაარღჳვნეს. აწ უკუეთუ არა ისწრაფოს თჳთმყპრობელმან მეფობამან შენმან, არცა ხოლო აღმოსავალით კერძო, არამედ ყოველსა სოფლებსა, რომელი ჰრომთა საჴელმწიფოსა არს, თჳსად მიაქცევენ.
ვითარცა ესმა ესე მეფესა, აღივსო გულისწყრომითა უსაზომოდ. და აღიქუა მჴედარი ასი ათასი ძლიერი და წარვიდა ეგჳპტით. და შეიპყრა ნეტარი ებისკოპოსი ერმოგინე და მჴედარი ქრისტესი მინა.
და წინაშე ურაკპარაკსა წარმოადგინნა იგინი განშიშულებულნი და ეტყოდა მათ გულისწყრომით: „აწ უკუ[ე] მითხარ, რაჲ შეგემთხჳ[ა] [450v] [შენ, ერმოგინე, ანუ არა] ყოველთა შემწედ დაგადგინე და ჴელმწიფე ზღუასა და ჴმელსა ზედა გყავ შენ და ყოველთა მთავართა ჩემთა ზედა უმთავრესად დაგადგინე და წარმოგივლინე, რაჲთა კაცი ესე განთქუმული და საცნაური მოაქციო? და მაგის მიერ შენ შეცთომილ იქმენ სწავლათაგან მისთა, რაჲმე იხილე ამაოჲსა და ცუდისა სწავლისა მისისაჲ. და ესრეთ დაემორჩილე და წარსწყმიდე საჩინოჲ შენი და დიდებულებაჲ მთავრობისა შენისაჲ. და ემსგავე მათ, რომელნი თეატრონსა შინა საბასრობელ იქმნიან.
და ვითარცა იწყო მეფემან მათდა მიმართ, აჰა, ესერა, ორნი ანგელოზნი, რომელნი იყვნეს პირველითგანვე მენაჲს თანა, გამოჩნდეს ელვარენი ნათლად, ჰფარვიდეს მოწამეთა ქრისტესთა და ეტყოდეს: „განძლიერდით, რამეთუ მოვიწიენით შემწედ თქუენდა.
და მაშინ მიუგო [სამგზის სანატრელმან ერმოგინე] და ჰრქუა: „მნებავს გულისჴმისყოფად შენდა, თჳთმპყრობელო მეფეო, რომელი ვიხილე და ვყავ მის მიერ ესე. და მეწამების მე ერი ესე ყოველი და გაუწყო ყოველი ესე ყოფილი. რამეთუ ვითარცა-ესე სასტიკებითა და გულისწყრომითა მოიწია თჳთმპყრობელობაჲ შენი, ეგრეთვე მსგავსად მეცა სასტიკებით და წარმდებებით, შინებითა და ზარითა მოვიდოდე მართლისა ამის და წმიდისა კაცისა ზედა. და ვპოვე კაცი ესე განსრულებული ქრისტეანე და ვისწრაფე აღსრულებაჲ ბრძანებათა შენთაჲ მსწრაფლ. და აღმოვჰკუჱთენ ფერჴნი და აღმოვჰჴადენ თუალნი და ენაჲ ძირითურთ აღმოვჰფხუარ. და განთიად მენება დაშთომილთა მათ ჴორცთა მიცემაჲ მფრინველთაჲ. გან-რაჲ-თენა, ვპოვე ეგე უფროჲსად შუჱნიერი პირველისა, და რომელმანცა [451r] იხილა სასწაული ესე, და ორგულებდა აღსარებად ღმრთისა ცათაჲსა, რომელმან ესევითარი სასწაული ქმნა. ხოლო შენ აწ რომელი გეგულების ყოფად, ყავ ადრე და რომელი არა მოგიგონებია, მე შეგაჴსენო: მჴეცთა მიგუეცენ შესაჭმელად, გინა სიღრმესა ზღჳსასა შთაგუთხიენ, გინა ასონი ჩუენნი განათჳსენ, ვითარცა მე უყავ განმანათლებელსა ჩემსა მენას, რომელი-ესე განანათლებს დაბნელებულთა თუალთა, რომელმან ესე ჭეშმარიტებისა ნათლითა განმანათლა მე.
მაშინ განრისხნა მეფე იგი და ბრძანა ლახურითა განგუმერაჲ მუცლისა მისისაჲ და ჴელნი მისნი მჴართაგან ჩამოკუჱთად და ფერჴნი მუჴლთაგან მოკუჱთად, ხოლო იგი მიცემად ცეცხლსა, დაჭრილთა მათ ასოთაჲ ბრძანა მდინარესა შთაყრად, რომელი მახლობელ იყო მუნ. ხოლო წმიდაჲ მენა შთამოჰკიდა საპყრობილესა შინა ბნელსა და ლოდი ფრიად მძიმე შთამოჰკიდა ფერჴთა მისთა და უბრძანა ქალაქსა შეურაცხყოფად მისსა.
ხოლო ღამესა მას მოიწივნეს ანგელოზნი ღმრთისანი და შეკრიბნეს ჴორცნი სამგზის სანატრელისა ერმოგინესნი მდინარისა მისგან. მოვიდეს საპყრობილესა მას, სადა დამოეკიდა ნეტარი მენა, გარდამოჰჴსნეს იგი და განაცხოველნეს ორნივე იგი და განაძლიერნეს უფროჲსად გულსმოდგინედ. ვიდრე ცისკრამდე ზრახვიდეს ურთიერთას და ესრეთ იტყოდეს, ვითარმედ: „ჩუენ თქუენ თანა ვართ ფარულად, ნუ ჰგონებთ, ვითარმცა განგეშორენით თქუენგან ყოვლადვე.
ხოლო მეფე მას ჟამსა დაჯდა და შჯული დაწერა შეურაცხყოფად ქალაქი იგი. და ტყეებაჲ დიდი იქმნა ბრძანებისათჳს მეფისა, რამეთუ ეტყოდა მაქსიმიანე სიმრავლესა ერისასა: „სადა უკუჱ არს [451v] [ძა]ლი იგი გალილეველთაჲ? რამეთუ, აჰა, ესერა, ერმოგინე შეურაცხ იქმნა და მდინარესა შთაითხია, ხოლო მენა მიიღო სიკუდილი ძაღლებრ, რომლისათჳსცა თქუენცა შეურაცხ იქმნებით, რამეთუ მათ ესევდით. ამისთჳსცა ქალაქი თქუენი შეურაცხ იქმნეს.
მას ჟამსა წარდგეს პირისპირ ნეტარნი იგი მოწამენი და ჰქრუეს, ვითარცა ერთითა პირითა: „დაეყენენ სიტყუაჲ შენი, მეფე, რამეთუ ჩუენ ქრისტეს მეუფისა უკუდავისა მჴედარ ვიქმნენით და არა დავემორჩილებით განხრწნადსა მეფესა. რამეთუ არცა ცეცხლმან, არცა მახჳლმან, არცა შუამან მჴეცთამან, არცა სხუათა სატანჯველთა შემიძლონ ჩუენ განყენებად სიყუარულსა ქრისტესსა. აწ უკუჱ, რომელი გეგულების ყოფად, ისწრაფე, რამეთუ გუსურის ჩუენ მისლვად მეუფისა ჩუენისა ქრისტესა.
მას [ჟამსა] მწ[ი]გნობ[ა]რმან წმიდისა მენაჲსმან, ევღრაფოს, მიუგეს და ჰრქუეს: „რაჲ სარგებელი შენდა, ჵ, მეფე, მოსლვითა შენითა ჩუენ თანა, რამეთუ არარაჲ შესძინე, რომლისათჳს მოხუჱდი. რამეთუ მო-რაჲ-ხუედ ჩუენ ზედა, ვითარცა ლომი, იზახდი, ხოლო აწ მიიქეც, ვითარცა მელი მოშიშებითა უსუსურად. არამედ დასცხერ წარმდებისა მაგისგან ბოროტად ზრახვისა შენისა და აღიმცირე ამაოებისა ეგე გულისსიტყუაჲ შენი, რამეთუ ვერ შემძლებელ ხარ დასასრულსა საქმისასა. ამის გამო თანაგაც შენ მწუხარებაჲ მარადის, ხოლო ჩუენ - სიხარული სამარადისოჲ.
მაშინ განრისხნა მეფე გულისწყრომითა დიდითა სიტყჳსგებისა მათისათჳს. და წმიდაჲ იგი მწიგნობარი და ევღრაფოს აღასრულნა მახჳლითა ბილწითა ჴელითა თჳსითა. და წმიდათაჲ მათ პირველ დაშჯილ [452r] თაჲ ბრძანა მახჳლითა აღსრულებაჲ. ხოლო ნეტარმან მენა ითხოვა მისგან სათხოველი, რაჲთა დაიმარხოს გუამი მისი ბიზინტია ქალაქსა. და მაქსიმიანე არა ინება სათხოველი იგი მისი აღსრულებად, არამედ ჩასხნა გუამნი მათნი რკინისა გოდრუცსა და ზღჳასა შთაყრად. და თჳთ წარვიდა ბიზინტიად სავსე სიხარულითა.
ხოლო შემდგომად ოცისა დღისა მოიწია კიდობანი იგი ბიზინტიად, დღესა კჳრიაკესა, მახლობელად ქალაქისა, კიდესა ზღჳსასა. და შუაღამეს ოდენ ქალკიდონით კერძო შეეკრა ლოსკუმასა მას, სადა წმიდანი იგი ეჩუჱნნეს. სუჱტი ნათლისაჲ ბრწყინვალე და ორნი ანგელოზნი ბრწყინვალენი ხილვითა ნათლისაჲთა დგეს ნაწილთა თანა წმიდათასა.
და აუწყეს ანგელოზთა მათ ებისკოპოზსა ქალაქისასა მოსლვაჲ წმიდათაჲ მათ და ასწრაფებდეს მასვე ჟამსა მოყვანებასა მისსა. ხოლო ებისკოპოზმან შემოკრიბნა მღდელნი მოსწრაფებით და კაცნი სარწმუნონი და სათნონი. იხილეს ნათელი იგი, მივიდეს და დადგრეს კიდესა ზღჳსასა ყოველნივე იგი და ერთობით ხედვიდეს ანგელოზთა ღმრთისათა, რომელნი ჰმსახურებდეს წმიდათა მათ ნაწილთა.
