Cod. Ivir. georg-21

[218v] თუესა ნოემბერსა გ. წამებაჲ წმიდათა და ყოვლადქებულთა მოწამეთაჲ აკეფსიმა, იოსებ და აითალაჲსი

წელსა მეათჩჳდმეტესა დევნულებისა ქრისტეანეთასა, მეფობასა სპარსეთს ურჩულოჲსა და უკეთურისა საბურისსა, უთხრეს, ვითარმედ ქრისტეანენი ჰგმობენ და სძაგებენ კერპთმსახურებასა და ქადაგებენ ერთსა ღმერთსა და ასწავებენ კაცთა მას მხოლოსა მსახურებად და არცა მზისა თავყუანისცემად და არცა ცეცხლისა ანუ წყლისა პატივისცემად, არცა სხუათა მათ კერპთა ზორვად, არამედ ერთისა მის ღმრთისა მონებად და სიწმიდესა აღირჩევენ, ვიდრეღა ქორწინებასა. და არა ჰნებავს არცა მეფეთა, არცა მთავართა თანა მისლვაჲ ბრძოლად და შებღალვად ჴელთა სისხლითა კაცთაჲთა. ხოლო იყოფებიან [219r] იგინი ლოცვითა და მარხვითა და არავის თავსიდებენ სხუასა დამბადებელად სოფლისა, ანუ იძრვისთა თქუმად გარეშე ღმრთისა მათისა.
ესე ყოველი ცნა რაჲ საბურ მეფემან, ბრძანებაჲ განავლინა ყოველთა მიმართ მთავართა და მოგუთა, რაჲთა რომელნიცა იპოვნენ ქრისტეანენი, აიძულებდენ მათ ზორვად კერპთა, ხოლო რომელნიცა ურჩ ექმნენ, იტანჯნენ ყოვლითავე სატანჯველითა და ძჳრ-ძჳრითა სიკუდილითა მოსწყდენ.
ხოლო მიიღეს რაჲ ბრძანებაჲ ესე მსახურთა მათ ეშმაკისათა და მთავართა მათ ურჩულოჲსა მის მეფისათა, დიდი მოსწრაფებაჲ აჩუენეს აღსრულებად სიტყუათა უღმრთოჲსა საბურისთა. ხოლო მას ჟამსა შინა შეიპყრეს წმიდაჲ ებისკოპოსი აკეფსიმა, რომელი იყო ქუეყანისა მისგან, რომელსა ეწოდებოდა ნაისონ და ნათესავისაგან დიდისა და შემკობილისა დიდებითა და სიმდიდრითა მრავლითა. და იყო იგი მოხუცებულ ჰასაკითა, ვითარ ოთხმეოცისა წლისა, კაცი შემკობილი ყოვლითა სათნოებითა და მუშაკი გამოცდილი ქრისტეს მცნებათა, განშორებული ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, რომელი-იგი მარხვითა და ლოცვითა აღასრულებდა დღეთა თჳსთა და აქუნდა სიყუარული დიდი და მოწყალებაჲ გლახაკთაჲ და უცხოთაჲ. ხოლო ლმობიერებაჲ ესოდენი იყო მის თანა, ვიდრეღა ყოველსავე ადგილსა, სადაცა დადგის ლოცვად, დაალტობდა ცრემლითა. ესრეთ უკუე შემკობილი [219v] ყოვლითა კეთილითა, ქადაგებდა წმიდასა სამებასა ერთღმრთეებასა და მრავალთა წარმართობისაგან ქრისტეანობად მოაქცევდა.
ხოლო პირველ შეპყრობისა ნეტარისა მის, დღესა ერთსა, ჯდა მის თანა სხუაჲ ვინმე ძმაჲ სათნოჲ ღმრთისაჲ, სახელით პაპას, და უხილვიდა თავსა. და ვითარცა მიახლებულ იყო თავსა ნეტარისა ებისკოპოსისა აკეფსიმესსა, მოდრკა პაპას და ამბორსუყო თავსა მისსა ნეტარსა და თქუა: „ნეტარ არს თავი ესე, რამეთუ ქრისტესთჳს წამებითა კეთილითა გჳრგჳნოსან იქმნების შემდგომად მცირედისა ჟამისა.“ მაშინ წმიდამან ებისკოპოსმან შეიტკბო იგი და მოიკითხა და ჰრქუა: „იყავნ წინაწარმეტყუელებაჲ შენი ჭეშმარიტ, შვილო ჩემო, და ადრე შეისმინენ შენი ღმერთმან და მომეცინ მე ნაწილი ესე, ვითარცა თქუა პირმან შენმან.“
ხოლო სხუაჲ ებისკოპოსი მოსრულ იყო ხილვად ნეტარისა აკეფსიმაჲსსა და მას ჟამსა მუნ ჯდა. და ესმა რაჲ ესევითარი სიტყუაჲ, ჰრქუა პაპასს ლაღობისსახედ: „შვილო, ვინაჲთგან მომავალთა საქმეთა მეცნიერებაჲ გაქუს, მითხარ მეცა, თუ რაჲ შემემთხუევის.“ ჰრქუა მას პაპას: „მიხჳდოდი რაჲ სოფელსა შენსა, რომელსა ჰრქჳან ადრან, მგზავრ მოიწიოს აღსასრული შენი.“ და შეემთხჳა ორთავე ეგრეთ, ვითარცა თქუა ღმრთისმსახურმან ძმამან პაპას, რამეთუ წმიდაჲ აკეფსიმა წამებითა სრულ იქმნა, ვითარცა, ესერა, აღწერაჲ გუეგულების. ხოლო სხუაჲ იგი ეპისკოპოსი მგზავრ აღესრულა, მივიდოდა რაჲ სოფელსა მისსა.
[220r] ხოლო ოდეს-იგი შეიპყრნეს ნეტარი აკეფსიმა და მიჰყვანდა შეკრული ჯაჭჳთა, წარჰვლიდა რაჲ მახლობელად სახლსა თჳსსა, ჰრქუა ვინმე თანამავალთაგან საიდუმლოდ: „ამცენ რაჲმე სახლისა შენისათჳს და ყოვლისათჳს, რაჲცა გაქუს, ნუუკუე ვერღარა უძლო მოქცევად და ხილვად მისა.“ ხოლო ნეტარმან განყარა ჴელი და თქუა: „ესე სახლი არღარა არს ჩემი სახლი და ესე სამკჳდრებელი არღარა არს სამკჳდრებელი ჩემი, რამეთუ ჩემდა სახლ და სამკჳდრებელ ქრისტჱ არს, რომელი-იგი უფროჲს ყოვლისა შევიყუარე.“ მაშინ მიიყვანეს იგი ქალაქსა მას, რომელსა ეწოდების არბილ და წარმოუდგინეს იგი მუნ მყოფსა მას მოგუთა მთავარსა, რომლისა სახელი იყო ადრახუსეთ. და იხილა რაჲ მოგუთმთავარმან ნეტარი იგი, ჰრქუა მას: „ქრისტეანეჱ ხარ შენ, ანუ სხჳსა რჩულისაჲ?“ მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა ბრწყინვალითა პირითა და ჴმამაღლად: „მე ქრისტეანეჱ ვარ და ღმერთსა მას ჭეშმარიტსა თავყუანის ვსცემ. ჰრქუა მას მოგუთა მთავარმან: „ჭეშმარიტ უკუე არსა, რაჲ-იგი შენთჳს მესმის, თუ ასწავებ კაცთა წინააღდგომისა ქმნად მეფეთა ბრძანებისა?“ მიუგო ნეტარმან და ჰრქუა: „რავდენიცა გასმიეს ჩემთჳს, ჭეშმარიტ არს, რამეთუ ჭეშმარიტად ერთსა ღმერთსა უქადაგებ კაცთა სამგუამოვნებით დიდებულსა და ვასწავლი მათ, რაჲთა მოიქცენ მისა და შეინანონ პირველქმნულთა ცოდვათა და ყონ რაჲ იგი, სათნო არს წინაშე მისა, რაჲთა [220v] მიემთხჳნენ ცხორებასა საუკუნესა.“
მიუგო მთავარმან და ჰრქუა: „მასმიეს, თუ კაცი ხარ ბრძენი და მოხუცებული და ვითარ სცთები, ვითარცა ყრმაჲ მცირჱ და იტყჳ ეგევითართა სიტყუათა და არა თავყუანის სცემ მზესა, ცეცხლსა და წყალსა, ვითარცა-ესე ყოველი ქუეყანაჲ სპარსთაჲ იქმს?“ მიუგო წმიდამან ეპისკოპოსმან და ჰრქუა: „ფრიადითა სიცოფითა შეპყრობილ არს ქუეყანაჲ ესე სპარსთაჲ და დაუტევებია დამბადებელი და დაბადებულთა თავყუანის სცემს. ხოლო აცთუნეთ იგი თქუენ ურჩულოჲთა მით სწავლითა თქუენითა, რამეთუ შემოიღეთ შორის სიმრავლეჱ ღმერთთაჲ ფრიადი, და დაუტევეთ ჭეშმარიტი იგი დამბადებელი ყოველთაჲ ღმერთი.“
მიუგო მთავარმან და ჰრქუა: „ურჩულოებად სახელსდება მოძღურებასა მას, რომელსა ზედა მტკიცე არს მეფჱ ესე, სოფლისა მპყრობელი, ჵ, ბოროტისა სიკუდილისა ღირსო?“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა: „ვითარი არს მოძღურებაჲ თქუენი? უფროჲსღა საცთურ ეწოდების და არა მოძღურება, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ უვარგიყოფიეს და ეშმაკთა ჰმსახურებთ.“ ჰრქუა მას მოგუთა მთავარმან: „ცუდთა მაგათ ზრახვათა განეშორე და ქმენ ბრძანებაჲ მეფისაჲ და თავყუანის ეც მზესა, რამეთუ ვჰრიდებ სიბერესა შენსა, რაჲთა არა შთავიდეს სისხლითა ჯოჯოხეთს.“ მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა: „დაიყავნ პირი შენი ურჩულოჲ, ჵ, უკეთურო, და ნუღარა შესძინებ თქუმად ჩემდა სიტყუასა მაგას ბოროტსა! რამეთუ მე სიყრმით ჩემითგან ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა შინა აღზრდილ ვარ და [221r] არამცა უმეტესად თანამედვა ჟამსა ამას სიბერისასა ახოვნად დადგომაჲ კეთილსა მას შინა აღსაარებასა, რაჲთა გჳრგჳნოსან ვიქმნე ჭეშმარიტისა მის და დიდებულისა ღმრთისა ჩემისა მიერ.“
მაშინ აღივსო გულისწყრომითა ურჩულოჲ იგი და ბრძანა განრთხმაჲ მისი გუემად და ესრეთ უწყალოდ გუემეს, რომელ ქუეყანაჲ იგი, სადა განრთხმულ იყო, აღივსო სისხლითა. ესრეთ რაჲ იგუემებოდა ნეტარი იგი და აჩუენებდა დიდსა მოთმინებასა.
ჰრქუა მას მოგუთმთავარმან: „სადა არს ღმერთი შენი? მოვედინ აწ და გიჴსენინ ჴელთაგან ჩემთა.“ მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა: „ღმერთი ჩემი ცათა შინა არს და უპყრიეს ქუეყანაჲ და ყოველნივე დაბადებულნი და ზღუაჲ ჴელთა შინა მისთა არს. და ადვილ არს მის წინაშე ჴსნაჲ ჩემი ჴელთაგან შენთა, არამედ ამისთჳს მიგიშუებს ტანჯვად ჩემდა, რაჲთა გამოჩნდეს შენისა გონებისა უკეთურებაჲ და ჩემიცა მოთმინებაჲ, რაჲთა მე მომაგნეს კეთილნი მიუთხრობელნი მერმესა მას საუკუნესა და შენ შემსგავსებულად საქმეთა შენთა გტანჯოს. აწ უკუე, რასამე იქადი, რომელი-ეგე უუძლურეს ხარ ყუავილსა დაჭნობადსა, რაჲსათჳს ჰზუაობ, მკუდარო დაყროლებულო, ცხორებასავე შენსა, რამეთუ ვინაჲთგან არა გრწამს ცხოველი იგი და ჭეშმარიტი ღმერთი მცირედღა? და ვითარცა თივაჲ, ადრე განჰჴმე და სიკუდილმან წარგიტაცოს შენ და კუალად აღგადგინოს ღმერთმან ჩემმან საშჯე [221v] ლად საუკუნოდ, რაჲთა ცეცხლსა შინა, რომელსა აწ თავყუანის სცემ, იწუებოდი სულით და ჴორცით უკუნისამდე ჟამთა.“ ამათ სიტყუათა ზედა უმეტესად განრისხნა მოგუთმთავარი იგი და ბრძანა შეკრვაჲ მისი ჯაჭჳთა მძიმითა და შეყენებაჲ საპყრობილესა ბნელსა. და ჯდა წმიდაჲ აკეფსიმა საპყრობილესა მას შინა და ჰმადლობდა ღმერთსა და დაუცხრომელად ილოცვიდა. და ხვალისა დღე შეიპყრნეს სხუანი ორნი ქრისტეანენი. სახელი ერთისაჲ მის იოსებ, რომელი იყო დაბისა მისგან ბეთლაჰაბაჲსა, რომელი გამოითარგმანების „მწერლისაჲ.“ მოხუცებული იყო იგიცა ჰასაკითა, ვითარ სამეოცდაათისა წლისაჲ, და პატივცემულ იყო პატივითა ხუცობისაჲთა და მღდლობითა უბიწოჲთა ჰმსახურებდა ღმერთსა ყოველსა ჟამსა. ხოლო მეორესა მას აითალა ეწოდებოდა. იყო იგი დაბისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ბითრედნე, ვითარ სამეოცისა წლისაჲ ჰასაკითა. და აქუნდა მას პატივი დიაკონობისაჲ და შემკობილი იყო ყოვლითა სათნოებითა, მჴურვალჱ სარწმუნოებასა შინა და მსახურებასა ქრისტესა და მამხილობელ უშჯულოთა. ესე ორნი წარმოადგინნეს წინაშე ურჩულოსა მას მოგუთმთავარსა მასვე ქალაქსა შინა.
ჰრქუა მათ მოგუთმთავარმან: „მითხართ მე, ღირსნო ბოროტისა სიკუდილისანო, რაჲსათჳს აცთუნებთ კაცთა უმეცართა და ჰყოფთ მათ ქრისტეანე?“ მიუგო წმიდამან იოსებ [222r] და ჰრქუა მას: „ჩუენ კაცნი ვართ ჭეშმარიტნი და განშორებულნი სიცრუვისაგან და ეგრეთცა ვასწავლით კაცთა მონებად ღმრთისა ცხოველისა.“ ჰრქუა მათ მოგუთმთავარმან: „და რომელი მოძღურებაჲ უმეტეს არს, ჵ, უგუნურნო, რომელი-იგი უპყრიეს მეფესა მას ყოვლისა ქუეყანისასა და დიდებულთა მთავართა მისთა, ანუ თქუენი ეგე, უნდოთა მაგათ და შეურაცხთაჲ?“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა: „ღმერთსა ჩუენსა არა სათნო უჩნს ამპარტავანებაჲ და ზუაობაჲ და სიმდიდრეჱ სოფლისა ამის წარმავალისაჲ, არამედ სათნო უჩან მას მდაბალნი და გლახაკნი, რომელთა ეშინოდის მისგან. ამისთჳსცა ვართ ჩუენ მდაბალ და გლახაკ, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ დიდებასა მისსა და ცხორებასა საუკუნესა.“
ჰრქუა მას მოგუთმთავარმან: „უდებობისა და ზარმაცობისა თქუენისათჳს არა გნებავს შრომაჲ, არამედ მიმოხუალთ სახლითი-სახლად, ამისთჳს იქადით სიგლახაკესა ზედა, რაჲთა აჩუენოთ კაცთა, თუ კეთილი საქმეჱ არს.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა: „ვინაჲთგან გუაყუედრე ჩუენ და ზარმაცად გჳწოდე, გამოიკითხე, უბადრუკო, და ცან, ვითარმედ უკუეთუმცა გუენება შეკრებად ნაქმარი ოდენ ჴელთა ჩუენთაჲ, უმეტესიმცა სიმდიდრეჱ გუაქუნდა შენისა მის, რომელი მოგიგეს ნატაცებისა მის გლახაკთაჲსა. [222v] გარნა ქრისტესთჳს რაჲცა გუაქუნდეს, მივსცემთ გლახაკთა, ხოლო თქუენ ანგაჰრებითა თქუენითა მოიტაცებთ გლახაკთაგან.“ ჰრქუა მას მოგუთმთავარმან: „სიმდიდრჱ ყოველთა მიერ საწადელ არს და არა არს კაცი, რომელსამცა სძულდა იგი. აწ უკუე, შენი სიტყუაჲ ვინმცა ირწმუნა, რომელსა იტყჳ, თუ ნებსით გძულს სიმდიდრჱ და განაბნევ მას?“
მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა მას: „ჩუენ გჳსწავიეს, ვითარმედ დიდებაჲ სოფლისაჲ და სიმდიდრეჱ დაუდგრომელ არს და ვითარცა აჩრდილი წარვალს, რამეთუ, აჰა, ესერა, მოიწიოს სიკუდილი და წარჴდეს დიდებაჲ შენი და სიმდიდრჱ, ვითარცა ყოვლადვე არა ყოფილი და იქმნა შენ მიწა და ნაცარ, ხოლო სული შენი იტანჯებოდის ჯოჯოხეთს შინა. ესე უწყით ჩუენ და ამისთჳს გუძულს დიდებაჲ და სიმდიდრეჱ სოფლისაჲ და სურვიელ ვართ დამკჳდრებად სიმდიდრესა მას ზეცისასა და დიდებასა მას დაუსრულებელსა.“ ჰრქუა მას მოგუთმთავარმან: „დაუტევე ცუდადმეტყუელებაჲ შენი და რომელსა გკითხავ, იგი მითხარ: იქმა ნებასა მეფისასა და თავყუანის სცემ დიდსა მას ღმერთსა მზესა და სცხონდე, ანუ არა გნებავს?“ მიუგო და ჰრქუა მას ნეტარმან იოსებ: „ნუ სცთები ამის საქმისთჳს, ურჩულოო, ნუცა ჰგონებ, თუმცა მე მზესა თავყუანის ვეც, რამეთუ მრავალთა დამისწავიეს, ვითარმედ არა არს იგი ღმერთი, არამედ ქმნული ღმრთისაჲ [223r] და ბრძანებითა მისითა არაარსისაგან არსად მოსრული.“
მაშინ ურჩულოჲ იგი განრისხნა და ბრძანა განშიშულებაჲ ნეტარისა იოსებისი და განრთხმაჲ და გუემაჲ ძლიერად არგნებითა მროწეულისაჲთა ეკლოვანითა. და ესრეთ უწყალოდ სცეს მას, ვიდრეღა და კნინ ოდენ მისცამცა სული. ხოლო ახოვანი იგი ქრისტეს მოწამჱ ყოვლადვე არარას იტყოდა, ჰგუემდეს რაჲ, არამედ ზეცას ოდენ ხედვიდა გონებითა და უფალსა ხადოდა, რაჲთა შეეწიოს მას და მოსცეს ძალი და მოთმინებაჲ.
და ვითარცა შეიღება ყოველივე გუამი სისხლითა მისითა, მაშინ ჴმაყო და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო ჩემო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, სასოო და შესავედრებელო ჩემო, რამეთუ ღირს მყავ მე მეორესა ამას ნათლისღებასა, რაჲთა განვიბანო და განვწმდე ყოველთა ცოდვათა ჩემთაგან.“ ესმოდა რაჲ ესე მტარვალთა მათ მსახურთა ეშმაკისათა, წყრებოდეს და უფიცხესად ჰგუემდეს. ესოდენ უკუე დაბძარეს გუამი მისი გუემითა, რომელ არღარა იპოებოდა ერთიცა ადგილი მრთელი. ძლით უკუე ბრძანა ურჩულომან მან მოგუთმთავარმან დაცხრომაჲ გუემისაგან და შეკრეს იგი ჯაჭჳთა და წარიყვანეს საპყრობილედ. ხოლო წმიდამან აკეფსიმა იხილა რაჲ იგი, აღივსო სიხარულითა და მოწლედ მოიკითხა და ჰმადლობდა ღმერთსა.
