„თეოდორე სტრატილატის წამების”

ნუსხათა ურთიერთმიმართებისათვის

თეოდორე სტრატილატის წამების” ექვთიმე ათონელისეული თარგმანი 5 ნუსხაშია დაცული. მათგან უძველესია X / XI საუკუნის ათონური წარმოშობის ხელნაწერი A-1103, რომელსაც A ლიტერით აღვნიშნავთ. მას მოჰყვება XI საუკუნეში, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაწერილი ნუსხა – ბოდლე-1. მისი აღმნიშვნელი ლიტერია B. C ლიტერით წარმოვადგენთ A-388 ნუსხას, დათარიღებულს XII-XIII საუკუნეებით, D ლიტერით – A-382 ნუსხას, რომელიც XV საუკუნეშია გადაწერილი. გვაქვს კიდევ ერთი ნუსხა – A-1076, რომლის გადაწერის თარიღიცაა 1862 წელი. 

სქოლიოში იკითხვისებს BCD ნუსხებიდან ვუთითებთ, XIX საუკუნის ნუსხის მონაცემებს კი აღარ ავსახავთ. მიზეზი მარტივია: ეს პერიოდი ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაში ახალ ქართულს მიეკუთვნება და, შესაბამისად, ძველი ქართულისთვის არ არის საინტერესო. ამასთან, სხვაობები ძირითადი ხელნაწერისგან თითქმის ყველა სიტყვაში ფიქსირდება, რაც საკმაოდ გაზრდიდა სქოლიოს მოცულობას. თუმცა წინამდებარე სტატიაში მისი ენობრივი თავისებურებებიც გვაქვს გაანალიზებული და გარკვეული გვაქვს წინა ნუსხებთან მიმართების საკითხიც. სტატიაში მას E ლიტერით წარმოვადგენთ.

A-1103 ნუსხაში შესულ ჩვენს თხზულებას ერთვის ექვთიმე ათონელის ანდერძი: სახელითა ქრისტესითა აღესრუ[ლა] წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორესი, გამოთარგმნილი ახლად ბერძულთა წიგნთაგან ჴელითა გლახისა და ცოდვილისა ეფთჳმესითა. ვინცა იკითხვიდეთ, ლოცვასა მოიჴსენეთ მამაჲ იოვანე და მე – ცოდვილი ესე და უღირსი ეფთჳმე, რაჲთა თქუენცა ღმერთმან მოგცეს სასყიდელი სიყუარულისაჲ, ამინ! ითარგმანა წამებაჲ წმიდისა თეოდორესი დასაბამითგანთა წელთა ხფკა მთასა ათონას. დიდებაჲ შენდა, სამებაო წმიდაო, აღმასრულებელო ყოველთა კეთილთაო.” 

ძეგლის თარგმნის თარიღი, როგორც ვხედავთ, ანდერძშივეა მოცემული და იგი 1013 წელია: ხფკა ნიშნავს 6521-ს. ანდერძში არ არის მითითებული, რომელი დასაბამითგანი იგულისხმება – ქართული თუ ბერძნული, მაგრამ მარტივად ირკვევა, რომ ბერძნული უნდა იყოს. ქართული დასაბამითგანით ვიღებთ 917 წელს (6521-5604), ანუ ექვთიმემდელ პერიოდს, ხოლო ბერძნულით – 1013 წელს (6521-5508), ექვთიმეს მოღვაწეობის ხანას. 

ხსენებულ ანდერძს მოჰყვება გადამწერთა – იოვანე გრძელისძის, იოვანე ოქროპირის, საბა და იოვანე ბარერჩელის (?) – ანდერძი, საიდანაც ჩანს, რომ A-1103 ნუსხა უშუალოდ ექვთიმესეული ნუსხიდან არის გადაწერილი. მასში ვკითხულობათ: 

ესე ზემოწერილნი სიტყუანი, სიმდაბლითა სავსენი, თჳთ ნეტარისა მამისა ეფთჳმესნია. ვითა ნუსხასა ეწერა, ეგრეთვე აღვწერე სიმდაბლე მათი…”

ექვთიმეს სიტყვები – გამოთარგმნილი ახლად” მიგვანიშნებს, რომ მანამდე არსებობდა თეოდორე სტრატილატის წამების” სხვა თარგმანიც, როგორც სამართლიანად შენიშნავს მ. ქავთარია (1966). 

ძირითად ხელნაწერად, ცხადია, A-1103 შევარჩიეთ, როგორც უძველესი, ათონური წარმოშობის და, ამავე დროს, ექვთიმესეული დედნიდან მომდინარე. მასთან ქრონოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას ბოდლე-1 (B).

