[A-1769: 2r] …ტანჯვად ქრისტეანეთა, რომელნიმე ცეცხლად მისr>ცნის, რომელნიმე მახჳლითა მოსრნის და ჴორცნი მათნი მჴეცთა საჭმლად მიუყარნის. და დაეცა დიდი შიში და ძრწოლაჲ აღმოსავალისა კერძოთა უკეთურებისაგან უწყალოჲსა მის სელინოსისა, რამეთუ იყო იგი მჴეცებრ მძჳნვარე და მტერ ქრისტეანეთა.
ხოლო ლჳსიმახოს ქრისტეანისა დედისა შვილი იყო და სწყალობდა ქრისტეანეთა. ამისთჳსცა ღამესა ერთსა მოუწოდა პრიმოს კომსსა და ჰრქუა მას: „შენ უწყი, უფალო ჩემო პრიმოს, რამეთუ, დაღაცათუ მამაჲ ჩემი წარმართობასა შინა და მონებასა კერპთასა მოკუდა, არამედ დედაჲ ჩემი ქრისტეანე იყო და დიდი მოსწრაფებაჲ აქუნდა, რაჲთამცა მეცა ქრისტეანე მყო, არამედ შიშისაგან მეფისა და რიდობისაგან მამისა ჩემისა ვერ აღასრულა ნებაჲ მისი. ხოლო მრავალგზის მეტყჳნ ქრისტესთჳს და მცნებასა მომცემნ, რაჲთა არაოდეს ვტანჯო ქრისტეანე, არამედ, რაჲთა მეცა ვისწრაფო ქრისტეანეყოფად. და აწ ვხედავ, ვითარ უწყალოდ მოსწყუედს ქრისტეანეთა უღმრთოჲ ესე და უწყალოჲ მამის ძმაჲ ჩემი და ელმის ფრიად სულსა ჩემსა. აწ უკუე მნებავს, რაჲთა, რავდენცა ძალგიც, ფარულად განუტეობდე ქრისტეანეთა და არა მოსწყდენ ყოველნი ჴელითა ამის ურჩულოჲსაჲთა.“
ესე რაჲ ესმა პრიმოსს, არღარა მოსწრაფე იყო პყრობად ქრისტეანეთა, არამედ უფროჲსად მიუმცნებდა [2v] მონასტერთა და ეკლესიათა, რაჲთა ივლტოდინ პირისაგან სელინოსისა. წარემართნეს უკუე მესოპოტამი(ი)თ, რომელ არს შუამდინარე, და მიჰმართეს ნისიბი ქალაქსა, რომელი-იგი არს საზღვართა ასურასტანელთასა და საბრძანებელსა ბერძენთასა.
ხოლო იყო მას ქალაქსა შინა მონასტერი დედათაჲ, რომელსა შინა იყვნეს ენკრატისნი მოწესენი, ერგასისნი, რომელთა უძღოდა დედაჲ, ბრენი სახელით, რომელი-იგი მოწაფე ყოფილიყო პლატონია დედადიაკონისაჲ, რომელი იყო პირველ მისა და ყოველივე წესი და კანონი მისი ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად დაიმარხა, რამეთუ ესე იყო კანონი პლატონიაჲსი.
დღესა პარასკევსა არარას საქმესა შურებოდეს დანი იგი, არამედ შეკრბიან ეკლესიად და ოდესმე გალობდეს და ოდესმე წიგნი ჴელად მიიღის დედადიაკონმან და საღმრთოთა წერილთა უკითხავნ სახლთა მათ და ვიდრე მესამედ ჟამადმდე იგი თავადი იკითხავნ წიგნსა და მერმე მისცის ჴელთა ბრენისათა და უბრძანის კითხვად ვიდრე მიმწუხრამდის. ეგრეთვე შემდგომად მისა ბრენი აღასრულებდა ამას წესსა.
ხოლო ბრენსა აღეზარდნეს ორნი ქალწულნი კეთილად, რომელნი-იგი წურ[cod. Ivir. georg-79: 7r]თილ იყვნეს ყოველსა წესსა მოღუაწებისასა. სახელი ერთისაჲ მის - პროკლა და მეორისაჲ მის - ფებრონია. იყო პროკლა ოცდახუთის წლის და ფებრონია - ოცის წლის. და იყო ფებრონია დისწული ბრენისაჲ და შუენიერ ხილვითა, ვითარღამცა არასადა იპოებოდა დედათა შორის ეგევითარი სახე, ჰასაკითა გუამისაჲთა გრძელ და პირითა შუენიერ, რომელ არა შესაძლებელ იყო უმეტესობაჲ კაცთა შორის. ხოლო ბრენსა დიდი მოღუაწებაჲ აქუნდა, რაჲთამცა დაიცვა სიწმიდით და უბიწოდ ფებრონია, ხედვიდა რაჲ ფრიადსა მას ქმნულკეთილობასა პირისა მისისასა.