ხოლო მძლავრმან მან ურჩულომან მოგუთა მთავარმან [223v] მიხედნა წმიდასა აითიალას და ჰრქუა: „შენ რასა იტყჳ? იქმა ბრძანებასა მეფისასა, რაჲთა თავყუანის სცე დიდსა მას ღმერთსა მზესა და შჭამო სისხლი და შეირთო ცოლი და განარინო თავი შენი სატანჯველთაგან, ანუ შენცა ჰგიე გონებასა ზედა მოყუასთა შენთასა?“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „შენ ჭამე სისხლი, ვითარცა-ეგე შჭამ, ძაღლო არაწმიდაო! და შენ გშუენის თავყუანისცემაჲ მზისაჲ, უგუნურო და დაბრმობილო, რომელმან ვერ უძლე სიბრმისაგან შენისა განცდად ნათელი იგი ბრწყინვალეჱ, რომელი ბრწყინავს ყოველსა სოფელსა ქრისტეს სახარებისაჲ, ხოლო ჩემდა ჯერარს ჴელითა შენითა სიკუდილი, რაჲთა ვცხონდე მე უკუნისამდე.“
ამათ სიტყუათა ზედა ურჩულოჲ იგი განრისხნა, არამედ რეცა სულგრძელებაჲ აჩუენა და ჰრქუა წმიდასა მას: „ვინ არს უგუნური იგი, რომელმან დაუტეოს ცხორებაჲ და აღირჩიოს სიკუდილი, ვითარ-ეგე შენ იქმ, ჵ, გონებაცთომილო?“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „თავსა შენსა უწოდე უგუნურ და ცოფ და გონებაცთომილ, რამეთუ ეგრეთცა ხარ, ვინაჲთგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ არა იცი! ხოლო ჩუენ ბრძანებათა ღმრთისა ჩუენისათა ვიმარხავთ და ჭეშმარიტად ბრძენ ვართ და გონიერ, რამეთუ ესრეთ გუამცნო უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, რაჲთა რომელი-ესე თქუენ ცხორებად შეგირაცხიეს, ჩუენ სიკუდილად შევრაცხოთ და რომელსა-იგი თქუენ სახელ [224r] სდებთ სიკუდილად, ჩუენ შევიწყნაროთ, ვითარცა ცხორებაჲ. რამეთუ უღმრთოებით ყოფაჲ ამის სოფლისაჲ მომატყუებელი არს საუკუნესა სიკუდილსა, ხოლო სიკუდილი ქრისტესთჳს განგჳმზადებს ჩუენ სასუფეველსა ცათასა.“
ამათ სიტყუათა ზედა უმეტეს აღივსო გულისწყრომითა ურჩულოჲ იგი მძლავრი და ბრძანა შეკრვაჲ ჴელთა მისათაჲ მუჴლთა ქუეშე. და განუგდეს ძელი ჴელთა შორის და მუჴლთა და ორთავე კერძოთა ძელისა მის აღვიდეს კაცნი ძლიერნი ექუსნი. და სხუანი ექუსნი წარმოუდგეს და სცემდეს ძლიერად არგნებითა მროწეულისაჲთა ეკლოვანითა. ესრეთ იგუემებოდა რაჲ ნეტარი იგი, ეტყოდა მძლავრსა მას: „არა მეშინის მე სატანჯველთა შენთაგან, შეგინებულო და სისხლისმჭამელო ძაღლო, ყორანო არაწმიდაო, მძორისმჭამელო! არარად შემირაცხიე შენ, უკეთურო და უბადრუკო მაცთურო!“
ესმოდეს რაჲ ურჩულოსა მას სიტყუანი ესე, იღრჭენდა კბილთა მტარვალთა მათ ზედა და ეტყოდა: „რაჲსათჳს ნელიად სცემთ, უკეთურნო მტარვალნო, და სცალს მაგას ესრეთ ურიდად გინებად ჩუენდა?“ ხოლო იგინი უმეტესად ჰგუემდეს უწყალოდ, ვიდრეღა შეჭირებითა მით საკრველთაჲთა და ძელისა მის ზიდვითა და სასტიკითა მით ცემითა მკლავნი მისნი შეიმუსრნეს და ნასხმანნი ჴელთა და იდაყუთანი დაიჴსსნნეს. მერმე ბრძანა ურჩულომან მან წარყვანებაჲ და დაგ [224v] დებაჲ მისი საპყრობილესა. ზეტჳრთვით უკუე წარიყვანეს და დააგდეს იგი, სადა იყვნეს შეყენებულ წმიდანი იგი აკეფსიმა და იოსებ.
და ვითარცა წარჴდეს ხუთნი ოდენ დღენი და ჯდა ბილწი იგი მოგუთა მთავარი მტილსა რასმე შინა და ბრძანა მოყვანებაჲ წმიდათაჲ მათ საპყრობილით და ჰრქუა მათ: „მითხართ მე ჭეშმარიტი, ჯერეთ მასვე ბოროტსა გულისსიტყუასა ზედა ხართა, რაჲთა არა დაჰმორჩილდეთ ბრძანებასა მეფისასა?“ მიუგეს წმიდათა მათ ერთბამად და ჰრქუეს: „ჩუენ ერთსა გულისსიტყუასა კეთილსა ზედა მტკიცე ვართ და სარწმუნოებისაგან ღმრთისა ჩუენისა შეურყეველ ვართ და მას ჭეშმარიტსა და მხოლოსა ვჰმსახურებთ ყოველთა დამბადებელსა, ხოლო ბრძანებაჲ მეფისა შენისაჲ ყოვლადვე არად შეგჳრაცხია. აწ უკუე, ვითარნიცა ჯერგიჩნან სატანჯველნი, მოაწიენ ჩუენ ზედა, რამეთუ მზა ვართ ყოველსავე თავსდებად შეწევნითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელი-იგი არს მეუფეჱ საუკუნეთაჲ და ძალითა მისითა გარცხჳნოთ შენ და ყოველნი ღონენი შენნი უძლურად გამოვაჩინენით.“
მაშინ განრისხნა ურჩულოჲ იგი და ბრძანა მოღებად საბელი წურილად გრეხილი. და მოხჳეს იგი ბეჭთა მათთა და ზურგთა და კართთა და განუგდეს ძელები და ესოდენ იქციეს და შეაჭირეს კაცთა ძლიერთა, ვიდრეღა ძუალნი მათნი შეიმუსრნეს და ჴმაჲ შემუსრვისა ძუალთაჲსაჲ ისმოდა.
და ეტყოდა მათ ურჩულოჲ იგი: „ქმენით ნებაჲ მეფისაჲ და სცხონდეთ.“ ხოლო წმიდანი იგი [225r] ეტყოდეს: „ჩუენ ნებასა ვიქმთ ღმრთისა და მაცხოვარისა ჩუენისასა, ხოლო ნებასა ურჩულოჲსა მეფისასა ყოვლადვე არად შევრაცხავთ.“
ხოლო მესამით ჟამითგან ვიდრე მეექუსედ ჟამადმდე სტანჯვიდეს ქცევითა მით დაჭირებითა საბელთაჲთა. და ესევითარსა მას მოუთმენელსა ტანჯვასა შინა მოთმინებაჲ განდიდნა და ძლევაჲ მათი საკჳრველ იქმნა და ღმერთი მათ ზედა იდიდა. ხოლო ოდეს სრულად უსიტყუელ იქმნნეს და სიკუდილად მიეახლნეს, ბრძანა მძლავრმან მან კუალად წარყვანებაჲ მათი საპყრობილედ. აღიხუნეს იგინი ბოროტთა მათ მტარვალთა და წარიყვანნეს და დაყარნეს საპყრობილესა. და ბრძანა ურჩულომან მან მოგუთმთავარმან, რაჲთა არავინ შეუნდონ შესლვად მათდა ანუ მიცემად პურისა, გინა სამოსლისა. ხოლო უკუეთუ ვინ იპოოს შემავალი მათ თანა, რაჲთა იგუემოს იგი არგნებითა და მოეკუეთნენ ორნივე ყურნი მათნი და ცხჳრი.
მაშინ წმიდანი იგი მოწამენი ახოვნად მოითმენდეს სატანჯველთა მათ ზედა შიმშილსაცა და სიშიშულესა. და დაყვეს საპყრობილესა მას შინა სამი წელი. ხოლო სხუანი იგი პყრობილნი განვიდოდეს და ითხოვდეს პურსა და ნათხოვისა მისგან მათისა მისცემდეს მათ მცირედსა რასმე და უნდოსა საზრდელსა, ვიდრეღა მცველნიცა საპყრობილისანი ხედვიდეს ჭირსა მათსა და სიბერესა, და ტიროდეს წყალობისაგან მათისა.
ხოლო შემდგომად სამისა წლისა შეყენებისა მის მათისა, მოვი [225v] და საბურ მეფჱ ქუეყანასა მას ბეთლამადისასა. და გამოიყვანნა იგი მოგუთა მთავარმან მან, რომელი სტანჯვიდა და წარიყვანნა მეფისა. და იყო ხილვაჲ მათი საშინელ, რამეთუ ესოდენ განლეულ იყვნეს, ვიდრეღა ყოვლად არა იყო მათ ზედა ფერი კაცთაჲ მრავალთა მათ ჭირთაგან. და რომელნიცა ხედვიდეს მათ, სწყალობდეს, დაღაცათუ სრულიად უწყალოჲმცა ვინ იყო. წარიყვანნეს უკუე პალატად და წარმოუდგინნეს იგინი სხუასა მოგუთმთავარსა ყოვლისა სპარსეთისასა და სხდეს მის თანა სხუანი მოგუთა მთავარნი და წარჩინებულნი მეფისანი და შევიდეს რაჲ წმიდანი, არა თავყუანის სცეს მას.
ჰრქუა მათ ადერ, მთავარმან მოგუთა მთავართამან: „ქრისტეანენი ხართა?“ მიუგეს წმიდათა მათ: „ჰე, ქრისტეანენი ვართ და მხოლოსა ყოვლისა მპყრობელსა ღმერთსა ვჰმსახურებთ.“
ჰრქუა მათ ადერ: „აჰა, ესერა, კაცნი მოხუცებულნი ხართ და ვხედავ, ვითარმედ ჭირნი მრავალნი შემთხუეულ არიან თქუენდა და ამას წამებს ხილვაჲ პირთა თქუენთაჲ. აწ უკუე, ისმინეთ განზრახვაჲ ჩემი და შეიწყალენით თავნი თქუენნი და ნუ მოჰკუდებით ბოროტითა სიკუდილითა, არამედ დაემორჩილენით ბრძანებასა მეფისასა და თავყუანის ეცით მზესა და ცხონდით, რამეთუ ბრძანებაჲ ესევითარი დადებულ არს, რაჲთა ყოველნი, რომელნი ვიდოდიან გზასა მას ქრისტეანობისასა, მახჳლითა მოკუდენ.“
მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა მას: „უწყით, [226r] ვითარმედ მოსწრაფე ხართ მიდრეკად ჩუენდა გზისა მისგან ჭეშმარიტისა ჴელმწიფებითა მაგით შენითა განქარვებადითა. არამედ ნუ სცთები, ნუცა შრომასა შეიმთხუევ, ნუცა მოვალს ესე ყოვლადვე გონებასა შენსა, თუმცა ჩუენგანმან ვინ ისმინა სიტყუაჲ შენი? აწ, უკუეთუ გნებავს ტანჯვაჲ ჩუენი, ნუ ჰყოვნი, რამეთუ სატანჯველნი შენნი ჩუენ ვერ შეგუაშინებენ, არამედ მტკიცე არიან გონებანი ჩუენნი წამებად ღმრთისა ჩუენისათჳს. ამისთჳსცა ყოვლადვე არა ვჰმორჩილობთ ბრძანებასა მეფისა შენისასა.“
ჰრქუა მას მძლავრმან მან: „ვიცი, რამეთუ სიკუდილი განსუენებად შეგირაცხიეს თქუენ და მას ეძიებთ. არამედ არა გექმნას, ვითარ თქუენ გნებავს, ვიდრემდე განვკაფნე ჴორცნი თქუენნი სატანჯველითა თითოსახითა და მერმე მახჳლითა დაგჭრნე, რაჲთა თქუენ მიერ შეშინდენ ყოველნი ქრისტეანენი.“ მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა მას: „არცა სატანჯველთა შენთაგან გუეშინის, არცა მახჳლისა შენისაგან ვძრწით, რამეთუ ღმერთი ჩუენი, რომელმან განგუაძლიერნა პირველ ამისა მოწევნულთა მათ სატანჯველთა მოთმინებად, აწცა შეგუეწიოს შენ მიერ მოწევნულთაცა თავსდებად. გამოცადე უკუე სიბერჱ ჩუენი ღმრთისა მიერ განძლიერებული და იძლიოს უბადრუკებაჲ შენი მოთმინებითა ჩუენითა და სირცხჳლეულ იქმნე შენ უხილავითა მით [226v] ძალითა მოვლინებულითა ჩუენ ზედა ღმრთისა მიერ ჩუენისა და ემხილოს გონებაცთომილებასა შენსა ჭეშმარიტითა მით სარწმუნოებითა ჩუენითა.“
მაშინ ურჩულოჲ იგი აღივსო გულისწყრომითა და ბრძანა მოღებაჲ ათოთხმეტი შოლტი ზროხისა ტყავისაჲ უქმრისა ახლისაჲ. და ჰრქუა წმიდათა მათ: „ვფუცავ დიდსა ღმერთსა მზესა და ბედსა საბურ მეფისა მეფეთაჲსა, ვითარმედ უკუეთუ არა ჰქმნათ ბრძანებაჲ მისი, ამით ზროხისა ტყავებითა დაიბძარნენ ჴორცნი თქუენნი და სისხლითა თქუენითა შეიბღალნენ მჴცენი თქუენნი და არა ვჰრიდო სიბერესა თქუენსა. და უკუეთუ გუემითა მით ადრე მოჰკუდეთ, მკუდარნიცა გუამნი თქუენნი ბოროტად იგუემნენ.“ მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა მას: „ვინაჲთგან არაარსსა მას ღმერთსა ჰფუცე და ბედი უძლური მოკუდავისა მეფისაჲ აჴსენე, მეშინის, თუ არა აღასრულო ფიცი შენი. აწ გასმიეს, ვითარმედ ჩუენ შეურყეველ ვართ ერთსა მის ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაგან და ჴორცნი ჩუენნი მოგჳცემიან შენდა, ხოლო სულნი ჩუენნი ჴელთა შენთა ღმრთისათა არიან. აწ რაჲცა გნებავს, იქმოდე, ჩუენ მზა ვართ.“
მაშინ ურჩულომან მან რისხვით ჴმაყო: „განაშიშულეთ ეგე და განუპყრენით მჴარნი ძლიერად!“ და განართხეს იგი ოცდაათმან კაცმან: ათხუთმეტმან ერთსა მჴარსა და ათხუთმეტმან - ერთსა ზემდგომარეჱ. [227r] და წარმოუდგეს ორნი მტარვალნი წინაჲთ და ორნი - ზურგით და სცემდეს უწყალოდ, ვიდრემდის ჴორცნი მისნი დაიბძარნეს და სისხლითურთ ქუეყანად დაცჳოდეს. და სხუანი ეტყოდეს: „ქმენ ნებაჲ მეფისაჲ და ცხონდი.“ ხოლო ნეტარი იგი, ვიდრემდის შემძლებელ იყო ზრახვად, იტყოდა: „მე ნებასა უღმრთოჲსა მეფისასა შეურაცხვჰყოფ და ნებასა ღმრთისა ჩემისასა აღვასრულებ.“ და ვინაჲთგან ვერღარა ეძლო სიტყუად, თუალითა ზეცად ხედვიდა და ხადოდა უფალსა და აჩუენებდა მიუდრეკელსა მას აღსაარებასა მისსა. და ესრეთ ტანჯვასა მას შინა მოითმინა, ვიდრემდის სანატრელად მისცა ღმერთსა წმიდაჲ იგი სული მისი.
ხოლო ვინაჲთგან მოკუდა, იცვალნეს მტარვალნი იგი და სხუანი წარმოდგეს და სცემდეს გუამსა მას მკუდარსა, ვიდრემდის ყოვლითურთ დაიჭრა და დაიბძარა. მერმე დააკუეთეს იგი თავსა ზედა და შემუსრეს ქედი მისი. და წარითრიეს და დააგდეს უბანთა ზედა და მცველნი განაწესნეს, რაჲთა არავის შეუნდონ დამარხვად.
ხოლო შემდგომად სამისა დღისა მოიპარეს მორწმუნეთა წმიდაჲ იგი გუამი მისი მიზეზითა ასულისა სომეხეთა მეფისაჲთა, რომელი მოვიდა მაშინ დასამტკიცებელად მშჳდობისა.
ესრეთ აღესრულა წმიდაჲ იგი ებისკოპოსი აკეფსიმა თუესა ოკდომბერსა სამსა. და შემდგომად აღსრულებისა მისისა შეიყვანეს წმიდაჲ იოსებ. და ჰრქუა მას უღმრთომან მან მოგუთა მთავარმან: „იხილეა, უგუ [227v]ნური იგი მოყუასი შენი ვითარითა ჭირითა მოკუდა, რამეთუ არა ინება აღსრულებად ბრძანებასა მეფისასა? აწ უკუე, შენ, იოსებ, ისმინე განზრახვაჲ ჩემი და აღასრულე ბრძანებაჲ მეფისაჲ და თავყუანის ეც მზესა, რაჲთა ცხონდეს სული შენი და განერე წინამდებარისა მისგან მწარისა სიკუდილისა.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა მას: „მე მზესა არა თავყუანის ვსცემ, რამეთუ არა ღირს არს და ბრძანებასა მეფისასა არა აღვასრულებ, რამეთუ უჯერო არს იგი და არცა ღმერთსა ჩემსა დაუტეობ და ვჰმონებ ცუდთა მათ ღმერთთა თქუენთა და არარათა. აწ უკუე, რაჲცა გნებავს, ქმენ ადრე.“
მაშინ ბილწი იგი განრისხნა და ბრძანა განრთხმაჲ მისი. და განართხეს იგი ოცდაათმან კაცმან. და მტარვალნი წარმოუდგეს და ჰგუემდეს ზროხის ტყავებითა მით, ვიდრემდე ყოველი გუამი მისი იქმნა, ვითარცა ერთი წყლული. და ქადაგი ჴმობდა: „ქმენ ბრძანებაჲ მეფისაჲ და სცხონდე.“
ხოლო წმიდაჲ იგი იტყოდა: „ერთ არს ღმერთი სამებით, დიდებული და დამბადებელი ყოველთაჲ, და სხუაჲ ღმერთი არა არს მისა გარეშე და ჩუენ სარწმუნოებასა მისსა ზედა მტკიცე ვართ.“ და გუემდეს რაჲ ფიცხლად და უწყალოდ, და ვერღარა ეძლო სიტყუად და ჰგონებდეს უკუე, ვითარმედ მოკუდა. დასცხრეს იგი ცემისაგან და დააგდეს, ვითარცა მკუდარი, და წარითრიეს გარეშე და დაუტევეს. და შემდგომად მცირედისა ჟამისა ცნეს, ვითარმედ ცოცხალ არს. და ბრძანა მოგუთმთავარმან დამარხვაჲ მისი.