თავდაპირველად შევეხებით ნუსხათა ორთოგრაფიულ და ფონეტიკურ თავისებურებებს:

AD ნუსხები ყველგან სტრატილატ ფორმას ირჩევენ, CE ნუსხები – სტრატელატს, B-ში სახელი სამჯერ სტრატელატი, ხოლო ორჯერ სტრატილატი დაწერილობითაა მოცემული. 

ასევე მერყეობს B ნუსხა ანთროპონიმ ლიკინიოზის ხმარებისას: 6-ჯერ ის ლიკინიოს, ხოლო 16-ჯერ ლიკინიოზ ფორმას იყენებს. A ამ ნაწილშიც მონოლითურია: აქ ყველგან ლიკინიოზ ფორმა იხმარება. C ნუსხაში მხოლოდ ორჯერ არის ლიკინიოს ფორმა გამოყენებული, დანარჩენ შემთხვევებში – ლიკინიოზ, D ნუსხაში კი მხოლოდ ერთხელ არის ლიკინიოზ ნახმარი, ყველა სხვა შემთხვევაში – ლიკინოზ, E ნუსხა, ერთი შემთხვევის გარდა, ყველგან ლიკინიოზ ფორმას აძლევს უპირატესობას.  

BE ნუსხები ანტიოხოს ფორმას ხმარობენ, AD – ანტიოხოზს, C – ერთხელ ანტიოხოსს, ერთხელაც – ანტიოხოზს. ანთროპონიმ ევსევიას C ნუსხა ევსევას სახით გვთავაზობს, ყველა დანარჩენი – ევსევიას სახით. A – მაქსიმინესს იყენებს, BCDE – მაქსიმიანეს. ძირითად ხელნაწერში გვაქვს არტემა, ხოლო ყველა დანარჩენში – არტემი.

ზმნიზედებში ზოგიერთი ნუსხა -ს იყენებს, მაგალითად, B-ში უკუჱ ფორმა 10-ჯერ (ყველა შესაძლო შემთხვევაში) არის გამოყენებული, D-ში – 9-ჯერ, C-ში – ოთხჯერ, E-ში კი – ორჯერ: უკუჱ მეცა” (BCE); უკუჱ ჰნებავს” (BE); უკუჱ თავსიდევ” (BCD); უკუჱ წარიყვანეთ” (BD); უკუჱ წარმგზავნეთ” (BCD); უკუჱ მოქცეულხართ” (BCD) და ა. შ. 

ზმნიზედაში -ს გამოყენების სხვა მაგალითია: ჴჳმირსა ქუეშჱ” (B); შდრ.: ჴჳმირსა ქუეშე” (ACD) // ქვეშე (E); 

უჱ დაწერილობის სიხშირით განსაკუთრებით გამოირჩევა D ნუსხა (27 შემთხვევა): მომატყუჱბელი, მომწყუჱდელი, მეტყუჱლი, მსხუჱრპლი და სხვა მრავალი. გვხვდება ზმნურ ფორმებშიც: ხუჱტენით, იხუჱტებოდეს, ჰგუჱმდეს, აღიქუჱს, გეჩუჱნო და სხვ. 

ზმნურ ფუძეებთან უჱ იშვიათად დასტურდება C ნუსხაშიც: წარჰკუჱთა მეჴრმლემან”; ჰშუჱნის ყოველივე.” ამ ხელნაწერში ის 8-ჯერაა გამოყენებული. 

B ნუსხა ზოგჯერ -ს -თი ცვლის, E ნუსხა კი ყოველთვის -ს იყენებს: რაჲთა გულისხმაჰყოთ” (BE); შდრ.: რაჲთა გულისჴმაჰყოთ” (ACD).

D ნუსხისთვის დამახასიათებელია იოტამეტობის შემთხვევები: ჰმსახურებდე[ნ] მხოლოჲსა მას”; დაცხროჲმაჲ”; საუკუნოჲდ”; შევსწიროჲთ”; მიუგოჲ”, სხუაჲმან”, მოწყუჱდაჲ”, ეუწყაჲ” და სხვა მრავალი. 

ორ შემთხვევაში D ნუსხაში უცნაური ფაქტი გამოვლინდა: სიტყვის ბოლოს ზედმეტად არის ნახმარი ხმოვანი: ძალი საღმრთოჲო”; საღმრთოჲო გამობრწყინდა.”

CDE ნუსხები აღსარებას ერთი -თი წარმოადგენენ, AB ნუსხები – ორით: უვარყო აღსარებაჲ”; შდრ.: …აღსაარებაჲ”; აღსარებასა შინა შენსა”; შდრ.: …აღსაარებასა.” 

ზოგჯერ B ნუსხა ხმოვანს -თი, ხოლო D ნუსხა ხმოვანს -თი ცვლის: უსოლოთა” (B); ამბუხებაჲ (D).