და მოსცნეს იგინი ებისკოპოზსა მას და მღდელთა და ეტყოდეს, თუ ვითარ ჯერარს განსუჱნებაჲ წმიდათა მათ ნაწილთაჲ. ხოლო მათ მიიხუნეს და დასხნეს დაფარულთა ადგილთ[ა] საუნჯეთა შინა ეკლესიისასა, ვიდრე აღსრულებადმდე მაქსიმიანესსა, რომელი შემდგომად ორისა თჳსა ტა[ნ]ჯული ფარულად ანგელოზისა მიერ მოიკლა. სწრაფითა დიდითა მაშინ დასხნეს პატიოსანი იგი ნაწილნი წმიდათანი მახლობელად კიდესა ზღჳსასა საცნაურ[ად] [452v] ქალაქისა და ყოვლისა სოფლისა საკურნებელად სნეულთა და ცოდვილთა მოსატევებელად ცოდვათა და მოგზაურთა კუჱრთხად ძლიერებისად და მენავეთა ნავთსაყუდელად. და ესრეთ ერთობით წინამბრძოლთა მიიღეს წამალი ჴსნისაჲ და გჳრგჳნი ძლევისაჲ ასპარესსა მას კეთილად მსახურებისასა.
და აღესრულნეს თუჱსა დეკენბერსა ათსა ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა შუჱნის დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!
აწ ისმინენით , ძმანო, საკჳრველებანი, რომელნი ქმნნა ღმერთმან ჴელითა მონისა თჳსისა მენაჲსითა:
კაცი ვინმე, ფრიად მდიდარი, და მოვიდა ალექსანდრია ქალაქსა საჴმრად ვაჭრობისა. და ესმნეს საკჳრველებანი და კურნებანი, რომელთა ჰყოფდა წმიდაჲ მენა. და თქუა თავით თჳსით, ვითარმედ: „მეცა მნებავს მისლვად და ლოცვად ტაძარსა წმიდისა მენაჲსა და თაყუანისცემად წმიდათა ნაწილთა მისთა და მიცემად მუნ მცირედი რაჲ ევლოგიაჲ საფასეთა ჩემთაგან, რაჲთა შემეწიოს მე ღმერთი მეოხებითა მის წმიდისაჲთა.
აღდგა და მოიღო მის თანა კისაკი ოქროჲთა და შევიდა ნავსა და წიაღჰჴდა ზღუასა. და ვითარცა გამოვიდა ნავით, მიემთხჳა პანდუქიონსა ერთსა და ითხოვა სადგური, რამეთუ მწუხრი იყო დღე. და ჰრქუა მეპანდუქიონესა: „მოყუას, ყავ ჩემ თანა წყალობაჲ და შემიწყნარე სახედ შენდა ვიდრე ცისკრადმდე, ვერ ვიკადრებ მარტოდ სლვად გზასა ჩემსა.
ჰრქუა მეპანდუქიონემან მან: „შევედ, ძმაო, და განისუჱნე სახიდ შენდა ვიდრე ცისკრადმდე. შევიდა კაცი იგი და დაჯდა. ხოლო მეპანდუქიონემან მოიღო ტაბლაჲ და დაუდგა წინაშე მისსა. და ვითარცა ჭამაჲ, ენება და [453r] [ძინების.
და იხილა მეპ]ანდუქიონემან კისაკი კაცისა მის თანა. მაშინ შევიდა ეშმაკი გულსა მისსა, რომელი მარადის ჰბრძავს ნათესავსა კაცთასა. და ვითარცა დაიძინა კაცმან მან, აღდგა მეპანდუქიონე იგი, აღიღო მახჳლი და მოკლა კაცი იგი. და მოიღო კისაკი იგი ყოვლითა მით საფასითა და თქუა გულსა თჳსსა: „რაჲ უკუჱ ვყო? ნუუკუჱ იხილოს ვინმე, რაჲ-ესე ვყავ და აუწყოს მეფესა. არამედ დავჭრნე ასონი მისნი, შთავსხნე გოდორსა და შთავაგდო ზღუასა. და ყო ეგრე, რაჲთა პოოს ჟამი და შთააგდოს ზღუასა. და ვიდრე ამას ჰყოფდა, განთენდა და აღმოჴდა მზე. შეეშინა იგი შთაგდებად წყალსა და აღიღო თავი მისი, რაჲთა დამუსროს და შთადვას გოდორსა.
და, აჰა, ესერა, მოიწია წმიდაჲ მოწამე ქრისტესი, მენა, ცხენითა სრბით ერითა მრავლი[თა, ვითარცასახედ მეფისა] მიერ მოვლინებული. და ვითარცა მოვიდა წმიდაჲ იგი, იხილა მეპანდოქიონემან მან. შეეშინა და მყის აღიღო თავი, დამოჰკიდა შორის პანდიქიონსა მას და არა უწყოდა, რაჲმცა ყო შიშითა.
და მო-ხოლო-იწია წმიდაჲ მოწამე მენა და განაღო კარი სახლისაჲ მის, შეიპყრა მეპანდუქიონე იგი და ეტყოდა: „მითხარ მე ჭეშმარიტი, რომელი სადგურსა შენსა დგა? ხოლო მან უვარყო და თქუა, ვითარმედ: „არავინ დადგომილ არს. ჰრქუა მას წმიდამან მენა: „უკუეთუ შენ არა გნებავს აღსაარების, მე ვპოო იგი. და მასვე ჟამსა აღიღო გოდორი იგი წმიდამან და პოვა მას შინა თავი კაცისაჲ მის სხუათა ასოთა თანა, სიმრავლე მჴედართაჲ მის თანა. მაშინ მეპანდუქიონემან მან შეიშინა ფრიად და ჰგონებდა, ვითარმედ ეუწყა მეფესა სიკუდილი კაცისაჲ მის.
ევედრებოდა წმიდასა მენა[ს] და ეტყოდა: „შემიწყალე, რამეთუ [453v] ვცოდე დიდად და აწ აღვიარებ შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ ფრიად მრავალ არიან, რომლისათჳსცა მეფისა მიერ მოივლინე ჩემდა, საწყალობელისა ამის. ვხედავ შენ თანა მადლსა ღმრთისასა და მე გითხრნე უწესოებისა ჩემისა საქმენი. რამეთუ ვიხილე რაჲ კისაკი კაცისაჲ მის ფრიად დიდ. აღივსო გული ჩემი უგუნურებითა და ვჰგებდი, ვიდრემდის დაიძინა. მაშინ აღვდეგ და მოვკალ იგი და დავიმკჳდრე საფასე მისი. და, აჰა, ესერა, არს კისაკი იგი სავსე საფასითა და მიგცე წინაშე უფლებისა შენისა და მონაგებთა ჩემთაგანი მიგცე ასი დრაჰკანი და მე ხოლო განმათავისუფლე მოკლვისაგან.
მიუგო წმიდამან მენა და ჰრქუა: „შე-ხოლოთუ-ინანო და მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. და მან ჰრქუა: „უფალო ჩემო, ვითარცა მიბრძანო, ვყო. უკუეთუ ხოლო მიჴსნე მეფ[ი]საგან, [წარ]ვიდე ტაძარსა წმიდისა მოწამისა მენაჲსსა და შევინანო და მოვიღო სქემაჲ მონაზონებისაჲ.
და ვითარცა იხილა წმიდამან სინანული მისი: „დადგი შუა აქა გუჱრდი იგი, რომელსა შინა არიან ასონი კაცისა მისნი, რაჲთა განცხადნეს დიდებაჲ ღმრთისაჲ წმიდათა მისთა ზედა. ხოლო მან ყო ეგრეთ. და მოიდრიკნა მუჴლნი თჳსნი წმიდამან მენა მყოვარ ჟამ და ითხოვდა ღმრთისაგან, რაჲთა აღადგინოს მოკლული იგი არა ხოლო თუ კაცისა მისთჳს, რომელმან მოკლა იგი, არამედ ჟამისა მისთჳს მწვალებელთაჲსა და წარმართთათჳს, რომელნი ურწმუნო იყვნეს წმიდისა მოწამისა მენაჲსთჳს.
და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ, ჰრქუა მოკლულსა მას: „შენ გეტყჳ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, აღდეგ სიმრავლითა ყოველთა ასოთა შენთაჲთა, რაჲთა ცნან ყოველთა წარმართთა და მწვალებელთა დიდებაჲ ღმრთისაჲ [454r] [და ისწავონცა შენ მიერ, ვითარმედ] მე ვარ მონაჲ ღმრთისაჲ მენა.
და მუნთქუჱსვე აღდგა კაცი იგი ცოცხალი, ვითარცა პირველ იყო. მოიდრიკნა მუჴლნი თჳსნი და თაყუანი სცა წმიდასა მენას და მის თანა სიმრავლესა მჴედართასა. აღაღო პირი თჳსი და ეტყოდა: „ვჰმადლობ ღმერთსა, რომელმან ყო ჩემ თანა წყალობაჲ მოსლვითა შენითა, წმიდაო ღმრთისაო, რამეთუ დამძიმებულ ვიყავ ძილითა და მოხუჱდ უფალი ძალითა მრავლითა და განმაღჳძე მე ძილისაგან. და არა ცნა კაცმან მან, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა და არცა მეპანდუქიონემან გამოუცხადა. და აკურთხა წმიდამან მენა მოკლული იგი და მკლველი და მიეფარა მათგან.
და აღიღო მეპანდუქემან ასი დრაჰკანი, ვითარცა აღეთქუა, და მოკლულმან - თჳსი კისაკი და მივიდეს ტაძრ[ა]დ წმიდისა მენაჲსსა [და] მიუძღუანეს, რომელი აღ[ეთქუა. და აღიარა] მეპანდუქემან, რაჲ-იგი უყო ვაჭარსა მას და ვითარ-იგი ლოცვითა წმიდამან მენა აღადგინა. და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა. და განკჳრდა ვაჭარი იგი, ვითარ მოკოდა და კუალად აღდგა. და მოწესე იქმნა მეპანდუქიონე იგი. და დაადგრა მუნ ხუთ წელ და აღესრულა, რამეთუ შეწირულ იქმნა სინანული მისი. და ვაჭარი იგი მიიქცა სიხარულითა დიდითა და მიუთხრა ყოველსა ალექსანდრიასა დიდებაჲ ღმრთისაჲ და საკჳრველებანი წმიდისა მენაჲსნი. და ჰრწმენა მრავალსა ერსა და ერთობით ადიდებდეს ღმერთსა.