და ყოველნი იგი დანი მწუხრითი მწუხრად მიიღებდეს საზრდელსა, ხოლო ფებრონიას უბრძანა ბრენმან, რაჲთა ორ-ორით მიიღებდეს ჭამადსა. ეგრეთვე უკუე ფებრონიაცა იღუწიდა და არცა პურითა,2 არცა წყლითა განაძღებდა სადა თავსა თჳსსა. ხოლო აქმნია სკამიცა მცირესა მისა წყრთისაჲ, სიგრძე და სივრცე მტკაველი და ნახევარი და მას ზედა მიწვებოდა განსუენებად. ხოლო ოდესმე ჴმელსაცა ქუეყანასა ზედა დაწვის ჟამსა ძილისასა უმეტესისა ჴორცთა ტანჯვისათჳს.
[7v] ხოლო მო-რაჲ-იწიის მის ზედა განსაცდელი საეშმაკოჲ უცნებითა ღამისაჲთა, მეყსეულად აღდგის და ევედრებინ ღმერთსა ცრემლით ოტებად მისგან განსაცდელსა მას ეშმაკისასა და აღაღის წიგნი და იწურთინ საღმრთოთა წერილთა, რამეთუ იყო იგი სწავლის მოყუარე. და აღივსო ყოვლითავე სწავლულებითა, ვიდრეღა განკჳრვებულ იყო ბრენიცა სწავლულებასა მისსა.
და დღესა პარასკევსა შემოკრბიან რაჲ ყოველნი ეკლესიად, მისციან წიგნი ფებრონიას და დღე ყოველ უკითხავნ წმიდათა მათ მოწესეთა. ხოლო შემოკრბებოდეს ქალაქისაგანცა დედანი სეფექალნი სმენად სიტყუათა სარგებლისათა და ამისთჳს ბრძანა ბრენმან შინაგან კრეტსაბმელისა დაჯდომაჲ ფებრონიაჲსი და ეგრეთ კითხვაჲ წიგნისაჲ, რაჲთა არცა სადა მამაკაცისა ხატი იხილოს, არცა დედაკაცისა3 სოფლიოჲსაჲ. და განისმა მოღუაწებისა და სიკეთისა მისისა სახელი ყოველსა მას ქალაქსა. ხოლო იყო იგი მშჳდ ფრიად და მდაბალ უფროჲს ყოველთა მათ დათა.
ესმა მისთჳს სეფექალსა ვისმე, სახელით იერია, და სწადოდა ფრიად ხილვაჲ ფებრონიაჲსი და სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ. და იყო იგი წარმართ, რომელსა დაეყო ქმრისა თანა მისისა ექუს თუე და დაქურივებულიყო და ამისთჳს მოქცეულიყო თჳსადვე [Ir] ქალაქად.
და ჯდა მყუდროებით4 სახლსა შინა თჳსსა მშობელთა თჳსთა თანა, რომელნი-იგი წარმართვე იყვნეს. ესე მოვიდა მონასტრად და მიუმცნო პირითა მეკარისაჲთა ბრენსა, ხოლო განვიდა რაჲ ბრენი ხილვად მისა, შეუვრდა იგი ფერჴთა ბრენისათა5 და ჰრქუა: „გაფუცებ ღმერთსა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ. ნუ მომიძაგებ მე წარმართსა ამას და არაწმიდა(სა), რომელი აქამომდე საკიცხელ კერპთა ქმნილ ვარ და ნუ დამაჴუებ ხილვისა და სიტყჳსაგან დისა ჩემისა ფებრონიაჲსა, რაჲთა ვიცნა თქუენ მიერ გზაჲ იგი ცხორებისაჲ, რაჲთა ვიდოდი მას შინა და ვცნა, რაჲ-იგი განმზადებულ არს ქრისტეანეთადა და მივემთხჳო კეთილთა მათ, რომელთა ჰქადაგებთ. მიჴსენით მე ამაოებისაგან ამის სოფლისა და არაწმიდებისაგან კერპთაჲსა, რამეთუ მაიძულებენ მშობელნი ჩემნი მეორედ ქორწინებად, არამედ იყავნ ჩემდა ცხორებაჲ სწავლაჲ ფებრონიაჲსი.“
ამას რაჲ იტყოდა იერია და ცრემლითა დაალტობდა ფერჴთა ბრენისათა, აღიძრა გული მისი ლმობიერებად და წყალობად მისა და ჰრქუა მას: „უწყის უფალმან, დედუფალო იერია, რამეთუ ორისა წელიწდისაჲ მოცემულ არს ჴელთა ჩემთა ფებრონია და, აჰა ესერა, ათურამეტი წელი აქუს მონასტერსა შინა, რომელ არცა მამაკაცისა ხატი უხილავს, არცა [Iv] დედათა ერისკაცთა6 სახე და არცათუ დედასა მისსა უხილავს აქამომდე პირი მისი, დაღაცათუ მრავალგზის ცრემლითა მევედრა ხილვად მისა და არა შეუნდევ ყოვლადვე ერისკაცთა აღრევად. ხოლო აწ სურვილისა მაგისთჳს, რომელ გაქუს ღმრთისა მიმართ, შეგიყვანო ხილვად მისა, გარნა სახე მოწესეთაჲ შეიმოსე ესრეთ უკუე სახითა მოწესეთაჲთა.“
შეიყვანა ბრენმან იერია სენაკად ფებრონიაჲსა, ხოლო ფებრონია იხილა რაჲ იგი შემოსილი სახითა მოწესეთაჲთა, შეუვრდა ფერჴთა მისთა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ უცხოჲ ვინმე ენკრატისი არს და ამბორსუყვეს ურთიერთას. და უბრძანა ბრენმან ორთავე დაჯდომად. და იწყო ბრძანებითა მისითა ფებრონია კითხვად საღმრთოთა წიგნთა.
