„ბასილი კესარიელის ცხოვრების“

ურთიერთმიმართებისა და ბერძნულ ტექსტთან მათი
დამოკიდებულების საკითხისათვის

„ბასილი კესარიელის ცხოვრების” ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, როგორც შესა-ვალ წერილში ვუთითებთ, სამ ნუსხაშია დაცული. ესენია: A-19 (X ს.), A-1103 (X / XI ს.) და ქუთაისი-16 (K-16) (XVII ს.). მათ შესაბამისად A, B და C ლიტერებით აღვნიშნავთ. 

ძირითადი ტექსტის შემცველი A ნუსხა X საუკუნეშია გადაწერილი, ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე, რაც თხზულებას ეტყობა კიდეც: მომდევ-ნო პერიოდის შრომებთან შედარებით იგი ენობრივად დაუხვეწავია, შინაარსი გარკვეულ შემთხვევებში ბუნდოვანია, სინტაქსურ წყვილთა მართვა-შეთანხმების წესები კი – დარღვეუ-ლი. სათქმელი ხშირად რთული სინტაქსური კონსტრუქციებით არის გადმოცემული, სადაც აზრთა თანმიმდევრობა არ არის დაცული. არის ისეთი შემთხვევებიც, სადაც ერთი წინადა-დება მთელ აბზაცს მოიცავს. ჩანს, რომ მთარგმნელი ჯერჯერობით კარგად არ არის გარ-კვეული ძველი ქართული ენის რთულ ენობრივ სისტემაში და უჭირს ქართული სინტაქსური მოდელების აგება. თუმცა, ამის პარალელურად, გვაქვს ენობრივად გამართული ფრაზებიც როგორც მარტივ, ისე რთულ წინადადებებში. დავიმოწმებთ რთული წინადადების მაგა-ლითს:

„იგი თავადი სიბრძნჱ ჭეშმარიტი მიგჳძღუეს ცხორებად, რამეთუ აღვდგეთ ესე ყოველ-ნი ცხორებად საუკუნოდ და წარვდგეთ დალიჭსა ქრისტჱსსა, ვითარცა-იგი მასწავებენ ჩუენ ჴმამაღალნი წინაწარმეტყუელნი: ესაია, იერემია, ეზეკიელ, დანიელ, დავით მეფჱ და ღმრთი-სა მონაჲ პავლე და ამათ თანა თავადი იგი, რომელ ნათლისა მომცემელი არს – რომელმან ცხოვარი იგი მოიძია წარწყმედული, რომელმან განდგომილი იგი ყრმაჲ წიაღთაგან მამისათა სიმდიდრესა თანა მრავალსა და ესე უძღებებით წარაგო და მერმე უკუმოიქცა სიმშილითა დამყმარი და სიყუარულით მოიკითხა, სამოსლითა ბრწყინვალითა შეამკო და ბეჭედი მისცა და პური დიდი ყო.”

სინტაქსურად გაუმართავი წინადადებების ნიმუშები: „და მუნქუესვე შეკრიბნა ყრმანი და მოიყვანნა და იწყო სწავლად მათა ჩუენისა სიწმიდესა და უვნებელებასა ჴორცთასა, სლვასა სიმშჳდით, ჴმასა ზომით, სიტყუასა ჯეროვან, საზრდელსა და სასუმელსა უშფოთველსა, მოხუცებულთა თანა დუმილი, უბრძნჱსთა თანა სმენაჲ, დიდთა მორჩილებაჲ, სწორთა თანა და უმწამჱს, სიყუარული შეუორგულებელი, მცირედ სიტყუად და უფროჲს ცნობად, ნუ სიფიცხლით სიტყუად, ნუ მოცინარ, დედათა თანა უჯეროთა არაზრახვად, თუალნი ქუე-დათხევად, ზესული სივლტოლაჲ ცილობისაგან, ნუ მოძღურებისასა მიდევნებად პატივსა, ნუცა ძიებად ყოველთაგან პატივსა.”

ორთოგრაფიისა და ფონეტიკის საკითხებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

A ნუსხაში დასტურდება -სა და -ს ერთმანეთში აღრევის არაერთი მაგალითი. მაგ., მიცემით ბრუნვაში გვაქვს: „მაქსიმიანჱს”, „ივლიანჱს”, „მეფჱსა”, „სიმრავლჱსა”, მჯდო-მარჱსა”, „სამარტჳლჱსა”, „წინამდებარჱსა” და სხვ. 

C ნუსხისთვის დამახასიათებელია უჱ დაწერილობა და იოტამეტობა.

უჱ დაწერილობის მაგალითები: ღმრთისმეტყუჱლებასა, განშუჱნდა, დარღუჱვად, აჩუჱნა, იშუჱბდა.

იოტამეტობის ნიმუშები: მამაჲკაცი, სიტყუაჲთასა, განაცხადაჲ, დაამჴუაჲ, დაემოწაფაჲ, მისცაჲ, დაისწავლაჲ, ზოგჯერ ეს მოვლენა A ხელნაწერშიც დასტურდება: დაუტევაჲ.

ხარი და ხანი მონაცვლეობენ ნუსხების მიხედვით, თუმცა სამივე ხელნაწერში გვხვდება ისინი: „ჴსენებულისა მამისა” (AC) // „ხსენებულისა მამისა” (B); „უხრწნელი საჲდუმლოჲ” (AC) // „უჴრწნელი საჲდუმლოჲ” (B).

B ნუსხა ზოგჯერ ხმოვნის უ-თი შეცვლის ფაქტებს გვიჩვენებს: ულუცა, ენუვნებაჲ, განვყიდუთ, ძრწულით, უქროჲსასა, წარმართუბისასა. ერთ შემთხვევაში იმავე ნუსხაში საპი-რისპირო მოვლენაც შეინიშნება: ჩანაცვლებულია ო-თი: ურწმონოებასა.

მუნქუესვე ზმნიზედაში B ნუსხა (ზოგჯერ C-ც) თანხმოვანს უმატებს, როგორც ეს დამახასიათებელია ძველი ტექსტებისთვის: „მუნქუესვე დაუტევა” (AC) // „მუნთქუესვე დაუ-ტევა” (B); „მუნქუესვე უბრძანა” (A) // „მუნთქუესვე უბრძანა” (BC); „მუნქუესვე… წარავლინნა” (A) // „მუნთქუესვე… წარავლინნა” (BC).

არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე ტოპონიმს ნუსხები სხვადასხვაგვარი და-წერილობით იყენებენ. მაგალითად: „ანზიანზორს იქმნა ეპისკოპოს” (A); შდრ.: „ანძიან-ძორს…” (BC).

BC ნუსხებში არსებითი სახელი „ეპისკოპოსი” დისიმილირებულია: „იქმნა ეისკოპოს” (A) //„იქმნა ეისკოპოს/ზ” (BC).