რჩ კომპლექსს B ნუსხა შჯ კომპლექსით ანაცვლებს, სჭ კომპლექსს – შჭ კომპლექსით, CDE ნუსხები სჯ კომპლექსს ირჩევენ, ძირითადი ნუსხა კი – რჩ კომპლექსს: უშჯულოთა საქმეთა” (B) // უსჯულოთა”… (CE); ურჩულოთა”… (A); მსგავსად უშჯულოჲსა მის” (B); შდრ: უსჯულოთა”… (CE); ურჩულოჲსა”… (A); ამას იტყოდა… უშჯულოჲ იგი” (B); შდრ.: …ურჩულოჲ…” (A); დამშჭუალვაჲ ნეტარისაჲ მის” (B); შდრ.: …დამსჭუალვაჲ…” (AC); …დამსჭუალვა…” (D); …დამსჭვალვა…” (E); სამშჭუალი რკინისაჲ” (B); შდრ.: სამსჭუალი რკინისაჲ” (C); სამსჭვალი”… (E); შემშჭუალიან და კუალად… შემშჭუალიან” (B); შდრ.: შემსჭუალიან და კუალად… შემსჭუალიან” (C); შემსჭვალიან და კვალად შემსჭვალიან” (E).

AD ნუსხებში ზედსართავი სახელი ნამდვილი” ასიმილირებულია:: ნანდჳლვე ღმერთნი არიან”; შდრ.: ნამდჳლვე ღმერთნი არიან” (BCE); ნანდჳლვე შემსგავსებულ”; შდრ.: ნამდჳლვე შემსგავსებულ” (BCE). 

ზოგჯერ AC ნუსხებში გვაქვს ასიმილაციის მაგალითები: მიუწთომელ არიან” (AC); შდრ.: მიუწუდომელ არიან” (B) // მიუწდომელ (DE); ზოგჯერ – მხოლოდ Aში: მიუწთომელითა” (A); შდრ.: მიუწუდომელითა” (B) // მიუწდომელითა (ჩE); ღაღატყო ძრიელად” (A); შდრ.: ღაღადყო ძლიერად” (BCDE); ღმრთისა ჩემისა მიმართ ვღაღატვყავ” (A); შდრ.:ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღადვყავ” (BDE) // ვღაღადვყავ (C).

AE-ში თანხმოვანთა დისიმილაციის შემთხვევა დასტურდება: მთავარეისკოპოსი (A); მთავარეისკოპოსი (E); შდრ.: მთავარეისკოპოსი (BCD); დისიმილაციის ფაქტი გვხვდება DE ნუსხებშიც: ჰაბავი (D) // აბავი (E); შდრ.: ჰაბავიცა (ABC). 

A არჩევს წრჳლ ფორმას, BCD – წულილ // წურილ ფორმებს, E კი – წვლილ ფორმას: შემუსრნა იგინი წრჳლ-წრჳლად” (A); შდრ.: წულილ-წულილად” (BC),…წურილ-წურილად” (D); „წვლილად“ (E); დავაწრჳლენ იგინი” (A); შდრ.: დავაწურილენ…” (B) // დავაწულილენ…” (CD) // „დავაწვლილენ“ (E).

მეტათეზისის მაგალითია შეიღლუარჭნა (B); შდრ.: შეიღულარჭნა (ACD); შეიღვლარჭნა (E).

A-ში და ზოგჯერ B-შიც ფიქსირდება მეტათეზისი ძარცვა ფუძეში: განძუარცეს ნეტარი იგი” (A); შდრ.: განძარცუეს ნეტარი იგი” (BCD); განძუარცეთ განდგომილი ეგე” (AB); შდრ.: განძარცუეთ განდგომილი ეგე” (CD); E ნუსხაში ამ მაგალითში ასიმილაცია გვაქვს: განცარცვეს”… (E); განცარცვეთ”…(E).

ძლიერ ფუძის შემცველ სიტყვებს ძირითადი ხელნაწერი ყველგან მეტათეზირებული სახით წარმოგვიდგენს, განსხვავებით BCDE ნუსხებისგან: განმაძრიელე მე” (A); შდრ.: განმაძლიერე მე” (BCDE); განმაძრიელე ძლევად” (A); შდრ.: განმაძლიერე ძლევად” (BCDE); ძრიელად შევჰნერწყუე” (A); შდრ.: ძლიერად შევჰნერწყუე” (BCDE).

BC ნუსხებში ხმოვნებს შორის პოზიციაში გვხვდება თანხმოვნის განვითარების შემთხვევა: უვარყონ. შდრ.: უარყონ (ADE). 