ხოლო იერია ესოდენ ლმობიერ იქმნა სწავლისაგან ფებრონიაჲსა, ვიდრეღა ღამე ყოველ ორთავე უძილად გარდავლეს, რამეთუ არცა ფებრონია მოწყინე იქმნა სიტყუად, არცა იერია განძღებოდა სმენითა. და ესოდენი ცრემლი დასთხია მან, ვიდრეღა ქუეყანაჲ იგი დაალტო ცრემლითა თჳსითა. და ვითარცა განთენა, ძლით არწმუნა ბრენმან იერიას წარსლვად სახედ თჳსად.
[IIr] მუნ მოიკითხნა იგინი ცრემლით და წარვიდა სახედ თჳსად. და მეყსეულად შეწევნითა ღმრთისაჲთა დაარწმუნა მშობელთა თჳსთა და მიიღეს წმიდაჲ ნათლისღებაჲ და განთავისუფლდეს საცთურისაგან კერპთაჲსა და იცნეს მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ფებრონია ჰკითხვიდა თომაიდას, შემდგო(მ)სა მას ბრენისასა, და ეტყოდა: „გევედრები, დედაო, ვინ იყო უცხოჲ იგი დაჲ, რომელ ესრეთ აღივსო ცრემლითა, ვითარმცა არაოდეს ასმიოდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ?“ მიუგო თომაიდა და ჰრქუა ფებრონიას: „ესე იყო იერია, სეფექალი.“ ჰრქუა მას ფებრონია: „და რად არა მაუწყეთ ჭეშმარიტი, არამედ მაცთუნეთ და, ვითარცა დასა, ვეუბნებოდე მას.“ ჰრქუა მას თომაიდა: „დედოფალმან ჩუენმან და დედამან სულიერმან ეგრეთ ბრძანა.“ და დასცხრა იგი სიტყუად.
ხოლო მათ დღეთა შინა დასნეულდა ფებრონია ვიდრე სიკუდილადმდე. ესმა რაჲ ესე იერიას, მოვიდა მუნ და არა განეშორა მას ყოველთა მათ დღეთა უძლურებისა მისისათა, ვიდრე მოვიდა სიმრთელედ. დაწვა ფებრონია სკ(ა)მსა ზედა, ხოლო იგი ჯდა მის წინაშე განუშორებელად და ჰმსახურებდა ესრეთ - აღსავსე იყო სიყუარულითა მისითა და სურვილითა.