BC ნუსხებში უფრო მეტად შეინიშნება ხმოვნის რედუქციის შემთხვევები: თქუმულთა (A) // თქმულთა (BC); განთქუმული (AC) // განთქმული (B); „რაჲთა სასუმელითა მიიღონ” (A) // რაჲთა სასუმლითა მიიღონ” (BC). 

ასევე იმავე ნუსხებში იკუმშება არსებითი სახელი წელიწადი: „წელიწადისა ჟამნი” (A) // „წელიწდისა ჟამნი” (BC).

მოწაფე კი რედუცირებულია AB ნუსხებში: „მოწფისა უფლისა” (AB) // „მოწაფისა უფ-ლისა” (C).

A ნუსხა გაურკვეველი შინაარსის რიცხვით სახელ „რაოდენიმეს” რედუცირებული რავ-დენიმე ვარიანტით იყენებს: „შემდგომად რავდენისამე ჟამისა ითხოვა” (A) // „შემდგომად რაოდენისამე ჟამისა…” (BC); „შემდგომად რავდენისამე ჟამისა იწყო” (A) / /„შემდგომად რაო-დენისამე ჟამისა…” (BC).

AC ნუსხები თხოვნა ზმნაში ოა ხმოვნებს შორის პოზიციაში თანხმოვანს ინარჩუნებენ, განსხვავებით B ნუსხისგან: „ითხოვა (ითხოვაჲ) ღმრთისაგან” (AC) // „ითხოა…” (B); „ვითარცა-იგი სთხოვა მას” (AC) // „ვითარცა სთხოა მას” (B); 

ამის პარალელურად, იძებნება ისეთი მაგალითიც, სადაც იმავე AC ნუსხებში ხმოვან-სა და თანხმოვანს შორის პოზიციაში თანხმოვანი დაკარგულია და B-ში შენარჩუნებული: „შეურდა ფერჴთა (AC) // „შეუვრდა…” (B).

ბერძნული სუფიქსი –ოს BC ნუსხებში გამჟღერებული ვარიანტით არის მოცემული: არიანოსთაჲ (A) // არიანოზთა (BC); ეპ(ბ)ისკოპოს” (AB) // „იქმნა ებისკოპოზ” (C).

ვითარების ზმნიზედაში „მეყსეულად” C ნუსხაში ყს თანხმოვნებს შორის ხმოვანია განვითარებული: „მეყსეულად ყრმაჲ იგი… მოკუდა” (AB) // „მეყუსეულად…” (C); „მეყსეუ-ლად გულისთქუმაჲ შენი აღვასრულო” (AB) // „მეყუსეულად…” (C); „მეყსეულად უპყრა მას ჴელი” (AB) // „მეყუსეულად…” (C).

სიტყვა შიმშილი AB ნუსხებში პირვანდელი სიმშილის სახითაა მოცემული: „სიმშილი-თა” (AB) // „შიმშილითა” (C).

A ნუსხაში მიმართულებითის ფუნქციით გამოყენებული –ეთ მაწარმოებლიანი ადგილის სახელები ვითარებით ბრუნვაში – სუფიქსს დაირთავენ (როგორც ეს დამახასიათებელი იყო ძველი ქართულისთვის), განსხვავებით BC ნუსხებისგან: „წარემართა სპარსეთა” (A) // „წარე-მართა სპარსეთად” (BC); „ნუ შთაიყვანებ სიბერესა ჩემსა მწუხარებით ჯოჯოხეთა” (A) // „ნუ შთაიყვანებ… ჯოჯოხეთად” (BC).

წარსული დროის ვნებითი გვარის მიმღეობას AC ნუსხები -ულ, ხოლო B ნუსხა -ილ სუფიქსით აწარმოებენ: „სიწმიდითა შემკული” (AC) // „სიწმიდითა შემკობილი” (B).

ოდ სავრცობიანი ზმნის I კავშირებითის ფორმასთან მწკრივის ნიშნად C ნუსხაში –სუფიქსია გამოყენებული: „ჭეშმარიტად უბადრუკო, ფრიად სტიროდი და ინანდე” (AB) // „…სტიროდე და ინანდე” (C).

BC ნუსხებში ფიქსირდება ერთი საინტერესო შემთხვევა: მრავლობითი რიცხვის I პირის ირიბი ობიექტი პირდაპირი ობიექტის ანალოგიით ზმნაში აჩენს რიცხვის ნიშანს. ეს მოვლენა მორფოლოგიური ანალოგიის შემთხვევად უნდა განვიხილოთ: „რაჲ ძალგიც, შემეწიე ჩუენ” (A) // „რაჲ ძალგიც, შემეწიენ ჩუენ” (BC).

ძირითად ნუსხაში „ც” თანხმოვნის წინ ობიექტური პირის ნიშნად გამოყენებულია ჰ- პრეფიქსი: „ცხო მას წმიდაჲ ნელსაცხებელი”; შდრ.: „ცხო“ (BC).  

B ნუსხაში თანხმოვნის წინ – პირის ნიშანია ნახმარი: „ხედვიდეს ნათელსა საცნაურსა” (AC) // „ჰხედვიდეს ნათელსა საცნაურსა” (B); „ხედვიდა ჩჩჳლსა ყრმასა” (AC) // „ჰხედვიდა ყრმასა ჩჩჳლსა” (B).

აწმყოს ხოლმეობითის ფორმა BC ნუსხებში აწმყოს ფორმითააა ჩანაცვლებული: „ვი-თარმედ ჰნებავნ [ბა]სილის” (A) //„ვითარმედ ჰნებავს [ბა]სილის” (BC).

ძირითად ნუსხაში დადასტურებული პირიანი ფორმა დანარჩენ ნუსხებში ზოგჯერ უპი-რო ფორმით არის შეცვლილი: „მუნ ასულისა მოკუეცაჲ მონასტერსა შინა დიდსა ეგულებოდა და მსხუერპლად ღმრთისა შესწირვიდა” (A) // „მუნ ასულისა… შეწირვად” (BC); „მოიქეც უფლისა ღმრთისა ჩუენისა” (A) // „მოქცევად…” (BC).

ხან ზმნის პირიანობაა განსხვავებულად მოცემული: „თანაშემწე იყო ბოროტად მადი-დებლობასა” (A) // „თანაშემწე ეყო ბოროტად მადიდებლობასა” (BC).

ხანაც აღწერითი ფორმა ორგანულით არის შეცვლილი: „მე ამას ვერ შემძლებელ ვარ” (A) // „მე ამას ვერ შეუძლებ” (BC).

BC ნუსხებში შთა ზმნისწინი ახალი ფორმით არის გამოყენებული: „შთამოჰკიდა წმიდა-სა ზედა ტრაპეზსა” (A) // „ჩამოჰკიდა წმიდასა ზედა…” (BC).

