თხზულებათა კრიტიკული ტექსტის დადგენასთან

დაკავშირებული საკითხები

ფებრონიას წამება”

კრიტიკულ ტექსტში გავასწორეთ კალმისმიერი ლაფსუსები, როგორიცაა, მაგ., ბრინისათა, შემდგოსა, ერისკაცათა, დედაკაკაცისა, წარსლლვად, აღსრულეს, ებსკოპოსიცა, ერისკაცათა, ღუარწლსა, სირხჳლეული, ურხჳნოო, უმეტად, მდინერე. ასევე ჩავასწორეთ უ” ხმოვნის ო”-თი და ო” ხმოვნის უ”-თი გადმოცემის შემთხვევები: პორითა (პურითა), მყოდროებით  (მყუდროებით), ბრძულაჲ (ბრძოლაჲ)

პოსტპოზიციური წყობის III პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელის მიცემითი ბრუნვის ფორმაში აღვადგინეთ ერთი დაკარგული ს”: შემოიყვანეს უკუე შეკრული ჴელითა და ჯაჭჳ ქედსა მის(ს)ა.”

ბასილი კესარიელის ცხოვრება” 

კრიტიკულ ტექსტში გავასწორეთ კალმისმიერი ლაფსუსები, როგორიცაა: პირვველ, ურთიერთერთას, განვიშოვრეთ, ჴეელნი.  

არ ჩავასწორეთ ძწოლით” ფორმა, რომელიც ორჯერ არის გამოყენებული ძირითად ტექსტში, რადგან ძრწ” ბგერათკომპლექსში ფონეტიკურად შესაძლებელია რ” თანხმოვნის დაკარგვა. 

გავასწორეთ ენობრივი შეცდომები. მაგ., ძირითადი ხელნაწერის განვიშოვრეთ” ფორმა ჩავანაცვლეთ დანარჩენ ნუსხებში დადასტურებული განვიშორეთ” ფორმით. 

B ნუსხის მონაცემი გავითვალისწინეთ წინადადებაში: იხილა: ერთი მომწერობელთაგანი დიაკონი თუალუყოფდა დედაკაცსა.” ძირითად ტექსტსა და C ნუსხაში იკითხება  მამწერობელთაგანი.”

C ნუსხის იკითხვისი გამოვიყენეთ წინადადებაში: მიუთხრა მეფესა უვალენტოსს სათნოებანი ამის კაცისანი.” ძირითად ხელნაწერში მოცემულია უვალენტიანოს.”

ძირითად ნუსხაში შეინიშნება – ხმოვანფუძიანი სახელების მიცემით ბრუნვაში ჱ”-ს ხშირი გამოყენების შემთხვევები, რაც ე” და ჱ” გრაფემათა ერთმანეთში აღრევის ფართოდ გავრცელებული მოვლენაა: არა არს ჟამსა ამას მითხრობად, არამედ წინამდებარჱსა მას აღვიდეთ შობით მისითგან და ვიდრე აღსრულებადმდე სათნოებათა მითხრობად”; მოაქცევდეს უფლისა წარმართთა სიმრავლჱსა მრავალსა”; იხილა ბასილი ჩუენებით სიმრავლჱსა მჴედრობასა ზეცისასა”; მივიდა სამარტჳლჱსა”; ნუ შთაიყვანებ სიბერჱსა ჩემსა მწუხარებით ჯოჯოხეთა”; საყდართა ზედა მჯდომარჱსა”; ყოველივე ქრისტჱსა მისცა”; უვარჰყოფა ქრისტჱსა შენსა?” ხოლო უკჳრდა მაქსიმიანჱს ბასილისი იგი ღმრთისა მიმართ სიყუარული”; ივლიანჱს რაჲ ესე ესმა”; რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარჱთა მისთა”; უკუეთუ ეცეს ჟამი მძლავრსა მეფჱსა.”

კრიტიკულ ტექსტში გავითვალისწინეთ სხვა ნუსხათა მონაცემები, რომლებიც დამოწმებულ მაგალითებში ე”-ს გვთავაზობენ: წინამდებარესა, სიმრავლესა, სიბერესა, ქრისტესა და ა. შ. 

გავასწორეთ აგრეთვე ე”-სა და ჱ”-ს აღრევის შედეგად ძირითად ნუსხაში გამოყენებული ფორმა დღჱსასწაულობაჲ” წინადადებაში: სამსა დღესა ბრძანა დღჱსასწაულობაჲ.”  