[228r] და წარმოუდგინეს მძლავრსა მას წმიდაჲ აითალა და ჰრქუა მას: „აწ უკუე, შენ ისმინე ჩემი და ნუ ემსგავსები ბოროტთა მათ მოყუასთა შენთა, რომელნი ბოროტადცა წარწყმდეს, არამედ აღასრულე ბრძანებაჲ მეფისაჲ და თავყუანის ეც დიდსა მას ღმერთსა მზესა და სცხონდე. და მოგეცეს მეფისაგან დიდებაჲ და სიმდიდრჱ.“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „მიკჳრს, უბადრუკო, უგუნურებაჲ შენი, რამეთუ ჭეშმარიტად ბრმა არიან თუალნი გონებისა შენისანი და ცნობაჲ შენი მსგავს არს პირუტყუთა და არა გულისჴმაჰყოფ, რამეთუ იგინი უხუცეს ჩემსა იყვნეს ჰასაკითა და ესევითარი მოთმინებაჲ აჩუენეს და მიემთხჳნეს დიდებასა საუკუნესა სიკუდილითა მით, რომელი მოაწიე შენ მათ ზედა. არამცა მე უმეტესად ვაჩუენეა მოთმინებაჲ, რომელი-ესე უჭაბუკეს ვარ მათსა, რაჲთა ღირს ვიქმნე მათ თანა გჳრგჳნოსანყოფად? ამისთჳს უწყოდე, ვითარმედ მეცა შეურყეველ ვარ ჭეშმარიტებისაგან და არა ვიქმ ნებასა არაწმიდისა მეფისასა, რამეთუ მტერი არს ღმრთისაჲ და უცხოჲ საუკუნოჲსა მისგან ცხორებისა და დაკლებულ ნათლისა მისგან სულიერისა.“
ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე ურჩულოსა მას, აღივსო გულისწყრომითა და იცვალა ფერი პირისა მისისაჲ და ბრძანა განშიშულებაჲ მისი და განრთხმაჲ. და განართხეს იგი ორმეოცმან კაცმან და სხუანი ჰგუემდეს ზურგსა მისსა და მკერდსა. ხოლო ნეტარი იგი ეტყოდა ურჩულოსა მას მოგუთმთავარსა: „ჵ, ბილწო [228v] და არაწმიდაო ძაღლო, ვითარცა შენ უძლური ხარ და დაჴსნილი, ეგრეთვე სატანჯველნი შენნი და მტარვალნი უძლურნი არიან და დაჴსნილნი. აწ, უკუეთუ გყვანან სადა კაცნი ძლიერნი და სატანჯველნი მწარენი, მოიყვანენ ჩემ ზედა, რაჲთა მოთმინებითა ჩემითა მოვიპოო სული ჩემი ცხორებად საუკუნოდ.“ ხოლო მოგუთა მთავარი იგი განკჳრვებულ იყო და ჰრქუა მახლობელად მისა მსხდომარეთა: „რაჲ არს ესე, რომელ ქრისტეანეთა ესრე სურის სიკუდილისათჳს, ვითარცა ვის მშიერსა სწადინ ჭამად პურისა და სუმად წყლისა?“ მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: „წერილ არს წერილთა შინა მათთა, ვითარმედ სხუაჲ სოფელი არს უხილავი და ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელი მიელის მოწაფეთა მათ მართლმადიდებლობისათა.“ მაშინ გუემისა მისგან ყოველნი ასონი მისნი დაიბძარნეს და ნაწევარნი დაიჴსნნეს ზიდვითა მით მის ერისაჲთა და უწყალოჲთა მით ცემითა. და რაჟამს სრულიად მოსიკუდილ იყო, ბრძანა მძლავრმან მან დაცხრომაჲ მტანჯველთაჲ. და მეყსეულად დავარდა მოწამეჱ იგი ქრისტესი ქუეყანასა ზედა, რამეთუ ვერღარა ეძლო ზედგომად. ხოლო ურჩულომან მან მოგუთა მთავარმან უბრძანა ორთა კაცთა დამჭირვაჲ მისი და დადგინებაჲ წინაშე მისსა. და ჰრქუა მას: „აწ უკუე, ქმენ ბრძანებაჲ მეფისაჲ და უბრძანო მკურნალთა, რაჲთა გიღუაწონ და ადრე განიკურნო.“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „ჵ, ძაღლო ბილ [229r]წო და არაწმიდაო, არათუმცა მკურნალთა შენთა მოღუაწებაჲ თავსვიდევ, არამედ სიტყჳთმცა სთქუ და მეყსეულად განვიკურნებოდე, ვერმცა დამარწმუნე განშორებად სიყუარულისაგან ღმრთისა ჩემისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ და თავყუანისცემად დაბადებულსა მისსა მზესა, რომელი ქმნილ არს სამსახურებელად კაცთათჳს.“ ჰრქუა მას ურჩულომან მან: „ვინაჲთგან ესევითარსა ჰზრახავ, მე გყო შენ თითის საჩუენებელ კაცთა, რაჲთა არღარა ვინ იკადროს წოდებად ქრისტეანედ.“
მიუგო წმიდამან და ჰრქუა მას: „აჰა, ესერა, უნებლიეთ ჰსწინაჲსწარმეტყუელე, რამეთუ თითის საჩუენებელ ვიქმნენით კაცთა, რაჲთა ვაქუნდეთ ჩუენ სახედ კეთილისა ყოველთა ქრისტეანეთა. ჩუენ რაჲ გუხედვიდენ, ვითარმედ მოთმინებითა ვცხონდით, მათცა უშიშად დათრგუნონ საცთური ამპარტავანებისა თქუენისაჲ, რამეთუ, ესერა, სახელსა და სახესა კეთილსა დაუტეობთ მომავალსა ნათესავსა მოღუაწებისა ამის და მოთმინებისა ჩუენისასა და უხრწნელთა მათ გჳრგჳნთა, რომელნი მოცემად არიან ჩუენდა მოსლვასა მას უფლისასა, რომელი არს მეუფეჱ ჩუენი საუკუნოჲ.“
ესე რაჲ თქუა წმიდამან აითალა, მოუწოდა უშჯულომან მან ადერ სხუასა მოგუთა მთავარსა, რომელი-იგი იყო მთავარი ქუეყანისა მის ედეავისაჲ, და ეწოდებოდა ადესქარ და ჰრქუა მას: „უკუეთუ ხვალემდე ცოცხალ იყვნენ [229v] მაცთურნი ესე, წარიყვანენ ქალაქსა შენსა და შეკრიბენ მუნ, რომელნიცა არიან ქრისტეანენი და დააკრიბონ ქვაჲ თჳსითა ჴელითა, რამეთუ ამის ჯერისათჳს არა მივეც განჩინებაჲ მოკლვისა მათისაჲ აქა.“ მაშინ მოიყვანნა ადესქარ ორნი საჴედარნი და დასხნეს წმიდანი იგი მოწამენი იოსებ და აითალა მათ ზედა და შეკრნეს საბლითა, რაჲთა არა დავარდენ, რამეთუ ასონი მათნი დაჴსნილ იყვნეს და ძუალნი მათნი შემუსრვილ. და მი-რაჲ-იწინიან სადგურად, ესრეთ ჩამოყარნიან იგინი საჴედართაგან მსახურთა მათ ეშმაკისათა სიძულილისა მისთჳს, რომელი აქუნდა მათდა მიმართ, ვითარცა ვინ დაყარის ტჳრთი შეშისაჲ. და მიიწინეს რაჲ ქალაქსა არბილს, რომელი-იგი იყო ქუეყანისა ედეავისაჲ, შეაყენნეს იგინი დილეგსა ბნელსა, სავსესა მწჳრითა. და დიოდა წყლულებათა მათთაგან სისხლი და წუთხი ფრიადი. და დაადგინნა მთავარმან მცველნი, რაჲთა არავის მიუშუან ქრისტეანესა შესლვად მათდა. და იყვნეს მდებარე ესრეთ უღუწელნი და ჭირვეულნი ჭირითა დიდითა უმეტეს ბუნებისა.
ხოლო იყო ქალაქსა მას შინა დედაკაცი ვინმე ქრისტეანჱ, მდიდარი ფრიად, რომლისა საჴსენებელი კურთხეულ იყავნ, სახელით ისდანდულ, ვითარცა სხუასაცა წიგნსა შინა მოწამეთასა გჳჴსენებია, რამეთუ პატივს ცემდა იგი ყოველთა ქრისტეანეთა და ყოველთა წმიდათა, რომელნი ქრისტესთჳს იტანჯებოდეს, იღუწიდა და ჰმსახურებდა. [230r] ამას ღმრთისმსახურსა დედაკაცსა ესმა რაჲ წმიდათა მათთჳს იოსებ და აითალაჲს, ვითარმედ დიდსა ჭირსა არიან დილეგსა შინა, წარავლინა და მოუწოდა უხუცესსა მცველთასა და მისცა მას ოქროჲ და ვეცხლი ფრიადი, რაჲთა შეუნდოს შესლვად მათდა. ხოლო მან შიშით უქადა აღსრულებად თხოვისა მისისა.
და ვითარცა შემწუხრდა, წარიყვანნა დედაკაცმან მან კურთხეულმან მონანი თჳსნი და წარვიდა საპყრობილედ, შევიდა წმიდათა მათ წინაშე, ამბორსუყოფდა ფერჴთა მათთა. და წყლულებათა მათთა. და უბრძანა მონათა თჳსთა ტჳრთვაჲ მათი და წარყვანებაჲ სახლად თჳსა. და წარიყვანნა რაჲ, მოსწრაფებით იღუაწნა იგინი, დაბანნა წყლულებანი მათნი და შეხჳნა ჴელითა თჳსითა. და წალასა მას წყლულებისა მათისასა იცხებდა თავსა თჳსსა და გუამსა და ამბორსუყოფდა დაჴსნილთა მათ ჴელთა და შემუსრვილთა მკლავთა და სცხებდა მათ ნელსაცხებელსა. და ტიროდა ღამე ყოველ, რამეთუ იყვნეს წმიდანი იგი, ვითარცა მკუდარნი. ძლით უკუე უძლო წმიდამან იოსებ და ჰრქუა მას: „რაჲსათჳს ესრეთ სტირ მწარედ და არა იქმ საქმესა სრულისა ქრისტეანისასა, რამეთუ ესრეთ სტირ ჩუენ ზედა?“ მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა მათ: „უკუეთუმცა გიხილენ თქუენ აღსრულებულნი, დიდადმცა ვიხარებდი, უფალნო ჩემნო. არამედ [230v] ამისთჳს ვტირ, რამეთუ გხედავ თქუენ ესევითართა ჭირთა შინა.“
ჰრქუა მას წმიდამან იოსებ: „ჭირნი ესე სავსე არიან სიხარულითა და განსუენებითა, რამეთუ იტყჳს უფალი ჩუენი: რამეთუ იწრო და საჭირო არს გზაჲ იგი მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ და მცირედნი ჰპოებენ მას. და კუალად თქუა: რომელმან მოითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს, და ყოველთა წმიდათა ესრეთ ჭირითა და განსაცდელითა წარვლეს ესე ცხორებაჲ. და შენ უკუე, მორწმუნეო და კურთხეულო დედაკაცო, ოდეს იხილნე ქრისტეანენი ჭირსა შინა მოთმინენი, იხარებდი და ჰმადლობდი ღმერთსა, რამეთუ რაოდენცა იჭირვოდინ, ეგოდენცა განმრავლდების სასყიდელი მათი და გჳრგჳნი მათი განბრწყინდების.“ ხოლო ჟამსა განთიადისასა კუალად იტჳრთნეს და წარიყვანნეს იგინი საპყრობილედ. და დაყვეს მათ საპყრობილესა მას შინა ექუსი თთუეჱ შეყენებულთა ბნელსა შინა და ჭირითა დიდითა, რომელსა ვერ შემძლებელ არს კაცი მითხრობად.
ხოლო გარდაჴდა რაჲ ექუსი თუეჱ, გარდააგდო მეფემან მოგუთა მთავარი იგი, რომელმან მიითუალნა ნეტარნი ესე მოწამენი ჴელმწიფებისა მისგან და სხუაჲ მოავლინა, სახელით ზერუთ, ფრიად უღმრთოჲ და უძჳრესი პირველთასა. და ბრძანებაჲ მისცა მას ბოროტი ქრისტეანეთათჳს ურჩულომან მან მეფემან, რაჲთა თჳსითა ჴელითა დაჰკრებდენ ქრისტეანენი ქვასა წინამძღუართა თჳსთა.
და იქმნა ჭირი და მწუხარებაჲ დიდი ქრისტეანეთა ზედა. და ყოველნი ივლტოდეს მთათა და უდაბ [231r] ნოთა და იმალვოდეს, რაჲთა არა შეემთხჳოს საქმეჱ ესე ბოროტი - დათხევაჲ სისხლისა უბრალოჲსაჲ.
ხოლო მოვიდა რაჲ მოგუთა მთავარი იგი ქალაქსა მას და შევიდა თავყუანისცემად ტაძარსა მას ცეცხლისასა და უთხრეს მას მსახურთა მათ ცეცხლისათა, ვითარმედ: „არიან აქა ორნი ქრისტეანენი შეყენებულნი საპყრობილესა შინა, რომელთა აქუს პყრობილობასა შინა სამი წელი და ნახევარი, რომელნი-იგი ფრიად ტანჯნა პირველად ადრახუსეთ და მერმე ადესქარ და ვერ დაარწმუნეს ქმნად ბრძანებასა მეფისასა.“ ესე რაჲ ესმა უკეთურსა მას, მეყსეულად ბრძანა მოყვანებაჲ მათი წინაშე მისსა. და ვითარცა წარმოადგინნეს, იწყო რისხვით შინებად მათდა და ეტყოდა: „ჵ, ერი ეგე ქრისტეანეთაჲ, კადნიერი და ქედფიცხელი! ვითარ არა სძრწით დიდისაგან და საშინელისა მეფისა საბურის ბრძანებისა, რომელმან მოაოჴრნა სამეუფონი დიდნი და დაიპყრნა ქალაქნი ძლიერნი და დაიმორჩილნა ერნი ურიცხუნი. და თქუენ სხედთ ქუეყანასა შინა მისსა, ქალაქთა მისთა, და ბრძანებათა მისთა შეურაცხჰყოფთ?“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „უკუეთუ მტერნი ვართ მეფისანი, ვითარ შენ იტყჳ, რად არა განეწყო ბრძოლად ჩუენდა მჴედრებითა აღჭურვილითა, ვითარცა ქმნა სხუათა მათ მეფეთა და ერთა მიმართ, რომელთა ჰბრძოდა, არამედ შენ მოგავლინა, უძლური და უცხოჲ სიმჴნისაგან, რომლისა-ეგე გული ძრწის, ვითარცა [231v] ფურცელი ქარისაგან მიმოტაცებული? და არცასადა გიხილავს ბრძოლაჲ, არამედ ყოველი საქმეჱ შენი და სირცხჳლი თავისა შენისაჲ დედათა თანა ყოფილ არს მარადის? აწ უკუე, გრცხუენოდენ და პირი დაიყავ, არაწმიდაო ძაღლო, რამეთუ მოხუედ ცთუნებად მსგავსთა შენთა უბადრუკთა, ხოლო ჩუენ ვერ მძლე გუექმნები, რომელნი-ესე მტკიცე ვართ ჭეშმარიტსა მას სარწმუნოებასა ზედა ღმრთისა ჩუენისასა, და მისა მიმართ გუაქუს სასოებაჲ და სიყუარულისა მისისათჳს ყოველსავე მოვითმენთ, და სიტყუაჲ საცთურისა შენისაჲ გულთა ჩუენთა არა შევალს.“ ჰრქუა მას მოგუთა მთავარმან: „ამისთჳს ესევითართა სიტყუათა გინებისათა მეტყჳ, ჵ, მაცთურო, რაჲთამცა მყის თავი წარგკუეთე და განერი ჭირისაგან და სატანჯველთა მრავალთა, არამედ არა გექმნების ეგე, ვიდრემდის მრავლითა გუემითა განილიო, ვითარცა სწადის გულსა ჩემსა.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა: „უწყი, რამეთუ ვითარცა ასპიტი ყრუჲ, სავსე არს სიმწარითა გესლისაჲთა, ეგრეთვე გული შენი სავსე არს რისხვითა და ზაკუვითა და გონებაჲ შენი სურვიელ არს ჭამად ჴორცსა კაცთასა, ვითარცა ვეშაპი. აწ უკუე, ნუ ჰყოვნი, არამედ გამოაჩინე ზაკუვაჲ შენი, უბადრუკო, და დააცხრვე გულისწყრომაჲ შენი დათხევითა უბრალოთა სისხლთა ჩუენთაჲთა, ჵ, სისხლისმჭამელო, [232r] და წარგუგზავნენ ჩუენ სიმდიდრითა დიდითა ზეცისა სასუფეველსა, სადა-იგი სურვიელ ვართ მიწევნად.“
მაშინ განრისხნა ურჩულოჲ იგი და ბრძანა დაკიდებაჲ მისი თავდაქცევით და ცემაჲ პირველთა მათ წყლულებათა ზედა ძარღუებითა ზროხისაჲთა. და ესოდენ სცეს მას, ვიდრემდე ყოვლისავე გუამისა მისისაგან წყარონი სისხლთანი დიოდეს. და მუნ მდგომარეჱ იგი ერი ტიროდა წყალობითა პატიოსანისა მის მოხუცებულისაჲთა. ხოლო მოგუნი იგი ეტყოდეს ნეტარსა მას საიდუმლოდ: „უკუეთუ ერსა წინაშე სირცხჳლ გიჩს შეგიყვანოთ ფარულად ტაძარსა ცეცხლისასა და თავყუანის ეც, რაჲთა განერე ჭირისა ამისგან.“ ხოლო წმიდამან იოსებ ჴმაყო: „განმეშორენით მე, მოქმედნო ურჩულოებისანო, და წარვედით ცეცხლად საუკუნოდ, რომელი განუმზადეთ თავთა თქუენთა!“
ხოლო ეკიდა წმიდაჲ იგი თავდაქცევით და იგუემებოდა სამსა ოდენ ჟამსა, და ახოვნად მოითმინა სასოებისა მისთჳს მერმისა. ამისა შემდგომად ძლით ბრძანა ურჩულომან მან გარდამოჴსნაჲ მისი და ჰრქუა: „და ჯერეთცა არა მოდრეკილ არს გონებაჲ შენი, მრავლისმეტყუელო, აღსრულებად ბრძანებასა მეფისასა და განრომად ტანჯვათაგან, რაჲთა ჰსცხონდე? “ მიუგო წმიდამან მოწამემან და ჰრქუა: „ესევითარითა ცხორებითა, რომელსა შენ იტყჳ, ნუმცა სადა ცხოვნებულ ვარ.“ მოგუთა მთავარმან ჰრქუა მას: „ვინაჲთგან [232v] ცხორებაჲ, რომელსა მე გეტყჳ, არა სათნო გიჩს, უკუეთუ სიკუდილი მოგცე, წადიერად მიითუალოა?“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა მას: „სიკუდილი ეგე, რომელსა შენ მიქადებ, ცხორებაჲ არს ჩემი საუკუნოდ, ხოლო შენმიერი ცხორებაჲ სიკუდილი არს.“ ჰრქუა მას მოგუთა მთავარმან: „აჰა, ესერა, ჴორცნი შენნი განლეულ არიან სატანჯველთაგან და სული შენი კნინ ოდენ არს შენ თანა, რომელი-იგი მეორესა ტანჯვასა აღმოვჰჴადო შენგან, და იქმნას საწადელი შენი.“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა მას: „დაიყავნ პირი შენი, მეტყუელო სიცრუვისაო, რამეთუ შენ სულსა ჩემსა ზედა ჴელმწიფებაჲ არცა ერთი გაქუს, ვითარცა წერილ არს წერილთა შინა ჩუენთა, ვითარმედ: ნუ გეშინის მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა არა ჴელეწიფების მოწყუედად. არამედ მისგან გეშინოდენ, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. აწ უკუე, შენ ჴორცნი ჩემნი სტანჯნე ჴელმწიფებითა მაგით შენითა განქარვებადითა, ხოლო სულისა ჩემისაჲ არა ჴელგეწიფების დაყენებაჲ სასოებისაგან მისისა და ცხორებისა მისგან საუკუნოჲსა.“
ხოლო ურჩულოჲ იგი კიცხევით ეტყოდა მას: „ვინაჲთგან ეგე ეგრეთ არს, ვითარ შენ იტყჳ, მადლიერ იყავ ჩემდა, რომელ მიზეზ გექმენ მათ კეთილთა, რომელთა იტყჳ.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა: „უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან გჳბრძანა, რაჲთა ულოცვიდეთ მტერთა ჩუენთა და [233r] გჳყუარდენ მოძულენი ჩუენნი და კეთილსა უყოფდეთ ბოროტის მყოფელთა ჩუენთა.“ ხოლო ურჩულომან მან მოგუთა მთავარმან განიცინნა და ჰრქუა მას: „აწ უკუე, მრავალი კეთილი თანაგაც ჩემდა მას საუკუნესა ამისთჳს, რომელ აწ გტანჯავ შენ.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა მას: „არა ეგრეთ არს, ვითარ შენ ჰბასრობ, ურჩულოო, რამეთუ მას საუკუნესა ვერვის ჴელეწიფების ყოფად წყალობისა მეორისა თანა, არამედ ამას სოფელსა რაჲოდენ ძალმიც, ვილოცავ, რაჲთა მოიქცე შენ და ყოველნი საცთურისა მისგან ეშმაკისა და იცნათ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი, დამბადებელი ყოველთაჲ. უკუეთუ ესე ჰქმნა და შეუვრდე მას, შეგიწყალოს სახიერებისა მისისათჳს და მოგცეს მოტევებაჲ ცოდვათაჲ.“ ჰრქუა მას მძლავრმან მან: „დაუტევენ ჟამისად ცუდნი ეგე სიტყუანი და მას საუკუნესა, რომელსა მოელი, მუნ იტყოდე მაგათ საზრახავთა. ხოლო აწ სწრაფით ქმენ ნებაჲ მეფისაჲ და გეყოს შენ კეთილი. და უკუეთუ არა ჰყო ესე, დიდითა ჭირითა წარგგზავნო შენ ამიერ სოფლით და ესოდენ თითოფერითა სატანჯველითა განგკაფო, რაჲთა შენ მიერ ყოველნი ქრისტეანენი შეშინდენ.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა: „ჭირთა მათ შინა და ტანჯვათა, რომელნი მოაწინეს პირველ შენსა ყოფილთა მათ მთავართა და აწ კუალად შენ უწყალოდ მტანჯე, და ყოველთავე მათ შინა მადლითა ღმრთისა [233v] ჩემისაჲთა სრულ ვიპოვე მოთმინებითა. და აწ კუალად სხუანიცა, რავდენნი მოაწინე ჩემ ზედა ტანჯვანი უკეთურებითა შენითა, მაქუს მე ღმერთი, რომელმან მომცეს მე ძალი და მოთმინებაჲ, რაჲთა რომელთაცა ქრისტეანეთა იხილონ მოთმინებაჲ სიბერისა ჩემისაჲ, განძლიერდენ დათრგუნვად ამპარტავანებისა შენისა, ვითარცა მე დავთრგუნე ძალითა ღმრთისა ჩემისა ცხოველისაჲთა.“ მაშინ ბრძანა ბილწმან მან მთავარმან აღებაჲ ნეტარისაჲ მის და შეგდებაჲ საპყრობილესა. და ეგრეცა იქმნა.