საწყისით გადმოცემული ქვემდებარე სურვილის გამომხატველ ზმნა-შემასმენელთან A ნუსხაში ვითარებით ბრუნვაშია გაფორმებული, ხოლო BC ნუსხებში – სახელობით ბრუნვაში: „ჰნებავნ [ბა]სილის მსტორად მისდა ყოფად” (A) // „ჰნებავს…ყოფაჲ (ყოფა)” (BC).

ცხადად ჩანს, რომ C ნუსხის გადამწერი სარგებლობდა როგორც A, ისე B ნუსხით. უფრო მეტად იგი B-სადმი ერთგულებას იჩენს, ვიდრე A-სადმი, თუმცა ინდივიდუალობითაც გამოირჩევა და გარკვეულ შემთხვევებში არც ერთს არ ეთანხმება. იგივე შეიძლება ითქვას B ნუსხის შესახებ, რომელსაც ბევრი საერთო აქვს A ნუსხასთან, თუმცა ორიგინალურობასაც ინარჩუნებს და საკუთარ სტილს გვთავაზობს. 

საინტერესო სურათი იკვეთება თხზულების ნუსხათა ბერძნულ ტექსტთან შედარები-სას. გაირკვა, რომ სამივე ნუსხის გადამწერი სარგებლობდა მისით და შემოქმედებითად უდ-გებოდა მას, ამავე დროს, ყოველი მომდევნო ნუსხის გადამწერი წინამავალი ნუსხითაც ხელ-მძღვანელობდა. 

აღმოჩნდა, რომ ხშირად ბერძნულ ვერსიას არც ერთი ნუსხა არ უჭერს მხარს. მაგალი-თად, სათაურის დასაწყისი „თუესა იანვარსა ა საკითხავი” ბერძნულში არ არის, მაგრამ გვაქვს სამივე ნუსხაში. სავარაუდოდ, ეს მთარგმნელის დამატებული უნდა იყოს. სხვაგან ძირითად ტექსტში ვკითხულობთ: „მან ულოცა მას და განუტევა” (A). ბერძნულშია „ილოცა და განუტევა იგი” (ბერძ. გვ. 159: epeuca/menoj ape/lusen au)to/n). ამდენად, A ნუსხამ ერთპირიანი ფორმა ორპირიანად აქცია და დაუმატა III პირის ნაცვალსახელი „მას” ირიბი დამატების ფუნქციით, სამაგიეროდ „განუტევა” ზმნასთან შეწყობილი პირდაპირი დამატება, გადმოცემული იგი ნაცვალსახელით, გამოტოვა. BC ნუსხებმა ზმნის ორპირიანი ფორმა გაიმეორეს, მაგრამ „მას” ნაცვალსახელზე (ისევე, როგორც „იგი” ნაცვალსახელზე) უარი თქვეს. ამასთან, C ნუსხამ „განუტევას” შემდეგ დაუმატა ერთი სიტყვა და მივიღეთ: „მან ულოცაჲ და განუტევა, მოილოცაჲ.” ერთ-ერთ მაგალითში ძირითად ნუსხაში დამატებულია განსაზღვრება „მართალი”, ხოლო BC ნუსხებში მის ნაცვლად გამოყენებულია უბრალო დამატება: „მოიგო მართალი ფილოსოფოსთა ჴელოვნებაჲ” (A); შდრ.: „მოიგო რაჲთურთით (რაჲთურთ) ფილოსოფოსთა ჴელოვნებაჲ” (BC) (ბერძ. გვ. 157: plei/sthn e)mfilo/sofon e)pisth/mion); 

გვაქვს შემთხვევები, როდესაც ძირითად ტექსტში დამატებულია სიტყვა და ის გამეო-რებულია ყველა დანარჩენ ნუსხაში, მაგრამ, ამავე დროს, მათში სხვა სიტყვებია დაკლებული. განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს. ბერძნულში გვაქვს: „რომელ-იგი ვიდრე ყოველთა ზრუნვით შეგუემთხჳა” (ბერძ. გვ. 155: me/xri … a(/pantej sumpaqw=j pepo/nqamen). A ნუსხამ „ვიდრეს” შემდეგ დაუმატა გარემოება „აქამომდე”, რომელიც განმეორდა სხვა ნუსხებშიც, სამაგიეროდ B ნუსხამ დააკლო სიტყვა „ყოველთა”, ხოლო C ნუსხამ – „ვიდრე” და „ყოველთა.” შესაბამისად, ნუსხების მიხედვით მივიღეთ ასეთი სურათი: „რომელ-იგი ვიდრე აქამომდე ყოველთა ზრუნვით შეგუემთხჳა” (A) // „რომელ-იგი ვიდრე აქამომდე ზრუნვით შეგუემთხჳა” (B) //„რომელ-იგი აქამომდე ზრუნვით შეგუემთხჳა” (C).

იძებნება ისეთი ნიმუშებიც, როდესაც ძირითადი ხელნაწერი ამატებს სიტყვას თუ სიტ-ყვებს, ხან პირიქით – აკლებს, ხანაც ცვლის სიტყვას ან მის ფორმას, მაგრამ სხვა ნუსხა, ან ნუსხები არ იზიარებენ მის იკითხვისს და მისდევენ ბერძნულის მონაცემს. ასე რომ, ასეთ შემთხვევებში ბერძნულ ვერსიასთან თანხვედრა შეიძლება გამოვლინდეს ერთ ან ორ ნუსხა-ში. ქვემოთ ნიმუშებს თანმიმდევრულად წარმოვადგენთ სურათის უკეთ წარმოსაჩენად. ჯერ დავიმოწმებთ ისეთ მაგალითებს, სადაც ძირითად ნუსხას ორივე ხელნაწერი უპირისპირდება რომელიმე კონკრეტული მიმართულებით, იქნება ეს მატება, კლება თუ სიტყვის ცვლილება, ხოლო შემდეგ – ისეთ ნიმუშებს, სადაც მხოლოდ ერთი ხელნაწერი იჩენს ბერძნული ტექ-სტისადმი ერთგულებას. 