C ნუსხით ვისარგებლეთ და ძირითად ტექსტში (ასევე B ნუსხაში) დადასტურებული შეძლება” ზმნის აორისტის ფორმა შეუძლჱ” (ვინებე შენდობაჲ დედაკაცისაჲ, არამედ ვერ შეუძლჱ”) შევცვალეთ ფორმით: შეუძლე.” 

ერთ მაგალითში ისე ჩანს, თითქოს სახელობით ბრუნვაში მდგარ საზღვრულს ატრიბუტული მსაზღვრელი წრფელობითის ფორმით შეეწყობა. რეალურად აქაც საანალიზო გრაფემათა აღრევასთან გვაქვს საქმე: თანაშეეწეოდა მას სამ დღჱ.” ვისარგებლეთ BC ხელნაწერების მონაცემით და კრიტიკულ ტექსტში შევიტანეთ სამ დღე.” 

ერთგან ხელნაწერში იკითხება: უფროჲსღა შევჰრაცხეთ მარადის ჴსენებულსა მათა ცხორებასა.” C ნუსხაში გვაქვს მათდა”, რომელიც ასევე გაუმართლებელია, რადგან ის ატრიბუტული მსაზღვრელის ფუნქციით არის გამოყენებული და უნდა იყოს მათსა.”

ერთგან ჩამოთვლილია სამი საეკლესიო მოღვაწე, მათგან ორი გაფორმებულია ნათესაობით ბრუნვაში, ხოლო ერთი – მიცემითში: რამეთუ სამთა მათ, ყოვლად წმიდათა ღმრთისმოშიშთა კაცთა, ვიტყჳ: გრიგოლისსა, რომელი ღმრთისმეტყუელებასა შინა განშუენდა, და გრიგოლისსა, მარადის ჴსენებულისა ნჳსაეონისა ქალაქისასა, და ეფრემისა, ყოვლად ქებულისასა.” გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს ჩამოთვლილი ანთროპონიმები პირდაპირი დამატების ფუნქციით არიან დაკავშირებულნი ვიტყვი” ზმნა-შემასმენელთან, რაც ამ უკანასკნელის მიერ მათ მიცემით ბრუნვაში მართვას მოითხოვს, მაგრამ ამ სახელების თანმხლებ მსაზღვრელებს მთარგმნელი ნათესაობით ბრუნვაში აფორმებს (მარადის ჴსენებულისა ნჳსაეონისა ქალაქისასა” // ყოვლად ქებულისასა”), რაც გვავარაუდებინებს, რომ საკუთარი სახელები მას გამოყენებული აქვს განსაზღვრების ფუნქციით და არა პირდაპირი დამატებისა) და პირდაპირი დამატება, რომლის ფარდი სახელიც უნდა იყოს ღვაწლი” (ანუ, ვიტყვი ღვაწლს გრიგოლისსა და ა. შ.), არ არის დასახელებული, ჩაგდებულია. ამიტომ მესამე სახელსაც აღვადგენთ განსაზღვრების (მორფოლოგიურად მართული მსაზღვრელის) ფუნქციით და კრიტიკულ ტექსტში შეგვაქვს B ნუსხის მონაცემი ეფრემისსა, ხოლო AC ნუსხების იკითხვისს ავსახავთ სქოლიოში.  

B ნუსხის იკითხვისი (შემძლებელისაგან”) ავსახეთ კრიტიკულ ტექსტში მაგალითში, სადაც ნათესაობითის ნაცვლად მიცემითია გამოყენებული: შეწევნასა ითხოვდა მისგან, ვითარცა შემძლებელსა, მთავრისა თანა მის სოფლისა.” 

ასევე ჩავასწორეთ არასწორად გამოყენებული მიცემითი ბრუნვის ფორმა ნაცვალსახელთან: ვითარ მასცა იქმნა ზიარ და ორთაგანვე დაჰმარხა ნაწილი.” ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ B ნუსხის  მონაცემი: მისაცა; შდრ.: მისცა (C). 

C ნუსხას დავეყრდენით ფრაზაში: არა დასცხრები ღმრთისა ჩუენისასა ბრძოლად, დაბადებულისა მისისა.” ძირითად ხელნაწერში გამოყენებულია დაბადებ(უ)ლსა.”