და მათ დღეთა შინა ისმა ქალაქსა მას, ვითარმედ სელინოს და ლჳსიმახოს შევლენ ტანჯვად ქრისტეანეთა. მუნ ყოველნი [IIv] ქრისტეანენი, რომელნი იყვნეს ქალაქსა მას - მღდელნი და მოწესენი და ერისკაცნი - დაუტეობდეს საყოფელთა თჳსთა და ივლტოდეს, ვიდრეღა ებ(ი)სკოპოსიცა დაიმალა შიში(სა) მისგან მძლავრთაჲსა. ცნეს ესე დათა მათ, რომელნი იყვნეს მას მონასტერსა შინა და მოუჴდეს დედადიაკონსა ბრენსა და ეტყოდეს: „რაჲ-მე ვყოთ, დედაო, რამეთუ მჴეცნი ესე მოიწინეს აქა და ყოველნი ივლტიან შიშისაგან მათისა?“ ჰრქუა მათ ბრენმან: „და რაჲ გნებავს, რაჲთა გიყო თქუენ?“ ჰრქუეს მათ: „რაჲთა გჳბრძანო ჩუენცა სილტოლად და მცირედ დღე დამალვად, რაჲთა განვარინნეთ სულნი ჩუენნი.“
მიუგო ბრენმან და ჰრქუა მათ: „არღა გიხილავს ბრძოლაჲ7 და სილტოლად გ(ა)ნემზადებითა? არღა შესრულხართ წყობასა და აწვე მეოტ ხართ. ნუ, შვილნო, გევედრები, ნუ ესრეთ, არამედ დავდგეთ და ვიღუაწოთ, მოვსწყდეთ ქრისტესთჳს, რომელმან ჩუენთჳს გემოჲ სიკუდილისაჲ იხილა, რაჲთა ვცხონდეთ მის თანა.“
ესე რაჲ ესმა დათა მათ, დადუმნეს და ხვალისა დღე ერთმან მათგანმან, სახელით ეთერია, ჰრქუა სხუათა მათ დათა: „უწყი მე, რამეთუ ფებრონიაჲსთჳს არა შემინდობს დედაჲ ჩუენი წარსლვად8 ამიერ, არამედ ჰნებავს მისთჳს ჩუენ ყოველთა წარწყმედაჲ. ამისთჳს, აჰა ესერა, გეტყჳ თქუენ…“
[1r] …ლოთა მათ მჴედართაგანი მივიდა, ჰრქუა სელინოსს: „ვიხილეთ9 მონასტერსა მას ქალი, დიდად შუენიერი, და მისთჳს იტყჳს პრიმოს კომსი უფლისა ჩემისა ლჳსიმახოს ქორწინებისათჳს.“ ესე რაჲ ესმა სელინოსს, აღივსო გულისწყრომითა და მეყსეულად წარავლინნა მჴედარნი მცველად, რაჲთა ვერ განერნენ იგინი და განავლინა ქადაგი ჴმობად, ვითარმედ ხვალე ყოვლისა ერისა წინაშე განკითხვაჲ იქმნების ფებრონიაჲსი. ესმა ესე არათუ ოდენ მკჳდრთა ქალაქისათა, არამედ გარეშეთაცა და შემოკრბა სიმრავლე მამათა და დედათაჲ ურიცხჳ ხილვად ღუაწლსა10 მას ფებრონიაჲსსა.
ხოლო განთიად მივიდეს მჴედარნი მონასტრად და დააკუეთეს ფებრონია სკამისა მისგან, რომელსა ზედა წვა ქუეყანად და დასდვეს ჯაჭჳ ქედსა მისსა და ზიდვიდეს განყვანებად მონასტრისაგან. ხოლო ბრენი და თომაიდა მოეხჳნეს ფებრონიას და მწარედ ვაებდეს და ევედრებოდეს მჴედართა მათ, რაჲთა დრო სცენ სიტყუად ფებრონიაჲსა.
შეეწყალა მჴედართა მათ ფებრონია და ულხინეს მას. და ევედრებოდეს ბრენი და თომაჲდა, რაჲთა წარჰყვენ იგინიცა ღუაწლსა მას, ნუუკუე მხოლოჲ მივიდეს ფებრონია და შეშინდეს, ხოლო მჴედართა მათ თქუეს: „არა გუაქუს ბრძანებაჲ წარყვანებად [1v] თქუენდა, არამედ ფებრონიაჲსა.“
ხოლო მაშინ იწყო ბრენმან სიტყუად ფებრონიაჲსა: „აჰა ესერა, შვილო ჩემო, მიხუალ წამებად. ეკრძალე, რამეთუ სიძე იგი ზეცისაჲ ხედავს ღუაწლსა შენსა და ანგელოზთა უპყრიეს გჳრგჳნი ძლევისაჲ. აწ იხილე, ნუ შეუშინდები სატანჯველთა, რაჲთა არა ექმნე საკიცხელ ეშმაკთა. ნუ გშურან ჴორცნი შენნი სატანჯველთათჳს, რამეთუ ესე ჴორცნი, გჳნდეს თუ არა, საფლავად მიეცემიან და მიწად გარდაიქცევიან. აჰა ესერა, მე ვზი და ვგოდებ მონასტერსა შინა და მოველი ჰანბავსა შენთჳს, გინათუ კეთილსა, გინათუ ბოროტსა. გევედრები, შვილო, სმენაჲმცა კეთილი მასმია შენთჳს, ვინმე მითხრას, თუ ფებრონია მისცა თავი თჳსი ქრისტესთჳს სატანჯველთა, ვინმე მახაროს, თუ ფებრონია აღესრულა და მოწამეთა შეერთო.“