მატების მაგალითები, სადაც ძირითად ხელნაწერს არც ერთი ნუსხა არ უჭერს მხარს ბერძნული ტექსტის შეცვლის საკითხში: 

„რომელ არს ბრწყინვალჱ ეკლესიისა მოძღუარი” (A); შდრ.: „რომელ არს ეკლესიისა მოძღუარი” (BC) (ბერძ. გვ. 155: o ( pan/sofoj a)rxiereu/j); „და ჰრქუა მას” (A); შდრ.: „და ჰრქუა” (BC) (ბერძ. გვ. 160: qauma/saj e)/fh); „მიუგო ყრმამან და ჰრქუა” (A); შდრ.: „მიუგო ყრმამან” (BC) (ბერძ. გვ. 170: e)/fh o(pai=j). აქ BC ნუსხებში, ბერძნულის მსგავსად, არ არის კავშირი და ზმნა. „უცხოჲ ვინმე გუშინმე, გუშინ მოვიდა” (A); შდრ.: „უცხოჲ ვინმე გუშინ მოვიდა” (BC) (ბერძ. გვ. 170: ce/noj ti/j xqe\j e)lqw\n). აქ ძირითადი ხელნაწერი ზედმეტად ჩაურთავს „გუშინმე” ზმნიზედას. „გამოვიდა მიერ წყლით” (A); შდრ.: „გამოვიდა წყლით” (BC) (ბერძ. გვ. e)ch=lqen tou= u(/datoj); „გამოეძიებდეს ურთიერთას სიტყუასა” (A); შდრ.: „გამოეძიებდეს ურთიერთას” (ბერძ. გვ. 159: sunezh/tuon pro\j a)llh/loij) (BC); 

მატების მაგალითები, სადაც ძირითად ხელნაწერს მხოლოდ B ნუსხა თანხვდება:

„და მუნქუესვე შეკრიბნა ყრმანი” (AB); შდრ.: „და შეკრიბნა ყრმანი” (C) (ბერძ. გვ. 171: sunaqroi/saj toi\j ne/oij); „და შეჰმოსა მას” (AB); შდრ.: „და შეჰმოსა” (C) (ბერძ. გვ. 173: e)ndidu/skei); „მათ გზაჲ იგი” (AB); შდრ.: „მათ გზაჲ” (C) (ბერძ. გვ. 185: u(podei/caj au)toi=j to\n o(do\n th=j swthri/aj); „საყდრისა მისისა” (AB); შდრ.: „საყდრისა” (C) (ბერძ. გვ. 188: tou= qro/nou); „წმიდასა ეკლესიასა” (AB); შდრ.: „ეკლესიასა” (C) (ბერძ. გვ. 193: to\n e)kklhsi/an).

მატების მაგალითები, სადაც ძირითად ხელნაწერს მხოლოდ C ნუსხა უბამს მხარს: 

„რაჲ-იგი შეემთხჳა მას მის მიერ” (AC); შდრ.: „რაჲ-იგი შეემთხჳა მის მიერ” (B) (ბერძ. გვ. 159: tw=n ponhqe/ntwn par) a)utou=). „მოგჳყვანენ ჩუენ” (AC); შდრ.: „მოგჳყვანენ” (B) (ბერძ. გვ. 176: a)gagw\n); „ტაძარსა მას შინა” (AC); შდრ.: „ტაძარსა შინა” (B) (ბერძ. გვ. 177: e)n t%= na%=); „ხოლო ხვალისაგან” (AC); შდრ.: „ხვალისაგან” (B) (ბერძ. გვ. 178: e)pau/rion); „მოვიდა ბასილისა და” (AC); შდრ.: „მოვიდა ბასილისა” (B) (ბერძ. გვ. 177: paragi\netai pro\j Basi/lion); „უშჯულოჲსა მის” (AC); შდრ.: „უშჯულოჲსა” (B) (ბერძ. გვ. 181: ano/mou); „უკუეთუ მოკუდავისა მის” (AC); შდრ.: „უკუეთუ მოკუდავისა” (B) (ბერძ. გვ. 184: ei) qnht%=); 

კლების ნიმუშები, სადაც 

ა) ძირითადი ხელნაწერის ცვლილებას ორივე ხელნაწერი ეწინააღმდეგება: 

„ჵ, ფილოსოფოსო?” მან ჰრქუა” (A); შდრ.: „ჵ, ფილოსოფოს (ფილოსოფოსო)?” ხოლო მან ჰრქუა” (BC) (ბერძ. გვ. 159: w)= filo/sofe: o( de/ fhshn); „მოველი… ცხორებასა საუკუნესა” (A); შდრ.: „მოველი… ცხორებასა მერმესა საუკუნესა” (BC) (ბერძ. გვ. 168: … zwh\n me/llontoj ai)w=noj); „შეჰმოსა მას ქრისტჱსმიერი” (A); შდრ.: „შეჰმოსა მას ქრისტჱს აღდგომისა” (BC) (ბერძ. გვ. 173: e)ndidu/skei ta\ th=j Xristou= a)nasta/sewj a)/mfia); „სიმრავლჱ ერისაჲ” (A); შდრ.: „სიმრავლჱ ერისაჲ ურიცხვი” (BC) (ბერძ. გვ. 177: lao\n … plh=qoj a)/peiron); „და წარვიდა” (A); შდრ.: „და წარვიდა სახედ თჳსა (სახლად თჳსად)” (BC) (ბერძ. გვ. 178: a)pelqw\n e)n t%= oi)/k% a)utou=); „საყდართა ზედა” (A); შდრ.: „საყდართა ზედა დიდებულთა” (BC) (ბერძ. გვ. 181: e)pi\ qro/nou e)ndo/cou); „წარიყვანეს შეცთომილი იგი ყრმაჲ სიხარულითა დიდითა” (A); შდრ.: „წარიყვანეს შეცთომილი იგი ყრმაჲ სიხარულითა დიდითა და მიიყვანეს ეშმაკისა” (BC) (ბერძ. გვ. 190: … a)ph/gagon au)to\n … dia/boloj); „მეგულებოდა მითხოვაჲ” (A); შდრ.: „მეგულებოდა მითხოვაჲ შენი” (BC) (ბერძ. გვ. 191: se boulo/menoj numfhu=sai); „მოწაფეო ქრისტჱსო” (A); შდრ.: „მოწაფეო ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო” (BC) (ბერძ. გვ. 194: maqhta\ tou= kuri/ou qeou= h/mou=); „წმიდაო ღმრთის(ა)ო” (A); შდრ.: „წმიდაო ღმრთის(ა)ო და მონაო” (BC) (ბერძ. გვ. 194: de/spota a(/gie kai\ doule / tou= qeou=); როგორც ვხედავთ, ბერძნულში გვაქვს „მეუფეო წმიდაო და მონაო ღმრთისაო.” BC ნუსხებმა ბოლომდე არ გაიმეორეს ბერძნულის იკითხვისი, მაგრამ ძირითად ტექსტში გამოტოვებული „მონაო” დაამატეს. „და ადიდებდა” (A); შდრ.: „და ადიდებდა დაუდუმებელითა პირითა” (BC) (ბერძ. გვ. 197: a)sigh/tw sto/mati doca/zonta); 

ბ) ძირითად ხელნაწერს უპირისპირდება მხოლოდ C ნუსხა:

„სულითა შენდობაჲ ჩემი” (AB) შდრ.: „სულითა წმიდითა შენდობაჲ ჩემი” (C) (ბერძ. გვ. 169: pneu/matoj a(gi/ou); „თქუენ ნუ” (AB); შდრ.: „თქუენ ხოლო ნუ” (C) (ბერძ. გვ. 186: ge u)mei=j mh\ a)tonh/shte); „ჭეშმარიტისა ღმრთისა” (A); შდრ.: „ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუე-ნისა” (C) (ბერძ. გვ. 155: tou= a)lhqi/noj qeou= h(mo/u); ამ შემთხვევაში B ნუსხაში იკითხება „ჭეშმარიტისა ჩუენისა”, ანუ, , „ღმრთისა” გამოკლებულია. 