BE და ზოგჯერ CD ნუსხებიც ინარჩუნებენ ბგერას ისეთ პოზიციებში, სადაც ის ხშირად იკარგება, განსხვავებით A ნუსხისგან: ითხოვო მეფობისაგან” (BE); შდრ.: ითხოო”… (ACD); ცხოველ იყო” (BCDE); შდრ.: ცხოელ ხარ” (A); „განმაცხოველა“ (BCDE); შდრ.: „განმაცხოელა“ (A); რაჲთა ვერ პოვონ” (BE); შდრ.: რაჲთა ვერ პოონ” (ACD); მაგრამ: ცხოველი თუალითა ჩემითა” (ABD); შდრ.: ცხოელი თუალითა ჩემითა” (C).

-მდე თანდებულის წინ BC ნუსხებში იკარგება ვითარებითი ბრუნვის ნიშნისეული – თანხმოვანი: ვიდრე აღსასრულამდე” (BCD); შდრ.: ვიდრე აღსასრულადმდე” (AE).

C ნუსხაში გვხვდება ცრუვ ფუძე: ეცრუვა დიდსა კოსტანტინეს.”

CD ნუსხებში ჯუარცუმა რედუცირებულია მეორე -ს ხარჯზე: ჯუარცმული ქრისტე”; შდრ.: ჯუარცუმული ქრისტე” (AB). C ერთგან ჯუარცუმასაც იყენებს: ჯუარცუმაჲ და სიკუდილი.” E ნუსხაში სისტემურად ჯვარცმული იხმარება. 

-ელ სუფიქსით ნაწარმოები სახელი A ნუსხაში არ იკუმშება, განსხვავებით BCDE ნუსხებისგან: სახუეტელებითა ხუეტენით” (A) // სახუეტლებითა ხუეტენით” (BCD) // სახვეტლებითა”… (E). 

ხმოვანზე დაბოლოებულ საზოგადო სახელებთან სახელობით ბრუნვაში B და ზოგჯერ CD ნუსხებშიც არის გამოყენებული: 

შემუსრა უფალმან უკეთური იგი ჰრომთა მეფჱ მაქსენტი” (B); შდრ. …მეფე” (ACDE); რომელიიგი იყო მეფჱ აღმოსავალისაჲ” (B); შდრ. …მეფე” (ACDE); რომელი შემწჱ მეყავ” (B); შდრ.: …შემწე” (ACDE); მოწამჱ ქრისტესი” (B); შდრ.: …მოწამე” (ACDE); ღმერთი შენი და მეუფჱ” (BCD); შდრ.: ღმერთი შენი და მეუფე” (AE).

იმ შემთხვევებში კი, სადაც -ე-ზე დაბოლოებული სახელის წრფელობითი ბრუნვის ფორმა იგულისხმება, -ს გამოყენება მისი გრაფემასთან აღრევის შედეგია, რაც ე.წ. შებრუნებულ დაწერილობათა რიგს განეკუთვნება: სამ დღჱ კეთილად იღუაწნა” (B); შდრ. სამ დღე კეთილად იღუაწნა” (ACDE).

B ნუსხა ზოგჯერ სხვა ნუსხებში გამოყენებულ სახელობითის ფორმას წრფელობითს უნაცვლებს: წინამძღუარ ხარ ბოროტისა მის საცთურისა” (B); შდრ.: წინამძღუარი ხარ ბოროტისა ამის საცთურისაჲ” (ACDE). 

მსაზღვრელსაზღვრულის წყვილში პოსტპოზიციური წყობის მართულ მსაზღვრელს სახელობითში DE ნუსხებში ბრუნვის ნიშანი არ დაერთვის: სასუფეველი ცათა” (DE); შდრ.: სასუფეველი ცათაჲ” (ABC); მტერი ნათესავისა ჩუენისა” (DE); შდრ.: მტერი ნათესავისა ჩუენისაჲ” (ABC);  მომწყუჱდელი ქრისტეანეთა” (DE); შდრ.: მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ” (ABC); მოქმედებით ბრუნვაში ამ ტიპის მსაზღვრელი იმავე ნუსხებში კარგავს ბრუნვის ნიშნის ხმოვნით ელემენტს: სიტყჳთა ლიქნისათა” (DE); შდრ.: სიტყჳთა ლიქნისაჲთა” (ABC). 

ხელნაწერები ზოგჯერ განსხვავებულ სურათს გვიჩვენებენ III პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელის გამოყენების მხრივ: ზოგი არჩევს თჳსი”, ხოლო ზოგიც – მისი” ფორმას: მთავართა მისთაჲთა” (B); შდრ.: მთავართა თჳსთაჲთა” (ACD); აღსაარებისა მისისაჲ” (ABCE); // აღსარებისა თჳსისა” (D).

მათდა ფორმა B ნუსხაში ყველგან მათა სახით არის წარმოდგენილი:

ჰგონებდა დასაბამითგანი იგი მტერი ნათესავისა ჩუენისაჲ დაბრკოლებად მათა გზისა მისგან ცხორებისა” (B); შდრ.: „…მათდა“ (ACDE). შესწირეა მათა შესაწირავები?” (B); შდრ.: შესწირეა მათდა შესაწირავები?” (ACD) // …ამათ…” (E).