და კუალად სხუაჲ საკჳრველი წმიდისაჲ მის მეგულების მითხრობად თქუენდა, რომელი იქმნა ალექსანდრიას:
II. კაცი ვინმე, სახელით ევპრაპიოზ, განიზრახა გულსა თჳსსა და თქ[უა], ვითარმედ: „ღმერთმან აღმავსო მე ნიჭთაგან თჳსთა და მომცა [მე] საფასე ფრიადი. აწ უკუჱ,
[454v] შევქმნნე ორნი ბარძიმნი ვეცხლისანი. ერთი მივსცე ტაძარსა წმიდისა მენაჲსსა და ერთი დავიყენო სამსახურებელად ჩემდა და შემდგომად სიკუდილისა ჩემისა მივსცე იგი გლახაკთა. და მოუწოდა ვეცხლისმჭედელსა ერთსა ჴელოვანსა და ჰრქუა: „მიიღე ჩემგან ვეცხლი რჩეული და შექმნენ ორნი ბარძიმნი ერთსახენი, რაჲთა არა ჰმატდეს ერთიერთსა. და ერთსა ზედა დაწერე სახელი წმიდისა მოწამისა მენაჲსი და მეორესა ზედა - ჩემი. და მსწრაფლ აღასრულენ და მომართუჱნ ეგე.
და მან ყო, ვითარცა უბრძანა მას და დაწერა თითოეულსა ზედა სახელი. და იქმნა წმიდისა მოწამისა მენაჲსი უშუჱნიერეს ერთისა მის. და ვითარცა იხილა კაცმან მან, შეიშურვა ჭურჭელი იგი წმიდისაჲ მის და თქუა გულსა თჳსსა: „მივიდე წმიდისა მის, შევწირ[ო ჩემი] ესე [და წმიდი]საჲ მის დავიყენო ჩემდა და შემდგომად სიკუდილისა ჩემისა მივსცე იგიცა ტაძარსა წმიდისა მისსა.
და შევიდა ნავსა და წარვიდა. და ვითარცა ჟამი სამხრისაჲ იყო, მოვიდა მონაჲ მისი და დაუდგა ტაბლაჲ და ბარძიმი იგი წმიდისაჲ მის სამსახურებელად უფალსა თჳსსა. და შემდგომად სამხრისა აღიღო მონამან მან ბარძიმი იგი, მივიდა, რაჲთა განრაცხეს იგი. და მოუჴდა ღელვაჲ და მოუღო ბარძიმი იგი ჴელისაგან მონისა მის. ხოლო მონასა მას შეეშინა უფლისაგან თჳსისა, ნუუკუჱ ტანჯოს. შთაიგდო თავი თჳსი ზღუად შემდგომად ჭურჭლისა მის.
და ვითარცა ცნა უფალმან მისმან, შეწუხნა ფრიად და იტყოდა: „ვაჲ მე, რამეთუ ვცოდე ფრიად და შევიშურვე ბარძიმი წმიდისაჲ მის. ამისთჳს წარვწყმიდე მონაჲ იგი, დიდად საყუედრელ იქმნა ესე ჩემდა. უკუეთუ ცნან ესე კაცთა, ვითარმედ დავიყენე ჭუ...

Q-112a

[368r] დეკენბერსა ი͂. წამება წმიდისა მენაჲსი და ერმოგინესი და გრაფოჲსი, გუაკურთხენ, მამაო!  

ქრისტეს მადლთა მოფენასა და ეკკლესიათა აღორძინებასა სიკუდილი განქარდა და აღდგომაჲ გამოსჩნდა, რომელსა შინა მოწამენი მსწრაფლ მრავალსახეთა სატანჯუ̂ჱლთა მოწევნულთა მათ ზედა შეიწყნარებდეს და მტერსა თჳსსა სძლეს. რომლისათჳსცა მე, საწყალობელი ათანასი ალექსანდრისა ეპისკოპოსი, ღირს ვიქმენ მადლითა ქრისტესითა მითხრობად კათოლიკე ეკლესიისა მიმართ შემდგომითი შემდგომად აქა ყოფილი საქმე. და აღვწერე ჴელითა მოყუსისა ჩემისა, მალიად მწერლისაჲთა წამებაჲ ესე სახელგანთქუმულთა ნეტართა ამათ კაცთანი, რომელნი-იგი აქა ქრისტესთჳს იწამნეს, რომელთაცა სხურებაჲ სისხლთა მათთაჲ აქამომდე იხილვების და სურნელებაჲ ყოველთავე [368v] მოეფინების, ხოლო ყოველნი კაცნი, რომელნი სენითა სნეულებისაჲთა შეპყრობილ იყუნენ და შემთხჳნენ ნაწილთა მათთა, მყის განიკურნებიან.
ხოლო შემდგომად გარდამოსლჳსა იესუ ქრისტესსა ჩუენდა, წელსა ორას სამეოცდამექუსესა, სარწმუნოებისათჳს იქმნა სასჯელი ალექსანდრიას საქმეთათჳს კაცთა შორის საჩინოთა ქალაქისათა. და მრავალგზის თჳთმპყრობელმან მაქსიმიანე ბრძანა დაჴსნაჲ და ვერ შეუძლო. და უკანასკნელ მოსწერა წიგნები მასვე სამეფოსა ჴელმწიფებისა თჳსისასა მისვე საქმისათჳს სასჯელი მოწევნად. უკუანაჲსკნელ გულისჴმაჰყო მაქსიმიანე და წარავლინა კაცი ვინმე გულისჴმისმყოფელი და ბრძენი და ფრიად ჴელოანი სწავლითა, რომელსა ეწოდა მენა, რაჲთა მის მიერ აღესრულოს ფიცხელი სასჯელი, რომელი ვითარცა მიიწია ალექსანდრიას, რაჲთა წარმარ [369r]თოს გზაჲ საქმესა თჳსსა და მისწეროს მეფისა მაქსიმიანესსა დაჴსნაჲ სასჯელისა მის.
ხოლო მენა ფრიად მორწმუნე იყო ქრისტეს მიმართ, არამედ არა გამოაცხადებდა თავსა თჳსსა ქრისტეანედ. და დაჰყო ქალაქსა შინა წელიწადი ერთი და ნაწილი რაჲმე ქრისტეანობისაჲ განაცხადის და მუნ იხილავნ სნეულთა. და ჴელის დადებასა ნიში ქრისტესი გამოსხის და მუნთქუ̂ჱსვე განიკურნებოდეს ბოროტისა სნეულებისაგან. და მრავალნი მკელობელნი განკურნნა, ხოლო კერპნი დაამხუნა.
მაშინ მოძღვარმან კერპთამან, განრისხებულმან მჴეცებრ მის ზედა, მისწერა წიგნი მეფისა და აუწყა საქმე მისი. და ვითარცა აღმოიკითხა მეფემან მაქსიმიანე წიგნი იგი, განრისხნა გულისწყრომითა და განიზრახა, რაჲთა წარავლინოს მისსა ერთი ვინმე წარჩინებულთაგანი, და სათნო უჩნდა თანამზრახუ̂ ჱლ [369v]თა მისთა. ამისთჳს წარავლინა ერმოგინე დიდებული ეპარახოზი თჳსი, რამეთუ გულისჴმისყოფათა ყოველთა შინაგან მხედველ იყო ათინელი ნათესავით, რამეთუ გამოცდილ იყო ყოველსა ჴელოვნებასა სიბრძნისასა და კეთილისმყოფელ იყო გლახაკთა მიმართ და ნაკლულევანთა.
ხოლო რაჟამს მიიწია მაქსიმიანეს მიმართ მეფისა, იხილა ჩუ̂ჱნებით ღამე სამნი კაცნი, შემოსილნი ბრწყინვალებითა, რომელნი ეტყოდეს მას: „წარვედ და იცან შენ ჭეშმარიტი მეფე, რომლისა იქმენ შენ მისსა ძღუნისა მიმღებელ და მრავალნი მისსა მოიყუ̂ანენ სადიდებელად შენდა.“
და ვითარ განიღჳძა ძილისა მისგან, ჰგონებდა, ვითარმედ ქუეყანისა დიდებაჲ არს ჩუ̂ჱნებაჲ ესე და სასტიკებით მოუწოდა მსახურთა და გულისწყრომითა დიდითა განვიდა და ენება აღსრულებად ბრძანებაჲ მეფისაჲ. და მოსწრაფებით შფოთისა მისგან აღიძრა ყოველი ქუეყანაჲ და ნავნი, რომელნი [370r] ზღჳთ მოვიდოდეს, ვითარცა არმურისაგან ღელვათაჲსა. გულისჴმაჰყვეს შიში იგი ჰამბავისა მისგან და წარმოემართნეს. და ვითარცა ქვიშა ზღჳსაჲ, აღიძრა ამბოხი დიდძალი, სტჳრთა და ბობღანთა მრავლფერითა მღერითა განვიდეს გარეშე ქალაქსა შემთხუ̂ჱვად მისსა. და ესევითარითა დიდებითა შევიდეს ქალაქად. ხოლო რაჟამს შემწუხრდა, განიყარა კრებული იგი და დაშთა მარტოდ.
მას ჟამსა შინა ღონე იძია მენა და ევედრა მეკარესა და შევიდა მისსა. და ვიდრე ჯდაღა მსაჯული იგი, მოიდრიკა თავი თჳსი მენა და თაყუ̂ანისცემაჲ შესწირა მისსა და ჰრქუა: „გკითხავ შენ, ჵ, მსაჯულო, რაჲსა მიზეზისათჳს იყო მოსლვაჲ შენი აქა მამულსა შენსა, ყოველსა სამკჳდრებელსა?“ ხოლო მსაჯულმან გარემიიქცია პირი თჳსი მისგან და ჰრქუ̂ა მას: „რაჲსა ვითარცა სიყვარულით, სიტყუუაჲ ჴელოვნებასა წარმოიღებ, რეცა ლიქნით მეტყჳ [370v] მე? მცირედღა მაცალე და გან-რაჲ-თენდეს, განვაცხადო, რომელი წინააღმდგომი იყოს წინაშე ურაკპარაკთა სახილავსა და ჰპოო, რომელნი გელიან შენ ძნელნი სატანჯუ̂ჱლნი.“
და უბრძანა მისი დაკრძალვაჲ საპყრობილესა შინა. და ვითარცა განთენა, უბრძანა წარმოდგინებად ქრისტეს მჴედარი იგი. და ქადაგნი ჴმობდეს, რაჲთა ყოველი სიმრავლე მოვიდეს ერთად. ხოლო ერისა მის სიმრავლე იყო, ვითარცა ქჳშა ზღჳსა არმურისაგან აღრეული, შემოკრბეს.
მაშინ წარდგა მენა წინაშე მსაჯულისა, არაჲ ვითარცა სასჯელსა, არამედ ვითარცა მსაჯული. და განუყარა ჴელი და დაწყნარებულითა სიტყჳთა ეტყოდა სამ ჟამითგან ვიდრე მეშჳდედ ჟამადმდე, მრავალსახე იყო შეზავებული ამაოჲსაჲ და მიდევნევნებაჲ და მორჩილებაჲ დაჰჴსნა.