გ)   ან ძირითად ხელნაწერს უპირისპირდება მხოლოდ B ნუსხა:

„და ყრმამან მან შეიწყნარნა სიხარულით” (AC); შდრ.: „და ყრმამან მან შეიწყნარნა იგინი სიხარულით” (B) (ბერძ. გვ. 170: pai=j prosde/cato au)tou\j xai/ron; „არს” (AC); შდრ.: „არს ყოველი” (B) (ბერძ. გვ. 184: ei)si\ pa/nta); „ესმა რაჲ მეფესა” (AC); შდრ.: „ესმა რაჲ ესე მეფესა” (B) (ბერძ. გვ. 187: tau=ta a)kou/saj o( basileu\j).

შეცვლის ფაქტები, რომლებიც არც ერთი ხელნაწერის მიერ არ არის გაზიარებული:

„ჩუენისა სიწმიდესა” (A); შდრ.: „სულისა სიწმიდესა” (BC) (ბერძ. გვ. 171: yuxh=j mou\ kaqaro/thta); „არამრავალ[თა ჟამთა წა]რვიდა ევბულ” (A); შდრ.: „არამრავალ[თა ჟამთა წა]რვიდა ევბულეთურთ” (BC) (ბერძ. გვ. 173: met) ou) polu\ w(/rmhsen a(/ma t%= Euboul%); „მოსწრაფებითა დიდითა” (A); შდრ.: „მოსწრაფებითა მრავლითა” (BC) (ბერძ. გვ. 182: e)n spud$= poll$); „გარეშე ეზოსა იხილონ” (A); შდრ.: „გარეშე ეზოსა იხილოს” (BC) (ბერძ. გვ. 183: e)/cw tw=n bh/lwn o)fq$=); ბერძნულში აქ, როგორც ვხედავთ, მხოლობითი რიცხვის ფორმაა გამოყენებული, რასაც BC ნუსხები იცავენ. „შეურდა ფერჴთა” (A); შდრ.: „შეურდა მუჴლთა” (BC) (ბერძ. გვ. 184: prospesw\n ei=j go/nasi); „ევედრებოდა აღღებად” (A); შდრ.: „ევედრებოდა მიღებად” (BC) (ბერძ. გვ. 184: h)ci/ou de/casqai); „ჭეშმარიტისა დაბნელებასა ეძიებს” (A); შდრ.: „ჭეშმარიტებისა დაბნელებასა ეძიებს” (BC) (ბერძ. გვ. 185: a)lh/qeian a)maurw=sai o)regome/nou); „დასწერა ჯუარი” (A); შდრ.: „დასწერა ქრისტეს (ქრისტესი) ბეჭედი” (BC) (ბერძ. გვ. 194: poih/saj e)n Xrist%= sfragi=da); „ღმრთისა სიბრძნენი გამოუთქუმელნი” (A); შდრ.: „ღმრთეების სიბრძნენი გამოუთქუმელნი” (BC) (ბერძ. გვ. 158: th=j qeiaj sofi/aj ta\ a)po/rrita); „ჰნებავს წარწყმედაჲ” (A); შდრ.: „შურს უზრუნველი ცხორებაჲ” (BC) (ბერძ. გვ. 196: baskai/nwn t$= a)lu/p% zw$=). ძირითად ნუსხაში ბერძნული ვერსიის „უზრუნველი ცხოვრება” „წარწყმედით” არის შეცვლილი.  

A ხელნაწერში ერთგან გამოყენებულია სიტყვა „სიხარულით”, რომელიც აბსოლუტუ-რად მიუღებელია კონტექსტისთვის: „რომელი-იგი მაშინ ეპისკოპოსი იყო, ქალაქისაჲ სიხა-რულით მაქსიმიანე.” BC ნუსხები იმეორებენ ბერძნული ვერსიის იკითხვისს: „…სახელით მაქ-სიმიანე” (ბერძ. გვ. 172: t%= ono/ma Maci/mw). აქ უფრო გადამწერის შეცდომა უნდა იყოს. გამოცემაში ეს სიტყვა გასწორდა, ხოლო არასწორი ფორმა აისახა სქოლიოში. 

შეცვლის ნიმუშები, სადაც:

ა) ძირითადი ხელნაწერის არჩევანს მხოლოდ B ნუსხა იზიარებს: 

„რაჲთა უგალობდეთ” (AB); შდრ.: „რაჲთა უგალობდე” (C) (ბერძ. გვ. 176: o(/pwj u(mnh/sw); ბერძნულში ზმნა მხოლობითი რიცხვის ფორმით არის მოცემული. „და მოუწოდა მლოცველსა” (AB); შდრ.: „და მოუწოდა მცველსა” (C) (ბერძ. გვ. 182: proskalesa/menoj fu/laka); „კეთილ ვარ” (AB); შდრ.: „კეთილად ვარ” (C) (ბერძ. გვ. 195: kalw/j); „პირი ჩუენი” (AB); შდრ.: „პირი ჩემი” (C) (ბერძ. გვ. 176: sto/ma mou); ბერძნულში ნაცვალსახელი მხოლობით რიცხვშია, რასაც იმეორებს C ნუსხა. „მომცემელსა კეთილისასა” (AB); შდრ.: „მომცემელსა კეთილთასა” (C) (ბერძ. გვ. 171: doth=ri tw=n a)gaqw=n); „სიმრავლესა წარმართთასა მოიყვანებდა ქრისტჱსა” (AB); შდრ.: „სიმრავლესა წარმართთასა მოყვანებად ქრისტჱსა” (C) (ბერძ. გვ. 159: plh/qh Ellh/nwn prosfe/rein t%= Xrist%=); აქ C ნუსხა, AB ნუსხებისგან განსხვავებით, არ ცვლის ბერძნულში დადასტურებულ საწყისურ ფორმას პირიანი ფორმით. აქვე აღვნიშნავთ, რომ არის საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც ბერძნულში გამოყენებულ ზმნურ ფორმას C ნუსხა საწყისით გადმოსცემს, განსხვავებით სხვა ნუსხებისგან: „წინავე ვცნათ” (AB) (ბერძ. გვ. 169: pronoh/somen); შდრ.: „წინავე ცნობად” (C).