BDE ნუსხები ზოგჯერ –მე ნაწილაკის წინ ნათესაობით ბრუნვაში რა ნაცვალსახელს განავრცობენ: კეთილისა რაჲსამე მოლოდებაჲ” (BDE); შდრ.: კეთილისა რაჲსმე მოლოდებაჲ” (AC). ზოგჯერაც ABC ნუსხები განავრცობენ განსაზღვრებით ნაცვალსახელ ყოველს -ვე ნაწილაკის წინ: ყოვლითავე ღონისძიებითა” (ABC); შდრ.: ყოვლითვე ღონისძიებითა” (D).

ნუსხები ზოგჯერ ერთმანეთისაგან სხვაობს რიცხვის გრამატიკული კატეგორიის შერჩევის თვალსაზრისით: ნაწილი იყენებს მხოლობით რიცხვს და ნაწილიც – მრავლობითს. საშუებელნი სოფლისანი” (ჩE); შდრ.: საშუებელი სოფლისაჲ” (AB) // საშუებელი სოფლისა” (D).

A ნუსხაში რთული ზმნის I სუბიექტური პირის ფორმასთან გვხვდება პირის ნიშნის ორმაგი გამოხატვის ნიმუში: ღმრთისა ჩემისა მიმართ ვღაღატვყავ” (A); შდრ.: ღაღადვყავ” (BCDE).

ობიქტური პირის ნიშნების გამოყენების მხრივ ნუსხებში განსხვავებული სურათი გვაქვს: რომელნი ჰმსახურებენ მათ” (ABC); შდრ.: …მსახურებენ მათ” (DE); არამედ მსახურებდენ მხოლოსა მას” (AE); შდრ.: …ჰმსახურებდენ…” (CD) // „ჰმონებდენ“ (B). 

გაიღიმა ფორმაში BD ნუსხები მრავლობითობის სუფიქსს გამოავლენენ: თეოდორე ნელიად განიღიმნა”; შდრ: „…გაიღიმა“ (ACE). -(ე)ნ სუფიქსი აქ შესაძლოა ვნებითი გვარის ზმნის – გაეღიმნეს ანალოგიით იყოს გაჩენილი, ან ამ ტიპის ზმნებთან ისტორიული პირდაპირი ობიექტის მრავლობითობის აღმნიშვნელად იყოს ენობრივი მეხსიერებით შემორჩენილი, თუმცა ამ შემთხვევაში ზმნა საშუალმოქმედებითი გვარის ფორმით არის გამოყენებული და პირდაპირ ობიექტსაც, ცხადია, არ შეიცავს. 

BCDE აორისტის ძველ ფორმას ირჩევს, A – ახალს: ვითარცა აღმითქუ” // ვითარცა აღმითქჳ.” 

იშვიათია თემის ნიშანთა მონაცვლეობის ფაქტები. მაგ., ერთგან BCEში ზმნა -ობ თემის ნიშანს დაირთავს, ADში – –ავ-ს, რომელიც ძველი ქართულის უღლების წესის მიხედვით, უწყვეტელში -(ა)ვ-ი სუფიქსებს ავლენს: ჰბასრობდა მჴნესა მას” (BCE)  // ჰბასრვიდა…” (AD).

საინტერესოა ბრძანებითი კილოს გადმოსაცემად II ბრძანებითის ფორმაში პირის ნიშნის დართვა BCDში, რაც ახალი ქართულის ვითარების ამსახველია: მახჳლები განჰფინეთ” (BCD); შდრ.: მახჳლები განფინეთ” (AE). წარვედით და გარდამოჰჴსენით გუამი მაცთურისა” (BC); შდრ.: წარვედით, გარდამოჴსენით…” (AD); …გარდამოხსენით” (E).

BCDE ნუსხები –ენ სუფიქსიან ვნებითს ხმარობენ, A – – სუფიქსიანს: დადუმნა; შდრ.: დადუმდა.

განსხვავებული სურათი გვაქვს ნუსხებში სულთქმა ფორმის გამოყენების მხრივ. BCD იყენებს სულთითქუმიდა ფორმას, E – სულთითქმიდას, A – სულითქუმიდას. 

ACDE ნუსხებში ზმნიზედის ესრეთ ფორმას B ნუსხაში ესრე ფორმა შეესაბამება: ესრე ეტყჳ” (B); შდრ.: ესრეთ”… (ACDE).