და ქრისტესი კაცთა თანა გარდამოსლვაჲ აუწყა ჭეშმარიტებით, ღაღადყო ყოველმან სიმრავლემან ერისამან და [371r] თქუ̂ჱს: „ერთ არს ღმერთი და დიდ არს ძალი მისი, რომელი ჭეშმარიტებით მაუწყა ჩუენ მენა, და გურწამს ჩუენ ყოველთა მის მიერ თქმული.“ და ვითარცა იხილა მსაჯულმან მან, რამეთუ უფროსსა ერისა მისგანსა ფრიად ჰრწმენა მენაჲსი, განუტევა ერი იგი.
ხოლო განთიად მოუწოდა მენას და დაადგინა ურაკპარაკსა მას და კუალად სამგზის ამხილა მძლავრმან მან. ხოლო წმიდაჲ მენა წინააღუდგა მას სიტყჳთა ჭეშმარიტითა. მაშინ უბრძანა მსაჯულმან მოკუ̂ჱთაჲ ფერჴთა მისთა და ენისა აღმოკუ̂ჱთაჲ ძირითურთ და აღმოფხურაჲ თუ̂ალთაჲ. ხოლო დაშთომილი გუამი დამარხუად ბრძანა, რაჲთა გან-რა-თენდეს, მიუგდოს მფრინველთა ჴორცისმჭამელთა და განილიოს და არა ნაწილთა მისთაგანი იპოოს. და ჰყუ̂ჱს ეგრეთ.
ხოლო ღამისა მის მესამესა ოდენ ჟამსა ბრწყინვალე იქმნა საპყ[რო]ბ[ილ]ე იგი და გარ [371v]დამოჴდა თავადი ქრისტე კაცთმოყუარებითა თჳსითა. და აღადგინა ახოანი იგი თჳსი მენა და უვნებულჰყო განცოცხლებული, რამეთუ შთაბერა მას სული ცხოველი. და განამხარულა იგი ყოვლითურთ და განაძლიერა გული მისი და ჰრქუა მას: „მე ვარ, ნუ გეშინინ! მიგეახლე შენ და ვიყო შენ თანა. ხოლო მსაჯულმან ერმოგენი, რომელსა ჰგონებ მტერსა შენსა, ვყავ იგი მოყუარე შენდა, რამეთუ მოგიჴსენა მეცნიერებისაებრ ზრახუაჲ და წინაშე ჩემსა ჰყო ნებაჲ ჩემი. და იგი განმიწესებია მოგზაურ შენდა. და არღარა მიიღო გამოცდილებაჲ სატანჯუ̂ჱლთაჲ, რამეთუ სახელები თქუენი დაწერილ არს წიგნსა მას ცხოველთაჲსა.
ხოლო მსაჯული იგი ერმოგინე მღჳძარე იქმნა ღამესა მას და გულისჴმაჰყო, რაჲ-იგი შეამთხჳა წმიდასა მას მოწამესა ქრისტესსა - მენას. სტიროდა მწარედ და იტყოდა, ვითარმედ: „უსამართლოჲ უყავ მართალსა მას [372r] და არცა ერთი სარგებელი სულისაჲ მოვიგე.“ და ცრემლოოდა ვიდრე ცისკრადმდე და იტყოდა თავით თჳსით: „დაღაცათუ განრისხებითა აღვივსე, ვითარ მოვაკუდინე ესევითარი მლევანი კაცი. არამედ აწ უწყი, თუ ვითარ-რაჲ ვყო: წინაშე ურაკპარაკთა დავსხნე წმიდანი ჴორცნი მისნი და ვსტიროდი მას ზედა და საცნაურსა ადგილსა უბრძანო დამარხუაჲ მისი, რაჲთა მცირედ რაჲმე დავაცხრვო მწუხარებაჲ ესე ჩემი.~
უბრძანა და ჴმაჲჰყვეს ქადაგთა და შემოკრბა სიმრავლე, რომელსა ვერ იტევდა თიატრონი იგი. და დასჯდა მსაჯული იგი და ბრძანა, რაჲთა მოიღონ დაშთომილი წმიდათა ჴორცთა მისთაჲ. და წარავლინნა ხუთნი მსახურთაგანნი. და ვითარ მიიწივნეს, ჰპოვეს წმიდაჲ მენა უფროჲსად განბრწყინვებული და მხიარული, ვიდრე გუშინ და ძუღან. ანგელოსნი [372v] ღმრთისაჲნი სდგეს წინაშე მისსა. ხოლო კაცნი იგი შეურდეს ფერჴთა მისთა და აღიარეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და არა ინებეს გამოსლვაჲ საპყრობილისაგან. და ვითარ მცირედი ჟამი წარჴდა, წარავლინნა სხუანი კაცნი მსახურთა მისთაგანნი. და მი-რა-ვიდეს, იხილნეს მათცა ანგელოსნი და შეურდეს წინაშე მათსა და ევედრნეს წამსა წარსლვად თიატრონად.
ხოლო წმიდაჲ იგი წინაუძღოდა მათ და ვიდოდა ფერჴითა მტკიცედ, თუალითა ბრწყინვალედ და ენითა იტყოდა მაღლად. და ვითარცა მიიწია, მიეახლა მსაჯულსა მას და ამბორსუყოფდა, ჰრქუა მას: „გიხაროდენ, დიდებულო, და ნეტართა საქმეთა მიერ! აწ მიხილე და მიცან და გულისჴმაჲჰყავ ძლიერებაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ ჩუენისა, რამეთუ შენ გუშინ იწყე, ვითარცა მგელმან მტაცებელმან, აღჭრად ასოთა ჩემთაჲ და უფალი იგი ჩემი მოვიდა ჩემდა ზეგარდამო და განმაახლა მე და შენიცა ჰნებავს თჳსად სახლეულყოფად. [373r] აწ იხილე, რომელ გუშინ დასჭრენ ჴორცნი ჩემნი უჯეროდ და დღეს ხედავ მტკიცედ სლვად, აღმომხადენ თვალნი ჩემნი და აწ უმახჳლესად მხედველ არიან. და ენაჲ, რომელი ძირითურთ აღმომკუჱთე, აჰა, ესერა, მეტყუჱლებით მაღლად ჴმობს. და ნუ წინააღუდგები მას, რომელსა ჰნებავს ცხოვრებაჲ შენი და მეცნიერებისა ჭეშმარიტებისსა მოსლვაჲ, რამეთუ ჯერარს შენდაცა შესუმად სასმელი ესე.“ მაშინ ჴმაჲჰყო სიმრავლემან ერისამან და ღაღადებით იტყოდეს: „სიბრძნისმოყუარეო, აქებდ, რომელი გუშინ მახჳლითა დაიჭრებოდე და დღეს ჴმითა ტკბილითა მაღლად იტყჳ ძალითა ქრისტესითა. ვიცანთ ჭეშმარიტი ღმერთი, შენ მიერ ქადაგებული.“ და დაადგრა ერისა მის სიმრავლე ვიდრე სამ ჟამადმდე და არა უნდა წარსლჳს და აღივსებოდეს მოძღურებითა მის მიერ.
[373v] მას ჟამსა მსაჯულმან და სიმრავლემან ერისამან იხილნეს ორნი ანგელოსნი ბრწყინვალენი, რომელნი ჰფარვიდეს ფრთეებითა და აგრილობდეს ნეტარსა მენას. ხოლო მსაჯული იგი ძრწოდა და იტყოდა, ვითარმედ: „ჭეშმარიტი ღმერთი გუაუწყა ჩუენ ტკბილად მეტყუჱლებითა თჳსითა მენა, რამეთუ კეთილ არს ქრისტეს მიმართ სარწმუნოება საცხოვრებელად. ხოლო მე აღვიარებ მას ღმერთად, რომელმან ესევითარნი შემწენი განუმზადნა მოყუარეთა მისთა. ამაოდ დავშუჱრ ცუდთა კერპთა ღმერთად შერაცხჳთა. ხოლო აწ შეუვრდები წინაშე წმიდისა ამის და კეთილისა მოქალაქისა ჩემისა, რაჲთა ამისთჳს მიერ მივიწიო გზასა სამართლისასა. “
და აღსდგა საყდრისა მისგან და მიისწრაფდა წინაშე წმიდისა მის მოწამისსა მენაჲსსა და ვერ იკადრებდა მიახლებად მისსა, რამეთუ მახლობელად მისსა სდგეს ანგელოსნი და მცირედრე განშორებულად უკუნ [374r]იქცა. ხოლო სიმრავლე იგი ჴმობდეს და იტყოდეს: „დაითმინე, მსაჯულო, და ნუ წარხუალ, ვიდრემდის ვიცნნეთ ჩუენ ჭეშმარიტებისა სიტყუანი სიბრძნისმოყუარისა მაგისგან.“
მას ჟამსა დაიმდაბლა თავი თჳსი მსაჯულმან მან და თაყუანისცა წმიდასა მას, და მიეახლა და ამბორსუყო. და უპყრა ჴელი წმიდასა მას და განაშორა სიმრავლისა მისგან და ეტყოდა: „გევედრები შენ, წმიდასა მაგას ქნარსა სულიერსა, ტკბილადმეტყუჱლსა მოწამესა და შუჱნიერსა მოღუაწესა, ჭეშმარიტებისასა ნათელსა და ღელვაგუჱმულთა ნავთსაყუდელსა, რაჲთა ლოცვა ჰყოს ჩემთჳს, რამეთუ ვიხილე განსაკჳრვებელი შენ მიერ დღეს. მრწამს ღმერთი, რომელსა შენ ჰქადაგებ, არამედ ორგულებ ნუუკუჱ არა შემიწყნაროს მე ქრისტემან, რამეთუ პირველად ვმონებდი კერპთა.“ ჰრქუა მას წმიდამან მენა: „ნუ შეორგულდები, არამედ გრწმენინ ხოლო წადიერებით, რომელი კაცთ [374v]მოყუარე არს და ძჳრუჴსენებელ და მოწყალე. და მეცა გამომიცხადა ღმერთმან სიმტკიცე სარწმუნოებისა შენისა, ხოლო სახელი შენი დაწერილ არს წიგნსა მას ცხოვრებისასა.“ და შეიტკბნეს ურიერთარს და ამბორსუყუჱს.
და უბრძანა მსაჯულმან მან განტევებაჲ ერისაჲ და ამცნო, რაჲთა ხვალისა დღე შემოკრბენ ერთად. და დაშთეს მარტოდ მსაჯული იგი და მენა. ხოლო წმიდამან მენა ღამე ყოველ განუცხადა მას ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტეს მიმართ. და გან-რა-თენდა, ქადაგნი ჴმობდეს და სიმრავლე იგი ერისა მის კუალად შეჰკრიბეს ერთად.