ბ) ძირითად ხელნაწერს მხოლოდ C ნუსხა უჭერს მხარს: 

„ნათლისა მომცემელი არს” (AC); შდრ.: „სინანულისა მომცემელი არს” (B) (ბერძ. გვ. 161: th=j metanoi/aj doth\r); „ჩემნიცა მოწაფენი” (AC); შდრ.: „ჩემ თანა მოწაფენი” (B) (ბერძ. გვ. 171: e)moi/); „რომელი იყო მის თანა” (AC); შდრ.: „რომელი იყო მათ თანა” (B) (ბერძ. გვ. 175: th=j e)gkeimenh/j au)to=ij). საანალიზო სიტყვა ბერძნულსა და B ნუსხაში მრავლობითი რიცხვის ფორმით არის მოცემული. „და შეუდეგ ეშმაკთა” (AC); შდრ.: „და შეუდეგ ეშმაკსა” (B) (ბერძ. გვ. 194: sunetaca/mhn t%= diabo/l%); აქ კი პირიქით: ბერძნული ვერსია და B ნუსხა მხოლობითი რიცხვის ფორმას იყენებენ. 

სიტყვათა რიგის შეცვლის მაგალითები ძირითად ხელნაწერში, რომელსაც:

ა) ორივე ნუსხა უპირისპირდება:

„განზრახვაჲ მისი” (A); შდრ.: „მისი განზრახვაჲ” (BC) (ბერძ. გვ. 169: აუ)ტოუ= ბოუ/ლჰმა); „ჰრქუა ცრემლით” (A); შდრ.: „ცრემლით ჰრქუა” (BC) (ბერძ. გვ. 192: დაკრუ/წნ ე(/ფჰ); 

ბ) ძირითადი ხელნაწერის არჩევანს მხოლოდ B ნუსხა უჭერს მხარს: 

„მცირედ შემდგომად” (AB) შდრ.: „შემდგომად მცირედისა” (C) (ბერძ. გვ. 191: მე/ტა მიკრო\ნ); 

გ)    მხოლოდ C ნუსხა უჭერს მხარს:

„მათისა მოსლვისაჲ” (AC); შდრ.: „მოსლვისა მათისაჲ” (B) (ბერძ. გვ. 177: პაროისი/აჯ ა)უტწ=ნ); „წმიდაო მამაო” (AC); შდრ.: „მამაო წმიდაო” (B) (ბერძ. გვ. 169: 178: %= პა/ტერ ა(/გიე); „კეთილის მათა” (AC); შდრ.: „მათა კეთილის” (B) (ბერძ. გვ. 180: აუ)ტ%= ა)გაქო\ჯ );

აქვე აღვნიშნავთ, რომ B ნუსხა სიტყვათა რიგს იშვიათად ცვლის: „შენი ჴელი” (AC) (ბერძ. გვ. 176: სოუ ხეირი\); შდრ.: „ჴელი შენი” (B).

იშვიათად ძირითადი ხელნაწერი ფრაზას უმატებს და BC ნუსხებიც მას მიჰყვებიან. მაგ., ფრაზა – „და ღმერთი იყავნ შენ თანა” – ბერძნულში არ გვხვდება, მაგრამ ქართული თარგმანის სამივე ხელნაწერში იკითხება. 

ცხადია, დასტურდება ზემოთ აღწერილი შემთხვევების საპირისპირო ფაქტებიც: რო-დესაც A ნუსხა იცავს ბერძნულის იკითხვისს, მაგრამ სხვა ნუსხა ან ნუსხები ტექსტის ინ-ტერპრეტაციას ახდენენ. ჯერ დავიმოწმებთ მაგალითებს, სადაც ცვლილება ორივე ნუსხაში ფიქსირდება.

კერძოდ:

BC ნუსხებში გვაქვს: 

ა) სიტყვ(ებ)ის დამატების ნიმუშები: „მიეცა მშობელთაგან” (A) (ბერძ. გვ. 157: e)kdi/dontai u)po/ tw=n teko/ntwn ei)j gra/mmata); შდრ.: „მიეცა მშობელთა მისთაგან” (BC); „ათორმეტისა წლისა ჟამთა იღუაწა” (A) (ბერძ. გვ. 158: e)pi/ dwkai/deka diakubernh/saj xro/noij); შდრ.: „ათორმეტისა წლისა ჟამთა იღუაწა და” (BC); „რაჲთამცა მიაგო ნაცვალი” (A) (ბერძ. გვ. 158: a)ntamei/yin); შდრ.: „რაჲთამცა მიაგო მას ნაცვალი” (BC); „სათნო არს შენდა” (A) (ბერძ. გვ. 174: poi/ei dokuw=n soi)); შდრ.: „სათნო არს შენდა ხოლო” (BC); „და გარდაიჴდიდა” (A) (ბერძ. გვ. 179: apologoumeno); შდრ.: „და გარდაიჴდიდა ყოველსა” (BC); „ითხოვდა საწყალობელი” (A) (ბერძ. გვ. 179: gi/netai i(ke/thj); შდრ.: „ითხოვდა საწყალობელი იგი” (BC); „და აქებდა ღმერთსა” (A) (ბერძ. გვ. 197: eu)logou=nta to\n qeo/n); შდრ.: „და აქებდა ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე” (B) // „და აქებდა ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე” (C); 

ბ) სიტყვ(ებ)ის კლების მაგალითები: 

„წარმართთა სიმრავლჱსა მრავალსა” (A) (ბერძ. გვ. 169: Ellh/nwn plh/qh polla/); შდრ.: „წარმართთა სიმრავლჱსა” (BC); „ერთი იგი ნაწილი” (A) (ბერძ. გვ. 176: mero\n mi/an); შდრ.: „ერთი იგი” (BC); 

BC ნუსხებში ზოგჯერ მთელი წინადადებაცაა გამოტოვებული: ასეთია, მაგ., „და ვითარ-იგი მოსწრაფედ ვიდოდა თჳსსა სარწმუნოებასა.” 

გ) სიტყვის, ან მისი ფორმის შეცვლის ნიმუშები:

„რომელი საღმრთოჲსა სარწმუნოებისა მოძღუარი არს” (A) (ბერძ. გვ. 156: ti/j qei/aj pi/stewj dida/skaloj); შდრ.: „რომელი საღმრთოჲსა მსახურებისა მოძღუარი არს” (BC); ასევე: „სხუაჲ სწავლაჲ” (A) (ბერძ. გვ. 159: spudazo/menon); შდრ.: „სხუაჲ სწრაფაჲ” (BC); „დაუსხნა წინაშე კართა გონიერებისათა” (A) (ბერძ. გვ. 160: nu=n prosti/qhsin e)n proqu/roij); შდრ.: „დაუსხნა… გონებისათა” (BC); „მინიჭებაჲ განვიზრახეთ” (BC); (ბერძ. გვ. 184: parexei=n e)boulh/qhmen); შდრ.: „მინიჭებაჲ განვიზრახე” (A); ბერძნულში მრავლობითი რიცხვის ფორმაა გამოყენებული, რასაც A ნუსხა ცვლის. 