მერმე არაწმიდამან ჰრქუა ნეტარსა აითალას: „მითხარ შენ, უკუეთუ მასვე მაცილობელსა გულისსიტყუასა ზედა ხარა და არა გნებავს თავყუანისცემაჲ მზისაჲ და ცხორებაჲ?“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „ცხოველ არს ქრისტეჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ, რომელი მრწამს ჭეშმარიტად და ვესავ მას, ვითარმედ უფროჲს ყოველთა მე მტკიცე ვარ აღსაარებასა სახელისა მისისა და სხუაჲ ღმერთი მისა გარეშე არა ვიცი, არცა დაუტეობ დამბადებელსა და თავყუანის ვსცემ დაბადებულსა.“
ესე რაჲ ესმა მძლავრსა მას, ბრძანა მისიცა თავდაქცევით დაკიდებაჲ და გუემაჲ ძლიერად. ხოლო ნეტარი იგი ამას ოდენ იტყოდა: „ქრისტეანეჱ ვარ და ქრისტესთჳს მოვითმენ ყოველსა.“ უკჳრდა მძლავრსა მას და მის თანამეინაჴეთა ახოვანი იგი მოთმინებაჲ მისი. ხოლო იყო მუნ მანიქეველი ვინმე შეკრული. ბრძანა უკუე მოგუთა მთავარმან მან მოყვანებაჲ მისი. და გარდამოჰჴსნეს წმიდაჲ აითალა და დაადგინეს, რაჲთა ხედვიდეს მა [234r] ნიქეველსა მას, ვითარ უვარჰყოფს რჩულსა თჳსსა. ხოლო იგი მცირედ წინააღუდგა და ბრძანა მძლავრმან გუემაჲ მისი. და ვითარცა მცირედ ოდენ გუემეს, მეყსეულად ჴმაყო და თქუა: „წყეულ იყავნ მანინ და რჩული მისი და ყოველი მოძღურებაჲ მისი!“ და ბრძანა მოგუთა მთავარმან მან, რაჲთა მოჰგუარონ ჯინჯჭველი და მოკლას, რამეთუ მანიქეველნი ჯინჭველსა ღმერთად იტყჳან და პატივს ცემენ, ვითარცა ღმერთსა. მაშინ მოიღო კაცმან მან ჯინჭველი იგი და მოკლა. იხილა რაჲ ესე წმიდამან აითალა, განბრწყინდა პირი მისი და წარმოჯდა, რამეთუ ზე დადგომად ვერ ეძლო, რამეთუ შემუსრვილ იყვნეს წჳვნი მისნი და ჴელნი მჴართაჲთგან და ყოველნი ასონი მისნი დაბძარულ. მაშინ ჴმაყო და თქუა: „აჰა, მოუძლურდა მანინ და იძლია და მოკლა ღმერთი თჳსი. ხოლო მე ნეტარ ვარ და სამგზის სანატრელ, რამეთუ მძლე ვექმენ მტერთა ჩემთა სახელითა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტეს, ძისა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელ-იგი არს ღმერთი პირველ საუკუნეთაჲ და უკუნისამდე იგი არს.“ ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე ურჩულოსა მას, აღივსო გულისწყრომითა და ბრძანა ცემაჲ მისი არგნითა მროწეულისაჲთა ეკლოანითა. და ესოდენ სცეს მას, ვიდრეღარა უსულო იქმნა და სისხლისა მისისაგან არღარა საცნაურ იყო ხატი პირისა მისისაჲ. მერმე ბრძანა უღმრთომან მან წართრევაჲ მისი და დაგდებაჲ გარეშე სამშჯავროსა შიშუელი. იხილა იგი ერთმან მოგუთაგანმან [234v] ესრეთ შიშუელი და შეეწყალა, ვითარცა კაცსა, და მოიღო ფჳჩჳ თჳსი და დაჰბურა მას. ხოლო სხუათა მათ მოგუთა იხილეს იგი და შეასმინეს იგი მოგუთა მთავრისა მიმართ. და მეყსეულად ბრძანა წარმოდგინებაჲ მისი და განრთხმაჲ და მიამთხჳეს ორასი არგანი. ამის ჯერისათჳს, ვჰგონებ, თუ იხილოს მოგუმან მან მცირედ რაჲმე ნაწილი წყალობისაჲ დღესა მას სასჯელისა. ამისა შემდგომად ბრძანა ურჩულომან წარყვანებაჲ წმიდისა აითალაჲსი საპყრობილედ მოყუსისა მისისა თანა. აღიღეს იგი და წარიღეს და დააგდეს საპყრობილესა.
ხოლო მას ჟამსა ესმა მოგუთა მთავარსა მას, ვითარმედ საბურ მარზაპანი, ძეჱ მოაბორ ნახპეტისაჲ, მოვიდა ქალაქსა მისსა, რომელსა ეწოდებოდა მაკელარია. დასხნა წმიდანი იგი საჴედართა ზედა და წარიყვანნა მისა და აუწყა მათთჳს. და ბრძანა მარზაპანმან წარდგინებაჲ მათი მის წინაშე. იხილნა რაჲ იგინი მარზაპანმან, ჰრქუა მათ: „გამცნებ თქუენ, ჭამეთ სისხლი და თავყუანის ეცით მზესა და განგათავისუფლნე თქუენ, რაჲთა არა მოჰკუდეთ, რამეთუ მეწყალის სიბერეჱ თქუენი.“ მიუგეს წმიდათა და ჰრქუეს მას ერთითა პირითა: „ეგე საქმჱ - ჭამაჲ სისხლისაჲ და თავყუანისცემაჲ მზისაჲ შენნი არიან და შენვე იქმოდე, ხოლო ჩუენსა ნუ ჰგონებ, თუმცა მაგათგანი რაჲცა ვქმენით.“ მაშინ ბრძანა ურჩულომან მან განრთხმაჲ მათი და გუემაჲ ძლიერად.
[235r] ხოლო ვიეთნიმე მუნ მდგომარეთაგანნი სწყალობდეს და ეტყოდეს საიდუმლოდ: „მოგართუათ ბადაგი ფეროანი და ვთქუათ, ვითარმედ სისხლი არს, და სჳთ იგი, რაჲთა არა მოჰკუდეთ ბოროტითა სიკუდილითა.“ ხოლო წმიდათა მათ ჴმაყვეს: „ნუ იყოფინ ჩუენდა, თუმცა შევაგინეთ სიბერეჱ ჩუენი და დავფარეთ სარწმუნოებაჲ და ჭეშმარიტებაჲ კაცთათჳს უღმრთოთა.“ კუალად უბრძნა მიმთხუევად მათდა ას-ასი არგანი და ჰრქუა მათ: „ვბრძანო მოღებაჲ ჴორცისა წმიდისაჲ, რომელ არცა მომშთვარი იყოს, არცა კერპთა ნაზორევი და ჭამეთ.“ მიუგეს წმიდათა მათ და ჰრქუეს: „ჴელთა შენთაგან არაწმიდათა ვითარმცა მოგუეცა წმიდაჲ რაჲმე? ნუ იყოფინ ესე ჩუენდა, თუმცა რასაცა ზედა საქმესა ნებაჲ შენი აღვასრულეთ.“ ესე რაჲ ესმა წმიდათა მათგან, განრისხნა ურჩულოჲ იგი მარზაპანი და განიზრახა მოგუთა მთავრისა მის თანა, რაჲთა შეკრიბნეს ქრისტეანენი მამანი და დედანი და აიძულნენ იგინი თჳსითა ჴელითა ქვისა დაკრებად წმიდათა მათ. და ბრძანებაჲ ესე გამოჴდა უღმრთოთა მათგან. და მეყსეულად შემოკრიბეს ქალაქისა მისგან და გარემოჲს სოფლებისა სიმრავლჱ ფრიადი და აიძულებდეს მათ დათხევად სისხლსა უბრალოსა. შეპყრობილ იქმნა უკუე საკჳრველიცა იგი დედაკაცი ისდანდულ. მაშინ მოიყვანეს ნეტარი იოსებ და დაადგინეს ადგილსა ერთსა, წინაშე მთავრისა. და არღარა იყო ხილვაჲ კაცისაჲ მის ზედა მრავალთა [235v] მათ ტანჯვათა და გუემათაგან და შიმშილისა და დილეგისა და სხუათა მათ აურაცხელთა ჭირთაგან. და ემჭირა იგი ორთა კაცთა, რაჲთამცა არა დაეცა.
და ჰკითხა მას მოგუთა მთავარმან: „უკუეთუ მოდრეკილ არს გონებაჲ შენი აღსრულებად ბრძანებასა მეფისასა?“ ხოლო წმიდამან იოსებ ჰრქუა: „მომეახლე, მთავარო, რაჲთა გრქუა რაჲმე.“ ჰგონებდა უგუნური იგი, თუ საიდუმლოსა რასმე უთხრობს. აღდგა და მივიდა მახლობელად მისა. ხოლო მოწამემან ქრისტესმან აღივსო პირი თჳსი ნერწყჳთა და შეჰნერწყუა პირსა მისსა და ჰრქუა: „შეგინებულო და არაწმიდაო, არა გრცხუენის, რომელ ჯერეთ მაგას მკითხავ? არა გიცნობიესა ესოდენთა ტანჯვათაგან, ვითარმედ შეურყეველ ვარ მე ჭეშმარიტებისაგან ვიდრე სიკუდილადმდე?“ მაშინ მარზაპანმან მან და ყოველთა მის თანამსხდომარეთა მთავართა განიცინნეს და აყუედრეს მოგუთა მთავარსა მას და ჰრქუეს: „ვინ გაიძულა აღდგომაჲ და მისლვაჲ მახლობელად მისა?“ და სირცხჳლეულ იქმნა ბილწი იგი სირცხჳლითა დიდითა.
და მეყსეულად განიყვანეს წმიდაჲ იოსებ, რაჲთა ქვაჲ დაჰკრიბონ, და მის თანა ერი ქრისტეანეთაჲ, ვითარ ხუთასი სული. დიდითა ცემითა და იძულებითა განიყვანეს ერი იგი და მოთხარეს ჴნარცჳ ვიდრე წელთამდის და მას შინა შთაადგინეს ნეტარი იგი შეკრული. და იწყეს ცემად ქრისტეანეთა, რაჲთა ქვაჲ დაჰკრიბონ მას. აიძულებდეს [236r] ნეტარსაცა ისდანდულს, რაჲთა მიაგდოს ქვაჲ მის ზედა. ხოლო იგი ახოვანი მტკიცე იყო სარწმუნოებასა ზედა თჳსსა და ჴმაყო ჴმითა დიდითა: „მე უჯეროსა მაგას საქმესა არა ვიქმ, არცა ვეზიარები დათხევასა სისხლისა უბრალოჲსასა.“ ხოლო უშჯულოთა მათ დამშჭუალეს საწერტელი ლერწამსა გრძელსა და მისცეს მას და ჰრქუეს: „უკუეთუ არა გნებავს ქვისა მიგდებაჲ, ამით უკუე უგუმირე, რაჲთა ცნას მეფემან, ვითარმედ იქმ ბრძანებასა მეფისასა.“ ხოლო საკჳრველმან მან დედაკაცმან კუალად ჴმაყო: „ნუ იყოფინ ეგე ჩემდა საქმჱ, უფროჲსად გულსამცა ჩემსა დავისევ ეგე საწერტელი, ვიდრეღარა გუამსა ქრისტეს მოწამისასა. აწ უკუეთუ მოგიღებიეს ჴელმწიფებაჲ მოკლვად ჩემდა, წადიერ ვარ სიკუდილსა ქრისტესთჳს, ხოლო მე სიკუდილსა მოწამისასა არა ვეზიარები.“ ესრეთ დაიცვა სარწმუნოებაჲ და სიყუარული საღმრთოჲ ღირსმან მან დედაკაცმან, ხოლო სხუანი იგი ერნი ქვასა დაჰკრებდეს წმიდასა იოსებს. და იგი ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და განტჳნეს თავი მისი და ტჳნი მისი დასთხიეს. და ესრეთ მისცა სული თჳსი უფალსა. რამეთუ ერთმან მთავართაგანმან რეცა შეიწყალა იგი და ჰრქუა მტარვალსა აღებად ლოდი დიდი და დატევებად თავსა ზედა მისსა, რაჲთა მსწრაფლ მოკუდეს. და შეკრიბეს მის ზედა ზჳნი ქვისაჲ დიდი. და ბრძანა ურჩულომან მან მთავარმან დადგინებად მცველთა სამ დღე, რაჲთა არავინ აღიღოს [236v] გუამი მისი. ხოლო მესამესა დღესა იქმნა ძრვაჲ დიდი მას ადგილსა და ჴმაჲ საშინელი და ქუხილი ელვითა სასტიკითა და სეტყუაჲ დიდი. და ცეცხლი გარდამოჴდა ზეცით და დაწუნა მცველნი იგი და ზჳნი იგი ქვისაჲ განაბნია, და პატიოსანი იგი გუამი ნეტარისაჲ მის უჩინო იქმნა. ხოლო გინა თუ წმიდათა ანგელოზთა აღიღეს ამიერ სოფლით, გინა თუ კაცთა ღმრთისმსახურთა მიიღეს და დაჰმარხეს, ღმერთმან მხოლომან უწყის, რამეთუ არცასადა იპოა, არცავის სადა ესმა მისთჳს. და აღესრულა წმიდაჲ მოწამეჱ და პატიოსანი მღდელი იოსებ დღესა პარასკევსა, შჳდეულსა მარტჳლიისასა. ხოლო უღმრთოჲ იგი მარზაპანი და ურჩულოჲ მოგუთა მთავარი წარვიდოდეს ქუეყანად, რომელსა ეწოდების ბეთნადარა, დაბასა ფრიად დიდსა, სახელით რესთიგარ. დადვეს უკუე წმიდაჲ აითალა საჴედარსა და წარიყვანეს მათ თანა, რამეთუ სლვად თჳსითა ფერჴითა ვერ შეეძლო დიდთა მათ გუემათაგან, რომელნი შემთხუეულ იყვნეს მისა. და ვითარცა მიიწინეს დაბასა მას, შეკრიბნეს ქრისტეანენი მამანი და დედანი. და წარიყვანეს წმიდაჲ იგი მოწამჱ ბორცუსა მაღალსა და შეკრეს იგი და დააგდეს ქუეყანასა ზედა. და მოიყვანეს ერი იგი ქრისტეანეთაჲ და აჭირვებდეს, რაჲთა ქვაჲ დაჰკრიბონ მას. და სცემდეს მტარვალნი მიყრად ქვისა მის ზედა და რომელთამე აღირჩიეს სიკუდილი და საქმჱ იგი არა ქმნეს უჯეროებისაჲ, ხოლო სხუანი უნებლიეთ ერჩდეს მათ და დაჰკრიბეს ქვაჲ [237r] ღუაწლითშემოსილსა მას. და ესრეთ მისცა მან სული თჳსი სანატრელად ჴელთა უფლისათა. და დააკრიბეს მას ზედა ურჩულოთა მათ სოროჲ დიდი და დაუტევნეს მცველნი ორ დღე. ხოლო მესამესა ღამესა მოვიდეს მონოზონნი ვინმე ღმრთისმოშიშნი და მოიპარეს პატიოსანი გუამი მისი და ღირსებით შემურეს და დადვეს ადგილსა საჩინოსა.
ხოლო სასწაული დიდი და საკჳრველი იქმნა ადგილსა მას, სადა-იგი ნეტარსა მას ქვაჲ დაჰკრიბეს, რამეთუ აღმოეცენა ხეჱ დიდი მურტისაჲ, რომელი-იგი იქმნა საკურნებელ ყოველისა სენისა ქუეყანასა მას. ხოლო შემდგომად ხუთისა წლისა ჴდომითა და შურითა წარმართთა მოჰკუეთეს ხეჱ იგი და დაწუეს. ხოლო მრავალთა მორწმუნეთა ძმათა გულსავსე გუყვნეს ფიცით: ვიდრე მრავალ ჟამ განცხადებულად ვხედევდით სიმრავლესა ანგელოზთასა, რომელნი გარდამოვიდოდეს ზეცით ადგილსა მას და კუალად აღვიდოდეს და ჴმითა ტკბილითა ადიდებდეს ღმერთსა. აღესრულა ესეცა კეთილად მძლჱ მოწამჱ აითალა თუესა ივლისსა იდ-სა. ხოლო წმიდათა მამათა დააწესეს სამთაჲვე საჴსენებელი აღსრულებად თუესა ნოემბერსა გ-სა: წმიდისა აკეფსიმა ებისკოპოსისაჲ და წმიდისა იოსებ ხუცისაჲ და წმიდისა აითალა დიაკონისაჲ, რომელთა კეთილად იღუაწეს ღუაწლი წამებისაჲ და სრბაჲ აღასრულეს და სარწმუნოებაჲ დაიმარხეს [237v] ქრისტეს იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თავყუანისცემაჲ თანა მამით და ყოვლად წმიდით სულით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!