ენობრივად არასწორია სიტყჳთსა შემდეგ კონტექსტში: მივიდა დედასა სიტყჳთსა, ათენას, უბიწოებითა და მრავლითა მარხვითა და სიწმიდითა შემკული.” კრიტიკულ ტექსტში აიასახა B ნუსხის მონაცემი – სიტყუათასა, ხოლო სქოლიოში – AC ნუსხების მონაცემები. 

B ნუსხის იკითხვისი გავითვალისწინეთ ასევე ფრაზაში: ნუ მოცინარ, დედათა თანა უჯეროთა არაზრახვად, თუალნი ქუედახედვად.” ძირითადი ნუსხა გვთავაზობს ფორმას ქუედათხევად” (C ნუსხაშია ქუჱხედვად”).  

რამდენიმე შემთხვევაში გამოტოვებულია -ა სავრცობი: სიტყუაჲ მისცე ჩემთჳს დღესა მას სარჩელისსა ღმერთსა”; მაკლსღა ჩუენ რწმუნებად ძალსა ღმრთისას”; ითხოვა განტევებაჲ თჳსი იერუსალჱმდ ლოცვისათჳს და მუნ შინა საკჳრველებათ ხილვად.” კრიტიკულ ტექსტში ავსახეთ სავრობიანი ფორმები: სარჩელისასა”; ღმრთისასა”, საკჳრველებათა.”

BC ნუსხების მონაცემით ვისარგებლეთ წინადადებაში: ხვალისაგან წარვიდა ლიბანისა.” ძირითად ნუსხაში იკითხება  ლიბანისსა.” 

ერთ ზმნურ ფორმაში აუსლაუტში გამოყენებულია დ” თანხმოვანი, რაც კალმისმიერი შეცდომა გვგონია: მრავლობითი რიცხვი შეუფერებელია, ფსევდოგრამატიზებული დაწერილობით რომ აგვეხსნა ( > ): ერთი იგი დაჰმარხა, რაჲთა მის თანა დაეფლად.” ამიტომ კრიტიკულ ტექსტში გავითვალისწინეთ BC ნუსხების მონაცემი: დაეფლას.”  

გავასწორეთ ზმნის რიცხვის ფორმა შემდეგ წინადადებებში: მივიდა და იხილა ბასილი ევბულჱს თანა და იცნა და მხიარულ იქმნა.” ხელნაწერშია იცნნა.” პირდაპირი დამატება აქ მხოლობით რიცხვშია და ორი ნ” მოცემულ მაგალითში არასწორია. დაეცნეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის სცეს მას.” ძირითად ნუსხაში გამოყენებული სცა” ფორმა შეუფერებელი იყო კონტექსტისთვის. მრავლობითის გამოყენებას მხარს უჭერს BC ნუსხები. 

ზმნიზედებში შევინარჩუნეთ -ს დაწერილობა: ესრჱთ უშურველად უფალი უფროჲს გარდაჰმატებს სახიერებასა”; ესრჱთ ორთავე მონაგები მათი ღმრთისმსახურებით განაგეს”; ესრჱთ მეშჳდესა დღესა იწყო გამოთქუმად”; წერდა ქარტასა შინა ესრჱთ” და ა. შ. 

ჩავასწორეთ სტილური ცდომილებებიც. მაგ., ძირითად ხელნაწერში ერთგან იკითხება: მაშინ იძულებით თქუა საქმისა მის თავი. მუნქუესვე დაუტევა…” კონტექსტის მიხედვით რთულია გარკვევა, ვისზეა საუბარი. ამიტომ ვარჩიეთ C ნუსხის იკითხვისი, რომელიც ნათელს ჰფენს აზრს: მაშინ იძულებით თქუა საქმისა მის თავი ყოველი. ხოლო დედაკაცმან მან მუნქუესვე დაუტევა…”

ასევე C ნუსხის მონაცემი გავითვალისწინეთ და არ გამოვიყენეთ და” კავშირი შემდეგ წინადადებაში: რაჲთა იპოვნენ დიდსა ეკლესიასა (და) მოღებად ღმრთისა საიდუმლოსა.” BC ნუსხებს დავეყრდენით და არ ავსახეთ ზედმეტად ხმარებული იგივე კავშირი ფრაზაში: უცხოჲ ვინმე, გუშინ მოვიდა (და) უცხოთა სადგურსა ჩემსა და განმზადებით გამოთარგმანა ამათი აჴსნაჲ.” 