და ესმა საკჳრველებაჲ იგი ათცამეტთა მათ ეპისკოპოსთა. და მოვიდეს ერთობით წმიდისა მის. და მრავალნი წარმართთაგანნი მოვიდოდეს ხილვად და სმენად კეთილი იგი საქმე ჴსნისაჲ, რომელსა გამოუცხადებდა მათ წმიდაჲ იგი მოწამე. მაშინ აღსდგა მსაჯული იგი და ჴმაჲჰყო [375r] წმიდისა მოწამისა მიმართ და ეტყოდა მას, ვითარმედ: „კეთილისათჳს დაისაჯე, რამეთუ სიბრძნით მასწავებდ ჩუენ სარწმუნოებასა ქრისტესსა, ჵ, კეთილო მოღუაწეო.“ ესე სთქუა მსაჯულმან, ღაღატყვეს ყოველმან კრებულმან და სთქუჱს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომელმანცა მსაჯული ესე გამომზრდელი გლახაკთა მოიყუანა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა.“
მას ჟამსა წარავლინა ნეტარმან მენაჲ მწიგნობარი თჳსი, რაჲთა მოიღოს წყალი. და აღიღო წყალი იგი და მიუპყრა ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოსთა. ხოლო მსაჯული იგი წარდგა მათ წინაშე, მოიდრიკა თავი თჳსი და აკურთხეს და დაასხეს მის ზედა. და ნეტარმან ერმოგინე მადლითა ქრისტესმიერითა და ლოცჳთა მათ წმიდათაჲთა მოიღო სული ზეგარდამო შობისა მოსატევებელად ცოდვათა და აღდგომასა ცხოვრება საუკუნოჲ სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმინდისაჲთა, და ჴელთა დასხმითა ათცამეტთა [375v] ეპისკოპოსთაჲთა და თანადგომითა ჩემ გლახაკისაჲთა. და მუნთქუჱსვე შეიწყნარა პატიჳ ეპისკოპოსობისაჲ.
ხოლო დღესა მეექუსესა განუყუნა ყოველნი მონაგებნი და საფასენი თჳსნი გლახაკთა და ასწავებდა სარწმუნოებასა უფლისაჲ ჩუენისა იესუ ქრისტესსა. და ნათელსცემდა ყოველთა დღეთა ასეულთა და ათასეულთა. და რომელნი გუჱმულ იყუნეს სულთაგან არაწმიდათა, მუნთქუჱსვე განჰკურნებდა და დაშთომილთა კერპთა შეჰმუსრვიდა. და ბაგინნი დაამხუნა და დასცნა ძალითა ქრისტესითა და განბნეული სჯული ერთად შეჰკრიბა.
ერთმან ვინმე კრებულისაგან უსჯულოთაჲსა, სიტიკიონ, მიისწრაფა მითხრობად მაქსიმიანე მეფისა და მიუთხრა ყოველი ესე ყოფილი, ვითარმედ: „მსაჯული და ეპარხოზნი სიბრძნისმოყუარენი ქრისტეანე იქმნნეს და ყოველი ქალაქი და სოფლები აღმოსავალით კერძოჲ მიაქციეს თაყუანისცემად [376r] ჯუარცმულისა და შუჱნიერად შემკობილნი ტაძარნი ღმერთთანი დაჴსნნეს. უკეთუ არა ისწრაფოს თჳთმყპრობელობამან მეფობისა შენისამან, არცა ხოლო აღმოსავალითკერძონი, არამედ ყოველნი სოფელნი, რომელნი ჰრომთა სამეფოსა ქუ̂ჱშე არიან, თჳსსა მიაქცინენ.“
და ვითარცა ესმა ესე მეფესა მაქსიმიანეს, აღიძრა გულისწყრომითა უზომოდ. და აღიღო მჴედარი ათი ათასი ძლიერი და წარვიდა ეგჳპტედ, ალექსანდრიად. და შეიპყრა ნეტარი ერმოგინე ეპისკოპოსი და ახოანი ქრისტესი მენა.
და წინაშე ურაკპარაკსა მას წარმოადგინნა იგინი განშიშულებულნი და ეტყოდა მათ რისხჳთ: „რაჲ შეგემთხჳე შენ, ერმოგინე, ანუ ყოვლით არა შემწედ დაგადგინეა შენ და ჴელმწიფე გყავ შენ ზღუაჲსა ზედა და ჴმელსა და მთავართა ჩემთა ზედა დაგადგინე უმთავრეს ყოველთასა [376v] და წარმოგივლინე შენ, რაჲთა კაცი ეგე განთქმული და საცნაური მოაქციო? და შენ მაგის მიერ შენ შეცთომილ იქმენ სწავლათაგან მისთა, რაჲმე იხილე ამაოჲსა და ცუდისა სწავლისა მისისა, რომელ ესრეთ დაემორჩილე და წარსწყმინდე საჩინოება შენი და დიდებულებაჲ მთავრობისა შენისაჲ. და ემსგავე შენ მათ, რომელნი თეატრონსა შინა სარბიელსა ძლეულ იქმნიან.“
და ვითარცა დაასრულნა მეფემან სიტყუანი ესე, აჰა, ესერა, ორნი ანგელოსნი, რომელნი იყუნეს პირველითგანვე მენეაჲს თანა, გამოსჩნდეს ელვარენი ნათლად და ჰფრინვიდეს მოწამეთა ზედა ქრისტესთა და ეტყოდეს: „განძლიერდით, რამეთუ მოვივლინენით შეწევნად თქუენდა.“
მაშინ მიუგო სამგზის სანატრელმან ერმოგინე და ჰრქუ̂ა: „მნებავს გულისჴმისყოფად შენდა, თჳთმპყრობელო მეფეო, რომელ ვიხილე და მის მიერ ვყავ ესე. მეწა [377r]მების მე ერი ესე და ყოველი წინაშე შენსა გაუწყო. რამეთუ ვითარცა-ესე სასტიკებითა და გულისწყრომითა მოიწია თჳთმპყრობელობაჲ შენი ჩუენ ზედა, ეგრეთვე სასტიკებითა და წარმდებებითა, შეგინებითა და ზარითა მოვიდოდე მართლისა ამის და წმიდისა კაცისა ზედა. მეწამებიან მე სიმრავლენი ესე ყოველნი.
და ვპოვე კაცი ესე განსრულებული ქრისტეანე და ვისწრაფე აღსრულებად ბრძანებათა შენთა. მოვჰკუჱთენ ფერჴნი და აღმოვჴადენ თუალნი და ენაჲ ძირითურთ აღმოვკუჱთე. და მენება განთიად ოდენ მიცემაჲ დაშთომილთა მათ ასოთა მისთა მფრინველთა. და ვითარცა გან-რა-თენა, ვპოვე იგი უფროჲსად შუჱნიერი პირველისა, და რომელმანცა იხილა საკჳრველი ესე, და უგალობდამცა აღსარებად ღმერთსა ცათასა, რომელმან ესევითარი ჰქმნა. და აწ რომელი გეგულვების ჩუენდა მომართ, [377v] ჰყავ ადრე და რომელი არა მოგიგონებია სატანჯუჱლი, მე შეგაჴსენო: მჴეცთა მიგუცენ შესაჭმელად, გინა სიღრმეთა ზღჳსათა შთაგუთხიენ, თუ გინა ასონი ჩუენნი განათჳსენ, ვითარცა მე უყავ განმანათლებელსა ჩემსა მენას, რომელი განანათლებს დაბნელებულთა, რომელმანცა მეცნიერებითა ჭეშმარიტებისაჲთა განმანათლა მე.“
მაშინ განრისხნა მსაჯული იგი გულისწყრომითა და ბრძანა ლახურითა განგუმერად მუცელი მისი და მჴარნი მისნი ჩამოკუჱთად და ფერჴნი მუხლითგან მოკუჱთად, ხოლო მიცემად იგი ცეცხლსა და დაჭრილთა მათ ასოთა ბრძანა მდინარესა შთაყრაჲ, რომელი მახლობელ იყო მუნ. ხოლო წმიდაჲ მენაჲ დამოჰკიდა საპყრობილესა შინა ბნელსა ყელითა და ლოდი ფრიად მძიმე დამოჰკიდა ფერჴთა მისთა და უბრძანა ქალაქსა შეურაცხყოფაჲ მისი.
ხოლო ღამესა მას მოიწივნეს ორნი ანგელოსნი [378r] და შეკრიბნეს ჴორცნი სამგზის სანატრელისა ერმოგინესნი მდინარისა მისგან. და აღმოვიდეს საპყრობილესა მას, რომელსა დამოეკიდა ნეტარი მენა. და გარდამოჴსნეს იგი მიერ და განაცხოველნეს ორნივე იგი, რამეთუ ძლიერ იყუნეს უფროს გულსმოდგინეყოფად. და ზრახჳდეს იგინი ვიდრე ცისკრადმდე ურთიერთარს და იტყოდეს ანგელოსნი იგი: „განძლიერდით და ნუ გეშინინ, რამეთუ ჩუენ თქუენ თანა ვართ, და ნუ ჰგონებთ, ვითარმცა განგეშორენით თქუენგან და ნუ შეძრწუნდებით ყოვლადვე.“
ხოლო მეფე დასჯდა ჟამსა მას და შეურაცხჰყო ქალაქი იგი. და ტყებაჲ დიდი იქმნა ბრძანებისა მისთჳს მეფისა, რამეთუ ეტყოდა მაქსიმიანე სიმრავლესა მას ერისასა: „სადა უკუჱ არს ძალი იგი გალილეველთაჲ? აჰა, ესერა, ერმოგინე შეურაცხ იქმნა და მდინარესა შთაითხია, ხოლო მენა მიიღო [378v] სიკუდილი ძაღლებრ, ძალისათჳსცა თქუჱნცა შეირაცხენით, რამეთუ მათ ესევდით.“ მას ჟამსა წარდგეს პირისპირ ნეტარნი იგი მოწამენი და ჰქრუეს, ვითარცა ერთისა პირითა: „დაეყენენ სიტყუაჲ შენი, მეფე, რამეთუ ჩუენ ქრისტეს მჴედარნი ვართ და არა ვმორჩილობდით განხრწნადსა მეფესა. რამეთუ არცა ცეცხლმან, არცა მახჳლმან და არცა შუამან მჴეცთამან და არცა სხუათა სატანჯუჱლთა შემიძლონ ჩუენ განყენებად სიყვარულსა მას ქრისტესსა. ამისთჳს რომელი გეგულვების ყოფად, იქმოდე, რამეთუ ვისწრაფით მისლვად მეუფისა ქრისტესსა.“
მას ჟამსა მწიგნობარმან მენაჲსმან და გრაფოს მიუგეს და ჰრქუეს მეფესა: „რაჲ სარგებელი ჰქმენ, მეფე, მოსლვითა შენითა ჩუენ თანა, რამეთუ არარაჲ შეიძინე, რომლისათჳსცა მოხუ̂ჱდ. რამეთუ მო-რა-ხჳდოდე ჩუენ ზედა, ვითარცა ლომი, იზახდი, ხოლო აწ მიიქეც, ვითარცა მელი მოშიშებითა უსუსურად. ხოლო აწ დასცხერ წარმდებებისა [379r] მაგისგან ზრახჳსა შენისა და აღამცირე ამაოებისა ეგე გულისსიტყუაჲ შენგან, რამეთუ ვერ შემძლებელ ხარ მიწევნად დასასრულსა საქმისასა. და ამისთჳს თანაგაც შენ მწუხარებაჲ მარადის, ხოლო ჩუენ - სიხარული სამარადისო.“
მაშინ განრისხნა მეფე იგი გულისწყრომითა დიდითა სიტყჳსგებისა მისთჳს. და წმიდაჲ იგი მწიგნობარი და გრაფოს აღასრულნა მახჳლითა ჴელითა თჳსითა და წმიდათა მათ პირველ დაჭრილთა ბრძანა მახჳლითა აღსრულებაჲ.