მიუგო ფებრონია და ჰრქუა მას: „მრწამს ღმრთისაჲ, დედაო ჩემო, ვითარცა არასადა გარდავჰჴედ მცნებასა შენსა, არცა აწ გარდავჰჴდე ბრძანებასა შენსა. არამედ იხილონ ერთა და განკჳრდენ და ჰნატრიდენ სიბერესა ბრენისასა და თქუან ჭეშმარიტად: „ნერგი ესე დიდისა ბრენისაჲ არს.“ და ვაჩუენო ბუნებითა დედა [2r] თაჲთა გონებაჲ მჴნე და ახოანი შეწევნითა ქრისტესითა. ლოცვა ყავთ უკუე და კურთხევით წარმგზავნეთ.“ ჰრქუა მას თომაიდა: „ცხოელ არს უფალი, შვილო ფებრონია, საერისკაცოჲ სამოსელი შევიმოსო და მოვიდე ხილვად ღუაწლისა შენისა.“
ხოლო მჴედარნი ასწრაფობდეს მას. ჰრქუა კუალადცა ფებრონია: „გევედრები, დედანო კურთხეულნო, მომეცით საგზლად ლოცვაჲ თქუენი და წარვიდე.“ მაშინ განიპყრნა ბრენმან ჴელნი ზეცას და თქუა ჴმითა მაღლითა: „უფალო იესუ ქრისტე, რომელი გამოუჩნდი თეკლას ღუაწლსა შინა სახითა პავლესითა, მოედ აწცა შეწევნად მდაბლისა ამის მჴევლისა შენისა.“
ესე თქუა და შეიტკბო ფებრონია და ამბორსუყო ცრემლით და წარგზავნა და თჳთ მოიქცა მონასტრად. გოდებით შევიდა ეკლესიად, დავარდა პირსა ზედა და ევედრებოდა ღმერთსა ფებრონიაჲსთჳს. ხოლო მჴედართა წარიყვანეს იგი მძლავრისა. მაშინ თომაიდა შეიმოსა სამოსელი საერისკაცოჲ, დაუტევა ბრენი ეკლესიასა შინა და წარვიდა ხილვად ღუაწლსა მას.
ესმა ესე ყოველთა მათ დედათა, რომელნი შეკრბიან დღესა პარასკევსა მონასტრად და ისმენდიან სწავლასა ფებრონიაჲსსა. [2v] იცემდეს მკერდთა მათთა და ცრემლით მირბიოდეს ხილვასა მას.
ესმა იერიასცა სეფექალსა, ვითარმედ ფებრონია მიჰყავს მძლავრისა. აღდგა და ჴმაყო ჴმითა დიდითა, ვიდრეღა განკჳრდეს ყოველნი, რომელნი იყვნეს სახლსა მას. ხოლო მშობელნი მისნი ჰკითხვიდეს, თუ რაჲ-ძი შეემთხჳა. მიუგო მან და ჰრქუა მათ: „დაჲ ჩემი ფებრონია წარიყვანეს მძლავრისა. მოძღუარსა ჩემსა სატანჯველად მისცემენ.“ და იგინი ფრიად ევედრებოდეს დაცხრომად ტირილისაგან, ხოლო იგი უმეტესად გოდებდა და ევედრებოდა მშობელთა თჳსთა წარსლვად ხილვასა მას ღუაწლისასა, ვიდრეღა იგინიცა აღივსნეს ცრემლითა.
მაშინ წარიყვანნა იერია მონანი და მჴევალნი მრავალნი და წარვიდა. ხოლო მი-რაჲ-ვიდოდა, მიეწია სხუათაცა მათ დედათა. მერმე მიეწია თომაიდასცა და იცნა იგი და იწყეს ორთავე ტირილად. და ესრეთ მიიწინეს ყოველნი იგი ადგილსა მას ღუაწლისასა.
მაშინ შეკრბა რაჲ ერი იგი დიდი ადგილსა მას, გამოვიდეს მსაჯულნიცა იგი და დასხდეს ლჳსიმახოს და სელინოს. და ბრძანეს შემოყვანებაჲ ფებრონიაჲსი. შემოიყვანეს უკუე შეკრული ჴელითა და ჯაჭჳ ქედსა მის(ს)ა. [3r] და ვითარცა იხილეს იგი ერთა, ცრემლო(ო)დეს მის ზედა, რამეთუ ყოველთა ეწყალოდა იგი.