სინტაქსის სფეროში ყურადღებას იქცევს მართვის საკითხები. B ნუსხაში ერთგან ორპირიანი ზმნა-შემასმენლის შემცველ წინადადებაში მიზნის გარემოებასთან, რომელიც ვითარებით ბრუნვაში მდგარი საწყისით არის გადმოცემული, უბრალო დამატება მიცემითის ფორმით არის გამოყენებული, რაც ძველი ვითარების ამსახველია: განმაძლიერე ძლევად უხილავსა მას ვეშაპსა.” სხვა ნუსხებში და ამავე ნუსხაშიც ანალოგიურ მაგალითებში ყველგან ნათესაობითის ფორმაა გამოყენებული: განმაძრიელე ძლევად უხილავისა მის ვეშაპისა”  (ACDE). განმაძლიერე მე, მონაჲ შენი, ძლევად ბოროტისა ამის მტერისა მჴეცისა” (ABCDE).

B და ზოგჯერ D ნუსხაშიც ვითარებით ბრუნვაში მდგარ პოსტპოზიციური წყობის საზღვრულს მსაზღვრელი ზოგჯერ ბრუნვის ნიშნის თანხმოვნითი ნაწილის გარეშე შეეწყობა: შევიდა სახედ თჳსა” (B); შდრ.: შევიდა საუნჯედ თჳსად” (ACDE); წარვიდა სახედ თჳსა” (BD); შდრ.: წარვიდა სახედ თჳსად” (ACE).

პოსტპოზიციური წყობის მართული მსაზღვრელი საზღვრულ წევრს ძირითად ნუსხაში არ ეთანხმება ბრუნვაში: შეარყიონ აღსაარებისაგან ქრისტესა” (A); შდრ.: …აღსაარებისაგან ქრისტესისა” (BCDE).

ABD ნუსხებში უბრძანა ზმნასთან პირდაპირი დამატება ვითარებით ბრუნვაში მდგარი საწყისით არის გადმოცემული: უბრძანა ვიეთმე მისლვად მისა” (ABD); შდრ.: …მისლვაჲ მისდა…” (C)// …მისვლა” (E).

ნუსხებში შეინიშნება სიტყვათა მატებისა თუ კლების,  სიტყვის ფორმის შეცვლის, ან სხვა სიტყვით ჩანაცვლების, ასევე სიტყვათა რიგის შეცვლის შემთხვევები. იმის გათვალისწინებით, რომ საანალიზო ძეგლის ბერძნული ვერსია არ მოგვეპოვება, კლებამატებაზე საუბრისას, ბუნებრივია, ამოსავლად ძირითად ხელნაწერს მივიჩნევთ და დანარჩენ ნუსხებს მას ვუდარებთ. ქვემოთ წარმოვადგენთ საილუსტრაციო მასალას ამ კუთხით ნუსხათა ურთიერთმიმართების გასარკვევად.

მატების მაგალითები: 

ცხენსა თჳსსა” (AC) // ცხენსა ზედა თჳსსა” (BDE); განმაძრიელე წინააღდგომად” (AD) // განმაძლიერე მე წინააღდგომად” (BCE); კუალადცა ლამპრებითა” (AD) // კუალადცა და ლამპრებითა” (BC); შეწირა თავი თჳსი მამისა” (AD) // შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად მამისა” (BCE); ძლევითა და დიდებითა” (ACDE), ძლევითა და დიდებითა დიდითა” (B); დისიძე დიდისა კოსტანტინე მეფისა, ღმრთისმსახურისა” (ACDE); დისიძე დიდისა კოსტანტინე მეფისა, ღმრთისმსახურისა და წმიდისაჲ” (B); დიდებითა მოვიდა” (ACDE); შდრ.: დიდებითა დიდითა მოვიდა” (B); იძულებად ზორვად კერპთა” (ACE); შდრ: იძულებად და ზორვად კერპთა მათ” (B); ერი კეთილი მსახური” (AB) // ერი კეთილი და მსახური” (CDE);

კლების ნიმუშები:

ღმრთისმსახურმან მან მეფემან” (A) // ღმრთისმსახურმან მეფემან” (BCDE); ახოვანი და ბრძენი” (AD) // ახოვანი, ბრძენი” (BCE); ყოველივე ბილწი იგი” (ABC) // ყოველი იგი ბილწი” (E) // ყოველივე ბილწი” (D); ბილწთა მათ მთავართა” (ACDE); შდრ.: ბილწთა მთავართა” (B); წარვიდე სახელითა ქრისტესითა და განვათავისუფლო” (ACDE); შდრ.: სახელითა ქრისტესითა განვათავისუფლო” (B); გულისწყრომასა და რისხვასა მეფისა” (AB) // გულისწყრომასა მეფისა” (CDE).