Sin-71

[67v] თუესა ნოემბერსა გ. წამებაჲ წმიდათა და ყოვლადქებულთა მოწამეთაჲ აკიფსიმა, იოსებ და აითალაჲსი

წელსა მეათშჳდმეტესა დევნულებასა ქრისტეანეთასა, მეფობასა სპარსეთს უშჯულოჲსა და უკეთურისა საბურისსა, უთხრეს, ვითარმედ ქრისტეანენი ჰგმობენ და სძაგებენ კერპთმსახურებასა და ქადაგებენ ერთსა ღმერთსა და ასწავებენ კაცთა მას მხოლოსა მსახურებად და არცა მზისა თაყუანისცემად და არცა ცეცხლისა ანუ წყლისა პატივისცემად, არცა სხუათა მათ კერპთა ზორვად, არამედ ერთისა მის ღმრთისა მონებად და სიწმიდესა აღირჩევენ, ვიდრეღა ქორწინებასა. და არა ჰნებავს არცა მეფეთა, არცა მთავართა თანა მისლვაჲ ბრძოლად და შებღალვად ჴელთა სისხლითა კაცთაჲთა. ხოლო იყოფებიან იგინი ლოცვითა და მარხვითა და არავის თავსიდებენ სხუასა [68r] დამბადებელად სოფლისა, ანუ იძრვისთა თქუმად გარეშე ღმრთისა მათისა.
ესე ყოველი ცნა რაჲ საბურ მეფემან, ბრძანებაჲ განავლინა ყოველთა მიმართ მთავართა და მოგუთა, რაჲთა რომელნიცა იპოვნენ ქრისტეანენი, აიძულებდენ მათ ზორვად კერპთა, ხოლო რომელნიცა ურჩ ექმნენ, იტანჯნენ ყოვლითავე სატანჯველითა და ძჳრ-ძჳრითა სიკუდილითა მოსწყდენ.
ხოლო მიიღეს რაჲ ბრძანებაჲ ესე მსახურთა მათ ეშმაკისათა და მთავართა მათ უშჯულოჲსა მის მეფისათა, დიდი მოსწრაფებაჲ აჩუენეს აღსრულებად სიტყუათა უღმრთოჲსა საბურისთა. ხოლო მას ჟამსა შინა შეიპყრეს წმიდაჲ ეპისკოპოსი აკეფსიმა, რომელი იყო ქუეყანისა მისგან, რომელსა ეწოდებოდა ნაისონ და ნათესავისაგან დიდისა და შემკობილისა დიდებითა და სიმდიდრითა მრავლითა. და იყო იგი მოხუცებულ ჰასაკითა, ვითარ ოთხმეოცისა წლისაჲ, კაცი შემკობილი ყოვლითა სათნოებითა და მუშაკი გამოცდილი ქრისტეს მცნებათაჲ, განშორებული ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, რომელი-იგი მარხვითა და ლოცვითა აღასრულებდა დღეთა თჳსთა და აქუნდა სიყუარული დიდი და მოწყალებაჲ გლახაკთა და უცხოთაჲ. ხოლო ლმობიერებაჲ ესოდენი იყო მის თანა, [68v] ვიდრეღა ყოველსავე ადგილსა, სადაცა დადგის ლოცვად, დაალტობდა ცრემლითა. ესრეთ უკუე შემკობილ იყო ყოვლითა კეთილითა, ქადაგებდა წმიდასა სამებასა ერთღმრთეებასა და მრავალთა წარმართობისაგან ქრისტეანობად მოაქცევდა.
ხოლო პირველ შეპყრობისა ნეტარისა მის, დღესა ერთსა, ჯდა მის თანა სხუაჲ ვინმე ძმაჲ სათნოჲ ღმრთისაჲ, სახელით პაპას, და უხილვიდა თავსა. და ვითარცა მიახლებულ იყო თავსა ნეტარისა ეპისკოპოსისა აკეფსიმესსა, მოდრკა პაპას და ამბორსუყო თავსა მისსა ნეტარსა და თქუა: „ნეტარ არს თავი ესე, რამეთუ ქრისტესთჳს წამებითა კეთილითა გჳრგჳნოსან იქმნების შემდგომად მცირედისა ჟამისა.“ მაშინ წმიდამან ეპისკოპოსმან შეიტკბო იგი და მოიკითხა და ჰრქუა: „იყავნ წინაწარმეტყუელებაჲ შენი ჭეშმარიტ, შვილო ჩემო, და ადრე შეისმინენ შენი ღმერთმან და მომეცინ მე ნაწილი ესე, ვითარცა თქუა პირმან შენმან.“
ხოლო სხუაჲ ეპისკოპოსი მოსრულ იყო ხილვად ნეტარისა აკეფსიმაჲსსა და მას ჟამსა მუნ ჯდა. და ესმა რაჲ ესევითარი სიტყუაჲ, ჰრქუა პაპასს ლაღობისსახედ: „შვილო, ვინაჲთგან მომავალთა [69r] საქმეთა მეცნიერებაჲ გაქუს, მითხარ მეცა, თუ რაჲ შემემთხუევის.“ ჰრქუა მას პაპას: „მიხჳდოდი რაჲ სოფელსა შენსა, რომელსა ჰრქჳან ადრან, მგზავრ მოიწიოს აღსასრული შენი.“
და შეემთხჳა ორთავე ეგრეთ, ვითარცა თქუა ღმრთისმსახურმან ძმამან პაპას, რამეთუ წმიდაჲ აკეფსიმა წამებითა სრულ იქმნა, ვითარცა, ესერა, აღწერაჲ გუეგულების. ხოლო სხუაჲ იგი ეპისკოპოსი მგზავრ აღესრულა, მივიდოდა რაჲ სოფელსა მისსა.
ხოლო ოდეს-იგი შეიპყრნეს ნეტარი აკეფსიმა და მიჰყვანდა შეკრული ჯაჭჳთა, წარჰვლიდა რაჲ მახლობელად სახლსა თჳსსა, ჰრქუა ვინმე თანამავალთაგანმან საიდუმლოდ: „ამცენ რაჲმე სახლისა შენისათჳს და ყოვლისათჳს, რაჲცა გაქუს, ნუუკუე ვერღარა უძლო მოქცევად და ხილვად მისა.“ ხოლო ნეტარმან განყარა ჴელი და ჰრქუა: „ესე სახლი არღარა არს ჩემი სახლი და ესე სამკჳდრებელი არღარა არს სამკჳდრებელი ჩემი, რამეთუ ჩემდა სახლ და სამკჳდრებელ ქრისტე არს, რომელი-იგი უფროჲს ყოვლისა შევიყუარე.“
მაშინ მიიყვანეს იგი ქალაქსა მას, რომელსა ეწოდების არბილ და წარმოუ [69v] დგინეს იგი მუნ მყოფსა მას მოგუთა მთავარსა, რომლისა სახელი იყო ადრახუსეთ. და იხილა რაჲ მოგუთა მთავარმან ნეტარი იგი, ჰრქუა მას: „ქრისტეანე ხარ შენ, ანუ სხჳსა შჯულისაჲ?“ მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა ბრწყინვალითა პირითა და ჴმამაღლად: „მე ქრისტეანე ვარ და ღმერთსა ჭეშმარიტსა თაყუანის ვსცემ.“ ჰრქუა მას მოგუთა მთავარმან: „ჭეშმარიტ უკუე არსა, რაჲ-იგი შენთჳს მესმის, თუ ასწავებ კაცთა წინააღდგომისა ქმნად მეფეთა ბრძანებისა?“ მიუგო ნეტარმან და ჰრქუა: „რავდენიცა გასმიეს ჩემთჳს, ჭეშმარიტ არს, რამეთუ ჭეშმარიტად ერთსა ღმერთსა უქადაგებ კაცთა სამგუამოვნებით დიდებულსა და ვასწავლი მათ, რაჲთა მოიქცენ მისა და შეინანნენ პირველქმნულნი ცოდვანი და ყონ რაჲ იგი, სათნო არს წინაშე მისსა, რაჲთა მიემთხჳნენ ცხორებასა საუკუნესა.“
მიუგო მთავარმან და ჰრქუა: „მასმიეს, თუ კაცი ხარ ბრძენი და მოხუცებული და ვითარ სცთები, ვითარცა ყრმაჲ მცირე და იტყჳ ეგევითართა სიტყუათა და არა თაყუანის სცემ მზესა, ცეცხლსა და წყალსა, ვითარცა-ესე ყოველი ქუეყანაჲ სპარსთაჲ იქმს?“ მიუგო წმიდამან ეპისკოპოსმან და ჰრქუა: „ფრიადითა სიცოფითა შეპყრობილ არს ქუეყანაჲ ესე სპარსთაჲ [70r] და დაუტევებია დამბადებელი და დაბადებულთა თაყუანის სცემს. ხოლო აცთუნეთ იგი თქუენ უშჯულოჲთა მით სწავლითა თქუენითა, რამეთუ შემოიღეთ შორის სიმრავლე ღმერთთაჲ ფრიადი, და დაუტევეთ ჭეშმარიტი იგი დამბადებელი ყოველთაჲ ღმერთი.“
მიუგო მთავარმან და ჰრქუა: „უშჯულოებად სახელსდება მოძღურებასა ამას, რომელსა ზედა მტკიცე არს მეფე ესე, სოფლისა მპყრობელი, ჵ, ბოროტისა სიკუდილისა ღირსო?“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა: „ვითარი არს მოძღურებაჲ თქუენი? უფროჲსღა საცთურ ეწოდების და არა მოძღურება, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ უვარგიყოფიეს და ეშმაკთა ჰმსახურებთ.“ ჰრქუა მას მოგუთა მთავარმან: „ცუდთა მაგათ ზრახვათა განეშორე და ქმენ ბრძანებაჲ მეფისაჲ და თაყუანის ეც მზესა, რამეთუ ვჰრიდებ სიბერესა შენსა, რაჲთა არა შთავიდეს სისხლითა ჯოჯოხეთს.“ მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა: „დაიყავნ პირი შენი უშჯულოჲ, ჵ, უკეთურო, და ნუღარა შესძინებ თქუმად ჩემდა სიტყუასა მაგას ბოროტსა! რამეთუ მე სიყრმით ჩემითგან ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა შინა აღზრდილ ვარ და არამცა უმეტესად თანამედვა ჟამსა ამას სიბერისასა ახოვნად დადგომაჲ კეთილსა მას შინა აღსარებასა, რაჲთა [70v] გჳრგჳნოსან ვიქმნე ჭეშმარიტისა მის და დიდებულისა ღმრთისა ჩემისა მიერ.“
მაშინ აღივსო გულისწყრომითა უშჯულოჲ იგი და ბრძანა განრთხმაჲ მისი გუემად და ესრეთ უწყალოდ გუემეს, რომელ ქუეყანაჲ იგი, სადა განრთხმულ იყო, აღივსო სისხლითა. ესრეთ რაჲ იგუემებოდა ნეტარი იგი და აჩუენებდა დიდსა მოთმინებასა.
ჰრქუა მას მოგუთმთავარმან: „სადა არს ღმერთი შენი? მოვედინ აწ და გიჴსენინ ჴელთაგან ჩემთა.“ მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა: „ღმერთი ჩემი ცათა შინა არს და უპყრიეს ქუეყანაჲ და ყოველნივე დაბადებულნი და ზღუაჲ ჴელთა შინა მისთა არს. და ადვილ არს მის წინაშე ჴსნაჲ ჩემი ჴელთაგან შენთა, არამედ ამისთჳს მიგიშუებს ტანჯვად ჩემდა, რაჲთა გამოჩნდეს შენისა გონებისა უკეთურებაჲ და ჩემიცა მოთმინებაჲ, რაჲთა მე მომაგნეს კეთილნი მიუთხრობელნი მერმესა მას საუკუნესა და შენ შემსგავსებულად საქმეთა შენთა გტანჯოს. აწ უკუე, რასამე იქადი, რომელი-ეგე უუძლურეს ხარ ყუავილსა დაჭნობადსა, რაჲსათჳს ჰზუაობ, მკუდარო დაყროლებულო, ცხორებასა [71r] ვე შენსა, რამეთუ ვინაჲთგან არა გრწამს ცხოველი იგი და ჭეშმარიტი ღმერთი მცირედღა? და ვითარცა თივაჲ, ადრე განჰჴმე და სიკუდილმან წარგიტაცოს შენ და კუალად აღგადგინოს ღმერთმან ჩემმან საშჯელად საუკუნოდ, რაჲთა ცეცხლსა შინა, რომელსა აწ თაყუანის სცემ, იწუვებოდი სულით და ჴორცით უკუნისამდე ჟამთა.“ ამათ სიტყუათა ზედა უმეტესად განრისხნა მოგუთმთავარი იგი და ბრძანა შეკრვაჲ მისი ჯაჭჳთა მძიმითა და შეყენებაჲ საპყრობილესა ბნელსა. და ჯდა წმიდაჲ აკეფსიმა საპყრობილესა მას შინა და ჰმადლობდა ღმერთსა და დაუცხრომელად ილოცვიდა.
და ხვალისა დღე შეიპყრნეს სხუანი ორნი ქრისტეანენი. სახელი ერთისა მის იოსებ, რომელი იყო დაბისა მისგან ბეთლაჰაბაჲსა, რომელი გამოითარგმანების „მწერლისაჲ.“ მოხუცებული იყო იგიცა ჰასაკითა, ვითარ სამეოცდაათისა წლისაჲ, და პატივცემულ იყო პატივითა ხუცობისაჲთა და მღდლობითა უბიწოჲთა ჰმსახურებდა ღმერთსა ყოველსა ჟამსა. ხოლო მეორესა მას აითალა ეწოდებოდა. იყო იგი დაბისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ბითრედნე, ვითარ სამეოცისა წლისა ჰასაკითა. [71v] და აქუნდა მას პატივი დიაკონობისაჲ და შემკობილ იყო ყოვლითა სათნოებითა, მჴურვალე სარწმუნოებასა შინა და მსახურებასა ქრისტესსა და მამხილობელ უშჯულოთა. ესე ორნი წარმოადგინნეს წინაშე უშჯულოსა მას მოგუთმთავარსა მასვე ქალაქსა შინა.
ჰრქუა მათ მოგუთმთავარმან: „მითხართ მე, ღირსნო ბოროტისა სიკუდილისანო, რაჲსათჳს აცთუნებთ კაცთა უმეცართა და ჰყოფთ მათ ქრისტეანე?“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა მას: „ჩუენ კაცნი ვართ ჭეშმარიტნი და განშორებულნი სიცრუვისაგან და ეგრეცა ვასწავლით კაცთა მონებად ღმრთისა ცხოველისა.“ ჰრქუა მათ მოგუთმთავარმან: „და რომელი მოძღურებაჲ უმეტეს არს, ჵ, უგუნურნო, რომელი-იგი უპყრიეს მეფესა მას ყოვლისა ქუეყანისასა და დიდებულთა მთავართა მისთა, ანუ თქუენი ეგე, უნდოთა მაგათ და შეურაცხთაჲ?“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა: „ღმერთსა ჩუენსა არა სათნო უჩნს ამპარტავანებაჲ და ზუაობაჲ და სიმდიდრე სოფლისა ამის წარმავალისაჲ, არამედ სათნო უჩან მას მდაბალნი და გლახაკნი, რომელთა ეშინოდის მისგან. ამისთჳსცა ვართ ჩუენ მდაბალ და გლახაკ, რაჲთა ღირს [72r] ვიქმნეთ დიდებასა მისსა და ცხორებასა საუკუნესა.“ ჰრქუა მას მოგუთმთავარმან: „უდებებისა და ზარმაცობისა თქუენისათჳს არა გნებავს შრომაჲ, არამედ მიმოხუალთ სახლითი-სახლად, ამისთჳს იქადით სიგლახაკესა ზედა, რაჲთა აჩუენოთ კაცთა, თუ კეთილი საქმე არს.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა: „ვინაჲთგან გუაყუედრე ჩუენ და ზარმაცად გჳწოდე, გამოიკითხე, უბადრუკო, და ცან, ვითარმედ უკუეთუმცა გუენება შეკრებად ნაქმარი ოდენ ჴელთა ჩუენთაჲ, უმეტესიმცა სიმდიდრე გუაქუნდა შენისა მის, რომელი მოგიგეს ნატაცებისა მის გლახაკთაჲსა. გარნა ქრისტესთჳს რაჲცა გუაქუნდეს, მივსცემთ გლახაკთა, ხოლო თქუენ ანგაჰრებითა თქუენითა მოიტაცებთ გლახაკთაგან.“ ჰრქუა მას მოგუთმთავარმან: „სიმდიდრე ყოველთა მიერ საწადელ არს და არა არს კაცი, რომელსამცა სძულდა იგი. აწ უკუე, შენი სიტყუაჲ ვინმცა ირწმუნა, რომელსა იტყჳ, თუ ნებსით გძულს სიმდიდრე და განაბნევ მას?“
მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა მას: „ჩუენ გჳსწავიეს, ვითარმედ დიდებაჲ სოფლისაჲ და სიმდიდრე დაუდგრომელ არს და ვითარცა აჩრდილი წარვალს, [72v] რამეთუ, აჰა, ესერა, მოიწიოს სიკუდილი და წარჴდეს დიდებაჲ შენი და სიმდიდრე, ვითარცა ყოვლადვე არა ყოფილი და იქმნა შენ მიწა და ნაცარ, ხოლო სული შენი იტანჯებოდის ჯოჯოხეთს შინა. ესე უწყით ჩუენ და ამისთჳს გძულს დიდებაჲ და სიმდიდრე სოფლისაჲ და სურვიელ ვართ დამკჳდრებად სიმდიდრესა მას ზეცისასა და დიდებასა მას დაუსრულებელსა.“
ჰრქუა მას მოგუთმთავარმან: „დაუტევე ცუდადმეტყუელებაჲ შენი და რომელსა გკითხავ, იგი მითხარ: იქმა ნებასა მეფისასა და თაყუანის სცემ დიდსა მას ღმერთსა მზესა და სცხოვნდე, ანუ არა გნებავს?“ მიუგო და ჰრქუა მას ნეტარმან იოსებ: „ნუ სცთები ამის საქმისთჳს, უშჯულოო, ნუცა ჰგონებ, თუმცა მე მზესა თაყუანის ვეც, რამეთუ მრავალთა დამისწავიეს, ვითარმედ არა არს იგი ღმერთი, არამედ ქმნული ღმრთისაჲ და ბრძანებითა მისითა არაარსისაგან არსად მოსრული.“
მაშინ უშჯულოჲ იგი განრისხნა და ბრძანა განშიშულებაჲ ნეტარისა იოსებისა და განრთხმაჲ და გუემაჲ ძლიერად არგნებითა მროწეულისაჲთა ეკლოვანთა. და ესრეთ უწყალოდ სცეს მას, ვიდრეღა და კნინ ოდენ მისცამცა სული. ხოლო ახოვანი [73r] იგი ქრისტეს მოწამე ყოვლადვე არარასა იტყოდა, ჰგუემდეს რაჲ, არამედ ზეცას ოდენ ხედვიდა გონებითა და უფალსა ხადოდა, რაჲთა შეეწიოს მას და მოსცეს ძალი და მოთმინებაჲ.
და ვითარცა შეიღება ყოველივე გუამი სისხლითა მისითა, მაშინ ჴმაყო და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო ჩემო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, სასოო და შესავედრებელო ჩემო, რამეთუ ღირს მყავ მე მეორესა ამას ნათლისღებასა, რაჲთა განვიბანო და განვწმდე ყოველთა ცოდვათა ჩემთაგან.“ ესმოდა რაჲ ესე მტარვალთა მათ მსახურთა ეშმაკისათა, წყრებოდეს და უფიცხესად ჰგუემდეს. ესოდენ უკუე დაბძარეს გუამი მისი გუემითა, რომელ არღარა იპოვებოდა ერთიცა ადგილი მრთელი. ძლით უკუე ბრძანა უშჯულომან მან მოგუთმთავარმან დაცხრომაჲ გუემისაგან და შეკრეს იგი ჯაჭჳთა და წარიყვანეს საპყრობილედ. ხოლო წმიდამან აკეფსიმა იხილა რაჲ იგი, აღივსო სიხარულითა და მოწლედ მოიკითხა და ჰმადლობდა ღმერთსა.