მაშინ სელინოს ბრძანა ამბოხებისა მის დაცხრომაჲ. და ვითარცა ყვეს დუმილი, ჰრქუა სელინოს ლჳსიმახოსს: „ჰკითხევდ შენ და ისმენდე პასუხსა მისსა.“ ლჳსიმახოს თქუა: „მითხარ, დედაკაცო, მონაჲ ხარ ანუ აზნაური.“ ფებრონია ჰრქუა მას: „მონაჲ ვარ, ლჳსიმახოს.“ თქუა: „ვისი ხარ მონაჲ?“ ჰრქუა მას ფებრონია: „ქრისტესი, რომელი განკაცნა ცხორებისა ჩუენისათჳს.“ ლჳსიმახოს ჰრქუა: „რაჲ გეწოდების?“ მიუგო ფებრონია და ჰრქუა: „ქრისტეანე მდაბალი.“ ლჳსიმახოს ჰრქუა: „სახელსა შენსა ვიკითხავ.“ მიუგო ფებრონია: „გარქუ შენ, ვითარმედ: „ქრისტეანე მდაბალი.“ უკუეთუ კულა ჴორციელსა სახელსა იკითხავ, „ფებრონია“ მიწოდა დედუფალმან ჩემმან.“
მაშინ სელინოს დააცხრო ლჳსიმახოს და თჳთ იწყო სიტყუად ფებრონიაჲსა და ჰრქუა მას: „უწყიან ღმერთთა, ფებრონია, ვითარმედ არა მენება ყოვლადვე სიტყჳსა ღირსყოფად შენდა, არამედ სახისა შენისა სიმშჳდემან და ხატისა შენისა შუენიერებამან დააცხრვეს რისხვისა ჩემისა ზარი [3v] და ამისთჳს არღარა, ვითარცა დასასჯელსა, გეტყჳ, არამედ, ვითარცა ასულსა ჩემსა, გევედრები. ისმინე, შვილო, უწყიან ღმერთთა, რამეთუ დიდითა საფასითა დაგჳწინდებია ცოლი უფლისა ჩემისა ლჳსიმახოჲსა მე და ანთიმოს, ძმასა ჩემსა, ხოლო აწ ზავი იგი, რომელი გჳქმნია პროსფორო მთავრისა ასულსა ზედა, დავჰჴსნა და შენ თანა დავდვა აღთქუმაჲ და იყო ცოლი უფლისა ჩემისა ლჳსიმახოსისა, რომლისა მარჯუენით, ესერა, ვზი მე, რომელსა-ესე ხედავ, რამეთუ შუენიერ არს მსგავსად შენსა. ისმინე უკუე განზრახვაჲ ჩემი, მამისა შენისაჲ, და გყო შენ დიდებულ ქუეყანასა ზედა და ნუ ორგულ გყოფნ სიგლახაკე შენი, რამეთუ მე არცა ცოლი მივის, არცა შვილნი და ყოველი მონაგები ჩემი შენ მიგანიჭო და დედუფლად ყოვლისა გყო შენ და იყოს იგი ყოველი ზითვად შენდა და შენ ცოლ უფლისა ჩემისა ლჳსიმახოჲსა და იდიდო ყოველსა ქუეყანასა ზედა და ყოველნი დედანი გნატრიდენ შენ დიდისა მისთჳს პატივისა. განიხაროს კეთილად მძლემანცა მეფემან და განიჭოს ფრიადი, რამეთუ მან აღგჳთქუა დასუმად უფლისა ჩემისა ლჳსიმახოჲსა საყდარსა ეპარხოსობისასა, რომელ არს უზეშთაეს ყოვლისა მთავ [4r] რობისა. აჰა ესერა, ყოველი გასმიეს. მომეც სიტყუაჲ მამასა შენსა, რაჲთა ღმერთნიცა მოიმადლნე და სულსა ჩემსა ახარო. უკუეთუ კულა ურჩ მექმნე სწავლასა ჩემსა, ვერ სცხონდე სამსაცა ჟამსა ჴელთა შინა ჩემთა.“
მიუგო წმიდამან ფებრონია და ჰრქუა მას: „ისმინე, მსაჯულო, სიტყუაჲ ჩემი: მე სასძლოჲ ჴელითუქმნელი მაქუს ცათა შინა და სამკაული განუხრწნელი. ზითვად აღთქუმულ არს ჩემდა სასუფეველი ცათაჲ და სიძე მომიგიეს უკუდავი მეუფე და დამბადებელი ყოველთაჲ. ვითარმცა უკუე შესაძლებელ იყო ამის ესევითარისა უარყოფაჲ და შერთვაჲ მოკუდავისა და განხრწნადისა კაცისა? ამისთჳს გეტყჳ შენ, მსაჯულო, ნუ შურები, რამეთუ ვერცა სიტყუატკბილობითა მიმიზიდო, ვერცა შინებითა შემაძრწუნო.“