დადასტურდა სიტყვათა არასწორ კონტექსტში გამოყენების შემთხვევებიც. მაგ., ერთგან ვკითხულობთ: გამოეცხადნეს, რომელიიგი მაშინ ეპისკოპოსი იყო ქალაქისაჲ, სიხარულით მაქსიმიანე.” აქ უნდა იყოს სახელით”, რასაც მხარს უჭერს BC ნუსხები. 

არასწორად არის გამოყენებული საკჳრველსა” შემდეგ წინადადებაში: რომელნიიგი ადიდებდეს უფალსა და ბასილის, საკჳრველსა წინაშე მდგომარესა.” B ნუსხაში გვაქვს საკურთხეველსა” (C-ში – საკურთხევლისაჲ”), რაც კონტექსტის შესაფერისიცაა და ბერძნულ ვერსიასაც თანხვდება (ბერძ. გვ. 176: docologou=ntoj ku/rion kai\ Basi/leion t%= qusiastiri/%)).

უარი ვთქვით გუშინმე” ზმნიზედის ზედმეტად გამოყენებაზე წინადადებაში: უცხოჲ ვინმე გუშინმე გუშინ მოვიდა.” მას არც ბერძნული ვერსია და არც სხვა ნუსხები არ უჭერენ მხარს. 

C ნუსხის მონაცემით ვისარგებლეთ და არ გამოვიყენეთ ხოლო” კავშირი ფრაზაში: და ესრჱთ ორთავე მონაგები მათი ღმრთისმსახურებით განაგეს და წმიდისა ნათლისღებისა სამოსელი (ხოლო) მით იყიდეს და იერუსალჱმდ წარემართნეს.” 

თეოდორე სტრატილატის წამება”

კრიტიკულ ტექსტში გავასწორეთ უ” ხმოვნის ო”თი გადმოცემის, ან, პირიქით, ო” ხმოვნის უ”თი გადმოცემის შემთხვევები, როგორიცაა: კორნებაჲ (კურნებაჲ); საუცრად (საოცრად).

ჩავასწორეთ ასევე კალმისმიერი ლაფსუსები: ლიკინოზ (უნდა იყოს ლიკინიოზ), ქრისტეანენეთა, ჰნებავ (უნდა იყოს ჰნებავს), მეფსა (მეფესა), მეუუფეო (მეუფეო), ტბილ (ტკბილ), უუსულოთა (უსულო), ჴორცასა (ჴორცთასა), იპოებოებოდა, შეურგულებელი (შეუორგულებელი), სასაკუთარ (საკუთარ), წარმგზავნა (წარგზავნა). ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც – პრეფიქსის გამოყენება ზმნურ ფორმაში კალმისმიერი ლაფსუსი უნდა იყოს. კონტექსტი ზმნისგან III პირის ფორმას მოითხოვს, რაც პირველი ზმნის (სცა”) შემთხვევაშიც ჩანს. სხუამან კუალად ლახურითა სცა კესტოს პატრიკსა და ერთითა წყლულებითა წარმგზავნა იგი მოწამედ უფლისა.” ყველა ხელნაწერში წარგზავნა” ფორმაა და, რადგან ლაფსუსს კალმისმიერად ვთვლით და არა ენობრივად, სქოლიოში სხვა ხელნაწერების ჩვენებას აღარ ვუთითებთ. 

პატივისცემა” ზმნაში აღვადგინეთ I პირის ფორმაში დაკარგული ერთი ვ”: ჯერისაებრ პატივ (ვ)სცე.” ასეა მოცემული ყველა ნუსხაში. 

ასევე აღვადგინეთ პირდაპირი ობიექტის მრავლობითობის აღმნიშვნელი სუფიქსის –თანხმოვნითი ელემენტი მაგალითში: წარავლინ(ნ)ა მეფემან სხუანიცა მჴედარნი.”

ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრება”

გავასწორეთ – ხმოვანფუძიან ანთროპონიმთან ერგატივში გამოყენებული ჱ: მიიღო პატივი იგი მღდელთმოძღურებისაჲ წმიდამან ალექსანდრე.” ხელნაწერში იყო  ალექსანდრჱ.”

ერთგან დადასტურდა ზედა თანდებულის მიერ სახელის მოქმედებით ბრუნვაში მართვის შემთხვევა: ამით ესევითარითა საქმითა ზედა მოიწია სხუაჲცა წიგნი მეფისაჲ.” აქ მსაზღვრელსაზღვრულის წყვილი წარმოდგენილი უნდა იყოს თან-იან მრავლობითში, რაც გავასწორეთ კრიტიკულ ტექსტში: ესევითართა საქმეთა ზედა.”