ზოგჯერ მხოლოდ B ნუსხა უმატებს სიტყვას, ან მთელ ფრაზას, ან აკლებს, ან ცვლის, ხოლო ჩ იცავს ბერძნული ვერსიისა და ძირითადი ტექსტის იკითხვისს: 

მაგ., თხზულების ბოლოს B ნუსხა აგრძელებს ტექსტს, კერძოდ, ჩამოთვლის სასწაუ-ლებს, რაც ბერძნულსა და სხვა ნუსხებში არ გვხვდება: „ბ სხუაჲ სასწაული მწვალებელთა აღძრვისთჳს; გ სხუაჲ ჰურისათჳს; დ სხუაჲ ჰურიჲსა მკურნალისათჳს; ე სხუაჲ დედაკაცი-სათჳს, რომელ ცოდვანი აუჴოცნა; ვ სხუაჲ წმიდისა მამისა ეფრემის მოსლვისა და ხილვი-სათჳს; ზ სხუაჲ პეტრესთჳს, ძმისა თჳსისა; ჱ სხუაჲ ხუცისა და განჯისათჳს. ესენი ყოვლგნით სწერიან სასწაულნი. მადლი ღმერთსა ყოვლადვე, ამენ!”

კლების მაგალითები: 

„რაჲ არს საზღვარი სიბრძნისაჲ?” (B); შდრ.: // „რაჲ არს საზღვარი სიბრძნისაჲ, ბასილი?” (AC) (ბერძ. გვ. 160: ti/j o)/roj, Basi/leie); „არიან ჩუენ თანა” (B); შდრ.: „რამეთუ არიან ჩუენ თანა” (AC) (ბერძ. გვ. 161: ei)si\ gar e)n hmi=n); 

B ნუსხაში იშვიათად გამოტოვებულია მთლიანი ფრაზები: „რამეთუ აღვდგეთ ესე ყო-ველნი ცხორებად” (AC); (ბერძ. გვ. 161: ა)ნასტჰსო/მექა გარ პა/ნტეჯ ოუ(=ტოი ეი)ჯ ზწონ); „და მი-რაჲ-იღო წიგნი წინაშე მისსა, აღმოიკითხა ვიდრე წერილისა მის თუ – „ჰრიდე” (AC); (ბერძ. გვ. 182: დეცა/მენოჯ ბიბლი/ონ პაროუსი/# აუ)ტჰ=ჯ, აუ)ე/გნწ მე/ხრი ტჰ=ჯ უ)პოგრაფჰ=ჯ ფეი=საი).

შეცვლის მაგალითები:

„ცხოველსმყოფელი… ზიარებაჲ” (AC) (ბერძ. გვ. 173: zwopoiou= koinwni/aj); შდრ.: „ცხოველსმყოფელი იგი საჲდუმლოჲ” (B); 

C ნუსხა ხშირად ცვლის სიტყვათა წყობას. მაგ., ბერძნულში გვაქვს „დაუგოთ მშიერთა პური” (ბერძ. გვ. 160: diaqru/ptwmen toi=j peinw=si to\n arto/n), რასაც AB ნუსხები უჭერენ მხარს, ხოლო C-ში გვაქვს „დაუგოთ პური მშიერთა.” ასევე გვაქვს: „სიმართლჱ, სიწმიდჱ” (AB) (ბერძ. გვ. 160: dikaiosu/nhn, swfrosu/nhn); შდრ.: „სიწმიდე, სიმართლე” (C); „ცნობასა მოვიდა ევბულე” (AB) (ბერძ. გვ. 161: e)n ai)qh/sij geno/menoj o( Eubouloj); შდრ.: „ევბოლეს ცნობასა მოვიდა” (C); „ჩემდა სარგებელ” (AB) (ბერძ. გვ. 170: moi o)/feloj); შდრ.: „სარგებელ ჩემდა” (C); „უკუეთუ შენ გითხრა?” (AB) (ბერძ. გვ. 170: e)a/n soi ei)/pw;); შდრ.: „უკუეთუ გითხრა შენ?” (C); „განვიდა ცხორებისაგან ეპისკოპ(ო)სი” (AB) (ბერძ. გვ. 175: Tou= bi/ou mete/sth o( e)pi/skopoj); შდრ.: „განვიდა ეპისკოპ(ო)სი ცხორებისაგან” (C); „მოვიდეს მის ზედა წმიდისა სულისა” (AB) (ბერძ. გვ. 175: e)lqei=n e)pi/ au)to\n tou= a(gi/ou pneu/matoj)); შდრ.: „…სულისა წმიდისა მის ზედა” (C); 

გვაქვს ისეთი მაგალითებიც, როდესაც: 

ა) C ნუსხა უმატებს სიტყვას ან სიტყვებს და ამით განსხვავებულ ვითარებას გვიჩვენებს როგორც ბერძნულისგან, ისე დანარჩენი ნუსხებისგან: „გარდაჴდად, ზეგარდამო” (AB) (ბერძ. გვ. 169: a(/nwqen); შდრ.: „გარდაჴდად, ზეგარდამო და” (C); „რომელმან-იგი ქრისტეანეთაჲ სიბრძნით დაამყარა” (AB) (ბერძ. გვ. 169: tw=n xristianw=n safw=j e(dra/saj)); შდრ.: „რომელ-მან-იგი ქრისტეანეთაჲ სიბრძნით დაამყარა და” (C); „ყოველივე ქრისტესა მისცა” (AB) (ბერძ. გვ. 157: pa/nta Xrist%= doi\j); შდრ.: „ყოველი ვიდრე ქრისტესა მისცა” (C); „ყოველთა შინა სამოძღუროთა” (AB) (ბერძ. გვ. 159: e)n pa=si toi=j paidethri/oij)); შდრ.: „ყოველთა შინა სა-მოძღუროთა მოსწრაფებითა და” (C); „ვედრებად ყოველთა მეუფისა” (AB) (ბერძ. გვ. 155: i(kesi/an tou= tw=n o(/lwn despo/tou); შდრ.: „ვედრებად ყოველთა მეუფისა ვიდრე” (C). 

ბ) აკლებს სიტყვას ან სიტყვებს: „ესე უკუე დიდი ჩუენი მწყემსი (AB) (ბერძ. გვ. 169: pro); შდრ.: „ესე უკუე დიდი მწყემსი” (C); „დაიპყრა უღირსმან სამეუფოჲ” (AB) (ბერძ. გვ. 157: e)pilabo/menoj a)naci\wj th=j basilikh=j); შდრ.: „დაიპყრა სამეუფოჲ” (C); „შემძლებელ იქმნა მათ მიერ ყოველთა შემოქმედსა” (AB) (ბერძ. გვ. 158: mhdamw=j eu(rei=n duna/menoj di ) au)tw=n pa/ntwn dhmiourgo\n); შდრ.: „შემძლებელ იქმნა ყოველთა შემოქმედსა” (C); „და მუნ შინა საკჳრველებათ ხილვად” (AB) (ბერძ. გვ. 169: kai\ ta\ e)kei=se o)yo/menon qau/mata)); შდრ.: „მუნ შინა საკჳრველებათ ხილვად” (C).