ესე რაჲ ესმა სელინოსს, დიდად განრისხნა და უბრძანა მტარვალთა: „დააპეთ სამოსელი მისი და ძონძი მობლარდნეთ და ესრეთ შიშუელი და სირ(ც)ხჳლეული დაადგინეთ წინაშე ყოველთა, რაჲთა იხილოს თავი თჳსი ესევითარსა უშუერებასა შინა და იტყებდეს, რომელ-იგი დიდისა მის წილ დიდებისა უკუანაჲსკნელსა მიეცა უპატიოებასა.“
და მეყსეულად მტარვალთა მოსწრაფებითა დიდითა აღ(ა)სრულეს [4v] ბრძანებაჲ მისი. მაშინ სელინოს ჰრქუა მას: „რასა იტყჳ, ფებრონია? ჰხედავა, ვითარისა კეთილისაგან დააკლე თავი შენი და რაბამსა უბადრუკებასა მიეცი?“ ფებრონია ჰრქუა მას: „ისმინე, მსაჯულო, დაღაცათუ ყოვლითურთ სამოსელთაგან განმაშიშულო მე, ესე უშუერებად არა შემირაცხიეს, რამეთუ ერთი არს შემოქმედი მამათა და დედათაჲ, რამეთუ არათუ განშიშულებასა ოდენ მოველი, არამედ მახჳლისაცა და ცეცხლისა სატანჯველთა, უკუეთუ ნანდჳლვე და ღირს ვიქმნე ვნებად მისთჳს, რომელმან ივნო ჩემთჳს.“
სელინოს თქუა: „ურ[ც]ხჳნოო და ყოვლისა უპატიოებისა ღირსო. ვიცი, ვითარმედ ჰზუაობ ქმნულკეთილობისა შენისათჳს და ამისთჳს არა სირცხჳლ გიჩნს ჴორცთა შენთა განშიშულებაჲ, არამედ საქებელად გიჩნს ესრეთ შიშულად დგომაჲ.“
ფებრონია ჰრქუა მას: „უწყის ქრისტემან, ვითარმედ არა მიხილავს აქამომდე ხატი მამაკაცისაჲ და აწ, მივეცი რაჲ ბოროტთა მაგათ ჴელთა შენთა, ურცხჳნოდ შემრაცხეა? გულისჴმაყავ, ცოფო და უგუნურო, ვინ არს ჴელოანი იგი მორკინალი, რომელი ეწყობინ წინააღმდგომსა თჳსსა და სამოსლითა შემოსილი შევიდის რკინობად? არა შიშუელი იღუწინა, ვიდრემდის დასცის მბრძოლი თჳსი და გჳრგჳნი მიიღის? ეგრეთვ [5r] ე მე შესრულ ვარ წყობად ეშმაკისა ბრძოლად ცეცხლისა და მახჳლისა. უწყი, ვითარმედ არა ეგების თჳნიერ განშიშულებისა ამათი ბრძოლაჲ, რამეთუ არა სამოსელთა თანააც თავსდებაჲ სატანჯველთაჲ, არამედ ჴორცთა ჩემთა, ვიდრემდის მძლე ვექმნა მამასა შენსა ეშმაკსა და მოვიღო გჳრგჳნი ძლევისაჲ.“
სელინოს თქუა: „ვინაჲთგან მომატყუებელ ექმნა თავსა თჳსსა ცეცხლისა და მახჳლისა, განართხით ეგე ოთხკერძო და ცეცხლი დაჰფინეთ ქუეშეთ, ხოლო ზედაჲთ ოთხნი მჴედარნი სცემდით ზურგსა მისსა არგნებითა მაგრიად.“
და მეყსეულად დიდითა მოსწრაფებითა ქმნეს ესე. ცეცხლი ქუეშეთ დაჰფინეს და ზედაჲთ უწყალოდ ჰგუემდეს, ვიდრემდის ნაკადულნი სისხლისანი ორკერძოვე ქუეყანად დიოდეს. და ცეცხლსა მას ზედა ზეთსა ასხმიდეს, რომელი-იგი უმეტ[ეს]ად აღეტყინებოდა და ყოვლითურთ შესწუვიდა მას.
ესრეთ რაჲ იტანჯებოდა მყოარ ჟამ, იწყო ერმან მან ღაღადებად და ვედრებად მთავრისა: „შეიწყალე, სახიერო მსაჯულო, შეიწყალე ქალწული ეგე.“ ხოლო იგი უმეტესდ ბორგდა გულისწყრომითა და უფიცხესად უბრძანებდა გუემად. და იხილნა რაჲ ჴორცნი მისნი - სრულიად განლეულნი და დაჭრილნი, უბრძანა [5v] მტარვალთა დაცხრომად. ჰგონებდეს უკუე სიკუდილსა მისსა. უპყრეს ჴელსა და გარდაზიდეს ცეცხლისა მისგან.