ხოლო ნეტარმან მენა ითხოვა მისგან რეცა სათხოველი, რაჲთა დაიმარხოს გუამი მისი ბიზინტია ქალაქსა. და მაქსიმიანე არა ინება აღსრულებაჲ სათხოველისა მისისა, არამედ შთასხნა გუადრუცსა რკინისასა ორთავე მათ მოწამეთა გუამნი და უბრძანა შთაგდებაჲ მათი ზღჳასა. და თჳთ წარვიდა სავსე სირცხჳლითა ბიზინტიად.
[379v] ხოლო შემდგომად ოცისა დღისა მიიწია კიდობანი იგი ბიზინტიად, დღესა კჳრიაკესა, მახლობელად ქალაქისა, კიდესა ზღჳსასა, შუაღამესა ოდენ, ქალკიდონით კერძო. და დაადგა ლუსკუმასა მას ზედა, სადა წმინდანი იგი ესუჱნნეს. სუჱტი ნათლისაჲ ბრწყინვალე და ორნი ანგელოსნი ბრწყინვალენი სდგეს ნაწილთა თანა წმინდათასა. ხოლო ანგელოსთა მათ აუწყეს ეპისკოპოსსა ქალაქისასა მოსლვაჲ წმიდათა მათ მოწამეთაჲ და ისწრაფებდეს მასვე ჟამსა მოყუანებასა მათსა. ხოლო ეპისკოპოსმან შემოკრიბნა მღუდელნი მოსწრაფებით და კაცნი მორწმუნენი და სათნონი. იხილეს ნათელი იგი, მივიდეს და დადგეს კიდესა ზღჳსასა ყოველნივე იგი ერთობით და ეტყოდეს ანგელოსთა მათ ღმრთისაჲთა, რომელნი მსახურებდეს კიდობანსა მას.
და მოსცეს იგინი ეპისკოპოსსა მას და მღუდელთა და ეტყოდეს მათ, თუ ვითარ ჯერარს შესუ̂ჱნებაჲ წმიდათა მათ ნაწილთაჲ. ხოლო მათ მიიხუნეს და დასხნეს [380r] დაფარულსა ადგილსა საუნჯეთა შინა ეკკლესიისათა, ვიდრე აღსრულებადმდე მაქსიმიანესსა, რომელი შემდგომად ორისა თჳსა ტანჯული ფარულად ანგელოსისა მიერ მოიკლა. სწრაფითა დიდითა მაშინ დასხნეს პატიოსანნი ნაწილნი წმიდათანი მახლობელად კიდესა ზღჳსასა საცნაურად ქალაქსა და ყოვლისა სოფლისა საკურნებელად სნეულთა და ცოდჳლთა მოსატევებელად და მოგზაურთა კუჱრთხად ძლიერებისად და მენავეთა ნავთსაყუდელად. და ესრეთ ერთობით წინამბრძოლთა მოიღეს წამალი ჴსნისაჲ და გჳრგჳნი ძლევისაჲ ასპარეზსა მას კეთილად მსახურებისასა.
და აღესრულნეს თუჱსა დეკენბერსა ათსა ქრისტეს იესუს მიერ, უფლისაჲ ჩუენისა, რომლისა შუჱნის დიდებაჲ თანა მამით და სულით წმინდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
[380v] აწ ისმინენით, ძმანო, საკჳრველებანი, რომელნი ჰქმნნა ღმერთმან ჴელითა მონისა თჳსისა მენაჲსითა:
კაცი ვინმე, ფრიად მდიდარი, მოვიდა ალექსანდრიად ქალაქად. და ესმნეს საკჳრველებანი, რომელთა ჰყოფდა წმიდაჲ მენა. და სთქუა თავით თჳსით, ვითარმედ: „მეცა მნებავს მისლვად და ლოცუად ტაძარსა წმიდისა მენაჲსსა და თაყუანისცემად წმიდათა ნაწილთა მისთა და მიცემად მუნ მცირედი რაჲმე ევლოგიაჲ საფასეთა ჩემთაგან, რაჲთა შემეწიოს მე ღმერთი მეოხებითა მის წმიდისაჲთა.“
აღსდგა და მოიღო მის თანა კისაკი ოქროჲთა, შევიდა ნავსა და წიაღჴდა ზღუასა. და ვითარცა გამოვიდა ნავით, მიემთხჳა პანდუქიონსა ერთსა და ითხოვა სადგური, რამეთუ მწუხრი იყო დღე. და ჰრქუა მეპანდუქესა: „მოყუას, ჰყავ ჩემ თანა წყალობაჲ და შემიწყნარე სახედ შენდა, რამეთუ უჟამო არს და ვერ ვიკადრებ მარტოდ სლვად გზასა ჩემსა.“
ჰრქუა მეპანდუქემან: „შემოვედ, ძმაო, [381r] და განისუჱნე ვიდრე ცისკრადმდე.“ შევიდა კაცი იგი და დაჯდა. ხოლო მეპანდუქემან მოიღო ტაბლაჲ და დაუგო წინაშე მისსა, და ვითარცა სჭამა, ენება დაძინების.
იხილა მეპანდუქემან კისაკი კაცისა მის თანა. მაშინ შევიდა გულსა მისსა ეშმაკი, რომელი მარადის ბრძავს ნათესავსა კაცთასა. და ვითარცა დაიძინა კაცმან მან, აღსდგა მეპანდუქე, აღიღო ლახუარი და დაჰკლა კაცი იგი. და მოიღო კისაკი იგი ყოვლითა მით საფასითა და სთქუა გულსა თჳსსა: „რაჲმე უკუჱ უყო გუამი ესე? ნუუკუჱ იხილოს ვინმე, რაჲ-ესე ვყავ და აუწყონ მეფესა. არამედ დავსჭრნე ყოველნი ასონი მისნი და შთავსხნე გოდორსა და შთავაგდო ზღუაჲსა.“ და ჰყო ეგრე, და ეძიებდა, რაჲთამცა პოვა ჟამი და შთააგდო იგი. და ვიდრე ამას ჰყოფდა, განთენა და აღმოჴდა მზე. და შეეშინა მას იგი შთაგდებად წყალსა და აღიღო თავი მისი, რაჲთა შემუსროს [381v] და შთადვას იგი გოდორსა.
და, აჰა, ესერა, მოიწია წმიდაჲ მოწამე ქრისტესი, მენა, ცხენითა სრბით და ერითა მრავლითა, ვითარცასახედ მეფისა მიერ მოვლინებული. და ვითარ მოვიდოდა წმიდაჲ იგი, იხილა მეპანდოქემან მან. შეეშინა, მსწრაფლ აღიღო გოდორი იგი და დამოკიდა შორის პანდუქიონსა მას და არა უწყოდა, რაჲმცა ჰყო შიშითა.
და მო-ხოლო-იწია წმიდაჲ მოწამე მენა და განაღო კარი სახლისა მის, შეიპყრა მეპანდუქე იგი და ეტყოდა: „მითხარ მე, რაჲ იქმნა კაცი იგი, რომელი სადგურსა შენსა დადგა?“ ხოლო მან უარყო და სთქუა, ვითარმედ: „არავინ დადგომილ არს აქა.“ ჰრქუა მას წმიდამან მენა: „უკეთუ შენ არა გნებავს აღსაარების, მე ვპოო იგი.“ და მასვე ჟამსა აღიღო გოდორი იგი წმიდამან და ჰპოვა მას შინა თავი კაცისა მის სხუათა ასოთა თანა და სიმრავლე მჴედართა მის თანა. იხილა მეპანდუქემან, შეეშინა [382r] ფრიად და ჰგონებდა, ვითარმედ ეუწყა სიკუდილი კაცისა მის.
ევედრებოდა წმიდასა მენას და ეტყოდა: „შემიწყალე მე, რამეთუ ვსცოდე დიდად და აწ აღვიარებ შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ მრავალ არიან, რომლისათჳსცა მეფისა მიერ მოივლინე ჩემდა, საწყალობელისა ამის. ვხედავ შენ თანა მადლსა ღმრთისაჲსა და მიგითხრნე უწესოებისა ჩემისა საქმენი. რამეთუ ვიხილე მე კისაკი კაცისა მის თანა ფრიად დიდი. და აღივსო გული ჩემი უგუნურებითა და ვგებდი, ვიდრემდის დაიძინა. მაშინ აღვსდეგ და მოვჰკალ იგი და დავიმკჳდრე საფასე მისი. და, აჰა, ესერა, არს კისაკი საფასითა მით და მიგცე წინაშე უფლებასა შენსა და მონაგებთა ჩემთაგანი მიგცე ასი დრაჰკანი და მე ხოლო განმათავისუფლე მოკლვისაგან.“
მიუგო წმიდამან მენა და ჰრქუა: „შე-ხოლოთუ-ინანო, მიგეტევნენ შეცოდებანი შენნი.“ და მან [382v] ჰრქუა: „უფალო ჩემო, ვითარცა მიბრძანო, ვყო. უკუეთუ ხოლო მიჴსნე მე მეფისაგან, წარვიდე ტაძარსა წმიდისა მოწამისა მენაჲსსა და შევინანო და მოვიღო სქემაჲ მონაზონებისა.“
და ვითარცა იხილა წმიდამან სინანული მისი, ჰრქუა მას: „დადგი აქა შუა გოდორი იგი, რომელსა შინა არიან ასონი კაცისანი, რაჲთა განცხადნეს დიდებაჲ ღმრთისაჲ წმიდათა მისთა ზედა. ხოლო მან ჰყო ეგრე. და მოიდრიკნა მუჴლნი თჳსნი წმიდამან მენა მყოვარ ჟამ და ითხოვდა ღმრთისაჲგან, რაჲთა აღადგინოს მკუდარი იგი არა ხოლო თუ კაცისა მისთჳს, რომელმან მოჰკლა იგი, არამედ ჟამისა მისთჳს მწუალებელთაჲსა და წარმართთაჲსა, რომელნი ურწმუნო იყუნეს წმიდისა მოწამისა მენეაჲსთჳს.