სიტყვის ფორმის შეცვლის ნიმუშები: 

შემდგომად ლოცვისა მოექცა” (AD); შდრ.: შემდგომად ლოცვისა მოიქცა (BCE); „დაიწუებოდინ“ (A); შდრ.: „დაიწუებოდენ“ (BCE); მოსლვაჲ შარავანდობისა შენისაჲ” (A); შდრ.: მოსლვაჲ შარავანდედობისა შენისაჲ” (BCDE); მოიქცა გონებაჲ შენი უმჯობესისა” (AD) // მოიქცა გონებაჲ შენი უმჯობესსა” (BC) // უმჯობესად (E); რაჲთა ყოს ღმერთმან” (A) // რაჲთა ყოს უფალმან” (BCDE); თუალთა ჩემთა” (A) // თუალითა ჩემითა” (BCDE); ყოველივე გუამი” (A) // ყოველი გუამი” (BCDE); ახლისაცა რაჲმე სატანჯველისა” (A) // ახლისაცა რაჲსამე სატანჯველისა” (BCDE); მზა იყო თავსა თჳსსა მიცემად” (AD) // მზა იყო თავისა თჳსისა მიცემად” (BC); სცა ჰორლითა” (AB) // სცა ჰოროლი” (CD) …ოროლი” (E); წარვიდა სახედ” (AB) წარვიდა სახიდ” (CDE); კერპთა უსულოთა მონებად არა გრცხუენის” (AD); შდრ.:  კერპთა უსულოთა ჰმონებ და არა გრცხუენის” (BCE); 

სიტყვის სინონიმით ან შინაარსობრივად ახლოს მდგომი სიტყვით შეცვლის მაგალითები:

ჩანაცვლების ნიმუშები არსებით სახელებთან: 

სპანიცა მიაქცინეს” (ACDE) // სპასალარნი მიაქცინეს” (B); მპყრობელად” (ACDE) // დამამყარებელად” (B); კუერებითა ბრპენისაჲთა” (ACDE) // კუერებითა რკინისაჲთა” (B) // გოდოლი შეურყეველი” (ACDE) // გურდემლი შეურყეველი” (B); „მსახურთა“ (ACDE) // „მახლობელთა“ (B); უაღრეს ბუნებისა” (ACDE) // უაღრეს ცნობისა” (B); იწყეს ისრითა გუემად მისა” (ABDE); შდრ.: …გურემად…” (C); სიმდიდრისა მისისა” (ABCE) // სიდიდისა…” (D).

ნაცვალსახელებთან: 

განიდევნა მძლავრებისაგან თჳსისა“ (ACDE) // …მისისა” (B); მთავართა თჳსთაჲთა” (ACDE) // მთავართა მისთაჲთა” (B). შევნიშნავთ, რომ E ნუსხა -ს ყველგან ვი დაწერილობით წარმოადგენს. 

ზმნებთან: 

„შეამკობენ “(ACDE) // „განაშუენებენ“ (B); „თქუა“ (ACDE) // „ჰრქუა“ (B); ორად განიყო” (ACDE) // ორად განიპო” (B); „მიხილავს “(ACDE) // „მინახავს “(B); განცჳბრებულ იყვნეს” (ACDE) // განცჳბრებულ იქმნნეს” (B).

ხან გვაქვს საწყისის მიმღეობით ჩანაცვლების მაგალითები:

სენებაჲ მოწამეთაჲ მოტევებაჲ არს თანამდებთაჲ” (ACDE) // …მომტევებელ…” (B).

სიტყვათა რიგის შეცვლის ნიმუშები: 

სარწმუნოებასა ზედა შენსა” (AB) // სარწმუნოებასა შენსა ზედა” (CDE); ველთა განაშუენებენ” (ACDE) // განაშუენებენ ველთა” (B); ვეშაპი საშინელი” (ACDE) // საშინელი ვეშაპი” (B); მაქუს სავედრებელი” (ACDE) //  სავედრებელი მაქუს” (B); არა არს სიტყუაჲ პირსა მისსა” (AD) // არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ” (BCE).

ბოლოს, ორიოდე სიტყვით დავახასიათებთ E (A-1076) ნუსხას: ბგერითი სისტემა აქ ახალი ქართულისებურია. გრაფემა ყველგან გრაფემით არის ჩანაცვლებული (სენება > სენება, მედრობა > მედრობა, ორცი > ორცი), – –ვი დაწერილობით (გრგნი > გვირგვინი, მკდრად > მკვიდრად, მძნვარე > მძვინვარე, თს > თვის), თანხმოვანსა და ხმოვანს შორის პოზიციაში უმარცვლო თანხმოვნით (ყავილი > ყავილი, საშებელი > საშებელი, სიყარული > სიყარული, ქეყანა > ქეყანა).

-ს გამოყენების იშვიათი შემთხვევები იძებნება: არარაჲ, რაჲსამე, პონტოჲსა. შესაბამისად, ხმოვანფუძიანი სახელები სახელობით ბრუნვაში ნიშნის გარეშე არიან წარმოდგენილნი: თხრობაჲ მოწამეთა წამებისაჲ” > თხრობა მოწამეთა წამებისა”; £სენებაჲ მოწამეთაჲ მოტევებაჲ არს თანამდებთაჲ” > ხსენება მოწამეთა მოტევება არს თანამდებთა.”