ხოლო მძლავრმან მან უშჯულომან მოგუთმთავარმან მიჰხედნა წმიდასა აითალას და ჰრქუა: „შენ რასა იტყჳ? იქმა ბრძანებასა მეფისასა, რაჲთა თაყუანის სცე დიდსა მას ღმერთსა მზესა და შჭამო სისხლი და შეირთო [73v] ცოლი და განარინო თავი შენი სატანჯველთაგან, ანუ შენცა ჰგიე გონებასა ზედა მოყუასთა შენთასა?“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „შენ ჭამე სისხლი, ვითარცა-ეგე შჭამ, ძაღლო არაწმიდაო! და შენ გშუენის თაყუანისცემაჲ მზისაჲ, უგუნურო და დაბრმობილო, რომელმან ვერ უძლე სიბრმისაგან შენისა განცდად ნათელი იგი ბრწყინვალე, რომელი ბრწყინავს ყოველსა სოფელსა ქრისტეს სახარებისაჲ, ხოლო ჩემდა ჯერარს ჴელითა შენითა სიკუდილი, რაჲთა ვცხოვნდე მე უკუნისამდე.“
ამათ სიტყუათა ზედა უშჯულოჲ იგი განრისხნა, არამედ რეცა სულგრძელებაჲ აჩუენა და ჰრქუა წმიდასა მას: „ვინ არს უგუნური იგი, რომელმან დაუტევოს ცხორებაჲ და აღირჩიოს სიკუდილი, ვითარ-ეგე შენ იქმ, ჵ, გონებაცთომილო?“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „თავსა შენსა უწოდე უგუნურ და ცოფ და გონებაცთომილ, რამეთუ ეგრეთცა ხარ, ვინაჲთგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ არა იცი! ხოლო ჩუენ ბრძანებათა ღმრთისა ჩუენისათა ვიმარხავთ და ჭეშმარიტად ბრძენ ვართ და გონიერ, რამეთუ ესრეთ გუამცნო უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, რაჲთა რომელი-ესე თქუენ ცხორებად შეგირაცხიეს, ჩუენ სიკუდილად შევჰრაცხოთ [74r] და რომელსა-იგი თქუენ სახელ-სდებთ სიკუდილად, ჩუენ შევიწყნაროთ, ვითარცა ცხორებაჲ. რამეთუ უღმრთოებით ყოფაჲ ამის სოფლისაჲ მომატყუებელ არს საუკუნესა სიკუდილსა, ხოლო სიკუდილი ქრისტესთჳს განგჳმზადებს ჩუენ სასუფეველსა ცათასა.“
ამათ სიტყუათა ზედა უმეტეს აღივსო გულისწყრომითა უშჯულოჲ იგი მძლავრი და ბრძანა შეკრვაჲ ჴელთა მისთაჲ მუჴლთა ქუეშე. და განუგდეს ძელი ჴელთა შორის და მუჴლთა და ორთავე კერძოთა ძელისა მის აღვიდეს კაცნი ძლიერნი ექუსნი. და სხუანი ექუსნი წარმოუდგეს და სცემდეს ძლიერად არგნებითა მროწეულისაჲთა ეკლოვანითა. ესრეთ იგუემებოდა რაჲ ნეტარი იგი, ეტყოდა მძლავრსა მას: „არა მეშინის მე სატანჯველთა შენთაგან, შეგინებულო და სისხლისმჭამელო ძაღლო, ყორანო არაწმიდაო, მძორისმჭამელო! არარად შემირაცხიე შენ, უკეთურო და უბადრუკო მაცთურო!“
ესმოდეს რაჲ უშჯულოსა მას სიტყუანი ესე, იღრჭენდა კბილთა მტარვალთა მათ ზედა და ეტყოდა: „რაჲსათჳს ნელიად სცემთ, უკეთურნო მტარვალნო, და სცალს მაგას ესრეთ ურიდად გინებად ჩუენდა?“ [74v] ხოლო იგინი უმეტესად ჰგუემდეს უწყალოდ, ვიდრეღა შეჭირებითა მით საკრველთაჲთა და ძელისა მის ზიდვითა და სასტიკითა მით ცემითა მკლავნი მისნი შეიმუსრნეს და ნასხმანნი ჴელთა და იდაყუთანი დაიჴსნნეს. მერმე ბრძანა უშჯულომან მან წარყვანებაჲ და დაგდებაჲ მისი საპყრობილესა. ზეტჳრთვით უკუე წარიყვანეს და დააგდეს იგი, სადა იყვნეს შეყენებულ წმიდანი იგი აკეფსიმა და იოსებ.
და ვითარცა წარჴდეს ხუთნი ოდენ დღენი და ჯდა ბილწი იგი მოგუთა მთავარი მტილსა რასმე შინა და ბრძანა მოყვანებაჲ წმიდათაჲ მათ საპყრობილით და ჰრქუა მათ: „მითხართ მე ჭეშმარიტი, ჯერეთ მასავე ბოროტსა გულისსიტყუასა ზედა ხართა, რაჲთა არა დაჰმორჩილდეთ ბრძანებასა მეფისასა?“ მიუგეს წმიდათა მათ ერთბამად და ჰრქუეს: „ჩუენ ერთსა გულისსიტყუასა კეთილსა ზედა მტკიცე ვართ და სარწმუნოებისაგან ღმრთისა ჩუენისა შეურყეველ ვართ და მას ჭეშმარიტსა და მხოლოსა ვჰმსახურებთ ყოველთა დამბადებელსა, ხოლო ბრძანებაჲ მეფისა შენისაჲ ყოვლადვე არად შეგჳრაცხია. აწ უკუე, ვითარნიცა ჯერგიჩნან სატანჯველნი, მოაწიენ ჩუენ ზედა, რამეთუ მზა ვართ ყოველსავე [75r] თავსდებად შეწევნითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელი-იგი არს მეუფე საუკუნეთაჲ და ძალითა მისითა გარცხჳნოთ შენ და ყოველნი ღონენი შენნი უძლურად გამოვაჩინნეთ.“
მაშინ განრისხნა უშჯულოჲ იგი და ბრძანა მოღებად საბელი წურილად გრეხილი. და მოჰხჳეს იგი ბეჭთა მათთა და ზურგთა და კართთა და განუგდეს ძელები და ესოდენ იქციეს და შეაჭირეს კაცთა ძლიერთა, ვიდრეღა ძუალნი მათნი შეიმუსრნეს და ჴმაჲ შემუსრვისა ძუალთაჲსაჲ ისმოდა.
და ეტყოდა მათ უშჯულოჲ იგი: „ქმენით ნებაჲ მეფისაჲ და სცხოვნდეთ.“ ხოლო წმიდანი იგი ეტყოდეს: „ჩუენ ნებასა ვიქმთ ღმრთისა და მაცხოვარისა ჩუენისასა, ხოლო ნებასა უშჯულოჲსა მეფისასა ყოვლადვე არად შევჰრაცხავთ.“
ხოლო მესამით ჟამითგან ვიდრე მეექუსედ ჟამადმდე სტანჯვიდეს ქცევითა მით დაჭირებითა საბელთაჲთა. და ესევითარსა მას მოუთმენელსა სატანჯველსა შინა მოთმინებაჲ განდიდნა და ძლევაჲ მათი საკჳრველ იქმნა და ღმერთი მათ ზედა იდიდა. ხოლო ოდეს სრულად უსიტყუელ იქმნეს და სიკუდილად მიეახლნეს, ბრძანა მძლავრმან მან კუალად წარყვანებაჲ მათი საპყრობილეს. აღიხუნეს იგინი [75v] ბოროტთა მათ მტარვალთა და წარიყვანნეს და დაყარნეს საპყრობილესა. და ბრძანა უშჯულომან მან მოგუთმთავარმან, რაჲთა არავის შეუნდონ შესლვად მათდა ანუ მიცემად პურისა, გინა სამოსლისა. ხოლო უკუეთუ ვინ იპოვოს შემავალი მათ თანა, რაჲთა იგუემოს იგი არგნებითა და მოეკუეთნენ ორნივე ყურნი მათნი და ცხჳრი.
მაშინ წმიდანი იგი მოწამენი ახოვნად მოითმენდეს სატანჯველთა მათ ზედა შიმშილსაცა და სიშიშულესა. და დაყვეს საპყრობილესა მას შინა სამი წელი. ხოლო სხუანი იგი პყრობილნი განვიდოდეს და ითხოვდეს პურსა და ნათხოვისა მისგან მათისა მისცემდეს მათ მცირედსა რასმე და უნდოსა საზრდელსა, ვიდრეღა მცველნიცა საპყრობილისანი ხედვიდეს ჭირსა მათსა და სიბერესა, და ტიროდეს წყალობისაგან მათისა.
ხოლო შემდგომად სამისა წლისა შეყენებისა მის მათისა, მოვიდა საბურ მეფე ქუეყანასა მას ბეთლამადისასა. და გამოიყვანნა იგინი მოგუთმთავარმან მან, რომელი სტანჯვიდა და წარიყვანნა მეფისა. და იყო ხილვაჲ მათი საშინელ, რამეთუ ესო [76r] დენ განლეულ იყვნეს, ვიდრეღა ყოვლად არა იყო მათ ზედა ფერი კაცისაჲ მრავალთა მათ ჭირთაგან. და რომელნიცა ხედვიდეს მათ, სწყალობდეს, დაღაცათუ სრულიად უწყალოჲმცა ვინ იყო. წარიყვანნეს უკუე პალატად და წარმოუდგინნეს იგინი სხუასა მოგუთმთავარსა ყოვლისა სპარსეთისასა და სხდეს მის თანა სხუანიცა მოგუთმთავარნი და წარჩინებულნი მეფისანი და შევიდეს რაჲ წმიდანი, არა თაყუანის სცეს მას.
ჰრქუა მათ ადერ, მთავარმან მოგუთმთავართამან: „ქრისტეანენი ხართა?“ მიუგეს წმიდათა მათ: „ჰე, ქრისტეანენი ვართ და მხოლოსა ყოვლისა მპყრობელსა ღმერთსა ვჰმსახურებთ.“
ჰრქუა მათ ადერ: „აჰა, ესერა, კაცნი მოხუცებულნი ხართ და ვხედავ, ვითარმედ ჭირნი მრავალნი შემთხუეულ არიან თქუენდა და ამას წამებს ხილვაჲ პირთა თქუენთაჲ. აწ უკუე, ისმინეთ განზრახვაჲ ჩემი და შეიწყალენით თავნი თქუენნი და ნუ მოჰკუდებით ბოროტითა სიკუდილითა, არამედ დაემორჩილენით ბრძანებასა მეფისასა და თაყუანის ეცით მზესა და ცხოვნდით, რამეთუ ბრძანებაჲ ესევითარი დადებულ არს, რაჲთა ყოველნი, რომელნი ვიდოდიან გზასა მას ქრისტეანობისასა, მახჳლითა მოკუდენ.“
[76v] მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა მას: „უწყით, ვითარმედ მოსწრაფე ხართ მიდრეკად ჩუენდა გზისა მისგან ჭეშმარიტისა ჴელმწიფებითა მაგით შენითა განქარვებადითა. არამედ ნუ ცთები, ნუცა შრომასა შეიმთხუევ, ნუცა მოვალს ესე ყოვლადვე გონებასა შენსა, თუმცა ჩუენგანმან ვინ ისმინა სიტყუაჲ შენი? აწ, უკუეთუ გნებავს ტანჯვაჲ ჩუენი, ნუ ჰყოვნი, რამეთუ სატანჯველნი შენნი ჩუენ ვერ შეგუაშინებენ, არამედ მტკიცე არიან გულნი ჩუენნი წამებად ღმრთისა ჩუენისათჳს. ამისთჳსცა ყოვლადვე არა ვჰმორჩილობთ ბრძანებასა მეფისა შენისასა.“
ჰრქუა მას მძლავრმან მან: „ვიცი, რამეთუ სიკუდილი განსუენებად შეგირაცხიეს თქუენ და ამას ეძიებთ. არამედ არა გექმნას, ვითარ თქუენ გნებავს, ვიდრემდე განვკაფნე ჴორცნი თქუენნი სატანჯველითა თითოსახითა და მერმე მახჳლითა დაგჭრნე, რაჲთა თქუენ მიერ შეშინდენ ყოველნი ქრისტეანენი.“ მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა მას: „არცა სატანჯველთა შენთაგან გუეშინის, არცა მახჳლისა შენისაგან ვძრწით, რამეთუ ღმერთი ჩუენი, რომელმან განგუაძლიერნა პირველ ამისა მოწევნულთა მათ სატანჯველთა მოთმინებად, აწცა შეგუეწიოს შენ მიერ [77r] მოწევნულთაცა თავსდებად. გამოცადე უკუე სიბერე ჩუენი ღმრთისა მიერ განძლიერებული და იძლიოს უბადრუკებაჲ შენი მოთმინებითა ჩუენითა და სირცხჳლეულ იქმნე შენ უხილავითა მით ძალითა მოვლინებულითა ჩუენ ზედა ღმრთისა მიერ ჩუენისა და ემხილოს გონებაცთომილებასა შენსა ჭეშმარიტითა მით სარწმუნოებითა ჩუენითა.“
მაშინ უშჯულოჲ იგი აღივსო გულისწყრომითა და ბრძანა მოღებად ათოთხმეტი შოლტი ზროხისა ტყავისაჲ უქმრისა ახლისაჲ. და ჰრქუა წმიდათა მათ: „ვფუცავ დიდსა ღმერთსა მზესა და ბედსა საბურ მეფისა მეფეთაჲსა, ვითარმედ უკუეთუ არა ჰქმნად ბრძანებაჲ მისი, ამით ზროხისა ტყავებითა დაიბძარნენ ჴორცნი თქუენნი და სისხლითა თქუენითა შეიღებნენ მჴცენი თქუენნი და არა ვჰრიდო სიბერესა თქუენსა. და უკუეთუ გუემითა მით ადრე მოჰკუდეთ, მკუდარნიცა გუამნი თქუენნი ბოროტად იგუემნენვე.“ მიუგო წმიდამან აკეფსიმა და ჰრქუა მას: „ვინაჲთგან არარასა მას ღმერთსა ჰფუცე და ბედი უძლური მოკუდავისა მეფისაჲ აჴსენე, მეშინის, [77v] თუ არა აღასრულო ფიცი შენი. აწ გასმიეს, ვითარმედ ჩუენ შეურყეველ ვართ ერთსა მის ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაგან და ჴორცნი ჩუენნი მოგჳცემიან შენდა, ხოლო სულნი ჩუენნი ჴელთა შენთა ღმრთისათა არიან. აწ რაჲცა გნებავს, იქმოდე, ჩუენ მზა ვართ.“
მაშინ უშჯულომან მან რისხვით ჴმაყო: „განაშიშულეთ ეგე და განუპყრენით მჴარნი ძლიერად!“ და განართხეს იგი ოცდაათმან კაცმან: ათხუთმეტმან ერთსა მჴარსა და ათხუთმეტმან - ერთსა ზემდგომარე. და წარმოუდგეს ორნი მტარვალნი წინაჲთ და ორნი - ზურგით და სცემდეს უწყალოდ, ვიდრემდის ჴორცნი მისნი დაიბძარნეს და სისხლითურთ ქუეყანად დაცჳოდეს. და სხუანი ეტყოდეს: „ქმენ ნებაჲ მეფისაჲ და ცხოვნდი.“ ხოლო ნეტარი იგი, ვიდრემდის შემძლებელ იყო ზრახვად, იტყოდა: „მე ნებასა უღმრთოჲსა მეფისასა შეურაცხვჰყოფ და ნებასა ღმრთისა ჩემისასა აღვასრულებ.“ და ვინაჲთგან ვერღარა ეძლო სიტყუად, თუალითა ზეცად ხედვიდა და ხადოდა უფალსა და აჩუენებდა მიუდრეკელსა მას აღსარებასა მისსა. და ესრეთ [78r] ტანჯვასა მას შინა მოითმინა, ვიდრემდის სანატრელად მისცა ღმერთსა წმიდაჲ იგი სული მისი.
ხოლო ვინაჲთგან მოკუდა, იცვალნეს მტარვალნი იგი და სხუანი წარმოდგეს და სცემდეს გუამსა მას მკუდარსა, ვიდრემდის ყოვლითურთ დაიჭრა, დაიბძარა. მერმე დააკუეთეს იგი თავსა ზედა და შემუსრეს ქედი მისი. და წარითრიეს და დააგდეს უბანთა ზედა და მცველნი განაწესნეს, რაჲთა არავის შეუნდონ დამარხვად.
ხოლო შემდგომად სამისა დღისა მოიპარეს მორწმუნეთა წმიდაჲ იგი გუამი მისი მიზეზითა ასულისა სომეხთა მეფისაჲთა, რომელი მოვიდა მაშინ დასამტკიცებელად მშჳდობისა.
ესრეთ აღესრულა წმიდაჲ იგი ეპისკოპოსი აკეფსიმა თუესა ოკდობერსა სამსა. და შემდგომად აღსრულებისა მისისა შეიყვანეს წმიდაჲ იოსებ. და ჰრქუა მას უღმრთომან მან მოგუთა მთავარმან: „იხილეა, უგუნური იგი მოყუასი შენი ვითარითა ჭირითა მოკუდა, რამეთუ არა ინება აღსრულებად ბრძანებისა მეფისასა? აწ უკუე, შენ, იოსებ, ისმინე განზრახვაჲ ჩემი და აღასრულე ბრძანებაჲ მეფისაჲ და თაყუანის ეც მზესა, რაჲთა ცხოვნდეს სული შენი [78v] და განერე წინამდებარისა მისგან მწარისა სიკუდილისა.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა მას: „მე მზესა არა თაყუანის ვსცემ, რამეთუ არა ღირს არს და ბრძანებასა მეფისასა არა აღვასრულებ, რამეთუ უჯერო არს იგი და არცა ღმერთსა ჩემსა დაუტეობ და ვჰმონებ ცუდთა მათ ღმერთთა თქუენთა და არარათა. აწ უკუე, რაჲცა გნებავს, ქმენ ადრე.“
მაშინ ბილწი იგი განრისხნა და ბრძანა განრთხმაჲ მისი. და განართხეს იგი ოცდაათმან კაცმან და მტარვალნი წარმოუდგეს და ჰგუემდეს ზროხის ტყავებითა მით, ვიდრემდე ყოველი გუამი მისი იქმნა, ვითარცა ერთი წყლული. და ქადაგი ჴმობდა: „ქმენ ნებაჲ მეფისაჲ და სცხოვნდე.“
ხოლო წმიდაჲ იგი იტყოდა: „ერთ არს ღმერთი სამებით, დიდებული და დამბადებელი ყოველთაჲ და სხუაჲ ღმერთი არა არს მისა გარეშე და ჩუენ სარწმუნოებასა ზედა მისსა მტკიცე ვართ.“ და გუემდეს რაჲ ფიცხლად და უწყალოდ, და ვერღარა ეძლო სიტყუად და ჰგონებდეს უკუე, ვითარმედ მოკუდა. დასცხრეს იგი ცემისაგან და დააგდეს, ვითარცა მკუდარი, და წარითრიეს გარეშე და დაუტევეს. და შემდგომად მცირედისა ჟამისა ცნეს, [79r] ვითარმედ ცოცხალ არს. და ბრძანა მოგუთმთავარმან დამარხვაჲ მისი.