და ვითარცა აღასრულა ლოცუაჲ თჳსი, ჰრქუა მკუდარსა მას: „შენ გეტყჳ სახელითა უფლისაჲ ჩუენისა იესუ ქრისტესითა, აღსდეგ სიმტკიცითა ყოველთა ასოთა შენთაჲთა, რაჲთა სცნან ყოველთა წარმართთა და მწუალებელთა დიდებაჲ ღმრთისაჲ. [383r] და ისწაო შენცა, ვითარმედ მე ვარ მონაჲ ღმრთისა მენა.“
და მუნთქუჱსვე აღსდგა კაცი იგი ცოცხალი, ვითარცა პირველ იყო. მოიდრიკნა მუჴლნი თჳსნი და თაყუანი სცა წმიდასა მენას და მის თანა სიმრავლესა მჴედართასა. აღაღო პირი თჳსი და ეტყოდა: „ვმადლობ ღმერთსა, რომელმან ჰყო ჩემ თანა წყალობაჲ მოსლჳთა შენითა, წმიდაო ღმრთისაჲო, რამეთუ დამძიმებულ ვიყავ ძილითა და მოხუჱდ, უფალო, ძალითა მრავლითა და განმაღჳძე მე ძილისაგან.“ და არა სცნა კაცმან მან, რაჲ-იგი იქმნა მას ზედა, არცა მეპანდუქემან გამოუცხადა. და აკურთხა წმიდამან მენეა მოკლული იგი მკითხუჱლი და მიეფარა მათგან.
და აღიღო მეპანდუქემან ასი დრაჰკანი, ვითარცა აღეთქუა, და მოკლულმან - თჳსი კისკასი და მოვიდეს ტაძრად წმიდისა მენეაჲსსა და მიუძღუანეს, რომელი აღეთქუა. და აღიარა მეპანდუქემან, რაჲ უყო [383v] ვაჭარსა მას და ვითარ ლოცჳთა წმიდამან მენა აღადგინა. და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა. და განკჳრდა ვაჭარი იგი, ვითარ მოკუდა და კუალად აღსდგა.
და მოწესე იქმნა მეპანდუქე იგი. და დაადგრა მუნ ხუთ წელ და აღესრულა, რამეთუ შეწირულ იქმნა სინანული მისი. და ვაჭარი იგი მიიქცა სიხარულითა დიდითა და მიუთხრა ყოველსა ალექსანდრიასა დიდებაჲ ღმრთისაჲ და საკჳრველებანი წმიდისა მის მენეაჲსნი. და რწმენა მრავალსა ერსა და ერთობით ადიდებდეს ღმერთსა.
და კუალად სხუაჲ საკჳრველებაჲ წმიდისა მის მეგულვების მითხრობად თქუენდა, რომელი იქმნა ალექსანდრიას:
კაცი ვინმე იყო, სახელით ევრპროპიოზ. განიზრახჳდა გულსა თჳსსა და სთქუა, ვითარ: „აღმავსო მე ღმერთმან ნიჭთაგან თჳსთა და მომცა საფასე ფრიადი. აწ უკუჱ, შევქმნნე ორნი ბარძიმნი ვეცხლისანი. და ერთი მივსცე ტაძარსა წმიდისა მოწა [384r] მისა მენეაჲსსა და ერთი იგი დავიყენო სამსახურებელად ჩემდა და შემდგომად სიკუდილისა მივსცე იგი გლახაკთა.“ და მოუწოდა ვეცხლისმჭედელსა ერთსა ჴელოანსა და ჰრქუა: „მიიღე ჩემგან ვეცხლი რჩეული და შეჰქმნენ ბარძიმნი ორნი ერთსახენი, რაჲთა არა ჰმატდეს ერთიერთსა. და ერთსა ზედა დასწერე სახელი წმიდისა მოწამისა მენაჲსი და მეორესა ზედა - ჩემი. და მსწრაფლ აღასრულენ და მომართუჱნ იგი.“
და მან ჰყო ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მას. ხოლო მან დასწერა თჳთოეულსა ზედა სახელი. და იქმნა წმიდისა მოწამისა უშუჱნიერეს ერთისა მის. და ვითარცა იხილა კაცმან, შეიშურვა ჭურჭელი წმიდისა მის და თქუა გულსა თჳსსა: „მივიდე წმიდისა მის, შევსწირო ჩემი ესე და წმიდისა მის დავიყენო ჩემდა და შემდგომად სიკუდილისა ჩემისა მივსცე იგი ტაძარსა მოწამისასა.“
[384v] შევიდა ნავსა და წარვიდა. და ვითარცა ჟამი სამჴრისა იყო, მოვიდა მონაჲ მისი და დაუდგა ტაბლაჲ და ბარძიმი იგი წმიდისა მის სამსახურებელად უფალსა თჳსსა. და შემდგომად სამხრისა, აღიღო მონამან მან ბარძიმი იგი, მივიდა ზღუად, რაჲთა განრაცხას იგი. მოუჴდა ღელვაჲ და მოუღო ბარძიმი იგი ჴელისაგან მონისა მის. ხოლო მონასა მას შეეშინა უფლისაჲგან თჳსისა, ნუუკუჱ სტანჯოს. და მეყსეულად შთაიგდო თავი თჳსი ზღუაჲსა შემდგომად ჭურჭლისა მის.
და ვითარცა სცნა უფალმან მისმან, შეწუხნა ფრიად და იტყოდა: „ვაჲმე, რამეთუ ვსცოდე დიდად და შევიშურვე ბარძიმი. ამისთჳს წარვსწყმინდე მონაჲ იგი და დიდად საყვედრელ იქმნა ესე ჩემდა. უკეთუ სცნან კაცთა, ვითარმედ დავიყენე ჭურჭელი წმიდისა მის სამსახურებელად ჩემდა, ვითარ არა მაყუჱდრებდენ. და უკეთუმცა პირველვე მეცნა, უმჯობეს იყო ჩემდა ერთისა მისთჳს სამი წილი მიცემად წმიდისა მის და არა შევრდომად [385r] ესევითარსა სირცხჳლსა და არამცა წარწყმდა მონაჲ იგი ჩემი და უფროჲსღა ბოროტითა სიკუდილითა. და უკუეთუ ღირსმყოს მე ღმერთმან და ვპოვნე ჴორცნი მისნი და დავჰმარხნე და მივსცნე ორნივე იგი ბარძიმნი ტაძარსა წმიდისა მენაჲსსა და წარწყმენდულისა მის ფასი.“
ამას რაჲ იტყოდა, მოიწია ნავი იგი ნავთსაყუდელსა. ხოლო იგი ხედჳდა კიდესა ზღჳსასა იმიერ და ამიერ, რამეთუ ჰგონებდა: „ნუუკუჱ ღელვამან გამოაგდოს გუამი მისი კიდესა ზღჳსასა, ვპოოთ და დავმარხოთ იგი.“ და ვითარცა მიმოიხედჳდა მათდა მიმართ, ჰრქუეს მენავეთა: „რაჲ არს უგუნურებაჲ შენი, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა სლვასა ჩუენსა ნავითა არასადა ვიხილეთ და შენ ეძიებ გუამსა მკუდარსა?“ და კაცმან მან ჰრქუა მათ: „შენდობა ჰყავთ, ძმანო, ვესავ ღმერთსა და მეოხებასა წმიდისა მენაჲსსა, რომელმან დაჭრილნი ჴორცნი, ვითარცა ძილისაგან, აღადგინ [385v]ნა. ვინ უწყის, თუ გუამი მისი მიჩვენოს პირველ სიკუდილისა ჩემისა და არა საყუჱდრელ ვიქმნე?“
ამას რაჲ იტყოდა და, აჰა, მონაჲ მისი მოვიდოდა, ჴელთა აქუნდა ბარძიმი იგი და იკითხჳდა ნავსა უფლისაჲ თჳსისასა. იხილეს რაჲ მენავეთა მონაჲ იგი, მიუტყორცეს ნავისა საბელი. და მან შეიპყრა და გამოვიდა ჴმელად. და ვითარცა იხილა უფალმან მისმან, შეიტკბო იგი და ამბორსუყოფდა მას და ეტყოდა: „აჰა, მონაჲ ჩემი სარწმუნოჲ მომკუდარ იყო და აღსდგა.“
და ცრემლვოდა ამას ზედა და იგი ნუგეშინის ცემდა. ხოლო იგი ეტყოდა: „მიხარის მე და მხიარულ ვარ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან წმიდისა მენაჲსსა მიერ.“ და მე მიუთხრნე ყოველთა სასწაულნი და საკჳრველებანი, რამეთუ: „მეშინის და ვძრწი. დაღაცათუ შევსწირო ყოველი საფასე ჩემი ტაძარსა წმიდისა მენაჲსა, არა ესწორებიან შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ არა მოვიჴსენე თქმული იგი, რომელ წე [386r]რილ არს, ვითარმედ: ნუ გული გითქუამნ მოყუსისა შენისასა. უკეთუ მოყუსისა არა სათნო არს, რაოდენ წინაშე მენაჲსი? აწ უკუე, შჳლო ჩემო, მითხარ მე, ვითარ შთავარდი ზღუად, ანუ ვითარ იჴსენ?“
მიუგო ყრმამან მან და ჰრქუა: „უფალო ჩემო, ვითარ მივედი კიდესა ზღჳსასა და განვრცხიდი ჭურჭელსა ამას, ანაზდაჲთ მოჴდა ღელვაჲ და მიმიღო ჴელთაგან ჩემთა და მე ვსთქუ: თუ რაჲ სიტყუაჲ მიუგო უფალსა ჩემსა? და შემეშინა ფრიად და შთავაგდე თავი ჩემი ზღუასა. და შთა-რა-ვარდი, ვიხილე კაცი ერთი, შემოსილი ნათლითა, და ორნი სხუანი მის თანა. და ეტყოდა მათ: „რომელი უდიდებულეს მათსა იყო, შევიპყრათ ეგე.“ და მიერ ჟამითგან არღარა განმეშორნეს იგინი ჩემგან, ვიდრემდის მოვიწიე ადგილსა ამას.“
მაშინ სცნა კაცმან მან, ვითარმედ: „წმიდაჲ მოწამე მენა იყო და მან გიჴსნა შენ.“ და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან ესევითარი ჴელმწიფებაჲ მოსცა კაცთა, [386v] რომელნი ჰყოფენ ნებათა მისთა. მივიდეს ტაძრად მისსა და მისცნა ორნივე იგი ბარძიმნი და მისცა მონაჲ იგი მსახურად ეკლესიისა მისისა. და მიაქცია სახედ თჳსსა და წარვიდა და ადიდებდა ღმერთსა.