სპორადულად იხმარება და, ძირითადად, უ-ს მომდევნოდ: ჩუნისა, ქუყანა, თქუნსა, ჩუულებისა. გვხვდება უკუჱ ზმნიზედაშიც, რაც ძველი ქართულისთვის იყო ნიშანდობლივი: ვარ უკუჱ მეცა”; აწ უკუჱ ჰნებავს.”

სიტყვათა დაწერილობაც ახალი ქართული ენის ნორმებს მიჰყვება: ცხორება > ცხოვრება, წმიდა > წმინდა; ჰრომთა > რომთა; აღმოსავალი > აღმოსავლეთი; აღთქუმაჲ > აღთქმა; აღსაარება > აღსარება, ჩრდილოჲთ > ჩრდილოეთით; იესუ > იესო; მკუდარი > მკვდარი; შუენიერი > მშვენიერი; ვეცხლი > ვერცხლი; ესე > ეს (ესე კაცი > ეს კაცი); არცა > არც; ჯუარცუმული > ჯვარცმული.

საკუთარი სახელები სახელობითსა და მოთხრობით ბრუნვებში უფრო მეტად გაფორმებულია: მაგ., ხუთი შემთხვევიდან ფრაზაში – მიუგო წმინდამან თეოდორემ” სახელი თეოდორე” სამჯერ მოთხრობითი ბრუნვის ნიშნითაა მოცემული, ხოლო ორჯერ – მის გარეშე.

წინა ნუსხებთან E ნუსხის შედარების შედეგად გამოირკვა, რომ ძირითადი საყრდენი მისთვის A ნუსხაა, გარკვეულ შემთხვევებში იმეორებს ასევე BCD ნუსხების იკითხვისებს. ამასთან, ზოგჯერ არც ერთი ნუსხის მონაცემს არ იყენებს და საკუთარ არჩევანს გვთავაზობს, იქნება ეს სიტყვების შერჩევისას თუ კლება-მატებისას. 

ამრიგად, ხელნაწერთა შედარებითმა შესწავლამ გვიჩვენა, რომ მათ შორის არსებული სხვაობები არ სცილდება ნუსხებს შორის დასაშვები სხვაობების ზღვარს. ყოველი მომდევნო ნუსხის გადამწერი სარგებლობს წინა ნუსხებით, მაგრამ არჩევანს საკუთარი ენობრივი გემოვნების მიხედვით აკეთებს. მან შეიძლება გაიზიაროს შუალედური ნუსხების იკითხვისები, შეიძლება ძირითადი ხელნაწერის მონაცემი დაიცვას და შეიძლება ორიგინალურობაც აჩვენოს. ასე რომ, თანხვედრისა თუ დაპირისპირების დროს ნუსხათა ნებისმიერი კომბინაცია მიიღება: ორი – სამის საპირისპიროდ, ერთი – ოთხის საპირისპიროდ.

A ნუსხასთან D ნუსხა ამჟღავნებს სიახლოეეს ნანდჳლი, ცხოელი სიტყვების გამოყენების მხრივ. 

C-ს თანხვდება DE ნუსხები სჯ კომპლექსის შერჩევის ნაწილში: სამივე სისტემურად იყენებს ამ ბგერათკომპლექსს, განსხვავებით წინა ორისგან. სამივე სიტყვა აღსარებას ერთი -თი წარმოადგენს. 

მატების ნაწილში ძირითად ხელნაწერს უმეტესად უპირისპირდება B ნუსხა, C და E ნუსხები შემთხვევათა დაახლოებით 50%-ში მას მხარს უჭერენ, 50%-ში B ნუსხას მისდევენ, D ნუსხა კი იშვითად უპირისპირდება მას. კლების მხრივაც A ნუსხის საპირისპირო სურათს გვიჩვენებს B ნუსხა, მომდევნო ნუსხების მიმართება კი თანაბარია: ისინი ზოგჯერ მის ჩვენებას იმეორებენ, ზოგჯერაც B ნუსხისას. სიტყვის ფორმის შეცვლის მიმართულებით ძირითად ნუსხას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში უპირისპირდება C ხელნაწერი, შემდეგ – E, B და D ხელნაწერები. სიტყვის სინონიმით ან ახლოს მდგომი სიტყვით ჩანაცვლების მხრივ უმეტესად B ნუსხა დგას განცალკევებით, ხოლო მომდევნო ნუსხები A-ს იკითხვისს იმეორებენ. სიტყვათა რიგის შეცვლის შემთხვევაში ასევე B ნუსხა იჩენს ინდივიდუალობას, უფრო ნაკლებად კი – CDE ნუსხები.