გვაქვს მთელი ფრაზის გამოტოვების ნიმუშებიც: „რამეთუ იგი იყო წინამძღუარი სიტყჳსაჲ.” აღნიშნული ფრაზა გვაქვს როგორც ბერძნულ ტექსტში, ისე AB ნუსხებშიც. ასევე: „მრწამს სახარებისა შენისა ჴმაჲ” (AB) (ბერძ. გვ. 173: piste/uw t$= eu)angelik$= sou fwn$=).

გ) ცვლის სხვა (მათ შორის, ახლოს მდგომი) სიტყვით: „განტევებაჲ თჳსი” (ბერძ. გვ. 169: au)to\n a)poluqhnai) (AB); შდრ.: „განტევებაჲ მისი” (C).

საინტერესო მოვლენა შეინიშნება C ნუსხაში: იგი ერთ ადგილას განმარტავს ბერძნულ ტექსტში მოცემულ საკუთარ სახელს: „სახელით ფილოქსენთოს, რომელი ითარგმნების „უც-ხოთმოყუარე” (C). ეს განმარტება ბერძნულსა და სხვა ნუსხებში არ არის მოცემული. 

ზოგჯერ AB ნუსხები სიტყვას ფორმას უცვლიან და, შედეგად, მას წინადადების სხვა წევრად წარმოადგენენ, განსხვავებით C-სგან. მაგ., ბერძნულში გვაქვს „ჭეშმარიტ და დიდ საკვირველებებს” (ბერძ. გვ. 169: a)lhqh= kai\ mega/la qau/mata)), სადაც „ჭეშმარიტი” მსაზღვრელია, AB ნუსხებში კი ის გამოყენებულია, როგორც ვითარების გარემოება: „ჭეშმა-რიტად დიდთა საკჳრველებათა.”

ბერძნულშია „დავიწყებისა სიღრმეთა მისცეს” (ბერძ. გვ. 155: lh/qhj buqoi=j paradoqw=si), რაც დაცულია ძირითად ხელნაწერში. B ნუსხაში ნათესაობითი ბრუნვა მიცე-მითით არის შეცვლილი და, შესაბამისად, სუბსტანტიური მსაზღვრელით გადმოცემული განსაზღვრება ირიბ დამატებად არის წარმოდგენილი: „დავიწყებასა სიღრმისასა.” C ნუსხა კი „სიღრმეს” მხოლობითი რიცხვის ფორმით გვთავაზობს: „დავიწყებისა სიღრმესა.”

საინტერესოა I პირის ნაცვალსახელის დაკლების ფაქტი BC ნუსხებში: „ჯერმიჩნდა.” ბერძნულ ვერსიასა და ძირითად ტექსტში იკითხება „ჯერმიჩნდა მეცა” (ბერძ. გვ. 156: e)/doce k#)moi\.

კვლევამ გამოავლინა, რომ ნუსხების მიმართება ბერძნული ტექსტისადმი თითქმის ანალოგიურია და სამივე ხელნაწერის გადამწერი სარგებლობდა მისით. B ნუსხის გადამწერი ხელმძღვანელობდა როგორც A ნუსხით, ასევ ბერძნულით, ხოლო C ნუსხის გადამწერი – წინა ორი ნუსხითა და ბერძნულით. ეს ფაქტი BC ნუსხების შემოქმედთა მაღალი პასუხისმგებ-ლობის გრძნობასა და პროფესიონალიზმზე მიგვანიშნებს: ისინი არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ თარგმანით, არამედ მის სიზუსტესაც ამოწმებდნენ ბერძნულში და საკუთარი ნუს-ხის შექმნის დამოუკიდებელ სტრატეგიასაც იმუშავებდნენ. სიტყვა „შექმნა” შემთხვევით არ გვიხმარია. ისინი მარტივად, ანგარიშმიუცემლად კი არ იწერდნენ თარგმანის ტექსტს, არამედ ქმნიდნენ საკუთარ ვერსიას: მუშაობის პროცესში ფიქრობდნენ, აზროვნებდნენ, წინა ნუსხისა თუ ნუსხების გადამწერებს გარკვეულ საკითხებში არ ეთანხმებოდნენ და საკუთარ გზას ირჩევდნენ. ამიტომაც თითოეული ხელნაწერი ინდივიდუალობით გამოირჩვეა. ნუსხური სხვაობები განისაზღვრება სიტყვ(ებ)ის, ფრაზ(ებ)ის დამატებითა თუ დაკლებით, სიტყვის სი-ნონიმური თუ განსხვავებული სემანტიკის შემცველი სიტყვით ჩანაცვლებით. არის შემთხვე-ვები, როდესაც ძირითად ხელნაწერში შეცვლილია ბერძნული ტექსტი რომელიმე ამ მიმარ-თულებით და BC ნუსხებში ეს ცვლილება არ არის განმეორებული. ისეთი მაგალითებიც გვაქვს, სადაც ისინი ეთანხმებიან ცვლილებას და, შესაბამისად, სამივე ნუსხაში ბერძნული-საგან განსხვავებული სურათი მიიღება. იძებნება ისეთი ნიმუშებიც, როდესაც მხოლოდ B ნუსხა, ან მხოლოდ C ნუსხა უჭერს მხარს ძირითადი ტექსტის ცვლილებას. ასეთ შემთხვევებ-ში მხოლოდ ერთი ხელნაწერი რჩება ბერძნულის ერთგული. დასტურდება ისეთი ფაქტებიც, როდესაც ძირითადი ხელნაწერი მიჰყვება ბერძნულის მონაცემს, მაგრამ მომდევნო ნუსხ(ებ)ის შემოქმედები ტექსტის ინტერპრეტაციას მიმართავენ.

ასე რომ,  BC ხელნაწერები არ არის მექანიკურად გადანუსხული ძირითადი ხელნაწე-რიდან. ისენი გარკვეული თვალსაზრისით დამოუკიდებელი ხელნაწერებია, რომელთა ძირი-თადი სახელმძღვანელოც ბერძნული ტექსტია, თუმცა ხშირად წინა ნუსხების მონაცემებსაც ითვალისწინებენ. 

ვფიქრობთ, საანალიზო თხზულების ნუსხები საინტერესო შემთხვევაა ტექსტის კრიტი-კისა და გამოცემათმცოდნეობის კუთხით.