და წარმოუდგინეს მძლავრსა მას წმიდაჲ აითალა და ჰრქუა მას: „აწ უკუე, შენ ისმინე ჩემი და ნუ ემსგავსები ბოროტთა მათ მოყუასთა შენთა, რომელნი ბოროტადცა წარწყმდეს, არამედ აღასრულე ბრძანებაჲ მეფისაჲ და თაყუანის ეც დიდსა მას ღმერთსა მზესა და სცხოვნდე. და მოგეცეს მეფისაგან დიდებაჲ და სიმდიდრე.“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „მიკჳრს, უბადრუკო, უგუნურებაჲ შენი, რამეთუ ჭეშმარიტად ბრმა არიან თუალნი გონებისა შენისანი და ცნობაჲ შენი მსგავს არს პირუტყუთასა და არა გულისჴმაჰყოფ, რამეთუ იგინი უხუცეს ჩემსა იყვნეს ჰასაკითა და ესევითარი მოთმინებაჲ აჩუენეს და მიემთხჳნნეს დიდებასა საუკუნესა სიკუდილითა მით, რომელი მოაწიე შენ მათ ზედა. არამცა მე უმეტესად ვაჩუენეა მოთმინებაჲ, რომელი-ესე უჭაბუკეს ვარ მათსა, რაჲთა ღირს ვიქმნე მათ თანა გჳრგჳნოსანყოფად? ამისთჳს უწყოდე, ვითარმედ მეცა შეურყეველ ვარ ჭეშმარიტებისაგან და არა ვიქმ ნებასა არაწმიდისა მეფისასა, რამეთუ მტერი არს ღმრთისაჲ და უცხოჲ საუკუნოჲსა მისგან ცხორებისა და დაკლებულ ნათლისა მისგან სულიერისა.“
[79v] ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე უშჯულოსა მას, აღივსო გულისწყრომითა და იცვალა ფერი პირისა მისისაჲ და ბრძანა განშიშულებაჲ მისი და განრთხმაჲ. და განართხეს იგი ორმეოცმან კაცმან და სხუანი ჰგუემდეს ზურგსა მისსა და მკერდსა. ხოლო ნეტარი იგი ეტყოდა უშჯულოსა მას მოგუთმთავარსა: „ჵ, ბილწო და არაწმიდაო ძაღლო, ვითარცა შენ უძლური ხარ და დაჴსნილი, ეგრეთვე სატანჯველნი შენნი და მტარვალნი უძლურნი არიან და დაჴსნილნი. აწ, უკუეთუ გყვანან სადა კაცნი ძლიერნი და სატანჯველნი მწარენი, მოიყვანენ ჩემ ზედა, რაჲთა მოთმინებითა ჩემითა მოვიპოო სული ჩემი ცხორებად საუკუნოდ.“
ხოლო მოგუთა მთავარი იგი განკჳრვებულ იყო და ჰრქუა მახლობელად მისსა მსხდომარეთა: „რაჲ არს, რომელ ქრისტეანეთა ესრეთ სურის სიკუდილისათჳს, ვითარცა ვის მშიერსა სწადინ ჭამად პურისა და სუმად წყლისა?“ მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: „წერილ არს წერილთა შინა მათთა, ვითარმედ სხუაჲ სოფელი არს უხილავი და ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელი მიელის მოწაფეთა მათ მართლმადიდებლობისათა.“
მაშინ გუემისა მისგან [80r] ყოველნი ასონი მისნი დაიბძარნეს და ნაწევარნი დაიჴსნნეს ზიდვითა მით მის ერისაჲთა და უწყალოჲთა მით ცემითა. და რაჟამს სრულიად მოსიკუდიდ იყო, ბრძანა მძლავრმან მან დაცხრომაჲ მტანჯველთაჲ. და მეყსეულად დავარდა მოწამე იგი ქრისტესი ქუეყანასა ზედა, რამეთუ ვერღარა ეძლო ზედგომად. ხოლო უშჯულომან მან მოგუთა მთავარმან უბრძანა ორთა კაცთა დამჭირვაჲ მისი და დადგინებაჲ წინაშე მისსა.
და ჰრქუა მას: „აწ უკუე, ქმენ ბრძანებაჲ მეფისაჲ და უბრძანო მკურნალთა, რაჲთა გიღუაწონ და ადრე განიკურნო.“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „ჵ, ძაღლო ბილწო და არაწმიდაო, არათუმცა მკურნალთა შენთა მოღუაწებაჲ თავსვიდევ, არამედ სიტყჳთმცა სთქუ და მეყსეულად განვიკურნებოდე, ვერმცა დამარწმუნე განშორებად სიყუარულისაგან ღმრთისა ჩემისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ და თაყუანისცემად დაბადებულსა მისსა მზესა, რომელი ქმნილ არს სამსახურებელად კაცთათჳს.“ ჰრქუა მას უშჯულომან მან: „ვინაჲთგან ესევითარსა ჰზრახავ, მე გყო შენ თითის საჩუენებელ კაცთა, [80v] რაჲთა არღარა ვინ იკადროს წოდებად ქრისტეანედ.“
მიუგო წმიდამან და ჰრქუა მას: „აჰა, ესერა, უნებლიეთ ჰსწინაჲსწარმეტყუელე, რამეთუ თითის საჩუენებელ ვიქმნენით კაცთა, რაჲთა ვაქუნდეთ ჩუენ სახედ კეთილისა ყოველთა ქრისტეანეთა. ჩუენ რაჲ გუხედვიდენ, ვითარმედ მოთმინებითა ვცხონდით, მათცა უშიშად დათრგუნონ საცთური ამპარტავანებისა თქუენისაჲ, რამეთუ, ესერა, სახელსა და სახესა კეთილსა დაუტევობთ მომავალსა ნათესავსა მოღუაწებისა ამის და მოთმინებისა ჩუენისასა და უხრწნელთა მათ გჳრგჳნთა, რომელნი მოცემად არიან ჩუენდა მოსლვასა მას უფლისასა, რომელი არს მეუფე ჩუენი საუკუნოჲ.“
ესე რა თქუა წმიდამან აითალა, მოუწოდა უშჯულომან მან ადერ სხუასა მოგუთა მთავარსა, რომელი-იგი იყო მთავარი ქუეყანისა მის ედეავისაჲ და ეწოდებოდა ადესქარ და ჰრქუა მას: „უკუეთუ ხვალემდე ცოცხალ იყვნენ მაცთურნი ესე, წარიყვანენ ქალაქსა შენსა და შეკრიბენ მუნ, რომელნიცა არიან ქრისტეანენი და დააკრიბონ ქვაჲ თჳსითა ჴელითა, რამეთუ ამის ჯერისათჳს არა მივეც განჩინებაჲ მოკლვისა მათისაჲ აქა.“
[81r] მაშინ მოიყვანნა ადესქარ ორნი საჴედარნი და დასხნეს წმიდანი იგი მოწამენი იოსებ და აითალა მათ ზედა. და დააკრნეს საბლითა, რაჲთა არა დავარდენ, რამეთუ ასონი მათნი დაჴსნილ იყვნეს და ძუალნი მათნი შემუსრვილ. და მი-რაჲ-იწინიან სადგურად, ესრეთ შთამოყარნიან იგი საჴედართაგან მსახურთა მათ ეშმაკისათა სიძულილისა მისთჳს, რომელი აქუნდა მათდა მიმართ, ვითარცა ვინ დაყარის ტჳრთი შეშისაჲ. და მიიწინეს რაჲ ქალაქსა არბილს, რომელი-იგი იყო ქუეყანისა ედეავისაჲ, შეაყენნეს იგინი დილეგსა ბნელსა, სავსესა მწჳრითა. და დიოდა წყლულებათა მათთაგან სისხლი და წუთხი ფრიადი. და დაადგინნა მთავარმან მცველნი, რაჲთა არავის მიუშუან ქრისტეანესა შესლვად მათდა. და იყვნეს მდებარე ესრეთ უღუწელნი და ჭირვეულნი ჭირითა დიდითა უაღრეს ბუნებისა.
ხოლო იყო ქალაქსა მას შინა დედაკაცი ვინმე ქრისტეანე, მდიდარი ფრიად, რომლისა საჴსენებელი კურთხეულ იყავნ, სახელით ისდანდულ, ვითარცა სხუასაცა წიგნსა შინა მოწამეთასა გჳჴსენებია, [81v] რამეთუ პატივს ცემდა იგი ყოველთა ქრისტეანეთა და ყოველთა წმიდათა, რომელნი ქრისტესთჳს იტანჯებოდეს, იღუწიდა და ჰმსახურებდა. ამას ღმრთისმსახურსა დედაკაცსა ესმა რაჲ წმიდათა მათთჳს იოსებ და აითალაჲს, ვითარმედ დიდსა ჭირსა არიან დილეგსა შინა, წარავლინა და მოუწოდა უხუცესსა მცველთასა და მისცა მას ოქროჲ და ვეცხლი ფრიადი, რაჲთა შეუნდოს შესლვად მათდა. ხოლო მან შიშით უქადა აღსრულებად თხოვისა მისისა.
და ვითარცა შემწუხრდა, წარიყვანნა დედაკაცმან მან კურთხეულმან მონანი თჳსნი და წარვიდა საპყრობილედ, შევიდა წმიდათა მათ წინაშე, ამბორსუყოფდა ფერჴთა მათთა. და უბრძანა მონათა თჳსთა ტჳრთვაჲ მათი და წარყვანებაჲ სახლად თჳსა. და წარიყვანნა რაჲ, მოსწრაფებით იღუაწნა იგინი, დაბანნა წყლულებანი მათნი და შეხჳნა ჴელითა თჳსითა. და წალასა მას წყლულებისა მათისასა იცხებდა თავსა თჳსსა და გუამსა და ამბორსუყოფდა დაჴსნილთა მათ ჴელთა და შემუსრვილთა მკლავთა და სცხებდა მათ ნელსაცხებელსა. და ტიროდა ღამე ყოველ, რამეთუ იყვნეს წმიდანი იგი, ვითარცა მკუდარნი.
ძლით უკუე უძლო წმიდამან იოსებ და ჰრქუა მას: [82r] „რაჲსათჳს ესრეთ სტირ მწარედ და არა იქმ საქმესა სრულისა ქრისტეანისასა, რამეთუ ესრეთ სტირ ჩუენ ზედა?“ მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა მათ: „უკუეთუმცა გიხილენ თქუენ აღსრულებულნი, დიდადმცა ვიხარებდი, უფალნო ჩემნო. არამედ ამისთჳს ვტირ, რამეთუ გხედავ თქუენ ესევითართა ჭირთა შინა.“
ჰრქუა მას წმიდამან იოსებ: „ჭირნი ესე სავსე არიან სიხარულითა და განსუენებითა, რამეთუ იტყჳს უფალი ჩუენი: რამეთუ იწრო და საჭირო არს გზაჲ იგი მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ და მცირედნი ჰპოებენ მას, და კუალად თქუა: რომელმან მოითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს, და ყოველთა წმიდათა ესრეთ ჭირითა და განსაცდელითა წარვლეს ესე ცხორებაჲ. და შენ უკუე, მორწმუნეო და კურთხეულო დედაკაცო, ოდეს იხილნე ქრისტეანენი ჭირსა შინა მოთმინენი, იხარებდი და ჰმადლობდი ღმერთსა, რამეთუ რაოდენცა იჭირვოდინ, ეგოდენცა განმრავლდების სასყიდელი მათი და გჳრგჳნი მათი განბრწყინდების.“
ხოლო ჟამსა განთიადისასა კუალად იტჳრთნეს და წარიყვანნეს იგინი საპყრობილედ. და დაყვეს მათ საპყრობილესა მას შინა ექუსი თუე შეყენებულთა ბნელსა შინა და ჭირითა დიდითა, რომელსა ვერ შემძლებელ არს კაცი მითხრობად.
[82v] ხოლო გარდაჴდა რაჲ ექუსი თუჱ, გარდააგდო მეფემან მოგუთა მთავარი იგი, რომელმან მიითუალნა ნეტარნი ესე მოწამენი ჴელმწიფებისა მისგან და სხუაჲ მოავლინა, სახელით ზერუთ, ფრიად უღმრთოჲ და უძჳრესი პირველთაჲსა. და ბრძანებაჲ მისცა მას ბოროტი ქრისტეანეთათჳს უშჯულომან მან მეფემან, რაჲთა თჳსითა ჴელითა დაჰკრებდენ ქრისტეანენი ქვასა წინამძღუართა თჳსთა.
და იქმნა ჭირი და მწუხარებაჲ დიდი ქრისტეანეთა ზედა. და ყოველნი ივლტოდეს მთათა და უდაბნოთა და იმალვოდეს, რაჲთა არა შეემთხჳოს საქმე ესე ბოროტი - დათხევაჲ სისხლისა უბრალოჲსაჲ.
ხოლო მოვიდა რაჲ მოგუთა მთავარი იგი ქალაქსა მას და შევიდა თაყუანისცემად ტაძარსა მას ცეცხლისასა და უთხრეს მას მსახურთა მათ ცეცხლისათა, ვითარმედ: „არიან აქა ორნი ქრისტეანენი შეყენებულნი საპყრობილესა შინა, რომელთა აქუს პყრობილობასა შინა სამი წელი და ნახევარი, რომელნი-იგი ფრიად ტანჯნა პირველად ადრახუსეთ და მერმე ადესქარ და ვერ დაარწმუნეს ქმნად ბრძანებასა მეფისასა.“ ესე რაჲ ესმა უკეთურსა მას, მეყსეულად ბრძანა მოყვანებაჲ მათი წინაშე მისსა. [83r] და ვითარცა წარმოადგინნეს, იწყო რისხვით შინებად მათდა და ეტყოდა: „ჵ, ერი ეგე ქრისტეანეთაჲ, კადნიერი და ქედფიცხელი! ვითარ არა სძრწით დიდისაგან და საშინელისა მეფისა საბურის ბრძანებისა, რომელმან მოაოჴრნა სამეუფონი დიდნი და დაიპყრნა ქალაქნი ძლიერნი და დაიმორჩილნა ერნი ურიცხუნი. და თქუენ სხედთ ქუეყანასა შინა მისსა, ქალაქთა მისთა, და ბრძანებათა მისთა შეურაცხჰყოფთ?“
მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „უკუეთუ მტერნი ვართ მეფისანი, ვითარ შენ იტყჳ, რად არა განეწყო ბრძოლად ჩუენდა მჴედრებითა აღჭურვილითა, ვითარცა ქმნა სხუათა მათ მეფეთა და ერთა მიმართ, რომელთა ჰბრძოდა, არამედ შენ მოგავლინა, უძლური და უცხოჲ სიმჴნისაგან, რომლისა-ეგე გული ძრწის, ვითარცა ფურცელი ქარისაგან მიმოტაცებული, და არცასადა გიხილავს ბრძოლაჲ, არამედ ყოველი საქმე შენი და სირცხჳლი თავისა შენისაჲ დედათა თანა ყოფილ არს მარადის? აწ უკუე, გრცხუენოდენ და პირი დაიყავ, არაწმიდაო ძაღლო, რამეთუ მოხუედ ცთუნებად მსგავსთა შენთა უბადრუკთა, ხოლო ჩუენ ვერ მძლე [83v] გუექმნები, რომელნი-ესე მტკიცე ვართ ჭეშმარიტსა მას სარწმუნოებასა ზედა ღმრთისა ჩუენისასა, და მისა მიმართ გუაქუს სასოებაჲ და სიყუარულისა მისისათჳს ყოველსავე მოვითმენთ, და სიტყუაჲ საცთურისა შენისაჲ გულთა ჩუენთა არა შევალს.“
ჰრქუა მას მოგუთა მთავარმან: „ამისთჳს ესევითართა სიტყუათა გინებისათა მეტყჳ, ჵ, მაცთურო, რაჲთამცა მყის თავი წარგკუეთე და განერი ჭირისაგან და სატანჯველთა მრავალთა, არამედ არა გექმნების ეგე, ვიდრემდის მრავლითა გუემითა განილიო, ვითარცა სწადის გულსა ჩემსა.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა: „უწყი, რამეთუ ვითარცა ასპიტი ყრუჲ სავსე არს სიმწარითა გესლისაჲთა, ეგრეთვე გული შენი სავსე არს რისხვითა და ზაკუვითა და გონებაჲ შენი სურვიელ არს ჭამად ჴორცსა კაცთასა, ვითარცა ვეშაპი. აწ უკუე, ნუ ჰყოვნი, არამედ გამოაჩინე ზაკუვაჲ შენი, უბადრუკო, და დააცხრვე გულისწყრომაჲ შენი დათხევითა უბრალოთა სისხლთა ჩუენთაჲთა, ჵ, სისხლისმჭამელო, და წარგუგზავნენ ჩუენ სიმდიდრითა დიდითა ზეცისა სასუფეველსა, სადა-იგი სურვიელ ვართ მიწევნად.“
[84r] მაშინ განრისხნა უშჯულოჲ იგი და ბრძანა დამოკიდებაჲ მისი თავდაქცევით და ცემაჲ პირველთა მათ წყლულებათა ზედა ძარღუებითა ზროხისაჲთა. და ესოდენ სცეს მას, ვიდრემდე ყოვლისა გუამისა მისისაგან წყარონი სისხლთანი დიოდეს. და მუნ მდგომარე ერი იგი ტიროდა წყალობითა პატიოსანისა მის მოხუცებულისაჲთა. ხოლო მოგუნი იგი ეტყოდეს ნეტარსა მას საიდუმლოდ: „უკუეთუ ერსა წინაშე სირცხჳლ გიჩნს, შეგიყვანოთ ფარულად ტაძარსა ცეცხლისასა და თაყუანის ეც, რაჲთა განერე ჭირისა ამისგან.“ ხოლო წმიდამან იოსებ ჴმაყო: „განმეშორენით მე, მოქმედნო უშჯულოებისანო, და წარვედით ცეცხლად საუკუნოდ, რომელი განუმზადეთ თავთა თქუენთა!“
ხოლო ეკიდა წმიდაჲ იგი თავდაქცევით და იგუემებოდა სამსა ოდენ ჟამსა, და ახოვნად მოითმინა სასოებისა მისთჳს მერმისა. ამისა შემდგომად ძლით ბრძანა უშჯულომან მან გარდამოჴსნაჲ მისი და ჰრქუა: „და ჯერეთცა არა მოდრეკილ არსა გონებაჲ შენი, მრავლისმეტყუელო, აღსრულებად ბრძანებასა მეფისასა და განრომად სატანჯველთა [84v]გან, რაჲთა სცხოვნდე?“ მიუგო წმიდამან მოწამემან და ჰრქუა: „ესევითარითა ცხორებითა, რომელსა შენ იტყჳ, ნუმცა სადა ცხოვნებულ ვარ.“ მოგუთა მთავარმან ჰრქუა მას: „ვინაჲთგან ცხორებაჲ, რომელსა მე გეტყჳ, არა სათნო გიჩნს, უკუეთუ სიკუდილი მოგცე წადიერად მიითუალოა?“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა მას: „სიკუდილი ეგე, რომელსა შენ მიქადებ, ცხორებაჲ ჩემი საუკუნოდ, ხოლო შენმიერი ცხორებაჲ სიკუდილი არს.“
ჰრქუა მას მოგუთა მთავარმან: „აჰა, ესერა, ჴორცნი შენნი განლეულ არიან სატანჯველთაგან და სული შენი კნინ ოდენ არს შენ თანა, რომელი-იგი მეორესა ტანჯვასა აღმოვჰჴადო შენგან, და იქმნას საწადელი შენი.“ მიუგო წმიდამან და ჰრქუა მას: „დაიყავნ პირი შენი, მეტყუელო სიცრუვისაო, რამეთუ შენ სულსა ჩემსა ზედა ჴელმწიფებაჲ არცა ერთი გაქუს, ვითარცა წერილ არს წერილთა შინა ჩუენთა, ვითარმედ: ნუ გეშინის მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა არა ჴელეწიფების მოწყუედად. არამედ მისგან გეშინოდენ, რომელი შემძლებელ არს სულსა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. აწ უკუე, [85r] შენ ჴორცნი ჩემნი სტანჯნე ჴელმწიფებითა მაგით შენითა განქარვებადითა, ხოლო სულისა ჩემისაჲ არა ჴელგეწიფების დაყენებაჲ სასოებისაგან მისისა და ცხორებისა მისგან საუკუნოჲსა.“
ხოლო უშჯულოჲ იგი კიცხევით ეტყოდა მას: „ვინაჲთგან ეგე ეგრეთ არს, ვითარ შენ იტყჳ, მადლიერ იყავ ჩემდა, რომელ მიზეზ გექმენ მათ კეთილთა, რომელთა იტყჳ.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა: „უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან გჳბრძანა, რაჲთა ულოცვიდეთ მტერთა ჩუენთა და გჳყუარდენ მოძულენი ჩუენნი და კეთილსა უყოფდეთ ბოროტისა მყოფელთა ჩუენთა.“ ხოლო უშჯულომან მან მოგუთა მთავარმან განიცინნა და ჰრქუა მას: „აწ უკუე, მრავალი კეთილი თანაგაც ჩემდა მას საუკუნესა ამისთჳს, რომელ აწ გტანჯავ შენ.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა მას: „არა ეგრეთ არს, ვითარ შენ ჰგონებ, უშჯულოო, რამეთუ მას საუკუნესა ვერვის ჴელეწიფების ყოფად წყალობისა მეორისა თანა, არამედ ამას სოფელსა რაოდენ ძალმიც, ვილოცავ, რაჲთა მოიქცე შენ და ყოველნი საცთურისა მისგან ეშმაკისა და იცნათ მხოლოჲ ჭეშმარიტი [85v] ღმერთი, დამბადებელი ყოველთაჲ. უკუეთუ ესე ჰქმნა და შეუვრდე მას, შეგიწყალოს სახიერებისა მისისათჳს და მოგცეს მოტევებაჲ ცოდვათაჲ.“
ჰრქუა მას მძლავრმან მან: „დაუტევენ ჟამისად ცუდნი ეგე სიტყუანი და მას საუკუნესა, რომელსა მოელი, მუნ იტყოდე მაგათ საზრახავთა. ხოლო აწ სწრაფით ქმენ ნებაჲ მეფისაჲ და გეყოს შენ კეთილი. და უკუეთუ არა ჰყო ესე, დიდითა ჭირითა წარგგზავნო შენ ამიერ სოფლით და ესოდენ თითოფერითა სატანჯველითა განგკაფო, რაჲთა შენ მიერ ყოველნი ქრისტეანენი შეშინდენ.“ მიუგო წმიდამან იოსებ და ჰრქუა: „ჭირთა მათ შინა და სატანჯველთა, რომელნი მოაწინეს პირველ შენსა ყოფილთა მათ მთავართა და აწ კუალად შენ უწყალოდ მტანჯე და ყოველთავე მათ შინა მადლითა ღმრთისა ჩემისაჲთა სრულ ვიპოვე მოთმინებითა. და აწ კუალად სხუანიცა, რაოდენნი მოაწინე ჩემ ზედა ტანჯვანი უკეთურებითა შენითა, მაქუს მე ღმერთი, რომელმან მომცეს მე ძალი და მოთმინებაჲ, რაჲთა რომელთაცა ქრისტეანეთა იხილონ მოთმინებაჲ სიბერისა ჩემისაჲ, განძლიერდენ დათრგუნვად ამპარტავანებისა შენისა, ვითარცა მე და [86r] ვთრგუნე ძალითა ღმრთისა ჩემისა ცხოველისაჲთა.“ მაშინ ბრძანა ბილწმან მან მთავარმან აღებაჲ ნეტარისაჲ მის და შეგდებაჲ საპყრობილესა და ეგრეთცა იქმნა.