კუალად სხუაჲ საკჳრველთმოქმედებაჲ გაუწყო წმიდისა მის, საყვარელნო: ჰურია ვინმე იყო ალექსანდრიას, ქრისტეანისა ვისმე თანა დამკჳდრებულ იყო. და უყუარდეს ურთიერთარს ორთავე ფრიად. და განემზადა ოდესმე ჰურია იგი წარსლვად ვაჭრობად და მოვიდა სახედ მოყუსისა თჳსისა. და მისცა მას კისაკი თჳსი დაკრძალული საფასითა და დაბეჭდული ბეჭდითა თჳსითა დამარხუად, ვიდრემდის მოიქცეს სახიდ თჳსად და წარვიდა გზასა თჳსსა.
და მო-რა-იქცა გზისა მისგან, წარსცა ქრისტეანისა მისთჳს ძღვენი დამარხჳსათჳს საფასეთა მისთასა. ხოლო მან მიიღო რაჲ ძღუენი იგი, განიცინნა გულსა თჳსსა და იტყოდა: „მე აღვიღო მოძღ [387r]ვანებული ესე და უკეთუ თჳსი იგი ითხოვოს, არარაჲ მიიღოს მისგანი.“ და ჰრქუა ცოლსა თჳსსა: „უკუთუ შესაძლებელ არს უარისყოფად კისაკი იგი ჰურიისა მის, დავმალოთ, და უკეთუ გუაფუცებდეს, ვფუცოთ, რამეთუ ჰურიასა ვეფუცებით და არარაჲ გუჱვნების ჩუენ.“
და განზრახჳთა ეშმაკისაჲთა ურთიერთარს შეითქუნეს. და ოდეს მოვიდა ჰურიაჲ იგი, შემუკრბა მას ქალაქი იგი ყოველი. მოეგონა ჰურიასა მას და ჰრქუა ქრისტეანესა მას: „მესმის, ძმაო, წმიდისა მენაჲსი, ვითარმედ დიდ არს დიდება მისი და არცხუჱნს მათ, რომელნი ცილად ჰფუცვენ. აწ მოვედ და მივიდეთ მუნ, და უკეთუ მეფუცო, ვითარმედ არარაჲ მიგეც შენ, წარვედ მშჳდობით.“
მიუგო ქრისტეანემან მან: „და ვითარ იყოს ეგრე, რამეთუ ჰურია არა შევალს ეკლესიასა ქრისტეანეთასა?“ მიუგო ჰურიამან: „დაღაცათუ არა შევიდე შინა, ვსდგე გარე, ხოლო შენ შევედ, მეფიცე.“ [387v] ხოლო ქრისტეანემან არად შერაცხა ფიცი იგი, არამედ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: „შემინდოს მე წმიდამან მენა ფიცი ესე.“
და მასვე დღესა მოვიდეს ტაძრად წმიდისა მენაჲსსა აღსრულებად ფიცისა მის. მიუგო ჰურიამან და ჰრქუა: „გეშინოდენ ფიცისა მისთჳს და შეიწყალე თავი შენი და რაოდენიცა გნებავს, აღიღე საფასისა მისგან შენთჳს და ნუ ხოლო ჰფუცავ.“ ხოლო ქრისტეანემან ყოვლადვე არა ინება.
მაშინ მოიდრიკნა მუჴლნი ჰურიამან მან, ცრემლითა იწყო ლოცუად და იტყოდა: „ჵ, უფალო ღმერთო, რომელმან ღირსმყავ მე მოსლვად ტაძარსა წმიდისა მოწამისა შენისა მენაჲსსა, შენ შუამდგომელ იქმენ შორის ჩემსა და შორის ქრისტეანისა ამის.“ და ჴმაჲჰყო ჴმითა მაღლითა და სთქუა: „ჵ, წმიდაო მოწამეო მენა, დაღაცათუ არა ღირსვარ წოდებად სახელსა შენსა, არამედ მიჩუენე მე დღეს ძალი შენი, რაჲთამცა გადიდებდე შენ.“ ხოლო ქრისტეანე იგი შევიდა და [388r] არა იმარხა შიში ღმრთისაჲ გულსა თჳსსა, არამედ ჰფიცა. და ხედჳდა ჰურია იგი და ელოდა, რაჲთამცა იხილა სასწაული ფიცისა მისთჳს და სულგრძელ იქმნა მას ზედა წმიდაჲ მენა.
და ვითარცა აღასრულა ფიცი, წარვიდეს ორნივე და წარემართნეს და წარვლეს სამი მილიონი. და განხლდა ცხენი ქრისტეანისა მის და გარდამოაგდო. და დავარდეს მას კლიტე და ბეჭედი, რომელსა შინა იდუა კისკასი ოქროჲსაჲ ჰურიისა მის. ძებნა ქრისტეანემან ბეჭედი იგი და არა ჰპოვა. განიხარა ფრიად, რამეთუ გარდამოვარდა და აღსდგა იგი მრთელი ასოჲთა. ჰგონებდა, ვითარმედ ესე იყო მოსაგებელი ფიცისა მისთჳს. და აღჴდა იგი ცხენსა თჳსსა და წარვიდეს ორნივე იგი ზოგად ჟამსა სამჴრისასა. და დასხდეს ორნივე იგი ზოგად ჭამად პურისა.
შეინანა ჰურიამან და იტყოდა: „რაჲსა მრწმენა მენასი, რამეთუ საკჳრველებისა საქმენი, [388v] რომელნი მესმნეს, არცაღათუ მათგანი ერთი რაჲ ვიხილე? არა თუმცა მეფიცა მისდა, ვინ უწყის, მცირედთა დღეთა შემდგომად მომცა რაჲმეცა მცირედი მისგანი?“ და ცრემლით იტყოდა: „ვაჲმე, ვითარ ესრეთ წარვიდა ყოველი საფასე ჩემი. აწ რაჲ ვყო, არა უწყი.“ და მადლობით იტყოდა ამას: „მიუტეო ყოველი ზრუნვაჲ ჩემი უფალსა და წმიდასა მოწამესა მას მისსა მენას, და ვითარცა სათნო არს წინაშე მათსა, ეგრეთ იყავნ.“
და ვითარცა სხდეს ორნივე იგი ზოგად, აჰა, ესერა, მოვიდა მონაჲ ქრისტეანისა მის და აქუნდა კისაკი იგი საფასითურთ. და ვითარ იხილეს იგი, განკჳრდეს ორნივე. და უფალი იგი მონისა მის შეძრწუნდა ფრიად და ჰრქუა მონასა თჳსსა: „ვინაჲ მოხუალ, ანუ რაჲ არს, რომელი-ეგე მოგაქუს?“ ჰრქუა მას მონამან მისმან: „მოვედ ძალისათჳსცა, მოავლინე და მიიღე აღსრულებაჲ ბრძანებისა შენისაჲ.“ მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა: [389r] „ვინ მოგივლინე და რომელსა ბრძანებასა მოხუჱდ აღსრულებად?“
ჰრქუა მონამან მან, ვითარმედ: „დღეს მოვიდა, უფალო ჩემო, მჴედარი ერთი, მაღალი და ფრიად საშინელი დედოფლისა ჩემისა, და აქუნდა ბეჭედი და კლიტე, რომელსა შინა იყო საფასე. და ესრეთ ჰრქუა დედოფალსა ჩემსა: „იცნობა ბეჭედსა ამას და კლიტესა?“ და მან ჰრქუა: „ჱე, ვიცნობ.“ და ჰრქუა მჴედარმან მან: „ქმარი შენი მევედრა მე და მომავლინა შენდა და მრქუა: „წარმოეც ჩემდა კისაკი იგი ჰურიისაჲ მის ჴელითა მონისა ჩემისაჲთა, რამეთუ ვიგუჱმები მე წმიდისა მოწამისა მენაჲს მიერ.“ ამისთჳს სრბით მოვიღე კისაკი ესე. აჰა, ესერა, არს ბეჭედი საფასისა მის, რომელი მოიღო მჴედარმან მან დედოფლისა ჩემისა.“
აღსდგა უკუჱ ჰურია იგი და აღიღო კისაკი იგი თჳსი მითვე ბეჭდითა. ჴმობდა სიხარულით და იტყოდა: „დიდ არს ღმერთი [389v] და მოწამე მისი მენა! და საკჳრველ არს სარწმუნოება ქრისტეანეთა! და ვინ არს, რომელი არა გესვიდეს შენ, უფალო, და მეოხებასა წმიდისა მოწამისა შენისა მენაჲსსა და არა რწმენეს შენდა მომართ? აწ უკუე, უფალო, აჰა, ესერა, უფალო, მეცა ქრისტეანე ვიქმნე საკჳრველებათათჳს წმიდისა მოწამისა მენაჲსთა.“ და მისცა მესამედი ნაწილი საფასისა მის ტაძარსა წმიდისა მოწამისა მენაჲსსა, რომელი აღრაცხა სასწორითა ათასი დრაჰკანი და იტყოდა: „შენ თჳთ უწყი, მოწამეო ქრისტესო, ვითარმედ წინაშე შენსა ვეტყოდე, ვითარმედ: „მიიღე, რაოდენი გნებავს შენთჳს და სხუა იგი მომეც მე.“ აწ მიგცე ესე წინაშე სიწმინდისა შენისა.“
და განეყენა ჰურიაობასა და ნათელიღო მან და ყოველთა სახლეულმან მისმან და შეირაცხნეს საყოფელნი მათნი ქრისტეანეთა თანა. და კეთილად მსახურებითა ადიდებდეს ღმერთსა და წმიდასა მოწამესა მენას, რომელი [390r] არცხუჱნდა ყოველთა ცრუთა. და მიერ დღითგან არღარავინ იკადრებდა ფუცვად ტაძარსა მისსა არცა სამართლით, არცა ტყუვილით.
და ქრისტეანე იგი წარვიდა მწუხარებითა დიდითა სახედ თჳსსა. და აღიღო ზოგი მონაგებისა თჳსისა და შეწირა წმიდისა მოწამისა. და მუნ შეინანა შეცოდებაჲ თჳსი და არა განეშორა ტაძრისაგან მის წმიდისა, ვიდრემდის გამოეცხადა შეწყნარებაჲ სინანულისა თჳსისა. და ადიდებდა ღმერთსა და წმიდასა მოწამესა მენას. და დაიძინა მშჳდობით ქრისტე იესუს მიერ, უფლისაჲ ჩუენისა, რომლისა შუჱნის დიდებაჲ და თაყუანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!