ჰხედვიდა ამას თომაიდა და მეყსეულად სული შეუმცირდა და დავარდა ფერჴთა თანა იერიაჲსთა, ხოლო იერია ჴმაყო ჴმითა დიდითა და თქუა: „ვაჲმე, ფებრონია, დაო ჩემო, ვაჲმე დედუფალო და მოძღუარო ჩემო, რამეთუ დღესითგან დავაკლდი სწავლასა მოძღურებისა შენისასა, და, ესერა, თომაჲდაცა შენთჳს მოსიკუდილად არს.“
ესმა ფებრონიას ჴმაჲ იერიაჲსი და აღიხილნა თუალნი და ევედრა მჴედართა სხურებად წყალი პირსა მისსა. მისცეს მჴედართა მათ წყალი და მოექცა გონებასა და ეძიებდა ხილვად იერიას, ხოლო მთავარმან არა შეუნდო, არამედ ბრძანა აღდგინებაჲ მისი და წარდგინებაჲ წინაშე მისსა. და ვითარცა წარადგინეს, ჰრქუა მას: „რასა იტყჳ, ფებრონია, ვითარ აღგიჩნდა პირველი ესე წყობაჲ?“
მიუგო ფებრონია და ჰრქუა მას: „და არა იხილეა პირველსავე წყობასა, ვითარმედ უძლეველ ვარ ქრისტეს ძალითა და სატანჯველნი შენნი შეურაცხ არიან წინაშე ჩემსა?“
სელინოს ჰრქუა მტარვა [6r] ლთა: „დაჰკიდეთ ეგე ძუძუთაგან და გუერდთა მისთა სახუეტლითა ძრიელად ხუეტდით და მერმე ცეცხლი მიუპყართ წყლულთა მათ, რაჲთა მაგრიად შეიწუნენ ჴორცნი მისნი.“
და მეყსეულად დაჰკიდეს ნეტარი იგი ძუძუთაგან და ხუეტდეს გუერდთა მისთა, ვიდრე ძუალადმდე. და დაცჳოდეს ჴორცნი იგი სისხლითურთ ქუეყანასა ზედა, ხოლო, ვითარცა მყოარ ჟამ ხუეტეს, მოიხუნეს ლამპარნი ცეცხლისანი, მოტყინარენი, და მიუპყრეს წყლულებათა მათ და უწყალოდ შესწუვიდეს.
ხოლო ფებრონია აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: „მოედ, უფალო, შეწევნად ჩემდა და ნუ უგულებელსმყოფ ჟამსა ამას!“ ესე თქუა და დადუმნა, რამეთუ ძრიელად იწუებოდა ცეცხლისაგან. ამას რაჲ ხედვიდეს ერნი იგი, განცჳბრებულ იყვნეს, ვიდრეღა მრავალთა ვერ თავსიდვეს და ივლტოდეს ხილვისა მისგან.
მერმე ბრძანა ურჩულომან მან აღებაჲ ცეცხლისაჲ მისგან და, ვიდრეღა ეკიდა, ჰრქუა მას: „რასა იტყჳ, ფებრონია?“ ხოლო იგი ვერ შემძლებელ იყო სიტყჳს მიცემად. მაშინ ბრძანა გარდამოჴსნაჲ მისი ძელისაგან და სუეტსა აბმაჲ, მოუწოდა მკურნალსა და ჰრქუა მას: „ჰხედავა ბოროტსა [6v] ამას და შეჩუენებულსა, ვითარ არა ჰნებავს ზრახვაჲ ჩუენდა. აწ უკუე მოჰკუეთე ენაჲ მისი და ცეცხლსა შთააგდე.“
ესმა რაჲ ესე ფებრონიას, გამოყო ენაჲ მისი პირისაგან და წამუყოფდა მკურნალსა მას მოკუეთად. ხოლო ერთა ჴმაყვეს და აფუცებდეს სელინოსს ძალსა ღმერთთასა, რაჲთა არა ყოს ესე. მაშინ სამგზის დაწყეულმან მან და ურჩულომან სელინოს ბრძანა კბილთა მისთა აღმოჴდაჲ. და მეყსეულად იწყო მკურნალმან აღმოჴდად კბილთა წმიდისა მის ქალწულისათა და დაყრად ქუეყანასა ზედა. და ვითარცა აღმოჰჴადა ათჩჳდმეტი კბილი და მდინარე11 სისხლისაჲ დიოდა, უბრძანა უღმრთომან მან მკურნალსა დაცხრომაჲ. ხოლო ფებრონიას სული შეუმცირდა სიმრავლისა მისგან სისხლისა. მაშინ მკურნალმან წამალი დაასხა და სისხლი იგი დააყენა.
და კუალად ჰკითხვიდა სელინოს და ეტყოდა: „რასა იტყჳ, ფებრონია, არცა აწ მერჩია და აღიარებ ღმერთთა ჩუენთა?“ ჰრქუა მას ფებრონია: „წყეულ იყავ, შეჩუენებულო, ბოროტო ბერო, რამეთუ დამაბრკოლებ გზისაგან ჩემისა და არა შემინდობ წარსლვად სიძისა მის უკუდავისა. ისწრაფე უკუე განყვანებაჲ ჩემი ჴორცთა ამათგან თიჴისათა, რამეთუ მიმელის მეუფე ჩემი.“ ჰრქუა მას სელინოს: „მე მცირედ-მცირედ მახჳლითა და…“