მერმე არაწმიდამან ჰრქუა ნეტარსა აითალას: „მითხარ შენ, უკუეთუ მასვე მაცილობელსა გულისსიტყუასა ზედა ხარა და არა გნებავს თაყუანისცემაჲ მზისაჲ და ცეცხლისაჲ?“ მიუგო წმიდამან აითალა და ჰრქუა მას: „ცხოველ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ, რომელი მრწამს ჭეშმარიტად და ვესავ მას, ვითარმედ უფროჲს ყოველთა მე მტკიცე ვარ აღსაარებასა სახელისა მისისასა და სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე არა ვიცი, არცა დაუტევებ დამბადებელსა და თაყუანის ვსცემ დაბადებულსა.“
ესე რაჲ ესმა მძლავრსა მას, ბრძანა მისიცა თავდამოქცევით დაკიდებაჲ და გუემაჲ ძლიერად. ხოლო ნეტარი იგი ამას ოდენ იტყოდა: „ქრისტეანე ვარ და ქრისტესთჳს მოვითმენ ყოველსა.“ უკჳრდა მთავარსა მას და მის თანამეინაჴეთა ახოვანი იგი მოთმინებაჲ მისი. ხოლო იყო მუნ მანიქეველი ვინმე შეკრული. ბრძანა უკუჱ მოგუთა მთავარმან მან მოყვანებაჲ მისი. და გარდამოჰჴსნეს წმიდაჲ აითალა და დაადგინეს, რაჲთა ხედვიდეს მანიქეველსა მას, ვითარ უვარჰყოფს შჯულსა თჳსსა. ხოლო იგი მცირედ წინააღუდგა და ბრძანა მძლავრმან გუემაჲ მისი. [86v] და ვითარცა მცირედ ოდენ გუემეს, მეყსეულად ჴმაყო და თქუა: „წყეულ იყავნ მანინ და შჯული მისი და ყოველი მოძღურებაჲ მისი!“ და ბრძანა მოგუთა მთავარმან მან, რაჲთა მოჰგუარონ ჯინჭველი და მოკლას, რამეთუ მანიქეველნი ჯინჭველსა ღმერთად იტყჳან და პატივს ცემენ, ვითარცა ღმერთსა. მაშინ მიიღო კაცმან მან ჯინჭველი იგი და მოკლა.
იხილა რაჲ ესე წმიდამან აითალა, განბრწყინდა პირი მისი და წარმოჯდა, რამეთუ ზე დადგომად ვერ ეძლო, რამეთუ შემუსრვილ იყვნეს წჳვნი მისნი და ჴელნი მჴართაჲთგან და ყოველნი ასონი მისნი დაბძარულ. მაშინ ჴმაყო და თქუა: „აჰა, მოუძლურდა მანინ და იძლია და მოკლა ღმერთი თჳსი. ხოლო მე ნეტარ ვარ და სამგზის სანატრელ, რამეთუ მძლე ვექმენ მტერთა ჩემთა სახელითა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტეს, ძისა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელ-იგი არს ღმერთი პირველ საუკუნეთაჲ და უკუნისამდე იგი არს.“
ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე უშჯულოსა მას, აღივსო გულისწყრომითა და ბრძანა ცემაჲ მისი არგნითა მროწეულისაჲთა ეკლოვანითა. და ესოდენ სცეს მას, ვიდრეღარა უსულო იქმნა და სისხლისა მისისაგან არღარა საცნაურ იყო [87r] ხატი პირისა მისისაჲ. მერმე ბრძანა უღმრთომან მან წართრევაჲ მისი და დაგდებაჲ გარეშე სამშჯავროჲსა შიშუელი. იხილა იგი ერთმან მოგუთაგანმან ესრეთ შიშუელი და შეეწყალა, ვითარცა კაცსა, და მოიღო ფიჩჳ თჳსი და დაჰბურა მას. ხოლო სხუათა მათ მოგუთა იხილეს იგი და შეასმინეს იგი მოგუთა მთავრისა მიმართ. და მეყსეულად ბრძანა წარმოდგინებაჲ მისი და განრთხმაჲ და მიამთხჳეს ორასი არგანი. ამის ჯერისათჳს, ვჰგონებ, თუ იხილოს მოგუმან მან მცირედ რაჲმე ნაწილი წყალობისაჲ დღესა მას საშჯელისა. ამისა შემდგომად ბრძანა უშჯულომან წარყვანებაჲ წმიდისა აითალაჲსი საპყრობილედ მოყუსისა მისისა თანა. აღიღეს იგი და წარიღეს და დააგდეს საპყრობილედ.
ხოლო მას ჟამსა ესმა მოგუთა მთავარსა მას, ვითარმედ საბურ მარზაპანი, ძე მოაბორ ნახპეტისაჲ, მოვიდა ქალაქსა მისსა, რომელსა ეწოდებოდა მაკელარია. დასხნა წმიდანი იგი საჴედართა ზედა და წარიყვანნა მისა და აუწყა მათთჳს. და ბრძანა მარზაპანმან წარდგინებაჲ მათი მის წინაშე. იხილნა რაჲ იგინი მარზაპანმან, ჰრქუა მათ: „გამცნებ თქუენ, ჭამეთ სისხლი და თაყუანის ეცით მზესა [87v] და განგათავისუფლნე თქუენ, რაჲთა არა მოჰკუდეთ, რამეთუ მეწყალის სიბერე თქუენი.“ მიუგეს წმიდათა და ჰრქუეს მას ერთითა პირითა: „ეგე საქმე - ჭამაჲ სისხლისაჲ და თაყუანისცემაჲ მზისაჲ შენნი არიან და შენვე იქმოდე, ხოლო ჩუენსა ნუ ჰგონებ, თუმცა მაგათგანი რაჲცა ვქმენით.“ მაშინ ბრძანა უშჯულომან მან განრთხმაჲ მათი და გუემაჲ ძლიერად.
ხოლო ვიეთნიმე მუნ მდგომარეთაგანნი სწყალობდეს და ეტყოდეს საიდუმლოდ: „მოგართუათ ბადაგი ფეროვანი და ვთქუათ, ვითარმედ სისხლი არს და სუთ იგი, რაჲთა არა მოჰკუდეთ ბოროტითა სიკუდილითა.“ ხოლო წმიდათა მათ ჴმაყვეს: „ნუ იყოფინ ჩუენდა, თუმცა შევაგინეთ სიბერე ჩუენი და დავფარეთ სარწმუნოებაჲ და ჭეშმარიტებაჲ კაცთათჳს უღმრთოთა.“
კუალად უბრძნა მიმთხუევად მათდა ას-ასი არგანი და ჰრქუა მათ: „ვბრძანო მოღებაჲ ჴორცისა წმიდისაჲ, რომელ არცა მომშთვარი იყოს, არცა კერპთა ნაზორევი და ჭამეთ.“ მიუგეს წმიდათა მათ და ჰრქუეს: „ჴელთა შენთაგან არაწმიდათა ვითარმცა მოგუეცა წმიდაჲ რაჲმე? ნუ იყოფინ ესე ჩუენდა, თუმცა რასაცა ზედა საქმესა ნებაჲ შენი აღვასრულეთ.“
ესე რაჲ ესმა წმიდათა მათგან, განრისხნა უშჯულოჲ იგი მარზაპანი [88r] და განიზრახა მოგუთა მთავრისა მის თანა, რაჲთა შეკრიბნეს ქრისტეანენი მამანი და დედანი და აიძულნენ იგინი თჳსითა ჴელითა ქვისა დაკრებად წმიდათა მათ. და ბრძანებაჲ ესე გამოჴდა უღმრთოთა მათგან.
და მეყსეულად შემოკრბეს ქალაქისა მისგან და გარემოჲს სოფლებისა სიმრავლე ფრიადი და აიძულებდეს მათ დათხევად სისხლსა უბრალოსა. შეპყრობილ იქმნა უკუე საკჳრველიცა იგი დედაკაცი ისდანდულ. მაშინ მოიყვანეს ნეტარი იოსებ და დაადგინეს ადგილსა ერთსა, წინაშე მთავრისა. და არღარა იყო ხილვაჲ კაცისაჲ მის ზედა მრავალთა მათ ტანჯვათა და გუემათაგან და შიმშილისა და დილეგისა და სხუათა მათ აურაცხელთა ჭირთაგან. და ემჭირა იგი ორთა კაცთა, რაჲთამცა არა დაეცა.
და ჰკითხა მას მოგუთა მთავარმან: „უკუეთუ მოდრეკილ არს გონებაჲ შენი აღსრულებად ბრძანებასა მეფისასა?“ ხოლო წმიდამან იოსებ ჰრქუა: „მომეახლე, მთავარო, რაჲთა გრქუა რაჲმე.“ ჰგონებდა უგუნური იგი, თუ საიდუმლოსა რასმე უთხრობს. აღდგა და მივიდა მახლობელად მისსა. ხოლო მოწამემან ქრისტესმან აღივსო პირი თჳსი ნერწყჳთა და შეჰნერწყუა პირსა მისსა და ჰრქუა: „შეგინებულო და არაწმიდაო, არა გრცხუენის, რომელ ჯერეთ მაგას მკითხავ? არა გიცნობიესა [88v] ესოდენთა ტანჯვათაგან, ვითარმედ შეურყეველ ვარ მე ჭეშმარიტებისაგან ვიდრე სიკუდილადმდე?“ მაშინ მარზაპანმან მან და ყოველთა მის თანამსხდომარეთა მთავართა განიცინნეს და აყუედრეს მოგუთა მთავარსა მას და ჰრქუეს: „ვინ გაიძულა აღდგომაჲ და მისლვაჲ მახლობელად მისა?“ და სირცხჳლეულ იქმნა ბილწი იგი სირცხჳლითა დიდითა.
და მეყსეულად განიყვანეს წმიდაჲ იოსებ, რაჲთა ქვაჲ დაჰკრიბონ, და მის თანა ერი ქრისტეანეთაჲ, ვითარ ხუთასი სული. დიდითა ცემითა და იძულებითა განიყვანეს ერი იგი და მოთხარეს ჴნარცჳ, ვიდრე წელთამდის და მას შინა შთაადგინეს ნეტარი იგი შეკრული. და იწყეს ცემად ქრისტეანეთა, რაჲთა ქვაჲ დაჰკრიბონ მათ. აიძულებდეს ნეტარსაცა ისდანდულს, რაჲთა მიაგდოს ქვაჲ მის ზედა. ხოლო იგი ახოვანი მტკიცე იყო სარწმუნოებასა ზედა თჳსსა და ჴმაყო ჴმითა დიდითა: „მე უჯეროსა მაგას საქმესა არა ვიქმ, არცა ვეზიარები დათხევასა სისხლისა უბრალოჲსასა.“ ხოლო უშჯულოთა მათ დამშჭუალეს საწერტელი ლერწამსა გრძელსა და მისცეს მას და ჰრქუეს: „უკუეთუ არა გნებავს ქვისა მიგდებაჲ, ამით უკუე უგუმირე, [89r] რაჲთა ცნას მეფემან, ვითარმედ იქმ ბრძანებასა მეფისასა.“ ხოლო საკჳრველმან მან დედაკაცმან კუალად ჴმაყო: „ნუ იყოფინ ეგე ჩემდა საქმე, უფროჲსად გულსამცა ჩემსა დავისევ ეგე საწერტელი, ვიდრეღარა გუამსა ქრისტეს მოწამისასა. აწ უკუე მოგიღებიეს ჴელმწიფებაჲ მოკლვად ჩემდა, წადიერ ვარ სიკუდილსა ქრისტესთჳს, ხოლო მე სიკუდილსა მოწამისასა არა ვეზიარები.“
ესრეთ დაიცვა სარწმუნოებაჲ და სიყუარული საღმრთოჲ ღირსმან მან დედაკაცმან, ხოლო სხუანი იგი ერნი ქვასა დაჰკრებდეს წმიდასა იოსებს. და იგი ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და განტჳნეს თავი მისი და ტჳნი მისი დასთხიეს. და ესრეთ მისცა სული თჳსი უფალსა. რამეთუ ერთმან მთავართაგანმან რეცა შეიწყალა იგი და ჰრქუა მტარვალსა აღებად ლოდი დიდი და დატევებად თავსა ზედა მისსა, რაჲთა მსწრაფლ მოკუდეს. და შეკრიბეს მის ზედა ზჳნი ქვისაჲ დიდი. და ბრძანა უშჯულომან მან მთავარმან დადგინებად მცველთა სამ დღე, რაჲთა არავინ აღიღოს გუამი მისი. ხოლო მესამესა დღესა იქმნა ძრვაჲ დიდი მას ადგილსა და ჴმაჲ საშინელი და ქუხილი ელვითა სასტიკითა და სეტყუაჲ დიდი. და ცეცხლი გარდამოჴდა ზეცით [89v] და დაწუნა მცველნი იგი და ზჳნი იგი ქვისაჲ განაბნია, და პატიოსანი იგი გუამი ნეტარისაჲ მის უჩინო იქმნა. ხოლო გინა თუ წმიდათა ანგელოზთა აღიღეს ამიერ სოფლით, გინა თუ კაცთა ღმრთისმსახურთა მიიღეს და დაჰმარხეს, ღმერთმან მხოლოჲმან უწყის, რამეთუ არცასადა იპოვა, არცავის სადა ესმა მისთჳს. და აღესრულა წმიდაჲ მოწამე და პატიოსანი მღდელი იოსებ დღესა პარასკევსა, შჳდეულსა მარტჳლიისასა.
ხოლო უღმრთოჲ იგი მარზაპანი და უშჯულოჲ მოგუთა მთავარი წარვიდოდეს ქუეყანად, რომელსა ეწოდების ბეთნადარა, დაბასა ფრიად დიდსა, სახელით რესთიგარ. დადვეს უკუე წმიდაჲ აითალა საჴედარსა და წარიყვანეს მათ თანა, რამეთუ სლვად თჳსითა ფერჴითა ვერ შეეძლო დიდთა მათ გუემათაგან, რომელნი შემთხუეულ იყვნეს მისდა. და ვითარცა მიიწინეს დაბასა მას, შეკრიბნეს ქრისტეანენი მამანი და დედანი. და წარიყვანეს წმიდაჲ იგი მოწამე ბორცუსა მაღალსა და შეკრეს იგი და დააგდეს ქუეყანასა ზედა. და მოიყვანეს ერი იგი ქრისტეანეთაჲ და აჭირვებდეს, რაჲთა ქვაჲ დაჰკრიბონ მას. და სცემდეს მტარვალნი მიყრად [90r] ქვისა მის ზედა. და რომელთამე აღირჩიეს სიკუდილი და საქმე იგი არა ქმნეს უჯეროებისაჲ, ხოლო სხუანი უნებლიეთ ერჩდეს მათ და დაჰკრიბეს ქვაჲ ღუაწლითშემოსილსა მას. და ესრეთ მისცა მან სული თჳსი სანატრელად ჴელთა უფლისათა. და დააკრიბეს მას ზედა უშჯულოთა მათ სოროჲ დიდი და დაუტევნეს მცველნი ორ დღე. ხოლო მესამესა ღამესა მოვიდეს მონაზონნი ვინმე ღმრთისმოშიშნი და მოიპარეს პატიოსანი გუამი მისი და ღირსებით შემურეს და დადვეს ადგილსა საჩინოსა.
ხოლო სასწაული დიდი და საკჳრველი იქმნა ადგილსა მას, სადა-იგი ნეტარსა მას ქვაჲ დაჰკრიბეს, რამეთუ აღმოაცენა ხე დიდი მურტისაჲ, რომელი-იგი იქმნა საკურნებელ ყოველისა სენისა ქუეყანასა მას. ხოლო შემდგომად ხუთისა წლისა ჴდომითა და შურითა წარმართთა მოჰკუეთეს ხე იგი და დაწუეს. ხოლო მრავალთა მორწმუნეთა ძმათა გულსავსე გუყვნეს ფიცით, ვითარმედ: ვიდრე მრავალ ჟამ განცხადებულად ვხედევდით სიმრავლესა ანგელოზთასა, რომელნი გარდამოვიდოდეს ზეცით ადგილსა მას და კუალად აღვიდოდეს და ჴმითა ტკბილითა ადიდებდეს ღმერთსა.
[90v] აღესრულა ესეცა კეთილად მძლე მოწამე აითალა თუესა ივლისსა ათოთხმეტსა. ხოლო წმიდათა მამათა დააწესეს სამთაჲვე საჴსენებელი აღსრულებად თუესა ნოებერსა სამსა: წმიდისა აკეფსიმა ეპისკოპოსისაჲ და წმიდისა იოსებ ხუცისაჲ და წმიდისა აითალა დიაკონისაჲ, რომელთა კეთილად იღუაწეს ღუაწლი წამებისაჲ და სრბაჲ აღასრულეს და სარწმუნოებაჲ დაიმარხეს ქრისტეს იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და ყოვლად წმიდით სულით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!